შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარება ხელისგულზე (მეთორმეტე თავი)


11-01-2017, 21:43
ავტორი tgvinianidze29
ნანახია 1 122

აღიარება ხელისგულზე (მეთორმეტე თავი)

მინდოდა მეპასუხა რა მანჩო, რის მანჩო, ხომ არ გაუბერე-მეთქი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. გული უსწრაფესად მიცემდა. ალბათ ენა დამებმებოდა და კითხვებს თუ მომაყრიდა დაბნეული რაიმე სისულელეს წამოვროშავდი. ანდრია პასუხს არ დალოდებია, ლაპარაკი განაგრძო:
– არ მითხრა, რომ მეშლები... ვიცი შენ ხარ... – მიმიხუტა და საბანი გადამაფარა. - შენი გამოჩენა საახალწლო სასწაულია? ადრე არ მჯეროდა ახალი წლის მაგიის და მსგავსი სისულელეების, მაგრამ... ახლა შენ აქ ხარ... გეხები და ამაზე საოცარი განცდა არ ვიცი რა შეიძლება იყოს.
განაბული ვუსმენდი. ლოგინში სასიამოვნოდ თბილოდა. საძაგელი, მატყუარა, სიმთვრალეში გალექსილი - მინდოდა ასე მეფიქრა, მაგრამ თავში მიტრიალებდა: რა საყვარელია... რა თბილია... ყველა ქალზე ასე მოქმედებს ლამაზი სიტყვების მოსმენა თუ მე ვარ უტვინო, არ ვიცი.
-გელოდებოდი. სახლში დაბრუნებული სავარძელში ვიჯექი, კარს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნომერი როგორ არ დამიტოვა-მეთქი.
-მელოდებოდი? რატომ?
- არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა დაუსრულებელ მოთხრობას ჰგავს.
-მე კი მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა არც დაწყებულა. შენ მე მომატყუე და დამტოვე... მითხარი ვინც არ უნდა იყოს, უკან გავაბრუნებო, მაგრამ მაინც წახვედი.
-სხვაგვარად არ გამოდიოდა...
-არა! გამოდიოდა! მაგრამ შენ არჩიე ჩემთვის გეტკინა გული და არა შეყვარებულისთვის. ალბათ ეს ბუნებრივიცაა. ვინ ვარ მე? არავინ. ვიღაც კლუბში ნაპოვნი ,,პუტანკა,“ რომელიც სახლში გა*იმვის მიზნით მოათრიე. - გაბრაზებულმა გადავიხადე საბანი და წამოვდექი. ანდრომ ხელი წელზე ძლიერად მომხვია, რომ არ გავქცეულიყავი.
-ხელი გამიშვი! - ვუყვირე.
- მე ბო*ებს სახლში არ ვეპატიჟები. მიშველეო რომ მთხოვე, ადამიანური პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მანქანაში რომ გაიღვიძე და ატიკტიკდი - მომეწონე.
- შენ ყველა და ყველაფერი მოგწონს, რაც მოძრაობს. განსაკუთრებით თუ დიდი ძუძუები და აქვს!
- შენი აზრები და იდეები მომეწონა, მანჩო!
- როგორც ჩანს, ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. - მახარაძისგან თავი გავინთავისუფლე.
-ან შეხვედრის დღესვე რომელი ნორმალური ადამიანი ექაჩება ქალს ლოგინში?!
- ჩვენ სექსი არ გვქონია!
- მართლა? არ გადამრიო! გაიხსენე რატომ არ გვქონია! იმიტომ რომ შენი შეყვარებული დაგვადგა თავზე!
- უბრალოდ მინდოდა მოგფერებოდი.
- პრელუდია სხვა არაფერია! უბრალოდ აღიარე რომ ყ*ლე გმართავს.
-უზრდელი და უმადური გოგო ხარ!
- ვინ ვინ და შენ არ უნდა მიმითითებდე ზრდილობაზე! ,,ლიჟბი“ ქალი გამ**იმინა - აი ვინ ხარ შენ!
- მასე რომ იყოს ნატალის გავაბრუნებდი, დავრჩებოდი და მაგრად გიხ*არდი!
-შენი დედა ვატირე, ანდრია მახარაძე! - კარი გავიჯახუნე და კიბეებზე დავეშვი. ანდრო გამომეკიდა.
- მოიცადე, მანჩო! ვიცი ბრაზი გალაპარაკებდა... მეც გავბრაზდი. მაპატიე რა! ბოდიში.
კაპიუშონი სახეზე ჩამოვიფარე. მასზე მოვლებული ბეწვი თვალებს მიფარავდა. მახარაძემ, როგორც მოსალონდელი იყო, მეორე სართულზე დამიჭირა და კედელთან მიმიმწყვდია. თავი ჩავღუნე.
-ძალიან გთხოვ, დარჩი.
- დილის რვა საათია. სახლში უნდა დავბრუნდე.
-შენთან ერთად მინდა...
-მე არ მინდა შენთან ერთად.
- მატყუებ. - ანდრომ ხელები მომხვია და ძალიან ძლიერად ჩამიკრა გულში. წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და მეც ჩავეხუტე. არსებობს მომენტები, როცა გინდა ადამიანი შეგზიზღდეს და უფრო გიყვარდება.
-შენ ხარ ყველაფერი ის, რასაც ვერ ვხსნი... - მითხრა მახარაძემ და ხელში ამიყვანა. სასწრაფოდ გვერდზე მივაბრუნე სახე. მის ბნელ ბინაში დავბრუნდით. საწოლზე ფრთხილად დამსვა, გვერდით დამიწვა და თავი კალთაში ჩამიდო.
-საუკეთესო ახალი წელი მაქვს! - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა. ანდროს ქერა და რბილ თმაში ხელი ნელა შევუცურე. სიბნელეში მის ნაკვთებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ თუ თვალებს დავხუჭავდი მაინც დავინახავდი, რომ ოდავ კეხიანი, მაგრამ ძალიან მოხდენილი ცხვირი, სპილოსძვლისფერი, აზიდული ყვრიმალები და კაცისთვის უჩვეულოდ გრძელი წამწამები ჰქონდა. როცა ანდრო იცინის, ჩემსავით, ლოყები ეჭყლიტება. სასაცილოა, მაგრამ ამ პატარა ორმოებში ცვირის წვერის ჩადება მომინდა. შუბლი ფითქინა შუბლზე მივადე. მისი ამოსუნთქული ჰაერი ჩავისუნთქე.
-რადა მოდებაძე, სულელო გოგო, ფრთხილად, თორემ შეგიყვარდება! - მეუბნებოდა გონება.
-არ შემიყვარდება! ჩემთვის ტკივილის მოყენების უფლებას არავის მივცემ! - იძახდა გული.
-გაგიცანი თუ არა, ვიგრძენი რომ არასდროს დამავიწყდები... - წაიჩურჩულა ანდრომ.
-თავიდან ყველას მასე ჰგონია.
-ზუსტად ვიცი, მანჩ.
-დაგავიწყდები, აუცილებლად დაგავიწყდები... ერთ დღეს ქუჩაში შეიძლება მხარი გამკრა, ბოდიშიო უგულოდ მომიგდო და გზა გააგრძელო.
-არ მინდა რომ დამავიწყდე. - მახარაძე წამოიწია და ტუჩებში მაკოცა. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც 20 წლის განმავლობაში დამუფლებია. ანდროს ტკბილ ტუჩებში ჩავიკარგე. მეგონა შემეძლო მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში მასთან ერთად გამეტარებინა.
-ხომ გეუბნებოდი... - წაიბუზღუნა ტვინმა.
ანდროს რომ ჩაეძინა ათი სრულდებოდა. ძალიან მინდოდა მასთან ერთად დამეძინა, მაგრამ ბალიშზე დავადებინე თავი და გავეპარე. ალბათ უნდა მედარდა, სახლში რომ მივალ დედაჩემი და მამაჩემი თავ-ბედს მაწყევლინებენ - მეთქი, რადგან არც მათ ზარებს ვპასუხობდი და არც მესიჯებს, მაგრამ ანდრიას თავიდან ვერ ვიშორებდი. ჩვენს ყველა დიალოგს ვიხსენებდი, თითქს კინოფირს დაუსრულებლად ვახვევდი და ვახვევდი. ჩვენს კოცნაზე ფიქრისას სახეზე ალმური მედებოდა და გული კვლავ გიჟივით იწყებდა ძგერას! ალბათ ანდრო გაიღვიძებდა და იფიქრებდა ყველაფერი დამესიზმრაო. მე კი კიდევ დიდხანს ვიგრძნობდი უხერხულობას მისი დანახვისას.

* * *
4 იანვარიც მოვიდა! გაჩერებაზე ჩამოვედი და სიდონიას გადავურეკე. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, იმიტომ რომ რუსუდანი უნდა მენახა. გულწრფელად მომენატრა ეს არისტოკრატიული ქალი! გვერდით ენაგადმოგდებული ქულა მომყვებოდა. კუდს საყვარლად აცანცარებდა, ხვდებოდა რომ სახლში, თავის პატრონთან, ბრუნდებოდა.
-ანდრო ხომ არ გამოჩენილა?
-ჯერ არა. - სიდოს ხმა დაუდარდიანდა. - ელაპარაკე ჩემზე?
-იცით, ახალი წლის ღამეს თქვენს სახლთან მოვიდა. როგორც ჩანს, შეხვედრა სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. ალბათ ძალიან რცხვენია, რომ ცუდად გექცეოდათ. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა და სახლში წავიყვანე.
-კარგი გიქნია...
-დარწმუნებული ვარ ცოტაც თუ დაიცდით, აუცილებლად მოგაკითხავთ. ალბათ მამამისის ნახვის სურვილსაც გამოთქვამს.
- არ ვიცი სულხანი სად არის ან რას აკეთებს.
- რატომ არ სცადეთ მასთან აკავშირება. მგონი, ძალიან გაუხარდებოდა როცა გაიგებდა რომ საყვარელი ქალისგან შვილი ჰყავს.
-შემეშინდა.
-რისი?
-იმის რომ დამივიწყა... იმის რომ უკვე ოჯახი ეყოლება.
-იქნებ არც ყავს?
-მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მომიკითხა?
-იქნებ გეძებდათ და ვერ გიპოვათ, როგორც თქვენ - ანდრო?
-ჩემი სახელი, გვარი, ასაკი და საცხოვრებელი ქალაქი იცოდა. ჩემ პოვნას წინ რა ედგა? უბრალოდ არ მოინდომა.
-რაც არ უნდა იყოს, უფლება აქვს შვილს შეხვდეს. ამდენი წელია არაფერი იცის.
-მასთან მისვლას მე ვერ გავბედავ... სულხანთან შესახვედრად მზად არ ვარ.
-მე რომ მივიდე?
-შენ?
-ხო... როგორ თქვენთან მოვედი. მისამართს მომცემთ?
-არ მაქვს, მაგრამ ვიშოვი.
-კარგი. ისე შეგვიძლია ერთად მივიდეთ... იფიქრეთ ამაზე.
მახარაძეების ჭიშკართან სიდონიას დავემშვიდობე და ლამის სირბილით შევედი ეზოში. არ ვიცი პატარა ბავშვივით რატომ მოვიქეცი, მაგრამ რუსუდანის სახელი რამდენჯერმე დავიძახე. ყველაზე დიდ, მომრგვალო აივანზე გამოვიდა, მოჯირს ჩამოეყრდნო და ღიმილით ხელი დამიქნია.
-მოხვედი, ნესა?!
-რა კარგია რომ ჩამოხვედით! აღარსად წახვიდეთ!
კიბეებზე ავირბინე, ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ფამილარობაში არ ჩამომართვას-მეთქი, ამიტომ უბრალოდ გადავკოცნე. რუსო ქულას მოეფერა და თავის საძინებელში შემიძღვა. მომეჩვენა, რომ დამშვიდებული სახე ჰქონდა. ჩავთვალე, რომ რუსეთში დასვენება მოუხდა. ტუალეტის მაგიდაზე ორი ყუთი ედო, მთხოვა გახსენიო. ერთში რუსულენოვანი სამედიცინო ენციკლოპედია, თეთრი ხალათი, პირბდადე და ბლოკნოტი დამხვდა, ზედ ეწერა: ,,მომავალ ექიმს ბევრი სიცოცხლის გადასარჩენად;“
მეორეში - ძალიან ლამაზი შუშის ზარდახშა, წარწერით ,,საიდუმლოებებისთვის.“ დავფიქრდი, რატომ მინა? იქნებ იმიტომ რომ ადვილად მსხვრევადია? ამ ზარდახშის ავტორი ალბათ გვახსენებდა, რომ ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა.
-ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავ, ნესა!
- უღრმესი მადლობა, მაგრამ მე რომ თქვენთვის არაფერი მომიმზადებია?
- როგორ არა! შენ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი გამიკეთე, გამბედაობა შემმატე და მაიძულე მაშოსთვის დამერეკა.
-დაურეკეთ?! სწორად მოქეცულხართ!
-აეროპორტში, რუსეთში წასვლამდე ველაპარაკე. შობას ქმარ-შვილთან ერთად მოვა და ჩვენთან ერთად შეხვდება. უზომოდ გახარებული ვარ! - რუსუდანს თვალები უბრწყინავდა. - მაშომ მითხრა, დედა შენს ზარს ველოდებოდიო.
რუსუდანმა პეტერბურგში გადაღებული სურათები მანახა.
-ჩვენს რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს, თენგოს და ოლგას, ერთი ტრადიცია აქვთ, 31 დეკემბერს 8 საათზე სტუმრებთან ერთად აწყობენ უზარმაზარ ნაძვისხეს. მე და ბეგი თეთრ ღვინოს ვწრუპავდით და საახალწლო მუსიკის ფონზე ნაძვის ხეს სხვებთან ერთად ვრთავდით. კენწეროზე ვარსკვლავს ყოველთვის მასპინძელი აბნევს. შუქი ჩავაქვრეთ და ნაძვის ხე ავანთეთ. მასპინძელი კიბეზე იდგა, ჩამოსვლისას ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ბეგის დაეცა თავზე. გვეგონა რომ ორივე დაშავდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმებმა სასწრაფო ეხოსკოპიაა საჭიროო. საავადმყოფოში გადაიყვანეს. თენგოს და ბეგის პალატა პირველ სართულზე იყო. მორიგე მედდას ფული გადავუხადეთ და მთელი ღამე ქმებთან ერთად გავატარეთ. 12-ის ნახევარზე ოლია სუპერმარკეტში გადაიპარა, სასმელი და საჭმელი იყიდა და ფანჯრიდან გადმომაწოდა. ახალწელს საავადმყოფოში შევხვდით, მაგრამ ისე დავთვერით და იმდენი ვიცინეთ, ძალიან გავერთეთ. კიდევ კარგი ბეგის და თენგოს მდგომარეობა მორიგე ექიმს არ შეუმოწმებია, ისიც ძალიან მთვრალი იყო მგონი, თორემ გამოგვყრიდნენ იქიდან მე და ოლგას. - რუსუდანმა გაიცინა. პალატაში გადაღებულ სურათს დავხედე, მხიარული სახეები ჰქონდათ.
- მეორე დღეს ბოთლები და ნარჩენები მე და ოლგამ ჩანთაში გადავინაწილეთ და ჰოლში გავიპარეთ. გვერდიგვერდ დავსხედით და ერთმანეთს თავები მივადეთ, ვითომ ძალიან საწყლად ავქე გავათენეთ ღამე. ძლივს ვიკავებდით სიცილს. მალევე გაირკვა, რომ ჩვენს ქმრებს არც ტვინის შერყევა ჰქონდათ, არც მოტეხილობა, მხოლოდ მსუბუქი დაბეჟილობა შეენიშნებოდათ, ამიტომ გამოგვწერეს. სახლში მივედით, გემრიელად გამოვიძინეთ და საღამოს ქვსი საათისთვის სასტუმრო ოთახში შევიკრიბეთ. საახალწლო ღონისძიების ბილეთები გვქონდა შეძენილი. ტაქსი გამოვიძახეთ. შუა გზაზე ოლგამ აღმოაჩინა, რომ ბილეთები დარჩა. მოვბრუნდით და საცობში მოვყევით, რადგან გზები მოყინული იყო და ავარია მოხდა. მანქანებ შორის ახალგაზრდები მოტოციკლეტებით დაძვრებოდნენ. თენგომ და ოლგამ ხელი აუწიეს, ჩვენც გაგვიყოლეთო. ეს კლასიკურად ჩაცმული ხალხი მოტოციკლეტებს შემოვაჯექით და ავტოსტოპით ვიმგზავრეთ უხლოეს მეტრომდე. ექსკალატორზე ოთხივენი ქართულ სიმღერებს ვმღეროდით. ამ დროს ვიღაცამ ჩამირბინა, მხარი გამკრა, ჩანთა გამომღლიტა, რომელშიც ფული და საბუთები მედო და გაქიცა. თენგომ დამიჭირა, ბეგი კი ქურდს დაედევნა. გაჩერებაზე რომ ჩავედით გაცეცხლებული დაგხვდა. უცნობა ვაგონში შეასწრო. საკუთარ უსუსრობას გაუბრაზება და მთელი ძალით დაურტყამს ხელი კარისთვის. მუშტი გაწითლებული და გასიებული ჰქონდა. შინ დავბრუნდით და მართალია აზრი არ ჰქონდა ღონისძიებაზე წასვლას, იხტიბარი არ გავიტეხეთ. მივედით, ბოლო ორ სიმღერას მოვუსმინეთ და წამოვედით. ოლგა აწუწუნდა პირველი იანვარია, სახლში რა გვინდაო, ამიტომ ბარში წავედით. იქ კი ბეგიმ ნამდვილად გამაოცა. ცოტა რომ შეზარხოშდა მიკროფონი მოითხოვა და სიმღერა მომიძღვნა, მერე გამომიცეკვა, თან მიმღეროდა და თან მეცეკვებოდა. ისეთი რომანტიკული იყო, თავი 20 წლის გოგო მეგონა. სულ დამავიწყდა რომ გამქურდეს და სანერვიულო მქონდა. ბარიდან გამოსულებმა მორთულ ქუჩებში ხელჩაკიდებულებმა ვისეირნეთ. შინ დაბრუნების შემდეგ ჩემს ქმარს მივეხუტე და მივხვდი, რომ თუ ქალს ქმარში გაუმართლა, ე.ი. ყველაფერში გაუმართლა! ბედობას ფრანგულ კაფეში ვისაუზმეთ, ბეგიმ იცის რომ შოკოლადიანი კრუასანები ძალიან მიყვარს, და პოლიციის განყოფილებაში განცხადების დასაწერად წავედით. შუადღეს საყიდლებზე გავიარეთ და სავაჭრო ცენტრში შემთხვევით ჩვენს ძველ კურსელს, ალიოშას, გადავეყარეთ. მე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ თურმე სტუდენტობის პერიოდში ალიოშა ჩემზე უგონოდ შეყვარებული ყოფილა. ალიოშა და ბეგი ძმაკაცობდნენ და ჩემს ქმარს მისი ფარული გრძნობების შესახებ სცოდნია, მაგრამ არასდროს მოუყოლია. ალიოშამ საღამოს თავის ოჯახში დაგვპატიჟა. ვესტუმრეთ. ჩემი კურსელი რომ დათვრა აივანზე გამიყვანა და ყველაფერი მომიყვა. ბეგიმ შენიშნა, რომ ოთახში შებრუნება შემაგვიანდა და გამომაკითხა. ისიც ნასვამი იყო და კინაღამ ერთმანეთს დასცხეს. არც კი ვიცი სიტუაცია როგორ განვმუხტე. სუფრასთან რომ დავბრუნდი მეღიმებოდა და ვფიქრობდი, ჩემს ქმარს ჯერ კიდევ ვყვარებივარ-მეთქი. სიმართლე გითხრა, მოგზაურობამ მაგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!

***
,,მარშუტკაში“ ავედი და, როგორც ყოველთვის, სოციალურ გვერდზე შევედი. დაუსრულებელ საცობებში ყოფნისას რამით ხომ უნდა გავირთო თავი? რა კარგი იქნებოდა, თბილისის მერია ადეკვატურ გამოსავალს რომ პოულობდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კურსის ჯგუფში პოსტს წავაწყდი. ნატალი წერდა 6 იანვარს 3 დღით ბაკურიანში მივდივართ, ვისაც უნდა შობას ძალიან მხიარულად შეხვდეს, პირადში მომწერეთ და დეტალებში გაგარკვევთო. ძალიან მომინდა ბაკურიანში ავსულიყავი. გადავწყვიტე რუსოსთვის ავანსი მომეთხოვა და 3 დღით გავთავისუფლებოდი. დარწმუნებული ვიყავი უარს არ მეტყოდა.

მეგობრებო, მოუთმენლად ველოდები თქვენს კომენტარებს <3

 




№1 √ სტუმარი ™ გვანცა))

ვგიჟდები მანჩოზეც,ნესაზეც,და რაღათქმაუნდა რადაზეც...;დდ
და შენზე ავტორ,ასეთი ისტოორიის გამო ❤

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ neneusi

კარგიააა ! :)))) მე ძალიან მომწონს, მახსოვს ეს ისტორია სხვა საიტზე მქონდა ნანახი , მაგრამ იქ არ გაგიგრძელებია დადება და გული ძალიან დამწყდა ახლა კი როდესაც აქ დავინახე გულმა ფანცქალი დაიწყო :D :D :D კარგია განაგრძე და ცოტა მალე დადევი რაა!!!

 



№3  offline √ მოდერი ™ ნეფო1999

ეს თავი ხო, მაგრამ შემდეგ თავს ისეთი ემოციებით ველოდები გული საგულეს აღარ მაქვს. რაღაცნაირად მიხარია ანდრიას და რადას ეს ურთიერთობა. უვნაური ურთიერთობა, მაგრამ რაღაც ისეთია რომ მომწონს. მიხარია კიდევაც... ახლა მიყვარდებიან<3 შემდეგ თავშინკიდეუფრო შემიყვარდებიან ვიცი. უფრო ხშირად გამოაჩინე ესენი ერთად გთხოვ. მსიამოვნებს კიყხვა, უბრალოდ წინა თავის კომენტარები რომ წავიკითხე იმისნმერე დასასრულის კიდე უფრო მეშინია. შეიძლება ეს დასასრულის დასაწყისი იყო და არა პირდაპირ დასასრული, მაგრამ მაინც. წინა თავზე ვერ მოვახერხე კომენტარია დატოვება, ბოდიში კიდევ ერთხელ.
ბეგი და რუსო რა საყვარლები არიაააანნ! რუსო ასეთი გახარებული, ამდენი მხიარული დღე რა მაგარია!
ვამაყობ შენით ჩემო გოგო!

 



№4  offline √ წევრი ™ Shokoladi :D

აი რადაზე ვგიჟდები :D :D თათული შენ რომ უზადოდ ნიჭიერი და ძალიან მაგარი მწერალი ხარ ბევრჯერ დაამტკიცე უკვე . მელოდიები ახალ თავს ❤❤❤

 



№5  offline √ მოდერი ™ Eleniko13

ოღონდ ამ ბიჭში გავერკვე,
მეტი არაფერი მინდა რა, გთხოვთ.
თამაშობს?
აი ამ რადას უაზრობებმა,
ტყუილებმა და ბოროტებამ უკვე
საზღვრები გადაკვეთა.
მეზიზღება ეგ გოგო, როდესაც
ნამდვილია და არ
თამაშობს.
მანჩო მიყვარს, აი რადა კიდევ...
მალე თუ არ ამოათრევ,
თათული,
არ ვიცი რა...

მაინტერესებ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

გვანცა))
ვგიჟდები მანჩოზეც,ნესაზეც,და რაღათქმაუნდა რადაზეც...;დდ
და შენზე ავტორ,ასეთი ისტოორიის გამო ❤

როგორი გულისფანცქალით ველოდები ხოლმე კომენტარეებს!!! <3
მეც ვგიჟდები თითოეულ თქვენგანზე.

 



№7 √ სტუმარი ™ Guest mashiko

Au dzalian gtxov cudad ar daamtavro raa es istoria

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

neneusi
კარგიააა ! :)))) მე ძალიან მომწონს, მახსოვს ეს ისტორია სხვა საიტზე მქონდა ნანახი , მაგრამ იქ არ გაგიგრძელებია დადება და გული ძალიან დამწყდა ახლა კი როდესაც აქ დავინახე გულმა ფანცქალი დაიწყო :D :D :D კარგია განაგრძე და ცოტა მალე დადევი რაა!!!

გულის ფანცქალი რა კარგი შეგრძნებაა... და კიდევ უფრო უკეთესია, როცა შენს ნაწარმოებზე ემართებათ! მადლობა ყურადღებისთვის და სიმპათიებისთვის :*

ნეფო1999
იმდენი გელაპარაკე პირადში მომდევნო თავზე, კიდე კარგად ხარ! ასეთი ურთიერთობა, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან რთულია. არ იცი კონკრეტული ადამიანისგან რას უნდა მოელოდე. ჰაერში ხარ გამოკიდებული, განვითარების პერქპექტივაში რაიმე სტაბილურ დინამიკაზე საუბარიც ზედმეტია! შეყვარება აქამდე იმიტომ ვერ მოასწარი, რომ ისტორია მხოლოდ რადასა და ანდრიას ურთიერთობაზე არ არის კონცენტრირებული.

ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ ჩემთვის დროს მაინც პოულობ, მინდა იცოდე რომ ამას ვაფასებ :*

დღეს ვფიქრობდი ასეთი პოზიტიური თავი მემგონი ,,აღიარება ხელისგულზე"-ში აქამდე არ დამიწერია-მეთქი :დდ

Shokoladi :D
აი რადაზე ვგიჟდები :D :D თათული შენ რომ უზადოდ ნიჭიერი და ძალიან მაგარი მწერალი ხარ ბევრჯერ დაამტკიცე უკვე . მელოდიები ახალ თავს ❤❤❤

ცუდ გოგოს გულშემატკივარი გამოუჩნდა შენი სახით? :3 რომელი თვისებები მოგწონს რადუნიაში? დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის და დაფასებისთვის :*

Eleniko13

ნაწარმოები ხშირ შემთხვევაში პერსონაჟებში და სიტუაციებში გარკვევის პროცესია და როცა ამას ვახერხებთ, სრულდება. მოკლედ ცხოვრებას ჰგავს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ნაწარმოებებში გმირებს თავად ვქმნი, ბოლომდე მაინც არ ვიცნობ მათ. მართალია ეს ნაწარმოები კაი ხნის წინ დავწერე, მაგრამ ჯერაც არ შემიძლია ანდრიას სულის ყველა კუნჭულის ამოცნობა. იცი როგორ ხდება? თითქოს მომენტები ჩემს თავში ჩემგან დამოუკიდებლად ვითარდება, მე მხოლოდ ვხედავ და ავღწერ/ვყვები. მეც მკითხველივით პერსონაჟების სეცნობაში და მათი საქციელების გაანალიზებაში ვარ.

სწორად აღნიშნე ,,ტყუილი და ბოროტება." სიდონიას ემეგობრება, მაგრამ ნახე რა თხოვა? ანდრიას მამის მისამართი. რატომ? სტატიისთვის.


ველოდები შენს კომენტარებს <3

Guest mashiko
Au dzalian gtxov cudad ar daamtavro raa es istoria

რადროს დამთავრებაა იმდენი რაღაც უნდა მოხდეს!

 



№9  offline √ წევრი ™ ყიფი-ანი

თამარ, მიღებულია დამსახურებული შენიშვნა და აბსოლუტურად მესმის შენი, რადგან მეც გართულება მაქვს ჩემი სახელის არასწორ ფორმულირებაზე, რაც შეეხება ისტირიას, ძალიან ბევრი ახალი სიუჟეტი და ურთიერთობა ჩანს, ზოგჯერ მგონია არ შეცვლილა ზოგჯერ პირიქით, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უცნობ ისტორიას ვკითხულობ, ნებისმიერ შემთხვევაში შენ გვერდით ვარ, სულაც ერთი სიტყვაც რომ არ შეგეცვალა ახლაც ისეთივე სიამოვნებით გადავიკითხავდი რიგორც არაერთხელ, ეს ბაკურიანიც რაღაც ახალია, ასე რომ, გელოდები .....

 



№10  offline √ ადმინი ™' teddy))

ვგრძნობ ანდროს სიმთვრალე არ ალაპარაკებდა... მგონია რომ რადას ძალიან გავხარ! მე კი რადა ძალიან მიყვარს! საერთოდ მთავარი გმირები მგონი ყველას უყვარდება... რუსუდანი და სიდონია ამ რომანში ისინი არიან ვინც ბედნიერებას იმსახურებენ... ბეგი კი მომეწონა თავისი მეუღლე ასე რომ გააბედნიერა... უნივერსიტეტი მომენატრა თავისი მაღალ ქუსლიანი ჭორიკანათი!
სიუჟეტის მრავალფეროვნებაა და ძალიან მომწონს! წარმატებები!!!

 



№11 √ მოდერი ™ sameone crazy girl

ერტად წავიკითხე ყველა თავი. დილის ოთხ საათამდე ვკითხულობდი ისე შემიტყუა ძლივსმოვწყდი. ძალიან განსხვავებული ისტორიაა , გამორჩეულად კარგი და მინდა რომ მალე დადო. თორე ვერ ვითმენ ,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება heart_eyes

 



№12  offline √ წევრი ™ mariami_2

მაგარი ისტორიაა და შენც ძალიან მაგარი ხარრ heart_eyes kissing_heart

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

დიალოგი... // უტვინოა ეს გოგო ხო? თავად არ დაიწყო უხეშობა და უზრდელობა? როგორ უნდა უსაყვედურო ადამიანს, რატომ ჩემთან არ დარჩი და შეყვარებულს რატომ გაყევიო, მერე რა, რომ რაღაც ქიმიაა მათ შორის... რა შუაშია აქ ანდრო? მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია უნდა მომწონდეს თუ არა ეს ბიჭი, ანდრო ამ ეპიზოდში სრულიად გულწრფელია. მის ადგილას მივუხურავდი კარს "მანჩოს" და მივაგინებდი ლამაზად :დდ ოხ, გაბრაზებული ვარ. ნერვები მეშლება ამ გოგოზე უკვე... როგორ შეიძლება ასეთ ლამაზ სიტყვებს წერდე დღიურში და ასეთი უტვინო იყო ბიჭთან, რომელიც მოგწონს?!

რუსუდანის მონათხრობი უზომოდ მომეწონა... სიცოცხლე ჩანდა მაგ მონოლოგში.

პ.ს. მაგრამ მე ერთი დიდი საფიქრალი მაქვს და ვერ გადამიწყვეტია გკითხო თუ არა :დდ ერთ-ერთ გამვლელ პერსინაჟს ეხება

 



№14  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

ყიფი-ანი


როცა ,,აღიარება ხელისგულზეს" პირველი ვერსია წავიკითხე ვიფიქრე, რომ ცოტათი ღარიბი იყო, ანუ რომანის პირველი ნაწილი მოთხრობას უფრო ჰგავდა. გადავწყვიტე უფრო გამემდიდრებინა, მკითხევლისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა და პარალელური მოვლენების ფონზე ძირითადი ხაზი უფრო გამოიკევეთებოდა და პერსონაჟებსაც უფრო ცხადად დაინახავიდით. ვთქვათ, ბეგის და რუსუდანის ისტორიის მეშვეობით შეგიძლიათ უკეთესად დაინახოთ რა ხალხში და როგორ ოჯახშია გაზრდილი ანდრია. ასევე სიდონიას ისტორიით იგებთ როგორი გენეტიკა აქვს ანდროს.

დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ, კითხლობ ჩემს ამსევარს და მიკომენტარებ :*

teddy))

სხვათაშორის ხშირად ჰგონიათ, რომ ნაწარმოებებს საკუთარ თავზე ვწერ. ეერთი ნოველა მაქვს ,,თინეიჯ თამაში." ჩემმა ქართულის მასწავლებელმა რომ წაიკითხა, გადაირია ასე პაწაწუნა გოგომ ეს როგორ დაწერეო, ამდენი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აღმოჩენა 15 წლის ასაკში როგორ გააკეთეო...ამიტომ გადაწყვიტა მთელი სკოლის ბავშვებისთვის მიეცა ,,თინეიჯთამაშის წაკითხვის საშუალება." კერძო სკოლა იყო, სადა 11-12 კლასელებს საატესტატოებისთვის და ეროვნულებისთვის ამზადებდნენ. ქართულის მასწავლებლებს წააკითხა, გადააქსეროქსეს და ყველა აბიტურიენტს მისცეს დავალება, წაეკითხათ, გაეანალიზებინათ და თემა დაეწერათ. აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადაწყვტა, რომ ,,თინეიჯთამაში" საკუთარ თავზე მეწერა და ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვეს :დდ მოკლედ რომ ვთქვათ, მოკლე შინაარსი ასეთია: ორი ერთმანეთისთვის უცნობი თინეიჯერი სექსით დაკავდება სადარბაზოში. ეს სექსი არის მათი შინაგანი დუღილის, შიშის, კოპლექსების და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის შედეგი. ახლა წარმოიდგინეთ ჩემზე რას ფიქრობდა ნახვარი სკოლა :დდ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო :დდდ

რა თქმა უნდა, ბევრ ნაწარმოებში სიმართლეა გარეული... ანუ რაღაც მომენტებს მწერალი თავისი ცოხვრებიოდნა იღებს, ან თავისი ახლბლებსი ცოხვრებიდან, ასევე პერსონაჟებს, მაგალითად ანდრია მახარაძე ჩემი ყოფილი შეყავრებულის პროტოტიპი იყო, როცა ,,აღიარება ხელისგულზეს" ვწერდი. რამდენად მგავს მე რადა არ ვიცი... საერთო ის გვაქვს რომ ორივეს გაორება გჭირს და მუდამ საკუთარ თავს ვებრძვით. თუმცა რადასავით უგულო და მატყუარა ნამდვილად არ ვარ.


კი, მთავარი გმირები ყველას უყვარდება, რა საშინელი ტიპიც არ უნდა იყოს. მაგალითად, ნოე ,,გამოღვიძება ღრმა ძილსი წინ"-იდან: მკვლელი, მაზოხისტი, სადისტი, საშინელი სვილი, სასინელი მეგობარი, საშინელი შეყავრებული... და მაინც ყველა მასზე გიჟდებოდა!

მადლობა ყურადღებისთვის და ამხელა დადებითი ემოციისთვის <3 :*

sameone crazy girl

პირველ რიგში, ბოდიშს გიხდი რომ ღამე გაგათენებინეთ მე და ,,კოცნის კვალმა." ღამის ძილი ნამდვილად ძალიან საჭიროა, პირადი გამოცდილებით გეუბნები. მეორე მხრივ, მიხარია რომ ძალიან მოგეწონა. ვეცდები მალე დავდო, გემრიელ თავს გიმზადებთ. <3

 



№15  offline √ წევრი ™ nineli

აუუუ გააგრძელეეე რა:// ვერ წარმოიდგენ ახალ თავს როგორ ველი.

 



№16  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

mariami_2
მაგარი ისტორიაა და შენც ძალიან მაგარი ხარრ heart_eyes kissing_heart

უღრმესი მადლობა <3

lullaby
ვფიქრობ, რადამ ჯერ კიდევ მაშინ ,,აკრიფა," როცა ანდრომ ლაპარაკკი დაუწყო ჩემს გამოსაჭერად ხარ აქ და ფეხების აწევით ვერ შემომძვრებიო. ყველა გოგო შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს და გაბრაზდებოდა. ამ ფონზე ძველი წყენაც ამოუტივტივდა. გეთანხმები, ნებისმიერი ბიჭი თავის შეყვარებულს უნდა გაყოლოდა და ვიღაც ერთ საათის გაცობილი გოგოს გამო არ უნდა დაენბგრია ურთიერთობა. ლამაზად გინება საინტერესო შეხამებაა :დდ გამეღიმა. რაც შეეხება იმას, რომ როგორ შეიძლება დღიურში ულამაზეს სიტყვებს წერდა და ბიჭთან, რომელიც მოგწონს, დებილივით იქცეოდე... სიყვარული ბრძენსაც ასულელებსო, ხომ გაგიგია? :დდდ ერთი ნაწარმოები მაქვს ,,დაბრუნებული თილისმა." როცა რადაზე გაბრაზდები დინარას ქცევები ნახე ბიჭთან, რომელიც მოგწონს და გაგიჟდები, რადაზე უარესები არსებობენო?! :დდ

დამაინტრიგე. რომელ გამვლელ პერსონაჟს ეხება საკითხი? აუცილებლად მკითხე.

nineli
აუუუ გააგრძელეეე რა:// ვერ წარმოიდგენ ახალ თავს როგორ ველი.

ისეთი თავი მოდიიის, ლოდინად ღირს!

 



№17  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

მიყვარს ასეთი ამომწურავი პასუხები ;)
რომელს და, აი იმას, მწვანეთვალებას, შავგვრემანს, ბიბლიოთეკასთან რომ შეხვდა... არ მჯერა, (ან უბრალოდ არ მინდა დავიჯერო)რომ ეგ პერსიონაჟი მხოლოდ იმიტომ ჩასვი რადას რომ წამიერად წამოხურებოდა :დდ ან ჰგონებოდა, რომ ასეთიმა სიმპატიურმა ბიჭმა მას მიაქცია ყურადღება, ან არ ვიცი :დდ

და კიდევ რა მაინტერესებს... შენ თქვი, რომ ეს რომანი სამი ნაწილისგან შედგება... მომდევნო ორი ნაწილიც გედო?

 



№18  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

lullaby
როცა გემრიელ კომენტარს მიწერენ, მინდა გემრიელადვე ვუპასუხო და დავანახო რომ ჩემთვის სიამოვნებაა მკითხველებთან ურთიერთობა :* უჭკვიანესი ადამიანი ხარ! მე ისეთი ტიპი ვარ შემთხვევით 1 პერსონაჟსაც კი არ ვაჩენ... ასე რომ... დაელოდე მაგ მწვანეთვალებას და აუცილებლად გამოჩნდება, თუმცა მგონი ხოლოდ შენ მიაქციე მას ყურადღება :დდ <3 ყველა ნაწილი იდო საიტზე ^^ და აჯერადაც ყველას დავდებ.

 



№19  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

tgvinianidze29
lullaby
როცა გემრიელ კომენტარს მიწერენ, მინდა გემრიელადვე ვუპასუხო და დავანახო რომ ჩემთვის სიამოვნებაა მკითხველებთან ურთიერთობა :* უჭკვიანესი ადამიანი ხარ! მე ისეთი ტიპი ვარ შემთხვევით 1 პერსონაჟსაც კი არ ვაჩენ... ასე რომ... დაელოდე მაგ მწვანეთვალებას და აუცილებლად გამოჩნდება, თუმცა მგონი ხოლოდ შენ მიაქციე მას ყურადღება :დდ <3 ყველა ნაწილი იდო საიტზე ^^ და აჯერადაც ყველას დავდებ.


წვრილმანების ჭია ვარ და უმნიშვნელო დეტალებისკენ გამირბის ყურადღება ყოველთვის, წერის დროსაც, კითხვისასაც და ცხოვრებაშიც. :დდ ეგოისტურად მიხარია კიდეც ახალი მკითხველიდან მხოლოდ მე რომ შევნიშნე მწვანეთვალება, თორემ ძველმა მკითხველმა ალბათ ყველაფერი იცის და იმედია ახლებს არ დაგვასპოილერებენ :დდ მოთმინებით ველი მიმდევნო თავს ^^

 



№20  offline √ მოდერი ™ Eleniko13

ღვინიანიძე, შეიძლება მოგკლა?
გელოდები:) მართლა:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№21  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

Eleniko13
ღვინიანიძე, შეიძლება მოგკლა?
გელოდები:) მართლა:)

არ მომკლა წერის პროცესში ვარ. აი ამონარიდი:

მოხუცის ხშირი წვერივით გაჭაღარავებული ბაკურიანი ბავშვობაში შემიყვარდა. ზამთარში მე დედა, დეიდაჩემი, ჩემი დეიდაშვილი და ბებიაჩემი სახლს ვქირაობდით. რამდენიმე ფრაგმენტი მკაფიოდ მახსოვს. ერთხელ ბაკურიანში სეირნობისას დედაჩემს ფეხი აუსრიალდა, ცაში ასროლიი ბურთივით ავარდა და მთელი ძალით ზურგზე დაეცა. გაგიკვირდებათ და ბებიაჩემმა, იმის ნაცვლად, რომ მივარდნილიყო და ფეხზე წამოეყენებინა, სიცილი დაიწყო. ცალკე ბებიაჩემი გახდა მოსაბრუნებელი, არხარისგანნ რომ არ გადაბჟირებულიყო (რა დაუჯერებლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, არსებობს იმ ადამიანების სია , რომლებიც სიცილმა შეიწირა. მაგალითად: ძვ. წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსი კრისიპე ცხოვრობდა. მას ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა მთვრალი ვირი, რომელიც ლეღვის ჭამას ცდილობდა და ხარხარს გადაჰყვა; მახსენდება მეფე მარტინ პირველი არაგონელი და ბირმის მეფე ნანდაბადი. ორივე მათგანი სიცილით დაიღუპა. მოკლედ, ისტორიული ფაქტები გვიჩვენებს, რომ სიცილით სიკვდილი სახუმარო თემა არ არის) და ცალკე სუნთქვაშეკრული დედაჩემი, რომელსაც ვშიშობდი, რომ საავადყოფოში გადაყვანა დასჭირდებოდა. მაშინ სერიოზულად ვიდარდე ვაი თუ ნინას ხერხემალზე რაიმე დაემართოს და ლოგინად ჩავარდეს - მეთქი. ახლა ეს ამბავი ყველას სიცილით გვახსენდება. მეორე მკაფიო მოგონება? არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და ჩემმა დეიდაშვილმა გადავწყვიტეთ რომ ეზოში მდგარ ბაკში უნდა გვებანავა თოვლიან ზამთარში, ,,კურტკები“ და ,,ვალინკები“ გავიხადეთ (როგორ მახსოვს... მას ცისფერი ქურთუკი ეცვა, მე - ყვითელი...) და ბაკში ჩავსხედით. საოცარია, რომ ავად არ გავხდით. დღეს ცოტათი გრილი ნიავი დმაიბერავს თუ არა, მაცემინებს. ავანზე გამოსულ ნინას უნდა დაეძახა სადილი მზად არისო (მაშინ ნაშუადღევს აუცილებლად წვნიანი უნდა მეჭამა, ვერ ვაპროტესტებდი, ისევე როგორც დილით ფაფის ულუფას), მაგრამ ადგილზე გაშრა. წამში თითქოს გონს მოეგო, თავის დას დაუძახა და ორივენი გადარეულებივით გადმოფრინდნენ მეორე სართულიდან. ერთს თმაში გვწვდნენ, მეორეს - ყურში და თბილ სახლში შეგვათრიეს. რა დასამალია, გემრიელად მიგვჟეჟეს. ალბათ ღირსები კი ვიყავით. მგონი, გვკითხეს კიდეც ბაკში რატომ ჩაჯექითო, მაგრამ არ მახსოვს რა ვუპასუხეთ... შეიძლება ახსნა არც გვქონდა. ბავშობაში ხომ ხშირად ვმოქმედებთ ალოგიკურად და ეს ძალან ბუნებრვადც გვეჩვენება.

 



№22 √ სტუმარი ™ tata

რატო არ აგრძებე??? ყოველ დღე და დღეში 10 ჯერ შემოვდივარ დავიტანჯე

 



№23  offline √ ახალბედა მწერალი™ tgvinianidze29

tata
რატო არ აგრძებე??? ყოველ დღე და დღეში 10 ჯერ შემოვდივარ დავიტანჯე

გუშინ ღამის დავდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent