შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ყვავილები (თავი 14)


12-01-2017, 00:53
ავტორი linda
ნანახია 1 803

წითელი სახლის ყვავილები (თავი 14)

-*-*-*-*-*-*-14
ხატიას არაფრის გაგონება არ სურდა. მხოლოდ უნდოდა გაურკვეველი დროის განმავლობაში წოლილიყო და არაფერი ეკეთებინა. ესღა იყო მისი ცხოვრების აზრი.
რასაკვირველია, ამას თან ერთვოდა ისეთი დაბრკოლებები, როგორიც მისი მშობლები, ძმა და ბიძაშვილი იყვნენ, მაგრამ ხატია ისეთ ხასიათზე იყო რომ ისინი სულაც არ ადარდებდა. მხოლოდ სურდა თავისთვის მიეტოვებინათ, სანამ არ გამოხმებოდა ლოგინში.
სანამ ძმის „იმ ვიღაცა ნაბი*ვარ ტიპზე“ ტირადებს აიგნორებდა, ხატიამ გადაწყვიტა სამოქმედო გეგმა შეედგინა. ამწუთას ეს ყველაზე რეალური გამოსავალი ჩანდა მისი პრედიკამენტიდან, თან დაეხმარებოდა ცოტა ფიქრები მოეკრიბა და აზრზე მოსულიყო.
პირველი. შეეძლო უბრალოდ დაევიწყებინა ეს ამბავი. დაეიგნორებინა ლაშა-გიორგი და მის მოსაგერიებლად მუდამ რატი ჰყოლოდა გვერდით. ანდა ინვესტიცია გაეკეთებინა რამე კარგ მოსაგერიებელ იარაღში. მამამისს მგონი სადღაც თოფები ჰქონდა გადანახული.
მეორე. დაეწყო ხვეწნა და მუდარა, რომ სახლში გაეშვათ. ასე ლაშა-გიორგის ვეღარც ნახავდა კარგა ხნის განმავლობაში.
მესამე. ეთქვა რატისათვის ყველაფერი, უკან გამდგარიყო და სეირისათვის ეყურებინა, თუ როგორ ჩაძუყნიდა მისი ძმა ბაბლუანს.
მეოთხე. უბრალოდ დაევიწყებინა ყველაფერი, მინდობოდა ინსტინქტებს და ლაშა-გიორგის მკლავებში ჩავარდნილიყო.
მეხუთე. ცოცხლად დაემარხა თავი და დალოდებოდა მატლებს.
ხატიას ხუბიექტური აზრით, სანამ იგი თავს უკანტურებდა რატის ღრიალს, აქედან არც-ერთი იდეა არ ვარგოდა, მეტადრე მესამე. ლაშა-გიორგის მკლავებში ჩავარდა, რაც არ უნდა მიმზიდველი იდეა ყოფილიყო, არაფრად ვარგოდა. რაციონალურად უნდა ეფიქრა, და ამ ფიქრის მიხედვით ათი მეტრის რადიუსზე არ უნდა გაკარებოდა ბაბლუანს.
თუმცა მეორე იდეა არ იყო ძალიან ცუდი. მაგრამ მაშინ მოუწევდა აეხსნა, თუ რატომ სურდა საოჯახო არდადეგების ასე მალე მიტოვება, ეს კი ნამდვილად არ გახლდათ სახარბიელო.
ხატიამ თავი დააკანტურა, ლოგინში წამომჯდარიყო, თმა წარმოუდგენლად გაფუებოდა და გამალებით ფიქრობდა. ბუნდოვნად ისმენდა რატის დღავილს და ოლიმპიური სიმშვიდით ელოდა, თუ როდის მორჩებოდა მისი ძმა. მაგრამ რატის დაღლილობის არაფერი ეტყობოდა, გეომეტრიული პროგრესიით იწევდა მისი ხმა. ბოლოს-და-ბოლოს ხატიას გაუწყდა ისედაც დაჭიმული და გასაცოდავებული მოთმინების ძაფი.
-მოკეტე, ვა! - იყვირა მან. რატი შოკისგან თუ სხვა რამისგან, ხატიასთვის სულერთი იყო, წამიერად დადუმდა. გოგონამ მისკენ მიატრიალა ბრაზით აღსავსე თვალები. -გაჩუმდები თუ არა, მეტკინა ტვინი!
-მადლობა ღმერთს... - გვერდიდან ჩაილაპარაკა აშკარად გაწამებულმა ანანომ. რატიმ მახვილი მზერა სტყორცნა და მან სასწრაფოდ ჩახედა თავის ტელეფონს, რომელსაც გამალებით აწკაპუნებდა.
ხატია 90 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ საჯაიას სწერდა, მაგრამ ახლა ეს არ იყო მნიშვნელოვანი.
-არ მისმენ და რატომ უნდა გავჩუმდე, ხატია? - მის ლოგინთან ისე დაიხარა რატი, თითქოს ხატია ხუთი წლის ღლაპი ყოფილიყო, რომელსაც ნაზად დალაპარაკება სჭირდებოდა. -აბა ბოლო რა გითხარი?
-აზრზე არა ვარ. - ხელი აუქნია ხატიამ. - ვიცი რასაც მეუბნები და იმიტომ. ის ბიჭი ვინაა, ბლა-ბლა, ხომარ უნდა ვცემო, ბლა-ბლა, გამაგებინებ თუ არა ვინაა, ბლა-ბლა, მინდა რომ ვცემო, ბლა-ბლა-ბლა...
-ცდები. - გამარჯვებული სახით წამოიწია რატი. - ეგ არ მითქვამს.
-აბა რა? - დააწვრილა თვალები ხატიამ.
-იმას გეუბნებოდა, რომ ლაშა-გიორგი საცემია. - ჩაერთო ანანო. ხატიამ ენა გაატკაცუნა და ძმას წარბებაწეულმა ახედა.
-აბა ახლა აქედან გადაშენდი. - დაისისინა მან. - შენი ზუზუნის თავი ნამდვილად არა მაქვს. თუ ვინმეს ცემა გინდა, სავარჯიშო დარბაზში წადი და ჩანთებს უბლაყუნე, მაინც იქ ცხოვრობ. - ტუჩი აიბზუა გოგონამ.
რატიმ მკლავები გადააჯვარედინა და მოიღუშა.
-იცი რას ვფიქრობ? - წამოიწყო მან.
-არაფერსაც არ ფიქრობ, ქალები და სიმძიმეების აწევა გიფართხალებს ტვინში. - უკბინა ხატიამ. - და ჰო, „ეგ უნდა ვცემო“ დარახუნობს კიდევ აქეთ-იქით. მეტი არაფერი.
ანანოს ფხუკუნი აუტყდა.
-იმას ვფიქრობ, - ისე გააგრძელა რატიმ, ვითომ აქაც არაფერიაო, - რომ საჭიროა ცოტა აზრზე მოხვიდე. არ ვიცი იმ ტიპმა რა ქნა, მაგრამ სულაც არ არის იმის ღირსი რომ ვიღაც უტვინო თხასავით ეგდო აქ და ცხოვრებაზე უარი თქვა. ამიტომ აეგდე და ნუ იქცევი შტერივით.
ხატია წარბებაწეული და გაოცებული უყურებდა.
-ყოჩაღ, ძმაო. - თქვა მან. - არ მეგონა ასეთი წინადადებების ფორმულირება თუ შეგეძლო საერთოდ.
-აუტანელი ხარ. - დაიყეფა რატიმ.
-მეც მიყვარხარ, ძამიკო. - ხმა დაითაფლა ხატიამ და ფეხზე წამოდგა. ამას რატის პირში არასოდეს ეტყოდა, მაგრამ მისი ძმა მართალი იყო. არ უნდა მიეცა უფლება ლაშა-გიორგისათვის რომ ასე დაეკნინებინა მისი ყოფა, მისი დასვენების პერიოდი და გართობა. დიახაც, ახლა თავს მოიწესრიგებდა, რამე ყელიანს ჩაიცვამდა ყელზე სილურჯის დასაფარად, აფუებულ თმას წესრიგში მოიყვანდა და გაისეირნებდა სადმე.
ყელიანი ჟაკეტი მოიცვა თხელ მაისურზე, თმა ზემოთ აიწია, ძმასა და ბიძაშვილს გადახედა.
-ხომ არ ვჭამოთ რამე? - იკითხა მან. რატი გაიბადრა.
-გამოფხიზლდი ძლივს! - ბეჭებში დაუბარტყუნა მან ხატიას ხელი. ვიცოდი რომ ის ლაწირაკი არაფრად ღირდა!
-წაეთრე, რა... - ხელი ჰკრა ხატიამ და კარისაკენ გააგდო, იმის მიუხედავად, რომ ეღიმებოდა.
-ხატია, ორი წუთი შეიძლება დარჩე და რაღაცაში მომეხმარო? - თქვა უცებ ანანომ. ხატიამ ინტერესით გადახედა.
-რაშია საქმე?- მოიღუშა რატი. - ცუდად ხომ არ ხარ? დავრჩე მეც?
-არა, არა... - სასწრაფოდ იუარა ანანომ, მაგრამ რატის სიჯიუტე ერეოდა უკვე.
-ვრჩები! და გეხმარები! რაში გჭირდება დახმარება აბა? - იჭვნეულად ჩაეკითხა ის.
-გოგოების საქმეა ეს, წადი! - წარბები აწკიპა ანანომ. რატიმ პირი დააღო და თავი დააქნია, მერე კი სასწრაფოდ გაიძურწა ოთახიდან.
-რა მოხდა? - შეეკითხა შეწუხებული ხატია ბიძაშვილს.
-ბაბლუანზე უნდა გელაპარაკო. - თქვა ანანომ. ხატიამ დაიგმინა, თვალები გადაატრიალა.
-არა, მომისმინე! - დაიჟინა ანანომ. - ამდენი ხანი ხომ მე ვუსმენდი შენს გაუთავებელ წუწუნს და რაც გითხარი ხომ ყველაფერი სწორი აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ უარყოფდი, ხომ? ამიტომ ცოტა ხნით გაჩუმდი და ერთხელ მომისმინე, გასაგებია?
ხატია გაოცებით შეაშტერდა აღელვებულ ბიძაშვილს, მერე კი ფრთხილად დაუქნია თავი.
-კარგი. - ამოიხვნეშა მან. - მაგრამ გაითვალისწინე, მაგის ბრალია, რომ მთელი ღამე არ მეძინა თითქმის და მთელი დღე ხასიათზე არ ვარ.
-არ ხარ, იმიტომ რომ დეგენერატი ხარ, ხატია. - თქვა ანანომ და გოგონს კინაღამ შუბლზე აუვიდა წარბები. - ვიცი, რომ ღალატს განიცდი. გგონია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ლაშა-გიორგი მსახიობობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაებნიე და ჩემი და გუკას ურთიერთობა აღარ გაგხსენებოდა... მაგრამ დაფიქრდი, რა გგონია, ლაშა-გიორგის, ასეთი ცივი და უემოციო ხასიათი რომ აქვს, შეეძლებოდა შეყვარებული კაცის როლის გათამაშება? რას ფიქრობ?
ხატია უსიტყვოდ უყურებდა. ნერწყვი გადაყლაპა.
იმას ვერ უარყოფდა, რომ როგორც კი გუკამ ის სიტყვები ამოიბლუყუნა, თითქოს მუცელი ამოუტრიალდა და გული კოჭებამდე ჩაუვარდა, ერთიანად გაუცივდა ყველაფერი. ვერ წარმოედგინა, რომ ასე მოხდებოდა, ვერ გათვალა. საშინლად უნდობელი იყო და არასოდეს უჭირდა იმის დადგენა, თუ რა მოხდებოდა წინდაწინ, რადგან ყველაზე ცუდი სცენარის დადგმიდან იწყებდა თავის ვარაუდებს. მაგრამ ის, რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, არ ჰქონდა გათვლილი. იმაზე ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობა კარგა ხანს არ გასტანდა, რომ ლაშა-გიორგისთვის ეს მხოლოდ გატაცება იყო. მაგრამ იმ მომენტიდან, როცა ლაშა-გიორგი რატის ეჩხუბა, ეჭვადაც კი არ გაუვლია თავში, რომ იგი იტყუებოდა.
ალბათ იმიტომ რომ არ იტყუებოდა. ალბათ იმიტომ რომ არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. ლაშა-გიორგის გეგმაში საჯაიას წამოსროლილი სიტყვები გაუთვლელი იყო, უადგილო და არასწორი. ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ.
ლაშა-გიორგი შეყვარებული აქამდე არასოდეს ენახა. არც კი ფიქრობდა ამაზე, იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო მისთვის. მას სიყვარული არ შეეძლო, თავისი ყოველდღიურობით კმაყოფილდებოდა.
მაგრამ მისი გახსნილი სახე, ცეცხლოვანი, ინტენსიური, ემოციით სავსე თვალები ედგა წინ. მაშინ, როცა ისინი აივანზე იდგნენ და ლაშა-გიორგი ტყისაკენ იყურებოდა, მაშინ, როცა შამპანური გამოცალეს ერთად სამეფო ოთახში, მაშინ, როცა ლაშა-გიორგიმ აღიარა, რომ უნდოდა ხატია მასთან ყოფილიყო.
ხატიამ ბიძაშვილს ახედა.
-ალბათ. - წაიბუზღუნა ბოლოს. -არ ვიცი.
-არ იცი კი არა იცი! - ატყდა ანანო. - უბრალოდ არ გინდა აღიარება და ეგაა. შე რა გგონია, ეგ ისეთ სისულელეში დაეთანხმებოდა გუკას, როგორც შენი ყურადღების სხვაგან გადატანაა? აშკარად რაღაც აკავშირებდა შენთან და მიზეზი უნდოდა! ხომ იცი ეს, არა? და რომც დათანხმებოდა ამ აბსურდულ სისულელეს, და დამიჯერე, შენც კარგად იცი, რომ არ დაეთანხმებოდა, აშკარაა, რომ ახლა მისთვის ყველაფერი შეიცვალა! მაგრამ ამას არ აღიარებ! იმიტომ რომ თუ აღიარებ, შენ უთმობ... იცი რა, მომბეზრდა ეს თქვენი სულელური დათმობები და გამარჯვება და ვინ მოექცევა ზემოდან, გასაგებია?! ყველაზე გამოშტერებულიც კი ხედავს, რომ იმას უყვარხარ და შენც გიყვარს, გაიგე? ჰოდა მიდი და შეურიგდი და იყავით ერთად, გასაგებია? მე მიშლი აქ ყველანაირ ურთიერთობას და შენ ყველანაირად არაკომპეტენტური ხარ ამ დროს საკითხში!
ანანო შეჩერდა, ღრმად სუნთქავდა და წარბებოჭმუხნილი მიშტერებოდა პირდაღებულ ხატიას. მერე კი შეკრთა, პირზე ხელი იტაცა.
-ხ-ხატია, მაპატიე... არ ვიცი რამ წამომიარა... - წაილუღლუღა მან.
-არც მე ვიცი რამ წამოგიარა... - ფრთხილად მიუგო ხატიამ. - მაგრამ კარგია რომ წამოგიარა. ალბათ. -მან ამოიხვნეშა, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. - მე წავალ ახლა, ცოტას გავივლი.
ანანომ თავი დაუქნია და ხატია სასწრაფოდ გაიქცა ოთახიდან. თავი ანანოს სიტყვებით ჰქონდა, რომლებიც აქეთ-იქით უმისამართოდ დარახუნობდნენ და გონებაში უტივტივდებოდნენ.
ერთი მხრივ, არ სურდა ამის დაჯერება. თუ არ დაიჯერებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არაფერსაც არ რისკავდა და თუ ლაშა-გიორგი მართლა ატყუებდა მთელი ეს დრო, პირში ჩალაგამოვლებული და დამცირებული არ დარჩებოდა.
მაგრამ თუ არ იტყუებოდა...
ხატიამ თავი გადააქნია. არც კი უნდოდა ამაზე ფიქრი. საერთოდ არ სურდა ამ წუთას ურთიერთობა. ურთიერთობები ძნელი, გაუგებარი, ჩახლართული იყო, დრო და ძალისხმევა სჭირდება. პლუს, პრობლემებით აღსავსე იქნებოდა მისი ურთიერთობა ლაშა-გიორგისთან, რადგან ასეთი დაძაბული წარსული ჰქონდათ, ამდენი ქიშპობითა და მეტოქეობით აღსავსე. ერთმანეთს არაფერში არ დაუთმობდნენ, მუდამ შეეცდებოდნენ, რომ მეორის წინ ყოფილიყვნენ ყველაფერში.
ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა. არადა ამ ქიშპობამ რამდენს მიაღწევინა. ყოველთვის ძალას ატანდა საკუთარ თავს. არა იმიტომ, რომ სურდა ყველაზე უკეთესი ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ სურდა სპეციფიურად ლაშა-გიორგიზე უკეთესი ყოფილიყო. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგი თამარ მეფის უნივერსიტეტში აპირებდა აპლიკაციის გაგზავნას, სასწრაფოდ გააგზავნა თვითონაც. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგიმ მასზე ოთხი ქულით მეტი მიიღო მათემატიკის ოლიმპიადაში, ორჯერ მეტი დრო შესწირა მათემატიკას. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგი ვიღაც გოგოსთან ერთად პარკში დაინახეს, თვითონაც წაათრია ვიღაც საწყალი კლასელი, და როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგის გრძელი თმა მოსწონდა გოგოებზე, თვითონაც...
ხატია შედრკა, მთელი სხეული შეუთრთოლდა, თვალებგაფართოებული შეჩერდა. შუა დერეფანში იყო, სიჩუმე სუფევდა. ამწუთას განმარტოება და სიწყნარეში ფიქრი უნდოდა, ამიტომ დივანის უკან შეძვრა, იატაკზე ფეხები მოირთხა და თვალებდაჭყეტილი დააშტერდა კედელს.
უაზრობა იყო ეს. აბსოლუტური უაზრობა იყო იმის გაფიქრება, რომ თმა იმის გამო მოიზარდა, რომ ლაშა-გიორგის მოსწონდა ეს. მისი გულისათვის არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ მის მიუხედავად აკეთებდა ყველაფერს. ამიტომ იყო ეს აბსოლუტური აბსურდი...
მაგრამ ინსტინქტი სულ სხვა რამეს უყვიროდა. ხატიას გააკანკალა.
ლაშა-გიორგის იმიტომ ექიშპებოდა, რომ მისი თანასწორი ყოფილიყო, რომ მის გვერდით მდგარი. მისნაირი არასდროს არავინ ენახა. ბაბლუანი განსაკუთრებული გახლდათ და ხატიას სურდა რომ ნებისმიერ ნაბიჯში მას გატოლებოდა და მის წინ მდგარიყო.
გოგონამ სახეზე აიფარა ხელები.
მის გრძნობებს ეს გააზრებაც დაემატა.
ესღა აკლდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ მანდ? - მოესმა მოულოდნელად ნაცნობი ხმა და ზემოთ აიხედა. ტახტის ზემოდან ლაშა-გიორგის მოღუშული სახე იყურებოდა. ხატიას გული შეუტოკდა მკერდში.
-ბატებს... ბატებს ვმწყემსავ... აბა სხვა- - ხატიას ხმა გაუწყდა, თავი გადააქნია, საკუთარ ფეხებს ჩააშტერდა.
-რა მოგივიდა? - ჩაეკითხა ლაშა-გიორგის ხმა. - ადექი მანდედან, უნდა დავილაპარაკოთ...
-უკვე ვიცი, რასაც მეტყვი. - მოუჭრა ხატიამ და ახედა. ლაშა-გიორგი სერიოზული სახით დასჩერებოდა. - მეტყვი, რომ გურამმა სიმართლე თქვა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, რომ ჩემს მიმართ შეგეცვალა გრძნობები. მაგრამ მითხარი, მე მაქვს იმის საფუძველი, რომ დაგიჯერო? რა გარანტია მაქვს, რომ არ მატყუებ?
-მე რა გარანტია მაქვს? - შეუბრუნა ლაშა-გიორგიმ.
-რაო? - მოიღუშა ხატია.
-მე რა გარანტია მაქვს მეთქი? - წარბები ასწია ბიჭმა. იქნებ შენც მამაიმუნებ. იქნებ ცდილობ რომ ჩემზე ემოციური კონტროლი დაამყარო და მერე ბოროტად გამოიყენო. შენ რა გგონია, მე ასე არ ვფიქრობ?
ხატია უწყლო თევზივით აღებდა და ხურავდა პირს.
-მე ეგრე არასოდეს არ ვიზამ. - ამოღერღა მან. - ეგეთი არა ვარ... არ მჯერა ადამიანთა ეგეთი მანიპულირების. მე სულაც არ მინდა შენზე კონტროლი მქონდეს, პირიქით! მინდა შენი თავის კაცი იყო, მუდამ უმაღლეს ფორმაში იყო და მუდამ მაქსიმუმს აკეთებდე.
-რატომ გინდა ეგ? - ჩაეკითხა ლაშა-გიორგი. - შენ ხომ ჩემი მეტოქე ხარ, ჩემი წარუმატებლობა და უბედურება არ უნდა გიხაროდეს?
-შენ ძალიან კარგად იცი, რომ ეგეთი მეტოქეები არ ვართ. - დაუბღვირა ხატიამ და ფეხზე წამოდგა, ლაშა-გიორგის თვალებში ჩახედა. ბიჭს ნელა გაეღიმა.
-არ ვართ. - თქვა მან.
ხატია ცოტა ხანი უსიტყვოდ ჩაჰყურებდა მოპრიალე, ცეცხლით აღსავსე მუქ თვალებში, სხეულში ემოციათა ზღვა უტრიალებდა და არ იცოდა, თუ რა ექნა, სად წაეღო ამდენი გრძნობა. სანამ რამეს მოიფიქრებდა, ლაშა-გიორგიმ ხელი ასწია და თავზე გადაუსვა, მეორე ხელით კი ჟაკეტის ელვა-შესაკრავი ჩამოქაჩა, საყელო გვერდზე გადასწია და ჩალურჯებაზე თითი გადაუსვა.
-ისევ აქაა... ჩაილაპარაკა მან და ყურისძირში შეეხო ხატიას თითებით, მერე კი თვალებში დააშტერდა დაჟინებით. - აქაც ხომ არ გინდა?
ხატიამ მაგრად შეკრა ყბები, ემოციების ზღვა ერთ უზარმაზარ ცუნამად იქცა და თავს დაატყდა, და ემოცია ისეტი განუზომელი იყო, რომ თავი ვერ შეიკავა. ლაშა-გიორგის საყელოში სტაცა ხელი, მაგრად მოქაჩა და მხოლოდღა მაშინ ამოიხვნეშა სისამოვნებისა და შვებისაგან, როცა მისი ტუჩები ბიჭის მშრალ, მაგრამ ცხელ, და ხატიასათვის უაღესად ტკბილ ტუჩებს აეკვრნენ.
ლაშა-გიორგიმ დაიგმინა, მოუთმენლად სტაცა ზურგზე ხელები, ისე თითქოს ვერ ითმენდა მის ასე შორს ყოფნას, და მაგრად მოქაჩა, ისე, რომ ხატია იძულებული იყო ტახტის თავზე გადმომძვრალიყო. უაღრესად ძნელი იყო ამის გაკეთება კოცნის გაწყვეტის გარეშე, მაგრამ ორივეს საკმარისად უნდოდა ეს, საოცარი სინქრონით იყვნენ ერთმანეთთან, თითქოსერთმანეთის თავში იყვნენ შემძვრალნი. ხატია ლაშა-გიორგის კალთასა და მკლავებში ჩაუვარდა, თვითონ მაგრად შემოხვია ბიჭს კისერზე ხელები და მოუთმენლად ექაჩებოდა მაისურის საყელოზე. ლაშა-გიორგიმ მისი ქვედა ტუჩი კომფორტულად მოიქცია საკუთარ ტუჩებს შორის, მაგრად მოსწია კბილებით და ცხოველური სისწრაფით სტაცა თეძოებზე, მერე კი ბარძაყებზე ხელები. ხატია მთელი სხეულით დნებოდა, ვერც კი წარმოედგინა, თუ შესაძლებელი იყო ოდესმე ამოდენა რაოდენობის სითბო ეგრძნო, მით უმეტეს ცივ, უემოციო ბაბლუანისაგან. როცა სულის მოსათქმელად დასცილდნენ ერთმანეთს ხატიამ იგრძნო, რომ სულაც არ სურდა მისთვის ხელის გაშვება და ვერც შეძლო, ისე მაგრად იყვნენ ერთმანეთს აკრულნი. მიბნედილი თვალებით ახედა თავის მეტოქეს, გრძნობდა, როგორ ეწვოდა მთელი სახე მოწოლილი სისხლისაგან.
ლაშა-გიორგი ისეთი დაჟინებით უყურებდა, რომ ხატიას გააკანკალა. ტუჩები ნერწყვისაგან უბზინავდა, სახე მასაც გასწითლებოდა ერთიანად. მან ხატია ტახტის ზურგზე მიაკრო და ზედ დაემხო, თან ღრმად სუნთქავდა.
-იქნებ... მგონი ჯობია... ლაშა-გიორგი, მოიცა... - ამოიკვნესა ხატიამ, საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა, როცა ლაშა-გიორგი დაპირებულს შეუდგა და ყურისძირში ჩააფრინდა კბილებით. - ჯობია რომ აქ შევჩერდეთ...
ბიჭი შედგა, ხელები შეუშვა. წელში გასწორდა და თმაში გადაისვა ხელები. ხატია ენაჩავარდნილი აჰყურებდა და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ ვერ დაინახა, თუ როგორი მიმზიდველი იყო ლაშა-გიორგი აქამდე. მისი ყოველი ნაკვთი, ყოველი ქმედება, ყოველი გამოხედვა ყველანაირად მიმზიდველი იყო.
ხატიამ ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში ნერწყვი.
-კარგი. აქ გავჩერდეთ. - თქვა ლაშა-გიორგიმ, მაგრამ გვერდზე გაწევა არც კი უცდია, ხატიას მხარში ჩარგო თავი. ხატიამ განიერ ბეჭებზე გადაუსვა თითები.
-ახლა რა გავაკეთოთ? - დაიჩურჩულა გოგონამ. - ეს რას ნიშნავს?
-ახლა მაგის დროა? - ჩაილაპარაკა ლაშა-გიორგიმ. - ორი წუთი ჩუმად იჯექი. არაფერიც არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს ურთიერთობას კიდევ ერთი ასპექტი დაემატა, მეტი არაფერი.
-ჰმმ. - წაილუღლუღა ხატიამ. ოდნავ შეყოყმანდა, მერე კი მის მხარზე მოყუდებულ თავს საფეთქელი დაადო. ლაშა-გიორგის თმა, როგორც ყოველთვის, რბილი, მბზინვარე იყო და მშვენიერი სურნელი ასდიოდა.
-რა შამპუნს ხმარობ, ყველაფერს გაფიცებ? - ცოტა ხანი სიჩუმის მერე ამოთქვა ხატიამ.
ლაშა-გიორგიმ ჩაიფხუკუნა და სიცილი აუვარდა, მხრები შეუთრთოლდა. ხატიამ გაიღიმა, ერთიანად გაიბადრა.
ეს იცოდა ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, მაგრამ კარგი რამ რომ იყო, ყველანაირად გრძნობდა.

 




№1 √ სტუმარი ™

აუუ კაიი იყო ძალიან ♥ მალე დადე შემდეგი თავი!♥

 



№2 √ სტუმარი ™ tako

Vaimeee ramdenixani velodi am tavs.
vgijdebi am istoriaze miyvars miyvars!!!

 



№3  offline √ წევრი ™ gvancacuna

Ar mjeraa megona agar agrdxelebdi dzaan magaria rodisbdadeb shdmdeg tavs?

 



№4 √ სტუმარი ™ სტუმარი

არ მჯერა smile smile მალე დადე გთხოვ, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო heart_eyes

 



№5  offline √ მოდერი ™ Amalthea

მეჩვენება? flushed

ოოჰომ ^^ ანანოც გამოგვადგა :3
რა საყვარლები არიან <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 



№6  offline √ წევრი ™ marus

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

 



№7  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

ვაიმეეე აღარც მეგონა თუ გააგრძელებდი , მაგრამ ვაღიარებ ეფექტური თავი იყო და იმედია აღარ დააგვიანებ რა . ხომ იცი როგორ გვიყვარხარ ყველას მე პირადად ძალიან მიყვარს შენი ისტორიები.
ველი შემდეგს და უფრო დიდს.

 



№8 √ სტუმარი ™ Xatia

Ise velodebodiiiii

 



№9 √ სტუმარი ™ ნაინა

იმედია შედარებით მალე დადებთ ახალ თავს ..

 



№10  offline √ წევრი ™ neilo

მეგონა აღარ გააგრძელებდი.აღარ დაიკარგო.

 



№11  offline √ წევრი ™ ყიფი-ანი

მადლობა ლინდა, იმისთვის რომ არსებობ, რომ ასეთი კარგი ხარ, იმ განუმეორებელი ემოციებისთვის რომლებსაც შენი ნაწარმოებებით გვჩუქნი
p.s. ბაბლუანი შემიფუთეთ

 



№12 √ წევრი ™ შამხათი

ვაიმე, რა კარგი იყო, როგორ დავტკბი. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, რომ გააგრძელე.

 



№13 √ წევრი ™ chemibichi

აუუ ეხლაწავიკითხე ყველა თავი საცრება ხარ^^ მოთხრობასასწაულია და ლაშა-გიორგიზე ვგიჟდები))) იმედია მედადებ და არ დაიგვიანებ კიდევ❤️❤️❤️❤️

 



№14  offline √ წევრი ™ gvancacuna

Rodis dadeb shemdeg tavs?

 



№15 √ სტუმარი ™ მარიი

ძალიან კარგი ისტორიაა და გააგრძელე ეს ისტორია დასასრულს იმსახურებს :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent