შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელე 2 თავი


13-01-2017, 12:22
ავტორი babi3001
ნანახია 878

თავი-2
ზამთარში ღამე ყოველთვის ცივა,ეს გაუსაძლისია ჩემთვის,ამ დროს კანკალი ამიტანს ხოლმე და საბანში გახვეული ადგილიდან არ ვიძვრი...გათბობა არ გვაქვს,ან საიდან გვექნება,ერთი ძველი სახლია,ცივი კედლებით,და ნახევრად ჩამონგრეული ჭერით,საიდანაც ყოველთვის წვიმის დროს გოგონების ოთახში და სამზარეულოში წყალი ჩამოდის,ამის გამო ვერასოდეს ვთბებით...ერთი შეშის ფეჩი გვაქვს რომელიც ორ ოთახს ძლივს ყოფნის-ხშირად მემართებოდა პატარაობაში ფილტვების ანთება და არც ახლა არის გამონაკლისი-რაღაცას ვგრძნობ,თავი საშინლად მტკივა,ხელები და ფეხის თითები გაყინული მაქვს,მაგრამ იმდენად მცხელა ოფლი მდის-მახველებს და ეს ცუდის ნიშანია,უკვე ხვდები რაც მჭირს,მაგრამ გამხელის მეშინია-მეშინია ნანას გამოხედვის,მისი დამადლებული მოვლა კი ნერვებზე სასტიკად მოქმედებს
-ჰეი კარგად ხარ?
გიორგი მომიახლოვდა და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა
-მგონი კი
სუსტად გავუღიმე და ოდნავ წამოვიწიე
-გცივა?
-კი
თავი დავუქნიე
-შემოსასვლელში გამოდი,იქ თბილა
-არ მინდა,აქ მირჩევნია ყოფნა,თან რაღაც ცუდათ ვარ,სიარულიც კი მიჭირს
ქვემოდან ავხედე და საბანში კარგად გავეხვიე
-სიცხე ხო არ გაქვს?
-არამგონია
ვიცრუე,რა თქმა უნდა სიცხისგან ვიწვი,ამას ვგრძნობ და მეტყობა კიდეც,უბრალოდ არ მინდა ვინმეს ზედმეტ ტვირთად დავაწვე,განსაკუთრებით გიორგის
-არა აშკარად სიცხე გაქვს
-არ მაქვს
გავჯიუტდი
-გაქვს
ხმაში ბრაზი გაერია,ხელის გული შუბლზე მომადო და წარბები მაღლა აქაჩა
-ელენე სიცხისგან იწვი
სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა
-არ გინდა გთხოვ იჯექი
ხელი მკლავზე მოვკიდე და მუდარა თვალებით გავხედე
-არავითარ შემთხვევაში,ნანამ უნდა გაიგოს რამე რომ მოგივიდეს მერე?რა მეშველება?უფრო სწორად რა გვეშველება?
ნათქვამი უცებ ჩაასწორა და ხელი გამაშვებინა
-მალე დავბრუნდები
მომაძახა და ოთახი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა-აქ უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა,მძულდა საკუთარი თავი,რომ ასეთი სუსტი არსება ვიყავი,აქ ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული-თითქოს ხო არაფერი?მაგრამ მაინც...ბევრი ვერ მიტანდა,ბევრსაც უმიზეზოდ ვძულდი-მხოლოდ რამდენიმე ვინც მეგობრობას მიწევდა-მესმის ნანას ქოთქოთი,თუ როგორ მიახლოვდება-იღება კარი და გაბრაზებული ჩემკენ თერმომეტრით ხელში მომემართება
-შენ გარდა აქ არავინ ხდება ავად,ასეთი სუსტი როგორ ხარ,რომ ამ სიცივეს ვერ უძლებ?შეიძლება ყოველ წელს ერთი და იგივე გემართებოდეს?
ამ ქალის ყბედობა უკვე მობეზრებული მქონდა-მე მხოლოდ ვუყურებდი და არც კი ვუსმენდი
-ნანა უბრალოდ მიაწოდე თერმომეტრი რომ გაისინჯოს სიცხე
გაბრაზებულმა დაიძახა გიორგიმ
-აჰა აიღე
თერმომეტრი რასაც ქვია მომიგდო,მეც ფრთხილად ავიღე და იღლიაში ჩავიდე-5 წუთში ისევ ამოვიღე და ნანას გავუწოდე
-39...არ გამკვირვებია
ირონიით სავსე სიტყვები მომიგო და ჩემკენ დაიხარა
-ადექი მივდივართ
-კი მაგრამ სად?
გაკვირვებულმა გავხედე
-სხვა ოთახში,სადაც მარტო იწვები,არ მინდა ვინმეს გადაედოს შენი ვირუსი
-კარგი მოვდივარ
-გიორგი შენ გადი,ისედაც დიდ დროს ატარებ გოგოების ოთახში
-კი მაგრამ
-გიორგი გადი და მერე ვისაუბროთ
გაღიმებული და მშვიდი ტონით მივუგე და ფეხზე წამოვდექი,იმდენად სუსტად ვგრძნობდი თავს ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან მიჭირდა
-ნანა დავეხმარები წაიქცევა
ჩემკენ წამოვიდა და რომ არ წავქცეულიყავი ორივე ხელი წელზე მომხვია-გავინაბე,მეგონა ის მარწუხები რომელიც წელზე მქონა შემოხვეული ამოსუნთქვის საშუალებას არ მომცემდა
-კარგი კარგი
თავისთვის ჩაიბურტყუნა და წინ წაგვიძღვა-ხელს არ მიშვებდა,ის ადგილები მეწვოდა,მისი თბილი ჰაერი კისერზე მეფინებოდა,არაამქვეყნიურ განცდას ვგრძნობდი,ტანში ჟრუანტელი მივლიდა...მაგრამ ეს მხოლოდ წუთბი გაგრძელდა,მალე ვიგრძენი როგორ მომშორდა ეს მარწუხები და ისევ რეალობას დავუბრუნდი,იმ რეალობას რომელსაც ჩემთვის ტკივილის მეტი ჯერ არ მოუტანია არაფერი-ბედნიერება?ეს საერთოდ რა ხილია?ვინმე ამიხსნით სიტყვა ბედნიერების განმარტებას?მე არ ვიცი ამიტომ ველოდები თქვენგან ახსნებს...ეს მართლა ძალიან მჭირდება
-მოდი დაწექი
გიორგიმ საბანი გადამაფარა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა
-მადლობა
სუსტად გავუღიმე და ორივე ხელი საბნის ქვეშ ჩავყავი
-არაფერს
მანაც გამიღიმა და თვალი ამარიდა
-შენ წადი,არ მინდა გადაგედოს
-ეგ არაფერი,თან არ გადამედება
-შენ საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი
-მეშინია,რომ სწალას ჩამოვრჩები
-შენ იმდენად ნიჭიერი ხარ,არამგონია გაგიჭირდეს შემდეგ დაწევას
-და შემდეგ რა იქნება?
-რაზე ამბობ?
გაკვირვებულმა შემომხედა,სანთლის შუქზე მის შავ თვალებს ძლივს ვარჩევდი,მინდოდა რამე წამეკითხა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო
-მომავალში
-და რა უნდა იყოს მომავალში?
-აი ჩვენ რომ აქედან წავალთ მერე?მე არ მინდა შენი დაკარგვა,რადგან
-რადგან რა?
სახეზე ღიმილმა გადაურბინა
-რადგან ძალიან კარგი მეგობარი და ადამიანი ხარ,აი რატო არ მინდა შენი დაკარგვა
-არც მე მინდა ელე შენი დაკარგვა,და დამიჯერე არასოდეს არასოდეს დამკარგავ,თუნდაც აქედან გასვლის შემდე ჩვენი გზები გაიყაროს
-კიდევ ერთი თვე და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ვისწავლით ცხოვრებას
-კი დამიჯერე ასე იქნება...
-იმედია
თავი გვერდით გადავაკონწიალე თუ არა ეგრევე ჩამეძინა-ჩამეძინა და შემდეგ არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ძილშიდაც კი ვგრძნობდი იმ მზერას რომელიც ასე ძალიამ მიყვარდა....უი სიყვარული ვახსენე-ეს ხო ჩვეულებრივი გრძნობა არ არის-არ არის,რადგან განსხვავებით სხვა გრძნობისა ეს წმინდაა-წმინდაა თუ ორი სული ერთმანეთს უკავშირდება-უკავშირდება იმ გულით რომლითაც სიყვარული ძგერს!!!
-----------------------------------
აი თბილისის ცხოვრება კი სულ სხვაა..აქ ყველაფერი ერთგვაროვანია,ახალგაზრდები ცხოვრობენ ისე როგორც "უსწორდებათ"მათთვის გართობა პირველ ადგილზეა,კლუბები მეორე სახლად მიაჩნიათ,სასმელი წყალზე მეტად უყვართ,ნარკოტიკი ასოცირდება ტკბილ კაფეტთან,სიგარეტი?თუ არ მოწევ გრეხია,გააჩნია საიდან ხარ...ნამდვილი თბილისელი თუ ჩამოსული-"სოფლელებს"გოიმებად თვლიან,თუ გოგო პატიოსანია ეს სასაცილოა-ყველა ერთობა,ყველას უყვარს ასეთი ცხოვრება და არც მათე დევდარიანია გამონაკლისი-"გაჩითული"ტიპი რომელიც გართობის მოყვარულია,უყვარს ღამის თბილისი,კლუბები,ყავს ძმაკაცები და რა თქმა უნდა ნაშები....
-ჰეი მათე სად ხარ ტოო?
-სახლში ვარ ბიჭო რა ხდება?
ამოიხვნეშა და ცალი ხელი კეფის ქვეშ ამოიდო
-მოდი რა კლუბში,ყველა შენ გიცდის
-მე რატო?
-მოდი და გაიგებ
-აუუ დედაჩემს შევპირდი დღეს ოჯახთან ერთად ვივახშმებდი
-კაი როდის იყო დაპირებებს ასრულებდი?
არ ეშვებოდა ლუკა ძმაკაცს
-ხო კარგი მოვალ
ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა
-სწრაფად
ჩაძახა ყურმილში და გაუთიშა
-მათე ჩამოდი ვახშამი მზად არის
ოთახში ქალი შევიდა და შვილს წინ დაუდგა
-დედა კლუბში მივდივარ,ბიჭებმა დამირეკეს რა ჩემ გარეშე იქ მოიწყინეს
-შენ რომელი კლოუნი გნახეს?
ცალი წარბი აწია როგორც ჩვევია ხოლმე და დოინჯი შემოირტყა
-კარგი რა დე არ გაბრაზდე,შენ თავს ვფიცავარ სხვა დროს ვივახშმებ ოჯახთან ერთად
საფეთქელთან აკოცა ქალს და თეთრი მაიკა გადაიცვა
-თბილად ჩაიცვი გარეთ ყინავს
თითი დაუქნია და ოთახი ბუზღუნით დატოვა...მათეს ჩაეღიმა შემდეგ კი მომზადებული კლუბისკენ აიღო გეზი-შევიდა და რას ხედავს,ყველა მას უცდის,მიშტერებია თითქოს გამარჯვებული დაბრუნდა ასპარეზიდან
-რამე მოხდა?
სიცილით გაემართა ძმაკაცებისკენ ხელებ გაშლილი
-კი ტოო ლელუკა გვითხოვდება
-მართლა ტოო?
სიცილით გახედა თავის მეგობარს
-კი
დარცხვენილმა და თან გახარებულმა უპასუხა და ხელები გაშალა
-ეე გილოცავ
გადაეხვია და კისერში მხურვალე კოცნა დაუტოვა
-მადლობა მათე
თმა უკან გადაიწია და საქმროს მიუახლოვდა
-და აბა არ ავღნიშნოთ ლელუკას გათხოვება?
-ჩვენ უკვე დავიწყეთ
ენა გამოუყო ლუკამ და ვისკის ჭიქა ხელში მიაჩეჩა
-ენას მოგამტვრევ ძირში
თვალი ჩაუკრა და ბართან ჩამოჯდა
-კაი ტოო გეწყინა?
გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია
-არა საწყენი რა არის თორე კი
მხრები აიჩეჩა და ვისკის ჭიქა სულ გაოცალა
-აბა რას აპირებ?
-რაზე?
-ვიკას არ შეეშვები?
-მასთან რამე პრობლემა გაქვს?
-არ მომწონს ეგ გოგო
-და რატო?
-ვერ ხვდები არა?
-ჩემი ნაშაა ხო არ დაგვიწყებია?
-მარტო შენი არა დამიჯერე
-ამით რისი თქმა გსურს?
დევდარიანს სიბრაზისგან თვალები აენთო
-მგონი უნდა ხვდებოდე,რომ შენ გარდა ათას კაცთან ატარებს დროს
-ეგ არ მადარდებს
უდარდელად ჩაილაპარაკა და განაგრძო
-მე ეგ გასართობად მჭირდება
-ღადაობ ტო?21 წლის ხარ,და ცოტა თავი გაანძრიე
-როდის მოეშვები ეგეთ დარიგებებს?
-როცა ჭკუას ისწავლი
მხარი გაკრა და წამოდგა
-შენ შენ ნაშებს მიხედე
მიაძახა გაბრაზებულმა და კლუბი გიჟივით დატოვა
-აი თურმე სად ყოფილხარ
მოესმა ვიკას ხმა და მისკენ შეტრიალდა
-აქ როდის მოდი?
-რამდენიმე საათის წინ
-გასაგებია
ღრმა ნაპასი დაარტყა და გოგონას მიუახლოვდა
-არ მოგენატრე?
გაინაზა ვიკა და ხელი მკლავზე ჩამოუცურა
-ძალიან
ვნებამორეულმა უთხრა და კედელზე ააკრა
-მაშინ შენთან წავიდეთ
კისერში ნაზად აკოცა და თითები ჩამოუსრიალა
-ჩემთან ვერ წავალთ
-რატო დედაშენის პანიკების გეშინია?
გადაიკისკისა და ქერა თმა უკან გადაიწია
-ხო ასე,რომ ვთქვათ
-მაშინ ჩემთან წავიდეთ ბინაში
-ეგ მაწყობს
თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ წავიდა,იქვე ლუკა შენიშნა რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს,გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა
-რაც იქნება იქნება
თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა
-----------------------------------
მეტი დიდი არ მომთხოვოთ



№1 სტუმარი Guest ელე

რატომ იპარავ ისტორიას? თუ არშეგიძლია შენით დაწერა საერთოდ ნუ დაწერ :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent