შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულა XIII


18-01-2017, 19:34
ავტორი lipsspil
ნანახია 2 005

ლილეს დიდხანს ეძინა. დედამ ბაიას დაუძახა.
-ეს ადამიანი ვინ არის დე?
-ჩემი უფროსია დე, სტაჟირებას გავდივარ მასთან. თან ბაბუამისს ბაღში ვეხმარები, მანამდეც ვიცნობდი მოკლედ..
-ღმერთმა გაახაროს, ასე უცხო ადამიანს დაუნანებლად რომ დაეხმარა, რაღაც პატივი ვცეთ დე..
-თვითონ მივხედავ, შენ თუ გინდა მადლობა გადაუხადე
-აბა რას ვიზამ დედი..
-დე, რა მოუვიდა ლილეს?
-თამაშობდა, არ ვიცი სად იპოვა სამართებელი, მგონი წვრილმანების ძველი უჯრიდან გამოიღო, არადა თითქოს კარგად მქონდა ჩაკეტილი, მე სამზარეულოში ვიყავი, სუპს ვუთბობდი. უჯრას რომ ხურავდა ფეხი აუცდა და დაეცა სამართებელზე, ძალიან შემეშინდა დე.. აღარ გითხარი, სისხლს ვერ ვუჩერებდი, ძარღვები უჩანდა.. მიკვირს გონება როგორ არ დავკარგე, კიდევ კარგი სასწრაფო მალე მოვიდა..
-თვითონ ძალიან შეეშინდა?
-მე რომ შემეშინდა მაშინ დაიწყო ტირილი, თან ხელს არ მაჩვენებდა.. კიდევ კარგი გადავრჩით..
-ყველა უჯრას გასაღებს დავუკეტავ, დიდია უკვე და ერევა ამ პატარა ჩამკეტებს, ნიკოს ვეტყვი..
-ჰო, მალე შენი ძმაც მოვა
-რატომ შეაწუხე? გვიანია უკვე..
-რა გამაჩერებდა არ მეთქვა, გაიგო თუ არა აქ გამოიქცა, ნათიაც მოყვება..
-ბავშვები?
-ბავშვები დატოვეს
-კარგი, შევალ მე, არ გაიღვიძოს ლილემ, თან დავჯდები მეც, ცოტა თავბრუ მეხვევა..
-ინერვიულე და იმიტომ დე.. წყალს მოგიტან
ბაია პალატაში დაბრუნდა, ლილეს ისევ ეძინა.
-ბატობო ბაჩა, როგორ გრძნობთ თავს?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-არ ვიცი, მგონი კარგად.. მთავარია გადავრჩით, მადლობა..
-კარგი გეყოფა, არ არის საჭირო ეს მადლობების ნაკადი!
-როგორ არ არის!
-არა მეთქი, მთავარია ყველაფერმა ჩაიარა. შენ ფერი არ გაქვს, მართლა კარგად ხარ?
-ჰო, არამიშავს, ვინერვიულე და ამის ბრალია, გამივლის..
-დაჯექი, ექიმს დავუძახო?
-არა არა, არ შეწუხდეთ, დავჯდები და გამივლის.. - ბაია ჩამოჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო.
-თქვენ წადით, გვიანია უკვე, ისედაც ძალიან მრცხვენია თქვენი..
-აქ მარტო ხარ, არსად არ წავალ..
-არა, ახლა მოვლენ, ძალიან მრცხვენია კიდევ ასე რომ წუხდებით..
-ვინ მოვა?
-ჩემი ძმა და მისი მეუღლე
-მეტი არავინ? აბა სად მიშვებ რომ მიშვებ?
-არ ღირს ხალხის შეწუხება ასე გვიან, მთავარია მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა..
ბაჩას ცოტა გაუკვირდა, სად არის მისი კავალერი ასეთ დროს? ნუთუ ისე უფრთხილდება, რომ არ ეძახის, რა სისულელეა? გამოდის, რომ არავინ არსებობს მსგავსი მის ცხოვრებაში? აბა ის ყველაფერი რაც მოხდა? რა იყო?? მაშინ რა ხდება? ათასმა უდროო ფიქრმა აურია ისევ გონება და სავარძელში დაბრუნდა. კარი ბაიას დედამ შემოაღო, წყალი შემოიტანა, ათასი მადლობა გადაუხადა ბაჩას და გასვლისას შვილს თმაზე ფრთხილად აკოცა. ბაჩამ შეამჩნია გასვლის წინ როგორ გააქნია თავი და მოიწმინდა ცრემლები.. მიხვდა დასამშვიდებლად მხოლოდ ამ ქალთან საუბარი დარჩენოდა, საფულე აიღო და უკან გაყვა
-ქალბატონო მზია, აქვე კაფე უნდა იყოს მგონი..
-კი შვილო კი.. აგერ აქვეა
-თქვენც წამობრძანდით, დავტოვოთ ბაია ცოტა ხნით
-კი გენაცვალე, წამოვალ..
მაგიდას მიუსხდნენ, მზიას ისევ ეტყობოდა ნერვიულობა..
-კი მითხარით აღარო, მაგრამ არ შემიძლია კიდევ არ გადაგიხადოთ მადლობა, მადლობა შვილო, გაიხარე შენ! გაიხარე..
-აღარ გვინდა ქალბატონო მზია, არაფერია სამადლობელი
-როგორ არ არის, ჩვენთვის ასეთი მზრუნველობა უცხოა შვილო, მითუმეტეს ასეთი უცხო ადამიანისგან, სისხლს კი არა, ზოგს კეთილი სალამი ეზარება სხვისთვის..
-ჰო, ზოგჯერ სამწუხაროდ ასეც ხდება, მაგრამ ყოველთვის არა. ლილე თქვენთან არის ხოლმე ძირითადად? ძიძა არ გყავთ?
-არა ჩემთან არის, როცა მე სმენაში ვარ ნათიასთან მიგვყავს, ხან ბაიას მიყავს სამსახურში და ასე, თვითონაც ისეთი ბავშვია, ცელქი კია, მაგრამ არ შეგაწუხებს, ძალიან საყვარელია!
-მეც ვიცნობ ლილეს, ბაიას ჰყავდა ერთხელ სალონში მოყვანილი. ბაია ბაბუაჩემის ბაღს აკეთებს, თან ისე მოხდა, რომ სტაჟირებაზეც ჩემთან მოხვდა..
-ჰო.. ისეთი გახარებული იყო, ისეთი! რამდენი ხანია უკვე ოცნებობს, რომ მაგ შენობაში იმუშაოს..
-ჩვენ შენობაში?
-ჰო, სულ უნდოდა, სულ ამბობდა ხოლმე, მგონია, რომ სხვანაირი ხალხი დადის იქო, სხვანაირად მოწესრიგებულიო, არანაირი პრობლემა რომ არ აქვთ და ან თუ აქვთ არასოდეს უჭირთ მისი გადაჭრაო, მეც მინდა ასეთი ვიყო, დამოუკიდებელი, ძლიერი, შემდგარიო, მერე სულ აღარაფრის შემეშინდებაო..
-და რის ეშინოდა, მომავლის?
-მომავლის? ალბათ უფრო იმის, რომ ლილეს ვერ მიხედავდა სათანადოდ.. საერთოდ არ არის მშიშარა გოგო, მაგრამ რაც მან გამოიარა, რაც ერთად გამოვიარეთ, იმის მერე ხანდახან მეც კი მიკვირს კიდევ როგორ შეუძლია გაღიმება, თან ასე
-ჰო, პრობლემები ძალიან ზღუდავს ადამიანს..
-თან პრობლემაცაა და პრობლემაც.. ბაიას თავს კიდევ ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, დღემდე ვერ ვპატიობ თავს, რომ ვერ შევძელი ბოლომდე მისი დაცვა. ღმერთის წყალობით ახლა ასე თუ ისე ყველაფერი კარგადაა! ლილესთვისაც ჯერ ადვილია უმამობის ახსნა, მერე ვნახოთ რა იქნება..
-ჰო, უმამობა რთულია, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთეულებს არ უწევთ ნახევარ ოჯახში ცხოვრება, მამის ან დედის გარეშე, სამწუხაროდ.. - ბაჩა ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ეს ყველაფერი პირველად ესმოდა, ცდილობდა ყველაფერი ბინებრივი სახით მიეღო, მაგრამ აჩქარებული გულისთვის მაინც ვერაფერი მოეხერხებინა.
-ეგ კიდევ ღმერთმა უწყის კარგია თუ ცუდი ჩვენ შემთხვევაში შვილო.. ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ნეტავ საერთოდ არასოდეს ენახა ბაია გაგას. მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ კარგსაც ვერაფერს ვიტყვი, არ მომიბრუნდება ენა! გაგაბეზრე შვილო?
-არა რას ბრძანებთ, პირიქით, საუბარი ყველაფრის მკურნალია, კიდევ მიირთვით წვენი, ზემოთ ლოდინს აქ ჯობია, მშვიდად იქნებით თქვენც.. - ბაჩამ სასწრაფოდ მოუტანა წვენი, რომ თხრობა გაეგრძელებინა.
-თვითონ კი არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან პატარა იყო ძალიან მძიმე დარტყმა რომ მიიღო, კაცურად გაუძლო, მიუხედავად ყველაფრისა, ერთხელ არაფერი უთქვამს სახლში, მაგრამ ბოლოს დალურჯებული მკლავი გამოუჩნდა მაისურიდან და ვეღარ დამალა.. - ბაჩას თავი გაუხურდა, თვალებში სისხლი მოაწვა ბრაზისგან, ხელი მაგრად მოუჭირა ჭიქას და ყვები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.. ხელით ეხებოდა! დაარტყა იმ ნაბ.იჭვარმა! ამ სიფრიფანა გაზაფხულას!!
-რატომ არ წამოვიდა მისგან?
-არც წასვლა ყოფილა მისი გადაწყვეტილი და არც წამოსვლის ნებას მისცემდა ვინმე შვილო, ბაია ხომ სულ ძალით წაიყვანეს, მგონი წიხლით ჩატენა იმ ცხოველმა მანქანაში, თავის არანორმალურ ძმაკაცებთან ერთად.. ღმერთო მაპატიე.. მამამისმა კიდევ აღარ წამოიყვანა, გაგას მამასტან მეგობრობდა, სულაც მაგათი აზრი იყო ბაიას და გაგას დაქორწინება. მერე საზღვარგარეთ გავუშვი სასწავლებლად, მაგდენი შევძელი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ავაცილე.. რამდენიმე წლის მერე ჩამოვიდა და მეორე დღესვე მოიტაცა..
-რამდენი წლის იყო?
-ცხრამეტის.. მაგრამ სულ ბავშვი იყო, რომ გადაეკიდა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე. ეს ხომ ყვავილებზე და მიწაში ჩიჩქნაზე გიჟდება, სწორედ ამ დროს დაინახა ჩვენ ბაღში და დამთავრდა!
-რამდენ ხანს იყვნენ ერთად?
-ორი-სამი წელი, არც კი, არ მახსოვს, გახსენებაც არ მინდა! მერე დაიღუპა.. ავარიაში, როგორც ყოველთვის გათიშული მთვრალი და მამამისი და ბაიას მამაც შეიწირა.. ალბათ ისინიც დასაჯა უფალმა ჩემი ანგელოზის გაწირვისათვის..
-ჰო.. რთულია..
-ბაია დიდხანს ვერ პატიობდა თავის თავს იმას, რომ არ წყენია მათი გარდაცვალება, მეუბნებოდა ხანდახან მგონია საერთოდ არ დამწყვეტია გულიო, ნუ თავისი ნაძალადევი ქმარი არც უყვარდა, მაგრამ მამა? ეს უკვირდა.. ბოლოს არც მამა უყვარდა ალბათ, არადა ხომ წარმოუდგენელია ბაიას ვინმე არ უყვარდეს, ტიროდა, ბოლოს და ბოლოს ადამიანები იყვნენ, სხვა თუ არაფერი, მე კიდევ თითქოს სულ არ მტკივა გულიო.. ნუთუ მეც ეგეთი გავხდიო..
-რატომ მანამდე არ წამოვიდა? ვერაფერი მოიფიქრა? არადა როგორი სხვანაირია..
-როგორიც გინდა ყოფილიყო შვილო, რა უნდა მოეფიქრებინა? მამამისის ჩაგდებული იყო მათ ხახაში, გაგა ჩრდილივით სულ თან დასდევდა, უნივერსიტეტში, ტრანსპორტში, სულ რცხვენოდა, ბოლოს აღარსად მიდიოდა, ღიმილს გადაეჩვია, ჩაქრა.. მე ვერ ვუშველე, ვერაფერი გავაკეთე იმ გადარჩენილი რამდენიმე წლის გარდა, დიდხანს ვერ დავიცავი.. მისი ძმა სულ სახლიდან გარბოდა, რამდენჯერ შეუთვალა გაგაქცევო, მაგრამ ბავშვს ასე ვერ წაიყვანდა, თან იცოდა მოკლავდა ის ჩვენი ცოდვით სავსე.. მაინც მიაგნებდა. ლილეს დაბადებაც ხომ ერთი დიდი საოცრება იყო..
-რატომ?
-რა ვიცი.. არ უყვარდა ბაიას, არ ვიცი რა მოხდა, როგორ დაითანხმა ბავშვზე, ალბათ დააშინა.. მაგრამ ახლა უფლის მადლობელია, რომ ლილე ჰყავს, ისღაა მისი ცხოვრების აზრი, მის გარდა სხვას ვერაფერს ამჩნევს, ლილეს მერე ხედავს ქვეყანას - ბაჩას ათასნაირი გრძნობა აერია თავში, ღიმილი, სინანული, მწუხარება, თანაგრძნობა, შეცოდება, სიამაყე, გაოცება..
-ცხოვრება წინ აქვს, ჯერ პატარაა..
-ოჰ.. ეგ არც უხსენო! როგორც კოღო პალიასტომს, ისე აწყდება თაყვანისმცემლები, მაგრამ ამისთვის ყველა მართლა კოღოა.. ლაპარაკი კი არა, გაგონებაც არ უნდა! ალბათ ყველა გაგასნაირი ჰგონია.. უკვე რამდენი წელია ასეა.. არც ლაპარაკი ესმის, არც თხოვნა.. საერთოდ დაკეტილი აქვს ეს თემა, გაგასთან ყოფნისას თავისი პატარა სამყარო შექმნა, სადაც გაგა არ არსებობდა, არც მამამისი და არც არავინ! ახლაც იქ მიდის ხოლმე ხანდახან..
-ბავშვზე მარტო თვითონ ზრუნავს?
-აბა ბებიამისს არც ლილეს დანახვა უნდა და არც ბაიასი, ბაიას აბრალებს მისი ცხოვრელი შვილის სიკვდილს
-ბაიას?!..
-ჰო, ბაიას. თითქოს ის არ ეყოთ მძევლად რომ ჰყავდათ იქ, სულ გვაგონებდა გულს არ აჩვენებსო, მისი სიჩუმე აუტანელია უკვეო, რომელი ქმარი აიტანსო, ჰოდა ისიც ვერ იტანდა როგორ ც ჩანს.. ვინ იცის რამდენჯერ ჩააგდო საშინელ დღეში, ვინ იცის რამდენი რამე დამიმალა ბაიამ - მზიას ცრემლები წამოუვიდა.. ბაჩა მღელვარებისგან ხელებს ისრესდა, გულისცემა ყურებს უხშობდა, ბაიაზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილით აივსო, ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა ეს ყველაფერი! სხვაზე ნებისმიერზე წარმოიდგენდა, მაგრამ ეს ფარფატა გოგო? და ამდენი რამე? და კიდევ ესეთი? გვიანღა მოიფიქრა ატირებული მზია დაემშვიდებინა..
-რამდენი რამე გითხარით ბაიაზე.. არ ვიცი რატომ გითხარით.. დიდი ხანია გული არავისთვის გადამიშლია, თქვენ კიდევ ისე იზრუნეთ ჩვენზე.. რომ გაეგო, რომ გიყვებოდით ძალიან ეწყინებოდა.
-არ ვეტყვი..
-უთხარი შვილო, კაცმა არ იცის რა ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ თვალი გაუსწოროს იმ ყველაფერს და დაძლიოს ის საშინელება, თუ ისევ ასე იცხოვროს, ლილეს გარშემო..
-დედა აქ ხართ? - ბაიას ხმის გაგონებაზე მზიამ თვალები მოიწმინდა და ისე შებრუნდა მისკენ - ნიკო და ნათიკო მოვიდნენ დე..
-მე დაგტოვებთ.. მოდი დედი, ცოტა ხანს აქ იყავი, მე ავალ ბავშვთან..
ბაია მაგიდას მიუჯდა და თმა ორივე ხელისგულით გადაიწია შუბლიდან. ბაჩა უყურებდა გაზაფხულას, გოგოს, რომელიც თურმე ამდენი ტანჯვის მერე მაინც გაზაფხულად დარჩენილიყო ლილესთვის და ყველასთვის, რომელსაც სიცოცხლის სიყვარულის უნარი არ დაეკარგა, რომელსაც მარტო ბედნიერება მოჰქონდა ყველასთვის გარშემო და არავინ იცოდა რის ხარჯზე..
-დროა წახვიდეთ.. - შეაწყვეტინა ფიქრი მისმა მშვიდმა ხმამ
-არსად წავალ.. - უთხრა და სკამი ახლოს მიაჩოჩა მასთან.
-დაღლილი იქნებით, ჯერ გადასხმა, მერე დედას კომპანიონობა - გაეღიმა ბაიას
-შენსავით კარგი დედა გყავს
-ჰო.. -გაიღიმა ბაიამ. ეს ბოლო წვეთი იყო, ყველაფერი ერთად ყელში მოაწვა ბაჩას და უნებურად წაიღო ხელები მისკენ. ძლიერად ჩაიკრა გულში, თითქოს უნდოდა ყველა მისი ტკივილი გაეზიარებინა და მოერჩინა, მისი ყველა ცრემლი ამოეშრო მისივე სულიდან.. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა განიერ ბეჭებზე ბაიას ნაზი ხელების შემოხვევა იგრძნო.. ბედნიერებით დატკბობა ვერ მოასწრო, როცა დაშნასავით ჩაესო სულში ბაიას კიდევ ერთხელ ნათქვამი „მადლობა..„ და მიხვდა, რომ ეს მხოლოდ მადლიერება იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuiu rogor momwons bachas personajii. Baiaze agarafers vambob. Saswauli personajebi gyavs. Vgulisxmob rom dzalian kargi ganvitareba aqvt am personajebs. Dzalian sainteresoebi arian. Ar vici ubralod ra gitxra motxro baze saswaulia!!!!

 


№2  offline წევრი nestanuka13

არ მყოფნის არასდროს შენი ისტორიები

 


№3  offline წევრი GentleWoman

რთული მისია აქვს ბაჩას, არ იქნება ბაიას გალღობა ადვილი,თუმცა ვიცი შეძლებს

 


№4 სტუმარი makukuna

არ გელოდიიი და როგორ გამახარე.
"მეტი არავინ? აბა სად მიშვებ, რომ მიშვებ?" - ბაჩა, ვგიჟდები მე შენზე kissing_heart

 


№5  offline წევრი ket-kat

Gamixarda axali tavi, gtxov xvalac dade <3

 


№6 სტუმარი cicia

ააუ რა კარგი ხარ. ხვალაც დადე რაა. დღეს არ გელოდი და გამახარე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent