შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა (დასასრული)


29-01-2017, 20:12
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 384


you were born to be real, not to be perfect.

სპიდომეტრს აღარ უყურებდა. გაზს ფეხს ისე აჭერდა, ლამის ჩაეტეხა და საჭეს ხელს გათეთრებამდე უჭერდა. ბოლოს ზუსტად იმ ჩიხის წინ გააჩერა, სადაც მაშინ ზუკამ მოიყვანა და ინერციით სავარძლის საზურგეს მიეხეთქა. ხელი საჭეს მიარტყა და მკერდიდან ღრიალი აღმოხდა. თვლა დაიწყო, აწეწილი ნერვების დაწყნარება უნდოდა და არაფრით გამოსდიოდა. ტელეფონს დაწვდა, რომელმაც იმ წამს დაიწყო წკრიალი და ეკრანზე დიდი ასოებით დაეწერა ზუკას სახელი. თითი წითელს გაუსვა და ტელეფონი სულ გამორთო. მანქნის კარის გაღებისას უკვე იცოდა, რასაც იზამდა. ღრმდ ჩაისუნთქა და სახე დაიწყნარა. ღამე იყო, უმთვარო და საშინლად ციოდა. იქნებ უბრალოდ ნინაკას აკანკალებდა ნერვებისგან. ქარი კი ნამდვილად უწუოდა ყურებში. ნაბიჯებს ისე ადგამდა, თითქოს ახლა მუხლები არ ეკვეთებოდეს და ვერცლისფერ რევოლვერზე არ ოცნებობდეს. ბნელი ჩიხი გაიარა, გონებაში ათასმა მოგონებამ ჩაუარა, ელენეს მონაყოლებმა, რედის ტკივილიანი ხმა გაახსენდა წარსულის გახსენებისას და საშინელი სურვილი გაუჩნდა, გადაეწვა აქაურობა და მთელი ის ჩიხი ქვით ამოევსო, რომ ყველა ნარკომანი იქ ჩაეტოვებინა, უჰაერობაში...
სახლის წინ იდგა. სანამ კარზე აკაკუნებდა, იქაურობას თვალი მოავლო, როგორი სიბინძურე იყო და როგორ ყარდა მთელი ეს ბუნაგი, ნინაკას გულის არევაც კი მოუნდა და კარის გაღებისნავე გაეღიმა. კარებში ის ქალი იდგა, ნინია. ამჯერად სახე საზიზღარი ბედნიერებისგან და კაიფისგან კი არა, რაღაც ენით აუღწერელი ტკივილისგან მობრეცვოდა და ნინაკას დანახვაზე ნიკაპი აუკანკალდა.
_ ღმერთო ჩემო _ უკან დაიხია, თითქოს ნინაკას მისი შეჭმა უნდოდა. თუმცა ნინაკას თითოეულის მოკვლა და დანაწევრება უნდოდა, უნდოდა ყელის ტკივილანდე აეკივლებინა ის, ვინც ლალოს მიაყენა ამხელა ტკივილი.
_ მოსაწევი უნდათ? _ გაიგო ყვირილის ხმა. ნოეს ხმა იყო, ადრეც ქონდა გაგონილი და თითოეული ღრმად ჰქონდა ჩამახსოვრებული.
_ ნოე, ოთახში ადი _ გასძახა ქალმა. ხმა ისე უკანკალებდა, როგორც ხელები და სასოწარკვეთა ედგა წყლიან თვალებში.
_ შე საცოდავო ნარკომანო _ დაიჩურჩულა ნინაკამ და ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პირველი ნაბიჯი და ნინიას კივილი ერთი იყო. მეორე ნაბიჯზე მისი სლუკუნი ესმოდა. მესამე ნაბიჯი რომ გადადგა, ტელევიზორთან მჯდარი ორი კაცი დაინახა, ხელში ლუდის ქილებით. მეოთხე ნაბიჯზე მათაც დაინახეს. მეხუთე ნაბიჯზე მიაშტერდნენ და ფეხზე წამოხტნენ. აუღწერელ ზიზღს გრძნობდა და ყელში ბოღმა უჭერდა.
_ რომელი იყავით? _ საშინელ, მომაკვდნილებელ სიჩუმეში მახვილივით გაჭრა ნინაკას გაყინულმა სიტყვებმა. უზომოდ ცივი ხმა ჰქონდა, ცივი და ბოროტი.
_ ზუსტად ისეთი ხმა გაქვს, როგორიც ელენეს ჰქონდა როცა ბოლოს... _ წამოიწყო ერთმა, რომლის სახელიც არ იცოდა.
_ არ მაინტერესებს _ მოუჭრა ნინაკამ. ჰო, გაახსენდა, ლუკა ერქვა ამ კაცს.
_ რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და არ გაინტერესებს? _ იღრიალა ლუკამ. ნინაკას გაეცინა კიდეც მის შენიღბულ გაბრაზებაზე.
_ გისმენ, თქვი რაც გინდა _ თვალი თვალში გაუყარა. ლუკამ უყურა და თავი ჩახარა.
_ წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რას გიზათ? ავადყოფებო, დღემდე როგორ ცოცხლობთ? უნდა ჩალპეთ, ამ სოროში ჩაძაღლეთ და აქვე გაიხრწნათ _ ახლა უკვე აუწია ხმას. უყურებდა თითოულს და ნინიას ტირილს აიგნორებდა. ძუკ*ნა. თითქოს ცდილობს ტკივილი დაანახოს, რომელიც სინამდვილეში არც კი იციან რა არის.
_ ისევე მოვკდეთ, როგორც მამაშენი ნინაკა? _ მეხის დაცემა იყო. დედამიწის თავზე დამხობა იყო ნინაკასთვის ნოეს შეშინებული, მაგრამ ცინიკური ხმა.
_ სანდროს ხსენებას ბედავ კიდეც, ახვ*არო? _ ახლა ყვირილი ვეღარ შეიკავა. ხელი ლუდის ბოთლს დაავლო და ნოეს მიმართულებით ისროლა. მიზანში მოარტყა. მინა გასკდა და ნოეს საფეთქელი წითლად შეიღება.
_ ნინაკა, გთხოვ _ ამოიკვნესა ნინიამ. ნინაკას აღარ ესმოდა, აღარც ფიქრობდა, აღარაფერი ჰქონდა მაშინ ადამიანური და არც იყო ადამიანი. წამებში წინ დაუდგა ნოეს და ზიზღით ჩააშტერდა თვალებში.
_ შე ნაბი*ჭვარო, ლალოს როგორ შეეხე _ ხელი ასწია და ნოეს ლოყა საშინლად გაუწითლდა. აეწვა. მეორედ რომ დაარტყა ნინაკამ, ელენე გაახსენდა. მისი ცივი და ბოროტი ხმა, როცა აქ იყო მოსული და რედიც წაიყვანა.
_ შური ვიძიე _ ამოიხროტინა და ახლა იმდენად ძლიერად ჩაარტყა მუცელში ხელი ნინაკამ, ძირს ჩაიკეცა ამხელა კაცი და ორად მოიკეცა. ვერ ბედავდა, ხელის შებრუნებას კი არა, ნინაკას გაჩერებასაც ვერ ბედავდა.
_ რისთვის? რისთვის იძიე შური, მიპასუხა _ ზემოდან დააჩერდა და ფეხი მწარედ გაუქანა ნეკნებში.
_ გაიქცნენ და თავს უშველეს, ჩვენ შემოგვხედე რას დავემსგავსეთ ნინაკა, დღეები დაგვრჩენია _ იყვირა ლუკამ.
_ შენი ბინძური პირით ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ, შე არაკაცო! _ იღრიალა და მისკენ შეტრიალდა _ აბა აქ უნდა დარჩენილიყვნენ? თქვენნაირები უნდა გამხდარიყვნენ? თქვენ დაგაძალათ ვინმემ ასეთად ყოფნა?
_ მაგრამ რედი თავიდანვე ჩვენთან იყო, ჩვენი მეგობარი იყო _ დაიჩურჩულა ნოემ. ძირს ეგდო, სისხლიანი სახით და ვერავინ წარმოიდგენდა, ცხრამეტი წლის გოგომ თუ გაუკეთა ეს.
_ თქვენ იცით მეგობრობა რას ნიშნავს? ჯერ მამაჩემი მომიკალით და ახლა ჩემი და გააუპატიურეთ, პუტანკა ხომ არ გეგონათ, ავადმყოფებო _ გული სწრაფად უცემდა.
_ როგორ გავხარ მათ...
_ ნუ ახსენებ ჩემს მშობლებს მეთქი _ ლუკასკენ გაიწია და დაარტყა. ლუკამ მაჯაზე ხელი მოიჭირა, რაც არ უნდა ექნა.
_ მომაშორე ეგ ბინძური ხელი მეთქი, მერამდენედ უნდა ვთქვა _ მიიწია და მკლავზე ჩაასო კბილები. ლუკამ ამოიკივლა, ნინაკამ უკვე კბილებში იგრძნო სისხლის გემო და უფრო მაგრად ჩაარჩო. ლუკამ ყვირილი დაიწყო და ხელის გაწევა სცადა, მაგრამ უფრო ეტკინა. ნინაკა მოშორდა და გადმოაფურთხა.
_ ნინაკა გვაპატიე... _ ფეხზე წამოდგა ნინია. ნინაკას გაეცინა.
_ მე არაფერს არ გაპატიებთ, გგონიათ ამით მორჩა? ეს უბრალოდ ცხელ გულზე მოვედი აქ. ამოგალპობთ, არ გაგახარებთ, ჩემზე მეტად ელენეს და რედის გეშინოდეთ.
_ არ უთხრა _ წამოიყვირა ნინიამ და თვალები ცრემლებით აევსო. წამით შეეცოდა ეს ქალი, რომელიც ელენეს საუკეთესო მეგობარი იყო... რას დამსგავსებულა. ნეტა ადრე როგორი იყო?
_ იცოდნენ, რომ შური ვიძიეთ _ საბოლოო წვეთი იყო ნოეს ამაყი ხმა.
_ დღე-დღეზე ისე გაგაუბედურებ, ღმერთს ევედრებოდე და ლალოს რათქმაუნდა, პატიებას. ლალოზე მეტად გატკენ, არაკაცო, ადამიანები ასე არ იქცევიან. სიკვდილზე არ იფიქრო, არ გაბედო _ გამოსცრა კბილებში.
_ რაც არ უნდა იყოს, მე მართალი ვარ ნინაკა _ გაიღიმა ლუკამ. ისე, როგორც ბედს დამორჩილებული, სევდიანი ადამიანები იღიმიან _ ასლი ხარ. სანდრის ასლი ხარ.


სახლში მისვლა არ უნდოდა. ამდენი ემოციებისგან გახეთქილს ტირილი უნდოდა და ვერ ტიროდა, ცრემლები არ მოსდიოდა და ხმამაღლა დაიკივლა. ვინმეს რომ გაეგო, გიჟიაო, იფიქრებდნენ. მანქანა დაძრა და ზუკას სადარბაზოსთან გააჩერა. ასეთი დანახვოდა? ზუკას აღარ სჭირდებოდა ზედმეტი თავსატეხი, ისედაც არ იყო კარგ გუნებაზე. მანქანა უნდა მოებრუნებინა, მაგრამ გადაიფიქრა. ახლა ისე უნდოდა მისი ჩახუტება და მასთან ერთად უბრალოდ ძილი, თავი ვერ შეიკავა. მანქნიდან ჩამოხტა და კარები დაკეტა. ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა და ელენეს სიტყვები გაახსენდა, ბიჭს არ უნდა დაადგე სახლშიო. უკვე კარებთან იდგა და აზარებდა.
_ გააღე, გთხოვ _ ჩურჩულებდა და თან ტელეფონის კამერაში მოასწრო ჩახედვა. კარგად გამოიყურებოდა. მხოლოდ თვალები ჰქონდა ჩაწითლებული და შინაგანად დანგრეული. თუმცა კარგად გამოიყურებოდა...
_ ნინაკა? _ კარები გაუღო ზუკამ. ნინაკას მაშინვე შეუღუტუნა ცხვირში ქალის ტკბილმა, იმდენად ტკბილმა რომ თითქმის გულისამრევმა სუნამოს სუნმა.
_ უკაცრავად _ ხმა გაუტყდა და ზუკას ნაჩქარევად გადაცმულ, დაკუჭულ ზედას გაუსწორა მზერა.
_ ახლა ვიჩხუბებთ? _ მიხვდა ზუკა. მაგრამ ნინაკამ იცოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, სწრაფად შევარდა და მისაღებშივე დაინახა ანკა, მაგიდაზე შემომჯდარი, ტუჩსაცხი გათხაპნოდვა და ნინაკამ ინსტიქრურად შეხედა ზუკას ტუჩებზე. გაეცინა, ალბათ უფრო ნერვიულად, ძირს ნინაკას ნაჩუქარი საათი ეგდო.
_ ვა, საყვარლებიც გვყოლიაო? _ ანკას ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, უსიტყვოდ წავიდოდა.
_ ვაიმე, ნინაკა, ახლა დაგინახე _ წამოხტა გოგო და ზედა გაისწორა, საიდანაც მკერდი უჩანდა.
_ გიცნობ? _ ეცინებიდა ნინაკას.
_ აუ მეგობრები ვართ, ჩემს ფართზე ხო იყავი? _ გაეწელა და მისკენ წამოვიდა. ალბათ გადასაკოცნად.
_ არა, არ მოხვიდე ახლოს _ ირონიულად დაიხია უკან
_ ნინაკა _ ხელი მაჯაზე შეახო ზუკამ, ნინაკამ მშვიდად გაწია ხელი და ისევ ანკას მიუბრუნდა.
_ გითხრა რატომ არ ვმეგობრობთ?
_ აუ მიდი
_ ბო*ზი მეგობრები არასდროს არ მყოლია _ სიცილით დააფიქსირა ანკას გაფართოებული თვალები
_ რომ გამიცნობ... ცუდი გოგო არ ვარ
_ შენი ნივთები აიღე და წადი _ ცივად დააშორა ტუჩები ერთმანეთს და გაუღიმა
_ აუ რატო?
_ ჩემი შეყვარებულის ბინაში და ოთახში ხარ, სადაც ძალიან მაგარი ქალი ცხოვრობდა. თავს პატივი ეცი და წადი, მორჩა კინო, სცენები არ იქნება
_ თურმე რატო წამაშლევინა ის ფოტო _ უკმაყოფილოდ დაწვდა ჩანთას და ქუსლიან ფეხსაცმელებს, მერე სირბილით გავარდა და ბინის კარებიც მოჯახუნდა. ნინაკას თითები უკანკალებდა, ახლა უკვე აღარ თამაშობდა სიმშვიდეს. მაგიდაზე მიგდებული კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის ჩაიდო და სანთებელას მოუკიდა.
_ მისმინე
_ მოვწევ და წავალ _ გააწყვეტინა ნინაკამ ცივად და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ზუკა კედელს ეყრდნობოდა და ნინაკას უყურებდა, ნინაკა შუაგულ ოთახში იდგა და ეწეოდა. ასე იყვნენ მანამ, სანამ მესამე ღერი არ ჩაამთავრა და მერე ძირს დაგდებულ საათს არ დაწვდა.
_ ხელი შეგიშალათ? _ ცინიზმით შეხედა ზუკას.
_ არა, მოხსნის დროს...
_ გასაგებია.
_ ჯერ შენ თქვი რაც გინდა თქვა
_ მე? არაფერი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, ზუკა, რომ ამაზრზენი ხარ _ კარებისკენ წავიდა და გზად მასთან შეჩერდა _ სიყვარულის სიძულვირით შეცვლაც შესაძლებელი ყოფილა. მე პეპელა ვარ, მაგრამ თავისუფალი და სუფთა პეპელა, გესმის? _ გაუღიმა და კარები ზურგსუკან გამოაღო _ ნარკომან ბიჭზე უარესი მხოლოდ მოღალატე ბიჭია _ ამ სიტყვებით არა მარტო ის დღე, არამედ მთელი მათი ურთიერთობა დაასრულა და კარ გაიხურა. ახლა აღარ ნერვიულობდა, ადამიანებზე არ ღირს ნერვიულობა. რაც ხდება, ყველაფერს იმსახურებ და არც არავის უნდა გადაყვე. თუ მათ შეუძლიათ ღალატი, შენ დავიწყება უნდა შეძლო. ძალიანაც რომ გიყვარდეს, მაინც უნდა შეძლო.

so if you run, i wanna run with you. So if you die, i wanna die with you. Take your hands and walk away.

უნივერსიტეტში წავიდა. ესიკვდილებოდა, მაგრამ ელენეს დაჟინებით მეტჯერ აღარ გააცდინა. ნაცრისფერი, ნაქსოვი ზედა ეცვა და პერანგის თეთრი საყელო უჩანდა. შავი შარვალი და ნაიკის თეთრი ბოტასები. უნივერსიტეტში შესვლა იყო საშინელება, დერეფანში ათასი თვალი რომ უყურებდა და იმ ათასში ერთ-ერთი ანკა რომ იყო. ლალო მასზე ოთხი წლით უმცროსი რომ არ ყოფილიყო, მასთან ერთად წავიდოდა და ასე ცუდად არ იგრძნობდა თავს.
_ გვიკადრე? _ თავის ადგილას დაჯდა თუ არა, კაცმა სათვალეები მოიხსნა და ნინაკას ამოხედა.
_ გამარჯობა _ გაუღიმა და ყურსასმენები შეუერთა ტელეფონს. მთელი ლექცია გათიშულს ეძინა. რამდენჯერმე დაადგა მამუკა თავზე, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაინც არაფერს ასწავლიდა ეს კაცი, ისეთს რაც ნინაკას აინტერესებდა. გასაგებ ენაზე ვერ ესაუბრებოდა, ნინაკას კი თავისებური ახსნა უყვარდა.
შემდეგ ლექციაზე ანკა მოუჯდა გვერდით. ცალი თვალით ხედავდა, როგორ უყურებდა გოგონა ნინაკას და ეღიმებოდა.
_ ლაპარაკი მინდა შენთან _ ბოლოს როგორც იქნა გაბედა.
_ მე არ მინდა _ მისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა და ხელები ერთმანეთში ახლართა.
_ მე ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ არ მინდა ისე მიყურებდე, როგორც ბო*ზს.... მისმინე...
_ ანკა არაფერ შუაში ხარ, ისეთი მნიშვნელოვანი არ ხარ რომ შენს გამო რამე მომხდარიყო _ ცივად ჩააშტერდა თვალებში და კალამი ტუჩებს შორის მოიქცია.
_ შენთან დაახლოება მინდა _ გადაჭრით დაიჟინა ანკამ. ნინაკამ თვალები აატრიალა _ ყველას უნდა. შენ ახერხებ და ასეთი ხარ, ჩვენ?
_ რა გავაკეთო? უკვე მყავს მეგობრები, მაპატიე _ უხერხულად შეტრიალდა.
_ ზუკას ვურეკავდი და არ მიპასუხა, როგორ არის? _ ფრთხილად შეაპარა ანკამ.
_ რატომ გაინტერესებს? _ ახლა უკვე უხეში იყო ნინაკა.
_ მიყვარს _ თვალები აუცრემლიანდა. ნინაკას თითები აუკანკალდა როცა გაიგო, სწრაფად წამოდგა, კალამი ძირს დაუვარდა და ჩუმი აუდიტორიაც მისკენ შემოტრიალდა. არაფერი უთქვამს, არც აუხსნია, არც გაუგია ლექტორის მკაცრი ხმა, ღია კარებიდან გავიდა და მერე სირბილით დაეშვა კიბეებზე. გული ამოუვარდებოდა ეგონა, ისე იმოქმედა ამან და იმ ანკამ... ეზოში ჩამოჯდა და ტირილისგან თავი როგორღაც შეიკავა. საშინლად გრძნობდა თავს, ზუკა ენატრებოდა. ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ არ აპატიებდა. შეცდომების გამოსწორება რომ შეიძლებოდეს, ჩვენ ყველანი ანგელოზები ვიქნებოდით. ვინც ერთხელ გადაგაბიჯებს, მეორედ აუცილებლად გადაგივლის. თუ ენდობი, იმედები გაგიცრუვდება... მოწევა ისე უნდოდა, ხელები უკანკალებდა. წამოდგა და წავიდა. არც მეტი, არც ნაკლები, ლუკას მიწერა.
_____________

კაფეში ისხდნენ, ნინაკა თავის ლატეს უყურებდა, ლუკა ნინაკას და სულ ოდნავ ეღიმებოდა.
_ როგორ ხარ ნინაკა? _ კითხა ლუკამ. მონატრებოდა ეს ხმა... ღრმად ამოისუნთქა და ახედა.
_ არ ვიცი, დაკარგული ვარდა ჰაერში ვფარფატებ.
_ და დაგჭირდი მე, ისეთი როგორიც მაშინ, ბერლინში? _ ახლაც ასიანში გაარტყა.
_ ხო
_ ზუკამ გაწყენინა
_ ხო
_ და დაშორდი
_ ხო
_ და ახლა ნანობ
_ არა
_ ეგ კარგია _ გაეცინა და სასმელი მოსვა _ ისედაც არ იყო ზუკა კაი ტიპი
_ ლუკა! _ თვალები დაუბრიალა და ლუკამ გულიანად დაიწყო სიცილი.
_ ახლა დაძაბულები უნდა ვიჯდეთ და ერთმანეთს თვალებშიც ვერ ვუყურებდეთ ხომ? _ იცინოდა და ხელის ცეცებით აიღო მაგიდიდან სანთებელა
_ არ მოწიო რა
_ კაი, როგორც გინდა _ ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტის ღერი დადო და ნინაკას თვალი ჩაუკრა
_ რას შვები, მომიყევი რამე
_ ძველებურად რა, ისევ ისე თითქმის... ოღონდ აღარ ვკაიფდები. შენს მერე თავი დავანებე. ახლა სულ საქმეები და საქმეები და ისევ საქმეები
_ მოწყენილობა. მიხარია თუ ბედნიერი ხარ...
_ ბედნიერება წამართვეს უკვე _ გააწყვეტინა ლუკამ _ შენ?
_ მე?
_ ჰო, სულ ჩემზე მოვყვე? შენ რას შვები, უნდა იცეკვო კიდე?
_ არამგონია, გედი ბოლო იყო რა _ გაუღიმა და სევდიანად დახედა ისევ ყავას
_ მომიყები მიდი
_ პარიზში რომ ვიყავი, ზუკამ გოგოსთან ერთად დადო ფოტო... მერე იმდენი რამე მოხდა, ეგ ძაან უმნიშვნელო გახდა. ზუკას დედა გარდაიცვალა
_ ცუდია, ნათელში იყოს _ ცინიზმის კვალი არ ემჩნეოდა. მთელი არსებით უსმენდა ნინაკას და მის მიმიკებს იმახსოვრებდა.
_ ჰო... ზუკა ისე ცუდად იყო, არ ვიხსენებ ხოლმე. ერთად ვიყავით თვეზე მეტიც, ჩამოსვლის ღამეს სახლში დამტოვა. იქ საშინელება მოხდა და ძალიან განვიცადე, ვიფიქრე ზუკას ავაკითხავ თქო და...
_ და იმ გოგოსთან ერთად დაგხვდა უხერხულ სიტუაციაში. ნინაკა, ეგ ღალატია?
_ ღალატია.
_ არ არის. უყვარს?
_ ლუკა, აქ საქმე ჩემს პრინციპებს ეხება
_ რომელ პრინციპებს ნინაკა, მაგის დედა ვატირე, როცა გიყვარს, რომელი პრინციპები და სიამაყე? _ ხმას აუწია და მაგიდას ხელი დაარტყა _ რა სულელი ხარ! ადამიანებს მხოლოდ იმიტომ კარგავთ, რომ თქვენს პონტში გაგისწორდეთ და ნაშები ღალატად ჩაუთვალოთ?
_ ლუკა, გვიყურებენ...
_ ჩვენზე უკეთესს ვის უნდა უყურონ _ ჩაიცინა და მაინც მოუკიდა ერთ ღერს _ ახლა ზუკა რომ საავადმყოფოს პალატაში იწვეს და კვდებოდეს, რას იზამდი? _ გაჩუმდა ნინაკა. თვალები არა, მაგრამ სული აემღვრა და ნიკაპიც აუკანკალდა ოდნავ
_ არ წევს საავადმყოფოში და ყველაფრის ეგრე წარმოდგენა არ შეიძლება. მი-ღა-ლა-ტა _ დაუმარცვლა და ამოსუნთქვას გულიც ამოაყოლა
_ არა, იმას დაურეკა ვისი ნომერიც პირველი ეწერა. და ეს ანკა იყო, იმიტომ რომ მისი სახელი ა-ზე იწყება. ადვილია ნინაკა, არც უფიქრია და არც დაუშვია გონებაში რომ შენთვის მორალური ზიანი მოეყენებინა. ცუდად იყო, დედის დაკარგვას ერთ თვეში ვერ გადაიტან და მითუმეტეს მაშინ, როცა შეყვარებული თავზე გადგას და შეპარვით და მალულად ზრუნავს შენზე, თავს გაჩვენებს თითქოდ ეს ასე უნდა იყოს. ყველაფერს აკეთებს რაც მოგეწონება, რეალურად შენ თავს საზიზღრად გრძნობ და ისულელებ, თითქოს კარგად ხარ. შეყვარებულს სჯერა. სჯერა და წამს, რომ კარგად ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის. შენ ვერ იტან ასეთ მზრუნველობას, მაშინ უფრო გტკივა და როცა სახლში ბრუნდებით, ყველაფრის დავიწყებას ცდილობ. ურეკავ იმას, ვინც პირველია და ეს ანკაა. და თავზე გადგება შეყვარებული, რომელსაც არაფერს უხსნი. ალბათ იმედებსაც გიცრუებს... და მერე იგებ, რომ ეს შეყვარებული იმ ბიჭს შეხვდა, რომელიც სამჯერ იწვა შენს გამო საავადმყოფოში და რომელსაც შენი შეყვარებული უყვარს ისე, როგორც არავინ.
_ იგებ? _ ხმა გაუტყდა ნინაკას და გააცნობიერა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვხედავთ.
_ ხო, იმიტომ რომ ისინი ქალაქის ყველაზე ცნობილ კაფეში სხდებიან და იქ შეიძლება სამეგობროსთან ერთად შემოხვიდე. _ ღიმილით ასრულებს, სიგარეტის მოწევას წყვეტს და საფერფლეში ტოვებს ჩამწვარ ღერს. ნინაკა თავს სწევს და ზუკას უყურებს. ბუნდოვად ხედავს ლუკას, რომელიც დგება და დაუმშვიდობებლად მიდის. მაგიდაზე ფულს ტოვებს, რომელიც მიმტანს მიაქვს და გოგონას უღიმის. ნინაკას არ ესმის არაფერი, უბრალოდ დაბნეული იღებს ტელეფონს ხელში და სკამიდან დგება, ზუკა ისევ ისე დგას. ნინაკა მის გვერდით მიდის და ისე ჩაუარა, თითქოს არც არსებობდეს. კაფე რომ დატოვა, მანქანა ჯერ ვერ დაძრა. დიდი ხანი იჯდა სავარძელში, coldplay fix you-ს უსმენდა და ბოლოს გასაღები გადაატრიალა.
_________________

ორი დღე. მთელი ორი დღე და არცერთი როგორ ხარ,
რას აკეთებ,
მომენატრე,
მაპატიე,
როგორ ხარ.
საერთოდ არაფერი.
სულ არაფერი.

____________

ერთ კვირაში ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ მამაკაცის ცხედარი უპოვნიათ. ადვილად გაარჩიეს ნოეს სახე, ჩაშავებული უპეები, დამსკდარი ტუჩები და ნაკაწრები სახეზე. ელენეს უბრალოდ გაეღიმა მისი დანახვისას. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო ორგანიზმი მოისპო და გული ავტომატურად გაეთიშა.

ერთ თვეში სარეაბილიტაციო ცენტრში ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე ერთად. ლომკის გამო, ერთმა თავი მოიკლა, მეორეს გულმა ვეღარ გაუძლო. ყველა ამბობდა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო. მომკითხავი არც ერთს ყავდა, არც მეორეს. არავინ იტირებდა მათ გამო და არც მათ საფლავს მოუვლიდნენ. ნარკომანობა არაფერ შუაში იყო, ადამიანობა იყო შუაში, თორემ სანდროს საფლავზე ყოველ კვირა იდებოდა შროშანები. გაზაფხული იყო, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი.

____________

უნივერსიტეტიდან მოვიდა. რედისთან ერთად ბევრს იცინოდა, მაგრამ სახლში დაძაბული ატმოსფერო დახვდა. ტელევიზორის წინ ისხდნენ ელენე და ზუკა და ნინაკას შემოსვლისთანავე ორივე გაჩუმდა. ზუკას არ შეუხედავს ნინაკასთვის. გოგონამ კბილები ერთმანეთს დააჭირა და ღიმილი სახიდან გაუქრა.
_ მშია ელენკა _ არაფერი შეიმჩნია, ფეხზე გაიხადა და ფეხსაცმელი ლამაზად მიაწყო კუთხეში.
_ შეგიწვა კარტოფილი? _ კითხა ელენემ და წიგნი გვერდით გადადო.
_ ჰო, მინდა _ ჯიბიდან ორი ჩუპა-ჩუპსი ამოაძრო. გაახსენდა, როგორ არავის უნაწილებდა ბავშვობაში და როგორ უყვარდა. მარტივად გახსნა და ტუჩებში მოიქცია. თავის ოთახში შევიდა, ხალიჩაზე ჩამოჯდა და მაკბუკში სიმღერები ჩართო. თვალი კედელისთვის გაეშტერებინა. არაფერზე ფიქრობდა, საერთოდ არაფერზე, ზუკას გარდა. და ზუკაზე ფიქრი ყველაფერი იყო ნინაკასთვის. ცრემლებმა სახე აუწვა და სამი თვის უნახავი სახის დანახვა კიდევ მოუნდა. ცრემლები ნიკაპთან ერთებოდა და ძირს ეცემოდა. კარებთან გაიქცა და გადაკეტა. ძირს ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და ამოისრუტუნა. იმაზე მეტად არაფერი უნდოდა, ახლა მისი ჩახუტება ეგრძნო, მაგრამ არ შეიძლებოდა. ხანდახან ძალიან გვიანაა. აგვიანებენ ხოლმე ადამიანები და თვალის დახამხამებაში ჩნდება ტკივილი. ტკივილი კიდევ არ განელდება, უფრო იზრდება და იზრდება და უზრდება და ბახ! სკდება. შენც სკდები, იმ ფერადი საპნის ბუშტივით, რომელსაც ბედნიერება უნდოდა.
კარებზე დააკაკუნეს. შეცბა და თავი კარებს მიაყრდო.
_ მე, არც ისე მხევალი ღვთისა, პირობას ვდებ რომ არ ვიქნები შენთან ჭირში და ლხინში, და დაგშორდები ძალიან ბევრჯერ სანამ სიკვდილი დაგვაშორებს. ვდგავარ და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენი ერთგული, და მრავალი მესამის ჩრდილი
რიგრიგობით დატოვებს ჩუსტებს
ჩვენი საწოლის ორივე მხარეს.
და ყველა ჩვენი ღამე, პირველის ჩათვლით, იქნება უკანასკნელი. არ დავარქმევთ შვილებს მშობლების სახელს, თუმცა მე ახალგაზრდა და ჯანმრთელი, პირობას ვდებ რომ არ დავბერდები შენთან ერთად. არ მივეჩვევი შენი სხეულის სუნს და ტუჩების გემოს, არ გავაკეთებ საჭმელებს შენთან ერთად, არ ვუყურებ ტელევიზორს შენთან ერთად, არ დაველოდები შენს დაბრუნებას საათობით და არ ვიტირებ ავად ყოფნისას. ვდგავარ არც ისე შესაყვარებელი, არც ისე სათნო და გულწრფელი, საიმედო და წესიერი, და გპირდები რომ არ ვიქნებით ერთი სული და ხორცი. არ გიყურებ ძილისას და არ შემიყვარდები. და საერთოდ, პირობას ვდებ რომ არ შეგიყვარებ. არ შეგიყვარებ. არ შეგიყვარებ.
და ახლა ვდგავარ და ვდებ ყველა იმ პირობას, რომელსაც ვერ შევასრულებ, და თუ თანახმა ხარ, გააღე კარი _ გარკვევით ისმოდა ზუკას ოდნავ ჩახლეჩილი, სასიამოვნო და კარს უკან იდგა ნინაკა და აღარ ტიროდა. იდგა და აღარ ტიროდა.
_ გააღებ კარს? _ კითხა ზუკამ. და ნინაკამ გასცა პასუხი, ერთი სიტყვა, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა.

:)



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ რა უპააუხა?
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Eto

Anuu ki
თაკოთაკო
აუ რა უპააუხა?

 


№3  offline წევრი ლიკა^

რამდენიხანია დავიწყე ამ უმაგრესი ისტორიის კითხვა,მაგრამ არც ერთხელ არ დავწერე კომრნტარი.მინდოდა ბოლოში მეთქვა ყველაფერი.ისტორია არის შოკი ვგიჟდები ამ ისტორიაზე და შენზე ასე კარგად რომ წერ,ასე ემოციურად ყველაფერს ზუსტად გადმოსცემ❤(ეს დღეები მილიონჯერ ვიტირე ამ ისტორიის გამო :D )ლუკაზე ვგიჟდები რაცარუნდა ნარკომანი იყოსმიყვარს მაინც ❤ დაძალიან მინდოდა ეგ წყვილი ერთად ყოფილიყო :( ❤ ასეთი დასასრული არ მომეწონა :( მე ლუკა მინდოდა მართალია ზუკაც კარგია მაგრამ ლუკა მირჩევნია❤ ნინაკაზე ვგიჟდები ძალიან მაგარი გოგოა❤ შენც ძალიან მაგარი ხარ ასეთი coolest ისტორია რომ გამოგივიდა ❤ საბოოლოოდ ყველაფერი კარგი იყო დასაწყისიც,დასასრულიც,შუაგულიც :D ყველაფერი მაგარი იყო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent