შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა უფლისწულის ალქაჯი (1-5)


29-01-2017, 20:32
ავტორი MonsTer №13
ნანახია 2 655

პატარა უფლისწულის ალქაჯი (1-5)

ის იყო, კაფედან გამოვედი, რომ ის დავინახე. დავინახე კი არა, კარი ლამის სახეში გავარტყი, იმდენად ახლოს იდგა თურმე. დამფრთხალმა ამომხედა და მე რომ დამინახა, უფრო შეეშინდა. მტანჯველ ტკივილთან ერთად საოცარმა სითბომ დამიარა, როდესაც მისი სუნამოს სურნელი შევისუნთქე. ამ სუნმა ყველაფერი გამახსენა – ერთად გატარებული ბედნიერი დღეები, ჩვენი საუბრები, სულელური კამათები, ეჭვიანობის სცენები და ვნებიანი ღამეები. მომნატრებოდა. იმაზე ძლიერ, ვიდრე მეგონა. შეცვლილიყო. უფრო გამხდარი, გარუჯული და ნატანჯი ჩანდა. ლამაზად ჰქონდა თვალები შესიებული, ყოველ შემთხვევაში, უძილო ღამეებისა და მისი ტანჯვის უტყუარი ნიშანი მე იმდენად ლამაზად მეჩვენებოდა, ლამის თავი დავკარგე და გულში ჩავიკარი. კიდევ კარგი, მალე მოვეგე გონს. გამახსენდა, რა ტკივილი გადავიტანე დაშორებისას და გონებაში მხოლოდ ერთმა სიტყვამ გამიელვა: ღირსია!
არა, ღირსი ნამდვილად არ იყო. რა თქმა უნდა არ მსიამოვნებდა მისი ტანჯვა, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში სწორედ ეს მარწმუნებდა, რომ ნანობდა, რომ ისევ ვუყვარდი და ჩემზე ფიქრობდა. და სანამ ჩემზე იფიქრებდა, მეც მშვიდად ვიქნებოდი. მოშორებით, მაგრამ გულდამშვიდებული. არ შემეძლო პატიება. ჩემს ძალებს აღემატებოდა იმ ტკივილის დავიწყება, ბოლო თვეების მანძილზე რომ მკლავდა. მიყვარდა. ისე ძალიან მიყვარდა, რომ მის გამო სიცოცხლეს და ახალგაზრდობასაც დაუფიქრებლად დავთმობდი. ამიტომ ვერ შევძელი მისი ნახვით გამოწვეული სიხარულის დამალვა.
– სალი, – თბილად მივმართე.
– გამარჯობა, სკოტ, – ნაცნობი, ოდნავ ჩახრუნწული და მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სევდიანი ხმა ჰქონდა.
– კარგად გამოიყურები.
ჩაიფხუკუნა, მაგრამ უგულოდ.
– ხო, გარუჯულხარ.
ახლა მართლა გაეცინა და ინსტინქტურად დაიხედა ფეხებზე.
– ცოტა ხნით ზღვაზე ვიყავი.
– აა... კარგად დაისვენე?
– ისე რა.
რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ზღვაზე იყო. ჩვენი ბოლო ჩხუბიდან ორი დღის შემდეგ წავიდა. თითქმის ერთი თვე იყო თავის შორეულ ბიძაშვილებთან სტუმრად. ბოლოს, ალბათ იფიქრა, რომ ჩემთან შესახვედრად ან ცხოვრების გასაგრძელებლად მზად იყო და უკან დაბრუნდა.
გვიან შევამჩნიე მის გვერდით მდგარი ექვსი–შვიდიოდე წლის გოგონა. ასეთი პატარა ასაკის გოგონას კვალობაზე საკმაოდ უცნაური გემოვნებით ეცვა. უცებ მივხვდი, რომ ეს სალის დამსახურება იყო და გამეცინა.
– სალი, მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, – არ ვიცი, რატომ შევთავაზე საუბარი. იქნებ ეს შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო? მის გარეშე მიჭირდა, სუნთქვა არ შემეძლო, ბედნიერი არ ვიყავი. ეს კი ჩემთვის ძალიან უცნაური მდგომარეობა იყო – ცხოვრებაში პირველად გათენება არ მიხაროდა, რადგან სალი აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში. რადგან ერთმანეთს ვატკინეთ, ძალიან ვატკინეთ და ამ წყენის დავიწყება არც ერთს არ შეგვეძლო.
– არა მგონია, სკოტ, – სასოწრაკვეთილმა მიპასუხა.
– მაგრამ, სალი, რაღაცები უნდა ავუხსნათ ერთმანეთს...
– არ გეჩვენება, რომ მაგისთვის საკამოდ გვიანია? – გაღიზიანებულმა გამაწყვეტინა.
– არა, – გულწრფელად ვუპასუხე.
ამოიოხრა.
– ხანდახან ძალიან მიკვირს, შენნაირი ლაწირაკი როგორ მიყვარდა, – სიძულვილით გამოსცრა კბილებში და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
– გიყვარდა? – თავზარდაცემულმა გავიმეორე. სუნთქვა შემეკრა, თითქოს ვიღაცამ ყელში წამიჭირა ხელები, თითქოს არყის ძალიან დიდი ყლუპი მოუმზადებლად გადავყლაპე და ახლა ამოსუნთქვა ძალიან მიჭირდა.
– უნდა წავიდე. არ მცალია, – ზურგი შემაქცია და ბავშვს ხელი ჩაავლო.
– არა, მოიცადე! – მკლავში ვწვდი და ჩემკენ მოვაბრუნე. სალიმ მოულოდნელობისგან შეჰყვირა, ბავშვმა ტირილი დაიწყო.
– ცხოველო! – დამიყვირა სალიმ და პატარას მიუბრუნდა, – დამშვიდდი, ქეით, – თმაზე გადაუსვა ხელი და გულში ჩაიკრა. ბავშვმა სლუკუნს უკლო.
– მაპატიე.
– რა გაპატიო? რისთვის მიხდი ბოდიშს? იმისთვის რომ ისე გამიშვი შენი ცხოვრებიდან, არც კი მომისმინე? თუ იმისთვის, რომ ხელი დამარტყი?! რა გინდა ჩემგან, სკოტ? შენ ხომ გასაგებად ამიხსენი, რომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ და შენს თავს არ ვიმსახურებ.თავი დამანებე, გაიგე? აღარ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს. ისედაც საკმარისად გადავიტანე ცხოვრებაში, შენც რომ არ დამიმატო, – მკაფიოდ, ზიზღით გამოთქვამდა თითოეულ სიტყვას და ტიროდა. იმ წამს მართლა დავიჯერე, რომ ვძულდი და ამის აღმოჩენამ გამანადგურა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ეს თუ მოხდებოდა. ნუთუ მართლა წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან?!
– კარგი, სალი, კარგი! დამშვიდდი.
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამს ასე გაშეშდა. მერე სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და ბავშვს მიუბნრუნდა.
– ქეით, იქ, ცარიელ მაგიდას ხომ ხედავ? – კაფის შიგნით ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მიანიშნა. სწორედ იმ მაგიდასთან ვიჯექი მეც, – მიდი, გაიქეცი, დაჯექი და მეც მალე მოვალ.
გოგონამ თავი დაუქნია. სალიმ კარი გაუღო, ისიც სირბილით წავიდა მაგიდისკენ და სკამზე დაჯდა.
– ვინ არის?
– ძიძად დავიწყე მუშაობა, – აღელვებული ხმა ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
– ძიძად? შენ? – გაოცებულმა ვკითხე და სიცილი ვერ შევიკავე. მასაც გაეცინა.
– ჰო, – უცნაურად დაიმორცხვა, – ყოველთვის მინდოდა ვინმეს ჩემს ჭკუაზე აღზრდა.
– მაგისთვის ბავშვი უნდა გაგეჩინა.
– ბავშვის გაჩენისთვის ძალიან გვიანია, – ცივად მიპასუხა.
– რა სისულელეა! – გავაპროტესტე.
– მაგ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ!
– კარგი. სალი, მოდი შევხვდეთ, რა...
– რისთვის? ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ ყველაფერი.
– ასე გგონია?
– სკოტ, – ისე მძიმედ ამოისუნქა ჰაერი, თითქოს იმას მიხსნიდა, რომ ორჯერ ორი ოთხია და მე ვერ ვიგებდი, – საკმარისია უკვე ჩემთვის... ძალიან დავიღალე. დამღალა ამდენმა ემოციამ, ნერვიულობამ, ტირილმა. მე მხოლოდ მშვიდი ცხოვრება მინდა. უბრალოდ, მინდა, რომ არავის ვიცნობდე, არავინ მელაპარაკებოდეს და არავის ველაპარაკებოდე...
– ეგ ხომ შეუძლებელია, – გულუბრყვილოდ გავაწყვეტინე.
– შეუძლებელია, ნამდვილად შეუძლებელია, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, რომ ზედმეტი ადამიანებისგან გავთავისუფლდე.
– მე ზედმეტი ვარ? – კიდევ ერთხელ ვიგრძენი საშინელი ტკივილი და მოვიბუზე.
– ეგ შენ მითხრი, დაგავიწყდა?
მწარედ მოვკუმე ტუჩები. იმ დღეს იმდენი რამე ვუთხარი ისეთი, რასაც არ ვფიქრობდი. გაბრაზებულ გულზე ყველაფერს ვეუბნებოდი, რაც კი თავში მომდიოდა.
– ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ.
– არა, სკოტ. მე გამოვედი მაგ წრიდან. შენ შეგიძლია იმდენ ხანს იყო, რამდენ ხანსაც გინდა.
– მაგრამ, სალი...
– ძალიან დამღალე, – ამოიხვნეშა, – ეგ შეხვედრა კარგს არაფერს მოგვიტანს. აღარ მინდა ყველაფრის თავიდან გადატანა... ძალიან დავიღალე... – კიდევ გაიმეორა და მზერა ამარიდა.
– რას გულისხმობ?
– ყველაფერს. მთელ ჩემს ცხოვრებას. ძლივს დავივიწყე და ახლა ცდილობ ისევ გამახსენო.
– რა გაგახსენო? სალი, მე შენს წარსულზე თითქმის არაფერი ვიცი. არ ვიცი, რა შეგემთხვა, რა გადაიტანე. ყოველთვის გაურბოდი ამაზე საუბარს.
– დარწმუნებული ხარ, რომ მოსმენა გინდა?
– კი, – სწრაფად ვუპასუხე.
– კარგი, – ყოყმანით დამთანხმდა შეხვედრაზე, – როდის?
– ხვალ საღამოს გცალია? სადმე დავსხდეთ...
– უფრო მყუდრო და ახლობელი ადგილი მირჩევნია. ხვალ 6 საათზე ჩემთან სახლში დაგელოდები. შეგიძლია გადაიფიქრო, პრობლემა არ იქნება, – მითხრა და კაფეში ისე შევიდა, არ დამმშვიდობებია.
– აუცილებლად მოვალ, – მივაძახე უკვე მიხურულ კარს. ერთხანს კიდევ ვიდექი, ვუყურებდი სალის, რომელიც ბავშვს სიცილით ელაპარაკებოდა, მერე უკან დავიხიე და ჩემს ახალგარემონტებულ სახლში წავედი.

* * *
ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო. ბოლო დროს აკვიატებულ იდეად მექცა ბინის გარემონტება და ბოლოს, როცა როგორღაც თავი მოვაბი ამ ამბავს და მუშებ–დიზაინერ–დეკორატოებთან ყველაფერი მოვაგვარე, ქალაქგარეთ, ერთ მყუდრო და წყნარ უბანში დროებით ბინა ვიქირავე. ბინა ინტერნეტით ვიპოვე, პატრონს დავურეკე და დათქმულ დღეს მის დასათვალიერებლად წავედი. მესამე სართულზე იყო, ოროთახიანი, მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი. ფანჯრები სკვრს გადაჰყურებდა და ქუჩის ხმაური ექოდ აღწევდა ოთახში. მომეწონა. ერთი თვის ფული წინასწარ გადავუხადე და მეპატრონემ გასაღები ჩამაბარა. იმ დღესვე დავიწყე ჩემი ნივთების გადმოტანა. ბლომად ტანსაცმელი და რამდენიმე საჭირო ნივთი წამოვიღე, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო. მართალია, ჩემს ძველ სახლთან შედარებით ეს ნამდვილი სორო იყო – თუმცა, კომფორტულად მოწყობილი – მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა.
პირველი დღე დაბინავებას მოვუნდი. საღამოს, როცა თითქმის ყველაფერს მოვრჩი და სულის მოსათქმელად სავარძელზე ჩამოვჯექი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორ დავღლილვარ. წყლის გადავლების თავიც კი არ მქონდა, საწოლამდე მისვლაც კი მეზარებოდა. სავარძელში ფეხები ავიკეცე, კომფორტულად მოვეწყვე და მაშინვე ჩამეძინა. შუაღამისას გამომეღვიძა. სკვერიდან ახალგაზრდების საუბრის ხმა ამოდიოდა. სავარძილდან ძლივს ავიფხიკე ტანი. მთელი სხეული დაბუჟებოდა და მტკიოდა. ფანჯრიდან გადავიხედე. რამდენიმე სკამი მოჩანდა, წყვილ–წყვილად ისხდნენ შეყვარებულები. სიგარეტი მომინდა, მაგრამ დღისით ყიდვა დამვიწყებოდა და არ მქონდა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე, ფანჯარა დავხურე და საძინებელში შევედი. ამჯერადაც დაწოლისთანავე ჩამეძინა.
დილით გვიან გამეღვიძა. საათს შევხედე, უკვე ცხრის ნახევარი იყო. სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე. სანამ ჩავიცვი და მოვწესრიგდი, 08:50 საათიც გახდა. გზაში ნახევარი საათით მეტი მოვანდომე, ვიდრე ჩვეულებრივ და წამით ვინანე, ქალაქის ცენტრიდან ასე შორს რომ გადავწყვიტე ცხოვრება. უკვე ათი ხდებოდა, სამსახურში რომ მივედი. ყველანი საკონფერენციო დარბაზში შეკრებილიყვნენ. კარი დაუკაკუნებლად შევაღე და უფროსს დავეღრიჯე, უკაცრავად–მეთქი. შემოდიო, მანიშნა ანდრემ და საუბარი განაგრძო.
მე ყოველკვირეულ ჟურნალ PirArte(პირატული ხელოვნება)–ში ფოტოგრაფად და გრაფიკოსად ვმუშაობდი. სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინის განხრით დავამთავრე, ამავდროულად ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი მეორედ პროფესიად და კონკურსებშიც ვიღებდი მონაწილეობას. აკადემიამ ჟურნალში სტაჟირებაზე გამომიშვა და უკვე მესამე წელი იყო, რაც ოფიციალურ თანამშრომლად ვითვლებოდი. 25 წლის ბიჭის კვალობაზე მართლა მეამაყებოდა რომ ერთ–ერთი წარმატებული ჟურნალის გუნდის წევრი ვიყავი. ჟურნალი ძირითადად კვირის მანძილზე მომხდარ მთავარ და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს განიხილავდა, კრიტიკულ შენიშვნებს და ესეებს აქვეყნებდა ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, ახალბედა დამწყებ ხელოვანებს ეძებდა და მათ წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადაგმაში ეხმარებოდა.
მთავარმა რედაქტორმა თათბირი ჩემი მოსვლიდან ათ წუთში დაასრულა. ყველამ თავის კაბინეტს მიაშურა. ყავა გავიმზადე, ჩემს კომპიუტერს მივუჯექი და რამდენიმე წამს, სანამ კომპიუტერი ჩატვირთვას დაასრულებდა, თვალები დავხუჭე. ბევრი საქმე მქონდა. ჟურნალი ორ დღეში უნდა გამოსულიყო, მე კიდევ ყდაც არ მქონდა დამუშავებული. მთელი კვირა რემონტის გამო დავრბოდი აქეთ–იქით და მომზადებული სტატიების წაკითხვა ვეღარ მოვასწარი, ყდაც რომ შესაბამისად დამემუშავებინა.
– ლარი, სტატიაზე მუშაობა დაასრულე? – ვკითხე ერთ–ერთ თანამშრომელს.
– კი. და ორი დღეს წინ გამოგიგზავნე კიდევ.
– მაპატიე, არ მინახავს. შეგიძლია მოკლედ მომიყვე შინაარსი?
სურათები მაინც თუ დაამუშავე? – ღიმილით ამოიოხრა ლარიმ.
– ჯერ არა.
– კარგი, მაშინ დაიწყე დამუშავება და 15 წუთში შემოვალ შენთან.
– გმადლობ.
კაბინეტში დავბრუნდი. ფოტოაპარატიდან სურათები კომპიუტერში გადავყარე და დაველოდე, სანამ პროგრამა თითოეული მათგანის ხარისხს წმენდდა. შემდეგ დათვალიერება დავიწყე. ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის, ლეო პატაის დახურული კოლექციის სურთები ცალკე ფაილში შევინახე, ახალ ფაილში კი ქუჩის მხატვრის – ნიკ ჯონსონის – ინსტალაციის ფოტოები ჩავყარე. ყდაზე ინსტალაციის ფონის დადება მინდოდა, რომლსაც პატაის კოლექციიდან რომელიმე მოდელს შევუხამებდი. ლარის სტატიის მიხედვით შერჩეულ ფოტოს კი ყდის მარცხენა ქვედა კუთხეში ჩავსვამდი. უკანა ყდას კი, ჩვეულებისამებრ, დამწყები მხატვირს ნახატებს დავუთმობდი. ლარიმ მოკლედ მომიყვა, რომ თავისი სტატია ამჟამად რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ არქიტექტორ ალექსანდრ კასკას ხსოვნას მოუძღვნა. კასკა ერთ–ერთი ყველაზე ინოვატორული არქიტექტორი იყო მთელ დასავლეთ ევროპაში. არაჩვეულებრივად ახერხებდა შენობებისა და ბუნებივი ლანდშაფტის ერთმანეთთან ისე შეხამებას, რომ კონტრასტი გაღიზიანებას არ იწვევდა. გული დამწყვიტა მისმა სიკვდილმა.
მთელი დღე გარე ყდის დამუშავებას მოვანდომე. შიდა ყდაზეც უნდა მეფიქრა და თითოეული გვერდის გაფორმებაზეც. ანდრემ მითხრა, ხვალ საღამოს ექვსი საათისთვის უნდა მოასწრო ყველაფერი, რადგან ჟურნალი სტამბაში უნდა გავგზავნოთ დასაბეჭდათო. მასალის სახლში წაღება და შინ მუშაობა გადავწყვიტე.
სახლში დამშეული და დაღლილი დავბრუნდი. შორ მანძილზე მგზავრობა ნამდვილად არ წარმოადგენდა ჩემი კომფორტის ზონას. კვერცხი შევიწვი, სწრაფად შევჭამე და აბაზანაში ჩავწექი ძალების მოსაკრეფად. ნახევარი საათის შემდეგ მაგიდასთან ვიჯექი და გვერდით ცხელი ყავა მედგა. სამსაათიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ მეტის გაკეთება ჩემს ძალებს აღემატებოდა.
ფანჯარა გამოვაღე და სკვერს გადავხედე. ამ ღამეს შედარებით სიწყნარე იყო, ან უკვე მე შევეგუე გულის გამაწვრილებელ ზუზუნს. ფანჯრის ფართო რაფაზე შემოვჯექი, ფეხები ავიწყე და გრილ ნიავს მივუშვირე სახე. სიგარეტს ვეწეოდი და იმაზე ვფიქრობდი, შვებულება სად გამეტარებინა.

* * *
მეორე დღეს სამსახურში საქმე ადრე დავამთავრე და სახლში წამოვედი. მანქანა შიდა ეზოში გავაჩერე. პატარა ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე და სკვერში შევედი. სპეციალურად იმ გზაზე გავიარე, რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანდა და მაღლა ავიხედე. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ჩემი ახალი ბინა გარედან. მოულოდნელად მეორე სართულის ფანჯარამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ფანჯრის რაფაზე ქალი იჯდა, ფეხები ფანჯრიდან გადმოეყო, ზურგი ჩარჩოსთვის მეყრდნო და სიგარეტს ეწეოდა. რატომღაც სახე ვერ დავინახე, მაგრამ შევამჩნიე, რომ ღია ფერის, ჩალისფერი თმა ჰქონდა. ღია ფერისვე სარაფანი ეცვა, მუხლებამდე აწეული. ყავისფერსანდლებიან ფეხებს ჰაერში იქნევდა. ნელა ეწეოდა სიგარეტს, მუხლებზე მჯდარ კატას ეფერებოდა. სახეს კარგად ვერ ვხედავდი, მზე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან გადმოყოფილ ფეხებზე ეცემოდა. ძალიან ლამაზი ფეხები ჰქონდა, გრძელი, გამხდარი. მისი დანახვა მომინდა, მისი სახის და ნაკვთების შეთვალიერება. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ქალი ზუსტად ჩემს დაბლა ცხოვრობდა.
დიდხანს ვიდექი სკვერში და უცნობ ქალს ავყურებდი. რატომღაც ის ვერ მხედავდა. ისე იყო კატის ფერებასა და სიგარეტის წევაში გართული, წარმოდგენა არ ჰქონდა, მის გარშემო რა ხდებოდა. უეცრად ქალი მთელი ტანით უკან, ოთახისკენ გადაიწია, მგონი, ვიღაცას რაღაც უთხრა, მერე ფეხები ისე სწრაფად აიტანა მაღლა, რომ მის დაბლა მდგარმაც კი ვერ მოვასწარი ბარძაყების დანახვა. ორიოდ წამში უკვე ოთახში იყო, ფანჯრის რაფაზე მხოლოდ ნაცრისფერი კატა იწვა. მანაც ერთი ამოიკნავლა და ოთახში ისკუპა.
იმ წამიდან აკვიატებად მექცა მეზობელი ქალის გაცნობა.

* * *
არ ვიცოდი, როგორ გამცნო. ასე ვერ მივიდოდი და ვერ ვეტყოდი, გამარჯობა, მე შენი ახალი მეზობელი ვარ–მეთქი. არადა, ისე ძალიან მინდოდა მისი სახის ნახვა. ძილის წინ გონებაში წარმოვიდგენდი როგორი იყო, მის სახეს, თვალებს, ტუჩებს, ყელს, სარაფანში გამოწყობილ მკერდს, ვიწრო წელს, თეძოებსა და ძალიან ლამაზ, გრძელ, ჩამოსხმულ ფეხებს. უკვე მტანჯავდა წარმოსახვა. ლამის ერთი კვირა იყო გასული იმ დღიდან, როცა ფანჯარაში დავინახე. მას შემდეგ ყოველ საღამოს სკვერში ვატარებდი, იქნებ ფანჯარაში ისევ გამოჩნდეს, ან სულაც ეზოში ჩამოვიდეს–მეთქი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოკარი თვალი. ფანჯარას ხურავდა და მთელი ტანით გადმოიწია წინ. მაშინაც ვერ დავინახე ნორმალურად სახეზე. ღამე იყო, ბნელოდა, განათება კი საცხოვრებელ კორპუსთან არ იყო.
მკლავდა იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა გათხოვილი ყოფილიყო და შვილები ჰყოლოდა. ისე ვიტანჯებოდი, სამსახურში წასვლა ჯოჯოხეთად გადამექცა. თითქოს სახლში მისთან ახლოს რომ ვიყავი, მამშვიდებდა, თითქოს მის სიახლოვეს ვგრძნობდი. არადა, რეალურად ისიც კი არ ვიცოდი, მთელ დღეებს სახლში ატარებდა თუ არა.
სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. ძალიან დამღლელი დღე მქონდა. ქალაქგარეთ მომიწია გასვლა ერთ–ერთი ამბიციური მხატვრის გამოფენის გადასაღებად. გამოფენა ღია სივრცეში იყო. გაწვიმდა და ყველაფერი აირია. გამოფენა ჩაიშალა, თუმცა მისმა ნახატებმა დამსწრე კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ფოტოების გადაღება არ გამომივიდა, რადგან ხალხი ერთმანეთში ბუზებივით ირეოდა. თუმცა, რამდენიმე კარგი კადრის გადაღება მაინც მოვასწარი. ხვალაც უნდა მივსულიყავი გამოფენაზე, რათა მხატვრისთვისაც გადამეღო რამდენიმე სურათი.
წყალი გადავივლე, ცოტაც შევჭამე და კომპიუტერს მივუჯექი. თავიდან დღევანდელი ფოტოების დამუშავება დავაპირე, მაგრამ გული ვერ დავუდე. ერთხანს უმოძრაოდ ვიჯექი დავანზე, თვალები დახუჭული მქონდა და ცდილობდი არაფერზე მეფიქრა. მერე უცებ თავში ერთმა იდეამ დამკრა და შეშლილივით გავვარდი სახლიდან. სწრაფად ჩავირბინე მეორე სართულზე და ჩემი ქვედა მეზობლის კარზე დავიწყე კაკუნი. მანამ ვაკაკუნებდი, სანამ კარი არ გაიღო. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა – არც ისე მაღალი, გამხდარი, მზემოკიდებული სხეული ჰქონდა, ღია ფერის გრძელი, დაუვარცხნელი და ლამაზად დატალღული თმა, დიდი, ნათელი თაფლისფერი თვალები, ევროპული სწორი და თხელი ცხვირი და ხორციანი, ვარდისფერი ტუჩები. ღია მწვანე სარაფანი ეცვა, ულიფოდ. და რაც მთავარია, ზუსტად იმ ასაკში იყო, მე რომ მომწონდა – სადღაც 35–38 წლის ფარგლებში.
– გამარჯობა, – სწრაფად მივესალმე და ჰოლში დაუპატიჟებლად შევაბიჯე, – მე სკოტი მქვია, თქვენი მეზობელი ვარ, ზემოთ ვცხოვრობ. მგონი, წყალი ჩამოგიშვით, – ვუთხარი და მისაღებ ოთახში შევალაჯუნე.
კარში გაშეშდა. ამით ვისარგებლე და მისაღებ ოთახში თამამად შევედი.
„კარგია, აქ მამაკაცი არ არის“, – გავიფიქრე და ჭერს ავხედე, ვითომ თოვლივით სუფთა ჭერზე წყლის ყვითელ ლაქებს ვეძებდი.
– უკაცრავად! – როგორც იქნა, გავიგონე მისი ხმა – აღშფოთების მიუხედავად, ადვილი გასარჩევი იყო მისი ოდნავ ჩახრინწული (ალბათ, სიგარეტის წევისაგან) და საშინლად სექსუალური ხმა, – რამდენს ბედავთ! ახლავე გადით ჩემი სახლიდან! – უკან შემომყვა.
გაბრაზებისგან სახეზე წამოჭარხლებულიყო, ხელები თეძოებზე შემოეწყო და იმ წამს ძალიან ჰგავდა შუა საუკუნეების ჯადოქარს – სადა ფერებში გამოწყობილ, ღიაფერისთმიან ქალს, რომელსაც დაუმორჩილებელი თმა მრისხანებისგან ყალყზე უდგებოდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და მეშინოდა, რომ დიდხანს ვერ გავუძლებდი მის სულისშემძვრელ მზერას.
– მაგრამ, მე მგონი, წყალი ჩამოგიშვით. მთელი ბინა წყლითაა სავსე. ძალიან გთხოვთ, შეამოწმეთ. თუ თქვენც დაგაზარალეთ, ყველაფერს ავანაზღაურებ, მაგრამ იქამდე უნდა ვიცოდე, რამდენია ზარალი. შეამოწმეთ, თუ შეიძლება, – ჯიუტად გავუმეორე და როგორც კი მის მზერაში ყოყმანი დავინახე, გულში ვიზეიმე.
– კარგი, – დაეჭვებულმა მიპასუხა და საძინებლის კარი გამოაღო. შეღებული კარიდან ადვილად დავინახე მისი გასწორებული, ორადგილიანი საწოლი. ოთახში მამაკაცი არ იყო და კოსმეტიკის კარადაზეც, ჩემი შერლოკისეული დაკვირვებით, მხოლოდ ქალის ნივთები ელაგა.
– რა დაგემართათ? – ფიქრისგან მისმა კითხვამ გამომიყვანა. ამასობაში მას საძინებლის დათვალიერება დაემთავრებინა და სამზარეულოსკენ მიდიოდა. უკან მივყევი.
– არ ვიცი. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, სააბაზანოს ონკანიდან წვეთავდა. ვიფიქრე, შევაკთებ–მეთქი, მაგრამ როგორც კი ქანჩით დამჭრების დაშვება დავიწყე, მთლიანი ონკანი ხელში შემრჩა. წყალმა შადრევანივით ამოასხა და სულ დამასველა. სანამ სანტექნიკოსს დავურეკე, მთლიანი სააბაზანო წყლით იყო სავსე და ჰოლშიც გამოდიოდა. ვიფიქრე, მილში თუ ნაჭრს შევტენი, წყალს შევაჩერებ–მეთქი. ასეც მოვიქეცი. სააბაზანოში წყალი კი შევაჩერე, მაგრამ მერე სამზარულოს ონკანიდანაც გამოხეთქა წყალმა და ახლა ორივე მხრიდან ასხამდა. მერე სანტექნიკოსებიც მოვიდნენ და მეც თქვენთან წამოვედი, რომ გამეგო, ყველაფერი რიგზე გქონდათ თუ არა. ჰო, მართლა, რა გქვიათ?
– სალი. სალი მქვია, – მიპასუხა უკვე რბილი ხმით. როგორც ჩანს, ჩემს ნათქვამში ეჭვი არ ეპარებოდა, – ყველაფერი რიგზეა, სკოტ. წყალი არ ჩამოსულა. დიდი მადლობა მზრუნველობისთვის, – მითხრა მან და გამიღიმა. ღმერთო, ისეთი ლამაზი ღიმილი ჰქონდა, გაღიმებული დებილივით მივაშტერდი.
– და... დარწმუნებული ხართ? – ენის ბორძიკით ვკითხე. სარაფანიდან მისი მკერდი ისე მაცდულებლად მიმზერდა, თვალს ვერ ვაშორებდი. უცებ ჩემს ხელებში მოქცეული წარმოვიდგინე და მისი მკერდის სიმხურველე ხელისგულებზე ვიგრძენი.
– დიახ, დარწმუნებული ვარ. მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
– არა, არა. ნუ შეწუხდებით. უბრალოდ, თუ წყლის ლაქებს შენიშნავთ ჭერზე, შემატყობინეთ.
– დიახ, ასე ვიზამ.
მივხვდი, რომ ჩემი აუდენცია ამით დამთავრებული იყო. გული ძალიან დამწყდა. ისე მომეწონა მასთან საუბარი. თანაც ისიც გავარკვიე, რომ ქმარი არ ჰყავდა. ახლა თითქმის რვა საათი ხდებოდა და მეუღლე სამსახურიდან დაბრუნებული იქნებოდა. თანაც, არც ბეჭედი ეკეთა ხელზე. სახლში არც ბავშვის სუნი იდგა და არც სათამაშოები ეყარა ძირს. პირიქით, სალი მარტოხელა, გაფურჩქვნის ასაკში შესული ინტელიგენტი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველაფერი უფრო ცხოველ ინტერესს მიღვიძებდა მისდამი.
– სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, სალი, – ხელი გავუწოდე დამშვიდობებისას.
– ჩემთვისც, სკოტ, – მკრთალად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
ისე ძალიან მომინდა მისთვის ხელზე მეკოცნა, მაგრამ ვიცოდი, რომ ძალიან ხელოვნურად და სასაცილოდ გამომივიდოდა. ამიტომ მისი ხელი ამოვაბრუნე, სალის შეცბუნების მიუხედავად ტუჩებთან მივიტანე და მაჯაზე ისე ფრთხილად ვაკოცე, რომ ტუჩებით თითქმის არ შევხებივარ. ისე საგრძნობლად შეკრთა, რომ მეც კი ვიგრძენი. აღელვებულმა სწრაფად გამომტაცა ხელი. კიდევ ერთხელ შევხედე კიბეზე ასვლამდე, სუსტად გავუღიმე და გავიფიქრე, მართლა ხომ არ ჩამეშვა მისთვის წყალი, თავისი ფეხით რომ მომდგომოდა კარზე.


* * *
გუშინ დაწყებული საქმე დღეს დავასრულე – გამოფენაზე მშვენიერი სურათები გადავიღე და დასამუშავებლად პირდაპირ სახლში წავედი. სკვერში სალი შემხვდა. კორპუსიდან მოდიოდა. კვლავ სარაფანი ეცვა, ამჯერად ვარდისფერი და გრძელი, კოჭებამდე. გამიღიმა და მომესალმა. მეც მივესალმე. მკითხა, მოვაგვარე თუ არა ჩემი პრობლემები.
– ყველაფერი რიგზეა, – ვუპასუხე მე, – თქვენთან ხომ არ ჩამოსულა წყალი?
– არა, – ღიმილით მიპასუხა, – ნუ ღელავთ.
– ეგ კარგია... დიახ, ნამდვილად კარგია, – დაბნეულმა ვუპასუხე.
შეცბუნებულმა გამიღიმა. თვალის კუთხეებში ნაოჭები დაეტყო, მაგრამ მსგავსი ნაოჭები მეც მქონდა. იმის მიუხედავად, რომ ჩემზე თითქმის ათეული წლით დიდი იყო, მაინც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, რაზეც მისი ხელები მეტყველებდა. ამბობენ, ქალის ასაკს ხელები გასცემსო. მას კი ძალიან მოვლილი, ლამაზი, წვრილი და ოდნავ დაძარღვული ხელები ჰქონდა. მის ხელებს ალბათ არასდროს გამოეცადა ფიზიკური შრომა. მისი ხელები მხოლოდ საყვარლის მოსაფერებლად იყო შექმნილი.
– აღარ მოგაცდენ, სკოტ, – ღიმილით დამემშვიდობა ის.
– შეხვედრამდე, – მეც ღიმილით ვუპასუხე და მიმავალს თვალი გავაყოლე. ენერგიულად, თუმცა მსუბუქად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს მიცურავდა. ბავშვობაში ალბათ ბალეტით იყო დაკავებული. წარმოვიდგინე, რა ელასტიური იქნებოდა ჩემს ხელებში მოქცეული სალის სხეული. აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩემი!
საღამომდე შინ ვიმუშავე. მერე კი, რადგანაც პარასკევი იყო, კლუბ „ნეონში“ წავედი. არც ისე პატარა, ნახევარსარდაფის ღამის კლუბი შუა ქალაქში, ყ0ველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობდა. ეს კლუბი ჩვენი სამსხურისთვის გამორჩეული ადგილი იყო. თითქმის ყოველ პარასკევს ახალგაზრდა თანამშრომლები აქ ვიკრიბებოდით. შედარებით უფროსები ან ბოულუნგის სათამაშოდ მიდიოდნენ, ან კიდევ რომელიმე მყუდრო ბარში ვისკის მოსაწრუპად.
კლუბში შესულმა პირველი შერი დავინახე, ლარის საცოლე. მანაც დამინახა და ხელი დამიქნია. ასაკით შერი და ლარი ტოლები იყვნენ, მაგრამ ეჭვი მქონდა, რომ შერის ძალიან გაუჭირდებოდა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასკაში ჩარჩენილი ლარის ატანა. შერი შავგვრემანი, ლამაზი ქალი იყო. თვალებიდან სიძლიერეს და თავდაჯერებულობას ასხივებდა. დღემდე ვერ გამეგო, რატომ შეუყვარდა ლარისავით მერყევი და ურთიერთობებში უპასუხისმგებლო ადამიანი. თუმცა, ლარი რამდენადაც ფუქსავატი იყო სამსახურის გარეთ, რედაქციაში სრულიად საპირისპირო ადამიანი ხდებოდა. მას საკუთარი საქმე უყვარდა და ყველაფერს სრულყოფილად აკეთებდა.
შერის მოკითხვის შემდეგ თანამშრომლები დავინახე. ჩვენგან ოდნავ მოშორებით იდგნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. მათკენ წავედი.
– უფროსს ჩვენთან ერთად უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ბებერმა ჯონიმ გადააფიქრებინა, – სიცილით მიყვება ლარი დღევანდელ ამბებს.
„ბებერი ჯონი“ სინამდვილეში 42 წლის, დაოჯახებული, ორი შვილის მამა იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჟურნალის ახალგაზრდა თანამშრომლებთან ურთიერთობას ყოველთვის ერიდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ კონსერვატორი იყო და ჩვენთან იდეოლოგიური უთანხმოება აკავშირებდა, რადგან უმეტესად ყველანაირი სიახლის ავტორი ჯონი იყო. უბრალოდ არ მოვწონდით. ჩვენ კი ამაზე მუდამ ვხუმრობდით.
საკმაოდ დავლიე. არა, ბევრი დავლიე. იმდენად ბევრი, რომ შემეშინდა სალისთან რამე სისულელე არ ჩამედინა და ლარისთან დავრჩი. დივანზე მეძინა. ისე გათენდა, ვერაფერი გავიგე. თერთმეტი საათი ხდებოდა, შერიმ რომ გამაღვიძა, ვისაუზმოთო. ყავა დავლიე სიგარეტთან ერთად, მერე მეგობრებს დავემშვიდობე და სახლში ტაქსით წავედი. სკვერში გავლისას სალის ფანჯრებს ავხედე. ღია იყო და შიგნით თეთრი ფარდები ფრიალებდა. როგორ მინდოდა წამით მაინც მომეკრა მისთვის თვალი, მაგრამ დაღლილი ვიყავი და მისი თვალთვალის თავი არ მქონდა. შინ მისულმა წყალი გადავივლე, ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და კვლავ დასაძინებლად დავწექი.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დედა მირეკავდა.
– დედა, – ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
– როგორ ხარ, სკოტ? – მკითხა საყვედურით.
– ცუდად. დავლიე და თავი მტკივა. მაგრამ ყავას დავლევ და გამივლის.
– ბევრს ხომ არ სვამ? თავს უნდა გაუფრთხილდე.
– ვიცი, დედა. ბევრს არ ვსვამ, არ ინერვიულო. რთული კვირა მქონდა.
– როგორ მიდის საქმეები? მოეწყვე ბინაში?
– კი. უკვე შევეჩვიე კიდეც.
– რატომ არ დამირეკე? არ უნდა გეთქვა, ახალ ბინაში რომ გადადიოდი? სხვისგან რატომ უნდა ვიგებდე?
– კარგი, რა, დედა. ბევრი საქმე მქონდა და დამავიწყდა. ახალ ბინაში გადასვლა ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის.
– ბინაში გადასვლა არა, მაგრამ ახალი ადამიანების გაცნობა, არის, – მითხრა შემპარავი ღიმილით, თითქოს სალიზე რამე იცოდა.
– თავიდან ნუ დაიწყებ, თორემ გაგითიშავ.
– გათიშე. ისედაც წასვლას ვაპირებდი, – მხიარულად მიპასუხა მან.
– კარგი მაშინ. თავს გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, სოფელში ცხოვრება აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად დაიტვირთო.
– ვიცი, ძვირფასო. ჩემზე ნუ იღელვებ, – გაიცინა მან და ყურმილი დამიკიდა.
ღიმილით დავაგდე მობილური საწოლზე და ფეხზე წამოვდექი. სამი საათი სრულდებოდა. სამზარულოში შევედი, ყავისთვის წყალი დავდგი ასდუღებლად და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. წარმოვიდგინე, ზუსტად ჩემ ქვემოთ ზუსტად ასე როგორ იჯდა სალი და როგორ ელოდა ყავისთვის წყლის ადუღებას. ისიც წარმოვიდგინე, რომ ყავას მარტო თავისთვის კი არა, თავისი საყვარლისთვისაც ამზადებდა და გამწარებული უნებურად ფეხზე წამოვხტი. ტვინს მირევდა ამაზე ფიქრი, მანადგურებდა. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ქალი, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი, ჩემს გონებაში ისე შემოძვრა, რომ მასზე ფიქრი უკვე მაგიჟებდა.
საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხმაურით მოვიმზადე ყავა და ჭიქაში კოვზე იქამდე ვურიე, სანამ საკუთარმა საქციელმა თავადვე არ გამაღიზიანა. მერე ლეპტოპი გამოვიტანე და სამზარულოს მაგიდას მივუჯექი. მეილი შევამოწმე, ფექისბუქიც დავათვალერე. არაფერი ხდებოდა და მალევე გამოვედი. შემდეგ გუშინ გადაღებული სურათების დასათვალიერებლად უკაბელო გადამყავნით ფოტოაპარატიდან ფოტოები გადავყარე. ყავას ვსვამდი და ფოტოებს ვახარისხებდი. ორშაბათს კიდევ ერთი ფოტოსესია მქონდა წინ, შემდეგ კი ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე უნდა დამეწყო მუშაობა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, არც სტრესული სამსახური მქონდა და არც ვიღლებოდი. იმას ვაკეთებდი, რაც სიამოვნებას მანიჭებდა და მათავისუფლებდა.
ყავის სმას მოვრჩი. ლეპტოპი დავხურე და ჭიქა გასარეცხად ნიჟარაში ჩავდგი. მისაღებ ოთახში დავბრუნდი და ფანჯრიდან გადავიხედე. გარეთ გამონაბოლქვისა და მტვრისაგან დამძიმებული ჰაერი იდგა. მთელი ტანით გადავიწიე ფანჯრიდან, იქნებ, სალის მოვკრა თვალი-მეთქი, მაგრამ მისი ფანჯრის რაფების მეტი ვერაფერი დავინახე. ფარდებიც კი ვერ დავლანდე. იმედგაცრუებული გავსწორდე და სიგარეტს მოვუკიდე. მომწონდა ყავის შემდეგ სიგარეტის მოწევა, მაგრამ ამ ორს ერთდროულად ვერასდროს ვუხამებდი ერთმანეთს.
სიგარეტის ღერის თითქმის ძირში ვიყავი ჩასული, მოულოდნელად თავბრუ რომ დამეხვა. ორივე ხელით ფანჯრის ჩარჩოს დავეყრდენი და თვალები ძლიერად დავხუჭე. თავი დამიმძიმდა, თვალთ დამიბნელდა და ყურებში რაღაცამ მომაბეზრებეული წყუილი გააბა. ცოტა გონს რომ მოვედი, საიდანღაც ქალის შემზარავი კივილი მომესმა. უცებ მივხვდი, რომ ხელში სიგარეტი აღარ მეჭირა. არ მახსოვდა, როდის გამივარდა ხელიდან. შეშინებული გადავეყუდე ფანჯრიდან და დავინახე, სალის ფანჯრებში წამის მეასედში როგორ შეიმალა მისი თეთრი ფეხები. თავზარი დამეცა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლებოდა დამეწვა.
„ანთებული სიგარეტი სალის დავაგდე“, - გავიფიქრე სუნთქვაშეკრულმა და გიჟივით გავვარდი შემოსასვლელში. სწრაფად ჩავირბინე კიბეზე და სალის კარზე ბრახუნი ავტეხე. გვიან გამიღო კარი. შუბლშეკრული, დამანჭული სახით მიყურებდა. ყურები მიგუგუნებდა, სუნთქვა არეული მქონდა და გულისცემას ყელში ვგრძნობდი. ორი წამით თვალები დავხუჭე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე და შედარებით დავმშვიდდი.
- კარგად ხართ? - ვკითხე იმ იმედით, რომ არაფერი დაშავებია.
არაფერი მიპასუხა. სიძულვილით სავსე თვალები მომაპყრო და მოკლე სარაფანი უფრო აიწია. მის თეთრ ბარძაყზე სიგარეტისგან მიღებული დამწვრობა ჩანდა. პატარა, ნახევარმთვარის ფორმის ჭრილობა არც ისე საშიშად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც, თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან მას ტკივილი მივაყენე.
- ღმერთო ჩემო! - აღმომხდა უნებურად.
- სულ გაგიჟდი?! ანთებული სიგარეტი რატომ მესროლე? - ყვირილით მკითხა მან.
- ხელიდან გამივარდა. თქვენ რა, იფიქრეთ, რომ გამიზნულად დაგაგდეთ? - მეც ხმამაღლა ვკითხე.
- აბა, რა უნდა მეფიქრა?!
- ის, რომ შემთხვევით დამივარდა.
არაფერი მიპასუხა. ერთხანს გამჭოლი მზერით მიყურა, შემდეგ კი კარი გამიღო და შინ შემიშვა.
გამიკვირდა. არ მოველოდი მის მოპატიჟებას.
ბინაში შევედი.
- ძალიან გეწვით? - ვკითხე.
- დიახ, - მკაცრად მიპასუხა მან.
- კბილის პასტა წაისვით, ტკივილს დაგიამებთ.
- ვითომ? - დაეჭვებით მკითხა.
- დიახ.
დამიჯერა და სააბაზანოში შევიდა. უკან რომ დაბრუნდა, დამწვრობის გარშემო თხლად ესვა კბილის პასტა, რომელიც უკვე შრებოდა და კანზე უხეშად იბზარებოდა.
სამზარულოს მაგიდას მივუსხედით. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, სალიც აშკარად გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ჭრილობას სარაფანის ბოლო უფარავდა და ვერ ვხედავდი.
- მაინც მეწვის, - მოგვიანებით თქვა მან.
სალიმ მაცივრიდან ყინულის კუბიკები გამოიღო. რამდენიმე კუბიკი ნაჭრის ტილოში გაახვია. ზურგით კარადის გლუვ ზედაპირს მიეყრდო, სულ ოდნავ აიწია კაბის კალთა და საკმაოდ გაწითლებულ ჭრილობაზე ყინული დაიდო.
- აჰ! - უნებურად წამოიძახა სიცივის შეხებისას და სახე დამანჭა.
- არ ვიცი, როგორ შეგიმსუბუქოთ ტკივილი. თუ გულზე მოგეშვებათ, შეგიძლიათ სამაგიერო გადამიხადოთ და თქვენც დამწვათ, - შევთავაზე მისი ტკივილისგან გულმოკლულმა.
ჩაიფხუკუნა.
- რა თავაზიანობაა შენი მხრიდან, - მითხრა შესამჩნევად გამხიარულებულმა.
- არ ვიცი სხვა რა შემოგთავაზოთ, - უღონოდ ჩამოვყარე მხრები.
- ყავის დალევას ვაპირებ. შეგიძლია დამეხმარო?
- მე გავაკეთებ ყველაფერს, - სწრაფად წამოვხტი ფეხზე და წყლის მადუღარას მივვარდი. სალი ჩემ გვერდით იდგა კარადაზე მიყრდნობილი და უცნაური მზერით მადევნებდა თვალს. რამდენჯერმე, როცა კარადიდან კოვზსა და ჭიქებს ვიღებდი, ძალიან ახლოს აღმოვჩნი მასთან. იმდენად ახლოს, რომ მის მკლავებზე პაწაწინა ქერა ბუსუსებიც კი შევამჩნიე.
სწრაფად გავამზადე ორი ჭიქა ყავა და მაგიდაზე დავდგი. სალიმ ხელით მანიშნა, კარადა გამომეღო. თეფშით ნამცხვრები გამოვიღე და ჭიქებს მივუდგი.
- თუ არ შეწუხდები, ფანჯარაზე სიგარეტი დამრჩა და მომიტანე, - მთხოვა მან.
- ახლავე, - სწრაფად გავვარდი მისაღებ ოთახში და სიგარეტის კოლოფსა და სანთებელას დავტაცე ხელო.
- გმადლობ, - გამიღიმა მან.
მეც ღიმილით ვუპასუხე. მინდოდა მეთქვა, რომ მასთან დამნაშავე ვიყავი და ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც მოისურვებდა, როცა მის ფეხებს მოვკარი თვალი. კაბის კალთა აეკეცა და ფეხებს შორის ხელით ეჭირა მოჭმუჭნული. მეორე ხელით ყინულიანი ტილო ედო ჭრილობაზე. მისი სხეულის ტემპერატურაზე გამდნარი წყალი ზოლებად ჩამოსდიოდა ბარძაყზე. სულ ერთი წვეთი იყო, კბილის პასტისაგან თეთრად შეღებილი ერთადერთი წვეთი. წარმოვიდგინე, რომ ეს მისი საშოდან ჩამოსული ჩემი სპერმის წვეთი იყო. დაძაბული ვუყურებდი, ეს წვეთი როგორ კვალავდა გზას მისი მუხლისკენ, წვივისკენ და ალბათ ტერფთან იატაკს შეერწყმებოდა. პირი გამიშრა. სუნთქვა შემეკრა. სალი უცნაური მზერით მიყურებდა. აკვირდებოდა, სუნთქვაშეკრული როგორ ვუთვალთვალებდი წყლის წვეთის მოგზაურობას მის ფეხზე. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ის ჩასწვდა ჩემს ფიქრებს და ჩემი ზრახვები გამოიცნო. სახეზე შევხედე. არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა და სწორედ ეს მაეჭვებდა.
- კარგი, სკოტ, - ღიმილით თქვა უცებ მან, - დაჯექი, ყავა დავლიოთ.
გამოვფხიზლდი. ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გავაქნიე და მის წინ, სკამზე ჩამოვჯექი.
- აბა, ვნახოთ, როგორ ყავას ამზადებ, - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- ვნახოთ, აბა, - მეც გამეცინა.
სალიმ ყავა გასინჯა და მოწონების ნიშნად თავი დამიქნია.
- ყოჩაღ, ნამდვილად შეგძლებია.
- კი, ყავის მოდუღება ნამდვილად კარგად გამომდის. აი, ჩემი მოხარშული თურქული ყავის გასინჯვას კი არავის ვურჩევ.
ჩაიფხუკუნა.
- ექიმთან ხომ არ წავსულიყავით? - ვკითხე უცებ.
დამცინავი მზერა მომაპყრო და გაეცინა.
- დამშვიდდი. საექიმო არაფერი მჭირს. რას საქმიანობ? - სწრაფად მკითხა, ისევ საავადმყოფოსა და ექიმებზე რომ არ გამეგრძელებინა საუბარი.
- ჟურნალში ვმუშაობ. ფოტოგრაფი და ვებ-დიზაინერი ვარ.
- საინტერესოა.
- კი, საინტერესო და მხიარული პრიფესია, თუ, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია და გრაფიკა გიტაცებთ. თქვენ რას საქმიანობთ? როგორც მიხვდი, გათხოვილი არ ხართ.
- გათხოვილი ვიყავი. ორი წელია, ქმარს გავშორდი და მარტო ვცხოვრობ. არ ვმუშაობ და მთელ დროს ისე ვატარებ, როგორც მომესურვება, - მითხრა მან და გამიღიმა. ღიმილის დროს თავი ოდნავ უკან და მარცხნივ გადასწია და ისე გამომხედა დანისლული წამწამებიდან. ისეთი სექსუალური იყო იმ წამს, ძლივს დამშვიდებული ისევ ავირიე. ყელი დაეძარღვა. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როგორ ეყარა მკრთალი ჭორფლები ცხვირის გარშემო.
- ეს უფრო საინტერესოა, - ნაძალადევი ღიმილით აღვნიშნე მე და ჩემი აფორიაქება რომ არ შეემჩნია, ყავა მოვსვი.
- ნამდვილად.
არ ტყუოდა. აშკარად ბედნიერი ჩანდა, ქმარს რომ თავი დააღწია. ნეტავ, როგორი ქმარი ჰყავდა? სიყვარულით გათხოვდა და გარემოებებმა განაპირობა? ან რატომ გაშორდა? იმ წამსვე გამოვრიცხე, რომ მისი ქმარი მოძალადე იყო. უბრალოდ, შეუძლებელი იყო სალისნაირ არსებაზე ოდესმე ხელი აგეწია. შეიძლება ვერ შეეწყვნენ, ან სალი დამოუკიდებელი სული იყო და მეოჯახედ თავი ვერ წარმოედგინა.
- ანუ, ორი წელია, აქ ცხოვრობთ?
- გათოვების შემდეგ კი. სტუდენტობაც ამ სახლში გავატარე. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ცენტიდან შორს არის, მაინც ძალიან მომწონს ეს ადგილი.
- დიახ, ნამდვილად კარგი ადგილია. მეც სულ რამდენიმე დღის წინ გადმოვედი და ლამის უკვე შემიყვარდა.
სალის გაეცინა.
- ვერ ვხვდები, ხუმრობ თუ სერიოზული ხარ?
ღმერთო, როგორ მსიამოვნებდა „შენობითი“ ფორმით რომ მომმართავდა.
- ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სერიოზული ვარ, - დამაჯერებლად ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე. ჩემი გამოწვევა არ შეიმჩნია.
- აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე? თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა.
- ჩემს ბინას ვარემონტებ და რამდენიმე თვით ვიქირავე.
- გარეუბანში? - ისეთი ტონით მკითხა, აშკარად ფიქრობდა, რომ სულელური გადაწყვეტილება მივიღე, ცენტისგან ასე შორს ცხოვრება რომ მოვისურვე.
- დიახ. ოღონდ, თუ მკითხავთ, რატომ. ვერ გიპასუხებთ. ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია.
სალიმ არაფერი მიპასუხა. ერთხანს უცნაური ღიმილით მიყურებდა, თითქოს ჩემთან დაკავშირებით რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა.
- სკოტ, გეი ხარ? - მკითხა უცებ.
- არა.
- სამწუხაროა. გეი რომ იყო, უფრო მეტად მომეწონებოდი.
- ანუ, მოგწონვართ? - თვალებმოჭუტულმა ვკითხე.
- რა თქმა უნდა, - გამამხნევებლად გამიღიმა.
- და გეი რომ არ ვარ?
- რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი. სამწუხაროა, რომ ეგ არც ჩემზე და არც შენზე არაა დამოკიდებული, - სიცილით თქვა სალიმ.
- თქვენ ძალიან უცნაური ხართ, - წამოვიძახე დაბნეულმა.
- არა, სკოტ, არა! - სალი უკვე ხმამაღლა იცინოდა, - დაივიწყე, კარგი? უბრალოდ, გეხუმრე.
- მაგრამ თქვენ იმედები გადამიწურეთ.
- რას ვიზამთ, - კვალავ აგრძელებდა ჩემს დაცინვას.
- კარგი. გავიცინეთ. გვეყო, - უფრო საკუთარ თავს უთხრა, ვიდრე მე და სწრაფად დასერიოზულებულმა გასარეცხი ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო და ონკანი მოუშვა.
ვაკვირდებოდი, როგორ რეცხავდა ჭიქებს. ქერა თმა ფანქრით ჰქონდა კეფაზე დაგრაგნილი, თუმცა, ურჩი კულუკები მანც ჩამოშლოდა კისერსა და შუბლზე. სასიამოვნოდ მზემოკიდებული იყო, თუმცა მის კანს ბუნებრივი სითეთრე მაინც ეტყობოდა. საზაფხულო თხელ სარაფანაში მისი სხეულის კონტურებს ვლანდავდი. ლიფი კვლავ არ ეცვა. ბუნდოვნად, მაგრამ კაბის ქვეშიდან მაინც ვხედავდი მის ყავისფერ, მაქმანებიან საცვალს. თამამი იყო, გამომწვევი და თან ისეთი ბუნებრივი, თითქოს მისი მოფლირტავე ხასიათი ქალის არსების ყველაზე გულწრფელი გამოძახილი ყოფილიყოს.
- „თქვენობით“ რატომ მომმართავ? ასეთი შეამჩნევია ასაკობრივი განსხვავება ჩვენ შორის? - მკითხა, როგორც კი ონკანი გადაკეტა. ჩემკენ არ შემობრუნებულა, გარეცხილი ჭურჭლის გამშრალება დაიწყო. ელოდა, როდის ვუპასუხებდი მის შეკითხვას.
- იმიტომ, რომ მსიამოვნებს.
- გსიამოვნებს, იმის ხაზგასმა, რომ შენზე დიდი ვარ? - გაოცებულმა მკითხა.
- დიახ.
- რა პერვერსიული თაობა მოდის! - წამოიძახა უცებ და ჩემკენ შემობრუნდა. თვალები კვლავ ეშმაკურად უელავდა.
- პერვერსიული თაობა? დაგავიწყდათ, სულ ახლახან გამოტყდით, გეი მამაკაცები რომ გაიზიდავთ?!
- და რას ხედავ მაგაში პერვერსიულს? - მკითხა გაოცებულმა.
წარბები ავზიდე.
- ჩემს სანაცნობოში თქვენ ერთადერთი ქალი ხართ, ვისაც მსგავსი აზრები აწუხებს.
- როგორც ჩანს, ქალები შენთან გულწრფელები არ არიან, - დამცინავად შენიშნა მან.
- ბისექსუალთან სექსი გქონიათ?
- არა.
- რატომ?
- რატომ უნდა მქონოდა? რადგანაც მათზე სექსუალური ფანტაზიები მაქვს?
- გეუბნებით, ძალიან უცნაურად ხართ მოწყობილი, - ამოვიოხრე.
- შენ მაგას ნუ ამბობ! შენობით მომმართავ მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკით უფროსი ქალები გიზიდავს. არადა, შენზე რამდენიმე წლით ვარ უფროსი. დეიდადაც კი არ გეკუთვნი.
- თავხედობაში ჩამომართმევთ, ასაკი რომ გკითხოთ?
- სულაც არა. 35-ის ვარ.
- ათწლიანი განსხვავება ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. თანაც, ზუსტად თქვენხელა დეიდა მყავს. ამჟამად საზღვარგერეთ ცხოვრობს თავის საყვარელთან ერთად. მახსოვს, 5-6 წლის თუ ვიქნებოდა, როცა დედამ თავის მშობლებთან წამიყვანა სტუმრად. დეიდა ლუსი მაშინ 15 წლის იქნებოდა. ერთ დღესაც, ეზოში ვთამაშობდი და ტუალეტში ძალიან მომინდა. სახლში გიჟივით შევვარდი. მეგონა, არავინ იყო, მაგრამ ტუალეტის კარი შევაღე თუ არა, დეიდა ლუსი დავინახე. დუშ-კაბინაში იყო, რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და უფრო უცნაურ ხმებსაც გამოსცემდა. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულსხმობ. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი რას აკეთებდა, მაგრამ მივხვდი, რომ მაგ თემაზე უფროსებთან საუბარი არ შეიძლებოდა, ამიტომაც ჩუმად გამოვიძურწე სააბაზანოდან და კარიც უხმაუროდ მივხურე.
- საკმარისია. აღარ მინდა მაგის მოსმენა, - გამაწყვეტინა სახედამანჭულმა სალიმ.
- კარგი, - გავუღიმე მე და პირში წყალჩაგუბებულივით დავდუმდი.
სალი კვლავ ჭურჭელს მიუბრუნდა. რატომღაც აღელვებული იყო. საკმაოდ დიდხანს ამშრალებდა ორ ჭიქას. ბოლოს, როგორც იქნა, ჭურჭელი კარადაში შეალაგა და ჩემკენ შემობრუნდა.
- მომატყუე, არა? მოიგონე ეს ისტორია, ხომ?
- შეიძლება მოვიგონე კიდეც, შეიძლება - არა, - ორაზროვნად ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. სალიმ გაოცებით შემომხედა. მაგიდას მოვუარე და მის პირდაპირ დავდექი, - სიმართლეს ერთი პირობით გეტყვით.
- რა პირობით? - მკითხა საკმაოდ აფორიაქებულმა.
- თუკი მაკოცნინებთ.
თვალები მკაცრად მოჭუტა.
- თავხედი ხარ! მოიგონე რაღაც ისტორია, რომ მეფიქრა, ბავშობაში გადატანილი სექსუალური ტრავმის გამო დეიდამისს ვაგონებ-მეთქი და თავი უხერხულად მეგრძნო! მაგის მიღწევა გინდოდა?!
- შეიძლება, - კვალვ იგივე ვუპასუხე და თავხედურადაც გავუღიმე.
- კოცნას ვერ ეღირსები, სკოტ. ახლა კი, შეგიძლია მიბრაძანდე აქედან! - მომახალა გაბრაზებულმა.
რაღას გავწყობდი. სალის ბინიდან ძალზე კმაყოფილი წამოვედი. ის გაება. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალი ჩემი გახდებოდა.


* * *
ყველაფერი კარგად მიდიოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სალი თავს მარიდებდა. ფანჯარას ახლოსაც კი არ ეკარებოდა. მხოლოდ ხანდახან თუ ვხედავდი მისი ფანჯრიდან გამოსულ სიგარეტის ბოლს და ვხვდებოდი, რომ ფანჯარასთან იმ დისტანციაზე იდგა, მე რომ ვერ დამენახა. ძალიან მამხიარულებდა მისი საქციელი. რა თქმა უნდა, ესეც მისი ფლირტის ნაწილი იყო და მეც დიდი სიამოვნებით ვიღებდი მის გამოწვევას.
ზუსტად ხუთი დღის შემდეგ შევეჩეხე კიბეზე. მე სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი, ის კი სადღაც მიდიოდა. ტანზე მოტმასნილი, მოკლე ლურჯი კაბა ეცვა. თმა გაეშალა და მაკიაჟიც გაეკეთებინა. ვინმეს დაბადების დღეზე, ან სადმე წვეულებაზე მიდიოდა. ჩემზე კვლავ გაბრაზებული იყო, რადგანაც ჩემს დანახვაზე მოიღუშა და შემომიბღვირა.
- გამარჯობა, - მივსალმე მე.
- გამარჯობა, - ჩუმად მიპასუხა და გვერდის ჩავლა დააპირა, მაგრამ გზა გადავუჭერი.
- მეჩქარება, სკოტ, ახლა არა, - მითხრა მან.
- მაშ, როდის?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. ნახვამდის, - სწრაფად მომიგო, გვერდი ამიარა და მიუხედავად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა, კიბეზე სწრაფად და მოხდენილად ჩაირბინა.
თვალი გავაყოლე, როგორ გაუჩინარდა სადარბაზოში. მაინტერესებდა, სად მიდიოდა, გარეთ ვინმე ელოდა თუ არა, მაგრამ უკან გაყოლა არ მინდოდა. სახლში ავედი და პიცა შევუკვეთე. მანამდე წყალი გადავივლე და პიცაც მომიტანეს. ვჭამდი და ვგრძნობდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. რაღაც მაწუხებდა. რაღაც ისეთი, რასაც სახელს ვერ ვარქმევდი და ვერც ვხვდებოდი, რა იყო.
გული ვერაფერს დავუდე. ვერც სამუშაოს და ვერც წიგნის კითხვას. მოუსვენრად ვიყავი. სახლში ვერ ვჩერდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ვისთან წავსულიყავი. იმ წამს არავის დანახვა არ მინდოდა. საოცარი სურვილი გამიჩნდა სადმე უცხო მხარეში გადავკარგულიყავი. ისეთ მხარეში, სადაც არავინ მიცნობდა და არავის დავაინტერესებდი.
კომპიუტერში ნიკ ქეივს ვუსმენდი და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი. ცოტაც დამაკლდა და ტირილს დავიწყები. მქონდა ხოლმე ასეთი მომენტები. მგრძნებიარე ბუნების ვიყავი და ხანდახან მჭირდებოდა გრძნობებისგან დაცლა. ასეთ დროს ნიკ ქეივს ვრთავდი, ჭიქა ყინულიან ვისკის ვიმარჯვებდი, სიგარეტს ვეწეოდი და ვტიროდი. მახსოვს, ერთხელ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომლემაც ნიკ ქეივის მოსმენა დამაწყებინა, მითხრა: თუ გინდა ჭეშმარიტი ნიკი შეიგრძნო, მისი მუსიკა სააბაზანოში უნდა ჩართო, შენ კი შხაპის ქვეშ დადგე და სიგარეტი მოწიოო. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ შხაპის ქვეშ სიგარეტის მოწევა არათუ მე, თვით მამაზეციერსაც კი არ შეეძლო. მას შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერასდროს ჩავწვდები ნიკის ტკივლიან ჭეშმარიტებას, ამიტომაც არ შემიძლია მისი სხვა დროს მოსმენა. მხოლოდ მაშინ, როცა ვტირი.
ძალიან გვიან დავწყნარი. ამჯერად ნასვამი არ ვიყავი, მაგრამ მთვრალივით მივბარბავდი, მუსიკა გამოვრთე და საწოლზე ტანსაცმლიანი მოვიკუნტე. თავი მისკდებოდა. წამალი არ მქონდა. ბედს უნდა შევგუებოდი, ამაღამ ტანჯვა მელოდა, თუმცა, მოგივანებით, როცა თავის ტკივილმა მიკლო, მკვდარივით ჩამეძინა.

***
შაბათ-კვირა სახლში გავატარე. სახლიდან ცხვირიც კი არ გამიყვია. ვმუშაობდი და ვეწეოდი, ვისვენებდი და ვეწეოდი. ყველაფერზე ვფიქრობდი, ჩემს დეპრესიულ განწყობაზე, სალიზე, მშობლებზე, ბინის გამოცვლაზე, სამსახურზე. ორშაბათს, მიუხედავად დატვირთული დღისა, სახლში შედარებით კარგ ხასიათზე დავბრუნდი. შემდეგ დღეებში ხასიათი უფრო გამომიკეთდა და კვირის ბოლოსთვის ჩემში ცუდი განწყობის კვალიც კი აღარ დარჩენილიყო.
ერთ დღეს, როცა სამასახურში მივდიოდი, ავტობუსების გაჩერებაზე სალის მოვკარი თვალი. თეთრი, არშიებმოქარგული მაისური ეცვა, ჯინსის მოკლე შორტი და დიდი ბათინკები. ძალიან ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებოდა. ცოტა მეუცხოვა სალიზე ასეთი სტილი. მას სულ საზაფხულო სარაფანებში ვხედავდი, მაგრამ უზომოდ სექსუალური იყო იმ მოკლე შორტებში.
მანქანა გავაჩერე. სალიმ შემომხედა, ყურებიდან ყურსასმენები უემოციოდ გამოიძრო და ამოიოხრა.
- სად მიდიხარ? წაგიყვან.
- ავტობუსით წავალ.
- კარგი რა, რას ბავშვობ, - უკმაყოფილოდ ვუთხარი, სავარძელზე გადავწექი და მის მხარეს კარი გამოვაღე, - დაჯექი. არ შეგჭამ.
ჩაიფხუკუნა და დაჯდა.
- სად მიდიხარ?
- ტელევიზიაში.
- ტელევიზიაში? - გაოცებულმა ვკითხე, - არ მითხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული გადაცემა მიგყავს და მე წარმოდგენა არ მაქვს ამაზე.
- საიდან მოგდის ასეთი აზრები? - გაეცინა, - მეგობარი უნდა ვნახო.
- კარგი, მაშინ მივიდეთ მეგობრის სანახავად, - ღიმილით ვუთხარი მეც.
რატომღაც მეგონა, რამეს მეტყოდა, „შენობით“ ფორმაზე რომ გადავედი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- ისევ მიბრაზდები? - ვკითხე მოგვიანებით.
ალმაცერად გადმომხედა და კითხვაზე არ მიპასუხა.
- გაგიგებდი, სიგარეტით დაწვის გამო რომ მიბრაზდებოდე, მაგრამ კოცნის სურვილის გამო?..
- არა, შენი თავხედობის და იმ ტყუილის გამო გიბრაზდები.
- ვინ გითხრა, რომ ტყუილია?!
- დამაჯერებლად არ ტყუი.
- შენ კი დაგეჯერა...
- ასეც ვიცოდი! - ნიშნის მოგებით მიპასუხა.
- მოვედით, - მანქანა ტელევიზიის შესასვლელთან გავაჩერე.
- გმადლობ, სკოტ, - გამიღიმა სალიმ.
- დროებით, - დავადევნე მანქანიდან გადასვლისას.
სალიმ ღიმილით ამიწია ხელი.

***
სალის თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდი. უმეტესად დილით, სამსახურში წასვლამდე, როცა სიგარეტის მოსაწევად ფანჯარასთან მივდიოდი, ქვედა სართულიდან ყოველთვის ისმოდა მუსიკის ხმა და ფანჯრიდან სალის თეთრი ფეხები მოჩანდა. დამწვრობა მის ფეხზე სრულიად შეხორცდა, მხოლოდ პატარა ნაიარევი დაუტოვა. გული მტკიოდა ამ ნაიარევის დანახვაზე. მახსენდებოდა, ჩემმა დაუდევრობამ რა შედეგი მოიტანა. უცნაური ის იყო, რომ სალის ერთხელად არ დასცდენია საყვედური ამის გამო, არც კი ცდილობდა, გადაკვრით მაინც ეთქვა რამე.
27 წლის იყო, რომ გათხოვდა. ერთმანეთი უყვარდათ. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მერე მისმა ქმარმა სმა დაიწყო. სალი არ ამბობდა, რომ მისი ყოფილი ქმარი ლოთი იყო, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვიყავი. სალის იდილია ოჯახური ბედნიერების შესახებ ისე სწრაფად დაინგრა, რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. თანდათან მოთმინება ელეოდა და სიმბოლურად, ქორწინების ხუთი წლისთავზე ქმარი მიატოვა. თავის ძველ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავიდან გაუჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება. გაუმართლა, მისმა მშობლებმა საკმაო თანხა დაუტოვეს და ფინანსურად არ უჭირდა. ნელ-ნელა დაუბრუნდა იმ ცხოვრების ხიბლი, გათხოვებამდე რომ ჰქონდა. ისევ დაიწყო ცხოვრებით ტკბობა და მთელი ყურადღება საკუთარ თავს დაუთმო. მალე გამოყენებითი ხელოვნების კურსებზე ჩაეწერა და ახლა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებდა, რომელთაც, გართობის მიზნით, ძველმანების ბაზარზე ყიდდა. ამ ორი წლის მანძილზე რამდენიმე საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ურთიერთობა არც ერთთან არ გამოუვიდა და ახლა მარტო იყო.
მეც ვუყვებოდი ჩემზე რაღაცებს. მოვუყევი ჩემს მშობლიურ სოფელზე, ჩემს სახლზე, მშობლებზე. მეც მასავით არ მყავდა დედმამიშვილი. ვუყვებოდი ბავშვობის თავგადასავლებს, სტუდენტობისას მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე. მოვუყევი, როგორ გამიტაცა ფოტოგრაფიამ და საბოლოოდ, როგორ იქცა ჩემი გააზრებული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
სალი არაჩვეულებრივი მსმენელი იყო. მისი ლამაზი, მეტყველი ნაკვთები ჩემს ნაამბობში იძირებოდა. საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. მუდამ გაცისკროვნებული, ჭინკებით სავსე. მაგიდასთან ყოველთვის ფეხმოკეცილი ჯდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეცვა. სიგარეტსაც ისე დახვეწილად ეწეოდა, სუნთქვა მეკვროდა ხოლმე. როდესაც სალის მოწევის პროცესს ვუყურებდი, ჩემში სექსუალური და წმინდად პროფესიული ნაწილი ერთმანეთს სამკვდრო-საციცოცხლოდ ეჯიბრებოდა. აკვიატებად გადამექცა სურვილი, სალის სექსის შემდეგ გადამეღო - შიშველი, დაღლილი, გაოფლილი, დაკმაყოფილებული როგორ ეწეოდა სიგარეტს. მკლავდა იმის წარმოდგენა, რა სიამოვნებას მომანიჭებდა გადაღების პროცესი.
ხანდახან ვერ ვხვდებოდი, ჩემ მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა. მისი მოფლირტავე ბუნება ხანდახან სრულიად საპირისპიროდ იცვლებოდა. ცივდებოდა, საკუთარ თავში იკეტებოდა და მისმენდა. მისმენდა უზომოდ, მისმენდა ყველაფერს. სახეზე სევდიანი ღიმილი გადაურბენდა ხოლმე და როცა ვკითხავდი, რაზე ფიქრობ-მეთქი, მაშინვე თემას ცვლიდა. საკუთარ თავზე ლაპარაკი რომ არ უყვარდა, მით უმეტეს, წარსულზე, ამას გაცნობის პირველივე დღეებში მივხვდი. მე მხოლოდ მშრალი ფაქტები მომიყვა. ის ფაქტები, რომლებიც მის შესახებ არაფერს ამბობდნენ.
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მაყვარებდა თავს და ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი aNuGi

ძალიან მომწონს!
მალე დადე რა ახალი თავი,
წარმატებები heart_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2 სტუმარი კიკო

ისეთი ქცევებიაქვს ამ ბიჭს მარტლა გეის გავს ცოტა კაცობაა ტორე ძან საზიზგარი პერსონაჟია რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent