შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები ნაწილი 4 5 6


30-01-2017, 13:49
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 500

არ ვიცი რატომ, მაგრამ წინა ორი თავი წაშლილი დამხვდა, ამიტომ სამივეს ერთად ვდებ. ახალსაც და იმ ორსაც ^^ იმედია კიდევ არ წაშლიან

მეოთხე თავი
ნიკა ღიმილით მიაბიჯებდა ქუჩებში, ლიკა მისი ცხოვრების არსი იყო, მის გარრეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ავლედიანი და ყიფიაი ერთად, სრულიად განსხვავებული წყვილი იყო. მაგრამ რაც მთავარია სიყვარული ჰქონდათ მტკიცე. მოულოდნელად ამღერებულმა ტელეფონმა დაურღვია მყუდროება. გაუკვირდა როცა ლიკას ნომერი დაინახა და გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაკრა.
-ხო, ლიკა, ცხოვრებავ, რამე ხდება?
-ოჰ ეს რომანტიკა,_მოესმა ნაცნობი უსიამოვნო ხმა და ბრაზისგან აცახცახდა
-ჯაფარიძე, იცოდე...
-მორჩი ნიკუშა მუქარას, მე და შენი შეყვარებული ერთად ვართ, მმ, რა ნაზი კანი აქვს
-იცოდე, ხელი რომ დააკარო...
-ნუ მემუქრები-მეთქი, მოიცა დაელაპარაკე,_სიცილით გაუწოდა ლიკას ტელეფონი
-ნიკა, ნიკა გთხოვ, გეხვეწები წამიყვანე, გთხოვ, მეშინია, ქუჩაში ვა..._ლიკას მუდარა ლექსოს ხმამ გააწყვეტინა
-ლექსო, რა გინდა? კაცურად ვილაპარაკოთ
-ჯერ შენ სიყვარულს დავუმტკიცებ კაცობას და მერე შენ, მართლა რა ნაზი კანი აქვს, რალამაზია,_ის იყო ნიკამ რაღაცის თქმა დააპირა, რომ ტელეფონი გათიშეს, გადარეკა, მაგრამ არავინ უპასუხა. გაბრაზებულმა დაიღმუვლა და იქვე მდგარ ხეზე ამოიყარა ჯავრი. სხეული უკანკალებდა, იცოდა ლექსოს სადაც ნახავდა იქ შემოაკვდებოდა. მაგრამ უნდა მოესწრო და ეპოვა ისინი. ვინ დაეხმარებოდა. მაშინვე ლიკას სახლისკენ გაიქცა. კარზე მთელი ძალით აბრახუნებდა. ცოტა ხნის შემდეგ ნამძინარევმა მოსამსახურემ გაუღო.
-ანდრეა სახლშია? _კითხდა და დაუკითხავად შეაჭრა სახლში.
-არა, სახლში არ მოსულა, ის...
-ჯანდაბა, დანიელი?
-ოთახშია, ყველას სძინავს..
სიტყვა აღარ დაამთავრებინა ისე გაიქცა დანიელის ოთახისკენ.

ლიკა ტიროდა და ცდილობდა ლექსო მოეშორებინა, მაგრამ ბიჭს მაგრად ეჭირა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ფართხალი რომ არ შეწყვიტა სილა გააწნა. მოულოდნელობისგან და ტკივილისგან გაშეშდა გოგო
-ნუ მაიძულებ გატკინო!_მკაცრად ჩაილაპარაკა ლექსომ და სახიდან თმა გადაუწია. აცახცახებული გოგონა სავარძელზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. უხეშად დაუკავა სახე და აკოცა, მომთხოვნა კოცნიდა და არც ლიკას ცრემლები ადარდებდა, არც მისი წინააღმდეგობა და არც მისი ტკივილი. ერთი ხელით ხელები გაუკავა თავზემოთ, გოგონა ფაქტობრივად ვერ ტოკდებოდა. მეორე ხელით კი ტანზე ეფერებოდა. კაბა მაღლა აუწია და შიშველ კანზე ნაზად დაუსვა ხელი. ლიკა ფართხალებდა და ტირილით ევედრებოდა გაეშვა, მაგრამ ლექსოს ეს მხოლოდ უფრო ახელებდა.

დანიელი და ნიკა გიჟივით დადიოდნენ ქუჩებში, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გაგიჟებულებს აღარ იცოდნენ რა ექნათ.
-დანიელ, იქნებ პოლიცია...
-არა, ახლა ამ შუაღამისას? თან პოლიციასთან პრობელემები მაქვს, ლექსოს კი ნაცნობები ყავს.
-როგორმე უნდა გავიგოთ სად არიან, პოლიცია კი კამერების ან ტელეფონის საშუალებით იპოვის...
-ლილუ..,_წამოიძახა დანიელმა
-რა ლილუ?
-ლილუ დაგვეხმარება, პოლიციის განყოფილებაში შეგვაპარებს და
-ლილუ ვინაა?
-რა მნიშვნელოიბა აქვს,_მანქანა სწრაფად შემოატრიალა და ლილუს სახლთან მისულმა ნიკას უბრძანა იქ დალოდებოდა. აივანზე აძვრა და როგორც ელოდა კარი ღია დახვდა. შუქის ასანთები მალევე იპოვა და ლილუ შრეანჯღრია. გოგონამ ნელა გაახილა თვალები და ის იყო მოულოდნელობისგან უნდა ეყვირა, რომ დანიელმა პირზე ხელი ააფარა.
-შენი დახმარება მჭირდება,_უთხრა და ხელი გაუშვა
-რა? ახლა?
-ჯანდაბა, ხოო, ჩემი და გაიტაცეს, უნდა გავიგო რომელ ქუჩაზეა ის მანქანა, მამაშენის კაბინეტში შეგვიყვანე ოფისში და დაგვეხმარე,_ სასოწარკვეთილი ნოტები შეეპარა ხმაში. ლილუ სწრაფად წამოხტა, მამის ოთახში შეიპარა, საშვი აიღო და დანიელთან ერთად გარეთ გავიდა. მნქანაში ჩასხდნენ და პოლიციის შენობისკენ გასწიეს, თან დანიელმა ყველაფერი დეტალურად აუხსნა ლილუს. მანაც, იმის ნიშნად, რომ ყვრელაფერი გაიგო, თავი დაუქნია და უჩუმრად შეიყვანა ბიჭები მამის კაბინეტში.
-ჯანდაბა ვაგვიანებთ, ამით როგორ ვიპოვით.
-მორჩით პანიკებს და მაცადეთ, _დატუქსა ბიჭები და კომპიუტერში ქუჩებში დაყენებული კამერების შემოწმება დაიწყო.
-რა მანქანა ყავს?_იკითხა და ბიჭებს შეხედა
-შავი X6, ნომერი არ ვიცი
-არცაა საჭირო, ნახე კამერებში ჩანს როგორ გადმოყავს ტაქსიდან ვიღაც გოგო, ესაა?,_პასუხი არ მიუღია, მაგრამ ბიჭების დაბერილ ძარღვებსა და კუშტ გამოხედვას რომ მოკრა თვალი, მიხვდა ის იყო. სწრაფად განაგრძო მანქანის კვალის ძებნა, ყველგან არ იყო კამერები, ამიტომ მხოლოდ დაახლოებითი მისამართი იცოდნენ. მაგრამ სულ არაფერს ჯობდა. ასევე უჩუმრად გავიდნენ შენობიდან და სწრაფად დაიწყეს ლიკას ძებნა.

ლექსო არ ჩქარობდა, ნელა ეფერებოდა და მთელს ტანს უკოცნიდა, ლიკას უკვე წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ ქონდა, მხოლოდ ტიროდა და სუსტად იბრძოდა მისი ხელებიდან თავის დასახსნელად. ლექსო კიდევ ერთხელ დააკვდა მის ტუჩებს და ისევ დიდხანს გაუგრძელდა კოცნა. მარჯვენა ხელით მკერდთან კაბა ჩამოახია და მიეფერა. ლიკა ისევ აყვირდა და აფართხალდა, მაგრამ ლექსომ კვლავ გაარტყა და თავისი საქმე განაგრო. მარცხენა ხელით გოგონას სუსტი მაჯები ისე ძლიერ ეჭირა, ლიკას მთლიანად მკლავები გაუბუჟდა. ლექსომ კაბა მთლიანად გადაუხია ფეხზეც და საცვალი უხეშად გახადა. ლიკა ისტერიულად ატირდა, როცა კაცმა შარვლის გახსნა დაიწყო. იმდენად იყო ლიკას წამებით გართული და იმდენად ტკბებოდა მისი სხეულით, რომ ვერ გაიგო როდის გაჩერდა მანქანა, როგორ გადმოივიდა იქიდან სამი ადამიანი და როგორ სცადეს კარის გაღება. მხოლოდ მინის ჩამსხვრევის ხმამ მოყვანა გონს, დანიელმა მუშტით ჩაამსხვრია მანქანის მინა და კარებები გახსნა. იმავ წამს უკანა კარები ნიკამ გამოგლიჯა და ლექსო მანქანიდან გადმოათრია. მაშინვე გაარტყა და ძირს დააგდო. დანიელიც გაბრაზებული მივარდა ბიჭს. ლილუ მაქანისკენ გაიქცა და ისტერიკაში მყოფი ლიკა ფრთხილად გადმოიყვანა, გოგონა იმდენად სუსტად იყო, რომ დგომაც უჭირდა. ბიჭები კი გამეტებით სცემდნენ ჯაფარიძეს.
-იდიოტებო, მომეხმარეთ, არ გესმით, მაგ ნაბიჭვარს მერეც მიხედავთ ახლა ლიკას ჭირდება დახმარება,_მისმა ხმამაღალმა ყვირილმა გონზე მოიყვანა ორივე და მათკენ გამოიქცნენ. გასისხლიანებული ჯაფარიძე კი იქვე დატოვეს. ლიკამ ნიკასკენ გაიწია და სუსტად მოხვია მკლავები, ბიჭმაც მთელი გულით ჩაიკრა გოგო გულში და ხელში აიყვანა.
-მისი საცვალი მგონი მანქანაში დაგრჩათ,_ირონიული ღიმილოთ საცვლით ხელში იდგა ლექსო მანქანასთამ
ნიკამ მისკენ გაიწია, მაგრამ ხელში ლიკა ეჭირა და თავის გაკონტროლება მოუწია, დანიელი კი მისკენ გაქანდა. იმავ წამს ლილუც მოწყდა ადგილს და უკნიდან ჩაეჭიდა დანიელს, ბიჭმა მისი მოშორება სცადა, მაგრამ ახლა წინიდან აესვეტა.
-დანი, დანიელ, გთხოვ, ახლა ამის დრო არაა, ლიკას შეხედე რა დღეშია, რაც შეიძლება მალე უნდა წავიყვანოთ აქედან.
-იცოდე, ეს ასე არ დამთავრდება, ლექსო, განანებ
-მე ზუსტად ის გავაკეთე, რაც წლების წინ მამაშენმა გაუკეთა ერთ ადამიანს,_ სიცილით უთხრა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ასევე სწრაფად მოსწყდა ადგილს და გაოგნებული ლილუ და დანიელი დატოვა
-ეს რას უნდა ნიშნავდეს!_იკითხა გაოცებულმა ბიჭმა
-მაგაზე მერე ვიფიქროთ ახლა წავედით.

გურამი თავის კაბინეტში იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო არ ეძინა, სავარძელში გადაწოლილი იჯდა, ვისკის სვამდა და ღია ფანჯარაში იყურებოდა. ღამის გრილი სიო ნაზად ელამუნებოდა სახეზე. უკვე წლებია ჩვევად ჰქონდა ასე ჯდომა, ყოველთვის ამ დროს, ყოველთვის ამ დღეს. საკეტიანი უჯრა გამოხსნა და სურათები ამოიღო. პირველი მათგანიდან ლამაზი ქერა გოგონა იცქირებოდა, ცოცხალი ცისფერი თვალები ჰქონდა და გულთბილად იღიმოდა, ჯაფარიძესაც გაეღიმა და თვალზე ცრემლი მოადგა. მეორე სურათზე უკვე ერთად იყვნენ ის ქალი და გურამი, გოგონა ეხუტებოდა და ორივე იღიმოდა. აი, მესამე სურათზე კი მათთან ერთად მესამე ბიჭიც იდგა და გურამის ღიმილიც ზიზღით შეიცვალა. ხელი ისე ძლიერ მოუჭირა ჭიქას, რომ მხოლოდ ნამსხვრევებიღა შერჩა. სურათზე სამივე ბედნიერი იყო, ერთად იყვნენ. მესამე ბიჭიც ქერა იყო, ოქროსფერი კულულებით, ხასხასა მწვანე თვალები და უზადო სახის ნაკვთები უმშვენებდა სახეს. მაღალი და ახოვანი იყო. გაბრაზებულმა გურამმა სურათები უჯრაში ჩაყარა და გასღებით საგულდაგულოდ ჩაკეტა. ადგა და ცივ ნიავს მიუშვირა გახურებული სახე. ცდილობდა სიბრაზესა და ბოღმას მორეოდა. იცოდა, მოვიდოდა დრო და შურს იძიებდა, საკუთარი ხელებით გააკეთებდა ამას, დიდი სიამოვნებით, მთავარი სწორი დრო შეერჩია, ნელ-ნელა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა და ერთბაშად დამტკბარიყო გამარჯვებით. თითქოს უკვე იგრძნოო ტრიუმფის გემო, გაიღიმა და სასმლის ახალი დოზის მისაღებად ჭიქის მოსატანად წავიდა.

-სად მივდივართ?_იკითხა საჭესთან მჯდომმა დანიელმა, თუმცა ნიკას მისთვის არ ეცალა, ლიკასთვის თავისი მოსაცმელი მიეცა და ჩაეხუტებინა.
-ჩემთან წავიდეთ, ჩუმად ავიპარებით ჩემს ოთახში, დილით მამა ადრე მიდი ხოლმე სამსახურში და არასოდეს იხედება ჩემს ოთახში, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით შეგვიძლია კარი ჩავკეტოთ, მერე კი მარტო ვიქნებით მთელი დღე,_იდეა წამოაყენა ლილუმ, დანიელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ხუთ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. ჩუმად შევიდნენ სახლში, დანიელი ნიკასა და დას ლილუს ოთახისკენ გაუძღვა, ლილუმ კი პირველადი დახმარების ნივთები აიღო და უკან მიყვა. ლიკა ჯერ კიდევ შოკში იყო და ტიროდა. ლილუმ ნიკას მოსახმელი მოაძრო და აბაზანაში შეიყვანა, თან თავისი ტანსაცმელი მისცა. სანედნიეროდ გოგონას ოთახს თავისი პატარა სააბაზანო ჰქოდა, ამიტომ პრობლემა არ შექმნიათ.
-ბიჭებო, ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ და ის მართლაც მაგის ღირსია, მაგრამ ახლა არა რაა, ახლა ლიკას სჭირდებით, თქვენი ამ საქციელით კი მის ისედაც დაზიაებულ ფსიქიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმენთ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ეს ამბავი მალე დაივიწყოს, მას თქვენ ჭირდებით. ლექსოს მერეც მიხედავთ. ბიჭებმა მხოლოდ თავი დაუქნიეს. დანიელს სიმწრისგან ისედაც თეთრი სახე სულ გასთეთრებოდა და ლილუს ახლაღა გაახსენდა, რომ მან შიშველი ხელით ჩაამტვრია მინა. სასწრაფოდ პირველადი დახმარების ნივთები აიღო და მის გვერდით დაჯდა, დანიელის ხელი მუხლებზე დაიდო. უკვე დასიებული ჰქონდა, ერთიანად გადაყვლეფილი და დასისხლიანებული. სველი ტილოთი გაუწმინდა, შემდეგ სპირტითაც.
-მეწვის,_წამოიყვირა შეშფოთებულმა
-მაცადე გაწმენდას მოვრჩი, მალამოს წაგისვამ და გადაგიხვევ,_ხმის კანკალით უპასუხა ლილუმ, დანიელს მის გულჩვილობაზე გაეღიმა. თავის მხრივ ლილუც მალევე მორჩა მისი ხელის შეხვევას და შვებით ამოისუნთქა. ის იყო ნიკასაც დაუმუშავა ლექსოსთან ჩხუბის დროს მიღებული მცირე დაზიანებები, რომ ლიკაც გამოვიდა სააბაზანოდან, თავი დახრილი ჰქონდა და ჯერ კიდევ ტიროდა. ნიკა წამში მასთან გაჩნდა და ჩაიხუტა, ლიკამაც ცრემლებს გასაქანი მისცა და შეყვარებულის მკლავებში ატირდა. ლილუმ იგრძნო როგორ დაიძაბა დანიელი, ცდილობდა გრძნობებს არ აყოლოდა, მაგრამ სახეს ვეღარ იმორჩიებდა.
-ნიკა, დააწვინე, გადაღლილია, მიდი, ლოგინს გითმობთ,_გაუღიმა ლილუმ და დანიელს მხარო გაკრა. ნიკამ ლოგინზე დააწვინა გოგონა და ადგომა სცადა, მაგრამ ლიკამ არ გაუშვა.
-გთხოვ, დარჩი, მეშინია,_ნიკამ დამნაშავესავით გახედა დანიელს, რომელიც დაბღვერილ მზერას არ აშორებდა მათ. ლილუს გაეცინა, გვერდით მდგომს ხელი ჩასჭიდა და აივანზე გაათრია.
-დანიელ, ნუ იქცევი მკაცრი და კომუნისტი ძმასავით, და ნუ იბღვირები, იმ იდიოტს პასუხს მოვთხოვთ,_ენთუზიაზმით ჩაილაპარაკა ლილუმ, რაზეც დანიელს გაეღიმა.
-მოვთხოვთ? ჩვენ?_ცალი წარბის აწევით კითხა
-დიახაც, ამდენი გავაკეთეთ ერთად და ახლა საქმიდან ვერ მომტეხავთ
-რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, როგორ გაკადრებდით
-ხელი როგორ გაქვს?
-ერთი უნიჭო ექიმის დახმარებით მტკივა
-უმადურო
-წამო გავისეირნოთ
-ოჰ, და შენი დაიკო ვიღაც სიმპათიურ ბიჭთან ერთად მარტო დავტოვოთ?_შეიცხადა ლილუმ
-წამო სანამ გადავიფიქრე,_სახე დაისერიოზულა დანიელმა დააივანზე ჩაცოცდა.
-მადლობა, რომ დახმარება შემომთავაზე, არ იყო საჭირო,_ჩურჩულით ჩასძახა დანიელს და უკა მიყვა.

ნანამ ტკივილით გააყოლა მზერა თავის ქმარს, რომელიც ამაღამ უკვე მეათედ ადგა ლოგინიდა. იცოდა ამ დღეს, ამ ღამით გიორგის არ დაეძინებოდა და მართალიც აღმოჩნდა. ამ კაცის სინდისი, რომელიც ისედაც არ ასვენებდა, ამ ღამით უფრო მეტი სიშმაგით უტევდა მის მთელ სხეულსა თუ გონებას და ერთიანად აფორიაქებდა. ნანამ თავი ვერ შეიკავა და სამზარწულოში სასმლით ხელში მყოფ ქმარს გვერდით მიუდგა. ახვლედიანმა ტკივილიანად გაიღიმა, თითქოს მეუღლეს ბოდიშს უხდიდა, მაგრა, ხმა არ ამოუღია. ნანაც უხმოდ იდგა, უყურებდა ასე საყვარელ ადამიანს და იცოდა ის ერთადერთი იყო, რომელსაც ყველაფერს აპატიებდა, პატიობდა... უყურებდა მის ხასხასა მწვანე თვალებს, ოწროსფერ კულულებს და სახის უზადო ნაკვთებს, მის ახოვან აღნაგობას... ეს კაცი უვარდა, უყვარდა ყველაფრის მიუხედავად.

მეხუთე თავი

-არასოდეს დამტოვო,_ჩაირჩულა ნიკას მკლავებში მოქცეულმა ლიკამ
-არასოდეს, აღარასოდეს.._თავზე აკოცა და უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა უკვე ჩაძინებული. ცდილობდა ლექსოზე არ ეფიქრა და ნერვებს არ აყოლოდა. ლილუ მართალი იყო, ის ახლა ლიკას ჭირდებოდა და მის გამო ყველაფრისთვის მზად იყო. გრძნობდა რა უსუსური იყო, გამხდარი და სუსტი, მისი პატარა ლამაზი ფერია, ანგელოზი, რომელიც ცხოვრებას ულამაზებდა. ნიკასნაირი ძლიერი პიროვნება ლიკას პიროვნებასთან სრულ კონტრასტს ქმნიდა, იცოდა ლიკა ამას მარტო ვერ გადაიტანდა. მისი სულიერი სიძლიერეც ფიზიკურისას უტოლდებოდა მხოლოდ. ერთადერთი რაც რაიმეს შეაძლებინებდა ეს სიყვარული იყო, პირველ რიგში კი ნიკას სიყვარული. ეს ბიჭმა კარგად იცოდა და თავისი ცხოვრების მიზნადაც ამ სიყვარულის დაცვა, მოვლა, მოფრთხილება ჰქონდა დასახული. იცოდა ლექსოს ამას არ შეარჩენდა, მაგრამ ჯერ ლიკასთვის უნდა მიეხედა.

-დანიელ სად მივდივართ?_ჰკითხა ლილუმ და ბნელი ქუჩები მოათვალიერა
-სადმე ბნელ ქუჩაზე შეგათრევ და მოგკლავ, ოღონდ ჯერ ვერ შევარჩიე რომელში,_ სრული სერიოზულობით უპასუხა
-ჰაჰაჰა, ძალიან სასაცილო იყო, იომორის მამა ხარ
-ჩუუუ, მოუსმინე
-რას?_სმენა დაძაბა ლილუმ
-სიჩუმეს,_მხრები აიჩეჩა დანიელმა და გვერდით ქუჩაზე გადაუხვია, ლილუმ თვალები აატრიალა და უკან მიყვა. ამ ბიჭს ჭკუიდან გადაყავდა, მაგრამ ეს ყველაფერი თან მოსწონდა. აქ რომ ჩამოვიდა ვერც წარმოიდგენდა რამე მსგავსი თუ გადახდებოდა თავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს სიტუაცია ძალიანაც მოსწონდა.
-ისე, სულ რაღაც დღეს დილით ჩემს მოკვლას აპირებდი და ახლა კი...
-ფეხი!_წამოიძახა უცებ და ლამპიონთან გაჩერდა
-რა ფეცხი?_დაიბნა ლილუ
-აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ჯანდაბა, ფეცხიდან სისხლი გდის და არ გტკივა, დღეს იმდენი ირბინე და მაინც
-სისულელეა, წამალი მოქმედებს ჯერ კიდევ, ალბათ,_ გაიღიმა ლილუმ და გვერდის ავლა სცადა დანიელისთვის, მაგრამ მან ხელით დაიჭირა და თავისკენ შემოაბრუნე.
-რა გინდა?_კითხა და ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ამაოდ.
-სად იშოვე?_შუბლი შეკრა დანიელმა
-რა სად ვიშოვე?
-ლილუ, მე მასულელებ თუ თავს ისულელებ? სად იშოვე მეთქი!_ხმას აუწია ბიჭმა
-ნუ მიყვირი, მე, უბრალოდ ფეხი მტკიოდა და, ძალიან მტკიოდა,_თავის მართლება დაიწყო ლილუმ
-სად იშოვე?
_მამას ქონდა ცოტა მორფინი და უბრალოდ ძალიან ცოტა გავიკეთე, აბაზანიდან რომ გამოვედი მტკიოდა ფეხი და მაგიტომ
-ხო, მართლა მაგარია, დილით შენი მოკვლა მინდოდ და ახლა ერთად ვსეირნობთ,-გაუღიმა ლილუს, მაგრამ ეჭვი არ გაქრობია. მაინც, ახლა ამის აქ განხილვას არ აპირებდა, ამიტომ საუბრის თემა გადაიტანა. ლილუც მაშინვე გამხიარულდა და ლაპარაკში აყვა.

დილით სალომეს ისევე გაეღვიძა ტანსაცმლიანს როგორც ლოგინზე ღამით დაწვა. საშინლად იყო, წინა საღამოს მასზე საკუთარი კვალი დაემჩნია. თავი ძლივს ასწია, ტირილისგან თვალები დასიებოდა. სარკეში რომ ჩაიხედა გეცინა საკითარი ანარეკლის დანახვისას. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და სახლიდან ისე გავიდა მშობლების ძახილისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ტაქსი გააჩერა და პოლიციის შენობისკენ წავიდა. შიგნით ვერ შევიდოდა, არ უნდოდა სამსახურში კოსტასთვის პრობლემები შეექმნა, ამიტომ მისწერა და დაელოდა. მანაც დიდხანს არ ალოდინა შეყვარებულს. სალომემ დაინახა თუ არა თავისებურად ძლიერად ჩაეხუტა და ერთხანს ასე იყვნენ.
-ღმერთო, კოსტა, სახეზე რა დაგემართა?_შეშფოთებულმა ჰკითხა მისი დალილავებული სახის დანახვაზე
-ისეთი არაფერი, გაივლის, შენ არ ინერვიულო,_გამამხნევებლად გაუღიმა, მაგრამ სახეზე მაშინვე ბრაზი გამოესახა სალომეს დალურჯებუკ მკლავს რომ შეხედა.
-ა, ეს არაფერია,_სახე აარიდა დარცხვენილმა გოგონამ
-იცოდე, დავივიწყებ რომ შენი ძმაა და.._მუქარით უთხრა კოსტამ და მკლავზე ხელი შეახო.
-კოსტა, გთხოვ, არ გინდა, წუხელ ხომ აგიხსენი რა და როგორ მოხდა, უბრალოდ არ მიმატოვო რა, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ერთად ყოფნისთვის, ოღონდ აღარ გამიბრაზდე ხოლმე რა, უბრალოდ, ყოველთვის იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ,_ერთი ამოსუნთქვით მიაყარა შეყვარებულს და ჩაეხუტა. კოსტას გაეღიმა და სიყვარულით დახედა სალომეს
-წამო, ნაყინი ვჭამოთ, შენ რომ გიყვარს,_ღიმილით უთხრა და ბიჭმა და ხელი ჩაკიდა

-როგორ გგონია ის ნარკოდილერები კიდევ დაბრუნდებიან?_ნამძინარევი ხმით კითხა იოანემ ძმაკაცს ყავა დაუსცხა
-რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ შეეშვებიან თოკოს და ახლა უკვე ჩვენც.
-და რა უნდა ვქნათ?
-ის ლაწირაკი რომ გაიღვიძებს დაველაპარაკოთ და რამეს მოვიფიქრებთ
-ანდრეა, ახლა შენებურად არ დაუწყო ნავშვს, ისედაც შეშინებულია, ამაღამაც ჩემთან დარჩით და ვიზამთ ხო რამეს
-იო, იცოდე იმ სულელს ნუ იცავ, ის გოგო რომ არ გამოჩენილიყო... გაფიქრებაც არ მინდა, ამიტომ რასაც იმსახურებს იმას მიიღეებს.
იოანემ სიცილით გადააქნია თავი და სცადა კვერცხი უსაფრთხოდ ჩაეცხალა გაცხელებულ ტაფაში, თუმცა როგორც კი ცხიმის შხეფი ხელზე მიეწუწა, შეშინებული რამის ანდრეას გადაახტა თავზე.

ლიკამ ნელა გაახილა თვალები და გარემოს გაოცებულმა შეხედა, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა და სად იყო, მაგრამ მის გონებაში ერთიანად ამოტივტივდა გასული ღამის ამბები და უნებურად შეირხა, თუმცა მაშინვე დამშვიდდა, როცა ნიკას ძლიერი მკლავები იგრძნო. კომფორტულად მოთავსდა და სახეზე დააკვირდა მძინარეს. მუდამ მომღიმარი თავფლისფერი თვალები დაეხუჭა და მშვიდად ფშვინავდა, თუმცა ლამაზ სახეზე დაღლილობის კვალი ეტყობოდა. ლიკას ცრემლი მოაწვა რომ გაიფიქრა რა შეიძლება მომხდარიყო ნიკას რომ ვერ მოესწრო მისი პოვნა. უნდოდა ამ ყველაფერზე არ ეფიქრა, მაგრამ ფიქრებს ვერ იმორჩილებდა. ღამით მშვიდად ეძინა, რადგან ნიკასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, როცა იცოდა ის ახლოს იყო სხეულს უნებურად სიმშვიდე ეუფლებოდა. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ნიკა სულ მასთან ვერ იქნებოდა რამის ჭკუაზე შეშლილიყო. სხეული აეწვა, თვალწინ ლექსოს ირონიული საცხე ედგა, თითქოს ახლაც გრძნობდა როგორ ეხებოდა, როგორ კოცნიდა... თავს ვეღარ მოერია, ძლიერად ჩააფრინდა ნიკას მაისურს და ატირდა. ბიჭს მაშინვე გამოეღვიძა, გონს რომ მოვიდა და ლიკა ასეთ მდგომარეობაში დაინახა თავი დამნაშავედ იგრძნო. მისი სუსტი ხელები თავისაში მოიქცია და მის დამშვიდებას შეეცადა.
-ლიკა, დამშვიდდი, გთხოვ, მე აქ ვარ, უსაფრთხოდ ხარ,_ეჩურჩულებოდა და თან ზედ იკრავდა გამხდარ სხრეულს.
-ნიკა, მაპატიე,_ამოიტირა და თავი მკერდზე დაადო
-სულელო, შენ რა გაქვს საპატიებელი, მე უნდა მაპატიო, მარტო არ უნდა გამეშვი
-მაპატიე, ნიკა, გთხოვ
-რა უნდა გაპატიო? ლიკა, დამშვიდდი გთხოვ
-მან მაკოცა, მკოცნიდა, მეფერებოდა, ყველგან, მთელ სხეულზე მის ხელებსა და ტუჩებს ვგრძნობ, მის სუნთქვას, მეშინია, მაპატიე, გთხოვ, ის, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე,_თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით ესობოდა ნიკას და გულს უკლავდა, არ შეეძლო ასეთ მდგომარეობაში გოგონას ყურება. არადამიანური ძალით ცდილობდა, ახლავე არ წამომხტარიყო და ლექსოს მოსაკლავად არ წასულიყო.
-ლიკა, ამას მწარედ ვანანებ იმ.... ოღონდ შენ დამშვიდდი... მითხარი, მან...მან...'_სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა ისე ანერვიულდა
_არ გავუუპატირებივარ თუ ამას გულისხმობ, ვერ მოასწრო,_მიუხვდა ლიკა და გაუღიმა
-მაპატიე, პატარავ, გთხოვ, დამშვიდდი. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ან რა მოხდება, შენ ყოველთვის ჩემინპრინცესა იქნები, ჩემი ლიკა.
-მპირედები?
-გპირდები,_გაუღიმა და ნაზად აკოცა, ლიკას თავში ისევ გაირბინა ლექსოსთან გატარებული დროის კადრებმა, მაგრამ სცადა არ შეემჩნია.
-ნიკა, ის გოგო სად არის? ან დანიელი? სად ვართ?_ახლაღა გაახსენდა ის უცნობი გოგო და თავისი ძმა.
-არ ვიცი სად არიან, ღამით გავიდნენ და მოვლენ ალბათ მალე, ის გოგო არც მე ვიცი ვინაა, შენი ძმის მეგობარია, როგორც ჩანს პოლიციაში მუშაობს მამამისს და გუშინ შენს პოვნაში ის დაგვეხმარა, ეს მისი სახლია. ასე ვთქვათ ვიმალებით, მამამისლმა არაფერი იცის,_ ჩამოურიკრიკა ის ინფორმაცია რაც მისთვის იყო ცნობოლი
-ანი, შეგვიძლია აქ ერთად ვიყოთ და მათ მოსვლას დაველოდოთ,_ეშმაკური ღიმილით კითხა და გულზე მიეხუტა
-კი, შეგვიძლია,_სევდიანად გაიღიმა ნიკამაც და შეყვარებულს თავზე აკოცა

მზის სხივები თვალებზე მოადგა და ლილუც შეირხა, მთელი სხეული დაბუჟებოდა და სტკიოდა, თვალები ჯერ სუსტად გაახილა, მერე კი უხეში ნიადაგი რომ იგრძნო ერთიანად ჭყიტა. თავი უსკდებოდა, ამიტომ ჯერ ადგომა არ უცდია. წელი ასტკიებოდა და კუნთები დასჭიმვოდა. აბა რა იქნებოდა, ხეზე მიყუდებულს ჩასძინებია, უხეშ ბალახზე ჯდომისგან კი ფეხებს ვეღარ გრძნობა. გვერდით გაიხედა და უხერხულად მძინარე დანიელის დანახვაზე გაეღიმა. კულულები შუბლზე ჩამოყროდა, წარბები შეეკრა და ხელები მოემუშტა.
-დანიელ, დანი, გაიღვიძე,_ხელი რამდენჯერმრე გაკრა ლილუმ და ბიჭმაც ინება თვალის გახელა.
-აუ დამაძინე,_ამოიზმუვლა, მაგრამ გარემოს თვალი რომ მოავლო სასწრაფოდ წამოჯდა
-ყველაფერი მტკივა, _ამოიკრუსუნა ლილემ და ისიც წამოჯდა
-აქ ჩაგვეძინა?
-ხოოო, აშკარად, წამო დავბრუნდეთ სახლში, ლიკა და ნიკაც გაიღვიძებდნენ, თან წარმომიდგენია რა სანახავი ვარ
-ხოო, ტყიდან გამოქცეულ ჭინკას გავხარ,_გაამხნევა დანიელმა და წამოდგა
-იქნებ ერთხრელ მაინც შემომთავაზო დახმარება,_შეუბღვირა და ხელი გაუწოდა. დანიელმა თვალები გადაატრიალა, მაგრამ ხელი მოკიდა და წამოაყენა
-რას მოგვაჩერდით, გვეძინა სხვა ხომ არაფერი!_მათკენ გაოცებული სახეებით მომზირალ ხალხს დაუყვირა დანიელმა და ისე, რომ ლილუსთვის ხელი არ გაუშვია მთელი სისწრაფით წავიდა, თან გოგონაც გაიყოლა. მართალია დაღლილად გრძნობდა თავს, მაგრამ ლილუს ეს სულაც არ გაუპროტესტეპია.

მეექვსე თავი

ლილუ თავიდან ყოჩაღად მიყვებოდა დანიელს, მაგრამ ფეხი ასტკივდა და კოჭლობა დაიწყო. მისი მორფინის დოზა აღარ მოქმედებდა, ამიტომ სიარული უჭირდა. წინ მიმავალმა დანიელმა იგრძნო, რომ გოგონა ვეღარ მიყვებოდა და მისკენ შემოტრიალდა. როგორც კი სისხლიან ფეხს და შეჭმუხნულ სახეს შეხედა, უხმოდ მიხვდა ყველაფერს, წინ აესვეტა ლილუს, უკითხავად აიყვანა ხელში და ისე განაგრძო გზა.
-იცოდე გაპროტესტებას აზრი არ აქვს,_მკაცრად უთხრა და კომფორტულად მიიკრა ზედ
-და ვინ გითხრა, რომ გაპროტესტებას ვაპირებ?! მშვენივრად ვგრძნობ თავს,_ ღიმილით უპასუხა და თავი მხარზე ჩამოადო, ხელებიც კისერზე შემოხვია და მიეხუტა. დანიელმა წარბები ასწია და გაიცინა, მაგრამ ლილუს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. არ უნდოდა იდილეა დაერღვია. მის მკლავებში საოცრად მშვიდად გრძნობდა თავს და ამის უარყოფას არ აპირებდა. საერთოდ არ აინტერესებდა ვინ დაინახავდა და რას იფიქრებდა, მთავარია თვითონ გრძნობდა კარგად თავს. ასეთი ხასიათის გამო ბევრი პრობლემა შექმნია, მაგრამ ახლა ამაზე საფიქრალად არ ეცალა. ნელა სუნთქავდა და დანიელის სურნელი საშინლად მოსწონდა. მართლაც საოცარი იყო მათი გაცნობა და ამ ნაცნობობის განვითარება.
სახლშიც ხელში აყვანილი შეიყვანა და ოთახთანღა ჩამოსვა. ლილუმ უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და ოთახში შევიდა. მისი ამ საქციელით გამხიარულებული დანიელი ღიმილით მიყვა უკან. მათი შესვლისთანავე ლიკა და ნიკა თითქოს დარცხვენილები მიაჩერდნენ დანიელს, მანაც საოცრად შეიფერა უფროსი ძმის როლი და მხოლოდ მაშინ გაიღიმა ლილუმ რომ მხარი გაკრა.
-როგორ არის ჩემი დაიკო?_ თბილად მიმართა ლიკას და მიუახლოვდა.
-კარგად, მადლობა, გუშინ... ლილუ... დანი... მე
-მოიცა, მოიცა დამშვიდდი,_დანიელმა ააყენა და ჩაიხუტა.
-ყველაფერი კარგადაა, მე ლილუ ვარ, დანის...მმ.. მეგობარი, სასიამოვნოა შენი გაცნობა,_გამამხნევებლად გაიღიმა და გაუბედავად ჩაეხუტა ლიკას, გოგონამაც ხელები მოხვია და ცოტა დამშვიდდა. ნიკაც ადგა და გაცნობის ნიშნად ლილუს ხელი ჩამოართვა.
-კარგი იქნება თუ გაისეირნებთ, გარეთ ძალიან კარგი ამინდია,_ შეყვარებულებს უთხრა ლილუმ და დანიელის დაბღვერილ სახეს ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, მისგან განსხვავებით, ნიკამ და ლიკამ დანიელს შეხედეს და მხოლოდ მისი თავის დაქნევის შემდეგ ლილუს მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. ლილუ კოჭლობით ჩამოჯდა საწოლზე და უფერულ თვალებში ჩააშტერდა ბიჭს., რომელსაც უკვე მოესწრო მასთან ახლოს მისვლა და წინ ედგა.
-ესე იგი წეღან გული დაგწყდა ჩემი მკლავებიდან რომ ჩამოგსვი?_ ღიმილით კითხა გოგოს და ფეხებშუა დაუდგა, თან მისკენ დაიხარა. ლილუმ გაუცინა და საცოლზე აცოცდა, დანიელიც მას მიყვა და ზემოდან დააცქერდა ეშმაკურად მომზირალ გოგოს. ნელა დაიხარა მისკენ და კისერში დაუწყო კოცნა, ნაზად კოცნიდა, თან ცალი ხელით მკლავზე ეფერებოდა. ლილუს დაბურძგლა და კვნესა ამოხდა, თან ცალი ხელი დანიელის თმაში შეაცურა. ლილუ ერთიანად იწვოდა, უნდოდა მთლიანად შეეგრძნო ის, ამიტომ მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები. საშინლად ესოამოვნა მისი გამხდარი სხეულის შეხება, თითქოს თითებქვეშაც კი იგრძნო მისი უფერული, თითქოს გამჭვირვალე და ხავერდოვანი კანის ქვეშ მოძრავი სისხლის ფეთქვა. მისგან განსხვავებით დანიელი არ ჩქარობდა და აუღელვებლად, ნელა განაგრძობდა ლილუს სხეულის დაგემოვნებას. ტუჩებზე რომ შეეხო მაისური აუწია და ხელებით დუწყო თამაში. გრძნობდა როგორი რეაქციები ჰქონდა ლილუს და ეს მოსწონდა. ისევ კისერში რომ აკოცა და ორივე ხელი ბარძაყებზე მოიჭირა, ლილუმ ხმამაღლა წამოიყვირა და დაიკვნესა, მაგრამ ეა არ იყო სიამოვნებით გამოწვეული. დანიელი სასწრაფოდ წამოიწია და მის ფეხს დახედა. შარვალს წუხანდელი სისხლი მიხმობოდა. ლილუმ რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და უკვე დამშვიდებულმა შეხედა ბიჭს.
-აქ იყავი,_გამაფრთხილებლად აუწია ხელი ლილუს და წამოდგა. პირველადი დახმარების ყუთი, რომელიც ლილუმ წინა ღამით გამოიყენა, აიღო, გოგონას ფეხსაცმელი გახადა და ისევ მის ფეხებშუა მოთავსდა ოღონდ ამჯერად მუხლებზე იდგა. შარვლის ელვაშესაკრავი გაუხსნა და ფრთხილად გახადა. მართალია ლილუ მის წინაშე მაისურისა და საცვლის ამარა დარჩა, მაგრამ წამითაც არ გაუწევია წინააღდეგობა. დანიელმა ჭრილობა გაუწმინდა, რომელიც შეხორცენულიყო თითქმის და იმედს იძლეოდა, რომ სისხლი აღარ წამოუვიდოდა და საფენი დაადო. მერე ადგა და ლილუსაც ანიშნა ამდგარიყო. გოგონა უკმაყოფილოდ ადგა და წინ დაუდგა.
-ახლა მითხარი სად გაქვს წამალი?
-რა წამალი?_შეცბა ლილუ
-გგონია წუხანდელი ზღაპარი, რომ მამაშენს მორფინი ქონდა, დავიჯერე?_ხმას აუწია ბიჭმა
-შენ არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო ან რამე მომთხოვო,_ შეეპასუხა ლილუ
-სად გაქვს-მეთქი, გოგო, არ გადამრიო!_უღრიალა ნერვებმოშლილმა
-დანი....
-მიპასუხე,_ ლილუს ხმა არ ამოუღია, ერთი წამით გააპარა თვალი საწოლთან მდგარი ტუმბოსკენ, მაგრამ დანიელი ყველაფერს მიუხვდა, წრაფად გამოხსნა უჯრა და ყუთი გადმოაყირავა. უამრავი შპრიცი და კაფსულა დაიყარა ძირს და ლილუმ ცრემლები ვეღარ შეიკავა. დანიელი კი განრისხებული სახით მიიჭრა მასთან.
-ნარკომანი ხარ?_თითქოს ზიზღით წარმოთქვა დანიელმა
-არა, გეფიცები არა, ხანდახან, მხოლოდ ცოტა მორფინს...
-გაჩუმდი! სუსტი ნებისყოფა გაქვს და ვერ შეიკავებ თავს, რომ არ გაიკრეთო. ისევე, როგორც წეღან ვერ შეიკავებდი თავს ჩემთან დაწოლისგან!_ ლილუ მრისხანებით, სირცხვილითა და სასოწარკვეთით აივსო, ცრემლები უკვე ღვარად ჩამოსდიოდა, უნდოდა ეყვირა, ამ სიტყვების გამო დანიელისთვის გაერტყა, მაგრამ ხმას არ იღებდა. უბრალოდ სახეში უყურებდა ამ უცნაური გარეგნობის ბიჭს და სტკიოდა.
-არაფერს მეტყვი? ჯანდაბა! ამის დედა შე***, გოგო, ამოიღე ხმა!_ ლილუს უმოქმედობამ მთლად გადაიყვანა ჭკუიდან. კედელს მუშტი მიარტყა, იატაკზე დაყრილი წამალი ისევ ყუთში ჩაყარა, ხელში აიღო და გარეთ გავარდა, შეურაწყოფილი ლილუ კი ლოგინზე დაემხო და ატირდა. სტკიოდა, ძალიან სტკიოდა. მართლაც უდარდელი ცხოვრება მისთვის ბევრი ცუდის მომტანი აღმოჩნდა. მორფინს ადრე მიეჩვია, უნივერსიტეტში სწავლისას, მეგობარმა ბიჭმა გაასინჯა და მოეწონა ეს შეგრძნება. მისი ცხოვრებ ყოველთვის თითქოს საინტერესო, მაგრამ ამავდროულად ნაკლოვანი იყო და ლილუ ვერ ხვდებოდა რა აკლდა მას. მუდამ მხიარულს და კარგად მყოფს ხანდახან დეპრესია მოაწვებოდა და მის სხეულში ყველა ძვალს ღრღნიდა, გოგონას კი მასთან გამკვლავება არ შეეძლო და ამ დროს მორფინი ერთადერთ წამლად ეჩვენებოდა, მერე კი შეეჩვია და ამ დეპრესიულ შემოტევებს მის გარეშე ვეღარ უმკვლავდებოდა. წინა დღესაც ემოციური დღისა და ტკივილის გამოი გაიკეთა, მაგრამ ახლა ამ ყვწლაფერს ძალიან ნანობდა, თან დანიელზე ბრაზობდა და უფრო მეტად თავისთავზე. გიორგის რომ გაეგო რას აკეთებდა ერთადერთი შვილი, ალბათ, ჭკუიდან გადავიდოდა. ამოიოხრა და თავისი უნებისყოფობა დასწყევლა.

ყიფიანების ოჯახი ქალაქში ყველასათვის პატივსაცემი იყო, არასოდეს არავისთან პრობლემა არ ჰქონია. ახვლედიანებისა და ჯაფარიძეების აშკარა დაპირისპირებაშიც არ ერეოდა. ორივე მხარესთან მეგობრული და სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მის წინ გაცეცხლებული ნიკა იჯდა და ლექსოს ნამოქმედარს უამბობდა, ოჯახის უფროსი, დიმიტრი შუბლშეკრული უსმენდა და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. გურამი მისი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი იყო. ერთ თვეში ყიფიანი წვეულებას მართავდა, სადაც ისინიც და ახვლედიანებიც დაპატიჟებულნი იყვნენ, მთელი ოჯახის შემადგენლობით.
-მამა, იცოდე არ შევეგუები იმ ნაბიჭვრის ჩემს სახლში შემოსვლას,_აღშფოთებულმა უთხრა ნიკამ მამას.
-მეც ვბრაზობ და ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები გურამს, მაგრამ ის ჩემი პარტნიორია, წვეულებაზე აუცილებლად იქნება
-მამა, ლიკას არ უნდა ეს ამბავი გახმაურდეს, თანაც იცოდე, ის ახვარი თუ აქ ფეხს შემოადგამს, ჩემი ხელით დავახრჩობ,_ დაიმუქრა და ჯიქურ შეხედა დიმიტრის.
-წვეულებას სახლში არ გავმართავ, მაგრამ, მისმინე, შენ ერთადერთი ვაჟი ხარ ჩემი, ჩემი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი მფლობელი, ლექსო კი ჩვენი უდიდესი პარტნიორის, გურამ ჯაფარიძის მემკვიდრეა, რადგან მისმა ძმამ ირაკლიმ უარი თქვა ამ თანამდებობაზე. მგონი მიხვდი რისი თქმაც მინდა,_ მკაცრად მიმართა შვილს
-მგონი მეც გასაგებად ვთქვი, რომ ლექსო თუ გზაზე გადამეყარა, ადგილზევე მოვკლავ,_ კბილებში გამოსცრა ნიკამ
-ნიკა!_ უყვირა დიმიტრიმ
-მამა, მე მივდივარ, ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი!
-მეც უკვე ვთქვი და მოგიწევს ანგარიში გაუწიო თუ ჩემი საქმის გაგრძელებას აპირებ, ბიზნესში პირადი ცზოვრება არ უნდა ჩარიო. ნუ გგონია, რომ შენი არ მესმის, არც იმას გეუბნები ლექსოს პასუხი არ მოსთხოვო მეთქი. ასეთი არაკაცული საქციელისკენ არ მოგიწოდებ, უბრალოდ წვეულებაზე ბიზნესმენივით მოიქეცი,_მშვიდად მიუგო და მავედრებელი მზერა მიაპყრო
-ლიკას ვერ მოვთხოვ ამას,_ნიკამაც დაიმშვიდა ხმა.
-არ მოსთხოვო, უბრალოდ, გვერდში დაუდექი და სთხოვე
-არ ვიცი,_ დაბნეულობა დაეტყო ბიჭს
-წადი, გაისეირნე და იფიქრე,_ შვილს გაუღიმა და ადგა. ნიკაც წამოდგა და კარისკენ გაემართა.

თორნიკე, იოანე და ანდრეა ბარში წავიდნენ. ჯერ კიდევ არ იცოდნენ ნარკოტიკების ამბავი როგორ მოეგვარებინათ. უნდა დალოდებოდნენ გელას გამოჩენას და ისე ემოქმედათ, მოლაპარაკება ეცადათ და ფული გადაეხადათ. ამიტომ ფიქრით თავი აღარ დაიღალეს და გასართობად, გულის გადასაყოლებლად წავიდნენ. ანდრეას ჭრილობა სტკიოდა და სიარული უჭირდა, ამიტომ იომ არაყი ააცალა და სტაფილოს წვენი დაუდგა წინ.
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ?_გაბრაზდა ანდრეა
-ვერ დალევ და არც გაატრაკო!_ შეუბღვირა იომ და სასმელი მოსვა.
-ჯანდაბა,_ამოიოხრა და სტაფილოს წვენი დალია.
პრობლემები მართლაც გადაავიწყდათ, მაგრამ სიმშვიდე ეტყობა არ ეღირსებოდათ. ბარს ლექსო და მისი ძმაკაცები მოუახლოვდნენ, მათ დანახვაზე გაიღიმეს და გვერდით ამოუდგნენ. სამივეს მოექუფრა სახე, მაგრამ არაფერი უთხრეს.
-გამარჯობა, ბიჭებო,_ ეტუობა ლექსო არ აპირებდა გაჩუმებას და შარს ეძებდა
-ვაა, ლექსო, ასე ვინ გაგალამაზა? ეტყობა არ გეყო,_ ბრაზით და ირონიით მიუგო ანდრეამ
-შენმა ძმამ სხვათა შორის
-დაიმსახურებდი
-და კიდევ შენი დაიკოს შეყვარებულმა,_ ეტყობა ამაზე ლაპარაკი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ლექსოს.
-რა გინდა?_ამჯერად იოანემ შეუბღვირა
-უი არ იცით?,_თეატრალურად შეიცხადა ლექსომ და ირონიულად მომღიმარ ორ ძმაკაცს გადახედა
-რა არ ვიცით?_ სწრაფად იკითხა თორნიკემ
-შეეშვი ჩვენს ნერვებზე თამაშობს,_ ძმებს უთხრა იოანემ, მაგრამ ლექსო არ ჩერდებოდა.
-სულაც არა, უბრალოდ მეგონა თქვენს დაზე ზრუნავდით და უკვე გაიგებდით,_დანანებით ჩაილაპარაკა და სასმელი შეუკვეთა
-ამოღერღე რისი თქმა გინდა,_ შეუღრინა ანდრეამ
-რომელ ერთი ამოვღერღო? ის, როგორ გადმოვათრიე შენი შეშინებული და ტაქსიდან და როგორ გავიტაცე, ის, როგორ ვეფერებოდი და ვკოცნიდი მანქანაში თუ ის, როგორ იხსნა რომეომ, ან ის..._ მაგრამ სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, რომ ანდრეა გიჟივით ეცა, მას მიყვნენ იო და თორნიკეც და დაცვის სწრაფი რეაგირება რომ არა, ალბათ, ერთმანეთს დახოცავდნენ. ბარიდან გამოსულები სახლისკენ ისე გაიქცნენ, არავის შეუმჩნევია როგორ სდიოდა ნადრეას ჭრილობიდან სისხლი. სამივე ბრაზისგან იწვოდა, იცოდნენ ამას თავისებურად მოაგვარებდნენ, მაგრამ ჯერ ლიკა უნდა ენახათ.

ირაკლი მისაღებ ოთახში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ უაზრო გამომეტყველებით მიშტერებოდა ეკრანს. გვერდით მწოლიარე ბავშვს დახედა, უშფოთველად ეძინა მამის ხელში. ჯაფარიძეების საამაყო ვაჟი გაიზრდებოდა, ირაკლის კი ეს ფაქტი უკვე აღარ ხიბლავდა. ამ ქორწინებამ მართლაც ერთიანად შეცვალა მისი ბუნება. სიყვარულით არავინ ყვარებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თავისი ცოლი შეუყვარდებოდა.
-ირაკლი, ფული მჭირდება, მინდა ბავშვის ოთახისთვის და მისთვისაც რაღაცები ვიყიდო,_ ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა ოთახში ახლადშემოსულმა ცოლმა და გვერდით მიუჯდა
-ანანო, რა სისულეებს მეკითხები, როცა გინდა და რამდენიც გჭირდება აიღე,_ გაღიზიანება რომ დაეფარა ისევ მძინარე ბავშვს დახედა გულAი სითბო ჩაეღვარა.
-მინდა ძიძა ავიყვანოთ,_ გააგრძელა ანანომ
-ძიძა რად გინდა? სახლში უამრავი მოსამსახურეა, ერთადერთი რაც გიწევს ბავშვის მიხედვაა, იმაშიც გეხმარებიან, ჯერ ერთი წლისაა და არ მგონია რამე განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდეს
-არც მასე ადვილადაა საქმე
-მუშაობა გინდა? თუ სამსახურის დაწყება გინდა და მაგიტომ ამბობ კარგი
-არა, არა, რა მუშაობა, უბრალოდ, აი თუნდაც დღეს მეგობრები ზღვაზე წავიდნენ 10 დღით, რომ დაბრუნდებიან მალევე ბაკურიანში მიდიან ორი კვირით, ბავშვს ძიძას დავუტოვებ და წავალ
-გოგო შენ ნორმალური თუ ხარ? ერთი წლის ბავშვი მთელი თვით სად უნდა დატოვო?! რომ თხოვდებოდი და ოჯახს ქმნიდი არ იცოდი? ბავშვს რომ აჩენდი ხომ იცოდი უნდა მიგეხედა მისთვის!_ ხმას აუწია გაბრაზებულმა ირაკლიმ
- ბავშვს რომ ვაჩენდი? შეგახსენებ, რომ შენ გამაჩენინე
-ანანო, ბავშვს სძინავს, სანამ თავს ვიკავებ გადი აქედან და თვალით არ დამენახო, ისე ლაპარაკობ, თითქოს მე არ ვუვლი ბავშვს
-ხოდა სულ შენ უარე
-ანანო, იმდენს ნუ იზამ ბავშვი წაგართვა და გაგეყარო! ახლა კი გაეთრიე აქედან და ხმა აღარ ამოიღო,_ კბილებში გამოსცრა ირაკლიმ და ანანოც ოთახიდან გავარდა. მაქსიმალურად ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა. ბავშვთან დაიჩოქა და ფრთხილად აკოცა, ასევე ფრთხილად აიყვანა ხელში და ოთახში აიყვანა.

ეკატერინე თავის ოთახში იწვა და თავში ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა. ნიკასა და მამამისის საუბარი მოისმინა. ყიფიანები ისედაც ვერ იტანდნენ ჯაფარიძეებს და ახლა, ლექსოს საქციელის გამო ხომ მით უმეტეს. უცებ, ძალიან შესძულდა ლექსო, ისედაც ვერ იტანდა იმ საზიზღარ ბიჭს და იმის შემდეგ რაც ლიკას გაუკეთა საერთოდ აუტანლად იქცა. ისე ბრაზობდა მასზე ეკატერინე, თითქოს მხოლოდ ის იყო მიზეზი იმისა, რომ თავის სიყვარილთან ერთად ყოფნა არ შეეძლო. არადა რამდენი გადაულახავი ბარიერი იყო აღმართული მასსა და ირაკლი ჯაფარიძეს შორის. ირაკლის ცოლი, რომელიც იძულებული იყო მოეყვანა ერთი წლის წინ, მათი ბავშვი, ირაკლისა და ეკატერინეს ოჯახი, ყველაფერი. ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო ბავშვობიდან. არადა ეს გრძნობა პირველივე დანახვისას გაღვივდა და ნელ-ნელა ძლიერ სიყვარულად ჩამოყალიბდა. მათი განსხვავებული ხასიათის გამო ბევრჯერ უჩხუბიათ, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ. უყვარდათ მალულად, ხვდებოდნენ ჩუმად, ისე, რომ ამის შესახებ დღემდე არავინ იცის. ირაკლისთვის სარძლოდ ანანო უკვე კარგა ხნის შერჩეული ყავდათ, ბავშვის, ოჯახური ბიზნესის და კიდევ ათასი მუქარის გამო ირაკლი იძულებული იყო დაქორწინებულიყო. ეკატერინე ამაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა და ეჭვი არ ასვენებდა. მის გამო ხვდებოდნენ ერთმანეთს ყველასგან მალულად, ეშინიდა, რომ თუ მისი ოჯახი ამას გაიგებდა ყველაფერს დაკარგავდა. გამბედაობა არ ყოფნიდა ყველასა და ყველაფერს დაპირისპირებოდა სიყვარულის გამო და ახლა ამ შეცდომის ნაყოფს იმკიდა. რადგანაც ვერავის გაუმხელდნენ თავის ამბავს ირაკლი დაქორწინდა და ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. არადა კატოს როგორ ენატრება ის ბიჭი, მისი მუქი ლამაზი თვალები, მისი სხეული, მისი მოფერება და ჩახუტება, მასთან გატარებული ღამეები. მათი ურთიერთობა მართლაც განსხვავებული იყო. ირაკლი მასზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული, თავის მხრივ ეკატერინეც. პირველად მასთან 6 წლის წინ იწვა, როდესაც 20 წლისები იყვნენ და ეს არასოდეს უნანია. რა მოხდებოდა ის დაორსულებულიყო და ცოად გაყოლოდა, იქნებ.... გოგონამ თავი გააქნია. არ უნდოდა ფუჭ იმედებს აყოლოდა. ირაკლი მისი აუხდენელი მომავალი იყო და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლიდა. სახეზე ბალისი აიფარა და მწარედ ატირდა. თავის დაკარგულ ბედა დასტიროდა და თავის დაკარგულ მომავალს.

იო, თორნიკე და ანდრეა სწრაფად შევარდნენ სახლში. ყველა მისაღებში იყო, ლიკა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მათ დანახვაზე ყველა გაჩუმდა.
- ღმერთო, ბიჭებო, რა დაგემართათ?_ წამოიძახა შეშფოთებულმა ნანამ
-არაფერი, ლიკა, რამის თქმა ხომ არ გინდა?_ დას მიუბრუნდა თორნიკე
-ან, შენ, დანიელ,_ ძმას შეხედა ანდრეამ
-რაღაც გავიგეთ, ლექსოსთან ვიჩხუბეთ და უნდა ვიცოდეთ მართალია თუ არა,_ გააგრძელა ანდრეამ. ამ სიტყვებზე ყველა ლიკას მიაჩერდა. გოგონა გაწითლდა, თავი ჩახარა და ატირდა. დანიელმა საყვედურით გადახედა სხვებს და ლიკა გულზე მიიხუტა
-არ ვიცი ლექსომ რა გითხრათ, მაგრა, მგონი მართალია.
-დანიელ, წესიერად გვითხარი,_ ხმა გაიმკაცრა გიორგიმ
-ჯანდაბა, ლიკას ოთახში ავიყვან და გეტყვით,_ თვალები დააბრიალა დანიელმა, როცა შრეწინააღმდეგება სცადეს. ლიკა მორჩილად დაყვა ძმის ნებას და საძინებელში აყვა. ისე იყო ემოციებისგან დაღლილი დაწოლისთანავე ჩაეძინა, დანიელი კი მისაღებში დაბრუნდა და დეტალრად მოუყვა იოანესა და ოჯახის წევრებს წინა ღამის მომხდარი ამბავი.
-მოვკლავ იმ ახვარს,_ დაიღმუვლა ანდრეამ, მას მიბაძეს უმცროსმა ახვლედიანმა და იომაც.
-გეყოთ საქმის მუშტი-კრივით გარჩევა,_ დაიგრგვინა უფროსი ახვლედიანის ხმამ და ყველა გაჩუმდა.
-აბა რას გვთავაზობ, მამა,_ იყვირა ანდრეამ
-ამ საქციელს მწარედ ვანანებ, მაგრამ ჯერ მამამისს დაველაპარაკები. არავის მივცემ ჩემი ოჯახის შეურაწყოფის უფლებას.
-სულ ესაა?
-ანდრეა, ამცხელა კაცი ვერ წავალ და შვილის ტოლა ბიჭს ცემას ვერ დავუწყებ
-და რატომ არავის მოგდით თავში აზრად, რომ პოლიციამ მიხედოს ამ საქმეს,_ როგორც იქნა ხმა ამოიღო თვალცრემლიანმა ნანამ
-ლექსოს ნაცნობები ყავს, ალბათ ყველა ვიდეომასალა და ფაქტი უკვე წაშლილია
-იმ ოჯახს ამას ვანანებ,_ განაჩენივით თქვა გიორგიმ და კაბიეტში ავიდა. გაბრაზებული ბიჭები კი გაურკვევლობაში დატოვა. ლექსო უკვე კარგად შეალამაზეს, მაგრამ რა ხეირი?!
-ბიჭებო, სისულელე არ ჩაიდინოთ,_ უთხრა დანიელმა და ისიც ადგა
-უფროსი ძმა ჭკუას მასწავლის,_ გესლიანად მიუგო ანდრეამ, მაგრამ დანიელს პასხუი აღარ გაუცია.

ერთი კვირა ისე გავიდა ახალი არაფერი მომხდარა. ლიკამ ნიკას საშუალებით თითქმის დაივოწყა ეს ამბავი, ახვედიანებსაც მხოლოდ ორჯერ მოუვიდათ მსუბუქი ჩხუბი ლექსოსთან. ამ ორ ოჯახს შორის დაძაბულობა რამდენად შორს წავიდოდა არავინ იცოდა. ლილუ მამასთან ერთად საღამოობით დროს კარგად ატარებდა, მაგრამ როცა მთელი დღით მარტო იყო, რამის გაგიჟებულიყო. სახლში აქეთ იქით დადიოდა, დეპრესია მწვავედ უტევდა და არც წამალი ჰქონდა რომ გაეკეთებინა. არც უნდოდა მორფინის გამოყენება, მაგრამ ყოველ დღე ტირილითა და ღამე საშინელი სიზმრებით დაღლილი თავს ვერ ერეოდა. თვალწინ დანიელის სახე უდგებოდა და თავს უძლურად გრძნობდა. ენატრებოდა და ბრაზობდა მასზე. ფეხი მოურჩა და თითქმის აღარ სტკიოდა, მაგრამ ეს გაურკვეველი სიტუაცია აგიჟებდა. თვითონაც არ ესმოდა როგორ მოხდა დანიელთან ის, რაც მოხდა ასეთ მცირე დროში. მაგრამ, როცა ერთად ამდენი რამ გადაიტანეს, განა დროს მნიშვნელობა აქვს?



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ მაგარია ყოჩაღ გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu danieli da lilu shearige raa uzomod momwons eg wyvili. Xoda kide dzaan momwons txrobis stili da es nawilnawil istoriebi. Momwons likas da nikas wyvili. Ufro minda rom bevri dawero xolme liluze da danielze da kide bichebze andriaze ioze da tokozeeee. Aba shen ici veli shemdegs!!!!

 


№3  offline წევრი ლილუუ

თაკოთაკო
ვაუ მაგარია ყოჩაღ გააგრძელე

მადლობა, ახლა დავდებ ახალ თავს ^_^

nawkas12345
Auu danieli da lilu shearige raa uzomod momwons eg wyvili. Xoda kide dzaan momwons txrobis stili da es nawilnawil istoriebi. Momwons likas da nikas wyvili. Ufro minda rom bevri dawero xolme liluze da danielze da kide bichebze andriaze ioze da tokozeeee. Aba shen ici veli shemdegs!!!!


მადლობა დიდი ^_^ დავდებ ახლა ახალ თავს, შევეცდები უფრო გავზარდო თავები და საინტერესოდ ვწერო <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent