შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი. დასასრული


30-01-2017, 14:52
ავტორი snazina
ნანახია 1 584

თავი 13

დილით ივანი გამოქვაბულის ქვემოთ ატეხილმა ხმაურმა გამოაღვიძა. წამოჯდა და გარშემო მიმოიხედა. მცველი არსად ჩანდა. ადგა და გარეთ გაიხედა. უკვე კარგად გათენებულიყო, ხმაურმა დააინტერესა და ქვემოთ ჩაიხედა. ორი ერთმანეთზე გადახლართული ჭინკა ძირს გორავდა, დაუნდობლად აგლეჯდნენ კბილებით ხორცს ერთმანეთს და მთელი ხმით კიოდნენ. ივანი ისევ გამოქვაბულისკენ მობრუნდა და თვალებიტ მცველის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად შენიშნა. ,, სად წავიდა?“- გაიფიქრა დაბნეულად. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
- მცველო.- გაუბედავად დაუძახა თავის თანამგზავრს. გამოქვაბულის ექომ რამდენჯერმე გამეორა მისი სიტყვები და ბგერები შორს, გამოქვაბულის სიღრმისკენ წაიღო. უცებ ჭინკების ხმაური შეწყდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ივანმა ისევ ქვემოთ ჩაიხედა. ჭინკება, როგორც ჩანდა მისი ხმა გაიგონესა და ახლა მაღლა თავაწეულები ჰაერს ყნოსავდნენ. შემდეგ კივილით კლდეს დაეტაკნენ და ზედ ასვლა დაიწყეს, ერთს ფეხი დაუცურდა, მეორეს დაეჯახა და ორივე ქვემოთ ჩავარდა. წამოხტნენ, ხელის ფათურით მოძებნეს კლდე და ისევ ზედ ასვლას შეუდგნენ, ვერაფერს ხედავდნენ, ხელის ცეცებით პოულობნენ კლდეში ხელჩასაჭიდ პატარა ნაპრალებს. ნახევარი კლდე აიარეს კიდეც და ივანს უკვე გული შეუტოკდა მღელვარებით, მაგრამ უეცრად ერთი ჭინკა ისევ მოწყდა კლდეს და მეორეც თან ჩაიტანა. ივანმა შვებით ამოისუნთქა, სულაც არ სურდა ამ არსებებთან ახლოს შეხვედრა.
გამოქვაბულში შებრუნდა, მცველის ჩანთა ადგილზე იდო, გვერდით მიუჯდა. გარემო შეფიქრიანებულმა მოათვალიერა. ,, სად ხარ?“ - გაიფიქრა და წამოდგა. ჩანთა ზურგზე მოიგდო და კლდიდან გადაიხედა. ქვემოთ ვერ ჩავიდოდა. გამოქვაბულის სიღრმეს გახედა. წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რა ელოდა. ან საერთოდ თუ იქნებოდა გასასვლელი. მაგრამ გუმანით ხვდებოდა უნდა წასულიყო. ერთხელაც შეხედა გამოქვაბულის შემოსასვლელს და გაურკვეველი მომავლისკენ გულაფანცქალებული წავიდა.
გამოქვაბული თანდათან ბნელი და დაბალი ხდებოდა. რამდენჯერმე დაეჭვდა კიდეც ღირდა თუ არა გზის გაგრძელება და მაინც რატომღაც ჯიუტად წინ მიიწევდა, თითქოს რაღაც ან ვიღაც ეძახდა სწორედ ამ გზით წასულიყო. ცოტახანს შეჩერდა, ჩანთაში ფარანი მოძებნა და გამოქვაბულის კედლები გაანათა. ასეთ რამეს არ ელოდა, კედლები მოხატული იყო უცნაური არსებების გამოსახულებებით. რამდენიმე ეცნო. ტყეში დაინახა აქეთ რომ მოდიოდნენ. ,, აქაური ჭინკების ცხოვრების ამსახველი კადრები“- ირონიულად ჩაიღიმა და ინტერესით დაიწყო კედლების შესწავლა. ივანის შიში და სიფრთხილის გრძნობა პროფესიულმა ინტერესმა გადაფარა. გამოქვაბულის კედლები მოუთხრობდა ამ საოცარი ადგილის ისორიას. კედელზე გამოსახული იყო არსებებს შორის ბრძოლის სცენები, გამარჯვებულთა ლხინისა და დამარცხებულთა დატყვევების, საზარელი მსხვერპლშეწირვის რიტუალების სცენები. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო საშნელი ხდებოდა ნახატებში ჭინკების, ალქაჯებისა და უცნაური ბანჯგვლიანი არსებების სახეები.
ივანის ყურადღება ერთმა ნახატმა მიიქცია, რომელზეც ერთი ადამიანის ორად გახლეჩის სცენა იყო ასახული. არმაზის ისტორია გაახსენდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულას ხეობის ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადა და ახლა ამ ნახატებიდან ყველა კითხვას გასცემდა პასუხს. მართლაც ნახატებში გულსა ხეობის ისტორიაზე ბევრი რამის შეტყობა შეიძლებოდა. მაგალითად მსხვერპლშეწირვის რიტუალის გამოსახულების კარგად დათვალიერების შემდე ივანს გონებაში ბუნდოვანმა ეჭვმა გაურბინა. ნახატზე გამოსახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომლის სხეულიდან გამოსული სული( ივანმა ასე იფიქრა ნახატიდან გამომდინრე) გვირგვინით თავდამშვენებული ქალის ხელში მოთავსებულ გრაალში გადადიოდა. და შემდგომ ნახატში ამ ქალს გრაალი თუჩებთან მიჰქონბდა. ივანი მიხვდა რომ ეს ნახატები დედოფლისთვის მსხვერპლშეწირვას ასახავდა.
შემდეგი ნახატები ასახავდა არმაზისა და დედოფლის ბრძოლას, დედოფლის დამარცხებასა და დატყვევების ცერემონიას. ბოლო ნახატზე კი გამოსახული იყო ბიჭი ხმლით ხელში, რომელიც ორ მთას შორის მოქცეულ კარიბჭესთან იდგა, კარიბჭის მეორე მხარეს ბნელეთის მოციქულები, ჭინკები, ალქაჯები იყვნენ და მათწინ აღმთულ კარიბჭეზე გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა არ შეეძლოთ ამის გკეთება.
ახლა ივნისთვის ნათელი გახდა თუ სად მოხვდა. მიხვდა რა საიდუმლო ინახებოდა გულას ხეობაში და რატომ არ უნდოდა რელიქვიების მცველს ეს ყველაფერი გაემხილა.
ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ასეთი სამყარო, მართლაც არსებობდა და ზღაპრის გმირები, მითიური,ლეგენდარული არსებები მართლაც რეალურად არსებობდნენ და სწორედ აქ გულას ხეობაშ იყვნენ თავმოყრილნი. უფრო სწორად კი ჩაკეტილნი, ხეობის დატოვედა არ შეეძლოთ და ამიტომ მათი არსებობა მხოლოდ მითებსა და ლეგენდებში იყო შესაძლებელი.
ივანი გამოქვაბულს გაუყვა. კედლები სველი და ხავსიანი გახდა, სიღრმიდან წყლის ხმა მოესმა. რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და დილემის წინაშე აღმოჩნდა. მის წინ ორი გვირაბის შესასვლელი გამოჩნდა. ერთი გვირაბიდან ძლიერად ისმოდა წყლის ხმა. მეორეში კი სამარისებული სიჩუმე იდგა. ,,საით წავიდე?“- კითხა საკუთარ თავს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა საიდანაც წყლის ხმა ისმოდა იქით წასულიყო.
-გაიღვიძე.- გარკვევით მოესმა ქალის ხმა. შებრუნდა, ფარანით გამოქვაბული მოათვალიერა. ვერავინ შენიშნა.
- აქ ვინ არის?- პასუხს დაელოდა,მაგრამმხოლოდ საკუთარი ხმის ექო გამოეპასუხა გვირაბებიდან.და კვლავ სიჩუმე ჩამოწვა?
- არის აქ ვინმე?- დაიძახა ხმამაღლა საკუთარი თავის გასამხნევებლად, კვლავ მხოლოდ ექომ გაიმეორა მისი სიტყვები და სიჩუმე ჩამოწვა. გამბედაობა მოიკრიდა და არჩეულ გვირაბს გაუყვა. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ უეცრად მის თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა. გვირაბი პირდაპირ მდინარის ნაპირზე გამოდიოდა და მწვანე ველზე ორი კურდღელი დახტოდა.ყავილები ყვაოდა და საოცრად მიმზიდველ სურნელს აფრქვევდა. ყვავილების თავზე პეპლების გუნდი დაფარფატებდა.
- გაიღვიძე.-ისევ მოესმა ვიღაცის ძახილი. შებრუნდა, ხმა გვირაბიდან ისმოდა. მაგრამ არავინ ჩანდა. ,,მეჩვენება ვითომ?“ გაიფიქრა და კვლავ მდინარისკენ შებუნდა.მდინარის ნაპირას ტირიფი შენიშნა, ისეთი ლამაზი იყო. თვალი ვეღარ მოაშორა.მისკენ წავიდა. ,, მდინარისკენ ხელგაწვდილ ქალიშვილს გავს, რა ლამაზია.“-ფიქრობდა და ხის ძირში ჩამოჯდა, ზურგით ხეს მიეყრდნო და ძილი მოერია. თვალები დახუჭა და...
-გაიღვიძე.- შეანჯღრია ვიღაცამ. თვალი გაახილა. მის წინ ძალიან ლამაზი, ცისფერ კაბაში გამოწყობილი ქალიშვილი იდგა. ივანმა გაოცებისგან თვალები მოიფშვნიტა.
- მხედავ?- შეეკითხაქალიშვილს.
გოგომ თავი დაუქნია.
-დამეხმარე.-სთხოვა ივანს და ვედრებით სავსე თვალები შეანათა.
-როგორ?და შენ რატომ მხედავ?
- დღისით მხოლოდ ის არსებები ვერ ხედავენ ვინც ბნელ დედოფალს ემსახურებიან.
-შენ ვის ემსახურები?
-ჯავეს უფლისწულს.
ივანი ინტერესით ათვალიერებდა გოგონას და ცდილობდა გამოეცნო შეიძლებოდა თუ არა მისი ნდობა.
-რა გქვია?- შეეკითხა ბოლოს.
-აია. ჯავეს უფლისწულმა შენ მოსაძებნად გამომგზავნა. მითხრა რომ ჩემ დახმერებას შეძლებ.
- ჯავეს უფლისწული...
-ჩუმად.- გააჩერა აიამ.- გესმის?
ივანმა ყური დაუგდო ცამოწოლილ სუჩუმეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა და კითხვის ნიშნით სავსეწ სახიტ შეხედა გოგონას.
-კლდის თავზე ყვავები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ კლდეზე ჩვენთან ამოფრენა და დედოფალისთვის აქ მომხდარ ყველა წვრილმანზე ამბის მიტანა.
-გაიღვიძეე.- ისევ მოესმა ივანს.
- გაიგონე?- წამოხტა ფეხზე ივანი.
- რა?- კითხვით უპსუხა აიამ.
- გიღვიძეე.- უფრო ხმამაღლა გაისმა ძახილი.
-ახლა გაიგონე?- ივანი დაბნეული ათვალიერებდა გარემოს. ცდილობდა დაენახა ვისი ხმაც ესმოდა,მაგრამ ამაოდ. გარშემო არავინ ჩანდა. უცებ ძლიერი რყევა იგრძნო. ერთბაშად გამოფხიზლდა, თვალები გაახილა, თავი ასწია და... მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თავის სახლში, საწერ მაგიდასთან იჯდა, მის წინ გულას ხეობიდან ჩამოტანილი სურათები იყო გაშლილი,მაგიდის მეორე მხარეს კი მომღიმარი ემმა იდგა.



№1 სტუმარი A

E... sul esaa??? Ar arsebobs nutu yvelaperi daesizmra??? Am istorias gagrdzeleba ar aqvs???

 


№2  offline წევრი snazina

A
E... sul esaa??? Ar arsebobs nutu yvelaperi daesizmra??? Am istorias gagrdzeleba ar aqvs???

ოოო, დაესიზმრა თუ არა ამას შეიტყობთ მომდევნო ნაწილიდან რომელსაც გამოვაქვეყნებ ზაფხულში. მანამდე კი ველი თქვენს მოსაზრებებს. რას მირჩევთ შემოვაბრუნო სიუჟეტი რეალობისკენ თუ დავტოვო როგორიც არის მითოლოგიაში ჩაძირული.

 


№3 სტუმარი Guest Wasp

Dzalian magari iyo da es bolo taviii sul ar wamekitxa jobdaa.ase mecodineboda rom ganvitareba aqvs.aman titqos uceb momkla:d

 


№4  offline წევრი snazina

Guest Wasp
Dzalian magari iyo da es bolo taviii sul ar wamekitxa jobdaa.ase mecodineboda rom ganvitareba aqvs.aman titqos uceb momkla:d

ხალხო არ დამიმთავრებია, ვაგრძელებ წერას, დროებით არ გამოვაქვეყნებ ხოლმე, რომ შემდეგ დიდი თევების შემოთავაზება შევძლო. და საერტოდ ჯერ კიდევ საკითხავია ეს ყველაფერი იყო ივანის სიზმარი თუ არაა. ასე რომ მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გპირდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent