შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 16,17,18,19 (დასასრული)


30-01-2017, 17:34
ავტორი Constance
ნანახია 2 013

16.
- მაინტერესებს სახეზე რა მოუვიდა - თქვა ტალიამ სადილზე - კიმს ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. დიმიტრი კი ხუმრობით მიშორებს თავიდან.
- შეიძლება დაიმსახურა - ვუპასუხე და შევცბი როდესაც ჩამარტყა.
- ტალია, თიოს ნუ ურტყავ. თუნდაც იმსახურებდეს - ამოიოხრა დედამ.
- თიო, ამაზე ხუმრობა არ შეიძლება. დიმიტრის დალურჯებები შენც დაინახე - მითხრა დანაღვლიანებულმა ტალიამ.
თავი შევაბრუნე, რომ ჩემი სინდისის ქენჯნა არ შეემჩნია - ჰო, შეიძლება არასწორი ადამიანი გააბრაზა.
ალექსი მთელი დღის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არც ვარსებობდი. როგორც ჩანს ეხლა იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელსაც მისი ძმა.
- შეიძლება დიმიტრიზე არ ვილაპარაკოთ? - სინდისი მაწუხებდა, რომ ჩვენი ურთიერთობის გამო იყო ესეთ მდგომარეობაში.
- შენს ნიშნებზე ვილაპარაკოთ, თიო - მითხრა მამამ.
- რას ვამბობდით დიმიტრი ივანოვზე? - ვკითხე ენთუზიაზმით.
- კარგი ცდაა, მაგრამ არა. შენი მათემატიკის ნიშნები საშინელებაა - მითხრა მარტივად.
- იქნებ დიმიტრიმ ამეცადინოს - წარბები ამითამაშა ტალიამ.
- მირჩევნია ჩავიჭრა - ჩავიბუზღუნე.
- არ მაინტერესებს, თუ გინდა ლომვეშაპმა გამეცადინოს. ნიშნები ასწიე. ჩაჭრასთან ძალიან ახლოს ხარ. თუნდაც ოლივერისგან გადაიწერე და ნორმალური ქულები მიიღე - ამოიოხრა მამამ.
- ჰო, ჰო ჰო - წამოვდექი და საძინებელში ასვლამდე თეფში ონკანში ჩავდე.
ჩემს საწოლზე წამოვწექი, ბალიშის ქვეშ შენახული დიმიტრის შარფი ამოვიღე და ყელზე შემოვიხვიე. მისი შესანიშნავი სურნელი შევიგრძენი და ოდნავ გამეღიმა.
გვერდზე გადავბრუნდი და ჩავფიქრდი. დიმიტრის კიდევ ერთ ვახშამზე დავპატიჟებდი, შეიძლება პარკში გავსულიყავით, რადგან მის სახლში მისვლა კარგი აზრი არ იყო. შეგვეძლო უბრალოდ განვტვირთულიყავით, გველაპარაკა და დრო ერთად გაგვეტარებინა.
ამ ფიქრით გაღიმებულმა, თავს უფლება მივეცი ჩამძინებოდა.
***
- დიმიტრი, შენი სახე უკეთესად გამოიყურება - ტალიამ ლოყაზე მიუთითა. ყბაზე დაზიანება ისევ ცუდი ჩანდა, მაგრამ ლოყა და თვალის კუთხე შედარებით დასცხრომოდა.
- რუსული საშუალებები - უპასუხა ბიჭმა და შარფის კიდეების წვალება დაიწყო.
დღეს დიმიტრის ღია ყვითელი, მოტკეცილი ჯინსი და იმდენად ბჭყვიალა მაისური ეცვა, რომ ყოველი შეხედვისას თვალებს მტკენდა. ღია ცისფერი შარფი შემოეხვია, რომელიც მის სუსხიან თვალებს ეხამებოდა. თავისი ჩვეული სამაჯურები და მაკიაჟი ჰქონდა. თმა როგორც ყოველთვის იისფერი ბჭყვიალებით.
- დენი ოდონელის ძმამ გცემა? - იკითხა ტალიამ.
დიმიტრიმ თავი გააქნია და ოდნავ გაიცინა - არა, ის მხოლოდ დერეფნებში მკრავს ხელს. არასდროს იქნება ესეთი მოძალადე ჩემს მიმართ. იცის მამაჩემი როგორიცაა. მოკლედ, უბრალოდ პატარა ინციდენტია, ნუ იდარდებ ამაზე.
- იცი რაც დაემართა? - ჩუმად მკითხა ოლივერმა.
- ჰო, მირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკო - ჩავიბუზღუნე.
- დაიცადე, ეს შენ გააკეთე? - მკითხა გაოცებულმა - იმიტომ რომ თუ ასეა დაქორწინებას შემოგთავაზებდი.
მხარში ჩავარტყი და შევუბღვირე - მე არაფერი გამიკეთებია - მივახალე.
- რა არ გაგიკეთებია? - მკითხა დაბნეულმა ტალიამ.
- ოლივერისთვის არ მიღალატია - ბიჭს მხარზე ხელი გადავხვიე - თოლივერი 2.0 ისევ განაგრძნობს ცურვას.
- არავინ შიფავს თოლივერს - თქვა გაღიზიანებულმა ტალიამ - და ეს მახინჯი სახელია.
- შენ ხარ მახინჯი! - ოლივერმა დაუყვირა და ტალიას ენა გამოუყო.
- ვფიქრობ ძალიან მიმზიდველები ხართ, უკანა პლანის პერსონაჟის გამოკლებით - თქვა დიმიტრიმ.
ოლივერმა დაიწუწუნა, მე და ტალიამ კი ჩავიხითხითეთ - ოდესმე მეც ჩამთვლი მთავარ პერსონაჟად - ჩაიბუზღუნა ჩემმა მეგობარმა.
- დიმიტრი, სკოლის შემდეგ ვრჩებით? - იკითხა ტალიამ.
- ვფიქრობ თავისუფალი ვარ - თავი დაუქნია დიმიტრიმ - ძვირფას კიმბერლის ვაცნობებ.
- თიო მათემატიკაში იჭრება. ვინმე სჭირდება ვინც მათემატიკაში ამეცადინებს - ეშმაკურად გაიღიმა ტალიამ.
- დიდი სიამოვნებით ვამეცადინებ პატარა თეოდორს! - უპასუხა ბიჭმა, შემომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა.
გავწითლდი და ორივეს შევუბღვირე - ვერცერთს ვერ გიტანთ. დამხმარე არ მჭირდება. ჩემი უკანა პლანის პერსონაჟის დავალება მაქვს გადასაწერად - ვანიშნე ოლივერზე.
- ეი! - დაიწუწუნა პასუხად - ამის მერე ჩემს დავალებას ვეღარ გადაიწერ, იდიოტო!
- დიახ გადავიწერ - თვალები გადავატრიალე.
ოლივერი შეცბა - ჰო, კარგი, გადაიწერ, მაგრამ ამის გამო გაბრაზებული ვიქნები!
- ეგ არ მაინტერესებს - თავზე ხელი გადავუსვი.
ხელი მომაშორებინა და გაიბუტა - ჩვენი შიფი არ ჩაძირო თიო.
- თქვენი შიფი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ტიტანიკი - ამოიოხრა ტალიამ.
- ძალიან საინტერესოა, მაგრამ რაღაც საქმე მაქვს. მოგვიანებით გნახავთ - დიმიტრიმ ხელი დაგვიქნია და თავის ჩვეულ მაგიდასთან გადაინაცვლა. ვუყურებდი როგორ ამოიღო რვეული და ხატვა დაიწყო.
გონებაში მის მიერ შესრულებული, ჩემი პორტრეტი ამომიტივტივდა. თავი შევიკავე რომ არ წავსულიყავი და არ მენახა რას ხატავდა. ძალიან ნიჭიერი იყო.
ყურადღება ისევ ტალიასა და ოლივერს მივაპყარი და გაკვეთილის დასრულებამდე ვსაუბრობდით. ლანჩამდე დრო გაიწელა. ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და დიმიტრის გამოჩენას ველოდი.
ბოლოს როგორ იქნა კიმთან ერთად დერეფანში შევნიშნე და წამოვდექი. რაღაც ჩავიბუზღუნე საპირფარეშოსთან დაკავშირებით და ოთახიდან გავედი.
დიმიტრიმ შემამჩნია. მათთან მივედი და წინ დავუდექი. საზოგადოებაში მასთან ლაპარაკისას ამჯერად თავი ცუდათ არ ვიგრძენი, რადგან კიმიც ჩვენს გვერდით იყო. გოგონამ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მაინც იცოდა.
- გინდა სკოლის შემდეგ პაემანზე წავიდეთ? - ვკითხე დაბალი ხმით.
- აჰ, როგორი შესანიშნავია პატარა თეოდორ! დიახ მინდა - მიპასუხა მხიარულად.
- უჰ, მაპატიე პრინცესა, მაგრამ ჩვენთან ერთად უნდა დარჩე - კიმმა მეგობარს წარბი აუწია.
დიმიტრიმ ხელი ჩაიქნია - ძვიირფას ტალიას ვეტყვი რომ რაღაც საქმე გამომიჩნდა. მირჩევნია დრო პატარა თეოდორთან გავატარო, ვიდრე ვიღაც ბავშვები ვამეცადინო - უპასუხა მან.
კიმმა ამოიოხრა და თავი დაუქნია - ჰო, ჰო, არაფერს ვიტყვი. მაგრამ ყოველ დღე ვერ გადაგვაგდებ! ერთადერთი ხარ რომელსაც ნახევარ მათემატიკის ჭკუასუსტ ბავშვებთან სამეცადინოდ მოთმინება ჰყოფნის - თქვა გოგონამ.
- მაპატიე, მაგრამ მეც ჭკუასუსტი ვარ მათემატიკაში - დავიწუწუნე.
- დიახ, ჭკუასუსტი ხარ. მაგრამ მე შესანიშნავი ვარ, ასე რომ სწავლაში დაგეხმარები - ამაყად გაიღიმა დიმიტრიმ - მხოლოდ რამდენიმე კოცნის სანაცვლოდ.
- ამის გაკეთებას შევძლებ - თავი დავუქნიე.
- აწწ, ძალიან საყვარლები ხართ - ღიმილით გვითხრა კიმმა - და თიო წინა ბიჭზე საყვარელია, დიმიტრი - კიმმა თმა ამიჩეჩა, ხელი მოვაშორებინე.
- ძვირფასო კიმბერლი, წინა ბიჭი, ვისთანაც ვიწექი, შენი მეგობარი იყო. და მე პატარა თეოდორთან არ ვწევარ. ის ჩემი შეყვარებულია - ჩაიცინა დიმიტრიმ.
- ჰო, მაგრამ ის ბიჭი ჩემი ყველაზე მიმზიდველი მეგობარი არ იყო. და თქვენთვის უკეთესი რომ ერთმანეთს ხვდებით - თქვა კიმმა და დიმიტრის მიეყრდნო.
- ჩემს მაგიდას დავუბრუნდები. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა - შევბრუნდი და უსიტყვოდ მოვშორდი. იცოდა რომ გასახდელში უნდა შემხვედროდა.
ტალიასთან და ოლივერთან ერთად დავჯექი. ტალიას ნერვიულად ვუყურებდი.
ალექმსა თუ სცემა დიმიტრი, როდესაც ჩვენზე გაიგო, ჩემი საკუთარი და რაღას გააკეთებდა? ტალია არ იყო მოძალადე ადამიანი, მაგრამ არც ყველაზე წყნარი და მშვიდი არსება იყო მთელს დედამიწაზე. დიმიტრის მიმართ მის სიმპათიას კი ნათლად ვხედავდი, რაც სიტუაციას აუარესებდა.
ზარი დაირეკა და ინგლისურის კლასში წავედით. დიმიტრის გვერდით ადგილი დავიკავე, მან კი ხელი ჩემსას დაადო. ნეიტრალური გამომეტყველება შევინარჩუნე, იმის მიუხედავად რომ გაღიმება ძალიან მინდოდა.
- ჰამლეტის ტესტისთვს, სამი წინადადების ციტირება მოგიწევთ - თქვა მისის სლეითმა და დაფაზე რაღაც დაწერა.
- ჯანდაბა, ამას ვერ გავაკეთებ - ჩავისისინე.
- შეგიძლია ჩემგან გადაიწერო. რამდენიმე ციტატას გეტყვი - მხრები აიჩეჩა დიმიტრიმ.
- ცხოვრებაში პირველად, ძალიან მიხარია რომ ჰამლეტით ხარ შეპყრობილი - აღელვება შემიმსუბუქდა.
- „Take each man's censure, but thy judgment“ - გაიკრიჭა.
- სერიოზულად, აუცილებელია ყველაფერში ჰამლეტის ციტირება? - თვალები გადავატრიალე.
- For the apparel oft proclaims the man - მიპასუხა და ჩვენს შორის მიმითითა - პოლონიუსის ამ მშვენიერი ციტატის მიხედვით, მჯერა რომ უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ მე დიდებული ვარ და შენ ოდნავ მოსაწყენი პატარა თეოდორ.
ისევ თვალები გადავიტრიალე და მხარში ოდნავ ჩავარტყი - მოკეტე. მოსაწყენი არ ვარ, უბრალოდ ნორმალური ადამიანივით ვიცვამ, შეშლილო.
- დიმიტრი! თიო! ყურადღებით იყავით - დაიყვირა მისის სლეითმა.
- მე მაპატიეთ - მხიარულად უპასუხა დიმიტრიმ. მისის სლეითმა შეუბღვირა, მაგრამ დაფისკენ შებრუნდა და წერა განაგრძო.
გაკვეთილის ბოლომდე სიჩუმეში ვისხედით და მასწავლებელს ვუსმენდით, რომელიც ჰამლეტს ხსნიდა. როდესაც ზარი დაირეკა, ადგილიდან წამოვხტი.
სასწავლო შესვენებაზე შევედი და ჩვენს მაგიდასთან დავჯექი. ზარის დარეკვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დიმიტრი და კიმი ოთახში შემოვიდნენ და ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ.
- ტალია, ჩემო ძვირფასო, უნდა მოგიბოდიშო, მაგრამ დღეს ვერ დავრჩები. რაღაც საქმე გამომიჩნდა - დრამატულად ამოიოხრა ბიჭმა.
ტალია შეცბა - ოჰ, კარგი დიმიტრი, ხვალ?
- დიდებულად ჟღერს! - უპასუხა დიმიტრიმ ღიმილით.
- და შემდეგ შეგვიძლია გავერთოთ - უთხრა ტალიამ და გაწითლდა - ანუ ხომ მიხვდი, მე, შენ და კიმს შეგვიძლია მეცადინეობის შემდეგ სადმე გავიდეთ.
- მშვენიერი აზრია - თავი დაუქნია დიმიტრიმ. მზერა ჩემზე გადმოიტანა - პატარა თეოდორ, შემოთავაზება მაქვს.
- რა? - ჩავიბუზღუნე და შევხედე.
- სასწავლო შესვენების შემდეგ, მთავარ შემოსასვლელთან შემხვდი. შენთვის სიურპრიზი მაქვს - თვალი ჩამიკრა, შებრუნდა და კიმთან ერთად თავის მაგიდასთან წავიდა.
თვალები დაბნეულმა დავახამხამე - რა სურპრიზი შეიძლება ჰქონდეს ჩემთვის? - ჩემი ფიქრები გავახმოვანე.
- დაქორწინება უნდა გთხოვოს - მითხრა ოლივერმა.
შევუბღირე და გვერდში ჩავარტყი - სასაცილო არ არის ოლივერ!
- თიო მართალია. მაინტერესებს დიმიტრის რა შეიძლება ჰქონდეს მისთვის - თქვა დაეჭვებულმა ტალიამ.
მხრები ავიჩეჩე და ვეცადე ბევრი არ მეფიქრა. დიმიტრი ალბათ რამე ძალიან სულელურს გააკეთებდა და შემდეგ პაემანზე წავიდოდით.
წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. როდესაც ზარი დაირეკა, დიმიტრი უკვე წასული იყო და შევცბი.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე და მეგობრებს კლასიდან გავყევი. შესასვლელთან მივედი და ბავშვების ბრბოში დიმიტრის ძებნა დავიწყე.
- პატარა თეოდორ.
შევბრუნდი და მომღიმარი ბიჭი ჩემთან მოვიდა. ხელი გამოიწვდინა და ლოყაზე ნაზად მომეფერა. ხელი მოვაშორებინე და გავწითლდი. ოლივერი და ტალია ჩვენს გვერდით იდგნენ! რა ჯანდაბას აკეთებდა?!
სახეზე ღიმილი შეინარჩუნა - მოხვედი.
- ჰო - ჩავიბუზღუნე - რა გინდა დიმიტრი? - მინდოდა სწრაფად ეთქვა. რამდენიმე ბავშვი უკვე გვიყურებდა.
- ეს - დიმიტრიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია, დაიხარა და მაკოცა. ბავშვების ჯგუფიდან რამდენიმე ხმამაღალი შეძახილი მომესმა.
შეძრწუნებულმა, დიმიტრის ხელი ვკარი და შევბარბაცდი. გაფართოებული თვალებით შევხედე.
- რას აკეთებ? - ამოვახველე. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილიყო და ვიგრძენი სახე როგორ ამიწითლდა.
დიმიტრი აუღელვებელი ჩანდა და ისევ ჩვეული ეშმაკური ღიმილით მიყურებდა. რა ჯანდაბა დაემართა?
- ჩვენი ურთიერთობის დამალვა აღარ მინდოდა, პატარა თეოდორ. მიყვარხარ - ისევ იგივე გამომეტყველებით მითხრა, მაგრამ ხმა დაუსერიოზულდა.
ყბა ჩამომივარდა. ამდენი ხალხის წინ მართლა ამიხსნა სიყვარული? გარშემო მიმოვიხედე. უამრავი ადამიანი გვიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.
ნერწყვი ნერვიულად გადავყლაპე - შენ.... შენ შეშლილი ხარ! - დავიყვირე.
ჩვენი შეხვედირ შემდეგ პირველად, თვალებში მხიარულება ჩაუქრა. ტუჩები შეუცბა, მაგრამ ღიმილის შენარჩუნება შეძლო.
- ღმერთო, რა ჯანდაბამ გაფიქრებინა რომ შემიყვარდებოდი? არც კი მომწონხარ! უცნაური და შეშლილი ხარ! თავი დამანებე! - დავიყვირე და როდესაც მისი სახიდან ღიმილი ჩამოიშალა, შევბრუნდი. მისი გამომეტყველების დანახვას ვერ გავუძლებდი. უბრალოდ... არ მინდოდა ხალხს სცოდნოდა რომ მას ვხვდებოდი.
დერეფანი სწრაფად გადავირბინე, სკოლიდან გავვარდი და ჩემი დამსხვრეული და უარყოფილი შეყვარებულისგან შორს გავიქეცი.


-In a show of hands, who said these wors before? In a show of hearts on the floor, who ever meant them more? - Mayday Parade-ს ვუსმენდი და ივანოვების სახლისაკენ მივდიოდი.
დიმიტრის უნდა დავლაპარაკებოდი. ტალია და ოლივერი შეუჩერებლად მწერდნენ და მირეკავდნენ, მაგრამ ორივეს ვაიგნორებდი. სინდისის მქენჯნიდა დიმიტრის უარყოფის გამო და მასთან ლაპარაკი მინდოდა.
ივანოვების სახლის წინ გავაჩერე და მანქანა გამოვრთე. ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. რა თქმა უნადა დალაპარაკების შემდეგ დიმიტრი გამიგებდა.
მანქანიდან გადავედი და სახლისკენ წავედი. მისტერ ივანოვი კიბეზე დავინახე და პირი გავაღე რომ დიმიტრიზე მეკითხა.
მაგრამ ადგილზე გავშეშდი.
ეს მისტერ ივანოვი არ იყო. დიმიტრი იყო.
დიმიტრიმ ნელა, მშვიდი გამომეტყველებით ამომხედა. გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რასაც ვხედავდი.
- დიმიტრი - ბოლოს როგორღაც მოვახერხე - შენ.. შენ ძალიან....
- ნორმალური ვარ? - დაამთავრა ჩემს მაგივრად. ჩახლეჩილი, ბოხი ხმით და შესამჩნევი აქცენტით.
- ჰო - ვთხვი ჩუმად - ნორმალურად.
თავისი აღმაშფოთებელი ჩაცმულობის მაგივრად, ამჯერად ღია ცისფერი, გრძელკლავიანი, მოტკეცილი მაისური და მუქი ჯინსები ეცვა. ფეხშიშველი იყო და არც სამაჯურების, არც მაკიაჟის და არც იისფერი თმის კვალი არ ემჩნეოდა. თავისი ღია ყავისფერი თმა ოდნავ ასჩეჩვოდა, ყურებსა და უამრავ პირსინგს უფარავდა. მხოლოდ ცხვირის პირსინგი უჩანდა.
მოდელს ჰგავდა. ათასგვარი კონკურსის გამარჯვებულ, დიდებული გარეგნობის, რუს მოდელს. მაისურის ცისფერი ფერი მის თვალებს ეხამებოდა და უფრო ნათელს აჩენდა. გრძელი და სქელი წამწამები, მაკიაჟის გარეშეც მუქი ჰქონდა.
- მაგრამ... იისფერი თმა... - თვალებს ვერ ვუჯერებდი.
ხელი რბილ თმაში შეიცურა - გელს ვიყენებდი. დროებით ღებავს ჩემს თმას და წყლით შემიძლია ჩამოვიბანო.
- ესე რატომ გაცვია? - ვკითხე ბოლოს.
- იმიტომ რომ დავიღალე, თიო - მითხრა ნაღვლიანი ღიმილით.
თიო.
მანამდე ჩემთის თიო არასდროს დაუძახია. მხოლოდ პატარა თეოდორი.
- არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა - ჩავიჩურჩულე, უკვე ვაცნობიერებდი რამდენაც ცუდად იყო საქმე.
- ვიცი რომ არ გინდოდა, ეს კი საქმეს უფრო აუარესებს. ჩემი ჩაცმულბისა და ქცევის გამო იმდენად შერცხვენილი იყავი, რომ დაბნეულობისგან ჩვენი ურთიერთობა უარყავი. მართლა მეგონა რომ მიმიღებდი - მითხრა მშვიდად.
- მიგიღე დიმიტრი. შენს გამო არ მრცხვენია - ვუპასუხე, ვიცოდი რომ ვიტყუებოდი. ბჭყვიალა და კაშკაშა იყო, სიმართლე რომ მეთქვა - მრცხვენოდა.
- არ მომატყუო თიო. შენს თვალებში სიმართლეს ვხედავ. არ მომწონს როდესაც ხალხი მატყუებს - მიპასუხა.
- თიოს არასდროს მეძახი - ვუთხარი სასოწარკვეთილმა - დიმიტრი, გეფიცები არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა. უბრალოდ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, მართლა არ მინდოდა.
- მაგრამ მაინც მატკინე - წამოდგა, ხელი გამოიწვდინა და თავისი ლამაზი თითებით ნაზად მომეფერა ლოყაზე. ბეჭდებიც არ ეკეთა - მატკინე და ამით შენი გრძნობები გამოამჟღავნე.
ხელი ავწიე და თითები მისას ჩავჭიდე - მიყვარხარ - ჩავიჩურჩულე - სწორედ ამას ვგრძნობ შენს მიმართ დიმიტრი. მიყვარხარ.
- ვიცი რომ ასეა, თიო. მაგრამ იმ ფაქტს ვერ იტან რომ გიყვარვარ. ჩემს გამო გრცხვენია - ცერა თითით ხელზე მომეფერა.
- რატომ იცმევ ესე გიჟურად? შენს თავს შეხედე! დიდებულად გამოიყურები! - თავისუფალი ხელით თავის თავზე მივუთითე.
- ისე ვიცმევ როგორც მინდა. გიჟური ფერები მომწონს. გიჟური ტანისამოსი მომწონს. კომფორტულად ვგრძნობ თავს, შენგან განსხვავებით - ცუდად არ უთქვამს, თითქოს ფაქტს აღნიშნავდა - გარდა ამისა, გარეგნობის გამო არ მიყვარდება. პიროვნებულობაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. გარეგნობა უბრალოდ დამატებითია.
- დიმიტრი... - დავიწყე, მაგრამ თავი გააქნია და გამაჩუმა.
- არ მთხოვო რომ ყოველთვის „ნორმალურად“ ჩავიცვა, თიო. არავის გამო არ შევიცვლები. თუ ვინმეს ვუყრვარვარ, ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ. გიჯი და შეშლილი და ბჭყვიალა და ჩემს თავს ესეთს ვაღიარებ. ყოველთვის ესეთი ვიყავი. ჩემს ძველ ფოტოებს შეხედე, ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ისეთი, როგორსაც საზოგადოება „ ნორმალურს“ ეძახის. ეს არასდროს მაწუხებდა. არც ეხლა მაწუხებს, თუნდაც მას შემდეგ, რაც იმ ბიჭმა ვერ მიმიღო ჩაცმულობისა და საქციელის გამო, რომელიც მიყვარს. არ მთხოვო რომ შევიცვალო. მე შენ არასდროს გთხოვდი შეცვლას, თიო. შემოგთავაზე რომ შენს ცხოვრებაში ფერები შეგეტანა. ოდესმე გაიძულე? არა. მე-მე ვარ და არავის გამო არ შევიცვლები - მითხრა მშვიდი ხმით, თითქოს ამ ყველაფერმა ძალა გამოაცალა.
- დიმიტრი, გთხოვ. ძალიან ვწუხვარ. ძალიან, ძალიან ვწუხვარ - ვთქვი გულწრფელად - არ მიფიქრია შენი წყენინება, არც შენს შეცვლაზე მიფიქრია.
- ის ფაქტი რომ ეს გაუცნობიერებლად გააკეთე, ყველაფერს აუარესებს თიო - ამოიოხრა და ხელი მომიჭირა - But yet I do believe, the origin and commencement of grief sprung from neglected love (თუმცა კიდევ მე ამას ვგონებ, რომ დასაწყისი, დასაბამი იმის სევდისა უარყოფილი, განდევნილი, სიყვარულია) - ჩაიჩურჩულა.
გული გამიტყდა და ტუჩები გამიშრა - ისევ ჰამლეტს ციტირებ? - ვკითხე და ვეცადე სიტუაცია უფრო შემემსუბუქებინა.
- თიო, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა - თქვა და ხელი ჩემი თითებისგან გაინთავისუფლა.
- რა? - ვკითხე და გული გამიჩერდა.
ნაღვლიანად გამიღიმა - დავამთავრეთ. ჩვენი ურთიერთობა. მიყვარხარ და ვიცი რომ შენც გიყვარვარ, მაგრამ ჩემს გამო იმდენად გრცხვენია, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. ასე რომ გშორდები. მალე დამივიწყებ და ვინმე სხვა შეგიყვარდება... ნორმალური.
- არა - კლავზე ჩავეჭიდე - არა, დიმიტრი. გთხოვ, ძალიან ვწუხვარ რომ ესე გაწყენინე, მაგრამ სხვა არავინ მინდა. შენ მიყვარხარ.
მშვიდად დახედა იმ მკლავს რომელზეც ვეჭიდებოდი -ხელი გამიშვი თიო. დამთავრდა. შენი არეული გრძნობები ძალიან ნათლად გმაოაჩინე. ბოლოს, შენმა უარყოფამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ასე რომ აქ დავამთავრეთ. მე მაპატიე, მაგრამ ნამდვილად მჯერა რომ ჩემს დავიწყებას შეძლებ.
- შენს თავზე რას იტყვი? - ვკითხე სასოწარკვეთილმა.
- გრძნობებს მარტივად ვერ ვივიწყებ, მაგრამ როგორი ეგოისტიც არ უნდა ვიყო, შენთვის საუკეთესო მინდა. ჩემთან ყოფნას ვერ ეგუები, ამიტომ მინდა ვინმესთან გნახო და ბედნიერი იყო - მითხრა და ხელი მომაშორებინა.
მომიახლოვდა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე ნაზად გადამატარა. ოდნავ დაიხარა და ნელა, ნაზად და სევდიანად მაკოცა.
როდესაც მომშორდა, გულისგამტეხავი სევდით გამიღიმა - ტალიას მე მივხედავ, თუ არ გინდა რომ სიმართლე იცოდეს.
- ყველას ვეტყვი. გთხოვ დიმიტრი - თვალებით ვემუდარებოდი - მხოლოდ ერთი შანსი მომეცი.
თავი გააქნია - არა, ძალიან გვიანია ამისთვის თიო. ძალიან ვწუხვარ.
უმწეოდ ვუყურებდი როგორ შებრუნდა და სახლში შევიდა.
მის კიბეზე ჩამოვჯექი, ტუჩზე ვიკბინე და ვეცადე ემოციები მეკონტროლებინა. მინდოდა მეყვირა და მეტირა, მაგრამ ეს არაფერში დამეხმარებოდა.
- რა გაუკეთე მას?
გალენს შევხედე. რეზინის ბურთი ჩაებღაუჭებინა და მივხვდი რომ გვისმენდა.
- რა გაუკეთე? - გაიმეორა - დიმი ესეთი განაწყენებული აქამდე არასდროს მინახავს! არასდროს! სახლში მოვიდა და ისეთი ნაღვლიანი ჩანდა. მამას და დედას და მეც კი არ მელაპარაკებოდა! ჩვეულებრივაც კი აღარ აცვია თიო! - ტუჩები აუთრთოლდა - დედა და მამა შეშინებულები არიან.
მისმა სიტყვებმა გული კიდევ უფრო დამიმსხვირა - მისი განაწყენება არ მინდოდა - ვთქვი საწყლად.
- ნეკა თითის პირობა მომეცი რომ ჩემს ძმას არასდროს ატკენდი! - დაიყვირა ბავშვმა და თვალები ჩაუწყლიანდა - დიმი ესეთი ნაღვლიანი და ტკივილით სავსე არასდროს ყოფილა!
კარი გაიღო სანამ რამის თქმას მოვასწრებდი. მხარს ზემოდან გადავხედე და მისტერ ივანოვი დავინახე.
- თიო - მითხრა ცივად. მზერა გალენზე გადაიტანა - გალენ, წამოდი სახლში, სადილი მზად არის.
- მამიკო, თიომ დიმიტრის რაღაც დაუშავა! - თქვა გალენმა, თვალები მოიწმინდა და თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
- ვიცი. ეხლა კი წამოდი - უპასუხა კაცმა.
გალენმა თვალები დამიბრიალა, გვერდით ჩამიარა და მამამისს ხელზე მოეჭიდა. მისტერ ივანოვმა ზიზღით შემომხედა.
- არ ვიცი რა გაუკეთე დიმიტრის, მაგრამ უკვე იცი რომ განაწყენებული დიმის ნახვა არ მომწონს, ასე რომ გირჩევნია ყველაფერი გამოასწორო.
თავი ხელებში ჩავრგე. ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი. ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ გავუყევი გზას.
ამოვიოხრე როდესაც სახლში შევედი. ტალია თავს დამესხა და მხრებში ჩამაფრინდა.
- რა ჯანდაბა მოხდა სკოლაში? - მკითხა მკაცრად.
- მითხრა რომ ვუყვარდი და მე ზურგი ვაქციე - ჩავიბუზღუნე.
- ღმერთმა დაგწყევლოს თიო! მის სახეზე ის ტკივილი არ დაგინახავს. ყველა იცინოდა და ჩურჩულებდა, მაგრამ ის ყურადღებასაც კი არავის აქცევდა. უბრალოდ იდგა და ტკივილით უყურებდა იმ კარს რომლიდანაც გაიქეცი - ხელი გამიშვა და საფეთქლები დაიზილა - საერთოდ რატომ თქვა რომ უყვარდი? ისეთი სერიოზული იყო.
- იმიტომ რომ საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს - ვუპასუხე წყნარად. გაოცებულმა შემომხედა, თავი დავუქნიე და სწრაფად ავუხსენი ყველაფერი.
თავი ნელა გააქნია - არ მჯერა - ჩაიჩურჩულა. მკერდში დამარტყა და შევცბი - იცოდი თიო! იცოდი, რომ ერთადერთი ბიჭი იყო რომელიც სერიოზულად მომწონდა და შენ... იმაზეც კი არ ვამბობ რომ მას ხვდებოდი! იმას ვამბობ როგორ ატკინე და შეარცხვინე მთელი სკოლის წინაშე.
- გგონია ამის გამო თავს საშინლად არ ვგრძნობ??! - დავიყვირე და შევუბღვირე - ამ წუთას მის სახლთან ვიყავი! ვეცადე ბოდიში მომეხადა! ვეცადე გამომესწორებინა! მაგრამ ყველაფერი ავურიე. ისე ძალიან ავურიე რომ დალაგების იმედიც არ მაქვს და ეხლა ის ბიჭი დავკარგე რომელიც შემიყვარდა!
უხეშად გავწიე გვერდზე და ჩემი დაბნეული მშობლების ყვირილი დავაიგნორე. ჩემს ოთახში ავირბინე, კარი დავკეტე და საწოლზე დავწექი.
ბალიშის ქვეშ, დიმიტრის შარფს მივწვდი და ყელზე შემოვიხვიე. მისი არომატი შევისუნთქე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. არ მჯეროდა რომ ყველაფერი დავანგრიე. დიმიტრი დავკარგე და უკან ვეღარ დავიბრუნებდი.
რატომ მოვიქეცი ესე? რატომ მცხვენოდა მისი ბჭყვიალა ჩაცმულობის? რატომ ვიყავი ესეთი სულელი?
- მეზიზღება ჩემი თავი - ამოვიოხრე, თავი ბალიშებში ჩავრგე და ვინატრე დღევანდელი დღე დამვიწყებოდა.
კარის გაღების ხმა გავიგე და გავიხედე როდესაც ოთახში დედაჩემი შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და შემცბარი საწოლის კიდესთან ჩამომიჯდა.
- ტალიამ მომიყვა სკოლაში რაც მოხდა - მითხრა მშვიდად - მაგრამ შენგან მაინტერესებს. ყველაფერი მომიყევი რაც მოხდა თეოდორ.
წამოვჯექი, დიმიტრის შარფს ხელი მოვუჭირე და დედაჩემს ყველაფერი ვუამბე, ჩვენი პირველი კოცნიდან, დიმიტრის სახლში მომხდარის ჩათვლით.
როდესაც დავასრულე, შარფის კიდეებით თამაში ნაღვლიანად დავიწყე. შევცბი როდესაც დედაჩემმა თავში წამომარტყა და გაოცებულმა ავხედე ქალს.
- ეს რატომ გააკეთე? - ვკითხე და თავი დავიზილე.
- ესე მალე დანებებისთვის - მიპასუხა მან.
- ჩემთან ყოფნა აღარ უნდა - მზერა ხელებზე გადავიტანე - აუ! მორჩი! - დავიყვირე როცა კიდევ ერთხელ წამომარტყა.
- თიო, მას შენთან ყოფნა უნდა. უბრალოდ ფიქრობს რომ შენ არ გინდა ეს - თავი გააქნია - ასე რომ თუ ისე გიყვარს როგორც ამბობ, ეს მას უნდა დაუმტკიცო. ჰო, მაგრად ჩააფლავე ყველაფერი. ჰო, ცოტა დრო დასჭირდება რომ გაპატიოს, მაგრამ თუ მართლა გიყვარს დიმიტრი, ცდა უნდა გააგრძელო. გაპატიებს თუ ყველაფერს ცდი. ვიცი რომ ასე მოიქცევა.
დედაჩემს თვალებში შევხედე. არასდროს არაფერში შემცდარა და ვოცნებობდი ეხლაც მართალი აღმოჩენილიყო.
- როგორ უნდა დავუმტკიცო? - ვკითხე ჩუმად.
- იმით დაიწყე დღეს რაც მოხდა. თუ მართლა ძალიან გრცხვენია მასთან ყოფნით, ცდით თავი არც შეიწუხო. მაგრამ თუ მართლა გიყვარს, მაშინ მისი კაშკაშა სტილი უნდა მიიღო. მასთან ურთიერთობა აღიარე თიო. ამით უნდა დაიწყო - მითხრა მან და მხარზე ხელი დამადო - იდიოტი ხარ და ყველაფერი აურიე, მაგრამ შეგიძლია შეცდომა გამოასწორო, სანამ ძალიან დაგვიანდება.
- იქნებ არ უნდა რომ მაპატიოს? - ვკითხე უეცრად შეშინებულმა.
- ვერ გაიგებ სანამ არ ეცდები - მიპასუხა და ლოყაზე მაკოცა - ჯობს ტალიას დაელაპარაკო სანამ გაგიბრაზდება. ყველაფერი მოუყევი. შენს დას ვიცნობ, ცოტა ხანს ნაწყენი იქნება, მაგრამ მალე გაუვლის და დაგეხმარება.
- ჰო, კარგი - ამოვიოხრე - აქ გამოგზავნე თუ შეგიძლია.
- თიო, ყველაფერი გამოგივა - წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
დავიცადე სანამ ტალია შემოვიდოდა. დიმიტრის შარფს შეხედა, შემომიბღვირა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- რა გინდა? - მკითხა მკაცრად.
ყველაფერი, რაც დედაჩემს მოვუყევი, მასაც გავუმეორე. როდესაც დავამთავრე, ტალიას სახე კარგად შევისწავლე. თითქოს ფიქრობდა შევეძულებინე თუ ჩამხუტებოდა.
ამოიოხრა - კარგი, კარგი. გავიგე. ისევ გაბრაზებული ვარ შენზე, ასე რომ არ იფიქრო თითქოს გაპატიე. მაგრამ დაგეხმარები. თუ შენ და დიმიტრი ერთად ბედნიერები იქნებით.... ყველაფერი ჩააფლავე, მაგრამ დაგეხმარები.
- როგორ? - ვკითხე საცოდავად.
- ჯერ უნდა გავიგოთ რამდენად ცუდათაა სიტუაცია. წამოდი კიმი ვნახოთ და გავიგოთ რა იცის - მითხრა ტალიამ, ხელი მომკიდა და სწრაფად გამიძღვა. დიმიტრის შარფის საწოლზე დაგდება ძლივს მოვასწარი.
მანქანაში ჩავსხედით და ტალიამ სახლის მისამართი მითხრა. როდესაც მივედით ზარი დარეკა, კიმმა კარი გაგვიღო და ჩვენს დანახვაზე გაფითრდა.
- ტალია. თიო. აქ რას აკეთებთ? - გვკითხა ნეიტრალური სახით.
- შენთან ლაპარაკი გვინდა. იცი რომ თიოს აქ არ მოვიყვანდი რომ არ ვიცოდე რომ მართლა წუხს იმის გამო რაც დიმიტრის გაუკეთა. შენსავით გაცოფებული ვიყავი, მაგრამ თიოს დაველაპარაკე. უბრალოდ მოუსმინე, გთხოვ - ერთი ამოსუნთქვით თქვა ტალიამ.
კიმმა თავი დაგვიქნია და გვერდზე გადგა, რომ შევსულიყავით. თავის საძინებეში შეგვიძღვა, კარი დახურა და ჩვენთან ერთად საწოლზე ჩამოჯდა.
- როგორ არის? - ვკითხე თითქმის გაუგებარი ხმით - ის.. ის კარგად არის?
- არა - უხეშად მომახალა - კარგად არ არის, თიო. მასთან თითქმის ათი წელია ვმეგობრობ და არასდროს მინახავს დიმიტრი ივანოვი განაწყენებული. ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ამ ბიჭს არ შეუძლია რომ მოწყენილი იყოს. მაგრამ მის შესამოწმებლად წავედი და არ შეეძლო გამხიარულებულიყო. რა თქმა უნდა თავს აიძულებდა გაეღიმა და გაეცინა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად არ არის ბედნიერი, თიო. მითხრა რომ მასთან იყავი და დაგშორდა. მითხრა რომ უბრალოდ უნდოდა ბედნიერი ენახე. მართლა ძალიან უყვარხარ.
ადგილზე ჩავიწურე, ვნატრობდი იატაკზე დავწოლილიყავი და მარტოსულობაში მოვმკვდარიყავი. ყველაფერს ვიმსახურებდი მას შემდეგ რაც დიმიტრის გავუკეთე.
- მის გამო გრცხვენია. სწორედ ეს მითხრა მან. მოტყუება არც სცადო თიო. დიმიტრი მართალს ამბობს? - მკითხა კიმმა.
თავი საცოდავად დავუქნიე - არ მინდა - ვთქვი უემოციო ხმით - მაგრამ მართალია. კიდევ ერთი შანსი რომ მომცეს, ყველაფერს ვიზავ რომ გამოვასწორო. გეფიცები.
- დიმიტრი შეიძლება კაშკაშაა და ოდნავ გიჟი, მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის. ყველაფერს სერიოზულად არ ეკიდება, თიო, მაგრამ თქვენს ურთიერთობაში სერიოზული იყო. ეს ერთადერთი სერიოზული რამ იყო მის ცხოვრებაში - მკაცრად შემომხედა კიმმა - და ყველას წინაშე შეარცხვინე და უარყავი.
- შემთხვევით მოხდა! - დავიყვირე.
- სისულელეა - მომიჭრა კიმმა. ღრმად ჩაისუნთქა - ჩემი საუკეთესო მეგობარია, თიო. არასდროს ყოფილა ასეთი. ერთხელაც კი არ გაბრაზებულა ან განაწყენებულა დიმიტრი. მართლა ძალიან ატკინე გული. მისი მშობლები ყოველთვის ნერვიულობდნენ ესეთი არასერიოზული და შეშლილი რომ იყო, მაგრამ ეხლა ეშინიათ.
- მის დაზე რას იტყვი? - ვკითხე და ტალიასთან ალექსი მაინც არ ვახსენე.
კიმს გამომეტყველება შეეცვალა - ბედნიერია. ის ავადმყოფი ა რომელიც თავის ძმას ვერ იტანს.
- როგორ უნდა გამოვასწორო ყველაფერი, კიმ? უნდა გამოვასწორო. დიმიტრისთან ყველაფერი უნდა გამოვასწორო - ვთქვი სასოწარკვეთით.
- არ ვიცი რამის გაკეთება თუ კიდევ შეგიძლია თიო. დიმიტრი დარწმუნებულია რომ მის გარეშე უფრო ბედნიერი იქნები - მითხრა გოგონამ.
- უნდა ვცადო - თმაში ხელი შევიცურე - ბრძოლის გარეშე არ დავკარგავ.
კიმმა ნაღვლიანად შემომხედა - მეზიზღება რაც მას გაუკეთე, თიო. მაგრამ ვიცი მასზე ზრუნავ. იცი როგორც უნდა დაიწყო ყველაფერი. არამგონია რამე გამოვიდეს, მაგრამ თუ ესე ძალიან გინდა სცადო, იცი საიდანაც უნდა დაიწყო.
თავი დავუქნიე - ვიცი. ხვალ სკოლაში იქნება?
- ჰო. მხოლოდ იმიტომ რომ მშობლებს თავი კარგად მოაჩვენოს - მიპასუხა კიმმა.
ტალიამ ხელი მხარზე დამადო და თვალებში ჩამხედა.
- თიო, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთე თუ დიმიტრისთან გახსნილი ურთიერთობა გექნება - მითხრა სერიოზულად.
- მზად ვარ ყველას ვუთხრა - ვთქვი თავდაჯერებულმა - უბრალოდ.. დღეს... ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. მაგრამ ეხლა ჩამოვყალიბდი. უკვე ვიფიქრე ამაზე და მივხვდი, რომ დიმიტრის ეგონა უკვე მზად ვიყავი. იფიქრა რომ საკმარისად მიყვარდა. ერთხელ იმედი გავუცრუე, მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებ.
- კარგია - თქვა ტალიამ და ხელი მომაშორა - კიმი და მე, როგორც შეგვეძლება ისე დაგეხმარებით.
კიმმა თავი დაუქნია, მაგრამ შემდეგ ისევ შემომიბღვირა - მაგრამ არც იფიქრო რომ ამას შენს გამო ვაკეთებ თიო. ისევ გაბრაზებული ვარ. დიმიტრის გამო ვაკეთებ ყველაფერს. მძულს მისი ესეთ მდგომარეობაში დანახვა. ნამდვილი დიმიტრის დაბრუნება მინდა. სწორედ ამიტომ გეხმარები.
- ვიცი - თვალებში ვერ შევხედე - და ძალიან მიხარია რომ შენ ჰყავხარ, კიმ. მასზე ძალიან ზრუნავ.
ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა ხვალ. და კიმი მართალი იყო: დიმიტრის შეიძლება ჩემთვის არასდროს ეპატიებინა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი რაც შემეძლებოდა, რომ დამებრუნებინა და ჩემი შეცდომა გამომესწორებინა.



17
-დარწმუნებული ხარ თიო? - მკითხა ტალიამ, როდესაც სკოლაში შევედით.
- კი - ვუპასუხე მტკიცედ.
- არ ვიცი რა ვთქვა, თიო - ამოიოხრა ოლივერმა. მას მოგვიანებით ყველაფერი ვუამბეთ - იქნებ დღეს არ მოვიდეს სკოლაში? არ დამინახავს.
- კიმმა მომწერა. აქ არიან - თქვა ტალიამ და მობილური ისევ ჩანთაში ჩააგდო.
- მაშინ წავედით - ბავშვების ჯგუფს შორის გავიკვლიე გზა.
რამდენიმე მოსწავლემ შემომხედა და ჩურჩული დაიწყო. კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ არაფერი მეთქვა და გზა განვაგრძე, თვალებით დიმიტრის ვეძებდი.
სიმართლე რომ ვთქვა, კიმთან ერთად რომ არ ყოფილიყო, ვერც ვიცნობდი. თავის თავს ისევ არ ჰგავდა.
თმიდან ბჭყვიალები მოეშორებინა და ყურებამდე ბუნებრივი ფერით ჩამოეყარა. თმის ეს ტონი მის თვალებსა და კანს სასიამოვნოდ ეხამებოდა. ისეთი რბილი და მიმზიდველი მოუჩანდა და ძალიან მომინდა ხელით შევხებოდი.
გახუნებული, მუხლზე გადახეული ჯინსი და მოტკეცილი, ნაცრისფერი მაისური ეცვა. ყელზე ღია ცისფერი შარფი შემოეხვია და ფეხზეც ცისარტყელის ვანსების ნაცვლად, სადა წითელი კონვერსები ეცვა.
ზედმეტად ნორმალურად გამოიყურებოდა. გული ამიჩქარდა და მომინდა შევბრუნებულიყავი და სკოლიდან გავქცეულიყავი.
ყოველთვის ესე რომ სცმოდა....
თავი გავაქნიე რომ გონება ფიქრებისგან გამეთავისუფლებინა. არა. ეს დიმიტრი არ იყო და ის გუშინ მართალს ამბობდა. თუ მიყვარდა, ისეთი უნდა მყვარებოდა როგორიც სინამდვილეში იყო. ის არ იყო ადამიანი რომელიც ნორმალურად ჩაიცმევდა და ჩვეულებრივ ილაპარაკებდა. შეშლილი და კაშკაშა იყო და სწორედ ესეთი დიმიტრი შემიყვარდა.
ტალია და ოლივერი ფრთხილად მათვალიერებდნენ. დიმიტრის ასეთ ფორმაში დანახვისას, ბევრი გაოცებული იყურებოდა, ზოგიერთი კი ორჯერ გადახედავდნენ დასარწმუნებლად რომ ნამდვილად ის იყო ვინც ეგონათ.
ნერწყვი გადავყლაპე და დამამშვიდებლად ჩავისუნთქე. შემდეგ წინ წავედი, ბავშვების ბრბოში მივდიოდი სანამ დიმიტრიმდე არ მივაღწიე.
გაოცებულმა შემომხედა - თიო, რას აკეთე...
მისი სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩები მისას შევახე. მოსწავლეებისგან გაოცების შეძახილი მომესმა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. დიმიტრის ვნებით ვაკოცე, ხელები კი მის რბილ თმაში ავხლართე.
ბიჭმა მხარზე ხელი დამადო და ნაზად მომიშორა. მსუსხავ თვალებში, მის მიერ აღმართულ კედელს ვხედავდი.
- მიყვარხარ - ვთქვი გულწრფელი და მკვეთრი ტონით - და გუშინდელის გამო მაპატიე.
- მგონი სალაპარაკო გვაქვს - მითხრა ჩვეული ღიმილით. ხელი მომკიდა და დერეფანში გზა გაიკვლია. როდესაც მას შევხედე, მუცელში ცუდი შეგრძნება დამეუფლა. ეს ღიმილი მის ჩვეულ ეშმაკურს არაფრით არ ჰგავდა. მხოლოდ თინეიჯერების მოსატყუებლად გამოიყენა.
ცარიელ საკლასო ოთახში შემიყვანა, კარი ჩაკეტა და შემომიბრუნდა. სახიდან ღიმილი გაუქრა.
- არ მინდოდა ხალხის წინაშე შემერცხვინე - მითხრა და ცუდი გრძნობა უფრო გამიმძაფრდა. ჩემი გამომეტყველება დააიგნორა და ლაპარაკი განაგრძო - ერთად ვეღარ ვიქნებით, თიო. ასე რომ გთხოვ, შეწყვიტე.
ნაბიჯი წინ გადავდგი და მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე - დიმიტრი, გუშინდელის გამო ბოდიშს გიხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ შეცდომა გამოვასწორო.
- მართლა გინდა რომ შეცდომა გამოასწორო? - ხელი გამაშვებინა.
- კი - ვთქვი მონდომებით - კი მინდა. ყველაფერს გავაკეთებ, შენ მხოლოდ მითხარი დიმიტრი.
- თუ მართლა ყველაფერს გააკეთებ, მაშინ დამივიწყე. ვინმე სხვა იპოვე - მითხრა მშვიდად.
შებრუნდა რომ გასულიყო. პირი ღია დამრჩა, ხელი გავიწვდინე და შემოვაბრუნე რომ ჩემთვის შემოეხედა. სახეში ისე ძლიერად შემოვარტყი, რამდენადაც შემეძლო.
- ეს უხეშობა იყო - მითხრა უემოციოდ.
- ეს შენ არ ხარ დიმიტრი. ეს დეპრესიული ადამიანი. ჭრელი ტანსაცმელიც კი არ გაცვია! ვიცი რომ მაგრად ჩავფლავდი, მაგრამ ვცდილობ. ყველაფრის გაკეთებისთვის მზად ვარ ოღონდ დაგიბრუნო და დანაშაული გამოვასწორო. არ მიგატოვებ და ვიღაც სხვას არ ვიპოვი. სხვა არავინ მინდა. შენთან ყოფნა მინდა. შენ მიყვარხარ. ცდას არ შევწყვეტ და დაგიბრუნებ, თუნდაც ლოდინმა მთელი ცხოვრების მანძილზე მომიწიოს. ასე რომ გირჩევნია ეხლავე დანებდე - ვთქვი ამაყად.
- ამას ეხლა ამბობ, მაგრამ აზრს მალევე შეიცვლი. აქამდე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, თიო - დაღლილი ღიმილით შემომხედა.
- მორჩი. თიოს არასდროს მეძახი - ვუთხარი სუსტად.
- იმას ვაკეთებ რაც გინდოდა. ყოველთვის მთხოვდი რომ თიო დამეძახა - მხრები აიჩეჩა.
- ოდესმე ჩემს პატიებას შეძლებ? - ვკითხე დამწუხრებულმა.
ჩემი სხეული ახლოს მიიზიდა - საპატიებელი არაფერია, თიო. უბრალოდ შენი გრძნობები გამოხატე. ამის გამო როგორ შეიძლება გაგიბრაზდე? - მკითხა და ტუჩები საფეთქლებზე ნაზად შემახო - იმედგაცრუებული შენით არ ვარ. იმედგაცრუებული ვარ რომ ვცდებოდი. მეგონა იმდენად გიყვარდი, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა და ვცდებოდი. ამის გამო არ გიბრაზდები. მე გიხდი ბოდიშს თუ ესეთი შთაბეჭდილება დაგრჩა,
- არ შეიძლება უბრალოდ შევრიგდეთ? მხოლოდ ერთი შანსი? გთხოვ? - პრაქტიკულად ვემუდარებოდი.
- არა. გთხოვ აღარ მთხოვო, თიო. ჩემი პასუხი არ შეიცვლება - ხელი ლოყაზე დამადო და თვალებში ჩამხედა. შევნიშნე რომ ბეჭდები ეკეთა - მაპატიე, მაგრამ ამას შენს გამო ვაკეთებ. შეიძლება ეხლა გძულდე, მაგრამ საბოლოოდ ბედნიერი იქნები.
ხელი გამიშვა და შებრუნდა. ვუყურებდი როგორ დატოვა ოთახი. თავისი ჩვეული ოპტიმისტური, ამაყი სიარულის ნაცვლად, დამწუხრებული, ნელი ნაბიჯებით გავიდა.
კარი მის ზურგს უკან დაიკეტა და კედელს მივეყურე. ხელები ჩემს თავს შემოვხვიე და უკვე ვკარგავდი იმედს. ვფიქრობდი, რომ არასდროს არ მაპატიებდა. დიმიტრი მართლა დავკარგე.
კარი ისევ გაიღო, მაგრამ თავი არ შემიწუხებია, რომ მენახა ვინ შემოვიდა. მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და თვალები იატაკს მოვაშორე.
- წამოდი. გაკვეთილზე დავაგვიანეთ - მითხრა ოლივერმა.
- არ მინდა კლასში წასვლა. უბრალოდ სკოლას მოვშორდეთ რა? - ვთხოვე.
- ტალია მიხვდა რომ წასვლა მოგინდებდა. თქვა რომ თვითონ დარჩება და დიმიტრისთან დალაპარაკებას ცდის - მითხრა და კლასიდან გარეთ გამიძღვა.
სკოლიდან წავედით და ჩემს მანქანაში ჩავსხედით. ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევი.
- ოლივერ, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო - ამოვიოხრე.
- რა უნდა გააკეთო და მობილიზება უნდა მოახდინო და ეცადო ავარიაში არ მოვყვეთ - დამიყვირა როდესაც სახიფათოდ გადავიწიე გზის სხვა ხაზისკენ.
- მაპატიე, მაპატიე - მანქანა გავასწორე.
- უბრალოდ სახლში მიდი და შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო ან რამე. გთხოვ უბრალოდ გზაში არ მოგვკლა. თუ გინდა რომ შენი ურთიერთობის გამო თვითმკვლელი გოგო იყო, ეს მაშინ მაინც გააკეთე როდესაც მანქანაში მე არ ვიქნები.
- უცნაური საუკეთესო მეგობრის ტიტულის გამარჯვებული ხარ, ოლივერ.
- Baby You Got The Keys, Now Shut Up And Drive. რიჰანას პასუხია.
ამოვიოხრე და თავი გავაქნიე. სახლში დავბრუნდი და მანქანა დავაპარკინგე. ცარიელ სახლში შევაბიჯეთ და მისაღებ ოთახში მოვთავსდით.
- ეხლა შეიძლება ჩემს განადგურებულ ურთიერთობაზე ვიგლოვო? - ვკითხე.
ოლივერმა თავი დამიქნია - კი, ეხლა ნამდვილად შეგიძლია.
- ოლივერ, მე და დიმიტრი არასდროს, არასდროს აღარ ვიქნებით ერთად - წავიმღერე მთელი ხმით.
- მე გითხარი, რომ შეგეძლო გეწუწუნა, არ მითქვამს ტეილორ სვიფტი იმღერე მეთქი.
- სიმღერა თავს უკეთ მაგრძნობინებს, ნუ მსაყვედურობ ოლი.
- რამე უკეთესი იმღერე.
- აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ხალხის წინაშე ვაკოცე, მოვუბოდიშე, მისი დაწყევლილი შარფი ისევ მაქვს, მის საშიშ პატარა ძმას გავუმკლავდი - თავი ხელებში ჩავრგე და უმწეობის შეგრძნება დამეუფლა.
- თიო, სკოლის შემდეგ მის სახლში რომ წახვიდე? კიმს კითხე იქ თუ იქნება და სალაპარაკოდ წადი - მითხრა ოლივერმა.
- ოლივერ, მამამისი სავარაუდოდ რუსული მაფიის ლიდერია! - მივახალე.
- თუ დაგინახავს რომ დიმიტრისთან მობოდიშებას ცდილობ, შეიძლება იცოდეს როგორ უნდა დაგეხმაროს. იქნებ დიმიტრის მშობლებმა შეაგნებინონ რამე. ჩაცმულობაზე და სტილზე ნამდვილად ვერაფერს გახდნენ, მაგრამ შეიძლება შეძლონ და დაარწმუნონ რომ გამოსწორების შანსი მაინც მოგცეს - მიპასუხა ჩაფიქრებულმა.
- გენიოსი ხარ! - დავიყვირე, მხარზე ხელი გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე - უკანა პლანის პერსონაჟიდან ოფიციალურად გენიოსად იქეცი, ოლივერ ბრედლი კასტრო!
- კარგი, თეოდორ ტეილორ ლაით - მითხრა, მომიშორა და ოდნავ გაიცინა - ეხლა კი, რის თქმას აპირებ როდესაც მასთან მიხვალ?
- ტირილით გავსკდები და შევევედრები რომ მაპატიოს - ვთქვი ჩვეულებრივი ტონით.
ოლივერმა ამოიოხრა - არა, თიო. იმით დაიწყებ რომ უკანა პლანის პერსონაჟი აღარ დამიძახოს. შემდეგ უბრალოდ აუხსენი რა მოხდა. უთხარი რომ ცდებოდა, როდესაც თქვენი ურთიერთობა ესე მოულოდნელად გამოაცხადა. შენ მზად არ იყავი. ჰო, ცუდი რეაქცია გქონდა, მაგრამ ეს მან წამოიწყო. ასე რომ ისიც ცდებოდა და ბოლოს და ბოლოს ის მაინც მართებს რომ ყურადღება მოგაქციოს და ახსნა დაგაცადოს.
- შეიძლება თან წაგიყვანო? თავს მოვაჩვენებ, თითქოს ლარინგიტი მაქვს და შენ ჩემი სიტყვები უნდა გადასცე - ვთხოვე.
- არა! მარტო უნდა წახვიდე. არ მინდა დიმიტრის სახლში შესვლა - ოლივერს ამ აზრზე შეაჟრჟოლა.
ამოვიოხრე და თავი ბიჭის კალთაზე დავდე. ტელევიზორი ჩავრთე და სანამ ტალია მოვიდოდა ფილმებს ვუყურეთ.
- რა მოხდა? - ვკითხე და მისკენ გახედვაც დამეზარა. ოლივერის კალთიდან თავი არც ამიღია.
- ვეცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ საუბრის თემას ცვლიდა. ისევ ჩვეულებრივ ლაპარაკობდა მაგრამ... თითქოს გულით იქ არ იყო - ამოიოხრა - და ისეთი კაშკაშაც არ იყო როგორც მანამდე. ისევ ისე ლაპარაკობდა, თითქოს ლონდონის ვიქტორიანულ დროში იყო, მაგრამ კიმს და ტალიას გვეძახდა და ყველაფერი უცნაურად ჟღერდა.
ჩემი და ოლივერის პატარა გეგმა გავაცანი. ტალიამ კიმს დაურეკა, რომელმაც დაგვარწმუნა რომ დიმიტრი სახლში იყო და თავის ოთახში გამოკეტილიყო.
- წარმატებები - მითხრეს ოლვიერმა და ტალიამ, როდესაც რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი. ჩემთან ერთად არ მოდიოდნენ. იცოდნენ, რომ დიმიტრისთან მარტო ყოფნა მჭირდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეს საერთოდ არ მინდოდა.
ივანოვების სახლთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე ზარი დავრეკე.
მისტერ ივანოვი გამოვიდა და ზიზღით გადმომხედა - რა გინდა? - მკითხა შესამჩნევი აქცენტით.
- დიმიტრისთან ლაპარაკი - ვეცადე თავდაჯერებული გამოვჩენილიყავი.
- ვფიქრობ საკმარისი გააკეთე. დიმიტრის თავი დაანებე - მიპასუხა უხეშად.
-მისტერ ივანოვ, მე და დიმიტრიმ ორივემ დავუშვით შეცდომები, ამის გამოსწორება მინდა. თუ ფიქრობთ რომ მე მომწონს მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა, ძალიან ცდებით. მეზიზღება ესეთს რომ ვხედავ. არ ვაპირებ ავიდე, ვუყვირო და ვცემო როგორც კეიდენმა. იმისთვის მივდივარ რომ მოვუბოდიშო და ყველაფერი ავუხსნა - მოთმინებას ძლივს ვინარჩუნებდი.
მისტერ ივანოვი გაფითრდა. გვერდზე ნელა გადგა და სახლში შემიშვა. ანერვიულებულმა შევხედე, ვნატრობდი ხერხემალი არ დაემტვრია ჩემთვის ან არ მოვეკალი.
- თუ რამეს დაუშავებ, მე შენ დაგიშავებ - მითხრა მშვიდად - ის არასდროს ფიქრობს რომ თავს უნდა გაუფრთხილდეს და სერიოზულად არაფერს აღიქვავს. თავისთავსთვის საფრთხეს წარმოადგენს. რაღაცეების მიმართ იდიოტია, მაგრამ დიმიტრი ჩემი შვილია და თუ რამეს დაუშავებ, განანებ.
- სასიამოვნოა ამის ცოდნა - ჩავიბუზღუნე და სწრაფად მოვშორდი კაცს.
ზედა სართულზე ავედი, დიმიტრის კართან ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევაბიჯე.
მერხს მისჯდომოდა და ხელს გაშმაგებით ამოძრავებდა. გაღიზიანებული ჩანდა. ჰუგო საწოლზე იწვა და დიმიტრის ინტერესით შესცქეროდა.
ბიჭმა ბრაზით ამოიოხრა და თითებით თავის თმას ჩააფრინდა. ფურცელი დაჭმუჭნა და ზურგსუკან ისროლა, სადაც უკვე რამდენიმე ნაშრომი ეგდო.
სწრაფად მივედი იმ ადგილთან, ფურცელი ავიღე და გავშალე. გაოცებულმა წამოვიყვირე და დიმიტრი მაშინვე შემობრუნდა.
- თიო, არ ვიცოდი აქ თუ იყავი.
- ჩემს დახატვას ცდილობდი - დედაბულად შესრულებულ პორტრეტს ვუყურებდი - სრულყოფილი ჩანს, რატომ დაჭმუჭნე?
- შენი თვალები - დაკვირვებით შემომხედა - შენს თვალებს სწორად ვერ ვხატავ. ნერვებს მიშლის.
- ეს ყველა... - ხმა ჩამიწყდა და დანარჩენ ფურცლებზე მივუთითე.
დიმიტრიმ თავი დამიქნია - ყველგან შენ ხარ, ყველა მათგანი შენი თვალების გამომეტყველების ცუდად შესრულებული ჩანახატია.
ფურცლები მის მერხზე დავდე და ხელი მოვკიდე. ნება მომცა წამომეყენებინა და ჩემს წინ დადგა.
- დიმიტრი, შენ ცდებოდი - ოლივერის სიტყვები გამახსენდა - ესე უეცრად არ უნდა გამოგეაშკარავებინა ყველაფერი. მზად არ ვიყავი, სწორედ ამიტომ მოვიქეცი ესე.
- ვიცი რომ ვცდებოდი, მაგრამ შენც იცი ესეთი რეაქცია რატოც გქონდა - მიპასუხა მშვიდად.
შევცბი - კარგი, ჰო, შენს გამო მცხვენოდა. შენთან ყოფნის. მაგრამ ხომ დაინახე დღეს რაც გავაკეთე, დიმიტრი. ვცდებოდი. ძალიან ვწუხვარ. შენთან ურთიერთობის აღდგენა მინდა. ყველაფერს გავაკეთებ შენი მიტოვების გარდა - ვუთხარი გულწრფელად.
დიმიტრიმ კატას შეხედა - ჰუგო, რას ფიქრობ?
- მიაუ - უპასუხა ფისომ.
ბიჭმა თავი დაუქნია - და აი პასუხიც,თიო. ჰუგო მეთანხმება რომ უნდა დამივიწყო და ვინმე სხვა იპოვო.
- გონებაში ათამდე ვითვლი რომ არ შემოგარტყა - ვაცნობე გაღიზიანებულმა.
მის სახეზე ღიმილის აჩრდილმა გაირბინა - მადლობა რომ მითხარი.
პირი რაღაცის სათქმელად გავაღე, მაგრამ შევჩერდი როდესაც გალენი გამოჩნდა. დიმიტრისთან მივარდა და ჩემგან მოაშორა.
- შენ დიმის ატკინე - ხელები გადაიჯვარედინა და მკაცრად შემომიბღვირა.
- სწორედ ამაზე სალაპარაკოდ მოვედი - ვუპასუხე.
არაფერი უთქვამს, ფეხი აიქნია და წვივში ძლიერად ჩამარტყა. შევხტი და უკან გავიწიე.
- ეს დიმიტრისთვის - მითხრა ბავშვმა.
- ცოტა არ იყოს უხეშობა იყო, გალენ, მაგრამ თუ დამპირდები რომ მსგავს რამეს აღარ გააკეთებ, მამას არ ვეტყვი - ამოიოხრა დიმიტრიმ.
- გპირდები. უბრალოდ ბრაზი უნდა გადმომენთხია. გარდა ამისა, გავიგე მამიკო როგორ ეუბნევოდა დედიკოს, რომ თუ თიო კიდევ რამეს დაგიშავებდა, მამა მას დედამო***** კბილებს ჩამოუღებდა, მაგრამ შემდეგ დედიკომ შემამჩნია და მამიკოს უყვირა რომ ჩემს წინ ცუდი სიტყვა თქვა და მერე ოთახიდან გამიყვანეს - აუხსნა დაბნეულმა გალენმა.
- მართლაც საინტერესო ისტორიაა - უპასუხა დიმიტრიმ, ბავშვი ხელში აიყვანა და შემომხედა - თიო, როგორც ვფიქრობ ჯობია წახვიდე. ლაპარაკს მოვრჩით. ჩემი შეცდომები უკვე გავიგე, მაგრამ იმასაც მივხვდი რომ ჩემს გამო გრცხვენია. სიმართლე ვთქვა ჩემს დას არაფრით სჯობიხარ.
შევცბი და ეს სიტყვები ყველაზე მტკივნეულად მომხვდა გულზე - არა დიმიტრი.. მე არ.... არ მრცხვენია შენს გამო! აქამდე ასე იყო, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე რამდენად სულელურად ვიქცეოდი. არასდროს გთხოვდი შეცვლას, ეხლაც კი ვერ ვიტან შენს ასეთ ფორმაში ნახვას.
მის ჩაცმულობაზე მივუთითე. დილის შემდეგ გამოეცვალა. ამჯერად კომფორტული, მოტკეცილი თეთრი მაისური და სადა შავი სპორტული შარვალი ეცვა. ხელის ხშირი შეცურებისგან, მისი ნათელი ყავისფერი თმა აჩეჩილი იყო და სახეზე ჩამოყროდა. თავის ასაკთან შედარებით უფროსს ჰგავდა. მამამისის ანარეკლი იყო.
დიმიტრიმ გალენს ლოყაზე აკოცა. ბავშვმა დაიწუწუნა და დიმიტრის სახეს მოეფერა.
- დიმი, წვერი უნდა გაიპარსო - უთხრა ბიჭმა.
დიმიტრიმ გალენი ძირს დასვა - ცოტა ხანს თიოსთან მარტო დამტოვე, გთხოვ.
გალენი შეცბა და თავი დაუქნია. ზიზღით შემომხედა, სანამ ოთახს დატოვებდა და კარს გაიხურავდა.
დიმიტრი შემომიბრუნდა - თიო, გთხოვ შეწყვიტე. რამე პათეტიკურია ეს ყველაფერი. ჩემთან ერთად ბედნიერი ვერ იქნები - მითხრა დარწმუნებით.
- არ მითხრა ვისთან ერთად ვიქნები ბედნიერი და ვისთან არა - ვუთხარი მკაცრად - ვიცი ვინც მჭირდება და ეს ადამიანი შენ ხარ, დიმიტრი.
წინ წავიწიე, მაიკაზე მოვეჭიდე და ჩემსკენ მოვწია. ტუჩები მისას მივაწებე, მინდოდა კოცნაში ჩემი ძლიერი სიყვარული ეგრძნო.
სწრაფად მომშორდა. გამიღიმა, მაგრამ ღიმილმა მის სუსხიან თვალებამდე ვერ მიაღწია. უკან დაიხია.
- არა, თიო. გითხარი რომ დავამთავრეთ და ამას მართლა ვამბობდი - შემეძლო დამენახა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდა, მაგრამ მართლა ფიქრობდა რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა.
- არ გინდა ჩვენი ურთიერთობის დამთავრება.
- არა, არ მინდა - მიპასუხა და ყალბი ღიმილი ნაღვლიანად გადაექცა - მიყვარხარ, მაგრამ მინდა ბედნიერი გნახო. შენ კი ჩემთან ბედნიერი ვერ იქნები, შეიძლება მართლა ალექსანდრას უნდა ხვდებოდე.
გაფართოებული თვალებით შევხედე - მეხუმრები? დიმიტრი, ის საშინლად გექცევა! იმასაც კი არ აღიარებს რომ შენი დაა!
- და შენ ის არ აღიარე რომ ჩემი შეყვარებული იყავი - მითხრა ნაღვლიანად.
შევჩერდი და ნერწყვი გადავყლაპე რომ გამშრალი ყელიდან ხმა ამომსვლოდა - კარგი. წავალ, მაგრამ შენთან არ დამიმთავრებია, დიმიტრი ივანოვ. ღმერთს ვფიცავარ დაგიბრუნებ - მკერდში საშინელი ტკივილის მიუხედავად, ხმა მაინც მშვიდი მქონდა.
დიმიტრი საწოლზე ჩამოჯდა და ჰუგოც კალთაში აუცოცდა. კატას ბეწვზე ნაზად მოეფერა და სიტყვისუთქმელად მიყურებდა სანამ მის ოთახს დავტოვებდი.
კარი ზურგს უკან მივხურე, დიმიტრის დაბრუნების გეგმას გონებაში უკვე ვაწყობდი. დაბლა სართულზე ჩავედი და მისმა მშობლებმა ცივად შემომხედეს.
- შეგიძლიათ რამდენიც გინდათ მიბღვიროთ, მაგრამ ამით დიმიტრის ვერ დაეხმარებით - ვუთხარი ამაყად - თქვენი დახმარება მჭირდება. დიმიტრის დასახმარებლად. მინდა ეს გამოვასწორო. მინდა გავამხიარულო, მაგრამ ნათლად დამანახა რომ ჩემით ამას ვერ გავაკეთებ. თქვენ მჭირდებით, კიმი, ჩემი და და შეიძლება გალენიც კი.
- როგორ აპირებ ამის გამოსწორებას? ესე არასდროს მოქცეულა - მითხრა მისის ივანოვმა.
- გეგმა მაქვს, მაგრამ ყველა თქვენგანის დახმარება მჭირდება - ვუპასუხე.
- და ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? - ჩაიღრინა მისტერ ივანოვი.
- იმიტომ რომ თქვენი შვილი გიყვართ - თვალებში შევხედე.
შემომიბღვირა, მაგრამ ნელა დამიქნია თავი. ჩემი გეგმა გავაცანი და დამთანხმდნენ. მხოლოდ ის დამრჩენოდა კიმისთვის და ტალიასთვის მეთქვა.
ეს ჩემი საბოლოო მცდელობა იქნებოდა. თუ ვერ შევძლებდი დიმიტრის დაბრუნებას, საშინელი გრძნობა მქონდა, რომ მართლა დავკარგავდი.





18
- მართლა ფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვა? - მკითხა ოლივერმა.
სასწავლო შესვენებაზე ვისხედით. დიმიტრის ვეძებდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. თავის ჩვეულ მაგიდასთან დავინახე, მაგრამ ყურსასმენები ეკეთა და მთელი ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა რვეულს.
თეთრი მოტკეცილი ჯინსი ეცვა და ყვითელი ჟაკეტის შიგნით, შავი მაისური მოუჩანდა. ღია ცისფერი შარფი ყელზე შემოეხვია და მაკიაჟისა და ბჭყვიალების გარეშე იყო.
- უნდა გამოვიდეს. სხვა შემთხვევაში წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო - ამოვიოხრე.
- მთელი ღამის მანძილზე ვგეგმავდით. კარგად იქნები - დამარწმუნა ტალიამ.
- თიო? მოდი აქ.
ალექსს შევხედე. ანერვიულებულმა ნერწყვი გადავყლაპე, წამოვდექი და კაფეტერიიდან დაცარიელებულ დერეფანში გავყევი.
- გუშინ ღამით მშობლების საუბარს მოვკარი ყური. არამგონია რომ შენი მცდელობა კარგი იდეა იყოს - მითხრა უხეშად.
- ვერ ხედავ როგორი განაწყენებულია? ალექს, ის შენი ძმაა! - ვუპასუხე გაბრაზებულმა.
- მაგრამ შეხედე მას! თითქმის ნორმალურად აცვია და შედარებით მშვიდია. ეს ცუდი რატომ არის?
- იმიტომ რომ ცუდათ არის! - მივახალე - და ყველაფერს გავაკეთებ რაც შესაძლებელია რომ ისევ თავის თავს დაემსგავსოს.
- ამას თუ გააკეთებ, ისევ ბჭყვიალა შეშლილი გახდება, რომელიც ხალხს მხოლოდ საწოლში შესათრევად იყენებს. ესეთი დიმიტრის დაბრუნებას ცდილობ? - ხელები გადაიჯვარედინა და წარბი ამიწია.
- დიმიტრი, რომლის დაბრუნებაც მინდა, ის ბიჭია რომელიც შემიყვარდა - ჩავისისინე - შეცდომა დავუშვი, რომ მის გამო შემრცხვა. მაგრამ შენგან განსხვავებით ყველაფერს ვაკეთებ გამოსასწორებლად. მის გამო აღარ ვგრძნობ თავს უხერხულად. დიდებული ადამიანია. რამდენიმე ნაკლი აქვს, მაგრამ ვინ არის სრულყოფილი? ასე რომ შეგიძლია გააგრძელო ისე მოქცევა, თითქოს ის შენი ძმა არ არის. მე ამაყად ვუწოდებ შეყვარებულს.
შევტრიალდი და კაფეტერიაში შევვარდი. ჩემი ადგილი დავიკავე და ტალია და ოლივერი დავაიგნორე, რომლებიც მეკითხებოდნენ რა ჯანდაბა მოხდა.
მზერა ისევ დიმიტრისკენ გადავიტანე. შარფის კიდით თამაშობდა და გაშტერებული უყურებდა რვეულს.
ტუჩზე ვიკნბინე და მაგიდას დავხედე. როდესაც ზარი დაირეკა, წამოვდექით და ოთახიდან გავედით.
როდესაც იგნლისურზე შევედი, ჩემს მაგიდასთან დავჯექი. კინაღამ გულმა დამარტყა, როდესაც დიმიტრი დროულად შემოვიდა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. მთელი წლის მანძილზე ზარის დარეკვამდე ერთხელად არ შემოსულა.
მისის სლეითიც კი შოკირებული უყურებდა ბიჭს. ჩვენი მზერა დააიგნორა, თავისი ნივთები ამოიღო და კლასის დაწყებას დაელოდა.
მასწავლებელმა დაფაზე წერა დაიწყო. დიმიტრის თვალის კუთხიდან დროდადრო გადავხედავდი ხოლმე. სასოწარკვეთით ვნატრობდი რომ როგორც წინათ, ეხლაც ხელი ჩაეჭიდა ჩემთვის.
- თიო, არ მომწონს როდესაც სწავლის დროს მიყურებენ - ისე მითხრა, რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
- მაპატიე - ჩავიბუზღუნე და თავი ვაიძულე მზერა სხვა რამეზე გადამეტანა.
თავს ვახსენებდი, რომ ჩვენი გეგმა წარმატებით ჩაივლიდა. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა და კიმთან და დიმიტრის მშობლებმაც თავისი ნაწილი კარგად იცოდნენ.
ზარი დაირეკა და სასწავლო შესვენებაზე, მეგობრებთან ერთად წავედი. კიმი და დიმიტრი ზარის დარეკვიდან ორი წუთის შემდეგ შემოვიდნენ.
დიმიტრიმ კიმს რაღაცას ეჩურჩულებოდა და შარფის კიდეებით თამაშობდა. ისინი დასხდნენ და კიმმა რაღაც უთხრა, შემდეგ წამოდგა და ჩვენთან მოვიდა.
- კარგი, ჯობს შენმა გეგმამ იმოქმედოს თიო. ესეთს ვეღარ ვუყურებ. გული მიტყდება - მითხრა და ნერვიულად გადახედა თავის მაგიდას. ხმადაბლა ლაპარაკობდა, რომ ჩვენი არავის გაეგო.
- ყველაფერი გამოვა - ვლოცულობდი მართალი აღმოვჩენილიყავი - ყველაფერი მზად გაქვს?
- დღეს მეცადინეობა არ უნდა და პირდაპირ სახლში მიდის. როდესაც იქ მივა, მშობლები აიძულებენ გასართობად ჩემთან წამოვიდეს. დედამისი დამირეკავს და წამოსაყვანად მივაკითხავ. შემდეგ ვეტყვი, რომ ტალიასთან მივდივართ და ვიტყვი რომ შენ ოლივერთან იქნები. თქვენს სახლში მოვალთ და დანარჩენი შენზეა - მშვიდად აგვიხსნა მთელი გეგმა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - მშვენიერია.
- იქნებ ჩვენთან მოსვლაზე არ დაგვთანხმდეს? - იკითხა ანერვიულებულმა ტალიამ.
- სხვა გზა არ ექნება. მენდობა. არ მინდა მოვატყუო, მაგრამ თუ ეს მის ხასიათს გამოაკეთებს, ყველაფერს გავაკეთებ - თავდაჯერებით თქვა კიმმა.
- სარდაფში დაგელოდებით. თქვენ უბრალოდ დაბლა ჩამოიყვანეთ და დანარჩენს მე მივხედავ.
- ჯობია მასთან დავბრუნდე. მოგწერთ როდესაც წამოვიყვან - გვითხრა გოგონამ და დიმიტრისთან წავიდა. ბიჭს გვერდით დაუჯდა და რაღაც უთხრა, რაზეც მხოლოდ თავის დაქნევა მიიღო პასუხად.
ზარი მოგვიანებით დაირეკა და წამოვდექით. როდესაც სახლში დავბრუნდით, მე ოლივერი და ტალია სარდაფში ჩავედით.
- დარწმუნებული ხარ თიო? - მკითხა ტალიამ.
- უბრალოდ დაბლა ჩამოიყვანეთ, ტალია. ყველაფერს მივხედავ - ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენი გეგმა არ გაამართლებდა.
ტალიამ მობილური ამოიღო და ამოიოხრა - კიმმა უკვე წამოიყვანა, გზაში არიან. ავალ და აქ ჩამოვიყვან - ჩემთან მოვიდა და ხელები შემომხვია - წარმატებები ტყუპისცალო.
სუსტად ჩავეხუტე. მომშორდა და ზევით ავიდა.
- წარმატებები თიო - გამამხნევა ოლივერმა და მხარზე ხელი დამარტყა - ამის გაკეთებას შეძლებ. უბრალოდ თავი კარგად დაიჭირე. ბევრი არ იფიქრო.
- ჰო - დავიჩურჩულე და ტუჩზე ვიკბინე, როდესაც ნაბიჯების ხმა მომესმა.
კარი გაიღო და დავიძაბე. ტალია კიმი და დიმიტრი ჩამოვიდნენ და დიმიტრიმ ამოიოხრა.
- ვგრძნობდი რომ ეს მოხდებოდა - თავი გააქნია. თითქმის ნათლად წარმოვიდგინე როგორ ჩამოუცვივდა ბჭყვიალები.
წამოვდექი და მასთან მივედი - დიმიტრი, განმეორებითი მატჩი მინდა - მივუთითე ბილიარდის მაგიდაზე.
გაბრაზებულმა შემომხედა - არ მგონია ამის დრო იყოს, თიო.
- უბრალოდ ეთამაშე დიმიტრი - შეაგულიანა კიმმა.
დიმიტრიმ ამოიოხრა და ხელი თმაში შეიცურა - კარგი, კარგით. ერთი თამაში და მერე წავალ - თქვა მან.
ბილიარდის ჯოხი ავიღე და მეორე მას შევთავაზე. ხელი გამოიწვდინა, მაგრამ ჯოხი უკან გამოვწიე და წარბი ავუწიე.
- მოდი უფრო საინტერესო გავხადოთ - ვუთხარი ღიმილით.
- სანაძლეო გინდა - თქვა მშვიდად - უნდა მცოდნოდა.
- თუ მოვიგებ, უნდა შემირიგდე - ბილიარდის ჯოხი მეორედ გავუწოდე.
გამომართვა - და თუ მე მოვიგებ, თავი უნდა დამანებო და ვინმე სხვა უნდა იპოვო.
- შევთანხმდით - გამოვაცხადე ამაყად და თამაშის დაწყება ვანიშნე.
დიმიტრი მაგიდის გარშემო მოძრაობდა და ფრთხილად უმიზნებდა. ხელი გამოსწია და დავინახე 7 და 2 როგორ ჩავარდა. დიმიტრიმ ადგილი ინაცვლა, ფრთხილად შეათვალიერა და 5-ს დაარტყა. 3-ს დაუმიზნა, მაგრამ ააცილა.
წინ წავედი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი მსოფლიო კისერზე მაწვა. თუ ჩავაფლავებდი, დიმიტრის დავკარგავდი.
ავიხედე და ოლივერის თვალებს წავაწყდი. გამამხნევებლად გამიღიმა და თავი დამიქნია. მისი სიტყვები გამახსენდა, ღრმად ჩავისუნთქე და წარმოვიდგინე თითქოს ფულზე ვეთამაშებოდი.
ოდნავ აკანკალებული ხელები უფრო გავამტკიცე და დავუმიზნე. გონება დავიმშვიდე და თამაში დავიწყე. თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა რომ ამ თამაშზე ჩემი ურთიერთობა იყო დამოკიდებული.
გუშინ ოლივერთან და ტალიასთან ვვარჯიშობდი, როდესაც ჩემი გეგმა გავაცანი. როგორც ყოველთვის, ორივეს მარტივად ვამარცხებდი. დიმიტრი მათზე ბევრად გამოცდილი და ნიჭიერი იყო, მაგრამ ვიცოდი მისი დამარცხების შანსი მაინც მქონდა.
კიმი და ტალია კედელთან ისხდნენ და აღელვებულები გვადევნებდნენ თვალს. ოლივერი მაგიდას მიეყუდა და მაგიდაზე მგორავ ბურთებს თვალს დაკვირვებით ადევნებდა.
დიმიტრიმ თავისი ლამაზი, გრძელი თითებით დაეყრდნო მაგიდას, ბურთს დაუმიზნა და ფრთხილად განახორციელა დარტყმები. ნელი, მაგრამ კარგი მოთამაშე იყო.
რამდენიმე წუთის დაძაბული თამაშის შემდეგ, ისევ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორც პირველი თამაშისას. დიმიტრის 8 ნომერი ბურთი უნდა ჩაეგდო, რაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მოსაგებად ორივეს გვესაჭიროებოდა.
მაგიდას ნელა შემოუარა და ვხედავდი გონებაში როგორ განიხილავდა დარტყმას. ჯოხი აიღო, პოზიცია დაიკავა და დაუმიზნა. ტუჩზე ისე ძლიერ ვიკბინე, რომ კანი გამეჭრა და სისხლი ნიკაპზე ჩამომივიდა. ყურადღება არ მივაქციე და ბილიარდის ჯოხს ძლიერად ჩავებღაუჭე.
ეს სროლა რომ წარმატებით განეხორციელებინა, ყველაფერი დასრულდებოდა. დიმიტრის დავკარგავდი და ვერასდროს ვეღარ დავიბრუნებდი.
ბიჭმა ხელი უკან გასწია, თავი შეიმაგრა და სახის გამომეტყველება მობილიზებული გაუხდა. ჯოხი ბურთს დაარტყა.
ვუყურებდი 8 ბურთი როგორ გაგორდა და გულმა წარმოუდგენელი სისწრაფით დამიწყო ფეთქვა. დიმიტრიმ ვერ ჩააგდო. ახლა კი ჩემთვის ყველაფერი გაამარტივა.
ბიჭს სახე გაუფითრდა და ისე უყურებდა მაგიდას, თითქოს ვერ იჯერებდა რომ ააცილა. გავიკრიჭე და მაგიდის გარშემო შემოვუარე. ბურთს ფრთხილად დავუმიზნე და დავარტყი.
ლამის ვიყვირე როდესაც 8 ბურთი ჩავარდა. წელში გავიმართე და ადგილზე შეყინულ დიმიტრისთან მივედი.
- წავაგე - თქვა ჩუმად, თითქოს ვერ იჯერებდა - არასდროს ვაგებ.
- და ეხლა კი როგორც ვფიქრობ თიოსთან ურთიერთობა გმართებს.
- თიო, გთხოვ. შენ ეს არ გინდა - დიმიტრი მშვიდი ხმით ლაპარაკს ცდილობდა. ისევ რუსული აქცენტით ლაპარაკობდა და თითქოს დაფარვას არც ცდილობდა - ბედნიერი ვერ იქნები.
- შენს გარეშე არ ვიყავი ბედნიერი, დიმიტრი. დაახლოებით ხუთი წამი მაკლია რომ ბერნიერებისგან არ ვიკივლო - მაიკაზე მოვკიდე ხელი, ვაიძულე ოდნავ დახრილიყო და ვაკოცე.
დიმიტრი შეყოვნდა, შემდეგ წინააღმდეგობის გაწევას თავი ანება და ხელი წელზე შემომხვია. თითები მის რბილ თმაში ავხლართე. ცოტა ხანში მომშორდა და მისი სუსხიანი თვალები ამჯერად ბედნიერებით ასხივებდა.
- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ წაგება ესე ძალიან გამიხარდებოდა - მითხრა სიცილით.
- ძალით წააგე? - ვკითხე დაეჭვებულმა.
ამოიოხრა და თავი გააქნია - არა - თვალზე მიმითითა, სადაც ალექსის მიერ დატოვებული დალურჯება ისევ მოუჩანდა - როდესაც ჩემმა დამ დამარტყა, ამ თვალში მხედველობა დამებურა. დედაჩემმა მითხრა რომ მომიშუშდებოდა და უკვე მირჩება, მაგრამ ეს საკმარისია რომ ესეთი რთული დარტყმა არ გამომსვლოდა. ძვირფას კიმბერლის ჰკითხე, ესე მარტივად არასდროს ამიცილებია.
- ეხლა ძვირფასი კიმბერლი დამიძახე! - წამოხტა კიმი და დიმიტრის ჩაეხუტა - მადლობა ღმერთს თავს უკეთ გრძნობ!
ბიჭმა ჩაიცინა და კიმი მხიარულად დაატრიალა. ჩემსკენ გამოიხედა და ამოიოხრა.
- მაპატიე, პატარა თეოდორ. სკოლისთვის ყველაფერი ესე არ უნდა განმეცხადებინა.
- ამაზე ნუ იდარდებ - ვცდილობდი ხტუნვა არ დამეწყო რომ ისევ პატარა თეოდორი დამიძახა - იმაზე ვარ გაბრაზებული, რომ მართლა იფიქრე შენს გარეშე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.
- ასევე ვწუხვარ რომ ჩემმა ძმამ დაგარტყა. ისე მოვიტყუები რომ ვთქვა არ გამეცინა მეთქი - თავხედურად გამერიმა.
მეტი ვეღარ მოვითმინე. ახლოს მოვწიე და ისევ ვაკოცე. ღმერთო, ძლივს კარგად გრძნობდა თავს და ეს მაბედნიერებდა.
- ოჰ, მათ ააშენეს თოლივერის შიფი, რომ ლურჯ ოკეანეში ეცურა და ფიქრობდნენ რომ დიმიტრის ამ შიფს ვერ დაამსხვრევდა. ისინი პირველ მოგზაურობაში იყვნენ, როდესაც დიმიტრი დაეჯახა. საბედისწერო იყო ის დღე როცა თოლივერი ჩაიძირა - წაიმღერა ოლივერმა და რიტმულად შემოჰკრა ტაში,
დიმიტრის მოვშორდი, ოლვიერს შევხედე და გავეკრიჭე - მოშორდი აქედან ოლივერ. ახალი შიფით შევცურე, მაგრამ ჩვენი ძმური რომანი სამუდამოდ გასტანს, ასე რომ თავი დაიმშვიდე.
- აჰ, უკანა პლანის პერსონაჟი - თქვა დიმიტრიმ და წელზე ხელი შემომხვია - როგორც ჩანს რაღაცაში ისიც გამოდგა.
- არ მომწონხარ - ჩაიბუზღუნა ოლივერმა - ჩემი სახელი ოლივერია და არა უკანა პლანის პერსონაჟი!
- ერთადერთი სახელი რაც მომწონს ტალიაა, ეგეც იმიტომ რომ ლამაზია - დიმიტრიმ თვალი ჩაუკრა ჩემს დას.
მხარში ჩავარტყი - ფეხებზე დაკიდებული შეყვარებულია აქ!
- ჰო, ჰო პატარა თეოდორ. ფეხებზე დაკიდებული შეყვარებული, რომელსაც უინტერესო სახელი აქვს - ამოიოხრა დრამატულად.
- მიხარია ისევ ბედნიერს რომ გხედავ - კიმმა დიმიტრის ლოყაზე აკოცა - ჩემი ბჭყვიალა, დიდებული მეგობარი მომენატრა.
ბიჭმა კიმს ხელი მოჰკიდა - მალე დავბრუნდებით, ჩემს პატარა თეოდორს უნდა დაველაპარაკო.
სარდაფიდან ამიყვანა და ჩემს ოთახში შევედით. კარი დაკეტა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- მაპატიე - მითხრა სერიოზული გმაომეტყველებით. მისი ჩვეული, თავისუფალი და თავხედური სახისგან ისე განსხვავდებოდა, უცნაურად მეჩვენა - ვცდებოდი როცა ვცდილობდი დაგშორებოდი. გულწრფელად ვფიქრობდი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. საშინლად ვცდებოდი, პატარა თეოდორ. შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს - მკლავებში მომიქცია - ვიცი ვთქვი რომ სერიოზულად არაფერს ვეკიდები, მაგრამ მოვიტყუე. ჩვენ ურთიერთობას სერიოზულად ვთვლი. უბრალოდ მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი.
- შენთან ერთად ბედნიერი ვარ - ვთქვი და მოვშორდი - ეხლა მორჩი ესეთ სერიოზულ ლაპარაკს. მაგიჟებს. სერიოზული დიმიტრი უფრო გამაღიზიანებელია ვიდრე ნორმალური.
- კიდევ ერთი სერიოზულობის წუთი მჭირდება, გთხოვ - გამიღიმა და ისევ ახლოს მიმიზიდა - მადლობა რომ არ დანებდი. სამუდამოდ ვინანებდი რომ დამეკარგე.
- ეხლა დამთავრდა ეს სერიოზულობის მომენტი?
თავი დამიქნია - ჰო, როგორც ვფიქრობ მოვრჩი და ისევ ძველი დიმიტრი დავბრუნდი.
- ნორმალურის გარდა ყველაფერი ხარ, მაგრამ სწორედ ამიტომ მიყვარხარ - ისევ ვაკოცე, ისე მიხაროდა რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგა, მისით ვეღარ ვძღებოდი.
საწოლზე დავწექით და დიმიტრის მაისური გავხადე, იატაკზე გადავისროლე და მის დაკუნთულ მკერდს ნაზად შევეხე. ხელები კისერზე ავუცური, შემოვხვიე და კოცნა გავაღრმავეთ.
მაისური მეც გამხადა და გავწითლდი, როდესაც ჩემი შრამი შეათვალიერა. ცივი თითები ნელა გადამატარა ნაიარევზე.
- ნამდვილად ლამაზი ხარ, პატარა თეოდორ - ჩაიჩურჩულა და მაკოცა - მაგრამ როგორც ვფიქრობ აქ უნდა გავჩერდეთ. ძვირფასი კიმბერლი და ტალია დაბლა არიან.
- და ის ბიჭი....არვიცი, რაც ქვია - ვთქვი მისი სუსხიანი თვალებით მოხიბლულმა. ისეთი ნათელი ჰქონდა მხიარულებითა და სიყვარულით.
დიმიტრიმ ჩაიცინა, მომშორდა და მაისური მომაწოდა. ჩავიცვით, წამოვდექით და ხელი-ხელ ჩაკიდულები გავედით საძინებლიდან.
- ამმ... შეგიძლია მამაშენს უთხრა რომ ისევ ერთად ვართ? მაშინებს - ვუთხარი თვალებგაფართოებულმა.
- ოჰ, ჩემი ძვირფასი მამა არაფერს დაგიშავებს. სიმართლე რომ გითხრა, ეს ტყუილია. ალბათ შუაზე გაგხევდა და შენს ნაწილებს ცეცხლზე დაწვავდა - მითხრა მშვიდად.
- დამამშვიდებელია ამის ცოდნა - ჩავიბუზღუნე.
- მაგრამ იცის რამდენს ნიშნავ ჩემთვის. შეიძლება ისევ ესეთი დარჩეს ბოლომდე, მაგრამ ხელს არ გახლებს - დამპირდა და მაკოცა.
ტალიასთან, კიმთან და ოლივერთან დავბრუნდით. გაგვიღიმეს, როდესაც ჩამოვსხედით.
- და ჩვენ ისევ ვითამაშებთ როდესაც თვალი გამივლის. შეგიძლია ჩემს საყვარელ დას გადაუხადო მადლობა ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებისთვის - ფრთხილად შეახო თვალის კუთხეს ხელი და სახე შეიჭმუხნა.
- შენმა დამ გცემა? - იკითხა გაოცებულმა ტალიამ.
- საუბედუროდ მე და ჩემი და ისე ახლოს არ ვართ, როგორც შენ და პატარა თეოდორი - ამოიოხრა დიმიტრიმ.
- ნათესავებათაც არ ითვლებით. ის უბრალოდ ძუკნაა, რომელიც შენს სახლში თავისუფალ ადგილს იკავებს - ჩაიბუზღუნა კიმმა.
- ძვირფასო კიმბერლი, როგორ ბილწ სიტყვებს იყენებ ჩემი ოჯახის მიმართ - გაიკრიჭა ბიჭი.
- შენს დას ძლიერი ხელი აქვს - თქვა ოლვიერმა და დიმიტრის დალურჯებები შეათვალიერა.
- და მის ძმას ძლიერი ფეხი - დავიწუწუნე და ფეხი დავიზილე.
- ჩემი დიდებული გალენი - ამაყად გამოაცხადა დიმიტრიმ - ყოველთვის იცავს თავის უფროს ძმას.
ჩემს შეყვარებულს მივეყრდენი, მან ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. ტალიამ თვალი ჩამიკრა.
- მიყვარხარ დიმიტრი, მაპატიე - ჩავჩურჩულე.
- ბოდიშს ნუ მიხდი პატარა ტეოდორ. უკვე ყველაფერი კარგად არის - მიპასუხა ღიმილით.
გარშემო მიმოვიხედე, კიმს, ტალიას, ოლივერს და საბოლოოდ დიმიტრის შევხედე და ყურებამდე გავიღიმე. მთელი ცხოვრების მანძილზე ესეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ და ამ ყველაფერს იმას უნდა ვუმადლოდე, რომ დიმიტრიმ ჩემი გაღიზიანება გადაწყვიტა.




19
კარზე ზარი დავრეკე და პასუხს დაველოდე. ოდნავ გაიღო, გალენმა თავი გამოყო და თვალები დაეჭვებით დამიბრიალა.
- ჩემს უფროს ძმასთან მოხვედი - მითხრა მან.
- ყოველდღე მოვდივარ დიმიტრისთან, გალენ - ვუთხარი მოთმინებით.
გალენმა მზერა ჩემს გვერდზე მდგომზე გადაიტანა და თვალები გაუფართოვდა - ეს ლამაზი გოგონა ვინ არის, თიო?
ტალიამ გაიცინა - მისი და ვარ - უპასუხა და ჩემზე ანიშნა - ტალია. გალენი უნდა იყო, დიმიტრი შენს შესახებ ბევრს ლაპარაკობს.
- იმიტომ რომ დიმის ვუყვარვარ - მხიარულად უთხრა გალენმა, კარი გააღო და სახლში შეგვიშვა.
ბავშვმა ტალიას ხელი მოჰკიდა - წამოდი! მამა და დიმი მისაღებში თამაშობენ - თქვა და ჩემი და იმ ოთახისკენ წაათრია.
- რატომ ვერ მიტან? - დავიწუწუნე და მათ მივყევი.
- იმიტომ რომ ჩემი ძმის წართმევას ცდილობ! დიმის მე უფრო ვუყვარვარ - მიპასუხა უხეშად და ენა გამომიყო.
- უკვე ექვსი თვეა ერთმანეთს ვხვდებით - ჩავიბუზღუნე - დამასვენე.
მისაღებში შესვლისას ღიმილი ვერ შევიკავე. დიმიტრი და მამამისი იატაკზე ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ. მისის ივანოვი დივანზე იჯდა, ღვინოს სვავდა და მათ უყურებდა, კიმიც ქალის გვერდით იჯდა და ტელეფონზე წერდა.
მას შემდეგ რაც დიმიტრი დავიბრუნე, უკვე ექვსი თვე გავიდა. ჩვენი ურთიერთობა დიდებულად მიდიოდა. ჩვენი მომენტები გვქონდა, მაგრამ არაფერი სექსუალური. დიმიტრი ძალას არ მატანდა. ვფიქრობ იცოდა, რომ თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი ამ ურთიერთობის გარეშე.
ჩემს მშობლებს ‘შეყვარებულად’ წარვუდგინე და ისინიც მშვიდად შეხვდნენ ამ ამბავს. მართალია მამაჩემი ხანდახან ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მეტი არაფერი.
დიმიტრის მშობლებმა მაპატიეს. მართლა დიდებუები იყვნენ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბიჭის ჭრელ ჩაცმულობას ყურადღებას არ აქცევდნენ. მამამისი ისევ მაშინებდა, მაგრამ უფრო კეთილი გახდა ჩემს მიმართ.
დიმიტრის და მისტერ ივანოვის თამაშს გადავავლე თვალი. გალენმა ტალია დივანთან, კიმის გვერდით დასვა და თვითონ გვერდით მიუსკუპდა. კიმმა ადგილი გაუთავისუფლა და გალენი კალთაში ჩაისვა, ბავშვმაც გაიღიმა და მხიარულად ჩაიკისკისა.
დიმიტრიმ კარტს ხელი, მისტერ ივანოვამდე, წუთით ადრე დაარტყა. მისის ივანოვი შეცბა, როდესაც მისმა ქმარმა დიმიტრის ხელს ჩაარტყა.
- აუ - თქვა მშვიდად დიმიტრიმ - ეს მტკივნეული იყო, ძვირფასო მამა.
- მაპატიე - მოუბოდიშა მისტერ ივანოვმა და ხელი გასწია.
- ვფიქრობ ისევ მოვიგე. ასევე მგონია, რომ ჩემი პატარა თეოდორი მოვიდა - თქვა და წამოდგა.
- მოდი აქ დიმიტრი - დაუძახა მისის ივანოვმა.
ისიც დივანთან მივიდა და დედამისს დაეჭვებით შეხედა. ქალმა ჩამოშვებული თმა გადაუწია და ოქროსფერი საყელო შეუსწორა.
- აწ, მადლობა - თავი დაუქნია დიმიტრიმ.
შემობრუნდა და ჩემთან ჩვეული ღიმილით მოვიდა. ახლოს მიმიზიდა და ნაზად მაკოცა.
-აუუ! დედიკო, თიო ისევ დიმის კოცნის - დაიწუწუნა გალენმა და თითი ჩვენსკენ მომართა.
- გალენ! - თვალები გადაატრიალა მისის ივანოვმა - თიოს კარგად მოექეცი და როდესაც ადამიანები ერთად არიან, ისინი ერთმანეთს კოცნიან.
გალენმა თავი გააქნია - ნაჰ, არა, მაშინ კოცნიან როდესაც ერთმანეთი უყვართ. როგორც შენ და მამიკო. და დიმი ყოველთვის ამბობს, რომ თიო უყვარს...
- იმიტომ რომ მართლაც მიყვარს ჩემი პატარა თეოდორი! - დიმიტრის ღიმილი უფრო გაუფართოვდა, ხელი წელზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.
გამიშვა და გალენი ხელში აიყვანა. ბიჭმაც მაშინვე კისერზე შემოხვია ხელები.
- ნუ ეჭვიანობ გალენ. პატარა თეოდორს ჩემს დიდებულ ძმაზე წინ ვერასდროს დავაყენებ - უთხრა ღიმილით.
- მადლობა - ჩავიბუზღუნე. პასუხად თვალი ჩამიკრა.
გალენი მისის ივანოვთან მიიყვანა და კალთაში ჩაუსვა. ისევ ჩემთან დაბრუნდა და ხელი ჩამჭიდა
- წასასვლელად მზად ხართ? - გვკითხა.
- ჰო! შიმშილით ვკვდები - წამოხტა კიმი.
- კარგად. იმხიარულეთ - გვითხრა მისტერ ივანოვმა.
- ნახვამდის ძვირფასო დედა და მამა - უპასუხა ბიჭმა და გასვლისას ხელი დაუქნია.
სახლი დავტოვეთ და „Papa Louie’-ს კაფესთან შევჩერდით. სწორედ აქ გადავეყარეთ დიმიტრის და კიმს, როდესაც დიმიტრიმ ჩემი გაბრაზება დაისახა მიზნად.
ბიჭს შევხედე და კინაღამ გამეღიმა მის არანორმალურობაზე. თავისი ოქროსფერი მკერდით შეკაზმულ მაისურზე, მის თეთრ, ვარდისფერ კოპლებიან შარვალზე და ყელზე შემოხვეულ ცისფერ შარფზე. იისფერი თმა, მაკიაჟი, ბეჭდები და ცისარტყელის ვანსები ისევ დაბრუნდა მის დღის წესრიგში. ფრჩხილებზე ისევ ბჭყვიალა, ღია ცისფერი ლაქი ესვა.
- რატომ მიყურებ პატარა თეოდორ? - მკითხა როდესაც შენობაში შევედით. იქ მყოფთაგან რამდენიმემ მაშინვე გამოგვხედა და მზერა დიმიტრიზე შეეყინათ. ის კი როგორც ყოველთვის სრულიად აუღელვებელი მიაბიჯებდა.
- იმ ორ საშინელ დღეზე ვფიქრობდი, როდესაც ნორმალური ადამიანივით გეცვა - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
ხელი დიმიტრის საყვარელ საგვარეულო შარფს მოვკიდე, რომელიც ყელზე მჭიდროდ შემომეხვია. შერიგების შემდეგ ყოველ დღე მეკეთა.
- აჰ, დიახ. შარფი, რომელმაც შენი ცხოვრება მოაწესრიგა - შემომხედა ღიმილით.
- თიო! ტალია!
ოლივერმა ჩვენთან მოირბინა - ღმერთო, არ მეგონა რომ მოხვიდოდით, ვიფიქრე დაგავიწყდათ - გვითხრა მან.
- უკანა პლანის პერსონაჟი დაგვიანებით გამოჩნდა ისტორიაში - ამოიოხრა დიმიტრიმ.
- შეშლილი ხარ- ჩაიბუზღუნა ოლივერმა. დიმიტრი სახელს არასდროს ეძახდა, მას შემდეგაც კი რაც ექვსი თვის მანძილზე ოლივერი თავის სახელს ყოველ დღე ახსენებდა.
ბიჭს მაგიდასთან მივყევით და როდესაც დავსხედით, თვალი გადავავლე ჩემთან მყოფ ხალხს. ტალია, ოლივერი, კიმი და დიმიტრი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. მხოლოდ მათთან ვმეგობრობდი და ამით ძალიან ბედნიერიც ვიყავი. უამრავი მხიარულება გადაგვხდა თავს.
დიმიტრიმ მაგიდიდან კალამი აიღო და ქაღალდის ხელსახოცზე ხატვა დაიწყო. თვალები გადავატრიალე. ჩემი სახის დახატვის ნიჭი გააუმჯობესა.
- შენც იცი რომ მოგწონს, როდესაც შენს დიდებულ სახეს ვხატავ, პატარა თეოდორ - ამომხედა და კალამი გადმომაწოდა - ეხლა შენ დახატე რამე.
- საშინლად ვხატავ - დავიწუწუნე.
- დახატე! - მიბრძანა და სალფეტკზე მიმითითა.
ამოვიოხრე და ბღაჯვნა დავიწყე. ტალია, ოლივერი და კიმი ახალი მასწავლებლის შესახებ ლაპარაკობდნენ, მასზე და რამდენიმე მოსწავლე ბიჭზე ჭორები დადიოდა.
- რა ‘საუცხოო’ ჯანდაბას ხატავ? - მკითხა დიმიტრიმ და წარბი ამიწია.
- ვაფერადებ - ვუპასუხე გაღიზიანებულმა და მხარში ჩავარტყი.
- ხაზებშიც კი არ აფერადებ! - თავის ნახატზე მიმითითა. ჩემს თმას ვაფერადებდი, მაგრამ მის დახატულ ხაზებს ვცდებოდი.
გავიკრიჭე - ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ცხოვრება უფრო საინტერესოა როდესაც ხაზებს მიღმა აფერადებ.
დიმიტრიმ ამოიოხრა, ახლოს მიმწია და თავი გააქნია. ბჭყვიალები ჩამოსცვივდა და ცოტა მხრებზე დამეყარა. ამას უკვე შეჩვეული ვიყავი, განსაკუთრებით კოცნის შემდეგ.
- ჩემი სიტყვების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება. ძალიან ჭკვიანურია ძვირფასო - თმაში ხელი შემიცურა და მის მსუსხავ თვალებში მხიარულებამ დაისადგურა.
- ღიმილის შეკავება ვერ შევძელი - მიყვარხარ დიმიტრი - ვუთხარი, ახლოს მოვწიე და ვაკოცე.
ალექსმა თავი დაგვანება, ისე იქცეოდა, თითქოს არცერთი ჩვენგანი არ ვარსებობდით. ტალიამ და ოლივერმა ისევ არ იცოდნენ რომ ალექსი დიმიტრის და იყო, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა გაიგებდა,
მე და დიმიტრი ერთმანეთისგან 15წუთით დაშორებულ კოლეჯში მივდიოდით. მაშინ შეგვეძლო ერთმანეთის ნახვა, როცა მოგვინდებოდა.
- ეხლა ჩემსავით ჰამლეტის ციტირებას დაიწყებ? - მკითხა დაეჭვებით.
თავი გავაქნიე - ნაჰ. მხოლოდ ამ ერთს მოგპარავ. ბოლოს და ბოლოს, ხაზებს მიღმა ვიყავი, როდესაც შენთან შეხვედრა დავიწყე. ამან კი ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა.
- კარგია - მითხრა ღიმილით.
- კარგია - დავუდასტურე და ისევ ვაკოცე - მიყვარხარ დიმიტრი და არაფრის გამო არ დაგანებებდი თავს.
თავი მხარზე დავადე, მან კი ხელი გადამხვია და შუბლზე ნაზად მაკოცა. ეშმაკური ღიმილი ისევ სახეზე დასთამაშებდა, მაგრამ თვალები სიყვარულითა და სინაზით უბრწყინავდა.
- მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა თეოდორ - მითხრა ჩუმად.
თითები მისას ჩავჭიდე. დიახ, შეშლილი, გადარეული, ბჭყვიალა და გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ის ჩემი ცხოვრების ფერი იყო, მიყვარდა და მასთან ურთიერთობას არასდროს ვინანებდი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჩემიიი დიმიტრიიიი მომენატრაააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent