შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი (III ნაწილი)


30-01-2017, 19:05
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 731

ამჯერად ფსიქოლოგის თეთრ, უაზრო კაბინეტში ვარ. ჭარბწონიანი ქალის წინ ვზივარ და ვცდილობ თავი დავიმორჩილო, რომ არანორმალურივით ყვირილი არ დავიწყო. საშინლად მაღიზიანებს ეს სიტუაცია, ადგომა და ამ ადგილის განადგურება მინდა. ყოველი სულელური ნახატის თუ ნივთის დაწვა მსურს, რომელიც აქ დევს. მგონია რომ ჩემს ტანზე უჩინარი არსებები დაცოცავენ და ჩემს დახრჩობას აპირებენ, გული მერევა, თავი მტკივა, ვკანკალებ, ვერ ვსუნთქავ, მცხელა. მგონი ცხოვრებაში თავი ასე ცუდად არ მიგრძვნია. მხოლოდ აქ ყოფნით ვიტანჯები და თავი ჯოჯოხეთში მგონია. გაუაზრებლად ვდგები და ფანჯარას წვალებით ვაღებ. ვგრძნობ რომ მიყურებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. უკვე მთელს ოთახში შემოსულ იასამნის სურნელს ღრმად ჩავისუნთქავ და ოდნავ ვეშვები. თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ მაინც საშინლად მინდა აქედან უკანმოუხედავად გაქცევა, ალბათ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს შურდულივით სწრაფად გავვარდებოდი და სირბილს იქამდე არ შევწყვეტდი სანამ სიმშვიდეს ვიპოვიდი.
ხმას არ ვიღებ, ამ ქალის მოთმინება კი მაოცებს. სადამდე შეუძლია ასე უბრალოდ ჩემს წინ ჩუმად ჯდომა და არაფრის კეთება? როდესაც მეთვითონვე უკვე დაღლილი ვარ ამით. ძალით ვახველებ, მაგრამ ის მაინც არაფერს არ ამბობს, ისევ ჩუმად არის თავისთვის.
ფანჯრიდან ვიყურები, ვხვდები, რომ ნელ-ნელა მელანქოლია მეძალება, აღარ შემიძლია ასე ყოფნა. უფრო ვწამდები და ვგიჟდები. თითებს შეუჩერებლად ვათამაშებ, საკუთარი თავის დაწყნარებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ქალბატონი დეა ნელა იხრება ჩემსკენ, შავ სათვალეს იხსნის და იქვე დადებული ტყავის ბლოკნოტის გვერდზე დებს, რომელშიც ჯერ-ჯერობით ვერაფრის ჩაწერა მოახერხა.
- სადამდე აპირებთ ასე უბრალოდ აქ ჯდომას? იცით, დროს ტყუილად უბრალოდ მაკარგვინებთ, საკმაოდ ბევრ კლიენტს ვუთხარი უარი, რადგან თქვენ მყავდით ჩაწერილი, ამიტომ ან ლაპარაკი დავიწყოთ, ან ჩემი კაბინეტი დატოვეთ! - მესმის მისი ხმა, მზერას ვუსწორედ, მის უბრალო, შავ თვალებს ვუმზერ და ვხვდები თუ რამდენად დაღლილი და გამოფიტულია, მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ დილაა. გაღიზიანებაც ეტყობა, ალბათ ამდენი ხანი თავს იკავებდა და არაფერს მეუბნებოდა.
ხმას მაინც არ ვიღებ, მინდა, მაგრამ არ გამომდის, მაინც ერთ ადგილზე გაშეშებული, დამუნჯებული არსება ვარ.
- გესმით ჩემი? - იქვე დადებულ ფურცლებს სახის წინ მიფრიალებს. ტუჩების მოძრაობით ვხვდები რომ საუბარს აგრძელებ, მაგრამ ვეღარც ვუსმენ. - გაბრძანდით. - მხოლოდ ეს სიტყვაღა მესმის, შემდეგ მაჯაში ხელს უხეშად მავლებს და კაბინეტიდან ძალით მაგდებს.
ასე მოქცევა შეიძლება? ბიბლიოთეკაში ყოველდღე აუტანელი მომხმარებლების მოსმენა მიწევს, რომლებსაც ჩემი შეთავაზებული არც ერთი წიგნი არ მოსწონთ, უაზროდ მეჩხუბებიან და ხმას ისეთ ადგილას უწევენ, სადაც ამის უფლება არ ააქვთ, მე ამ ყველაფრის ატანა მიწევს ამ ქალმა კი უბრალოდ ხელი დამავლო და იქიდან გამომათრია?
ქუჩაში გავდივარ, გაზაფხულის არც ისე თბილი ამინდი სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ სახლში წასვლას და მარტო ყოფნას გარეთ სეირნობას ვამჯობინებ. ქალაქს ვაკვირდები და ვხვდები რომ ნელ-ნელა თავისუფალი ადგილი აღარ რჩება. სადაც არ უნდა გაიხედო დიდ, ახალ აშენებულ შენობებს დაინახავ, რომელიც ყველას ხიბლავს და მოსწონს, სინამდვილეში კი საერთოდ არ იციან რა როგორ არის აშენებული. რას გაუძლებს კატასტროფის დროს. მიუხედავად იმისა რომ ეს გამაღიზიანებელია, მაინც მომწონს რომ ადგილი არ რჩება სადაც მოწმენდილი ადგილის, ცის დანახვას შეძლებ. არ მიყვარს ასე უბრალოდ ცის ყურება და ფიქრი. თავს ისევ მარტოსულად ვგრძნობ, როდესაც ვხვდები რომ ერთი შეხედვით ყველაფერი უსასრულო ჩანს. ამიტომ არც ზღვა მიყვარს. როდესაც მე და თორნიკე დასასვენებლად ბათუმში ვიყავით მას სანაპიროზე მარტო ვუშვებდი, თვითონ კი უკვე მეასეჯერ დათვალიერებულ ქალაქს ახლიდან, კიდევ ერთხელ ვათვალიერებდი. ახალ პუნქტებს ვიმახსოვრებდი და შემდეგ თორნიკეს სხვა, განსხვავებულ ადგილებში წასვლას ვთავაზობდი. ყოველდღე სხვადასხვა ადგილას მივირთმევდით და ცხელი ამინდებით ვტკბებოდით. გვიანობამდე არ ვიძინებდით, დილით კი მაინც ადრე ვდგებოდით რომ სასტუმროში გვესაუზმა, შემდეგ კი გვესეირნა. აი, ზუსტად ისე უაზრო სასიყვარულო ფილმებში რომ აკეთებენ. მართლაც ერთმანეთზე ჩახუტებულები ვსეირნობდით დიდ ქალაქში და უაზროდ ვიღიმოდით, ერთმანეთს ხუთ წამში ერთხელ, ზუსტად გათვლილად ვკოცნიდით და ხელებს ერთმანეთს არ ვუშვებდით. ხალხს მზერას მაინც ვაფიქსირებდი, ზოგი იღიმოდა, გეგონება მათი ნაცნობები ვყოფილიყავით, ზოგი - იბოღმებოდა, ზოგი - კი თორნიკეს სიმპათიურობით იხიბლებოდა და მას თვალს ვერ აცილებდა. მე მგონი შეუმჩნეველი ვრჩებოდი, დიდად არავინ მაქცევდა ყურადღებას ან უბრალოდ მე ვფიქრობდი ასე.
- სხვებს ნუ უყურებ, მე შემომხედე. - მითხრა, როდესაც ხალხის თვალიერებამ ის სულ გადამავიწყა. ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ცხვირზე მაკოცა. მიყვარდა, როდესაც ამას აკეთებდა. პირველივე პაემანზეც ამით მომხიბლა, ტუჩებში კოცნის მაგივრად ცხვირზე რბილი კოცნა დამიტოვა და სწრაფადვე გამეცალა.
ალექსანდრე უფრო სხვანაირია. მასთან სითბოსთან ერთად ვნებაც მაკავშირებს. რაღაც განსხვავებული სიყვარული. ასეთ გრძნობას მხოლოდ ათეულები თუ გრძნობენ. აღტაცება, შიში, ამავდროულად კი ის რადიკალურად ყველასგან განსხვავებული შეგრძნება, რომელიც დღითიდღე უფრო ცუდად მხდის. მინდა დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის, როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, ზუსტად ეს მაიძულებს და უფრო მიჩენს მასთან ყოფნის სურვილს.
მირეკავს, ვუთიშავ.
მირეკავს, ვუთიშავ.
მირეკავს, ვეღარ ვითმენ და ვპასუხობ.
მისი გახშირებული სუნთქვის ხმა მესმის, ტელეფონი მის ხმას უფრო აბოხებს და ალბათ უფრო სექსუალურსაც ხდის. როგორ მინდა ახლა მის გვერდზე ვიყო, მნიშვნელობა არ ააქვს სად ან როგორ უბრალოდ ამის სურვილი საშინლად მაქვს. თორნიკე გუშინ წავიდა, ისე რომ ჩემთვის არც არაფერი უთქვამს, არ გავუღვიძებივარ, უბრალოდ ადგა, ბარგს ხელი დაავლო და ჰოლანდიაში სამი დღით გაფრინდა, რაც უფრო მეტ დროს და შანს მოგვცემს. თუ ის მის ცოლს ერთ უბრალო ტყუილს ეტყვის ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი მოტყუვდება ორის მაგივრად და მეც თავს ისე დამნაშავედ აღარ ვიგრძნობ, როგორც ადრე ვგრძნობდი. ამჯერად კაფეში წასვლაზე მითანხმებს, მეც მხოლოდ იმიტომ ვეუბნები კის რომ ვიცი კაფეში წასვლით სერიოზული არაფერი მოხდება.
სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად მივდივარ. ცისფერი, დახეული ჯინსის მაგივრად ნაცრისფერ, მოტკეცილ შარვალს ვიცვავ, თეთრ, უბრალო მაისურს კი სადა, მუქი ლურჯი ჯემპრით ვანაცვლებ. სახლიდან გასვლას ვაპირებ, როდესაც ტელეფონი ბზუილს იწყებს. შარვლის უკანა ჯიბიდან ვიღებ და ეკრანს ვაკვირდები.
- ბატონო. - მიუხედავად იმისა რომ ვიცი უცხოური ნომრით ახლა მხოლოდ თორნიკე დამირეკავდა, მაინც ოფიციალურად ვპასუხობ ტელეფონს.
- როგორ ხარ, საყვარელო? - მესმის მისი ჩახლეჩილი ხმა. ვცდილობ ჩემს თავს დავაძალო და გავიღიმო, ისე თითქოს ამას დაინახავს.
- ბიბლიოთეკაში უნდა გავიდე, თამუნამ დახმარება მთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხე. შენ როგორ ხარ? კარგად მოეწყვე?
- კი, ყველაფერი კარგადაა. დღეს საღამოს მისტერ ლორდჯერს ვხვდები, იმედი მაქვს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. მაქამდე ცოტას დავიძინებ, შემდეგ კი ვეცდები არ ვინერვიულო. - იცინის.
- ხო, ეგრე აჯობებს. - ვეუბნები დაუფიქრებლად და იქვე დადებულ ფურცელზე უაზრო ფიგურების ხაზვას და გაფერადებას ვიწყებ. როდესაც ვერაფერ ნორმალურს ვერ ვხაზავ გაბრაზებული და გაღიზიანებული მთელს ფურცელს ხაზებს ვუსმევ და იქვე ნაგავში ვაგდებ.
- უკვე მომენატრე.
- მეც, ძალიან.
- წამომყოლოდი და არ მოგენატრებოდი.
- მერამდენეჯერ? - გაღიზიანება მეტყობა. ხმას ვეღარ ვაკონტროლებ, კიდევ ერთხელ რამეს იტყვის ამ თემასთან დაკავშირებით და მზად ვიქნები სამუდამოდ გავაჩუმო. ამის შემდეგ აღარაფერს მეუბნება. ვიცი, ასეთი სისულელეებიც კი სწყინს. ზუსტად ამის გამო აღვიქვამ 28 წლის კაცს ისევ ბიჭად, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა. ბოდიშის მოხდით უკვე დაღლილი ვუთიშავ და თავს ხელებში ვრგავ. მართლაც რა პატარა ბავშვივით იქცევა, რომელიც იმაზე ბრაზდება მის დაუკითხავად მაღაზიაში რომ წახვედი. ზოგჯერ ისეთი აუტანელია, მის სიკვდილზეც კი ვფიქრობ ხოლმე, რაც შემდეგ მანადგურებს. მხოლოდ მერე ვხვდები თუ როგორი უგულო ვარ ხანდახან, როგორი ეგოისტი და თავისთავზე შეყვარებული. მაგრამ ეს ბოლომდე სიმართლე არ არის, ჩემი თავის გარდა ბევრი სხვაც მიყვარს. ალბათ ჩემს თავზე გაცილებით ნაკლებად, მაგრამ მაინც.
ვცდილობ ჩქარა მივიდე დანიშნულ ადგილამდე. უკვე ნახევარი საათით დავიგვიანე, მაგრამ ალექსანდრეს არ დაურეკავს და არც უკითხავს სად ვარ ან რატომ არ მივსულვარ. ეს მანერვიულებს, ტაქსის მძღოლს ყოველ ორ წამს შენიშვნას ვაძლევ რომ ნელა დადის, მე კი ძალიან, ძალიან მეჩქარება. ის სარკიდან მობეზრებული თვალებით მიყურებს, დროდადრო კი თავს აქნევს, ჩემით დაღლილი. ეგრევე ვხტები ავტომობილიდან, როდესაც ჩემი საყვარელი კაფის წინ აჩერებს. ისე სწრაფად, რომ მადლობის და ნახვამდის თქმაც მავიწყდება, ამას კი გვიან ვიაზრებ. რატომღაც არ მინდა ასე უაზროდ მოქცევა, ამიტომ უკან ვბრუნდები რომ ფანჯრიდან მაინც გადავუხადო მადლობა, მაგრამ უკვე წასული მხვდება, ამიტომ ეგრევე კაფეში შევდივარ, ოღონდ უკვე გაწონასწორებული ნაბიჯებით.
ალექსანდრეს ვხედავ. ცისფერი პერანგი და ისევ შავი შარვალი აცვია. განერვიულებული ჩანს, ამიტომ მის გვერდზე ვთავსდები და ჩემს ხელს მისას ვადებ და ოდნავ ვუჭერ. მიშორებს და ტუჩის წვალებას იწყებს. მისი განწყობა ჩემზეც მოქმედებს.
- როგორ ხარ? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ფრჩხილების წვალებას ვიწყებ. ვგრძნობ, როგორ მცილდება შავი ფერის ლაქი. მას ვუყურებ. ხმას არ იღებს. მის სახეს ვუყურებ და თითქმის ვხვდები რა ხდება, მაგრამ არ მინდა ამის ბოლომდე მჯეროდეს. მოსალოდნელი დარტყმისთვის ვემზადები. ჰაერს ხარბად ჩავისუნთქავ.
- რა ხდება? - ვეკითხები რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მისი დუმილი აუტანელი ხდება. რაღაცის თქმა უნდა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ სურს ამის აღიარება. ხელზე ვეჯაჯგურები, ისევ მიშორებს და ხმადაბლა ამბობს: - ელენემ ყველაფერი გაიგო.
თავს ქვემოთ დამნაშავესავით სწევს.
ამის გაგონების შემდეგ ვხვდები რა მოხდება მომავალში. ეგოისტურად მეტყვის რომ აღარ სურს ასე ცხოვრება. ოჯახს ვერ მიატოვებს, რადგან ისინი მის გარეშე არაფერს ნიშნავენ. პატარა ლუკას მარტო ვერ დატოვებს და ბავშვს მომავალში ვერ დატანჯავს იმით, რომ მისი მშობლები გაშორებულები იქნებიან. მას კი ხან მამასთან მოუწევს ყოფნა, ხან - დედასთან, ორივესთან ერთად ვერასდროს ვერ გაატარებს დროს. მე კი ეს ყველაფერი ჩუმად უნდა ვისმინო, ამავდროულად კი უნდა შევეცადო და გავუგო, რადგან მისი თქმით მაინც ყველაზე მეტად ვუყვარვარ და სულ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ასე ვეყვარები.

არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ოთხშაბათს დადებული თავი დღეს წაშლილი დამხვდა, შესაბამისად მეორედ ვდებ. სავარაუდოდ შემდეგ კვირას უკვე დავამთავრებ.
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც აკლია ამ ნაწერს, მეტიც დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ვხვდები, რომ ეგრევე იმას ვერ მივაღწევ რისი მიღწევაც ასე ძალიან მინდა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმათ ვინც მაინც კითხულობთ, ყველანაირად ვეცდები მომავალში უკეთესი მოთხრობები შემოგთავაზოთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.



№1  offline წევრი ჭირვეული

სათაურს თვალი მოვკარი თუ არა,ეგრევე გავხსენი, ახალი თავი მეგონა ((( ასე მალე დასამთავრებლად არ მემეტება, თუმცა შენ უკეთ იცი. ახალი თავის მოლოდინში ვარ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent