ჩვენ! 3 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ! 3


30-01-2017, 23:39
ავტორი мариамо
ნანახია 1 176

ჩვენ! 3

ნიტა საბანში იყო შემძვრალი და გაუჩერებლად ტიროდა, გავითიშე, დაპროგრამებულივით მივედი საწოლთან და როდესაც მისი ჩაწითლებული თვალები დავინახე , მჭიდროდ მოვეხვიე
- დაწყნარდი პატარა, აქ ვარ, ნუ გეშინია- მონოტორულად ვიმეორებდი სიტყვებს და თავზე ვკოცნიდი, ძლივს დაწყნარდა და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.
- იჩი რა ვნაქე?- სლუკუნით დაიწყო- ვითომ მამა აქ იყო და გჩემდა, გიყვიროდა ,მე კიდე ჩემეჩინდა
- არა საყვარელო სიზმარი იყო, ნახე ანას სახლში ვართ და მამა აქ არაა , დაწყნარდი - უფრო მჭიდროდ ვიკრავ და გაცოფებულ მათეს ყურადღებას არ ვაქცევ- წამო ჩაი დავლიოთ კარგი?
- მე გავაკეთებ ქო?
- შენ გამიკეთე საყვარელო- ღიმილით ვკოცნი და ხელში ამყავს, მათე ისევ გაშეშებული დგას და რაღაცაზე ფიქრობს. ნიტა მადუღარაში წყალს ასხავს , მერე ჭიქას ვუწვდი და ძლივს ყრის შაქარს, ამ დროს ისეთი საყვარელი და სასაცილოა ეომ მისი შეჭმა მინდება.
- მე არ გამიკეთებ ჩაის პატარა ქალბატონო?- ღიმილით შეცქერის მათე ნიტას
- ჩენ ვინ ხარ?
- დედიკოს მეგობარი
- მაჩინ გაგიკეთებ
- დედიკოს?- გაოცებული ვუბრუნდები მათეს
-რა არა?- დაბნეული მიყურებს , მე კი ბოლო ხმაზე სიცილს ვიწყებ.
- კარგი ნიტა მოდი მათესაც გავუკეთოთ ჩაი- კიდევ ერთ ჭიქას ვაწვდი ნიტას და ის შაქარს ისევ სასაცილოდ ყრის, ბოლოს სამივე ჩაით ხელში მაგიდასთან ვსხდებით და სიჩუმეც ისადგურებს. მე მათეს ნაკვთეს ვაკვირდები , შეხების სურვილი მკლავს, ხელს ძლივს ვაკავებ რომ რამე სისულელე არ გავაკეთო. სიჩუმეს მათეს ტელეფონის ხმა არღვევს, საქმიანი ტონით იწყებს ლაპარაკს, ბოლოს კი მობეზრებულად თიშავს ტელეფონს.
- მაპატიეთ ლამაზებო მაგრამ უნდა წავიდე - ნიტას ეთამაშება და ლოყაზე კოცნის , შემდეგ კარისკენ მიდის და მეც უკან მივყვები, გაღებულ კარში ჩერდება ჩემსკენ ტრიალდება და ლოყაზე ძალიან ნაზად მკოცნის.
- ნახვამდის მშვენიერო- ყურთან ჩურჩულებს და მიდის, მე კი გახევებული ვდგავარ კარებში, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვდივარ ნიტა რომ ექაჩება ჩემს მაიკას და მულტფოლმის ყურებას მთხოვს.

ერთი კვირის განმავლობაში მათე ყოველ საღამოს სადარბაზოსთან მხვდებოდა, უბრალოდ მომიკითხავდა და ისევ მიდიოდა. მთელი კვირის განმავლობაში სამსახურს ვეძებდი ,მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, თარგმანების რაოდენობამაც იკლო, მე კი არ მინდოდა ანას დავწოლოდი კისერზე ,ვერ ვიტანდი ასეთ რაღაცეებს, მაგრამ დემეტრესთვის უნდა მეთხოვა სამსახური.
სახლთან მისულმა მათეს მანქანა,რომ ვერ შევნიშნე რა ღაც ჩამწყდა შიგნით, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო სწრაფად შევედი სახლში, ჩანთა შემოსასვლელშივე დავაგდე
- დემეტრე, დემეტრიუს- მისაღებიდანვე ვიწყებ ყვირილს და სიტყვა მიწყდება მომღიმარ მათეს რომ ვხედავ.
- გისმენ მარუსი- შუბლზე მკოცნის სამზარეულოდან გამოსული დემეტრე და დივანზე ჯდება
- აუ საქმე მაქ და გამო რა, გამარჯობა მათე- უხერხულად ავიწურე კარებთან- აუ დემე სამსახური მჭირდება რა ვერაფერი ვიშოვე თან თარგმანმაც იკლო და მოკლედ..
- რა მორიდებული მელაპარაკები გოგო- სიცილით დამკრა ხელი დემემ- მე ვიცი რაც უნდა ქნა წამო- ხელი მომკიდა და ანასთან და მათესთან გამიყვანა- მათე ცოლი გიშოვე- ამის თქმა და ჩემი გაოგნება ერთი იყო
- რაა??
- აუ მოკლედ მათეს სჭირდება ფიქტიური ცოლი ხოდა ცოტახანს იქნები რა ნუ მოკლედ მათე აგიხსნის, ანა წამო საქმე გვაქ - ანას წელზე ხელი მოხვია და ოთახიდან ისე გაიყვანა,რომ ვერაფრის თქმა მოახერხა.
- მოკლედ საქმისთვის მჭირდება ფიქტიური ქორწინება, უზრუნველყოფილი იქნებით შენც და ნიტაც- თვალს მიკრავს, ფეხზე დგება და ჩემსკენ ნელ-ნელა მოდის- თან სულაც არ ვიტყოდი უარს შენნაირ ცოლზე- ვნებიან მზერას მავლებს, ხელს წელზე მხვევს და ლოყაზე მეფერება- დაფიქრდი მშვენიერო- ისევ ლოყაზე მკოცნის და გახევებულს მტოვებს ოთახში. ჯანდაბა! სულ რატომ ახერხებს ჩემს გაშტერებას?! ჩემს თავზე მეშლება ნერვები! ანუ მისი ცოლი? არა რა სისულელეა ვერ გავძლებ! ოხ ! დემეტრეე, ყველაფერი შენი ბრალია რაა!! ჯანდაბა მარიამ შარში ხარ!- რა ვქნა?- საწყლად ვხავი და დივანზე ვეცემი


იმედია მოგეწონებათ :* ვიცი რომ პატარაა მაგრამ მეტს ფიზიკურად ვერ ვწერ <333 ველი შეფასებებს და მადლობა წინა კომენტარებისთვის <33скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Momwons magram tavebi gazarde dadzalian kargi iqneba
--------------------
M.D

 



№2  offline წევრი мариамо

mtirala var
Momwons magram tavebi gazarde dadzalian kargi iqneba

vecdebi sayvarelo ubralod dro saertod ar mqonda <3 gpirdebi xval did tavs davdeb <33

 



№3  offline წევრი мариамо

cuga
mochvenebis gjerat:d

ara :D

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მომეწონა.მათეუსი როდის გაიგებს ნეტა ნიტა რომ მისი შვილი არაა?თუ იცის?
--------------------
ლანა

 



№5  offline წევრი мариамо

La-Na
კარგი იყო.მომეწონა.მათეუსი როდის გაიგებს ნეტა ნიტა რომ მისი შვილი არაა?თუ იცის?

ar icis jer da male gaigebs :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent