შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 7 8 9 10 11 თავი


31-01-2017, 15:03
ავტორი zia-maria
ნანახია 3 432

თავი 7

ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, სადაც არ უნდა წავიდეს ქართველი ყველგან ეჩვევა გაჭირვებას, მაგრამ თავის გემოს არ კარგავს. იციან ორივემ, ვაზმაც და კაცმაც, რომ ,,გემოს''დაკარგვას კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ. ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების მანძილზე.
ბექას განსაკუთრებით უყვარს თბილისი, თავისუფალ დროს, გული მუდამ თბილისისკენ მიუწევს.ვერ ძლებდა სხვის მიწაზე, სხვის ქვეყანაში. რამოდენიმე თვე და ის უკვე, თბილიში იყო. მის საძინებელს დიდი აივანი აქვს და ის ამ აივანზე ეჩურჩულება მთვარეს. ვინ იცის რას, ვინ გაიგებს მისი გულის ტკივილს, რას თხოვს და რას ევედრება. ხან თვალცრემლიანი და ხან მოგონებების ღიმილით, ოდნავ გახსნილი ბაგით. მთელი გრძნობით უყვარდა ეს სახლი და ეს აივანი. დარდად აქვს გულზე დაფენილი მისი წარსული და ის მხოლოდ მის ფიქრებში აცოცხლებს,მისთვის დაკარგულ დროს.დაღლილი გულით ებრძვის სულის სიმარტოვეს და თანდათან სხეულზე შემოადნა ეს ტკივილიანი წლები. ხედავს აივანიდან წვიმის წვეთები როგორ ხაზავს მინას ღარებად და უნებურად ისევ ჰორიზონტს გახედა, ფინჯანში ჩარჩენილი შეგრილებული სითხე შესვა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
---უშენოდ, არც შემოდგომის წვიმას არააქვს ხიბლი, რომელიც შეყვითლებული ფოთლებს წკაპუნით ეცემა და ფანჯრის მინებს ცრემლებივით ღარავს ხაზები. არც ჩემს სიცოცხლეს აქვს აზრი ბარბარე. მითუმეტეს ახლა ამ ბოლოს შენთან შეხვედრისას, რომელმაც დამარწმუნა ისევ შენს სიყვარულში. როგორც ჩემი გრძნობაა ძლიერი შენს მიმართ, ასევეა ჩემს მიმართ შენში ეს გრძნობა. ჩაიცვა,მოემზადა და მდუმარედ გაიხურა სახლის კარები. ყველაზე ადრე მივიდა კომპანიაში და ისე გაერთო მუშაობაში ვერც კი გაიგო, დრო როგორ გასულიყო. მყუდროება კარებზე კაკუნმა დაურღვია.
---შეიძლება?
---მობრძანდით. მტკიცე იყო ბექას ხმა.
---გამარჯობათ, თქვენთან პარტნიორობა მინდა. თავი ასწია და მის წინ მომღიმარი ერეკლე იდგა.
---ერეკლე?როგორ გამახარე.
---შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ გამიხარდა შენი საბოლოოდ აქ დაბრუნება ბექა.
---შეიძლება? ორივემ კარებისკენ მიიხედა და ბექამ სტუმარი შემოიპატიჟა.
---მობრძანდით. ხმა დაიბოხა ბექამ.კაბინეტში სათვალეებიანი და თმაში ალაგ-ალაგ ჭაღარა შერეული მამაკაცი შემოვიდა. ბექამ ვერ იცნო, მამაკაცი კი ღიმილით უცქერდა ბექას. შემდეგ სათვალეები მოიხსნა. ბექამ სერიოზული სახით უცქირა მამაკაცს და შემდეგ ღიმილით დაარტყა ხელი მაგიდაზე და უთხრა.
---ჩემი ყველაზე დიდი მტრის, ჩემი აუტანელი სიდედრის ნახვას ვიფიქრებდი აქ ახლა და შენს ნახვას ნამდვილად არა. რა სიურპრიზია დღეს, ასე ორივემ ერთად რომ მომინახულეთ. სკოლის მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ძველი დრო გაიხსენეს, ბავშვობის დროინდელი ამბებით.. მოიცადეთ,აქ როგორ მოხვდით ასე ერთად, მოლაპარაკებული იყავით?
---არა ბავშვობიდან აქა ვზივართ. უთხრა ორივემ ერთ ხმად და სამივემ გულიანად გაიცინა.
---რას შვრები,როგორ ხარ.კითხა ბექამ ლევანს.
---რა ვიცი,რა გითხრა.ჩემი კუჭი წამლების შემნახველ ყუთად გადაიქცა.
---რამ გამოგაშტერა ექიმთან მიდი.ხმა დაისერიოზულა ბექამ. თან წარბები შეუყარა ისე,როგორც ადრე.
---აუ ეს ისევ ისეთი უჟმურია, ნახე როგორ მიყურებს?
---მე არ ვიცი შაბათ დღეს ვიკრიბებით თქვა ერეკლემ და ორივეს გადახედა ღიმილით.
---გინდა შენს გვერდით, რომ ვიყო სიხარულო? სიცილით უთხრა ბექამ. ერეკლემ ახლოს მიიწია და უთხრა ვნებიანი ხმით.
---რატომაც არა, მინდებხარ ჩემს გვერდით ჩემო ბიჭო. თქვა ერეკლემ და გულიანად გადაიხარხარა.
---უუუხ, რამდენი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ, რა კარგია ყოველდღიური შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად რომ შემოგდიოდეს? თქვა ლევანმა.
---აუფ,შენ მთვარეზე გაფრენაც ხომ არ გინდა?გაეღიმა ერეკლეს და შემდეგ ბექას მიუბრუნდა. მეგონა შემეხმიანებოდი, გელოდებოდი ბექა. მიხვდა ბექა რატომაც ელოდებოდა.
---რა უნდა მეთქვა ერეკლე, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი? ამის შეხსენება განა მჭირდება? მეც კარგად მახსოვს.რაც ბარბარე წავიდა 4 თვე გავიდა და 4 დღე არ მექნება წესიერად ,რომ დამეძინოს,მე დავაშავე და მევე ვიტანჯები.
---იცი? ამ დღეებში ჩამოდის. თქვა ერეკლემ და ბექას შეხედა უნებურად, რომელსაც ფერებმა გადაუარა სახეზე და ფინჯანი რომელიც ხელში ეჭირა აუკანკალდა, უეცრად ვერ დაიმორჩილა ხელი და ქათქათა პერანგზე ყავისფერი სითხე გადაისხა.
---რა ხდება, რა გემართება.უთხრა გაკვირვებულმა ლექსომ.
---არაფერი,ისე უნებურად. დაბნეულად უპასუხა ბექამ. შემდეგ ისევ იქვე მშვიდად მჯდარ ერეკლეს შეხედა და უთხრა.
---მართლა ჩამოდის? ქმარიც და შვილიც მოყავს?
---ქმარი არ ვიცი ბექა და შვილი კი მოყავს და მგონი საბოლოოდ მოდის, იქეთ აღარ უნდა წასვლა.
---რატომ?
---იმიტომ რომ დაიღალა მარტო ცხოვრებით და უნდა ცხოვრება თავიდან,ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
---გასაგებია. როდის ელაპარაკე ბოლოს,ეს ზუსტი ინფორმაციაა და აწი,არაფერი არ შეიცვლება?
---ორი დღის უკან ვილაპარაკეთ და ჯერ-ჯერობით, ყველაფერი ისეა,როგორც თქვა.
---კარგი,ერეკლე იცოდი რომ ბარბარეს............... ბექას საუბარი ერეკლეს ამღერებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. ტელეფონს დახედა და ბექას ანიშნა თითით გაჩუმდიო, ბექამ კი ანიშნა ხმამაღალზე ჩაერთო ტელეფონი.
---გისმენ ბარბი რამე შეიცვალა?
---არა ერეკლე ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ არის, შენ რა ქენი, რამე გაარკვიე?
---მოდიხართ უკვე? ან რამდენ ხანში წამოხვალთ, ზუსტად რომ ვიცოდე.
---ერეკლეეეეეეეე გინდა თავი მომაკვლევინო? თუ არ გაინძერი დროზე, იცოდე ჩემს სტუმარს სახლში შემოგისახლებ. ერეკლეს გაეცინა და უთხრა.
---ალბად ბედი მიგზავნის და უარს როგორ ვეტყვი, ბედნიერებას ბაბალე.
---ნუ მეძახი ბაბალეს და ნუ იცი ხანდახან, ნერვების კიბოდ გადაქცევა შენ.
---ნუ მომაკვლევინებ თავს, მითხარი რამდენ ხანში ჩამოდიხართ, ნუ მიშლი ნერვებს გოგო.
---ერთ კვირაში ვარ მანდ და ირას სახლი უნდა დახვდეს ნაყიდი, ხოდა კიდე ნერვების მოშლა მაშინ ნახე შენ. ვოტ ტაკ. გაეცინათ ბარბარეს ნათქვამ ნათქვამ ბოლო სიტყვებზე და ბექამ ღიმილით გააქნია თავი.
---ვა,ვა,ვა,ვააა. რუსის ნაშები მოგყავს ჩვენთვის? გოგო რუსები არიან?
---ქართველები არიან და ნუ ყვირიხარ.
---შენ ამაყვირე, ისე არ მითხარი აბა სიმართლე,ვერ დაგაცდენინე. ისევ ისეთი წუნკალა ხარ, როგორც ბავშვობაში.
---შენ კი ისევ, ისეთი ნერვების კიბო ხარ, როგორც ადრე. სად ბრძანდები ახლა.იქნებ და ხელს გიშლი არ მომაქოქოლოს ვნება აღზნებულმა ვინმემ. გადაიკისკისა ბარბიმ.
---ნუ გეშინია, არავინ არ მოგაქოქოლებს, ლევანთან ერთად ვარ. ბექამ ხელით ანიშნა არ მამხილო აქ თუ ვარო.
---უუუუჰ ლეუშ? შენც მანდ ხარ? რა ქნა ტკივილებმა გაგიჩერდა, თუ ისევ დასრიალებს ტროლეიბუსივით? ერეკლემ ხმამაღლა გაიცინა გულიანად და ლევანიმ კი ბარბის შეუღრინა
.---ენის წვერი წაგეჭრება იცოდე ბაბილინა.
---ენის წვერს არა უშავს, მთლად ვერ შეველევი ლეუშ.
---ჩამოდი, ჩამოდი და ერთად ჩავუჯდეთ. ბექამ მითხრა, გავიგე ბარბის მოზრდილი ვაჟკაცი ყოლია და უნდა გავიცნო და ჩვენებურად გამოვზარდოთო, თან კაცობა ვასწავლოთო. ლევანმა ბექას გახედა და ენა გამოუყო გასაბრაზებლად. ბექამ კი ხელით ანიშნა, შენ ვერ ხარ კარგადო.
---ლეუშ ჯერ ბატონმა ბაქარმა თავად ისწავლოს კაცობა და შემდეგ დადგეს სხვების აღმზრდელად. ბექას თავზე შემოეწყო ხელები და ისე ისმენდა ბარბის საუბარს.
---ბარბი რამდენი წლისაა შენი შვილი?
---სულ მალე 9 წლის გახდება, რატომ მეკითხები?კარგი მე წავედი და იმედია მალე გნახავთ ბიჭებო.
ბარბის ხმა შეწყდა და ორივე ბექას მიაჩერდა.ბექა კი ხან ერთს მიჩერებოდა და ხან მეორეს.
--რა გემართება ბექა. როგორ ბედნიერადაც არ უნდა მომაჩვენო თავი, ბარბის ხსენება და მისი ხმის გაგონება, შენში ცვლილებებს გადმოსცემს.ყოველთვის როცა მოგონებებს გადახედავ და ძველ დროზე დაიწყებ ფიქრებს,გულის სიღრმეში ჩაიხედე რამეს ხომ არ ნანობ. მე კარგად ვხვდები,რომ ის დრო გენატრება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი,რომ ამას არასოდეს არ აღიარებ არც ახლა და არც ადრე გითქვამს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი სიტყვის თქმა.ასე უსიტყვოდ, ასე ჩუმად როდემდე გინდა რომ იყო ბექა. შენ, ჩვენნაირად ვერავინი ვერ გაგიგებს.ვიცი რომ ბარბი დღემდე გიყვარს, ამაში შეკრებაზე რომ ვიყავით,იმ ღამით დავრწმუნდი. შეიძლება ფიზიკურად ბარბიზე უკეთესი მეუღლე გყავს სახლში, მაგრამ ბარბისნაირად ის ვერასოდეს ვერ შეგიყვარებს. ბარბარეს ნაირი ის არასოდეს არ იქნება, ვერ იქნება რადგან, მას რომ შეუძლია, ის ვერასოდეს ვერ შეძლებს იმდენს. არ გიყვარს ნათია მასაც ტანჯავ და თავსაც იტანჯავ, ისე არ გააკეთო სადმე შემთხვევით შეხვედრისას შენზე რომ თქვას, ,, უკაცრავად ვერ გიცანით, რადგან თქვენ ჩემი მწარე წარსული ხართ, მე გადავიღალე წასრსულზე ფიქრითდა ახლა ტკბილ მომავას ვეძებო''. ერეკლეს საუბარი უკვე ყვირილში გადაუვიდა,თავს ვეღარ აკონტროლებდა.
---შენ რა თქვი ახლა ხვდები? წყნარად,მაგრამ გაოცებულმა შეეკითხა ბექამ.
---რა ვთქვი ისეთი,რაც აქამდე არ იცოდი ბექა. უეცრად იფეთქა ერეკლემ და ჯიქურ ჩააჩერდა თვალებში.
---მე თუ ვუყვარვარ დღემდე, მისი შვილი თითქმის ცხრა წლის არის ერეკლე. ხედავ ბარბის რამხელა შვილი ყავს?ესაა მისი სიყვარული? კარგი სიყვარული კი ცოდნია ქალბატონს. კიდევ მქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ ფოტოები აქვს ქმარ-შვილის ტელეფონში. ერეკლემ და ლევანმა ერთმანეთს შეხედეს გაოცებულებმა, რადგან ეს ბარბის არ უთქვია მათთვის.
---როდის განახა, როდის იყავი მასთან, ბარბარე როდის ნახე, მარტო როდის დარჩით სალაპარაკოდ. ერთად მიაყარა ერეკლემ მისთვის საინტერესო კითხვები და პასუხს დაელოდა. ბექა მიხვდა ბიჭებმა არაფერი არ იცოდნენ იმ ღამის შესახებ და არ გათქვა იმ ღამის საიდუმლო, ამიტომ ტყუილი უცებ შეთხზა და რაც მოაფიქრდა ის თქვა.
---პრეზენტაციის საღამოს, ვერანდაზე რომ ვსაუბრობდით მაშინ მანახა დიდი სიამაყით.
---დაქლიავებული და გამოლენჩებული იდიოტი ხარ ბექა. რატომ არ დაგაინტერესა გეკითხა,რა გვარის არის მისი შვილი, ან უფრო მეტიც, მაგხელა თავი ტყუილად რომ გადგას ბეჭებზე, არც ის დაგაინტერესა რა ქვია მის შვილს? ბაქარი ქვია მას, ბა- ქა- რიიიი, შენი სახელი ბექა და ის ონიაშვილია. რომ ჩამოვა ყველაფერი იღონე და შენი საკუთრება დაიბრუნე. გვარი მიეცი ბავშვს და ბაქარ, ბაქარის ძე მესხი იქნება.ნის შენი შვილია და ცნობისთვის ბარბი არც გათხოვილა და არც არავინი ყოლია არასდროს. მთელი მისი საუკეთესო წლები ბავშვის მოანდომა და მას შეალია. დროა რომ გამოფხიზლდე, გესმის? გამოფხიზლდიიიი. ამდენი ხანი ჩუმად მჯდარი ლევანიც ალაპარაკდა და ერთ წერტილს მიშტერებულ ბექას სერიოზულად უთხრა.
---ბექა საერთოდ ასეთ თემებში ძნელია ჩაერიო, მაგრამ ბარბი უცხო არ არის არც ჩემთვის და არც ერეკლესთვის ის ჩვენი, ორივესი სულის ნაწილია.. ერეკლე რასაც გეუბნება სრული სიმართლეა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბად სიყვარულის თეორია, რთულია მხოლოდ სიყვარულის უხილაობა, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. სიყვარულია ჩვენში დიდი მოთხოვნილება, სიყვარულია ის რომ დაუფიქრებლად დათმობ საკუთარ სიცოცხლესაც კი და ვინ იცის,კიდევ რამდენი რამ შეიძლება გაგაკეთებინოს სიყვარულმა.საბოლოო აზრი კი ერთია, ჩვენი არსებობის უმთავრესი მიზეზი და მიზანი და შენ გეკითხები,გამაგებინე რა შეგიძლია გააკეთო ამ შენი ფარული სიყვარულისთვის. წლებია ჩუმად ხარ და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი რამ გაიგე, არ შეიძლება ასე უმოქმედოდ იჯდე და გვერდი აუარო ამ თემას ან ყური აარიდო, ვერ იტყვი არ გამიგონია რა მითხარიო. ბექა ჩუმად იყო, ფიქრობდა და ბოლოს ჩუმად თქვა, ძლივს გასაგონი სიტყვებით.
---არავინ შეიძლება გახდეს ისეთი უცხო, როგორც ის, ვინც უწინ ასე გაგიჟებით გიყვარდა. უეცრად, წლების შემდეგ იგებ, რომ შვილი გყავს და უკვე ხვდები არსებობს მიზეზი შენი სიცოცხლის გასაგრძელებლად, რადგან დაიცვა ის სიცოცხლე, რომელიც შენს საკუთარზე ძვირფასია.
---თუ ხვდები რა ბედნიერი კაცი ხარ ბექა. ბექას გაეღიმა და ეს ღიმილი ბედნიერების ღიმილი იყო, ერეკლეს შეხედა ბედნიერი თვალებით და უთხრა.
---ერეკლე გეფიცები, ჩემი შვილის გამო, ქვეყანას გადავიკიდებ და ვიბრძოლებ, ჩემი და მათი ბედნიერი დღეების მოსაპოვებლად. ლოდი მომხსენით გულიდან ბიჭებო, დიდი ლოდი ახლა ვიცი ვისთვის და რისთვის უნდა ვიბრძოლო ჩემი სიცოცხლის ფასად. ბარბარე, ჩემი ბარბი.
---და ჩვენი ბაბილინა.ღიმილით თქვა ლევანიმ.
---დავიბრუნებ,მოვიპოვებ მის ნდობას და ისევ დავიპყრობ მის გულს,მაგრამ უნდა დავსაჯო,მთელი ეს წლები,მთელი ეს დრო,როგორ იყო მდუმარედ.როგორ ვერ გაიგო ვერავინ,რომ მას შვილი ყავდა.
---შენ?შენ როგორ იყავი მთელი ეს წლები მდუმარედ ბექა.როგორ არ დაგცდა,ერთხელ მაინც რამე.ისე ატარე გულით ეს საიდუმლო,არც სიმთვრალეში არ წამოგცდენია.
ბექა წამოდგა,ჯიბეებში ხელი ჩაიწყო ფანჯარაში გაიხედა,შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ნიკოტინი მთელი ძალით შეისრუტა. ბოლის გამოშვებასთან ერთად, თითქოს სიმძიმისგან განთავისუფლებული სულიც გამოუშვა გარეთ. ბიჭებს მოჭუტული თვალით გახედა და სევდანარევი ხმით თქვა.
---ვისთვის მეთქვა ბიჭებო.ერეკლე სადღაც გაქრა მოულოდნელად და ისე საიდუმლოდ ჩააწყნარეს ყველაფერი, ისიც ვერ გავიგე რომ ოთხი წელი ციხეში გაატარა უპატრონოდ. შენ? შენ და მე დროებით, ერთი პერიოდი ჩამოვშორდიოთ ერთმანეთს და მე სხვა ახლობელი და მით უფრო მეგობარი,როგორც თქვენ ორნი არავინი არ მყავდა. მერე კი იცი ლევან როგორი ომი გადავიტანე ამ ქორწინების ასაცილებლად, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს და დავქორწინდი. ქორწინებამ კი დღემდე ტანჯვა მომიტანა მეც და ნათიასაც. ამ ქორწინებით, მხოლოდ ორივე მხარის მშობლებია ბედნიერი, მე კი მიწევს კლოუნის როლის შესრულება იქითაც და აქეთაც. თუმცა ამ ბოლო დროს, ვატყობ ჩემებს დიდ ცვლილებებს. მიხვდნენ, რომ არცერთი არ ვართ ბედნიერი და უსიყვარულოდ ცხოვრებამ არც შვილი გვაჩუქა უფალმა.
---მგონი მოვიდა ბექა ,,სიმართლის დრო''.
---ერეკლე მგონი არა, მართლა მოვიდა ,,სიმართლის დრო''. გულში არ შემიძლია შევინახო ეს დიდი სიხარული და მინდა ხმამაღლა ვიყვირო, არ ვინანებ, თუ პრესა და მედია ახალ ჭორს გაავრცელებს, არ გავჩუმდები და ხმამაღლა ამაყად თავად გავაცხადებ,რომ მე შვილი მყავს და ისიც ჩემს საყვარელ ქალთან. უკან არ დავიხევ და ბოდიშსაც მოვუხდი, მაგრამ მაპტიებს მამის გარეშე გატარებულ წლებს.
---მონატრებაზე ჩახუტებას არაფერი არ სჯობს ბექა და არასოდეს არ შეგრცხვეს ბოდიშის მოხდის. ბოდიშიც მოიხადე და შენი საკუთრება დაიბრუნე.თქვენ ერთმანეთის გარეშე ვერცერთი ვერ შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას, პატარა ბექას კი მამა ჭირდება გვერდით და თქვენ ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ კი თქვენს გვერდით ვიქნებით და ყველა გავიხარებთ, თქვენი სიხარულით.
---მადლობა ბიჭებო, მადლობა რომ ეს ყველაფერი ასე გულახდილად და ასე პირდაპირ მითხარით. არ ვიცი დღეს რა მოხდება, ჩემს სახლში ეს ბომბი რომ გასკდება, მაგრამ ამ თემის გადადებას აღარ ვაპირებ და განქორწინების საბუთები უნდა მოვამზადო. რაც მოსახდენია ბარემ ყველაფერი ერთად მოხდეს, კმარა სიჩუმე და კმარა უთქმელობა.შ ეგეხმიანებით აუცილებლად და ჩემს სიხარულს პირველი თქვენ გაიგებთ.
სამივე გავიდნენ გარეთ და ბექა სახლში წავიდა. მის მშობლებში ბოლო დროინდელმა დანახულმა ცვლილრბებმა, დიდი იმედი დაუსახა გულში, რომ გაუგებდნენ მშობლები ამ დიდ სიხარულსაც და ტკივილსაც. დღეს აღსარების ჩაბარების დღეა, სულის გაწმენდის დღე, რათა მჩატედ იყოს მისი სული, ის ხომ დღემდე, ამ წუთებამდე უსაშველო ბინდით იყო მოცული. შენ დღეს შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და მე ვალდებული ვარ, მეც შეგივსო ეს შენი ცარიელი გულის კედლები.

თავი მე-8-ე

ვეღარ უძლებს მარტოობის სულიერ ტკივილს, მისი როგორც გული,ასევე ცხოვრებაც ძალიან დიდ საიდუმლებებს ატარებს,რომელიც მხოლოდ მან იცის და ეფერება ჩუმად გაუმხელელ გრძნობებს.ვერავინმა ვერ შეძლო, ჩაწვდომოდა მის სულიერ სამყაროს, მხოლოდ დედამ შეამჩნია მისი უსაზღვროდ სევდიანი თვალები. მხოლოდ დედა ამჩნევდა შვილს, რომ ის არ იყო ბედნიერი. ამის გამო, მას დიდი ტკივილი აწუხებდა გულის სიღრმეში. გრძნობდა,როგორ ფორიაქობდა შვილის მთელი შინაგანი სამყარო, ბორგავდა და დუღდა ერთიანად.ვერ ხვდებოდა, თუ სად ეძებნა მალამო მისი გულის ჭრილობის მოსარჩენად.
შეცდა, ძალიან შეცდა, რომ შვილი მისი არჩეული გადაწყვეტილებით დააქორწინა და არ უცდია მოესმინა შვილის გულისთვის. მამაც ხვდებოდა, რომ შვილს გულიდან გამოგლიჯა, მისი საკუთარი პირადი ცხოვრება. არ შეუძლია თვალებში შეხედოს, რადგან კარგად ხვდება იმ თვალებში ჩაბუდებულ ტკივილს და უთქმელ საყვედურს მშობლების მიმართ. აწუხებდა ის ფაქტი, რომ ბექა მხოლოდ ხალხის თვალში ჩანს დაქორწინებული და ისე კი მარტოობის ჩარჩოებში ცხოვრობს. ისიც კარგად იცის მამამ, რომ სახლიდან გასულს ეფინება სახეზე ბედნიერების სხივი, რადგან თავისუფლების გაუცნობიერებელი სურვილი იკითხება შვილის სახეზე. ბევრჯერ აქვს ეს შემჩნეული და ყოველი ამ ფაქტის წინაშე მდგომს, მისი გული სინანულით ივსება. შინ უჩვეულოდ დათრგუნული ცხოვრება და გარეთ ახალგაზრდული ვნებათა ღელვის დაოკება, როდემდე გაუძლებს გული და სული,ასეთი რეჟიმით ცხოვრებას. და დღეს იფეთქა გულიდან იმ დაგროვილმა ტკივილმა და მშობლების წინაშე მისმა ბაგეებმა პირველად წარმოთქვეს ის სიტყვები, რომლებმაც გული მოუკლა თამარს და ონისეს. სახლში შესულს ჯერ დარწმუნდა, რომ მარტოები იყვნენ, შემდეგ მათ წინაშე დადგა და ჩუმი, აკანკალებული ხმით დაიწყო საუბარი.
---რას მერჩოდით, რა გინდოდათ, რატომ დამინგრიეთ ჩემი ცხოვრება. რადგან მშობლები გქვიათ, გგონიათ რომ ყველაფრის უფლენბა გაქვთ? ხალხი არა ხართ? მაგრამ არა,არა ხართ, რადგან არ გესმით გულის ტკივილი, არც საკუთარი შვილის და არც სხვისი.
წამოდგა თამარი ფეხზე და შვილისკენ წავიდა აცრემლიანებული თვალებით, მაგრამ ბექამ შეაჩერა.
----დაჯექი დედა და კარგად მომისმინე, ჭკუის სწავლებისა და დარიგებების გარეშე. კარგად ვხედავ უკვე დიდი ხანია, შენს თვალებში გაჩენილ სინანულის ცრემლებს. ჩემს ასეთ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, გესმით? აღარ აქვს აზრი არააააა ჩემს სულს ბორკილები ადევს და ამხსენით ეს ბორკილები ისე, როგორც დამადეთ, მასუნთქეთ თავისუფლად, ვიხრჩობი გესმით? ვიხრჩობიიი.ეს გინდოდათ? გინდოდათ ამ ჭრელი საზოგადოებისათვის დაგენახვებინათ,რომ ბაქარ მესხი მშობლრების წინააღდეგ ვერ მიდის, რადგან მათი სიტყვა მისთვის არის კანონი, რასაც თქვენ იტყვით, რა დამჯერი ბიჭი ვყოფილვარ ხედავთ? რა მოიგეთ მამა ამ უინტერესო საზოგადოებიდან, რომლის გვერდით მეც ვდგევარ, თქვენი შვილი და სულით ტანჯულია. თქვენ იცით ვინ ხართ? საკუთარ კეთილდღეობაში ჩაფლული ღორები, მხოლოდ ერთად ღრიანცელი რომ გაკმაყოფილებთ და არ გაინტერესებთ რა ხდება თქვენს გარშემო. ონისე ფეხზე წამოდგა და ბექას მკაცრად, მტკიცე ხმით უთხრა.
---ბექა ზედმეტები მოგდის, შეხედე დედაშენს რა დღეში ჩააგდე.
---არაუშავს, ის მისი დანაშაულის არ აღიარებამ და გულში ჩაბუდებულმა დარდმა შეაწუხა. ზედმეტი კი მე კი არა თქვენ მოგივიდათ წლების წინ .დღეს კი ჩვენს სამს შორის დადგა ,,სიმართლის დრო''.დღეს უნდა აგიხილოთ თვალები, თუ ვინ და რა დამაკარგვინეთ მეც და თქვენც ნათლად შეხედოთ, თქვენს დანაშაულს. სულ მალე ცხრა წელი გახდება რაც ბებია და ბაბუა ხართ, თითქმის ცხრა წელია თქვენი და ჩემი სულის, სისხლის და ხორცის ნაწილი აქედან ჩვენგან შორს იზრდება. რატომ დამინგრიეთ ცხოვრება, რატომ მომაკელით ეს ბედნიერება მეც შემეგრძნო, მეც განმეცადა მამობის სიტკბო, მეც დამეჭირა ხელში ჩემი შვილი. შენ მამა მხოლოდ შენს გულს უსმენ, შენს სურვილებს ისრულებ და არ გინდა შეკითხო სხვას რა უნდა. არ შეეკითხე საკუთარ შვილსაც, არ ჩაიხედე მის გულში, იმ გულში რომელიც დღეს ორად გაიპო და გაიხლიჩა. მიუწვდომელია ისინი ჩემთვის ისე,როგორც დედამიწიდან ცაზე ვერ მივწვდები ვარსკლვლავს და ვერ შევეხები ამ ხელებით. ცვხირის წინ მომიხურა კარები, არ მაპატია მისი დაუფასებლობა, არ მაპატია, რომ არ მომეცი საშუალება თუნდაც მებრძოლა მისთვის. შეხედა მშობლების გაქვავებულ სახეებს და გაოცებულ ტკივილით სავსე თვალებს და ცინიკურად შეეკითხა ორივეს.- რაო გაგიკვირდათ? ალბად ინტერესი გკლავთ გაიგოთ ვინ არის და საიდან მოდის სინამდვილე.ნუ ჩქარობთ, დღესვე და ახლა გაიგებთ ყველაფერს სინამდვილეს რომელიც მხოლოდ ერთ ქალში დევს. ქალში რომელშიც ჩემნდამი სიყვარული დღემდე დევს და ის ჩემგან შორს ჩემს შვილს ზრდის, ის ჩემი შვილის დედაა. მას ჩემთვის არც შანტაჟი მოუწყვია, არც ბავშვით მანულიპურება გამოუყენებია, ის უსიტყვოდ და ყველაფრის უთქმელად, ყველაფრის აუხსნელად წავიდა შორს შვილთან ერთად. დატოვა ორივე გაშეშებული და კაბინეტში შევიდა, იქედან კი კომპიუტერით ხელში დაბრუნდა. მშობლებს წინ დაუდგა კომპიუტერი და უთხრა. ქალს რომელსსაც ახლა აქ ნახავ, მას უკვე იცნობ მამა და კარგად დააკვირდით და იქნებ მიხვდე რა და ვინ დამაკარგვინა შენმა ქედმაღლობამ და შენმა ბიზმესპარტნირთან შეკრულმა ვითომ მეგობრულმა ცხოვრებამ ონისე მესხო. ბექამ კომპიუტერი მათკენ შეაბრუნა, ღილაკს დააჭირა თითი და ბარბარეს ჯადოსნურმა ღიმილმა და მისმა მშვენიერებამ ეკრანი გაანათა, რამაც გააოცა თამარი. ონისემ კი სათვალეები მოირგო და გაოცებულმა, გაკვირვებულმა დაუჯერებელი თვალებით შეხედა ბექას და ენის ბორძიკით შეეკითხა.
---ბა, ბა, ბარბარეა ეს თუ მისი ორეულია.
---ბარბარე ონიაშვილი. გეცნო როგორც მივხვდი ან როგორ უნდა დაგავიწყდეს, როცა რამოდენიმე თვის წინ თავად წარუდგინე ამაყად ბიზმესმენთა შეხვედრაზე საზოგადოებას. რომ არა სახელი და გვარი, სიმართლე გითხრათ ვერც მე ვიცანი, მაგრამ ახლოს რომ შევხედე მის სახეს, აქვს შემორჩენილი, მისი ბავშვური უშუალობა და სილაღე. ჯადოსნური ღიმილი, მომხიბლავი თვალები, მაგრამ დიდი დარდისა და სევდის მქონე. თვალების გასწვრივ ნაადრევად გაჩენილმა ნაოჭებმა და თმებში აქა იქ გაჩენილი თეთრი სპეტაკი ჭაღარამ გული მომიკლა.ის ხომ ჯერ მხოლოდ 28 წლისაა. რატომ მამა, რატომ დამაშორე მას.კაცურად გთხოვ და არა მამა-შვილურად, შეაფასე შენი და ჩემი არჩევანი ერთმანეთს,რომელია ჩემთვის მიზანშეწონილი და მართებული,გულღიად მითხარი მამა,ნუ ხარ მდუმარედ.
ბექა საუბრობდა და მისდა უნებურად ცრემლები ედინებოდა სახეზე. დედა?დედა კი ჩუმად იჯდა ტიროდა და სლუკუნებდა.ვერაფერს ამბობდა, რადგანის სიტყვები, რასაც ბექა ამბობდა,თვითეული სიტყვა მართალი იყო და შიგ გულში ლახვარივით ესობოდა.-
--დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად გავაცნობიერე ჩემი დიდი და უზარმაზარი შეცდომა. დღეს ეს დღე, ჩემთვის ჩემი განკითხვის დღეა.მაპატიე თუ შეძლებ, ამ შეცდომის პატიებას შვილო.
---მხოლოდ სილისგან ტაძრები არ აშენდება მამა, ერთი ხელოსანი ვერ შეძლებს შენების დაწყებას, რაცარუნდა კარგი ხელოსანი იყოს და ხელმარჯვე. მე შენ ჩემი ორივეს აშენებული სიყვარული დამანგრევინე, ის პატარა ქოხი სადაც ჩემი ბედნიერება სუნთქავდა ჩემთან ერთად. არ მომეცი საშუალება მყარი ყოფილიყო მისი კედლები.
---გაწყდა იქ, სადაც ვიწრო იყო ბექა. შენმა სიტყვებმა ძარღვებში სისხლი გამიყინა და ნათლად შემახედა ჩემი ცხოვრების დიდ შეცდომას,როგორც შენს წინაშე ,ისე სხვის წინაშეც.ჩემს სახლშიც და გულშიც გრიგალი დაატრიალე შვილო,მაგრამ ვხედავ გრიგალსადა ნისლში იმ ნათელ სახეს, რომელსაც შეუძლია მაპატიოს ეს შეცდომა.
ონისე შვილის წინ თავდახრილი მდგარი ბოდიშს იხდიდა და ასევე გულით ტიროდა.თვალი ვერც დარცხვენილმა დედამ გაუსწორა შვილს.
---სული აწრიალდა ჩემში ბექა და ახალი მირაჟი გააჩინე,მაგრამ გახსოვდეს,ჯერ კიდევ ფხიზლადაა შენს გვერდით კარგად შენიღბული ურჩხული, რომელიც ანგელოზის სახით მოგვევლინა, მაგრამ თანდათან გამოავლინა მისი ნამდვილი სახე. რატომ არ გაამხილე შენი გრძნობების შესახებ, რატომ არ ამოიღე ხმა და რატომ არ მითხარი,რომ შენი გული სხვას ეკუთვნოდა. ღმერთო ეს რა ლამაზი ქალია შვილო,ეს სილამაზე როგორ დამიმალე. რა სილამაზეა,რა მხიარული თვალებია, მაგრამ რამხელა დარდია ამ თვალებში და მის გულშიც.უზარმაზარი სევდის მატარებელია ეს თვალები.
---ჩვენ ორივემ დავაშავეთ, რომ არ ვიბრძოლეთ ერთმანეთისთვის. ბარბარე მაშინ 18 წლის ბავშვი იყო, მე 20 წლის ვიყავი. იმ დღის შემდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა მე და ნათია ორი წლის შემდეგ დავქორწინდით, ესეც თქვენი დაჯინებული თხოვნით დასრულდა. ბარბარე მიხვდა, რომ ჩვენი გრძნობები იმ ბოლო შეხვედრისას, იმ ღამით დასრულდა, როცა ნათიამ უთხრა ბექა ჩემი საქმრო არისო, მაგრამ პირიქითაა დედა. არა დასრულდა, არამედ უფრო გაღვივდა და გაძლიერდა. ყველა ქალში ვეძებდი მის თვალებს, მის სუნს, მის კისკისს,მაგრამ ვერცერთი ქალი ვერ მივადარე მას. ის ერთადერთი ქალია ჩემს ცხოვრებაში და განუმეორებელი, ქალი რომელსაც არ ვუღალატებ არასოდეს. არასოდეს არ ვყოფილვარ ასე გულწრფელი თქვენს წინაშე, როგორც ახლა, როგორც დღეს. არ მოვეშვები,არ დავნებდები და მე მათ დავიბრუნებ. მივიდა დედასთან,მუხლზე დაეცა და თავი კალთაში ჩაუდო, ისე როგორც ბავშვობაში.დედის კალთან შვილის ცხელი ცრემლის წვეთი დაეცა,ჯერ ერთი,შემდეგ მეორე და ის ადგილი აუწვა დედას. ეტკინა შვილის ტკივილი,ეტკინა შვილის ცრემლები და ის ადგილიც უფრო მწარედ აეწვა სადაც ბექას ცრემლი დაეცა და შვილთან ერთად ატირდა. ორივე დედა-შვილი ტიროდა,ერთი მის დიდ შეცდომას ტიროდა და მეორე მის დაკარგულ სიყვარულს,მაგრამ ნაპოვნ სიხარულს. სევდიანი და თვალებში ცრემლ ჩამდგარი უცქერდა ონისე ატირებულ ცოლს, გული ეტკინა ეს ქედმაღალი და ამაყი ქალი, ახლა ასე უსუსური და მხრებ აცახცახებული რომ ნახა.
ბექას ცრემლები? ბექას ცრემლებმა უფრო მტკივნეულდ მოუჭირა გულზე და ტკივილმა სამად მოხარა წელში მამა საძირკველი ოჯახისა.ერთ დროს ძლიერი და მტკიცე სულის ადამიანი, დღეს ბექას სიტყვებმა ერთიანად დაშალა და გამოფიტა. ყველა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა მასში და როგორც დაშლილი ქვები,კრიალოსანის დაწყვეტილი ჯაჭვიდან ძირს მიმოიფანტა. მასში გაჩნდა უსუსურობა,სასოწარკვეთა და აკვნესდა სული,გმინავს და ბობოქრობს ტკივილი.უნდა გამოუშვას გულიდან, მაგრამ ისე მოუჭირა მარწუხებმა,ვერც ტკივილს უშვებს გარეთ და მხოლოდ შეძლო ჩურჩულით ექთვა,ცრემლინარევი ხმით.
--ნეტავ ოდესმე მაპატიებს, ჩემი შვილიშვილი ან მისი დედა ჩემს დიდ შეცდომას?
---გვაპატიებს, იმედია გვაპატიებს.გამშრალი ბაგეებით და თვალებზე ცრემლებ შემშრალმა უპასუხა მეუღლეს თამარმა. ასეთი ყოფილა ჩვენი ბედისწერა,ჩვენვე ვაწამეთ ჩვენი სული ამ წლების მანძილზე და ჩვენვე ავიტკივეთ ჩვენივე უმტკივნეულო გული. ბექას შეხედა ნაძალადევად გაუღიმა შვილს.წლებმა გაირბინა ჩვენს წინ და ვერ გავიგე,ასე როდის დამივაჟკაცდი შვილო.მართალია დავაშავე,დავაშავეთ ყველამ. ჩვენ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით და შენ,შენი სიჩუმით და გაუმხელელი გრძნობით და უბრძოლველად დანებდი.მაგრამ მიხარია,რომ ამ სახლის დაყრუებულ კედლებს,მალე ააჟრიამულებს ჩვენი ცხოვრების საერთო სიხარული. მეც შენთან ერთად ვიბრძოლებ დე, რომ მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ ახლა სამივე უნდა გავერთიანდეთ, უფრო დიდი და ჯერ არ არსებული სიყვარულით და სათნოებით.
---ბარბარე, ბარბარე მე თავად ვუწოდე იმ დღეს მას ქალი ამორძალი,ქალი მეამბოხე და ქალი მებრძოლი. თურმე მართალი ვყოფილვარ. იმ დღეს რომ მცოდნოდა ეს ბექა გეფიცები ჩემი ხელით აქ მოვიყვანდი. მომიყევი მასზე რაც იცი,როგორი იყო ის.
---რა მოგიყვე მამა.ახლანდელი ბარბარე თავად იცი, არ უნდა დაგვიწყებოდა ასე მალე მისი სახე. სკოლის პერიოდში კი სულ სხვა გოგო იყო, ჩუმი და წყნარი.არ აინტერესებდა მოდა, არც ბიჭებთან ფლირტი.ის განსხვავებული იყო ბავშვობიდან, მხოლოდ ერეკლეს და ლევანის გულის კიბო იყო. სერიოზუად კი შეეძლო ისეთ თემებზე ემსჯელა და ესპორა უფროსებთან, სხვებს რომ წარმოდგენაც არ ქონდათ რაზე საუბრობდნენ. არადა ისეთი დამაჯერებელი არგუმენტები მოყავდა მასწავლებლებთან, ვერცერთი ვერ ეპასუხებოდა. ბევრჯერ შევსწრებივარ ბარბარეს და სამართლის მასწავლებლის დავას და მეცინებოდა, რომ მასწავლებელს მოსწავლე სჯობდა მსჯელობაში. იმ დღეს შევხედე სულ სხვანაირი თვალით, იმ დღეს ამიფრიალა გული ბარბიმ მის სახეს რომ შევხედე, ნერვებისგან აშლილი და ანთებული რომ აბრიალებდა იმ შავ თვალებს. განსხვავებული თვისებების გოგონა იყო, იშვიათად დადიოდა წვეულებებზე,ეს როცა აუცილებელი იყო მისი მისვლა, იმ შემთხვევაში წავიდოდა.როცა მისი დაჟინებული მზერა შევამჩნიე, ყურადღება არ მივაქციე,რადგან ერთი თავში ავარდნილი ბიჭი ვიყავი და დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი გოგოებში. ბავშვურობას მივაწერე მისი ჩემდამი გრძნობა, მაგრამ არ მეგონა მეც თუ იმავე გრძნობით დავაადდებოდი. რომ წამოვიზარდეთ და ასაკი მოგვემატა ის უფრო გალამაზდა,უფრო დაიხვეწა. სკოლას ვამთავრებდი იმ წელს,როცა მის მიმართ მეორედ ამიფრიალდა გული და ნელა-ნელა მის მიმართ მეც შემომეპარა გრძნობა, მაგრამ მაშინვე ნათია ჩადგა ჩვენს შორის ოსტატურად და დღემდე ჩემს გვერდით დგას უინტერესოდ და უსიყვარულოდ. ვერ მოვერგეთ ერთმანეთს,ვერ გამოვნახეთ ვერც საერთო ენა და ვერც ხასიათები. დღემდე თქვენს თვალში ვთამაშობთ ორივე ბედნიერი წყვილის თამაშს, არადა თვეებია გასული ერთმანეთს არც მივკარებივართ. არ მაინტერესებს როგორც ქალი,არ მიყვარს,არ მიზიდავს. ბარბარემ ცარიელი ჯიბით და თან ფეხმძიმემ დაადგა გზას და დღეს, ამოდენა საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც წარმატებული ,,ბიზნეს ლედი'',ეს მის თავდაუზოგავ შრომაზეც აისახება. მე შევძლებ, გეფიცებით ამ გამოცდასაც გავუძლებ და დავიბრუნებ მას რაც ჩემია. დავიბრუნებ ჩემს სიყვარულს,ამაში კი ისევ თქვენ დამეხმარებით.ხვალვე შევუდგები განქორწინების საბუთების მზადებას,მაგრამ ჯერ ნათიას დაველაპარაკები.შეუძლებელია ასე ჩვენი ცხოვრების გაგრძელება,ჩვენ მხოლოდ ერთმანეთ ვტანჯავთ.
---არც კი გაბედო და ჯერ ბარბარეს შესახებ არაფერი არ უთხრა,მალე ისედაც მთელი პრესა და ტელევიზიაც ალაპარაკდება შვილო.მაგრამ ეს მე ნაკლებად მადარდებს.
---ვისაც რა უნდა ის თქვას,ეს საქმე მალე უნდა მოგვარდეს და ის მოვიდეს ამ ოჯახში,ვისი ადგილიც არის სინამდვილეში.მტკიცედ თქვა ონისემ.
ბესო დროს ეძებდა, მომენტს რომ ნათიას დალაპარაკებოდა,მაგრამ თავად უგუნებობა დაეწყო, ეს ჩვეულებრივიც არის უეცარი იყო ეს დიდი სიხარული მისთვის და თითქოს დეპრესიაც კი დაეწყო, მაგრამ ძალიან მალე მოეგო გონს და გვერდი აუარა დეპრესიას, იცის როგორი ძნელია მისგან თავის დაწყება.ახლა მხოლოდ ის უნდა,რაც შეიძლება მალე მოხდეს განქორწინება და დაიბრუნოს მისი კუთვნილება. რამოდენიმე დღემ გასტანა ბექას უხასიათობამ და ერთ დილით მისი სკოლის მეგობარი,იურისტი მერაბ ლაღიძე ღიმილიანი და კმაყოფილი სახით წარსდგა ბექას წინაშე.
---ცხელ ქაფქაფა ყავას სანამ არ მივირთმევ,არაფერსაც არ გეტყვი. ბექას გაეცინა და მის მდივანს გასძახა.
---ანნა ორი ყავა და აქ არ ვარ, არავინი არ შემოუშვა.
---დიახ უფროსო. მალე შემოუტანა ანნამ ყავა და ბექამ ანნას გასვლისას კარები შიგნიდან ჩაკეტა.
---ასე რომ, არანაირი ინფორმაციის მოგროვება ძნელი არ იყო ბარბის შესახებ.ყველაფერი ძალიან კარგადაა ბექა. როგორც გინდოდა,იმაზე უკეთესადაცკი.
---სუპერ,ყველა წვრილმანი მაინტერესებს.
---მომისმინე.მხოლოდ რამოდენიმე მნიშვნელოვან წერტილს გეტყვი და შემდეგ გადმოგცემ ფოტოებს. ბექა უნდა გითხრა,რომ ბარბარე არაჩვეულებრივი, შრომისმოყვარე, მეგობრისთვის თავდადებული, წყალის წვეთივით წმინდა ქალი შენი შვილის დედაა. ის გათხოვილი არასოდეს არ ყოფილა, არ ჩანს მისი ქორწინება, არასად არ არის დარეგისტრირებული. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს და ძალიან სერიოზული პიროვნენებიც ფიქრობს მასზე, მაგრამ მისთვის არავინი არ არსებობს. იქნებ გამიბრაზე კიდეც მაგრამ უნდა გითხრა. ერთი ჩემი მეგობარი მივაგზავნე და ვთხოვე ფილტრი გაება,მაგრამ ბარბიმ მარჯვენა ხელი აჩვენა და უთხრა, ,,სახლში მეუღლე მელოდებაო''. იცი ბექა როგორი სიამაყე დამეუფლა, ამ ყველაფერს,რომ ჩემი თვალით შევხედე?ის არაჩვეულებრივი ქალია და ის დღემდე შენი ერთგულია. დროა უკვე საზოგადოებას აცნობო ამ სიმდიდრის შესახებ, როდემდე გინდა მალო ბავშვიც და ქალიც. შენ სულ სხვაგვარად ხარ აღზრდილი, გიცნობ წლებია და ვიცი რა სიგიჟეებიც გაქვს გაკეთებული.
---ეს ნიშნავს, რომ მე თავზეხელაღებული ვარ?თვალები გაუფართოვდა ბექას.
---ნუ მიყურებ მასე, იყავი მაგრამ ახლა მიხარია, ასე საქმეში ჩაბმულს რომ გხედავ. მონდომებულს და მიზანდასახულს. არ გამტყუნებ, ძალიან ძნელია უსიყვარულოდ დაქორწინება, მაგრამ ისევ შენ უნდა უშველო შენს სიყვარულს. როცა უკვე მამა ხარ და იცი თითქმის 9 წლის შვილი გყავს, მთებს გადადგამ მათი დაბრუნების გამო ბექა. შვილი ეს სულ სხვაა,შენი ნაწილია,შენი სულია და გულია ახალ სხეულში.
---უკვე სერიოზულად ვფიქრობ მერაბ.
---სახლში იცინ?
---იციან,ონისემ და თამარმა გვიან გააცნობიერა თავიანთი შეცდომა.არა უშავს, სჯობს გვიან, ვინემ არასდროს.ჩემს ცხოვრებაში ბევრი ქალი ყოფილა,მაგრამ ბარბის სიყვარული ვერცერთმა ვერ ჩაანაცვლა, ვერ ჩააქრო აგიზგიზებული ცეცხლი რომელიც გულს ედება. ღამეებს ვათენებ მასზე ფიქრით,მინდა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება, მიხაროდეს სახლში მისვლა სადაც ვიცი,ჩემი თბილი ოჯახი მელოდება.მშვიდ გარემოში ვივახშმებთ და ერთად განვიხილავთ დღის თემებს.ერთად ვიზრუნებთ შვილის სწავლა-განათლებაზე. არავის არ მივცემ ჩადგეს ჩვენს შორის. უკვე საკმაოდ ვიტანჯეთ ორივემ, ერთმანეთის სიშორით.
---მე ვიცი რაა შვილის სიყვარული და ისიც, თუ რა ბედნიერებაა საყვარელი ქალის ლოდინი ოჯახში. წარმატებებს გისურვებ მეგობარო, მართლა ღირსი ხარ ბედნიერი ცხოვრების.თუ რამეში დაგჭირდე, ხომ იცი რომ მე შენს გვერდით ვარ. არ მოგერიდოს დამირეკე, ან იცი სადაც უნდა მნახო.
მერაბი წავიდა და ბექამ კი ფოტოების თვალიერებას შეუდგა. ეფერებოდა თითებით თითოეულ ფოტოს ხან ბარბის და ხან პატარა ბექას და ცრემლიც კი მოადგა თვალზე ერთ ფოტოში ისე საყვარლად იყო დედა-შვილი ჩახუტებული. ღრმად ამოისუნთქა, ფოტოები გულის ჯიბეში ჩაიწყო და სახლში წავიდა. სახლში შევიდა თუ არა გემრიელი სუნი შემოეფეთა და გაახსენდა,რომ მთელი დღის მშიერი იყო.
---აუ როგორ მშია,რა კარგი სუნია დეეე. კუჭი ამიწრიალდა და შემახსენა,რომ უნდა ვჭამო.

---დღეს მთელი დღის მშიერი ხარ ხომ?მსუბუქად უსაყვედურა დედამ. სამზარეულოში ონისეც შემოვიდა, მაგიდასთან დაჯდა და ბექამ ფოტოები ამოიღო ჯიბიდან დადაუყარა წინ ონისეს.
---რამხელა კაცი მყოლია თამრო ნახე? სინანულით თქვა ონისემ.
---და მაგ კაცის სახელი ბაქარი არის, მაგრამ მხოლოდ დედამისი ეძახის ამ სახელს.
---შენ რა იცი, ან ეს ფოტოები საიდან გაქვს?
---მერაბი ხომ გახსოვს ჩემი კლასელი.
---ლაღიძე?მგონი იურისტია ხომ?
---ხო,ის გავუშვი მოსკოვში და ეს ფოტოებიც მან გადაიღო.
---ბექა საერთოდ ძალიან ცუდად ვხდები როცა ოჯახები ინგრევა, მაგრამ ნათიას როდის დაელაპარაკები შვილო.
---დღეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი,რომ დაველაპარაკო.არ არის სახლში?დაღამდა,სად დადის ამ დრომდე.
---ბექა მე არ ვერევი თქვენს პირადულში,ეს შენ ძალიან კარგად იცი შვილო,მაგრამ ჩვენ ყველა გვიცნობს და არ მომწონს ნათიას ასე ხშირი გასვლა სახლიდან. მორიდებით უთხრა ონისემ შვილს.
---ყველაფერი მოგვარდება მამა ნუ გეშინია, შენ არ ჩაერიო, არც შენ.მიუბრუნდა თამარს. ახლა ჩხუბი არ გვაწყობს. მშია, დაველოდოთ თუ ვჭამოთ.ამ დროს ნათიაც შემოვიდა სახლში.
---უი უკვე სახლში ხარ?ეტყობოდა რომ ირბინა, რადგან მძიმედ სუნთქავდა.---მე სახლში ვარ,მაგრამ შენ სად ხარ,მთელი დღეები გასული ხარ.სამსახური შენ არ გაქვს და ყოველდღიური გასვლა სახლიდან, მე რაღაც ზედმეტად მეჩვენება ნათია. ნათია დააბნია ბექას საუბარმა და პასუხს ეძებდა სათქმელად,რამაც ბექა დააეჭვა.მაგრამ შემდეგ უთხრა, ვითომ უდარდელად. -მოდი,მოდი შენ გელოდებით,მშია.
---ხელებს დავიბან და მოვალ. უთხრა წუნარად.ბექას უცნაურად მოეჩვენა ნათიას სიწყნარე და ეჭვებში ჩააგდო, მაგრამ ჩხუბს თავი აარიდა, წყნარად და შეგნებულად უნდა დალაპარაკება და საქმის მოგვარება.
---ხო ჩქარა,ვჭამოთ და შემდეგ სალაპარაკო მაქვს შენთან.
---ხო მშვოდობაა ბექა. უთხრა შეშინებულმა ნათიამ.
---რა შეშინებული მიყურებ, მშვიდობაა კი.წყნარად ჩაიარა ვახშმობამ, მამა-შვილმა კომპანიის გარშემო ისაუბრეს, რამდენიმე თემას შეეხო ონისე და ერთად განიხილეს. ნათია წყნარად უსმენდა ბექას და თან ფიქრობდა, თუ რა თემაზე სურდა ბექას მასთან საუბარი. დაემშვიდობა ბექა მშობლებს, მარგარიტას მადლობა მოუხადა და ნათიას უთხრა;
---გელოდები მაღლა და მალე ამოდი. ბექას ნათქვამი მალე სადღც საათნახევარი გაგრძელდა. ნათია ფეხს ითრევდა ბექასთან სასაუბროდ და როგორც იქნა მიაღწია მათი საძინებლის კარებს, ფრთხილად გააღო და შევიდა. თითქოს რაღაცის ეშინია,თითქოს რაღაცას მალავს და ფრთხილად არის.
---გისმენ ბექა რისი თქმა გინდოდა. ბექამ შებრუნდა,ნათიას შეხედა და მისი დაძაბული სახე შეათვალიერა და უთხრა.
---რაღაც ეს ბოლო პერიოდი, სულ გასული ხარ ნათია და სულ დაძაბული.რა ხდება კარგად ხარ? რამეს მიმალავ თუ გეშინია გამხელის.მითხარი ნათია მოგისმენ და ერთად განვიხილოთ რა გაწუხებს და თუ დახმარება გჭირდება დაგეხმარები.
---არა კარგად ვარ,მართლა კარგად ვარ.ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა ნათიამ.---თუ ყველაფერი კარგად არის, მაშ მოემზადე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გელაპარაკო.
---გისმენ რა ხდება?
---შენ კარგად იცი ნათია რომ ჩვენი დაქორწნება, ჩვენი მშობლების სურვლით მოხდა. მე ვერ გაგიწიე კარგი ქმრობა, განწყობილებაც უნდა იმ ყველაფერს,რომ გაგვიმართოს ერთად ცხოვრებამ. ბევრი ოჯახი მინახავს უსიყვარულო ქორწინებით, რომ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ ააწყვეს ოჯახი ასე თუ ისე.ჩვენ კი ძალიან დავშორდით ერთმანეთს,იმისდა მიუხედავად უნდა ვცდილობდეთ, უფრო მეტი დრო გავატაროთ ერთად, ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით ერთმანეთს და ჩვენს შორის ცივი კედელი აღიმართა .ხომ ხედავ აღარც საწოლი აღარ გვაერთიანებს,გახსოვს ბოლოს როდის ვიცხოვრეთ ერთად ,ცოლ-ქმრული ცხოვრებით?მე არ მახსოვს,ადრე გავდივარ და გვიან შემოვდივარ, თითქმის ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს და როდემდე ვტანჯოთ ერთმანეთი ნათია. არ ჯობია ერთმანეთს მივცეთ თავისუფლება და ორივემ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ?
---საყვარელი გყავს? თუ რატომ წამოიწყე ეს საუბარი ბექა. რაიმე ცვლილებები ხდება შენში?
---მართალი ხარ,ჩემში ცვლილებებია,მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ,რომ ჩვენში მოხდა ჩვენი გრძნობების გაუფერულება და რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი? რა უფრო სწორია, რომ ვუთხრათ ერთმანეთს? მშვიდობით თუ ნახვამდის? მე ვფიქრობ უფრო მშვიდობით ნათქვამი იქნება სწორი.არც შენთვის არის ჩემი განშორება მტკივნეული და არ მოხდება დიდი ტრაგიზმული სცენები და არც ჩემთვისაა მტკივნეული იმდენად,რომ დეპრესიაში ჩავარდე.დაფიქრდი ნათია ნუ ვიქნებით ისეთი უმწეოები,რომ თითქოს გვეშინია, ჩვენი განშორებით სევდის განცდა შეგვიპყრობს და ვერ გადავიტანთ. ვხედავ ძალიან კარგად და შენც კარგად უნდა გესმოდეს,რომ უკეთესობისაკენ ბრძოლას აზრი არ აქვს,ჩემთვის დაიკაგა ინტერესი რადგან ვიცი არაფერი არ გამოვა. ჩვენ ვერ მივანიჭეთ ერთმანეთს სიამოვნება, ამიტომ არც სიხარული ახასიათებს ჩვენს ერთად ყოფნას. შენს წინაშე დანაშაულის და უვარგისობის განცდა მაქვს, არ აეწყო ჩვენი ერთად ცხოვრება, რადგან არცერთი მხრიდან არ ქონია ამ ქორწინებას შენარჩუნების მცდელობა. ხასიათიც დაგვიმძიმდა ორივეს და ორივე მარიონეტებად ვიქეცით ჩვენი მშობლების თვალში. ჩვენ ს შორის,რომ იყოს ისეთი ვნება შემოგვაბრუნებს ერთმანეთისაკენ და ქორწინებას გადაარჩენს,ვერ შეგპირდები და ვერ გეტყვი ვერც იმას, რომ ფარხმალს არ დავყრი და ვიბრძოლებ ჩვენი ერთად ყოფნისთვისთქო, რადგან ჩვენ არავართ ერთმანეთისთვის გაჩენილები. მივცეთ ერთმანეთს თავისუფლება, დღეს სტუმრების ოთახში დავწვები. ამ საუბრის შემდეგ, შეუძლებელია ერთ ოთახში ვსუნთქავდეთ და ერთი საწოლი გვაერთიანებდეს. მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი, შენ კი პასუხზე იფიქრე. ხვალიდან განქორწინების ქაღალდებს გავამზადებ,იმედია არ გამაწამებ ხელს მოწერაზე.
---ასე მალე გეჩქარება განქორწინება?როგორც ვიცი,ონისე ვერ იტანს განქორწინების პროცესს და არც დაგთანხმდება.მე რომ დაგთანხმდე,რას მივიღებ?
---შენ იმას მიიღებ,რაც შევიძინეთ ჩვენი ქორწინების პერიოდში. დაფიქრდი აბა რისი ინტერესი გქონდა და შევიძინეთ ამ წლების მანძილზე?არც სახლი,არც მანქანა. ასე რომ,მიიღებ იმას რაც კანონით გეკუთვნის.ნათია გაბრაზდა და უეცარი გამოვლენილი ზიზღით უთხრა ბექას რამაც ბექა ძალიან გააოცა მისმა ცვლილებამ. ეგონა ნათია ტირილს და მოთქმას დაიწყებდაა, ოდნავ მაინც შეეცდებოდა ქორწინების გადარჩენას.ბოლო წუთამდე სჯეროდა,რომ ასე იქნებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა,არც უარი უთხრა და არც თანხმობა.მასში კი უზარმაზარი ზიზღი დაინახა,თითქოს არა მარტო ბექას წინააღმდეგ გამოავლინა ზიზღი, არამედ ყველას შეეხო მისი შხამიანი კბილებით.
---მანამ ვერ მიიღებ თავისუფლებას, სანამ არ გადაიხდი ამ თავისუფლებისათვის, სანამ ჩემსას არ მივიღებ. შენ გადმოდგი პირველი ნაბიჯი,ასე რომ ამიტომ შენ უნდა გადაიხადო.
---და შენ რომ გადმოგედგა პირველი ნაბიჯი, შენვე გადაიხდიდი შენი თავისუფლებისთვის? ნათია დაფიქრდი, შენთვისვე ჯობია,სკანდალების და აურ-ზაურის გარეშე საქმის მოგვარება.და თუ შენ ასე გინდა, მე შევიტან სასამართლოში განცხადებას და შენ სამი თვის მანძილზე გამოცხადები თუ არა სასამართლოზე, ქორწინება ავტომატურად გაუქმებულად ითვლება და ვერც ვერაფერს, ვერ მიიღებ.
---მაგასაც ნახავ, რამდენი სამი თვე გაგიწამებ სულს.საძინებელი დატოვა გაბრაზებულმა, ძირს ჩასულმა ზიზღით შეავლო თვალი ონისეს და თამარს ჩანთას დაავლო ხელი და მძიმედ გაიხურა სახლის კარები დიდი მუქარასთან ერთად. რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა.
ბექამ კი განცხადება შეიტანა და მისივე ნებით განაცხადა მის იურისტთან ჩაეწერა საბუთებში თავისი ბინა და მანქანაც, რომ მისივე ინიციატივით უტოვებდა ნათიას. პროცსი გაგრძელდა საკმაო დრო და ნათია არა მარტო ბექადან, არამედ ონისედანაც ითხოვდა თანხას. ონისეს უნდოდა დროზე მოეშორებინა ეს ეშმაკი ქალი მისი სახლიდან და შეპირდა კარგ სოლიდურ თანხას. ძალიან ძნელი გახდა ამ სანუკვარი ქაღალდის მოპოვება ბექასთვის.
---კიბოსგან ადვილად განვთავისუფლდები, ვიდრე ნათიასგან მივიღო თავისუფლება. თქვა ერთ საღამოს დაღლილმა და დედას შეხედა.თამარმა სკამისკენ ანიშნა დაჯექიო და უთხრა.
---დაჯექი რაღაც უნდა გითხრა ბექა. ნათიამ შემოიარა დღეს.
---რა უნდოდა რამე დარჩა წასაღები?
---მომისმინე ნუ ნერვიულობ, ნუ ჩაუდგები ჯინსი თორემ არასდროს არ დაგთანხმდება განქორწინებაზე.
---თქვენი ბრალია,თქვენ ამირიეთ გზა. თქვენ გინდოდათ ბედნიერი შვილი გყოლოდათ, მაგრამ ბედნიერება ხელიდანაც და გულიდანაც გამომაგლიჯეთ და სატანასთან მაცხოვრებთ უკვე წლებია. იყვირა ბექამ გაცეცხლებულმა.
---მომისმინე შვილო. ნელ-ნელა ყველაფერი მის ადგილას დადგება.ფული უნდა და იმიტომ ყეფს ამდენს, მიეცი და მოიშორე თავიდან.ტკბილად ჯობია დაშორება, დამიჯერე დედა.
---კიდე ფულს ითხოვს?მანქანას ვაძლევ,ბინას ვაძლწევ დედა,ჩემს ბინას ვაძლევ,კიდე რა ჯანდაბა უნდა,ეს ვინ ყოფილა.
---მოთმინება ჯობია და ფრთხილად უნდა ვიყოთ,არ გაიგოს ბარბიზე და ბავშვზე,ყოველ შემთხვევაში განქორწინებამდე.
---ერეკლე ვნხე გუშინ და ბარბარე ჩამოდის უკვე ბავშვიანად, საბოლოოდ. სექტემბრიდან აქ შედის სკოლაში, ერეკლემ და ლევანიმ ყველაფერი მოაგვარა.
---ღმერთო რა ბედნიერებაა. გულწრფელად გაუხარდა თამარს.ბექამ დედას კიდევ ცოტა ხანი ესაუბრა და საძინებელში ავიდა, ფოტოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა, ვიდეოს მოუსმინა.ბარბის ხმა რომ გაიგონა მოდუნდა და მოეშვა,თვალები დახუჭა და გადავარდა უსასრულო ფიქრებში.
---შენმა გამოჩენამ თავგზა ამიბნია და ჩუმად,უხმოდ მივუყვები ბედის ბილიკებს. სადაც არ უნდა წავიდე,ყველგან შენი სახე თან დამყვეა ბარბი და ფიქრებს შენთან მოვყავარ,შენთან უნდათ ისევე როგორც მე და ფეხები თავისთავად მოდიან შენსკენ.შენი ბინის ფანჯრებთან ვდგავარ საათობით და არ ვიცი სადამდე გაუძლებს გული უშენობას. ეჭვები მაგიჟებს ხანდახან,ვფიქრობ რომ ვიღაც გეხება,ვიღაც მართმევს ჩემთვის აკრძალულ ხილს,რომელიც ჩემი იყო, არის და იქნება. მოვიდა ბარბი სიმართლის დრო და დაგიბრუნებთ. თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების დიდი სტიმული, ჩემს ცხოვრებაში შენს გამოჩენას მე არასოდეს არ ვინანებ ბარბი, ჩემი ბარბი.
9....
ნათია მართლაც ძალიან ლამაზი ქალია, ასხივებს მის ბუნებრივ სილამაზეს, მაგრამ ის მაინც გამოკვეთილ, დეკოლტე და ტანზე მომდგარ კაბებს იცმევს. გამომწვევად გადის ყოველ დღე სახლიდან. სად დადის ბოლო ხანებში, ძალიან დააეჭვა მისმა ქცევებმა ბექა და ყოველდღიურმა გარეთ გასვლამ. არასოდეს გაუკონტროლებია ბექას მისი ნაბიჯები, მისი ჩაცმულობა, არც მათი ქორწინების დასაწყისში და არც ამდენი წლის ურთიერთობის შემდეგ, მაგრამ სულ სხვა იყო, ერთ-ერთი მათი საერთო მეგობრის შემთხვევით ნახვამ და მათმა საუბარმა ლამის ჭკუაზე გადაიყვანა ბექა.
----ბექაააა?როგორ გამეხარდა შენი ნახვა,როგორ ხართ,რას შვრებით.უკვე აქეთ ხართ?
---ლელააა?რომ არ გამომლაპარაკებოდი ვერ გიცანი, ძალიან შეცვლილი ხარ.გაუხარდა ბექას წლების უნახავი მეგობრის ნახვა.
---ძალიან დავიკარგეთ ბექა ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს.
---ასეა, გაძნელდა ჩემო ლელა ცხოვრება. მე ხან აქ ვარ, ხან იქით და გზაში ვათენებ და ვაღამებ უმეტეს წილად.
---ისე კარგად გამოიყურები, როგორც ყოველთვის. მახსოვს ინგლისში რომ ვსწავლობდით, მთელი უმაღლესში და უფრო მეტად ჩვენი ჯგუფის კოლორიტი ბიჭი იყავი. გადაიკისკისა ლელამ.
---ვიყავი და არ ვარ? ბექასაც გაეცინა.გულიანად.
---სხვა როგორ ხარ ბექა.
---მადლობა ლელა კარგად ვარ.თავად როგორ ხარ,საით ხარ. ოჯახი, ქმარი, შვილები?
---კი მყავს ოჯახი და ოთხი წლის გოგონა, მეუღლე იურისტია. მე კი ჯერ არ ვმუშაობ პატარას გამო და სახლში ვარ. ნათია როგორ არის.არ მინახავს მის შემდეგ, რაც ექიმთან ვიზიტის დროს ვნახე. ბექა დაიბნა,არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან არ იცოდა როდის იყო ნათია ექმთან და რატომ და მოკლედ უპასუხა.
---კარგად არის გადავცემ მოკითხვას შენგან აუცილებლად.
---მიხარია რომ კარგად არის ისიც და პატარაც. სულ დაიბნა ბექა და აღარ იცოდა რა ექნა.ამიტომ უეცრად დაემშვიდობა ლელას.
---დროებით ლელა. მაგრამ მოუბრუნდა და გააჩერა.ლელა შეგიძლია მითხრა, რომელ საავადმყოფოში ნახე ნათია მინდა ექიმს პირადად დაველაპარაკო. აქ კი ლელა დააბინია ბექას სიტყვებმა და მისმა არეულმა სახემ და ჩურჩულით უთხრა ბექას.
---რამე ზედმეტი ვთქვი მგონი ბექა.
---არა, არა რას ამბობ. მეც ვიცოდი პრობლემების შესახებ და ვწუხვარ, პატარა აღარაგვყავს ლელა. ლელა დაიბნა და გაკვირვებულმა უთხრა.
---როგორ არა გყავთ ბექა.სულ რამოდენიმე დღის წინ დავინახე ნათია პატარა გოგონასთან ერთად. ჩემი ანასტასია და თქვენი გოგონა ტოლები არიან. ჩემს ერთ ნაცნობ გოგონას ელაპარაკებოდა ნათია. შემდეგ მითხრა რომ ის პატარა გოგონა ნათიას შვილი არისო. ბექას ფერი დაეკარგა, ძალიან იმოქმედა ლელას სიტყვებმა მასზე, ცოტა სული მოითქვა და იქვე მდგარ მანქანაში ჩააჯინა, მყუდრო ადგილი შეარჩია სალაპარაკოდ.
--- შენ ვერ წარმოიდგენ ლელა რა ძალიან ცუდად ვარ. ძალიან გთხოვ, რაც იცი ყველაფერი მითხარი. შენ საერთოდ არ გამოჩნდები. გეფიცები ჩემს ადამიანობას, შენ და შენს ოჯახს არაფერი არ დაგიშავდებათ, ამაზე თავად მე ვიზრუნებ, მხოლოდ ნუ დამტოვებ ამ გაურკვევლობაში.მე მაინც გავიგებ, ხომ მიცნობ არაფერი არ დამრჩება გაურკვეველი. უბრალოდ ახლა განქორწინების პროცესში ვარ და არ მაძლევს განქორწინებას, დიდ თანხას მთხოვს.
---არ მეგონა ნათია ასეთი.თქვა ლელამ და ბექას ყველაფერი მოუყვა რაც იცოდა. ბექა უსმენდა, მაგრამ ხანდახან იკარგებოდა ფიქრებში.თურმე რა ზედმეტად ენდობოდა, რა ბრმა ყოფილა და ამდენი წლის შემდეგ დაინახა მისი ცოლის ნამდვილი სახე.
---ეს რა მსახიობი მყოლია გვერდით.
რატომ ვერ შევამჩნიე ფეხმძიმე ქალი სახლში მყავდა და მე ეს როგორ ვერ გავიგე.---ვერ გაიგებდი ბექა. ოთხი თვის იყო, არ ემჩნეოდა კარგად მუცელი.მივლინებით სამსახურიდან რომ წავიდა გერმანიაში და იქ დაჰყო თითქმის ერთი წელი, იქ იმშობიარა, იქ გააჩინა პატარა და მისმა მშობლებმა ყველაფერი იცოდა ბექა.
---იცოდნენ არა? ისინიც იყვნენ მაშინ წასულები,მახსოვს.ის ვინ არის ქართველია თუ იცი?
---არა უცხოელია. შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა, ძალიან გაუჭირდათ ეკონომიურად. ნათია ნებიერა შვილი იყო მშობლების და რა თქმა უნდა,არც დიასახლისობის გაეგებოდა არაფერი. მას მუდამ გამზადებული ხვდება მაგიდა და მისი ნაჭამი თეფშის ამღები არ არის მაგიდიდან. არ იცოდა არაფლის გაკეთება, ერთი პერიოდი ჯამრთელობაც შეერყა, ის საათობით იწვა საწოლში და კითხულობდა, რათა შიმშილის გრძნობა დაეძლია, არ ჭამდა არაფერს.შემდეგ ძლიერი ფიზიკური შრომა დასჭირდა ბავშვის მამას, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ და გაუმართლა. ის ახლახანს ჩამოვიდა ბავშვიანად და ხშირად არიან ერთად.
---მოიცა დედამის იქ ხომ იყო, ასე რატომ გაუჭირდა მას ცხოვრება.
---არ გააჩერა მასთან დედამისი, რადგან სულ ეჩხუბებოდა ეს რა გააკეთეო. ერთი პერიოდი ახლობელთან ცხოვრობდა და ისე უწყობდა ხელს შვილს. შემდეგ დაბრუნდა და ნათიაც დაბრუნდა უკან.
---და დაბრუნდა ძალიან შეცვლილი,ეს კარგად მახსოვს.მის შემდეგ თითქმის სიახლოვე არც გვაქვს ერთმანეთთან.არც მანამდე იყო ჩვენი ქორწინება შესაშური და არ ვიყავით ერთმანეთზე გაგიჟებულები,მაგრამ ახლა ძალიან დავშორდით ერთმანეთს.თურმე ქალბატონს ქონია მიზეზი.სად ცხოვრობენ იცი?
---არა,მართლა არ ვიცი.
---კარგი, ეს არ არის ძნელი გასაგები.ლელა შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ დამეხმარე.ნომრები გაცვალეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
--ბექა ძალიან გთხ............
---ლელა არ მინდა თხოვნა.მე შენ არ მინახავხარ,ალბად საუკუნეა.გითხარი და ჩემს სიტყვას შევასრულებ აუცილებლად.
---ბექა შენი და ბარბარე ონიაშვილის ფოტო ვნახე ერთ ჟურნალში და იცი რა ეწერა სათაურად, რამაც ძალიან დამაინტერესა? ბექას გაეცინა და შეეკითხა.
---რა ეწერა,აბა მითხარი.
---რას მალავს პირადი ცხოვრების მიღმა წყვილი.რა ხდება ბექა?
---ყველაფერი კარგი ლელა.თვალი ჩაუკრა და წასასვლელად მოემზადა.დაგირეკავ და ბედნიერი რომ ვიქნები, ჩემს სიხარულს გაგიზიარებ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვი მეგობრულად რომ მამა ვარ 9 წლის შვილი მყავს და ესეც ახლა გავიგე.
---რას ამბობ ბექა.ბარბარესთან?
---ბარბარემ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა ლელა და ახლა ვცდილობ დავიბრუნო ორივე. ბარბარეა ჩემი ცხოვრების აზრი და მთელი ეს წლები არ შემიწყვეტია მასზე ფიქრი.
---მიხარია რომ რაღაც სასიხარულოა შენს ცხოვრებაში,მაგრამ ამ საქმესაც მოაგვარებ მალე იმედია
---მოვაგვარებ აუცილებლად,ჩემს მეგობარ იურისტს დაურეკავ მერაბის და ის თავად მოაგვარებს.
---ვიის? მერაბი რა გვარია?
---ლაღიძეა, რატო მეკითხები?
---მერაბი ლაღიძე,იურისტი ჩემი მეუღლეა ბექა.
---რას მეუბნები ლელა.მერაბი ჩემი ბავშვობის მეგობარია და დღემდე კარგად ვართ ერთმანეთში.ვიცოდი რომ დაოჯახდა, მაგრამ შენ თუ იყავი მისი მეუღლე ეს რა ვიცოდი.
---მაშ აღარ დავიკარგებით ერთმანეთში.
---დაიცა დავურეკო ახლა.ტელეფონზე დარეკვა და მერაბიმ მალევე უპასუხა.---შენს სამსახურში ვარ მეგობარო
.---მეგობარი გქვია შენ საერთოდ?
---რა ხდება.
---მეუღლე სად გყავს და ვინ გყავს ცოლად,რომ მოკიდე ხელი და წაიყვანე მე კითხვის ღირსი არ ვიყავი?
---ბექა კარგად ხარ?
---ძალიან კარგად ვარ.
---აბა ,მთვრალი ხარ და მთვრალი მართავ მანქანას?
---სად ხარ.
---სახლში ვარ,ლელას ველოდები და მეც გამოვალ ოფისში.
---მანდ დაეტიე მოვდივართ,სერიოზული საქმე მაქვს შენთან.ჯერ ეს საქმე მომიგვარე და შემდეგ გაგირჩევ საქმეებს მე შენ.ლელა აკისკისდა.
---ლელას რა უნდა შენთან ერთდ.
---მოვდივართ, მერაბი სახლში მალე ვიქნები.მალე მივიდნენ სახლში და მერაბი გაკვირვებული უყურებდა ჯერ ლელას და შემდეგ ბექას.
---მერაბ გაიცანი ჩემი სტუდენტობის უახლოესი მეგობარ, ძმა და ახლობელი ბაქარ მესხი.
---aრასდროს არ გითქვამს თუ ბექას იცნობდი.---არასდროს არ შემკითხვიხარ, თუ ვიცნობდი ვინმეს საქართველოში.
---კარგი მერე იკამათეთ,ახლა აუცილებელი საქმე მაქვს,ჩაივცვი და ჩემთან მივდივართ სახლში.ასე აუხსნელად წაიყვანა ბექამ მერაბი და სახლში შესულმა იმ წუთში დააფიქსირა მისი გაბრაზებული სახე თამარმაც და ონისემაც. გაუკვირდა ონისეს მერაბის შეხედვა, ბექას გახედა და ბექამ უთხრა.
---მამა ნუ ჩაერევი,ეს ჩემი საქმეა. ბექამ ყველაფერი მოუყვა მერაბის და ონისე მოსმელს ვერ იჯერებდა.-თავისუფლად რომ მესუნთქა ბინასაც ვაძლევდი და მანქანასაც.მეტი მოინდომა ქალბატონმა,ახლა კი ვერაფერს ვერ მიიღებს.
---ეს სერიოზული ბრალდება არის ბექა.ის პირიქით,ვალდებულია შენ გადაგიხადოს, თუ შენ პირადად იქნები ამის მსურველი.მე წავედი და რამოდენიმე დღეში შევხვდებით ერთმანეთს.ონისე დიდი ხანი ბობოქრობდა სახლში.მართლაც, რამოდენიმე დღეში დაბრუნდა მერაბი და ხელში ყველა საჭირო ინფორმაცია ეჭირა და უტყუარი საბუთი, რაც ბექას ჭირდებოდა თავისუფლად სუნთქვისთვის. არც ზედმეტი ხმაური აწყობდა,ეს მის ბიზნეს და რეპუტაციას ეხებოდა.ამიტომ კიდევ ერთხელ სცადა ნათიასთან დალაპარაკება, მაგრამ თავად არ მისულა,მერაბი მივიდა და სასტიკი უარი განაცხადა განქორწინებაზე.
---მოგიწევს ნათია. რადგან შენი ყოველდღიური ცხოვრება აი ამ ფოტოებზეა ასახული.მერაბიმ ნათიას და დედამისის წინ მარაოსავით გადაუშალა ფოტოები და აი აქ კი შეცბა ქალბატონმა.-რა გეგონა ნათია ასეთი ბრმა არის ხალხი, ვერ გაიგებდა ბექა ამ შენს საიდუმლოს?დაკარგე რასაც გაძლევდა ბექა და ახლა შენთვისაა უმჯობესი,ხელი მოაწერო ამ საბუთებს ხმაურის გარეშე,თორემ მსხვერპლის როლი აღარ გექნება.პირიქით ამდენი წელი ტყუილში აცხოვრე საკუთარი მეუღლე და ამას თვით სასამართლო არ გაპატიებს.მადლობა თქვი,რომ ბექა არ უღრმავდება ამ საკითხს,თორემ კარგად იცი მისი ხასიათი ჩემგან არ გესწავლება,ის კმაყოფილდება ამ შენი ერთი ხელისმოწერით.ნათიას არ ქონდა მეტი გზა და ხელი მოაწერა.ნათქვამია ,,ქათამმა თხარა-თხარა და თავისი დასაკლავი დანა თავად გამოთხარაო''.სწორედ ასე დაემართა ნათიას და დარჩა ყველაფრის გარეშე.ბექა ძალიან გაახარა მერაბის მისვლამ და სასიხარულო ამბის გაგებამ.
ქორწინება განსაკუთრებით ბედნიერ შემთხვევაში,უფრო ღრმა კავშირია სხეულის,გულის და გონების,მაგრამ ჩემს ქორწინებას აქ ჩამონათვალიდან არცერთი არ ახასიათებს,არც მეორე და არც მესამე.ვერც მეგობრობა ვერ შევძელით,რადგან ერთმანეთის მიმართ არანაირი სურვილი არ იყო,თუნდაც მეგობრობის.ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს, რომ თავი დავანებოთ.ეს ქორწინება უნდა შეწყვეტილიყო და შეწყდა კიდევაც. ამიტომ მე დღეს ბედნიერი ვარ, დავიბრუნე ჩემი თავისუფლება.ღიმილით თქვა ბოლო სიტყვები ბექამ.დღეს კარგ ხასიათზე ვარ. დედაააააააააა. გასძახა თამარს ხმამაღლა ბექამ.
---გისმენ დე.
---ბიჭებს დაურეკავ და მაგიდა გააწყვეთ, დღეს ვსვამთ. თამარი გაახარა ბესოს თვალებში გაჩენილმა იმედის და ბედნიერების სხივმა და დატრიალდა.მისი საფირმო კერძების მომზადებას შეუდგა მარგალიტასთან ერთად.ბექამ კი ერეკლეს დაურეკა.
---ვახ,ვახ,ვახ.ბელქაუშ რამ გაგახსენა ჩემი თავი?
---რას აკეთებ?
---სიცივეა და ვწვები,რა უნდა გავაკეთო.
---ჩემო გიჟო ისევ გინდებვარ?უთხრა ბექამ სიცილით.
---ვაიმე ჩემო კნუტო, მინდებხარ კი ხო ხედავ როგორი სიცივეა.არც ერეკლემ დაიხია უკან და ორივე ახარხარდა.ჰე ბევრი არ მალოდინოთ,ლევანს დაურეკე და გელოდებით ჩემთან.
---რა ხდება რო?გაუკვირდა ერეკლეს და ხმა დაისერიოზულა,თან გაუკვირდა ასეთი მხიარული ბექა დიდი ხანია არ უნახავს.
---გამოდით და გაიგებთ.ერეკლეს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ლევანს დაურეკა.სულ მალე კი ბექას სახლის კარებზე ზარს აძლევდა ორივე,სიცივისაგან მობუზულები.ბექამ კარი გაუღო და მეგობრები სახლში შეიპატიჟა.
---რამ გადაგრია ამ შუაღამეს,თან ამ სიცივეში.ვიყავი ჩემთვის გახვეული და ჩამთბარი.აბუზღუნდა ლევანი.ონისეს ყოველთვის ხიბლავდა ბექას მეგობრები და გაუხარდა მათი მისვლა.მაგიდაც გაიწყო და ბექა მდუმარედ იყო,მანამ სანამ არ შემოუსხდნენ მაგიდას.
ერეკლე და ლევანი მოუთმენლად ელოდა როდის გაიგებდა მათი ამ ღამეში მისვლის მიზეზს ბექსთან. უკვირდა ბექას სახეს რომ უყურებდა, ერთიანად ასხივებდა ბედნიერებას.
---აბა შევავსოთ ჭიქები და მომილოცეთ, ჩემი თავისუფლება.
---ღადაობ ხომ? გაუკვირდა ერეკლეს.
---არა,რა ვღადაობ.სულ ახლახანს გავიგე და რაღაც სულ საათნახევარია რაც თავისუფალი ადამიანი ვარ. იქით რა ხდება?
---ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ ჩამოსვლა გადაიდო ზაფხულამდე და სწორიც არის. ბარემ დახურავს იქ სწავლას და აქ სექტემბრიდან დიწყებს სკოლაში სიარულს. შენ მითხარი, ეს როგორ მოხდა. ბექამ მოუყვა ერეკლეს და ლევანს რა,როგორ იყო და ბოლოს თქვა.
---ზოგჯერ ცხოვრებაში, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ.რაღაცეები ან ვიღაცეები გვიშლის ხელს,თუმცა ეს სულარ ნიშნავს იმას,რომ ცხოვრება სრულდება.ყველაფერი კარგი აწი წინ გველოდება, სიყვარულისთვის და საყვარელი ადამიანებისათვის, ღირს ბრძოლა დამიჯერეთ.
---ხოოოდააა, იბრძოლა ჩვენმა ლევანიმ და მალე ვიქეიფებთ ქორწილშიც. გამოაცხადა ხმამაღლა ერეკლემ.
---ეეე ლევან?დარწმუნებული ხარ?
---1000%-თ მეგობარო. უთხრა ღიმილით ბექას.
---მომილოცავს, ალბად ბარბის ჩამოსვლას ელოდები ხომ?
---არ იცის ჯერ. რომ ვუთხრა, შეიძლება ხვალვე დამადგეს თaვზე.სიცილით თქვა ლევანმa.
—-მოდი ვუთხრათ ახლა ჰა?რას იტყვი?
---მე აქ არ ვარ და შენ კი მოგხვდება საყვედური.
---მაგასაც ვნახავ.თქვა ერეკლემ და ბარბის ნომერზე დარეკა.ბექამ კი ხელით ანიშნა ხმამაღალზე ჩაერთო ხმა.
---რა ხდება ერეკლე, რა გჭირს ხომ კარგად ხართ? მოესმათ ბარბის ნაძინარევი და ანერვიულებული ხმა.
---კი კარგად ვართ ბარბი.
---აბა რა არ გასვენებს და არც მე არ მასვენებ, ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
---სად მიბრძანდები ხვალ?
---ჰმ,როდის მერე გაბარებ აჩოტებს?
---ბარბიიი.ნუ იღრინები, მე სასიხარულო ამბავი გაცნობო იმისთვის დაგირეკე, სანამ არ მეტყვი, ხვალ სად მიბრძანდები არაფერსაც არ გეტყვი.
---სასიხარულო ამბის ცნობა თუ გინდოდა, დღეს სად ბრძანდებოდი დღისით და მზისით, ამ შუაღამეს რომ გაგახსენდი და დაძინებული გამომაფხიზლე.და მეორეც, შეკრებაზე მივდივარ ერეკლე სად წავალ სხვაგან.
---რა უჟმურ ხასიათზე ხარ ამ საღამოს. ერეკლემაც შეუღრინა.
---სამსახურში მქონდა პრობლემები, მითხარი რაა სასიხარულო იქნებ ხასიათი გამომიკეთდეს
---რომ გითხრა ვქორწინდებითთქო, რას იზამ?ცოტა ხანი გაჩერდა ბარბი და უეცრად იმხელა იყვირა ერეკლეს შეეშინდა და ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, რაზედაც ჩუმი სიცილი ატეხა ყველამ. შემეშინდა გადარეულო. უყვირა ბარბის.
---შენს გადარევას სულ არ დავეძებ, არ მეხუმრები?უთხრა ბარბიმ ერეკლეს და თან პატარას ხმა გაიგონეს.
---დე რა გაყვირებს,რამ გაგახარა ასე ძალიან?
---დე იქ საქართველოში რომ ორი გიჟი ძიო გყავს ერთერთი დაქორწინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რომელი.
---კიდევ უნდა დამტოვო და ისევ წახვიდე?
---არა დედის სიმდიდრევ, ამჯერად ერთად წავალთ. მხოლოდ არ ვიცი როდის იქნება ქორწილი და ვნახოთ როგორ ჩავჯდებით ჩვენს პროგრამაში. დაიძინე დე, მე ერეკლე ძიოს დაველაპარაკები.
---კარგი და მომიკითხე. არ ვიცნობ, მაგრამ მალე გავიცნობ იმედია.
---ერეკლე გესმის? აქ ხარ თუ წახვედი?
---აქ ვარ. ბავშვის გარეშე არ წამოხვალ იცოდე, გესმის?
---არა, ამჯერად წამოვიყვან თორემ ვიცი უკანვე გამომაბრუნებთ.
---დაიფიცე,რომ არ მომატყუებ.
---ბაქარს გეფიცები წამოვიყვან. მომისმინე ლევანი ქორწინდება ხო?
---ხო ლევანი ქორწინდება.
---ერეკლე დაელაპარაკე? კარგად დაფიქრდა? შენ სად ხარ ახლა, გარეთ?
---გარეთ რა მინდა გოგო ამ სიცივეში, სახლში ვარ.
---ლევანს მეც დაურეკავ,მაგრამ შენც უთხარი,რომ კარგად გაანალიზოს ის რასაც აკეთებს.კარგად დარწმუნდეს მის გრძნობებში და მაქსიმალური მშვიდად მოეკიდოს საქმეს.უთხარი რომ.................
---თავად უთხარი,აქაა და გისმენს.
---მანდ თუ ხარ და ზიხარ გაყუჩული, რატომ არ მელაპარაკები ლეუშა?
---ბარბი ერთხელ ისე მაგრად უნდა გცემო, მაგ ლეუშას ძახილი რომ დაგავიწყო.
---ბევს ნუ ლაპარაკობ ლეუშა. ვახ ბიჭი უდარდელი ცხოვრების დღეები გიმოკლდება და ახალი ერა იღვიძებს შენში? გამეზარდე ბიჭოვ შენ მე. თქვა და გადაიკისკისა.
---ბაბალე მოგხვდება ჩემგან.იცინოდა ლევანიც და ყველა---ლეუშ რა საჩუქარი გიყიდო?
---არ მინდა არანაირი საჩუქარი. თქვენ ხართ ორივე ჩემი საჩუქარი. ხომ ჩამოხვალ ბარბი.
---ნუთუ არ გრცხვენია რომ მეკითხები? შენ დაადგინე როდის გადაწყდება ზუსტი თარიღი მითხარი ერთი დღით ადრე კი არა,ერთი კვირით ადრე დამირეკე ლეუშ არ გაღარიბდები ერთი ზარით. და კიდევ,სიყვვარულის ცემენტი მოიმარაგე და სიყვარულის აგურებით ააშენე შენობა, რომელსაც სახელად ,,ოჯახი'' ქვია. მიყვარხართ და იმედია მალე შევხვდებით ერთმანეთს. ლევან ჩემი ხასიათი კარგად იცი და მეორედ არ გავიმეორებ ამ სიტყვებს.სამუდამოდ დაივიწყე ბარბარე ონიაშვილი,რომ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს და გოგო მარტო დარჩეს. ამას არასოდეს არ გაპატიებ, არც მოგისმენ იცოდე.იმ დღეს მოკვდები შენ ჩემთვის,რა დღესაც დააშავებ.თქვა ეს სიტყვები მკაცრად და გათიშა.
---საერთოდ არ არის შეცვლილი,ასეთი მტკიცე ხასიათი ქონდა ბავშვობიდან.თქვა ბექამ.
---ლევან მოდი ჩემს თავზე ვიღებ შენს ქორწილს, მხოლოდ დააჩქარე რა და ბარბარე ჩამოვიდეს ბავშვიანად. ისეთი თხოვნით თხოვა ონისემ რომ ლევან იი სერიოზულად ჩააფიქრა.
---ერთი კვირა მაცადეთ და შემდეგ შეგატყობინებთ ზუსტ პასუხს.
---დაიცათ რა ჯერ სიცივეებია, გაზაფხულზე გააკეთე ლევან ქორწილი.
---შენი გამათბობელი ჯერ არ დაბადებულა მგონი და შენი ძვლების გათბობას ველოდო? გამოაჯავრა ლევანიმ ერეკლე და თან განზე გაიწია.
მხიარულობდნენ და იგონებდნენ სკოლის და ბავშვობის წლებს, უფრო მეტად იმ მომენტებს, სადაც ბარბარე იყო იმ ისტორიებს ყვებოდნენ. ძალიან გაერთო ონისეც მაგრამ წამოდგა და ბიჭებს დაემშვიდობა.
---მე ბოდიშის მოხდით დაგტოვებთ და თქვენ გააგრძელეთ საუბარი.ძალიან გამეხარდა თქვენი ნახვა და იმედია,აწი აღარ დაიკარგებით.ონისე მოემზადა წასასვლელად და ამ დროს ერეკლეს ტელეფონმა დარეკა. ერეკლეს გაეცინა ბაბილინა რომ წაიკითხა ეკრანზე და თქვა.
---სანამ ყველა წვრილმანს, დაზუსტებით არ გაიგებს არ დაისვენებს.ბარბარე რეკავს.ონისემ ფეხი შეიჩერა და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა.
---ხო ბაბალე რა დაგრჩა გაურკვეველი,რა არ გასვეებს და არ გაძინებს.
---ერეკლე სარგებლობ იმით, რომ სახელის მოქცევა არ მიყვარს და ნუ იცინი თორემ,მძინარეს მოგგუდავ.
---ვიცი მაგაში ეჭვი არც მეპარება. მხიარულად აგრძელებდა ერეკლე საუბარს.
---ერეკლე ის გიჟი წავიდა?ერეკლემ გადახედა ლევანს და ან იშნა ,არ ვარ აქო.
---კი წავიდა, ძალიან დაბნეული არის ეს დღეებია.
---ერეკლე ძლიან ვაწყენინე ხომ? იცი,რომ ძალიან ვიჯავრე და ვერ მოვისვენე?არ მინდოდა ასე უხეშად გამომსვლოდა და მეტკინა მითვის, მაგრამ მაინც ვატკინე. რა ვქნა, როცა ვცდილობ არ ვაწყენინო ვინმეს,სწორედ მაშინ ვარ უხეში.
---არ წყენია ბარბი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მისთვის ეუბნები, იმიტომ რომ კარგი გინდა მისთვის.
---ერეკლე მართლა მარტო ხარ?
---ნუ გადამრევ ბარბარე.ამ შუაღამით აბა ვინ მეყოლება აქ და თუ მეყოლება,შენთვის მეცლება ასე წყნარად გელაპარაკო?
---რა უზრდელი ხარ ერეკლე.მომისმინე.ლევანს დიდი ქორწილი ექნება ხომ? ყველას პატიჟებს? ნუ იმას ვგულისხმობ,ყველა მეგობარს ეპატიჟება?
---მოდი რა ნუ დამტანჯე და პირდაპირ მითხარ,რა გაინტერესებს ბარბი.მაგრამ მე ვიცი რაც გაინტერესებს,თუ იქნება ბექა ქორწილში ხომ მიგიხვდი?
---ხო მიმიხვდი. და იქნება?
---იქნება და ამ აზრს, აქედანვე შეეგუე ქალბატონო.მოდი რა სიამაყე გვერძე გადადე და ხომ ვიცით,რომ ორივე ისევ გიჟდებით ერთმანეთზე და ხომ არ ფიქრობ, დროა შერიგდეთ და წარსულზე ფიქრს, მომავალზე იფიქროთ არ ჯობია? არ გინდა ცადოთ მაინც? ბოლო-ბოლო საერთო შვილი გყავთ.ყველა გაინაბა და სუნთქვის ხმაც არ ისმოდა. მხოლოდ ბარბის ხშირი სუნთქვა და ჩუმი ტირილის ხმა არღვევდა სიჩუმეს.
---მეშინია ერეკლე.
---რისი ბარბი.უკვე ხმა სერიოზული გაუხდა ერეკლეს.
---მეშინია ერეკლე.მეშინია რომ ჩემს გრძნობას ხავსი მოეკიდა, ვუფრთხილდები მაგრამ მტვერი მაინც ედება წარსულის ფურცლებს, მეშინია რომ ახალი ფურცლის გადასაშლელად ძალა აღარ მეყოფა.
---გიყვარს და გეშინია, შენს გულსაც რომ გამოუტყდე.
---მართალია, მიყვარს და მიყვარს დიდი გრძნობით და მის კარგად ყოფნას ღმერთს ვევედრები ყოველ დღე და ყოველი ელესიაში შესვლისას სანთელს ვანთებ მის სახელზე, მის ჯამრთელობაზე. კარგი დაივიწყე,უბრალოდ თავს ვერ მოვერიე.
---დაწყნარდი და დაიძინე, ხვალ შეგეხმიანები ბაბალე. ბექამ ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბარბის ის,ისევ იმ უსაზღვრო, ძლიერი გრძნობით უყვარს. ონისე და თამარი უხმოდ ადგნენ და წავიდნენ, ბარბის აკანკალებულმა ხმამ, კიდევ ერთხელ შეახსენათ თავიანთი შეცდომა და სინანულით სავსე თვალებით შეხედეს ბექას. უკვე გვიანი იყო და ერეკლეც წამოდგა სახლში წასასვლელად.
---სად მიდიხარ ერეკლე და როგორ ფიქრობ, ამ დროს,ამ ღამეში და თან როგორი სიცივეა გარეთ მე ამ დროს თქვენ გაგიშვებთ სახლში? დარჩით აქ და მოისვენეთ.ლექსო არ შედავებია ბექას იცოდა საძინებელი,რადგან არა ერთხელ ყოფილა ამ სახლში და ხელის აწევით დაემშვიდობა ერეკლეს და ბექას და წავიდა. ღიმილით მიყვა ბიჭები უკან, მარგარიტამ კი მაგიდის ალაგებას შეუდგა. ბექამ როგორც ყოველთვის,ახლაც ფანჯარასთან დადგა.არ უღალატა ჩვეულებას და ისევ ბარბიზე მოგონებებში გადაეშვა.როგორც ბექას არ ეძინა და ფიქრობდა,იგივე მდგომარეობაში იყო ბარბიც სარკმელთან მდგარი და ფიქრებში მოგზაურობდა.
--- ძალიან მალე დასრულდა ბავშვობის წლები ჩემთვის, ძალიან მალე გაირბინა წლებმა და რამდენი საინტერესო რა მოხდა ამ წლების მანძილზე. ჰოპ და უცებ მოვხვდი ძალიან საპასუხისმგებლო საფეხურზე ბიზნესში. ვერც კი გავიაზრე ჯერ ნელ-ნელა გასვლა და შემდეგ თითქოს თავდაღმართში დაგორებული ქვასავით გაიქცა დრო. ასაკში შესულებს რომ შეეკითხოთ, როგორ გაიარა მათი შეხედვით წლებმა,ისინი არც დაფიქრდებიან ისე გეტყვიან,კიარ გაიარა შვილო, წლები გაფრინდა. დღეები-დღეებს ცვლის და საოცარი სისწრაფით მოდის დრო, ახალი წლიდან-ახალ წლამდე. ვერაფერს ვუხერხებ ამ დროთა ვერაგულ სიჩქარეს, უკან როცა ვიხედები, თითქოს ერთი გაელვება იყო წარსულის ნაშთები. ბუნდოვანი მოგონებებით აღიქმნება მალე განვლილი გზა, რომელმაც ძალიან დიდი გაკვეთილი მომცა და ძალიან დიდი საჩუქარიც დამიტოვა ცხოვრებაში. ამ ყველაფერთან ერთად კი სულის სიცარიელე და გაუცხოვება, აი ეს დარჩა ჩემში ჩემი წარსულიდან, მაგრამ ვებრძვი, ვებრძვი მოგონებებს. მინდა ჩავახშო და ვეცადო იქნებდა კი განათდეს ჩემს ცხოვრებაშიც ლამაზი ცისარტყელა მისივე ლამაზი ფერებით.
იმ ღამემ, დიახ იმ ღამემ, ისევ გაახლა წარსულის ტკივილი, შიში. სევდანარევი თვალებით გახედა ჰორიზონტს და კიდევ მერამდენედ ჩააბრუნა გულში ცრემლი, ცრემლი რომელმაც სისხლად ჩაეწვეთა მძიმედ გულში. ტკივილით სავსე გავლილი გზები, დასახული მიზნები,აზრს აძლევს ეს ყველაფერი ბარბარეს ცხოვრებას და არ აძლევს მოდუნების საშუალებას, მაგრამ ბექასთან ბოლო შეხვედრის ღამეს ხელახლა უჩნდება სურვილი მასთან ყოფნის და განუმეორებელი, ძლიერი ვნება ეუფლება მის სხეულს. ბარბი ხომ წლებია ელოდა ამ სასიამოვნო და ვნებით სავსე წუთებს, ის ხომ მთელი ეს წლები სულიერ ტყვეობაში ცხოვრობდა.
ის ღამე ყოველთვის, მის გულში სასიამოვნო მოგონებების ყუთში შემოინახა. ვინ იცის კიდევ ჩასვლისას, იქნმებ კიდევ შეხვდეს მის დიდ სიყვარულს.ეს ხომ ბარბის ყველაზე დიდი ოცნებაა. გადაიღალა ფიქრებისგან და ოცნებებისგან და გაყინული შეუწვა საწოლში პატარას. დილით კარგ ხასიათზე ადგა, ფანტასტიკური განწყობით გამოეწყო და ძალიან მალ-მალე ტელეფონს უჭვრიტინებდა სასიხარულო ამბების მოლოდინით შეპყრობილი. ბაქარი სკოლაში მიიყვანა და თავად თავის საყვარელ სამსახურს მიაშურა.იქ გაერთო საქმით თავჩარგული,მოწონდა როცა საქმით იყო დატვირთული და ფიქრის დრო აღარ ქონდა.თავში უამრავი ციფრები ტრიალებს სწრაფი ათვლით და ეს ძალიან ღლის, მაგრამ სულ დაავიწყდა დაღლილობაც და ის, თუ სად იყო, რომ მის ტელეფონზე ლევანის ზარი დაფიქსირდა. დაღლილი თვალრები მიანათა ტელეფონის ეკრანს, მაგრამ იქ ამოკითხულმა სახელმა ძალიან გაახარა და სიხარულისგან ხმამაღლა გაიცინა.
---ჩემო ლეუშა როგორ გამახარე, იცი როგორ ველოდი შენი ან ერეკლეს ზარს?
---ხოდა შენც უნდა გამახარო ბარბი.
---აბა მითხარი რა ხდება? ან სულაც პირდაპირ მითხარი როდის მიწევს ჩამოსვლა? როდის მოვემზადო სამგზავროდ და რა საჩუქარი გინდა ჩემგან.
---საჩუქარი შენ ხარ და შენი შვილი ხართ ჩემთვისაც და ყველასთვის ბარბი.სამგზავროდ კი ერთ თვეში აქ იყავი და შემდეგ ახალ წელსაც ერთად შევხვდებით.გელოდები,წინ ერთი თვე გაქვს.
---მაშ ზამთარმა უნდა დამაბრუნოს?ზამთარი იყო რომ წამოვედი ლეუშ და ზამთარი მაბრუნებს უკან.დასაფქრებელი არაფერი მაქვს,მოვდივარ ჩემო ტკბილო მეგობარო კიარა,ჩემო ძმაო.ლევანს ცრემლები შემოაწვა ბარბის სიტყვებზე და როგორ უნდოდათ ორივეს იმ წუთში მაგრად მოხვეოდნენ ერთმანეთს.
---ბარბი ქუჩაში ვდგავარ და ხალხი მიყურებს, ნუ ამატირე ამხელა კაცი გოგო.მიძნელდება შენი ამ წუთში მარტო დატოვება, მაგრამ უნდა წავიდე.ბავშვი აქედანვე შეაჩვიე,რომ მოდის მის სამშობლოში და მის ფესვებზე.გაწყდა ხმა,გაითიშა და მხოლოდ გაბმული ზუმერის ხმა ესმოდა ბარბის. ტუ,ტუ,ტუ
დიდი ხანი უსმენდა ტელეფონის გაბმულ ზარს და შემდეგ გული ამოიგლიჯა ტირილით.ამ დროს ირა შევიდა მასთან და ბარბი ამ დღეში პირველად ნახა.გვერდით დაუჯდა და მხრებზე ხელი მოხვია ყოველგვარი შეკითხვების გარეშე. მის მხარზე დაადებინა თავი და დაელოდა,როდის დაიცლებოდა გულში ჩაგუბებული ტკივილისაგან.თანდათან შეწყვიტა მხრების კანკალი და ტირილიც შეწყდა. სახე მოიწმინდა და ტირილისაგან ჩაწითლებული თვალებით დაიწყო საუბარი ჩუმი ხმით.
---ჩემი ცხოვრება ემსგავსება ცვლილებებით წელიწადის თვითეულ დროს,რომ ხანდახან მეც მიკვირს ირა. რამდენი დროა წელიწადში?ის დაყოფილია ოთხ უმშვენიერეს პერიოდად და ამ ოთხივე მონაკვეთს აქვს თავისი გარკვეული სილამაზე. მე გავიარე ჩემი ცხოვრების გზაზე,როგორც გაზაფხული,ასევე ზაფხული და მას ლამაზი ოქროსფერი შემოდგომა მოყვება,თავისი ფოთოლცვენით და შემდეგ ზამთარი.ირა ცივი ზამთარი, ჩემთვის რომ სულ ცივია.რა მელის წინ? მე ყველა ეტაპი გავიარე ჩემი ცხოვრების ბილიკებზე თუ დიდ გზაზე.გაზაფხულიდან-ზაფხულამდე და შემოდგომიდან-ზამთრამდე ტკივილით,ტირილით,მარტოობით და მხოლოდ მოგონებებზე ფიქრით.მიყვარს სიცოცხლე,მაგრამ აქ მხოლოდ ჩემს მონატრებას ვხედავ,დადგა ირა ,,სიმართლის დრო'' დადგა,რომ ბაქარს სიმართლე უნდა ვუთხრა. იცი? ჩემში ერთი ნაწილი სიხარულისგან მღერის,მაგრამ მეორე ნაწილი შიშშია.რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ირა ცივი ზამთარი,ცივ ზმთარს გამოვექეცი და ისევ ცივ ზამთარში უნდა დავბრუნდე უკან.
---იქნებ ეს ცივი ზამთარი,შენთვის თბილი და ტკბილი გახდეს ბარბი. ჩუმად უთხრა ირამ.
---გულის სიღრმემდეა ტკივილი ჩასული და ჩემი სულის სიმებს უხმოდ ეხება.ის სიყვარული ჩემი არ იყო ირა და არც დამიკავებია,გაფრინდა.ახლა კი მიძნელდება მისი ხელახლად ხილვა.
---მოვა დრო და სიყვარული,ისევ შემოაღებს შენი გულის კარებს.
---ირა თუ ცხოვრებაში შეგიყვარდება,მისი სულის სიმშვიდე შეინარჩუნე და მისი გულის სითბო დაიმახსოვრე.ალბად საჭიროა ამ ტკივილის განცდაც,განა ვიცოდი? ვიცოდი რა იყო სიყვარულის ძლიერი გრძნობა? მან მოულოდნელად შემოაღო ჩემი გულის კარები და დღესაც არ ვიცი ის რა არის ჩემი საჩუქარია? გამოცდა? იქნებ ეს ჩემი სასჯელია? წლებია ამ გრძნობას გულში ვმალავ და გულით ვატარებ ჩუმად და გაუმხელად. ბევრი ცრემლიც დამიღვრია.ბევრი თეთრი უძილო ღამეებით გამითენებია და დღეს ამ წლებმა კარგად მასწავლა თუ რა ძნელია ირა სულის ტკივილი,ტკივილი რომელიც მარტო არ გტოვებს ფეხდაფეხ თან დაგყვება.
---ბარბი არ ვიცი, მკურნალის როლი როგორ გამომივა,მაგრამ მინდა გულახდილად გითხრა,რომ ქვეყნად შენ არ ხარ ამ როლში მარტო. ცრემლებს გზა მიეცი და შვება გულის კარს გაგიღებს.ბურუსის გაფანტავს და დროებით დარდიც დაგტოვებს. იმედის სხივი,მხოლოდ შენშია. შენ უნდა მოერიო შენს თავს,მე შენთან ვარ და მარტო არ დაგტოვებ.თუ შესაძლებელი იქნება იქაც წამოგყვები და გვერდიდან არ მოგშორდები. ყველაფერი კარგად იქნება, რწმენა დიდია და სასწაული კი უფრო დიდი.
---ვიცი,რომ იქ მარტო არ ვიქნები, მაგრამ რა ვუყო იმ დიდ ტკივილს ჩემში რომ ყვირის. რით დავაწყნარო ირა ჩემი სულის ყრუ ტკივილები ან როდემდე გავძლებ, როდემდე შევძლებ, გადავიღალე ირა გრძნობასთან ბრძოლით. სხვა გზა არ მაქვს,ვიცი რომ ოდესღაც ეს ტანჯვა უნდა დასრულდეს, მჯერა ამ საფეხურზედაც ავალ და უფალს მივენდობი, მხოლოდ უფალს და რწმენას.მე ამ ტკივილმა დამიმონა ამ წლების მანძილზე და ჩემი გული,მთელი ჩე მი შინაგანი სამყარო გახდა ტკივილოს მონა-მორჩილი.ახლა გამაგრდი გულო და არ მიღალატო.ვგრძნობ ძლივსღა ფეთქავ, მაგრამ არ ვიცი ახლა რამ გაგაყუჩა.დაბრუნების სიხარულმა თუ მასთან შეხვედრის წუთები გაკრთობს.ცხოვრება ძალიან რთულია,ეს შენ კარგად იცი.ისიც იცი,რომ ცხოვრებამ ხაფანგი დაგიგო და ასე ჩაგიგდეს ხელში,მას შემდეგ დაგამძიმა ტკივილმა.შენ შეძლებ და ამ გზასაც გაივლი,მეც შევძლებ ძლიერი ვიყო და ყრუ ტკივილი არ შევიმჩნიო. ერთად გავალთ იმ გზაზე, სადაც წარსულის კარს მჭირდოდ მივხურავთ.დადგა დრო ჩვენც მოვისხათ სიმშვიდის და ბედნიერების
მანტია.

თავი 10
---რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ ბარბი. შენ,მე ცხოვრება დიდ დღესასწაულად მიქციე. ბექას ბარბისა და პატარა ბექას ფოტო ეჭირა ხელში და ეჩურჩულებოდა. სულ მალე ერთად ვიქნებით საყვარელო, ყველა ღონეს მოვიკრებ და უკან აღარ გაგიშვებ, აღრასოდეს. მეშინია ბაბი რომ ვნახავთ ერთმანეთს, გრძნობას ვერ მოვერევი. ყოველი დღე, ყოველი დილა და ყოველი ღამე ,ერთმანეთზე ფიქრში და ოცნებებში ათენ-აღამებდნენ.
პატრა ბექა ძალიან გახარებული იყო, როგორც იქნა იქ მიდიოდა, სადაც მისი ფესვები არის და მისთვის დიდ, სასიხარულო საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა. ერეკლეს მოსვენება საერთოდ არ აქვს.აქეთ კომპანიის საქმეები და აქეთ ლევანის ქორწილისთვის მზადება. ვერა და ვერ მოახერხა, რომ 12 საათზე ადრე დაბრუნდეს სახლში. დაღლილი და დაქანცული, რამდენჯერ გაუხდელად ჩასძინებია მისაღებში მდივანზე დამჯდარს. სრულ აურ-ზაურში გაეხვია და თითებზე ითვლიდა დღეებს, როდის ჩამთავრდებოდა საქორწილო მზადება.
---მურთაზ შენ არ გეხება ეს მზადება? წამოდი მომეხმარე თორემ ქორწილს არ შეგარგებ იცოდე.უთხრა ერეკლემ ღიმილით.
---მე რატომ მოგეხმარო? ჩემგან დედოფალი მიყავს და მე მოვაწყო კიდე დარბაზი? წარბისაწევით უთხრა მურთაზმა. მე დაპატიჟებულთა სიაში ვარ. ასე რომ, გამზადებულზე მოვალ.
---მურთაზი ვიმახსოვრებ იცოდე.
---დაიმახსოვრე მერე რა? ხომ გინდოდა ქორწილი, ხოდა იმუშავე. თვალი ჩაუკრა ერეკლეს და სტვენა-სტვენით გაშორდა. აწყობდნენ დარბაზს და ხან მაიკოს არ მოწონდა რაღაც, ხან ერეკლეს და ამის გამო კამათობდნენ.
---ქორწილს არ გადავიხდი .თქვა ერთ დღესაც ერეკლემ.
---რატომ? გაუკვირდა მაიკოს.
---არ მინდა,ძალიან რთულია ამ საკითხის მოგვარება. ორი-სამი საათის გამო უნდა იწვალო მთელი ერთი თვე. არ მინდა,წავალ ერთი თვით სადმე შორს,მთაში და არ დავენახვები არავის.
---მთაში რა გინდა. ტარზანობა გადაწყვიტე თუ რობინ ჰუდის გაგრძელებას წერ?ახარხარდა ლევანი.
---ხოდა, სულ დავიკიდებ ახლა ამ შენი ქორწილის მზადებას და დაჯექი მერე და იხარხარე მარტომ. შეუბღვირა ერეკლემ და უცბად დაამუწინა პირი.
---ვსო ჩუმად ვარ.ხელები აწია მაღლა.ერეკლემ გახედა ბაგეზე შეპარული ღიმილით და უთხრა.
---გაიცინე თორემ გასკდები. ამის თქმა და ყველა ახარხარდა.რომ ხარხარებ, ბარბის გააგებინე ზუსტი თარიღი?
---ვაიმეეე მომკლავს. თქვა და თავში შემოიცხო ხელები.
---არც იფიქრო გამოგიყვანო შეცდომისგან.
---შენ ვიცი დახმარების მაგივრად, წიხლს დამაჭერ ზემოდან.
---ზუსტადაც,როცა შენი წამების სცენა დაიწყება, მე მხარ თეძოზე წამოვწვები და სევდიანი მუსიკის ჰანგებში ჩავიძირები.
---უკვე მიკაწკაწებს კბილები და შენი მოკვლის სურვილი, მე მიჩნდება ერეკლე. ლევანმა ბოლოს ხელი ჩაიქნია და ბარბის ნომერი აკრიბა.
---ბაბილინა როგორ ხარ? ჩასძახა მხიარულად, მაგრამ თანდათან სახეც შეეცვალა და ხმაც.რა ხდება ბარბი.
---არაფერი კარგი ლევან. ვერ მოვდივარ, როგორ მინდოდა წამოსვლა.
---რატომ, რატომ ვერ მოდიხარ. თუ თავად გადაიფიქრე წამოსვლა ბარბარე?
---არა გეფიცები, უკვე ყველაფერი გამზადებული მაქვს. ბილეთები დღეისთვის მქონდა აღებული, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი დანადგარი გაფუჭდა საწყობში, უნდა დაველოდო მის ჩამოსვლას.ყველას გული დაწყდა და ყველას წაერთვა ხალისი.
რას იზამდნენ უხალისოდ ჩაიარა დღეებმა და უკვე ქორწილის დღეც მოვიდა. ბარბარე სამი დღით ადრე ჩაფრინდა თბილიში, სახლში შევიდა, არც დამჯდარა სახლის კარები გამოიკეტა და ირასთან და პატარასთან ერთად გავიდა ქუჩაში. ერეკლე ძალიან დაღლილი იყო, წყალი გადაივლო და სპორტულები ჩაიცვა, თმები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. სახლში დააბოტებდა და ხელში ცხელი ჩაის ფინჯანი ეჭირა. უკვე დაწოლას აპირებდა ბარბიმ რომ დაურეკა დაფარული ნომრით. უპასუხა მკაცრი და მტკიცე ხმით.
---გისმენთ.
---არ მელაპარაკები, ნაწყენი ხარ ხომ? მოესმა ბარბის მოწყენილი ხმა.
---არ ხარ ღირსი, მაგრამ რა გიყო ვერ გაგიტარებ ამ ზარს. იცი როგორ მინდა ჩემს გვერდით რომ იყო ამ დღეებში? იცი როგორ მჭირდები? მაგრამ რას ვიზამთ დიდი ბინძური რამაა ბიზნესი, მეც ძალიან გადავიღალე. ამ დროს კარებზე ფრთხილი კაკუნი შემოესმა ერეკლეს და უთხრა. არ გათიშო კარებზეა ვიღაც. მივიდა კარები გამოაღო და მის წინ გაღიმებული ბარბი იდგა.
---ს ი უ რ პ რ ი ი ი ზ. დაიძახა მისი წკრიალა ხმით და აკისკისდა.
---ბაბიიიი. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე,მაგრამ არც იფიქრო ჩემთან მოახლოვება, არ მომეკარო, არც მაკოცო გველო. უკან დაიხიე, ჩემი ვაჟკაცი უნდა გავიცნო. არ მიიკარა ერეკლემ ბარბი და ბექა ჩაიხუტა გულში, ასე ხელში აყვანილი და ჩახუტებული შეიყვანა სახლში ბავშვი. ღმერთო ვერ ვიჯერებ, ასე როგორ მოგვატყუილე, ასე როგორ გვაჭამე ყველას. დაიცა ლევანს დავურეკო. იმ წუთში გადარეკა და უთხრა;მანდ იყავი,არ წამოხვიდე მოვდივართ. ლევანს გაუკვირდა მისი მრავლობითში ნათქვამი ,,მოვდივართ'' და არ დააცადა არაფლის თქმა,გაუთიშა.
---ქალბატონო, მიუბრუნდა ბარბარეს .მე და ჩემი კაცი მივდივართ, მაცივარი გამოაღე და რაც გინდა გაამზადე, ყველაფერია სახლში. ჩვენ მალე მოვალთ და შენს სულ ოდნავ დაჭკვიანებულ მეგობარს მოგიყვანთ. ბექას გახედა და თვალი ჩაუკრა. საძინებელში შებრუნდა და ჩაიცვა, იქედან კი სულ სხვა ერეკლე გამოვიდა და ერეკლემ ახლა შეამჩნია იქვე მორცხვად მდგარი ირა და გაუკვირდა. ბარბიმ მიხვდა მისი გაკვირვებული თვალების მიზეზს და უთხრა;
---გაიცანი ჩემი უახლოესი მეგობარია ირა ფორჩხიძე.
---ძალიან სასიამოვნოა. ჩაილაპარაკა და ბარბის გახედა, რომელიც ეშმაკურად იცინოდა და თავადაც ჩაეღიმა. შემდეგ ბექას მიუბრუნდა და უთხრა.
---წავედით ვაჟკაც.
---სად მიდიხართ, ის მაინც მითხარი, რომ ვიცოდე სად გეძებოთ. სიცილით უთხრა ბარბიმ.
---ეს უკვე შენ აღარ გეკითხება ქალბატონო ტასია. ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმით უთხრა ერეკლემ და სახლის კარიც გაიხურა.- წავედით ბექუშქუშ. იცი,რომ დედაშენმა შენი თავი დაგვიმალა?
---ვიცი ძია ერეკლე.თამაზი პაპამ ყველაფერი მითხრა სიკვდილის წინ და ისიც მითხრა საქართველოში წადი იქ აუცილებლად ამაზე მეტს გაიგებო. ძია ერეკლე ეს რატომ გააკეთა, იცი რომ მთელი ღამეები ტირის?არ ვიცი რატომ,მაგრამ ვიცი, რომ აქ მამაჩემის ხელი ურევია. ან ენატრება და მისტირის მას, ან რაღაც სხვა აწუხებს.
ერეკლე გაოცებული უსმენდა ამ პატარა ბავშვს.
---ძია იცნობ მამაჩემს? მოდი რა შევარიგოთ ისინი და მეც მთლიანი ოჯახი მექნება. ასე კი არცერთი აღარ დავიტანჯებით, უფრო ისინი.
---მოდი, ჯერ დედაშენის სვლას დაველოდოთ ბექა ასე ჯობია, გავიგოთ რა გეგმები აქვს და მერე ნელა-ნელა ვიმოქმედოთ გეგმის განსახორციელებლად. ამ საუბარში მივიდნენ იქ, სადაც ლევანი ელოდა ერეკლეს და კარებზე ზარი მისცა. კარები მარგალიტამ გააღო და პატარას მიაჩერდა გაოცებულმა. ერეკლემ ხელი ჩაკიდა ბექას და სახლში შევიდა, მარგალიტას კი თვალი ჩაუკრა.სახლში შესულებს კი გაოცებული მიაჩერდნენ ხან ერეკლეს ხან ბექას. თამარმა გულზე მიიდო ხელი და ონისეს ჩაეჭიდა
--რა მოხდა,რა სახით მომჩერებიხართ, რა პირველად მნახეთ დღეს?ონისემ პირველმა მოიკრიბა ძალა და გონს მოეგო, ერეკლეს თვალებში ჩააშტერდა, თითქოს იქ უნდოდა პასუხის ამოკითხვა და ამოიკითხა კიდეც.
---ერეკლე ეს რა სასიამოვნო სტუმარი მოგვიყვანე, მოდი პაპასთან ვაჟკაცო.რა გქვია სახელი?
---ბაქარ ონიაშვილი ვარ. ონისეს გულზე მოხვდა ბექას ნათქვამი გვარი და უნებურად გულზე მიიდო ხელი. წამიერად მის გარშემო ყველაფერი გაჩერდა და თამარს გახედა, რომელიც ცრემლიანი თვალით უყურებდა პატარას. თითქოს მის წინ დაპატარავებული ბექა იდგა, იმდენად გავდა პატარა მამას ბავშვობის ასაკში.
---რა სახე გაქვს, როგორ შემოდი სახლში გამიკვირდა. უჩურჩულა ლევანიმ ერეკლეს და ბექაზე ანიშნა. ეს ის არის? ჩამოვიდა? აკი ვერ ჩამოვდივარო?
---ყველას მოგვატყუა და გული ლამის გამისკდა, კარები რომ გავაღე. აბა გაიცანით ჩემი სტუმარი, ბარბარეს ყველა კარგად იცნობთ გადმოცემით, ეს მისი ვაჟკაცია, ჩვენი პატარა ბაქარი. ამიერიდან ჩვენთან გაიზრდება. იმედია მოეწონება ჩვენთან ყოფნა,ა შენ რას იტყვი ბაქარ?
---თუ ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელე, იმედზე აღარ ვიქნები ძია. მაშინ,მართლა არ მომწყინდება აქ ყოფნა. უთხრა ბექამ ერეკლეს და ღიმილით თვალი ჩაუკრა.
---ჩვენ შენს გვერდით ვართ ბაქარ. გაეცინა ერეკლეს ბექას სიტყვებზე და სათითაოდ გააცნო ყველა. როცა ბექას ჯერი მოვიდა, ხელი ჩამოართვა და მისი სახელი უთხრა, პატარამ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, შემდეგ თვით ბექას სახე დააკვირდა და მის თვალებში დიდი სევდა ამოიკითხა, გულში კი გაიფიქრა.,,აი მიზეზიც ვიპოვნე, შენ ხარ მიზეზი დედიკოს ცრემლებისა''.ხმამაღლა კი უთხრა;
---მე თქვენი სახელი მომიპარავს, მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე.ვერ შევეწინააღმდეგებოდი დედა, რადგან სულ ერთი ციდა ვიყავი და არ შემეძლო შეწინააღმდეგება. ამაზე კი ყველას გაეცინა. ცოტა ხნით გაჩერდნენ იქ და შემდეგ ერეკლე წამოდგა.
---ლევან წავედით ჩემთან, ბარბარე ვახშამს აკეთებს და თან შეეშინდებათ, მეგობარი გოგო ახლავს. ბექა წავიდეთ ძიას კაცო, თორემ დედაშენი იფიქრებს ჩემი შვილი გაიტაცესო. წამოდგა ლევანი და ერეკლემ ბექას უთხრა; რას შვრები არ მოდიხარ? დაიბნა ბექა და ასე დაბნეული და სახე არეული წამოდგა,თან თამარს გახედა და წყნარად უთხრა;
---თუ არ მოვედი არ შეგეშინდეს, ერეკლესთან ვიქნები ამ ღამეს. სახლის კარები ერეკლემ გააღო და ლევანი ხმაურით შეიჭრა სახლში.
---სადა ხარ, სად მემალები. უნდა გცემო ბარბარე ისე, რომ ჯერ არ მიცემიხარ.
---რა? არ მითხრა, რომ სიურპრიზი არ მოგეწონა. გაღიმებული დაუდგა ბარბი წინ ლევანს.
---აი ეს ღიმილი რომ გაქვს სახეზე, როგორ უნდა გცემო, მოეთრიე აქ უნდა ჩაგეხუტო. ლევანმა გულში ჩაიკრა ბარბი და თან თმებს უჩეჩავდა. შემდეგ კი იქვე მდუმარედ მდგომ ბექას მიუბრუნდა.
---გამარჯობა ბაქარ.
---გამარჯობა ბარბი. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და თითქოს დენის დარტყმა იგრძნო ორივეს სხეულმა. მაგიდა გააწყო ბარბიმ და ირამ და ყველა შემოუსხდა მაგიდას. ბარბი კი არ ჩანდა და კარების დაკეტვის ხმა გაიგონა ირამ. წამოდგა უნდოდა გაყოლოდა, მაგრამ ლევანიმ უთხრა;
---მე გავყვები და დაველაპარაკები. მოვიყვან, თქვენ დაჯექით. ჩვენს ბიჭს უნდა დავალევინოთ დღეს ქართული სისხლის სითხე. გაუღიმა პატარას და სახლიდან გავიდა. არ უნდა გამოსულიყო გარეთ, მაგრამ არ უნდოდა მისი შეხედვა მეორედ, არ უნდოდა მის თვალებში კიდევ ერთხელ ჩაეხედა და თავადაც ცრემლები წამოუვიდა
--.-გაუძელ, ბარბი გაუძელ. განა ამაზე მეტისთვის არ გაგიძლია? მთელი ღამეები ტირილში გაგიტარებია, არ შემიძლია, არ შემიძლია მისი თვალებს ვერ ვუძლებ, ღმერთო სადაც წამიერად შევხედე და იმ თვალებში მხოლოდ ჩემს თავს შევხედე,მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას.ბარბი ტიროდა იქვე კიბეზე დამჯდარი და თან კანკალებდა.არ ვიცი სიცივისგან იყო ეს კანკალი და არ ვიცი ნერვიულობისგან კანკალებდა.
---არ იყო სწორი,ის რაც ახლა გააკეთე ბარბი.ახლოს დაუჯდა და ხელი მოხვია,გულზე მიიკრა ბარბის აკანკალებული სხეული.შენ გულში გაქვს ბექას სიყვარული დღემდე და ბავშვმა არ უნდა აგოს პასუხი თქვენს შეცდომებზე. მიყვარხარ ბარბი და შენ კარგად იცი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ,მაგრამ უნდა გითხრა,ის შენი შვილის მამაა.უნდა დაელაპარაკო, არ შეიძლება ასე.
---მას რომ ოდნავადაც ვყვარებოდი, ერთხელ მაინც ეცდებოდა ჩვენს მოძებნას ლევან. თქვა სრუტუნით ბარბიმ.
---და რა იცი,რომ არ მოვიდა ,არ მოგძებნა. სამჯერ ჩამოვიდა მას შემდეგ,რომ გაიგო შვილი ყავდა და მამა იყო, მაგრამ ვერ მოვიდა შენამდე ბარბი. დიდი შემართებით წამოვიდა ყოველ ჯერზე, მაგრამ ძალა არ ეყო ბარბი თქვენი ნახვისთვის, შენთან შეხვედრისთვის. შენ შეგიძლია შენს შვილს მამა შეაყვარო და შეაძულო. შენ უნდა დაელაპარაკო პატარას, შენ უნდა აუვსო ის პატარა გული სიყვარულით, რომ უთქმელად შეუყვარდეს მამა. ბექა ძალიან კარგი ადამიანია და ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და რა თქმა უნდა შენთან ერთად, თქვენთან ერთად. ბარბი შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, შენით მიაღწიე წარმატებას და ნაბიჯ-ნაბიჯ აიწიე დიდ სიმაღლეზე. რა გაკლია, მხოლოდ საყვარელი ადამიანი გვერდით და ერთი ნაბიჯია შენიდან მისამდე, ერთი ნაბიჯი.
---მე ცოცხალი არ ვარ ლევან. მე მხოლოდ ფიტული ვარ ადამიანის,ქალის რომელიც ასეთად, ამ წლებმა მაქცია. მე აღარ მაქვს ძალა ახალი ცხოვრების დაწყებისვის,არც ისეთი ძლიერი ვარ,როგორც ეს თქვენ გგონიათ. ძალა თანდათან წლებმა გამომიფიტა დავრჩი ფიტული.ამ ძლიერ ქალს,ცრემლიც კი აღარ დარჩა ამდენი ტირილისგან. რამდენი ოცნება მქონდა,ნაწილობრივ ამისრულდა,მაგრამ ის რასაც ვნატრობდი არ ამისრულდა. ოცნება, ოცნებად დარჩა ჩემში და მჭამს ეს ტკივილი ლევან. ნელა-ნელა ბოლოს მიღებს, ჩემი გული მკვადარია, ლევან მკვდარი.
---წამოდი სულ კანკალებ, სამი დღეა დარჩენილი ქორწილამდე და ნამდვილად არ მინდა შენი გაცივება, თხიპიანივით რომ მოხვიდე ქოწილში. წამოაყენა ბარბი და ასე ჩახუტებული შეიყვანა სახლში. გაწყობილ მაგიდასთან იჯდა ყველა და მათ ელოდნენ.
---დედა სად გაიქეცი .ბექა ბარბისთან მივიდა და მისი პატარა ხელები შემოხვია დედას.ბ ექამ ვერ გაუძლო ამ სურათს, ერეკლეს რაღაც უჩურჩულა და სახლიდან გავიდა. ვერ გაუძლო ბარბის ცრემლიან თვალებს და ჰაერზე გამოვიდა, ახლა ეს ძალიან ჭირდებოდა თორემ უთქმელობა დაახრჩობდა. ფეხით დაუყვა ცარიელ ქუჩას. მოუხდა მის აშლილ და აფორიაქებულ ნერვებს ღამის სიმყუდროვე. სახლში დარჩენილებაც წაუხდათ შემართებული ხასიათი, მაგრამ მაინც ძალა-უნებურად ხალისობდნენ, პატარას ახალისებდნენ. ბოლოს დაიღალა და ჩაეძინა დედის მხარზე მიყრდნობილს.
---ერეკლე ჩვენ წავალთ და ხვალ გნახავთ.უთხრა ჩურჩულით ბარბიმ და ბექას თბილი პიჯაკი მოახურა.
---სად მიდიხარ,აქ ვერ დაეტევი? გაბრაზდა ერეკლემ და ბავშვი ხელიდან ააცალა. თავის საძინებელში შეიყვანა და თავად ჩააწვინა მის საწოლში. ბარბიმ და ირამ მაგიდა აალაგეს, მიალაგეს ყველაფერი და იქვე ჩამოსხდნენ ისინიც.
---ახლა რას აპირებ, ასე გაბუსხულმა გინდა რომ იარო? ხომ იცოდი მასთან შეხვედრა რომ მოგიწევდა და მოგიწევს კიდევაც და იცოდე შენი მონგრეული, დაჯღანული სახე არ დამანახო ეს სამი დღე. ხვალ ბექუნას ჩვენ წავიყვანთ და შენ რესტორანში წაყვები ერეკლეს ან რომელსაც გვეცლება.
---რესტორანში რა მინდა. გაუკვირდა ბარბარეს.
---რა გინდა და მოსართავია იქაურობა, მაიკოც იქ იქნება და მოსაწყენი დრო და ფიქრის დრო არ გექნებათ. შემდეგ კი ქორწილის წინა ღამეს, მოვილაპარაკეთ სადმე დავჯდებით სამეგობრო ერთიანად.
---ამ სამ დღეს გაგიძლებთ როგორმე; უთხრა ბარბიმ და დაამთქნარა. მეძინება მე,ირა წავედით. საძინებელში შესულმა ერეკლეს ნივთებში შეძვრა თავით და ერეკლემ შემოუსწრო.
---რას იჩიჩქნები მანდ.
---ვაიმე,შემეშინდა არა ნორმალურო.
---ჰმ შეეშინდა გოგოს. მაიკომ დაალაგა და არ აანგრიო, თორემ შენ მოგიწევს დალაგება.
---უჟმურო, მაისურები მინდა რამე ვნახო, შიშვლები ხომარ დავწვებით აბა. არ მქონდა გეგმაში დარჩენა.
---ჰმ დაიკრუსუნა ერეკლემ და ცალი თვალით გახედა, იქვე მდგარ ირას რომელსაც სირცხვილისაგან ლოყები ასწითლებოდა.ერეკლემ ორი თეთრი მაისური გამოიღო და ბარბის ესროლა, თავად კი ლევანთან ერთად მეორე საძინებელში გავიდა. უკვე გვიანი იყო და ყველამ საწოლებს მიაშურა, მაგრამ ერეკლეს არა და არა, არ დაეძინა,ვერ დაიძინა უფრო სწორად,ჯერ ის ირაზე ფიქრობდა და როცა ლევანიმ ხვრინვა ამოუშვა, ხან ბალიში დაიდო თავზე და ხან საბანი გადაიფარა, მაგრამ რომ ვერ ჩაახშო ხვრინვის ხმა, ხელით შეანჯღრია ლევანი, რომელმაც გაურკვეველი ხმები ამოუშვა,გვერდი იცვალა,მაგრამ ისევ ხვრინვა ამოუშვა.გაბრაზდა ერეკლე და ფეხის კვრით გადააგდო საწოლიდან, საიდანაც ლევანი შეშინებული წამოხტა ფეხზე.
---რამ გადაგრია,რა ჯანდაბა არ გაძინებს. შეუღრინა ერეკლეს.
---რა დამაძინებს, ვერ გავიგე შენ მიწევხარ გვერდით თუ რომელიმე გარეული ცხოველი. შენმა ხრინვამ მთელი ბინა ასწია ჰაერში და მეზობლები ფეხზე დადგნენ.
---მთელი ბინა კიარა,მთელი თბილისი დადგა ფეხზე, იდიოტო.ლევანიმ საბანს დაავლო ხელი,მისაღებში გავიდა და იქ დაწვა. მათ ხმაურზე ბარბიც ადგა და ლევანი რომ მისაღებში დაინახა დაწოლილი გადაიკისკისა, მიხვდა რომ ერეკლემ საძინებლიდან გამოაგდო.ლევანიმ ბარბისაც შეუღრინა,გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა.
---შენ კისკისს თავი დაანებე და იმაზე იფიქრე,პატიება ისწავლო და ერთად იცხოვროთ,შვილთან ერთად.
---ჰმ ძილშიდაც ბრძნულ აზრებს საუბრობს ბიჭი, რა ნიჭიერი ქმარი ეყოლება მაიკოს? პირდაპირ მშურს მისი. ისევ გადაიკისკისა ბარბიმ და საძინებლისაკენ შებრუნდა,რომ ერეკლეს მკერდს შეასკდა შუბლით.
---რა არ გაძინებთ, რა გჭირთ თქვენ.
---შენ რაღატო ადექი,შენ რა არ გაძინებს.
---ამ იდიოტმა საბანი წამართვა და კარგია აქ რომ ხარ.წამოდი,მომეხმარე ბავშვი არ გავაღვიძოთ.გარდერობიდან საბანს გადმოვიღებ,თორემ ეს დარჩება საბნის გარეშე და ახლა არ გვინდა კვერცხების ანთება რომ დაემართოს.ორივე ჩუმად იცინოდა და თან საბანს იღებდა ერეკლე.წავედი და დილით ყავას საწოლში მომართმევ იცოდე.
---რატომ? მე ხო სტუმარი ვარ?
---იმიტომ,რომ საწოლი წამართვით ამ საღამოს.
---წადი,წადი თუ გამეღვიძა ადრე კი მოგართმევ. ირა ღიმილით უსმენდა მათ ვითომ ჩურჩულს და ეს ერეკლემ შეამჩნია.
---ამ სახლში ერთ ღამეს ვინც გაათევს, ის უკვე მეორე დილით სტუმრად აღარ ითვლება,ამიტომ ჩუმად რომ იცინი ეს თქვენზედაცაა ნათქვამი სტუმარო.
---წადი ახლა ძინავს და არ გააღვიძო.
---კი როგორ არა,ჩუმად იცინის ან სიზმარში ალბად მე მხედავს და იმიტომ უღიმის ულვაშები.
---რა საზიზღარი ხარ ერეკლე.ბარბიც გაამხიარულა ერეკლეს ხუმრობამ.
---მოიყარა ერთნაირი ჭკუის ბატმა თავი. ჩაიბურდღუნა ლევანიმ.ბარბიმ და ერეკლემ ერთმანეთს გადახედეს ეშმაკური ღიმილით.ერეკლემ ხელში დაჭერილი საბანი იქვე დააგდო და ორივე ლევანის დააცხრა თავზე.ზემოდან სიმძიმის დაცემამ ლევანი შეაშინა და ხმამაღლა იყვირა.
---ვაიმე მიშველეთ,თქვენ საერთოდ ტვინი გაქვთ თავში ან ნორმალურები ხართ? აეთრიეთ ზევით ერეკლე, ბარბი გული გამისკდა შიშისგან.
---ასეთი სუსტი გული თუ გაქვს, პირველ ღამეს როგორ გადაიტან წრუწუნ? უთხრა ერეკლემ წარბების თამაშით.
---წადით, მომშორდით და დამაძინეთ.იღრიალა ლევანიმ და მის ღრიალზე ბექა და ირა გამოვარდნენ საძინებლიდან.
---რა ხდება,რა ყვირილია.იკითხა ირამ.
---დედა,დედიკო რატომ ჩხუბობთ? იკითხა შეშინებულმა და გაოცებულმა პატარა ბექამ. სიცილი უეცრად შეწყვიტეს და შეშინებულ შვილს მივარდა ბარბი.
---ნუ გეშინია დე გიჟები არიან. ისინი ხომ ასაკით არიან გაზრდილები,ისე კი შენ უფრო მეტი ჭკუა გაქვს თავში.
---წამოდი ბიძი ჩვენ ერთად დავიძინოთ კაცებმა,ქათმები აქ დარჩნენ.უთხრა სიცილით ერეკლემ და ბექა თავისთან წაიყვანა. ყველამ მის საწოლში დაბრუნ და დილით ბარბი შეშინებული წამოდგა და ერეკლეს საძინებელში გაიქცა.შეხედა ერეკლეს გულში ყავდა ჩახუტებული ბექა და ღიმილით მიუწვა შვილს მეორე გვერდიდან. უკნიდან მიეხუტა შვილს და ბედნიერი ხმით ჩაიჩურჩულა.
---დედას ბედნიერება და სიყვარული ხარ დე. მის თმებში ჩარგო ცხვირი და ღრმად შეისუნთქა შვილის სურნელი.
---შენი ბედნიერება უფრო გაასმაგდება, როცა ბექუშას სრულყოფილი ოჯახი ეყოლება გვერდით და მის მხიარულ სახეს დაინახავ ყოველდღე. უთხრა ბარბის ძილისგან დაბოხებული ხმით ერეკლემ და ამ დროს კი ლანგრით ხელში ირა შემოვიდა და მხიარული სახით ხმით თქვა.
---აბა ქაფქაფა,ცხელი ყავა ვის უნდა?ბარბიმ და ერეკლემ ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედესდა ერეკლემ ღიმილით უთხრა.
---ჩემს სამზარეულოს უკვე ყავს დიასახლისი ბარბი.
---თავში ხომ არ აგივარდა ცოტა და გაწყინა, დილით საწოლში მორთმეულმა ყავამ?უთხრა ირამ და საძინებლიდან გავიდა.ერეკლემ კი გემრიელად მოსვა ყავა და თქვა.
---გამოწვევა მიღებულია ძვირფასო,შენი ფეხით მოხვედი ჩემს სახლში და შენივე სურვილით დარჩები. ბარბის გაეცინა და ერეკლემ შეხედა.
---რას იცინი, წრუწუნა თავად მოხვდა კატის კლანჭებში, ამიტომ გიჟია ხელიდან გაუშვას ის? ბარბიმ ღიმილით უსმენდა ერეკლეს.
---ნუ ჭყატავ მაგ თვალებს და დალიე ქაფქაფა ყავა და რესტორანში მივდივართ.დღეს ბოლო შტრიხები უნდა შევიტანოთ დარბაზის სილამაზეში და დავამთავროთ ეს საცოდაობა. ღმერთო რა სისულელეა ეს ყველაფერი, როგორ მენატრება ბავშვობა და ჩემი უდარდელი წლები.
---ძია ერეკლე დღეს საით მივდივართ? პატარა ბექამაც გაიღვიძა და ინტერესით შეეკითხა ერეკლეს.
---შენ, ჩემთან ერთად წამოხვალ, ჯერ კომპანიაში მივალ და შემდეგ ამათ დავადგეთ თავზე და ნამუშევარი შევუმოწმოთ. უთხრა და თვალი ჩაუკრა. მიდი წამოხტი, ჩაიცვი და მალე გავალთ.
---სახლში არ გამიყვანთ?კნუტის თვალებით შეხედა ბარბარემ ჯერ ერთს და მერე მეორეს.
---სად მიდიხარ ისე სახლს სანამ არ მოაწესრიგებ, ასე იყო რომ შემოდი სახლში? რას გავს აქაურობა, ეს სახლია თუ საღორეს უფრო გავს. წარბის აწევით უთხრა ერეკლემ.
---ბარბი წუხელ რით მოხვედით? სერიოზულად შეეკითხა ლევანი.
---ტაქსით.
---ხოდა დღესაც მუშაობს ტაქსები, ჩვენ საქმეები გვაქვს და ნუ გვაცდენთ. ერეკლე და ლევანი ჩქარი ნაბიჯებით გავიდნენ სახლიდან და მათ მიყვა უკან პატარა ბექაც.
---ბავშვს არაფერი არ უჭამია სად მიგყავთ, გადააგვარებთ თქვენს გვერდით.
---არ მოვკლავთ მშიერი და დროზე გამოდით, საქმეებია დღეს უამრავი. გამზადებულზე არც იფიქრო მოსვლა,არ შეგერგება იცოდე იქ მშვიდად ჯდომა.
---ღმერთო ამ ორ იდიოტს ჭკუა ასწავლეეეე. იკივლა ბარბარემ მაგრამ ლევანმა თავი შემოყო კარებში და უთხრა;
---ჩვენი იდიოტობა შვებას მოგიტანს?კარგი ამ ორ დღეს ნება გეძლევა, რაც გინდა ის თქვა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ვაი სად დავიმალოოო ადგილი შეარჩიე, რომ ვერ მოგძებნოთ.
---წასვლამდე თქვენს ნერვებს შევჭამ, ისე მოგაწყობთ მომშორდი, წადი აქედანო რომ მითხრათ.
---ბაი, ბაიიი, რესტორანში დაგხვდები საყვარელოოოო. ირმა იცინოდა და ბარბის უთხრა.
---ეს რა გიჟები არიან ბარბი. ესენი, ასეთი მეგობრები ამდენი წელი როგორ დათმე, როგორ ძლებდი მათ გარეშე მთელი ეს დრო.
---ღმერთო საერთოდ არ შეცვლილან, უფრო გიჟები არიან. ჩაიცვი ჩქარა წავიდეთ, დღეს ბავშვს შიმშილით მომიკლავს ეს ორი არანორმალური. ბარბარე ჩქარა და გაბრაზებულად ლაპარაკობდა, თან იცმევდა, ირას აჩქარებდა და თან სახლსაც ალაგებდა.
ერეკლემ და ლევანიმ სიცილით ჩაირბინეს კიბეები და ხელზე მიარყეს და თან თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს. ერეკლემ ჩაიჯინა ბექა რაღაც ანიშნა ლევანს თვალით და ლევანი ცალკე წავიდა. ერეკლემ კი ჯერ როგორც თქვა, კომპანიაში შეიარა საქმეებს გადახედა და სულ მალე ბექასთან ერთად დატოვა კომპანია. უეცრად წყნარი ამინდი შეიცვალა და ქარი ამოვარდა. სიცივე იყო და ბექას უთხრა.
---ამინდი გაგვიფუჭდა მეგობარო. მოდი ახლა მე შენ, წუხელ რომ ვიყავით იქ წაგიყვან, იქ ძალიან მოგეწონება და საღამოს ჩვენც იქ მოვალთ ყველა. კარგი?
---კარგი, მაგრამ დედაც იქ მოვა? ხომ მოვა ჩემს წასაყვანად?
---მოვა, მოვა აბა სად წავა, ის უშენოდ ვერ მოისვენებს, ვერ ნახე დილით როგორ შემოძვრა ხვლიკივით ჩვენს საწოლში? ნახე სულ მალე, აქედან წასვლაც არ მოგინდება.
---მე უკვე მომწონს აქაურობა. უფრო მეტად თქვენ მომეწონეთ, დედა იმდენს მელაპარაკებოდა აქაურობაზე და თქვენზე, უკვე ძალიან მინდოდა აქ მოსვლა და თქვენი ნახვა.
---აი ჩვენც მოვედით, ჩქარა გადადი მანქანიდან არ გაცივდე, თორემ ორივეს დაგვაკლავს დედაშენი საწოლზე. სირბილით მივიდნენ კარებამდე და ზარი დარეკეს, თან ბავშვის ეფარებოდა და წვიმისგან იცავდა. კარი ისევ მარგალიტან გააღო და ღიმილით შეეგება სტუმრებს.
---ერეკლე ხომ მშვიდობაა? შეშინებული შეეგება ბექამ მაგრამ პატარას დანახვისას ფეხი შეიჩერა.
---კი მშვიდობაა, შენ აქ რას აკეთებ.
---აბა სად უნდა ვიყო? გაუკვირდა ბექას.
---დღეს ხომ ბოლო შტრიხების შეტანაა დარბაზის მორთვაში. ერთად წავიდეთ ჩვენ და ბექას კი აქ დავტოვებთ. ძია ონისე დავტოვებ რა აქ ბექას და საღამოს ყველა ერთად მოვალთ. ონისეს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და ბექას უთხრა.
---მოდი პაპასთან ,ჩვენ შახმატი ვითამაშოთ, იცი? ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ და თან სერიოზული, ამ გიჟებთან აყოლა რას გვარგია. ბექა მოვიდა ონისესთან და გვერდით ამოუდგა.
---თამაში ვიცი როგორ არა ჭადრაკი, დავდივარ კიდეც.თქვენ რაღას ელოდებით წადით და საღამოს დედასთან ერთად გელოდებით.
---ხო მართლა თამრო დეიდა ბექას არაფერი არ უჭამია დღეს, ვერ მოვახერხეთ. ასე რომ ვიცი არ მოაკლებ არაფერს. აბა დროებით და საღამომდე.

თავი 11
---იცი? ერეკლე ზოგჯერ ჩვენს გულისპირს ცრემლებით ვქარგავთ, ზოგჯერ ღიმილსაც გვჩუქნის ცხოვრება,ზოგჯერ განგებ გვაკარგინებს უფალი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს, ალბად მერე ისევ რომ ვიპოვოთ ერთმანეთი.დუმილი ბექამ დააღვია მანქანაში.
---ეს შანსი გამოიყენე ბექა და ბარბარე დაიბრუნე. სრული, ერთიანი ოჯახი გექნებათ და მეორე ბავშვის ნათლია ვარ. ორივემ გულიანად გადაიხარხარა.
---ეეეხ ჩემო ერეკლე ჩემი ცხოვრება ეს წლებია, მიტოვებული მხატვრის სულს ჰგავს. თითქოს ნახატზე სახე ძალიან ბევრ რამეს მალავს, გინდა გაიგო რას, მაგრამ საღებავი ფარავს ბუნებრივ ფერს. ჩემს ცხოვრებაში იყო წუთები,როდესაც ვიფიქრე, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები არა ის საშინელი წუთები, ეს ყველაფერი არ დაიწყებოდა. დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ,,მე ბედნიერი ადამიანი ვარ'' და მე შევძლებ დავიბრუნო ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, აუცილებლად დავიბრუნებ მათ. დრო დადგა ერეკლე ,,სიმართლის დრო''.რომ გაიზარდა და დაიხვეწა ყველაზე ლამაზი ბარბის თვალები იყო ჩემთვის, ყველაზე ლამაზი ბარბის ღიმილი იყო ჩემთვის, რომელიც ძალიან გვიან გავაცნობიერე. იცი რამდენი ბიჭი მყავს ნაცემი, რომ ბარბის ახლოსაც არ გაკარებოდა და უბრალოდ ფლირტიც რომ არ გაებედათ?ვიცოდი და დარწმუნებულიც ვიყავი რომ ბარბი მათ არც აყვებოდა, მაგრამ მე მაინც ვიზღვევდი თავს.
---ვნახოთ ერთი რა იშრომეს გოგოებმა. ხო მართლა, საღამოს ცეკვის რეპეტიცია უნდა გავიაროთ, ვითომ და შენ ბარბის პარაში უნდა მოხვდე, აბა წარმატებები ჩვენივე თავებს. ერეკლემ და ბექამ ყველას შეუმჩნევლად შეაღო რესტორნის კარები და შევიდნენ დარბაზში. იქ არავინი არ იყო და შემდეგ ერთ კუთხეში ჩამჯდარი დაღლილი და გასავათებული ბარბი ეგდო, მოშორებით ლევანი და მაიკო და ბარბის ახლოს ირა იჯდა. ამ დროს საიდან გაჩნდა იქ კნუტი ,რომ ბარბიმ გაოცებულმა დაიძახა.
---ვაიმეეეე,ლევან მოდი რა დამაჭერინე.ნახე კნუტია აქ და მგონი შია.ლევანმა შეხედა ბარბის სიგარეტი გააბოლა და შემდეგ უთხრა.
---დებილო,კნუტებს რომ ეძებ და აპურებ, კნუტები კი არა კაცი მოძებნე,უკვე 28 წლის ხარ, სადაცაა დაქიშმიშდები უპატრონოდ.
---ჭამის წინ ლოცულობ? შეუღრინა ბარბიმ და თან კნუტი აიყვანა ხელში და ეფერებოდა.
---არა და არც მჭირდება ლოცვა, რადგან მაიკო კარგი მზარეულია.
---მაიკოს ღირსი კიარა, ჯოკერში დამაც არ უნდა მოგდიოდეს შენ. ამ დროს ერეკლეს ხმამაღალი ხარხარი გაისმა და ბარბიმ მოიხედა უკან და გაოცებულმა უთხრა;
---ერეკლეეეე ბავშვი სად წაიყვანე, სად დატოვე.
---გავყიდე, იცი რა მაგარ მაყუთს შემპირდნენ?
---აჭამე დღეს რამე? სად წაიყვანე, სად არის.
---ნუ ჩავარდი პანიკაში გოგო, ბავშვს ხომ არ გადავაგდებდი. საიმედო ადგილზეა, დაგალაპარაკებ მაგრამ ჯერ ცეკვის გაკვეთილი უნდა გავიაროთ, ამ დაბდურას ცეკვა უნდა ვასწავლოთ. ისე რა კარგად გიმუშავიათ, მომეწონა გაფორმება სადაა და რაღაცნაირი მიზიდულობა აქვს ამ უბრალოებას. ლევანიმ მუსიკა ჩართო და მაიკოს წელში შეუცურა ხელი და ნელი ვალსი დაიწყო წყვილმა.
---ეს ყველაფერი ირას იდეა იყო დღეს. უთხრა ბარბიმ ლევანს.
---ხოოო? ერეკლემ ირას გახედა და ხელი წაავლი მკლავში და დააბრზიალა. ბარბი კი დაბღვერილი უყურებდა ერეკლეს და ლევანს. ისინი კი ყურადღებას განგებ არ აქცევდნენ. ირამ ხელი კრა ერეკლეს მან კი ისევ თავისკენ მიიზიდა და ჩუმად ჩურჩულით უთხრა.
---მინდა თავბრუ დაგახვიო სტუმარო და ჩემს საწოლში შეგათერიო,იქ კი სიმხურვალისაგან შენი კვნესის და ბოდვის ხმის მოსმენა მინდა.
---ოჰო, ძალიან ზედმეტებში ხომ არ გადავდივართო?
---სულაც არა ირა შენი დახმარება გვჭირდება. დასერიოზულდა ერეკლე.
---მე რაში უნდა დაგეხმარო?გაუკვირდა ირას.
---ბარბარე და ბექა რომ შევარიგოთ. ორივე იტანჯებიან ცალ-ცალკე, არადა ორივეს სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.
---ვიცი ერეკლე. ეს ახალი არ არის ჩემთვის. ეს წლები მასზე ფიქრობს და მისტირის წარსულის არ განმეორებულ წლებს, მისტირის მის სიყვარულს და მე თანახმა ვარ დაგეხმაროთ.
---ისე უნდა მოვაწყოთ, რომ დღეს სადაც წავალთ, ბარბი და ბექა ერთ საძინებელში უნდა მოვახვედროთ და ამაში შენ დაგვეხმარები.
---კარგი. მეც მინდა როგორც თქვენ, ბარბი ბედნიერი იყოს.მე თანახმა ვარ ყველაფერზე მოგყვები.
---ყველაფერზე? ისე რომ არც დაფიქრდები?
---ყველაფერზე. ბარბის გამო ყველაფერზე თანახმა ვარ. ერეკლეს გაეცინა, თვალებში ჩახედა ირას და იქ დიდი სიწმინდე აღმოაჩინა. შემდეგ ბარბის გახედა ორივემ, რომელიც მარტო იდგა.
ბექა მიუახლოვდა და გაუბედავად შეახო ხელი,ჯერ ნელა-ნელა დაიწყო რწევა ნანასავეთ, როგორ უნდოდა გულზე ძლიერად მიეკრა და ჩაეხუტა. ბარბი?ბარბი თავჩაღუნული იდგა სევდიანი, გული დამძიმებული ქონდა,რადგან მძიმედ სუნთქავდა, სული? სული თითქოს გაეყარა სხეულს და ცარიელი ფუტლიარი იდგა ბექას წინ.უეცრად გული შეფრთხიალდა და აგრძნობინა რომ ისიც ცოცხალი არსება იყო. ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა, ,,მზად ვარ სიცოცხლე დავთმო,შენს დასაბრუნებლად'' მაგრამ ეს მხოლოდ გულში თქვა. ამ დროს ბექას სიტყვები ჩაესმა ყურში გათიშულს.
---თავისუფლად ისუნთქე ბარბი.მე მომყევი და იატაკზე ისრიალე.ბექამ უეცრად შემოატრიალა ბარბი და მკერდზე მიიკრა ძლიერად.შემოტრიალებისას ბარბის თმები სახეში მოხვდა და მისი სუნი შეისუნთქა.ღმერთო როგორ მონატრებია ეს სუნი,ეს სხეული.ამ უეცარმა ტრიალმა ბარბი გააბრაზა და მისი ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხში ჩაარჭო,რომელმაც მწარედ დაიღმუილა ყრუდ და წარბები დაჭიმა და მისი ხელიდან გააგდო ბარბი მაგრამ ისევ მიიზიდა და მის მკერდს შეასკდა.კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა და უთხრა;-ნუ გამაბრაზებ ბარბი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.მკაცრი იყო ბექას სახე და ბარბიმ მხარზე ჩამოადო თავი.ცრემლები ქონდა თვალებზე და გულში იმეორებდა ,,როგორ მენატრები,როგორ მენატრებოდა შენი ხმის გაგონება,როგორ მენატრებოდა შენი შეხება და შენთან ჩახუტება.იცი ამ წყვდიადს როდის გავფანტავ.ცხოვრება უშენოდ გრძელდება და შენზე ფიქრებში წლები მიილია.უშენოდ ჩემს ცხოვრებაში ღამეა,არ ვიცი ამ წყვდიადს როდის გავფანტავ.უშენოდ ვეღარ ვუძლებ ამ სასტიკ ცხოვრებას.გეძებ,გეძებ ბაქარ ჩემს სევდიან ნისლში,მაგრამ ირგვლივ ბურუსია,თეთრი ბურუსი''.ბექამ თითქოს ამოიკითხა ბარბის გულიდან მისი ჩუმი ფიქრები და უთხრა.
---ბარბი ის ვინც.მთელი ჩემი სამყაროს წარმოადგენს ვერავის გავუყოფ,მე უშენოდ ძალიან მიჭირს და უშენობას მთელი გულით ვგრძნობ. იცოდე მაინც ჩემი ხარ, ნელ-ნელა შემოვდივარ შენს ცხრაკლიტულ ცხოვრებაში და გახსოვდეს იმ ყველა კარების გაღების უფლება მხოლოდ მე მაქვს და გავაღებ კიდეც.
---უნდა წავიდეთ ბავშვი ინერვიულებს, სადაცაა დაღამდება.ბექამ კმაყოფი სახით ჩაიღიმა და უთხრა;
---წავიდეთ, მაგრამ იცოდე პატარა ვაჟკაცი საიმედო ხელშია. ერეკლემ წაიყვანა ბარბი და ირა და ხმას არცერთი არ იღებდა. სევდიანი მუსიკის ჰანგებში იყო სამივე ჩაძირული. ბარბიმ ვერ იცნო გზა და ერეკლეს შეეკითხა.
---სად მივდივართ ერეკლე?
---იქ სადაც გველოდებიან და ბავშვიც იქაა. მკაცრი იყო ერეკლეს ხმა და როცა ის ასე მკაცრად პასუხობდა ბარბი აღარ უბრუნებდა კითხვას, არადა საოცრად აინტერესებდა სად მიდიოდა. ერეკლემ ძალიან დიდ სახლთან გააჩერა მანქანა და გოგოებს უთხრა.
---გადმოდით,სირცხვილია რომ არ შევიდეთ, ცოტა ხანი გავჩერდეთ და წამოვიდეთ.
---იცოდე დღეს სახლში მიმიყვან.უნდა გამოვიცვალო,ორი დღეა ერთი და იგივე მაცვია. ამ დროს ერეკლეს ტელეფონზე ზარი შემოვიდა და უცებ უპასუხა.
---5 წუთში გადმომირეკე, კარგი?
---რატომ? სად ხარ აქამდე და სად დაბოდიალობ. ჩვენ უკვე სახლში ვართ.
---უბრალოდ ახლა გვერდით ორი ქალბატონი მიზის და თავისუფლად ვერ გაგინებ ლეუშ. გააღე კარები მოვედით უკვე. სახლში შესულებმა ბექამ დედა დაინახა და მისკენ გაიქცა.
---დედააა,სად იყავი დაგაგვიანდა.
---დარბაზი მოვაწყვეთ დე, აი ნახავ ქორწილში რომ წავალთ რა ლამაზი იქნება იქაურობა და მოგეწონება. გაუღიმა ბარბიმ და გულში ჩაიკრა შვილი. ონისე და თამარი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ბარბის.
---ბარბარე გაიცანი ამ ოჯახის უფროები ძია ონისე და დეიდა თამარი. დღეს აქ გაერთო ბაქარი აქ დავტოვე და როგორც გავიგე, ძია ონისე რომელსაც შახმატის თამაშში ვერავინი ვერ უგებს ბაქარმა სამი ხელი მოუგო და ის შახმატის დაფაც მიიღო საჩუქრად.
---რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა ბატონო ონისე. შეგაწუხეთ დღეს, ბოდიშს გიხდით.
---საბოდიშო რაა, დღეს კარგად გავერთეთ. თქვა ონისემ. მიხარია ბარბარე ჩემს ოჯახში რომ გხედავთ. ისევ ბრუნდები უკან თუ აქ გააგრძელებ ბიზნესს.
---არ ვიცი, ძია ონისე ჯერ არ გადამიწყვეტია. თუმცა დიდი სურვილი მაქვს, ჩემს სამშობლოს დავუბრუნდე.
---ძია ონისე ჩვენი კარგი მეგობარია ბავშვობიდან და აქ თავისუფლად მოვდივართ. უთხრა ბარბის ერეკლემ და ონისეს თვალი ჩაუკრა.
---თქვენ ახალი წყევლა თუ გაიგეთ რაა? თან წლის საუკეთესო წყევლაა. გუშინ წავიკითხე ჟურნალ განთიადში. ლევანიმ იქ მყოფებს შეხედა ღიმილით.
---რაა ასეთი, დამაინტერესე უკვე ლევან. თან, წლის საუკეთესო წყევლად რომ აღიარეს?ღიმილით უთხრა ონისემ.

---ქალს რომ გული მოუვა თურმე,ქმარს ასე წყევლის, ,,შენ არ მოესწარი საღამოს სე---ო.
---რა იდიოტი ხარ,ლეუშ ქორწინდები და ჭკუა საერთოდ არ გაქვს მაგ გასიებულ თავში.ღიმილით უთხრა ბექამ.
---შენ ვინ შეგარქვა ლამაზი, ვინ შეგადარა მზეს,
შენ უნდა გერქვას ქლიავი
და ამშვენებდე ხეს. თქვა მისაღებში შემოსულმა ერეკლემ რომელსაც ნაბეღლავის ბოთლი ეჭირა ხელში. ერეკლეს ნათქვამმა საერთო სიცილი გამოიწვია.
---შენ რომ იბერები მაგ ნაბეღლავით,ჩემი იდაყვი შუბლში მოგხვედრია?
---არა,არასდროს.არ დამიმსახურებია.
---ხოდა მოგხვდება ახლა, თუ არ დადუმდები.
---შენ მე მომარტყამ? ახლავეს გავაგებინებ ყველას შენი აფერისტობის ამბავს.
---რა აფერისტობაზე ამბობს ერეკლე ლევან.გაუკვირდა ბარბის.
---ხო შენ არ იცოდი? შენი ლეუშა ისე გამაიმუნდა ბიზნესში და ისეთი აფერისტია, რომ ბანკომატებიც კი აძლევენ ფულს ვალად.
---ვაიმე ერეკლე. თქვა ბარბიმ და გულიანად გადაიკისკისა. უცბად ელვამ გაანათა და კოკისპირული წვიმამ დაიწყო.
---ჩვენ უნდა წავიდეთ, ვაჟკაც ჩაიცვი წავედით. უთხრა ერეკლემ პატარა ბექას. ონისე ფეხზე წამოდგა გაოცებულმა და ერეკლეს უთხრა.
---ასეთ ამინდში სად მიდიხარ, აქ ვერ ხართ კარგად ?თუ არ შემიძლია,სტუმარს ერთი ღამით შევინახო და ასეთ ამინდში გარეთ არ გავუშვა. მაშ,რად მინდა ამხელა სახლი ერეკლე. ვერსადაც ვერ წახვალთ და თუ მაინც წახვალთ, ამ პატარას არ გაგატანთ. ერეკლემ ბარბის გახედა და თვალებით შეეკითხა რა ვქნათო.
---უხერხულია, ძია ონისე აქ ვერ დავრჩებით.
---უხერხული ის არის შვილო, ახლა რომ ამ სახლიდან გახვიდეთ თქვენ. შენ ასეთ ამინდში გაუშვებ სტუმარს გარეთ? მოისვენებ მანამ სანამ არ გაიგებ, რომ მშვიდობიანად მივიდნენ სახლში? რა გაჭირვებაა შვილებო, მოსარიდებელიც არც არაფერია ბარბარე. ოთახები ცარიელია, რომელ საძინებელშიც გინდათ იქ მოისვენეთ, ნუ მატკენთ გულს და ნუ მანერვიულებთ. შერცხვა ბარბის და ერეკლეს უთხრა;
---კარგი დაველოდოთ, იქნებ გადაიღოს წვიმამ. უთხრა დარცხვენილი ღიმილით ბარბიმ ერეკლეს თან შეუბღვირა, რაც ბექას არ გამორჩენია შეუხედავი და გაეცინა. ონისემ ახალგაზრდები დატოვა და თავად კაბინეტში წავიდა. უკან კი პატარა ბექა გაყვა და კაბინეტში შესულმა ონისეს შეეკითხა.
---ონისე პაპა დღეს სახლი დავათვალიერე და ბექა ძიას საძინებელში ჩემი და დედიკოს ფოტო ვნახე საწოლთან. მე რასაც ვფიქრო ის არის? ბექა მამაჩემი და დედამ მონატრებისთვის მისი სახელი დამარქვა ხო? არ გავამხელ დედას გეფიცები.მე ისედაც ვიცი თამაზი პაპამ მოასწრო და მითხრა ყველაფერი.
---შენ რა ეშმაკი ყოფილხარ. ღიმილით უთხრა ონისემ.
---იცი რა ძნელია, როცა ხედავ უკვე წლებია დედის სევდიან თვალებს და არ იცი რით დაეხმარო, როცა დედის ქვითინი გაღვიძებს ღამით და მას გონია გძინავს და შენ ვერ ეხმარები, ვერ ამშვიდებ. მართალია ჯერ პატარა ვარ, მაგრამ კარგად მესმის, დედა რამდენ ტკივილს უძლებს და ითმენს.
---შენ პატარა არ ხარ ჩემო ვაჟკაცო, შენ უკვე დიდი კაცი ხარ. საოცრად ჭკვიანი და დაკვირვებული. დიახ მართალია შვილო, ბექა შენი მამა არის და თქვენი ცალ-ცალკე ცხოვრება ჩემი შეცდომის შედეგია. მაპატიე ეს წლები, ბაქარ მე ძალიან განვიცდი ჩემი შვილის მარტოობას და ახლა ყველა ერთად ვცდილობთ,რომ ისინი ისევ შევარიგოთ. მათ ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი და შენც სრულყოფილ ოჯახში იცხოვრო, ჩვენთან ერთად. ბექამ პაპას მოეხვია და უთხრა სიხარულით;
---მეც თუ რამ შემიძლია დაგეხმარებით. მე მინდა მამა მყავდეს გვერდით სხვა ბავშვებივით, მეც მინდა სკოლაში მაკითხავდეს, ერთად ვთამაშობდეთ ბურთს და მასთან ერთდ ვსეირნობდე ბაღში. ონისემ ბევრ რამეზე ესაუბრა პატარას და საკმაოდ გვიან გამოვიდნენ კაბინეტიდან ხელი-ხელ ჩაკიდებულები.
---პაპა ჯერ არ გავამხილოთ, რომ მე ვიცი სიმართლე.ვიცი და დარწმუნებული ვარ, ისინი ორივე ჩემთან მოვა სიმართლის სათქმელად. აი ნახავ, თავად შეხედავ.
---ღმერთო ბარბარბარე ცუდად ვარ.
---რა მოგივიდა, რატომ ხარ ცუდად?
---იცი, რომ ყველაზე სიმპატურია შენი ბაქარი?
---მე ისევ გაბრაზებული ვარ მასზე.
---გადამრევ შენ მე. ერთმანეთს ჭამთ თვალებით და ისევ გაბრაზებული ხარ? ეს როგორი გაბრაზებაა, თვალებით ეუბნები შემეხეო ბარბი. ჩუმად კისკისებდა ირა.
---ჩადუმდი, მოგვჩერებია და მიხვდება, მაზე რომ მეჩურჩულები.
--ისე ხომ ვერ ხვდება ვერაფერს, რა ცოდვაა არაფლის მოხერხება არააქვს, საწყალია ძალიან. კბენას არ წყვეტდა ირა და თან იცინოდა.
---არ ღირს გრძნობები ძალით გამოგლეჯილი ირა. მეც რომ მისი თვალების ჟუჟუნს ავყვე, ეს ფარსი გამოვა. ამიტომ ჯობია, სხვა ნავში გადავჯდე.
---ეეეხ ჩემო ბარბი. შენი ყოველი სიტყვა არის ფარსი, რასაც ახლა ამბობ. პირით ამბობ უაზროს, თვალები უსაზღვრო სიყვარულს გადმოსცემს და გული ფეთქავს მისი შეხების მოლოდინში. ბარბიმ შეხედა გაკვირვებულმა და უთხრა.
---კარგად ვთქვი მე, სენ ექსპერტი ხარ ადამიანის.გადაიკისკისა ბარბიმ და ცოტა გაცინება ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რაზედაც ყველა ყურადღება მიიქცია.
---რა გაცინებს, ჩვენც გაგვაცინე ბარბი. უთხრა ერეკლემ.
---წარსული გაახსენდა და მოულოდნელად გაეცინა. თქვა ირამ და ბექას გახედა.
---არ დაიღალე წარსულის ფიქრით? აღარ გინდა ფიქრები, გადაჰკარი ჭაჭა როცა დარდი შემოგაწვება და სულ კარგ ხასიათზე იქნები. ბექამ შეატყო,რომ პატარას ეძინებოდა და ერეკლეს გადაუჩურჩულა რაღაც.ბარბიმ შეასწრო თვალი მათ ჩურჩულს და პატარასაც შეხედა, რომ ონისეს გვერდით მისძინებოდა. წამოდგა და ბექასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და ერეკლეს ვედრების თვალებით შეხედა, რომ ეუბნებოდა წავიდეთო, მაგრამ თითქოს ქარი ბარბის ჯინზე უფრო და უფრო ძლიერდებოდა და წვიმაც არ უდებდა მას ტოლს.
---ერეკლე მანქანა სად გყავს დაყენებული. შეეკითხა ონისემ.
---გარეთ,გზაში..უთხრა ერეკლემ. როგორმე შეძელი და გარაჟში შემოიყვანე, თორემ ვატყობ დღეს ქარი არ ჩადგება, უფრო ძლიერდება და აქ დარჩებით. ბავშვს დაეძინა და ამას მივხედავთ ჩვენ. შენ იყავი ბარბი მე წავაყვანინებ ბავშვს. ბექა წამოდგა და პატარა ხელში აიყვანა და თამარის მითითებით ერთერთ საძინებელში შეიყვანა.
---ერეკლე ძალიან ცუდი წოლა იცის ბაქარმა და შეაწუხებს ძია ონისეს. ჩემთან დავიწვენ ბავშვს, მაინც მიჩვეულია ჩემთან წოლას.
---არა უშავს, მიხედავს თამრო დეიდა და ნუ ხარ ასეთი დაძაბული, ნუ ნერვიულობ და მოეშვი. ხვალ და ხვალ,ზეგ ქორწილია და ყველა დავისვენებთ. უეცრად სახლში ბოხი ხმით ვიღაც ალაპარაკდა.
---რატომ არ მიხსნი ტელეფონს, სად ხარ ჟი....ობ?ლევანიმ ტელეფონს დახედა და გაეღიმა, თავში კი ერეკლეს წამორტყმა მიიღო.
---ეს რა ზარი გაქვს დაყენებული, გაგიჟდი? თან იცინოდა. როდის დააყენე,გუშინ არ გქონდა.
---აქ რომ მოვდიოდი, მაშინ დავაყენე. გაეცინა ლევანსაც და ტელეფონს უპასუხა.
---ხო მაიკო გისმენ, რატომ არ გძინავს, ნერვიულბ ფისო? გაეცინა,ჯერ უსმინა და შემდეგ უთხრა ვითომ სიბრაზით. მაიკო გამომიშვი ცოტა ხნით გულიდან რა გთხოვ. დილით ვსაუზმობ და შენზე ვფიქრობ, შუადღეს ვეღარ ვსადილობ, იმიტომ რომ ისევ შენზე ვფიქრობ. საღამოს კიდე ვერ ვახშმობ, ისევ შენზე ვფიქრობ. ღამე აღარ მეძინება, იმიტომ რომ მშიაააააააა. ყველა ხარხარებდა და ბექამ დაუძახა მაიკოს.
---გატყუილებს მაიკო თავს გაცოდებს, უშენოდ ვერ ვჭამ ვერაფერსო,მაგიდიდან სანამ არ ავაცალეთ თებშები,მანამ ვერ მოიფიქრა ამდგარიყო.
---იმდენი ჭამა ვეღარ სუნთქავდა.დაამატა ერეკლემ და იცინოდნენ გულიანად.
---თქვენ ხართ ახლა მეგობრები? შეუღრინა ლევანიმ ბექას და ერეკლეს.შემდეგ მაიკოს მიუბრუნდა.
---დაიძინე ახლა. ხვალ და ხვალ და ხვალის შემდეგ, შენს თავს გეფიცები ერთი თვე ჩემი ძებნაც აღარ მოგიწევს. სულ შენს გვერდით ვიქნები ჩემო ფისუნია.
---ერთი თვის შემდეგ სად მიბრძანდები?
---ერთი თვის შემდეგ თაფლობის თვე დაგვიმთავრდება და გარეთაც გამოვალ ცოტას, ჰაერს გამოვიცვლი. ყველას გაეცინა და ლევანიმ ხელის აწევით გააჩუმა ყველა.
---არ მესმის რას ამბობს, დადუმდიით. რა თქვი? აქ მოხვალ? გაგიჟდი შენ ხო? პირველი ღამის ფაქტები ამ სახლში დავტოვოთ და ამათ მოვასმენინოთ? არა, ეს მყუდროდ უნდა მოხდეს საყვარელო.
---შენს ხელში კიდე კარგ ჭკუაზეა მაიკო.უთხრა ერეკლემ.
---რეებს ამბობ, აქ უცხო ადამიანი არ გისმენს? შეუღრინა ბარბიმ. ლევანმა ტელეფონი გათიშა, ზემოდან დააჩერდა ეკრანს და სევდიანად თქვა.
---აი უკვე თავი ამტკივდა, სამყარო ყოველთვის რატომ კარგავს გენიოსებს?აინშტაინი მოკვდა ნიჭით, ბეთჰოვენი დაყრუვდა და მეც თავის ტკივილიდან მეწყება ალბად.
---ვაააახახახახახააააა ბეთჰოვენს და აინშტაინს ედარები ლეუშა? წადი დაწექი ეგებ ტვინი დაგიმშვიდდეს ქორწილამდე და ნორმალური სახით წარსდგე სტუმრების წინ. ხარხარებდა ერეკლე და სხვებიც აყვნენ მას. თამარი სათნო ღიმილით მიუახლოვდა გულიანად მოკისკისე გოგონებს.
---ბარბარე ბავშვი დავაწვინე და თქვენც დაისვენეთ, ამ გიჟებს რას უყურებთ. ესენი ასე ხარხარებენ და ერთმანეთს აჯავრებენ. წამოდით მოგასვენებთ. თამარმა ბექას გახედა და გაუღიმა, ეს მისახვედრი იყო, რომ ბექამ გაიგო სადაც მიყავდა გოგონები მოსასვენებლად თამარს. თქვენ გამოცვლა გინდათ და მოწესრიგება, ჩემს საღამურებს არ ჩაიცმევთ.თქვა სიცილით. ამიტომ ჩემი შვილის მაისურებს მოგცემთ და გადაიმცვით.აქ მარტო თქვენ იქნებით და სხვა არავინ. თამრომ ძალიან ლამაზ საძინებელში შეიყვანა გოგონები, საოცარი სურნელი იგრძნო ბარბიმ თითქოს ნაცნობიც და თითქოს შორეულიც.თეთრ და ლურჯ ფერებში იყო ოთახი გაწყობილი და რაღანაირი, კარგი აურით შეხვდა ეს ფერები ბარბის. თამრომ გარდერობი გადმოაღო და ორი მაისური გადმოიღო და გოგოებს მისცა.
---სააბაზანო იქით არის შვილო, ცხელი წყალიც არის და მოწესრიგდით. ყველას ტკივილს ვხვდები ბარბი და მინდა გითხრა, რომ შენი თვალები დიდ ტკივილს გადმოსცემს შვილო.ადვილად მიგიხვდი და იცი რატომ? ჩემი შვილიც იგივეს განიცდის წარსულის წლებიდან, ხანდახან ვერ ვუძლებ და ვერ ვუმკლავდები მის დარდს და სევდას. ჩემი ოცნებაა ის ვნახო ბედნიერი და სხვა ნატვრა არანაირი, აღარ მაქვს ცხოვრებაში. მხოლოდ მან იპოვოს მისი დაკარგული სიყვარული. მე დედა ვარ და დედა ადვილად ხვდება შვილის ტკივილს. კარგიც და ცუდიც, სიხარულიც და ტკივილიც და ამათ შორის სიყვარულიც, ესენი ყველა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ისინი ჩვენთან ერთად დგას, ჩვენი ცხოვრების სცენაზე, მაგრამ წინსვლა უნდა იგრძნო, რომ ცუდს გვერდი აუარო, ტკივილს გაუმკლავდე, სიხარული და სიყვარული შეიგრძნო, თორემ მოვა დრო ყველა ერთად ჩაიძირება, ჩვენთან ერთად. ბარბის თვალებიდან ცრემლები მოწყდა, თითქოს თამარი მის გულში შეძვრა როგორც მუხლუხი და გული გაუხვრიტა. შეეხო მის გულში ჩადბულ ტკივილს ხელით და აურ-დაურია ერთმანეთში ყველაფერი. ბარბი ტირიხარ შვილო? არ იტირო, მე უბრალოდ ის გითხარი რასაც ჩემი შვილის თვალებში ვხედავ, მის უთქმელადაც ვხვდები ყველაფერს.
---დავიღალე დეიდა თამარ. მეგონა ძლიერი ვიყავი, მაგრამ აღარ შემიძლია.იქნებ არც არასდროს ვყოფილვარ ძლიერი, იქნებ ყოველთვის სუსტი არსება ვიყავი და უბრალოდ ამას კარგად ვმალავდი. ესეც ტყუილია, ერთი დიდი ტყუილი რომელიც ჩემში შევისისლხორცე და ძლიერი ქალის როლი მათამაშა უკვე წლებია. იცით? მე თავად დავიჯერე ჩემი სიძლიერე, დავიჯერე რომ ყველაზე ძლიერი ვიყავი. შევცდი, მე სუსტი ვარ, ძალიან სუსტი, რადგან ყველაფერი თავიდან იწყება და ვერ გავუძლებ. ვერ გავუძლებ და ამის მეშინია. მას ცოლი ყავს, ოჯახი აქვს, წლებია შვილს ვუმალავ, ახლა მგონი ხვდება რომ ბაქარი მისი შვილია და მეშინია მისმა მამობივრმა გრძნობამ ამოხეთქოს მასში და შვილი წამართვას, ძალიან მეშინია თამარ დეიდა.
---არავის არააქვს უფლება დედას შვილი წაართვას, თან ისეთ დედას როგორიც შენ ხარ ბარბი. ირამ თავი მოიწესრიგა მათ საუბარში და სააბაზანოდან გამოვიდა.
---დაისვენეთ შვილო, მე დაგტოვებთ. თავად თამარსაც აუწყლიანდა თვალები და არ უნდოდა ბარბის დაენახა მისი თვალში ცრემლი, ამიტომ სასწრაფოდ დატოვა საძინებელი.
---დე რა მოხდა,რამე ცუდი გითხრა ბარბიმ? გული გატკინა? თამარის წინ გაოცებული და გაბრაზებული სახით იდგა ბექა. ერეკლეც გაოცებული მიჩერებოდა თამარს ის დარწმუნებული იყო ბარბი ცუდს არ ეტყოდა, არადა რა ატირებდა თამარს?
---არა შვილო,მას ისევ უყვარხარ ბექა. სიგიჟემდე უყვარხარ დედა და ჰგონია შვილს წაართმევ.ამასთან ერთად ისევ ცოლიანი ჰგონიხარ. მისი სევდიანი თვალები, თავად ამბობენ სათქმელს შვილო.ვერ გაუძელი იმ დართით და ტკივილით სავსე თვალებს,ეს რა გავაკეთე,როგორ დაგტანჯეთ ორივე შვილო.ბექამ გულზე მიიკრა დედა და სევდიანად გახედა მისი საძინებლის დაკეტილ კარს. იმ კარს მიღმა იყო მისი სიმდიდრე და მისი ცხოვრების დიდი სიყვარული. შემდეგ ერეკლეს გახედა, რომელიც იქვე იდგა თავჩაღუნული. წამოდი საძინებლამდე მიგაცილებ, ხელმოხვეული მიიყვანა და შეიყვანა საძინებელში. ონისეს გვერდით მძინარე პატარას გახედა და შუბლზე აკოცა.
---ძალიან ნანობს, დეიდა თამრო წარსულის შეცდომას. ნუ ეტყვი რამეს ბექა რამე არ დაემართოს ნერვიულობით.
---ნანობს, ნანობს ერეკლე და ვერც ვუბრაზდები, სწორედ მეც მაგის მეშინია. ჩემთვის ისიც საკმარისია,რომ აღიარა მისი შეცდომა ორივემ.
---მოგვარდება, ბექა ყველაფერი მოგვარდება.აი ნახე რა კარგად იქნეს ყველაფერი.
პეშვით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს, დრო და დრო ამზეურებს ფიქრები. ბარბის გულზე შემოაწვა სევდა და ჩუმი ტირილით კიდევ ერთხელ იჯერა გული. სააბაზანოში შევიდა, თავi მოიწესრიგა და მაისური ხელში აიღო ჩასაცმელად, რაღაცნაირად მთელ ტანზე დახორკლა და ეჭვის თვალით მიაჩერდა.ცხირთან მიიტანა და დაყნოსა. ესიამოვნა მაისურის სურნელი და ღრმად შეისუნთქა.ირა უკვე დაწოლილიყო საწოლის ნაპირზე და ბარბიმ უთხრა;
---მიიწიე რა აქ დამაწვინე მე.თხოვნით შეხედა ირას.
---არა მე გავათბე ჩემი ადგილი და ვერ დაგითმობ, იქით გადადი. ჯერ სარკმელთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ცას ახედა, ჩაშავებული იყო და არ ჩანდა მისი მესაიდუმლე მთვარე.ქარი ისევ ღმუოდა და კიოდა, ხეები კი შიშველ ტოტებს ძლიერად იქნევდნენ აქეთ-იქეთ შეშლილი ქალივით.
---რა ცუდი ამინდია,დღეს ჩემი მთვარე არ არის, ესე იგი არ უნდა ვიფიქრო წარსულზე, ის უბრალოდ დღეს გაქრება და აწმყოში გადმოვალ. დღეს მხოლოდ მომავალზე ვიფიქრებ და მოახლოებულ ქორწილზე.
---და რა იქნება ბარბი ქორწილის შემდეგ?კითხა ირამ.
---არ ვიცი.ის კი ვიცი რომ ასე ვერ გავძლებ დიდი ხანი ირა გამიჭირდება.ძალიან გამიჭირდება მასთან ასე ახლოს ყოფნა და თან ასე შორს ვიყო. რაც დრო გადის, ყოველი წუთი და წამი რაც კი გამივლია, ჩემს თვალწინ ფილმის კადრებივით იშლებიან.ყველა მისი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა მახსოვს,ყველა მისი შეხება და მისი გაღიმება თუ გაბრაზება.ოხ რა ძნელია დავივიწყო ეს ყველაფერი ირა.იცი? ბაქარიც მასავეთ რომ წევს მარჯვენა წარბს? ბევრი ვეცადე,მაგრამ ვერ გავაკეთე,ის ისე საყვარლად აკეთებს, რომ იმ მომენტში კოცნით მინდა დავახრჩო.იცი,რამდენი რამ მაქვს დაწერილი? ლამაზი დღიურიც გავაკეთე,ზედ ჩვენი ფოტო მივაკარი.ის ერთადერთი ფოტო მქონდა,რომელსაც ჩანთით დავატარებ და ზედ მივაწერე, ,,ჩემი სამუდამო სიყვარული''.ბევრი ტკივილიც ჩავწერე შიგ და ბევრი მონატრებაც. იცი? ხანდახან გეშინია, რომ ტკივილმა მის მორევში არ ჩაგახრჩოს, გეშინია, ეს ტკივილი სიძულვილში არ გადავიდეს. დედიკო მეუბნებოდა ხოლმე, ცხოვრებაში არასდროს არ დანებდეო და მეც ჩემებურად ვიბრძვი ირა და დამღალა ამ ბრძოლამ, უშედეგო ბრძოლა ძალიან დამღლელია.
---კარგი დავისვენოთ, მასე გულს დაიავადმყოფებ ბარბი. მეძინება,დილით ადრე უნდა ავდგეთ. სირცხვილია უცხო ოჯახში ვართ. იცნობდი ამ საოცრად კეთილ ხალხს? როგორ მომეწონა დეიდა თამარი.
---არა საიდან. ძია ონისეს ვიცნობ ბიზნესიდან,მაგრამ კარგად არც მას ვიცნობ.ერეკლეს და ლევანს ამ სახლში აქვთ ბავშვობის უმეტესი წლები გატარებული, მაგრამ ბაქარი აქ რატომ არის ეს კი არ ვიცი. კარგი დავიძინოთ, ამაღამდელო ღამეო გამაძლებინე და გამატანინე დილამდე. ვითომ ხუმრობით თქვა ბარბიმ და საბანში გაეხვია. სადა მყავს ახლა ჩემი ღუნღულა ფეჩი? მიმატოვა ამ საღამოს ისე არც შემიცოდა. ერთმანეთს ჩაეხუტეს და ორივე შეეცადა დაეძინათ. ბარბის მართლა მალე მოერია ძილი და მალე გვერდიც იცვალა. ირამ შეხედა,რომ ბარბი უკვე მშვიდად სუნთქავდა და დააცქერდა.დარწმუნდა რომ ეძინა და ნელა-ნელა წამოდა,ფეხაკრებით უკან-უკან სვლით წავიდა კარებისკენ,უეცრად ერეკლეს შეასკდა და შიშისგან დაკივლება უნდოდა,მაგრამ ერეკლემ პირზე ააფარა ხელი და ისე გაიყვანა გარეთ და იქვე მეორე საძინებელში შეიყვანა.
---შენ გაგიჟდი? ლამის გამგუდე. უყვირა ირამ.
---დაიცა ნუ ყვირიხარ,დაველოდოთ რა მოხდება. ეშმაკურად უთხრა ერეკლემ-შეწექი არ გაცივდე და მეც მალე მოვალ. ირამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა და უთხრა;
---შენ? შენ აქ წვები?
---აბა სად მაწვენ, სად მიშვებ .შეწექი თორემ ჩემს წინ ნამდვილად არ დგეხარ კარგ ფორმაში და ჩემს ნერვებს ნუ ცდი.ირამ უეცრად დაიხედა ქვემოთ და მიხვდა,რომ ერეკლეს წინ მოკლე მაისურით იდგა,თან სიცივისაგან მობუზული.---ოფ,ოფ,ოფ,ჯანდაბა შენს თავს ერეკლე.შეუბღვირა და ცივი საწოლში შეწვა.კანკალებდა სიცივისგან და ნელა-ნელა ჩაწყნარდა.
ერეკლეს და ირას გასვლის შემდეგ, საძინებელში ბექა შევიდა, ჯერ შორიდან უყურა მძინარე ბარბის და შემდეგ სევდიანი თვალებიც დახუჭა და ბაგეებიც დადუმდა წამიერად, ნელა-ნელა დაიწყო მისთვის ბუტბუტი.
---გთხოვ მაპატიე, მომენატრე ჩემო პატარავ. თვალწინ მიდგას შენი სხეულის ყველა ნაკვთი და არ შემიძლია შენი დიდი და ლამაზი შავი თვალების დავიწყება. როგორ მენატრები ბარბი და ყველა ის წუთი,წამიც მენატრება ჩვენი მცირე შეხვედრისას. მიყვარხარ ჩემო პატარავ,მაგრამ ამ სიყვარულს თან სდევს დიდი სევდა,სევდა და სინანული ისე როგორც თან სდევს თეთრი,მაგრამ შავი ღამეები,ცრემლით,დარდით და ტკივილით სავსე.გულს ვერ უბრძანებ საყვარელო,ვერ შეძლო გულმა შენი დავიწყება,ვერ დაივიწყა ჩემმა გონებამ შენი სურნელი.გთხოვ მაპატიე ტკივილში გატარებული წლები, შენში უჩემობა მაპატიე ბარბი..ბექა ბრთხილად დაიხარა და ჩაცმული მიუწვა ბარბის და მისი სურნელით აივსო ფილტვები. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შეეხო მის გამობურცულ ვარდისფერ ბაგეებს და თავი მის გულზე დაადებინა. უეცრად შეირხა ბარბი და კარგად მოემგვანა ბექას მკერზე. ხელი კი წელზე შემოხვია, ღრმად შეისუნთქა ბექას სურნელი და ბედნიერი ღიმილით გააგრძელა ძილი. ბექა კი განაბული იწვა ბარბის თმებში ხელს დააცოცებდა. ძილი არ ეკარებოდა, მაგრამ განძრევაც არ შეეძლო, თითქმის ძილიც კი მოერია,ბარბის ჩურჩული რომ გაიგონა და ყური დაუგდო.
---ჩემში უშენობა აკივლდა, ვუძლებ და ვერც ვუძლებ.სხვასაც ვატყუილებ და ჩემს თავს ამ ტყუილში დიდ ზიანს ვაყენებ. გელოდები, სულ გელოდები და რაც ჩვენი შეხვედრა შედგა წლების შემდეგ, მაინც უკან გაგიშვი. მაინც დარჩი ჩემში ტკივილად, რადგან არსად არ წასულხარ, აქ ხარ ბექა ჩემში. მე ჩემებურად,ჩუმად მიყვარხარ. შორსაც გაგექეცი, სადაც ვერ მომწვდი, მაგრამ გულს რა ვუყო? ამ გულში შენ ხარ, შენი ძლიერი გრძნობით.აწი აღარსად აღარ გაგიშვებ,სულ ერთად ვიქნებით,სულ ერთად.კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა თუ როგორ ძლიერი სიყვარული აქვს მის მიმართ ბარბის.
---ჩემო ტკბილო, აღარ მოგცემ აწი წასვლის საშუალებას, აწი სულ ერთად ვიქნებით, სულ ერთად. ერეკლე დაიღალა ლოდინით და ტანსაცმლის გახდას შეუდგა. ირა თვალს ადევნებდა.
---რას მიყურებ ვწვები.უთხრა ისე, ვითომ რა პირველად ხომ არ ვწვებით ერთადო. მიიწიე იქით,თუ ხმაური შეიქნა უცებ უნდა ავდგე.
---უუუუუფ ჩემს გამთბარში უნდა დაგაწვინო?
---აბა ხმაურზე გადმოგახტე ზემოდან? შეხედა ირას რომელიც გაოცებული უყურებდა და გაეცინა.
---ხო კარგი,კარგი. მე დავწვები იმ მხარეს და გიყარაულებ ძირს არ გადმოვარდე.
----ერეკლე.................
---გაჩუმდი თორემ ხმაურს ვერ გავიგონებთ, მაგრამ რაღაც მეტეორი აგვიანებს აფეთქებას. ირას გაეცინა და უთხრა.
---ჩაძინებული იყო და ვერ გაიგო ბექას შესვლა.
---როგორც შენ გეძინა წუხელ და ჩუმად იცინოდი, გაიგო მაგრამ გაყუჩდა.მე ფული გადავდე შავი დღისთვის, შენ?
---მე არ მჭირდება გადადება. მე არ შემეხება ბარბი და აი თქვენ კი სამივეს დაგაწყობთ ერთმანეთზე და ღირსებიც ხართ.
---მაგასაც ვნახავთ. მოიცა შენ ასეთი დიდი და მადიანი მკერდი გაქვს თუ ჩატენილი გაქვს რამე-რუმეები ლიფში დიდი რომ გამოჩნდეს?
---იდიოტი ხარ ერეკლე და მეტი არაფერი. მეძინება და არ მომეკარო.
---ნწუ არ მოგეკარები,ჩაგეხუტები და გამათბობ,თორემ შორს რომ ვიყო შენგან,შენი სიმხურვალე მაინც დამწვავს.მიიწია ირასკენ და გოგონას აცახცახებული სხეული მასთზე აიკრა.-ნუ ფართხალებ გოგო,ნუ გეშინია სხვის სახლიში არ ჩავიდენ ცელქობას.ირას ჩაეღიმა და მიენდო ერეკლეს ძლიერ მკლავებს და თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა.
დილა საუკეთესოდ დაიწყო, როგორც ბექასთვის ისე ერეკლესთვის. თვალი გაახილა და ისევ მის მკერდზე ბარბის ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო, თითქო თავიდან დაიბადა. აი რა იყო ბედნიერება და სიხარულით სავსემ თქვა.
---როცა ასე გავიღვიძებთ ერთად, მაშინ მივხვდებით საყვარელო რა მდიდრებ ვართ, ორივეს ასეთი ძლიერი სიყვარული რომ შეგვიძლია. ტკბილი იყო შენთან ერთად ძილი, მაგრამ უნდა ავდგე, აქ არ უნდა მნახო, ეს ჯერ არა და სულ მალე ვიქნებით ერთად. გპირდები საყვარელო, გპირდები რომ სულ მალე, სულ ცოტაღა დარჩა. ძალიან ფრთხილად ადგა, ასევე ფრთხილად აკოცა და ბედნიერი სახით გავიდა საძინებლიდან. იმ წუთშივე ერეკლესთან შევიდა და ჯერ გაუკვირა ერთმანეთზე მიკრული რომ დაინახა ერეკლე და ირა. შემდეგ გაეცინა და ერეკლეს ფრთხილად შეეხო და შეეცადა წყნარად გაეღვიძებინა.
---ერეკლე დროა ადგე, უამრავი რამ გვაქვს დღეს გასაკეთებელი. გესმის? ვწუხვარ ძალიან აქედან რომ უნდა ადგე, მაგრამ დროა გააღვიძე ირა. ირა გესმის? ბარბისთან უნდა შეხვიდე, გესმის? ახლა აქედან უნდა ადგე, რამ დაგთიშათ ასე, ძილს რომ ვერ ართმევთ თავს. ირამ ფრთხილად გაახილა თვალები და ბექა რომ დაინახა, შეშინებულმა წამოკივლა და ერეკლეს აეკრა. ერეკლე ირას შეშინებულმა ხმამ გამოაღვიძა და ბექას შეხედვისთანავე მიხვდა, რომ ბედნიერი განცხრომა დასრულდა.
---მიდი გაიხედე, არავინ შეხედოს აქედან გასულს. ირა წამოდგა და აწითლებული ლოყებით გაეცალა ერეკლეს და ჩუმად შეიპარა საძინებელში და ასევე ჩუმად შეუწვა ბარბის.



№1 სტუმარი Teo.

Eseniyvela wakitxuli maqvs ,qalbatono Mzia.axal tavs velodebodi .moviwyine ..utqvenod.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Teo.
Eseniyvela wakitxuli maqvs ,qalbatono Mzia.axal tavs velodebodi .moviwyine ..utqvenod.

kissing_heart kissing_heart მალე საყვარელო,ძალიან მალე დაიდება ახალი და ბოლო თავი. kissing_heart

 


№3 სტუმარი დალი

ჩემო მზია, ძალიან ლამაზი ენით გადმოსცემ ამ ნაზ , ლამაზ სიყვარულის , მეგობრობის , ერთგულების , სიკეთის ისტორიას ... გული , სიამით ამევსო . მოუთმენად ველი გაგრძელებას ... წარმატებები და წინსვლა !!!! heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent