შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალანსი მიღწეულია


1-02-2017, 00:38
ავტორი sleeptalker
ნანახია 1 381

- სახელი, გვარი
- ლევან დეკანოიძე
- რისი მოყოლა გსურთ?
- მინდა გიამბოთ მასზე, ვინც მკითხა „რა გინდა“. ქალები მუდამ მეკითხებოდნენ და მეკითხებიან „რა გინდა ჩემგან“ „რა უნდა გინდოდეს, შენ ხო არაფერი გაკლია?!“ მან კი უბრალოდ მკითხა: რა მინდოდა ცხოვრებაში, რას ვაპირებდი, რა მინდოდა ამ წამს.
მინდა გიამბოთ გოგონაზე, რომელსაც აინტერესებს რა მინდა მე, მე კი ის მინდა.
- სად შეხვდი მას პირველად?
- ნასვამი ვიყავი, მთაწმინდაზე ძმაკაცის დაბადების დღე აღვნიშნეთ, ნასვამი თბილისის ხედით ვტკბებოდი, ის ზურგით იდგა და მგონი სულ არ ახსოვდა, რომ დედამიწაზე მის გარდა კიდევ არსებობდა ვინმე. იდუმალებით იყო აღსავსე და ეს მიზიდავდა, თუმცა, მისი უინტერესობა ჩემდამი კიდევ უფრო მაგიჟებდა.
„ - ლამაზია არა თბილისი? მშვიდი წყნარი უწყინარი...
(სულელურად დავიწყე დიალოგი)
- ისეთი მშვიდია, ვერც კი იფიქრებ, რომ აქ ყოველ ფანჯარაში სხვადასხვა ადამიანები და სხვადასხვა პრობლემებია.
- რაზე ფიქრობდი მანამ მოვიდოდი?
- შეგიძლია ერთი წამით გააკეთო ის, რასაც გეტყვი?
- რა თქმა უნდა
- დახუჭე თვალები.. წარმოიდგინე რომ აქ ხარ, ოღონდ ახლა არა, სხვა საუკუნეში, იმ საუკუნეში, რომ ბნელა, ქალაქი განათებული არაა, ირგვლივ არაფერი ჩანს, გარდა შენი მოგონებებისა. მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მთვარე და შენი მოგონებები ყველაფერზე, მათ შორის იმ ქალაქზეც, რომელიც შენს წინაა, თუმცა, მხოლოდ მოგონებებში ხედავ. აი ამაზე ვფიქრობდი, გალაკტიონზე ვფიქრობდი, „მთაწმინდის მთვარეზე“ ნიკოლოზ ბარათაშვილზე ვფიქრობდი და „შემოღამება მთაწმინდაზედ,“ რომ ისეთი დიდებულია ეს ადგილი, სულ რომ არაფერი, რომ ამოხვალ იძულებული ხარ აღფრთოვანებული იყო, გიყვარდეს, ვინმე ან რამე და ფიქრობდე.. ვინმეზე... რამეზე... ყველაფერზე.
მაპატიე შორს წავედი, მგონი დაგაბნიე, ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის. “
- მეგონა მკითხავდა, ვინ ხარ, ან რაიმე ბანალურს, რასაც წესით ჩემი მხრიდან გაცნობის ინიციატივა და კომპლიმენტები უნდა მოყოლოდა, მაგრამ არა, მან არ მკითხა, და საერთოდაც, არც ერთხელ არ მოქცეულა ისე, როგორც ყველა, ალბათ ამიტომ არის დღეს ის ჩემთვის ყველა და სხვა ყველა არავინ.
„ -მე ლევანი მქვია
- ეკატერინე
- სახლამდე გაცილება რომ გთხოვოთ, ზედმეტად თავხედი ვიქნები?
- მეგონა ჩვენი საუბრიდან სასწრაფო ევაკუაციის გეგმაზე ფიქრობდით
- შესაძლებელია თქვენგან წასვლა ვინმეს უნდოდეს?
- ბანალური სიტყვებია, ყველა მიდის ოდესმე, თუნდაც იმიტომ მიდიან რომ დაბრუნდნენ, ზოგჯერ იმიტომ მიდიან, რომ ფიქრობენ უკეთესს იმსახურებენ, ზოგჯერ იმიტომ რომ არასრულფასოვნებას გრძნობენ, ვფიქრობ ბალანსი შეუძლებელია, დაუბალანსებელი ურთიერთობები კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მთავრდება“
- ასე სახლამდე მიაცილეთ და მორჩა?
- მორჩა? ეს ისეთი რამ იყო ვერ დამთავრდებოდა, მით უმეტეს ერთ დღეში. მან ის აფეთქება გამოიწვია ჩემში, რომელიც აქამდე არავის გამოუწვევია. მომწონდა ქალები, მიყვარდა, მიყვარდა მათში თმა, კბილები, მკერდი, ფეხები, ხასიათი, მაგრამ ის სხვა იყო. იმ ღამით რომ გეკითხათ რა ფერის თვალები ჰქონდა ან როგორი სახე ვერ გტყოდით, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ წუთიდან არავინ იყო ჩემთვის მასზე ლამაზი და მასზე მეტად არავინ იწვევდა ჩემში აღფრთოვანებასა და ინტერესს.
- მერე რა მოხდა? ხვდებოდით ერთმანეთს?
- კი ხშირად, და რაც მეტს საუბრობდა მით მეტად მიყვარდებოდა. მარტო მე არა, ყველას უყვარდა, ბავშვთან ბავშვი იყო და მათ ენაზე საუბრობდა, უფროსებთან მწარე ცხოვრება გამოვლილი ქალი, თანატოლებთან ახალგაზრდა შეყვარებული თინეიჯერი გოგონა.
- თქვენთან?
- ჩემთნ?! ჩემთან ის იყო, ის, ვინც იყო სინამდვილეში, ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო, უნდოდა ყოფილიყო და მინდოდა ყოფილიყო.
- ანუ დაბალანსდით?
- კი, შემეშინდა ამ ბალანსის და ვუღალატე.
- მან გაიგო?
- სასაცილო კითხვაა, რა მნიშნელობა აქვს გაიგო თუ არა მან, მთავარია ფაქტი, რომ ვუღალატე, დიახ ვუღალატე და დიახ გაიგო, ამას ყოველთვის ხვდებიან ქალები, ნამდვილი ქალები, ალბათ არანამდვილებიც. ერთ დღეს მივედი მასთან, ჩემი საყვარელი ნამცხვარი გამოაცხო, ჩაი აადუღა იცოდა ყავა არ მენდომებოდა, 2 კოვზი შაქარი ჩამიყარა ესეც იცოდა, მას არ აინტერესებდა, რამდენი ქალი მყავდა მანამდე, ან რა მანქანა მეყოლებოდა, ან რამხელა იქნებოდა ჩემი სახლი, მაგრამ აინტერესებდა რამდენი კოვზი შაქარი მინდოდა ყავაში, ჩაიშიც იმდენივეს ვიყრიდი თუ არა, რომელ სუნამოს ვიყენებდი, რომელი საჭმელი მიყვარდა და რომელი არა... მაპატიეთ, კითხვიდან გადავუხვიე... უბრალოდ რთულია საუბარი და აღიარება იმისა, რომ შეცდი, იმისა, რომ არანაირი მიზეზი არ გქონდა მაშინ და არანაირი მიზეზი არ გაქვს ახლა რომ ეს ყველაფერი გაამართლო. მან არ მკითხა ის უფრო ლამაზი იყო თუ თვითონ? არ მკითხა რატომ გავაკეთე ეს? ან რა დამაკლო, უბრალოდ მკითხა

- „ის უფრო მეტად გაბედნიერებს?“
არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა... პასუხი ვიცოდი.. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა, რომ არა ის უფრო მეტად არ მაბედნიერებს არა შენ არაფრით გჯობია და საერთოდაც შენ არავინ გჯობია, ეს ყველაფერი ვიცოდი იქამდეც მანამ ვუღალატებდი და ახლაც ვიცი, მაგრამ მას ამას ვერ ვეტყვი, უფლება არ მაქვს მასთან მივიდე და პატიება ვთხოვო, უფლება არ მაქვს გავაგრძელო ურთიერთობა ისე თითქოს არაფერი მოხდა, თქვენ გგონიათ ის შეიმჩნევდა ან დამშორდებოდა?! არა, ის ისევ ისეთი იქნებოდა და სწორედ ესაა ჩემთვის უდიდესი სასჯელი. გიყვარდეს, უყვარდე და არ იმსახურებდე.
მართალი იყო ბალანსი არ არსებობს, თუ არსებობს მხოლოდ რამდენიმე წამით. ოდესმე აუცილებლად ირღვევა.
მე მივატოვე, ვეღარ გავუძელი იმ ფაქტს რომ არ ვიმსახურებდი.

თოვდა...
სახლამდე მივაცილე...
სადარბაზოსთან შევჩერდი...
ვაკოცე...
ნაზად ისე. რომ მთელი გრძნობები იმ კოცნით მის ლოყას დავუტოვე და გავქრი...

ჩვენი ბალანსი არა, ცხოვრების ბალანსი კი შედგა.



№1  offline წევრი ჭირვეული

ეს ჩანახატია თუ გაგრძელებას აპირებ?

 


№2  offline წევრი sleeptalker

[quote=Lollipop :))] ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

Chirveuli
ეს ჩანახატია თუ გაგრძელებას აპირებ?

ჯერჯერობით ამ ისტორიისათვის არ მაქვს გაგრძელება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent