ავალიანი (თავი 10)
თავი 10. სიმშვიდე სუფევდა სანამ „ვერანდაზე“ შემოსულ სასტავში ავალიანი არ დავლანდე.... ოთხნი იყვნენ ... ერთი დიმიტრი(ნენეს ძმა)... ერთიც ჩემი „საქმრო“... დანარჩენი ორი კი მათზე არანაკლებ სიმპატიური მათივე ასაკის... წინ დიტო მოდიოდა უკან კი ის სამნი მოჰყვებოდნენ, ავალიანი შუაში იდგა წელს ზემოთ შიშველი „ეს ტიტველი სიარული ახალი მოდაა??“ „თავხედი ,იდიოტი ,უზრდელი!“ ალერგია მჭირდა ამ ბიჭზე დავინახავდი თუ არა ტვინი ავტომატურად იწყებდა მის ლანძღვას სხეული კიდე ბურძგვლას.... მუქი მწვანე შორტი ეცვა ფეხზე კედები გახდილი სპორტული შავი გალუმპული მაისური მარჯვენა მხარზე გადაედო, სიგარეტს აბოლებდა და თან რაღაცაზე თავის ორ ახმახთან ერთად იკრიჭებოდა... პირველად ვუყურებდი სპორტულ ფორმაში და გეფიცებით ლამის პირი დავაღე მისი ტანის შემხედვარემ, ღიმილზე და იმაზე სიგარეტსაც კი როგორ ეწეოდა აღარაფერს ვიძახი... მაგრამ ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა მანამდე სანამ ტვინი იმის გადახარშვას დაიწყებდა რომ აქ მარტო არ ვიყავი.... სანამ მივხვდებოდი რომ წინ მეჯდა ოთხი ბიჭი, ოთხი ბავშვობის ძმაკაცი რომლებსაც დასანახად კი არა სახსენებლად სძულდათ ავალიანი და თავის სასტავი(დიტოს გამოკლებით)... ამ ყველააფერს როდის მივხვდი ?მაშინ როცა გიორგის თორნიკეს დათისა და ნიკას (თავისთავად ) სახეებზე ენით აღუწერელი სიბრაზე სიძულვილი და სიშმაგე დავინახე ვაჟბატონის მიმართ როცა ანანიძეების წვეულებაზე ჩემთან ცეკვა სცადა მაშინ როცა წყნეთში მის გამო ასეთ მდგომარეობაში მნახეს და მაშინ საავადმყოფოში რომ პალატაში თავჩახრილს შეეჩეხნენ....... მე გავშრი,გავქვავდი და უჩინარობის სურვილი მომეძალა...... დიტოს სახეზე ცისარტყელის ფერებმა გადაურბინა, როგორც კი დაგვინახა...არ ელოდა შერცხვა ეუხერხულა.... ნენე ჯიქურ მიაშტერდა უკან მომავალ სამს,ნიასაც იგივე რეაქცია ჰქონდა რაც მე... აი ბიჭებს?? ბიჭებს სიტყვაც არ დაუძრავთ, კბილები ერთმანეთს დააჭირეს ერთმა სასმელი დაისხა ,მეორემ სიგარეტი გაირჭო პირში ,მესამემ ისევ ყავის სმა განაგრძო აი ნიკას, ნიკას კიდე წარბი არ შეუხრია... არ გატოკებულაა... -აუ ბიჭებოოო-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი მაგიდასთან მოსულმა დიმიტრიმ-მე... არ არ... წავალთ ჩვენ...-პირველად ვუყურებდი უფროსს ანანიძეს ესეთ დაბნეულს.... -ვააა საცოლის სასტავი გაეძროოო...-ყურთასმენას მოსწვდა ცინიკურობის ირონიისა და სითავხედის მეფის ხმა... მწველი მზერა ვიგრძენი სულ ცოტა ხანი, მერე ისიც ვიგრძენი როგორ მოავლო თვალი თავისი „საცოლის“ სამეგობროს და როგორ მიაპყრო ის ირონიული ცინიკური თვალები ნიკუშას... იმ ორსსაც მოულოდნელობა ეხატათ სახეზე მაგრამ მათაც ეტყობოდათ ირონია თვალებში... „სიამოვნებით გაგიყრიდით ამ ჩანგალს სათითაოდ სამივეს...“ არ ჩერდებოდა შინაგანი ხმა.. -ალექსანდრე!-მომთხოვნი ტონი ჰქონდა დიმას -ძმურად...-მუდარა შეეპარა ხმაში ანანიძეს -არსად წახვალთ, ჩვენნ ერთმანეთს პატივს ვცემთ დიტო, სხვებისგან განსხვავებით-საოცრად მშვიდი ხმა ჰქონდა ახალაიას აი სხეულის კი რა მოგახსენოთ... # # არ შედავებია ანანიძე ახალაიას. იცოდა ბიჭებისთვის რომ ეთქვა სხვაგან წავიდეთო ,იტყოდნენ ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ სხვაგან სიტვაცია თუ არ მოსწონთ აბრძანდნენ და თვითონ წაბრძანდნენო მერე ეს რომ ახალაიას გაეგო იქ დაიწყებოდა რაც დაიწყებოდა .... და აი ასე როგორც ამდენი წელი.... გაურკვევლობის სისულელისა და სიჯიუტის გამო ისევ შეალამაზებდნენ ერთმანეთს,რაც არცერთს დაუკლია ერთმანეთისთვის უკვე 8 წელია. #ავტორი # # ავალიანმა თავის საფირმო მზერა შემაგება და უდარდელად წავიდა საკუთარი მაგიდისკენ, ის ორი ახმახიც მას მიჰყვა... დიმიტრიმ ნიკას მხარზე ხელი დაუტყაპუნა -როდის მორჩებით ამ უაზრობაზე კინკლაობას..-თან ჩაიფრუტუნა.... უფრო თავისთვის ვიდრე ვინმეს გასაგონად და კუთვნილი ადგილი დაიკავა.... თავისთვი ჩილაპარაკა მაგრამ მე ხომ მაინც გავიგე? იმას მივხვდი რომ ავალიანის და ჩემი სასტავი ერთმანეთს ვერ იტანდა მაგრამ მიზეზი თუ უაზრო იყო ეგ არმეგონა.... რის გამო ჭამდა ეს ხალხი ერთმანეთს მხოლოდ ეს კითხვა ტრიალებდა თავში... მთელი დარჩენილი საღამო მწველ მზერას ვგრძნობ უკნიდან... ვხედავ როგორ ეწევა ღერი ღერზე ნიკა და როგორ მომშტერებია ისიც მე ხან იმას ვინც ზურგს მიბურღავ თავის თვალებით.... მარტივი მისახვედრია რომ ავალიანი ჩემს უკანაა მოთავსებული ახალაია წინ და ორივე აი ასე დუეტში მთელი საღამო მიყურებს .... არა! ბოდიში, შემეშლა!!! ახალაია ჩემს ზურგს უკან ავალიანს უყურებს ავალიანი კიდევ მეე..... დიმიტრი და ის ორი რაღცეებზე ლაპარაკობდნენ იშვიათად თუ ჩერთვებოდა ვაჟბატონი,ისიც ჩემს ზურგზე თვალმოუშორებლად.... დალევა რომ არ დამეწყო გოგოებთან ერთად, ცოტაც და ჭკუიდან ავიწეოდი.... წასვლაზე არც კი მიფიქრია არც მე და არც „ჩემებს“ იმას ნამდვილად არ ვათქმევინებდი ავალიანს „ბაბუციძე და თავის სასტავი მაშინვე დაითესა როგორც კი დაგვინახესო...“ ან მსგავსი რაიმე.... ვგრძნობდი რომ სასმელი მაბრუებდა მაგრამ მაინც ვერ შველოდა ეკლებს, რომლებზეც უკვე მთელი საღამო ვიჯექი... ბიჭები არ სვამდნენ, დათი ცოტას წრუპავდა და როგორც კი გვერდით მჯდომნი შემოვიდნენ იმის მერე პირი არ დაუკარებია ჭიქისთვის... ჯანდაბაში ვისვრი უწინდელ სირცხვილს და გოგოების ლაპარაკში ვერთვები.... ვტლიკინებთ დაუსრულებლად თითქოს არ გვინდა გავჩრდეთ და რეალურად აღვიქვათ ის რაც გარშემო უკვე ორი საათია ხდება.... ათასში ერთხელ თუ ჩაერთვებიან დიალოგში ბიჭები... -ცეკვა მინდა -მაშინვე ვუხვდები უმცროს ანანიძეს ჩანაფიქრს და მეც ვყვები -ხო მეც მინდა თან ძალიან-როგორმე ბიჭები უნდა ავაყენოთ და სხვა რამეზე გადავატანინოთ ყურადღება... -რატომაც არაა ვიცეკვოთ რააა-ჭიკჭკს იწყებს ნიაც. მაშინვე,უსიტყვოდ დგებიან დათი და ჩემდა გასაკვირად გიორგი.... ლამისაა გაოცებისგან ავტრიალდე ნენეს რომ ხვევს წელზე ხელს , შანსი არაა მოიცა დაადგათ საშველი??? უფროსი ბურდული ხომ ყოველთვის თავს იკავებდა ნენესთან ცეკვაზე უცებ არ გამოემჟღავნებინა რაღაც-რაღცეები მაგრამ მაგის ჩიტი იყო ეგ???ვერ მოგართვით! ნიკუშა ახლა მე მაშტერდება, ჩემი ნიკას თვალები აქვს არ მჯერაა!! -შენ არ უნდა ითხაჯანო როგორც გჩვევია??-ღიმილი ეპარება ახალაიას. სკამიდან ისე ვდგები ლამისაა დავეცე, ნიკაც იგივეს აკეთებს უფრო წყნარად და ხელს მჭიდებს... -მე მტოვებთ ხო ესე??? მოღალატენო!! აი თუ გაპატიოთ რომელიმეს-მაშინვე იწყებს თორნიკე ღლაბუცს მე კიდე მართლა ვფიქრობ ამან რა უნდა ქნას აქ მარტო... ნიკა იღიმის და არაფერს ამბობს... -ვაიმეე ნინაა.... გაგეღადავეთ წადი ორ წუთში ავაგდებ ვინმე კარგ ნა*ას!-ხარხარი უტყდება ჩემი „შეშფოთბული“ სახის შემხედვარეს.... ჩემს ხელზე ჩაფრენილი ახალაიაც უკვე ხმით იცინის და აიგნორებს ჩემს მუჯლუგუნს -წამო წამო... ჩემი სულელი!!-შუბლზე მკოცნის და ბედნიერებისგან შეიძლება ვიფრინო იმ წამს... როგორ ვიფიქრე მე დებილმა რომ ამ ყველაფრის გამო დამკარგავდა?? მაში ეჭვი რამ შემატანინა?? გაუჭირდება მაგრამ ჩემს გამო აიტანს!! თავს ვიმშვიდებ... საცეკვაო მოედნისკენ მივდივართ ღია შენობაში რომელიც ეზოშია და შენობაც არ ეთქმის.... გარკვევით ჩანს ჩვენი მაგიდიდან რა ხდება იქ... ჩვენდა გასაკვირად არავინ გვხვდება რამოდენიმე წყვილის გარდა, არადა ამ ადგილზე ყოველთვის არის ბრბო რომელიც დაუღალავად ცეკვავს.... გიორგი ნენე დათი და ნია ნაზად ირწევიან მშვიდი მუსიკის ფონზე. „დაბრუნებულ“ ნიკას თვალს ვუკრავ და დიჯეისჯკენ მივდივარ რომელსაც თავის „პოსტი“ დაუტოვებია და იქვე ზის სასმლით ხელში. Michael Jackson, Justin Timberlake - Love Never Felt So Good -ს ვართვევინებ და ნიკასკენ მივემართები. ვგრძნობ როგორ იწყებს ორგანიზმი ჯერ კიდევ შეუსრუტავი სასმლის შესრუტვას და როგორ ვთვრები, როგორ ქრება ყველაფერი და როგორ მ*იდია ის მზერაც რომელიც ახლაც ზურგს მიწვავს... და მთელი საღამოა თვალს არ მაშორებს.... ვთამამდება და ოჰოოოო,ვაი ჩემს გათამამებას.... გრძელ სარაფანს ხელებით მუხლებამდე ვიწებ, მტევნებში მაქვს ჩაბღუჟული ნაწერი და სიცილ-კისკის-ბრუნვა-ტრიალით მივემართები ნიკასკენ რომელსაც ჩემს დანახვაზე ღიმილი ეფინება სახეზე... მე და ნიკა ვცეკვავთ მთელი გრძნობით გიჟებივით, ისე როგორც ჩემს ბანკეტზე,ისე როგორც ჩვენი შვიდეულის საღამოებზე ისე როგორც ნებისნიერის დაბბადების დღესა და ნებისმიერ დღესასწაულზე. ვიმეორებთ ილეთებს რომლებიც ძალით ვასწავლე რომ ერთად გვევეკვა, მოძრაობებს რომლებიც ჩემი ცეკვის მიმართ გიჟური სიყვარულის გამო ისწავლა.... ნათლად ვხედავ როგორ იკვრება წრე ჩვენს გარშემო მაგიდებთან მჯდომი ხალხი ამდგარა, ჩვენებისგან ისმის შეძახილები და ოთხივეს სახე უბრწყინავს... უკნიდან კივის თორნიკეც... ვხვდები რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე რომ ეს ექვსი მყავს,ჩემი ექვსი მარტო ჩემი!!! სამუდამოდ ჩემი..... ვტრიალდები ნიკა ხელზე მიწვენს ყელში მკოცნის ისე როგორც ჩვევია და მუსიკაც სრულდება....... ვეხვევი .. გიჟივით ვეკიდები კისერზე ცოტაც და ვიტირებ.... „მაყურებელთა“ ყიჟინი სცემს ირგვლივ, ყველა ტაშს უკრავს და დათიც გამწარებული კივის „ეღირსააათ!!“.... ორივეს სიცილი გვიტყდება და მაგიდას ვუბრუნდებით.... სანამ ჩვენს ადგილამდე მივალთ თვალში მხვდება ცხოველის თვალები, მხეცის რომელიც სულ პატარა „ზედმეტობა“ და ყველაფერს ნაკუწებად აქცევს, ძარღვებს რომელიც დასკდომას ლამობენ და თითებს რომლებიც გამწარებით ჩაჰქრენია სიგარეტის ალბათ ამ საღამოს მეორმოცე ღერს მაინც...... ბიჭებს ალეწილი სახეები აქვთ დიტოსაც კი ოდნაც სიბრალული შერევია თვალებში.... თვალს ვარიდებ და კუთვნილ ადგილს ვიკავებ.... ვაგრძელებთ... უკვე ენერგიაზე მოსულები, ხასიათზე დაბრუნებულები და დაიგნორების ოსტატები.... ალექსანდრეს გასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში მომდის მესიჯი „ლისი გრინსთან ახლავე!! არ მოხვალ და თვითონ მოგიყვან!“ მოკლედ და კონკრეტულად ყველა გზას მიჭრის ვხვდები რომ არწავიდე მართლა მოვა და ძალით წამათრევს ამყველაფერს კიდე ბიჭები რომ დაინახავენ აქ იქნება არდავიწყება.... საკუთარი „უძლურებით“ გამწარებული მანქანის გასაღებს ხელს ვკიდებ და ვდგები... -მე გავალ და მოვაალ -ვამბობ უდარდელად, ჩემს მტერს ესეთი უდარდელობა... მაშინვე წვავს ექვსივე სად მივდივარ -არა!-გადაჭრით ამბობს თორნიკე -ხედმეტი ლაპარაკის გარეშე დაუბრუნდი შენს ადგილს!-ეს უკვე ახალაიაა -მომისმინეთ!!-ხმას ვიმკაცრებ მე-არაფერი იქნება უბრაოდ ათი წუთი გავალ და მოვალ -ნინა!!-თვალებზში სისხლი ექცევა უკვე გიორგის -დაა*ხვევინე დღეს მაინც-მშვიდად აიქნია ხელი ნენემ -ბიჭებო...-ანანიძის ხმა მესმის ზურგს უკან-გაუშვით!!ჩემს სიტყვას ხომ ენდობით არა?-ფეხზე წამომდგარა დიიმიტრი თავი ხუთი წლის ბავშვი მგონია რომელიც მშობლებს ეხვეწება სათამაშოთ გამიშვით ეზოში მალე მოვალო... უკვე გაბრაზებულ მზერას ვავლებ ბიჭებს.... ამათ ჰგონიათ მე მეხალისება იმ იდიოტის ხუშტურებზე სიარული?? -ნინა უკვე მეორედ, უკვე მეორედ გიშვებ მარტო... პირველად რომ გაგიშვი ხომ ხედავ შედეგს არა?? ხო ხედავ-ხმას აუწია ოდნავ ნიკამ, უმკაცრესი ბარიტონი ჰქონდა ახალაიას.. -საქმე აქვს..-ისევ ამატებს დიტო და ნიკას თვალებში აჩერდება... -იცოდე... -ვიცი!-ვაწყვეტინებ გიორგის და მივდივარ......... ჯობია ის საწყალი გარბოდეს იქედან. მოვკლავ!! აუცილებლად, დავახრჩოოობ!! მინდორზე,ტბის პირას გაეჩერებინა მანქანა და ისე იდგა როგორც სჩვეოდა...ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მხრებში გამართული ჰორიზონტს მიშტერებული....სიგარეტით... უკვე დაღამებულიყო და მხოლოდ რამდენიმე ლამპიონი ანატბდა ჩემს წინ გადაშლილ ულამაზეს პეიზაჟს.... გაცეცხლებული გადავუდექი წინ, ოდნავ ჩაწყნარებულიყო მაგრამ სამაგიეროდ მე ვიყავი ეხლა მხეცი... შემომხედა და იმ წამს გავიაზრე რა ახლოს ვიდექი მასთან...პირდაპირ თვალებში მივაშტერდი და ვულკანის ამოფრქვევა დავიწყე -ეხლა კარგ...-დავიწყე რა უნდა დამეწყო რბილი, თბილი და ფაფუკი ტუჩები რომ ვიგრძენი საკუთარ ბაგეებზე.... ვეცადე რომ დიდი ყოფილიყო, ყველას უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და უდიდესი ბოდიში მათ ვისაც იმედები გავუცრუე... არ ყოფილა წერა ჩემი საქმე ბავშვებოო!!! უკვე ბევრმა მითხრა რომ ისტორია საშინლად არეული და დაულაგებელია რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში თითოეულ თქვენგან და მაინც..... მოუთმენლად ველოდები თითოეულის შეფასებებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.