შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულა XVII


6-02-2017, 22:00
ავტორი lipsspil
ნანახია 1 577

-ვიცი რაც უნდა ქნა!
-აბა?..
-მოკლედ, ისე უნდა მოექცე, როგორც სხვა შემთხვევაში მოიქცეოდი, აი შენ პონტში და არა ისე, რომ მისთვის სპეციალურად რაღაც გზები ეძებო, ხვდები? თუ გულის ტკენაზე ლაპარაკობ და მძიმე წარსულზე, მაინც გაუცრუვდება იმედი, როცა მიხვდება, რომ შებმის გზები ეძებე და ბუნებრივად არ მოდიოდა ეს შენგან.
-ზუსტად ეგრე მოვიქეცი..
-ვითომ? რაღაც მეეჭვება სხვა დროსაც ეგრე მოქცეულიყავი..
-ჰოდა საქმეც მაგაშია! როგორც მიბიძგებდა ბაშკა, ისეც ვიქცეოდი და არ ვიცი რა მოუვიდა, დაფრთხა თუ რაღაც ეგეთი, კაკ რაზ ეგ არ მინდა, რომ რამე განსაკუთრებულად და ჩემგან განსხვავებულად ვიჩალიჩო!
-აბა მაინც თუ დაგაპაშოლა არ ევასები გამოდის და დაიკიდე..
-ბიჭო არ არის ეგრე, ეგ ვარიანტი რომ არ მაკმაყოფილებს, მაგიტომ გიყვები, ეგრე მარტივად რომ მეფიქრებოდეს აქამდეც დავიკიდებდი
-არა! ლუდზე ვერ გადავივლით! - სერიოზული სახით დაასკვნა გიორგიმ და ვისკი შეუკვეთა.
-შეგიყვარდა?!
-არა..
-აბა?
-რა აბა, მინდა მაგ გოგოსთან და ვსიო, ეგ არი!
-კაი, ათიდან რამდენი ბალით გინდა?
-ათი!
-შეგყვარებია და ეგ არის - გაეცინა გიორგის - ბაიას საღოლ! მგონი პირველად შეგისრულეს..
-შენ სულ სხვა სურათს ხედავ, არ უჩალიჩია არაფრის შესრულებაზე, ეგეთები არ გამომეპარება, მე თვითონ დამერხა..
-შეიძლება ზუსტად მაგიტომ, რომ არ უჩალიჩია
-არ ვიცი, მაგრამ ფაქტია!
-და აი ახლა რა წინააღმდეგობა გაქვს მასთან?
-თვითონ არის წინააღმდეგობა, სხვა წინააღმდეგობას ვერ ვხედავ..
-აბა არ მინდა ამდენი ტვინის ჭ....ტვაო?
-ჰო, ეგაცაა, არ მინდა, მაგიტომ ვიჭედები, ორი ვარიანტი მაქვს, ერთი ის, რომ მაგრად ვიჩალიჩო, მაინც ამოვთხარი და მერე სულ ვფრთხილობდე რაიმე ტრავმა არ მივაყენო და მეორე, თავის ნებაზე მივუშვა და თუ არაფერი დავიკიდო..
-მერე?
-მერე არც ერთი არ მაწყობს!
-მაშინ ისე გააკეთე, როგორც შენ გაწყობს
-როგორც მე მაწყობს?
-ჰო, წინასწარ გაუიასნე, რომ გჭირდება, გინდა მასთან ურთიერთობა და ნუ დაიზმენდება თუ საბოლოოდ რაღაც ისე ვერ იქნება, იმიტომ, რომ ხდება ყველას ცხოვრებაში
-მთავარი მესიჯი ეგაა, რაც დიდი ხანია მინდა მივაწოდო, მაგრამ ისეთია რა, ეგრე ვერ ვეუბნები.. ნუ რამეს ვიზამ!
-ეჭვიც არ მეპარება რომ იზამ, მაგრამ ახლა მოეშვი ცოტა, განიტვირთე. დრო გაჩვენებს რა და როგორ უნდა ქნა..
-დრო არ მაინტერესებს, მანამდე უქმად ვერ ვიჯდები, მორჩა, დავივიწყეთ..
-ისე რაღაცას გეტყვი.. მგონი უბრალო ინტერესი არ უნდა იყოს, მარტო მიუწვდომლისთვის ბრძოლას არ ჰგავს ეგ ყველაფერი.
-აი მაგას დრო გვიჩვენებს - გაეცინა ბაჩას და მესამე გამოცლილი ჭიქა მიუდგა გვერდით დანარჩენებს.
მეორე დღეს ბაღის გახსნა იყო დაგეგმილი, მაგრამ ვერაფრით დაიძინა ბაჩამ. ათასი აზრი აწონა, ათასი შედეგი დაუდგა თვალწინ, ბოლოს როგორც იქნა მივიდა გადაწყვეტილებამდე და კმაყოფილი ღიმილით ჩაეძინა.
დილით ზუსტად ცხრა საათზე დაურეკა ბაიას
-სად ხარ?
-სახლში
-გამოგივლი, მალე უნდა ავიდეთ!
-აბა ათზეო.. აბაზანაში შევდიოდი.
-შენ გარდა არავინაა სახლში?
-ლილე, დედა ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან, ნახევარ საათში მოვა..
-კარგი, მალე.. - გაუთიშა და ბაიას სახლისკენ აიღო გეზი. კარი ლილემ გაუღო
-მე ბებო მეგონე - მიანათა ზღვის თვალები გოგონამ
-მე კიდევ ფერია - გაუღიმა ბაჩამ და მასავით ზღვისთვალა თოჯინა გაუწოდა - დედა სადაა?
-ჭყუმპალაობს
-კარგი, მაშინ მე და შენ ვითამაშოთ - ხალიჩაზე მოიკალათა და ფეხები გადააჯვარედინა. თამაშში გარულმა უცებ თვალი მოჰკრა აბაზანიდან ახლად გამოსულ ბაიას, ღია ფერის პირსახოცი ტანზე რომ შემოევლო და სველ, ნათალ ფეხებს ოდნავადაც არ უფარავდა. სველ, ულამაზეს თმას ხელით აძლევდა ფორმას და თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევდა მთელ ოთახში. ბაჩა ფეხზე წამოდგა, ნიკაპზე ხელი ჩამოისვა, რომ სიამოვნების ღიმილი და თვალებში ჩამდგარი სურვილი მოეშორებინა, მაგრამ არ გამოუვიდა..
-დე, მოხვედი? უნდა გავიქცე მე.. - ბაიას სიარული არ შეუწყვეტია, თმა ზურგს უკან გადაიყარა და სიტყვა შეაშრა. რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო, რომ გააცნობიერა ბაჩას წინ, ოციოდე სამტიმეტრში, თითქმის შიშველი იდგა სასწრაფოდ შებრუნდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ კარადას მიარტყა თავი და უკან გადავარდა. იატაკის ნაცვლად ბაჩას მარცხენა მკლავზე აღმოჩნდა, მარჯვენამ კი მისი პირსახოცი იხსნა ძირს დავარდნისგან და ბაია გაშიშვლებისგან..
-დამშვიდდი..
-აქ.. როგორ.. თქვენ..
-ხომ გითხარი გამოგივლი მეთქი - ღიმილი არ შორდებოდა ბაჩას და მისი პირსახოცის კვანძი ისევ ხელით ეჭირა. ლილე იცინოდა.
-მომეცი! - სასწრაფოდ გაააშვებინა ხელი, თვითონ ჩაბღუჯა პირსახოცი და გაიქცა. ბაჩამ თავი ვერ შეიკავა და სიცილი აუტყდა
-დაჯე, გავაგრძელოთ თამაში სანამ დედა გამოვა - უთხრა ლილეს
-მე მგონი დედიკო გაგიბრაზდა
-შენც ასე გიბრაზდება ხოლმე?
-არა, ცოტა უფრო ხმამაღლა მიბრაზდება როცა ვაბრაზებ, მაგრამ შენ რომ გმირი ხარ უფრო ხმადაბლა გაგიბრაზდა
-დედამ თქვა, რომ გმირი ვარ?
-არა, ბებომ, ბებომ რომ თქვა გმირიაო, დედამ გაიღიმა და არაფერი თქვა.
-მე გმირი არ ვარ, ბაჩა ვარ
-კარგი ბაჩა ბიძია
-ბიძია არა, უბრალოდ ბაჩა ვარ..
-კარგი უბრალოდ ბაჩა ბიძია - ბაჩას გულიანად გაეცინა, ამასობაში ბაიაც გამოვიდა.
-მოკლედ, ახლა გავიქცეთ, მერე შუადღისკენ ჩამოგიყვან, რომ სალონში მისვლა მოასწრო.
-არ მინდა, თან წამოვიღებ ჩემ ნივთებს და იქვე მოვემზადები..
-ხომ იცი დრეს კოდი ჩვენზეც ვრცელდება, ჩვენზე პირველ რიგში..
-კი, ვიცი, მომაქვს კაბაც, ბევრი არაფერი მინდა
-მართალი ხარ, ბევრი ნამდვილად არაფერი გინდა.. - აქ შეწყვიტა წინადადება და გულში გააგრძელა „პირსახოცშიც საოცარი იყავი!“ ბაიამ დაიხედა და ხელი ჩამოისვა, თითქოს ბაჩას მზერა მოიშორა ტანიდან. მიხვდა დილანდელი სცენა ასე უცბად არ გაქრებოდა და სირცხვილმა შეუფერადა სახე.
მანქანაში ბაჩასკენ გახედვაც კი ერიდებოდა, ძლივს მოაგროვა ძალა, რომ არ შეემჩნია რაც მოხდა, მაგრამ ბაჩასგან გამოპარებულ მეთხუთმეტე მზერას ვეღარ გაუძლო..
-ესე ნუ მიყურებთ, არ გელოდით და.. დავივიწყოთ ეს ამბავი
-მე არაფერი მითქვამს - გაეღიმა ბაჩას
-არ გითქვამთ, მაგრამ უკვე ბევრჯერ ისე შემომხედეთ, რომ ვიცი დამცინით..
-არ დაგცინი, სულაც არ იყავი დასაცინი..
ბაიამ მომზადებული საყვედურები აღარ თქვა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა
-ისე არ მინდა.. - მოესმა ბაჩას ხმა
-რა არ გინდათ?
-ამის დავიწყება, გამიჭირდება კიდეც..
-ისევ დამცინით!
-არა მეთქი, არ იყავი დასაცინი
-ჰო კარგი.. ვიყავი.. და მრცხვენია.. ამიტომ დავივიწყოთ, რომ ყოველ ჯერზე მიწაში ჩაძვრომა არ მინდოდეს
-ისეთი არაფერი მომხდარა, უფრო მეტი სიშიშვლე მინახავს ისევე, როგორც შენ. ნუ დარდობ..
-არაფერიც არ მინახავს! ძალიან გთხოვთ, მოვრჩეთ ამაზე საუბარს, თორემ მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს..
-სულ ტყუილად, მაგრამ კარგი, რაკი ასე გინდა მოვრჩეთ - გაეცინა ბაჩას და საჭეზე ხელისგულები დაატრიალა.
თითქმის ყველაფერი მზად იყო წვეულებისთვის, უკვე მაგიდებს რთავდნენ ყვავილებით და განათებაში ბოლო შტრიხები შეჰქონდათ. დრო სწრაფად გავიდა, წვეულებამდე ორი საათით ადრე ბაჩა წავიდა.
-ბაია, მომეხმარები შვილო? - მოხუცმა ბაიას ბაფთა დაანახა
-სიამოვნებით ბატონო ბაჩანა..
-არ შეგაწუხებდი, მაგრამ სამზარეულოში ისეთი ამბავია, არავის მოცდენა არ ღირს. შენც ჩაიცვი, ოთახში აიტანა ბაჩამ შენი ნივთები
-კი, ვიცი, გავხედავ ჩვენებს და ავალ
-ადი ადი, აღარავის უნდა ახედვა, ისედაც სამოთხეს დაამსგავსე აქაურობა! გამოიპრანჭე როგორც ჯერ არს, ისე, რომ ეს შენი ნამუშევარი უნდა დაჩრდილო იცოდე - გაიღიმა მოხუცმა.
ბაიამ სადა, მუქი ლურჯი კაბა მოირგო, კაბამ მისი ფორმები საოცარი სიზუსტით გამოკვეთა. თითქოს სადა კაბა, ბაიას ტანზე ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. თმა სანახევროდ შეიკრა და მაკიაჟიც გაიკეთა. ამინდმა ხელი შეუწყოთ, უკვე საკმაოდ თბილოდა. ბაია დაბლა ჩავიდა და პლანშეტით გააგრძელა სიარული, ყველაფერს თვალყურს ადევნებდა, პროგრამა ზედმიწევნით ჰქონდა ჩამოწერილი და პერსონალის გაფრთხილებით ცდილობდა მაქსიმალურად თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი „ჩეპეები“. სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს მისვლა, მალე ბაჩაც გამოჩნდა, მშობლებს შემოუძღვა და აივანზე მიუთითა, მოხუცი სწორედ იქ იღებდა სტუმრებს წვეულების დაწყებამდე. თვალებით ბაიას დაუწყო ძებნა, გადააწყდა კიდეც და მოეჩვენა, რომ იმ ბაღში ყველა ყვავილზე მეტად ის ბრწყინავდა, რომ მის გარეშე არაფერს ექნებოდა სილამაზე ეზოში. ბაია ძველებურად დადიოდა აქეთ-იქით, უხვად არიგებდა მითითებებსა და ღიმილს, რომელიც გულგრილს ვერ ტოვებდა ვერავის..
-არ მიკვირს რატომ ეშლები პეპლებს ყვავილში..
-მოხვედით?
-წამოდი..
-სად?
-ჩემებს აინტერესებთვინ არის ამ ყველაფრის ავტორი - ხელი ჩაკიდა და მშობლებთან მიიყვანა. მოხუცმა ბაიას ხელი ჩამოართვა ბაჩას და თავის ხელში მოიქცია
-აი ეს მშვენიერი ქალბატონია ყველაფრის თავი და თავი და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი ჩემთან, იმედია არ დამივიწყებს და ხშირად მოვა ხოლმე - თბილი ღიმილით გახედა ბაიას. გოგონამ გაუღიმა.
-გამარჯობა, სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა ბაჩას მამამ, მერე დედამ და თბილად გადაკოცნა
-მადლობა ამ ყველაფრისთვის, ძალიან ლამაზია!
-ბატონ ბაჩანას კარგი გემოვნება აქვს!
-თავმდაბლობა კარგია, მაგრამ ზედმეტი არც ეგ ვარგა. მადლობა - გაუღიმა ბაჩას მამამ „აი ვისი ღიმილი აქვს“ გაიფიქრა გოგონამ.
საღამო მოსალოდნელზე უკეთესად წარიმართა, ნამუშევარით ყველა აღფრთოვანებული იყო. დასკვნით ნაწილში რომ გადავიდნენ, ბაია მიხვდა, რომ დიდად საჭირო აღარ იყო და პროგრამაში გაუთვალისწინებელი ვეღარაფერი მოხდებოდა. მოეშვა, ჭიქით ბატონი ბაჩანას კონიაკი აიღო, ფეხზე გაიხადა და ბაღის სიღრმეში განმარტოვდა. ბალახზე ჩამოჯდა, ხეს მიეყუდა და დაძაბულობისა და დაღლილობის მოსახსნელად მოზრდილი ყლუპი მოსვა.
-ეს ადგილი მეც ძალიან მიყვარს - მოესმა ბაჩას დედის ხმა და წამოდგომა დააპირა - იჯექი იჯექი, არ ადგე, მე დავჯდები - გაუღიმა ქალმა, თვითონაც გაიხადა ფეხზე და გვერდით მიუჯდა.
-რამდენი ხანია ასე არ დავმჯდარვარ, ახლა შენ რომ დაგინახე, მეც ისე მომინდა.. რამდენი ხანია გვინდა, რომ ხელი შევავლოთ აქაურობას, მაგრამ ხან რატომ გადავდეთ, ხან რატომ.. როგორც ხდება ხოლმე. ახლა ყველაფერი ანათებს და ხარობს გარშემო, აღარც მინდა წასვლა!
-ჰო, რთულია ასეთი სიმყუდროვის დატოვება. თან ამ ყველაფერს არაჩვეულებრივი პატრონი ჰყავს..
-ჩემი ბაჩანა?
-დიახ, თქვენი ბაჩანა - გაეღიმა ბაიას - ისეთია, რომ როცა ხედავ ხვდები, რომ სახლში ხარ..
-სულ ასეთი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინე მასზე, ყველა სტუმარს უყვება, რომ მისი გაზაფხულა ხარ და შენ გააცოცხლე ყველაფერი გარშემო
-მგონი პირიქითაა, მე ვარ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, მასთან ერთი საუბარი, ყველაზე ცოტა ერთი კვირით საუკეთესო ხასიათზე ყოფნის გარანტიაა..
-მგონი შენ დასვენება გინდოდა და მე ამდენს გელაქლაქები
-რას ბრძანებთ! ლაქლაქი თქვენ ჩემი უნდა იკითხოთ, პირიქით მომერიდა არ დამეღალეთ და ამიტომ ვიკავებ თავს - ქალს გულიანად გაეცინა
-კიდევ რამდენი ჩემი ოჯახის წევრის გული უნდა მოიგო? - მოესმათ ბაჩას ხმა
-არ ვიცი, მაგრამ რამდენიც იყო, ჩათვალე, რომ ახლა ერთით მეტია! - უპასუხა დედამ
-უყურე შენ?!..
-გვიყურე! ან კი არ გვიყურო წადი და კიდევ მოგვიტანე ბაჩანას კონიაკი - თვალი ჩაუკრა ბაიას. ბაჩას სასიამოვნო სითბომ დაუარა სხეულში და კიდევ ერთხელ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში.
-ეს როგორია? ბაბუამისს საერთოდ აღარ ჰგავს მგონი, ხომ იცნობ ბაჩას?
-რა თქმა უნდა, მასთან სტაჟიორად ვარ..
-უი.. არაფერი უთქვამს! ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოა, აბა მომიყევი
-რა ვიცი, სრულიად შემთხვევით მოვხვდი მასთან, უნივერსიტეტმა გაგვანაწილა რამდენიმე სტუდენტი, ლამაზი ყვავილების შერჩევის გამო არ ავუყვანივარ. მთლად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ბატონ ბაჩანას მგონი მართლა არ ჰგავს, ყოველ შემთხვევაში სამსახურში საკმაოდ მომთხოვნია..
-სამსახურის გარეთ არა?
-ყველგან დედა. ნუ დაღალე ეს გოგო, იმსახურებს დასვენებას - ბაჩა ჩაიმუხლა და დედას ჭიქა გაუწოდა.
-კარგი, მე დაგტოვებთ, წავალ დავტკბები კიდევ..
ბაიაც წამოდგა
-არ დაგცალდა განმარტოება..
-ყველაფერი რიგზეა
-ფეხზე არ შეგცივდეს, ჩაიცვი - ბაიამ უარის ნიშნად თავი გააქნია - კონიაკის გამო შეიძლება არ გცივა, საღამოა!
-მიწაზე ვდგავარ, ფეხსაცმელები ასფალტზეც მეყოფა.
-უფროსს ეწინააღმდეგები?
-ასეთ დროს კი..
-როგორ დროს?
-როცა საღამოა, სამუშაო საათები წესით დასრულებულია, არაფორმალური გარემოა და თან გამბედაობას ბაბუამისის დამზადებული, არაჩვეულებრივი კონიაკი მმატებს. პლიუს, მისი ორი ოჯახის წევრის გული მაქვს მოგებული..
-მეტი..
-ფეხსაცმელებს ავიღებ და წავალ უკვე..
-უცბად არ შეტრიალდე, ხეს მიარტყამ თავს - გაეღიმა ბაჩას, ბაიას ხელი აიფარა სახეზე
-ისევ..
-გამბედაობას მმატებსო ხომ თქვი?
-გამბედაობას კი, მაგრამ სირცხვილის გრძნობას არ მიქრობს..
-არაფერი იყო სასირცხვილო, პირიქით, მგონი უნდა იამაყო..
-ხომ შემპირდით..
-გამბედაობის ამბავია, ჩემზეც მოქმედებს ბაჩანას კონიაკი.
-მე წავალ..
-რომ არ გაგიშვა?
-რატომ არ უნდა გამიშვათ?
-მოდი ასე გავაკეთოთ.. მაგ კონიაკს თუ სამ თვლაში დაცლი, გაგიშვებ
-თუ არა?
-თუ არა ერთ სურვილს შემისრულებ..
-რა სურვილს, კონიაკის გარეშე ვერ შევასრულებ?
-მგონი გაგიჭირდება..
-არ მინდა თამაში, წასვლა მინდა
-არ გეთამაშები.. სრულიად სერიოზული ვარ. ახლავე შემიძლია უამრავი საქმე გამოგიჩინო, ეს კარგად იცი..
-ჯერ უნდა ვიცოდე რა სურვილზეა ლაპარაკი..
-გაკოცებ და არ შემეწინააღმდეგები!
-არა.. მე წავედი!..
-ერთი ნაბიჯიც რომ გადადგა, აქვე გამოვაცხადებ, რომ ვქორწინდებით!
-რა სისულელეა! - გაოცდა ბაია და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა.. ორი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მისი საზეიმო ხმა მოესმა
-პატივცემულო სტუმრებო, დედა, მამა, იცნობდეთ! ეს ბაიაა.. - სანამ სიტყვას დაასრულებდა გიჟივით მიირბინა მასთან და მუდარის თვალები მიაპყრო
-გგონია გეხუმრე?
-ძალიან გთხოვთ.. ოღონდ ეგ არა, თქვენი მშობლები არიან აქ, ბატონი ბაჩანა, რატომ აკეთებთ ამას?? - ბაჩას სიამოვნებამ შეურხია ტუჩი და გააგრძელა - ჩვენი არაჩვეულებრივი ბაღის ავტორი და სულისჩამდგმელი. ძალიან თავმდაბალია, არ უნდოდა აპლოდისმენტებზე თქვენი შეწუხება, არადა ნამდვილად იმსახურებს! დილით უნდა გენახათ, ისეთი ენერგიული იყო, სწრაფი, დახმარებაც კი იუკადრისა.. - ბაიამ მთელი ძალით უჩქმიტა მკლავზე. სტუმრებმა ტაშით დააჯილდოვეს და განაგრძეს მოლხენა
-აბა რას იზამ?
-იცოდით, რომ დავბრუნდებოდი..
-რა თქმა უნდა! ყოველთვის ვიცი რას იზამ
-იცით ხო? - ბაიას პირველად დაეტყო გაბრაზება, ხელი ჩაკიდა, ხესთან მიიყვანა, კონიაკის ჭიქა ხელში დააჭერინა და ფეხსაცმელები აიღო - ესე იგი არაფერი გიკვირს, ყველაფერი ასე მარტივია! - ფეხსაცმელები ჩაიცვა, ჭიქა გამოართვა და ჯიბრიანად მიაჩერდა. გაბრაზებაც ისე შვენოდა.. ბაჩა კმაყოფილი ღიმილით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ადევნებდა თვალს. ბაიამ კონიაკი წამებში გამოსცალა, ჭიქა იქვე დააგდო, მიუახლოვდა, კისერზე ხელი მოკიდა და ტუჩებთან ძალიან ახლოს უთხრა..
-შენ არ მართავ ჩემ წილ სამყაროს!



№1 სტუმარი sofo

ძალიან მომწონსს <3 დიდი თავები დადე ,არმყოფნის

 


№2 სტუმარი ემი

სულ ღიმილით წამეკითხა და გაღიმებულიც დამტოვე... კარგა ხანს მეყოფაა..

ძალიან გემრიელობა ხარ, შენ blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

hh dacxa dzaan magari xar. Chemi piradi gazafxula xar. Roca es motxroba dadebuli mxvdebaxolme ase mgonia rom gazafxuli isadgurebs chems gulshi. Veli shemdefs!!!!!

 


№4 სტუმარი makukuna

როგორ გელოდი, და ისეთი თავი იყო, ღირდა ლოდინად. ბაჩა აქტიურობის სერიოზულ ფაზაში გადავიდა smile heart_eyes

 


№5  offline წევრი gvantsaa123

სუპერ გოგოა ბაია ♥♥

 


№6  offline წევრი nestanuka13

აუ ასე ნუ აგვიანებ რა(( როგორ მომწონს ჩემი ისტორიაა ❤

 


№7 სტუმარი Guest ania

ძლივს კაი თავები წამოვიდა...<3 ოღონდ ძალიან იგვიანებ ხოლმე:(

 


№8 სტუმარი sota

ღმერთო, რა ცუდი გოგო ხარ ესე რომ გვაწვალებ. შეიძლება ასე დაგვიანება?? აუ მალე დადე რა, თორემ გამისკდება გული.

 


№9 სტუმარი nini

რამდენჯერმე დავწერე, როგორ მომწონს ამ ავტორის წერის მანერა, სიუჯეტის განვიტარება, მაგრამ უნდა ვაღიარო ასეთი დიდი შუალედით გაგრძელების კითხვა, კითხვის სიამოვნებას მართმევს. წარმატებები მაინც. და როდესღაც, როდესაც ისტორია დასრულდება სიამოვნებით წავიკითხავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent