შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა უფლისწულის ალქაჯი (11 /დასასრული)


8-02-2017, 15:48
ავტორი MonsTer №13
ნანახია 1 729

პატარა უფლისწულის ალქაჯი (11 /დასასრული)

* * *
„არ შემიძლია დაკაკუნება“, - გავიფიქრე და უმწეოდ ავხედე კარს.
სიმართლის გაგების მეშინოდა. როგორ მრცხვენოდა ამის აღიარების, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა შევხვედროდი სალის, როგორ დამეჭირა მასთან თავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან, ძალიან შორეულ წარსულში ვიცნობდი მას. ნუთუ დავივიწყე? იქნებ აღარ მიყვარს? იქნებ არც არასდროს მყვარებია? თუ მიყვარდა, ასე ადვილად როგორ შევძელი ცხოვრების გაგრძელება? რატომ არ მოვუსმინე მაშინ, როცა მოსმენას მთხოვდა. გუშინ, როცა კაფესთან შემხვდა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის ისევ იტანჯებოდა ჩემ გამო. მიხაროდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ არ ვიცოდი, მე რას ვგრძნობდი მის მიმართ. რასაკვირველია, ვერასდროს დავივიწყებდი მის ღალატს. ამის გარდა ყველაფრის პატიება შემეძლო.
მოულოდნელად კარი გაიღო და სალი გამოჩნდა. თმა გაეშალა, თხელი, მოშვებული ჯემპრი და ვიწრო ჯინსის შარვალი ეცვა. გაშლილ თმაში ისევ ჰგავდა შუა საუკუნეების ჯადოქარს, მხოლოდ ის იყო - მის თვალებში აღარ ჩანდა ის ცეცხლი, ერთ დროს ასე რომ დამატყვევა.
- დიდხანს აპირებ აქ დგომას? თუ წასვლა გინდა, წადი, თუ არადა შემოდი, - გაღიზიანებულმა მითხრა.
- შემოვალ, - ვუპასუხე და თავი პატარა ბიჭად ვიგრძენი, რომელსაც რაღაცის გამო ტუქსავდნენ.
ბინაში შევედი. გამახსენდა, ექვსი თვის წინ როგორ მივიპარებოდი მისი საძინებლისკენ. ნელა ვუახლოვდებოდი ოთახს, რომლის შიგნიდანაც საუბრის ხმა ისმოდა. მაშინვე ვიცოდი, რომ იმას, რასაც შიგნით ვნახავდი, ჩემი ცხოვრების დანგრევა შეეძლო. მაშინ რატომ შევედი? რატომ არ გავექეცი ამ ტკივილს?
ჩემს უკან მომავალი სალისკენ სწრაფად შევტრიალდი. სალი არ მოელოდა და მოულოდნელად შემასკდა.
- რას აკეთებ? - მკითხა მან და აფორაჯებულმა უკან დაიხია.
ყურადღებით შევხედე. მისი შეხება, მისი სურნელი და ხმა ისევ ისე მაღელვებდა, როგორც ადრე. ჩემთვის ახლა უფრო მეტად იყო ამოუცნობი, ვიდრე ოდესმე. ისევ ვიყავი მისით დაინტერესებული, ისევ მინდოდა მისი გონების ჯურღმულებში ჩამეხედა. ჩემთვის ისევ ისეთი ძვირფასი იყო.
- მეშინია, რომ აღარ მიყვარხარ.
- არც უნდა შეგყვარებოდი! - მომახალა უცებ და მისაღებ ოთახში გავიდა.
ღმერთო, დავიჭირე! ჩავლისას დავინახე მისი თვალები. სულ წამით, მაგრამ მისმა თვალებმა მაინც გაყარა ნაპერწკლები. მასში ისევ იყო ჩემი ალქაჯი - ცოტა დეპრესიული, მაგრამ მაინც ისეთი ველური, როგორიც ადრე.
სალიმ წითელი ღვინის ბოთლი და ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე. სწრაფად ჩამოასხა ჭიქებში და ერთი მე გამომიცურა. ორივემ ერთდროულად ავიღეთ ბოკლები. სალიმ ოდნავ მოსვა, ჩემს პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა და ისე შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა.
- ესე იგი, ჩემს შესახებ ყველაფერი გაინტერესებს, არა? - მკითხა მან.
- ყველაფერი, - ვუპასუხე აღელვებულმა. გული სწრაფად მიცემდა, ადრენალინის გამოყოფას ვგრძნობდი. ჩემი სხეული რაღაც საშინელის გასააზრებლად ემზადებოდა.
- კარგი, ყველაფერი... - გაიმეორა მან და კიდევ მოსვა, - იცოდე, სანამ ბოლომდე არ მომისმენ, ხმას არ ამოიღებ. თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვი და გამაწყვეტინებ, ამ კარიდან გახვალ და უკან აღარასდროს დაბრუნდები.
- კარგი, - ხმაწართმეულმა ვუპასუხე. ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა პირობის შესრულება, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სალი თავის სიტყვას შეასრულებდა. სამუდამოდ ამომშლიდა თავისი ცხოვრებიდან.
- მაიკლი რომ გავიცანი, 26 წლის ვიყავი. ავტოსტოპით აღმოსავლეთ ევროპაში ვმოგზაურობდი, - ნელა დაიწყო სალიმ და ღვინო კიდევ მოსვა. მზერა ჩემს მარჯვნივ, კედლისთვის მიეპყრო, თითქოს ამ კედელზე ხედავდა თავის წარსულს, - ბუქარესტში ახალი ჩასული ვიყავი. მანამდე კი უკვე ხუთი ქვეყანა მქონდა მოვლილი და მოგზაურობა აღარ მსიამოვნებდა. სახლში მინდოდა დაბრუნება, თუმცა თვითმფრინავის ბილეთის ფული არ მქონდა. ავტოსტოპით წასვლისთვის კი ენერგია აღარ შემრჩენოდა. ბუქარესტში პატარა კაფეში დავიწყე მუშაობა. ბევრს არ მიხდიდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან თანხას შევაგროვებდი. ღამე კარავში მეძინა - საზოგადოებრივ პარკში, უსახლკაროების გვერდზე. იქ ყოფნა მომწონდა. სახლში დაბრუნება კი მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა აქ - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კრიზისი დამეწყო. ცხოვრების აზრი დავკარგე. მალე მშობლებიც დამეღუპა და საკუთარი თავის საპოვნელად ცხოვრების აზრი დავიწყე. შემეძლო საბანკო ანგარიშიდან მომეხსნა მშობლების დანატოვარი თანხა, ან სულაც ონლაინ შემეკვეთა ბილეთი, მაგრამ იქ ყოფნა, მუშაობა და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება ვამჯობინე ყველაფერს. რამდენიმე თვის შემდეგ ბილეთის ფული უკვე ხელში მეჭირა, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ სახლში დასაბრუნებლად მზად ვიყავი. როდესაც თვითმფრინავის ტუალეტში, სარკეში საკუთარ თავს შევხედე, ვერ მივხვდი, ვინ მიყურებდა იქიდან - ჭუჭყიანი, გარუჯული ჰიპსტერი, გაწეწილით თმითა და უცნაურად გაბრწყინებული თვალებით. არასდროს მომჩვენებია თავი ისეთი ლამაზი, როგორც მაშინ. თითქოს შევიცვალე, სხვა გავხდი. თვითშეფასება ამიმაღლდა, ცხოვრებისა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. უკან რომ გამოვედი, ჩემ გვერდით სავარძელზე ვიღაც იჯდა. დაახლოებით ჩემი ასაკის სიმპათური კაცი იყო, სიცხის მიუხედავად საკმაოდ სქელ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. მუქი, პრიალა თმა და ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. სასიამოვნო ადამიანი ჩანდა და ამან შემაცდინა. მაიკლთან ერთად რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთმანეთთან იმდენი რამ აღმოგვაჩნდა საერთო, ჩამოთვლაც კი გვიჭირდა. მხიარული იყო, ქარიზმატული, ქალის მოხიბვლა შეეძლო. განსაკუთრებით კი ჩემისთანა გამოუცდელი ქალის. მაიკლზე რომ დავქორწინდი, ქალიშვილი ვიყავი. მაიკლი არა მარტო ჩემი პირველი პარტნიორი, არამედ პირველი კაცი აღმოჩნდა, ვინც ჩემში ქალი დაინახა. როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვედით, უკვე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი მასზე. დამშვიდობებისას მაიკლმა მაკოცა და დამპირდა, რომ აუცილებლად დამირეკავდა. ჩემი მიცემული ნომერი გულის ჯიბეში შეინახა და წავიდა.
სალი წამით გაჩუმდა. ბოკალში დარჩენილი ღვინო ორ ყლუპად დალია და კვლავ ახლიდან შეივსო.
- მართლაც დამირეკა. მეორე დღეს, დილით. ისე შევყევით ლაპარაკს, რომ სამსახურში დააგვიანდა. მაშინ არც ისე ცნობილი ადვოკატი იყო, მაგრამ დამწყები. თუმცა წაგებული საქმე არც მაშინ ჰქონია. ჩვენი საუბრები ორიოდე კვირას გაგრძელდა. მაიკლი და მე ყოველ დილა-საღამოს ვსაუბრობდით. ორი კვირის შემდეგ კი პაემანზე დამპატიჟა. სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ისე ვიყავი მისი სიყვარულით დაბრმავებული, მაშინვე დავთანხმდი. მაგრამ ქორწინების პირველ ღამეს აღმოჩნდა, რომ არ ვყოფილვარ ისეთი სრულყოფილი, როგორც მაიკლს და მე მიგვაჩნდა.
სალი კვლავ გაჩუმდა. ამჯერად ხმა წაერთვა მღელვარებისგან. გაფითრებულს ნერვიულობისგან ტუჩები უთრთოდა და ხელები უკანკალებდა. თვალებში არ მიყურებდა, აღარც კედელს უყურებდა. მისი მზერა საკუთარ მოცახცახე ხელებზე გაყინულიყო.
- ვერაფერი ვიგრძენი. ტკივილი და დისკომფორტი, ცხადია, ბუნებრივი იყო, მაგრამ სიამოვნების მსგავსიც კი ვერ ვიგრძენი ვერაფერი. თავიდან ვიფიქრეთ, რომ დროთა განმავლობაში გამოსწორდებოდა, ჩემი ორგანიზმი შეეჩვეოდა ასეთ სიახლეს, ნელ-ნელა რეაგირებას დავიწყებდი სექსზე, მაგრამ... ჩემში სრული სიცარიელე იყო, - სალიმ ტუჩები მჭიდროდ მოკუმა და წამის შემდეგ აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა ყელიდან, - მისი კოცნა მსიამოვნებდა, პრელუდიაც მსიამოვნებდა, მაგრამ აქტზე გადავდიოდით თუ არა, უგრძნობი, ფრიგიდული ქალი ვხდებოდი. შემდეგ კი მაიკლმა ხასიათიც გამოავლინა. ექიმთან მისვლა ამიკრძალა, რადგან ჩემ გამო რცხვენოდა. უმიზეზოდ ყვირილი და ჩხუბი დაიწყო, შემდეგ სმაც. სახლში ნასვამი ბრუნდებოდა, ყველაფერზე ღიზიანდებოდა. და მაშინ დაიწყო... ყოველ ღამე მაუპატიურებდა, მცემდა. მეუბნებოდა, რომ უბედური იყო, რადგაც ცოლად ვერ ვივარგე. და მეც დამარწმუნა ამაში. ვთვლიდი, რომ ჩემი ბრალი იყო, ვიმსახურებდი ასე მოქცევას. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მიყვარდა და სიყვარულისთვის რაღაცებზე თვალი უნდა დამეხუჭა. ორი წელი ვიტანდი, როგორ მაუპატიურებდა, როგორ მირტყამდა, მამცირებდა და მეჩხუბებოდა. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. მოულოდნელად უბრალოდ შეწყდა ეს ყველაფერი. სახლში გვიან ან საერთოდ აღარ ბრუნდებოდა. არ მელაპარაკებოდა, საერთოდ არ იმჩნევდა ჩემს არსებობას. მაშინ მივხვდი, რომ საყვარელი ჰყავდა და თავზარი დამცა ამის ცოდნამ. იმიტომ კი არა, რომ ვეჭვიანობდი, ან მის ღალატს განვიცდიდი, იმან შემაშინა, რომ შეიძლებოდა სხვასაც ისე მოქცეოდა, როგორც მე. ვცადე მის საყვარელს დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ მომისმინა. მერე მეც ხელი ჩავიქნიე... ქორწინების 5 წლის თავზე კი გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოვაწყე. ერთად ვივახშმეთ. მაიკლი გაოცებული იყო, როგორც ჩანს, ისე იყო მიჩვეული ჩემს უმოქმედობას, ჩემმა ინიციატივამ გააკვირვა. ვახშმის შემდეგ ბეჭედი დავუბრუნე, ვუთხარი, მივდივარ-მეთქი და წამოვედი.
სალიმ საუბარი შეწყვიტა. თავდახრილი იჯდა ჩემ წინ, სახეზე თმა ჩამოშლოდა და ჩუმად ტიროდა. იმდენი რამის კითხვა მინდოდა, იმდენი რამის თქმა, მე კი ვერ ვინძრეოდი. გაოგნებული ვიჯექი და მის აღსარებას ვუსმენდი. ვიცოდი, აქ არ დასრულდებოდა არაფერი. ვიცოდი, კიდევ გქონდა რაღაც სათქმელი, მე კი თუ ხმას ამოვიღებდი, ჩემს ცხოვრებასაც დავანგრევდი და მისსაც.
სალიმ ცრემლები მოიწმინდა. სასმლისა და ტირილისგან ლოყები ასწითლებოდა.
- განქორწინებამ სტიმული მომცა. ახალი ცხოვრება დავიწყე. აქ გადმოვედი, მეგობრებთან ურთიერთობა აღვადგინე, რომელიც ქორწინების გამო გავიფუჭდა, ჰობი გავიჩინე, სწავლა განვაგრძე... და ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მე ფლირტი დავიწყე. მსიამოვნებდა ფლირტი, ამ დროს ბედნიერი და სასურველი ვიყავი. თამამი, ლამაზი ქალი, რომელიც თავგადასავლებს ეძებდა. თუმცა ფლირტი არასდროს გადასულა უფრო სერიოზულში. განქორწინების შემდეგ მხოლოდ ორჯერ მქონდა პატარა რომანი, მაგრამ ორივეჯერ ერთმანეთზე უარესი იმედგაცრუება ვიგრძენი და გადავწყვიტე, რომ ჩემს ახალ ცხოვრებაში კაცების ადგილი არ იყო. წარმოდგენა არ მქონდა, სექსი რა იყო, ამიტომ მოთხოვნილებაც არ გამაჩნდა. დანარჩენი კი უკვე მეორეხარისხოვანი იყო. ქორწინებამ ისე გამომფიტა, მეშინოდა, რომ სერიოზულ ემოციებს ვერ გავუმკლავდებოდი, - სალიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალებში შემომხედა, - მაგრამ მერე შენ გამოჩნდი. და რაღაც ვიგრძენი... დაგინახე თუ არა, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, მსგავსი რომ არასდროს განმეცადა. შემდეგ კი, როცა ხელზე მაკოცა... პირველად მომინდა უფრო მეტი. თანდათან ერთმანეთის გაცნობა დავიწყეთ. სულ უფრო და უფრო მეტად მომწონდი. მომწონდა შენი მხიარული ხასიათი. ხშირად მიამიტურად იქცეოდი, მაგრამ ისეთი საყვარელი იყავი... შენთან პირველად ვიგრძენი ორგაზმი. შენთან პირველად ვიგრძენი თავი ნამდვილ ქალად. ბედნიერი ვიყავი. მე შენ არასდროს მომიტყუებიხარ, მაგრამ იმ დღეს... - სალი შეყოყმანდა და მზერა ამარიდა. დავიძაბე. ვატყოდი, რომ ნელ-ნელა უახოვდებოდა დასასრულს, - იმ დილას რაღაც მოხდა. უფრო სწორად ჩემში მოხდა რაღაც. ვიგრძენი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. დიდი ხანი მაწუხებდა კითხვა, თუ რატომ მაინც და მაინც შენ... რატომ შენთან? არ გამომდიოდა სხვასთან არაფერი? მთელი ღამე თეთრად გავათენე ამაზე ფიქრში. გამთენიისას კი სასეირნოდ წავედი. უბრალოდ, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მჭირდებოდა. დიდხანს ვსეირნობდი, მთელ ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი, შენზე, ჩემზე და ჩვენს მომავალზე. უცებ ის დავინახე... ღმერთო, მისი სახელიც კი არ მახსოვს. დავინახე და ვკითხე, სექსი თუ უნდოდა. ბინაში ავედით. ნახევარი საათი მის წინ შიშველი ვიდექი და თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რომ არც შენ იყავი არაფერ შუაში, არც მაიკლი და არც ის მამაკაცები, რომლებთან ურთიერთობაც მქონია. მინდოდა დამეჯერებინა, რომ ყველაფერში დამანაშავე ჩემი გონება იყო. მაგრამ როდესაც მომიახოვდა, როდესაც კოცნა სცადა, პანიკაში ჩავვარდი. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა შემხებოდა. გულისრევა ვიგრძენი, საშინელი გულისრევა. შემდეგ კი ის აზრი ამეკვიატა, რომ სხვა კაცთან სექსის მცდელობით შენ გიღალატე... საშინლად არეული ვიყავი, როდესაც შემოხვედი. მინდოდა შენთვის ყველაფერი მომეყოლა, ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ არ მომისმინე... ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, არც მე მოგისმენდი... შენ წახვედი. მთელი ეს დრო გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. მინდოდა ამის დაჯერება... შენს დავიწყებას ვცდილობდი, შენზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს... მაგრამ ვერ შევძელი. ახლა აქ ხარ, ჩემთან. ვცდილობ მოვერიო იმაზე ოცნებას, რომ ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება. ერთად აღარ ვიქნებით. პატიებას არ გთხოვ, სკოტ. მე შენთვის არასდროს მიღალატია. შეიძლება შენ ასე არ ფიქრობ, მაგრამ შენთვის არ მიღალატია. ღალატი აქედან მოდის, - სალიმ ხელი გულზე დაიდო, - და არა სხეულიდან, - წამით თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, - თავს ცუდად ვგრძნობ. უნდა დავწვე, - ჩურჩულით წარმოთქვა ბოლოს, ნელა წამოდგა სავარძლიდან და არეული ნაბიჯებით შეიკეტა საძინებელში.

* * *
კარის მიხურვის ხმაზე თავი მისკენ შევატრიალე. კარი დაკეტილი იყო. ოთახში ჩემ გარდა სულიერი არ ჭაჭანებდა.მისი ოთახიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა, თითქოს არც არავინ შესულა. მხოლოდ კარის დაკეტვის ხმა გაისმა და იმ წამს მივხვდი, რომ მარტო ვიყავი.
უნდა მეფიქრა სალის ნათქვამზე. მისი თითოეული სიტყვა უნდა გამეაზრებინა. უნდა გამეგო, რა მითხრა, რადგან სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი. მისი მოყოლილი ამბავი ჩემ გარშემო ბგერებად დაშლილი დაფარფატებდა. თითოეული ბგერა უნდა დამეჭირა, ერთმანეთზე მიმეწება და ყველაფერში გავრკვეულიყავი.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ვხვდებოდი, რომ რაღაცას მიმალავდა. არც წარსულზე საუბარი უყვარდა. როცა ხვდებოდა, რომ მასზე ვნერვიულობდი, თავს მაჩვენებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ხშირად ეცვლებოდა ხასიათი. ხშირად ექცეოდა მოგონებების ტყვეობაში... ახლა კი გავიგე, რატომ.
ორი წელიწადი... ქმარი ორი წლს მანძილზე აუპატიურებდა. ორი წლის მანძილზე მისგან ასეთ დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას იტანდა. ორი წელი ხომ ძალიან, ძალიან ბევრი იყო... მიხაროდა, რომ ქმრისგან თავის დაღწევა შეძლო. გაუჭირდებოდა წარსულის უკან მოტოვება, მაგრამ სალი ცდილობდა... სალის გამოსდიოდა... ახალი ცხოვრება დაიწყო. მე ამირჩია ახალ ცხოვრებაში იმ ხელჩასაჭიდად, ვისი საშუალებითაც წარსულის დავიწყებას შეძლებდა. მაგრამ მე რა გავაკეთე?... რატომ არ მოვუსმინე... რატომ არ შევეცადე მისი გაგება. სალი მართალი იყო, მის ჩემთვის არ უღალატია. ეს მე ვუღალატე, როცა დავუშვი, რომ არ ვუყვარდი, როცა თავი დავირწმუნე, რომ მატყუებდა. მე სალის ვტანჯავდი. ჩემთან ბედნიერი არ იყო, ის კი ყველაზე მეტად იმსახურებდა ბედნიერებას. არ ვიცოდი როგორ დამემსახურებინა მისი პატიება. ისიც კი არ ვიცოდი, ჩემი დანახვა ისევ ენდომებოდა თუ არა. ჩვენი მომავალი იმაზე მეტად იყო ბუნდოვანი, ვიდრე ოდესმე.
„ვიცი, რომ არაფერი შეცვლილა. ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით“, - გამახსენდა მისი ნათქვამი. ნუთუ ისე შევაძულე თავი, რომ შერიგების შანსიც აღარ დამრჩა? ნუთუ ისე ვატკინე გული, რომ ვერასდროს დაივიწყებს? მეც ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვაპატიებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საპატიებელი მას კი არა, მე მქონდა... როგორ უნდა მოვქცეულიყავი... რა უნდა გამეკეთებინა... ერთადერთი, რაც იმ წამს მინდოდა, სალის ტკივილის შემსუბუქება იყო. მთელი გულითა და სულით მინდოდა, რომ აღარ დატანჯულიყო, გათავისუფლებულიყო ტკივილისგან, იმედგაცრუებისგან, დარდისგან...
ისევ გავხედე მისი საძინებლის კარს. ისევ არაფერი ისმოდა. ისეთი სიჩუმე იყო, შემზარავი, დამთრგუნველი სიჩუმე, თითქოს სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა. მე კი ისევ სავარძელში ვიჯექი და განძრევის ვერ ვახერხებდი, თითქოს პარალიზებული ვიყავი. გული სუსტად მიცემდა, თუმცა გულისცემის ხმა ისე მესმოდა, თითქოს ხმის გაძლიერებული ჩართო. ეს იყო ერთადერთი, რისი აღქმაც შემეძლო.
უბრალოდ ვიჯექი და ველოდი, როდის მოვიფიქრებდი რამეს, როდის შევძლებდი დამბლადაცემული კიდურების ამოძრავებას. ველოდი, როდის გამოვიდოდა სალი ოთახიდან.

* * *
ფანჯარაში მზის ამოსვლას ვუყურებდი. მთელი ღამის მანძილზე ერთ ადგილას ვიჯექი და ვფიქრობდი. ვერაფერი მოვიფიქრე. ვერაფერს მივხვდი. ბინდისფერი, მოწითალო იყო ჰაერი, თითქოს მზის სხივებმა ყველაფერში შეღწევა შეძლეს. ცას მტრედისფერი დაჰკრავდა, ლურჯი ღრუბლები ჩანდა და ვიცოდი, ახლა გარეთ ყველაზე სასიამოვნო ტემპერატურა იქნებოდა - დილის სუსხი.
მოულოდნელად კარის გაღების ხმა მომესმა და სალის ოთახისკენ გავიხედე. გამოვიდა და კარში გაშეშდა. სახეზე დაეტყო, რომ არ მოელოდა ჩემს დანახვას. ერთხანს მიყურა, შემდეგ ამოიოხრა და სამზარეულოსკენ გავიდა.
თვალი გავაყოლე. წითელი ღამის პერანგი ეცვა, სხეულზე მოტმასნილი, თითქმის გამჭვირვალე. თმა გაეშალა, სქელი, ქერა კულულები მხრებზე ეყარა. იმაზე გამხდარი იყო, ვიდრე მეგონა.
უკან გავყევი. სალი მაგიდასთან იდგა და ჭიქაში ღვინოს ასხამდა. ხელი უკანკალებდა, ამიტომ ცოტა მაგიდაზე დაეღვარა. განერვიულებულმა დამშვიდება სცადა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული ხელი რამდენიმე წამით ჰაერში გააჩერა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო ღვინის ჩამოსხმა.
- აღარ დალიო, - აკანკალებული ხელი დავიჭირე და ბოთლი გამოვართვი.
სალიმ წამით შემომხედა. თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა, დასიებოდა და ისე გაჭირვებით ახამხამებდა, ალბათ ეწვოდა კიდეც. ღამენათევი იყო. წუხელ მასაც არ სძინებია.
- რატომ არ წახვედი? - ხმაგაბზარულმა მკითხა.
- არ ვიცი, - ვუპასუხე გულწრფელად.
- უნდა წასულიყავი. თუ დარჩები, შეიძლება იფიქრო, რომ სიყვარულის გამო გინდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ ჩემი ნაამბობი შენში მხოლოდ კაცურ სიამაყეს გააღვივებს. შეიძლება ვერც მიხვდე, მაგრამ ასე იქნება. არ მჭირდება სიბრალულზე აგებული ურთიერთობა.იმის გამო არ უნდა დარჩე, რომ გებრალები...
- გეყოფა, ნუ ტირი, - ატირებულ სალის ხელები შემოვხვიე. სალიმ თავი მხარზე დამადო და ჩუმად ასლუკუნდა. თავზე გადავუსვი ხელი. მისი თმა ბუმბულივით მსუბუქი, მაგრამ სქელი იყო.
- ჩემი წასვლით თუ კარგად გავხდები, წავალ. მაგრამ თუ ცუდად უნდა იყო, ერთად ვიყოთ ცუდად, ერთად გადავლახოთ ეს ყველაფერი. არ მინდა შენი მარტო დატოვება. აღარ წავალ, სალი. არა აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა. მე შენ მიყვარხარ. იმიტომ კი არა, რაც მითხარი, იმიტომ მიყვარხარ, რომ შენ თბილი, ყველაზე ალერსიანი და ლამაზი ქალი ხარ დედამიწაზე. მაპატიე, რომ მაშინ არ მოგისმინე... მაპატიე, რომ ასეთი სულელი ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყო. რომ ისევ ის ალქაჯი გახდე, ვის თვალებშიც ცეცხლი დაენთო... გავემგზავროთ აღმოსავლეთში... თითოეული არაბული ქვეყანა ფეხით მოვიაროთ... შენ თუ გინდა, კაცთანაც მექნება სექსი. ყველაზე თანახმა ვარ, თუ შენ ცუდად აღარ იქნები...
- მართლა გექნება კაცთან სექსი? - სალიმ სრუტუნით ასწია თავი ჩემი მხრიდან და თვალებში შემომხედა.
- მექნება, თუ გინდა, - სწრაფად ვუპასუხე.
მოულოდნელად სალის გაეცინა. ეს ყველაზე პატარა, თუმცა ყველაზე ნამდვილი სიცილი იყო. სწრაფად სცადა დასერიოზულება, მაგრამ ტუჩის კუთხეებში ღიმილი მაინც დარჩა, თვალები კი კიდევ უფრო ჩაუწითლდა.
- ადრე თუ გვიან ამ დაპირებას შეგახსენებ, - მითხრა მან.
ტუჩები მაგრად მოვკუმე და თავი დავუქნიე.
- კარგი, შევრიგდით, - მან მზერა ამარიდა, - მაგრამ ჩახუტებებსა და სიხარულისგან ხტუნვის თავი არ მაქვს, - ცივად მითხრა მან. ისევ იყო ჩემზე გაბრაზებული. არ მიკვირდა. მეც გამიჭირდებოდა ასე მალე პატიება. ისიც კარგი იყო, რომ შემირიგდა.
- არა უშავს, - გავუღიმე, - წამოდი, - ხელი ჩავკიდე და სააბაზანოსკენ წავიყვანე.
- სად მიდიხარ? - ბუზღუნით მკითხა მან.
- ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი აგდის. ამისგან უნდა გაგათავისუფლო.
ვანაში ცხელ წყალი ჩავუშვი და ვანის კიდეზე ჩამოვჯექი. ჩემ წინ მდგარ სალის შევხედე. უხერხულად იდგა, ლოყები ასწითლებოდა და თვალებს ძლივს ახელდა. ხელი გავიწოდე მისკენ, ფრთხილად მოვუჭირე თითებზე თითები. სალიმ გაიღიმა და შემომხედა.
ვანა აივსო. ონკანი გადავკეტე. სალის მივუახლოვდი, წითელი პენუარი და საცვალი გავხადე. შემდეგ სახეზე ჩამოშლილი თმა სამაგრით შევუკარი კეფაზე.
- ცუდად გამომივიდა, - ამოვიოხრე.
სალიმ სამაგრი გამოძრო და თავად გაისწორა თმა.
მეც გავიხადე ტანსაცმელი. მხოლოდ საცვალი დავიტოვე. სალის დავეხმარე ვანაში ჩამჯდარიყო. მე კი ვანის კიდეზე ჩამოვჯექი და ფეხები წყალში ჩავყავი.
სალის წელის გარშემო შეკრული წყალი ოქროსფერი ჩანდა. სალის კანი კი ისეთი თეთრი და ფერმკრთალი იყო, თითქოს სისხლი ერითროციტებისგან დასცლოდა. ღრუბელი წყალში დავასველე და ძალიან ნელა გადავუსვი ზურგზე. სალიმ თავი ჩემკენ შემოაბრუნა, ტუჩები და ნიკაპი საკუთარ მხარს დააყრდნო და თვალები დახუჭა.
არ ვიცი, ამას ერქვა თუ არა დაბანა. ისე გამიტაცა მის ზურგზე ღრუბლისა და ჩემი ხელს მოძრაობამ, თითქოს ქანდაკებას ვძერწავდი. სალი კვლავ თვალდახუჭული იჯდა და ღრმად, მშვიდად სუნთქავდა. მოულოდნელად თვალები გაახილა, თავი მუხლზე დამადო და მკლავები წყალში უღონოდ ჩამოყარა.
- წყალში ჩამოდი, სკოტ... მინდა, რომ ჩამეხუტო, - დაჩურჩულა მან.
მუხლიდან თავი ავაწევინე და წყალში ჩავცურდი. ჩემკენ მოვიზიდე სალის სიფრიფანა სხეული, ხელები მუცელზე შემოვხვიე და ძლიერად ჩავიკარი. სალიმ თავი უკან გადმოსწია, მხარზე დამადო და ჩემს შემოხვეულ ხელებს თავისი თითები დააფარა.
- ვიყოთ, სანამ წყალი გაცივდება. კარგი?
- კარგი.
წყალი არასდროს გაციებულა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu bolos dzaan magarii iyoo ai saocsrii. Miyvarxar ai [email protected] ise gamixarda rom sherigdnen. Dzaan magari xar

 


№2  offline მოდერი მარია.

სასწაულია ^^
კარგიაააა
გადასარევია
ძაან მაგარია
ყოჩაღ❤
ვგიჟდები ამ წყვილზე❤
არ ველოდი ასე მალე დასასრულს.
ძაან მომეწონა ეს ისტორია, იმედია მალე დაგვიბრუნდები ახლით.
წარმატებები❤
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№3  offline წევრი мариамо

yovrlgari uazri laparakis gareshe geubenebi rom saocrebaaa <333

 


№4  offline წევრი Indigo

მაიკლი მომგვარეთ, იგივე უნდა გავუკეთო, რასაც სალის უკეთებდა! imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline მოდერი ენემი

Indigo
მაიკლი მომგვარეთ, იგივე უნდა გავუკეთო, რასაც სალის უკეთებდა! imp smiling_imp

joy