შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგი გაჩერება-ბედნიერება! (მეორე თავი)


14-02-2017, 22:11
ავტორი Violeta_ia
ნანახია 580

შემდეგი გაჩერება-ბედნიერება! (მეორე თავი)

მთელი კვირის განმავლობაში გადაუღებლად ბარდნიდა. ტრასებზე მარილს ყრიდნენ,თუმცა ტრანსპორტს მოძრაობა მაინც უჭირდა. ევროპის რეგიონებში დიდთოვლობას ელოდნენ. მთელი შვიდი დღე ფრთხილი ნაბიჯებით დასდევდა ალისი მაიკს,ის კი არც გვერდით იყურებოდა,არც უკან. მიდიოდა როგორც ცხოვრების უმნიშვნელო მგზავრი,როგორც დავრიში თავისი მოგზაურობისას. ქუჩები კვლავ ხალხით იყო სავსე. ალისს სახეზე კაშნი აეფარა და წაბლისფერ დალალებზეც ქუდი ჩამოეფხატა. შესანიშნავად იყო აღჭურვილი საიმისოდ,რომ ვერ ამოეცნოთ. ერთ ლამაზ და მყუდრო საღამოს, ისევ ბრანდერბურგის ჭიშკართან უცდიდა თავისი ტრფობის ობიექტს. ნახევარი საათი რომ უცადა და სფინქსს რომ დაემსგავსა, მხრები ჩამოყარა და არ მოვაო გაიფიქრა. ფეხის ათრევით დაეშვა დაღმართზე. ფეხითმოსიარულეთა ბილიკზე მიმავალი, მეთვალყურესავით ატრიალებდა თვალებს უეცრად სულში დასთბა,სახე გაებარდა და თვალებში სიხარულის ცეცხლი დაენთო. დანკინის შესასვლელთან მაიკი მოლანდა, რიგში იდგა სალაროსთან. მის წინ კიდევ ოთხი ადამიანი იყო. სიხარულისგან ლამის შეხტა, მერე ხელები ერთმანეთს გადააჭდო,თვალები დახუჭა და დიდი შუშის კარი შეაღო. ვაჟს ზურგსუკან დაუდგა და იმ წუთს მასზე ბედნიერი არავინ იყო პლანეტა დედამიწაზე. მაიკი მხრებს ათამაშებდა, ისევ მუსიკას უსმენდა ყურსასმენებში. მერე ერთი ამოიოხა, მხარზე დაცვენილი წაბლისფერი თმა შეერხა და რიგს გამოეცალა.კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. სამ წუთში ალისის რიგმა მოატანა და ორი ცხელი შოკოლადი შეუკვეთა. ჩეკი აიღო და რამდენიმე წამში ცხლი შოკოლადის ჭიქებით ხელში გარეთ გამოვარდა. მაიკი გასვლილსას ხელმარცხნივ წავიდა, ისიც იმავე გზას დაადგა. მოყინულ ბილიკზე ხალხი ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა,ამიტომ არც მაიკი იყო შორს წასული. მალევე წამოეწია გულისწორს და მის ზურგსუკან აღიმართა მომლოცველივით. ამჯერად მაიკს შავი დუბლიონკა ემოსა, შავივე ფერის შარვალი და მასზე ლამაზად ჩამოკონწიალებდა ვერცხლისფერი ჯაჭვი. ვერცხლის ბეჭდებმაც იელვეს თითებზე,როდესაც თმიდან თოვლის ფიფქები ჩამოიბერტყა. ალისს ხაკისფერი თბილი ნაჭრის ქურთუკი ემოსა და წითელი გამოყვანილი ჯინსი. პირზე მალინისფერი ნაქსოვი კაშნი აეხვია და იმავე ფერის ქუდი ჩამოეფხატა. ასე მისდევდა შოკოლადის ჭიქებით ხელში ერთგული ფინიასავით,სანამ გაჩერებას არ მიუახლოვდნენ. საოცრება ის იყო,რომ გაჩერებაზე არავინ დახვდათ. ავტობუსი 20 წუთში მოვდიდოდა. ცა ისე ლამაზად მოქუფრულიყო,თითქოს განზომილებები გადაიკვეთნენ და სხვა სამყაროს ერწყმისო. ვაჟი ნისლის უკიდეგანობაში ჩაძირულიყო მზერით , მისი პირიდან გამომავალი ორთქლი თეთრი მასის ფორმით ერწყმოდა ჰაერს. მის გვერდით მდგომი ალისი შინაგან ბრძოლაში ჩაფლულიყრო, ბოლოს, როგრც იქნა, ძალები მოიკრიბა და ორჯერ მოუთათუნა მხარზე ხელი. მაიკი მოულოდნელობისგან შეკრთა და ინტიქტურად ყურსასმენები მოიძრო, მიანათა დამფრთხალი თვალები.
-რა საოცარი დამთხვევაა,ისევ შევხვდით,-ეუბნებოდა ბედნიერი სახით.
-ნუ დამყვები,-უპასუხა ცივად და მოკლედ.
ალისს ნათქვამი არ ეხამუშა, ნერწყვი გადაყლაპა და დარცხვენილმა დახარა თვალები,ბაგე შეუკრთა. მერე,ისევ გაუღიმა და მხიარული კილოთი განაგრძო:
-არა,არა! არ დაგყვები... დანკინში დაგინახე,რიგში იდექი. ვიფიქრე ცივა და ალბათ რაიმე ცხელის დალევა სურდათქო. ჩვენ ხომ კლასებელ ვართ,ამიტომ ვცდილობ მეგობრულად მოგეპყრო.
ასეთ პასუხს არ მოელოდა, ის-ის იყო,ისევ რაიმე მწარე უნდა ეთქვა,რომ სიტყვები პირშივე ჩაუკვდა-მის წინაშე იდგა ბავშვური და ვარსკვლავთვალება გოგონა, ნახატივით ლამაზი და იმდენად მეამიტი და გულუბრალო სახით უმზერდა,რომ დაბნეულმა ბიჭმა ვერაფერი უთხრა. გოგონას მთელი არსებით გაეშვირა მისკენ ხელი და შოკოლადის ჭიქას აწვდიდა.
-გამომართვი, მოგეწონება.
-არ მინდა მადლობა,-მიუგო შედარებით თბილად და წასასვლელად მოემზადა,რომ ისევ იგრძნო, როგორ მოქაჩეს სახელოზე და ნაწყენი ხმით მიუგეს:
-როდესაც რაიმეს გაძლევენ,უნდა გამოართვა,ზრდილობის გამო მაინც. მე ხომ ცუდს არაფერს ვაკეთებ ამით,უბრალოდ, შოკოლადის ქილას გაწვდი.-ეს რომ უთხრა,ალისს ისეთი ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, რომ უარი ვეღარ შეჰბედა. ჭიქა გამოართვა და მადლობა მოუხადა.
-ის მაინც მითხარი,რატომ დამყვები. უკვე მეშვიდე დღეა ნაბიჯ-ნაბიჯ დამდევ.
-აკი გითხარი,არ დაგყვები,უბრალოდ ჩვენი გზები იკვეთება. კარგის მანიშნებელი უნდა იყოს.
-ცრურწმენაა.
-მერე რა. ეს ხომ რელიგიებს არ ეხება,უბრალოდ ჩემი ვარაუდია. დალიე,გათბები.
-გგონია მცივა?
-რა მნიშვნელობა აქვს. ზამთრის თოვლიან საღამოს შოკოლადი უხდება.
ქილას თავსახური მოხადა , ქილიდან ცხელი ორთქლი ამოვარდა თავმომწონედ, ვაჟს გაყინულ სახეზე მოელამუნა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა. მართლაც,რარიგ შვენოდა ზამთრის ალერსში გახვეულ არემარეს ცხელი შოკოლადი. მისი მათრობელა არომატი მაგიური მუხტით მუხტავდა არემარეს.
-სულ მარტო რატომ ხარ,საუბრებსაც გაურბიხარ...
-ასე მსურს.
-მარტოობა არავის სურს.
-საიდან ასეთი დარწმუნება?
-მეც ხომ ადამიანი ვარ. მიპასუხე.
-ყველაფერი მთავრდება,იქნება ეს საუბრები,მეგობრობა,თუ რაიმე სხვა.
-მათი დასასრულის გეშინია?
მაიკი დუმდა და ცხელ შოკოლადს სვამდა.
-ასეც რომ იყოს,მერე რა,თუ დასრულდება. მოგონებები მაინც ხომ დარჩება?
-ყველაზე მეტად ამქვეყნად მოგონებები მძულს.
-ააააა. გასაგებია,-მიუგო ჩაფიქრებული ხმით და შოკოლადს დაეწავა ფავადაც. ერთხანს ასე ჩუმად ისხდნენ. ერთმანეთს არ უმზერდნენ,მაგრამ გონებით ურთიერთს ჩხრეკდნენ. ცდილობდნენ ერთმანეთის ყველაზე მიუვალ კუთხე-კუნჭულში შეღწევას.
-შენ ხომ მუსიკოსი ხარ? რამდენიმე დღის წინ “LAST KATEDRAL“-ში შენი ჯგუფის დებიუტს შევესწარი შემთხვევით.
-გიტარისტი ვარ. ბასგიტარაზე ვუკრავ და სიმღერის ტექსტებს ვწერ.
-მაგარია.
-მერე მოგეწონა?
-რა?
-ჩემი ჯგუფი და მუსიკა...
-კი. არვიცი რა ჟანრი იყო, მაგრამ საოცრად უცხოდ და ჰარმონიულად ჟღერდა.
-მეტალკორი იყო კლასიკურ მუსიკასთან სინთეზში.
-საინტერესოა. არ მეგონა, მეტალკორს კლასიკურ მუსიკასაც თუ უხამებდნენ.
-ჩემი ჯგუფი პირველია,ვინც ეს გაბედა. მუსიკა ჩემი ჰობია, ჩემი ყველაზე საყვარელი გატაცება,ამიტომ მსურს საკუთარი მიმდინარეობა შევქმნა,როგორც ეს ვილე ვალომ გააკეთა.
-გასაგებია. ახლა რას უსმენ?-და თითით დუბლიონკის ჯიბეში ჩატენილ ყუსასმენზე მიანიშნა.
-H.I.M-ის “heartache every moment”-ს.
-მოდი,სანამ ავტობუსი მოვა ერთად მოვუსმინოთ.
-უკაცრავად?
-რას ვერ მიხვდი. ყურსასმენის ცალი მხარე მე მომეცი,ცალი შენ გქონდეს და ერთად ვუსმინთ.
ლამპიონების სინათლესა და თეთრად მოელვარე ფონს საოცრად ესადაგებოდა ვილე ვალოს ხავერდოვანი ხმით ნამღერი ტექსტი. თოვლის თეთრ საფარში გახვეული მიწა ისე ბზინავდა,თითქოს ბრილიანტი და ბროლი დაფშვნეს და მასზე განაბნიესო. სამ წუთში 14 ნომერი ავტობუსიც მოვიდა და ავიდნენ. კარიდან ხელმარჯვნინ, მესამე რიგში დასხნენ და ფანჯრის მინისკენ მიმართეს მზერა.
-სად ცხოვრობ,-ჰითხა მაიკმა.
-გრაუდენზერთან ახლოს,შენ?
-ვიბერვაისის ქუჩასთან.
-ე.ი ჯერ მე ჩავალ.
-ახლა სად ვართ, მუსიკის სმენაში გამომრჩა. შემდეგი გაჩერება რა არის?
-შემდეგი გაჩერება?-ჰკითხა მომღიმარე სახით და თბილი ხმით,-შემდეგი გაჩერება ბედნიერებაა!
ამ სიტყვების წარმოთქმისას ალისს ღაწვები შეეფაკლა და იმდენად ლამაზი შესახედი იყო, მაიკს თვალები გაუნათდა, იგრძნო როგორ შეუტოკდა მკერდში გული. ეს განცდა საამოც იყო და ამავედროს უჩვეულოც.
მართალი ყოფილა გამონათქვამი:“ შეიძლება ადამიანის სამყაროში შემავალი კარი დახურული იყოს,მაგრამ თუკი ეს ადმიანი ძვირფასია, სხვა გზასაც მონახავ მის აკლდამაში შესასვლელად და არ შეგაშინებს მისი დუმილი,რომლითაც ის ისაუბრებს შენთან.“
ამ „ბედნიერ გაჩერებას“ მოჰყვა სხვა მრავალი გაჩერება და ეს „უცაბედი“ შეხვედრაც ლამაზ ურთიერთობაში გადაიზარდა. როდესაც მონათესავე სულები ერთმანეთს ხვდებიან სამყაროთა გასაყარე,ისინი უერთმანეთოდ ვეღარ იტანენ სამყაროს ხმაურს. ალისის ბავშურობა და უანგარო სითბო, აფერადებდა და ათბობდა იმ უღმერთო ზამთარს, მაიკის გულში რომ დაედო ბინა. ერთმანეთის „ერთადერთად“ რომ გადაიქცნენ,სამყარომ თითქოს რეინკარნაცია განიცადა და ხელახლა იშვა ისიც და მასში არსებული ყოველივეც. თუკი ადრე გიმნაზიაში სიარული მაიკისთვის სასჯელი იყო,ახლა დილაუთენია შესასვლელ კართან ელოდა ალისს. გაკვეთილების შემდეგ მიდოდნენ რომელიმე კაფეში და ჭამდნენ,ერთად მეცადინეობდნენ და უსმენდნენ საყვარელ მუსიკას.
-ალის,იცი,რაც შენ და მაიკმა შეხვედრა დაიწყეთ ბრწყინავ,-სიხარულით მიუგო სუზიმ და ზურგჩანთა მოიკიდა მხარზე.
-მართლა?
-კი. მიხარია,ასე მხიარულს რომ გხედავ. ჰო, მართლა ,დღეს რატომ არ მოვიდა?
-საღამოს ისევ “last cathedral”-ში უკრავს და რეპეტიცია აქვს ჯგუფთან.
-ვაუ, მაგარია.
-არ გინდა ერთად წავიდეთ?
-სამწუხაროდ ვერა, ერიკს ვხვდები.სხვა დროს იყოს. შენ წადი და გაერთე.
-კარგი.. მომიკითხე ერიკი.
-ოქეი.-უპასუხა მომცინარმა და ბიბლიოთეკისკენ გასწია. ალისი კი გასასვლელი კარისკენ გაემართა. კარი რომ გამოაღო და ათსაფეხურიანი კიბისკენ გაიხედა, სიხარულისგან ლამის შეჰყვირა. კიბეებთან მაიკი იდგა, თავის მოტოციკლეტს მიყრდნობოდა და ხელს უქნევდა.
მიესალმა, ლოყაზე ეამბორა და ჩაფხუტი გაუწოდა.
-საით ჩვენი მგზავრობა?
-ჯერ „Burger King”-ში,შემდეგ კი კლუბში. დღეს უჩვეულო საღამო იქნება.
სიყვარულს ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს-დროის განცდას აკარგვინებს ადამიანებს და ისე მოისვრის ხოლმე ბედნიერებისა და ოცნების წალკოტში,რომ რეალობას ავიწყებს.
კლუბში კიდევ ორი გჯუფის დებიუტი იყო დაგეგმილი. საღამო შესანიშნავად მიემართებოდა. მეტალჰედებისა და პანკების წრეში არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს ალისი,თუმცა მისი მზერა მისი ხატისკენ იყო მიმართული. როგორც იქნა “Undying souls”-ის ჯერიც მოვიდა და ახალმა სიმღერამაც უმალვე მოინადირა მსმენელთა გული. ალისი ისევ ბართან ახლოს, მაღალ სკამზე იჯდა და სცენის ვარკვლავს ადნებოდა მზერით. ჯგუფის წევრები რომ დაიშალნენ, მაიკი მიკროფონს მიუახლოვდა და თავისი ნაზი,ხავედოვანი და ტკბილი ხმით წარმოთქვა:
„მოგესალმებით მეგობრებო. მე გიტარაზე ვუკრავ,თუმცა დღეს გამონაკლისი იქნება და შევასრულებ ჩემთვის ყველაზე საყვარელ სიმღერას, გჯუფი „H.I.M“-ის You are the one-ს და ამას ჩემთვის განოყოფელ არსებას მივუძღვნი,რომელიც ახლა ბართან ზის, შავი მაისური აცვია და გაბრწყინებული თვალებით მომნათის. ალისს, ეს სიმღერა შენია და მასში ის სიტყვებია,რომლის წარმოთქმაც ხმამაღლა ვერ გავბედე.“
შემდეგ სკამი მიკროფონთან მიაახლოვა, გიტარა მუხლებზე დაიდო და დარბაზში ულამაზესი სიმღერისა და მელოდიის ჰანგებმა ელექტრომუხტივით ჩამოუარა მსმენლთ. “You are the one and there is no regrets at all.” სიტყვები ჰაერში ტრიალებდა თავბრუს ახვევდა გათიშულ გოგოს,რომელაც თვალები სიხარულის ნამით დანისვლოდა.
სიმღერა დასრულდა,გარემო გაირინდა,ხალხმა იყუჩა. მკრთალი სინათლის ფონზე მთვარესავით მოჩანთა მაიკის ნაკვეთი მარმარილოს სახე. წამოდგა,ისრიმისფერი თვალები ხალხთა რიგში მყოფ საყვარელ სახეს მიაპყრო და ნაზი ხმით თქვა: “ ალის გაბლერ მე შენ მიყვარხარ.“ ხალხმა ტაში და სტვენა ატეხა, სინათლის რგოლი ალისის აიწთლებულ თვალებს მიანათეს და ყველამ მისკენ გაიხედა. ყველა ისე შეჰყურებდა,თითქოს დიდი ხანი იყო იცნოდნენ. მერე ერთმა შავებში ჩაცმულმა გოგონამ მკავზე ხელი მოხვია და სახით ანიშნა სცენისკენ გასწიე მიდიო. გაოცებული ჩამოხტა მაღალი სკამიდან და სცენას მიუახლოვდა,საიდანაც მოსიყვარულე თვალები ანათებდნენ. ავიდა, ცრემლი მოიწმინდა და მაიკს გაშლილ მკლავებში ჩაეკრო. ტაშმა და სტვენამ უფრო მაღალი ნოტით იგრიალა და იქაურობა დააყრუა. ამ დღიდან დაიწყო ის საოცარი ურთიერთობა,რასაც ადამაინებს შეყვარებულობას უწოდებენ. მომდევნო დღეს მთელმა გიმნაზიამ იცოდა,რომ ეს ორი მოზარდი ერთამენთს ჰყვარობდა. მაინც,როდის იყო ალის გაბლერი ყველაზე ბედნიერი? როდესაც გიმნაზიის კარს აღებდა და კიბეების ძირში მოტოციკლეტთან მდგარი მაიკ ჰუვერი ელოდა. ირემივით ჩაირბენდა ხოლმე ქვის ათ საფეხურს და შეყვარებულს გულში ეფლობოდა.

 




№1 √ სტუმარი ™ salo

ძალიან,ძალინ კაგია!ასე ჯერ არც ერთი მოთხრობა არ მომწონებია

 



№2  offline √ წევრი ™ Sunny-Sunny

შენი მოთხრობები ყოველთის სანტერსოა და კარგი წასაკითხი heart_eyes

 



№3 √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



№4 √ წევრი ™ ენ ჯეინი

ძალიან საინტერესოა. აქამდეც მითქვამს და ამის შემდეგაც გეტყვი, რომ ვგიჟდები შენი წერის სტილზე <3

 



№5  offline √ მოდერი ™ TeddyBear

ძალიან მომეწონა ^^
აქამდე არასდროს წამიკითხავს შენი ისტორია...
ძალიან ლამაზად წერ ❤

 



№6 √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

ენ ჯეინი
ძალიან საინტერესოა. აქამდეც მითქვამს და ამის შემდეგაც გეტყვი, რომ ვგიჟდები შენი წერის სტილზე <3

Thank uuuu ❤ kissing_heart kissing_heart

TeddyBear
ძალიან მომეწონა ^^
აქამდე არასდროს წამიკითხავს შენი ისტორია...
ძალიან ლამაზად წერ ❤

უღრმესი მადლობა ❤

 



№7  offline √ წევრი ™ Alaska.

ძალიან თბილი და განსცვავებული სიყვარულის ისტორიაა, აი ისეთის როცა მარტო ერთს უყვარს, მაგრამ იმდენად ძლიერია მაინც რო გახსნის მეორის ცივ გულს.(ცოტაარეულად ვთქვი) მომწინს შენი თბილი სტილი ❤ ველი შემდეეგს.

 



№8 √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

Alaska.
ძალიან თბილი და განსცვავებული სიყვარულის ისტორიაა, აი ისეთის როცა მარტო ერთს უყვარს, მაგრამ იმდენად ძლიერია მაინც რო გახსნის მეორის ცივ გულს.(ცოტაარეულად ვთქვი) მომწინს შენი თბილი სტილი ❤ ველი შემდეეგს.

მოხარული ვარ რომ მოგწონს. ჰო,ეს ბავშური და უბოროტო გულის სიყვარულია,რომელიც არ ელოდება შედეგს,უბრალოდ მზადაა გასცეს ია სითბო რონელიც მასშია. თუმცა მთელი სირთულე მესამე თავიდან დაიწყება kissing_heart

 



№9  offline √ წევრი ™ Alaska.

Violeta_ia
Alaska.
ძალიან თბილი და განსცვავებული სიყვარულის ისტორიაა, აი ისეთის როცა მარტო ერთს უყვარს, მაგრამ იმდენად ძლიერია მაინც რო გახსნის მეორის ცივ გულს.(ცოტაარეულად ვთქვი) მომწინს შენი თბილი სტილი ❤ ველი შემდეეგს.

მოხარული ვარ რომ მოგწონს. ჰო,ეს ბავშური და უბოროტო გულის სიყვარულია,რომელიც არ ელოდება შედეგს,უბრალოდ მზადაა გასცეს ია სითბო რონელიც მასშია. თუმცა მთელი სირთულე მესამე თავიდან დაიწყება kissing_heart

ხოდა ველოდები მესამე თავს ❤ ისედაც ვიფიქრე მწერლური ინტრიგით რამეს იზამს მეთქი და გამართლდა :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent