შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავშესაფარი -20-


15-02-2017, 19:56
ავტორი sopiko
ნანახია 916

თავშესაფარი -20-

[თავი 20]
ეს იმდენად რეფლექსური ქმედება იყო, გონებაში გაფანტული, აშრიალებული ფიქრები კვლავ რომ თავიანთ ადგილს იკავებენ, იმასაც კი ვერ ვხვდები, თუ როგორ ან რატომ მოვხვდი აქ. ავტომატურად ვგრძნობ მკლავზე ძლიერ მოჭერას და უკან ბანცალით ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. თვითგადარჩენის ინსტიქტი მნიშვნელოვნად სუსტდება. ახლა იმაზე მშვიდად ვარ, ვიდრე იმ სათავსოში. იქ უფრო დაცული ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ გიორგის დაცვა არ შემეძლო. მირჩევნია აფეთქების ეპიცენტრში ვიდრე, ვიდრე შორიდან ვუყურო, როგორ იქცევა ის ყველალაფერი ნაცარტუტად, რაც ჩემთვის ძვირფასია.
-ოჰ, ჩვენი გმირიც აქ ყოფილა!-ხელებს ცისკენ ცერემონიულად ღმართავს კაცი და ორგანიზმში ელვასავით მივლის მისი სიტყვები.
მშიერივით შევყურებ დანას, რომელიც სინათლეზე ელვარებს. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. გადმოცვენილი გუგები საშინლად მტკივდება. ვერ ვიტან ასეთ შუქს. ვერ ვეგუები. მახსენდება მამიდას ტირილნარევი ჩურჩული და...
ერთიანად ვკარგავ შემართებას, სიმამაცეს, სიძლიერეს. მეშინია ყველაფრის, განსაკუთრებით კი ამ საშინელი შუქის. ვპატარავდები, ჭიანჭველას ვუტოლდები და ახლა ესოდენ დაკარგული მაქვს საკუთარი თავის რწმენა და იმდენად დარწმუნებული ვარ ამ მდგომარეობის უსასოობაში, რომ ყველას შეუძლია ფეხი დამაბიჯოს და გადამიაროს. ცალ მხარეს ძალიან ვმძიმდები და გვერდით ვყირავდები. გიორგი სწრაფად რეაგირებს და მიჭერს.
-შენი სათქმელი უკვე თქვი, შეგიძლია წახვიდე!-გაცეცხლებულ მზერას არ აშორებს ჯემალსა და მის ხელს.
-რატომ? ჯერ ძალიან ადრეა, გიორგი. აი, როგორი მშვენიერი დამსწრე გვყავს! არ გინდა ცოტა გავართოთ? შენ_ხელით, მე_დანით! ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა ხარ, ძლიერი, მომხიბვლელი! რთული გამოცანა არც უნდა იყოს შენთვის!-ვითომ რა გიკვირსო, წარბებს ისე ქაჩავს ზევით კაცი.-ხო, პრიზი! ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი! ვინც გაიმარჯვებს, გოგოც იმას დარჩება, როგორია?
ამ უხამსი, ამაზრზენი წინადადების აზრსა და საშინელებას მაშინ ვწვდები, გიორგი ხელს რომ მიშვებს და ჯემალს მაგიდას აჯახებს. ადგილს თითქოს ვიღაც ფეხებით მაკერებს. კაცი მხოლოდ სუსტად ღმუის და კვნესის. ეტყობა ხმაურის გამოწვევა არ უნდა. გიორგი გამეტებით უშენს მუშტებს. მანამდე ვერ ვინძრევი, ვიდრე სუფრაზე ჩამოჟონილ სისხლს არ ვხედავ. ახლაღა ვზომავ თითოეული დარტყმის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ მესხმის და თავიც ტკივილისგან მისკდება, გიორგის უკვე მერამდენედ აწეულ ხელს ვუჭერ და ისიც გამოფხიზლებული იხედება ჩემკენ. სახე მიტკალივით გათეთრებია. ძარღვები წითლად მოუჩანს შუბლზე.
-სისხლი!-ვხრიალებ და აწ უკვე სისხლით გაჟღენთილ სუფრის ბოლოს ხელს ვკიდებ.
გიორგი კიდევ ერთხელ იხედება კაცისკენ, რომელიც კვლავ კვნესის, სახე დაბეჟვია და ნესტოებიც სისხლით აქვს სავსე. ოდნავ შორდება მას და ჯემალიც დაბლა ცურდება. ახლაღა ვხედავ როგორ მოთქრიალებს მისი გვერდიდან სისხლი. ხელში ისევ დანა უჭირავს. შემთხვევით თვითონვე შეირჭო ალბათ. ვფითრდები. გიორგიც ჩემს დღეშია, მაგრამ ისეთი გამძვინვარება უფეთქავს თალებში, რომ ვატყობ, ჩადენილს არ ნანობს.
-წამოდი! არაფერი მოუვა!-ამბობს არ ვიცი, ჩემს დასამშვიდებლად თუ საკუთარი თავის დასარწმუნებლად, კარებს აღებს და სადარბაზოს სიბნელეში გავყავარ.
-სად მივდივართ?-მომხდარით გულაჩქარებული ვეკითხები.
-სადმე.-მპასუხობს წასული ხმით, ხელს მჭიდებს და კიბეებისკენ მივყავარ.

მანქანა ღამის სიჩუმეში მიჰქრის. გზა ლამპიონების შუქითაა განათებული. უკვე გავიდა დღეები, კვირები... კვლავ მირბის დრო... წამები წამებს მიყვება, წუთები წუთებს... მე კი სადღაც შევჩერდი, სადღაც გავიჭედე. გამომამწყვდია სიკვდილმა, შიშმა, უპასუხო კითხვებმა. დავრჩი უსაათოდ და მგონია, რომ ვერასდროს გავიგებ, რომელი საათია, რა დროა, რა ხდება ჩვეულებრივ სამყაროში. რას აკეთებს დედა, ჩადის თუ არა წყალი ჩემს მეზობელთან, გვანცა თუ მოვიდა ჩემთან და თუ... თუ ვახსოვარ გიორგის კიდევ...
ვზივარ მანქანაში. მძღოლის გვერდითა სავარძელზე. მესმის გიორგის აჩქარებული სუნთქვა და არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, რა ჯობდა. მოსაწყენი, ჩვეულებრივი ცხოვრება, დედაჩემის მიერ გარიგებული იდეალური საქმრო თუ... თუ გათენებული ღამეები, შიშში გატარებული დღეები, გადამტერებული მეგობრები, განაწყენებული მშობელი, სისხლი, ყვირილი და გიორგი? ის მოვიდა ჩემთან, თავი ჩემს თმებში ჩარგო, თავშესაფრად მიგულა და ახლა მე დავიკარგე, მე ვბოდიალობ ქუჩებში უმისამართოდ, მე არ ვიცი, სად მელოდებიან და მე მჭირდება თბილი სახლი ჩამოფარებული ფარდებით, პლედით და ვიღაცის მხურვალე გულისცემით...
მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი. ჩვენი თავშესაფარი ყველაზე ბინძური, დაუსრულებელი ამბავია, რომელშიც ყოველდღე, ყოველ დილას ერთმანეთზე საშინელი მოვლენები ხდება... ჩვენს თავშესაფარში ფანჯრები დამსხვრეულია და სიცივე სხეულში ატანს... სადაც მე ვკივი, ვწუწუნებ, რაღაცას მოვითხოვ... სადაც სულ ვცდილობ, პელოს ხაზი გადავუსვა... სადაც გიორგის უწევს დამამშვიდოს, ხელები შემომხვიოს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება... მე სულ წასვლაზე ვფიქრობ, დაცლაზე, დაცარიელებაზე... ის ჩემთან ყოფნაზე, შევსებაზე და იმაზე, რომ შეიძლება კიდევ ვინმე წავიდეს მისგან, რომ შეიძლება კიდევ ვიღაც დაკარგოს... ჩვენი თავშესაფარი არასდროს ყოფილა სასიამოვნო და კომფორტული ადგილი და მაინც... მაინც გიორგის არასდროს მოუხურია ჩემთვის კარი! არასდროს გადაუბიჯებია ზღურბლისთვის ფეხი და არასდროს უთქვამს, უნდა წავიდეო... ის სულ იმას მიმეორებდა, რომ თუ დამჭირდებოდა, მე უნდა წავსულიყავი მისგან, რადგან იცოდა, თვითონ თუ წავიდოდა, ისევ უკან დაბრუნდებოდა... თავჩაღუნული, შორეული ხმით და სიტყვებით, არა, შეუძლებელიაო...
მან ალბათ არ იცოდა, რომ რამდენჯერაც არ უნდა წასულიყო, თავისი თავშესაფარი ისევ ისე და იქ დახვდებოდა, როგორც დატოვა...
და ძალიან მომინდა, რომ მეთქვა.
ვუთხარი კიდეც.

-შემოაბრუნე მანქანა!-ვყვირი უეცრად და მანქანის ბორბლებიც ღრჭიალით წყვეტს ტრიალს.
-რა დაგემართა?-გაოგნებული და ჩემი მოულოდნელი ყვირილით ცოტა არ იყოს შეშინებული მიტრიალდება.
-შენ დასაკარგი აღარაფერი დაგრჩა ამ მედალიონის გარდა, მე კი დედა მყავს, ახლობლები, ადამიანები, რომლებიც მიყვარს... ისინი პირველ რიგში დედასთან მივლენ! მე მასთან უნდა დავრჩე... ვერ წამოვალ.-ვუხსნი და ჯერ მარტო იმაზე ფიქრი მზარავს, რომ მე და მანანა ამ ღამით სახლში მარტო უნდა დავრჩეთ.
გიორგი ზურგით სავარძელს ეყუდება და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. ვიცი, რომ თვითონაც ხვდება, როგორ ეგოისტურად მექცევა. ისიც არ არის მისთვის უცნობი, რომ დედაჩემის გვერდით უფრო მეტად გაძლიერდება საფრთხე, მაგრამ მე ვერასდროს დავაყენებ საკუთარ თავს მანანაზე წინ. თანახმა ვარ, ყველაფერი გაიგოს, გვეჩხუბოს, აკივლდეს, წნევამ აუწიოს, ოღონდ არაფერი დაემართოს. ოღონდ იმ საზიზღარმა ადამიანებმა რამე არ დაუშავონ.
-შენ რომ გაგიცანი, ვფიქრობდი, მთელ სამყაროს ჩამოვაშორებ, ყველასგან გავმიჯნავ, მხოლოდ ჩემთან მეყოლება და არაფერი, აღარაფერი დაუშავდება_მეთქი, მაგრამ ახლა გზას ვერ გავაგრძელებ. განა იმიტომ, რომ ვერ გაგაკავებ? არა, იმიტომ, რომ მე გვერდით პელოს ფიტული არ მჭირდება! მხოლოდ ხელის მოსაკიდებლად უსულო სხეული არ მჭირდება... მე ვერ ავიტან, რომ შენში ელენიკა მოკვდეს, ამიტომ დავბრუნდებით დედაშენთან! აუცილებლად!
-გიორგი, მე...-გული ტკივილისგან მეკუმშება.
-შენ თავი არ უნდა იმართლო, ელენიკა! ვიცი, საშინელებაა ჩემთან ყოფნა... მუდამ ჩემი შიშებით, ფანტაზიური საფრთხეებით და ყველასგან გარიდების მცდელობებით რომ ხარ შეწუხებული, მაგრამ... მეორედ ვერ შევძლებ! მეორედ ვეღარ ვიტყვი, რომ ცხოვრება გრძელდება! ყელში ახლაც რაღაც მაქვს გაჩხერილი... ვერ ვინელებ იმას, რომ პელომ მე დამტოვა! კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა! წავიდა და სულ გული მიგრძნობს, რომ ეს ვიღაცის გამო მოხდა... რომ გადარჩებოდა, სხვაზე რომ არ ეზრუნა, სხვაზე რომ არ ეფიქრა! მე არასდროს მითხოვია მისთვის მსხვერპლზე წასვლა... არც სხვას უნდა ეთხოვა! არ მინდა შენზეც ასე მოხდეს, თუმცა მე მხოლოდ ჩემთვის არ მინდიხარ... შენს ცხოვრებას ვერ დაგაკარგვინებ! იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს!-ღიმილით მიჭერს მხრებზე ხელს და ჩემს პასუხს აღარ ელოდება, ისე ბრუნდება საჭისკენ.
ძრავის გუგუნი მესმის. გული უგრძნობს, მაგრამ როგორ? ნუთუ იცის პელოს ორსულობის შესახებ და ჩემს გამოცდას ცდილობს? ნუთუ არ ღირს მისთვის ამ ყველაფრის დამალვა? როგორ შეიძლება გავიგო რა იქნება სწორი? არ მინდა სიმართლე ისევ წინ შემხვდეს, მაგრამ ადამიანები პელოს ცხოვრებიდან ყოველ ნაბიჯზე და ყოველ კუთხეში არიან. თითქოს ჩვენს შეკავებას, ჩვენში დარწმუნებას ცდილობენ... თითქოს პელოს სურს, რომ გაიგოს, სანდოა თუ არა ჩემი თავშესაფარი.
სვიტრის ქვეშ ვიღაცის ცივ, გაუხეშებულ ხელებს ვგრძნობ. უკვე მეორედ მიკაკუნებს პელოს არსებობა კარს. მე უნდა შევძლო და დავარწმუნო საკუთარ თავში. მხოლოდ ამის შემდეგ მომცემს უფლებას დავრჩე გიორგისთან და წავა იქ, სადაც მისი ადგილია...

ბინიდან ჯერ კარების გაღების ხმა, შემდეგ კი კედელთან შუქის ანთების ჩხაკუნი მესმის. კარზე ბრახუნს მაინც არ ვწყვეტ. პანიკურ შიშს ვარ აყოლილი. იმის შიშს, რომ დედა კარგად არ არის. სინათლეზე მისი სხეული რომ იკვეთება, ფეხებში ძალა მიბრუნდება. მანანას თავისი ვარდისფერი ხალათი აცვია და სახეზე ამ მოულოდნელი ზარის გამო ფერი არ ადევს. გვერდით ვიწევი. დედა გიორგის დანახვასაც ახერხებს და შეშფოთებული პირზე იტკაცუნებს ხელს.
-ეს ვინ არის, ელენიკა? აქ რა გინდა? ან... ან... საერთოდ რა ხდება?-ქოთქოთით მაყრის კითხვებს და გიორგის ეჭვიანი მზერით ათვალიერებს.
-დედა, ეს პელოს ქმარია!-ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვპასუხობ და თავს მხრებში ვმალავ.
დედა არ კივის, არც თმებს იწიწკნის, სახესაც არ იხოკავს. ეს უკვე პროგრესია, მაგრამ არც ისე მოსალოდნელი პროგრესი. გაკვირვებული ვუსწორებ თვალს და ვხვდები, რომ არც მე მიყურებს და არც გიორგის. ის სადღაც ჩვენ უკან იხედება.

^^^
პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი ამ დაგვიანებისთვის...
სკოლა, სემინარები, მასწავლებლები... მუზების სიმრავლე, დროის უკმარისობა, მაგრამ ამით , რა თქმა უნდა, თქვენ არ დაზარალდებით! ყველანაირად შევეცდები ორ დღეზე მეტი ინტერვალი არ მქონდეს.
ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Shore shore

ra iko es ha specepektebi kai iko .vinerviule zaan .izrdeba intriga rogor veli shemdegs neta icode .chemo tkbilo da tbilo zalian kargi iko ...manana netavis miacherda Ox rogor mainteresebs gemrielo shen veli shemdegs

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

Shore shore
ra iko es ha specepektebi kai iko .vinerviule zaan .izrdeba intriga rogor veli shemdegs neta icode .chemo tkbilo da tbilo zalian kargi iko ...manana netavis miacherda Ox rogor mainteresebs gemrielo shen veli shemdegs

მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა heart_eyes
ხოო, შემდეგზე რა გითხრა, არ ვიცი... ხვალ კი მცალია, მაგრამ ახალი თავის დაწერას ვერ მოვასწრებ, ზეგ დრო არ მექნება, შაბათს კი ყველა შემთხვევაში დავდებ!

 



№3  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

ეხლა ოღონდ მამამისი არ გამოჩნდეს -.-
ბათ... რა აზრი აქვს?@
იმედია მალე ჩააძაღლებ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

Lollipop :))
ეხლა ოღონდ მამამისი არ გამოჩნდეს -.-
ბათ... რა აზრი აქვს?@
იმედია მალე ჩააძაღლებ❤

ოჰ, მამამისი? არა, მაგან უკვე იპოვა თავისი ადგილი ციხეში :დდ
ვნახოთ, რა იქნება ♥

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

რატომ მგონია რომ ეს პელო და ელენიკა კავშირში არიან ერთმანეთთან არვიცი ....
აი შენ კი უნიჭიერესი გოგო ხარ.

 



№6 √ სტუმარი ™ Guest Lika

Exla gavecani she's shemokmedebas genscvale sopi dzalian momecona velodebi shendeg tags I media kutxulob chemi mesijs. Carnstebebiii

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

lalita
რატომ მგონია რომ ეს პელო და ელენიკა კავშირში არიან ერთმანეთთან არვიცი ....
აი შენ კი უნიჭიერესი გოგო ხარ.

პელოს და ელენიკას კავშირზე აღარაფერი თქვა, ძლივს ცოტა დავამშვიდე პერსონაჟი :დდ
მადლობა, ლალიტა heart_eyes
Guest Lika
Exla gavecani she's shemokmedebas genscvale sopi dzalian momecona velodebi shendeg tags I media kutxulob chemi mesijs. Carnstebebiii

კი, კი წავიკითხე და ძალიან გამახარე heart_eyes

 



№8  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

საინტერესოა ვის უყურებს.იმედია რამე არ მოხდება
--------------------
ლ.ქ.

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ lullaby

უკან ალბათ ჯორჯი დგას...
როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ორივემ ერთად...
იმედია სასიკეთოდ წაადგებათ.

 



№10  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

ოოო აი მესმის ინტრიგა... აბა ვინ არის ზურგს უკან?
სწორი გადაწყვეტილება მიიღო ორივემ უკან რომ დაბრუნდნენ და იმედია ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება... გიორგის და ელენიკას წყვილი ნელ-ნელა მართლა წყვილი ხდება...

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

La-Na
საინტერესოა ვის უყურებს.იმედია რამე არ მოხდება

იმედია heart_eyes :დ
lullaby
უკან ალბათ ჯორჯი დგას...
როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ორივემ ერთად...
იმედია სასიკეთოდ წაადგებათ.

ამით მინდოდა ბევრი თქმულიყო.
იმედია გამომივიდა კიდეც.
ხო, პირველად მოხდა, რომ სწორად იწინასწარმეტყველე მოვლენები :დდ heart_eyes
უცნობი ქ
ოოო აი მესმის ინტრიგა... აბა ვინ არის ზურგს უკან?
სწორი გადაწყვეტილება მიიღო ორივემ უკან რომ დაბრუნდნენ და იმედია ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება... გიორგის და ელენიკას წყვილი ნელ-ნელა მართლა წყვილი ხდება...

წყვილი ნელ-ნელა წყვილი ხდება.
ხო, ალბათ heart_eyes

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

სოფო, რა ინტრიგანი ხარ?
გილოცავ დამსახურებულ სტატუსს, აქაც.
ელენიკა ჩემი საყვარელი გმირი გახდა. მართლა.
იმიტომ, რომ შენ არ ცდილობ იდეალური გამოიყვანო, გმირი და მამაცი. ის ჩვეულებრივი გოგოა, დაბალ შუქზე მცხოვრები, რომელიც მე მგავს. რაღაც-რაღაცეებით.
ისტორია რომ საოცრად საიტერესოა, ამას თქმა არც სჭირდება.
--------------------
Sun...

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

okay
სოფო, რა ინტრიგანი ხარ?
გილოცავ დამსახურებულ სტატუსს, აქაც.
ელენიკა ჩემი საყვარელი გმირი გახდა. მართლა.
იმიტომ, რომ შენ არ ცდილობ იდეალური გამოიყვანო, გმირი და მამაცი. ის ჩვეულებრივი გოგოა, დაბალ შუქზე მცხოვრები, რომელიც მე მგავს. რაღაც-რაღაცეებით.
ისტორია რომ საოცრად საიტერესოა, ამას თქმა არც სჭირდება.

ინტრიგანობაზე ახლა გაიგე? :დდ
ელენიკაზე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. ის მხოლოდ ისეთ ადამიანებს მოეწონებათ/შეუყვარდებათ, რომლებიც მასთან მსგავსებას აღმოაჩენენ. ესაა და ეს.
მეც ყველაფრისთვის უკვე მერამდენედ გიხდი მადლობას! ასეთი შეფასებებისთვის, მოლოცვებისთვის და საერთოდ შენთვის... heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent