შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგი გაჩერება-ბედნიერება! (მესამე თავი)


16-02-2017, 14:51
ავტორი Violeta_ia
ნანახია 476

შემდეგი გაჩერება-ბედნიერება! (მესამე თავი)

ლამაზი და ტკბილი იყო მათ გულებს შორის გაბმული სიმები. გამთენიამდე გაწელილი სატელეფონო საუბრები,წყვილთათვის განკუნთვნილი ერთნაირი სამოსი, საღამოობით მოტოციკლეტით ხეტიალი, მუსიკა,კონტცერტები-მათი ყოველდღიური ცხოვრების ფოიერვერკად იქცა.
ალექსანდრე პლატცის მოედანს ფეხით აუყვნენ გაკვეთილების შემდეგ. ალისის ზურგჩანთა მაიკს აეკიდა და “Subway”-ში ნაყიდი სენდვიჩს აჩეჩებდა ხელში.
-რომელ უნივერსიტეტში გინდა სწავლის გაგრძელება?
-ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში,მიუნჰენში,შენ?
-მე არქიტექტურულში,მაგრამ ვფიქრობ არც ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში მოხვედრა იქნება ურიგო,შენს გვერდით მაინც ვიქნები.
-იცი რა მაინტერესებს?
-რა?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და შუბლე აკოცა,ხელი ჩასჭიდა და მიიხუტა. მერე ეშმაკურად გახედა მიმავალ ხალხს და გაიცინა.
-ათი წლის შემდეგ,ნეტავ სად ვიქნებით,ან როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა. შენ არ გაინტერესებს?
-არა..
-როგორ,თუ არა?
-მე ისედაც ვიცი.
-მაინც რა იცი?-ჩაეკითხა ანცი მზერით და წინ გაუსწრო, მერე შემოუტრიალდა და თვალებში მიაჩერდა.
-ათიც და ოცი წლის მერეც ჩვენ ერთად ვიქნებით. შეძლებისდაგვარად ავიხდენთ საწადელ ოცნებებს და ჩვენი მყუდრო კერა გვექნება, გოთიკურ და რენესანსულ სტილში გაფორმებული. მე შენს გვერდით ვიქნები და ისევ მოგიძღვნი სიმღერებს, მოვუსმენ შენს საუბრებს,მოგხვევ ხელებს, ამბორით დაფირავ სახეს და ..... ნუ,კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ, გინდა დავკონკრეტდე?
-ჰა ჰა ჰა, არა,არ არის საჭირო.
-ალის?
-გისმენ...
-სიზმარი მგონიხარ,რომელიც ამიხდა...
-მაშინ ისიც იცოდე,რომ იმ რეალობად ვიქეცი,რომელსაც ვეღარ დააღწევ თავს.
-იდეალურია.
ჰანს გაბლერი,ალისის მამა, სამი თვით ტოკიოში იყო წასული კომპანიის საქმეებზე. როგორც ბიზნესმენი,ის ნელი ნაბიჯებით მიიწევდა თავისი ქიმისკენ. მისი აღმასვლა 2002წლიდან დაიწყო. მაშინ ის ამერიკელ ინვესტორთან ერთად ბავარიაში ხუთსართულიანი ძველებური სტილის სასტუმროს აშენებას გეგმავდა. პროექტი 2000წელს გაფორმდა,თუმცა მას რამდენიმე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მალევე ყველაფერი მოგვარდა და მშნებლობა დაიწყო. მთავარი აქციონერი ვინსენტ შნეიდერი იყო, მაშინ ჰანსი მხოლოდ მცირე აქციებს ფლობდა და შნეიდერის განკარგულებებს ექვემდებარებოდა. ახლა კი, მას უკვე რამდენიმე რესტორანი ჰქონდა, აფინანსებდა ისეთ ცნობილ დიზაინერულ ბრენდებს გერმანიაში,როგრიცაა „Puma” და „ACRONYM.“ სამთვიანი არყოფნის შემდეგ, ის ისევ ბერლინში ბრუნდებოდა.
როგორც ვნებიან მზეს ეკადრება თოვლის საფარი გაზაფხულის მოსვლასთან ერთად იავარჰყო. შაბათ დღეს, დილით ადრიანად მიაკითხა მაიკმა ალისს, ალისი ვიბერვაისის ქუჩის შესახვევთან დაუხვდა.
ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ Erich-Kurz-Straße 4A-ს ქუჩასთან მივიდნენ. ოთხსართულიანი გრძელი,გახუნებული შენობის ეზოში შეაბიჯეს.
ალაგ-ალაგ ხის სკამები იდგა ხეთა ძირში. შენობას ლამაზი ხის კარი ჰქონდა,რომლის ზემოთაც მართკუთხედ ხის ფიცარზე დაწვენილი ასოებით ეწერა:“Güte-Haus ."
-ეს მიუსაფართა სახლია, აქ მოზარდებიც არიან და უფროსნიც.
-საბრალონი,-მიუგო ალისმა დანანებით და ხის სკამისკენ გასწია.
-ადრე აქ ბავშვები იყვნენ,ეს შენობა მათ ეკუთვნოდათ. აქ ხშირად მოვდიოდი ხოლმე.
-რატომ?
-მამას მოვყავდი. ის ამ თავშესაფრის დირექტორის ეხმარებოდა იურიდიულ საკითხების მოგვარებაში. ბავშვებთან სანოვაგე და სამოსი მოგვქონდა.
ალისი მთელი გულისყურით უსმენდა. მაიკმა მისი ლამაზი თითები ხელებში მოიქცია და ამღვრეული თვალები მიაპყრო.-ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან, ისინი ხუთი წლის წინ გარდაიცვალნენ უბედური შემთხვევით.-გოგონას მოულოდნელობისგან გააჟრჟოლა,თვალები აუწყლიანდა და ტუჩზე იკბინა. ძლივს ამოილუღლუღა აჭრილი ხმით_ძალიან ვწუხვარ მაიკ, ეს საშინელებაა.
შუბლზე ჩამოყრილი თმის ღერები ჩქარადვე გადაიწია თვალებამღვრეულმა ვაჟმა, ოდნავ ღიმილმა გაუხსნა ბაგე და მოყოლა განაგრძო:
-მამაჩემი ლუდვიგ ჰუვერი იყო, მიუნჰენის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იურისტი. ინგლისელ იურისტებთან ერთდ მან დაარსა „Light for future”_ს იურისტული კომპანია. მრავალი ბიზნესმენი და დაწესებულებების მფლობელნი სწორედ მის კავშირს მიმართვადნენ საქმეებისთვის. მამა საოცრად მშრომელი და პატიოსანი კაცი იყო. ეს თავშესაფარი სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი და მრავალმა ბავშვმაც ოჯახი ჰპოვა. შემდგომ მას ცილი დასწამეს,ვითომ რამდენიმე მსხვილი კომპანიისგან საბუთების გაყალბებისთვის კრთამი აიღო. ნამდვილი აურზაური მოჰყვა ამ სტატიას. ჩვენი სახლის წინ ჟურნალისტთა ბანაკი გაიშალა. სკოლაში სიარული აღარ შემეძლო,ყველა თითს იშვერდა ჩემკენ,რის გამოც გარკვეული დროით ბერლინში გამომიშვეს ბებიასთან. ერთ საშინელ საღამოს კი, როდესაც მშობლები უნდა ჩამოსულიყვნენ, ღამის 11საათისკენ სახლის ტელეფონზე ზარი გასიმა. ბებოს მორგიდან ურეკავდნენ, რომ გვამების ამოსაცნობად ჩასულიყო. მახსოვს,როგორ დაეცა და საშინელი,გულისშემძვრელი ყვირილი მორთო, გულში მჯიღს იცემდა ხმამაღლა კიოდა ‘ჩემი საწყალი შვილებიო.“ მიუნჰენში რომ ჩამოვედით, ბაბომ გვამები ძლივს ამოიცნო,რაშინ ექსპერტიზა დაეხმარა. მანქანას მუხრუჭმა უმტყუვნა და სატვირთოს შეეჯახა. დედა ოთხი თვის ორსული იყო.-ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, ისრიმისფერ თვალებზე ხელები აიფარა და სიტყვები ყელში გაეჩხირა. საუბარი შეწყვიტა და კბილები ერთმანეთს დააჭირა,რომ გაბედულება მოეკრიფა. ფერწასული ალისი მთელი ძალით ებღაუჭებოდა ნერვიულობისგან გაყინულ ხელებზე და მხარზე ხელს უსვამდა.
-მთელი ქონება წაგვართვეს, ერთდერთი რაც დაგვრჩა ბერლინში სახლი და კაფეა,ისიც იმიტომ,რომ ბაბოს ეკუთვნის. ყველამ ზურგი გვაქცია,ნათესავებმაც და მამაჩემის უახლოესმა მეგობრებმაც. იცი ყველაზე საშინელი რა იყო? მამაჩემს ყველა იცნობდა,ყველა აღბრთოვანებული იყო მისი პატიოსანი შრომით,მაგრამ არც ერთს არ გადაუდგამს მის დასახმარებლად ნაბიჯი.
-ძალიან ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ,-იძახოდა გოგო და ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით.
-გახსოვს,მაშინ,გაჩერებაზე მკითხე,რატომ არ მსურდა არავისთან საუბრები და რატომ არ მყავდა მეგობრები.
-კი,რა დამავიწყებს.
-ალის,საქმე იმაშია,რომ მე ურთიერთობების მეშინია. ჩემი ადამიანებისადმი ნდობა ნულამდეა დაყვანილი, ან უფრო ქვემოთ, მინუსებშია გადასული. შენ ერთადერთი ხარ,ვისაც ჩემი სამყაროს კარი გავუღე. ეს ყველაფერი იმიტომ გიამბე,რომ მიყვარხარ, შენი დაკარგვა ჩემთვის თავის დაკარგვასთან ასოცირდება. არ მსურს ეს ისტორია სხვისგაგ გაგეგო და ზურგი გექცია ჩემთვის.
-ანგელოზმაც რომ მიბრძანოს შენი გადაყვარება, ამას უბრალოდ ვერ შევძლებ,გესმის? შენ ჰაერზე მეტი ხარ ჩემში, სუნთქვასავით ახლობელი. არასოდეს დაგთმობ,განსაკუთრებით მსგავსი ამბის გამო. შენი წარსული არ მადარდებს,ჩემთვის ძვირფასი მხოლოდ აწმყო და ის მომავალია,რომელსაც თავად შევქმნით.
საუბარი რომ დაასრულა ისე ნაზად და ალერსით მოხვია მკლავები დანისლულთვალებიან ბიჭს,რომ მაიკმა თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ასე ისხდნენ ხის სკამზე ჩახუტებუნი და ტიროდნენ. ბავშობის იარებს დაეღოთ პირი და მათგან მომავალი შხამი მთელს სხეულში იფრქვეოდა. თუმცა, ეს ერთგვარი კურნებაც იყო დაჭრილი და ეული სულისთვის. ხე რომ სამოთხემდე გაიზარდოს, მისი ფესვები, ხომ, ჯერ ჯოჯოხეთს უნდა ჩაწვდეს. ალისი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ მაიკის ღიმილს მიღმა,ყოველთვის იყო რაღაც სევდიანი და ტრაგიკული,რომელსაც ვერავინ ამოიკითხავდა. მნიშვნელობა არ ქონდა,რამდენად მხიარულად აჩვენებდა ის თავს, არავინ იცოდა რამდენად სტკიოდა სული. წარსულში დაბრუნება არავის ეხელეწიფება,რომ შავი ლაქები წაშალოს და ყოველივე ხელახდა,ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მაგრამ,თუკი რაიმის შეცვლაა სჭირო, უნდა შეიცვალოს მხოლოდ აწმყო,რომ დასასრული მაინც იყოს ბედნიერებით სავსე. რაც უფრო მეტად გაიხსნებოდა მაიკის დაწყლულებული იარები,მმით უფრო მეტი შანსი იყო მათ მოსაშუშებლად. რამდენიმე წუთს არე იყვნენ გარინდულნი და ერთმანეთის სითბოთი ისვებოდნენ.
მომდევნო დღეს გიმნაზიიდან სახლში დაპატიჟა შეყვარებული აჟოტირებუომა ვაჟმა. კარი მატილდამ გააღო და ისეთი სიხარულითა და სითბოთი ჩაიკრა ალისი გულში, თითქოს დიდი ხნის მონატრებული ჰყავდა. საჭმელების სუნი ცხვირის ნესტოებს უწვავდა მშიერ მოსწავლეებს. სუფრა ლამაზად გაეწყო, რამდენიმე კერძი ეწყო, იტალიური სპაგეტი,თავისივე სოუსით, კომბოსტოს ღვეზელი და პიცა. მაგიდაზე სამი ფერადი თეფში იდო. ორი თეფში ერთმანეთის გვერდით, ერთიც მათ მოპრდაპირედ.
-ხელები დაიბანეთ და მაგიდასთან დაბრძანდით ახალგაზრდებო,-სასიამოვნო ხმითა და ღიმილით მიუგო მატილდამ.
-რა საყვარელი ბებო გყავს,-ჩასჩურჩულა ყურში.
-უფროსი დასავითაა ჩემთვის. ორმოცდაათი წლისაა,მაგრამ არაფერი ეტყობა, რომ გაიცნობ მიხვდები,რომ მისი სული ჩვენი ტოლია.
შემდგომ, ტელევიზორის ოთახში გადაინაცვლეს და ღია ფერის მწვანე ფუმფულა დივანზე დასხდნენ, მატილდა ნოხზე ჩამოჯდა და დაინეტრესებული ახე მიმართა ალისისკენ.
-ჩემი მაიკი იმდენს მიყვება შენზე, ლამის არის მესიზმრო. მიხარია,რომ ის შენთან ასეთი ბედნიერია.
-ბებო, მეტი არაფერი წამოგცდეს,თორემ გავწითლდები,-სიცილით და დამორცხვებით მოუჭრა ვაჟმა და ყავის ფინჯანი მიაწოდა.
-მატილდა თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით.
-მადლობა საყვარელო,შენ კი კალმით ნახატს გვახარ. უი, სულ გადამავიწყდა,შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს.
მატილდა წამოდგა, ვიტრინის შუშის კარი გამოაღო და ქაღალდის შეფუთვა მიაწოდა გაბადრულ გოგონას. ჩქარავე გახსნა და გაოცებულმა დაიზახა:“ღმერთო ჩემო! პანდორა.“
- შენ ჩვენს სახლში გზაფხული დააბრუნე,ეს კი ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს,-მიუგო ქალმა თბილად და ხელი მოხვია.
-წამოდი,ჩემს ოთახს განახებ,-მაიკმა ხელი ჩაჭიდა და ბოლო ოთახისკენ წაიყვანა. იქაურობა სხვადახვა ჯგუფების პოსტერებით იყო აჭრელებული. საწოლზე გიტარა იდო. საწერი მაგიდა ფანჯარასთან მიედგა, მის მოპირდაპირედ კი სამოსის დიდი კარადა იდგა. სერი ფუმფულა ნოზი ეგო იატაკზე და ორი სავარძელი.
-ლამაზი ოთახი გაქვს,მყუდრო.
-მიხარია,რომ მოგწონს. ეს ჩემი სამფლობელოა. ყველაზე მყუროდ და თავისუფლად აქ ვარ.
მაიკი ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის მეათე სართულზე ცოვრობდა. ფანჯრიდან შესანიშნავად მოჩანდა ქუჩაზე ჩაყოლებული კაფე-ბარები, რამდენიმე მაღაზია და თვაუწვდენელი ტრასა. ფანჯარასთან მდარ ალისს მიუახლოვდა,წელი ხელი მოხვია და კისერთან მის ფაფუკ კანს ეამბორა. მთელი მისი სხეული მკავებში მოიმწყვდია და თავი თავზე მიადო.
-ხედავ,ქუჩის შესახვევთან ფერადი წარწერებით გაფორმებული სახელი რომ აწერია კაფის შესასვლელს?
-კი,
-ეგ მატილდას კაფეა. უკვე თხუთმეტი წელია რაც გვაქვს. თავისუფალ საღამოს იქ ავდივარ და პიანინოზე ვუკრავ.
-შენ რა,პიანინოზეც უკრავ?-გაოცდა ალისი და შეტრიალება სცადა,მაგრამ მაიკს ისე ჰყავდა მისი სხეული ჩაბღუჯული მკლავებში,ძნელად თუ მოახერხა კისრის მიტრიალება.
-არ გაინძრე, მსიამოვნებს ფანჯარასთან ასე დგომა. შენ ისეთი სუსტი ხარ, პეპელასავით ნაზი,თითქოს უძვლო იყო, ყვავილთა ნამქერისგან შექმნილი. შენთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ისეთი საამო და ძვირფასია.... -შემდგომ,ხელი გაუშვა, ნელა შემოატრიალა და ისე სათუთად ეამბორა ბაგეზე,ალისს ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს და დედამიწის ბირთვისკენ უსასრულობაში გაქანდა. საკუთარი გულისცემა ყურით ესმოდა,რცხვენოდა კიდეც,მაგრამ გული ღვედებს არ ემორჩილებოდა. გულს ვერ უბრძანებ,ის თავისი წესებით განაგრძობს ფეთქვას.
სახლისკენ რომ გააცლა უკვე საღამოს ათი საათი სრულდებოდა. ხალხით სავსე ქუჩაში ხელჩაჭიდებულნი მიოდნენ და ერთმანეთს ანცად უღიმოდნენ. საუბრობდნენ. გაჩერებაზე მდგარნი მუსიკას უსმენდნენ. ავტობუსი მოვიდა. მაიკს მოუტრიალდა და ჩაეხუტა. ყურთან მიუტანა ბაგე და ჩასჩურჩულა:
-როცა შენგან წამოსული სახლში ვბრუნდები,მინდა ყველას ვუამბო შენზე. მინდა ყველას მოვასმენინო,რომ მკერდში ერთი გულით მეტი მიცემს.-შემდეგ ყურთან აკოცა და სწრაფი ნაბიჯით ახტა ავტობუსში. ბიჭი გაოცებული იდგა და შარვალზე გამობმულ ვერცხლისფერ ჯაჭვს აწვალებდა თლილი თითებით. შავი ფანქრით მკრთალად შეღებილი თვალის ჩარჩო, ნელ-ნელა ეხსნებოდა ღიმილისგან და ისრიმისფერი თვალები ლამპიონთა ფონზე კიდევ უფრო ანათებდნენ. „ჩემი გადარეული“ იმეორებდა ჩურჩულით და ავტობუსიდან მომცინარე შეყვარებულს უქნევდა ხელს. ავტობუსი რომ წავიდა,შეტრიალდა. ჯინსის ქურთუკი შეიკრა და ყურსასმენები გაიკეთა. ასეთი ლამაზი საღამო არასოდეს ჰქონია. ბეთჰოვენის მელოდიასავით ჩაღვროდა გულში საოცარი სიმშვიდე და ჰარმონია, ალბათ პილიგრიმიც არ იყო თავისი მომლოცველობისას ასე ბედნიერი და მშვიდი. აყვავებული ხეები მაღლიდან დაჰყურებდნენ ქუჩაში მიმავალ, მომღიმარ ჭაბუკს და მთვარეც ციდაც უკრავდა თვალს.
-სუზი, რა გატირებს?-ჰკითხა კართან მდგარ მეგობარს ალისმა და შინ შეუშვა.
-დავიღალე ალის. ძალიან დავიღალე..
-ისევ?
-ჰო ისევ. ბერტი ისევ ნასვამი მოვიდა და დედას ჩემს თვალწინ ლოშნა დაუწყო. დედა რომ გაუძალიანდა დაარტყა. მის საშველად რომ მივვარდი, მარტამ ისე მკრა ხელი,თითქოს მე დამერტყას მისთვის.
-წამოდი,სამზარეულოში გავიდეთ, რამე დავლიოთ.
-იცი,ყველაზე მეტად რა მაცოფებს. დედა არც შორდება,არც ულტიმატუმს უყუნებს. არ მესმის მისი. ის ცნობილი ქალია, ცნობილი ჟურნალისტია,რომელიც სხვათა უფლებების დაცვისთვის იბრძვის,თავად კი ამისთანა ნაგავთან იტანჯება. უფლებას აძლევს დაარტყას და ისე მოეპყრას,როგორც ნივთს. იმასაც კი ვერ ხვდება, მე რა დღეში ვარ,მისი შემყურვალე...
-რომ დაელაპარაკო?
-მერამდენედ.. ალბათ, ყველაფერს აჯობებს საცხოვრებლად მამასთან თუ გადავალ. რამდენიმე თვეში სრულწლოვანი გავხდები,ხოდა ავდგებნი და საცხოვრებლად მეტთან გადავალ. დებილი ვარ,ეგ აქამდეც უნდა მექნა.
-მერე ერიკი?
-თუ ვუყვარვარ, ეს მას პობლემას არ შეუქმნის. თუ, არა და ნაძალადევი არაფერი მჭირდება. არ მსურს, წლების შემდგომ დედაჩემის მსგავს ვითარებაში ამოვყო თავი.
-საბრალოვ,-წყანარად წარმოთქვა ალისმა, მწვანე ჩაი მიაწოდა და ჩაეხუტა. ჩემთან დარჩი რამდენიმე დღე, მერე კი დაწყნარებით გადაწყვიტე რას იზამ.
-მამაშენი როდის ბრუნდება?
-უკვე ჩამოვიდა. სამი დღეაა. იცი,ამ საღამოს ვაპირებ მაიკზე მოვუყვე. მამას ძალიან ვუყვარვარ. ვფიქრობ,რომ მაიკსაც შეიყვარებს.
-არ გგონია,რომ ჩქარობ?
-რა? დამცინი? მე ის უკვე მესამე წელია რაც მიყვარს. ძლივს სიზმარი ამიხდა და ახლა მეუბნები,რომ ვჩქარობ? არა,ასე არ მგონია.
-კარგი პატარავ,გამიხარდება,თუ ყველაფერი აეწყობა მამაშენთან.
-მამა ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია.
-მაგრამ მაიკი მეტალჰედია, ის ნანატრ სასიძოს არ ჰგავს,განსაკუთრებით ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენისთვის.
-მამაც იყო ჩვენი ტოლი. ამიტომ,გაგვიგებს. ჩაცმის სტილით ადამიანს არასოდეს შეაფასებს.
როგორც გეგმაში ჰქონდა, ალისმა საღამოს მამის კაბინეტის კარი შეაღო და დიდი კდებამოსილებითა და ენის ბორძიკით გაუმხილა პირველი სიყვარული მეწვია და მსურს,რომ გაგაცნოვო. „როგორ გაზრდილხარ საყვარელო. წლებმა საათის ისარივით ჩაიქროლეს, საქმეებში ისე ვიყავი გართული, დამავიწყდა,რომ ქალიშვილი მეზრდებოდა. კეთილი,რადგან ის ყმაწვილი ასე გიყვარს, გამაცანი. უთხარი, ხვალ საღამოს ვახშამზე მოვიდეს.“
მამის კაბინეტიდან აცახცახებული მუხლებით გამოვიდა, გრძნობდა,როგორ უკანკალებდა ხელები და ეყინებოდა სხეული. ფეხაკრეფით ავიდა ლამაზ კიბეებზე და სძინებლის კარი შეაღო. სუზი გაოგნებული მივარდა, მის მეგობარს მკვდრისფერი დასდებოდა და საცოდავად ლუღლუღებდა. ბოლოს გიჟივით გაშალა ხელები და სუზი ისე ჩაიკრა გულში,ლამის სათვალე სახეზე მიაფშვნა. სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო და ტრიალებდა. სასწრაფოდ დაურეკა მაიკს და აცნობა, მამას შენი გაცნობა სურს, ხვალ საღამოს გელოდებიო. მერე შეტყობინებით მისამართი გაუგზავნა.
ამბით თავზარდაცემულ მაიკს ტელეფონი გაუვარდა მოულოდნელობისგან. მატილდას ელდა ეცა, ეგონა ბიჭს რაიმე შეემთხვა. ბოლოს წყლიანი თვალებით გაუღიმა შვილიშვილს და მოეხვია. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. არც მაიკს,არც ალისს,არც მატილდას და არც ჰანსს.
დილაუთენია წამოხტა მაიკი საწოლიდან. ისაზუმა, მატილდას ყავა მოუდუღა. მერე გიტარას ეცა, მალევე გააგდო ხელიდან. სარკესთან დადგა და ერთი საათი უყურებდა თავის თავს. ნამდვილ როკ-ვარსკვლავს ჰგავდა. გრძელი ტალღოვანი თმა, დახეული ჯინსი,საქამრეზე დაკიდული ჯაჭვი,პირსინგი წარბზე, შავი ფანქრისგან დარჩენილი მკრთალი ხაზი თვალთან და შავი მაიკა “Guns and Roses”წარწერით,რომელზეც ამავე ჯგუფის გიტარისტი იყო გამმოსხული გიტარით ხელში.
-ბებო.
-სალონში გამყევი.
მატილდამ თვალები გააფართოვა და გაშეშდა.
-გაიმეორე საყვარელო..
-ჰო,ჩაიცვი და სალონში გამყევი. ასე ხომ ვერ ვესტუმრები,რას იფიქრებს ის კაცი. ლამზად უნდა გამოვეწყო.
-მაიკ,ხომ კარგად ხარ?-მიუახლოვდა და შუბლზე ხელი მიადო,-ჰმ,სიცხე არ გაქვს.
-ბებო,არ გეხუმრები. ჩაიცვი მიდი. არა,ასეც შესანიშნავად გამოიყურები. ახალი სამოსიც მიყიდე, წამოდი.
თმა ლამაზად დაავარცხნინა სტილისტს და კუდად შეიკრა. პირსინგი მოიხსნა. დაგლეჯილი ჯინსი ხაკისფერი სწორი შარვლით ჩაანაცვლა და ლამაზი კლეჩატი პერანგი მოიცვა. პერანგის ზემოდან შავი ქურთუკი. გაოცებული უყურებდა მატილდა და ხმამაღლა ამბობდა:“რა ლამაზი ბიჭი მყოლია.“
საღმოს ექვსი საათი,რომ დაიწყო, ყვავილების თაიგული იყიდა და მოწერილი მისამართისკენ გაეშურა.

 




№1  offline √ წევრი ™ Sunny-Sunny

რა საყვარლები არიან. შესანიშნავად გაქვს აღწერილი სკოლის პერიოდში სიყვარული,ურთიერთობა და მომავლის მოლოდინი.შემეცოდა მაიკი :/ სტილისტთან წასვლა მაგარი იყო,იმდენი ვიცინე. აი,ძალიან საყვარლები არიან. heart_eyes heart_eyes ვნახოთ,ახლა ალისის მამა რას იზამს

 



№2 √ სტუმარი ™ Guest ანა

მომეწონა,მომეწონა ძალიაან heart_eyes შემდეგიც მალე დადე რაა blush

 



№3 √ წევრი ™ Alaska.

ისტორია ამდენი სიყვარულით ჯერ ესე არ მომწონებია, ისე ლამაზად გიწერია, რომ მეცივგულაშაც კი მათბობს :დ ❤ შემიყვარდა შენი წერის სტილი. სადაა და ამავდროულად ყველაფერს ამბობს.

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

მადლობა ყველას,უბედნიერესი ვარ,რომ მოგწონთ ჩემი სამყაროს ნაგლეჯი და ამ ორი პატარა არსების ისტორია,რომელიც ძალიან ძლიერ და საინტერესო განცდაში გადაიზრდება მალე ^_^ kissing_heart kissing_heart

 



№5  offline √ მოდერი ™ TeddyBear

ყველა ისტორიას აქვს თავისი ფერი,
ეს ისტორია ჩემთვის ნაცრისფერია.
ძალიან საინტერესო, ლამაზი და ამავდროულად მიმზიდველია ^^
არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ნიჭიერი ხარ. მომწონს შენი წერის სტილი, ემოციურია heart_eyes
შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლად ^^

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

TeddyBear
ყველა ისტორიას აქვს თავისი ფერი,
ეს ისტორია ჩემთვის ნაცრისფერია.
ძალიან საინტერესო, ლამაზი და ამავდროულად მიმზიდველია ^^
არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ნიჭიერი ხარ. მომწონს შენი წერის სტილი, ემოციურია heart_eyes
შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლად ^^

^^მადლობააა kissing_heart kissing_heart მალე დავდებ შემდეგ თავსაც

 



№7 √ სტუმარი ™ gaborotebuli cuga

https://m.facebook.com/groups/264606383884222?ref=bookmarks

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent