შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Whisper in the dark (სრულად)


17-02-2017, 19:27
ავტორი Kira
ნანახია 2 481

Whisper in the dark (სრულად)

არვიცი აქ რატომ ვარ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ როცა თვალები გავახილე ერთ პატარა, თეთრ ოთახში ვიყავი. ირგვლი მიმოვიხედე, ერთი პატარა ფანჯარა, კარი , საწოლი რომელზეც უსულოდ ვგდივარ და კარადა, ყველაფერი ნაცრისფერი. უცნაური გრძნობა დამეუფლა. თავიდან განძრევა ვერ შევძელი და ამან უფრო შემაშინა. ცოტახანში ვიღაც თეთრებში გამოწყობილი ქალი შემოვიდა, უკან რამდენიმე კაცი მოჰყვა, მაგრამ ისინი ახლოს არ მოსულან. რაღაც ნემსი გამიკეთა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა
-ეს შენი ახალი სახლია. მერე უბრალოდ წავიდა. ალბათ 1 წუთიც არიყო გასული რომ უკე ადგომა შევძელი.კარს იქით იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. სხვა ბავშვები რომ ახსენეს გავიგე , მაგრამ მეტს ვერაფერს მოვკარი ყური. საკეტი ორჯერ გადაატრიალეს და იქაურობას გაეცალნენ. ეს რა ადგილია? რატომ ვარ აქ? ჯანდაბა არაფერი მახსოვს იმის გარდა რაც ამ დილით ვნახე.მალევე ვიღაცის შემზარავი ყვირილი გაისმა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე.
ის ღამე თეთრად გავათენე.ყველა მხრიდან ყვირილი ისმოდა. რამდენჯერმე გასვლაც ვცადე,მაგრამ უშედეგოდ. ფანჯარას გისოსები ჰქონდა, კარი რკინის იყო. გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის ატანა. ვცდილობდი რაღაცაზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. მთვარის შუქზე ნათლად ჩანს უზარმაზარი ეზო, ხეები რაღაც პატარა შემოსაზღვრული ადგილი და ხეებზე უფრო მაღალი ქვის ან რკინის გალავანი,რომლის იქითაც არაფერი მოჩანს. არვიცი რამდენი ხანი გავატარე ასე, მაგრამ მახსოვს გამთენიისას ყველაფერი რომ მიწყნარდა საწოლს მივაშურე. მეგონა ახლა მაინც მეღირსებოდა დაძინება. როგორ არა. დილით ზარის ხმამ გამაღვიძა. თავიდან მეგონა მეჩვენებათქო,მერე კი საკეტის ხმა გავიდე და თავი ოდნავ წამოვწიე. სახეზე ვერც შევხედე მხოლოდ მისი ცივი ხმა
-ხუთ წუთში ყველანი სასადილოში!
სიამოვნებით გავაგრძელებდი ახლა ძილს ბავშვების ხმა რომ არ გამეგო. სხვა გზა არ მქონდა.ავდექი და მეც მათ მივყევი. უზარმაზარი დერეფანი, ბავშვებით სავსე.ზოგი ტიროდა, ზოგიც იცინოდა, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, იცნობდნენ ერთი მეორეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უემოციო სახით იდგნენ და უსიამოვნოდ ათვალიერებდნენ სხვებს. ერთ-ერთი მათგანი მე გახლავართ.მალევე ყველა ერთი მიმართულებით დაიძრა,როგორც რობოტები და მეც მათ მივყევი. სასადილო დარბაზი, რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული უზარმაზარი მაგიდები და სკამები. ყველანი დასხდნენ, მე კი იქაურობის დათვალიერება დავიწყე. ერთმა პატარა მაგიდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც კუთხეში იდგა და მხოლოდ ორ კაცზე იყო სუფრა გაშლილი. იმ მაგიდისკენ დავიწყე სვლა, მაგრამ დამასწრეს,ამიტომ აღარ მივაქციე ყურადღება და სადაც თავისუფალი ადგილი დავინახე იქ ჩამოვჯექი. სიმართლე ვთქვა, არანაირი სურვილი არ მქონდა იმ სალაფავის ჭამის რაც წინ მედო, დანარჩენები კი... დანარჩენები ღორებივით შეექცეოდენ და სულაც არ ანაღვლებდათ,რამდენად გულისამრევები იყვნენ.ყველა, გოგოც და ბიჭიც საკვებს ხელიდან გლეჯდნენ ერთმანეთს და ნამდვილი ველურებივით იქცეოდნენ.ისევ იმ მაგიდისკენ გადავიტანე მზერა .მთელს დარბაზში მხოლოდ ისინი ისხდნენ მშვიდად და ნორმალურად მიირთმევდნენ. ორივე ოქროსფერი თმით. ერთი ინვალიდის ეტლით ნელ-ნელა მიირთმევს და გვერდით მჯდომსაც საკვებზე ანიშნებს. მეორე კი ზიზღით ათვალიერებს იქ მყოფებს.
-როცა დაამთავრებთ შეგიძლიათ მთელი დღე ეზოში გაატაროთ. საიდანღაც მომესცმა ქალის ხმა . დასრულებული არ ქონდა წინადადება, რომ უკვე კართან ვიყავი.
-ოღონდ დაიმახსოვრეთ, ძველ შენობაში შესვლა აკრძალულია, და ვინც წესებს არ დაემორჩილება სასჯელიც არ ასცდება! ბოლო წინადადება განსაკუთრებით მკაცრად წარმოთქვა და იქვე ეტლში მჯდომ გოგონაზე მიგვათითა. როგორც ჩანს საერთოდ ვერცერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა. დიდად შემეცოდათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. იქ მყოფთ გადავხედე, სულაც არ ანაღვლებდათ რაიმე, ისევ ისე ღორულად ჭამდნენ.
-ჯანდაბა აქ გაჩერება შეუძლებელია. კარი გამოვაღე და გარეთ გავვარდი. უზარმაზარი სივრცე შენობის ირგვლივ, მწვანე ბალახი , იქით კი ხეები, უზარმაზარი ხეები, რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული მთელს ეზოს საზღვრავდა, იმის იქით კი გალავანი, იქამდე არ მივსულვარ, დიდი მანძილია, ძალიან დიდი, მაგრამ იმდენად მაღალია რომ კარგად მოჩანს.
ნეტავ ამ გალავნის იქით რა ხდება?ან საერთოდ რა ხდება ჩემს თავს? ვცდილობ როგორმე გავიხსენო აქ როგორ მოვხვდი,მაგრამ არაფერი გამომდის, თითქოს მეხსიერება წამიშალეს, ყველაფერი გამინადგურეს, მაგრამ მაინც არის ის რაც ჩემთვის ნაცნობია, გრძნობები, რომლებიც არა და არ მავიწყდება. ცნობისმოყვარეობა ,რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და ბოლოს მაინც არაფერია.
ძველ შენობასთან ვდგავარ და მისკენ ვიყურები. ვაკვირდები ხავსმოდებულ კედლებს,ჩამოლეწილ ფანჯრებს და უკუნითი სიბნელეს მის შიგნით.
-თუ იქ შევალ გავიგებ რა ხდება? საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას და ზუსტად საზღვარზე ვდგები. რა არის იქ ? რა შეიძლება იყოს ამ დანგრეულ შენობაში ისეთი, რომ კრძალავენ შესვლას? ყველაფერი მაინტერესებს, არაფერი ვიცი ამ ადგილზე, არვიცი რატომ მოვხვდი აქ? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი ან საერთოდ ვინ ვარ მე? უამრავი კითხვა მიგროვდება, უამრავი და პასუხი არცერთზეა.
-ჯანდაბა , სადაცაა თავი გამისკდება, ხომ შეიძლება ერთი რამ, ერთი პატარა მინიშნება ან პასუხი, მაგრამ იქნებ იქ გადავიდე, იქნებ სწორედ იქაა ის რასაც ვეძებ და სწორედ ამიტომ გვიშლიან შევსლას?! ის ისაა ფეხი უნდა გადადგა, რომ ხმა მომესმა.
-არ გირჩევ! ეს უფრო მოთხოვნა იყო ვიდრე რჩევა, მეც სწრაფად ვწევ ფეხს უკან და მისკენ ვბრუნდები. მეცნობა თან ძალიან, ახლა გამახსენდა ,ეს ისაა ქერა, განცალკევებით მჯდომი, ყველას ზიზღით უყურებდა. თურმე რა სიმპათიურია,მაგრამ რად გინდა სულ წარბები აქვს შეკრული.
-რა არის იქ? ყურადღება მოვიკრიბე და მოურიდებლად ვკითხე.
-არ ვიცი. ისე უბრალოდ, უინტერესოდ გამცა პასუხი , რომ ეტყობოდა აშკარად რაღაც იცოდა.მეც აღარც ჩავაცივდი და სხვა რამეზე გადავედი.
-ეს რა ადგილია?
-შენ რა ციდან ჩამოფრინდი? დამცინავად მითხრა და ტყისკენ წავიდა
-არა, გუშინ მომიყვანეს და არ ვიცი სად ვარ! ჯერ ჩაიცინა, მერე უცებ შეჩერდა და სწრაფად შემობრუნდა.
-რა...რა თქვი?
-არვიცი სად ვართქო. მობეზრებულად გავუმეორე
-არა,არა მანამდე..
-აქ გუშინ მომიყვანეს. ამჯერად გარკვევით გავუმეორე.
-შეუძლებელია, არ შეიძლება რომ გახსოვდეს აქ როდის მოდი. დაბნეულად ჩაიალაპარაკა,თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
-არა, არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ აქამდე აქ არ ვყოფილვარ. ახლა კი შენ გამეცი პასუხი.
-რა გაინტერესებს? წამშივე შეიცვალა და ისევ ისეთივე ცინიკოსი გახდა.
-რა ადგილია ეს? რატომ ვართ აქ? ამის იქით რა არის? და ამ შენობაში რა არის? დანარჩენს თანდათან გკითხავ. ჩქარჩქარა ჩამოვუყალიბე რაც მინდოდა და დოინჯშემოყრილი პასუხს დაველოდე.მან კი... მან სიცილი დაიწყო. საშინლად გავბრაზდი.
-ეს რა საქციელია? რა უკულტურობაა? როგორ შეიძლება თქვენნაირმა ხეპრემ სხვას ამზერით შეხედოს.უკმაყოფილოდ გამოვუცხადე ცხვირაბზუებულმა და იქაურობას გავეცალე.
გაბრაზებული ტყეში შევედი და იქვე ხესთან ჩამოვჯექი.
-ყოჩაღ ერთადერთი შანსი დაკარგე რაიმეს გაგების. არა პირდაპირ გაოცებული ვარ. როგორ უცებ შეგიძლია იმის გაგეცა რაც გინდა. მაშინვე გამომეხმაურა ალტერეგო.
-შენღა მაკლდი. გაღიზიანებულმა პატარა ქვა ავიღე და ხეს გავუქანე. ხემაც არ დააყონა ა უკან დამიბრუნა. მაღლიდან ჩამოვარდნილი გირჩი პირდაპირ თავძე დამეცა და ლამის სული განვუტევე.
საღამოს ყველა ისევ სასადილო დარბაზში შევიკრიბეთ. ამჯერად საშინლად მოშიებული სიამოვნებით შევჭამდი იმ სალაფავს დილით რომ დავიწუნე,მაგრამ ნურას უკაცრავად, მაგიდებზე არაფერი იყო.არადა ჩემი კუჭი ახლა ისეთ დღეშია, თან იმხელა ხმაზე ბღავის. ვიღაც ყურადღებას ითხოვს.ის ქალი გამოდის სიტყვით. რა დროს ესაა, საჭმელი მოგეცათ მადლობელი დაგრჩებოდით.
-მოგესალმებით. მე ვიოლეტა ბრაუნი ვარ,ამ დაწესებულების მმართველი. ალბათ ყველამ იცით რატომ ხართ აქ,მაგრამ რაიმე გაუგებრობა რომ არ შეიქმნას კიდევ აგიხსნით.მოგეხსენებათ ტერიტორიას, რომელზეც იმყოფებით „დახურული ლაბორატორია ქვია“. აქ ყველა გამოგზავნილი ხართ მშობლების მიერ,ვინაიდან გალავანს იქით ომია და სამყარო ნადგურდება, მომავლის იმედი კი ანუ თქვენ მეტად დაცულ ადგილას უნდა იმყოფებოდეთ. დღის რეჟიმი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ჩეულებრივ ისწავლით,გაივლით ჯარისკაცთა მოსამზადებელ კურსებს, დაეუფლებით იმ პროფესიას თუ ხელობას რომელსაც აირჩევთ. ამასთან ერთად გაივლით გამოკვლევებს და დაგვეხმარებით ,რომ შევქმნათ კარგი მომავალი, რაც შეეხება საკვებს დასტაბილურდება ყველაფერი და იქნება რამდენიმე სხვადასხვა სახეობა. ეს ყველაფერია თუ რაიმე შეიცვლება გაგაგებინებთ. ღიმილით გვემშვიდობება და საჭმლის ჩამორიგებაც იწყება,რასაც ჩვეული აურზაური მოჰყვა. ჰო რაღა თქმა, უნდა ის მმართველია, რასაც როგორ დააწესებს ისე იქნება, ჩვენ კი საცდელი ვირთხები ვართ.
ის იყო ჭამა უნდა დამეწყო , რომ გასასვლელში ის ქერა და ეტლში მჯდომი შევნიშნე. ქერა მალევე გავიდა, ეტლიანი კი კართან იყო, გასვლა უჭირდა,რამდენჯერმე მოიხედა მერე კი ისევ წვალება გააგრძელა. არცერთ იქ მყოფს წარბიც კი არ შეუხრია, გულშიც კი არ გაუფიქრიათ მისი დახმარება.ჯანდაბას საჭმელი, ორი ორცხობილა ავიღე და მისკენ წავედი. ერთი მას მივაწოდე მეორე კბილებით დავიკავე და ოთახიდან გასვლაში დავეხმარე. ჯერ გაოცებული მომჩერებოდა, მერე გონს მოეგო და რაღაც ჩაიბუტბუტა.
-სად მიდიხარ? მითხარი და წაგიყვან.ღიმილით მივმართე ბიჭს და ორცხობილა მთლიანად პირში გავიქანე.
-ზევით კაბინეტში.ამჯერად გამხიარულებულმა მითხრა და ლიფტისკენ მანიშნა.
მეც მის ნებას დავყევი . დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. კარი გავუღე და შიგნით შევიყვანე.
-აბა კარგად.დავემშვიდობე იმ იმედით, რომ მალე საჭმელს დავაგემოვნებდი მაგრამ...
-მოიცა, შენც შემოდი...ხელზე მომქაჩა
-მაგრამ მე...
-მოდი დედას გაუხარდება. ღიმილით მიმანიშნა იმ ქერა ქალზე და წინ წამიძღვა.
-ვიი ნახე ვინ მოვიყვანე. ღიმილით უთხრა დედას და მისკენ წავიდა.
-ვნახოთ,ვნახოთ... შენ, ამ...ერთი წამით. საბუთებში დაიწყო ქექვა, ამასობაში მეც შევედი და კარი დავკეტე.
-ვიქტორია, აჰ ძლივს ვიპოვე ღიმილით წარმოთქვა ჩემი სახელი და სავარძლისკენ მიმითითა. მეც მის ნებას დავყევი
-ვიცოდი რომ შენთან მალე მომიწევდა გასაუბრება, მაგრამ ასე მალეც არ ვგეგმავდი. დაბნეულად დაიწყო საუბარი და ისიც თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ალბათ ხვდებით, რომ ბევრი კითხვა მაქვს, და იმედია პასუხებსაც მივიღებ.
-რა თქმა უნდა.
-მაშინ დაიწყეთ გისმენთ.
-იქნებ კითხვა დაგესვა.
-ვიოლეტა, მაგდენს ვხვდები ,რომ იქ რაც ყველას გასაგონათ თქვი უბრალოდ ტექსტი იყო ფურცლიდან წაკითხული და მეტი არაფერი.
-მაოცებ. შენნაირი აქ ბევრი ყოფილა მაგრამ...
-იქნებ საქმეს დავუბრუნდეთ. ვუთხარი და ეტლში მჯდომს გავხედე. მალე ისიც შემოვიდა .ჩემმა იქ დანახვამ გააოცა,მაგრამ არაფერი უკითხავს, კუთხეში დაჯდა და რაღაცის წერა დაიწყო.ჯანდაბას იგი, ისევ ვიოლეტას მივუბრუნდი.
-დახურული ლაბორატორია ქვია იმ ადგილს,სადაც თქვენ, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. აქ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან მოყავთ იქნება ეს უპატრონო ბავშვთა სახლიდან თუ ძნელად აღსაზრდელები, რომლებსაც თვითონ მშობლები გვაბარებენ. მოყვანისთანავე ჩვენ გამოკვლევას ვატარებთ,რის დროსაც ობიექტი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა, მერე კი მის მეხსიერებას მთლიანად ვშლით, ვაპროგრამებთ, ვუნერგავთ იმას რაც ჩვენთვის სასარგებლოა , ვასწავლით, ვაძლევთ თავისუფალ არჩევანს და ვზრუნავთ მათზე, სულ ესაა.
-მგონი რაღაც-რაღაცები გამოგრჩა ვიოლეტა ან გამოტოვე. გარკვევით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები. - აქ ჩვენ საცდელი ვირთხები ვართ, ცდებს ატარებთ, რაღაცის მიღწევას ცდილობ მაგრამ ჯერ ამას ვერ მიაღწიეთ, ყველა თქვენი უშედეგო ცდა სიკვდილით მთავრდება, იმ საცდელი ვირთხების სიკვდილით,რომლებსაც თურმე თავისუფალ არჩევანს აძლევთ.
გაშეშდა, არ ეგონა ამას თუ ვიტყოდი, საერთოდ არეგონა თუ ვინმესგან მსგავს რაიმეს მოისმენდა, ბოლოს ჩემკენ გაცეცხლებული წამოვიდა, ის იყო უნდა დაერტყა, რომ ვიღაც ჩამომეფარა და შეაჩერა. უკვე ზედმეტი ფიქრი აღარც უნდოდა, არც ზევით ამიხედავს, ვიცოდი ვინც იყო. ხელი დამავლო და იქიდან სწრაფად გამომიყვანა. მის ოთახში ავედით,გაცეცხლებულმა შესვლისთანავე საწოლისკენ მკრა ხელი და მეც ინერციით მასზე დავვარდი.
-შენ ნორმალური ხარ? ბოლო ხმაზე იღრიალა, და აქეთ-იქით ნერვიულად დაიწყო სიარული
-შენ საერთოდ რა გინდა? მაინც დიდგულზე მყოფი გამოვესარჩლე, არადა მისთვის მადლობა უნდა მეთქვა
-არა რა, გადასარევია. ირონიულად ჩაიღიმა-მე აქ ვცდილობ დაგეხმარო , შენ კიდე დიდ გულზე ხარ და საყვედურს არ კადრულობ არა.?! მართალი იყო, მან მე დამიცვა სანაცვლოდ კი უმადურობას იღებს.
-მე უბრალოდ...მე არვიცი რავქნა, არვიცი სად ვარ, აქ რას ვაკეთებ, მე რას მიპირებენ, არც ის ვიცი საიდან ვარ, რა მომივა? მე რატომ არ ვარ ისე როგორც სხვები? რატომ არ ვაზროვნებ ისე ,როგორც ისინი, რადავაშავე ასეთი რომ აქ მოვხვდი, მითხარი!მითხარი... ტირილით აღმოვთქვი და საწოლთ ჩავიკეცე. მეც მინდა მათ ვგავდე, მეც მინდა მეხსიერებასთან ერთად გრძნობებიც რომ წაეშალათ. მე რითი გამომარჩიეს.ისევ ქვითინს ვაგრძელებდი და დროდადრო ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი,ვცდილობდი სულიერი ტკივილი ფიზიკურით შემეცვალა.
გვერდით მომიჯდა და ხელი თავზე დამადო, ჩუმად იყო, პერიოდულათ თითებს ათამაშებდა თმებში და ტუჩის კუთხეში ოდნავ იღიმოდა.
-მესმის შენი, ვიცი რა გრძნობაა,როცა მარტო ხარ ამდენში. როცა შენი არავის ესმის,ყველაზე მტკივნეული კი იცი რა არის? საკუთარმა დედამ გამიმეტა არ ცდებისთვის, გამაჩინა თუარა მაშინვე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო შენზე. ის წამალი ყველას გაგვიკეთეს, მაგრამ ყოველთვის ჩნდება ხოლმე ერთი ან ორი,რომელიც არემორჩილება ბაზას, მისი გენი და ნეირონები მხოლოდ მას ემორჩილება და ქიმიური ზემოქმედებითაც კი შეუძლებელია მათი დაქვენდებარება. ამ თაობში ასეთი სამნი ვართ: მე-ტობიო, შენ ვიქტორია და ჩემი უმცროსი ძმა გრეი, იგი ყველაზე ცოდვაა ჩვენს შორის რადგან გადაადგილება არ შეუძლია, სწორედ იმ წამალმა დატოვა ხეიბარი ,რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.დანანებით ჩაილაპარაკა .და სივრცეს გახედა. -მე არცისე ძლიერი ვარ, ჩემი ნახევარი მათ ექვემდებარება ნახევარი კი მე, ჩვენ სამიდან შენ უძლიერესი ხარ, რადგან შენი გენი მთლიანად შენია, ვერ დაიმორჩილეს, მხოლოდ მეხსიერება წაგიშალეს, მაგრამ ისიც ბოლომდე ვერ. შენ ჩვენი იმედი ხარ , ჩემი და გრეის, მხოლოდ შენ შეგიძლია დახურულ ლაბორატორიაში გადარჩენა, ჩვენი გადარჩენა. არავინ იცის იქ რახდება, არავინ...მხოლოდ ის ვიცით რომ შენ და შენნაირები შეძლებენ იქ შესვლას.
-შენც ხომ ჩემნაირი ხარ? ამდენი ხანი რატომ ვერ შედი?ინტერესით ვკითხე
-მე იქ მარტო ვერ გადავრჩები, მხოლოდ ჩემთვის კარი არ გაიღება, შენ გვჭირდები ვიქტორია...მე მჭირდები.

ამ საუბრის შემდეგ ალბათ რამდენიმე კვირა გავიდა. მე და გრეი დავმეგობრდით, მთელი დღეები ერთად ვიყავით გარეთ, საღამოს კაბინეტში , საძინებელიც შემიცვალეს და მათ გვერდით გადავედი. ვიოლეტაც კარგად გვექცეოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ზედმეტად კარგადაც. დანარჩენები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ ცხოვრებას, მათ მხოლოდ ეზოში ვნახულობდი, ხანდახან კი ოთახის ფანჯრიდანაც ვუმზერდი. სწავლობდნენ, გადამზადების კურსსაც გადიოდნენ და რაც მთავარია საცდელი ვირთხის მივალეობასაც კარგად ასრულებდნენ.თითქოს ტობიოსთანაც ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას არ გავდა, რაღაც სხვა იყო ,ახალი , რასაც სხვებიც ამჩნევდნენ, ეს არ იკმარეს ხშირად ვიოლეტა და გრეი ნამიოკებით საუბრობდნენ, ამაზე სულ ჭკუიდან გადავდიოდით ორივე და იქაურობას სწრაფად გავეცლებოდით ხოლმე.ისინი კი უბრალოდ იცინოდნენ და ისევ ჩვენ გაწვალებას აგრძელებდნენ.
სხვებთან კონტაქტს და რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. ისინი რობოტებივით არიან, რომელთა პროგრამას არა და არ ეღირსა გაახლება. ერთი და იგივე ყოველდღე, მხოლოდ სასწავლო მასალა იყო სხვადასხვა.
მახსოვს ნისლიანი დილა იყო, საჭმელადაც არ გავსულვარ ვიოლეტასთან, პირდაპირ ქვევით დავეშვი და საზღვართან დავდექი. უკვე მოსაბეზრებელი ეს ყველაფერი, უკვე გაუსაძლისი იყო ამ ხალხის ყურება, მათი ქცევა და ყველაზე მეტად კი ის, რომ მე საცდელი ვირთხა ვიყავი. არ გაქვს უფლება აკეთო ის რაც გინდა, არ გაქვს უფლება გაცდე ამ კედლებს, უბრალოდ ფიქრის უფლებაც არ გაქვს, გამოკეტილი ოთხკედელში და ასრულებ იმას ,რასაც გიბრძანებენ, მონა ვარ. ავიცოდი რა მელოდა წინ ,მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი თუ ახლა ამას არ გავაკეთებდი, მერე ვეღარ შევძლებდი.უკანმოუხედავად შევაბიჯე სიბნელეში, სადაც ერთი პატარა სინათლის სხივიც არ ჩანდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემ გვერდით ვიღაც იყო. ვიღაც, ვისი გახშირებული სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი, რომ შევხებოდი,მაგრამ ამაოდ, იქ არავინ იყო. ვიღაც ხელზე მაგრად მეჭიდება და ზურგიდან მეხუტება, შიშის გრძნობა ნელ-ნელა ჩნდება და მალევე იწყებს გქრობას, რადგან ნაცნობ სურნელს ვგრძნობ. ეს ისაა, ტობიოა, მე ამას ვგრძნობ. მისკენ სწრაფად ვბრუნდები და ვეხუტები. მალე ყველაფერი ნათდება, ისე როგორც მზის სინათლეზე, მაგრამ მზე არსად ჩანს. ზევით ავიხედე, შავი ღრუბლებივით გადაფარებოდა სიბნელე ჭერს და იქ არაფერი ირჩეოდა. ისიც ვერ გავიგე სინათლე საიდან მოდიოდა. ირგვლივ რკინის რამდენიმე საცავი იყო, ისინიც საგულდაგულოდ ჩარაზული. ორი ზურგზე მოსაკიდებელი ჩანთა, ორიოდე წყლის ბოთლი და რაღაც შეხვეული ტყავი იქვე ჩვენს ფეხებთან ეგდო.
-ტობიო. დაბნეულმა წავილუღლუღე და მას ავხედე. ამჯერადაც არ შეცვლია გამომეტყველება, ჩვეულებრივ ათვალიერებდა გარემოს და არც არაფერი უკვირდა. მისთვის რომ შეგეხედათ იფიქრებდით რომ ნაცნობ ადგილას იყო.
-ტობიო. კიდევ ერთხელ დავუძახე, ამჯერად უფრო ხმამაღლა.-რა არის ეს? მითხარი ... აქედან როგორ გავიდეთ? რა ადგილია? შეშინებული ჩქარ-ჩქარა ვეკითხებოდუ და თანსაყეკოზე ვექაჩებოდი. ის ისევ ჩუმად იდგა. ამით კი უფრო მიშლიდა ნერვებს და შიშსაც უფრო მიმძადრებდა.ჯანდაბა ტობიო რატომ ხარ ასეთი ხე.
-აი თურმე, როგორია დახურული ლაბორატორია. ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია.
-ნუ გეშინია, ჩვენ ახლა ძველი შენობის შიგნით ვართ ისე მითხრა ვითომ მე არ მცოდნოდა
-რას მელაპარაკები, მართლა?ირონიულად ვკითხე და შევეცადე მოვშორებოდი
-ვიქტორია!
-კარგი ჰო, აქედან გასასვლელი არის?
-კი, მაგრამ მანამდე ყველა 13 დარბაზი უნდა გავიაროთ.
-რას ნიშნავს ყველა დარბაზი, ტობიო ნუ მელაპარაკები ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ამიხსენი ყველაფერი. წყობიდან გამოსულმა ყვირილი დავიწყე.
-ნუგეშინია, შენთან ვარ. ესენი ავიღოთ და გზაში ყველაფერს მოგიყვები.
ზურგჩანთები მოვიკიდეთ, წყალიც ავიღეთ , ბოლოს იმ რაღაც ტყავზე მიდგა ჯერი. ნელ-ნელა დავიწყე გახსნა, შიგნით ერთი ხმალი, ორიოდე მაჩეტე , კასტეტი და რამდენიმე „бабочка“ იყო. შეძლებისდაგვარად ავიღეთ, დავინაწილეთ. არცერთმა ვიცოდით რომელი რა დროს და რაში დაგვჭირდებოდა,მაგრამ რადგან დაგვხვდა ჩავთვალეთ, რომ საჭირო იქნებოდა.არცერთმა ვიცოდით მათი გამოყენება, მაგრამ როცა გაგიჭირდება , რას არ იზამ ადამიანი.
ასეც იყო. ისეთ დროს ,ისეთი რამისთვის დაგვჭირდა იარაღი, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. დახურული ლაბორატორია არის შენობა, რომლის კარიც მხოლოდ ისეთებისთვის იღება, როგორიც მე ვარ. არავინ იცის აქ რა არის, არავინ უნახავთ აქედან გასული, არავინ ,ვინც ამბავს გაიტანდა. საინტერესოა სად არიან ისინი? ცოცხლები არიანთუ მკვდრები? იქნებ გავიდნენ კიდეც? იქნებ გასასვლელი იმ გალავს გარეთაა?იქნებ დააღწიეს თავი დახურულ ლაბორატორიას?! უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა თავში. ჯანდაბა რა დროს ესაა. ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედოთ. აღარმინდა საცდელი ვირთხა ვიყო, მინდა ჩვეულებრივად ვიცხოვრო, მინდა ამ გალავანს გავცდე და გავიგო რა არის ცხოვრება. მინდა ყველაფერი გავიგო და ვნახო.ამისთვის კი აქედან უნდა გავაღწიო, ამ ტერიტორიას უნდა გავცილდე. ამისათვის ვიბრძოლებ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მარტოს არაფერი მინდა, საერთოდ არაფერი. მინდა ტობიოც ჩემთან იყოს.
პირველი დარბაზის გავლა მარტივი იყო, სულ რამდენიმე ამოცანა რომლიდანაც ბოლოს ერთ პასუხს ვადგენდით. სწორედ ამ პასუხის დახმარებით გავხსენით კარი, რომელსაც შემდეგ დარბაზში უნდა გავეყვანეთ,მაგრამ მწარედ შევცდით. სადღაც გაუვალ ტყეში აღმოვჩნდით, სადაც მალევე უკუნითი სიბნელე ჩამოწვა. სწორედ იქ ,იმ წამს დაიწყო სიცოცხლისათვის ბრძოლა.
თავიდან ყველაფერი მარტივი იყო, ბრძოლაც კი. ერთმანეთის დაცვა და რომელიმე პირუტყვზე გამარჯვება სიამოვნებას გვანიჭებდა, ვამაყობდით, ვერთობოდით კიდეც, ღამღამობით კი ერთმანეთს ვუყვებოდით შთაბეჭდილებებს.მერე ყველაფერი გართულდა. ამჯერად უზარმაზარ არსებებთან გვიწევდა ბრძოლა, ნადავლის გაყოფა. თავის გადარჩენა.ყველაფერი გაძნელდა. ახლა უკვე ვიცოდით რა იყო შიში, მწუხარება, ტკივილი, ამ ყველაფერს ნათლად ვგრძნობდით და ის დიდი სიხარული,რომელიც მტრის დამარცხებით იყო გამოწვეული.ბევრჯერ ყოფილა ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ბევრჯერ გვეგონ რომ ეს ბოლო იყო, რომ აქედან ვეღარასდროს გავაღწევდით,მაგრამ როგორღაც ვახერხებდით ერთმანეთის დაცვას . არცერთმა ვიცოდით ბრძოლა, ხმლის ქნევა და სხვა მრავალი იარაღის გამოყენება, მაგრამ როცა ჩვენს საფრთხე დაგვემუქრა, წამსვე იარაღს დავავლეთ ხელი და გამალებით ვიბრძოდით, არა საკუთარი თავის , არამედ პარტნიორის გადასარჩენად. მე ბევრი არაფერი შემეძლო,. ბევრი კი არა საერთოდ არ შემეძლო ბრძოლა, საკუთარი თავის დაცვაც კი ვერ შევძელი, ტობიოს დამსახურებაა ,რომ ჯერ კიდევ ვცოცხლობ. მისი მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის.
გახსენებაც კი არ ღირს.უსიამოვნო ჟრუანტელი მისვლის, როცა ის მომენტი მახსენდება... პირველად ვნახე ტობიოს შეშფოთებული სახე, როცა მხეცის კლანჭებში აღმოვჩნდი, როგორ გამალებით იბრძოდა ჩემთვის, ამ მომენტისთვის სიკვდილიც კი არ დამენანებოდა. ეს ხომ საოცრება იყო, ის ჩემთვის იბრძოდა.
საღამოს დალურჯებული, კოცონთან ახლოს ერთმანეთზე მიწოლილი სიცილით ვიხსენებდით იმ ამბებს რაც დღე ხდებოდა, მერე დიდი ხნის ხარხარის შემდეგ დასინიაკებული სხეული აგვტკივდებოდა და მთელი ღამე წუწუნს მოვყვებოდით.
-არმინდა რომ ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდეს. ჩვეულებრივ მშვიდად ჩაილაპარაკა , ხელიდან ჯოხი გამომგლიჯა და მოისროლა.
-სულ გაგიჟდი? სულ აქ არმინდა.უკმაყოფილოდ მივუგე. ახალი ჯოხი ავიღე და ისევ ცეცხლს დავუწყე თამაში.
-არც ჩემთან? დანაღვლიანებულმა ჩაილაპარაკა და თავი ამაწევინა.
-რატომ ამბობ ეგრე?
-დაივიწყე, სისულელეა... თავი გააქნია და სადღაც შორს გაურკვევე წერტილს მიაშტერდა
-ტობიას, აქედან რომ გავალთ ,მერე რაიქნება?
-ჰმ, საინტერესოა. პირველად მომმართე ასე. სიცილით თქვა და უფრო მაგრად მიმიხუტა
-არვიცი რაიქნება, არაფერი ვიცი,მაგრამ ვიქტორია ჩვენ სულ ერთად ვიქნებით! გპირდები! დარწმუნებით თქვა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ნუ დავპირდებით ერთმანეთს იმას, რასაც ვერ შევასრულებთ.
-ჯანდაბა, ვიქტორია. ამჯერად ხმამაღლა იყვირა და ფეხზე წამოხტა.-მითხარი რატომ? ყოველთვის,როცა ერთად ვართ, როცა საუკეთესო მომენტია, როცა დავაპირებ გითხრა,რომ მიყვარხარ,რომ მინდა შენთან გავატარო დარჩენილი ცხოვრება, სწორედ მაშინ... მაშინ აფუჭებ ყველაფერს. ანერვიულებული ბოლო ხმაზე ყვიროდა, და ფეხს ხან რას და ხარ რას ურტყმდა. ის მე მიყვიროდა.
შემეშინდა, წამიერად გავიფიქრე ,რომ შეიძლებოდა დამეკარგა ჩემი დაუფიქრებელი საქციელების გამო. ამ აზრმა იმდენად შემაშინა რომ მაშინვე ადგილს მოვწყდი , სწრაფად მივედი ახლოს და ნაზად შევეხე მის ტუჩებს. სწორედ ეს ნაზი კოცნა გახდა ყველაფრის დასაწყისი. ნელ-ნელა ორივეს გეძარცვებოდა ტანისამოსი. ურცხვად დაასრიალებდა თითებს ჩემს შიშველ სხეულზე და ცდილობდა თუნდაც უბრალო მოფერებითაც მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო. ახლა თავს სრულყოფილად ვგრძნობდი, არაფერი მაკლდა და არც გვინდოდა რაიმე გარდა ერთმანეთისა. თანდათან ყველა ის ადგილი სადაც მეხებოდა წვას იწყებდა მერე კი უზომო სიამოვნება ცვლიდა ყველაფერს. ტუჩებიდან ნელ-ნელა ქვევით მიიწევდა და მეც სიაოვნებისგა განაბულს სულ გადამავიწუდა ნახევრად დალურჯებული სხეული, აღარც ის მანაღვლებდა რომ სადღაც შუა ტყეში თუ შენობაში ვიყავით . მთავარია ჩვენ ორნი ერთად ვართ. ერთნი ვართ.ირგვლის ყველაფერი ფერადდება, თითქოს ყველაფერი ქრება და მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. ორი ერთმანეთზე აკრული შიშველი სხეული, რომლებიც გამალებით ეფერებიან ერთი-მეორეს,ისე თითქოს ეს პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს.
ბოლო დარბაზი ყველაზე საშინელი იყო, ყველაზე საზარელი რამ , რაც კი აქამდე გვიანახავს. აქ მეტოქე თავად ჩვენი თავი იყო. ჩვენი ბნელი მხარე და ჩვენი შიში, რომელიც ამჯერად ხორციელად გესახებოდა და ყველანაირი გზით ცდილობდა ჩვენს დამარცხებას.ყველაზე საზიზღარი რამ, ჩვენი სული. ჩვენი ბინძური სული, წინა ცხოვრება ,რომელიც სულ თან გვდევს. იგი არასდროს განგვშორდება, რადგან ჩვენი ნაწილია, ბნელი ნაწილი.
ტობიასი ვერ გაუმკლავდა, იგი ამ ბრძოლაში დამარცხდა. ბოლო კარი მხოლოდ ჩემთვის გაიღო, მაგრამ ისიც გამოვიყვანე, წამებით მაგრამ მაინც არ დავტოვე! ის ხომ ... ის ხომ ერთადერთია ,ვინც გამაჩნია.
ვიოლეტა და იქ მყოფი ბავშვები საზღვართან დაგვხვდნენ.3 თვე გასულიყო იმის შემდეგ , რაც იქ შევაბიჯეთ. სამი თვე, მე კი მხოლოდ რამდენიმე დღე დავთვალე . იქ ხომ დრო არარსებობს. იქ ხომ ყველაფერი ილუზიაა.
დაბრუნებიდან 1 კვირის თავზე ტობიასი გარდაიცვალა და იქ მოვკვდი მეც...
რამდენი ვემუდარე, ვთხოვდი რას არ ვპირდებოდი მაგრამ ადგა და წავიდა, სულ წავიდა. აღარ მოვა, დანაპირები არ შეასრულა. სიტყვა მომცა სულ ერთად ვიქნებითო და გატეხა. მიმატოვა.
ყოველდღე ძონძებში გამოწყობილი,თმააბურძგნული და თვალებდასიებული ვიჯექი საზღვართან. ველოდი...ველოდი როდის გაიღებოდა კარი ჩემთვის. მჯეროდა რომ იქ, საზღვრის იქით ის მელოდებოდა, რომ იქ შევხვდებოდი, ჩვენ ,იმ ტკბილ მოგონებებთან, მაგრამ არადაარ მეიღირსა მისი მეორედ ხილვა. ბუნებამ არ მოიდნომა ჩვენი შეხვედრა. რამაც ადრე გაგვაერთიანა ახლა ერთმანეთს დაგვაშორა და თან ჩემი სულიც წაიღო.2 თვის თავზე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ამან მაიძულა ცხოვრებისკენ , ხალხისკენ შემოვბრუნებულიყავი. პატარამ იმედი ჩამისახა, სიცოცხლის იმედი და ამ იმედს ბოლომდე ჩავებღაუჭე. ეს ხომ მისგან მერგო საჩუქრად. მან მე მანდო და ვალდებული ვიყავი სიცოცხლე გამეწირა მისთვის. მეზრუნა და დამეცვა იგი ყველაფრისაგან.ჩემი, ჩვენი პატარა -ტობიას.
7 თვის შემდეგ მე , პატარა ტობიასმა და გრეიმ დავტოვეთ ტერიტორია, რომელსაც დახურული ლაბორატორია ეწოდებოდა და ამჯერად დიდი ენთუზიაზმით შევუერთდით დანარჩენ სამყაროს.მე კი იმ იმედით , რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი იქ, დახურულ ლაბორატორიაში, მე და ტობიოასი, მხოლოდ ჩვენ ორნი.

ასტრალში ყოფილხართ? ალბათ არა, შეიძლება ყოფილხართ კიდეც მაგრამ მოდი პატარა მონახაზს გავაკეთებ. ასტრალი ეს არის სხვა სამყარო. მასში გადასვლა ხდება, როცა ადამიანის სული ტოვებს სხეულს და მიდის იმ ქვეყნად. ეს სიკვდილი არ გეგონოთ, ეს სულ სხვაა. ქვეყანა სადაც ყველაფერი და ყველა შენ გემორჩილება, იქ ის ხარ ვინც გინდა, რომ იყო. იქ, სადაც შენი ოცნებები ხდება და ხედავ იმას რაც გინდა, რომ დაინახო. ყველაფერი შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 7 წლის შემდეგ ისევ ვაბდუნდი ასტრალში, შევძელი და დავბრუნდი, ვერ გეტყვით რატომ არ დავამთავრე ისტორია კარგად, რადგან მეც არვიცი. შემეძლო უბრალოდ გამეფიქრებინა ჰეფი ენდი და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ რავქნათ რომ ასეთი ბუნება მაქვს. ვერ წამოიდგენთ რამხელა შვება იყო ჩემთვის ,როცა დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი როგორც თქვენ იტყოდით "უბრალოდ სიზმარია". საოცრად მიხაროდა, რომ ისევ ასტრალში შევძელი მოგზაურობა, ამდენი წლის შემდეგ, მაგრამ ამავდროულად საშინლად დამძიმებული დავდივარ მის შემდეგ. ვეღარ ვიტან იმ დასასრულს რაც ვნახე. უბრალოდ უნდა მომეყოლა ვინმესთვის მოკლედ,მაგრამ მაინც. მძიმე იყო და არის ჩემთვის ის ფაქტი, რომ მე ვიყავი მტავარი გმირი, ვიქტორია, საკუტარ თავზე განვიცადე ეს ყველაფერი, გრძნობები ტკივილი, ტანჯვა. მიხაროდა რომ ეს რეალური არ იყო, მაგრამ თან დამძიმებული ვარ ამ ამბით. არვიცი რამდენად კარგად გადმოვეცი ის რაც ვნახე მაგრამ... ეს პატარა ისტორია ჩემი ნაწილია, ჩემი ბნელი მხარე, რომელიც სულ თან მსდევს.

22.12.2016

 




№1 √ სტუმარი ™ ნემო

ასტრალი
მომეწონა შენი აღწერილი ასტრალი
და იცი რა
ძალიან მოუხდა ესს პატარა ისტორია ჩემ განწყობას
თან lost on you ფონზე
კარგი იყო კი რა

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Kira

ნემო
ასტრალი
მომეწონა შენი აღწერილი ასტრალი
და იცი რა
ძალიან მოუხდა ესს პატარა ისტორია ჩემ განწყობას
თან lost on you ფონზე
კარგი იყო კი რა

დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თუ მოგეწონა. ბევრს ნიშნავს ეს პატარა ნაჯღაპნი ჩემთვის <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



№3  offline √ წევრი ™ მედი

უმაგრესია
--------------------
M.G

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Kira

მედი
უმაგრესია

მადლობა <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



№5 √ სტუმარი ™ Guest baby girl

მაგარი იყო უცნაური მაგრამ სინტერესო kissing_heart

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Kira

Guest baby girl
მაგარი იყო უცნაური მაგრამ სინტერესო kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent