შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულა XXI


17-02-2017, 19:40
ავტორი lipsspil
ნანახია 1 093

გაზაფხულა XXI

ბაიაში ბედნიერებისა და გაოგნების ტალღები ერთმანეთს ცვლიდნენ. ყველაფერს, მაგრამ ამას არ მოელოდა საკუთარი თავისაგან, ფიქრითაც არ უნდოდა შეეფერხებინა ის, რასაც ახლაც განიცდიდა, მდგომარეობის შეცვლაც არ უნდოდა, რომ მიმავალი წამი კიდევ უფრო გახანგრძლივებულიყო. დროდადრო ნათალ, პატარა ხელებს ააყოლებდა ბაჩას შიშველ ტანს, რომ დარწმუნებულიყო არ ეჩვენებოდა და ეს ყველაფერი მართლა მოხდა.. გრძნობდა თითოეულ შეხებას პასუხობდა მისი სხეული, თითქოს საკრავი იყო და ბაიას ხელის შეხებაზე ბგერებს გამოსცემდა. ამან ძალიან გაართო, თითებიც მოიშველია და მის გაშლილ, უზარმაზარ მკერდზე, სიმებში განაგრძო ძრომიალი.
-ცოტაც და საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ..
ბაიამ სასწრაფოდ მოაშორა თითები, მაგრამ გაცილებით უფრო დიდმა და ძლიერმა ხელმა ჰაერშივე გაუჩერა
-ეგ არ მიგულისხმია - მისი ხელი ისევ თავის მკერდზე დააბრუნა - რატომ არაფერს ამბობ?
-არ ვიცი რას ამბობენ ამ დროს..
-არავინ იცის, შენ რაც გინდა ის უნდა თქვა
-არ მინდა.. - ბაჩას ღიმილი შეეპარა და წარბები შეჭმუხნა. ცალ მხარზე წამოიწია და საბანში ჩამძვრალ, თვალებგაფართოებულ ბაიას ზემოდან დააცქერდა
-შენ რა, გრცხვენია ჩემი?? - ბაიამ თვალები დახუჭა. ბაჩამ გაიცინა და მისი ლოყა ხელში მოიქცია - არ გრცხვენია ჩემი რომ გრცხვენია?
-რაღაცას გკითხავ..
-მკითხე
-მე ახლა შენი საყვარელი ვარ? - ბაჩამ აქამდე ძლივს შეგუბებული სიცილი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა
-საიდან ასეთი ტერმინები?
-არ უნდა მეკითხა..
-კარგი კარგი.. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები, გეტყვი: შენ ახლა მთლიანად ჩემი ხარ!
-შენი..
-ჰო, ჩემი! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტყვე ხარ, პირიქით, ახლა იმაზე მეტად თავისუფალი უნდა იყო, ვიდრე ოდესმე, უნდა იფრინო..
-წავიდეთ რა..
-სად?
-სამსახურში..
-ნწ!.. სამსახურში შუშის იქიდან უნდა გიყურო, ჩაცმულს, ვერ შეგეხო
-ბაჩა, გუშინ.. იცი რა.. - ბაჩამ მის თვალებში გაუაზრებელი შიში ამოიკითხა
-რა ხდება, უნდა მითხრა, რომ შეცდომა იყო და მერე მე საპირისპირო გიმტკიცო?
-არა, სულაც არ მინდა, არ არის საჭირო რაიმეში დამარწმუნო, მითუმეტეს ახლა.. - სიტყვა ისევ მოულოდნელმა კოცნამ გააწყვეტინა, ხანგრძლივმა, ცხელმა, ვნებიანმა.. საკუთარი გულის ბაგაბუგი გაიგო, ისევ კარგავდა თავს, ისევ არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, არც უნდოდა!
დიდი, მზრუნველი ხელები თმაში შეუცურა, ღრმად ჩაისუნთქა და მისი თავბრუდამხვევი სურნელით ამოივსო სხეული.
-ასე უკეთესია, ზედმეტი კითხვების გარეშე - ბაიას პასუხი არ გაუცია, ხელები კისერზე მოხვია და ბავშვივით, მაგრად ჩაეხუტა. ბაჩას მისი თითოეული, ასე სუფთა და გულუბრყვილო მოძრაობა ღიმილს გვრიდა, აღარც ახსოვდა ბოლოს როდის გაიღიმა ამდენჯერ. ცალი ხელით მსუბუქად ამოაბრუნა მისთვის ასე სასურველი ქმნილება და მკერდზე მოითავსა
-აქ იყავი მოკალათებული ცოტა ხანს..
-ჩავიცვამ რა..
-არა
-ბაჩა..
-არა მეთქი! - ზურგზე ალერსიანად ააყოლა ხელები და მხრებს ჩაუყვა - აი ეს მჭირდება, კიდევ ეს.. ეს.. ეს! - დაუკოცნა თმა, თვალები, ისევ ხარბად აისუნთქა მისი ყელიდან სურნელი და იქვე დარჩა - გაზაფხულა გაზაფხულის სურნელით.. არა! ჩემი გაზაფხულა გაზაფხულის სურნელით - ბაიას გაეღიმა, თითქოს სადღაც გაქრა მისი დაძაბულობა და გაურკვევლობა.
-დღეს სამსახურში არ წავიდეთ, ხვალ ისედაც შაბათია და ტბაზე მოგვიწევს საკონფერენციო დარბაზში ჯდომა. ერთი კარგი ადგილი ვიცი, ლილე წავიყვანოთ..
-ლილე? არა, არ გინდა, ლილე არა. ჯობია სამსახურში წავიდეთ. მე წავალ, სამსახურში თუ ისეთი არაფერი ხდება, სალონში მივალ..
-რატომ, რა პრობლემაა?
-არაფერი, უბრალოდ ლილე ბაღშია და..
-არ გინდა, რომ ლილემ ერთად გვნახოს? - ბაია გაჩუმდა - კარგი, მესმის, მაგრამ იცოდე, რომ უკვე მეც მაქვს ხმის უფლება - ლილეს ჩემი სისხლი აქვს - გაიღიმა ბაჩამ - ჰოდა ხვალ გამოგივლით და ერთად წავიდეთ ტბაზე
-შენ ეს გჭირდება?
-რას გულისხმობ?
-ჯერ მე, ახლა კიდევ მე ლილესთან ერთად..
-წეღან სისულელეებს რომ ამბობდი, საკმაოდ სასიამოვნო მეთოდით გაგაჩუმე. მგონი ახლაც მომიწევს, ოღონდ მეთოდი ისეთი უწყინარი აღარ იქნება
-კარგი, გავჩუმდი, ვდგები - ბაიამ საბნის თანხლებით მოაგროვა ტანსაცმელი და ასე, გახვეულმა ჩაიცვა. ბაჩას ისევ ეღიმებოდა მის გულუბრყვილობაზე.
სამსახურში არ მისულა იმ დღეს, სალონში ყოფნა არჩია, საქმე დაგროვებოდა და მოწესრიგებას შეუდგა. დღის მიწურულს შეტყობინება მიიღო ბაჩასგან, სასწრაფოდ წამოიღე ლეპტოპი და ამოდიო. ცუდად ენიშნა, მაშინვე გაემართა ოფისისაკენ და ფრთხილად დააკაკუნა კარზე
-გცალია?
-ჰო, შემოდი..
-რა მოხდა?
-ერთი უყურე.. კითხულობს კიდეც!
-მე.. არ ვიცი..
-რამდენიმე საათი გავიდა ისე, რომ არსად ჩანხარ. როგორ გგონია, გუშინდელის მერე ამას ავიტან?
-ბაჩა! რა არ ვიფიქრე.. შემეშინდა.. - ბაჩა წამოდგა და მიუახლოვდა
-უჩემობის შეგეშინდა?
-არა, ვიფიქრე საქმე გავაფუჭე..
-საქმეში ვიცით როგორი ხარ, კიდევ ბევრი რამე ვიცით.. - ბაიას ალმური მოედო სახეზე და წამოწითლდა, აჩქარებული გულისცემა შეეტყო - ძნელია ასეთ რეაქციებს გავუძლო - ხელი მოხვია და თვალდახუჭულმა მისი თმა დაყნოსა.
-დავბრუნდები რა.. - მოესმა დაბალი, დაგუდული ხმა
-როგორ გაგიშვა?
-ხელს ცოტათი თუ გამიშვებ, მე თვითონ წავალ
-ვის უნდა მერე ეგ?
-ღმერთო, რატომ ცდილობ სულ დაბნეული ვიყო?
-შენ რატომ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო?
-მე არაფერს არ ვცდილობ, არც ვიცი როგორ უნდა შევეცადო, აი შენ იცი და ცდილობ კიდეც..
-ღმერთმანი შენ გაცილებით უკეთესად გამოგდის - ბაია ხელიდან დაუსხლტა და თმა შუბლიდან ორივე ხელით მოიშორა
-წავედი, ხვალამდე..
-მე წაგიყვან სახლში
-არ წამიყვან შენ სახლში, ვიცი, მე თვითონ წავალ, ხვალამდე - უკან უკან სიარულით მიადგა კარს და ისე სწრაფად გავიდა, თითქოს ეშინოდა ვნებათაღელვა ოთახიდან გარეთ არ გაეყოლებინა. ბაჩას გულიანად გაეცინა, საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა ბაიაში მის მიერ გამოწვეული დაბნეულობა, მასთან ყოფნის დაუოკებელ სურვილს უჩენდა, უნდოდა ყველა მისი ცუდი მოგონება და წარსულის უსიამოვნო ჩრდილი გაექრო, მაგრამ იცოდა, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო თამამი ნაბიჯები, ნელ-ნელა ეტაპობრივად უნდა მიეღწია იმისთვის, რომ მის გაზაფხულასაც ვერ გაეძლო მის გარეშე. რა იცოდა ბაიაში არეული ამდენი გრძნობა სიყვარულის სახეს რომ მიიღებდა, შესაძლოა უფრო ადრეც, ვიდრე თვითონ მასში, რა იცოდა ბაია ისევ პატარა, გამოუცდელი გოგოს თვალით რომ ხედავდა ამ ყველაფერს, რომ მისთვის პირველი იყო ასეთი სიახლოვე, გრძნობა, შეხება, თავბრუ, პეპლები მუცელში, სიმხურვალე, ვნება, განცდილი ბედნიერება. თითქოს საკუთარი თავი ახლიდან აღმოაჩინა, ახლა სამარშრუტო ტაქსით სახლისკენ მიჩაქჩაქებდა და ახალ აღმოჩენებს გულდასმით ეცნობოდა. გუშინ ფიქრი მეორე დღისთვის გადადო. ახლაც განიცდიდა იმ ღელვას, რატომაც ფიქრიც კი დაეზარა, მაგრამ უკვე უნდა ეფიქრა, შეძლებისდაგვარად თავისი ადგილი მიეჩინა ყველაფრისათვის, შეძლებისდაგვარად საღი გონებით, შეძლებისდაგვარად მალე.. იცოდა, რომ ჭკვიანი გოგო იყო, დაკვირვებული, ეს როდის გამოეპარა? ნუთუ იმხელა ვნებას გრძნობდა ქვეცნობიერად მის მიმართ, რომ თავი ვერ შეიკავა? რატომ უპასუხა მისმა სხეულმა? რატომ არ დაფიქრდა? იქნებ ეს უბრალოდ ფიზიოლოგიური ამოძახილი იყო? მაშინ სად გაქრა მისი შიში, რომელიც პირველმა კოშმარმა დაუტოვა? სად გაქრა მისი გულისრევა ნებისმიერი, ახლოს გავლილი მამაკაცი რომ იწვევდა მასში? რატომ იყო ეს სხვა? მიხვდა, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა და ისევ შეეცადა კითხვები დაელაგებინა. მაშ ასე, კითხვა პირველი „რას გრძნობდა ბაჩას მიმართ?“ ეს იყო პატივისცემა, თაყვანისცემაც, მისი საქმისადმი დამოკიდებულების, წესიერების, განათლების, თავის ადგილზე დგომის მიმართ. „ეს ჩვეულებრივი, კარგი ადამიანით აღფრთოვანებაა თუ სხვა რამ?“ არ იცოდა.. „სხვის მიმართ რატომ არ უგრძვნია მსგავსი რამ?“ არადა რამდენს უცდია მისი გულის, თუნდაც მხოლოდ ღიმილის მოგება, რა არ ჩაუდენიათ მისგან ერთ სადილზე თანხმობის გამო, არასოდეს, არავის, არაფერი გამოსვლია! არადა როგორც ადამიანით, სხვებითაც განა არ აღფრთოვანებულა, მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც. გამოდის ეს რაღაც სხვა იყო! „შიში?“ რის შიში, იმის შიში, რომ რიგითი ქალი იქნება? თუ იმის, რომ არ უყვართ, თუ იმის, რომ ეს ყველაფერი ფარსია, თუ იმის, რომ მხოლოდ მისი გარეგნობა აინტერესებთ? ალბათ ყველაფერი ერთად, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ ამ ყველაფერზე ახლა არ უნდა ეფიქრა, სიყვარულიც ძალიან ადრე იყო ჯერ, მისთვისაც კი, გარეგნობასაც ვერ დააბრალებდა ყველაფერს, ძალიან კარგად იცოდა როგორი იყო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ყველაზე უფრო არ კაშკაშებდა დედამიწაზე.. მაშინ რა? მიხვდა ფიქრს აზრი არ ჰქონდა, უკანასკნელი კითხვა დაუსვა თავს „ნანობდა?“ არა! მიუხედავად რაციონალურობისა, მისი გონების, გულის, სხეულის არც ერთი უჯრედი ყოყმანობდა ამაში, არ ნანობდა! ბოლო პასუხმა დაამშვიდა, მეორე დღისთვის მოემზადა და დასაძინებლად დაწვა. თვალის მოხუჭვა ვერ შეძლო, არადა როგორი დაღლილი იყო.. ტელეფონმა გაანათა, მიხვდა ბაჩა იქნებოდა, დიდხანს ეწინააღმდეგებოდა თავს, რომ არ წაეკითხა, თითქოს ახლა თითოეული მისი ნაბიჯი სწორად ფიქრში შეუშლიდა ხელს, მაგრამ თავს ვერ მოერია
„გძინავს?“
„ახლა დავწექი..“
„მეც, შენ მხარეს უფრო ტკბილა!“
ისევ აუჩქარდა გული, პასუხი ვერ გასცა..
„რატომ გაჩუმდი? ისევ გაწითლდი?“
„ხვალ რომელ საათზე გავდივართ?“
„იცი კარგად რომელზეც, მესიჯს ბანზე ნუ მიგდებ“
„მოდი და ნუ ააგდებ.. რა გავაკეთო?“
„რა და როგორც კი ამ ბალიშს შენი სურნელი გაუვა, ისევ მიითვისე! ძილი ნებისა“
ღიმილმა გაუპო ბაგე, გონებაში თვალი გადაავლო მასთან გატარებულ წუთებს და ძილს მისცა თავი.
ტბაზე ბევრი ხალხი ირეოდა, უკვე საკმაოდ თბილოდა და ამინდიც ხელს უწყობდათ დამსვენებელ მოსეირნეებს. ლილე გახარებული დარბოდა და ხან მტრედებს, ხან იხვებს უხმობდა თავისკენ. კონფერენცია შუადღისკენ იყო დაგეგმილი, მანამდე ნომრებში განაწილდნენ და ორგანიზაციული საკითხები მოაგვარეს. შეხვედრის წინ ბავშვი იქვე მოწყობილ საბავშვო მოედანზე დატოვა ბაიამ, რომელსაც მეთვალყურე აქცევდა ყურადღებას. ჩაიარა რამდენიმე პრეზენტაციამ, სამუშაო შეხვედრამ, შესვენებაც გამოცხადდა. საჭმელად დრო არ დაუკარგავს ბაიას, ორი ბუტერბროდი გააკეთა და ლილესთან ერთად იქვე, მინდორში გავიდა
-დე, გინდა ფეხზე გავიხადოთ?
-რომ დაგვესვრება?
-არაუშავს, დავიბანთ. მთავარია ბალახებს შევეხოთ ფეხისგულებით
-რატომ?
-იმიტომ, რომ კარგია, სასიამოვნო, აბა მოდი ვცადოთ - ბაიამ ლილეს ფეხსაცმელი გახადა და თავისებთან ერთად გვერდზე დააწყო - როგორია?
-მეღუტუნება - გადაიკისკისა ლურჯთვალამ
-ჰო, ხანდახან მეც, მაგრამ როცა ბალახზე ფეხშველა დავდივართ, მიწა ამ დროს ძალას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გვაძლევს, მერე აასე ფეხისგულებიდან მაღლა-მაღლა ამოდის და აი აქ გვიღუტუნებს - მუცელზე მოუღუტუნა და სიცილით გააგორა მწვანეზე. ჩრდილში დასხდნენ და ბუტერბროდები მიირთვეს, მერე ნამცხვრებიც, წყალიც დააყოლეს..
-ნელა დედა, დამექცევა კაბაზე
-მერე რა დე, მზე გაგაშრობს - ბაიამ ბოთლს თავი ოდნავ მოხსნა და ჰაერში გააქნია, წყლის წვეთებმა ლილე ძალიან გაამხიარულა.
ბაჩა სავარაუდოდ ერთ-ერთ მომავალ პარტნიორს ესაუბრებოდა საქმეზე, როცა მისი ყურადღება ნაცნობმა კისკისმა მიიპყრო და თვალი ვეღარ მოსწყვიტა ფერად გაზაფხულას, ღია, ფერადი, გაშლილი კაბა რომ ეცვა და ფეხშველა ტრიალებდა მინდორში, გაშლილ, მშვენიერ, ტალღოვან თმას ნიავს აყოლებდა და ყველაზე მზიური სიცილით იცინოდა ამქვეყნად. მისი პატარა ასლიც დედასავით ხტუნავდა, წყლის წვეთებს ხელს უშვერდა და რაც უფრო მეტი ეცემოდა, უფრო უმატებდა კისკისს. ძნელი იყო ღიმილი შეეკავებინა ამ დროს, ძნელი იყო არ ეღიარებინა, რომ ბაია ამქვეყნიური არ იყო, ძნელი იყო სიამაყით არ გავსებოდა გული, როცა ახსენდებოდა, რომ სწორედ მის მკლავებში გაინაბა ეს რეალური ფერია წინა დღეს. უცებ მისკენ მიმავალი მამაკაცი დაინახა, შენიშნა როგორ შეწყვიტა ბაიამ ტრიალთან ერთად სიცილიც, როგორ მოკიდა ლილეს ხელი და უკან ამოიფარა.. გულმა ცუდი უგრძნო, მოსაუბრეს ბოდიში მოუხადა და მისკენ წავიდა.

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ეკატერინე

პრველი კომენტარის პაიტივი მხვდა (მგონი) როგორც ყოველვის უკარგესია.... და საერთოდაც მე ვგიჟდები შენს ისტორიებზე....

 



№2 √ სტუმარი ™ Guest ნინო

ოღონდ ეხლა ქმარი არ დააბრუნო საიქიოდან ამ ბედნიერების ჟამს :-D

 



№3 √ სტუმარი ™ აზა

რა მაგარი გოგო ხარ!! აუ მალე დადე შემდეგი, თორემ შეიძლება გავგიჟდეეე.

 



№4 √ სტუმარი ™ Guest Darina

Iseti tbili da tkbili tavi iyooo sulierad gamatboooo chemi cudi xasiatic gamomiketa me amatze vgijdebi bachaze ki vchedav miyvars sheni tbili istoriebiii

 



№5 √ სტუმარი ™ ემი

როგორ მომწონს მე ბაია... მართლა როგორი გულუბრყვილო და სუფთაა... მგონი ყველაზე მეტად ეს მოსწონს ჩვენს ვაჟბატონს relaxed

ეხლა, რა მოითმენს მომდევნო თავამდე... worried

 



№6  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

Uff magari iyoo ai dzaan... male velodebi shemdrgs sixarulooo!!!

 



№7  offline √ წევრი ™ nestanuka13

ჩემი გაზაფხულა ❤❤

 



№8 √ სტუმარი ™ makukuna

მმმმ, ბაჩა რა მაგარიაა, ბაია კიდე ძალიან სასაცილო და ვგიჟდები მე ორივეზე heart_eyes heart_eyes blush

 



№9 √ სტუმარი ™ თინა

როგორ ველოდებიი

 



№10  offline √ წევრი ™ NniNna

ვიცი რომ მალე დადებ და ძალიან გელოდები..ძან კარგები და თავისებურებიარიან..რაც მომწონს.. გელოდები ♥♥

 



№11 √ სტუმარი ™ makukuna

კაი რააა, როგორ გელოდებით ჩვენ და შენ სად ხარ? worried

 



№12 √ სტუმარი ™ Guest ეკატერინე

როგორ დაიკარგები ხოლმე რა.... :(

 



№13 √ სტუმარი ™ Guest ანი

კიდევ ერთი დღე დაღამდა და ახალი თავი არ არის დააშავა რამე მკითხველმა?

 



№14 √ სტუმარი ™ Guest Lipsspil

გამარჯობა ჩემო ძვირფასებო. ჩემთვის ძალიან სამწუხარო და საპატიო მიზეზის გამო ვერ ვახერხებ გაგრძელებას. ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა თქვენი თითოეული შეფასებისა და მოლოდინისთვის და ბოდიში მართალია არა უმიზეზოდ, მაგრამ მაინც დაგვიანებებისთვის. სიყვარულით და პატივისცემით..

 



№15  offline √ წევრი ™ nestanuka13

აუუ მე კიდე როგორ ველოდებოდი ახალ თავს იმედია არ წყვეტ ოსტორიას და მალე დაბრუნდები... აუუ როდის დაბრუნდები (((

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ