შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (4)


21-02-2017, 00:38
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 428

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (4)

ლილე

ჰამბურგიდან ჩამოსვლისას, აეროპორტის ესკალატორიდანვე დავინახე ნინა. სანამ წავიდოდი, დიდხანს ვეჯიჯღინე, რომ მარტო არ გავეშვი, თუმცა მოგცილიაო მითხრა, ერთი შემომიბღვირა და სულ ეგ იყო. ფეხებგადაჯვარედინებული იდგა და მიყურებდა როგორ მოვდიოდი მისკენ. „ჯანდაბა, რა ლამაზია“- გავიფიქრე. გარშემო კაცები თვალებით აშიშვლებდნენ, თუმცა ახლოსაც კი ვერავინ ეკარებოდა. არ ვიცი, ეტყობა შუბლზე ჩემთვის შეუმჩნეველი ასოებით ეწერა, რომ მამაკაცთა მოდგმის ატანა აღარ აქვს. ზოგჯერ დაჩაგრულ, გარიყულ და გულნატკენ ფემინისტსაც ვეძახდი ხოლმე. ერთ მომაკვდინებელ მზერას მტყორცნიდა ამის გაგონებაზე, თუმცა გულში რაღაც მტკივნეულად ფხაჭნიდა, რაღაც დიდი ხნის წინ მივიწყებულ ჭრილობას უხსნიდა. ხოდა მეც შევეშვი ასე მიმართვას.
- ჩამოხვედი პატარავ? - ისე ჩამეფსვკნა, მივხვდი, რომ არ იყო ყველაფერი რიგზე.
- ჩამოვედი დიდო - გამეღიმა და მეც ძლიერად გადავეხვიე. ფიქრობდა, რომ მხდალი ვარ... მართალიც იყო. დასასვენებლად გავიქეცი მთელი ამ ამბების შემდეგ. ბევრი ვეხვეწე, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ნინას არასდროს სდომებია რეალობას გაქცეოდა, შეესვენებინა. მე კი მართლაც, რომ სიმხდალემ ამიტანა და თავი გავარიდე. - აბა რა ხდებოდა ჩემს არყოფნაში?
- არაფერი ლილე - ამოიოხრა და მანქანისკენ გავემართეთ ორივენი.- მიხარია, რომ ისევ საქმეში ხარ - არ ვიცი, ამით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იგულისხმა თუ ის, რომ სამოდელო ინდუსტრიას ისევ დავუბრუნდი.
- მეც მიხარია - ვუპასუხე და მანქანაში ჩავსხედით. ერთმანეთი ყოველთვის იმას გვახსენებდა, რაც ერთად გადავიტანეთ. გადატანილი კი არც თუ ისე კარგი იყო, ამიტომ დეპრესიული თინეიჯერებივით ვჩუმდებიდით ხოლმე. მაგრამ ეს სიჩუმე იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ენაგაუჩერებელი ჭორაობა ახალ ამბებზე. ამ სიჩუმეში თითქოს ორივეს უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის ფიქრების. - ახალი ამბები გვაქვს? - ვკითხე ფრთხილად.
- მე რატომ მეკითხები? - მიპასუხა სიცილით.
- ალბათ იმიტომ, რომ შენი კომენტარი მაინტერესებს. დემნამ კენჭი უნდა იყაროს, გვერდით ვიღაც ქალი ჰყავს, რომელიც, სავარაუდოდ, სამჭმელს უკეთებს, სახლს ულაგებს, ნასკებს ხდის და კვირაში სამჯერ წვება მასთან. - ვთქვი სარკასტულად. მეზიზღებოდა დემნაც და ის ვიღაც ქერათმიანი გოგონაც, რომელიც საერთოდ არ აკმაყოფილებდა დემნას კრიტერიუმებს.
- კვირაში სამდღიან სექსზე გამეცინა - მითხრა და ძალით გაიცინა.
- სამდღიანზე კი არა, სამზე - შევუსწორე - ეს ძალიან ცოტაა. - ნინას ისევ ეცინებოდა. მერე ერთი სიახლე გამახსენდა, რომელიც გერმანიაში ყოფნისას გავიგე. - იცოდი, რომ ის, ვისავც ვერ ვიტან, გაზით გაგუდული იპოვეს საკუთარ ბინაში?
- ვიცი... საბრალო ავთო - თავი გააქნია ხელოვნური სინანულით. - ხომ იცი, რომ არც გამეხარდა, მაგრამ ვიტირე მეთქი, რომ ვთქვა, ვიცრუებ.
- არც მე არ მიტირია - გამეცინა - უბრალოდ... რა ვიცი, ჩემი ყველა მტერი კვდება. იქნებ გრძნეული ვარ?
- მაშინ ლეო რატოა ცოცხალი? - მკითხა ეჭვით. თან მაზოლზე ფეხიც დამაჭირა. მერე რაღაცნაირი სახე მიიღო, ეტყობა მიხვდა, რომ ლეო არ უნდა ეხსენებინა ხშირად, როგორც მე - დემნა.
- ეტყობა ჩემს ქვეცნობიერს ეს სიძულვილი, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ, ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გააზრებული
- ალბათ. იქნებ მაგიტოა ცოცხალი დემნაც?
- პრეზიდენტი თუ გახდა, დიდხანს არ აცოცხლებენ - გამეცინა ბოროტულად. მერე დემნა გამახსენდა. თავისი ღიაჩალისფერი თმით, ნინას დანახვაზე მისი გაბადრული სახე გამახსენდა, ბავშვური სიცილი, რომელიც ბედნიერებისგან ლოყებს უჩხვლეტდა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინა, დემნა არ უნდა მოკვდეს, ალბათ არასდროს!
- ცუდად უყურებს ეს მთავრობა. ისე თვალდახუჭული მიჰყვება ხალხი მაგ ლაწირაკს, თითქოს დიდი ბელადი ყოფილიყოს - გაეცინა ნინას - სერიოზული შანსია, რომ მთავრობას დემნა და მისი ხალხი ჩაანაცვლებს - „მისი ხალხის“ თქმისას აქცენტი ლეოზე გააკეთა.
- ლევანი მინისტრად? - გამეცინა.
- დავიღუპეთ - ნინასაც გაეცინა. - იმ დღეს ლეომ დამირეკა, არ ვუპასუხე.
- რა სასაცილოა. დემნა მე მირეკავს, იმიტომ, რომ შენთან ლაპარაკის ტ*აკი არ აქვს, ლევანი შენ გირეკავს. ნეტა რა უნდოდა?
- ალბათ შენთან დაკავშირება.
- ჰო, ფეისბუქზე დავბლოკე. სხვა „პროფაილიდან“ მომწერა, მაგრამ არ მიპასუხია.
- ყოჩაღი გოგო ხარ. არაუშავს.
- რა უჭირს - ჩემი სასოწარკვეთილი თავი გავიმხნევე - ორგაზმის არ ქონას, მაინც შეჩვეული ვიყავი - ვთქვი მხიარულად. ორივეს გაგვეცინა, თუმცა სატარელი უფრო იყო ჩვენი მდგომარეობა.
ყველაფრის გასაანალიზებლად, რაც გადავიტანეთ, ალბათ რაღაცეების გახსენება მომიწევს. მემგონი, სჯობს იქიდან დავიწყო, ლეოს, რომ ჩემს უორგაზმობაში გამოვუტყდი. ასე მოქცევა ძალიან მიყვარდა. მხოლოდ მე ხომ არ ვიქნებოდი ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, დაუკმაყოფილებელი ქალი? სამიზნეს ვაგიჟებდი, ჭკუიდან გადამყავდა, შემდეგ კი ვეუბნებოდი იმას, რაც ვერასდროს მოხდება - მე არასდროს გავხდებოდი მათი! ეს კი ანადგურებდათ. თავიდან, ალბათ ჩემზე ფიქრში მას*ურბირებდნენ, სხვა ქალებთან ჟ*მაობისას, მე წარმომიდგენდნენ ხოლმე, თუმცა ლეოს შემთხვევა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. არადა, ერთი შეხედვით, მართლა მეთევზე მეგონა, ყოველ დღე ანკესზე წამოცმული ახალი თევზით, რომელიც უძლურად ფართხალებს, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. ლეოს ქალებსაც არსად ჰქონიათ წასასვლელი, გარდა მისი მკლავებისა და ეს აშკარა იყო - მის შარმს ვერსად გაექცეოდნენ, რაც არ უნდა ეფართხალათ.
იმ დღის მერე, როცა ლეომ ჩემი თანდაყოლილი დაავადებისა თუ რა ჯანდაბაც ჰქვია, იმის შესახებ გაიგო, მეგონა საბოლოოდ დამანებებდა თავს. სინამდვილეში კი პირიქით. მეორე დღეს ჩემი სახლის კარებთან დამხვდა ატუზული. ხელში ყვავილების შეკვრა ეჭირა. მე კი აბაზანიდან ახალგამოსული ვიყავი, ტანზე აბრეშუმის ღია იასამნისფერი თხელი ხალათი მეცვა და სულ ეს იყო. შემეცოდა კიდევაც, ისე ვნებაახსნილი მიყურებდა თან ისიც იცოდა, რომ ჩემი ლოგინში ჩათრევა ვერ მოხერხდებოდა.
- ხომ იცი, რომ ყვავილები არ მიყვარს? - ვკითხე სიცილით. ჩვეულებრივი ყვავილი არ იყო, რაღაც უცნაური ხის ყვავილი იყო, ტოტზე აკინძული. ორქიდეასაც ჰგავდა. გარშემო ნაძვის გირჩებით იყო გაფორმებული.
- სილამაზისა და ესთეტიკისთვის არ მიყიდია. ამ ყვავილს ფიჭვის წიწვებთან ერთად წყალი დაასხი და ნახარში გააკეთე. ყოველ დილას უნდა სვა. აბებს მოგიტანდი იმავე რეცეფტით დამზადებულს, თუმცა ბუნებრივი საშუალება მეტ ეფექტს იძლევა.
- დამცინი? - გადავიხარხარე.
- არ დაგცინი, მუკუნა ჰქვია მაგ ყვავილს და ელ-დოპას გამოყოფს - მითხრა სრული სერიოზულობით.
- ეგ რა არის? - კარს გამოვეცალე, ვანიშნე, რომ შეეძლო შემოსულიყო. თან მელაპარაკებოდა, თან სახლს მითვალიერებდა. მე კი ვიცინოდი. ახლა მართლაც, საყვარლად მეჩვენებოდა. სერიოზული, საქმიანი ლაპარაკი ძალიან უხდებოდა.
- ელ-დოპა ძალიან ძლიერი ფსიქო ჰორმონია, რომელიც დოპამინს გამოყოფს. დოპამინი კუნთის გაზრდას, ადამიანის ჯანზე ყოფნას უწყობს ხელს და რაც მთავარია, სექსუალურ ცხოვრებას აძლიერებს. შენს გინეკოლოგთან ვიყავი, შოთასთან. ანალიზებსა და გამოკვლევებს გადავხედე. ელ-დოპის გაძლიერება შენს ტვინს ძალას დაატანს, რომ დოპამინი გამოყოს, სწორედ ეს გჭირდება - სანამ პირდაღებული ვუსმენდი, ჯიბიდან კოლოფი ამოღი კიდევ რაღაც წამლის. - ეს ირმის დაფქული რქებია. ჭამის მერე ერთი ჩაის კოვზი შეჭამე ხოლმე.
- ირმის? ამისთვის ირმებს კლავენ? - თვალები დავაჭყიტე.
- ოჰ, იმ დღეს, რომ გეცვა, იმ ქურქის გამო წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამდენი მელა გაატყავეს? გამომივიდა აქ ბუნების დამცველი პარტიზანი,. -მისაყვედურა უკმაყოფილოდ.
- კარგი ჰოო - ნამდვილად ჩამჭრა - უბრალოდ, რაღაც მინდა გკითხო და გულახდილი იყავი.
- გისმენ - თავისი მუქი ფერის თვალები მომაყრო. უფრო სწორად, აქამდე მუქი მეგონა, ახლა კი თვალის გუგის გარე წრე თითქმის ბალახისფერი მოუჩანდა. - ჯანდაბა, შე ქამელეონო - დავიბოღმე. მე ყოველთვის შავი მქონდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთი ფერის გარეგნობა გვქონდა. ერთ ფერში იმას ვგულისხმობ, რომ ორივენი წითურები და ღია კანისანი ვიყავით.
- რაღაც უნდა გეკითხა - გადაატრიალა თვალები.
- ჩემს გინეკოლოგთან იყავი. არ ვიცი, როგორ და რანაირად გაიგე ვისთან გავდიოდი ადრე მკურნალობას, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამდენი წამალი მომიტანე, თან ყველაზე იშვიათი და სად იშოვე, მაგაზეც არ მაქვს წარმოდგენა. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ ჩემი საწოლში ჩათრევა გინდა? - ჩემმა კითხვამ ლეო ძალიან გააბრაზა. წამლის ყუთი მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა.
- ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ორგაზმი ბედნიერება არაა, თუმცა ბედნიერებაც არაფერია ორგაზმის გარეშე. ყველა ქალი იმსახურებს სექსისგან სიამოვნების მიღებას. განსაკუთრებით კი თუ ლამაზი ქალია...შენსავით ლამაზი - ბუზღუნებდა გაბრაზებული.
- კარგი - გამეცინა, თუმცა მაინც ბრაზობდა - მადლობ - ვუთხარი წასვლამდე. - რომც არაფერი გამოვიდეს, მაინც მადლობ.
- არაფერს - შემოტრიალდა ღიმილით.
- ბოლო კითხვასაც დაგისვამ - ბოლომდე მაინც ვერ დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
- გისმენ.
- ამდენი რამე საიდან იცი? შენ ხომ, რა ვიცი, ბიზნესმენი არ ხარ?
- ჰო, მაგრამ ადრე ექიმი ვიყავი. კარგი ექიმი, მაგრამ დისკვალიფიკაციის მსხვერპლი გავხდი, როცა მეოთხედ შემომისწრეს პაციენტან ჩემს კაბინეტში. - ამის გაგონებაზე გადავბჟირდი.
- მაგარია - ვხარხარებდი ხმამაღლა.
- ლამაზი სიცილი გაქვს, მაგრამ ცოტაც და ცხენივით აჭიხვინდები - მთხრა უკმაყოფილოდ.
- კარგი, კარგი, აღარ დაგცინებ. - ხელები მაღლა ავწიე - პრეზერვატოვების გარდა, ტრეფიკინგის ბიზნესიც ხომ არ გაქვს? - მაინც არ მოვეშვი ცინიზმს.
- არა. მხოლოდ ვიაგრა, პრეზერვატივი, ქალის ტამპონები და რამდენიმე კაზინო.
- „ни хрена себе“ - ამოვთქვი გაოგნებულმა - კარგია, რომ ჯერ არ დაგიჭირეს.
- ჯერ ეს ერთი, ეგ ჩემი გამოთქვაა და „не хрена себе“-ა სწორი ფორმა - შემისწორა - მეორეც, კაზინოს ბიზნესისთვის არავის იჭერენ.
- მთელი ცხოვრებაა „ни хрена себе“- ს ვამბობ და მერწმუნე, ლიტერატურაში ეს ჟარგონი უფრო ჭარბობს.
- კაი, როგორც გინდა - ხელი ჩაიქნია - ხვალ საღამოს შევხვდებით.
- საიდან დაასკვენი, რომ შევხვდებით?
- მე შენი გმირი უნდა გავხდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთან სიახლოვე გჭირდება - გამომიცხადა თამამად.
- ანუ?
- ანუ ეცადე დღეში ხუთ ღერ სიგარეტზე მეტი არ მოწიო და მხოლოდ ის ალკოჰოლი სვი, რასაც მე შევარჩევ.
- მამაც ხომ არ დაგიძახო? - ვკითხე გაბუსხულმა.
- კი, შენი მამიკო ვარ - თვალი ჩამიკრა მაცდურად.
- დაიკარგე აქედან... მამიკო - მეც მაცდურადვე ვუპასუხე. ერთი ამათვალ-ჩამათვალიერა. ეს ხალათი მზეში ლანდავდა და მაგასაც მეტი რა უნდოდა, გამიცინა და წავიდა. - ჩვეულებრივი ექიმბაში ხარ - მივაძახე, სანამ ბოლომდე დაძრავდა მანქანას.

ნინა
ლილე მიმყავდა სახლში. ორივე მანქანაში ვისხედით და ახლა ყველაზე ცხადი იყო ჩემი დეჟავუ. ზუსტად იგივე სიტუაცია გამახსენდა ორი წლის წინათ მომხდარი: მე საჭესთან ვარ, ლილე გვერდზე მიზის. ტელეფონში რაღაცეებს ჩაჰკირკიტებს და თან ეცინება.
- რა ხდება? - ვკითხე ლილეს.
- ლეო მწერს - მიპასუხა სიცილით.
- ოჰ, ლეო - ამოვიოხრე - ხომ არ ეტყოდი, რომ სჯობს, მისმა ძმაკაცმა ჩემგან თავი შორს დაიჭიროს?
- კაი რაა - შემომხედა მობეზრებული სახით. - მე ორგაზმი იმიტომ არ მაქვს, რომ ფიზიკურად არ მაქვს. შენ კი უკვე ობი მოგედო შენივე ნებით. წადი, გაერთე. მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭია დემნა, ჯან-ღონით სავსე.
- ფუ - გავაქნიე თავი - მეზიზღება ყველა კაცი.
- ვერ ვხვდები, რატომ? - მაშინ ის პერიოდი იყო, როცა ლილეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული კაცობრიობის რწმენა.
- უბრალოდ ამაზრზენები არიან. - ვუპასუხე ზიზღით. ამ ქვეყნად, ყველა კაცმა გამიცრუა იმედი. მამაჩემმა, რომლის ასავალ-დასავალი 10 წლის შემდეგ არ გამიგია, ჩემი პირველი ქმარი, რომელიც ნამდვილი ღორი აღმოჩნდა. ან ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავთხოვდი, იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გამერჩია ერთმანეთისთვის. მხოლოდ ლილეს მამა აღმოჩნდა ნორმალური ადამიანი, რომელმაც სამსახურში ამიყვანა და სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულები დავრჩით. ერთგულებში ის არ იგულისხმება, თითქოს საყვარლები ვყოფილიყავით. სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი და ყოველთვის კმაყოფილი იყო. თავის სასიკვდილო დაავადებაზე რომ შეიტყო ირაკლიმ, მხოლოდ ის მთხოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ლილეზე მეზრუნა. და მართლაც, დღემდე ვზრუნავ მასზე, ისიც ისეთი საშინელი არ აღმოჩნდა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. ლილემაც დაიწყო ჩემზე ზრუნვა. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მამამისი ჩვენი ცხოვრების ერთადერთი ნათელი მამაკაცი იყო. მისთვის მამა, ჩემთვის კი ადამიანი, რომელმაც იმედი დამიბრუნდა. ორივენი რაღაცნაირად ირაკლის დანატოვრად ვითვლებოდით და ამის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან უფრო მნიშვნელოვნად გადაიზარდა - მე და ლილე ოჯახი გავხდით.
მოკლედ, როგორც ვთქვი, ორი წლის წინაც ასეთივე სურათი იყო. იმ განსხვავებით, რომ ახლა ლილეს ლეოსთან მესიჯების წერას სიკვდილი ურჩევნია.
- ლექსებს მწერს - თქვა ხარხარით ლილემ.
- რაა? ნორმალურია? - გამეცინა.
- არა, შეხედე: „ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი, წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი, მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ, და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი“ - წაიკითხა ლილემ გამოთქმით და ორივეს სიცილი აგვიტყდა. - ღმერთო, კიდევ მწერს.
- კიდე წაიკითხე - ძალიან გავმხიარულდი.
- შენი დასაცინია ამხელა კაცი? - მისაყვედურა და პატარა ბოთლიდან რაღაც ნახარში დალია, რომელსაც ეს დღეები, ყოველ დღე სვამდა.
ლილე სახლში მივიყვანე, მე კი სამსახურში გავედი. ორივეს ერთი სამსახური გვქონდა, უბრალოდ ის ყველაფრის მეპატრონე იყო, მე კი ფინანსურსა და სხვა, კიდევ ცოტა უფრო ბინძურ საქმეებსაც ვაგვარებდი. ლილე ჯერ კიდევ ვარდისფრად ხედავდა სამყაროს, ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მტრები ჰყოლოდა. სამაგიეროდ, მე მასთან ერთად ვიყავი, მტრებისა და ბოროტი კონკურენტების საქმეებს მე ვაგვარებდი ხოლმე მასთან შეუთანხმებლად. დაე სცოდნოდა, რომ სამყარო მართლა ვარდისფერი იყო.
იმ დღეს, ნორმალურადაც არ ვიყავი ოფისში მისული, რომ კიბეებიდანვე მეცა ვარდების სურნელი. ჩემი მდივანი იდგა და პირდაღებული მომჩერებოდა.
- არ ვიცოდი, რა მექნა. მოჰქონდათ და მოჰქონდათ - მითხრა დაბნეულმა. ჩემს კაბინეტში შევიხედე. ყველგან ვარდები იყო, ყველანაირი ფერის, ზომის, წონის და საოცარი არომატით.ჩემი ფეხის შესადგმელი ადგილიც კი აღარ იყო. გაოგნებისგან კედელს მივეყრდენი და ცოტახანს, ხმა ვერ ამოვიღე. - უნდა დავაბრუნოთ ესეც? - მკითხა მდივანმა. გაუაზრებლად ვუყურებდი მასაც და ყვავილებსაც.
- არა - ვთქვი არეულმა და თავი გავაქნიე.
- რა ვუყოთ?
- არ ვიცი - ვუპასუხე და სიცილი ამიტყდა.
დიდხანს არ გაგრძელებულა იმ დღეს ჩემი მხიარულება. ავდექი და სამსახურში დავადექი დემნას. ეს ლაწირაკი ბიჭი ძალიან ზედმეტად აქტიურობდა. ნამდვილად არ მინდოდა, პარლამენტარი 10 წლით პატარა ბიჭის საყვარლის ტიტულის აკიდება. თან არ იყო პოპულარობისთვის შესაფერისი დრო. დემნას კაბინეტში ავედი და დაუკაკუნებლად შევაღე კარები. მადლობა ღმერთს, მარტო იყო.
- ნინა - ამოთქვა გაშეშებულმა. თვალები ისე გაუბრწყინდა, თითქოს ბედის საჩუქარი ვყოფილიყავი. წამოდგა და სახეგაბადრულმა დამიწყო ყურებდა.
- ჯანდაბა! რას ნიშნავს ეს ყველაფერი - საშინლად ვბრაზობდი - და, რატომ გადაწყვიტე, რომ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა? არ მომწონხარ, დაგიმარცვლო? არ მომ-წონ-ხარ - მართლა პატარა ბავშვივით ვტუქსავდი და იმ წამს საშინლად მოვიქეცი ალბათ, ვერც კი წარმომედგინა, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა. შეიძლება, წარმომედგინა კიდეც, უბრალოდ ამის იმდენად მეშინოდა, ყველაფერს ვაკეთებდი მოსალოდნელი გრძნობების თავიდან ასაცილებლად.
- დაამთავრე? წყალი, ხომ არ დაგისხა? - მკითხა გახარებულმა.
- შენ დებილი ხარ თუ თავს იდებილებ? ვინ მიგიღო პარლამენტში?
- რა ვიცი, დოქტორის ხარისხი მაქვს დაცული და ალბათ განათლებულიც ვარ - მითხრა სიცილით.
- აღარ გაბედო, ოდესმე ჩემთვის ვარდების გამოგზავნა - საჩვენებელი თითი ავუწიე გაბრთხილების ნიშნად.
- იქნებ საქმე ვარდებშია და სხვა ყვავილი მოგწონს?
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ - აქეთ-იქით გავიხედე გამწარებულმა. თეთრი დაფა ჰქონდა ჩამოკიდებული კედელზე და დღის გეგმა ეწერა მარკერით. გაგიჟებული მივვარდი ამ დაფას, იქვე წასაშლელით წავუშალე ყველაფერი და შავი მარკერით დავუწერე: „შემეშვი, ლაწირაკები არ მიზიდავენ“. - კმაყოფილი ხარ? - შევტრიალდი მისკენ და დამცინავად ვკითხე.
- ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტი გავხდები და შენ პირველი ლედი იქნები ნინა - ერთ წამში გადამიწყვიტა ბედი თავდაჯერებული ღიმილით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Mariammmo

უუუუჰუჰჰჰ ^^ ძალიან მომწონს ^^

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mariammmo
უუუუჰუჰჰჰ ^^ ძალიან მომწონს ^^

უუუჰ, მადლობა დიდი :*

 


№3 სტუმარი Guest Gvantsa

ძალიან მაგარი გოგო ხარ ! შემიყვარდა უკვე ეს ისტორია <3

 


№4  offline წევრი Indigo

აქამდე სად ვიყავი შენ რომ ვერ გამჩნევდი?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M-A-R-I
აქამდე სად ვიყავი შენ რომ ვერ გამჩნევდი?

სჯობს გვიან შემამჩნიო, ვიდრე არასდროს :დდდ

 


№6 სტუმარი Guest ანი

gavgijdi da gadavirie, ise momewona ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent