შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

capricorn(ტორო)სრულად(ნაწ1) +18


4-03-2017, 18:56
ავტორი toroo
ნანახია 3 757

ბედნიერების ძიებაში არასდროს ვყოფილვარ, არ მიყვარდა მზგავს სისულელეებზე დროის ხარჯვა, ეს ალბათ დედაჩემის რეალისტ ბუნებას პლუს მამაჩემის დიქტატორული ხედვის დამსახურება იყო, ბავშვობიდან ცივი უგულო და უემოციო სტატუსი შევიძნე და ისე მივიღე ჩემეულად თითქოს
არ არსებობდა დამოუკიდებელი და სულ სხვა „მე“.

15 წლისამ მამა დავკარგე, არ დავიწყებ იმ ემოციების გადმოცემას, რაც მაშინ ვიგრძენი აზრი არ აქვს. ჩემი ოჯახი დევნილი იყო აფხაზეთიდან, სოხუმში დაბადებულსა და გაზრდილებს ცუდი ცხოვრება არ ჰქონდათ ნანახი და იმ დღის წინა ღამეს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას ჩემმა მშობლებმა ყველა დაკარგეს, დედ-მამიდან დაწყებული და-ძმით დამთავრებული, არ ვიცი ცხოვრების თუ ბედის ირონიაა, მაგრამ ჩემმა მოსვლამ სხვები წაიყვანა და შავ წერტილად დააჩნდა კალენდარს პატარა თხის რქის ანუ ჩემი, როგორც ტოროს დაბადება.
ყველაზე ჯიუტი ბავშვი ვიყავი ყოველთვის
ამისთვის 2 მიზეზი მქონდა
-პირველი ის ,რომ თხის რქა ვიყავი, თვალისდაუხამხამებლად გავიკეთე ტატუ ლავიწთან, დიდი ასოებით დავიწერე“ capricorn“, ტატუ მასტერი აღფრთოვანებული იყო ჩემით და დროდადრო მკერდისკენაც აპარებდა თვალებს ,მაგრამ როგორც კი ჩემს მზერას აწყდებოდა ,რომელიც შემაძრწუნებლად ცივი იყო მაშინვე ავიწყდებოდა ის, რომ მის წინ ქალი იჯდა და როგორც ყველაზე ფრიგიდულს ისე მიყურებდა (ეს შესაძლებელია ასეც ყოფილიყო) ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ხარის წელში დავიბადე ანუ ორმაგად ჯიუტი, მომთხოვნი და მიზანდასახული რეალისტი შევრჩი დედამიწას.
-მეორე ჩემი გვარის ინიციალებიდან გამომდინარე ზედმეტსახელი „ტორო" იყო ,რაც ალბათ ყველას მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს.
სიჯიუტე ყოველთვის მეხმარებოდა და ამავდროულად ხელს მიშლიდა , მაგრამ ეს მე ვიყავი ,არც მეტი და არც ნაკლები- უბრალოდ მე .
ყველას გაოცება შემეძლო ყოველთვის, არ უარვყოფ, ჩვეულებრივი არ ვყოფილვარ, არც თავმდაბლობას დავიწყებ, შეუდარებლად ლამაზი ვარ, ჩემი ფორმები კაცებში უკვე ორგაზმს იწვევს ხელშეუხებლად, ქუჩაში ყველა მე მიყურებს ქალები ზიზღით, ჰოი რაოდენ სასაცილონი არიან ჩემს თვალში ,როცა ლამის დაიფურთხონ ჩემს გვერდზე , ამ დროს არ მავიწყდება სიტყვები
„ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ ,მაგრამ სილამაზეს არა"
და ვინ თქვა ,რომ ბედნიერია ის ვინც ლამაზია ? არ მოტყუვდეთ არ არის ასე , ჩემს მკერდს,საჯდომს და მომაკვდინებელ თვალებს ცხოვრებაში არაფერი არ მოუტანიათ გარდა ერთისა , მე გავხდი საბედისწერო ქალი, მეტსახელით ტორო და არავინ იცოდა ის თუ ვინ ან რა იმალებოდა ჩემს უკან გარდა ერთისა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ჩემი ცხოვრების ის ფურცლები, რომელიც მამაჩემის გარდაცვალბის შემდეგ დაიწყო. მაშ ასე მზად ხართ ?
-მაშინ მომყევით, ვიწყებ !
ქარია, სასაცილოა დაკრძალვაზე ყოველთვის წვიმს, ახლა კი ქარია არავინ მაინტერესებს ,უბრალოდ ვაბოლებ სიგარეტს, რომელიც ჩემი არ არის
-ნეტავ ვისია ?-მიჩნდება კითხვა და შეწუხებული შუბლს ვჭმუხნი , არადა მახსოვს მაგიდიდან ავიღე ,მაგრამ როდის ეგ არა
-შენ ნორმალური ხარ ?-მოდის დედაჩემი და პირიდან სიგარეტის ღერს მაძრობს-ახლა ამის თავი არ მაქვს -რაც შეიძლება მობეზრებულ სახეს ვიღებ
და მინდორზე ვწვები
-ღმერთო გამაგიჟებ
-დედა შემეშვი ,თორემ ყველაფერს გეფიცები ყელს გამოგჭრი
-რა ? რა? რანაირად მესაუბრები
-რანაირადაც დაიმსახურე, კახპობა რომ მოგეშალა შესაძლოა მამა ახლაც ცოცხალი ყოფილიყო ,რა იყო ფეხები მაინცდამაინც მისი მეგობრისთვის, რომ არ გადაგეშალა ?
-მეზიზღება ის დაწყევლილი დღე შენ, რომ დაიბადე ურჩხული ხარ
-შენი საშოდან გამომძვრალი ოღონდ, არ დაგავიწყდეს-შევხედე და ამაზრზენად გადავიხარხარე , მერე ფეხზე წამოვდექი და სახლში შევედი
რატომ გადაწყვიტეს მამაჩემის დასაფლავება სოფელში მაინც ვერ ვხვდები ,ყოველთვის მეზიზღებოდა ეს ტრადიციები, მამა შემეცოდა მიუხედავად იმისა ,რომ ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა და არც არასდროს მომქცევია ისე, როგორც მშობელი,მან მე მომავლინა ქვეყანას ამიტომაც ღირსია ერთი მუჭა მიწა მივაყარო
დაასაფლავეს...
წვეთი ცრემლი არ წამომსვლია ...
არავინ მყავდა, დედას ვძულდი
ერთ დღეს სახლში მისულს სასწაული სურათი დამხვდა მაშინ უკვე 19 წლის ვიყავი, მეორე კურსზე ვსწავლობდი ფსიქოლოგიის განხრით, ჩანთა მივაგდე და ოთახში შესულს დედაჩემი დამხვდა დივანზე გართხმული გვერდით ვისკის ბოთლი ეგდო, ჩაუფსია იმდენი დაულევია ,წამით გული ამიცრუვდა მასზე, ჩემზე და ზოგადად კაცობრიობაზე.
გავაღვიძე თვალებიდან ტუში ჩამოდღაბვნოდა საშინელი შესახედი იყო
-ოხ მოვიდა გველის წიწილი, რა იყო დედა გაგისკდა თავი სწავლით ?
-არ შეიძლება ერთხელ მაინც მომექცე ისე, როგორც დედები ექცეოდნენ შვილებს, ვერ ხვდები რომ შენი ბრალია და ბავშობაში გადატანილი სტრესის ის, რომ მე ასეთი ვარ ? -უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, აღარ შემეძლო, ყველანაირი განცდა და ემოცია ერთად ამოქმედა ჩემში და მთელი გრძნობათა კასკადი გამოიწვია, ღრმად ვსუნთქავდი და თვალებში ჩავშტერებოდი იმ უსუსურ არსებას, რომელსაც აზროვნების უნარიც კი
წარმთეული ჰქონდა
-იცი, რომ შენი გაჩენა არ მინდოდა? რატომ გაგაჩინე არ ვიცი, იცი რომ მამაშენმა გამაუპატიურა ? აა ჰოპ არ იცოდი ჩემო კუდრაჭა ?- მითხრა და ლოყებზე ხელი მომიჭირა ეს უკანასკნელი წვეთი იყო, თვალებში დამიბნელდა, გავქვავდი და ოთახში შევვარდი. ყველაფერი შიგნით ჩავყარე რაც, კი რამ მებადა და ზიზღიანი სახით დავუფურთხე ეგრეთ წოდებულ მშობელს იატაკზე
-მეტის ღირსი იყავი - ზიზღით გამოვცარი და კარები ძლიერად მოვიჯახუნე.
ამის შემდეგ ყველაფერი აირია, ჩემი შავი ცხოვრება უფრო გაშავდა, დავიკარგე როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ვეღარაფერს ვერ ვგრძნობდი.
-რატომ წამოვედი იმ სახლიდან სადაც გავიზარდე და დავიბადე? სადაც ღვიძლი დედა მეგულებოდა? პირველად ფეხი სადაც ავიდგი?- მაგრამ მივხვდი რომ ეს შეკითხვები ფორმალური იყო და ტვინი უბრალოდ ადამიანური განცდების ამოწევას ცდილობდა ჩემში, იმისას რაც უკვე არ
გამაჩნდა, მე არავინ არ მიყვარდა და არც მე ვუყვარდი ვინმეს -ეს განაჩენი იმ ღამეს გამოვიტანე, როცა 10 ლარიან სასტუმროში ჩემი სველი
ბათინკები კომოდთან მივყარე და თავი ყველაზე საშინელ ბალიშში ჩავრგე, ამ საშინელ ღამეს ჩემი მეგზური ორი ბოლო ხმაზე მოღრიალე ცხოველი იყო
-ნეტავ რაღა მეტი უნდა ისედაც გაიხა შუაზე - გაცოფებულმა გადავიფარე ზეწარი და ღრმად ამოვიოხრე.

-გამარჯობათ, 2 ვაკანსია გვაქვს მხოლოდ კრუპიე და მიმტანი. ოღონდ...
-რა ოღონდ ?
-კრუპიე აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს და მიმტანს კი ბიჭს ვეძებდით
- უკაცრავად თქვენ მენეჯერი ხართ თუ HR-ის უფროსი ?
-არცერთი, მე მიმტანი ვარ
-მერე მიმტანი გასაუბრებას რატომ მიტარებს? ვერ ვხვდები - ავიმრიზე, არ მოეწონა ჩემი ტონი,მაგრამ არ მაინტერესებდა
- ახლავე დავუძახებ მენეჯერს, მაგრამ ვგონებ რომ არ აგიყვანენ
-შენ რას გონებ ეგ იცი სადაც უნდა გაიკეთო - უკვე ვიცოდი, რომ აქ არ დავრჩებოდი ამიტომ არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა ჩემზე
-ჰმ კახპა -ჩუმად ჩაილაპარაკა, გულში მეც არ დავაკელი, მაგრამ ახლა სცენების გამართვის ნერვები და ძალა არ მქონდა, ერთადერთი მიზეზი
რატომაც მუშაობის დაწყება და ღამეების თენება გადავწყვიტე ის იყო ,რომ სწავლის ფული რამენაირად უნდა გადამეხადა, ერთ დღეს დედისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა და მეთქვა რომ ის არარაოება, რომელიც მან შვა ქალად იქცა, წარმატებულად და ყველასთვის საამაყოდ. მე ამას შევძლებდი ეს ყოველთვის ვიცოდი ! აქ კი იმიტომ მოვედი რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება რასაც კი გადავაწყდი აქ იყო თუ ლეგალურ ბიზნესებს ჩავთვლიდი, თავს არავის არ დავაჩაგვრინებდი. შიში მე არ ვიცოდი რა იყო, ამიტომაც პირდაპირ კაზინოში მოვაჭერი და ველოდი ქათმისტვინა, როდის მოაგნებინებდა ჩემთან ვინმე პასუხისმგებელს.
-თაკო რისთვის მაწუხებ ნორმალური ხარ ? ხო გითხარი მიმტანი ბიჭი- კრუპიე გამოცდილი , არ მაქვს ამდენი დრო - ყვირილით და ხელების ქნევით მოდიოდა მაღალი კაცი ჩემსკენ ,პიჯაკზე თუ შეხედავდით მიხვდებით, რომ ეს ნახევრად დაკუჭული და ვითომ „ბრენდული“ საშინლად უგემოვნო ნაჭერი , ერთადერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა მის უძვირფასეს კარადაში, ქეციანი მენეჯერის პოზიციით ალბათ აღფრთოვანებული და მეტი სწრაფვის და ამბიციის არ მქონე მამაკაცს უნდა გადაეწყვიტა ვიმუშავებდი თუ არა ამ უკანასკნელში. ჩემს თავს ვწყევლიდი აქ მოსვლისთვის.
-ბატონო კახა, ვუთხარი მაგრამ უზრდელი და ჯიუტია არ მიდის - მისის წიკვინა უკან მოწიკვინებდა
- გამაგიჟებთ თქვენ, ბარდაააგ ნუ - ამ სიტყვებით ჩემსკენ შემოიხედა, თავი ოდნავ გვერდზე გადასწია და მადიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მივხვდი რატომაც მიყურებდა ასე და წამით გული ამერია მამაკაცთა მოდგმაზე, ესეც მორიგი ჩემი ფორმებით გაგიჟებული ალბათ 2 დღეში საწოლში ჩაგდომას დამიპირებს
- თქვენ ხართ ვაკანსიაზე ? - ვაჭარივით შემომხედა
-დიახ, მაგრამ უკვე მითხრეს რომ არ მიმიღებენ
-ამას აქ მე ვწყვეტ - გესლიანად გადახედა ე.წ.“თიკოს“ და მერე მე გამიღიმა
-წამობრძანდით ჩემს კაბინეტში -თვალი თვალში გავუყარე და ოდნავ გავუღიმე - წამში მზერა შეეცვალა და ვიგრძენი ,რომ მასში ცხოველი გავაღვიძე, საშინლად მწყურვალე მზერა დაასო ჩემს მკერდს, და გავლისას ვიგრძენი როგორ გადააგორა მადიანი ნერწყვი პირში
-ძალიან ვუნდივარ -გონებაში გამიელვა და წინ წავედი, მისი კაბინეტისკენ ის კი უკან მომყვებოდა და ალბათ ყველა წერტილს იზუთხავდა
-ეს თამაში მომწონს -ჩემთვის ჩავილაპარაკე და უკან გავიხედე - მომყვებოდა ისე, როგორც მოპოვებული ნადირი ....


უკვე დამღალა მისმა სახემ
-ანუ ,მიმტანის გამოცდილებაც არ გაქვთ და არც კრუპიედ მუშაობის ხო როგორც მივხვდი ?
-არა, არ მაქვს არანაირი სამუშაო გამოცდილება, მხოლოდ ვსწავლობდი
-მმმ, არაუშავს რამეს მოგიფიქრებთ. უკაცრავად თქვენი სახელი
-ტოროთი შეგიძლიათ მომმართოთ- წარბი მაღლა ავზიდე და ოდნავ გავუღიმე, ღიმილმა აშკარად იმოქმედა უკვე ვიცოდი რა გადაწყვეტილებაც
უნდა მიეღო ბატონ კახას ამიტომ გავთამამდი და ფეხები ერთმანეთზე გადავიდე, აი სახის ალეწვაც ამას ერქვა, ეს ის მომენტი იყო როდესაც ქალი აბსოლიტურ ძალას ფლობს მამაკაცზე.
-კარგით, ნება თქვენია, დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, როდის უნდა მობრძანდეთ, კრუპიედ ნამდვილად ვერ აგიყვანთ, მაგრამ რაც შეეხება
მიმტანს ამას აქ დიდი გამოცდილება არ სჭირდება, მხოლოდ ბარი ფუნქციონირებს, სასმელი და სიგარები გვაქვს, ეს სათამაშო დარბაზში, მაგრამ ამასთანავე გვაქვს ვიპ კლიენტების ზონა, სადაც მაგიდებია სპეციალურად განლაგებული, ორივე პოზიციაზე მოგიწევს მუშაობა, 2 ღამე იმუშავებ და
1 დაისვენებ, მოგწონს გრაფიკი ?
-დიახ, აბსოლიტურად
-ანაზღაურება დღიურად გექნება ღამეში 80 ლარი , ამას პლუს ის რასაც სტუმრები დაგიტოვებენ , სიტუაციაში გაგარკვევენ, დარეკვა მგონი აღარც ღირს ჩათვალე აგიყვანეთ, ტანსაცმლის ზომა ალბათ ეს ხო ?
-დიახ
- ხვალ მოხვალ 7 საათზე, ფორმა გასახდელში დაგხვდება, რუსული იცი ?
-არაჩვეულებრივად
-ძალიან კარგი - საქმიანი კაცის იერი მაშინვე მოიხსნა, როგორც კი კარამდე მიმაცილა
-შენნაირი გოგოს ხელიდან გაშვება არ იქნებოდა კარგი საქციელი-მთელი სახით გამეღრიჭა
-დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის -სათნოებად დავიღვარე და ოთახის კარი ფრთხილად მოვიკეტე.
გულში ვზეიმობდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად გამოვიდა, არადა არც მიცდია არაფერი. ბართან მივედი და იქ მდგომ წიკვინას ირონიული მზერა ვესროლე
-ამიყვანეს სიცოცხლე - ვუთხარი და გემრიელად გადავიხარხარე, სული შევუბერე, ბარმენს რომელიც გაოცებული გვიყურებდა თვალი ჩავუკარი და ავორთქლდი ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი კაზინოდან.

დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, რა არის ცხოვრება ? რაში გვჭირდება ? ან რა არის კანონზომიერებანი ერთად შეკრებილი კაცობრიობისთვის ? წესრიგი, რომელსაც ვიცავთ, რწმენა რომელსაც მივყვებით, არსებობენ თუ არა გრძნობები, რომლებიც რევოლუციებს ახდენენ.
გამიხარდა რომ სამუშაო ვიშოვნე და ფიქრის დრო არ დამრჩებოდა, ახლა მხოლოდ გამომუშავებაზე უნდა ვიფიქრო, ანაბარი გავხსნა და წავიდე ამ ქვეყნიდან იქამდე სანამ თავაწეული არ შემეძლება უკან დაბრუნება.
სამსახურში ფორმა დამხვდა, მენიუ მალევე ვისწავლე რადგან სასმელებში ყოველთვის ვერკვეოდი, ყველას მოვწონდი, მთლიან სტაფს
შემიძია ყველანაირ ადამიანს თავი მოვაწონო ,უბრალოდ ამის სურვილი უნდა მქონდეს , მხოლოდ წიკვინა ვერ დავიმორჩილე ,რადგან მეზიზღება და არ ვეკონტაქტები.
2 ბარმენი გვყავს ორივე ჩემზე გიჟდება, სტუმრები კმაყოფილები მიდიან და შესაბამისად მენეჯერსაც არ შორდება სახიდან ღიმილი, ფორმა ზედმეტად სექსუალურია, წიკვინასგან განსხვავებით ჩემი უფრო მოკლეა და ამოღებული, არც მიკვირს...ფიცარი ნამდვილად არ ვარ
დამლაგებლიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული ყველა ჩემს ქებაშია, მოსწონთ ადამიანებს კარგი გარეგნობის ჩუმი გოგონები, რომლებიც ჩუმადაც არიან და თავიანთ საქმესაც კარგად ასრულებენ, ამასთანავე იუმორი და ყურადღებაც არ ეშლებათ.
მაგიდებს შორის მოხერხებულად დავძვრები უკვე 2 კვირაა რაც აქ ვმუშაობ, საშინლად გადაღლილი ვარ ,თვალები მეხუჭება რადგან იმ დასვნების დღეებზე უარი ვთქვი, ვიფიქრე მერე ერთიანად დავისვენებდი 1 კვირით.
-ტორო მიდი რა ვიპ სექტორში მე-10 მაგიდასთან, მე მანდ მიმსვლელი არ ვარ -მეუბნება ნათია და თან კალამს მტენის, აშკარად ეტყობა არასახარბიელო შეხვედრა ჰქონდა ამ მაგიდის სტუმრებთან .
-ხო მშვიდობაა ?- ვეკითხები აღელვებული და პასტას უკან ვუბრუნებ, რადგან მეც არაერთი მაქვს
-კი, უბრალოდ არ მინდა რა მერე მოგიყვები ახლა კი მიდი
არ ვნერვიულობ აუღელვებლად მივდივარ მაგიდისკენ საიდანაც არაფერი არ მოსჩანს მხოლოდ შავი ფერი, ვიხრები მათკენ და განათება თვალს
მჭრის, იმას ვარჩევ რომ მაგიდასთან 4 სხედან.
აქედან 3 მამაკაცია ხოლო 1 მანდილოსანი, რაც აქ ვმუშაობდი უამრავი სიმპატიური, შეძლებული, წარმოსადეგი, წარმატებული და ამასთანავე საშინლად უსუსური მამაკაცები მენახა , ამათ აშკარად ეტყობოდათ, რომ დიდი ფულის პატრონები იყვნენ- რამდენს ნიშნავს ესთეტიურობა ?ძალიან ბევრს, ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მათი ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები.
მაგრამ ერთი წუთით, უკან გადავახვიოთ ...
ბოტოქსშეპარული და აშკარად გაკეთებული მკერდით ამაყად მომზირალი ქალბატონი, რომელიც ყურს უდორბლავდა იმ შემაძრწუნებლად სიმპატიურ მამაკაცს, როგორიც აქამდე არ მენახა სიტყვით გამოხტა.
-გოგონი, რომ გეძახით ერთი საათია აი გაფიცებ რას მიკეთებთ, ჭორაობთ ?-იმდენად საშინლად მომხვდა ყურებში ეს სიტყვები, რომ ფურთხის ღირსადაც არ ჩავთვალე ეს ბარბის პროვოკაცია
-მგონი ახლა აქ ვარ და გისმენთ -მაინც თავი შევიკავე ხელშეუხებლობის გარანტია არ მქონდა-ვგრნობდი 6 თვალს, ზუსტად ექვსივეს,რომელიც მათვალიერებდა მაგრამ აქედან 2 განსაკუთრებულად, როგორ მინდოდა ეს განათება ჩამქვრალიყო და ზუსტად დამენახა ნებისმიერი წერტილი მის სახეზე, რომელმაც გამაქვავა, არ ვიცი ეს რა იყო...
პირველად ჩემს ცხოვრებაში აუტანელი სურვილი მკლავდა მამაკაცს შევხებოდი
-გვირჩიეთ რამე, გადაწვა ქერათმიანი მამაკაცი, რომელიც უტიფრად მათვალიერებდა როგორც დანარჩენი ორი
-ალბათ ვისკი
-ოჰო, რა თქმა უნდა ვისკი
-სა ლდომ - ხმამაღლა შემოჰკრა ტაში ქერა კაცის გვერდით მჯდომმა, არანაკლებ მოხდენილმა მამაკაცმა
- დიახ, სა ლდომ ოღონდ ბურბონი გნებავთ, აირიში თუ სკოჩი ?
-ოჰო, ყოჩაღ გოგონი მოდი ბურბონი მოგვიტანე, ყინული, ფორთოხლის წვენი და ხილის ასორტი რაც შეიძლება დიდი
- კარგით ახლავე, ჯეიმსონს მოვიტან ხო ? ჯეკს ჯობია
-მომწონს მე ეს გოგო - ქერამ კიდევ ერთხელ ამათვალიერა და იმ განათებაშიც კი დავინახე, როგორ მოიქცია ტუჩი კბილებს შუა
შეკვეთა მივიღე, მივუტანე და წამოვედი, მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად ვგრძნობდი, რაღაც მაგიჟებდა და მაცოფებდა, მიზეზი კი უცნობი
იყო მაგიდა ნომერი 10 კი თავისკენ მიზიდავდა, ვგრძნობდი როგორ მინდოდა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა, ბარბიც მაღიზიანებდა .
-ნიკო თუ არ გინდა მოვკვდე ჯეკი დამისხი 100 რა - ისეთი თვალებით ვთხოვე ბარმენს ,რომ კინაღამ მთლიანი ბოთლი ჩამახუტა
-გაგიზავო ? -ხელებით ჩემს ხელს შეეხო
-ნიკო არ გინდა გთხოვ
-კარგი, კარგი
დამისხა ,ერთი მოყუდებით დავცალე და ვიგრძენი როგორ ჩამიხურდა მთელი ორგანიზმი, სასწრაფოდ წყლის შესასხმელად გავვარდი, კისერზე ხელები მოვისვი და სარკეში ჩავიხედე
-რა გჭირს ? -ჩემს თავს არ ვგავდი, კიდევ ერთი ღილი შევიხსენი და დავინიავე ,მთლიანად ვხურდი
კარები უნდა მიმეკეტა და დარბაზში დავბრუნებულიყავი ,როცა ვიღაცა უკნიდან ამეკრა, და ამ მომენტში მე არაფერზე ვფიქრობდი გარდა იმ სურნელისა და ჟრუანტელისა ჩემს ფრიგიდულობას მთლიანად ხაზს ,რომ უსვამდა
-ჩემო ლამაზო , შენი სხეული და სახე ცუდ დღეში ჩაგაგდებს, ხალხში არ უნდა გამოჩნდე ხოლმე - მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ხმა მესმოდა, მისი სუნთქვა კისერზე მხვდებოდა და გახსნილი ღილიდან გულ-მკერდის არეს საამოდ ესვენებოდა
ხელები გამიშვა და შემოვტრიალდი , გულმა ყველაფერი ერთიანად გამოტოვა ,ჩემს წინ აპოლონი იდგა , დავმუნჯდი ...
სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი იყო ის , უბრალოდ შეუდარებელი, არწივის გამოხედვით , იმდენად შავი თვალები, რომ ინანებდით როგორ აქამდე
არ შეხვდით ,რათა მის თვალებში ერთხელ მაინც ჩაკარგულიყავით, შავი გრძელი და ატეხილი წარბები , მისი თვალის ნუშისებრ მოყვანილობას
უფრო მამაკაცურ და მიმზიდველს ხდიდა, ასევე შავი თმა და წვერი ერთად ჰარმონიაში იყვნენ , ცხვირი ოდნავ კეხიანი, მაგრამ ამავდროულად
სწორი და პროპროციული ჰქონდა აი ტუჩები კი ,ერთადერთი იყო რაც მის სახეზე ზედმეტად იკვეთებოდა
-ღმერთო რა არაბუნებრივად წითელი ტუჩები აქვს -გავიფიქრე ჩემთვის და მხოლოდ ახლაღა მივხვდი , ამ თვალებში რომლებშიც მე ვიძირებოდი აუტანელი ჟინი იგრძNბოდა , მხოლოდ „ჟინი“ იმისა, რომ დავესაკუთრებინე , მთელი სხეულით იწევდა ჩემსკენ ,ყოველ წერტილს აკვირდებოდა,
ასე მეგონა თითოეულ ამოსუნთქვას მითვლიდა, იმდენად შორს წავიდა ერთმანეთის შესწავლა, რომ წამით ისიც კი ვიფიქრე ,რომ ამ ადამიანს პირველად არ ვხედავდი.
-რა უფლებით ? არა მაინც რა - რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ენა მუცელში ჩამივრდა ,როდესაც სწრაფად მომეჭრა და როგორც აფთარი ისე ამაყუად კედელთან, მზერას მთელს სახეზე დააცოცებდა , ხელით სახე დამიჭირა და ცერა თითით ბაგეები ერთმანეთისგან გამიყო, მერე ახლოს მოვიდა ჩემი ტუჩები ჯერ შეიყნოსა და მერე შეისრუტა, ასე მეგონა ცოცხალებში აღარ ვეწერე , იმდენად აღმაგრძნო ,რომ სულ არ მაინტერესებდა ვინ ვიყავი ? ან
ის ვინ იყო ? მხოლოდ 2 ვიყავით იმ საძაგელ საპირფარეშოსთან
დერეფანში ... მე ... ის ...ვნება
-რას აკეთებთ ? - მიუხედავად იმისა ,რომ ყველა წერტილი მეწვოდა სადაც შემეხო მაინც ჩავრთე ჩემი აზროვნება და უკვე მორალის კითხვაზე უნდა გადავსულიყავი ,რომ ცივად შემიშვა ხელი ,ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა ,ავილეწე
მე ვერ ვწყანრდებოდი
ის მშვიდად იყო
მე ვუყურებდი ...ისიც
- არა - თქვა იმ ხმით ,რომელიც უკვე მაგიჟებდა =-ხმა, ტუჩები , თვალები ,ტანი უკვე მისი ყველაფერი მაგიჟებდა და აი ეს კი ნამდვილად
საგანგაშო იყო
-რა არა ? ნორმალური ხართ? -შეშფოთებული ხმა მქონდა , იმან კი ისე თითქოს აქაც არაფერიო მამაკაცების საპირფარეშოს კარები ცხვირწინ მიმიხურა
დარბაზში დავბრუნდი , მიჭირდა მომხდარის გაანალიზება , ვერ ვხვდებოდი რქები მომაჭრა თუ ასე რამ დამაბრმავა , ახლა ცივი ვიყავი ისევ უგრძნობი .
დარბაზში დაბრუნდა ,მათ მაგიდასთან აღარ მივსულვარ ,მაგრამ შევამჩნიე 20 წუთში გავიდნენ. მაგიდა ავალაგე , პორტმანუ გადავხსენი და შიგნით 100 დოლარიანი დამხვდა , ანგარიშიც გასწორებული.
-მე დამიტოვა ?- არ ვიცი რა უნდა მეგრძნო ,მაგრამ გამიხარდა იქნებ მას არ დაუტოვებია ? იქნებ სხვა იყო ? ჯანდაბას რა მნიშვნელობა აქვს , ბანკში შევიტან ...
-ერთ დღეს შენ და შენი მწვანე ძმაკაცები მე ყველაფერს შემაძებინებთ -ვუთხარი კუპიურას და დაუფიქრებლად ჩავიდე წინსაფრის ჯიბეში .

-ნათია მოდი
-ხო ტორო რა იყო ? წინსაფარს გამიუთოვებ ხო იცი მე ვერ -არ დავასრულებინე იმდენად მაინტერესებდა ინფორმაცია შავის შესახებ
-ვინ იყვნენ მეათე მაგიდასთან ?
-რა იყო რამე გითხრეს ?- ნათია შეშფოთდა , მესაყვარლებოდა ეს გოგო ,მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი უბრალოდ ინფორმაცია მჭირდებოდა.
-არა ,არაფერი უბრალოდ ჩაი დამიტოვეს დიდი რაოდენობით და კიდევ,... კიდევ მათვალიერებდნენ უცნაურად
-აა ხო , ეგ მაგათმა მასე იციან ყოველთვის, მოკლედ ეს 3- ნი არიან უმსხვილესი ჰოლდინგის დამაარსებლები და დირექტორები , ჰოლდინგი ,
რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კომპანიებს, ათასი მსხვილი და ათასივე წვრილი ბიზნესი აქვთ, მაგრამ მთავარი მეღვინეობაა , კახეთშ აქვთ ძალიან დიდი მიწები და ა.შ. რა
-საინტერესოა
-ხო ძალიან, ის ქალი არ ვიცი მორიგი „პრაშმანდოვკა“ იქნებოდა - ნათიამ ისე სასაცილოდ თქვა ეს ყოველივე, რომ ღიმილი შემეპარა სახეზე
-ხო ეტყობოდა-თავი დავუქნიე, უფრო მეტის გაგება მინდოდა და არ ვშორდებოდი
-მოკლედ, სახელები არ მახსოვს, მაგრამ აი მისტერ ვალენტინი , ნუ მოკლედ რამე მისტერი თუ არსებობს ყველაფერზე მაგარია ლევან მაჩაბელი, როგორც კი შემომხედავს წამში ვიფურჩქნები , რა კაცია ... ქერას მგონი დიტო ჰქვია და ანდრია მაჩაბელი კი ლევანის ძმაა...
-რომელი რომელია მაინც ვერ გავიგე - ერთი სული მქონდა გამეგო რა ერქვა
-მოკლედ შავი თვალებით იყო ლევანი, იცი რატომ არ მივედი მაგიდასთან ? 1 კვირის წინ მაგ მაგიდას ვემსახურებოდი, რა თქმა უნდა გოგოები ერთმანეთს ვჭამთ ვინ მივა მასთან, მაგრამ თვითონ ბრძანა ბიჭები მომემსახურონო და სიმართლე გითხრა ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა ,რომ 1 ბიჭი მიმტანიც დაგვჭირდა, კიდევ აიყვანენ ალბათ ბიჭს , მაგრამ მგონი შენ მოეწონე - თვალი ჩამიკრა ნათიამ
-საიდან მოიტანე ? - სულ არ მაინტერესებდა ,რომც დავენახეთ მაინც
-ნუ ცუდიც ფაქტია არ უთქვამს, კარგი წავედი ჩემი დებილი ქმარი მისახედი მყავს - გამიცინა და ლოყაზე მაგრად მაკოცა
-ოოო ბოჟე კაკოი მუშინაა ოოხ ლევააან - მთელი ხმით ღრიალებდა გასვლის წინ ნათია და თან კაკანებდა
-გიჟი ხარ - მეც გემრიელად გადავიხარხარე და ბართან ჩამოვჯექი
-არ მიდიხარ სახლში ? -ნიკოც დაღლილი სახით მეკითხებოდა
-კი ნიკ აი გამოვიცვლი და წავალ
-მე გაგიყვან ოქეი ?
-კარგი - არ მქონდა შეწინააღმდეგების თავი
25 წუთში ჩემს სასტუმროსთან ვიდექით , აღარც ძალა მქონდა შერჩენილი და აღარც ემოციები
-როდემდე უნდა იცხოვრო აქ ? მისმინე ჩემს დას ყავს დაქალი და ის აქირავებს სახლს იაფად გადასახადს გაიყოფთ შენ და ვინმე გოგო ,
იქ იცხოვრებ არ გირჩევნია ?
-კარგი იდეაა ხო იცი , მომეცი ნომერი მაგ გოგოსი და გავარკვევ ხვალ .
-ტორო მოიცა - გადასვლისას ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამაბრუნა , ნიკო მაგარი ბიჭი იყო მე ვიტყოდი სიმპატიურიც კი , წიკვინა მთელი ძალებით ეპრანჭებოდა, მაგრამ ნიკოს მზერას ყოველთვის მე ვგრძნობდი. მომწონდა, მაგრამ დიდად არ მიზიდავდა. რასაც ლევანზე ვერ ვიტყვი
-იცი ხო რომ მომწონხარ ? მისმინე სულელურია და ამას მგონი პირველად ვაკეთებ
-რას ? გოგოს პირველად უტყდები გრძნობებში -დაცინვა გამომივიდა და ცოტა მეუხერხულა ნიკომ , რომ თავი ჩახარა
-არა , არა უბრალოდ არასდროს არ ყოფილა გოგო, რომელიც მე მომწონებია და იმას არა , მაგარი ხარ არა მაგარი არა , საოცარი ხარ, ვერავინ ვერ ამოგშლის გონებიდან ერთხელ თუ შეგხვდა.
-კარგი ნიკო მსიამოვნებს ეს ყველაფერი , მაგრამ აზრი არ აქვს ხო იცი არა - სრულიად გულგრილი ვიყავი ამ წამს
- ვიცი და ძალიან მეცოდება უკვე ჩემი თავი
-შენი თავი არასდროს შეიცოდო ამაზე არაკაცულს ვერაფერს ვერ იზამ - თვალებში ჩავხედე და ტუჩებზე ვეცი , თავიდან დაიბნა იმდენად, რომ გააკანკალა , მერე ამყვა ვაღიარებ გამოცდილი იყო და ამავდროულად იმდენად სასიამოვნოდ დააცოცებდა ხელებს ჩემს სხეულზე ,კინაღამ თავი ვერ შევიკავე, მაგრამ გონს მაინც მოვეგე და ერთიანად მოვშორდი , ვგრძნობდი, რომ ვერ ითმენდა , ვგრძNობდი რომ ყველაფერს ერჩივნა ახლა ჩემთან სექსი, მაგრამ მოვშორდი და კარები მივუკეტე.
- ნიკო არაფერი გამოგვივა, ღამე მშვიდობისა - სახლში ავედი და მხოლოდ ძილის წინ გამახსენდა ის რაც გავაკეთე.
-ასე ჯობია - ჩემს თავს ვუთხარი და მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში - არც ლევანი დამსიზმრებია და არც ნიკო, შავი ფერი მხოლოდ .

სამსახურშ საინტერესო არაფერი არ ხდებოდა , ერთიდაიგივე რუტინა უკვე მომაბეზრებელი იყო ,მაგრამ ვიტანდი ბანკში უკვე ფული საკმაოდ მქონდა, მენეჯერის და ბარმენების თვალებს ვერსად გავურბოდი, ნიკომ უკან დაიხია, იმდენად ჩაფიქრებული და გაფანტული მეჩვენებოდა, რომ ხანდახან მეცოდებოდა. სულ ჩუმად იყო, საზარლად ჩუმად . მენეჯერი რამოდენიმეჯერ გამეხუმრა, ირიბი კომპლიმენტებიც მესროლა, მაგრამ ასე მგონია ხვდებოდა შანსი არ ჰქონდა, ჩემი სიცივე ალბათ მასაც აშინებდა.
სათამაშო დარბაზში ჩხუბი იყო ამიტომ ვიპ ზონაში გადავინაცვლე და ჩემს პოსტზე მაია გავუშვი ,რომელიც გიჟდებოდა მზგავს არეულობებზე, არ ვიცი ეს გოგო რატომ ცდილობდა ხალხის ემოციები შეესწავლა ,მაგრამ ფაქტი იყო მე ამას კარგად ვიყენებდი. ვიპ ზონაში საშინელი დახუთულობა
იყო
-ჰეეეი აქ რა გამწოვები არ მუშაობს ? - შევაჩერე ნათია , რომელსაც შეწუხებული სახით მიჰქონდა ლანგარი მაგიდისკენ
-არ ვიცი გოგო, ცუდად ვარ უკვე მეც, ლამისაა გავიძრო ტანსაცმელი და ტიტველი გავვარდე აქედან
-გიჟი ხარ გეუბნები - გამეცინა და მენეჯერთან ავედი, ბატონმა კახამ მომახსენა ,რომ რაღაც ტექიკური პრობლემის გამო ნახევარი საათი გამწოვები არ იმუშავებდა, ნერვებმოშლილი ჩამოვედი და მაგიდებისგან შეკვეთების აღება დავიწყე, გამწოვებიც ჩაირთო დროც მალე გადიოდა, მე და ნათია ერთმანეთთან გავლის დროს საჯდომზე ვუტყაპუნებდით ხელებს ან რამე სასაცილოს ვეუბნებოდით და ასე ვხალისობდით, მერე ნიკოც დაგვისხამდა რამე გრადუსიანს და დრო ისე გაიფრენდა, როგორც არაფერი.
მორიგ მაგიდასთან მიმქონდა ტეკილა ,როდესაც მოულოდნელად ქალი წამოდგა და მთელი სასმელი გადამესხა ფორმაზე, ქალმა ბოდიშებით ამიკლო ,რაც ძალიან მესიამოვნა ამდენი გატუტუცებული ფულის ტომარის გადამკიდე, გასაკვირი იყო ასეთი გულისხმიერი სინანული.
გამოსაცვლელ ოთახში არავინ არ დამხვდა , ხელის მარტივი მოძრაობით გავიძვრე მაისური და სკამზე ჩამოვჯექი, რომ სველი პირსახოცით ტანი გამეწმინდა
მოულოდნელად გასახდელში შუქი ჩაქვრა და ვიგრძენი ცხელი ტუჩები როგორ შეეხო ჩემს კისერს , ამაზე სასიამოვნო არაფერი არ მიგრძვნია , ის ადგილი სადაც შემეხნენ ასე მეგონა ცეცხლით ამომიწვეს , სამყარო წამში აირია და კანკალმა ამიტანა
-შენი ტატუ მომწონს - ის იყო ...

არასდროს არ მჯეროდა ურთიერთობების, დედაჩემი და მამაჩემი ვერასდროს ვერ უგებდნენ ერთმანეთს, მუდამ კამათობდნენ, ბევრჯერ მამას უგინებია და სახლიდანაც წასულა, ქალბატონი ნინო ვერ იტანდა სახლში ჯდომას, არავის არ ეკონტაქტებოდა, სამსახურიც ვერ იშოვნა, გასუქდა და დამახინჯდა, შესაბამისად ნერვოზიც აიკიდა . მაღალი ქალი იყო ლოყები და ღაბაბი იმდენად დამრგვალებოდა, რომ ძნელად თუ შეამჩნევდით წარსული სილამაზის კვალს, თვალები მისი მქონდა - ცისფერი, არა წყლისფერი, კამკამა და სუფთა, ხშირად გამიბია მახეში ამ თვალებით ბიჭები, მიუხედავად იმისა, რომ 3 ზომა მკერდი, ვიწრო წელი და არანორმალურად ლამაზი თეძოები მქონდა, მთავარი სიტყვა მაინც ჩემს ორ ყველაზე მნიშვნელოვან მრგვალ წერტილს - თვალებს ეკუთვნოდათ, რომელიც ხან ცისფერი იყო ხანაც სულ ნაცრისფერდებოდა, ისეთივე ცვალებადი და ამავდროულად დისციპლინირებული იყო, როგორც მისი პატრონი.
ბიჭებთან ურთიერთობები არ მქონია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყოველთვის სხვებისგან ვიგებდი მათ გრძნობებს, რაც ჩემში მათ როგორც მამაკაცებს აკნინებდათ. ახლოს არავის არ ვიკარებდი, ცივი და გაწონასწორებული ვიყავი ამიტომაც აღარც მეკონტაქტებოდნენ, ინიციატივას ჩაახშობდნენ და აგრძელებდნენ ისეთივე იგნორს, როგორსაც მე.
მაგრამ ყველას ცხოვრებაში არსებობს სიტყვა - მაგრამ ...
ამ წამს როდესაც ჩემს უკან კაცი ზის, რომლის სუნთქვასაც მილიმეტრებში ვგრძნობ, რომელიც ჩემთვის იდუმალების ეტალონი რჩება და ვხვდები ჩემში ქალურ საწყისს, როგორ წამოსწევს, როგორ აღვივებს ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ველური ვნების იმ წერტილს, რომლის პიკიც ნეტარებებისგან
და სიამოვნებისგან აშენებული სამოთხეა, ახლა ვხვდები, რომ ღირდა იმათი გაშვება იქ სადაც ესაქმებოდათ და იმის შემოშვება აქ სადაც მისი ადგილია.
წამში გამაცია, უცებვე გამაცხელა და თვალები მივლულე, ველოდებოდი შემდეგ ნაბიჯს, ღმერთო რაოდენ დიდი იყო იმის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ შემხებოდა, მაგრამ თითქოს ძალით მტანჯავდა, არაფერს არ აკეთებდა და მე მთელი არსებული ძალის მოკრებვა დამჭირდა იმისთვის, რომ მივტრიალებულიყავი და თვალებში ჩამეხედა
შევცდი, ცუდი გადაწყვეტილება იყო თვალები დახრილი ჰქონდა და ნელა ამოწია ჯერ მკერდზე შემავლო მზერა, შემდეგ მისმა შავმა თვალებმა ლავიწები მოიარა, კისერზე წამით შეჩერდა და ტატუს გაუსწორა მზერა, მისი თითოეული ნაბიჯი, თითო გასროლა იყო ჩემს ორგანიზმში, ყველა წერტილს ვგრძნობდი, ყველაფერს განვიცდიდი, ჩემში რევოლუციას ახდენდა, უკიდურესად ცივისგან უკიდურესად ვნებიანს და მგრძნობიარეს მქნიდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ყველაფერი ორგანულად ჯდებოდა ჩემში.
-ქალის იდეალი ხარ-მითხრა და თითი ტატუზე მომადო, ფეხები სკამზე ჰქონდა გადაშლილი , შავი შარვალ კოსტუმი იმდენად სექსუალურს ხდიდა, რომ სურვილი მქონდა შემომეხია ყველაფერი და იმ წერტილზე მეკოცნა, რომელიც პერანგიდან მოუჩანდა, ტუჩები კი ამჯერადაც მაგიჟებდნენ.
ორი პოლუსი შეხვდა ერთმანეთს, ვნებიანი და ცივი, მგრძნობიარე და უგრძნობი, ცისფერი თვალები და შავი, და ჩვენ როგორც ურთიერთსაპირისპირონი იმდენად ვიზიდავდით ერთმანეთს, რომ ქარიშხალს ვიწვევდით, უკვე იგრძნობოდა გრძNობათა კასკადი, მაგრამ საკითხავი ის იყო ვინ იყო ჩვენს შორის ვნებიანი ან ცივი ? მგრძნობიარე ან უგრძნობი ? პატრონი ან საპატრონო ? მე თუ ის ? ამ შეკითხვებს პასუხს ვერ ვცემდი და ალბათ ვერც ვერავინ გასცემდა.
-ბატონო ლევან ძალიან გთხოვთ ის , რომ მე აქ ვმუშაობ მიმტანად, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩემზე რაიმე ძალაუფლებას ფლობთ,
გთხოვთ ნუ არღვევთ ჩემს უფლებებს პირველ რიგში კი დისტანცია დაიცავით- ისე ჩამოვაყალიბე, თითქოს ახლა ჩემს ორგანიზმში სიამოვნების იმპულსები საერთოდ არ იგზავნებოდა, ტყუილად ვილაპარაკე მიმიხვდა .
-აჰა და ანუ ასე ,რომ შეგეხო(თმაზე შემეხო ) ან ასე (ტუჩებზე ამატარა თითები)იქნებ ასე (ლავიწს ჩაუყვა) ასე ხომ არ მეცადა(მკერდზე მიმეფერა) არ გსიამოვნებს ხო ? -ტუჩის კუთხე ჩატეხა და მომაკვდინებლად გამიღიმა
-რა გინდა ? -ძლივს ამოვთქვი და კბილები ტუჩებს დავაჭირე
-არაფერი არ მინდა, დამიჯერე, თუ რამე მინდა ყოველთვის ვიღებ, უბრალოდ იცოდე ნუ გგონია შენზე გადავირიე, მართალია მომეწონე, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს, ახლა კი გავალ და ძალიან გთხოვ ჩაცმული გამოდი-ტუჩებით კოცნა გამომიგზავნა და გავიდა.
ვერ გეტყვით რა ვიგრძენი ალბათ იგივე, რაც მარიტამ, როდესაც ვირზე უკუღმა დასვეს, ან სორაია როდესაც ჩაქოლეს, ვიგრძენი რომ ამ წამს მე უსუსური ვიყავი, და მივხვდი რისიც მეშინოდა თურმე, როდესაც ურთიერთობებს გავურბოდი ... სწორედ ამის - უარყოფის, ახლა მან მე მიწასთან გამასწორა, მაგრამ ის კი ნამდვილად არ იცის, რომ ქალმა თუ მოინდომა მთელს მის მამაკაცურ ეგოს ზედ გადაუვლის, მაცადე ბატონო ლევან, ჩემი დროც მოვა!
ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ლევან მაჩაბელი ხშირად გვსტუმრობდა დაჯდებოდა ვიპ ზონაში და ხან მე ვემსახურებოდი ხან თენგო, რომელიც
ჩემს მერე მიიღეს, ხანაც წიკვინა, ჩვეულებრივი კლიენტი გახდა, ბევჯერ მოსულა გოგონებთან ერთად, პიკანტურ შავგვრემან გოგონებთან ან სლავ ქერებთან ერთად. ზუსტად ისეთებთან, რომლებსაც გარეგნობაც ჰქონდათ ეშხიც და წარმტაცი ბუნებაც.შეუიარაღებელი თვალით ყველაფერი, რომ უვარგოდათ და შეიარაღებულით არაფერი.
-მადარდებდა თუ არა ? ვერ გეტყვით, რომ დიდად ვცოფდებოდი ან ალმური მეკიდებოდა სახეზე, მაგრამ არც მიხაროდა მისი შემოსვლა ეგრეთ წოდებულ“ნაშოჩკებთან“ერთად.
ჟურნალებსა და გაზეთებში, ტელევიზიასა თუ ინტერნეტში , ნებისმიერი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაში ლევან მაჩაბელზე იმდენი ინფორმაცია ეწერა, რომ თავს მაშნვე მის ახლობლად ჩათვლიდით
„ლევან მაჩაბელმა იახტა იყიდა“ „ლევან მაჩაბელი-ანუ როგორ შეიქმნა უდიდესი ჰოლდინგი „
„ლევანის წარმატების საიდუმლო“ „ საქართველოში ყველაზე სასურველი სასიძო“ „პატარა ქვეყნის სამი დიდი ბურჯი“
ასეთი სათაურებით ხშირად იწერებოდა სტატიები, მას ყველაფერი ჰქონდა აი მე კი არაფერი, მართლაც რომ ვინ ვიყავი მისთვის, უბრალოდ ყურადღება მივიქციე 5 წუთით და სულ ეს იყო. რეალისტ ტოროს არ გასჭირვებია იმის გაცნობიერება, რომ ლვან მაჩაბელი არა თუ არ ფიქრობდა მასზე, არამედ ალბათ იმ ღამესვე დაავიწყდა.
არავინ იფიქროს, რომ ეს ფაქტი ჩემზე დამანგრევლად მოქმედებდა, არ ვიყავი იდეალისტი , არც რომანტიკოსი, შესაბამისად მისი იგნორი ჩემში გაღიზიანებას არ იწვევდა და ანტიიგნორით არც ვუბრუნებდი ხურდას. პირიქით ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო.
-მოკლედ ნიკო, სტუმარმა მთხოვა ასეთი რამ უნდა ბეილის და კვანტრო ერთად ოღონდ ფენებად დაუყენე და 200 გაუშვი ორივე, ხო ფორთოხლის წვენი ყინულის გარეშე და კუბური სიგარა- ჩამუვურაკრაკე ბარმენს და ცოტა ხანი სკამზე ჩამოვჯექი.
-სულ არ გძინავს ხო ? - მისი კითხვა იმდენად თბილად ჟღერდა, რომ წამში სახე დამითბა
- არა ნიკ, გეფიცები დღე-ღამეში მაქსიმუმ 4 საათი და ავტობუსში ხან ვინ მაღვიძებს და ხან ვინ- გამეცინა და ხელები ბარზე დავალაგე
-ეჰჰ, თავს იკლავ იცი ? ჯანმრთელობას გაინადგურებ
-ჩემი მზრუნველი ბიჭი- გადავიხარე და შუბლზე ვაკოცე
-ნუ მიკეთებ გთხოვ ეგეთ რაღაცეებს, არ გეცოდები ? - საყვარლად აახამხამა თვალები- ჯერ ის კოცნაც არ მომინელებია
-აუუ ნიკო რა ვქნა? ხო იცი ,რომ ძალიან გაფასებ
-ვიცი ხო ვიცი ,მეც ძალიან - გამიღიმა და შეკვეთა მომაწოდა ლანგარზე დავდე და მაგიდასთან მივიტანე, ყველაფერი ლამაზად გადმოვულაგე, კარგი დროის ტარება ვუსურვე და სათამაშო დარბაზში გავედი, ნათია გაფართოებული თვალებით უყურებდა ერთ-ერთ მაგიდას
-რა იყო რულეტკას სწავლობ სისტრიონკა ? -მხარი გავკარი და ცხვირზე ხელები მოვუჭირე
-ხო გოგო , არც ვიცოდი და თურმე რა ჩამთრევი ყოფილა, მე ხო ბატონმა კახამ გამამწესა ვიპ ზონაში და აქ იშვიათად ვარ, კიდევ კარგი თორემ მეც
ავად გავხდებოდი
- ოჰო ვიღაც აზარტული ყოფილა
-ხო გოგო იცი რა აზარტული ვარ, იმდენად აზარტში შევედი აგერ მეოთხე შვილი გავაგორე
-ვაიმე , ნათია ყოჩაღ კარგი იყო, მერე შექალო რამე მაინც გეტყობოდეს, შველივით გოგო ხარ
-ეჰ ჩემო ტორკა, შენ ხარ მოსაკლავი, იცი რაზე მეშლება ნერვები შენი გარეგნობის პატრონი, რომ ვიყო ამ მახინჯ მოდელებსზედ გადავუვლიდი რაღა მიმტანობა აგიტყდა, წადი პოდიუმზე გაინავარდე.
-არა ნათ, მე ცნობილი პოდიუმით არ მინდა, რომ გავხდე თან ჩემნაირი მოდელი სად გინახავს ნახე რა ჩამრგვალებული ვარ
-დებილი ხარ, „ ტი ბაგინია დარაგია“- მომაძახა და სათამაშო მაგიდისკენ წავიდა
-ტეკილა და ჭირი შენ - 2 წუთში ჯუჯღუნით დაბრუნდა ქალბატონი და თვალი ჩამიკრა , მეც თავი გადავიქნიე და გამოსაცვლელი ოთახისკენ
წავედი.
15 წუთში გარეთ ვიდექი და ველოდებოდი უკანასკნელ იმედს, ავტობუსის ბოლო რეისს, მაგრამ არ ჩანდა უკვე გადაწყვეტილი მქონდა ტაქსით წასვლა, როდესაც ფეხებთან უახლესმა და საშინლად მაგარმა მანქანამ გამიარა, აშკარად ვერ მივხვდი რა მოდელი იყო დიდად არც ვერკვეოდი მანქანებში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს წინ ძალიან ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში იდგა.
ფანჯარა ჩამოიწია და შიგნით ნაცნობი სახე შევნიშნე, ლევანის მეგობარი და ნათიას თქმით მისი კომპანიონი იყო ქერა ბიჭი, რომელიც საეჭვოდ მათვალიერებდა. არაფერი განსაკუთრებული არ მეცვა, შავი შარვალი, გრძელი ბათინკები და ტყავის ქურთუკი, თმები გვერდზე გადავიწიე და
ოდნავ დავიხარე.
-გამარჯობა, როგორ ხარ მმმ
-ტორო
-რა ?
-ხო ტორო მქვია
-უცნაურია და სინამდვილეში?
-მაგის საკითხავად გამიჩერეთ ბატონო ?
-ჰაჰ დიტო, დიმიტრი
-სასიამოვნოა ბატონო დიტო-გავუღიმე და მაღლა ამოვიწიე, ისევ ავტობუსს ველოდებოდი
-ჩაჯექი, გაგიყვან გაიყინები
-არა მადლობა, გავიკვლევ გზას-ტავაზიანი მადლობა გადავუხადე და დაველოდე როდის წავიდოდა, ასეც მოიქცა მანქანა ადგილიდან დაძრა, მაგრამ უცებ ძალიან სწრაფად შემოუხვია და ჩემთან გაჩნდა.
-ჩაჯექი მანქანაში- ვერ მივხვდი მისი ტონი მკაცრი იყო თუ მომთხოვნი, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები რა ძალამ მაიძულა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი, კარები გამოვაღე და წინ მოვთავსდი. კმაყოფილების ღიმილმა სახე აუწვა ვაჟბატონს და სავარაუდოდ გულში ჩაიცინა კიდეც.
19 წლის გოგოსთვის ძალიან რთული გამოდგა ყველაფერი, რაც არ უნდა ჭკვიანი ვყოფილიყავი და დინჯი, გამოუცდელობა ცხოვრებაში თავის სიტყვას ყოველთვის იტყოდა. წარმატებული ადამიანები არა მარტო ჩემთვის არამედ ყველასთვის გარკვეულწილად ავტორიტეტებს წარმოადგენენ, ისინი ყველას აჯადოებენ და აიძულებენ გაიარონ მათ დაკრულზე, მაგრამ მხოლოდ ჭკვიანებს და მოხერხებულებს შეუძლიათ დროზე გაიგონ მათი სურვილები, ამოიცნონ დაამუშავონ და საბოლოოდ გაანეიტრალონ ისინი. ბიზნესში მთავარი ძალა თავდაჯერებულობაა სწორედ ეს თვისება უქმნიდა ლევანს და მის მეგობრებს იმ „ბექგრაუნდს“ რომელიც თავიდან ჩემზეც ასე მოქმედებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
-ლამაზი ხარ- დიტომ ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე მომახალა -მაგრამ დახვეწა გაკლია
-ბატონო დიმიტრი რატომ გგონიათ, რომ შეგიძლიათ ჩემზე იმსჯელოთ ?
-ოჰო, პატარა გოგონა გაბრაზდა
-იცით მაინც სად ვცხოვრობ ?
-უი არა -გაეცინა - მართლა მითხარი მისამართი
მეც თავი გადავაქნიე და გამეღიმა მისამართი ვუთხარი და მთელი გზა ჩუმად ვიყავით.
-მადლობა, რომ მომიყვანეთ
-აქ ცხოვრობ ? -ეჭვისთვალით შეათვალიერა უბანი და შემდეგ სასტუმრო
-დიახ, სამწუხაროდ აპარტამენტების ფული არ მაქვს
-ძალიან მწარე ენა გაქვს, მაგრამ ეგ მომწონს, მისმინე იქნებ რამე გიშოვნო იაფად, მაგრამ ამაზე კომფორტული
-არა მადლობა, დამოუკიდებლობას ვეჩვევი, გადავდივარ 3 დღეში მე და ერთმა ნაცნობმა ბინა ვიქირავეთ, მაგრამ ყოფილი მდგმურები გადასვლას არ გეგმავდნენ ჯერ ამიტომ დრო მივეცით.
-გასაგებია, ამოიხვნეშა და საჭეზე ხელები დაატყაპუნა, დიტო ვერ ვიტყვი რომ გადასარევი, მაგრამ მოვლილი და აშკარად ჰიგიენური პიროვნება იყო მის ავტომობილში, რომელიც შიგნიდანაც ისე ბრწყინავდა, როგორც გარედან არაჩვეულებრივი სუნი ტრიალებდა, სისუფთავეს შერეული მამაკაცური ოდეკალონის სურნელი და გასაოცარ გარემოს ქმნიდა, თმები ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი მარჯვენა მხარეს , მწვანე თვალები და კურნოსა ცხვირი კი სლავ გარეგნობას აძლევდა.
-ნახვამდის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამხელა პატივი მეცით
-მეხუმრები ? არაფრის ჩემო კარგო.
მანქანიდან გადმოვედი და ხელი დავუქნიე, აშკარად მოღუშული იყო, რა მჭირს ყველა კაცს რატომ ვტოვებ ასეთი სახით ?
-ჯადო გაქვს - მიპასუხა ჩემმა ალტერეგომ და ხმამაღლა გადაიხარხარა ისევე, როგორც მე .



ამბობენ ცხოვრების ყველაზე ღრმა ტრამვები ბავშვობიდან მოდისო, ისინი რომელსაც თავიდან ვერასდროს ვერ იშორებ. კოშმარებად დაგყვება და გაიძულებს იბრძოლო იმისთვის, რომ მზგავსი ტკივილი ცხოვრებამ ვერარასდროს ვერ მოგაყენოს.
ეს ყველაფერი უსუსური ფოთლის ძლიერ ტალღებთან შეჯახებას ჰგავს, არ შეგიძლია ეომო, ებრძოლო, გაიმარჯვო-მხოლოდ ფარხმალს ყრი და ეგუები იმ აზრს, რომ ის შენზე ძლიერია.ღრმად იმარხება შენში მოგონებები და იწყებ ამ საშინელებებთან ერთად ცხოვრებას.
სტანდარტულად, არდადეგებზე ყველა ბებია-ბაბუებთან მიდიოდა, ჩაალაგებდნენ ბარგს და იქამდე, სანამ მშობლებს შვებულებებს მისცემდნენ და ზღვაზე ერთად დაისვენებდნენ, თბილ სოფლებს მიაშურებდნენ ხოლმე, სადაც უამრავი თავგადასავალი, მდინარე, სიცოცხლე, ჟრიამული და თანატოლები ელოდნენ, აქედან იწყებოდა მათთვის ადამიანების შეცნობა, გარემოსთან ადაპტირება და მოგონებების დაგროვება.
მე კი , მე მუდამ თბილისში ვიყავი, არავინ და არაფერი ჩემს გარშემო, მხოლოდ სიცარიელე,მშობელების გაუთავებელი იგნორი, რობოტათ ქცეული დედ-მამა, არა ბებია არა ბაბუა, მხოლოდ მე ჩემს ფიქრებთან. 100-ჯერ წაკითხული ერთიდაიგივე წიგნები, ფანჯარა და სიცივე გულში. ხანდახან ისე შემომაწვებოდა ყველა ფიქრი თითისტოლა ბავშვს, რომ ლამის იყო თვითმკვლელობამდეც მივსულიყავი, ალბათ ამითაც ვერავის გავაკვირვებდი. არ ვიცი ჩემში ძალა როდის ვიპოვნე, მაგრამ ფაქტია სულ არაფრიდან შევიქმენი თავი და ხელახლა დავიბადე.
თვალები მოულოდნელად ვჭყიტე.
სახეს ვერ ვარჩევ , ძალიან ბნელა მაგრამ ვხვდები რომ მისი თითების თარეში სულაც არ მაშნებს, პირიქით ძალიან მომწონს და ოხვრისმაგვარ ბგერებს ვუშვებ პირიდან, ნაზად და მხურვალედ ეხება ტუჩებით ჩემს ფეხს და ის ადგილი ასე მგონია დაშანთეს, ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და მის სახეს ვამჩნევ... ისაა... არ მჯერა ... ლევანია ...
ამის აღმოჩენით ორმაგ სიამოვნებას ვგრძნობ და ვხვდები როგორ ვითენთები, არ მაინტერესებს საიდან აღმოჩნდა აქ ეს ახლა ყველაზე უხარისხო ფიქრებია, ანდა სად მაქვს ფიქრის თავი როდესაც ასეთი სექსუალური მამაკაცი, ჩემივე სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებს.
ენის წვერით ჭიპიდან მკერდის გავლით კისრამდე ამოვიდა, და თვალებში ისე შემომხედა ცალკე ორგაზმი განვიცადე. ეს იყო მამაკაცი,
რომელიც მე მთლიანად მიმონებდა, მისი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო სიამოვნების პიკის მისაღწევად, თვალებში ამოუცნობი მწყურვალე
ვნების ნაპერწკალი ხტოდა, მზერა მბურღავდა და ჩემს ტვინში ჩაძვრომას ლამობდა.
წამში ლევანის სახე აიწელა და მის მაგიერ დიტო გაჩნდა, ერთი გადაიხარხარა და ხარხარი გამაწვრილებელი ხმით შეიცვალა, ვერ გამოვერკვიე, მხოლოდ 5 წუთის შემდეგ მივხვდი რომ მაღვიძარა რეკავდა.
-სიზმარი იყო ამის დედა ვატირე-ნაწილობრიც გამიხარდა და საბანი გადავიძვრე.
მე და ნინკა, რომელიც ნიკოს ახლობელი იყო ახალ სახლში გადავედით . სახლი მოსკოვის პროექტის ერთოთახიანი ბინა იყო, ნესტიან სახლს მხოლოდ დილით ადგებოდა მზე, 350 ლარად ნაქირავები და საშინელი ავეჯითა და რახა-რუხით გამოეტენათ მეპატრონეებს, მაგრამ არაფერს არ ვჩიოდი, იმ სასტუმროს ყველაფერი მერჩივნა, რადგანაც 200 ლარს მე ვიხდიდი საძინებელი ჩემი იყო. ნინკა ჩვეულებრივი გოგო გამოდგა, არც სულელი იყო და არც ჭკვიანი, არც ლამაზი და არც უშნო, იმდენად საშუალო სტანდარტული იყო ყველაფერში, რომ ხანდახან მეშინოდა კიდეც მისი ამ არაუკიდურესობის.
-ნინ, გშია ? - სამსახურიდან სახლში დაღლილი მოვედი და დივანზე მივეგდე, სადაც ჩემი თანამეცხოვრეს მშვიდად გადაეშალა ფურცლები და
რის ვაი-ვაგლახით სწავლობდა.
-აუ კი ძალიან, შენ გელოდებოდი.
-პელმენი ამოვიტანე და არაჟანი, მოდი ჩავუჯდეთ.
-კარგი მიდი შენ გამოიცვალე, დაღლილი იქნები მე მოვხარშავ-მისი ეს სითბო და მზრუნველი დამოკიდებულება ძალიან მომწონდა, ოთახში გავედი და პიჟამა მოვიძიე, იქედან დაბრუნებულს კი ნინკა სამზარეულოში დამხვდა ჩაის ფინჯანით ხელში.
-ჰა შენ , უშაქროა - გამიღიმა და ჩაი მომაწოდა , მეც ღიმილიანი სახით გამოვართვი და სკამზე დავჯექი.
-ოქრო ხარ, მე სწავლა 2 კვირაში დამეწყება და მერე ამ გადარეულ რეჟიმს როგორ გავუძლებ არ ვიცი.
-ხო, ძალიან ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ხო იცი, რაც უფრო ძლიერია მიზანი მოტივაციაც მით უფრო მეტია.
-კი ნინ, ეგ მიზანი მაცოცხლებს, ეს ერთი წელი ამ გიჟურ რეჟიმს გავუძლებ და მაგისტრატურისთვის აუცილებლად წავალ ევროპაში ან თუნდაც ამერიკაში.
-კარგია, დიდი ადამიანი რომ გახდები არ დამივიწყო ოქეი ?
-არა, გპირდები-გავუღიმე და ჩაი მოვსვი-იცი შეიძლება ამ ერთ წელში მე და შენი ბევრი გაუგებრობა მოგვივიდეს, თან ერთმანეთს არც თუ ისე
კარგად ვიცნობთ ამიტომ მინდა იცოდე, თუ რამე გეწყინება ან ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს პირდაპირ მითხარი, არაფერი არ დამიმალო , გაუგებრობას და წყენის გულში ჩადებას ჯობია ერთმანეთთან პირდაპირ ვიყოთ, მპირდები ?
-კი, ამჯერად მე გპირდები- ორივემ ერთად გავიცინეთ. ამასობაში წყალიც ადუღდა.
იმ საღამოს მე და ჩემმა პირველმა მეგობარმა დრო კარგად გავატარეთ, აღმოჩნდა რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა, ნიკოზეც ვისაუბრეთ,
ჩემს სამსახურზე, მის სასწავლებელზე, განცდებზე, ფიქრებზე, მომავლზე. საკვირველია, რომ ხანდახან ასეთ სიტუაციებში, რომელიც არაფრით გამორჩეული არ არის იღებ სიამოვნებას, აი ასე ზიხარ თანამოსაუბრესთან ერთად , უბრალოდ იცინი და გიხარია, რომ მარტო არ ხარ.
ჩემში ის ოდნავი სითბო აღმოვაჩინე, რომელიც არასდროს არ მეგრძნო აქამდე, გული ნელ-ნელა გალღობას იწყებდა, ჩემში ახალ საწყისს ვგრძნობდი
და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ჩემთვის ყველაზე ძნელბედობის ჟამს პირველად ვიგრძენი ამხელა თავისუფლება, რომელიც შიგნიდან მოდიოდა.
დრო ისევ ჩვეულებრივად მიდიოდა, ჩემს ცხოვრებაში ან ყველაფერი ერთად ხდება ან მდორედ მიედინება.მუშაობა და სახლი, სახლი და მუშაობა,
სხვა არაფერი არ მახსოვდა ათასში ერთხელ თუ მივიდოდი სახლში და ნინკა დამხვდებოდა, ერთად ვუყურებდით ფილმს და მიმეძინებოდა, შემდეგ ავდგებოდი გადავივლებდი, 1 საათი წამოვწვებოდი და ისევ სამსახურში მივდიოდი, ზოგადად ჩვენ თხის რქები ასე ვართ, ნებისმერი საქმე რაზეც
არ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ზედმეტად კარგად ვასრულებთ, ვცდილობთ ერთი შეცდომაც კი არ დავუშვათ, ასე ვთვათ პერფექციონისტები
ვართ ოღონდ მსუბუქ ფორმაში.მეც თავს ვიკლავდი, კარგად ვმუშაობდი, არ ვწუწუნებდი, არ ვჭორაობდი.
ჩემი ცვლა დაწყებული არ მქონდა, რომ წინსაფარში ტელეფონი აწრიალდა, ნომერი არ მეცნო , მაგრამ მაინც ვუპასუხე
-გისმენთ
-ალო, გამარჯობა საბედისწერო ტორო
-რომელი ხართ ?
-დიტო, დიმიტრი იმედია გახსოვარ-ტანში გამაცია, სიზმარი გამახსენდა და აშკარად მესიამოვნა მისი ზარი, რამაც დიდად არ გამახარა
-დიახ, მახსოვხართ-ვაპირებდი მეკითხა საიდან გაიგო ჩემი ნომერი, მაგრამ თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო წამში მიპასუხა
-შენი ნომერი სახელმწიფო საიდუმლოება არ არის, და რადგანაც თამაშში არ ამყევი ანუ შენ უფრო მაღალი ლიგიდან ხარ-მისი ეს ტონი და დამოკიდებულება არ მომეწონა
-რატომ მიყურებთ ისე, როგორც შესაფასებელ საქონელს ?-ხმა გავიმკაცრე
-არა , არა ჩემო კარგო ეგრე სულაც არ გიყურებ, მე რა შენ მზგავსი რამ გაკადრე ?-მსახიობურად შეიცხადა, არადა , ორივემ ვიცოდით რაშიც იყო საქმე, უბრალოდ მამაკაცებს ხრიკები არ უვარგათ
-იცით, ჩემთან მზგავსი სისულელეებით შორს ვერ წახვალთ
-გეგონოს-ირონიით მიპასუხა და მისმა ამ ტონმა იმდენად გამაცოფა, რომ ზიზღით გამოვცარი.
-კარგად ბრძანდებოდეთ, კაცები რომ გაწყდნენ თქვენგან ვერაფერს ვერ ავიტან-ვუთხარი და ისე მწარედ დავაჭირე წითელ ღილაკს, რომ თითი მეტკინა, თითქოს ამ ჟესტით მას ვუჭერდი ხელს კისერში, რაღაცნაირად ეს მინისადისტობა მომეწონა და ჩუმად ჩავიფხუკუნე.
-რა გაცინებს გოგო მარტო ? თუ კარგი ამბებია და გრიალებია მეც გამაცინე-ენერგიის უშრეტი წყარო მომადგა დოინჯშემოყრილი და ალმაცერად ამათვალიერა
-ნათი, ასე მგონია გადავიწვები
-არ შეიძლება პატარავ ასე, ძალიან ბევრს მუშაობ, მოდი ხვალ დაისვენე ხო ? შენს მაგივრად მე ვიმუშავებ, მერე სამი დღე გადაბმულად ვისვენებ, ბავშვები ბაკურიანში მიმყავს და შენთვის კიდევ გამონათება იქნება ეს ერთი დღეც კი.
-ძალიან მიყვარხარ- ჩუმად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე, წამით დიდმა სიხარულმა დამრია ხელი და მის მორევში გადამაქანა, ჩემს ცხოვრებაში უკვე იყვნენ ადამიანები ვისი იმედიც უნდა მქონოდა და ეს მახარებდა.
-მეც, მეც მიდი ახლა იმუშავე-ტაკოზე ხელი მომცხო და აორთქლდა.
ღამემ მშვიდად ჩაიარა, უფრო სწორედ ასე მეგონა.
სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავედი, ციოდა კედელს ავეყუდე და ხელები ერთმანეთზე გავუხახუნე, სიგარეტს წვალებით მოვუკიდე და ნელა გავაბოლე, ფიქრებში წავედი უკვე რამდენი ხანი იყო დედა არ მენახა, თითქოს მასზე ფიქრებს და იმ სახლის მოგონებებს ძალით ვბლოკავდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებდი მაინც მტკიოდა, უპატრონობა მტკიოდა, უყველაფრობა მტკიოდა და ამიტომაც მინდოდა რაიმეს შექმნა, იმის რაც მექნებოდა ახლა არაფერი არ მქონდა, მხოლოდ მე ვიყავი
-ნეტავ დედა რას აკეთებს ახლა ? იქნებ არც არის ცოცხალი -ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ღრმა ნაფასი დავარტყი, არც არავინ მაცალა საქმის გაგრძელება, რადგან კაზინოს სადგომზე ბრაბუსი გაჩერდა, ჯე კლასიდან კი არც მეტი არც ნაკლები დიდებული სამეული გადმოიშალა, მანქანა ლევანის იყო, ამას მისი სერიიდან მივხვდი, წამით სუნთქვა შემეკრა იმდენად კარგები იყვნენ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო მათ ქარიზმას ვერ გავექცევი.
-ლევან მაჩაბელი დიდებული მამაკაცი იყო-ჩემს თავთავ ვაღიარე და ცოტა არ იყოს მომეშვა კიდეც.
მოდიოდნენ მთელი თავისი დიდებულებით, შავი პიჯაკი თეთრი პერანგი და მახვილი გამოხედვა, ღმერთო რა კაცი იყო. მის ფონზე ეს ორი ნამდვილად არ ჩანდნენ.
სუნთქვა შემეკრა, უცებ სამივეს მზერა ჩემსკენ მოიმართა და ვიგრძენი, ვფიცავ, ნამდვილად ვიგრძენი ლევანის ანთებული თვალები.
-აქ როგორღა გამომთიშავ ?-დიტოს მხიარული და ოდნავ ირონიული ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, თითქოს წამში გამოვერკვიე და შევხედე.
-გამარჯობათ-ფამილიარულად მივესალმე და სიგარეტის ნამწვავი მოვისროლე, სანამ შევიდოდი შენობაში არ გამომპარვია ლევანის მზერა, რომელიც თითქოს უკმაყოფილოდ უყურებდა დიტოს, შეიძლება მომეჩვენა კიდეც.
დაძაბულობა ჩემს სამუშაოზე გავლენას არ ახდენდა, ჩვეულებრივ ვემსახურებოდი სტუმრებს და შეკვეთებსაც დავარბენინებდი, ამჯერად „მათ“ მაგიდას არც გავკარებივარ, რადგან სხვა უამრავი საქმე მქონდა.
დავინახე ჩვენი მენეჯერი და დიტო როგორ იცინოდნენ ერთად, თითქოს არ იყო მათ სიცილში ტყუილი და სიყალბე, კარგი მეგობრებივით საუბრობდნენ და იშვიათად მხრებზეც დაუტყაპუნებდნენ ერთმანეთს ხელს, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ბატონი დიმიტრი ჩემში ცუდ რეაქციებს იწვევდა, სულაც არა ხანდახან ვგრძNობდი კიდეც როგორ ვაშტერდებოდი და მერე მეღიმებოდა ჩემს ქცევაზე.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა, სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა, ადგილი აღარ იყო, ბარიც აივსო, სიმღერა ბოლო ხმაზე გუგუნებდა და ზუზუნიც პირდაპირ ტვინში მირტყამდა, ცოტაც და ალბათ სადმე ავყირავდებოდი, როცა წელზე ხელის შეხება ვიგრძენი და უკნიდან ვიღაც ყრის ბიბილოზე შემეხო
-ჩუმად იარე, ჩუმად გასასვლელისკენ, მიდი ნაბიჯი გადადგი-ლევანის ხმა ვიცანი, მისი შეხება, ეს ნამდვილად არ იყო სიზმარი, მაგრამ სიზმარზე მეტი იყო, რაც უფრო იშვიათად მეკონტაქტებოდა და მეხებოდა მით უფრო მენატრებოდა მისი სიახლოვე და მსიამოვნებდა, უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა არაფერი არ იყო, არც დასაწყისი ჰქონდა არც შინაარსი, საკითხავია საერთოდ იყო კი ეს რაიმე სახის ურთიერთობა? მემგონი სულაც არა .
ვერ ვიტყვი, რომ ჩემდა უნებურად დავყევი, პირიქით, გავაანალიზე და ისე მივენდე ბატონ ლევანს, იმდენად მინდოდა მისი ეს სიახლოვე დიდხანს გაგრძელებულიყო, რომ გავყევი, არც მაინტერესებდა სტუმრები, ყველას უკვე მიღებული ჰქონდა თავისი წილი და ეყოფოდათ, მე 2 ჭიქა ვისკი მქონდა გამოცლილი და სასიამოვნოდ გაბრუებული ვიყავი, პლუს ლევანის ხელები, რომელიც წელიდან არ მშორდებოდა მიასმაგებდა ამ ეიფორიას და ასე გონებამიბნედილი აღმოვჩნდი იმ მანქანების გაჩერებასთან სადაც წეღან გვარიანი ნერწყვები ვყლაპე, ახლა მე მეხობდა ეს ღმერთკაცი, მე ვიყავი მისი ინტერესის ობიექტი.
მხოლოს ახლა შემომატრიალა, როდესაც მანქანასთან მივედით და მე ჩემზე ორჯერ მაღალ ჯიპზე ამაყუდა, სახე ახლოს მომიტანა და ვნებიანი თვალები მომატარა, წვერი ოდნავ წამოზრდოდა, ტუჩები ისეთი წითელი ჰქონდა, როგორც არასდროს, მისი ეს საოცარი სურნელი თავბრუს ხვევას იწვევდა და თვალებში კი მხოლოდ ერთ სიტყვას ამოიკითხავდით“მინდიხარ“ კი მე მას ნამდვილად ვუნდოდი, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდებოდა.
-მანქანაში ჩაჯექი თორემ გაგყინავ-ისეთი წინადადება თქვა, რომელსაც სულაც არ მოველოდი
-კარგი-იმ წამს საერთოდ არ მციოდა , პირიქით, ზედმეტად ვხურდი და ზამთარსაც მგონი მე ვათბობდი, მაგრამ მაინც დავყევი და მანქანაში მოვკალათდი, ტემპერატურამ ერთიორად აიწია, როდესაც გვერდზე მომიჯდა და მანქანა დაქოქა, სანამ დაძრავდა ჩემსკენ გადმოიწია და ლავიწთან მაკოცა, როგორც სიზმარშ ის ადგილი დამეშანთა.
-საოცარი კანი გაქვს, მიწვევს-ჩაიჩურჩულა და წამში გასწორდა, თითქოს მზერაც დაუწყნარდა და ისე დაძრა მანქანა ვითომაც არაფერი არ მომხდარიყო.
-სად მიგყავარ ? -მხოლოდ მაშინ დავსვი ეს შეკითხვა, როდესაც მივხვდი რა ხდებოდა
ის კი დუმდა, მე მის პროფილს ვუყურებდი, ვერც კი წარმომედგინა რომ კაცი ასე მომაჯადოებდა, ახლა ვხვდებოდი რას განიცდიდნენ კაცები, როდესაც ქალი ლამაზი იყო და მათ არ ეკუთვნოდათ.
მაგრამ ვგრძNობდი, მე ლევანში მხოლოდ გარეგნობა არ მიზიდავდა, მისი და ჩემი უცნაურობა მომწონდა, ის რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა, ჩემთვის არაპროგნოზირებადობა სიგიჟის ტოლფასი იყო და ეს მებედნიერებოდა.
მანქანა გააჩერა და გადავიდა, სასტუმროში მომიყვანა, თავი დამცირებულად ვიგრძენი რაღაც კახპის ტოლფასი, ალბათ ასეთიც ვგონივარ, ხელებში ვადნები, ვთრთი და ათასი უბედურება.
მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღება ეს სიტუაცია, წასვლას არ ვფიქრობ, არც ლევანზე მეკარგება წარმოდგენა და სასტუმროს ფოიეში ამაყად შევდივარ, ჩემი ფორმა მოკლე წითელი კაბისა და თეთრი წინსაფრისგან შედგება, წინსაფრის მოხსნის შემთხვევაში, კაბა ჩვეულებრივად გამოიყურება, მეც ასე მივაბიჯებ ამაყად და თმას ვიშლი, ვგრძNობ რომ ყურადღების ცენტრში ვარ, მამაკაცები მაშტერდებიან და გზას მითმობენ, აი ასეთია ჩემი ნამდვილი სახე, პირადი ცხოვრება არ მაქვს, მაგრამ ამითაც კარგად ვერთობი.
ლევანი ოპერატორს ელაპარაკება და 2 წუთის შემდეგ ტრიალდება , სავარაუდოდ ჩემსკენ მოდის, მაგრამ შეშდება, აშკარად არ მელის აქ და ამ ფორმაში ამიტომ ნელა და აღფრთოვანებული მიახლოვდება, ჩემს თვალებში კითხულობს, რომ მზად ვარ და ლიფტისკენ მივყავარ ხელშემოხვეული.
ამაყია.. ვგრძნობ..
ლიფტის კარი იკეტება და ყველაფერი წამში იძაბება, მომვარდა წამოვიკივლე რადგან მკერდზე მძლავრად მიჩქმიტა და ამისვ-ჩამომისვა
-მისი სიმკვრივით ვტკბები-ჩუმად ჩაიჩურჩულა და ტუჩებში მეძგერა, იმდენად სასიამოვნო იყო ეს პროცესი, რომ ორივე სურვილისგან ვცახცახებდით, მისი ტუჩები კისერზე გადავიდნენ , ხელები კი თეძოებზე ჩამოაცურა, მკოცნიდა თავდავიწყებით და მგძნებარედ, თავი დავკარგე , ვერ ვიგრძენით ლიფტის კარების გაღება, ვერც ოთახში შესვლა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა, წამში გადავაბრუნე და ფეხზე წამოვვარდი, სახე შეშლილი ჰქონდა, მეც ვერ ვწყნარდებოდი, მაგრამ ჩემი პრაქტიკული ტვინი ახლაც აზროვნებდა.
-ჩშშ- ღიმილით ვუთხარი და ვუბრძანე, რომ წოლილიყო
– არაფერი არ მახსოვს და ვერაფერს ვერ ვვაზროვნებ,მარტო ის ვიცი რომ შენ მინდიხარ-ლევანის სიტყვები იმდენად მესიამოვნა, რომ ლამის იყო ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და საწოლში ჩავუგორდი.
-გთხოვ გაიხადე ეგ დედ******ები კაბა-ეს თხოვნა არ იყო
ნელა მივუახლოვდი ხოხვით ავედი მის საწოლამდე და ღილები გადავუწყვიტე, ნებივრად მიწვა ბალიშზე და ნეტარებას მიეცა, მივხვდი თავი დავაკარგვინე და კოცნით ნელ-ნელა ავუყევი მკერდისკენ, სრულიად შეუმჩნევლად ამოვაცალე ოთახის კარტა ჯიბიდან და სწრაფად მოვცილდი,ნირვანაში მყოფს, გავვარდი და სანამ აზრზზე მოვიდოდა შიგნით ჩავკეტე.
-შენ გეგონა დამცირებას გაპატიებდი ? მიდი გაგრილდი ლევან -დავუყვირე და ბედნიერი ჩავექანე ჰოლისკენ, ტაქსი გავაჩერე და სახლში მიყვანა ვთხოვე, კაცი აშკარად გაოგნებული მიყურებდა, დავპირდირომ ფულს გადავუხდიდი, როგორც კი მივიდოდით , ერთი ჩია საყვარელი ტაქსისტი გამოდგა და სულ უფასოდ მიმიყვანა სახლის კარამდე.
როგორ მაინტერესებდა ახლა როგორ იოკებდა აბობოქრებულ ვნებებს ბატონი ლევან მაჩაბელი ?
-არც შენთვის დაუკლიათ- მითხრა ჩემმა ალტერეგომ და მაიძულა გადაღეღილ მკერდზე დამეხედა სადაც ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის წითელ ტუჩებს.

მიუზიდიხართ ოდესმე მამაკაცს ისე, რომ მხოლოდ მისი შემოხედვა გაბნევდეთ, ირეოდეთ და განიცდიდეთ სიმსუბუქეს, ისეთს რომელიც შორს გაფრენთ და მხოლოდ მაშინ გაბრუნებდეთ იმ ადგილიდან, როდესაც გაგშორდებათ.
ჩემი აზრით ეს არის ცხოვრების მთავარი მისია, გვქონდეს და განვიცადოთ ის წამები, რომლებიც ყველანაირ ორდინალურობას მოკლებულია და ეს ყოველდღიური რუტინაც იმისთვის არსებობს, რომ ფონი შეუქმნას ასეთ წამებს.
ჩემს ცხოვრებაში რატომღაც ძალიან გახშირდა ასეთი ვნებათაღელვა, ნუთუ ეს ასეთი ინტენსივობიტ იქნება მუდამ .... რას მიკეთებს ლევანი ? რატომ მავიწყებს ყველაფერს ?
-გადავურჩები? -მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, როდესაც გახვეული ვიყავი ჩემს რბილ სააბანში, ალბათ იცის ჩემი სახლიც და თუ მოინდომა შუაზე გამხლეჩს-ასეთი ფიქრები მაწუხებდა, მაგრამ მაინც რატომღაც მშვიდად ვგრძნობდი თავს.
-ტორო სად გაქრი ? -ნიკო მირეკავდა
-ნიკო უცებ ცუდად გავხდი და მომიწია გასვლამ ჰაერზე და მერე შევბარბაცდი ~
-სულელი გგონივარ, დავინახე ლევან მაჩაბელთან ერთად რომ გადიოდი -სიტყვა შემაწყვეტინა
-რა შენი საქმეა, სადაც მინდა იქ წავალ კარგად - ყველაფერზე გულ მოსულმა გავუთიშე ტელეფონი და გულაღმა გადავწექი
-რა მინდოდა ? ნამდვილად არ ვიცოდი... არ მახსოვს როდის ჩამეძინა, მაგრამ სიზმარში მე და ლევანს სექსი გვქონდა, ზუსტად ისეთი იყო სიზმარში, რომ ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი თუ იქნებოდა ეს ყველაფერი.უცებ მივხვდი, რომ ლევანი მინდოდა
გადიოდა დღეები, სწავლა დამეწყო, ჩემდა გასაკვირად სასწაულად მოვახერხე რეჟიმში ჩაჯდომა, პირიქით, მომწონდა კიდეც ის რომ დრო არ მქონდა.
სულ ვსწავლობდი ან ვმუშაობდი და დროც ასე იპარებოდა, ლევანი არ ჩანდა და მივხვდი აქამდე თუ მასზე იშვიათად ვფიქრობდი, ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დაწოლის წინ მუდამ მასზე მეფიქრება, ისიც ვიცი არ შემარჩენს იმას რაც გავუკეთე თან მინდა სამაგიერო სასიამოვნოდ გადამიხადოს.
-კარგი რა ნიკო, გთხოვ შემირიგდი მაშინ ძალიან ავნერვიულდი არ მინდოდა გეფიცები-მუდარით დავყვებოდი და ვეწუწუნებოდი
-კარგი, ერთი პირობით მხოლოდ-ეშმაკურად აათამაშა წარბები
-არა, ნიკო ჩვენ ხო შევთანხმდით-მაშნვე უკან დავიხიე
-სულელო, უბრალოდ ერთი დღე ბარში იმუშავე ჩემს მაგივრად, მაგარი კანაფი გაჩითა ჩემმა ძმაკაცმა და დაბოლილზე ვერ ვმუშაობ
-სულელო, მაგაზე გაწყენინებ?პირიქით აქ ცოტას დავისვენებ კიდეც-შვებით ამოვისუნთქე
-ხოდა შევრიგდით მაშინ-ლოყები გამიწელა და გემრიელად მაკოცა
-მოიცა მეც მინდა დაბოლება- ახლა გამახსენდა და კარგად გადავიკისკისე
-არა ბაჭია შენთვის არ შეიძლება-ცხვირზე თითები მომიჭირა და წავიდა.
ბარში კარგი აურა იყო, მაგრადაც ვმუშაობდი ერთი კი ვიფიქრე ბარისტა ხო არ გავხდე-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ბარი თითქმის არ იხურებოდა და მთელი ღამე აქ მომიწევდა ყოფნა ამიტომ დავივიწყე ეს აზრი.
მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, მაგრამ არა შემაწუხებლად, ხალხიც ზუზუნებდა და სათამაშო დარბაზიდანაც გამოდიოდა სლოტის ხმები, მაგრამ არაფერი მაინტერესებდა ჩემდა უნებურად იმდენად ვიყავი ფიქრებში ჩაძირული, რომ სანამ გავარვარებული ხელი არ შემეხო იქმადე ვერ გასვიაზრე ვერაფერი.
-რაზე ფიქრობ პრინცესა-ხავერდოვანი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას
-გამარჯობა ბატონო დიმიტრი-ირონიულად მივმართე ჩემს წინ აღმართულ სიმპატიურ მამაკაცს, რომლის სურნელიც აშკარად მაბნევდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი
-ოპოპოპ, ეშაკუნა ბატონი არ დამიძახო
-კარგით, დიმიტრი
ბარისკენ გადომიწია და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი, მთელ სახეზე ვნებამორეული მზერა მომატარა და ხელი მომიჭირა.
-შენი დათმობა გამიჭირდება-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და გამეცალა.
ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები ? აშკარად დავიბენი.
მეზიზღება გაურკვევლობა, ახლაც აშკარად ძალიან დიდ ხათაბალაში გავები, არავინ არ არსებობდა ჩემს ცხოვებაში ისეთი ვინც სექსუალურ ფანტაზიებს ამიშლიდა და თავს მგრძნობიარე ქალად მაგრძნობინებდა. ახლა კი ორი ერთდროულად გაჩნდა, აშკარად მაბნევენ და ჩემი ეს დაბნეულობა საშინლად არ მომწონს.
თითქოს ბედი ცუდს მიქადის, ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად არ მჭირდება ეს არეულობა, მაგრამ ვაი რომ მომწონს.
დიტო, როგორც კი გამშორდა მაშინვე მოვარდა ქარბორბალასავით ნათია და კითხვების კორიანტელი დამაყარა
-ჰა გოგო რა ხდება რა უნდოდა ვარსკვლავთბიჭუნას ?
-არ ვიცი ნათი, რაღაც ქარაგმებით მესაუბნებიან მგონი იაფფასიანი კახპა ვგონივარ ორივეს
-ლევანსაც ? -გაიკვირვა ჩემმა თანამშრომელმა
-ხო, მასაც ვერ ვხვდები რა უნდათ, უცნაურად იქცევიან იცი ? თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტად გამომაშტერებს
-შენ გონიხარ ვინმეს იაფფასიანი ? კარგი რა რატომ არ აფასებ თავს, გეუბნები შენნაირები ასე მარტივად არ იშოვება მითუმეტეს საქართველოში, თვალები გაახილე და თავის ფასი იცოდე ჩემო კარგო, მოუფრთიხლდი იმ განძს რაც გაგაჩნია- თვალი ჩამიკრა და ჩემს მიერ მომზადებული 2 პინა კოლადა მაგიდისკენ გააქანა.
არადა ყოველთვის ვთვლიდი, რომ თავში ავარდნილი მქონდა, რადგან პირველ რიგში საკუთარი თავი იყო და მერე ყველა დანარჩენი, მაგრამ არც არავინ ყოფილა ისეთი ვისაც დავაფასებდი, საკუთარი მშობლებიც კი.
ბარში მუშაობა დამქანცველი აღმოჩნდა, დიტო იმის შემდეგ არ მოსულა ერთხელ გადაეყარა ჩვენი თვალები ერთმანეთს და თვალი ჩამიკრა, შემდეგ გამიღიმა და თავის მოყვანილ მახინჯ ნაშას მკერდზე ხმაურიანად აკოცა.
-იდიოტი-ჩუმად ჩავიბურდღუნე და ჭიქების გამშრალება გავაგრძელე.
ღამის 4 საათი იყო სამსახური, რომ დავამთავრე, რაც სწავლა დამეწყო, ბატონ მენეჯერს გამოვუცხადე, რომ კვირაში 3 დღე უნდა დამასვენოს, ისიც თითქოს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ როგორც კი ჩემი შარმი ჩავრთე-ამნაირ კარგ გოგოს ამის გამო ვერ დავკარგავო-მითხრა და საქმეც გაიჩარხა.
ყველას დავემშვიდობე და გარეთ გამოსულმა ღრმად ამოვისუნთქე, ტროტუარს ნელა გავუყევი და ტაქსში მოვთავსდი.
Scorpions-winds of change-ლამაზი მელოდია ხმადაბლა ისმოდა და ზამთრის სუსხიან ამინდში გარეთ გაყინული გარემო და შიგნით სითბო, არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა. მოვდუნდი და მთელი დღის ნაგროვები დაღლა ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე, სავარძელს მივეყრდენი და თავი მინაზე მივადე, არც ტაქსის მძღოლს გადაუტვირთავს ჩემთვის ყურები, არც სიგარეტი მოუწევია.
რა ლამაზია ღამით თბილისი არა ? თითქოს სხვა სამყაროში ხვდები, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ადამიანები არ მოძრაობენ, ლამპიონებით განათებული ქალაქი და ძველი ლამაზი უბნები, მუდამ მოგუგუნე მტკვარი და მედიდურად აღმართული მეტეხი, განათებული გვირაბი, რომელსაც თითქოს დასასრული არ უჩანს, მაგრამ როგორც კი ამას გაიფიქრებ მაშინვე გარეთ აღმოჩნდები და ისევ დაიწყება ის გუგუნი, რაც ქალაქს ახლავს, თითქოს იმდენად არის შენში გამდარი ეს ხმა, რომ გგონია ყველგან ასე იქნება, მაგრამ არა ეს მხოლოდ თბილისშია ასე, ჩვენი მშობლიური ხმაა, თბილისის ხმა.
მწვანე ოპელი ჩემს კორპუსთან გაჩერდა და ღიმილით დამემშვიდობა გული უცებ სიამოვნებით ამევსო, ხანდახან ბედნიერება დეტალებშია, იმის გააზრების დროს გეცემა, რომ ყველაფერი რიგზე და მშვიდად ხარ, მაგრამ ვაი რომ დიდხანს არ გასტანს ეს სიმშვიდე.
კიბეებზე ავდიოდი ვიღაცის ხელმა მძლავრად, რომ მიმახეთქა კედელზე და ამეკრო, სუნმა თავბრუ დამახვია და ცხვირი ამიწვა მაშინვე ვიცანი, რომ ლევანი იყო, ვეღარაფერს ვერ ვფიქრობდი, მაგრამ მისი გამოჩენით ჩემი გული საშინლად ფართხალებდა
-გამარჯობა ჩიტუნია- სახე ახლოს მომიტანა და ხრინწიანად ჩაილაპარაკა
-ლლევან-ძლივს ამოვილუღლუღე მისი სიახლოვისგან გაბრუებულმა
-რა იყო ?გაგიკვირდა აქ ჩემი დანახვა?
ხმას არ ვიღებდი
-რაღაც შეშინებული ჩანხარ-ირონიული იყო მისი ხმა
-საიდან მოიტანე?-წამში კგავსწორდი და ჩემს თავს შემოვუძახე, მაგრამ აშკარად დაჰიპნოზებული ვიყავი იმდენად არ ვიცოდი რა მექნა
-იქიდან, რომ კანკალებ?თუ ჩემი სურვილით ხარ ასეთი აკანკალებული ? იწვი ჩემო გოგო ?
-მაინც რა ნაძირალა ხარ-თითები სასაცილოდ გავფშიკე და თვალები დავაბრიალე
წამით შედგა მერე წარბები შეჭმუხნა და ლოყებზე თითები ძლიერად მომიჭირა
-ახლა კარგად მისმინე-მკაცრად დაიწყო-თვალები მეორეჯერ ეგრე აღარ დამიქაჩო
-თორემ ? -გამბედაობა მომემატა
-თორემ ის, რომ ჩემი კლანჭებიდან ოთახის გასაღების ამოძრობა კი არა მამა ზეციერიც ვერ დაგიხსნის
-ანუ გახსოვს ხო ჩვენი ბოლო შეხვედრა?-გესლიანად ჩავილაპარაკე
-კი , ჩვენი შეხვედრაც და შენი მკვრივი და მადიანი სხეულიც -ტუჩები ენით გაისველა და ვნებიანი თვალებით ამათვალიერა
-ლევან გამიშვი-სატირლად მოვემზადე, მაგრამ ტირილს არ ვაპირებდი ერთგვარი ხრიკი იყო რადგან ვიცოდი ჩვენი ეს საუბარი ცუდად დასრულდებოდა ახლა, რომ არ გავქცეულიყავი.
ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვისთანავე შეეცვალა მზერა და სწრაფად გამიშვა ხელი, ნუთუ ამდენს ნიშნავს მისთვის ქალის ცრემლები ?
-ადი ახლა და იცოდე ჭკვიანად-თითი დამიქნია და კიბეებზე ჩაირბინა.
გაშეშებული ვიდექი 5 წუთი, შემდეგ სწრაფად ავირბინე და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე , კარები ნინკამ გამიღო, აშკარად გავაღვძე, გემრიელად ვაკოცე ლოყაზე ბოდიშის ნიშნად და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი.
სემინარზე დაგვიანებით შევედი, პირველივე მცდელობაზე დავაგვიანე, ახალგაზრდა ლექტორმა ბატონმა კოსტამ, ალმაცერად ამათვალიერა და გამაჩერა
-საით მიბრძანდებით ქალბატონო ?
-უკაცრავად -ცოტა შევიცხადე მესამე კურსელის 5 წუთის დაგვიანებისთვის დატუქსვა და თეატრალურად მივიდე საჩვენებელი თით მკერდზე
-დიახ თქვან რა არ დააგვიანეთ ?
-დავაგვიანე ეს ნამდვილად ფაქტია, მაგრამ სულ რაღაც 5 წუთით და პლუს ამას ბოდიში მოვიხადე რა საკმარისი არ არის ?
-ხო, მაგრამ თქვენ ხო სასემინარო დრო წამართვით და ხელი შემიშალეთ-აშკარად ნაგლობას და ძალით სიმკაცრეს ჰქონდა ადგილი
-თქვენ რა ახლა ჩემთან ამ საუბარში ამ დროს ინაზღაურებთ თუ პირიქით? -დათმობაზე არც მე არ მივდიოდი
-მომავალში, რომ დრო არ დავკარგო იმიტომაც გეუბნებით თქვენ- კოსტა ახალგაზრდა ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, ნავარჯიშები და სათვალეებდაკოსილი ქოჩორა ლექტორი ნამდვილად სიმპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი დაყენებული მანერები და აშკარად დიდი წარმოდგენა ჩემში ავტორიტეტს უკარგავდა, ამიტომაც არ დავიშურე მისთვის სწერვა მიმიკები.
-ბატონო კოსტა, თქვენ რომ დროის ოპტიმალურად განაწილება გაინტერესებდეთ და იმით არ იყოთ დაკავებული, რომ თქვენი ასაკის გამო ნაკლებავტორიტეტული უფრო მაგარ ტიპად გამოჩნდეთ რათა დაიმალოს არაპროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ფსევდოპერფექციონიზმში გადაგდით ალბათ შეამჩნევდით, რომ ზუსტად იმ დაკარგული 5 წუთის აღდგენას ცდილოთ უკვე 7 წუთია, რომელსაც ვერ აღადგენთ, ასევე ძალიან მონდომებულ სტუდენტს, რომელსაც დღეს თქვენი დაწერილი სტატიის განხილვა მინდოდა სურვილს მიკარგავთ საერთოდ რამე გავაკეთო ამ სემინარზე, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ-პირღია ლექტორი ასევე პირღია კურსელებთან ერთად დავტოვე და რკინის კარები ძლიერად გამოვიჭახუნე, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი გადაწყვეტილება ამ ლითონივით მტკიცე იყო.
გარეთ გამოსულს შეტყობინება დამხვდა
-მანდ იდექი არ გაინძრე.
ზუსტად 10 წუთში ჩემს ფეხებთან დიტოს მანქანა გაჩერდა, გარშემო მიმოვიხედე გარეთ გამოფენილი სტუდენტები შურის თვალით მიყურებდნენ ჯერ მე, მერე აღფრთოვანებით მანქანას და დიტოს გადმოსვლის შემდეგ ხო ყველა ემოცია ერთად აერიათ სახეზე, ბოროტულად ჩავიქირქლე და დიდის ამბით გადავკოცნე არც თუ ისე ნაცნობი ადამიანი, რომელიც დღეს ძალიან მაგრად გამოიყურებოდა.
-პრივეტ, მიდი ჩახტი-ღიმილით მომესალმა და გულით მიმიპატიჟა ქაჯობა არ დამიწყია და მაშინვე ჩავექი მანქანაში.
-აქ რა გინდა ?-ინტერესიანი თვალები მომაპყრო
-მე აქ ვსწავლობ, ფსიქოლოგიას -განვუმარტე და ძალიან სასიამოვნო სუნი ღრმად შევისუნთქე
-ყოჩაღ, უფრო მეტად მომწონხარ
-მაშინ ის სიტყვები რას ნიშნავდა ბარში , რომ მითხარი?-მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე
-ოო, ეგ საიდუმლოა ბაჭია-რას აიჩემა ეს ბაჭია?რომელი ფლეიბოის მოდელი მე მნახა ?
-საიდუმლოები არ მიყვარს-ცხვირი ავიბზუე-ისე მე მომაკითხე თუ აქ საიდან ?
-გეფიცები შემთხვევით დაგინახე-მის გულწრფელობაში ეჭვი წამითაც არ შემიტანია
-სად მივიდივართ ჩემი სახლი აქ არ არის
-მერე ვინ გითხრა, რომ სახლში მიმყავხარ, ახლა მე და შენ წავალთ კარტინგებზე ხო გიყავრს ?
-კი , ძალიან- ამ იდეამ აღფრთოვანებაში მომიყვანა და დიტოს მადლიერი თვალებით შევხედე.
საუკეთესო მანქანები გამოგვიყვეს, მაინც გავლენა და ფული რამდენს ნიშნავს, იმდენი წრე დავარტყით ორივემ და იმდენად ვისიამოვნეთ, რომ წამოსვლა აღარ გვინდოდა, ბოლო ხმაზე ვკიოდი და ვკისკისებდი, მაღალი სიჩქარით ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, 3 -ერ მოვუგე მხოლოდ, ისიც ეჭვი მეპარება რომ მართლა მე მოვიგე და არა დიტომ მომაგებინა.
შემდეგ მთაწმინდაზე ავედით, ავიჩემე ინდა თუ არა შპრიცზე უნდა დავჯდე, მთელი ბავშვობა მინდოდა მეთქი, დიტოც ბუზღუნით მომყვა, კიდევ კარგი სპურტულად მაცვია და არავინ არ მცნობს, თორემ თავი ხო მომეჭრებოდაო.
-გიჯი ხარ გეფიცები-ორივე ვაკვდებოდით ერთმანეთს სიცილით და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძNობდით.
-აუ მაგარი გითხრა ახლა, მოკლედ ასე 16 წლის ვარ და ბათუმში დავჯექი აი იმაზე ,,,მმმ იმაზე-სახლს ვერ ვიხსენებდი
-შენ კარგზე არაფერზე დაჯდებოდი ვიცი -სიცილში ამყვა დიტოც და თმები სახიდან გადამიწია, მერე ამათვალიერა და ჩემსკენ დაიხარა აშკარად კონცას აპირებდა, მაგრამ გონს მალე მოვეგე და თავი გავწი.
-კამიკაძეზე-ბოლო ხმაზე დავიყვირე და გავეცალე, დიტომ სიცილით გადააქნია თავი და მანიშნა სხვა დროს ასე ვერ გამექცევიო.
-მინდა, აუ დიტო მინდა მინდა მინდა
-გოგო რა 3 წლის ბავშვივით ყველაფერი გინდა-ჩემს დაცინვას აგრძელებდა
-აი ის დიდი და ვარდისფერი ბამბის ნაყინი მინდა-ტუჩები გავბუსხე და ხელები გადავიჯვარედინე
-ვაიმე პატარა ბაჭია ხარ რა გეფიცები-გაიცინა და 3 ბამბის ნაყინი მიყიდა ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი მეც ბედნიერებისგან გაბერილი დავდიოდი და მიმავალ ბავშვებს ენას ვუყოფდი აქაოდა მე ამდენი მაქვს და თქვენ არცერთი-მეთქი.
ის დღე სასწაულად გავატარე ორივენი ბედნიერები დავბრუნდით სახლში.
-დიდი მადლობა დიტო კარგა ხანია ასე მაგრად დრო არ გამიტარებია-გულწრფელი მადლობა გადავუხადე და ძლიერად ვაკოცე ლოყაზე
-არაფრის ჩემო ლამაზო, მეც მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ასეთი ხარ.
მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როდესაც მძლავრად დამქაჩა და თავისთან ახლოს მიმწია ერთხანს მიყურა და ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი, შემდეგ გულზე მძლავრად მიმიკრა და თავზე მაკოცა, ბედნიერების ტალღებმა დამიარა, მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, იმ სითბოს ვიღებდი რაც ასე ძალიან მაკლდა, იმ წამებში არავინ არ მახსოვდა მხოლოდ მე და დიტო ვიყავით.
-გაიქეცი ახლა და ჭკვიანად- ამ სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა.
საშინლად დაბნეული ვიყავი, ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი მზგავს მდგომარეობაში, მაგრამ ვიცოდი მხოლოდ დრო იყო ყველაფრის გამრკვევი მხოლოდ დრო, ამიტომ დავივიწყე ყველაფერი და მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.
დილაუთენია წამოვხტი და სახლის დალაგება დავიწყე, ბოლო ხმაზე ჩავრთე სიმღერები და საჯდომი ავაყოლე
-ტანცუეეეტ ვსეეე, ნინაჩკა პადიომ-ბოლო ხმაზე გავყვიროდი და მეზობელს ვაღვიძებდი
-გიჟი ხარ გოგო ? -სახეარეული გამოვარდა მაისურში გამოწყობილი და თმააბურძგნული ნინკა
-ი რას ი დვაა, ვსე ვმესწე ტანცუეემ-გიჟივით ვყვიროდი და პოლის ჯოხს ჰაერში ვაფრიალებდი, მერე შემოვეხვიე და სასაცილო დავიკლაკნე ჩემი შემხედვარე ნინა სიცილით გაიხა და სიმღერას კიდევ უფრო აუწია, ორივე ერთად ვიქნევდით საჯდომს და ბოლო ხმაზე ვმღეროდით ყველაზე საშინელ სიმღერას, რუსული ესტრადის ჰანგებით გაიჟღენთა სახლი და მეზობლების ქოქოლა დაგვეყარა თავზე, მაგრამ არ გვაინტერესებდა არც ერთს აბა ეგ რა მოსატანი იყო ჩვენს მხიარულებასთან ?

ჩაის ვსვამდი და კარაქიან პურს ვაყოლებდი, როცა ოთახში ნინკა შემოვარდა და ცხვირწინ ამიფრიალა ჟურნალი
-აი წაიკითხე რა პროსტა ნახე რა დღეში ყავთ ხალხი.. კიდევ აძვირებენ ყველაფერს ნახე ამათ გაუხმათ ეგ ტვინები და კუჭები-ბობოქრობდა ნინკა და ატრიალებდა ჟურნალს, წარწერებს ძლივს ვარჩევდი, მაგრამ მეცინებოდა მის ასეთ გამძვინვარებაზე, უცებ დახურა და ჩემს წინ დადო თვითონ კი სააბაზანოში შეიყუჟა, ღიმილი გავხედე მას და მერე ყდას, უცებ გულმა ყველანაირი დარტყმა გამოტოვა, წამში გაქვავდა ყველაფერი და გადაიხაზა, ჩემს წინ მთელი თავისი დიდებულებით აღმართული იყვნენ დიტო, ლევანი და ყავისფერთმიანი ლამაზმანი.


სტატიის სათაური კი ასეთი იყო
"ბიზნესმენმა ლევან მაჩაბელმა ხელი უკვე სთხოვა პარტინიორისა და მეგობრის დას ნინო პირველს"
ნინო პირველი, ნინო პირველი ლევან მაჩაბელს ცოლად მიყვება, ნინო პირველი დიტოს და, ნინო პირველი ჯანდაბასაც წაუღია.
როგორც კი ეს ინფორმაცია ამოვიკითხე საშინელმა ბრაზმა მოიცვა ჩემი მთელი სხეული, გქონიათ მომენტი, როდესაც სახეში სიმართლეს მოგახლიან იმის შესახებ, რომ გასუქდით ან ცუდად გამოიყურებით, გინდათ ხო რომ ის ადამიანი აკუწოთ და ის მოჩვენებითად დამწუხრებული სახე ჩამოუკაწროთ, აი ახლა მზგავსი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ 200 მეტრის სიმაღლიდან მთელი ძალით დამანარცხა ძირს და შემდეგ ჩემი ნაწილები შეურაწყო, საშინლად ვგრძნობდი თავს, მგონი ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ნელა გადავატარე ლევანი სახეს თითები და მისი მკაცრი მზერა და ის დაწყევლილი შავი თვალები, რომლებიც მიმონებდნენ პასტით ძლიერად გავარღვიე.
-ცხოვრებაში უარესს გაგიკეთებ-მთელი ჩემი გული და ღვარძლი ამოვაყოლე ამ წინადადებას და ჟურნალი ნაგვის ურნაში მოვისროლე.
------ავტორი------
პირველების ოჯახში დიდი ალიაქოთი იყო, ყველა აქეთ-იქეთ დარბოდა თითქოს ქათმები იყვნენ, რომლებსაც ესესაა თავი მოაჭრესო, ნერვიულობდნენ, ფუსფუსებდნენ, ერთადერთი ვისაც სახიდან ღიმილი არ შორდებოდა დიმიტრი პირველი იყო, აწ გარდაცვლილი ბატონი გიზო პირველის კაბინეტში არხეინად იყო გადაწოლილი სავარძელზე და კუბურ სიგარას მოხდენილად აბოლებდა, მის უკან მთლიან კედელზე აღმართული და წიგნებითდახუნძლული კარადიდან თავს იწონებდნენ აქა-იქ მიყუდებული ჩარჩოები, სადაც ბედნიერი ღიმილითი იცქირებოდა სავსე ოჯახი, ბებია-ბაბუა, დედ-მამა, და-ძმა.ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კაბინეტში დიდი ბუხარი გაეკეთებინათ, რომელიც ჩამქვრალი ვულკანივით საწყლად იდგა და მხოლოდ თავისი სიდიადით ამაყობდა, ტყავის სავარძლებს შორის პატარა ჟურნალების მაგიდა იდგა, სადაც სილამაზისთვის გაეშალათ რამდენიმე ჟურნალი, ზოგიერთი უცხოური, ზოგიერთიც ქართული. განიერი მუხის მაგიდა კი საბოლოო ეფექტს სძენდა მუქფარდებჩამოფარებულ ოთახს, სადაც ზემოთხსენებულ დიმიტრი პირველს ვისკის ბოთლი და ჭიქები უნამუსოდ ჰქონდა გადადებული საქმიან ქაღალდებზე და ფეხებშემოლაგებული უმზერდა იმ წერტილს, რომელშიც სიგარის კვამლი საბოლოოდ ორთქლდებოდა.
-ძამიკო აქ ხარ ? -წკრიალა ხმა მისწვდა დიტოს ყურებს და თავისდაუნებურად გაეღიმა.
-მოდი ჩემო ფერია-თავისკენ უხმო დას და სწრაფად წამოდგა სკამიდან, სიგარის საფერფლეში ჩაქრობაც არ დავიწყებიდა მთელი ძალით გადაეხვია სიფრიფანა გოგონას.
ნინო პირველი, პირველების საამაყო და მართლაც, რომ ნომერ პირველი სარძლო იყო მთელს თბილისში, მისი ნაზი ხმა, მელოდიური და ამასთანავე ნარნარი სრულ კონტრასტს ქმნიდა ვიზუალთან. დატალღული ღია ყავისფერი თმა გვერდზე ჰქონდა გადაწეული, ლამაზი აპრეხილი ცხვირი და საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები ჰარმონიულად ერწყმოდა მის ღია თაფლისფერ თვალებს, საშუალო სიმაღლისა და კოხტა ტანის პატრონ ნინოს მისი გონებრივი შესაძლებლობებითაც შეეძლო ტრაბახი, რადგან მის განათლებაში თავის დროზე მამამისმა ძალიან დიდი თანხა ჩადო რაც ალბათ გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, ნინო ბავშვობიდანვე შეყვარებული იყო ძმის მეგობარსა და პარტნიორზე ლევან მაჩაბელზე, ან კი რა გასაკვირი იქნებოდა ყველანაირად მოხდენილსა და ჭკვიან მამაკაცზე როგორ იტყოდა უარს თავნება ნინო პირველი ? არავის არ დაუთმობდა თავის პირველ სიყვარულს.
მეგობრობით დაწყებული ურთიერთბა თავადვე გადაზარდა ქორწინებაში, რომელმაც ასეთი ალიაქოთი მოუტანა მთელს მათ ოჯახს.
-როგორ ხარ ?-მზრუნველი ხმით კითხა დიმიტრიმ
-არ ვიცი, დიტო ლამისაა ჭკუიდან შევიშალო ამდენ დეტალზე ფიქრი თუ მომიწევდა არ მეგონა-დაღლილმა ამოილაპარაკა და სავარძელზე ნელა დაეშვა
-აბა რა გეგონა ? გათხოვება ეგეთი ადვილი კი არ არის-ცხვირზე სასაცილოდ მოუჭირა თითები და შუბლზე ნაზად აკოცა დას
-ვიცი, ვაი რომ ვიცი. მისმინე, ლევანი სად არის არ იცი ? მთელი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს არადა დამპირდა საღამოს შემოგივლით და ერთად ვივახშმოთო, იქამდე დაგირეკავ და სადმე გავიდეთ სასეირნოთო.
-არ ვიცი სად არის, მაგრამ გავარკვევ ალბათ საქმიან შეხვედრაზეა და გაუგრძელდათ, ხო იცი როგორი პასუხისმგებლობით აღსავსეა, ვერ დატოვებს შეხვედრას, საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს-დაამშვიდა და და თვალებით მიეფერა.
-ხო ვიცი და მაგიტომაც მიყვარს-ნინომ ნაზად გაიღიმა და წამოდგა
-მე არ გიყვარვარ?-დიტომ საწყლად ააფახუნა თვალები
-შენ ? შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ჩემო უსიმპატიურესო ძამიკო-მაგრად აკოცა ძმას და კისკისით გავიდა ოთახიდან.
დიტომ თავი გადააქნია და თავისთვის ჩაეღიმა, მაინც რა ონავარი იყო 24 წლის გოგო.

ლევანი კაბინეტში ნერვიულად აბიჯებდა და არ იცოდა რა ექნა, ცხოვრებაში პირველად იმდენად დაბნეული იყო რომ შეხვედრაზე რამდნჯერმე სულ გაითიშა და ფიქრებში გადაეშვა, არა ლევან მაჩაბელს მზგავსი საქციელი არ სჩვეოდა, უკვე დრო იყო გაეთიშა მასში ეს აცუნდრუკებული ბიჭი და ნამდვილი მამაკაცივით მოქცეულიყო, მაგრამ ურცხვი ზმანებები და სექსლუარი ტანი გონებას ბოჭავდა, თავი გადააქნია ფიქრების გასაფანტად და მთლიანად საქმეზე კონცენტრირდა, გამოუვიდა.

-----ტორო----
ცხოვრებამ შეიძლება იმდენი სურპრიზი მოგიწყოს რამდენიც მოუნდება, აგაგდოს და გადაგაგდოს იქ სადაც მოეპრიანება, გაფიქრებინოს და გათქმევინოს ის რასაც გიბრძანებს, მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ განკარგავს ემოციებია, ის გრძNობები, რომლებიც შენში იბადება, ვითარდება და ვაი, რომ ტრანსფორმირდება ან უარეს შემთხვევაში კვდება.
ნიცშეს კითხვამ იმდენად გამიტაცა, რომ ვერც კი მივხვდი სამსახურში წასვლის დრო, რომ მოვიდა, უკვე 5 საათი იყო მე კი 8 საათზე კაზინოში უნდა ვყოფილიყავი ჩაცმულ-დავარცხნილი. სწრაფად გადავივლე წყალი და სარკეში საკუთარი თავის თვალიერება დავიწყე.
გრძელი ნაცრისფერი თმა გვერდზე გადმოვიგდე და ხალათი გავიხსენი სრულიად შიშველი ვიდექი სარკის წინ, გრძელი სწორი და გამხდარი ფეხები ჰაეროვნად გადადიოდა ლამაზად მომრგვალებულ თეძოებში, წვრილი გიტარისებრი ტანი, ვიწრო წელი და 3 ზომა მკერდი მაღალ კისერთან ერთად ჩემი ტანის სრულყოფილ ნაწილს წარმოადგენდა, თოვლივით ქათქათა ვიყავი, ნებისმიერი შეხების შემდეგ კანი მიწითლდებოდა იმდენად მგრძნობიარე იყო ეს უკანასკნელი.
სახე მრგვალი მქონდა, სავსე და დიდი ტუჩები, პატარა კურნოსა ცხვირი და ქამელეონის თვალები ცივ შესახედაობას მაძლევდა, ზოგადად, დედაჩემს ხშირად უთქვამს ნუ მიყურებ მაგ შენი ცივი თვალებითო. ასეთი ვიყავი ნამდვილი თხის რქა, ამაყი, უდრეკი და თავისუფალი, ჩემი თავის ერთგული, გამტანი და საშინლად ჯიუტი. ისეთი გარეგნობა მქონდა ვერავინ ვერ მეკარებოდა, სურვილით ანთებული თვალები წამში ყურებს ყრიდნენ და ხვდებოდნენ, რომ სად მე და სად ისინი,მიუხედავად ამისა, დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი მიუკარებლობა ისევე ჩემი ხასიათით იყო გამოწვეული და გულს ვერავინ გამითბობდა.
კარები გადავკეტე და კიბეებზე ჩავირბინე, კორპუსის წინ დიტოს მანქანა იდგა, ნამდვილად ვერ მივხვდი როდის მოვიდა ან რა იცოდა ჩემი გამოსვლის შესახებ.
მანქანაზე მივუკაკუნე, ღიმილით ამომხედა და მანიშნა მანქანაში ჩაჯექიო, მეც თავპატიჟი არ გამომიდია და მაშინვე ჩავხტი
-აქ საიდან ?-თვალები დავაწვრილე
-ოოო, საიდან და სანამ გეტყვი საიდან მინდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ
-დიტო
-ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ-აღფრთოვანებას ვერ მალავდა-და ეს შენი სურნელი-ღრმად შეისუნთქა-მაბნევს, გეფიცები ამხელა კაცს მაჯაჭვებს
-მესიამოვნა შენი სიტყვები, მაგრამ კითხვაზე მიპასუხე
-მოკლედ ახლა მე შენ სამსახურში მიგიყვან, და პლუს სარფიანი წინადადება მაქვს
-რა წინადადება
-ჩვენს ჰოლდინგში სამდივნოში ადგილა განთავისუფლდა
-განთავისუფლდა თუ გაანთავისუფლე-შეფიქრიანებულმა ვკითხე, მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი
-ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ მინდა რომ იმ სამსახურიდან წამოხვიდე რა-მითხრა და თან გადმომხედა, მზერა არ შემცვლია ფანჯრისკენ გავიხედე და ჩავფიქრდი, ნამდვილად კარგი ვარიანტი იყო, იმ წამს რეჟიმისა და დაღლილობის მეტზე არაფერზე არ მიფიქრია.
-ანაზღაურებაც კარგი გექნება დამიჯერე და სწავლაშიც შეგიწყობთ ხელს-ჩემს დარწმუნებას ცდილობდა დიტო და აშკარად გამოსდიოდა კიდეც.
-კარგი, მოვიფიქრებ-მოკლედ მოვუჭერი, რადგან არ ვიცოდი მისი სიახლოვე ამ ეტაპზე დამანგრეველი იყო თუ ამშენებელი.
დიტო აშაკარად მიხვდა, რომ ეს სიტყვები 80 პროცენტით კის ნიშნავდა და ბედნიერმა გააჩერა კაზინოს წინ მანქანა.
-არ შემოხვალ?-გადმოსვლის შემდეგ მივაძახე
-კი, მოვალთ ოღონდ ცოტა გვიან, ჭკვიანად-თვალებით მიმეფერა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
„მოვალ-თ“ ეს სიტყვა ყურში ათასჯერ გავიმეორე, დიტოს სითბო ჩემზე დადებითად მოქმედებდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს რა იყო, ჩვენი ურთიერთობა რა იყო საერთოდ, მაგრამ არაამქვეყნიურ კომფორტს ვგრძნობდი მასთან, რაც ნამდვილად მაკლდა მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემზე ასო-ბგერა „თ“-მ ასე იმოქმედა იმაზე მიუთითებდა, რომ ის იმაზე მეტს ნიშნავდა ვიდრე ამას მე წარმოვიდგენდი.

მთელი ღამე რობოტივით ვმოძრაობდი, მივხვდი რომ ამ ადგილას უკვე თავი ამოვწურე ან დიტოს წინადადებამ იმოქმედა და გულგრილი გამხადა კაზინოს მიმართ, არ მეთმობოდნენ აქ გაჩენილი მეგობრები, მაგრამ ჩემთვის ახლა ნამდვილად აჯობებდა უფრო პრესტიჟული სამსახური, ნიკოც არ დამინახავდა ისე ხშირად და იქნებ გადაევლო ამ გრძნობების კორიანტელსაც მისთვის, ჯერ არავის არაფერს არ ვეუბნებოდი, მაგრამ მოულოდნელად ბატონმა კახამ თავის კაბინეტში მიხმო.
თითებს ვიწყვალებდი და არც კი ვიხედებოდი მისკენ
-აბა, გადაწყვიტე აქაურობის დატოვება ? ასე არ მოგწონვართ? -მის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა
-იცით, მე ჯერ არ გადამიწყვეტია.
-ძალიან კარგი, მაგრამ იცოდე პრობლემა არ იქნებდა დიმიტრი ჩემი მეორე ძმაა და მისი სიტყვა ჩემთვის კანონია, თუ გინდა იყოს ასე- ისე მეუბნებოდა ამ სიტყვებს თითქოს ვიღაც იარაღით ედგა და ძალით აძრობდა მისი პირიდან.
-ძალიან კარგი ბატონო კახა, პირველ რიგში თქვენ გაგაგებინებთ იმას თუ რას გადავწყვიტავ-კარები ნელა გამოვიხურე და თავისუფლად ამოვისუნთქე, როდის მოასწრო დიტომ მისი გაფრთხილება ნეტავ ?
კიბეებზე ჩამოვდიოდი, როცა ჩემს წინ მოულოდნელად ნაცნობი და საყვარელი სახე გაჩნდა, მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ მომენატრა მისი სურნელი და შავი თვალები, ახლა მივხვდი რამდენს ნიშნავდა მისი ეს გამოხედვა ჩემთვის, ის მამაკაცი იყო , რომელიც წამში მამუნჯებდა და მამონებდა.
ჩვენ არ გვჭირდებოდა ბევრი სიტყვები, ჩვენ სხვა რაღაც გვაკავშირებდა, სხვანაირად ვურთიერთობდით და მე ხმამაღლა ვაცხადებ მე ეს საშინელ სიამოვნებას მანიჭებდა.
უცებ მომეჭრა, როგორც სჩვეოდა და კედელზე ამაკრო, მისი სახის შემხედვარე ეგრევე გამახსენდა ის სტატია და თვალებშ ბრაზი გამიკრთა, ლევანს არ გამოპარვია და თავი მარჯვნივ გადახარა.
-ხდება რამე ?-ხმაც შეცვლილი ჰქონდა, ინტერესიანი მზერით მომაჩერდა, არა ახლა რისი ღირსია ეს? კაცს დღე-დღეზე ცოლი მოჰყავს ამან კედელზე ამაკრო და თან მეკითხება რა გჭირსო
-ცოლი, ბატონო ლევან ცოლი
-საცოლე-კბილებში გამოცრა და შემდეგ ჩაიღიმა.
-თუნდაც, საერთოდ ვინ გგონივარ, კარგი რა- დაღლილმა ამოვილაპარაკე
-ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენ არ იცი ბევრი რამ
მხოლოდ ვუყურებდი
-ნუ მიყურებ ეგრე-თავს ვერ აკონტროლებდა
-თორემ?-აშკარად ვიწვევდი
-თორემ ის, რომ აი აქ-ხელი ბარძაყზე მომიჭირა და სიამოვნებისგან გამაკანკალა-ხელს მოგიჭერ და შენს გემრიელ ხორცს დავაგემოვნებ
დაბლა ჩაიხარა და იმ ადგილას სადაც ხელი მომიჭირა ვნებიანად მაკოცა-წამში გავშეშდი, კვნესა აღმომხდა, ლევანი კი ჩემს ნასიამოვნებ სახეს ვნებამორეული შესცქეროდა თავისი მომაკვდინებელი თვალებით.
-როგორ მინდა აქვე და ამ წამსვე გაგაშიშვლო-ქვედა ტუჩზე კბილი დაისო და სწრაფად ამეკრა,მთლიანი ტანით მეკვროდა და მისი ეს სიახლოვე სადღაც არაამქვეყნიურში მისვირდა, მისი თვალებიდან ჭინკები გამოხტომას ლამობდნენ, ამ წამს მე მზად ვიყავი, რომ მართლა გავეშიშვლებინე და ერთ მთლიანობად ვქცეულიყავით.
უცებ მოვიკრიბე მთლიანი გამბედაობა და ტუჩებზე ვეცი, ადგილიდან მოწყდა და გააკანკალა, ორივენი ბურუსმა მოგვიცვა და მოგვაჯადოვა, ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს, ლევანმა ლამის ტუჩები მომაჭამა, ეს იყო ენით აღუწერელი ნეტარება, ვულკანი მუცელში, მთელს ტანზე ტაო მაყრიდა, ენა და კბილები მოხერხებულად უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს და მთლიანად მაგიჟებდა.
-რას მიკეთებ ამის დედაც-შუბლზე შუბლი მომადო და ხმამაღლა ამოიოხრა, სუნთქვის დარეგულირება ორივეს გვიჭირდა.
უცებ ყველაფერი დამავიწყდა და გამოვექეცი, გარეთ გამოვვარდი და სწრაფად ავკრიფე დიტოს ნომერი, ჩემი თავი შემზიზღდა ამ საქციელისთვის, მოღალატე არასდროს არ ვყოფილვარ და არც ამ გრძNობას მივცემდი იმის უფლებას, რომ ჩემში ადამიანი ჩაეკლო, მე უფრო ძლიერი ვიყავი.
-გისმენ
-დიტო, თანახმა ვარ.- 3 სიტყვა ვუთხარი და ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა.
--------ავტორი------
ლიფტის კარები პირდაპირ მე-20 სართულზე იხსნება, საიდანაც მძიმე ნაბიჯებით ლევან მაჩაბელი გამოდის, შუბლი იმდენად შეჭმუხნული აქვს, რომ სამდივნოში მჯდარ ნიაკოს მზერა წამში ეცვლება და შერჩენილი ღიმილიც ისევე ქრება მისი სახიდან, როგორც ლევანის თავაზიანობა.
-ნეტავ რა ჯანდაბა სჭირს ამ ჯერად?-თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა და ფრუტუნით გაეკიდა უკან მამაკაცს.
ლევანი მის უზარმაზარ კაბინეტში სწრაფად შევიდა, თანამედროვედ ჰქონდა მოწყობილი, ზედმეტი არაფერი, შუშებიანი კარები და დიდი ფანჯრები უზომო სივრცეს ქმნიდა ისედაც დიდი ფართის მქონე ოფისში, ტყავის სავარძელზე დაჯდა და აკურატულად დალაგებული დოკუმენტები გადაათვალიერა.
-ბატონო ლევან, მთელი დღის გრაფიკი გამოწერილი გაქვთ. ნუგზარმა დარეკა სამშენებლოდან და ასე გადმოგცათ შემოწმებაზე ვინმე ნორმალური გამოუშვით, თორემ ლამისაა ამათმა ერთად სმაც კი დაიწყონო, ასევე, ქვევრების საკითხზე მოიწერეს კახეთიდან-უცებ ჩამოურიკრიკა დეტალები და წარბი მოიფხაანა იმის ნიშნად, რომ რაღაც ავიწყდებოდა-ხო, დიტომ, უკაცრავად ბატონმა დიმიტრიმ დარეკა და ასე გადმოგცათ დღეს 3-ის მერე შემოვივლიო.
-კარგი ნიაკო, მადლობა ახლა დამტოვე თუ შეიძლება-ლევანის ხმა იმდენად მკაცრი იყო, საწყალი ნიაკო თავჩაღუნული გავიდა ოთახიდან და კარები ძალიან ფრთხილად მოიკეტა.
ლევანის ტვინში ათასი ფიქრი და აზრი ერთმანეთს ადგილს უცვლიდა.მისი ამ პირქუშობის და მძიმე ხასიათის მიღმა, სრულიად სხვა ადამიანი იმალებოდა. სინამდვილეში მასზე გულისხმიერი და კეთილი ცოტა თუ იქნებოდა თბილისში, მაგრამ გარემოებებმა ძალიან შეცვალა, ჩაკეტა და გახადა ისეთი როგორიც მამამისი იყო თავის დროზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა ლევანის ეტალონი მთელი ცხოვრება გურამ მაჩაბელი გახლდათ. კაცი, რომელმაც გაზარდა და აქცია ნამდვილ პიროვნებად, ყველასთვის საამაყო ინდივიდად.
19 წლამდე ლევანი ვარსკვლავთბიჭუნა იყო, არაფერი არ აკლდა, მოსიყვარულე დედ-მამა, უმცროსი და გამგები ძმა, კარგი განათლება, ფული, გოგოები, გარეგნობა.
აბსოლიტურად ყველაფერი გააჩნდა იმისთვის, რომ უზომოდ ბედნიერი ყოფილიყო და ასეც იყო, იმ დღემდე სანამ დედ-მამა ავარიაში არ მოყვნენ და სატვირთოს არ შეეჯახნენ. დედამისი-ნონა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო, მამა-გურამი კი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.მიუხედავად იმისა, რომ გურამი გადარჩა ყოველთვის სიკვდილს ნატრობდა, რადგან ფეხზე ვერ გაივლიდა და ვერც საყვარელ ქალს ვეღარ ჩაიხუტებდა გულში.
ლევანისთვის საშინელი პერიოდი დადგა. დედა დაკარგა, მამა მუდამ სასმელს ითხოვდა და ნასვამი საკუთარი თავის გინებაში ათენებდა და აღამებდა, რადგან ცოლის სიკვილს თავის თავს აბრალებდა, მისი ძმა პატარა იყო და მთელი ოჯახი ლევანს დააწვა.
ბიზნესები ჩაუვარდათ, საწარმო წაართვეს ფრთამოჭრილ არწივს, ბატონი გურამის ანგარიშზე თანხა გაქრა, და სრული ნათელიდან სრულ ბნელეთში აღმოჩნდნენ. საკვირველია, მაგრამ ლევანი იმაზე ძლიერი და ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, იმ წამიდან, როცა მისმა ძმამ წიგნების საყიდელი ფულის უქონლობის გამო ღამით ჩუმად იტირა და ამას უსმენდა, მიხვდა რომ უკვე დრო იყო რამე ისეთი გაეკეთებინა, რაც ყველაფერს შეცვლიდა.
ნოლიდან დაწყებულმა საქმემ და ყოველდღე მუშაობამ შედეგი გამოიღო, საწყისი კაპიტალის გამო ლევანი დღე-ღამეს ასწორებდა და ყველგან მუშაობდა სადაც შეეძლო, სწავლა მაშინ გააგრძელა, როდესაც დიტო ამოუდგა მხარში და 3000 ლარიდან დაწყებულმა საქმემ იმხელა ჰოლდინგი შექმნა, რომ მთელს საქართველოში მისი მზგავსი1-2 თუ იქნებოდა.
მოსაყოლად კონკიას ისტორია, ადამიანური და სულიერი თვალსაზრისით ძალიან რთლი აღმოჩნდა ლევანისთვის, მან იმდენი გამოიარა და გაუძლო, რასაც ძალიან ბევრი ნამდვილად ვერ გადაიტანდა, უბრალოდ გატყდებოდა.
ლევანი ფიქრებში ღრმად იყო გართული, როდესაც კარები გაიღო და ოთახში დიტო შემოვიდა
-ძმას გაუმარჯოს-დიტო მხიარულად შემოქანდა და მეგობარს წინ ჩამოუჯდა
-გამარჯობა დიმიტრი ბატონო-ლევანიც გამხიარულდა
-რას შვები სიძე? შენ არ იცი ჩემი და რა დღეშია სარკესთან აღამებს და ათენებს, ყველა ყვავილს სათითაოდ ალაგებს ლარნაკში, რომელიც სტუმრების მაგიდაზე უნდა იდგეს, ცუდადაა ძმაო შენი საქმე
-ხო ძალიან ნერვიულობს-მოკლედ მოუჭრა ლევანმა და ჰორიზონტს გახედა ფანჯრიდან
-რა გჭირს შენ?-დიტომ ტონი შეცვალა
-არაფერი, არაფერი უბრალოდ გადავიღალე
-რა ? ლევან მაჩაბელი გადაიღალა ? არ მჯერა ძმაო, ბოლოს ეგ სიტყვები 3 საათიანი ტრენინგის ჩატარების მერე თქვი, როცა წამითაც არ შეგისვენია.
-ეს სხვანაირი გადაღლაა-ლევანს მართლა დაღლილი ხმა ჰქონდა, მაგრამ საინტერესოა რისგან დაიღალა.
-რაღაც ბედნიერ სიძეს არ გავხარ-მოღუშულმა ჩაილაპარაკა და სკამზე მთლიანად გადაწვა
-ხო იცი ასეთი ხასიათი მაქვს-ოდნავ ჩაეღიმა და თვალი ჩაუკრა ბავშვობის მეგობარს
-ვიცი, ვიცი რა უჟმურიც ხარ.რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო
-გისმენ-ინტერესიანი მზერა მიაპყრო ლევანმა
-ქალმა გადამრია-ოდნავ ჩაეღიმა და წარბზე საჩვენებელი თითი გადაიტარა
-ვინ ქალმა ?
-კაზინოში, რომ მუშაობს ქერა გოგო ხო იცი ? აი უმაგრესი ტანი, რომ აქვს ძალიან მომწონს, ყველანაირად. არვიცი როგორ მივუდგე-დასევდიანებლმა ჩაილაპარაკა
ლევანს სახე წამებში შეეცვალა და აქ მიხვდა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იქნებოდა, როგორც თვითონ ეგონა.

--------ტორო-------
არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ არავის არ მივცემ იმის უფლებას დამამციროს და სათამაშოდ მაქციოს, არ მაინტერესებს ვის რა უნდა, მთავარია მე რა მსურს.
მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ლევანის საქციელის და სიახლოვის დაბლოკვა, რომელიც აშკარად ყველაზე სასიამოვნო იყო მთელს ჩემს ცხოვრებაში.დიტო ნამდვილად კარგი მამაკაცია, ისეთი, რომლის გვერდზეც არაფერზე არ იფიქრებ, დეიდაჩემი ლალი, ხშირად მეუბნებოდა რად გინდა სწავლა, ნახე რა საჯდომი გაქვს, მდიდარი ქმარი იშოვნე და მთელი ცხოვრება“აბიზპეჩენი“იქნებიო. რა თქმა უნდა მის სიტყვებს არასდროს არ ვუსმენდი და არც მის ადამიანობაზე დავიწყებ საუბარს, მგონი ყველაფერი ისედაც ნათელია.
დიმიტრისთან საოცარი კომფორტულობის შეგრძნება მიჩნდება, თითქოს დიდი ხანია ვიცნობ და მის შესახებ ყველაფერი ვიცი, მაგრამ ობიექტურობას ვერ ვკარგავ და მაინც არ მჯერა მთლიანად პატიოსანი იყოს ჩემთან მიმართებაში.
კაზინოდან წამოსვლა ძალიან გამიჭირდა, ზოგადად რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, რადგან ბატონ კოსტასთან ჩატარებულმა ირონიულმა დიალოგმა შედეგი გამოიღო და მის ლექციებზე თავი ნამდვილ ჯოჯოხეთში მეგონა. ამას პლუს ყველა მე მებუტებოდა ასე დატოვებული სამსახურის გამო, ამასთან ერთად ერთი კარგი ამბავიც გაიჩარხა ნიკოს ჩემი ნინკა ახლოს გავაცანი, რომელიც მისი ვითომდა ახლობელი იყო, მაგრამ კარგა ხანია ურთიერთობა არ ჰქონიათ, ჩემს სახლში საღამოობით გამართულმა კინო ფართიმ, რომელზეც ნიკო მე და ნინკა საშიშ ფილმებს ვუყურებდით, შედეგი გამოიღო. ეშმაკურად მივიპარებოდი დასაძინებლად ადრე და წყვილს მარტო ვტოვებდი, ერთ ასეთ საღამოს წყლის დასალევად გამოსულს შემდეგი დიალოგი მომესმა
-რა ლამაზი თვალები გაქვს-ნიკო ნინკას თმებს უწევდა თვალებიდან და უღიმოდა
-მადლობა, შენც ლამაზი გაქვს, მაგრამ იმიტომ თუ მითხარი, რომ შენთვისაც იგივე კომპლიმენტი მეთქვა მაშინ იდიოტი ხარ-ნაგლურად უთხრა და პოპკორნი ჩაიტენა პირში-მაინც რა ურჯულო გოგოა რა, ბიჭმა კომპლიმენტი უთხრა და ეს კიდევ რას პასუხობს, მაგრამ მე ვისგან რა მიკვირს.
-არა, არა მაგიტომ არ მითქვამს-გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა ნიკომ და სკამზე გასწორდა.
-კარგი წავალ უკვე მე-მუხლებზე ხელები დაიტყაპუნა და წამოდგა, როდესაც ნინკას ხელმა შეაჩერა და ისევ პუფზე დასვა, მისკენ გადაიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა.
ღამის სიბნელეშიც დავინახე ნიკოს ახურებული ლოყები.

ის დღეც დადგა ბატონი დიმიტრის ოფისში, რომ შევაბიჯე. არავინ არ იღიმოდა ყველა სერიოზული და ოფიციალური სახით მოძრაობდა და ცოტა არ იყოს ჩემი თავისუფალი ბუნებისთვის რთული იყო ამ წესებს დამორჩილებოდა, არც დრესკოდი გამითვალისწინებია და გასაუბრებისთვის ჩვეულებრივად თხელი შავი სარაფანი და კედები ჩავიცვი.-ნეტავ საერთოდ რაზე ფიქრობდი?-ჩემი მეორე მე აშკარად უკმაყოფილო იყო.
მიმღებში მივედი და ტელეფონზე ჩამოკიდებულ ქერა და სათვალიან ქალს შეძლებისდაგვარად გავუღიმე, პასუხად მომაბეზრებელი მზერა მივიღე და სახე წამებში ირონიული გამიხდა.
-გასაუბრებაზე ვარ დაბარებული ბატონ დიმიტრისთან სამდივნოში.
-ერთი წამით-გაწელილად ჩაილაპარაკა და რაღაც ნომერი აკრიფა.
-დიმიტრისთან არის ერთი გოგო გასაუბრებაზე, მდივნად-ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა და კარგად ამათვალიერა.
-მეთვრამეტე სართულზე მიბრძანდით, ლიფტით, იქედან კი ხელმარცხნივ არის სამდივნო.
-დიდი მადლობა-ჩემი მადლობა ისეთივე აფერისტული იყო, როგორც მისი თავაზიანობა-ქალბატონო დიანა.
ჯერ მკერდზე დამაგრებულ მის სახელს გახედა შემდეგ მე და წარბაწეულმა კომპიუტერში ჩაიხედა. ლიფტში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, კარები დაიხურა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს საერთოდ არ მოძრაობდა.ძალიან მალე ავედი მეთვრამეტე სართულზე და კარები წამებით შევაღე , რადგან ეს უკანასკნელი საშინლად მძიმე იყო.
-რა ჯანდაბაა? კაჩოკები მუშაობენ აქ-ჩემთვის ვილანძღებოდი, როდესაც უკნიდან დიტოს ხმა გავიგონე
-მოკლედ ჯერ არ მოსულხარ და უკვე გვლანძავ არა ? -აშკარად კარგ ხასიათზე იყო ჩემი პოტენციური უფროსი
-არა, უბრალოდ მძიმე იყო-ვითომ დავიმორცხვე და დიმიტრის კაბინეტისკენ წავედი.
დაჯდა თუ არა საქმიანი სახით დაიწყო.
-მოკლედ ეს გასაუბრება ფარსია, უკვე აყვანილი ხარ.დიდი არაფერი არ გევალება, ჩემი პირადი მდივანი იქნები, შეხვედრები, საქმიანი ზარები, წერილების გაგზავნა-მიღება ასევე თარგმნა.
ვინმე, რომ მოვა გამაფრთხილე, ძირითადი საქმე ესაა და დანარჩენში დროთა განმავლობაში გაერკვევი, 3000 ლარს გადაგიხდი თვეში, ოღონდ დასაწყისისთვის-თვალები შუბლზე ამივიდა ეს ციფრი, რომ გადავხარშე რაც დიტოს არ გამოპარვია და ჩუმად ჩაეღიმა.
-მოგწონს პირობები ?
-მეხუმრები, მომწონს აბა არ მომწონს ? -ბედნიერებისგან ლამის ვიყვირე.
-მუშაობ კვირაში 5 დღე ხანდახან შაბათსაც დაგიბარებ, მაგრამ ადრე გაგიშვებ, მოდიხარ 10 ზე და მიდიხარ 7-ზე.
-მესმის და როცა საჭირო იქნება დავრჩები კიდეც-აბა ამისთანა ხელფასს მიხდიდეს ადამიანი და არც დავრჩე, როცა მოუნდება ?
-დრო გვიჩვენებს, ახლა კი შეგიძლია წახვიდე-კარამდე მიმაცილა, უცებ შემოვტრიალდი და ლოყაზე ძალიან ძლიერად და ამავდროულად ვნებიანად ვაკოცე, მეც ვერ მივხვდი ეს მადლიერების გამო გავაკეთე თუ უბრალოდ მინდოდა შთაბეჭდილება მომეხდინა, მაგრამ ფაქტია წამებში სახე შეეცვალა და გარდაიქმნა, მისი თვალებიდან ისეთივე ჭინკები მიმზერდნენ, როგორიც ლევანისიდან კოცნის დროს.
რაღაცას აპირებდა, მაგრამ უცებ გამოვექეცი
-ეშმაკუნა ხარ-მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება მოვასწარი იქამდე სანამ ლიფტის კარი დაიხურებოდა.
ფოიეში ამაყად მოვაბიჯებდი და ჩანთას ვისწორებდი, როდესაც ვიღაცას მძლავრად შევეჯახე, აშკარად არც თვითონ იყურებოდა წინ, რადგან ტელეფონი ისევ ხელში ეჭირა და მზერას ვერ აშორებდა.
-ფრთიხლად იარეთ-დავისისინე და მხოლოდ ახლაღა შევხედე სახეზე, შევხედე და გავშპი ჩემს წინ არც მეტი არც ნაკლები ლევან მაჩაბელი იდგა.
-შენ?შენ აქ რა გინდა-ხმა მიკანკალებდა იმდენად დამაბნია მისმა დანახვამ, წამში გადამეშალა ყველაფერი, ღმერთო რას მმართებს ეს კაცი.
-მე ? მე თუ შენ რა გინდა ჩემს ოფისში ? -ირონიულად შემეკითხა და ამათვალიერა, ჩემს თვალიერებას, რომ მორჩა მხოლოდ მაშინღა გადააწყდა ჩემს ანთებულ თვალებს.
-მე აქ მუშაობას ვიწყებ, დიმიტრის სამდივნოში-ამაყად ვუთხარი და თან ნელ-ნელა იმის გადახარშვა დავიწყე, რომ ეს მათი ერთობლივი ოფისი იყო და გამაჟრიალა, როგორ აქამდე ერთხელაც არ დავფიქრდი ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს გიჟური რეჟიმი ჩემს გონებრივ შესაძლებლობას და აღქმას ანადგურებდა.
-კაზინოს პრინცესა ოფისის პრინცესად გადაიქცა ? -ტუჩის კუთხე ჩატეხა
-არ გინდათ-მისი ეს ტონი არ მომეწონა
მაინც რა სიმპატიურია ეს ოხერი, ან ეს შავი ფერი რატომ აკვდება ასე ძალიან, რა აქვს ამ კაცს ასე, რომ გადამრია და გამაგიჟა?გარდა იმისა, რომ საშინლად სექსუალურია და ღრმა ვნებიანი შავი თვალები აქვს მგონი არც არაფერი-ჩემს ფიქრებზე ნერვები მომეშალა და მზერა სწრაფად მოვაშორე, ლევანს არ გამორჩენია ჩემი აშლილი ვნებები და ნელა მომიახლოვდა, ჩვენს შორის მცირე მანძილი დარჩა და ისიც საშინლად დამუხტული იყო, ორივესთვის დრო გაიყინა და მე ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხებიდან მიწა.გარშემო ხალხი ირეოდა და აშკარად ბევრი ადამიანის მზერას ვგრძნობდი, ალბათ აინტერესებდათ რაზე ვსაუბრობდით მე-საწყალი გოგო და ამხელა ოფისის უფროსი.
ლევანი ჩემი ყურისკენ დაიხარა და უნებურად თვალები მიმელულა, ლამის იყო ჩავადნი ხელებში.
-მიფრთხილდი-ყურებზე მისი ტუჩები ოდნავ შემეხო და მივხვდი ალბათ წლები დამჭირდებოდა ეს გრძნობები და ემოციები ჩამეხშო, ან კი იქნებოდა რამე ამქვეყნიური ისეთი, რაც მაიძულებდა სრულიად ინდეფერენტული ვყოფილიყავი ამ ადამიანის მიმართ.
უცებ გამშორდა და მყარი ნაბიჯებით გაიარა გზა ლიფტამდე, მე კი დებილივით ვუყურებდი ჩემი ოცნების მამაკაცს
-ეჰ ტორო, აუცილებლად გამოკრავ ხელს რაღაც ცუდს-აშკარა იყო ყველაფერი ახლა იწყებოდა.


--------ავტორი--------
დანაღმულ ველზე ყველამ იცის, რომ უნდა იფრთხილოს ან საერთოდ ყველაფერი გააკეთოს, რომ იქ არ მოხვდეს. მაღალი წერტილების დასალაშქრად და პარაშუტით გადმოსახტომად გამბედაობა არ ნიშნავს იმას, რომ არ გვეშინია, ზუსტადაც რომ ძალიან გვეშინია და გვიყვარს ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ გვაინტერესებს ის შეგრძნებები და ემოციები, ადრენალინი და ხალხის მიერ იმის თქმა, რომ უშიშრები ვართ, მაგრამ ვაი რომ საბრალოა ადამიანი და ყველაფრის ეშინია, მაგრამ სწორედ იმაშია ინტერესი რამდენად ახლოს მიხვალ შენს შიშთან და თვალებში როგორ ჩახედავ მას.
ლევანის და ნინო პირველის შეხვედრა მაშინ შედგა, როცა ნინო სულ რაღაც 9 წლის იყო და ამსტერდამიდან ახალი ჩამოყვანილი ჰყავდათ მშობლებს, პირველების სახლში დიდი ზეიმი მოეწყო ბებოს გოგო, როგორც იქნა უბრუნდებოდა მშობლიურ მიწა-წყალს და შემოანათებდა მისი ბრწყინვალება თბილ კერაში. თავიდანვე ასე გადაწყდა, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, რომ ნინო 9 წლამდე ჰოლანდიაში იცხოვრებდა ბებიასთან, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდოდა და სწავლას აქ გააგრძელებდა აი სტუდენტობის პერიოდში კი ისევ ამსტერდამში დაბრუნდებოდა.დიმიტრი ნინოსგან განსხვავებით ოჯახის საქმეებში აქტიურად იყო ჩარეული და შესაბამისად მთელს თავის დროს მამის კამპანიაში ატარებდა, 18 წლისამ უკვე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და ლევან მაჩაბელთან ერთად ღვინის ბიზნესი წამოიწყო, საკვირველია მაგრამ ახალგაზრდა მეწარმეებმა მალე მოიხვეჭეს სახელი.მაშინ ნინო 13 წლის იყო და ლევანი სულ 2-ჯერ ჰყავდა ნანახი, პირველად მისი ჩამოსვლისთვის დაგეგმილი წვეულების დღეს და მეორედ ვახშმობისას, როცა დიმიტრიმ და მამამისმა მაჩაბლების ოჯახი მოიწვია მაშინ ნინო 11 წლის იქნებოდა, პირველი შეხვედრა არ დაამახსოვრდა, მაგრამ აი მეორე ჯერზე უკვე ნახევრად მომწიფებულმა გოგონამ მზერა ვერ მოაცილა ბედნიერად მომღიმარ ლევანს, მისმა გარეგნობამ წამში მოახდინა ეფექტი ნინოზე და ლოყები საყვარლად შეეფაკლა, 11 წლის იყო ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ხვდებოდა რაოდენ კარგი და კეთილი ადამიანი იყო ლევანი და რამდენად უნაკლოდ ეჩვენებოდა ის იმ წამს. ალბათ მაშინ ღვივდებოდა გოგონას პაწია გულში ის ნაპერწკლები, რაც ქალ-ვაჟურ ურთიერთობების პირველი ჩანასახი იყო.
13 წლისას კი უკვე კარგად ახსოვდა, სკოლიდან სახლში მოსულს როგორ ბედნიერად გართხმულები დახვდნენ ლევანი და დიტო მისაღებ ოთახში, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ სონიში ფეხბურთს თამაშობდნენ და ჯოისტიკებს ერთმანეთს ურტყამდნენ.
თითქოს იქამდე არ უცხოვრია წამში გაურბინა ყველაფერმა წინ, მისი სახე აღიდგინა და გულში ტაში შემოკრა, მთელს სხეულში ბედნიერების იმპულსებმა დაუარა, ერთი ნახვით სიყვარული თუ არა არ იცოდა მაშინ რა ეწოდა იმ გრძნობისადმი მაშინ რომ იგრძნო. თითქოს ორგანიზმში ვიღაცამ თბილი ხელები ჩაუყო და შიგნიდან ეფერებოდა, სახე გაუბრწყინდა და ძლივს მიხვდა იმას, რომ ზუსტად 15 წუთი იყო იდგა და საკუთარი ძმის მეგობარს თვალებგაშტერებული უყურებდა.
ამის შემდეგ ბევრმა დრომ განვლო, ლევანმა უმატა პირველების სახლში სიარულს, ნინოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ისე უყურებდა როგორც საკუთარ დას, რაც ნინოს ნამდვილად არ ახარებდა, მაგრამ ესმოდა ხანდახან მეგობრობა ერთადერთი გამოსავალი, რომ არის საყვარელ ადამიანთან ყოფნის.
რაც დრო გადიოდა მით უფრო უყვარდებოდა თავისუფალი, სიმპატიური სერიოზული და ამასთანავე მხიარული ლევანი, რომელიც გამუდმებით ლოყებზე ჩქმეტდა და გულში ამაყად იკრავდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო ნინოსთვის საკმარისი, ვერავინ ვერ ხვდებოდა მის გრძნობას, მხოლოდ დედა მიხვდა მაშინ, როდესაც ერთ დღეს ლევანმა მათთან ახალგაზრდა ჟანეტი მოიყვანა, გოგონა მოდის ჟურნალიდან გადმომხტარს გავდა, ნინომ კი იცოდა, რომ ლევანს ვიღაც ეყოლებოდა, მაგრამ თითქოს უძალიანდებოდა საკუთარ ფიქრებს, აი ფაქტმა კი პირდაპირი დარტყმა მიაყენა პრინცესას და აკანკალებული საკუთარ ოთახში გაუჩინარდა, მისი საქციელი ყველას უყურადღებოდ დარჩა მხოლოდ დედის გულმა იგრძნო და შვილის ოთახში ჩუმად აიპარა.
-დე, დედი ნინუ. დედიკო რა გჭირს რატომ ტირი?-აცრემლებული შვილი გულში ჩაიხუტა და უხმოდ უსმენდა როგორ ეფლითებოდა მის გოგონას ერთ დროს ძნელად ნაშენები ბედნიერი გული.
-დედი, დედი -სლუკუნებდა და სიტყვებს ვერ აბოლოებდა- მან, მან ის,....
-ხო მესმის, ჩშშ, გაგივლის აუცილებლად წავა ეს ყველაფერი შენგან-მთელი ძალებით აწყნარებდა.
უცებ ნინო გარდაიქმნა, საწყალი პრინცესადან უგულო ცივ არსებად იქცა და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა, თვალები გაუშტერა აღშფოთებულ დედას და მტკიცედ წარმოთქვა.
-არ გადამივლის.
ამ დღის შემდეგ ნინო ლევანს ჩამოშორდა, კითხვებზე პასუხს მოკლეედ სცემდა ან საერთოდ არ ელაპარაკებოდა, სიახლოვეს გაურბოდა და მაშინვე ორთქლდებოდა იმ ადგილიდან სადაც მას ხედავდა.
-ნინო რამე გაწყენინე რა ხდება?-ერთ დღესაც დიმიტრის კაბინეტში მჯდარი ნინო ლევანმა მარტო დაიგულა და წინ ჩამოუჯდა.
-არა, არაფერი საიდან მოიტანე ?-მოჩვენებით გაიკვირვა და კომპიუტერს ჩახედა.
-თითქოს საერთოდ ზედ არ მიყურებ და გამირბიხარ.რაშია საქმე ? რამე დავაშავე? შეგიძლია მითხრა და ყველაფერს გამოვასწორებ-ლევანი დაბნეული იყო რადგან აქამდე ნინო საკუთარ უახლოეს მეგობრად მიაჩნდა და მისი სითბო ნამდვილად აკლდა.
-მე მართლა ვერ ვხვდები ლევან ახლა შენ და მე რაზე ვსაუბრობთ-ნინო ცივ ტონს ინარჩუნებდა.
-ანუ ვერ ხვდები ? კარგი-ლევანმა ყურები ჩამოყარა და ოთახიდან გასვლა დააპირა
-ლევან-მამაკაცი უცებ შემოტრიალდა იმის ლოდინში, რომ ქალი რაიმე საინტერესოს ეტყოდა და იმედიანი თვალები მიაპყრო
-რომ გახვალ ჩემს ძმას უთხარი შემოვიდეს, რაღაც საბუთებში გაურკვევლობაა-ხელოვნურად გაუღიმა და მიახვედრა ოთახიდან გასულიყო.
მამაკაცმა ჩუმად მოიხურა კარები, ეგ იყო ნინომ ხმაურიანად ამოისუნთქა და სავარძელზე გადაწვა, მისი თამაში უკვე ანადგურებდა. ლევანი კი დიდ ხანს ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მისსა და მისი ძმაკაცის დის ურთიერთობაში.
---------ტორო-------
სამსახური ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდი.მიმტანად მუშაობის შემდეგ აქ გატარებული ყოველი დღე სამოთხედ მეჩვენებოდა, მეცინებოდა ხოლმე ვითომ საოფისე სამსახურით გადაღლილ და მოწუწუნე თანამშრომლებს, რომ ვხედავდი.
ყავის ჭიქაზე ნეკათითაბზეკილი გოგოებით გადატენილი იყო მთლიანი ჰოლდინგი, ნეტავ ამ ქათმისტვინიანებს აქ რა უნდათ ? -ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, მაგრამ პასუხს ნამდვილად ვერ ვპოულობდი.
დიტოსთან საქმიანი ურთიერთობის გარდა არაფერი არ მქონია, უკვე 1 კვირაა ვმუშაობ და გადაკვრითაც არ უთქვამს არაფერი, საინტერესოა როდემდე გაგრძელდება ეს ფარსი.აშკარად ვიცი, რომ რაიმეს დააპირებს, მაგრამ სამსახურში ნამდვილად პირნათლად ასრულებს ყველა მოვალეობას, ფაქტია და ამას გვერდს ვერ ავუვლი, ძალიან ბევრს შრომობს.
ლევანი არ გამოჩენილა იმ დღის შემდეგ, თითქოს მენატრებასავით, მაგრამ საკუთარ თავს ნამდვილად არ ვუტყდები, ჯანდაბა ცოლი მოყავს ტორო ცოლი, შეიგნე ბოლო-ბოლო. თითქოს ვერ ვითავისებ იმას, რომ ჩემი ამოუცნობი მამაკაცი, რომელიც სიზმარივით ხან ჩნდება და ხანაც ქრება, რეალური პიროვნებაა, რომელიც მალე ოჯახს შექმნის თან ჩემი უფროსის დასთან. პირდაპირ ზეიმია მთელი ჩემი ცხოვრება, დედაჩემით დაწყებული ლევანით დაგვირგვინებული.
ოფისში ვზივარ და პრაღაში გასაგზავნ წერილში ბოლო შტრიხები შემაქვს, ლიფტის კარები იღება და ჩემი კარების ჯახუნიც მას მოყვება, აშკარად დაფეთებული და გაცხარებული დიტო ბოლთას სცემს სამდივნოში და მე ვერც კი ვბედავ რამე ვკითხო იმდენად აღელვებულია.
ბოლოს ისევ თვითონ მშვიდდება და სახე უწყნარდება.
-ტორო, საღამოს შეგიძლია მნიშვნელოვან შეხვედრაზე წამომყვე ?-ფრთხილად მეკითხება და გულში მეცინება მის საქციელზე, საკუთარ დაქვემდებარებულს ასე, რომ მაპარებს ინფორმაციას.
-რა შეხვედრაა?-ინტერესს ვიჩენ და წარბაწეული ვუყურებ
-შენ ხომ რუსული კარგად იცი არა ? რუსი ინვესტორები არიან და შეხვედრა უნდათ ჩემთან, უბრალო საქმიანი ვახშამი იქნება, შეგიძლია სახლში წახვიდე გამოიცვალო და 8 საათზე გელოდები.
-კარგით მისამართს მომწერთ ?
-პირველ რიგში შენობით მელაპარაკე, და მეორეც რა მისამართი მე აქ რისთვის ვარ ? -თითქოს იწყინა ეს როგორ მაკადრეო.
-კარგით, კარგი-უცებ შევასწორე და გავუღიმე-მაშინ წავალ მე და 8-ზე გელოდებით, მისამართი იცი-მიმართვით ფორმას წამებში ვცვლი და ადგილიდან მთელი ძალით გავრბივარ.
სახლში მისულს ნინკა გასული მხვდება, მახსენდება სამსახურიდან მოსულს ნამძინარები,რომ მიღებდა კარებს და მეღიმება, მაინც უნდოდა გაეგო როდის მოვდიოდი და მერე მშვიდად იძინებდა. ოქრო მყავს, რა რთულია ასეთი ადამიანების მოძებნა და მერე მე როგორ გამიმართლა, რომ პირდაპირ შემხვდა ? გაუმარჯოს ნიკოს.
ნიკოზე და ნინკაზე გამახსენდა, ისევ კატა-თაგვობანას თამაშობენ, სუში ბარში გამოვიჭირე ნიკო და მაშინვე დაკითხვა დავუწყე სანამ ნინკა საპირფარეშოში სელფებს იღებდა.
-ჰა რა ხდება ?-ინტერესით შევხედე და ალმაცერად გავუღიმე
-რაზე მეკითხები ?=თავს ისულელებს და როლს ეჯაჯგურება
-ოო, ნუ იშტერებ თავს. მოგწონს ხო ? აღიარე, რომ მოგწონს -მისკენ ვიხრები და თვალებში ვუყურებ
-ღადაობ ? ეგ ქაჯი ? არა -თავს აქნევს და ცდილობს მზერა ამარიდოს, მაგრამ ნახევრად უკვე გამოვტეხე.
-ტორო, მე ხო ხვდები შენ , ისევ შენ-სიტყვას ვერ ასრულებს, რომ ნინკა შუაში გვიხტება და სუშის ლამის პირიდან მძიძგნის.
ამის შემდეგ ვერც განვმარტოვდით და ასე ვიხრჩობი გაუგებრობაში, ნეტავ რა მოხდება ?
გარდერობთან ვდგავარ და ვერაფერს ვერ ვარჩევ
-ეს ზედმეტად ამოღებულია ,ეს არ მომწონს, რა დებილური ფერია, ღმერთო არაფერი არ მაქვს რა დავაშავე? -ქალების მარადიულ ისტერიკას ვიწყებ და თან ცალი თვალით ისევ ტანსაცმელს ვათვალიერებ, რომელიც არ მომწონს. უცებ მახსენდება, რომ არსებობს ინტერნეტი და ზუსტად ნახევარ საათში ჩემთან ლოყებშეფაკლული კურიერი დგას ამანათით, რომელშიც ძალიან „საკაიფო“ კაბაა, ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ, რომ სხვა ეპითეტი ვერ შევუფერე, ვერცხლისფერ ბრჭყვიალა და ბრეტელებიან კაბას.
-მადლობა-ვეუბნები კურიერს და მისი მომსახურების 5 ლარს ხელში ვაჩეჩებ, ახალგაზრდა ბიჭი გაოგნებული უყურებს ჩემს ნახევრად ჩაცმულ და ნახევრად გახდილ სხეულს და გვარიან ნერწყვს ყლაპავს, მაგრამ არაფერს არ ვაცდი კარებს უცებ ვუკეტავ და კაბასთან ვმარტოვდები.
მოვირგე, სწორედ ის არის რაც მინდოდა, არც ყვირის არც წივის, მაგრამ გულს და პულსს აჩქარებს, გრძელი და თხელი კაბა მთლიან ტანზე ლასლასებს, ბრეტელები ხანდახან მივარდება და ულიფო მკერდზე ოდნავ კერტები იკვეთება, მაგრამ მხოლოს სექსუალურია გამომწვევი არ არის.
ფეხზე თეთრ კედებს ვირგებ, ძალიან უხდება ამ კაბას და არც ჩემი სიმაღლის დემონსტრირებაა საჭირო, საქმიან შეხვედრაზეც შეიძლება ქალი ასე გამოიყურებოდეს, დიდი ამბავი დიტო ნამდვილად არ მეჩხუბება, პირიქით, კარგადაც გამოშტერდება.მაინც რამხელაა იარაღია არა იყო ქალი ? გოგონებო ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოაჩინოთ ის, რაც გაქვთ ოღონდ ნორმის ფარგლებში, მამაკაცებმა უნდა იცოდნენ რა არ აქვთ და რის მოპოვება შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მაცდუნებელი და არა ვულგარული, აი რა არის ყველაზე რთული-დაიჭირო ოქროს შუალედი.
უკვე 8 საათია, დიტო არ რეკავს, მაგრამ ფანჯრიდან გადაყუდებულს მისი მანქანის ლაპლაპი თვალებს მჭრის. სწრაფად ჩავდივარ და მანქანაშიცვე ასე ვჯდები, დიტო მიყურებს და შეშდება.
მერე ნელა მოიწევს ჩემსკენ და ისე მკოცნის ლოყაზე, თითქოს ყველაფერს ამ კოცნაში ატევს.
სიტყვის გარეშე მივდივართ, ვგრძნობ ხელი უკანკალებს, მაგრამ არ მიყურებს, მეც არ ვიმჩნევ და რესტორანთან გაჩერებული მანქანიდან გადმოსვლას ვლამობ.
ღვედს ვიხსნი და დიტოს ხელი მაკავებს, მატრიალებს და ტუჩებში მკოცნის, იმდენად მოულოდნელია, რომ სწრაფად ვიშორებ და მზერით ვკლავ, ისე სწრაფად მოვიშორე, ვერც გავიაზრე რა მოხდა.
-ბოდიში, ბოდიში უბრალოდ შენ ისე გამოიყურები, მართლა ვერ ვიკავებ თავს-საწყლად მებოდიშება და ჩემს თავზე ვბრაზდები, ლამის გახდილი ვუზივარ და რა თქმა უნდა მოუნდებოდა ის, რაც გააკეთა.
-არაუშავს, გადავიდეთ ხო ?-სიტუაციის განეიტრალებას ვცდილობ და გადავდივარ, ისიც ღიმილით მიქნევს თავს და მომყვბეა.
რესტორანი ძალიან ლამაზი და დიდია, საცეკვაო ფართი, მუქი იასამნისფერი განათება და დახვეიწილი ინტერიერი სასიამოვნო და ჰარმონიულ გარემოს ქმნის, ჩუმი მელოდია ისმის და მაგიდისკენ მივიწევთ, დიტო არ მეკარება ოდნავ მოშორებით მოდის, ერთადერთი რაც თვალში უშნოდ მხვდება მაგიდების შუაში დალაგებული მინის ლარნაკებია, რომელშიც შროშანები აწყვია.
-აშკარად ზედმეტია ეს ყვავილები-ჩუმად ვეჩურჩულები დიტოს და ისიც გამხიარულებული, რომ წეღანდელი ინციდენტი დავივიწყე თავს მიქნევს.
მაგიდასთან 2 მოსაწყენი ადამიანი გვხვდება, ერთი მამაკაცი 50 წლამდე, დაღვრემილი სახით და ჩამოწეული თვალებით და მეორე სათვალიანი ქალი დაახლოებით 46 წლამდე, ალბათ გაქანებული კლიმაქსი აქვს -ჩემთვის ვფიქრობ და მის ბრილიანტისთვლიან საყურეებს ვაშტერდები-ოჰო გემოვნება ჰქონია-ჩემს თავს ველაპარაკები და ღიმილიან სახეს ვიკრავ.
საუბარი აეწყო, სასმელი ორგანიზმში ჩავიდა, საქმე მოგვარდა,ახლა კი გართობის დრო იყო, ბოლო 2 საათი იმდენი ვისაუბრეთ, რომ ვერც კი ვიგრძენი 4 ჭიქა ვისკი როგორ დავლიე.
მოღუშული მოხუცი ბატონი ნიკოლაი, არც ისე ცუდი მოსაუბრე აღმოჩნდა, რამდენიმე კარგი ანეგდოტი და სადღეგრძელოც კი გვესროლა, მისი მეუღლე ქალბატონი ნადიაც, ასევე საინტერესო პიროვნება იყო, როგორც ჩანს მათ სიყვარულს წინ ბევრი წინაღობა აღუდგა, მაგრამ თავი გაართვეს და 30 წელია ცოლ-ქმარი არიან.
Scorpions-winds of change ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერის ჰანგები იღვრება დარბაზში და დიმიტრი უკვე კარგად შეჟუჟუნებული ასევე, კარგად შეზარხოშებულს მიბრუნდებდა და ხელს მიწვდის.
-ამ საღამოს ამ დარბაზში ყველაზე ლამაზი და მაგარი გოგო თუ მეცეკვება ალბათ მერე ვერაფერი ვერ მომკლავს-ჩუმად მეჩურჩულება და თან მთელს სახეზე დაბინდულ თვალებს მატარებს.
-გეცეკვება აბა რას იზამს-სასმლისგან გათამამებული ხელს ვკიდებ და ჩემი ინიციატივით ვუერთდებით მოცეკვავე წყვილებს
დიტო წელზე ხელს მჭიდებს და გაბრუებულს მიხუტებს ტანზე.
-რა მაგარი წელი გაქვს, ვიწრო აი ხელის გულში, რომ მოაქცევ და რა სასიამოვნო მოუჭირო ასეთ წელს ხელები-აღგზნებული მედუდღუნება და კიდევ უფრო მიკრავს.
ვერ ვხვდები ასეთ მთვრალს რატომ , მაგრამ ჩემი და ლევანის საუბარი მახსენდება ჩემს წელზე და ელექტრონები მივლის სხეულში.
უცებ დიმიტრის მხრის უკან თვალი მიშეშდება და ელექტროდების მეორე ტალღა ხელს მრევს და ადგილზე მაკონწიალებს, ვეშვები და მამაკაცის სხეულზე ვწყდები.
დარბაზში ლევან მაჩაბელი შემოდის, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და მინდება, რომ ამ წამს მიწამ ჩამიტანოს.

-------ავტორი-------
-რა არის ბედისწერა ?
მარადიული კითხვა, რომელიც არ ვიცით რას მივაწეროთ, ერთი შეხედვით მარტივია „ბედი“ და მისი „ წერა“, თითქოს ჩვენ პატარა მარიონეტები ვართ და მაღლა ცაში ვიღაც წერს იმას თუ როგორ უნდა გადაგვაადგილოს დედამიწაზე, სად უნდა მოვხვდეთ?რა უნდა გადაგვხდეს ? საიდან დავიწყოთ და სად დავამთავროთ?
-ვინ ვართ ჩვენ ?
ნამდვილად მარიონეტები თუ შეგნებული პიროვნებები, რომლებსაც გვძალუდს საკუთარი ცხოვრება და ბედი ისე ატრიალოს, როგორც უნდა?
-შევცვლით ბედისწერას ?
თუ მოვინდომებთ, ნამდვილად შევცვლით, ჭეშმარტიად თავისუფალია ადამიანი, რომელიც თავის თავს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ შეუძლებელი შეძლოს, თავს აჯერებს იმას, რომ ჭეშმარტებაა, მისი ყოველი გადაწყვეტილება, რომელმაც იცის რომ აშავებს, მაგრამ არის რომ დანაშაული ის, რაც შენ ბედნიერს გხდის, ეს საკამათო საკითხია და რადგან ზუსტი მეცნიერებაც კი არ არის ზუსტი და ჭეშმარიტებაც დაუდგენელი რამაა, მოდი ვიცხოვროთ ყველამ ჩვენით, დავუშვათ „ჩვენი“ შეცდომები, „ჩვენებური“ აზრები და ოცნებები განვახორციელოთ, დაე მოვუწოდოთ ერთმანეთს თავისუფლებისკენ.
მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი უტოპიაა
მაშასადამე რატომ გვინდა ყველას საზღვრის გარღვევა ? -პასუხი მარტივიია, რადგან აბსოლიტურად ყველას გვინდა ვიყოთ განსხვავებულები, ფენომენები, საინტერესონი.
სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი პარადოქსი, მაშინ როდესაც გინდა იყო სხვა ხდები ისეთივე, როგორც ყველა.
ფრთები გვინდა, რომელიც ვერ იფრენს, მაგრამ გაგვაფრენინებს დროდადრო რადგან დორიან გრეის მაგალითით, რომ ვიმსჯელოთ არც სამუდამო ნეტარებაა ნამდვილი ნეტარება და არც მწუხარე ცხოვრება არ არის საშინელება.
ყველაფერი აზროვნებიდან მოდის, რადგან ისე ხდება და ლაგდება სამყარო ჩვენს ირგვლივ, როგორი განწყობითაც ვუყურებთ მას.
ტოროს ცხოვრებაც ერთი დიდი უტოპია იყო, რადგან ვერავინ ხვდებოდა ამ გოგონას მიღმა ვინ ან რა იმალებოდა?
არავინ იცოდა სინამდვილეში საიდან მოდიოდა მისი ეს ფსევდოთავისუფლება, უყვარდა საკუთარი თავი და ამასთანავე სძულდა ის, იმდენად ეგოისტი იყო რომ ადამიანები ჭეშმარიტად არ უყვარდა, არამედ უყვარდა თავისი თავი ამ ურთიერთობებში, საკუთარი გრძნობები და ემოციები.
ძლიერი ადამიანების ხვედრია მარტონი იყვნენ, რადგან შეცდომების მთელ კორიანტელს უშვებენ მაშინ, როდესაც საქმე სენსიტიურ თემებზე მიდგება, მათი სკეპტიკოს ბუნბას არ ძალუძს გაუძლოს ამდენ ლამაზ და ფერად ტალღას და თავში იკეტებიან, უნდათ იოცნებონ, უნდათ ცხოვრება გაიფერადონ, მაგრამ არ შეუძლიათ. რადგან ეს მათში არ ზის, რადგან არ არიან ისეთნი, რომ თავი მოიტყუონ. ასეთი იყო ტოროც, ალბათ გაწბილდები მკითხველო, მაგრამ მას არ უყვარდა არც დიტო, არც ლევანი, არავინ და არაფერი გააჩნდა ახლობელი, მხოლოდ ადამიანური ვნება და ლტოლვა ლევანის მიმართ და ჭეშმარიტი მადლიერების გრძნობა დიმიტრის მიმართ.
მაგრამ იყო კი ნამდვილად ამ ისტორიაში ტორო მმართველი და სხვები მის დაკრულზე მოთამაშე აქტორები ?
საკითხავი სწორედაც, რომ ეს იყო.აი ეს !

-----------ტორო---------
შემოდის ლევანი და მე ვიძაბები, ერთიანად ვხურვარ და თვალი მიშტერდება, ჩემს მზერას იჭერს და ოდნავ ეღიმება
-ნეტავ რატომ იღიმის?- ვეკითხები ჩემს თავს და დიტოს მხარზე თავს ეშმაკურად ვადებ, მასაც სიამოვნებს და ჩუმდება.
წამში ვამჩნევ ლევანის თვალებში ნაპერწკლებს და გულში ვზეიმობ, მე თვითონაც არ ვიცი რა თამაშს ვთამაშობ ან რატომ ? მაგრამ ფაქტია მომწონს და ეგოისტურად ვიქცევი.
-დიტო დავიღალე-ჩუმად ვეჩურჩულები უფროსს და ვანიშნებ, რომ ადგილს დავუბრუნდეთ, ისიც მთანხმდება და მაგიდამდე უსიტყვოდ მომყვება, ლევანს ვერ ამჩნევს, უკვე ვეღარც მე ვხედავ.
-გოგონი თქვენ რას საქმიანობთ გარდა მუშაობისა ?- არისტოკრატულად მეკითხება ქალბატონი ნადია და თვალებში მიყურებს.
-მე ვსწავლობ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, გარდა ამისა ფორტეპიანოზე ვუკრავ და წიგნებს ვკითხულობ, ხანდახან ჩანახატებსაც ვწერ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემნაირი გრძნობებში უმოწყალო ადამიანი სასიყვარულო ჩანახატებში ეგზომ გამოცდილი ვარ-ენათ ვიკრიფები და ამაყად მომზირალ დიტოს თვალს ვუკრავ
-ოჰო რა საინტერესო გოგონა ბრძანდებით, სულ 24 საათია და თქვენ კი ამდენს ასწრებთ, მოხიბლული ვარ პირდაპირ-მიღიმის ქალბატონი ნადია და ქმარს რაღაცას ეჩურჩულება.
ზუსტად 10 წუთში ცოლ-ქმარი გვატყობინებს, რომ არაჩვეულებრივი საღამო გაატარეს ჩვენთან ერთად და მათი კეთილგანწყობა დავიმსახურეთ, ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება.
ჩემი სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, როცა იმ ადგილას სადაც ბატონი ნიკოლაი იჯდა, ლევან მაჩაბელი ჯდება და პირდაპირ თვალებში მიყურებს
-აქ საიდან ბებერო? - მის მხარეს ჯდება დიტო და ლევანს ეხუტება, ის კი გაშტერებული მე მიყურებს.
-შენს დას ველოდები აქ უნდა ვივახშმოთ-თვალს მაშორებს და ძმაკაცს უბრუნდება, მეგონა არაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებამ წამში დამრია ხელი და წამომახურა.
-მისმინე ახლა მე ანგარიშს გავასწორებ, საპირფარეშოში შევალ და მერე ერთი მაგარი ბარი ვიცი და იქ წავიდეთ რა, ჩემს დასაც უყვარს მიდი გავერთობით-შეზარხოშებული დიმიტრი ღიმილად იღვრება და მეამიტ სახეს მატარებს ჯერ მე და შემდეგ ლევანს, ისიც ჩემდა გასაკვირად თანხმდება და მე მაშტერდება.
-კარგი წავიდეთ-ჯიბრიანად ვამბობ და თან მეც არ ვაშორებ მზერას ლევანს.
დიმიტრი გახარებული დგება და ბარისკენ მიემართება.
მე და ლევანი ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ, თვალებით მაშიშვლებს, ვგრძნობ მის მწველ მზერას მთელს ტანზე და ვხვდები რაოდენ უნდა ახლა ჩემს სხეულს მთლიანად დაეუფლოს.
ხელებს მაგიდის ქვეშ ყოფს და ჩემს სკამს თავისკენ იჩოჩებს, ვკრთები და დაბნეულ მზერას ვატარებ გარშემო, არავინ გვიყურებს, საშინლად ვიგზნები და ხმა მივარდება.
ფეხებზე ხელს მატარებს და მზერა მაშინვე ეცვლება, როგორც კი ჩემს მიბნედილ თვალებს ხედავს.
-აქვე მინდა, რომ გაგაშიშვლო-ხმა ძალიან შეცვლილი აქვს და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ნამდვილად ლევანია.
-ვერ ეღირსები-ეშმაკურად ვეუბნები და ამავდროულად ვიწვევ, რადგან მთლიანად მას ვეკუთვნი ახლა.
-ერთ დღეს მაინც გახდები ჩემი და ჩემს მკლავებში ისე ძლიერად იკვნესებ, რომ სუნთქვა გაგიჭირდება, ძალაგამოცლილი შემეხვეწები, რომ სიამოვნება გაგიხანგრძლივო და აი მაშინ შენ მთლიანად ჩემი იქნები, ჩემი ქალი-ვნებიან მზერას მოშიშვლებულ მკერდზე მატარებს და მომხიბლავად მიღიმის, იმდენად მოქმედებს ჩემზე ეს ღიმილი, რომ ლამის არის ნეტარებისგან გავფრინდე.
-შენს ცოლს მიხედე- ამაყად ვეუბნები და გარშემო ვიყურები, დიტო ჯერ არ ჩანს.
-ჰმ, ჩემი ცოლი-ირონიულად იწყებს და თვალი ისევე უშტერდება კარისკენ როგორც მე მისი შემოსვლისას.
უკან ვიხედები და მეღიმება, ეს უფრო სიმწრის ღიმილს გავს, დარბაზში საშუალო სიმაღლის ლამაზი სახის გოგონა შემოდის
-ისაა-ჩემს თავს ვეუბნები და ნინო პირველის დათვალიერებას ვწყვეტ, რადგან მისი გარეგნობა ჩემთან ვერ მოვა ცოტათი ვმშვიდდები და ლევანს ვუყურებ, სულ არ აინტერესებს ცოლი, თვალებში ეტყობა, რომ არაფერს განიცდის მის მიმართ, ან შეიძლება მეჩვენება კიდეც არ ვიცი.
ნინო ლევანის გვერდზე ჯდება და მიღიმის
-ნინო და თქვენ ? -მოსული არ არის უკვე კონტროლს იწყებს და ოდნავ ირონიულად მათვალიერებს, აშკარად დიდად არ მოვეწონე, ვასკვნი და დიმიტრის საშველად ვუყურებ.
დიმიტრიც გვერდს მიმშვენებს და დას აცნობს ჩემს თავს.
მალევე ვტოვებთ რესტორანს და მე ვცდილობ არ შევიმჩნიო რამდენად მაღიზიანებს ხელი, რომელიც ნინოს წელზეა შემოხვეული.
თავის ტკივილს ვიმიზეზებ და სახლში ვბრუნდები, სასტიკად უარვყოფ დიტოს თავგამოდებულობას და ტაქსს ვაჩერებ.
-ნამდვილად არ შემიძლია მათი ატანა მთელი ღამე-ჩუმად ვამბობ და ტაქსისტის საშინელ ისტორიებს ვაიგნორებ.

------------ავტორი----------
ნახევარი წლის წინ
-შეიძლება ბატონო კახა?-მხიარულად შემოდის ოთახში დიმიტრი და მის მეგობარს კარებიდანვე ხელს უშვერს ჩამოსართმევად
-დიტო შე ძველო. სად ხარ ამდენი ხანი?რატომ არ მკითხულობ ? -როხროხით პასუხობს ახალგაზრდა მამაკაცი და სავარძელს უბრუნდება, მაგრამ წამში დგება ისევ ფეხზე და კარადისკენ მიდის
-რას დალევ აბა?
-კონიაკი გაქვს? ჰენესი თუ არის, დამისხი
-კი შენთვის ჰენესი ყოველთვის მაქვს-პასუხობს კახა და მეგობარს სასმლიან ჭიქას აწვდის.
-ეს რა კარგი ოფიციანტები აგიყვანიათ-ტუჩებზე ხელს ისვამს დიმიტრი და მოწონების ნიშნად თავს აქნევს.
-ვისზე ამბობ ?
-ახალ გოგოზე, ქერა, მაღალი , სექსუალური, მაგარი ქალია მთლიანი კომპლექტია.
-ოო ხო, კარგი გოგონაა, მაგრამ ერთი მინუსი აქვს-ირონიულად ჩაილაპარაკა მენეჯერმა და მეგობარს ეჭვიანი მზერა სტყორცნა.
-რა მინუსი?-შეპყრობილივით აინტერესებდა ბატონ დიმიტრის მთელი ინფორმაცია ახალ გოგონაზე, რომელმაც ჰორმონები წამში აუშალა.
-არ იძლევა- სერიოზულად ჩაილაპარაკა მექალთანე მენეჯერმა და სიცილი აუტყდა, მისი სიცილი საზიზღარ ხარხარში მაშინ გადაიზარდა, როცა დიმიტრიც აყვა და ორივენი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ზღაპრის ბოროტი პერსონაჟები.
-შენ თუ არ მოგცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იძლევა-ეშმაკურად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ და კონიაკი მოსვა.
-და შენ გგონია შენ იქნები ის ბედნიერი?
-ხო იცი ქალები არ მაკლია და მითუმეტეს მაგ გოგოსნაირები, ბერძენი, სლავი, ინდოელი. ოღონდ მოვისურვო, მაგრამ აქვს მაგ გოგოს რაღაც და თან თუ არ იძლევა ეს უკვე მითრევს.
-არ ვინდომებ თორემ შეიძლება
-ძალიანაც ინდომებ ჩემო კახაბერ, მოდი დავნიძლავდეთ ეგ გოგო ჩემი მონა გახდება, აი ნახავ აქეთ შემეხვეწება-თვალები წამში აუკიაფდა და მზერაც შეეცვალა დიმიტრის.
-კი ბატონო, თუ საწოლში ჩაიწვენ და მის შიშველ ფოტოს გამომიგზავნი გაიმარჯვებ და თუ დიდი ხანი ვერ შეაბი მაშინ მე გავიმარჯვებ, გაწყობს ?
-მაწყობს, მე დიდ ჯილდოებზე ვთამაშობ, ჩემს მანქანას ჩამოვდივარ, აი შენ კი თუ გინდა შენს წილს ჩამოდი ლევანის კომპანიაში-ეშმაკურად აათამაშა წარბები და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.
-მაწყობს-დარწმუნებით თქვა მენეჯერმა და ამაყად მომზირალს მზერა გაუსწორა.

---------ტორო-------
დროის სვლასთან ერთად არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თავაუღებლად ვშრომობ საკუთარი მომავლისთვის, მეც არ ვიცი რას ველოდები, უკვე საკმარისი თანხა მაქვს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიცხოვრო, მაგრამ ბიძგი მჭირდება, ამ ბოლო დროს ხშირად დამჩემდა ფიქრები იმაზე თუ რა მაკავებს ამ დამპალ თბილისში.
სემესტრი მალე ამოიწურება და ოფიციალურად გავხდები მეოთხე კურსის სტუდენდი, ბატონი კოსტა, როგორც იქნა შეეგუა ჩემს ხასიათს და სხვა თუ არაფერი ყურადღებას მაინც არ მაქცევს, მეც ამაყად ვზივარ მის ლექციებზე და ვცდილობ ყველანაირად რაიმე მახე დავუგო, თავსგასულ ლექტორს.
-გილოცავ მესამე კურსის დახურვას-მეუბნება ბატონი კონსტანტინე და ალმაცერად მიყურებს.
-მადლობა ბატონო ლექტორო-არც მე ვაკლებ ირონიას
-რაღაც არის შენში, სექსუალური-ნელა და წყვეტილ-წყვეტილად ამბობს და თან მიახლოვდება
-ქარიზმატული,.....ამოუცნობი.....იდუმალი.....მომაჯადოვებელი
-ახლავე თუ არ გაწევთ თქვენს მამაკაცურ ღირსებას იცოდეთ მოგაჭრით და ხელში დაგაჭერინებთ-ვეუბნები და ვცდილობ სიმტკიცე შევინარჩუნო.
-გაეთრიე-მიყვირის ხმამაღლა და იმით დაშინებული, რომ სადმე არ ვუჩივლო ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
მეც გაოგნებული და თან ამაყი ვტოვებ კაბინეტს და სახლში ავდივარ, არა მაინც ყველა მამაკაცს ერთი და იგივე რატომ უდევს თავში.
-ნუთუ სექსია ყველაფერი?-ვეკითხები ჩემს თავს და კარებს ვაღებ, სახლი ცარიელია, ტორტს და შამპანურს სამზარეულოში ვდებ და ხალათს ვიცვამ.
დღეს მესამე კურსი წარმატებით დავხურე უნდა აღვნიშნო, რა უცებ მოსაღამოვდა, შუქი ავანთე და სუფრა გავშალე.
ნინკამ დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოსთან და მის მეგობრებთან ერთად საგურამოში ქეიფობენ, მეც ბედნიერი და თან უბედური მარტო ვჯდები სკამზე და შამპანურს ვხსნი, როგორც ჩანს მარტო მომიწევს ქეიფი.
-ურაა, მაგარია-ჩუმად ვყვირი და ალკოჰოლიკივით ვიყუდებ ბოკალს, შემდეგ უკვე მთლიან ბოთლს .
კარებზე ზარია, ვცდილობ სწორად გავიარო რადგან აშკარად იმოქმედა ჩემზე სასმელმა და წონასწორობა დამერღვა, ჩემს წინ დიტო გამოჩნდა.
-თქვენ აქ საიდა? უი ბოდიში შენ- ვეკითხები და თან სახლში ვუშვებ ჩემს უფროსს.
-მოვედი, რომ მოგილოცო-მეღრიჭება და წინ მიდგება
-შემოდი, მოდი მარტო ვქეიფობდი და შემომიერთდი-გახალისებული ვეპატიჟები ჩემს მოკრძალებულ სუფრაზე და სკამს ვუწევ.
ქეიფი ხურდება და დიმიტრი ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევს, კარგად გამოთვრა მე აღარ დამილევია, გამაბრუა იმდენი მელაპარაკა, მაგრამ ლევანზე და მის დაზე სიტყვა არ წამოსცდენია არც მე ვვდილობ რამე ვათქმევინო.
სკამიდან დგება და მეც მაყენებეს მასთან ერთად, სახე ახლოს მოაქვს და მკოცნის, თავიდან ვიბნევი და მეც ვყვები, მაგრამ მალევე ვიშორებ და უკმაყოფილოდ ვუყურებ.
-რა იყო ?-ხმაში ბრაზი ეტყობა და მე ცოტათი ვშინდები.
-დიტო არ მინდა, რომ გეწყინოს, მაგრამ როგორც მამაკაცს ისე ვერ გიყურებ-ეს სიტყვები მასზე საშინლად მოქმედებს, ვხედავ 1 წამში როგორ ეცვლება მთლიანი სახის გამომეტყველება და მზად არის თვალებით მომკლას.
-შენ გოგო ზედმეტი ხო არ მოგდის ? ვინ გგონია შენი თავი?ერთი ჩვეულებრივი ბ**ი ხარ, მომინდომა აქ თავის დაფასება-მთლიან ხმაზე ღრიალებს და მე ვნატრობ ახლა ხელში რაიმე ბლაგვი მეჭიროს, რომ მთელი ძალით ჩავარტყა.
-არ გინდა ხო ? ანუ არ გინდივარ ხო ?-მთვრალია და თან მიყვირს, ჩემსკენ მოიწევს და მეც დაბნეულმა არ ვიცი რა გავაკეთო.
-დიტო შემეშვი იცოდე ვიკივლებ-პირს ვაღებ, რომ მოულოდნელად მვარდება და ხელებს ძლიერად მიჭერს სახეზე.
-ახლა შენ ჩემი გახდები გინდა ეს თუ არა-ეს სიტყვები უკანასკნელი განაჩენივით ჩამესმის და საშინლად ვხდები, ვგრძნობ რომ უსუსური ვარ, ვგრძნობ რომ მისი გაჩერების ძალა არ შემწევს და ვგრძნობ სისუსტეს მის წინაშე.
სახეში ხელს მირტყამს და მე დამცირებული ძირს ვიშოტები, იმდენად ძლიერია ეს დარტყმა, ვგრძნობ სახიდან როგორ ჩამომდის ბლანტი და წითელი სითხე.
ყვირილი მინდა, მაგრამ ხმა მივარდება, როცა ძალას ვიკრებ უკვე პირზე მისივე ჰალსტუხი მაქვს ჩატენილი და ლამისაა დავიხრჩო, რაც უფრო მეტს ვმოძრაობ მით უფრო მეტად ვხედავ მის თვალებში ცეცხლს, ადამიანს არ გავს, ახლა ის ცხოველია, რომელსაც ნადავლი წაართვეს, მთლიან ტანსაცმელს მახევს და მთელი ძალით მლოშნის, ყველგან მიწითლდება კანი სადაც მეხება და მისი ეს ყოველი შეხება თითო ფურთხია ჩემს სულში.
ძლიერი ბიძგებით ვკარგავ ქალიშვილობას და ბოლო აკორდზე ცხოველივით მოღრიალე მამაკაცი ზემოდან მემხობა მთელი ძალით, მე კი თვალები ერთ ადგილას მაქვს გაშტერებული და ყველანაირი ემოცია იშლება.
ისე სწრაფად ხდება ყველაფერი, რომ ვერ ვიაზრებ მომხდარს.
ვერ ვხარშავ იმას, რომ ადამიანი სულ სხვა მეგონა.
ყველაფრის ნდობას ვკარგავ და ჩემს გარშემო დრო ჩერდება.
წამი აღარ წამობს
ადამიანი აღარ ადამიანობს
სული აღარ სულობს.
თითქოს ყველაფერი მოკვდა.
-ჩემი დედოფალი ხარ-ჩუმად მეჩურჩულება და ახლა მისი ხმა ყველაზე საშინელია, რაც კი ჩემს მეხსიერებაში არსებობს.
ცრემლი არ მომდის, ის კი დგება და ტელეფონს იღებს, იატაკზე შიშველი ვგდივარ საკუთარ სისხლში ამოსვრილი და განადგურებული, სახეზე არანაირი ემოცია არ მაქვს და გაშტერებული ვუყურებ დიტოს, რომელიც სურათს მიღებს.
უცებ ცხოველივით ვიწყებ ღრიალს, არ ვიცი ეს ემოცია და ხმა საიდან ამომდის, მაგრამ ვგიჟდები და ხელებს ვიქნევ, ხორხი არ მემორჩილება ასე მგონია ორგანიზმი მეწვის შიგნიდან, თითქოს ვიღაცამ ცეცლი გამიჩინა და ყველა ორგანო ერთად მეწვება, თითქოს შუაში გადამტეხეს, ძირს გამფინეს და შემდეგ ჩემზე ტალახიანი ფეხებით გადაიარეს.
ის მიახლოვდება და პირზე ისევ ხელს მადებს, მისი შეხება მეზიზღება და წამში მაჩერებს.
-დამშვიდდი ხვალ მოვალ, ჩემი პატარა კ***ა ხარ დღეიდან-მეათასედ მივლის ამ სიტყვებით ზემოდან და მე მდივანზე ვეცემი,ვგრძნობ მალე გავითიშები.
-არ მეგონა ქალიშვილი თუ იყავი- სიტყვები და კარების ჯახუნი უკანასკნელია, რაც მესმის და ვგრძნობ სხვა სამყაროში როგორ გადავდივარ.

3 დღის შემდეგ.
აეროპორტში ვდგავარ და სიცარიელეში ვიყურები, ჩემთვის არავინ და აღარაფერი არ არსებობს, იმ წამსვე მივიღე გადაწყვეტილება წასვლის, როგორც კი საავადმყოფოში გავიღვიძე და ცრემლიანი ნინკა დავინახე, ვერავინ და ვერაფერმა გადამაწყვეტინა ის, რომ დავრჩენილიყავი.
იმ დღესვე გამოვიქეცი საავადმყოფოდან და ბარგი შევკარი ახლა კი ვზივარ უემოციო, შეურაწყოფილი და განადგურებული და ვუსმენ ერთი და იგივე ხმას, რომელიც ახლა ყველაზე ნაცნობია.
მხოლოდ გაქცევა მინდა, მხოლოდ გაქცევა მიშველის.
ვხვდები, რომ პრობლემები ყველგან გამყვება, მაგრამ არ მაინტერესებს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ სად ვიპოვნო გასაგრძელებელი ძალა, ჩემი სიძლიერე იფერფლება და ყოველი თვალის დახუჭვისას საშინელი კადრები, ხვნეშის ხმა, სასმლის სუნი, ფილმის კადრებივით მიტრიალებს თვალწინ, ვერ ვიშორებ.
თავს არ ვიკლავ, ვიცი სხვა გზაცაა.
პატარა იმედი ღვივდება და ტელეფონს ვუყურებ, რომელიც არ ჩერდება, მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ უცნობი ნომერია.
ხმას არ ვიღებ, არც ის.
-ყველაფერი კარგად იქნება-ლევანის ხმას ვცნობ და ამ წამს რაღაც უცნაური ხდება ჩემში, თითქოს იმედის ნაპერწკალი იზრდება და ვერ უარვყოფ იმ წამიერ სითბოს, რომელიც ორგანიზმში მივლის.
ტელეფონი ითიშება და ჩემს რეისზე ჩასხდომა იწყება.
მზად ვარ ახალ ცხოვრებას შევხვდე, ჩემოდანს ხელს ვკიდებ და ექსკალატორისკენ მივდივარ.
-აუცილებლად დავბრუნდები და შენს სისხლს დავლევ-მხოლოდ ზიზღი მალაპარაკებს და ისევ წინ მიდგება მამაკაცი, რომელმაც ნდობა დამიკარგა ყველაფრის, მამაკაცი რომელმაც ჩემში ცხოველი გააღვიძა საკუთარი სიცხოველით.



№1 სტუმარი Guest nicaa

ძნელია ემოციების გარეშე წაიკითხო ეს ყველაფერი. არ ველოდი მოვლენების ესე განვითარებას და არც დიმიტრი მეგონა ესეთი ცხოველი. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, იმედი მაქვს ტორო აუცილებლად დაბრუნდება გაძლიერებული და დიმიტრის ყველაფრისთვის მწარედ აზღვევინებს

 


№2  offline წევრი toroo

Guest nicaa
ძნელია ემოციების გარეშე წაიკითხო ეს ყველაფერი. არ ველოდი მოვლენების ესე განვითარებას და არც დიმიტრი მეგონა ესეთი ცხოველი. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, იმედი მაქვს ტორო აუცილებლად დაბრუნდება გაძლიერებული და დიმიტრის ყველაფრისთვის მწარედ აზღვევინებს



მადლობა ჩემო კარგო, მოვლენები ისე განვითარდება მომავალში, რომ ნამდვილად ვერ მიხვდებით :) <3

 


№3 სტუმარი ^_^

წერის სტილი მომწონს, პერსონაჟებს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ისტორიაში სამი მთავარი პერსონაჟია და სამივე ერთმანეთზე უარყოფითი. ტოროს მიმართ არანაირი დადებითი ემოცია არ გამიჩნდა, დიტოს დავეთანხმები რომ ნამდვილი ბ*ზია, ცანცარა და სულელი გოგო, რომელსაც გონია რომ ძლიერი ქალია, სინამდვილეში ჰორმონებს აყოლილი საცოდავი არსებაა. დიტო და ლევანი არაკაცები არიან, რთული სათქმელია რომელია უარესი.

 


№4  offline წევრი toroo

^_^
წერის სტილი მომწონს, პერსონაჟებს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ისტორიაში სამი მთავარი პერსონაჟია და სამივე ერთმანეთზე უარყოფითი. ტოროს მიმართ არანაირი დადებითი ემოცია არ გამიჩნდა, დიტოს დავეთანხმები რომ ნამდვილი ბ*ზია, ცანცარა და სულელი გოგო, რომელსაც გონია რომ ძლიერი ქალია, სინამდვილეში ჰორმონებს აყოლილი საცოდავი არსებაა. დიტო და ლევანი არაკაცები არიან, რთული სათქმელია რომელია უარესი.


კრიტიკა მიღებულია ჩემო კარგო <3 მაგრამ მინდა გითხრა, რომ ცხოვრებაში არავინ არ შეაფასო ხელაღებით, მითუმეტეს რომ არ იცი შენ როგორი იქნები სხვადასხვა სიტუაციაში, იმედი მაქვს ისტორია მოგცემს იმის საშუალებას რომ აზრი შეგეცვალოს ჩემს პერსონაჟებზე, რომლებსაც სხვადასხვა პროფილში დაინახავ :) მადლობა კომენტარისთვის და იმისთვის, რომ აქტიურად კითხულობ.

 


№5  offline წევრი Peoplefallformysmile

ჯანდაბა , ეს რაიყო .
თან დასრულდა.
ნამდვილად საოცრება იყო, იმდენად,რომ ძნელია ჩემი შთაბეჭდილება გადმოვცე.
იმედია მეორე ნაწილის წერას დაიწყებ .

 


№6  offline წევრი toroo

Peoplefallformysmile
ჯანდაბა , ეს რაიყო .
თან დასრულდა.
ნამდვილად საოცრება იყო, იმდენად,რომ ძნელია ჩემი შთაბეჭდილება გადმოვცე.
იმედია მეორე ნაწილის წერას დაიწყებ .


შენს კომენტარს ყოველთვის ვხედავ სიახლეზე, რაც მახარებს <3 მადლობა, რომ ასე ერთგულად კითხულობ და მეორე ნაწილს აუცილებლად დავდებ, ფაქტობრივად ეს ნაწილი შესავალი იყო ძალიან გრძელი ისტორიის :*

ninaka loves u
წინასწარ შეფასება მიჭირს.
ტოროს პერსონაჟი მაფიქრებს და ვორჭოფობ.
დანარჩენი შენზეა.
შენ კარგი ხარ.
და ბოლო ნაწილის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მოუთმენლად დაგელოდები.


მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი Guest ქეთი...

საინტერესოა?? არა ძაან მაგარია.... ცოდოა რომ ასე მოექცა,სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა მაგრამ ახლა ისე მაინტერესებს რა მოხდება....როდის გააგრძელებ??

 


№8  offline წევრი toroo

Guest ქეთი...
საინტერესოა?? არა ძაან მაგარია.... ცოდოა რომ ასე მოექცა,სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა მაგრამ ახლა ისე მაინტერესებს რა მოხდება....როდის გააგრძელებ??


ვერ მოგატყუებ და ზუსტ თარიღს ვერ გეტყვი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ და იმედი მაქვს იმაზე მეტად საინტერესო იქნება ისტორია ვიდრე იყო :) მადლობა შენ, რომ კითხულობ heart_eyes

 


№9 სტუმარი kusa13

ვაიმეეე :(( აუუ რაა რამაგრა მეწყინაა :(( საზიზღარი დიტოო...>:( ცხოველიი ფუი :" როგორც არ უნდა იყოს მომეწონაა ძალიაან... მოუუუუთთმმმენლადდ გელოდები... გადავეშვი ამ ისტორიაში თავიდან ბოლომდეე ❤❤ ნიჭიეროო ❤❤❤

 


№10 სტუმარი ^_^

toroo
^_^
წერის სტილი მომწონს, პერსონაჟებს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ისტორიაში სამი მთავარი პერსონაჟია და სამივე ერთმანეთზე უარყოფითი. ტოროს მიმართ არანაირი დადებითი ემოცია არ გამიჩნდა, დიტოს დავეთანხმები რომ ნამდვილი ბ*ზია, ცანცარა და სულელი გოგო, რომელსაც გონია რომ ძლიერი ქალია, სინამდვილეში ჰორმონებს აყოლილი საცოდავი არსებაა. დიტო და ლევანი არაკაცები არიან, რთული სათქმელია რომელია უარესი.


კრიტიკა მიღებულია ჩემო კარგო <3 მაგრამ მინდა გითხრა, რომ ცხოვრებაში არავინ არ შეაფასო ხელაღებით, მითუმეტეს რომ არ იცი შენ როგორი იქნები სხვადასხვა სიტუაციაში, იმედი მაქვს ისტორია მოგცემს იმის საშუალებას რომ აზრი შეგეცვალოს ჩემს პერსონაჟებზე, რომლებსაც სხვადასხვა პროფილში დაინახავ :) მადლობა კომენტარისთვის და იმისთვის, რომ აქტიურად კითხულობ.

გეთანხმები რომ არ ვიცით ვინ როგორ მოვიქცევით რაღაც სიტვაციაში და შეიძლება მაგალითად მე უარესადაც მოვიქცე. მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ვაღიარებდი რომ ერთი საცოდავი და სუსტი ძ*კნა ვარ. ოღონდ ისე არ გაიგო რომ რადგან უარყოფითად ვარ განწყობილი იმსახურებდა გაუპატიურებას ან ტკივილს. კითხვას გავაგრძელებ პერსონაჟების ანტიპათიის მიუხედავად წერის სტილი მომწონს და არ მეთმობით.

 


№11  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარი იყო. არ ვიცი რა გიტხრა.
ძალიან ძLიერი მოთხრობაა.
ძაან მიყვარს იმედია მალე გააგრძელებ.
არ მინდოდა დიტოს პერსონაჟი ასე გაფუჭებულიყო მაგრამ მაგრამ მაგრად გააკეტე მაინც.
გელოდები მოუთბენლად ერთი სული მმააქვს ლევანის პერსონაჟს როდის გახსნი უკეთესად!!!!

 


№12  offline წევრი toroo

kusa13
ვაიმეეე :(( აუუ რაა რამაგრა მეწყინაა :(( საზიზღარი დიტოო...>:( ცხოველიი ფუი :" როგორც არ უნდა იყოს მომეწონაა ძალიაან... მოუუუუთთმმმენლადდ გელოდები... გადავეშვი ამ ისტორიაში თავიდან ბოლომდეე ❤❤ ნიჭიეროო ❤❤❤



გენაცვალე, მადლობა შენ <3

nawkas12345
მაგარი იყო. არ ვიცი რა გიტხრა.
ძალიან ძLიერი მოთხრობაა.
ძაან მიყვარს იმედია მალე გააგრძელებ.
არ მინდოდა დიტოს პერსონაჟი ასე გაფუჭებულიყო მაგრამ მაგრამ მაგრად გააკეტე მაინც.
გელოდები მოუთბენლად ერთი სული მმააქვს ლევანის პერსონაჟს როდის გახსნი უკეთესად!!!!


პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის, მეორეც მე არ მჯერა აბსოლიტურად კარგი და აბსოლიტურად ცუდი პერსონაჟების, ეს ერთადერთი საკითხია სადაც რადიკალისტი არ ვარ <3

^_^
toroo
^_^
წერის სტილი მომწონს, პერსონაჟებს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ისტორიაში სამი მთავარი პერსონაჟია და სამივე ერთმანეთზე უარყოფითი. ტოროს მიმართ არანაირი დადებითი ემოცია არ გამიჩნდა, დიტოს დავეთანხმები რომ ნამდვილი ბ*ზია, ცანცარა და სულელი გოგო, რომელსაც გონია რომ ძლიერი ქალია, სინამდვილეში ჰორმონებს აყოლილი საცოდავი არსებაა. დიტო და ლევანი არაკაცები არიან, რთული სათქმელია რომელია უარესი.


კრიტიკა მიღებულია ჩემო კარგო <3 მაგრამ მინდა გითხრა, რომ ცხოვრებაში არავინ არ შეაფასო ხელაღებით, მითუმეტეს რომ არ იცი შენ როგორი იქნები სხვადასხვა სიტუაციაში, იმედი მაქვს ისტორია მოგცემს იმის საშუალებას რომ აზრი შეგეცვალოს ჩემს პერსონაჟებზე, რომლებსაც სხვადასხვა პროფილში დაინახავ :) მადლობა კომენტარისთვის და იმისთვის, რომ აქტიურად კითხულობ.

გეთანხმები რომ არ ვიცით ვინ როგორ მოვიქცევით რაღაც სიტვაციაში და შეიძლება მაგალითად მე უარესადაც მოვიქცე. მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ვაღიარებდი რომ ერთი საცოდავი და სუსტი ძ*კნა ვარ. ოღონდ ისე არ გაიგო რომ რადგან უარყოფითად ვარ განწყობილი იმსახურებდა გაუპატიურებას ან ტკივილს. კითხვას გავაგრძელებ პერსონაჟების ანტიპათიის მიუხედავად წერის სტილი მომწონს და არ მეთმობით.




:) მადლობა ჩემო კარგო, გასაგებია შენი აზრი heart_eyes

 


№13  offline წევრი anoeta

ვა ეს რადასასრული იყო (პირველი ნაწილის) არადა ეს დიტო მომწონდა თავიდან. ნეტა რა იქნება შემდეგ? დიტოს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი

 


№14 სტუმარი Liko

Mokled am istoriis kitxvis dawyebisdros verasdros vxvdebi rogor damtavrdeba dzlaian araordinalurad wer. Dzalian dzalian velodebi shemdeg tAvs aba shen ici didxans ar gvalodino gtxoov

 


№15  offline წევრი NniNna

ვაიმეეეეე...ტოროო..არ მითხრა ეხლა რო იკარგები გეხვეწებიიიიი..მალე გააგრძელებ????((((((

 


№16  offline წევრი mani156

ძალიიან მაგარიი იყოო, სიტყვებიი არ მყოფნიის... ვერც კი ვიფიქრებდი რომ ასეთი დასასრული ექნებოდა ^^ წინა თავებში ძალიან მომწონდა დიმიტრიი,მაგრამ ცხოველი ყოფილა.. :( ძალიან მინდა რომ ლევანისთან დარჩეს ^^ ველოდებიი მეორე ნაწილს ^_^ იმედი მაქვს დაბრუნდება და დიმიტრის გაუმწარებს სიცოცხლეს :დ

 


№17  offline წევრი ლილიტიი

მხოლოდ დიტოს ნუ დავადანაშაულებთ.
აცუნდრუკებული გოგოა ტორო
ხან ერთი უნდოდა ხან მეორე უნდოდა
ორივეს იწვევდა და ბოლო კაცებს აბრალებენ ხოლმე ბევ რამეს.
არ მომწონს ეს გოგო მე პირადად
მართლა ძუკნსავით იქცეოდა და მიიღო რასაც ეძებდა.
წარმატებებიიი

 


№18 სტუმარი Guest lika

au dzalian magaria shemdegs rodis dadeb? sul moutqmelad wavikitxe ise ar mindoda da rom damtavrebuliyoo

 


№19  offline წევრი Ninkag

მალე დადე რაა!!ძაან მალეე

 


№20  offline წევრი rainey

აუ, ძაან მეწყინა, მინდოდა ლევანისთან ყოფილიყო პირველადაც და ბოლომდეც... ზოგადად, კარგი იქნებოდა რომ ლევანის მიმართ გძნობები ჰქონოდა და ყველას არ ,,სცემოდა'' )) ტუჩებში.. ზოგადად ძალიან გულდასაწყვეტად განავითარე მოვლენები.. ალბათ მე უფრო სხვას ველოდი, ნუ ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, ზოგადად ძალიან კარგად წერ, მაგიტომ მოახდინე ჩემზე შთაბეჭდილება და გული მაგიტომ დამწყდა ძალიან..
ჩემთვის ამ ისტორიამ მუღამი დაკარგა, თუმცა, როგორც სჩანს, სხვებისთვის პირიქით მოხდა..
ძლიერი ისტორიაა, ზოგადად მოსაწონია, სხვებთან შედარებით რეალურად წერ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, წარმატებები:***

 


№21  offline წევრი lile-eli

მეჩვენება თუ არა, რომ ტორო დედამისის ბედს იზიარებს?
ნაწიკობრივ მაინც..
ძალიან საინტერესო ისტორიაა, მოვლენები მოულოდნელად ვითარდება და ეს კარგია!
წარმატებები.

 


№22  offline წევრი toroo

lile-eli
მეჩვენება თუ არა, რომ ტორო დედამისის ბედს იზიარებს?
ნაწიკობრივ მაინც..
ძალიან საინტერესო ისტორიაა, მოვლენები მოულოდნელად ვითარდება და ეს კარგია!
წარმატებები.



ძალიან მიხარია, რომ მიახლოებით მიხვდი ჩემს სათქმელს, ანუ ამ ამბებით მინდა ვთქვა ის, რომ შეულებელია ადამიანი სწორად განსაჯო თუნდაც იმიტომ მაინც, რომ ყველანი ასევე ადამიანები ვართ.<3

 


№23 სტუმარი Guest friza

ძალიან კარგი ისტორიაა,სულმოუთმენლად ველოდები გაგრძელებას <3

 


№24 სტუმარი ტატუკა

მოკლედ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმდენად მაგარი ისტორიაა.მაგრამ დიტოს არაკაცობამ შოკში ჩამაგდო.აუცილებლად უნდა გააგრძელო ეს ისტორია.მეორე ნაწილიც სრულად დადე.ტოროს შურისძიება და ლევანთან ურთიერთობის აწყობა.და რაც მთავარია მაგარ ბიზნესლედით გადაქცეული უნდა დაბრუნდეს რომ თავისი მიზანი აისრულოს.

 


№25 სტუმარი elene

kargi gogo xar shen....simatle gitxra vgrdznobdi rom dito tavidanve zedmeti personaji iyo magram movlenebis ase ganvitarebas ar velodiii ...sinartle gitxra verc taros gavuge ver gavige meamitia tu zedmetad tamami ....mzgavsi istoriebi xshirad wamikitxavs aq igive siujetit tumca sxva avtor3bi cdiloben mtavari gmiri ufro tavshekeavebuli da ase vtqvat "patiosani "gamoachinon mokled imistqma minda rom mshvenieri istoria magram vecadot rom naklebad vwerot ertmanetis msgavsi istoriebii ......saerto jamshi kagi gogo xar

 


№26 სტუმარი Guest ნინი

ძალიან გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი რა მოუთმენლად ველოდები

 


№27  offline წევრი M^d G1rl

ოუუ ჯანდაბაა
დიმიტრიმ იმედები გამიცრუა

 


№28 სტუმარი natali7777

პირველად ვწერ კომენტარს ...კიდევ კარგად გაიტანა თავი სრული თავისუფლება ქონდა ამ გოგოს,მაქსიმალურად იკავებდა თავს,მიუხედავად ლტოლვისა სიცანცარეს სილაღეც ახლდა...ძალიან შემეცოდა ძალადობას არ იმსახურებდა,მთავარია როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent