ავალიანი ((თავი 14)(ჩასწორებული))
13 თავი. მეღვიძება... ისევ მანქანაში ვზივარ იმ განსხვავებით რომ გვერდით არავინ მიზის და არც ვმოძრაობთ.. თვალებს ვიფშვნეტ და კარს ვაღებ, სიგრილე არასასიამოვნოდ მირტყავს ძვლებში... შემაკანკალა.მოვიბუზე, ერთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული ნიკოლოზის გაცხარებული ტონი რომ მოწვდა ყურთასმენას. -ოხ მე მაგიდ დ... შ.....,უნდა მომეკლა კაი ხნის წინ დაისვენებდა დედამიწა ერთით ნაკლები დ...... მ......ის გარეშე. ვისზე ლაპარაკობს?! მანქანას ვეფარები და ვცდილობ უფრო მეტი რამ გავიგო.. -.... -კარგი,იცი რაც უნდა გააკეთოთ...მე ჩამოვალ ორ დღეში,ჩემთან უსაფრთხოთ იქნებიან ეს დღეები.. არ მინდა დაცვა, არ გვჭირდება ზედმეტი პანიკები და აყალმაყალი...ბიჭებს მე ვეტყვი... ტელეფონს თიშავს და ცოტახანი უძრავად დგას, ხედს გასცქერის. ფიქრობს. „რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?“ ვერ ვისვენებ,ცნობისმოყვარეობა და შიში მკლავს... ფაქტია რომ დიდი ხანია იმ ვიღაცას ესაუბრება.. გული კარგს არ მიგრძნობს.. უკვე ვხდები რომ ყველაში და ყველაფერში ეჭვი მეპარება და დამიჯერეთ ეს კატასტროფაა... მანქანების ზუზუნი მესმის გზიდან და ჩემი გულისცემა ყელში რომ მომბჯენია.. ნაბიჯების ხმას ვიგებ თუ არა ოდნავ ვფხიზლდები.. „ჯანდაბა! ეხლა რავქნა?!“ განგაშია ტვინში... სანამ რაიმეს ვიზავ ნიკა უკვე ჩემს პირდაპირ დგას... -ნინა აქ რაგინდა? მაქანაში რატომ არ ხარ?-ოდნავ შეცბუნებული მაგრამ მშვიდია.. -მე...მე.. ისა უბრალოდ... ეხლა გამეღვიძა და რომ ვერ გნახე გადმოვედი.-ჯერ ვბლუყუნებ შემდეგ სხაპასხუპით ვაყრი და დამნაშავის თვალებით ვუყურებ... -კარგი წავედით -აუღელვებლად ამბობს,მანქანას უვლის და თავის ადგილს იკავებს,მეც გვერდით ვუჯდები.. -ყველაფერი კარგადაა? -ვაპარებ მაშინვე როგორც კი უკვე კარგად დანახულ აღელვებას ვატყობ სახეზე. -რათქმაუნდა-იღიმის და მაგრად მჭიდებს ხელს.. ვხვდები რომ თამაშობს და არ მინდა რაიმეს მალავდეს.. არმინდა ასეთი იყოს მაგრამ იმასაც ვხვდები რომ უკვე დიდი ხანია ასეთია... უამრავჯერ ჰქონია მსგავსი შემთხვევა.. გასაკვირი და საგანგშო არაფერია... ყოველშემთხვევაში მისთვის... ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე მაგრამ თავში მაინც ერთის გვარი ტრიალებს „ქავთარაძე“ „ქავთარაძე“ „ქავთარაძე“... გული და გონება მხოლოდ ამ გვარს გაკივის.... იმას რად უნდა ფიქრი რომ იმყველაფრის შემდეგ რაც გააკეთა ქვეყნიდან წავიდოდა... „ალბათ,ჩამოვიდა“ ვარაუდიც კი იმისა რომ საქართველოშია,იმდენად დიდ შიშს მგვრის,მაკანკალებს. შიში იმისა რომ შეიძლება ნებისმიერს რაიმე დაგვიშაოს... უკან არაფერზე დაიხევს.. „უსაფრთხოთ იქნებიან“ ნიკას სიტყვები მახსენდება. საფრთხე გვემუქრება ჩვენც და ავალიანებსაც ამას რა მიხვედრა უნდა... მაგრამ იქნებ საერთოდ სხვა რაიმესთვის ჩამოვიდა? ასეთი უსინდისო როგორაა, როგორ ბედავს და ასე უტიფრად როგორ მოდის... მართალია ახალაია, არეყო ეტყობა ის რაც ჯერ ალექსანდრემ და შემდეგ ნიკოლოზმა გაუკეთა.... მილიონი აზრი და ფიქრია,ვცდილობ რაც ვიცი ერთმანეთს დავაკავშირო და რაიმეს მაინც მივხვდე... თუკი ჩამოვიდა არამგონია ასე გაჩერდეს, ვინმეს რამე შეარჩინოს.. -საირმე გამაჯანსაღებელი კურორტია მაგრამ ბევრი ისეთი რამაა რითაც შგვიძლია გავერთოთ. ღამე იცი რა სილამაზეა? ბუნებაზე აღარ ვლაპარაკობ...-ფიქრების კორიანტელიდან მის უდარდელ ხმას გამოვყავარ. -მალე ჩავალთ ხომ? -10 წუთში იქ ვართ... -დიდი ხანი მძინებია-ვფრუტუნებ და ტელეფონს ვამოწმებ... „ჩვენ ჩამოვედით უკვე, ნომრებში ვართ. თქვენ?“ #ნია „წუთიწუთზე მოვალთ.“ „მე და ნენე კაფეტერიაში ვაპირებთ ჩასვლას,რომ მოწესრიგდები გელოდებით!“ თითებს ნერვიულად ვიმტვრევ და ვცდილობ ის ყველაფერი რასაც იმ წამს ვგრძნობ სულ ოდნავ მაინც გადავფარო. მანქანას ავტოსადგომზე აჩერებს. ავტომობილიდან გადმოსულები ,ორივეს რუგზაკს უცებ იგდებს მხრებზე და ხელს მიქნევს რომ გავყვე... საირმე იმაზე ლამაზია ვიდრე წარმოდგენა შეიძლება მაგრამ იმ წამს არც გართობის ხასიათზე ვარ და არც რომელიმე ადგილით ტკბობის... ბავშვივით მივყვები უკან... -კარგ დროს გავატარებთ!-მომღიმარი შეჰყურებს სიმწვანეში ჩაკარგულ სასტუმროს და ჩემსკენ ბრუნდება. -ნომრებს ავიღებ ,დავბინავდეთ და ჩავიდეთ მერე იმ გადარეულებთან. -ნიკა... ქავთარაძე დაბრუნდა?-ვჩერდები,გაპარული ხმით ვჩურჩულებ აბსოლუტურად სხვა რაიმეს და შეშინებული თვალებით ვუცქერ, წამოვაყრანტალე ის კითხვა რასაც გონება გამალებით თავს დასტრიალებდა. არ ელოდა... ამ დროს ამ ადგილას ამ წამს მსგავს რაიმეს თუ ვიკითხავდი მაგრამ იმაშიც დარწმუნებული იყო, როცა მარტო დავიგულებდი რო არ მოვასვენებდი ... თვითონაც გაჩერდა და მოტრიალდა. -იმაზე ჭკვიანი გონებაგამჭრიახი და მიხვედრილი ხარ ვიდრე ამის წარმოდგენა შემიძლია..-მწარედ იღიმის და შუბლზე მკოცნის...-არ უნდა გაგეგო მაგრამ რა გაეწყობა. -საიდანაც მოვიდა იქ გავუშვებ ძალიან მალე, გპირდები!-ბუტბუტებს და გულში მიკრავს. - გთხოვ ფრთხილად იყავი...-ცრელმორეული მაგრად ვუჭერ ხელებს... -არავის უთხრა კარგი? უბრალოდ დაივიწყე!ყველაფერი ისე იქნება როგორც იყო. ცოტა ხანი ასე ვდგავართ მანამ სანამ ჩემი პანიკები დასრულდება და ნიკა დარწმუნდება რომ კარგად ვარ. -მორჩა ეხლა ცრემლებად ღვრა, წავედით !-მკაცრად ამბობს მაგრამ მაინც თბილია,ხელს მხვევს და სატუმროშიც შევდივართ. ნომერში შესული წყალს ვივლებ, ვიცვამ და მაშინვე კაფეტერიაში გავრბივარ. -ოჰჰ,გვეღირსა მემგონი, სადაა ის ბედოვლათი ახალაია უნდა დავახრჩო!-მაშინვე ენთება ნენე -დაოკდი ანანიძე! მაგას მერეც მოასწრებ, მემგონი სხვა საქმე გვქონდა ჩვენ-თვალებს უბრიალებს ნია. -რა ხდება ?-საეჭვოდ ვუყურებ ორივეს,წარბშეჭმუხნული. -აქ რისთვის ჩამოვედით, ოთახებში რომ ვისხდეთ? წამოდი გავისეირნოთ და თან მოგიყვები-ეგრედწოდებულ „პადრუჩკას“ მიყრის და კაფიდან გავყავარ, უკან მოგვზდევს გავაშელიც. გარეთ გამოსული ვმშვიდდები უკვე საღამოა სადაცაა მზე ჩავა... ლამპიონებით განათებული სკვერის ერთერთ ბილიკს მივუყვებით,ნენე რომ იწყებს. -მოკლედ გავიგე ავალიანზე და ახალაიაზე რაღაც რაღაცეები.-სერიოზული ტონი აქვს -რა?მართლა? რა გაიგე?-კითხვებს ვაყრი და მომლოდინე თვალებით შევცქერი. -მოკლედ, სიმართლე გითხრა ალექსანდრეს ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენს სახლში ხშირად ვხედავდი ან დიტო იყო ავალიანებთან ან ავალიანი ჩვენთან ანდაც ორივე ერთად გარეთ. შენც კარგად იცი წლებია რომ მეგობრობენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ,ის ორნიც იმდღეს ლისზე რომ იყვნენ ეგეც მაგათი ძმები არიან, შესაშური საძმაკაცო აქვთ დღემდე. კიდევ ერთიც ყავთ ,თუ არ ვცდები ერთი კვირის წინ წავიდა ლონდონში საქმეზე მაგრამ ჩამოვა ეხლა მალე. ყველაზე მასხარაა ეგ -იცინის-რაღაცეებს ვამჩნევდი ჩვენები რომ გულზე ვერ ეხატებოდნენ ვერც იმათ და ვერც ამათ. დიტოს პოზიცია მიკვირდა, არაფერს ამბობდა და აკეთბდა....ამ ყველაფერს იქედან ვხვდებოდი როცა გიორგისთან დამინახავდნენ დიმიტრის ძმაკაცები. სახეზე ფერი ეცვლებოდათ,გიორგისაც. ერთმანეთს ისე უყურებდნენ მეგონა სადააცაა მივარდებიან და ყელს გამოჭრიანთქო, ან თუნდაც თორნიკესთან ,ნიკასთან დათისთან ნებისმიერთან თუ კი ახლოს მნახავდნენ, ძალიან მწარდებოდნენ.ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ იყო რომ კარგი ურთერთობა არ უნდა ჰქონოდათ. როცა ყველაფერი მომიყევი მართლა ვერ მივხვდი ალექსანდრეს შენი ცოლად მოყვანა რაში დაჭირდა მანამდე სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ მათ უთანხმოებაზე არ მიფიქრია არც მიდარდია მიზეზით ხომ არც დავინტერესებულვარ თან დიტოს სიმშვიდეც ამ ყველაფრის უფლებას ნაწილობრივ მაძლევდა,რაღაც ელემენტარულზე მეგონა ჭამდნენ ერთმანეთს.წესით ალექსანდრე რამდენიმეჯერ უნდა გყავდეს ნანახი ბავშვობაში ჩემთან,მართალია სულ გარეთ იყვნენ და რაღაცეებს აიასნებდნენ როგორ იმ დროის ბიჭებს სჩვეოდათ მაგრამ ნუ რავიცი გახსოვს? -წყვეტს უფროსი ანანიძე და მე მიმზერს. -არა...-დაძაბული ვპასუხობ და ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -არამგონია ავალიანს და ნიკას ერთმანეთი ანამარიას გამო დაეჭამათ მხოლოდ, მათი უთანხმოება მანამდეც იყო,მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რატომ, როგორც ვაკომ მითხრა არაფერია აბსოლუტურად მათზე ყველაფერი მიჩქმაულია და არავინ არაფერი იცის მათი საძმაკაცოს გარდა, ვცადე დიმიტრისთვის ერთი ორი სიტყვა დამეცანცლა მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე „ეტყვის ალექსანდრე როცა დრო მოვა ან მიახვედრებსო“ გავგიჟდი შენი სახელი არც კი მიხსენებია საიდან მიხვდა რომ ეს ,მაინეტრესებდა არადა სულ სხვა რაიმე ვკითხე. ბიჭების რეაქცია არ გამკვირვებია მაგრამ აი იმით მართლა გავოგნდი რომ ცოლობაზე დათანხმდი.ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელო აი ასეა: ჩვენები და შენი საქმროსები -ეცინება,მასხარა!-ერთმანეთს ვერც ანამარიას და ნიკას ამბამდე ვერ იტანდნენ და ვერც ამის შემდეგ...მაგრამ ისიც საინტერესოა რომ საერთო მტერი ჰყავთ ქავთარაე ის ნაბი*ვარი იძულებული რომ გახდა მოსკოვში გადათრეულიყო არა რა დააბრალა ახალაიას მაგ ა*ვარმა... -მის ლანძღვაზე გადადის,მშვიდდება ყოველთვის ადვილადფეთქებადი და განაგრძობს- მთავარი კი როგორც გავიგე ისაა რომ ავალიანი ბიჭებს შენით დაემუქრა,ამას მაშინაც მიხვდებოდი გამწარებული ნიკოლოზი კაფეში რომ ღრიალებდა „თავისი შეასრულაო“.... არვიცი რა გითხრა და რით განუგეშო ყველაფერი გითხარი რაც ვიცოდი და გავიგე ხომ გეუბნები ფიზიკურად არ არსებობს არაფერი მათ შესახებ. სიმართლე გითხრა არამგონია ალექსანდრემ რამე დაგიშაოს ან გავნოს, ასეთი არაკაცი არაა, მათი საძმაკაცოც არაჩვეულებრივია ცუდები არ არიან არც ჩვენები არიან ნუ არვიცი რაა რა ვერ გაიყვეს ვერ გეტყვი ყველაფერი იმდენადაა ერთმანეთში გადახლართული მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ სანამ თვითონ ხმას ამოიღებენ...-შეწუხებული თვალებით მიყურებს ისე თითქოს თავისი შავი სფეროებით უნდა ბოდიში მომიხადოს სხვა ვერაფერი გავიგეო. -გმადლობ!-შეძლებისდაგვარად ვუღიმი-მე რაში უნდა ვჭირდებოდე ავალიანს? უკვე ყველაფრის მეშინია საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა კონტრაქტს რომ ვაფორმებდი რა მინდოდა-საკუთარ თავზე გაწიწმატებული ვბურდღუნებ. -დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება-ამ ხნის განვმავლობაში პირველად იღებს ნია ხმას. -მეც ასე მგონია...-ნენე იღიმის და მაგრად მჭიდებს ხელს. -ორი წელი და ყველაფერი დამთავრდება მე ჩემსას მივიღებ ის თავისას, მართალია ყველაფერი კარგად იქნება!-თავს ვიმხნევებ და ორივეს მაგრად ვიკრავ გულში. -ნახე სად ყოფილან? ჩვენ ნერვიულობით დავიხოცეთ ესენი კიდე ერთმანეთს ეფსკვნებიან სად გაქვთ ტელეფონები საერთოს გადაირიეთ?სად მიდიოდით უკითხავად?-გაგიჟებული ყვირის ნიკა და ჩვენსკენ მოდის, ვხვდები რატომაცაა ასე ახლა ყველას ხომ საფრთხე გვემუქრება და არ უნდა მოგვშორდეს! -კიდე დიდ გულზეა ეს მოღალატე მოვიდე ეხლა მე მანდ ნახე რა გიქნა!-დამთავრებული არ აქვს ნენეს რომ შუმახერის სისწრაფით გარბის ახალაიასკენ, ისიც თვალს გვავლებ ჩვენს უკან ბიჭებს ამჩნევს და გარბის იმ იმედით რომ მარტო არ ვიქნებით მე და ნია. სიცილი გვივარდება ყველას, უკვე ჩვენს გვერდით მდგომ ბიჭებსაც. -მიდი ნენე მიდიიი!-უყვირის დათი და სულს ვეღარ ვითქვამთ ხეებს შორის მორბენალ ნიკოლოზის შემხედვარე. ყველა ჩვენ გვიყურებს და თვალებში მხოლოდ ის აწერიათ რომ არანორმალურები ვართ! -შე საზიზღარო ვინ მოატყუე ჰაა? აი თუ ხმა გაგცე ნახე!-თავისას გაჰკივის უმცროსი ანანიძე და კაპასი ქალივით უქნევს საჩვენებელ თითს სიცილისგან გაგუდულ ახალაიას. -მთხოვა,ჩემი ძმაკაცია ბოლობოლო!-თავის გამართლებას ცდილობს ნიკა -ხო არა მე არვარ შენი დაქალი? მთელი ოთხი საათი რომ ნერვებს მაგლეჯდა არ შეგეცოდე?-არ მჯერა! ნენე ტირის? უცებ ჩერდება და ხელებს სახეზე იფარებს, ქვითინებს?? რა ჯანდაბა ხდება? ყველას სახე გვისორიოზულდება და სანამ იქამდე მივალთ ნიკას უკვე გულში ჰყავს ჩაკრული,ბოდიშს უხდის. გიორგი ფერს კარგავს ფეთიანივით მირბის და ნენეს გამორთმევას ცდილობს ნიკას ხელებიდან. -შენი ბრალია რაა რამ აგაცუნცრუკა ამხელა კაცი ადექი და თქვი პირდაპირ!-უბრაზდება ახალაია ბურდულს და ნენეს „გადასცემს“. მოიცა ეს ქალბატონი ხელებს რატომ არ იღებს იმ ლამაზი სახიდან? აფერისტი! ვხვდები რომ ძალით დადგა,ნენე რის ნენეა რამე არ მოაწყოს. გიორგი გაგიჟებული საკუთარ თავზე გაბრაზებული მისი ცრემლების გამო მაგრად ეხუტება და შუბლზე კოცნის რაღაცას ებუტბუტება მაგრამ არ მესმის იმდენად ჩუმია. მოდუნებულ უფროსს ბურდულს უცბად საყრდენი ეცლება ფეხქვეშ და ჰოპლაა მიწაზეა. კმაყოფილი სახით დასცქერის ნენე. -ხო გაბრაზდი? ნერვები ხომ მოგეშალა? სულ ოდნავ ხომ მაინც გამოხვედი მდგომარეობიდან? ხოდა ძალიან კარგი, თუ შეგარჩინო ჩემი ნერვების შლა!მოიცადე მე შენ რა გაგიკეთო ბურდულო!- ზემოდან დოინჯშემოკრული დაჰყურებს და „ბედნიერი“ უქნევს საჩვენებელ თითს, გაოგნებულ გიორგის. -გამასწარი მოგკლავ!-უცებ ენთება და ფეხზე ხტება ბიჭი. ნენე იქ უკვე აღარაა და მორიგ სისულელეს სჩადის, ვიღაც ზე სიმპატიურ ქმნილებაზეა შემხტარი და მაგრად ხვევს ხელებს „მიშველე მოძალადე მომმზდევსო!“ ემუდარება და თითით აპილპილებულ გიორგისკენ უთითებს. გაოგნებული მამაკაცი ,ხელს ხვევს ასათიანის პაციენტს და დაბლა სვავს რაღაცას ეუბნება ნენე მშვიდდება და მისი განიერი მხარბეჭის უკან იმალება. ჩვენ ყველა მშვიდად ვუყურებთ ნენეს სპეკტაკლს და იმას სულ ცოტაც და როგორ დაცხებენ ეს ბიჭი და გიორგი. -მოდი აქ!-თვალებს უბრიალებს ბურდული ანანიძეს. ის კიდევ მაგრად ეჭიდება უცნობის მკლავს და საწყალ სახეს იღებს. -არსად არ მოვა! თავი დაანებე ახლაავე!-ნენეს მაგივრად პასუხობს შუბლშეკრული ბიჭი. ვაიმე შე საცოდაო, დაგერხა! -წავედით რამე ვქნათ თორე ვშიშობ ბურდულს ვერ გამოვგლეჯთ ამათ თავს ხელებიდან.-დათი ვარაუდობს და ბიჭებიც მიდიან. -წამო გამოვათრიოთ ის გადარეულიც-ნიას ვკიდებ ხელს და ბიჭებს უკან მივყვები. -არამგონია ტყუილად შარს ეძებდე შეგნებული ჩანხარ ხელი გაუშვი და მომიყვანე სანამ ძალით წავათრიე ეს მაიმუნი თხა!-გასაგებად უხსნის გიორგი ბიჭს და მზერა ისევ ნენეზე გადააქვს. -შენ ვინ ხარ ამ გოგოსთვის?-ეჭვისთვალით უყურებს უცნობი. -ქმარი!-უკვე გაწბილებული ყვირის გიორგი. კმაყოფილების ღიმილი უხტის ანანიძეს სახეზე,სულ ორი წამი და ისევ იგივე როჟას კერავს. -იტყუებაა შეყვარებული იყო აღარაა უკვე,მოძალადე ცოლად გამომყევიო არამეთქი და უნდა გაერტყა.-ცრემლს იწმენდს და აგრძელებს-თან გუშინ გავიგე რომ ცისფერია, მატყუებდა ჩემი შეცდენა და ცოლად მოყვანა იმიტომ უნდოდა რომ თავისი საიდუმლო არავის გაეგო,უნდა გამომიყენოს თან მოძალადეა შეხედე რა თვალები აქვს ... გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა ამას მართლა არ ველოდი იგივე სახეები ქონდათ დანარჩენებსაც ერთისგან განსხვავებით...გიორგი ადამიანს არ გავდა, სახე წაშლილი ალეწილი გაგიჟბული ცოტაც და უმცროს ანანიძეს ყელს გამოღდრავდა,მართლა მოძალადე გახდებოდა... -გავიგეთ რომ გეწყინა მაგრამ საკ...-სიტყვა უწყდება ნიკოლოზს , ნენეს რომ ბურდულის მხარზე გადებულს ხედავს... კივის ანანიძე მაგრამ "შველას" ვეღარავინ ასწრებს. უცნობი გაოგნებული იყურებაა ის ისაა რაიმე უნდა თქვას რომ ბიჭები მის დარწმუნებას იწყებენ, გიორგის „ნორმალურობაში“. ცოტა შემეშინდა, ბურდულის ხასიათის მცოდნეს მაგრამ ვიცოდი ცუდი არაფერი მოხდებოდა თუ არა კარგი... &&& -სად წაიყვანდა?-უკვე ვახშამზე მჯდომნი ვუჩურჩულებ ნიკას. -არვიცი-უდარდელად იჩეჩს მხრებს და მომდევნო ლუკმას აქანებს პირისკენ. -კარგით რა ჩვენ მართლა ვნერვიულობთ, გიორგის ძმა ხარ თუ ვინ ხარ? როგორ არ უნდა იცოდე სად წაიყვანა?-ნერვებ მოშლილი ვებუზღუნები უკვე თორნიკეს...-ან ტელეფონებს რატომ არ პასუხობენ? -არაფერი გაქვთ სანერვიულო,მეც არვიცი ჯერ.-ახალაიასავით უდარდელად მპასუხობს უმცროსი ბურდული. კიდევ რამდენიმეჯერ ვცადე ნენესთან დარეკვა და ბოლოს მოვეშვი,მარიამს და კატოს რომ ველაპარაკე ,ბავშვებს გამოვუცხადე დავიღალე და ნომერში ავდივარმეთქი. აბაზანიდან გამოსულმა წითელი ღვინო შევუკვეთე აივანზე გავედი, რბილ სკამში ჩავესვენე და ბუნების სილამაზეს გავაშტერდი დაღლილი. -გისმენ...-ქანცგაწყვეტილმა ამოვიბლუყუნე,ავალიანიღა მაკლდა! -სად ხარ?-ჟრუამტელმა დამიარა იმ ცივი ხმის გაგონების დროსაც კი რომელსაც არანაირი დადებითი დატვირთვა არ ჰქონდა. -რა გინდა? -სად ხარმეთქი დაგისვი მგონი კითხვა-იყვირა მოუთმენელმა -რა ჯანდაბა გაღრიალებს? რა შენი საქმეა სად ვარ?რისთვის დარეკე ,შენი გაუწონასწორებელი ხასიათი რომ კიდევ უფრო კარგად გამოავლინო?-არდავაკელი მე. -მითხარი ხო იცი ისედაც გავიგებ არ მაქვს სახუმაროდ საქმე მითხარი ამის დ.... შ.... სადხარ? -კარგად იყავი!-ჯიუტი ბავშვივით ვუთიშავ და საერთოდ ტელეფონსაც ჯანდაბაში ვისვრი. მეძებოს და იყოს სანამ ნორმალურად ლაპარაკს არ ისწავლის არ ვუპასუხებ ხე ეს! 33333 ვერ ვასწრებ გაგრძელებას და მირჩევნია ესე ავტვირთო... იმდენად ვჩქარობდი რომ ველი ამერია მთავარი შინაარსისა და მოკლე აღწერის. ყველაფერი ხომ მე უნდა დამემართოს როგორც ყოველთვის. ხვალ აუცილებლად იქნება შემდეგი თავი შეიძლება 12ის მერეც არვიცი. უბრალოდ მინდა რომ მარტო ის არიყოს დავწერო რაც შეძლება დიდი და მალე დავდო. ჩემთვის მთავარია მოთხრობა იყოს ხარისხიანი და ის დრო რასაც მითმობთ, სისულელეში არ დახარჯოთ.... უკვე მერამდენე ბოდიში და დიდი მადლობა! შეფასებები და კრიტიკა მჭირდება წყალივით! ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.