შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულა XXIII


8-03-2017, 17:27
ავტორი lipsspil
ნანახია 2 593

სიგარეტით გაბურულ და სასმლის სუნით გაჯერებულ ოთახში ბრაზი და ღელვა ტრიალებდა. სამკუთხედი მაგიდის გარშემო, ერთმანეთის პირისპირ სამი მოქუფრული მამაკაცი იჯდა და სხვადასხვა გზით გამოხატავდა ფორიაქს.
-მეც მაგას ვფიქრობ და ისიც ვიცი, როგორ უნდა მორჩეს ეგ ამბავი..
-ისე მაგ ამბის ვაბშე დაკიდებაც არ არის ცუდი აზრი, თავისი ცხოვრება აქვს..
-შენ რეებს ბაზრობ ტო.. გაგა რომ ცოცხალი იყოს ესე მშვიდად შეხვდებოდა ამ ამბავს?
-ცოცხალი აღარ არის და ეგ გოგოც თავისუფალია..
-ხოდა გაგა რომ საფლავში წევს მაგიტოა თავისუფალი და გაგას საფლავში წოლაც მაგისი დამსახურებაა! თქმა ვერ მოასწრო, თორემ ჩვენ იმედზე რომ დატოვა თავისი ოჯახი ეგეც ხო იასნია?
-ბიჭო არ არის ეგრე.. არ უყვარდა ამ გოგოს თავიდანვე და რა ექნა, რამდენიც დააკავა გაგამ დააკავა, ახლა ჩვენ უნდა ვუნახოთ ნამუსი?
-ხოო ბიჭო ხოო.. რომ დაგვჭირდეს სიცოცხლის ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენ ძმასთან პირნათელები ვიყოთ. იმას უყვარდა ეს გოგო, იმას უნდოდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ყოფილიყო, შვილი ჰყავთ ბიჭო! ბავშვმა კაცური მამის სახელი არ უნდა იცოდეს? ვიღაცა ს.ირს უნდა ეძახოს მამა იმიტომ, რომ გაგა ფიზიკურად ვეღარ მიაქცევს ყურადღებას? ეგ უნდა დავუშვათ?
-არა მაგაში მართალი ხარ, მაგრამ..
-რა მაგრამ ბიჭო, არავითარი მაგრამ აღარ არსებობს, ვსიო! წყნარი ლაპარაკით არ გამოვიდა, ზნაჩიტ სხვანაირად უნდა მივუდგეთ და ვაბშე ალბათ თავიდანვე ეგრე ჯობდა რა.. ქალთან სხვანაირად ლაპარაკი არ გამოდის!
-ეგ გოგო ისედაც ბევრს იღებდა თავის თავზე და მაგიტო არ მევასებოდა, იმენნა სახე დააკარგვინა ტიპს და ბოლოს აი ფაქტი.. შეიწირა კიდეც! - საუბარში ჩაერთო მესამე - და ისე არ გამოვა, რომ ის ამის გამო საფლავში იწვეს, იმის ოჯახი იტანჯებოდეს, ეს კიდევ საყვარლებში გულაობდეს და გაგას სახელი წიხლზე დაიკიდოს!
-ჰოდა მაგას ვამბობ მეც! შენ პროსტო აზრზე არ ხარ რა გონორით მებაზრებოდა, გაგა რომ ცოცხალი იყო მაგის ხმას ვერ გაიგებდი, მაგრად აქვს აშვებული აფრები! მოკლედ, იმ ტიპს ვიცნობ მე, თავს რომ დასტრიალებს. ბაჩაა თუთისანი.
-შარშან მაგასთან პარტნიორობაზე არ ვჩალიჩობდით?
-ჰო ეგაა.. უარი რომ თქვეს. მოკლედ. ბაია მუშაობს მაგასთან თუ სტაჟიორია თუ როგორც არის და ერთად დვიჟენიობენ გასვლებზე და კონფერენციებზე და ნუ ხო ხვდები, შურიმურის ამბავია.
-..და რას ვაპირებთ?
-ბიჭო მარტივია ყველაფერი, წიომნი მუქარა და ეგაა..
-ბავშვით?
-ნუ თუ ბავშვი არ გაჭრის და იმის იმედი ექნება, მერე უკვე იმ ტიპის განეიტრალებითაც..
-ხო არ უბერავ ბიჭო შენ! რა განეიტრალება!
-იასნია მარტო მუქარის პონტში..
-ისე ჯობია ორივე ერთად, რომ ვერც იმის გაფრთხილება მოასწროს და მაგრად დაშინდეს..
-..და როდემდე უნდა ვდიოთ ამ გოგოს ესე?
-როდემდეც საჭირო იქნება ბიჭო!
-ვაბშე არ ვარ მომხრე ვიღაცას საწოლი ვუსწორო მთელი ცხოვრება! რას აშავებს ისეთს რო?
-ბიჭო შენ რანაირად ლაპარაკობ ტო.. რას ჰქვია არ ხარ მომხრე?! არ იცი გაგას პოზიცია? რას აშავებს და თუ არ აშავებს მალე დააშავებს თან ძალიან მაგრად! თავზე გადა...მა სხვანაირად როგორ წარმოგიდგენია? ტიპმა სამი კაცი საფლავში ჩააწვინა და ახლა ქალაქი უნდა აალაპარაკოს, რომ ყველა მაგრად ჰკიდია და „თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს?“
-არ ვიცი, იყოს ეგრე, ისევ გაგას პონტში, თორემ ჩვენი ჩარევა ესეთ დონეზე მაგარი არასწორი მგონია.. ისე რატომ არ გევასება ბაია ეგრე? დაგიშავა რამე?
-ხოდა გაგას პონტში ვაკეთებთ ჩვენც ზუსტად ამას, თორემ ვიღაცის კუდში დევნა მაგრად ამ მეხალისება, ვისაც უნდა დავდევდე იმათ ვიკიდებ ტო.. რატომ არ მევასება და თავიდანვე როგორც ექცეოდა გაგას არ მევასებოდა!
-ბიჭო შენ რო ძალით დაგისვან სახლში ვინც მაგრად არ გინდა, როგორ მოიქცევი?
-შენ რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ დღეს და ხო მშვიდობა გაქვს? ჯერ ერთი მე ვერავინ ვერავის ვერ დამისვამს, კაცი ვარ და იმიტო, მეორეც, უკვე რო დაუსვეს და არ წავიდა, თუ არ წაიყვანეს, რა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი ეგრე იყო საჭირო და ქალი რომ ხარ მაგდენი არ უნდა გესმოდეს ოჯახი როგორ არ უნდა დაღუპო? მოქცეულიყო წესიერად და არც ზედმეტად მოხვდებოდა და არც ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა როგორც იძახიან! ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული ძმაო, ეგრე არ არის! შვილი ყავდა და ღიმილი ენანებოდა ტიპისთვის, სპეციალურად აკრეფინებდა ტო.. არ გახსოვს რა დღეში იყო გაგა? რამდენჯერ გვირჩევია დაიკიდეო, მაგრამ ოჯახს სცემდა ეს პატივს, კაცი ტო, კაცი! ის კიდევ ქალია და იმენნა არაფერი დათმო ოჯახის გამო! გაიგე ეხლა? თუ კიდევ გაქვს ს.ირული კითხვები?
-აუ რავი კაროჩე, გააკეთეთ რაც გინდათ, გავაკეთოთ, ეგრე თუ ვთვლით, ჩავთვალოთ, მე თქვენ გვერდში ვარ ხომ იცით, აქ რომ ვკითხულობ რაღაცეებს, სხვაგან ამას არ ვიკითხავ იასნია..
-არც უნდა იკითხო ბიჭო, დაგცინებენ ეგეთი რამე რომ იკითხო!
ლაპარაკი დიდხანს გაგრძელდა. სამი სიგარეტის კვამლში, სასმლის ოხშივარსა და ბნელ აზრებში გახვეული მამაკაცი დაუკითხავად წყვეტდა სხვის ბედს, მათსავით ბნელი გზებით. ..და მოიფიქრეს.
მეორე დილით ბაიას სახლთან ირაკლი დახვდა.
-დილა მშვიდობის.. ჩემთან მოხვედი?
-დაჯექი მანქანაში..
-მოხდა რამე?
-დაჯექი მანქანაში და გზაში გეტყვი..
-ირაკლი..
-დაჯექი მეთქი მანქანაში და გზაში მოგიყვები ყველაფერს! - ბაია შეკრთა, უნდობლად გამოაღო მანქანის კარი და ჩაჯდა.
-რა ხდება?
-მოკლედ ეხლა კარგად მომისმინე! მაგ ტიპს შეეშვები და სხვაგან გადახვალ სამუშაოდ, ეგ გადაწყვეტილია! ახლა დეტალურად აგიხსნი რა და რატომ, იმიტომ, რომ შენი წიკვინი არ მოვისმინო..
-ირაკლი წესიერად მელაპარაკე, თუ გინდა საერთოდ, რომ მოგისმინო..
-წესიერად მაშინ დაგელაპარაკები, როცა ღირსი იქნები!
-გააჩერე მანქანა!
-მომისმინე მეთქი..
-ირაკლი გააჩერე მანქანა! - მანქანა გააჩერა და მთელი ტანით მობრუნდა ბაიასკენ
-შენ არ გეგონოს, რომ შენი დევნა ვინმეს მიზანია და სპეციალურად შენ გასამწარებლად ვიქცევით ასე! უბრალოდ შენ ქალი ხარ და ვერ ხედავ, ვერ ხვდები იმას, რასაც ჩვენ. აი ახლა დეტალურად და პუნქტებით გეტყვი რასაც ვგულისხმობ: ჯერ ერთი, ის ს.ირი, შენ რომ ეგრე ეტმასნები და გეტმასნება, ჩვეულებრივი, ქალაქში გავარდნილი და განთქმული ბაბნიკია, რომელიც არასოდეს შემოგხედავს სერიოზულად და არც არასოდეს იქნები მარტო ერთი მაგისთვის..
-ამის მოსასმენად არ მცალია..
-მაცადე მეთქი! თუ თვლი, რომ სისულელეებს ვამბობ, მათქმევინე ჯერ ბოლომდე და მერე გამოიტანე დასკვნა! რაც მალე დამთანხმდები მოსმენაზე, მით უფრო მალე გადახვალ მანქანიდან და არ მოგიწევს აიტანო ჩემი სამსახურის, სახლის და უნივერსიტეტის წინ დახვედრები!
-ესე რატომ ერევი სხვის ცხოვრებაში, შენი საქმე ხომ გაქვს?
-ეგ ტიპი, რომელიც ესე დაგტრიალებს თავს და ფერად ადგილებს გიხატავს, სინამდვილეში აი ამ ქალთან დადის და ზაპასში კიდევ აი ეს ჰყავს - ირაკლიმ ტელეფონში ფოტოები აჩვენა - არ ვიცი რომელიმე გეცნობა თუ არა, მაგრამ მაგის გაგება დღეს საკმაოდ ადვილია. თუმცა მე უფრო გაგიმარტივე საგამოძიებო მისია და ლანგრით მოგიტანე ყველაფერი თავისი ფაქტებით! ადექი და ჰკითხე ერთხელ ამათი სახელი და გვარი, ან სხვაგან იკითხე, ან ვაბშე ამათ დაურეკე და ჰკითხე ვინ არის ბაჩა თუთისანი თქო, პასუხი არ გაინტერესებს? ხო ხარ ეგრე დარწმუნებული, ჰოდა რიღასი გეშინია, გაარკვიე! ეგ იქით იყოს, არ გაინტერესებს მისი წარსული? წარმოდგენა გაქვს საერთოდ, რომ შენი ქმრის და მამამთილის დაუძინებელი მტერი იყო ბაჩას მამა? ეჭვი არ გიჩნდება, რომ მარტო აბაროტის მსხვერპლი ხარ? თუ ისევ გჯერა, რომ შემთხვევითობა იყო თქვენი ერთად ყოფნა? ჰო, ახლა კარგია გაოცებული სახის მიღება, ეგეთები ხართ ქალები, ბატივით დატასაობთ დედამიწაზე და აზრზე არ ხართ ვისთან უნდა დაიჭიროთ საქმე და ვის რისთვის სჭირდებით!
-დავუშვათ ეს ყველაფერი ესეა, შენ რატომ გაწუხებს ეს ამბავი?
-გოგო შენ კიდევ ვერაფერი გაიგე?!.. გაგა ჩემი ძმა იყო და რომ მოკვდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ძმობა დამთავრდა! არ დავუშვებ, რომ ვიღაცამ მისი ოჯახი გამოიყენოს მისი სიკვდილის მერე, გასაგებია? სანამ ცოცხალი იყო ფეხები ვერ მოსჭამეს და ახლა ჩერეზ მისი.. მისი შტერი ცოლით უნდათ თავისი გაისწორონ!
-მორჩი ბოდვას და ჩემ საქმეში ნუ ერევი მეთქი უკვე გაგაფრთხილე.. - ირაკლიმ საზურგეს მთელი ძალით მიარტყა მუშტი და იღრიალა
-თორემ რას იზამ გოგო?!.. რას იზამ მეთქი გეკითხები!!
-დამშვიდდი და გამირე კარი, დამანებე თავი გესმის? დამანებე..
-არ მინდოდა ამის შენთვის გამხელა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე, ხოდა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! დღეს მიხვალ კომპანიაში, განცხადებას დაწერ და სხვაგან გადახვალ სამუშაოდ! ზუსტად ორი სართულით მაღლა, ივენთების ჯგუფს აქვს ვაკანსია და სივის გაგზავნი! ყველანაირ კავშირს გაწყვეტ თუთისანთან და მის კომპანიასთან და სულ წიხლზე შენი უნივერსიტეტის ქულა! ნუ გაჯიუტდები! რამდენიმე დღეში ისედაც დაინახავ სხვასთან ლოგინში მაგ ტიპს და ამაზე მე ვიზრუნებ, რომ ფოტოებზე ასახული ნახო ეგ ყველაფერი! ისეთი ნაგლია, მაინც აქეთ დაგიწყებს გამოკითხვას და ბრალსაც დაგადებს შენ თვითონ გყავს ვიღაცო, უქნია ეგეთი რამე და ვიცი! შენ კიდევ არ იცი! წესით სხვა აღარაფერი უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ კანტროლკისთვის გეტყვი! ისედაც საკმაო მიზეზი გვაქვს თუთისანის მოსაშორებლად და შენი ერთი ურჩობა ბოლო წვეთი იქნება იცოდე! გაგას საფლავს გეფიცები არ ვაცოცხლებთ! გასაგებია თუ არა? გასაგებია მეთქი?!.. კიდევ ერთი.. შენ არ გეგონოს, რომ შენი უნივერსიტეტი და ახლად მიღებული ცოდნა დაგეხმარება, კარგად გახსოვს გაგას და ჩვენი ოჯახების ძველი კავშირები! არ გაგვიჭირდება იმდენი მოვახერხოთ, რომ ლილე ბებიამისთან დარჩეს და შენ მერე თუ გინდა იყიალე სადაც გინდა მკვდარი ქმრით, მკვდარი საყვარლით, წართმეული შვილით და საბოლოოდ უკვე წართმეული სამსახურით დამძიმებულმა! აი ეგ ცრემლები შენთვის შეინახე და გადადი მანქანიდან! თუ არ გავაკეთო, ბ..იშვილი ვიყო!! - ბაია ცრემლებს ვერ იკავებდა, არ იცოდა რა პასუხი გაეცა ამ მორიელისთვის, ასე ნელ-ნელა, თანმიმდევრულად რომ წამლავდა და ალტერნატიულ გზას არ უტოვებდა, კაცმა არ იცის რატომ, ისევ იმ ძველი მხედრიონული პრინციპების და შუღლის მსხვერპლი იყო, მთავარი მწვალებლის სიკვდილის მერეც კი! ან როგორ უნდა აეტანა ამდენი შეურაცხყოფა და დამცირება, ან საიდან იცოდა ამდენი რამე მის შესახებ, როდის მოასწრო ამდენის გარკვევა, ნუთუ სულ სამიზნეზე ჰყავდა დასმული და ელოდებოდა ვინმეს გამოჩენას მის ცხოვრებაში, რომ ასე ესროლა გესლი? რა უნდა ექნა? ეს იყო ახლა მთავარი კითხვა..
-საიდან.. როგორ მოახერხე ამდენი რამე.. ერთად.. რატომ..
-შენ რომ გგონია არავინ გხედავს და თავისუფალი ჩიტი ხარ, ეგრე არ არის! როცა ღირსი ხდები გაგასნაირ კაცურ კაცთან ოჯახი შექმნა, მერე მთელი ცხოვრება პატრონი გყავს, იმსახურებ ამას თუ არა, გინდა თუ არა და ცოცხალია თუ არა! ამდენ შეკითხვას იმიტომ გასმევინებ და გალაპარაკებ, რომ ვალდებული ვარ აი მაგ შენი ცრემლების და შოკის დავიჯერო.. შენ რომ ჩემი ცოლი ყოფილიყავი, დიდი ხნით ადრე.. მოკლედ მორჩა ბაზარი.. ამაშიც გაგიმართლა! გადადი..
ბაია მანქანიდან გადმოვიდა. თავისით გადმოვიდა, თუმცა ფეხები არ ემორჩილებოდა, ცოცხლის არაფერი ეტყობოდა და ზუსტად ისევე უჭირდა სუნთქვა, როგორც რამდენიმე წლის წინ, ყოველდღე..
მანქანაში დარჩენილმა ირაკლიმ ტელეფონი აიღო, ”ვებაზრე, შენი ჯერია.. არ ვიცი დაურეკე, ოფისში იქნება ალბათ.. არა სადმე სხვაგან შეხვდი.. რასხოდ!” ყურმილს იქით დარჩენილმა მეორე დამქაშმა ბაჩას ნომერი აკრიფა, გაკვირვება აცადა და შეხვედრაზე დაითანხმა, არ გასჭირვები ბაიას სახელის ხსენების მერე. გარეუბანში, მიყრუებულ კაფეში დაუთქვა შეხვედრა. მშვიდად დაელოდა მის მისვლას და რამდენადაც შეეძლო, ღირსეული მამაკაცის ნიღაბი აიკრა სახეზე
-გამარჯობა, ლევან კოღუაშვილი..
-გამარჯობა, ბაჩა..
-დაბრძანდით
-გისმენთ..
-ალბათ გაგაკვირვათ ჩემმა ზარმა..
-უფრო მეტად შეხვედრის მიზეზმა
-კი, გასაგებია. წინასწარ მინდა გთხოვოთ, როგორც არ უნდა გაბრახდეთ, მშვიდად მომისმინოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ პირველად არ არის ეს შემთხვევა, როდესაც მერე მესამე და მეოთხედ მიწევს შეხვედრა და ამგვარად თვალის ახელა..
-რას გულისხმობთ?
-რა თქმა უნდა ბაია ნაპირელს..
-სანამ საუბარს დაიწყებთ, მინდა ვიცოდე ბრძანდებით და რას ემსახურება თქვენი მცდელობა?
-თუ მომისმენთ, თვითონ გამოიტანთ დასკვნას, ჩემი პასუხის გარეშეც, ვინ ვარ ახლავე მოგახსენებთ.
-გისმენთ..
-მე ბაიას დაღუპული მეუღლის მეგობარი ვარ. იცით ალბათ მათი ოჯახის ამბავი, რაღაც დონეზე მაინც. ბაიას ბავშვობიდან ვიცნობ, უფრო სწორად იმ დღიდან, რაც გაგამ ცოლად მოიყვანა და მას მერე ისე მოხდა, რომ მეც მათი ცხოვრების მეთვალყურე ვარ ნებსით თუ უნებლიედ. ამ ყველაფერს ახლა და აქ იმიტომ გიყვებით, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ თუ უკვე არ დაუშვით. ყველაფერი ასე დაიწყო.. ბაიას და გაგას მშობლებმა შვილების დაქორწინება გადაწყვიტეს, გაგას ეს აზრი ძალიან მოეწონა, ბაიას არა. დედამისმა საზღვარგარეთაც გაუშვა სასწავლებლად, რომ დაფიქრებულიყო და ყველაფერი აეწონ-დაეწონა. ბაია ჩამოვიდა რამდენიმე წლის მერე, გაგას შეხვდა, მათ შორის გრძნობა გაჩნდა და გაიპარნენ. ბაიას მამა საკმაოდ მკაცრი იყო, გაგამ იცოდა, რომ არ აპატიებდა შვილს დაუკითხავად გათხოვებას და ამ გაპარვას მოტაცება დაარქვა. ნუ ისედაც გასაგები, ეს ისტორია მოსმენილი გექნებათ არაერთხელ, თავის დროზე მთელი თბილისი ამ წყვილზე ლაპარაკობდა, გავაგრძელებ.. გაგამ არაერთი მსხვერპლი გაიღო ბაიას გამო, ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ გოგოს დაუდგრომელობას ბოლო ვერაფრით მოუღო! ვერ მოაშლევინა კეკლუცობა, თავიდან კი ფიქრობდა, რომ ყველაფერი ასაკის და მისი ლაღი, ხალასი ხასიათის ბრალი იყო, დრო გავიდოდა, ჭკუაში ჩავარდებოდა და გაუწევდა ღირსეულ ცოლობას და ბავშვს დედობას, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მისი ეს იმედი უფრო და უფრო შეუძლებელი ხდებოდა. ბოლოს დაიღუპა კიდეც, მისი დაღუპვის მიზეზიც ეს გოგო გახდა, შემთხვევით გაიგო, რომ უკვე აღარც ბაიას ერთგულების იმედი უნდა ჰქონოდა.. თან ნასვამი იყო და.. მოკლედ, თავი დაიღუპა. გამიზნულად არ გაუკეთებია, ნერვები ვერ მოთოკა, არასოდეს წავიდოდა ამქვეყნიდან გამიზნულად, სიცოცხლეში სულ იმას გვთხოვდა, რომ გვერდზე ვყოლოდით და თუ რამე მოუვიდოდა მისი ოჯახისთვის ჩვენ მიგვეხედა. ეს საბოლოოდ ერთგვარ უწყვეტ ციკლად იქცა, გაგას სიკვდილის მერე კიდევ ჩვენ ვიქეცით ბაიას პატიოსნების მცველებად, გვინდოდა ეს თუ არა! რამდენიმეჯერ გამოგვივიდა, რამდენიმეჯერ ვერ.. ის კი არა, ერთხელ მეც კინაღამ დამახვია თავბრუ, ნასვამი ვიყავი..
-მინდა, რომ თავშეუკავებლად გითხრა ვინც ხარ! - ბაჩა წამოდგა
-მესმის, მესმის წარმოუდგენელია რასაც გიყვები, ამიტომ გთხოვე დასკვნები ბოლოს გამოიტანე, რას კარგავ? მაცადე მოყოლა, ბოლოს რაც გინდა მეძახე, თუ გინდა დამარტყი, მე არსად ვაპირებ წასვლას, იმიტომ, რომ ცამდე მარტალი ვარ და ბოლოს იმასაც გეტყვი ამ ყველაფერს რატომ გიყვები, ოღონდ ახლა დაჯექი და მაცადე - ლევანიც წამოდგა და წარმოუდგენლად უტიფრად გაუსწორა თვალი. ბაჩა დაჯდა.
-რატომ მიყვები ამას, რა არის შენი მიზანი? ისტორია არ მაინტერესებს, ბოლოში გადადი!
-კიდევ ერთხელ გთხოვ, მაცადე.. რაციონალური ადამიანი ხარ, ამიტომ ვარჩიე შენთან ამ ფორმით ლაპარაკი, ცემის და გინების რომ შემშინებოდა, მეილს მოგწერდი ან წერილს ან არ ვიცი, რამეს.. დამასრულებინე. მოკლედ, ჩემმა ბოლო მონაყოლმა აშკარად ძალიან გაგაბრაზა, მაგრამ ეგ არაფერია იმ სიბრაზესთან და გაურკვევლობასთან, რაც მე ვიგრძენი მაშინ, თავი ხელში ავიყვანე და გავეცალე.. მეორე დღეს დაუფარავად მითხრა გაგასგან რომ წავიდე შენ კი არა, ეშმაკთანაც დავწვებიო! მაშინ გავიაზრე პირველად, რომ ეგ ქალი მუდმივად სადევნი იქნებოდა ჩვენი სურვილის მიუხედავად - გაგას ხათრით და პატივისცემით. მითუმეტეს მისი დაღუპვის მერე ერთგვარი ჯვარი გახდა ჩვენთვის, ვდიოთ ბაიას! რატომ დავდევთ? რატომ თავს არ ვანებებთ? იმიტომ, რომ გაგას უნდოდა ასე და მის სახელს ვუფრთხილდებით, როგორც შეგვიძლია ისე! მას გაგასგან შვილი ჰყავს, ამ ბავშვს ვუფრთხილდებით, არ გვინდა, რომ მეძავი დედის და ს.ირი მამის სახელი სდევდეს თან. თანამედროვე სამყაროში ეს ალბათ არც ისე ჭკვიანურად ჟღერს, მაგრამ ეს გაგას და მისი ოჯახის სურვილი იყო და მორჩა. შენთან იმიტომ მოვედი, რომ ბაიას წინასწარ გამიზნული ნაბიჯები შევიცანი, ჯერ თითქოს შემთხვევით შეხვედრა, მერე დაახლოება, სხვადასხვა გზებით, შენ როგორ დაგიახლოვდა არ ვიცი, მაგრამ ერთი კონკრეტული პიროვნების შვილს დაუმეგობრდა, მეორეს ყვავილებით გაუფორმა ოფისი, დანარჩენებს კიდევ ზოგის ცოლს დაუდაქალდა, ზოგის ბებიას და ასე შემდეგ.. ბაია ისეთი გოგოა, ხალისიანი, ლამაზი, ჭკვიანი, არ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ადვილად ახერხებს ამ ყველაფერს. შემდეგი ეტაპი უკვე თავისი ისტორიის კაცმა არ იცის როგორი ინტერპრეტაციით მოყოლაა, ხშირად მას არა და მის ძმას გაუკეთებია ეს, ალბათ ცოტა ხანში დედასაც მოაყოლებს, ვინ იცის.. მერე გადადის ”მსხვერპლი ვარ დამეხმარე” რეჟიმზე და აი აქედან იწყება ყველაფერი, მისი მორიგი მცდელობა და ჩვენი მორიგი დევნა შესაძლო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.. რამდენიც მოვახერხეთ, მოვახერხეთ, გაგას მამის ძმაკაცებმა ერთხელ მორიგი ტიპის განეიტრალებაც გადაწყვიტეს, მაგრამ გადარჩა და ეს ამბავი ისევ მაგათი ვლასტის გამო ჩაიფარცხა, მეტს ნუ მკითხავ, ჩავლილი ამბავია. მოკლედ.. ეს არის მთელი ისტორია, აქედან რომელიმე მისი ნაბიჯი თუ გეცნობა, უფრთხილდი! გაეხვევი ამ ამბავში და მერე უკან დახევა გაგიჭირდება, თან არ გეგონოს დიდხანს გაჩერდეს, რაც უნდა იმას მიიღებს, მერე მიდის, თან ისე, რომ აქეთ გამოჰყავს თავი მსხვერპლი, მაგრამ რაც უნდა, იმაზე უარს არაფრის დიდებით არ იტყვის, საშიში ქალია ძმაო.. წინააღმდეგობა რამდენია, უკვე კი გითხარი, აი ახლა თუ გინდა დამარტყი, თუ გინდა მაგინე, არც პირველი ხარ, ვინც ამას აკეთებს და ალბათ არც ბოლო.. მე ისევ გავაგრძელებ მის დევნას ჩემი მკვდარი ძმის სურვილის და მის საფლავთან დადებული ფიცის გამო..
-სულ ეს იყო? დაასრულე? ახლა შემიძლია დასკვნა მე თვითონ გამოვიტანო? - ბაჩა წამოდგა, ლევანიც ადგა
-კი, ეს იყო.. ვიცი ასე სიტყვაზე არ დამიჯერებ, ამიტომ ადექი და თვითონ შეამოწმე, არ გაინტერესებს გატყუებ თუ არა? მე ეჭვი არ მეპარება!
-მაინც მირჩევნია საკუთარ ნებას დავუჯერო! - გამოსცრა მოჩვენებითი სიმშვდით და მთელი ძალით მოუქნია მუშტი მარცხენა ყბაში - დედას შე...ცი! -ჩაიბურტყუნა და გასასვლელისკენ გაემართა. დაცვამ შეაჩერა, ლევანმა ხელით ანიშნა გაუშვითო, ბაჩას არც ეს ჟესტი გამოპარვია მხედველობიდან. თავბრუდახვეული, ტვინგაცხელებული გამოვიდა გარეთ და მანქანაში ჩაჯდა. არაფერზე უფიქრია, ისე დაქოქა და ადგილიდან მოწყდა.



№1  offline წევრი nigita

ძალიან არ მომწონს ეს უავარგისი სასტავი, გეგონება უფლება არ აქვს იყოს ბედნიერი ... ძალიან იწელება ჩემი აზრით ... იმედია მალე დადებ და არ დააგვიანებ...

 


№2  offline წევრი NiniG-1

გაგას საძმაკაცო არასწორია ყველა თვალსაზრისით. ვითომ კაცურს აკეთებენ. გააუბედურეს მაგათმა და მაგათმა წმაკაცმა ბაია არ აცდიან არაფერს. ნერვები მეშლება.
ბაიას აქვს უფლება იყო ვედნიერი თავის შვილთან ერთად.❤
იმედია მალე დადებ შემდეგ თავს :დდ ❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არ მიყვარს ასეთი ქცევები ოჰ ჩვენი ძმა იყო და კაცური კაცი და რავიცი რაა. საშინლად ცდებიან და ყველაზე ცუდი ისა რომ ვინც ოდნავ მაინც ფიქრობდა ცივილურად ეგეც გადაიბირეს. მეშინია იმის რ აც შეიძLება მოხდეს. მაგრამ ბაჩას იმედი მაქვს დ ა მეჯერა რომ ასე გადამთიელის სიტყვებზე არ შეეპარება ბაიაში ეჭვი. იცი ვფიქრობ რომ შეიძლება ბატონი ბაჩანა დაეხმაროს ბაიას. ნუ ეს მხოლოდ შე იცი ველი შემდეგს მოთბენლად!!!!!

 


№4  offline წევრი თუთა პირველი

ეს ყველაფერი, სულ რამოდენიმე წლის წინ, რეალური დაყოველდღიურობა იყო. მსგავსი აზროვნების და ფსიქოლოგიის"კაი ბიჭები" აკონტროლებდნენ დედებს, დებს, ცოლებს თუ ყოფილ ცოლებს(((( და რა კარგია, რომ ახლა ეს ისტორია ყურსა და თვალს უცხოდ ხვდება, აშკარად წინ მიიწევს სოციუმი)))) უბრალოდ იმდენად იგვიანებ, რომ მთელი ემოცია იკარგება და უკვე იმიტომ ვკითხულობ, რომ უბრალოდ შენ ხარ ავტორი.

 


№5  offline წევრი gvantsaa123

არ ვიცი რა ვთქვა. უდავოდ კარგად წერ და მთელი სიმძაფრით განვიცადე ეს დიალოგები... ფაქტია უარყოფითად იმოქმედა.. მძულს გაგა და მისი ძმაკაცების მსგავსი კაცმაცუნები... მართალია, ასეთი რამეები კიდევ ხდება აქა-იქ,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ეს მხარე ისტორიას აუფერულებს.. იმედია ბაია და ბაჩა გონიერებას გამოიჩენენ და მათ ანკესს არ წამოეგებიან. ველოდები მოვლრნების განვითარებას.

 


№6  offline წევრი NniNna

აუ რახდება რა სერიალობებია..არადა ისე ძაან მომწონდა :////

 


№7  offline წევრი nestanuka13

აუუუ როდის დადებ მომდევნო თავს?? :( :(

 


№8 სტუმარი makukuna

ვახ, როგორ გელოდები...

 


№9 სტუმარი Guest ანია

გაგვებუტე და აღარ გველაპარაკები თუ რა თემაა?
ხანდახან მაინც გამოჩნდი დაგვხედე მოგვესალმე მაინც თუ რაღაც:/

 


№10  offline წევრი lipsspil

გამარჯობა ჩემო სტიმულებო <3 დამნაშავე ვარ და ვღებულობ ყველა თქვენ სამართლიან შენიშვნას :( ონლაინიდან დროებით გაქრობამ, წინა თავიდან აქ გადმოიწია და ამიტომ გავქრი. მადლობა დალოდებისთვის და ბოდიში თქვენი ყოველდღიური მოლოდინისთვის, ვერც გპირდებით, რომ გამოვსწორდები, როცა ხელი მეწყობა, კარგად ვიქცევი, როცა ვერ, თავს ზემოთ ძალა არ არის <3 ახალი თავე მალე იქნება

 


№11 სტუმარი makukuna

ჩვენ გელოდებით heart_eyes

 


№12  offline წევრი nestanuka13

აუუ როდის დადებ კაი რაა (((((

 


№13 სტუმარი რირე

როდის იქნება ახალი თავი?

 


№14 სტუმარი Guest ანი

მალე ერთი თვე ან მეტი თუ იყო არ ვიცოდი :-D :-D :-D

 


№15 სტუმარი Guest ნანა

მალე ზაფხულაც დაიწყება ახალი თავი არ ჩანს და ალბათ არც იქნება შემდეგ გაზაფხულამდე :-D მკითხველს ნუ დასცინით ჯერ დაწერეთ თუ არ გცალიათ მთლიანად და შემდეგ გამოაქვეყნეთ :[email protected]

 


№16  offline წევრი გრაფინია

ყველაფერი მესმის,მოცლილი მეც არ ვარ და ყოველთვის ყველაფერს იდეალურად მეც არ ვაკეთებ,მაგრამ სულ ორი წუთის საქმეა ერთი კომენტარი დაწერო და გაგვაგებინო რას აპირებ.
ისტორია რომ უდავოდ უთბილესი და უკარგესია,მაგიტომ მწყდება გული ..

 


№17 სტუმარი სტუმარი მაია

შენი ნაწარმოებების თავები ზეპირად ვიცი ლამის. და ეს ახალი რომ დამხვდა სიხარულით დავიწყე და საოცარ დასასრულს ველოდი როგორც იქვს წინა ორს ჰეფი ენდით და დავრჩი გაღიმებული.გთხოვ დაასრულე რა .ვეტრფი შენს პერსონაჟებს და რაღაც საერთო ყველას აქვს თან როგორი რეალურები არიან. მომენატრა სალომე და ალექსანდრე და რომ მოვძებნე და ახლა ბაია და ბაჩი დამხვდა თვალი ვერ მოვაშორე რა საინტერესო ადგილას მიგიტოვებივართ.გთხოვ დაბრუნდი და გააგრძელე

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

რა ცუდია რომ მიგვატოვე და ყველაზე ცუდი ისაა რომ არც კითხულობ როგორ გელოდებით და გამოწმებთ იქნებ გავახსენდითო :-( არადა შენზე კარგი აქ არავინ იყო :-(

 


№19 სტუმარი სოთამა

როგორ მწყდება გული :((((

 


№20  offline წევრი გრაფინია

იმედია,შემდეგი თავი 2019-მდე არ გადაიწევს :/

 


№21 სტუმარი სოთამა

მემგონი 2020შიც არ იქნება. ხომ შეიძლება თქვათ რომ აღარ აგრძელებთ?

 


№22  offline წევრი ხოსე

პირადშიც კი მივწერე, მაგრამ საქმე ისაა, რომ დიდი ხანია საიტზეც არ დაფიქსირებულა :-(( ვინმემ ნამდვილი სახელი და გვარი არ იცით სადმე მოვძებნოთ და ვუთხრათ ან გააგრძელოს ან აღარ გვალოდინოს :-((

 


№23 სტუმარი სტუმარი maia

gamarjoba, gamochenilxart saitze exlaxans , gaagrdelet ra gtxovt es daasrulet da albat axalic geqnebat mzad ukve diidi dro gavida

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent