შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

capricorn(ტოროii)ნაწ.2. +18


16-03-2017, 16:02
ავტორი toroo
ნანახია 2 174

როიალზე კლავიშმა მძიმედ ჩაიწია, შემდეგ მას მეორის გულის გამაწვრილებელი ხმა მოჰყვა, ოთახი გაირიანდა ლამაზი მელოდიის მოსმენის სურვილში, მაგრამ მზგავსი არაფერი არ ხდებოდა მხოლოდ ნოტების უაზრო რახარუხი იყო.
-არ უყვარხარ არაო მელა მატყუარაო-ქალი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და თან ცალი ხელის თითები მძლავრად ჰქონდა შემოჭდობილი წითელი სითხით სავსე ჭიქაზე, ემოციებს ებრძოდა გულში ღრმად და მტკივნეულად ჩამარხულს, მაგრამ რაღა ჩამარხული მუდამ ახსენებდა თავს. ემოციები მწარედ ახრჩობდა, გული ერეოდა იმის გამო, რომ თავს ძალით ვერ შეაყვარებდა მამაკაცს, არადა ბევრს არ ითხოვდა მხოლოდ მის კეთილ და თბილი თვალების შემოხევას ლამობდა სხეულის მარცხენა ნაწილი, ყველაზე ნაზი.
გული ეფლითებოდა, სული უდუღდებოდა, იმის წარმოდგენისაც ეშინოდა, რომ ერთ დღეს უყველლაფროდ გაიღვიძებდა.
ეს სმაც, რომ დასჩემდა?
-არ უყვარხარ
-გაჩუმდი, გაჩუმდი-არ ჰგავდა ნორმალური და ჯანმრთელი ქალის საქციელს ნინო პირველის გამოხტომები, იცოდა რომ თავი უნდა შესძულებოდა იმის გამო რასაც აკეთებდა, რასაც გონება და მთელი ორგანიზმი სთხოვდა, საითკენაც მიილტვოდა მისი ამაო არსებობა, მშიშარა და მხდალი, რომ იყო ამასაც ხვდებოდა, მაგრამ უარყოფდა, იმპულსებს დ აგონების თამაშს ყურადღებას არ აქცევდა.
-იზიდავენ და განიზიდავენ ქალნი და კაცნი ერთმანეთს-თავის თავს უაზროდ ებურტყუნებოდა და მაშველი რგოლივით ეჭიდებოდა როიალის ცივ და მყარ ზედაპირს.
კერპად ჰყავდა ჩვეულებრივი მამაკაცი ქცეული, არ უნდოდა მისი თვალები, რომლებიც და-ძმური სითობითი უყურებდნენ, ეფერებოდნენ როგორც შვილს და თბილ შინაურ ცხოველს და არა, როგორც სასურველ ქალს, უნდოდა ვნება და განსხვეებული გრძნობები, მაგრამ იყო კი მისი სამყარო იმისთვის მზად, რომ გარშემო შემოვლებული ეს უაზრო კედლები გაენგრია და თავი ქალად ეგრძნო, ამ პლატონური სიყვარულით გაჟღენთილ გოგონას.
მიხვდა სისუსტეს, იგრძნო უსუსურობა და ფეხზე ბანცალით წამოდგა, ტელეფონი ამოიღო და საშინელი წუილის შემდეგ ხმამაღალი ბარიტონი გაისმა.
-ლევან მიყვარხარ....მიშველე-მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა და სააბაზანოს კარები შეაღო.
ნელა დაეფინა თეთრი მატერია მეტლახით მოპირკეტებულ იატაკზე, ცივი გაუხდა ფეხები ნინოს, სარკეში შეათვალიერა შიშველი სხეული.
-სითბოს მისგან ვერ იგრძნობ, მაგრამ წყალიც თბილია-ონკანი მოუშვა და ისევ სარკესთან მივიდა ახლოს, გადაპრიალებული ჰქონდა ეს უკანასკნელი, უპეები ჩაშავებოდა, რომლებსაც მისი ტუშიც შერეოდა აქა-იქ, უყურებდა თავის თავს და მისი ერთი ცნობიერი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, როდის დაეშვა აქამდე, ნუთუ ქალები სიყვარულით ასე ავადმყოფდებიან?
თავმოყვარეობას ხელი დაუქნია და წყლის ხმა შეწყვიტა, ჯერ ერთი ფეხი ჩადგა გავსებულ ვანაში, შემდეგ მეორე და ნეტარად გაიშალა, სხეული თითქოს რეზინის გაუხდა, ნეტარებამ მოიცვა და თავი უკან გადააგდა, ახლა ვერაფერს ვერ ხვდებოდა, მხოლოდ უემოციობას გრძნობდა, აბსოლიტურ სიცარიელეს მის გარშემო.
შემდეგ გამჭვირვალე წყალი გაწითლდა, შეიღება და გაბინძურდა.
ნეტარი ბგერები ამოუშვა ნინო პირველმა პირიდან, თითქოს სულის გამოძახილი იყო ეს ყველაფერი, ამოუშვა ბოლო წლები, აღარ იცოდა რა უნდოდა ან კი უნდოდა რამე ?
სიამოვნება და ექსტაზი ერთმანეთს შეერია, უკანასკნელი აკორდი აიღო და გაირინდა, ტკბებოდა ამ სულიერი სიამოვნებით, ეიფორია მდგომარეობად გაუხდა, ნირვანა შორიდან ხელს უქნევდა და ისიც მზად იყო ერთნი გამხდარიყვნენ, არ აცადეს ოცნებებში გახვევა კარი ხმაურიანად შემოიგლიჯა, მაგრამ ეს ხმა სულ ოდნავ გაკრთა ქალის სმენაში.
-ნინო, შე სულელო გოგო მერამდენად ? რატომ იქცევი ასე? -ლევანი პანიკას მოეცვა, სახე ალენძილი ჰქონდა, ვერაფერს აზროევნებდა გარდა იმისა, რომ ამოეყვანა ეს არსება ამ თბილი ჯოჯოხეთიდან.
-ლევან, მოხვედი აი გყვარებივარ-ენას ძლივს ატრიალებდა და ღიმილს ვერ იკავებდა
-გავგიჟდები-ეს უკანასკნელი იყო, რაც ნინოს გარკვეულმა ტვინის უბანმა აღიქვა შემდეგ იყო ბნელი და ბოლოს ნათელი.
------------ავტორი---------
ყოველთვის ასე იყო ლევანის ცხოვრებაში, ყველას და ყველაფერს მისი იმედი უნდა ჰქონოდა, იღლებოდა იმით, რომ გაჭირვების ტალკვესი იყო გარშემომყოფებისთვის, არ წუწუნებდა, მაგრამ საკუთარი პრობლემები და ჭირი მისთვის ყოველთვის ახლოს იყო და სხვებისი კი გარშემო შემოხვეოდნენ.
კარგად ახსოვს ნინომ ეს პირველად როგორ სცადა, მაშინ მიხვდა ლევანი, რომ ნინო არ აპირებდა თვითმკვლელობას უბრალოდ სისუსტემ სძლია და ადამიანობამ არ მისცა იმის უფლება ისევ ადამიანად ყოფნაზე ხელი აეღებინებინა.
მაშინ განაცხადა ნინო პირველმა, რომ ლევანი უყვარდა, თითქოს ეს დაშინებას და ფარულ შანტაჟს გავდა, ლევანიც თბილად და ემოციურად იყო მისდამი განწყობილი, ერთად მომხდარმა ამდენმა ფაქტმა მამაკაცს გონება დაუბინდა.
არ იცოდა ეს სიყვარული იყო თუ უბრალოდ გოგონას პლატონური და ავამყოფური გატაცება, მძიმედ იტანდა ნინო ცხოვრებისეულ პრობლემებს, მუდამ დეპრესიისკენ და თვითგვემისკენ იყო მიმართული, ეზედმეტებოდა ლევანს მისი ეს საქციელები, და მაშინ როდესაც ადამიანობადაკარგულ ძმას მის სახლში ეძინა და დამ ტელეფონზე დაურეკა ლევანი მარტივად მიხვდა
არ უყვარდა და არც არასდროს ყვარებია, თითქოს მოწამლული იყო და ახლა თავის დაღწევას ცდილობდა გოგონასგან. მიხვდა, რომ შიში იყო მისთვის მამოძრავებელი ძალა ურთიერთობაში, მუდამ დაძაბული იყო ნინოს გვერდით, ეს არ იყო ჯანსაღი გრძნობები, ეს რაღაც ამორალური და დაბალზნეობრივი გამოხატულება იყო ადამიანური გრძNობებისა, რომლებიც სიყვარულთან და სითბოსთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ.
ქერა გოგონას გამოჩენამ კი ლევანში მეორე გარდატეხა მოახდინა, აქამდე ეგონა მთელს მის მამაკაცურ არსებას, რომ სხეული ახვევდა თავბრუს, მიუღწეველის ჟინი კლავდა და ამას, როცა მეტოქეც გამოუჩნდა და თან მისი მეგობრის სახით იძულებულია აღიაროს, რომ უძველესი დროიდან მამაკაცის გენში ჩადებული მტაცებლური სურვილი აიძულებდა ის დაეპყრო რაც რთულად ხელმისაწვდომი და სასურველი იყო მთელი მისი არსებისთვის.
მაგრამ მაშინ, როდესაც შეიგრძნო ტკივილი ქალისა, გადააფასა გრძნობები ნინოს მიმართ, თითქოს ერთიანად დარია რაღაც კომპლექტურმა ემოციბემა ხელი მის შინაგან სამყაროს.
წარმოუდგა თვალწინ ცრემლიანი გოგონა, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული პატარა და დაუცველი ბავშვი, არავის და არაფრის მქონე და საშინელმა სიცარიელემ მოიცვა, შეეშინდა ამოუცნობი ტალღების, რომლებმაც იმ წამს გონებასა და გულში ერთდროულად გაუარეს.

-რატომ გააკეთე ეს ? შენ იცი, რომ ავადმყოფი ხარ ნინო ? ამ საავადმყოფოდან ფსიქოლოგიურ სავადმყოფოში უნდა გადახვიდე.
-ლევან მე არ ვიცი
-იცი, ძალიან კარგად იცი იცოდე მე ვეღარ დამაშინებ, შენ ხვდები მაინც რას აკეთებ ? საკუთარი სიცოცხლით როგორ თამაშობ? არავისზე არ ფიქრობ, ეგოისტი ხარ.
-მე შენ მიყვარხარ ლევან და ჩვენი ქორწილი, ხოხო ჩვენი ქორწილი, წავიდეთ ავდგეთ-ქალი დაჰიპნოზებულივით საუბრობდა, ლევანს კი ამ დროს სიმწრისგან ყბები დაეჭიმა
-ქორწილი არ იქნებდა ნინო, მე შენ ცოლად არ მოგიყვან , გესმის და ხვდები მაინც, რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ გრძNობებთან, შენ ჩემით ხარ დაავადებული თითქოს მე სათამაშო ვიყო, რომელსაც ვერ იღებ და ჯიუტობ, ფეხებს იშენ, ხვდები მაინც რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ?
-ლევან ჩვენი შვილი ?
-მე და შენ შვილი არ გვყავს და არც გვეყოლება შეიგნე
-მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი პატარა გოგონაზე, ჩემი და შენი გოგონა ლევან წარმოიდგინე-ლუღლუღებდა ემოციადაცლილი ქალი
-არა მე და შენ არ გვეყოლება, არც გოგო და არც ბიჭი
-თავს არ ვიცოცხლებ-უკვე ყვირილზე გადავიდა ნინო
-ვეღარ დამაშინებ გესმის? გეყო უკვე რაც იკადრე, ჩემი წასვლის დროა-ლევანმა კარი გამოიხურა, ახლა ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ იგრძნო როგორ მოეშვა სხეულიდან ტონიანი ტვირთი, სასიამოვნოდ იგრძნო თავი, რამდენი ხანია ასე ლაღად არ გადაუდგამს ნაბიჯები, იცოდა ნინო თავს არაფერს აღარ აუტეხავდა, ეს უკვე აღარ იყო მისი პრობლემა, უკვე დაიღალა ყველას დევნით, სხვისი კეთილდღეობის გამო მუდამ იტანჯებოდა.
საავადმყოფოში ტკივილისა და წამლების სუნი ერთმანეთში იყო შერეული, მაინც რა საინტერესოა რამდენად ავსებს დედამიწაზე ყველაფერი ერთმანეთს, ტკივილი-მწარე და საზიზღარი მდგომარეობა.წამალი-ტკივილის მკურნალი.
ასე ხდება ცხოვრებაში ყოველთვის, ცხოვრება საქანელასავითაა, ხანდახან აყავხარ მაღლა, მაგრამ ცამდე მაინც ვერ აწვდენ ხელებს, ხანდახან კი ძირს ეშვები, მაგრამ მიწას მაინც არ ეხუტები.
ლევანმა საავადმყოფოდან, როგორც კი გამოაბიჯა ტელეფონი მოიმარჯვა, არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ საშინელი სურვილი კლავდა ხმის გაგონების, რომელიც მუდამ მელოდიად ურტიალებდა თავში.
ვერ მიხვდა როგორ აკრიფა ნომერი და როდის უპპასუხეს ტელეფონს, წამში მოემატა გამბედაობა და წამშივე დაკარგა ის.
-ყველაფერი კარგად იქნება-მხოლოდ ამ სამი სიტყვის თქმა მოახერხა და ისე, რომ არ გაუგია არაფერი ტელეფონი გათიშა.
ეს სამი სიტყვა იყო ყველაფრის დასაწყისი, ბევრის მთქმელი და ემოციების მატარებელი, რომელიც მალე ჩამოუვლიდა სასურველ სადგურს.

-------ტორო------
თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც საფრანგეთზე წიგნის კითხვა დავიწყე, მომწონდა ეს ბუნდოვანი ამოუცნობი და რომანტიკოსებით გაჯერებული ქვეყანა, რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად ამისა მაინც მიზიდავდა მისი ტრაგიკულად ჩამოფარებული ფარდები, ისტორიები გრძნობათა კასკადებზე, შეიძლება უარვყოფდი და ჩუმად მეც ვიყავი რომანტიზმის მატარებელი
-ვინ იცის კიდევ რამდენ რამეს ვუმალავდი თავს? ან რაამდენ რამეს ვიბრალებდი უაზროდ?
პირველად პარიზში ვინმე ჟანის სახლშ აღმოვჩნდი, რომელსაც წმინდა ტერეზას ქუჩაზე პატარა ქოხმახი ჩაეჭუჭყნა ყავის კაფისა და ვეებერთელა ძველ შენობებს შორის. პარიზის ქუჩები ნესტიანი იყო, სიძველისა და დაუღალავე სიცოცხლისუნარიანობის სუნი ტრიალებდა მის გარშემო, თითქოს დამავიწყდა და ღრმად ჩაიმარხა ყველაფერი ჩემში.
საკვირველია და რობოტივით ვარსებობდი, უნივერსიტეტში დავდიოდი, სახლამდე სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი, მხოლოდ ინგლისური ვიცოდი და არაფერს არ ვეხებოდი, ჩემს 2 ოთახში პირველად ვგრძნობდი ასეთ თავისუფლებას.
-როგორ მოეწყვე ჩემო პატარა?-ნაღვლიანად მეკითხებოდა ერთადერტი თბილისელი მეგობარი ეკრანიდან
-არ ვიცი, ნორმალურად ორი კვირა გავიდა და ცოტა შევეჩვიე ფრანგულის წრეზეც შევედი, ვსწავლობ
-ხო ვიცი, რომ ნიჭიერი ხარ მალე აითვისებ, თბილისში მშვიდობაა ცვნობისთვის ნიკომაც მოგიკითხა-ყველა კაცი მძულდა, ყველაში საზიზღარ სახეს ვხედავდი ამაოდ ვცდილობდი თავის გაქნევას, რადგან მაინც არ მშორდებოდა აჩრდილები, ხმები და გამოსახულებები. ვცდილობდა ძლიერი ვყოფილიყავი ყველაფრის უკუგდებას შევეჩვიე, მაგრამ წინ ვერ ვუდგებოდი შიშს, ვერ ვლახავდი მას, რადგან უკან მოსროლა სულაც არ ნიშნავდა თვალებში ჩახედვას.
-მეც მომიკითხე, წავალ ხო ახლა სამეცადინო მაქვს-ნაღვლიანად მივეფერე ღიმილით მეგობარს და კიდევ ერთხელ გამწიწკნა გულში საშინლემა გრძნობამ.
-ტორო
-ხო
-მიყვარხარ-ერთი სიტყვა და ჩემი ცრემლებიც გამოჩდნენ ჰორიზონტზე.
****
უკვე ერთი თვეა აქ ვარ, არაფერი ჩანს საინტერესო ჩემს გარშემო, გარდა საოცარი ლექციებისა და ლექტორებისა, რომლებიც არკარგავებ ჩემთვის ავტორიტეტს.
ლექციებს ინგლისურად ვუსმენ, ფრანგულს ნელ-ნელა ვსწავლობ, ცოტა არეულად, მაგრამ უკვე მაინც ვლაპარაკობ.
მეგობრები არა, მაგრამ დამხმარე ნაცნობები გავიჩინე, ყველანაირ ურთიერთობას გავურბივარ გარშემომყოფებთან, მხოლოდ სახლი და სწავლა არსებობს ჩემთვის.
-ტოროუ-მორბის ჩემსკენ ჟანი, რომელიც ფრანგია და სასაცილო აქცენტით იძახის ჩემს სახეს, ღიმილს ვერ ვიკავებ
-გისმენ ჟან
-საღამოს ვაპირებთ გასაეირნებას და ხო არ წამოხვალ ?
-არა ჟან, სამეცადინო მაქვს-ვცდილობ თავიდან მოვიშორო, რადგან არ მაქვს გარტობის ხალისი
-კარგი რა, ცოტა რელაქსი
-ცოტა ხნით შეიძლება
-ასე არ ჯობია? -მიღიმის ჟანი და მიდის.
ესეც ასე, საღამოს არ მაქვს ფრანგული ამიტომ შეიძლება ცოტათი გავერთო მაინც ახალგაზრდა ვარ და თან პარიზში.
ჩვეულებრვიად ვიცვამ, რადგან პარიზში ცივი ოქტომბერია, შავი სვიტერს და მუქ ჯინსებს ვირგებ, გარეთ გავდივარ, საშინელი სუსხია.
ჟანთან და მის ორ მეგობართან ერთად, რომლებიც ჰოლანდიიდან ჩამოსული და-ძმა არიან მივუყვები პარიზის ვიწრო ქუჩას, ერთ-ერთ კაფეში შევდივართ, რომელიც სულაც არ გავს ჩემი სახლის გვერდით მდგომ პაწია და საყვარელ ყავის კაფეს.
-რას დალევთ გოგონებო?-გვეკითხება ჟანი თან ჩემს გვერდით მჯდომ მალტიდას ცისფერ თვალებში უყურებს, ფაქტია მოსწონს.
ახლა ვხვდები რაც ხდება ჟანმა ისინი დაპატიჟა რადგან მოსწონს მატილდა, აი მე კი მისი ძმის პოტენციურ თავგადასავლად გამომაყოლა ხელს.
არა ეს ასე არ შეიძლება ჟანს ვთხოვ ერთი წუთით გამომყვეს და ოდნავ გაკვირვებულ და-ძმას ვუღიმი.
-რა სპექტაკლი დადგი ჟან? კარგი რა მე არ მცხელა ახლა ურთიერთობებისთვის
-რა სპექტაკლი?-თეატრალურად იკვირვებს ჟანი და ჩუმად იყურება დარბაზისკენ
-ვხვდები, რომ მატილდა მოგწონს, მაგრამ მე რა საჭირო ვარ ?-უხეშად ვეუბნები და წასვლას ვაპირებ
-კარგი რა, უბრალოდ გაერთე და მოდუნდი ჩვენთან ერთად.
-არა, მე მივდივარ-ამაყად ვამბობ და მტკიცე ნაბიჯებით ვტოვებ კაფეს, გზაში კინაღამ მიმტანს ვეჯახები, ბოდიშს ვუხდი და ღრმად ვისუნთქავ პარიზის ჭუჭყიან ჰაერს.
ავტობუსს მივყვები ჩემი სახლის სიახლოვემდე, 200 მეტრს ფეხით გავდივარ და გასაღებების აცმას ვეძებ ჩანთაში
-ჯანდაბა, არ ჯობდა სახლში ფილმი მენახა?
ტელეფონი რეკავს და გასაღები ხელიდან მივარდება, არა მაინც რა მჭირს? არ შეიძლება ნორმალურად დამემართოს რამე? სულ სპექტაკლებში ვეხვევი.
ჟანია, მესამე ზარზე ვპასუხობ
-ტოროუ ბოდიში, არ მინდოდა ასე გეფიქრა-ხმაში იმდენი დაბნეულობა იგრძნობა, მეცოდება და ვიღიმი.
-არაუშავს ჟან, დავივიწყოთ
-მართლა? მაპატიებ? -აშკარად ბედნიერია ამის მოსმენით, მაგრამ რატომღაც კაცების არ ნდობა ჩემში ძირფესვიანად იდგამს ფეხს.
-კი გპატიობ, ძილინებისა ჟან-ტელეფონს ვთიშავ და კიდევ ერთხეკ ვცდილობ კარების გაღებას
-ჟან? ეს ვინმე ახალია? -ზურგს უკან ვიყინები და ვერ ვხვდები ეს ცხადია თუ სიზმარი? მგონი მოჩვენებები მეწყება.
ერთიანად ვილეწები, როცა შემობრუნებული ვაცნობიერებ, რომ ფხიზლად ვდგავარ.
საფრანგეთში, პარიზში, წმინდა ტერეზას ქუჩაზე, საწყალი ქოხმახთან, ჩემს წინ, გამაყრუებელ ზუზუნსა და დამძიმებულ ჰაერში ლევან მაჩაბელი დგას.
-შეუძლებელია-ქართულად ვლუღლუღებ და ვგრძნობ როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიიმეე საასწაული თავი იყოოო
იცი არ ველოდი მაგრამ მარტლა ძაან შემიყვარდა ეს მოთხრობა არც ვიცი რატო. ძაან მაგარია მაგრამ მაინც და რაღაცნაირად გამორჩეულად ველი ხოლმე
ველოდები შემდეგს მოუთბენლას

 


№2 სტუმარი g1iorgi

ვის მოუვიდა თავში ამ სურათის დადება ან საინტერესოა რომელმა მოდერატორმა დაუშვა ეს ფოტო ამ საიტზე გოგა27 მოგმართავ თხოვნით დაიბლოკოს ეს მომხმარებელი აქ პატარებიც შემოდიან და ნახულობენ თვითონ ტუ გარყვნილია ეს მომხმარებელი შეუძლია პორნო საიტებზე შევიდეს!.

 


№3  offline წევრი NniNna

კაიიიი...:დდდ ჰაჰაჰააა,მაგარია ლევანი ტოროსტან!!!!!მე მეგონა ყველაფერი მხოლოდ ზარით დაიწყებოდა მარა უყურე შენ,სად ჩააკითხა,პარიზში?!!..აუ სასწაულია,ეს თუ მოაბრუნებს და ბოღმას ცოტათი დაავიწყებს ..ვისტან და ლევანთან მაინც დარწმუნებული ვარ რომ ისევ ისეა განწყობილი,მჯერა!!ყოჩაღ ახლა შეჩერება იქნებოდა?!!! მარა გელოდები შემდეგი თავით ნამდვილად შემართებით დაიწყე მეორე ნაწილი და ჩამითრიე მეცც!!!! <3

 


№4  offline წევრი toroo

g1iorgi
ვის მოუვიდა თავში ამ სურათის დადება ან საინტერესოა რომელმა მოდერატორმა დაუშვა ეს ფოტო ამ საიტზე გოგა27 მოგმართავ თხოვნით დაიბლოკოს ეს მომხმარებელი აქ პატარებიც შემოდიან და ნახულობენ თვითონ ტუ გარყვნილია ეს მომხმარებელი შეუძლია პორნო საიტებზე შევიდეს!.



უკაცრავად???? თუ პატარებიც შემოდიან ამ საიტზე ფოტოს გარდა ბევრი საინტერესოს ნახვაც შეუძლიათ, და თუ იმდენს ხვდებით, რომ პატარები კითხულობენ იმდენსაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ავტორიც კითხულობს თქვენს კომენტარს, შესაბამისად შეურაწყოფას არავის ვაპატიებ, თავი შეიკავე ძალიან გთხოვ ზედმეტი სიტყვებისგან ჩემი გარყვნილობა არგარყვნილობა შენი სალაპარაკო არ გახდება არასდროს.

სიტყვა პორნო არ წაიკითხონ ბავშვებმა ფრთხილად ..................

 


№5  offline წევრი M^d G1rl

ააააა არააა სად გაწყვიტეეე scream ლევან მაჩაბელი პარიზში ტოროსთან? ვაუუ არვიცი რავთქვა!!! მოუთმენლად გელი საყვარელოოო❤️❤️

 


№6 სტუმარი Guest ...

yvela personaji ertmanetze uaresebi arian

 


№7 სტუმარი ტატუკა

ვაიმეეეეე რა შოკ თავი იყოოოოო !!!!!! აუუ რა დროს გაწყვიტეეე:((((((( გთხოვ მალე დადე რაა თორე სული დამელიააა !♡♡♡♡♡

 


№8  offline წევრი მაია120

კარგი იყო... გული გამიჩერდა,ასე მალე არ ველოდი,ყოჩაღ ლევან! ველი ახალ თავს
--------------------
წერწერა

 


№9 სტუმარი g1iorgi

toroo
g1iorgi
ვის მოუვიდა თავში ამ სურათის დადება ან საინტერესოა რომელმა მოდერატორმა დაუშვა ეს ფოტო ამ საიტზე გოგა27 მოგმართავ თხოვნით დაიბლოკოს ეს მომხმარებელი აქ პატარებიც შემოდიან და ნახულობენ თვითონ ტუ გარყვნილია ეს მომხმარებელი შეუძლია პორნო საიტებზე შევიდეს!.



უკაცრავად???? თუ პატარებიც შემოდიან ამ საიტზე ფოტოს გარდა ბევრი საინტერესოს ნახვაც შეუძლიათ, და თუ იმდენს ხვდებით, რომ პატარები კითხულობენ იმდენსაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ავტორიც კითხულობს თქვენს კომენტარს, შესაბამისად შეურაწყოფას არავის ვაპატიებ, თავი შეიკავე ძალიან გთხოვ ზედმეტი სიტყვებისგან ჩემი გარყვნილობა არგარყვნილობა შენი სალაპარაკო არ გახდება არასდროს.

სიტყვა პორნო არ წაიკითხონ ბავშვებმა ფრთხილად ..................

სწორედ ამიტომ დავწერე რომ ნახავდი!!!! უზრდელიხარ რაუნდა გელაპარაკო... მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდა წადი და არტყმევინე სხვებს აქ რატომ დებ ამ სირობა ფოტოს თუ დაილია სურათები...

 


№10  offline წევრი toroo

g1iorgi
toroo
g1iorgi
ვის მოუვიდა თავში ამ სურათის დადება ან საინტერესოა რომელმა მოდერატორმა დაუშვა ეს ფოტო ამ საიტზე გოგა27 მოგმართავ თხოვნით დაიბლოკოს ეს მომხმარებელი აქ პატარებიც შემოდიან და ნახულობენ თვითონ ტუ გარყვნილია ეს მომხმარებელი შეუძლია პორნო საიტებზე შევიდეს!.



უკაცრავად???? თუ პატარებიც შემოდიან ამ საიტზე ფოტოს გარდა ბევრი საინტერესოს ნახვაც შეუძლიათ, და თუ იმდენს ხვდებით, რომ პატარები კითხულობენ იმდენსაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ავტორიც კითხულობს თქვენს კომენტარს, შესაბამისად შეურაწყოფას არავის ვაპატიებ, თავი შეიკავე ძალიან გთხოვ ზედმეტი სიტყვებისგან ჩემი გარყვნილობა არგარყვნილობა შენი სალაპარაკო არ გახდება არასდროს.

სიტყვა პორნო არ წაიკითხონ ბავშვებმა ფრთხილად ..................

სწორედ ამიტომ დავწერე რომ ნახავდი!!!! უზრდელიხარ რაუნდა გელაპარაკო... მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდა წადი და არტყმევინე სხვებს აქ რატომ დებ ამ სირობა ფოტოს თუ დაილია სურათები...




1)მაინტერესებს ფოტოზე რას ხედავ ამისთანა ამორალურს ?
2)შენი კომენტარები უფრო საზიზღრობაა თუ ჩემი სურათი ეგ კიდევ გასარკვევია
3)ეკრანს ამოფარებულ ადამიანებს არაფერს აღარ ვეტყვი, არაფრად არ ვთვლი შენს ლანძღვას,

 


№11 სტუმარი ტატუკა

აუუ რატომ აგვიანეეებ?მალე დადე რაა გთხოოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent