ავალიანი (თავი 15)
„როცა ხვდები რომ შეყვარებული ხარ ისიც უნდა გააცნობიერო რომ პოტენციური გიჟი ხარ!“ თავი 15. დილით რა შუადღეს გაღვიძებულს,აბაზანიდან გამოსულს მოწესრიგებულს და ცოტა აზრზე მოსულს,სავარძელზე უცხო რუგზაკი მხვდება. -ვისია?-გაკვირვებული ვფრუტუნებ და ჩანთისკენ მივდივარ, ვფიქრობ ნიკოლოზს ხომ არ დარჩა ჩემთან მაგრამ მას ასეთი ნამდვილად არ აქვს. ის ისაა უნდა გავხსნა რომ ოთახს ის ბარიტონი ედება რაც ნამდვილად არ უნდა ედებოდეს. -შენი ტანსაცმელი გამოგელია სხვისას რომ მიადექი? -აააააა-ვკივი და ვბრუნდები,ზუსტად ერთ მეტრში დგას ოფლისაგან გალუმპული მაისურით, სველი აჩეჩილი თმით და სპორტული შარვლით. დამპალი დავიხრჩვი ნერწყვის ყლაპვით!-აქ რა...რა ჯანდაბა გინდა შენ?-ვბლუყუნებ და თვალებს ვუქაჩავ. -სიმართლე გითხრა იმისთვის წამოვედი რომ დამესაჯე და ეგ გრძელი ენა ამომეძრო მაგრამ გზაში გაბრაზებამ გადამიარა და გეგმებიც შემეცვალა.-უდარდელად არაკრაკებს და ჩემსკენ მოდის. გზაშივე იხდის მაისურს და სადღაც ჯანდაბაში ისვრის. ვშეშდები მოძრაობის უნარი მერთმევა და ვცდილობ ყველანაირად დავაიგნორო ის ჟრუანტელი რასაც მისი ჩემს გვერდით არსებობის წამიდან ვგრძნობ. ის ჩემს წინ მდგარი და მე კედელს აკრულ გადახურებულ გადამწვარი , თვალებს ვხუჭავ. ველოდები „განაჩენს“ რომელსაც , დიდი ბატონი გამოიტანს. -დავიჯერო ჩემი მართლა ესე გეშინია, ვისიც მართლა უნდა გეშინოდეს იმასთან შესაშურად მშვიდად ხარ და რავიცი აბაა.... -ზემოდან დამყურებს და ირონიული ღიმილი უხტის ტუჩის კუთხეში. თვალებში ბრაზი უდგას, ჩემთვის აუხსნელი. -შემ...-სიტყვა ისევ მიწყდება, უფრო სწორად ისევ მაწყვეტინებენ. მკოცნის გამეტებით, ამავედროს ნაზად ისე როგორც მწყურვალი წყალს დაეტაკება . მის ამ ჟესტში უნორმო მონატრებისა და ჟინისმაგვარს ვგრძნობ. როგორც „ჩვენი“ პირველი კოცნის დროს ტვინი შვებულებას იღებს ხელს მიქნევს კარგად იყავიო და ქვეყნიდან კიარა პლანეტიდან გადის ალბათ ამ ფაქტით ავხსნი იმას, რომ ჩემი თითები ავალიანის თმებში აღმოჩნდა ტუჩები კი კიდევ უფრო ახლოს ჩემს ბაგეებთან. რა დამეტაკა რატომ როგორ და რისთვის არვიცი. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ეს არის ის რომ ყოველთვის მთელი 24 წელი რასაც მინდოდა როგორც მინდოდა და როცა მინდოდა მაშინ ვაკეთებდი, იმ წამსაც ასე გადავწყვიტე ალბათ. თითოეულ უჯრედში ვნებაგამჯდარმა და ალექსანდრესგან ჭკუიდან გადაყვანილმა, 10 წლის უნახავი „ცოლივით“ დავუკოცნე ის გემრიელი ტუჩები „ქმარს“. თავიდან გაუკვირდა, მერე ჩაეღიმა ბოლოს ის სინაზეც სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და საჯდომზე წამატანა ხელი, ჩემი ფეხები მის თეძოებზე რომ აღმოჩნდა თავისი ხელები კიდევ ერთი ჩემს უკანალზე და მეორე თმებში მაშინ მივხვდი რა გავაკეთე. დენდარტყმულივით მოვშორდი ,მისგან „ჩამოვხტი“ საერთოდ ხელებიდანაც დავუსხლტი. თვალებ გაფართოებული და პირზე ხელებ აფარებული ვუცქერდი სულ რამდენიმე წამი, წარბშეჭმუხნულს ირონიულს და გაკვირვებულს, ცრემლი ,რომ გადმომვარდა , ფეთიანივით ვეცი კარებს და გარეთ გამოვარდი. „ გლუვტვინიანო ქალო! ეს რა გააკეთე?“ ბაღში გასული, უკვე მერამდენედ ვილანძღავ საკუთარ არაპროგნოზირებად ქცევასა და ხასიათს. რას იფიქრებდა?ისედაც უთავმოყვარეო ბინძური ქალი ვეგონე ახლა ხომ საერთოდ. ბავშვივით ისტერიული ტირილი მივარდება მე სულელს, ტვინი არ გამაჩნია გეთანხმებით. ზზუსტად 20 წუთი ვარ ასეთ დღეში აფეთქებული,ახურებული ჯერ კიდევ ავალიანის გემო შერჩენილი. ბოლოს თავს ვთოკავ და ვწყნარდები, მე არვიყავი რომ ვამბობდი ის რაც აღარ გამოსწორდება, მასზე დარდს მნიშვნელობა აღარ აქვსთქო. რაც იყო იყო , არ უნდა ვინანო რასაც გავაკეთებ. მაგრამ ამას როგორ არ უნდა ნანობდე? სად წავიდა ჩემი პრინციპეპი და აზრები საად? რატომ ქრება ყველა და ყველაფერი როცა ჩემთანაა როცა მეხება როცა მიყურებს, მელაპარაკება, მკოცნის.... „ღმერთო! არვარ მე კარგად!“ დაოკებული,დაწყნარებული, თავგალანძღული და ჯერ კიდევ დარეტიანებული,ამაყი ქალის ნიღაბს ვირგებ. მოკლე სარაფანს, რომელშიც ერთი ინდივიდი რამდენიმე წუთის წინ ხელებს დააცოცებდა, ვისწორებ და ჩემების მოსაძებნად მივდივარ. მათ დანახვაზე მირტყავს თავში გიორგის და ნენეს წყვილი, ნეტავ დარეკეს? რა დროს ესაა საერთოდ ალექსანდრე თუ ნახეს ბიჭებმა? ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! და კიდევ ჯანდაბა! ნამდვილად ჩაიშალა ჩვენი დასვენების გეგმები! -ვაა ნინა, გაიღვიძე? ჩვენ უკვე ვისაუზმეთ აღარ გაგაღვიძეთ ძილის გუდავ! ეხლა მაინც დაისვენოსთქო - იკრიჭება თორნიკე და ხელს მხვევს. -გასაგებია, ბურდულს და ანანიძეს ხომ არ დაურეკავთ? -კი დილით,კარგად ვართ და მინიმუმ სამი დღე არ ვიქნებითო, გასულები არიან მომსახურების ზონიდან.-აუღელვებლად ამოუშვა უმცროსმა ბურდულმა, სიცილსიცილში. -მორჩა? სულ ეგ იყო? კიდევ რაო? ნენეს ელაპარაკეთ?-გაკვირვებული ვაყრი კითხვებს მე-ცნობისმოყვარე. -ხოიცი არა გიორგის ხასიათი? მეტს რამეს გვეტყოდა? რა უნდა უქნას თქვენ კიდე, მაქსიმუმ ცოლად მოიყვანოს და სამეგობროს პირველი ბავშვით ჩამოვიდნენ.-უდარდელია ამაღლობელი. -რა მშვიდად ლაპარაკობთ გადავირიე- საუბარში ერთვება ნია. -იმიტომ რომ ბავშვი ხარ !-ბურტყუნებს დათი და წვენს ყლუპავს. -არა იმიტომ,რომ იდიოტი ხისთავიანი აზიატი კავკასიელი არ ვარ,ვიწრო ლოგიკით და აზროვნებით!-აგრესიული მაგრამ მაინც რბილი ტონი აქვს გავაშელს. -მემგონი შენც ნენეს გზას გინდა გაგიყენო!-გამომწვევად იხრება დათი ნიასკენ და ასეთივე გასაგიჟებელი ხმით ჩურჩულებს მის ტუჩებთან. ისედაც მართლა ბავშვური,მეამიტი ნიაკო კიდევ უფრო დაბნეული მეამიტი და ბუნჩულა ხდება ,წამისწინანდელ კლანჭებს უზადოდ მშვიდად „იჭრის“ და თვალების ფახუნით უცქერს მაიმუნ,კმაყოფილ ამაღლობელს . ერთმანეთს თვალებში აშტერდებიან სულ ცოტაც და დიდი დათა ამაღლობელი თავს ვეღარ შეიკავებს! -...ჩვენც აქ ვართ-მსუბუქად ახველებს ნიკა და ღიმილნარევი მზერით უყურებს „გვრიტებს“. დათიც ნიაზე თვალმოუშორებლად,თავის ადგილს უბრუნდება. -თავხედი!-ჭარხლისფერი გავაშელი ბუტბუტებს და თავს ხრის. -გავიგე!-წარბაწევით, ისევ გამომწვევად პასუხობს „ჯამბო“. -აი დარდი!-სიტყვას არ არჩენს ქალბატონი, დათის გამომწვეობა მოსაგონია იმდენად „ სექსუალურად“ დგება სკამიდან ეს ბავშვი და ხელს მკიდებს- წამო ნინა აუზზე ავიდეთ თორემ სანამ ზოგზოგიერთის ჩლუნგი ტვინი ერთი ადგილის აწევას მოიფიქრებს წასვლის დროც მოვა.-კმაყოფილი,ირონიული ღიმილით შესცქერის გააფთრებულ, ვნებააშლილ კაცს. აუზისთვის საცურაო კოსტუმი მჭირდება ამისთვის კიდევ ნომერში უნდა ავიდე, რაც პირდააპირპროპორციულია იმისა რომ შეიძლება ავალიანი ვნახო,ამას კიდევ დამიჯერეთ ჩემი გული ვერ გადაიტანს! ან რა შევაგებო მის კიდევ უფრო კმაყოფილ და ირონიულ მზერას? ვერც ნიას „მივატოვებ“ ამწამს, თორემ მოღალატედ შემრაცხავს და „დამადეპორტებს“. უკვე მერამდენე ჯანდაბა დღეს! -კარგი- ვბურდღუნებ ბედს შეგუებული და სულ პაწაწინა იმედი მაინც მაქვს იმის, რომ ის ხეების ბელადი ნომერში არ დამხვდება. „საზიზღარი“ “იდიოტი“ “ხეპრე“ „თავხედი“ “გაუწონასწორებელი“ „გლუვტვინიანი“ეს იმ სიტყვების სულ მცირედი ჩამონათვალია რითაც აპილპილებული ნია გავაშელი დათი ამაღლობელს, ლიფტში კოლიდორში და ოთახის კართან ამკობდა .ალბათ, მერეც. ვერ გეტყვით. მე ჩემი ნომრის კართან დავრჩი გულ ამოვარდნილი. „ოღონდ შიგნით არ იყოს ოღონდ იქ არ იყოს ღმერთო“ ლოცვა-ლოცვაში ჩამოვწიე კარის სახელური და ყველაზე მგრძნობიარე ორგანო ამოვარდნილი შევედი საკუთარ ოთახში რომელშიც შემომისახლდა კაცი- კარგის არაფრის მომტანი, ჯმუხი და უემოციო. თითქოსდა უზარმაზარი ლოდი მოგხსნენს მხრებიდანო ხომ გაგიგიათ ან გიგრძვნიათ ზუსტად ასეთი რამ ვიგრძენი მაშშინ როცა გავაცნობიერე რომ ჩემი ჰორმონების „ამწევი“ ნომერში არ გახლდათ. ჩანთა ისევ ისე იდო,მაისური ისევ ისე ეგდო , ყველაფერი ისე იყო როგორც დავტოვე/დამატოვებინეს. ერთი განსხვავებით ამ დამპალ გულს გამჩერებელი არავინ ჰყავდა . იზრდებოდა და იზრდებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პულსი, სიცოცხლისთვის უმნიშვნელო არსების გამო. მთელ ოთახს ავალიანის სურნელი ჰქონდა. ალექსანდრე ავალიანის... ხე ავალიანის... „კარგი მოკეტე და რისთვისაც მოხვედი ის გააკეთე !საღამოს კიდე სანამ ვიღაცვიღაცეებს უნახავთ შენი საქმრო და მაგრა უჟეჟიათ, უთხარი რომ აქედან აორთქლდეს“ „კი უთხარი, მაშინვე ჩაბარგდება და წავა არა კაცო თქმა რად გინდა მზერაშიც კი მიხვდება რა გსურს და გადაფრინდება თბილისში, როდი იყო ავალიანი შენს სურვილებს არ ასრულებდა ცხოვრება?“ „ორივემ მოკეტეთ!“ გამწარებული ვაჩუმებ ჩემს ორ თავხედ „მეს“ და ჩანთისკენ ვიხრები რომ რისთვისაც შემოვბრძანდი ის გავაბრძანო. -ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებ!-შიშისგან ერთხელ ხელებში ჩავაკვდები ამ გაჭირვებულს! -აააააააააააა- ისევ კივილი ისევ შიში ისევ მოულოდნელობა და ისევ უდროო დროს გამომხტარი ჩემი „ამჯანყებელი“.-სულ შეიძლება ასე მიხეთქო გული?? და საერთოდ აქ რა ჯანდაბა გინდა შეენ? სხვა ოთახი ვერ ნახე? თუ ყველა ნომერი დაკავებულია? რატომ გადამეკიდე რა გინდა? ხომ ვაკეთებ იმას რაზეც შევთანხმდით? თავი დამანებე რაა, ორშაბათამდე მაინც მომასვენე, მერე ყოველდღე მომიწევს შენი ჯმუხი სიფათის ყურება ცალკე სამსახურში და ცალკე „ჩვენს“ „ტკბილ ოჯახში“-თითებს ვიხმარ ბრჭყალებისთვის, ერთიანად აფეთქებული, ისევ ისეთი გაუწონასწორებელი როგორიც ხშირშემთხვევაში ვარ ხოლმე,ემოციურიც. -ასეა საჭირო,რაღაცრაღაცეებს უნდა მიგაჩვიო! -თვალს მიკრავს, თავხედი!-კარგია რომ მოხვედი უკვე ვიღაცის გამოგზავნას ვაპირებდი რომ მოეყვანე გამოიცვალე და მივდივართ!-კატეგორიულია აქვს ტონი.- და კიდევ ერთი, ნუ სარგებლობ იმით რომ ქალი ხარ თორემ გპირდები ერთხელ მართლა ვერ შევიკავებ თავს და მაგ გრძელ ენას ამოგგლეჯ!-ჩემს წინ მდგარი ყბაზე მიჭერს ხელს თავს მაწევინებს და მის სახესთან ახლოს მიყვანილს მიმარცვლავს ბოლო წინადადებას. -არსად არ წამოვალ შენთან ერთად!-კბილებში ვცრი და ვცდილობ ხელი მოვაშორებინო, როგორც თქვენ გამოგლიჯეთ საკუთარი სახე იმ ტორებიდან ისე მე! -მემგონი უნდა იცოდე რომ ერთხელ ნათქვამს მეორედ არ ვიმეორებ რაც შეეხება სადმე წასვლას, მაინც წამოხვალ გინდა ეს შენ თუ არა! უბრალოდ შენთვისვე უფრო კომფორტული იქნება ზედმეტი წივილკივილის გარეშე გამობრძანება. -მე აუზზე მივდივარ და არა შენთან ერთად, გასაგებად ვამბობ? ფეხებზე მკი*ია შენ რას აპირებ!-გაცეცხლებული ვიღებ ჩანთიდან შავ საცურაო კოსტუმს და აბაზანაში ვიკეტები. ზედ აღარ ვუყურებ, ვიცი კარგს ვერაფერს დავინახავ. მშვიდად ვიცვლი,სარაფანს ვიცვამ და კარს ვაღებ... ჩემი აბაზანიდან გასვლა და კარზე კაკუნი ერთია... აივანზე იყო, მოაჯირზე დაეყრდნო ხელები და როგორც სჩვეოდა რაღაცას გაშტერებოდა... იქით, ჰორიზონტზე... გამაცია... „ეს თუ ნიკოლოზია ან რომელიმე ჩვენგანი“ „გირჩევნია გარბოდე ნინა!“ არ გამოუხედავს, რეაქცია ნოლი... არ წყდებოდა და ჩერდებოდა ბრაგუნი ნომრის კარზე... -ნინა აქ ხარ?-ნიას ხმა რომ გავიგე ცოტა დავმშვიდდი. -რა ხდება?-კარს ვუახლოვდები. -აქედან გითხრა? რომ გამიღო კი არ შეგჭამ!-გაბრაზებულია, რა ხდება? ითვლით მერამდენე ჯანდაბაა დღეს? „კარგი რაც არის არის!“ ღრმად ვსუნთქავ და სახელურს ვექაჩები, ჩხაკუნით იხსნება საკეტი და ჰოლაა!! ნია ნომერშია, ისევ ისეთი აჭარხლებულ აფოფრილი... -არა ყველაფერი რომ ჩემს ჯინაზეა! აუზი დაკეტილიაო წარმოგიდგენია? ეს რა სასტუმროა? ადმინისტრაციას უნდა დავაფარო ყველაფერი თავზე!- კი ნია მე რომ შენი ხასიათი ვიცი, უაჭველი დააფარებ კი არა ერთმანეთს ვერ გაასწრებენ ისეთ ამბავს უზავ! ნერვიულად მიმოდის ოთახში... როცა ამჩნევს. თვითონაც კივის, ისე ყველას რომ ეგეთი რეაქცია აქვს?! თითქოს ბრედ პიტი მყავს აივანზე. -მოიცა ეს... ეს ავალიანია?-გაოგნებული მიდის მისკენ და „აუღებელ ციხესიმაგრეს“ პროფილში აკვირდება.ისე თითქოს სამუზეუმო ექსპონატი იყოს.-არა ნამდილად ავალიანია მაგრამ აქ რა უნდა ? მემგონი მოლანდებები დამეწყო! ღმერთო შენ მიშველე...-თვალებ გაფართოებული მიცქერს ხან მე ხან ღმერთს ხანაც ხეს... -რა ნენესავით ქოთქოთებ ნია?-არანაკლებ შეწუხებული სახე მაქვს მე. -აქ რაუნდა?-ჩურჩულებს ოთახში შემოსული და ჩემს წინ სავარძელში ეშვება. ვიღას ახსოვს გართობა და აუზი. -მე რა ვიცი, მიდი და კითხე-თავს ვიქნევ ვისტრაჟისკენ საიდანაც არაჩვეულებრივად ჩანს .-შემომისახლდა, აი ეს არის თავხედი ,დათი კი არა! მობრძანდა და განკარგულებებს გასცემს. „გამოიცვალე და მივდივართ“ -ხმას ვიბოხებ რომ უფრო კარგად გავაჯავრო.-როგორც შენ წაგიყვანს აქედან ისე მე! მივართმევ არ უნდა?...-გაცეცხლებული ვტიტინებ, ალექსანდრეს გასაგონად უფრო ვიდრე გავაშელის. -არა ნამდვილად ენა ამოძვრება!- მშვიდად ბურდღუნებს თავისთვის, მის ასეთ ხმას თუ ბურდღუნი ჰქვია...არც კი ტოკდება , ხომ გეუბნებით ხეა მეთქი არა? -„არა ნამდვილად ენა ამოძვრება“-ვიმეორებ ისევ მის სიტყვებს. რა მეტაკა? ვერ გეტყვით. ერთადერთი ის ვიცი, რომ იმ წამს ქაჯი შემომისახლდა და მთელი ჩემი ენერგიით მხოლოდ იმას ვცდილობდი ჭკუიდან ამეწია როგორმე. ალბათ შურისძიება მამოძრავდებდა, ხომ გეუბნებით არ ვიცი! ვერ გეტყვით. რაც ნათელი გახლდათ იყო ის რომ, ცეცხლს ვეთამაშებოდი, მალე რომ ჩამფერფლავდა ისეთს. წერას ვყავდი აყვანილი! -ნინა გაჩერდი!-თვალებს მიქაჩავს ნია- ჭკუიდან ნუ გადაიყვან! რამე არ გიქნას მართლა...-ისეთი თვალებით უყურებს გეგონება ისლამური დაჯგუფების წევრია. -არ გავჩერდები! რატომ ვერ ხვდები? რა უფლება აქვს აქ რომ ბრძანდება ? თვითონ აქვს გრძელი ენაც და ფეხებიც! ჭკუა საპირისპიროდ, საშინლად მოკლე. -გავასწროთ აქედან!-საჩქაროდ ფეხზე ხტება გავაშელი და ხელზე მქაჩავს-წამოდი! არამგონია აქ რაიმე კარგი მოხდეს, წამოდი ნინა!-მართლა შეშინებულია ნია -არა! თვითონ მიბრძანდეს!- ჩემი თავი იმ წამს იცით ვის მივამსგავსე? ბავშვს, რომელიც ფეხის ბაკუნით, ჯიუტად ითხოვს ნაყინს შუა ზამთარში. მობრუნდა. გაშრა გავაშელი... ახლა უკვე მე არ შემიხრია წარბი. -კარგი ქალბატონო, იყოს ისე როგორც გადაწყვიტე, მე გაგაფრთხილე! შემოგთავაზე.-მშვიდად მოდის ჩემსკენ, სიწითლეშეპარულ სფეროების მოუშორებლად, გზად სარაფანს ავლებს ხელს. -ალექსანდრე...-იწყებს ნია. -თავი დაანებე! არ გაბედო რაიმეს თხოვნა!-ეხლა მე ვუქაჩავ ნიას თავლებს. -შენ რამე დალიე?-გაოგნებული მიბრუნდება გავაშელი მე. სანამ რაიმეს გაკეთებას ან თქმას მოვასწრებ. გამჭირვალე კაბის მაგივრად გრძლი ლურჯი სარაფანი მაცვია, ზუსტად ის ალექსანდრემ „ხელს რომ გამოაყოლა“ და ავალიანის მხარზე ვარ გადებული, ზუსტად ისე, როგორც გუშინ ნენე ბურდულის და ზუსტად ისე ,როგორც დაჭრილი ნადირი მონადირის. მაგრამ ამ ყველაფერში განსხვავებაა იცით რა არის? იმ ნადირს მონადირეს რომ მიყავდა, ჩემზე მეტი გადარჩენის შანსი მაინც ჰქონდა აი მე კიდე უკვე არავის და არაფრის იმედი. მივიღე ის რაც მეკუთვნოდა. მოვიმკე ის რაც დავთესე. -ალექსანდრე გაჩერდი რაა, დააბრუნე! დააბრუნე გთხოოვ! ბიჭებმა რომ აქ დაგინახონ კარგი არაფერი იქნება!-უკან მოგვზდევს ტუჩებდაბრუცული ნია. „ღმერთს უყვარხარ შე გაჭირვებულო!“ მაშივნე ირთვება ჩემი შინაგანი მე, სასტუმროს კართან ბიჭებს ,რომ ხედავს... „კი ვუყვარვარ! ეხლა ნახე აქ რა ამბავი იქნება!“ -შენ...-გააფთრებული მოდის ნიკა.-აქ რა ჩემი ფეხე*ი გინდა? ჩამოსვი სანამ, გოგოების თვალწინ მიბვეგვიხარ!-კბილებში ცრის აფეთქებული. -თვითონ ასე გადაწყვიტა ნიკოლოზ!-ირონიული ხმა აქვს ავალიანს მაგრამ რა გინდათ იტყუება თუ რა? მართალს ამბობს, ესაა კატასტროფა!-ამიტომ ჩემი ჩემთან!-„სოლიდარულად“ უტყაპუნებს მხარზე ხელს და გვერდს უვლის, ზიზღით მომზირალ ახალაიას ბიჭებს რომ აჩერებს თავი დაანებეთო. ავალიანს? არა მე! მე მე! და ისევ მე! მე მეშვებიან ,თავს მანებებენ. მიშვებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ასე გადაწყვიტე. მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ კარიერას ნაშრომს სახელს და ღირსებას ვერ ვწირავ. ხმა არ ამომიღია, სიტყვა არ დამიძრავს გესმით? იცით მაინც ეს რა არის? ეს უკვე სხვა რაღაცაა, ახალაიამ თავისი თქვა, ცოლად გაყვები და კარგად იყავიო. საერთოდ ამ წამს გაყვები და კარგად იყავიო. ზუსტად ეს იმალებოდა მის „თავი დაანებეთ“-ში. მომეშვა. დანებდა, ავალიანს ჩემი თავი გაატანა. შეეგუა იმას რომ ავალიანმა კიდევ ერთხელ შეუსრულა. მეორე ავალიანმაც... თავისიანმაც, მე...მეც შევუსრულე და თან როგორ. ვირევი, სულ ერთ წამში ბრუნდება ყველაფერი უკუღმა... ყველაც... მერე ცუდად მხვდება ალექსანდრეს სიტყვები. „ჩემი ჩემთან“... საკუთარი თავი იცით ვინ არა უკვე, რა მგონია? ნივთი, ავალიანის ნივთი... ალექსანდრე ავალიანის ნივთი. ჩემი ხელით რომ გადავეცი საკუთარი თავი უსულო საგნად. # ყელაფერი იმაზე მეტად არეულია ვიდრე რომელიმე თქვენგანს ან ჩვენგანს წარმოდგენა შეუძლია. ვიცი რომ არცერთი გაჩერდება, ახალაიას გარდა. ვიცი რომ მოვა... ის ხუთი... მეორედ შერჩნილი ჩემი ხუთი. ერთადერთი რაც ავალიანის გვერდით მანქანაში მაკავებს არის იმედი, იმედი იმისა რომ ერთ დღეს დიდსულოვანი ნიკოლოზ ახალაია რაიმეს იზავს და მაპატიებს. მაპატიებს იმას რომ გადავუარე, გავთელე და მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრე... რთულია...საშინლად. # არ მაინტერესებს სად მივდივართ რატომ და როგორ. ისევ ფანჯარას ვარ მიშტერებული,ურეაქციოდ, უგრძნობლად.... -შეწყვიტე!-მკაცრი, კატეგორიული მაგრამ მშვიდი ტონი აქვს მომავალ მეუღლეს.მანქანა სავალი ნაწილიდან გადაუყენებია და მინაზე თვალმოუშორებლად დუდუნებს. ვფხიზლდები უფრო სწორად რომ ვთქვათ იმ წამინდელ რეალობას ვუბრუნდები. მიტირია, ახლაც ვტირი, გალუმპული მაქვს სახე, ხელები მოკანკალე.... ალბათ ამაზე „ბრძანა“ შეწყვიტეო. -ჩემგან რა... რა გინდა ავალიანო?-ვხრიალებ და ვაშტერდები, ტრიალდება . -შენ რა გინდა ჩემგან ამდენი წელია?ჭკუიდან გინდა გადამიყვანო? ჯერ ტიტინებ ტიტინებ ტიტინებ არ ჩერდები იცი რომ ცეცხლს ეთამაშები იცი რომ მაგიჟებ მაგრამ მაინც არ ჩუმდები მეორე წუთს ასეთ დღეში ხარ, მას შემდეგ რაც აანალიზებ რომ „დაიწვი“, ცრემლებად იღრები...ორი კაცი ერთად გინდა ...-თვალიბი უსისხლიანდება- შენი ვერაფერი გავიგე...-ალბათ იმას ამბობს იმ წუთას რაზეც ფიქრობს...-ერთ მომენტში შეგიძლია ბაშვი იყო მეორეში კი ქალი რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ.-ბოლო ფრაზას უფრო თავისთვის ბუტუბუტებს ვიდრე ჩემს გასაგონად და ღრმად ოხრავს. -რას მეუბნები ხვდები მაინც?-ვკივი მე. -ვერა!-ღრიალებს ბოლო ხმაზე და უკან გამხტარს , ჩემს კარებზე მიკრულს მიცქერს. გული გამიჩერდა ლამის ! მაგრად ურტყავს მუშტს საჭეს და გადადის. „ყველაფერი ერთი დიდი სიზმარია, არა უფრო კოშმარი!“ # მე ვტირი ის არ ვიცი.... მე მაკანკალებს მას არ ვიცი... მე საკუთარი თავი მძულს ,ისიც...მას არ ვიცი... მე არაფერი ვიცი მან არ ვიცი.... # როგორც ყოველთვის , ტირილისგან გამოფიტულს მეძინება, განსაკუთრებით გზაში.. მაშინაც ასე მომივიდა,.. გათიშულს მეძინება მთელი გზა. როგორც კი მანქანა გაჩერდა თვალები ვჭყიტე... მიყურებდა, იმხელა ტკვილი იყო მის ლურჯ სფეროებში, გული შემიქანდა. რატომ? არვიცი... მაგრამ ნაწყენი ის კი არა მე უნდა ვყოფილიყავი! თვალი ამარიდა,მეც ... ფანჯარას გავაშტერდი თვალში არცისე დიდი მაგრამ საშინლად ლამაზი სახლი რომ მომხვდა.. ხის შუშისა და ქვის...თანამედროვეობისა და ძველებურობის ნაზავი... სრულ სიმწვანეში ჩაფლული... სახლს დიდი ხის ფაქტურის ღობე შემოხვეოდა... ისეთი მყუდრო იყო გარედანაც კი... მთელ ეზოში შავებში ჩაცმულები იდგნენ, იარაღებით სათვალეებითა და უემოციო სახეებით.. დაცვა თანაც ამდენი... ქავთარაძე... სახლში აშკარად ვიღაცაა ან ვიღაცეები... ეს ადგილი რაჭას გავს მაგრამ... ჯანდაბა არაფერი ვიცი და მესმის. -სად ვართ ან რატომ? საერთოდ ახლავე ამიხსნი რა ხდება? გასაგებია?-კითხვებს ვაყრი. კატეგორიული ტონი მაქვს. მეტი ჩემი მტერი არაა გაჭრას და ამან რამე მითხრას. -ზედმეტ ტლიკინს გირჩევნია გადმობრძანდე!-მომაყარა და ცხვირწინ მომიჯახუნა კარები. ისე ეგდო ორივე რუგზაკი მხრებზე როგორც გუშინ ახალაიას... სიბრაზისგან წამოვხურდი.. გგონიათ ავალიანზე ვბრაზდებოდი? არა საკუთარ თავზე.. საკუთარ უსუსურობასა და უფუნქციობაზე... როგორც ნიკას მასაც პატრა ბავშვივით ავედევნე უკან. სახლიდან ახალგაზრდა 50წლამდე ქალი გამოვიდა უკან მოჰყვა ახალგაზრდა ბიჭი, უკან მდგარი ამალის მაგვარი. ალექსანდრემ ორივეს რაღაც უთხრა, ვერ გავიგე...შორს ვიყავი... ქალმა ჩემსკენ გამოიხედა. ჩემზე ელაპარაკებოდა ვაჟბატონი... ჩანთები გამოართვა და ჩემსკენ წამოვიდა აი ის ორი ახმახი კიდე უკანა ეზოში გაუჩინარდნენ... -გამარჯობა ქალბატონო ნინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!-სათნო ღიმილი და უზადოდ მშვიდი ხმა ჰქონდა „მასპინძელს“... -გაგიმარჯოთ, ძალიან გთხოვთ ეს ქალბატონო და თქვენობით ფორმა არა რაა-უხერხულად შევიშმუშნე მე.. -როგორც გნებ..იტყვი-წაიბორძიკა მაგრამ სწორად ჩააამთავრა-უკაცრავად, თვალებზე რა მოგივიდა შვილო?-შეწუხებული სახით შემომხედა თვალებში.. ინსტიქტურად წავიღე ხელი მათკენ, ალბათ წითლად გაიდღაბნა და შემისივდა... -არაფერი ნუ ღელავთ, თქვენი სახელი?-თემის შეცვლა ვცადე მე. -დალი შვილო. -სასიამოვნოა... -ჩემი სიკვდილი-ხელი იტკიცა ქალმა ლოყაზე-რას ვდგავართ აქ? გაგყინე ჩემო გოგო, წამოდი სახლში შევიდეთ...-შენობისკენ გამიძღვა დალი-გავიგე შენი და ალექსანდრეს ამბავი, ისე გამიხარდა. მასზე კარგს ვერც ინატრებდი ნინა... ბედნიერები ყოფილიყავით ცხოვრების ბოლომდე, შენ ნურაფრის შეგეშინდება.-გაბრწყინებული ლაპარაკობდა უკვე სახლში შესული მასპინძელი.-გეშიება დაღლილი იქნები,დაისვენე სანამ მაგიდას გავშლი...-თავზე დამტრიალებდა ეს ტკბილი ქალი, უხერხულება რომ შევატყვე თვალებში ,ვერ მივხვდი რას ვერ მეკითხებოდა, ბოლოს ამოთქვა მორიდებულად დალი დეიდამ.-შვილო ცუდად ნუ გამიგებ მაგრამ ოთახი ერთ.... -არა! ცალცალკე-შევკივლე შეშინებულმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით-ჯერ ხომ ხვდებით...-თავი დავხარე მე.. -გასაგებია გასაგებია...-ჩაეცინა დალის-შენ მაგაზე არ ინერვიულო ისე იქნება როგორც გინდა!-თბილად ჩამომისვა ზურგზე ხელი და სავარაუდოდ სამზარეულოსაკენ გაემართა. ჯერ კიდევ მბურძგლავდა იმის გაფიქრების დროსაც კი, რომ იყო ალბათობა ალექსანდრეს გვერდით ერთ ოთახში ერთ ლოგინში დამეძინა... ახლა არა მაგრამ მერე?! ქორწილის მერე?.. ჯანდაბებს ითვლით? „ყველაზე და ყველაფერზე უნდა დაველაპარაკო ამ ვაჟბატონს! სულ არ მაინტერესებს თვითონ რა სურს!“ როგორც დალიმ მიმასწავლა, იმ მიმართულებით წასული „საკუთარ“ ოთახს მივადექი. უბრალო იყო მაგრამ ისეთივე მყუდრო როგორც ეს სახლი (ჩემთვის სასახლე!) ,შესანიშნავი ხედით აივანზე...ბევრად მერჩივნა ჩემს ოთახს. მინდოდა რომ გავთიშულიყავი, საკუთარი ყველაფერი დამევიწყებინა.... ნიკაც, ნიაც, ნენეც, გიორგიც, ავალიანიც... ყველა.. საერთოდ ყველა... ისევ ჩამეძინა... # როცა გავიღვიძე,უკვე კარგად დაღამებულიყო ..მციოდა საშინლად, მიუხედავად იმისა რომ პლედი მეფარა(საინტერესოა ვინ დამაფარა?!)... ჩანთა სავარძელში დამხვდა... სანამ მივიდოდი ვლოცულობდი რომ ტელეფონი შიგნით ყოფილიყო...მაგრამ... წამის წინ შემოხვეული პლედი კიდევ უფრო კარგად შემოვიჭდე მხრებზე, ფეხებზე თბილი წინდები ამოვიცვი და აივანზე არსებულ ღრმა ფულფულა პუფში ჩავცურდი... გრილოდა... მიუხედავად იმისა რომ ავალიანის ჩემს ცხოვრებაში არსებობის დღიდან კითხვას კითხვა ემატებოდა, და ამ წუთისთვის თითქმის მილიარდი მაინც იყო... გავჩერდი, საერთოდ გავჩერდი.... არ მინდოდა მენახა და გამომეკითხა ყოველშემთხვევაში მაშინ... ვიჯექი და ვცდილობდი ყველაფერი იმ ფერებში დამეხატა რა ფერებშიც იქამდე ვხატავდი სანამ „ხატვს“ შემაწყვეტინებდნენ... გამქრალი იყო ვარდისფერი ფერი, დაკარგული მაგრამ მაინც ვექაჩებოდი… სულ ცოტახნით მაინც...ერთი საათით მაინც. გუშინ საღამოს საირმის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს აივანზე ვიჯექი, ორი გაპარული და ოთხი ჯერ კიდევ იქ მყოფი ჩემი მეგობრის პატრონი,გიჟი საქმროთი და სიამოვნებით გატენილი შაბათ-კვირის მოლოდინში.... დღეს საღამოს უკვე, უცნობი ადგილის უცნობი სახლის უცნობ აივანზე უცხო სავარძელში ვბრძანდებოდი, უმეგობროდ ისევ ისეთივე გიჟი საქმროთი , ცუდის მეტი არაფრის მომტანი თვეების მოლოდინში... როდემდე დავრჩებოდით აქ? ეზოს გადავხედე , კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო... აორთქლებულიყვნენ დაცვის ბიჭები... გამიკვირდა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. ზეცა იქუფრებოდა, ისედაც ამოღმებული თვალები კიდევ უფრო ამოუღამდა ცას,იწვიმებდა და თან როგორ.... წუილი გაჰქონდა ქარს, ერთმანეთს ეხვეოდნენ ეზოში მდგარი ფიჭვები, ნაძვები... ტირიფიც. სასმელი მომინდა ,დათრობა ,გალეშვა ისე ისე რომ საკუთარი სახელი დამვიწყებოდა... გავჩერდი, უკვე მერამდენედ... არვიცი, ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიჯექი აივანზე, ბოლოს ავდექი და დაბლა ჩავედი... დერეფნის კედელზე მყოფი საათი 22:47 აჩვენებდა... უფრო და უფრო ვიკრავდი პლედს გვერდებზე, ხის კიბეზე რომ დავეშვი, სასტუმრო ოთახში ფანჯარასთან მდგარი გავარჩიე,ისე იდგა როგორ სულ პირველად მის კაბინეტში, ისე როგორც საკუთარ სახლში ყველას ჩვენი ქორწილის ამბავი რომ გამოუცხადა, ისე როგორც ლისზე პირველი კოცნა რომ მომპარა, ისე როგორც საირმეში,ოთახში რომ შემომისახლდა, ისე როგორც ჩემს გულში, რომ შემოაბიჯა..... -ნინა შვილო უჭმელი, რომ ჩაგეძინა...-დანანებით თქვა სამზარეულოდან ხალათით გამოსულმა დალიმ. -არაუშავს დალი დეიდა არ მშია, დაწექით დაისვენეთ, რადროს სადილია!-გული გამითბო მისმა ასეთმა მზრუნველობამ. -კი მაგრამ, ესე როგორ შეიძლება? ჩაი მაინც დავლიოთ ერთად- ვედრებ ერია მის მზერაში. მე ჯერ კიდევ კიბის ბოლოდან მესამე საფეხურზე მდგომი მივშტერებოდი ავალიანს.სვავდა. -რათქმაუნდა, რა პრობლემაა!-თბილად გავუღიმე ქალს, ალექსანდრეს თვალი ავარიდე და უკან გავყევი სამზარეულოში. -შენ დაჯექი, ყველაფერი მზად მაქვს, ჭიქებში ჩავასხავ და მოვიტან, მომიკვდეს თავი შეგცივდა დედა?? რამე ხო არ მოგიტანო?-მერამდენე რაღაც შეიცხადა უკვე ამ ტკბილმა ადმიანმა, მაშინ ალბათ პლედში გაფუთული რომ დამინახა ის. გამეცინა. ნეტა რა მაცინებდა? -არ მცივა, მართლა! თუ რამეა და მაქვს ტანსაცმელი, თქვენ ნუ ნერვიულობთ-„დამშვიდებული“ უბრუნდება დალი თავის საქმეს. ცხელი ჩაი ლიმონით იმაზე კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ამ მომაჯადოვებელი სითხის გასინჯვის დროს მე და ეს არაჩვეულებრივი ქალი რას აღარ გადავწვდით სალაპარკოდ, როცა ვკითხე ვინ იყო მისთვის ალექსანდრე ასეთი პასუხი მივიღე. -ალექსანდრე? ყველაფერი შვილო, აი ხომ მიყურებ რაც მაცვია, მაფარია მაბადია და საერთოდ თავზე ჭერი რომ მახურავს ყველაფერი მაგ ოქროს ბიჭის დამსახურებაა, ეხლა რომ მისმენდეს ნეტა იცოდე რა დღეს დამაყრიდა მაგრამ რაც მართალია მართალია. ჩემს ქმარს ბიზნესი ჰქონდა რამდენიმე აფთიაქი და სუპერმარკეტი გურიაში, ბათუმში, ქუთაისში აქაც. არ გვიჭირდა, სამი შვილი გვყავდა.რაიონში ვცხოვრობდით მაშინაც, აქ რაჭაში. ჯოჯოხეთი ჩვენს ცხოვრებამ მაშინ დაირქვა როცა გავიგე უფროს ვაჟს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა ჰქონდა და ძალიან ძვირიან მკურნალობას საჭიროებდა. ყველაფერი გავყიდეთ რაც კი გაგვაჩნდა, გიჟს ვგავდით მე და ჩემი მეუღლე,ბოლოს გასაყიდი რომ აღარაფერი დაგვრჩა და ფულის საჭიროება კიდევ და კიდევ უფრო გაიზარდა, ვალების აღება დავიწყეთ. თედომ ყველა შეაწუხა, აბსოლუტურად ყველა.ხალხი ვისგანაც მედიკამენტები შემოჰქონდა, ბიზნესმენები ათასი ვიღაც... ზოგმა პირდაპირ უარი გვითხრა, ზოგმაც ეხლა თვითონაც გვიჭირს და არაფერი გვაქვსო. ბოლოს ორნი დაეხმარნენ, ღმერთო გამახსენე იმათი გვარი? ხო..ხო ახალაია და ქავთარაძე. საკმაოდ მოგვცეს თანხა მაგრამ ვაი ეგეთ მოცემას ერთ კვირაში რეკვები ატეხეს, ასე გიზავთ ისე გიზავთ ფული უკან მოგვიბრუნეთო...-გავშრი... ვიგრძენი როგორ ჩამომერეცხა ერთიანად სისხლი სახიდან.-ისედაც მკვდარი თედო კიდევ უფრო დაჩაჩანაკდა.როგორ არ ავუხსენით საიდან არ მოუარეთ მაგრამ იმ უწმინდურებმა არაფერი შეისმინეს, შვილი კი გადამირჩინეს მაგრამ ქმარი წამართვეს. 2 კვირაში ტყეში ვიპოვეთ ჩაცხრილული.სამი ობოლი ბავშვი შემრჩა ქვრივს, სახლი ბანკმა წაიღო, თედოს მეგობრები და ბიზნესიც აორთქლდა. ნოლზე დავრჩით,დღიდან დღემდე ძლივს გაგვქონდა თავი,ეხლაც მიჭირს იმ პერიოდის გახსენება...-მოთქვამდა დალი, ავყოლილიყავი მეც.-ბევრი რომ არ გავაგრძელო არვიცი საიდან მაგრამ გამოჩნდა დავით ავალიანი ალქექსანდრეს მამა , ღმერთმა გამომიგზავნა ეგ ოჯახი, ყველაფერი გაგვიკეთეს, სახლი, ბავშვების სწავლა, საკვები, ტანსაცმელი, აბსოლუტურად ყველაფერი ნინა... ლაშას უცხოეთში ასწავლა, დღეს მათ კომპანიაში მუშაობს მთავარი არქიტექტორია... ტყუპები ჯერ კიდევ უნივერსიტეტში არიან. შვილები გზაზე დამიყენეს ყველაფერი გამიკეთეს მათ ამაგს ვერასოდეს გადავიხდი... გგონია მხოლოდ მე ვარ ასე? არა, სვანეთშიც და რაჭაშიც რამდენ ოჯახს ეხმარებიან,უანგაროდ უდგანან გვერდში ყველას.... ალექსანდრეს იდეა იყო ბავშვებისთვის სკოლების აშენება, ჩვენთან ორია, სვანეთშიც ასევე. თბილისში რას აკეთებს კიდევ ღმერთმა უწყის... შორს წავედი, მაპატიე. უბრალოდ იცოდე ბედნიერ ქალად დაბადებულხარ ასეთ ოჯახში რომ ფეხს დგავ, მარტო ფულია? ბევრს ფული აქვს მაგრამ იქ შიგნით მთავარი არ გააჩნიათ ადამიანები არ არიან ნინა არა! ამ ყველაფრის ნათელი მაგალითიც მოგიყევი. დაიმახსოვრე, გაგიმართლა რომ გვერდით მისნაირი ადამიანი გიდგას, ალექსანდრე ავალიანის ნაირი!-ბოლო სიტყვები ხელზე ხელის მოჭერით წინ გადმოხრილმა გაშტერებულს დამიმარცვლა . -შვილო ხომ კარგად ხარ?-თავზე წამომდგარი მანჯღრევდა დალი დეიდა.-არ უნდა მომეყოლა მგონი... -ა.არრა.. კარგად.. ვარ-თვითონ ამოვიდა პირიდან სიტყვები,ალბათ, თორემ მე ამ ყველაფრის ძალა იმ წამს ნამდვილად არ შემწევდა. -დარწმუნებული ხარ?-არ მეშვება ქალი. თავს ვუქნევ. ვდგები და გამოვდივარ უხმოდ, უჩუმრად,უ-სულო-დ. ვგრძნობ როგორ მჩხვლეტს გულმუცელში რაღაც, როგორ მიკაწრავს შიგნეულს და როგორ მიმწარებს ისედაც გამწარებულ, არეულ სულს. „ახალაია და ქავთარაძე“ „ორ კვირაში ტყეში ჩაცხრილული იპოვეს.“ სმენადახშულს მხოლოდ დალის სიტყვები მესმის... არ ჩუმდება გონება... არ კეტავს იმ წყეულ მეტყველ „პირს“. ყველა აზრსა და ვარიანტს ერთად ვაწყდები, მინდა გავამართლო,მინდა ტყუილი იყოს უკვე მერამდენედ... მთელი სიძლიერით ასკდება სხეულს წამისწინანდელი მონაყოლი. „ნიკა ვერ იქნებოდა... თემური?! თემური ახალაია?! ნიკოლოზის მამა?!“ „ანდაც იქნებ სხვა ახალაიაა?“ „იქნებ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა რაღაც გაუგებრობა?!“ „ტყუილია!“ „ასეთები ვერ იქნებოდნენ! არ შეიძლება! არ შეიძლებააა!“ -არ შეიძლება-ვჩურჩულებ,ვგრძნობ როგორ ვეფლობი რაღაცა მყარსა და მჩხვლეტავში, სველშიც...დანამულში... როგორ ეჯახება ჰაერის ზღვა ნაკადი სხეულს,ისევე როგორც ტყუილებჩამორეცხილი რეალობა... ვგრძნობ როგორ შიშვლდება ყველაფერი ნელ-ნელა. მერე იმასაც საოცრად კარგად აღვიქვამ ვიღაცას ხელში რომ ავყავარ, მაგრად მიკრავს თბილ სხეულზე და მონოტორულად მკოცნის თავზე.... სურნელით ვცნობ, შანელის BLUE_ს სურნეელით... თბილა ავალიანის მკლავებში.... შვებას ვგრძნობ არვიცი რატომ მაგრამ ხომ ვგრძნობ?! არ მინდა გავუშვა და იგივე დაბრუნდეს, წამის წინანდელი სიცივე მთელს სულსა და სხეულში.. მაგრად ვეჭიდები ყელზე,ძალიან მაგრად ვერ აღვიქვამ მის გარდა სხვას. ვერავის და ვერაფერს. -არ დამტოვო!-ვხრიალებ ტილისგან ჩავარდნილი ხმით და მის კისერში ვეფლობი. ნიკოტინის ვისკის,BLUE-ს და კიდევ ალექსანდრეს სურნელში. პასუხად შუბლზე მკოცნის ავალიანი. -გეფიცები,კარგად ვიქნებით!-ბუტბუტებს ხრინწ შეპარული ტონით. „ვიქნებით“ მე და ავალიანი ვიქნებით, თან კარგად! სიგიჟეა, წარმოუდგენელი მაგრამ შესაძლოა რეალურიც. # ახლა როცა ვფიქრობ იმ დღეზე, ვხვდები რომ არა ის ღამე, ის რაღაც ნაპერწკალი... არ იქნებოდა, უფრო სწორად ვერ ვიპოვიდი იმ პატარა მარცვალს რასაც ალექსანდრე ნელნელა ფურჩქნიდა, აღვიძებდა და მთელ ჩემს გულს სენად ეხვეოდა. მის ოთახში მასზე მიკრულს არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ხვდებით მაინც ეს რაიყო? ოდნავ მაინც აანალიზებთ იქ იმ წუთას რა ხდებოდა? ისევ და ისევ არვიცი როდის გავითიშე, „ტკბილი ძილი ფერიავ!“ ბოლო სიტყვები იყო ეს, მერე მორფეოსი და ბოლოს მის სამყაროში გახვეული მე. # მთელი ღამე არ სძინებია ავალიანს, სძაგდა საკუთარი თავი ამ ყველაფრისთვის. ამავდროულად ვერ გაეგო რა იმალებოდა ქალში, არა მეშლება ავალიანის საოცნებო ქალში, მისო ცხოვრების ქალში. ქალში რომელსაც იმ წამს არაფერი ეტყობოდა ქალის. რა ეტყობოდა? ის რომ ბავში იყო, მოუმწიფებელი,მეამიტი, სუსტი იყო ჯერ შიგნიდან. ვერ ერეოდა იმ ყველაფერს რაც თავს დასტყდომოდა, ან ვინ მოერეოდა?! წვავდა შიგნიდან რაღაცა ალექსანდრეს, სწიწკნიდა, დანაშაულის შეგრძნება ჰქონდა მაგრამ ვერ გაეგო რატომ. ჯერ არიცოდა, მერე ალბათ გაიგებდა. ემბრიონის ფორმაში მოკეცილი ჩაეხუტებინა არსება, რომლისთვისაც ამდენი წელი „იბრძოდა“ „ნატრობდა“... უყურებდა უკვე ქალად ჩამოყალიბებულს,შევსებულს, წარმატებულს,გაზრდილს... „როგორ გაიზარდე!“ გაიელვა ავალიანის გონებაშ ფრაზამ...“მაგრამ მაინც ისეთივე გულჩვილ და პირდაპირ ბავშვად დარჩი“ „ასე რატომ უნდა მომხდარიყო ?!“ რიტორიკული იყო ბოლო კითხვა. პირველად თვით დიდი ალექსანდრე ავალიანი არეული იყო დაულაგებელი,იცით მაინც ეს რას ნიშნავდა? ავალიანი და გაურკვეველი? გაუგებარი? დაბნეული? არ არსებობდა ეს ყველაფერი მისთვის მაგრამ ნურას უკაცრავად გამონაკლისი იყო ნინია ბაბუციძე! ერთადერთი იცოდა ავალინმა, არ დათმობდა სულ, მთელი მსოფლიო რომ წინ გადასდგომოდა, თავისას დაარქმევდა, ხელს მოკიდებდა და აღარ გაუშვებდა... ასე ახლოს იყო მიზანთან და არ დანებდებოდა... # შუა ივნისში,ლამის ცა ჩამოიქცა, წუოდა ქარი,ყიოდა ბუნება. მაგრამ სიმშვიდე იყო ოთახში,იქ რაჭაში, ავალიანის საძინებელში, ნინიასთან ერთად. # # არ მჯერა რომ მოაღწია თქვენამდე ამ თავმა,შეპირებული დიდი ალესანდრეთი და ნინიათი გაჯერებული მსუყე თავი. ყველაფერი ვიცი და გეტყვით რომ ხმას არ ვიღებ, ღირსი ვარ იმის რასაც ფიქრობთ ჩემზე. უბრალოდ, არის რარაცეები რასაც ვერ ვიტვალისწინებთ. პ.ს ფოტოზეა ალექსანდრეს ოთახი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.