შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

capricorn(ტოროii)ნაწ.3. +18


19-03-2017, 19:28
ავტორი toroo
ნანახია 1 867

-ჟან? ეს ვინმე ახალია? -ზურგს უკან ვიყინები და ვერ ვხვდები ეს ცხადია თუ სიზმარი? მგონი მოჩვენებები მეწყება.
ერთიანად ვილეწები, როცა შემობრუნებული ვაცნობიერებ, რომ ფხიზლად ვდგავარ.
საფრანგეთში, პარიზში, წმინდა ტერეზას ქუჩაზე, საწყალ ქოხმახთან, ჩემს წინ, გამაყრუებელ ზუზუნსა და დამძიმებულ ჰაერში ლევან მაჩაბელი დგას.
-შეუძლებელია-ქართულად ვლუღლუღებ და ვგრძნობ როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ.
-არ არის შეუძლებელი, ასეც ხდება ხოლმე-ცინიკურად მიღიმის და ჩემსკენ ერთ ნაბიჯს დგამს.
ფაქტია ადგილზე ვიყინები და მავიწყდება რას ნიშნავს იაზროვნო, როგორც გონიერმა არსებამ
-ვარ კი ამ წამს გონიერი?-ვეკითხები ჩემს თავს და არანორმალურად მტკივდება თავი.
წავბარბაცდი, ლევანი ხელს იწვდის და სწრაფად მიჭერს, გონებაარეული ვდგავარ და გამოსახულებებს ვერ ვარჩევ, ვხვდები რომ ის არის, მაგრამ რა უნდა ჩემთან ?
-რატომ ჩამოხვედი?- როგორც იქნა გონებას ვიკრეფ და სრულიად ლოგიკურ კითხვას ვაჟღერებ
გაკვირვება არ ეტყობა, ცხადია ელოდა ჩემს ამ გაოგნებას.
-მოსანახულებლად-ჩუმად და ხავერდოვნად მეუბნება და თმას სახიდან მიწევს, თავიდან სასიამოვნო შეგრძნებებს წამში ცვლის შიში და სწრაფად ვშორდები.
-მესმის შენი რეაქცია, მაგრამ მინდა იცოდე ჩემი არ უნდა გეშინოდეს-აზრს არ ვიცვლი და მაინც გულგრილად ვუყურებ.
საოცარია, მგონი ნამდვილად ჭკუიდან ვიშლები რადგან ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ მისი თვალებია, რომლებიც მზად არიან ჩემი სულის ყველაზე ღრმა ნაწილში ჩაძვრენ და იქ აფათურონ ხელები.
-მე არავისი არ მეშინია-ხმა მიკანკალებს და ვამჩნევ, რომ ჩემი არ სჯერა.
-ჩემო კარგო, სახეზე გაწერია როდესაც ტყუი-თბილად მიღიმის და საბოლოოდ ჩემი გული სინათლის სისწრაფიდ ჩქარდება, სისხლის მიმოქცევა შხუის და არტერიული წნევა იმატებს.
-ლევან თუ გგონია შენი აქ ჩამოსვლა რამეს შეცვლის ძალიან ცდები, მე .. მე..-სიტყვას არ მასრულლებინებს და მიხარია რადგან არც ვიცი რა ვთქვა.
-ხო გითხარი უკვე, რომ ყველაფერი მესმის-დამაჯერებლად მპასუხობს, ახლა უკვე მჯერა მისი.
საკითხავია ქათამი ვარ თუ უბრალოდ ქალი ?
ნიავი სასიამოვნოდ მიღიტინებს, მაგრამ სიამოვნება მალე იცვლება სიცივით, ტანზე მაციებს და სვიტერს ვექაჩები.
-მოდი შევიდეთ, გცივა-მზრუნველობას ვკითხულობ მის მზერასა და სიტყვებში, მაგრამ რთულია დაკარგული ნდობის აღდგენა, ბოლოს ვნებდები და რამდენიმე წუთში ორივე ჩემს მოკრძალებულ ქოხმახში ვყოფთ თავს.
-აქ როგორ ეტევი?-გაკვირვებული მეკითხება და ცდილობს არაფერს დაეჯახოს.
-მე მყოფნის-გაბრაზებული ვბუზღუნებ.
ჰმ უკაცრავად ახლა ყველას იმდენი შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს სასახლეში იცხოვროს, დებილურ აზრებს უკან ვაგდებ და ვცდილობ სიტუაციაში გავერკვე.
-საიდან გაიგე ჩემი მისამართი?-წარბს მაღლა ვწევ და თვალებში ვაშტერდები, მალევე ვხვდები, რომ სისულელე იყო პირდაპირ ყურება და მზერას ვარიდებ, რადგან ეს უკანასკნელი საშინლად მაბნევს.
ხვდება ჩემს რეაქციას და მომხიბვლელად იღიმის, მაინც რა უნდა ამ კაცს?
-მგონი შენს შესახებ ინფორმაცია გრიფით საიდუმლო არ არის-ზედმეტად ირონიულად გამოსდის პასუხი და მაშინვე გადააქვს სხვა თემაზე საუბარი, როდესაც აბრიალებული თვალებით ვუყურებ.
-კარგია, რომ სწავლობ მომწონს შენი მიზანდასახულობა-ალბათ აინტერესებს სხვა ქალების მზგავსად რატომ არ ჩავვარდი პანიკებში და ცხოვრებაზე ხელი რატომ არ ავიღე.
ამასთანავე ვხვდები, არ უნდა ის ღამე გამახსენოს.
-ხო, ნელ-ნელა ვუწყობ ცხოვრებას ფეხს-მორიდებულად ვპასუხობ და ოთახიდან გავდივარ-ყავას დალევ?-ჰაერზე ვკითხულობ და მისი თანხმობის შემდეგ ვდგამ ჩაიდანს გაზქურაზე.
ხმა არ ისმის, თვალებს ვხუჭავ, წარმოვიდგენ თუნდაც ამ სახლში რა ბედნიერი ვიქნებოდი ლევანთან ერთად მარტო.
მგონი პარიზი მართლაც ჯადოსნური ქალაქია, ჩემში რაღაც თბილი ღვივდება და დებილივით მეღიმება.
ჰაერი იძაბება, ვგრძნობ მზერას, რომელიც თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და წამებში ის ჩემს ზურგს უკან სიცარიელეს ავსებს.
მბურძგლავს, როდესაც თმაში თითებს ათამაშებს და თავს უკან ვაგდებ.
-მაინც რამხელა მიზიდულობაა ჩვენს შორის დაკვირვებულხარ?-ხრინწიანი ხმით მეკითხება და ჩემი ნაცრისფერი თმა ცხვირთან მიაქვს.
ყნოსავს და სიამოვნების ბგერებს უშვებს პირიდან, მეც აღელვებული და გულაჩქარებული ვეყინები ერთ ადგილს
ჩაიდანი წუის, ლევანიც მშორდება, ჰაერი მოძრაობას იწყებს, გაჩერებული გული ფეთქვას.
ერთმანეთის წინ ვსხედვართ, ორივე ყავას ვსვამთ, გარეთ უკვე კარგად ბნელა.
-დიდი ხნით ჩამოხვედი?-სასხვათაშორისოთ ვეკითხები და მზერას კვლავ ვარიდებ.
-ორი კვირით, სიმართლეს გეტყვი შენთან ნამდვილად არ ჩამოვსულვარ, ღვინის ბიზნესში გარკვეული ხარვეზებია და უნდა გავარკვიო პირადად რაშია საქმე.
-გასაგებია-გული მწყდება, როგორც ჩანს ძალიან სწრაფად ვიცვლები, ჩემში აქამდე არარსებულ გრძნობებს ვამჩნევ, რაც არ მომწონს და ძალაუნებურად შუბლს ვჭმუხნი.
-გეწყინა?
-რა?-ვითომ გაოგნებუი ვკითხულობ და თავს ვლანძღავ იმის გამო, რომ ასეთი მგრძNობიარე გავხდი.
-ის, რომ შენს გამო არ ჩამოვსულვარ-ეშმაკურად მიყურებს და თავს მარჯვნივ სწევს.
-არა რატომ უნდა მწყენოდა ვინ ვარ მე შენთვის?-ვითომც არაფერი ისე ვპასუხობ.
-ხო, მართალია-არ ვიმჩნევ, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა საშინლად მხვდება გულზე, მე მგონი ეს კაცი იმაზე მეტად მომწონს ვიდრე მეგონა.
უხერხული სიჩუმე ვარდება.
-გაგიკვირდება და ძალიან გამიხარდა მანქანიდან, რომ დაგინახე ამ ქუჩაზე როგორ შემოხვედი, ვიცოდი რომ პარიზში იყავი, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩვენს შეხვედრას, არც კი მიფიქრია.
-ბედია ალბათ-გულწრფელად შევღიმი სახეში და თვალებით ვეფერები, მზრუნველ მზერას მაშინვე იმჩნევს და თვალებში ჭინკები უთამაშდება.
სწრაფად სწევს სკამს მასთან ახლოს, დეჟავიუ მემართება, მეშინია ამ წამების გაფუჭების, ვითიშები და ყველაფერი მავიწყდება, მიახლოვდება და ყურთან მოაქვს ტუჩები, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ საღ გონებაზე დავრჩე.
არ გამომდის, ჩემზე ძლიერია ეს ყველაფერი.
-ეგრე არ გამიღიმო თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ-სექსუალური ბგერები ეცემა ჩემს ყურებს და ლევანი მთელი ძალით მშორდება, ტუჩები მებუსხება, არ მსიამოვნებს მისგან დატოვებული სიცარიელე, არადა 10 წამის წინ რა კარგად ვგრძნობდი თავს?
-ჟანი ვინ არის?-ვითომ უინტერესოდ მეკითხება და ყავის ჭიქის გასარეცხად დგება.
ორჯერ მიბედნიერდება სახე, პირველი იმიტომ რომ ეჭვიანობს და მეორე ის, რომ საოცრად მიყვარს, როდესაც მამაკაცი სამზარეულოში თავს ისე არ გრძნობს, როგორც თაგვი ხაფანგში.
-ჩემი კურსელია და მეგობარი.
-გასაგებია-არ არის პასუხით კმაყოფილი, მაინც ქართველი და ევროპელი მამაკაცები როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან?-საკუთარ თავს ვეკითხები და ისევ სულელივით მეღიმება
დღეს უკვე ბევრჯერ გავუღიმე ჩემს თავს, და ამდენჯერვე ბევრი კითხვა დავუსვი.
-რა სიდებილე დამემართა?-კიდევ ერთ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, მაგრამ უკვე აღარ ვიღიმი.
-ჩემი წასვლის დროა, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, „Grand Palace”-ში ვცხოვრობ დროებით, მაინც რომ იცოდე რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს-მიღიმის და ქურთუკს იცვამს.
გული მწყდება ასე სწრაფად, რომ მტოვებს, საეჭვოდ ვნერვიულობ ყველაფერზე ერთად.
-კარგი, დროებით- კარებს ვხსნი და მზერა მეცვლება, როცა ჩემსკენ მთელი ძალით ტრიალდება.
-ტორო-მიყვირის თითქოს შორს ვიდგე ისე
-რა?-ბედნიერი ვპასუხობ რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში, იქნებ მე თვითონ ვიაქტიურო?არა, არა გეყოფა შენი აქტიურობით რაც მოიგე იცი კარგად-მახსენდება ძველი და საშიელი გამოცდილება და ადგილს ვეყინები.
-მალე შევხვდებით-შუბლზე მკოცნის და მისი ეს ზედმეტი სითბო ჩემზე იღვრება, ბედნიერებისგან ვიბერები და ხმამაღლა ვსუნთქავ.
კარები იკეტება და ახლა იმდენად ცარიელი მეჩვენება ეს ორი ოთახი, როგორც არასდროს.

---------ავტორი-------
ადამიანებს გვიყვარს ტრაგედიები, დრამები და სენტიმენტები.
საკვირველია, მაგრამ მაშინ უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც მარტო ვრჩებით ჩვენს ფიქრებთან.
-რას ვიხსენებთ ამ დროს?
პასუხი მარტივია, ყველაფერს რაც გადავიტანეთ, პირველად ყოველთვის მძიმე წუთები გვაგონებს თავს, შემდეგ კი ბედნიერი წამები, რომლებმაც ის გადაფარეს.
ეგოისტები ვართ, ყველაფერი ჩვენს გარშემო არის გულთან მიახლოებული.
გვიყვარს, მაგრამ ვტოვებთ.
გვენატრება, მაგრამ არ ვეუბნებით.
ვგრძნობთ, მაგრამ არ ვტირით.
-რატომ ?- იმიტომ რომ მოგვწონს იმის შეგრძნება, რომ ადამიანები ვართ-ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ შესწევთ ძალა შეიცნონ ყველა ემოცია თავიდან ბოლომდე.
******
ხუთვარსკლავიანი სასტუმროს 27-ე სართულზე, დიდი კოლიდორის ბოლო პენტჰაუსში, უკვე ოლიგარქი ლევან მაჩაბელი თვალებგაშტერებული უყურებდა უზარმაზარი ვიტრინიდან ხედს, ფიქრები ერთმანეთში არეოდა, კადრები განუწყვეტლივ მოძრაობდნენ.
მისგან ყველა რაღაცას ელოდა, ყველას გარკვეული მოლოდინი ჰქონდა, მუდამ ვარსკლავი და საუკეთესო უნდა ყოფილიყო აი ისეთი ვარსკვლავი ახლა, რომ მაღლა ცაში ძლივს მოსჩანდა, მაგრამ რაც უფრო კარგად დააკვირდებოდი უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენდა შენზე.
აი ის ვარსკვლავი დედამიწიდან სულ პაწაწინა სინამდვილეში უზარმაზარი, რომ იყო.
ბრწყინვალება თვალს, რომ მოგჭრიდა, მაგრამ ამ ბრწყინვალების იქეთ სიცარიელე , რომ დაგხვდებოდა.
თვალებს ისრესდა, ძილი ერეოდა...
სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაფასი დაარტყა, მთელი დღის უჭმელობის გამო, თავბრუ დაეხვა და სასიამოვნოდ გაუელვა თვალებში სინათლემ, ოდნავ შებარბაცდა და საწოლზე ჩამოჯდა.
თითქოს ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერს იაზრებდა მისი ტვინი ამ წამს.
ტელეფონი ახმაურდა, მამაკცმა ჯიბიდან ფრთიხლად ამოაცოცა და ჩუმად უპასუხა.
-Hello-ინგლისურმა სიტყვებმა გაიჟღერა ოთახში.
-დიახ მახსოვს ბატონო ნიკ, აუცილებლად მოვალ ხუთშაბათს.
-....
-კარგით, არ ვიქნები მოსაწყენი და აუცილებლად წამოვიყვან ახალგაზრდა ლედის თქვენი ხათრით.
-.....
-კარგით, კარგით არა მხოლოდ თქვენი ხათრით-ძალით გაიცინა მამაკაცმა და ტელეფონი გვერდზე გადადო.

დაღლილობამ თავისი გააკეთა და მხოლოდ პერანგშეხსნილი ლევანი მძიმედ დაეხეთქა საწოლზე, ხუთ წუთში კი მორფეოსის სამყაროში დაფრინავდა ისევე მძიმედ, როგორიც მისი ცხოვრება იყო.



№1 სტუმარი Guest ანი

ოოო რა პატარა თავია :-(

 


№2  offline წევრი toroo

Guest ანი
ოოო რა პატარა თავია :-(


ვიცი, უბრალოდ ახალი სიტუაციის დაწყება არ ღირდა <3

 


№3  offline წევრი მაია120

ძალიან გამიხარდა რომ ვნახე,მაგრამ არ მეყო...თუმცა ამ თავმა თავისი მისია შეასრულა, პატარა და "მუშაა" ველოდები შემდეგ ბუმბერაზ თავს, კარგი ხარ!
--------------------
წერწერა

 


№4  offline წევრი toroo

მაია120
ძალიან გამიხარდა რომ ვნახე,მაგრამ არ მეყო...თუმცა ამ თავმა თავისი მისია შეასრულა, პატარა და "მუშაა" ველოდები შემდეგ ბუმბერაზ თავს, კარგი ხარ!



საიდან მიხვდი, რომ ბუმბერაზ თავს ვამზადებ ??? :D <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უხხ კარგი თავი იყო!!!
მოუთბენლად ველი შემდეგს!!!

 


№6  offline წევრი toroo

nawkas12345
უხხ კარგი თავი იყო!!!
მოუთბენლად ველი შემდეგს!!!


მალე იქნება :*

 


№7 სტუმარი Guest ანი

მალეო და დღეს ველოდები ახალ თავს არ მაინტერესებს :-D :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent