შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (12)


24-03-2017, 00:42
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 596

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+  (12)

ელენე

არ ვიცი, როდის გავხდი იმ სამყაროს ნაწილი, რომელსაც დემნა, ნინა, ლეო, ლილე ერქვა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, ლეო და ლილე რა შუაში არიანო, თუმცა, დრო მჭირდება, რომ ყველაფერი ავხსნა.
დემნა პირველად რაღაც პოლიტიკოსების წვეულებაზე გავიცანი. არ მახსოვს, სხვა სახელი ჰქონდა მაგ თავყრილობას, მაგრამ მე პოლიტიკოსების დავარქვი, რადგან ეგენი ჭარბობდნენ მაშინ. იმ დღეს, ათიოდე კაცმა სცადა ჩემი შებმა. ცოტა არ იყოს, გამომწვევადაც მეცვა, თუმცა ვულგარული არასდროს ვყოფილვარ. ყველა თვალებით მაშიშვლება, მაგრამ მე მხოლოდ ერთს მივაჩერდი. რა თქმა უნდა, იმას, ვისაც არც კი გამოუხედავს ჩემსკენ. დემნა იყო... ნინასთან ერთად. ხალხში არასდროს იქცეოდნენ ზედმეტად, მაგრამ თვალებში ეხატათ დიდი სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ. ნინას მწვანე კაბა ეცვა, ოდნავ მოხსნილი დეკოლტით. ასე, მუხლს ოდნავ ზემოთ. წელზე მომდგარი, გამოყვანილი იყო, ქვევით თავისუფლად დავარდნილი, მუხლებს არ უფარავდა. საინტერესოა, რატომ ამოვიჩემე ის კაბა, თან იმ დღეს. მეც არ ვიცი, უბრალოდ, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ დემნას უყიდია. უცნაურია, ქალები წინასწარ ვხვდებით ხოლმე ყველაფერს და წიანსწარ ვამახვილებთ ყურადღებას იმ დეტალებზე, რაც შემდეგში ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება გახდეს.
დემნა და ნინა ჩემთვის უცნაურები, სხვისთვის კი ალბათ ზედმეტად ლამაზები იყვნენ. შორიდანაც შევამჩნიე, რომ ეს კაცი სხვა ქალის საკუთრება არასდროს გახდებოდა. შეიძლება, სხვასთან გაება რომანი, სხვა ქალი შეერთო, არ ვიცი, რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე, თუმცა, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო მომავალში, დემნა მაინც ნინასი იქნებოდა. ეს თავიდანვე ვიცოდი და პრეტენზია არასდროს მქონდა განგების მიმართ.
დემნა ისეთი ბიჭი იყო, დანახვისთანავე, რომ მიიპყრობდა ქალის ყურადღებას, იმავე წამს, მის მსკლავებში მოქცევას მოგანდომებდა. ვინ იცის, შეიძლება ერთი ნახვითაც შემიყვარდა. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, გიყვარდება მაინცდამაინც ის, ვისაც ფეხებზე ჰკიდიხარ. ნინა კი ძალიან ლამაზი იყო. მუქი ხორბლისფერი კანი და გრძელი შავი თმა ჰქონდა. თითქოს საშუალო სიმაღლისა, თუმცა, სადაც არ უნდა გამეხედა, მაინც მის გრძელ ფეხებს ვხედავდი ხოლმე. არ ვიცი, როგორ ახერხებდა. უცნაურია, რომ მხოლოდ შორიდან ეტრფოდნენ. ვერავინ ბედავდა მასთან სიახლოვის ცდასაც კი. ადამიანები თითქოს რაღაცა ძალის მეშვეობით გრძნობდნენ ნინასგან მომავალ ხიფათს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიფათი ზედმეტად მიმიზიდველი იყო, მაინც თავს იკავებდნენ. დემნა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ეგრევე „ვენი ვიდი ვიცის“ პრინციპი გამოიყენა და გაამართლა კიდეც. იმ დღეს, ყურადღების ცენტრში იყო წყვილი, რომელსაც ყველა გარშემომყოფი ჭორავდა: „არ შეეფერებიან“, „ნინასნაირ ქალს ოჯახში ვერ შევუშვებ“, „ქმარგაშვებული ქალია“ - მესმოდა ყოველი მხრიდან რეპლიკები, რომელიც სინამდვილეში შურით უფრო იყო გაჯერებული. ნინასი შურდათ, რადგან დემნას მსგავსი კაცი არასდროს შეხედავდა იმ დარბაზში მყოფ ნებისმიერ ქალს. ალბათ სასაცილოა, როგორი აღფრთოვანებითაც ვწერ ამ ქალზე. ვაღიარებ, კაცი, რომ ვყოფილიყავი, უგონოდ და უპასუხოდ შემიყვარდებოდა.
ნინას მართლა პანტერას ინტუიცია ჰქონდა. შორიდანვე გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო საშიში იყო ჩემთვის, ვიდრე მე მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნინას შეეძლო ჩემი მთელი ცხოვრების დანგრევა, მე კი ახლოსაც ვერ მივეკარებოდი, მაინც საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა. თითქოეული დეტალით, გამოხედვით მაგრძნობინებდა ხოლმე, ჩემი კაცი შენი არასდროს გახდებაო.
საოცრად გამიკვირდა, როცა ის და დემნა დაშორდნენ. დემნას მეგობარი მერქვა უკვე. რატო დაშორდნენ, არავინ იცის. „კარიერისთვის არ გამომადგებოდა ასეთი ქალი“ - მპასუხობდა ხოლმე და ყოველთვის ვიცოდი, რომ კარიერის გამო მე მიმატოვებდა, ნინას კი არასდროს. მათი დაშორება რაღაც უფრო სერიოზულ მიზეზთან იყო დაკავშირებული, რადგან ჩემთან ყოფნის პერიოსდშიც კი სულის მაცოცხლებელი ძალა იყო ნინა დემნასთვის.
ერთხელ დემნას და ლეოს ჩხუბი მოვისმინე. მაშინ უკვე ერთად ვიყავით. დემნას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სამსახურიდან ადრე გამომიშვეს და შუადღისას სახლში ვიქნებოდი.
- რამდენი ხანია რაც იცი? - უყვიროდა ლეოს.
- რა მნიშვნელობა აქვს? რა *ლეობის გამო მიატოვე, ხვდები მაინც? რომ მეთქვა რას იზამდი, უფრო ადრე დაშორდებოდი? - ლეოც არანაკლებ აღელვებული ჩანდა.
- ანუ შენც მღალატობდი, ჯანდაბა! - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა დემნამ.ასეთი გაცეცხლებული არასდროს მინახავს.
- რამდენი ხანია, რაც იცი? - ჰკითხა ლეომ წყნარად.
- გავიგე და მივატოვე - დემნას ხმას ცრემლის კვალი შეეპარა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს გვერდით მყოფი კაცი, სხვა ქალს ასე აშკარად და უსირცხვილოდ მისტიროდა.
- როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი? - ჰკითხა ლეომ.
- არა - უპასუხა დემნამ წყნარად. არ ვიცი, რა დამემართა იმ წუთებში. მომინდა, რომ მივვარდნოდი და მთელი სიმძლავრით მერტყა მისთვის სახეში, დანა ჩამერჭო გულში, დამესაჭურისებინა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? მოვკლავდი კაცს, რომელიც ნინას ეკუთვნის და მოკვდებოდა კაცი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.


ლილე

ერთი წლის განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ლეოს ოჯახთანაც და თავად ლეოსთან. დედამისი ხუმრობით აფრთხილებდა ხოლმე, ასეთი ლამაზი და პატიოსანი გოგო პირველად ვნახე შენს სიახლოვეს და გაუფრთხილდი იცოდეო. ყველგან თან დავყვებოდი, ყველაზე კარგი კი ის ფაქტი იყო, რომ ერთი ბიზნესი გვქონდა. ლეოს ძმას ხატვა ძალიან უყვარდა და პატარა ბავშვივით მივუჯდებოდი ხოლმე გვერდით, ერთად ვხატავდით. ის სახლებს, ჩიტებსს, ხეებს, მე კი ტანსაცმლის დიზაინს ვქმნიდი.
ერთხელ ლეო ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა სახლში. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ნერვები მოშლილი ასე. ხან მე მებღვირებოდა, ხან გიორგის.
- ნუ ხარ ეგრე - შევედი მის ოთახში და საწოლზე უგუნებოდ მიწოლილ ლეოს მივეხუტე. კისერში ვაკოცე, კისრიდან მის მკლავებზე გადავედი.
- გიო სადაა?
- სძინავს - ვუპასუხე კოცნა-კოცნით. - რომ მოგეფერო, გამხიარულდები?
- რავიცი, შენ მაინც სცადე - ღიმილი შეეპარა სახეზე.
- ჩემი სიყვარული ხარ - წამომცდა და ტუჩებში ვაკოცე. ვგიჟდებოდი მის ტუჩებზე, მის წვერზეც ვგიჟდებოდი, რომელსაც ყოველთვის საკუთარი შვილივით უვლიდა. შეიძლება ჩემს გამოც უვლიდა, ჩემს გამო ჰქონდა ყოველთის ფაფუკი, სურნელოვანი, რადგან მის წვერთან თამაშის მეტს არაფერს ვაკეთებდი ხოლმე.
- შენ კი ჩემი - როგორც იქნა, მთელი არისთ გამიღიმა. მაისური გავხადე და მხრებზე, ლავიწებზე, მკერდზე დავუწყე კოცნა. შემდეგ მუცელზე გადავედი. ახლა, რომ მახსენდებდა, ვხვდები, საყვარელი კაცის სხეულის შეგრძნებაზე უკეთესი არაფერია ქვეყანაზე. ჩემი საყვარელი პრესები და ოდნავ გაბნეული წითური ბაჯგვლები კოცნით ჩავიარე (ბანჯგვლებს მე ვეძახდი ხუმრობით, თორემ, სულ არ იყო ის ბანჯგვლები). გზადაგზა ჩემს ტანისსამოსსაც ვიხდიდი. ქამარი გავუხსენი და მისი მამაკაცური ღირსება ხელში დავიკავე.
- მმ, რა მადიანად გამოიყურება? - ვთქვი სერიოზულად, ტუჩზე ვიკბინე.
- შენ.. მე... ჭკუიდან გადამიყვან - სიამოვნებისგან ვეღარ სუნთქავდა.სანამ ხელებით ვეფერებოდი, სხეულდაჭიმული იწვა და ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა კანკალის შეკავებას, თუმცა მისი სხეული ენით აღუწერ ემოციას გადმოსცემდა. მისი სიამოვნების წერტილი ტუჩებში მოვიქციე, ლეო ეგრევე მოდუნდა და ღრმად ამოიოხრა. ვხვდებოდი ძარღვებში როგორ უდუღდა სისხლი. გულმკერდი ოდნავ წამოსწია, ხელი თმაში შემიცურა.
- ლილე... ახლა.... - ვეღარც დაამთავრდა წინადადება. მის ასოს დავეხსენი, საცვლები გავიხადე და ზემოდან დავაჯექი, ნელ-ნელა, რიტმულად განვაგრძე რხევა. მკერდზე მაგრად მომიჭირა ხელები. ფანჯრიდან შემოჭრილმა მზემ კი ისე გაანათა მთელი ოთახი, ერთმანეთის დანახვა გვიჭირდა. - შენ ხარ ეს მზე - მითხრა თითქმის კვნესით. ვცდილობდი, მთელ ხმაზე არ მეკივლა და მეზობლები არ შემეყარა.
- ქალღმერთი ხარ, დედოფალი ხარ - მეუბნებოდა ლეო.
- იქნები ჩემი ხელმწიფე? - თითი პირთნ ამომუცურა. ტუჩებს შორის მოვიქციე და ნაზად ვწუწნიდი.
- ხელმწიფეც და მონაც - მიპასუხა ქოშინით. როცა, სიამოვნების უკიდურეს წერტილამდე მივედით, მინდოდა, მთელი არსებით მეკივლა მიყვარხარ მეთქი, მაგრამ შემეშინდა. ერთადერთი, რაც წამოვიძახე, მისი სახელი იყო. ლეოს მკერდზე მოშვებით დავეგდე, კმაყოფილი სახით შევხედე.
- გიჟი ხარ - გამიცინა და მკლავები შემომხვია.
- მხოლოდ თქვენთვის - ვუპასუხე ღიმილით. ჩემზე შემოხვეულ მის ხელებს, ზემოდან ჩემი მკლავებიც შემოვხვიე. თვალები დავხუჭე. ყველაზე მეტად ის მიყვარდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ძილის წინაც და გაღვიძების დროსაც, ლეოს სურნელით ვიყავი გარშემორტყმული.
როცა გავიღვიძეთ, უკვე ღამე იყო. ისე გვშიოდა, ადამიანებს აღარ ვგავდით. გიორგისაც ეღვიძა, მანაც გამოგვიცხადა მშიაო და გადაწყვიტეთ, დარტყმული ოჯახივით, შუაღამისას წავსულიყავით რესტორანში. ლეოს ისევ გაფუჭებული ჰქონდა განწყობა, არ მეუბნებოდა რატომ და არც ვეკითხებოდი. საჭესთან მე ვიჯექი. მაინც ვერ ითმენდა, ხელს მუხლზე მიხახუნებდა უხასიათო სახით, მაგრამ მომენტებში მაინც ეპარებოდა ეშმაკური გამომეტყველება.
- ნახე რა დავხატე - თავის ნახატებს ანახებდა გიორგი ძმას.
- აბა მანახე - მიიხედა უკან ლეომ. ცერა თითი დაანახა კარგიას ნიშნად.
- ნუ ხარ გაბრაზებული - დავუცაცხანე.
- ნერვები მომიშალეს - აბუზღუნდა და თავი ფანჯარას მიადო.
- ნახე რა დავხატე - კიდევ აგრძელებდა გიორგი. ლეო არ უსმენდა, ფიქრებში წასულს, არც აინტერესებდა არაფერი.
- მე მანახე გიო - ვუთხარი მის ძმას. გზა თავისუფალი იყო და წამით მივიხედე გიორგისკენ. ამის შემდეგ მხოლოდ წინიდან მომავალი მანქანის ფარების შუქი მახსოვს, რომელმაც მთლიანად გადაფარა ჩემი მეხსიერება. შუქი და საზარელი შეჯახების ხმა. ვიღაცის ყვირილიც, თავის ტკივილი, რაღაც მკვეთრი ხმები, რომლებიც ერთმანეთში ირევა და ლეოს მწვანე თვალები, რომელიც ძველებურად აღარ ანათებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ალბათ სიმართლე გაიგო ნინაზე.უმაგრესი იყო,მაგრამ პატარა თავი.არ გეკადრება შენ ეგ smile
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Mariammmo

აუუუუ მზემზეეე ^____^
კი იყო პატარა, მაგრამ ძაამ საყვარელი თავი იყო <3

 


№3  offline წევრი cosmicgirl

dzalian magari motxrobaa da ise magrad tser rom mikvarxar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent