შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

capricorn(ტოროII)ნაწ.5. +18


25-03-2017, 13:37
ავტორი toroo
ნანახია 1 838

-------ავტორი-------
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში საშინელი არეულობაა, გარშემო ყველაფერი მიმოფანტიულად ყრია, ისე თითქოს გასულ ღამეს აქ ვინმეს ხელჩართული ბრძოლა გაემართოს.
ახალგაზრდა ქალი ფრთხილად დგება, ჯერ მშვიდად მიძინებული მამაკაცის პროფილს ღიმილიანი სახით უყურებს, შემდეგ კი სააბაზანოში მიიძურწება, წყლის ჩხრიალის ხმა ლევანზეც მოქმედებს და ზუსტად ორ წუთში თვალებს ზანტად ახელს.
თავი საშნლად სტკივა, ზუსტად არაფერი ახსოვს, მხოლოდ ფრაგმენტებად დაყოფილი გარემოებები ახსენდება.
ახსოვს ტეკილის ბოთლი, ლამაზმანი, მისი ისტორიები და ცუდი ფრანგული, ბოლოს ტაქსში როგორ კოცნიდა იქამდე, სანამ სუნთქვაში ხელი არ შეეშლებოდა, ტაქსისტის ირონიანარევი სახე და ბოლოს წყლის შხრიალის ხმა.
აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი, ქალის ლიფი და მისი ფეხსაცმელი, ბოთლები და გაფხრეწილი ზეწარი, საოცარი სანახაობა იშლებოდა ლევან მაჩაბეილს თვალწინ.
თავზე ხელი მოისვა, საშინლად სტკიოდა ტვინის ყველა უჯრედი, ამდენი ნამდვილად არ უნდა დაელია, აღარც კი ახსოვდა ასე როდის გაითიშა ბოლოს.
ამ ყველაფერს საკუთარი მიზეზი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ლევანი არ ცდილობდა რაიმეს მიხვედროდა.
წყლის ხმა მალე შეწყდა და აბაზანიდან ტრუსისამარა ლამაზი ქალი გამოვიდა.
-გამარჯობა-ქალმა მომხიბლავად გაუღიმა და საწოლზე შეხტა, ლევანს არ ესიამოვნა მისი ეს საქციელი, იცოდა ერთი ღამის ქალი იყო, ასეთი ძალიან ბევრი ჰყოლია, არც მის შიშველ დანახვას არ გაუოცებია მამაკაცი ამ დილა უთენია.
უმოძრაოდ და უემოციოდ უყურებდა.
-გავერთეთ, ახლა შენი წასვლის დროა-რამდენიმე სიტყვა მიაგდო და სააბაზანოში გასვლა დააპირა.
-მაშინვე უნდა მივხვედრილიყავი რა ნაგავიც ხარ, როდესაც სხვა ქალის სახელი დამიძახე-ამოისისინა ქალმა და თვალები დააბრიალა.
-რა თქვი?-ლევანი ადგილზე გაშეშდა, ნამდვილად არ ახსოვდა წვრილმანებში გუშნდელი ღამე.
-ხო, ვიღაც ტორი ახსენე-ქალმა ცუდად ჩაიცინა და ლიფი შეიკრა-ალბათ დღესაც მაგან დაგირეკა, ბოდიში არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ მე ვუპასუხე-გამარჯვებული ღიმილით დაემშვიდობა სახეარეულ ლევანს და კარები ხმაურიანად მიიკეტა.
მამაკაცი კი იდგა დაღონებული, ეს რა შარში გაეხვა, როგორ მოუვიდა ასეთი რამ?
ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ სექსის დროს ქალი ახსენა საერთოდ, მითუმეტეს სხვა.
შემდეგ კი საშინელმა დანაშაულის გრძნობამ დარია ხელი, ალბათ რას იფიქრებდა ტორო, მაგრამ მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა გაბრაზების, ლევანი მისთვის არავინ იყო, ესეც აღონებდა მაჩაბელს, ჯერ არავინ, რომ არ იყო.
ეს ქალი სერიოზულ შარში გახვევდა.
ახლაც კი, როცა დუშკაბინაში იდგა და ყოველი წვეთი, რომელიც მის სხეულზე ეცემოდა გარკვეულ ემოციას ატარებდა, ერთადერთი რაზეც ლევან მაჩაბელი ფიქრობდა იყო ის, რომ საბედისწერო ქალს მის ცხოვრებაში არაფერი ესაქმებოდა.
****
-მე და შენ, ორივენი ყველაზე დიდი საშინელებები ვართ, რაც კი შექმნილა ხო?-შეშლილი ღიმილი დასთამაშებდა ქალს სახეზე-აი უყურე, დავიბადეთ ერთი საშოდან, მე გავჩდი შეშლილი, შენ კი მოძალადე. ამაყობს დედა ჩვენით ვითომ?
-მოკეტე-ასეთი მრისხანე დიმიტრი არასდროს ყოფილა, ემოციებმა კაცი გაანადგურა, ნანობდა მის საქციელს, ყოველ ჯერზე ეგონა, რომ ყველაზე საშინელი რამ ჩაიდინა კაცისთვის, ის ხომ არ იყო მოძალადე, ყოველ შემთხვევაში მტელი თავისი ცხოვრება ასე ეგონა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ნ***ის დიდი გროვა იყო, როდესაც ლევანის სახლში გაეღვიძა.
სისხლი ჩამოიბანა და მიხვდა, ის რაც გააკეთა მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა, მოსვნებას არ მისცემდა, შეიძლებოდა ქალს თავი არ მოეკლა, როგორმე ეპატიებინა კიდეც, შესაძლოა ცხოვრებაც ორივეს გაეგრძელებინათ, მაგრამ შავ ლაქას ასე ვერ მოაშორებდა მის წარსულს, მოძალადის სახელი აჩრდილად დაჰყვებოდა ყოველთვის.
-არ მოვკეტავ, ჩვენ საშინელებები ვართ, ორ ადამიანს დავუნგრიეთ სიცოცხლე, რისი ღირსები ცვართ იცი ეგოისტობისთვის?-ნინო ამაყად ესაუბრებოდა ძმას, არ აინტერესებდა მისი გრძნობები, შეშლილი იყო, რეალობას უკვე ვერ არჩევდა, მისი სიყვარული ავადმყოფობაში გადაიზარდა და ერთკვირიანი წამლების შემდეგ ვითომ გონს მოგებულმა სასტიკი უარი განაცხადა ფსიქიკურათ შეშლილთა კლინიკაზე.
-ნინო, ვიცი რომ დავაშავეთ, მაგრამ ადამიანები ვართ, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ასე ზედმიწევნით პატიოსნებას ვერ მოითხოვ, რატომ იცი?
-რატომ?
-იმიტომ რომ არ არსებობს, ჩვენ ყველანი ბნელი აზრების მონები ვართ, როგორც ვაზრვოვნებთ და რასაც ვფიქრობთ იმის გარშემო ვმოძრაობთ წრიულად, კარგი ფიქრები ყოველთვის კარგს შობს ცუდი კი პირიქით, ყველაში არსებობს პოტენციური მკვლელი, მოძალადე და საღი ადამიანი, შენ რომელს გააღვიძებ აი ეს არის მისია, ამაში გვცდის ღმერთი სწორედ-დიმიტრის ყბები დასჭიმვოდა, დასთან ბრძოლა უკვე აღარ შეეძლო. მოთმინებას იჩენდა მისი კაპრიზების მიმართ, რადგან ნინო ავად იყო და ძალიან უყვარდა, მაგრამ არც თვითონ გრძნობდა თავს კარგად.
დიმიტრის შიგნით ემოციათა და გრძნობათა საშინელი ქაოსი შერეოდა ერთმანეთს, აქ გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობდა, აქ იმას ჰქონდა მნიშვნელობა რომელს ჩათვლიდა დიმიტრი კარგად ან ცუდად.
ის საკუთარი თავის არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი იყო, რაც მუდამ ეხმარებოდა წინსვლაში, მაგრამ ამასთანავე სინდისი ქენჯნიდა მის „მე“-ს რადგან ადამიანობა ჯერ არ დაკარგვოდა.
-ნინო წამოდი დაიძინე-მხარში ამოუდგა დას და ერთად დატოვეს კაბინეტი.
ნინო ტიროდა, კადრებად ახსენდებოდა მათი ბოლო თბილი საუბარი ამ კაბინეტში, მაშინ ყველაფერი სხვანაირად ეგონა, მაშინ არ უფიქრია, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, მაგრამ ხვდებოდა მისი ბრალი იყო, მისი აზრების მონა გახდა, აირია ყველაფერი გარშემო მხოლოდ იმიტომ რომ ძლიერი არ აღმოჩნდა, სუსტი იყო ამ სამყაროსთვის.
საბანი გადააფარა დამწუხრებულ დას, მაგრამ შვებას მაინც ვერ პოულობდა დიმიტრი პირველი, იცოდა ყველაფერი მარტივად არ მოგვარდებოდა, რაღაცისთვის ემზადებოდა მისი სხეული, ეს მეტამორფოზა მისდა უნებურად მიმდინარეობდა-თან ჩუმად და გაურკვევლად.
--------ტორო--------
ვდვები, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ვერ ვბრაზდები და ვერც ვცოფდები, უბრალოდ ამის მიზეზი არ გამაჩნია, რადგან არავინ ვარ მისთვის.
ტელეფონს ვიღებ და გაშტერებული ვუყურებ, ერთიანად ვიძაბები, ნუთუ შუბლზე მაწერია, რომ ყველამ ფეხით უნდა გადამიაროს, აუცილებელია ყველაფერი ვთქვა და ვიყვირო, რომ მიხვდნენ თუ როგორ მტკივა მეც.
ბავშვობიდან ასეთი ვარ, არაფერს ვიმჩნევ, იმდენად დიდი მოთმინების უნარი მაქვს, როგორც თხის რქას შეეფერება, რომ გარეგნულად ეს ყველაფერი საოცრად ინფანტილურ და ამჩემფეხება განწყობას იძენს, ამიტომაც ლოგიკურად ყველას ზედაპირული ვგონივარ.
ასე არ არის, რადგან ამ ყველაფრის მიღმა აისბერგის კანონი მოქმედებს.
გარედან დანახული 10 პროცენტი, შიგნითა 90 პროცენტს ნამდვილად არ უდრის, არამედ ბევრად აღმატება.
უნივერსიტეტში რობოტივით ვმოძრაობ, ჟანის სისულელეებს ყურადღებას არ ვაქცევ, მეტინკიცება როგორც შეუძლია, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ დავურეკო თუ არა ლევანს კიდევ ერთხელ?
რატომ მიკვირს, რომ შეიძლება ქალი ჰყოლოდა?-არ მიკვირს, მაგრამ საშინლად არ მსიამოვნებს, მზად ვარ ის საშინელაქცენტიანი ქალი დავასახიჩრო, წარმოვიდგენ, როგორ ვურტყამ ცხვირში და სიამოვნებისგან ვიღიმი, ჟანი ყურადღებას მაქცევს და მეკითხება თუ რა მაცინებს, მისთვის ახსნის თავი არ მაქვს, უბრალოდ ვემშვიდობები და ავტობუსის გაჩერებაზე ავდივარ.
სახლში მისულს ნინკას შეტყობინება მხვდება სკაიპში. მეუბნება, რომ აუცილებლად დავურეკო, როდესაც მოვიცლი, ვპასუხობ, რომ დღეს არ მეცლება და მომავალ დღეს აუცილებლად შევეხმიანები, არ მპასუხობს. ალბათ არ არის საიტზე ამიტომ ლეპტოპს ვხურავ და აბაზანისკენ მივდივარ.
ლევანისთვის მიცემული პირობა უნდა შევასრულო.
აბაზანაში შესვლის წინ ტელეფონი რეკავს.
-ალო, როგორ ხარ?-მის ნერვულ ტონს ვცნობ და მეღიმება, რადგან მივხვდი მიხვდა, რომ ყველაფერი გავიგე, ალბათ ჩაუკარკლა ქალბატონმა ამბები.
-კარგად ლევან შენ?-ჩვეულებრივად ვპასუხობ, ალბათ ჰგონია, რომ გადავიფიქრე წამოსვლა და ნიადაგს მისინჯავს.
-არამიშავს, რომელზე გამოგიარო?-ეტყობა, რომ არ ელოდა ამ რეაქციას და ამოისუნთქა.
-ჩვეულებრივად როგორც შევთანხმდით, რაც შეეხება კაბას-მინდა რაღაც ვუთხრა, მაგრამ მაწყვეტინებს.
-შენ უბრალოდ ყველანაირად მოემზადე, კაბას მე მოგიტან-ბედნიერი მეუბნება და ტელეფონს მითიშავს.
საშინლად მსიამოვნებს ამ ადამიანის არსებობა და თან იმის, რომ ასეთი რაღაცნაირია.
ჩვენი არეული და ქაოსური ურთიერთობაც პარადოქსულად მაგიჟებს.
თმებს ვისწორებ და მსუბუქად ვიკრავ, შუაზე ვიყოფ და გრძელ ჩოლკას წინ ვაგდებ, თვალებზე შავ ჩრდილებს ვისვამ და ხორცისფერ პომადას ვიტარებ ტუჩებზე, სასიამოვნო სურნელის კრემს ვინაწილებ სხეულზე და ნარცისო როდრიგესს ვისხამ, ეს სუნამო არაბმა შეიხმა მაჩუქა კაზინოში და შემიყვარდა.
წითელი ბიუსჰალტერი და ტრუსი ერთმანეთს აკვდება, ასევე წითელი ფეხსაცმელი, რომელიც სულაც არ არის ძვირადრირებული, მაგრამ აშკარად, როგორც ვიტყოდით „ვიდიანია“.
მზად ვარ.
ხალათს ვიცვამ და ლევანს კარს ვუღებ.
თვალები დახუჭული აქვს, მხოლოდ კაბას მაწვდის, რომელიც შავ პარკშია გახვეული.
-რატომ არ ახელ თვალებს?-სიცილით ვეკითხები და შიგნით ვატარებ.
-მინდა ერთიანობაში აღგიგქვა-ისიც სიცილით მპასუხობს და ჩემს გამორთმეულ პარკს ხელს აყოლებს.
-დამელოდე-იდუმალი ხმით ვეუბნები და ვუჩინარდები.
-სიცოცხლი ბოლომდე-ჩუმად დუდღუნებს ლევანი, მაგრამ მე მაინც მესმის და სიამოვნების ბუსუსები მაყრის.
შავი ატლასის კაბას ვიღებ, იმდენად სასიამოვნო მატერიაა, რომ ლამისაა ხელში ჩამადნეს, რატომ ველოდი სასწაული თვლებით გაფორმებულ კაბას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მისი სადა გემოვნება ჩემსას ემთხვევა.
აქვს ბიჭს გემოვნება, იცის რაც მიხდება.
ცხოვრებაში პირველად ნარცისიზმი მიპყრობს და სარკეს თვალს ვერ ვაშორებ, იქიდან სხვა გოგო მიყურებს, თავით ტკბობას ვაგრძელებ რადგან ესთეტიურობის მოყვარული ვარ, ვგიჟდები სილამაზეზე.
ვიცი, რომ მე ვარ სარკეში, მაგრამ მაინც სხვა მგონია და ვფიქრობ, რომ ასე შორიდან ვზვერავ ვიღაც ულამაზეს გოგოს, მალევე ვრწმუნდები აზრების ალოგიკურობაში და ოთახს ვტოვებ.
ლევანი ტრიალდება და მის თვალებში ყველაფერი ნათლად ჩანს.
-ქალღმერთი ხარ-ორ სიტყვას მეუბნება და ჩემკენ მომავალ გზას ორ ნაბიჯში ფარავს.
ერთიანად ვხურვარ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მეც არ ვიც რატომ ვარ ასე კეთილი და რატო მეცოდება დიმიტრი.
ზუსტად ვიცი იმიტომ არა რომ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სახელი ქვია.
ააარრრ ვიციიიიიი

ჩემი თავი მძულს ამის გამო რომ მეცოდება და ვცდილობ რაიმე სულ პატარა გასამარტლებელი მიზეზი ვიპოვო.
მომწონს ლევანის პერსონაჟი. მინდა რომ უკეთესად ცცამოაყალიბო უფრო გამოაჩინო ტოროს პიროვნნება კი ჩნას მაგრამ ასე უფრო ძლიერი გამოჩნდება!!!!
ველი შემდეგს მოუთბენლად!!!!

 


№2  offline წევრი toroo

nawkas12345
მეც არ ვიც რატომ ვარ ასე კეთილი და რატო მეცოდება დიმიტრი.
ზუსტად ვიცი იმიტომ არა რომ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სახელი ქვია.
ააარრრ ვიციიიიიი

ჩემი თავი მძულს ამის გამო რომ მეცოდება და ვცდილობ რაიმე სულ პატარა გასამარტლებელი მიზეზი ვიპოვო.
მომწონს ლევანის პერსონაჟი. მინდა რომ უკეთესად ცცამოაყალიბო უფრო გამოაჩინო ტოროს პიროვნნება კი ჩნას მაგრამ ასე უფრო ძლიერი გამოჩნდება!!!!
ველი შემდეგს მოუთბენლად!!!!




ისტორია დასასრულისკენ მიმყავს... საინტერესო სურპრიზები გელოდებათ :) მადლობა, რომ კითხულობ. <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

[quote=toroo][quote=nawkas12345]მეც არ ვიც რატომ ვარ ასე კეთილი და რატო მეცოდება დიმიტრი.
ზუსტად ვიცი იმიტომ არა რომ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სახელი ქვია.
ააარრრ ვიციიიიიი

ჩემი თავი მძულს ამის გამო რომ მეცოდება და ვცდილობ რაიმე სულ პატარა გასამარტლებელი მიზეზი ვიპოვო.
მომწონს ლევანის პერსონაჟი. მინდა რომ უკეთესად ცცამოაყალიბო უფრო გამოაჩინო ტოროს პიროვნნება კი ჩნას მაგრამ ასე უფრო ძლიერი გამოჩნდება
ველი შემდეგს მოუთბენლად!!!![/quote]



ისტორია დასასრულისკენ მიმყავს... საინტერესო სურპრიზები გელოდებათ :) მადლობა, რომ კითხულობ. <3[/quote


მისმინე შეტყობინებების ყუთი გაასუფთავე რა ვერ გწერ მესიჯს

 


№4  offline წევრი toroo

შეგიძლია მომწერო

 


№5  offline წევრი kethrine

აუ ახლა არ თქვა დიმიტრისკენ გული მოუბრუნდებაო თორე მე გავაფრენ... :-) :-) აუ სად გაწყვიტე ისე,ესაა საქმე??
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ტოროსი რა მოგახსენოთ და შენ ნამდვილად ხარ საოცრება.მეცოდება დიმიტრი რადგან თვითონ მიხვდა მის დანაშაულს,თუმცა ეს საქმეს ვერ გამოკეთდა თუ.ლევანი ხომ ძალიან მაგარი ბიჭია.დასასრულს არ დაველოდე და ნამდვილად გამაოცა შენმა ისტორიამ.აღფრთოვანებული ვარ
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი toroo

kethrine
აუ ახლა არ თქვა დიმიტრისკენ გული მოუბრუნდებაო თორე მე გავაფრენ... :-) :-) აუ სად გაწყვიტე ისე,ესაა საქმე??


kethrine
აუ ახლა არ თქვა დიმიტრისკენ გული მოუბრუნდებაო თორე მე გავაფრენ... :-) :-) აუ სად გაწყვიტე ისე,ესაა საქმე??



მსგავსი არაფერი მოხდება :*


La-Na
ტოროსი რა მოგახსენოთ და შენ ნამდვილად ხარ საოცრება.მეცოდება დიმიტრი რადგან თვითონ მიხვდა მის დანაშაულს,თუმცა ეს საქმეს ვერ გამოკეთდა თუ.ლევანი ხომ ძალიან მაგარი ბიჭია.დასასრულს არ დაველოდე და ნამდვილად გამაოცა შენმა ისტორიამ.აღფრთოვანებული ვარ



მადლობა ჩემო კარგო, ტორო უკვე მეც ბერვებს მიშლისს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent