შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

capricorn(ტოროII)ნაწ.7. +18


3-04-2017, 22:18
ავტორი toroo
ნანახია 1 918

-------ავტორი--------
მე მინახავს ადამიანები დაბადებულან, როგორც მხეცები და ბოლოს წრუწუნებად გადაქცეულებს შეუფარებიათ სხვების კალთებში თავი.
მე მინახავს ადამიანები დაბადებულან წურბელებად და აუშენებიათ სასახლეები.
მე ბევრი რამ მინახავს და ბევრიც გამიგია, არაფერი მიკვირდა თითქოს, მაგრამ მაინც აღმოჩნდება ხოლმე სასწაული, რომელიც პირს დაგვაღებინებს და მიწიერებიდან გამოგვთიშავს.
კაცობრიობა ყოველთვის იპოვნის მისთვის აღმოუჩენელს და ეს გააძლებინებს მას ყოფას, და თუ ადამიანებს აღარ ჰქონდათ სინათლის სხივისა და ახლის ნახვის სურვილი, მაშინ დაღუპულა კაცთა მოდგმა.
ახალია ადამიანებში სიყვარული, სასაცილოა, მაგრამ ეს მარადიული გრძნობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა მაინც ახალია. იმდენჯერ ნაცადი და მაინც უცდელი.
-რატომ?
იმიტომ რომ ის ყველასთან სხვადასხვანაირად მოდის, ყოველ ჯერზე სახეს იცვლის, და ვერც ერთი მატყუარა ვერ იქნება ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს გრძნობა და ვერც ერთი კეთილშობილი ადამიანი ვერ იქნება ისეთი წრფელი, როგორც მარადიული სიყვარული.

დახრილი ასოებით ჩაიწერა ეს სიტყვები დღიურში, რომელიც ძლივს ჩაეტია ეგრეთ წოდებულ“კლაჩში“.
ბედნიერი ქალი კი მიწვა მთლიანად მინდობილი და სასურველი კაცის გვერდით, კაცისა რომელიც ყველაფერს ერჩივნა ამ წამს, კაცისა რომელიც უყვარდა თან ზუსტად ისეთი როგორიც იყო.

------ტორო------
სასიამოვნო შეგრძნებით ვიღვიძებ. ვხვდები, რომ ჩემს გარშემო ახლა გაზაფხული ტრიალებს, მუცელი კივის, გონება წივის, ცხვირით ვგრძნობ მის სურნელს და ხარბად ვისუნთქავ, რომ არასდროს დამავიწყდეს.
ჩემი ბედნიერება მწვერვალებს ეთამაშება, მის სახეს თითებს ვადებ და კონტურებს ვხაზავ, ვბედნიერდები მისგან.
მოწოლილი გრძნობებს ვერსად ვერ ვუშვებ და ჩემში ვიტოვებ, თანდათან მბერავს და მეშინია არ გასკდეს რადგან ვერ ვიტევ.
-რა უცნაურია ეს ცხოვრება, რა მემართება?-ჩემს ტვინში ეს კითხვები გარშემო ტრიალებენ და ყველა ხვეულს აწყდებიან, პასუხს ვერ ვპოულობ რადგან კიბოს მეტასტაზებივით ედებიან ტვინისა და გულის ყოველ უჯრედს ლევანის ნაპერწკლები, ღვივდებიან და სითბოს მიღვრიან, ხან მუცელთან მჩხვლეტენ ხან კი სახესთან, მის ყოველ მოძრაობას და ქცევას ვიხსენებ, წამითაც ვერ შევადარებ იმ საშინელ ღამეს, რადგან ეს სასწული შეგრძნებები ახლოსაც ვერ მივა ცხოველურ ვნებასთან. რუსების თქმის არ იყოს გუშინდელ ჩვენს საქციელს თავისუფლად ვუწოდებ „სიყვარულით დაკავებას“, მაგრამ ამის წარმოდგენისას მეშინია, რადგან არ ვიცი ლევანი რას ფიქრობს ჩემზე.
მე კი მიყვარს, მაგრამ აი მას? -ნამდვილად საკითხავია.
იმედგაცრუება მიტანს და შიში მიპყრობს, ვაითუ მე სულ სხვას ვფიქრობ და ის აინუნშიც არ არის, იმდენი „იქნებ“ მიგროვდება ტვინში, რომ ლამის არის გავგიჟდე.
სახე მექუფრება.
მახსენდება ის გამონათქვამი, რომ სექსის შემდეგ ქალებს უფრო მიმზიდველი ეჩვენებათ მამაკაცები, აი მამაკაცებს კი პირიქით-რატომ მახსენდება ასეთი სისულელეები ახლა ან საერთოდ რატომ ვკითხულობ?-აბსურდულად ვუბრაზდები ჩემს თავს და საწოლიდან ფრთხილად ვდგები.
უცნაურები ვართ ქალები, ჩვენს ტვინში, რომ წამის მეასედში ფიქრები გაირბენს ეგ კაცს ალბათ ოცი წელიც, რომ მისცე მაინც არ მოუვა თავში აზრად.
როგორც წესია ლევანის შავ პერანგს ვიცვამ და ცხვირზე ვკოცნი საყვარელ მამაკაცს, მისი სურნელით ვერ ვძღები რადგან ეს უკანასკნელი საშინლად არომატულია, მისი სუნამო და სისუფთავის სუნი თავგზას მიბნევს და ვოცნებობ, რომ გაეღვიძოს.
კადრებად მახსენდება გუშინდელი ღამე, მისი შეხება მთელს სხეულზე, ჩემი კრუნჩხვა და ორივეს სიამოვნებისგან ამოსვრილი ხმები.
სააბაზანოში შევდივარ და წყალს ვივლებ, მისი დუშგელით ვბანაობ და თან თვალებს ვხუჭავ.
ვერც კი ვხვდები, როდის მოვასწარი მისი ასე შეყვარება, ფაქტია ყოველთვის მაგიჟებდა, მაგრამ ეს ვიტომ გამოგონილი პეპლები ამ ჩემს მუცელში როდის გაჩდნენ-თავს კითხვებით ვხუნძლავ და აბაზანიდან გამოსული ისევ ლევანის პერანგს ვიცვამ, სველ თმას უკან ვყრი და კარებს ფრთხილად ვკეტავ.
კაკუნის ხმა მაშინვე ისმის და მის გასაღებად მივდივარ, ახალგაზრდა ბიჭი ჩემი ნახვით არ არის შოკირებული რადგან დარწმუნებული ვარ მე მისთვის ასეთ ფორმაში მყოფი მეათასე სტუმარი მაინც ვიქნები.
საჭმლით სავსე გორგოლაჭებიან მაგიდას ფრთხილად ვაგორებ ოთახში და მადლობას ვუხდი შავგვრემან ბიჭს.
მაგიდაზე კრუასანები, ყავა, მარწყვი, შოკოლადის მუსი და ფორთოხლის წვენი აწყვია.
ვერაფერს იტყვი იდეალური საუზმეა, ვერანდაზე გავდივარ და რბილ სავარძელში ვეშვები, არ ვიცი ლევანმა რამდენი ენერგია დახარჯა წუხელ, მაგრამ ფაქტია გემრიელად სძინავს.
-რა არის ბედნიერება?-ალბათ მეათასედ ვუსვამ ჩემს თავს ამ შეკითვას და ისევ არ მაქვს პასუხი.
მაგრამ ვფიქრდები და ვხვდები, აი ეს არის ბედნიერება. ნუთუ რა უნდა ინატრო ქალმა იმაზე მეტი, რაც ამ წამს მე მაქვს?
ალბათ საყვარელი ადამიანისგან იგივე გრძნობა მაკლია, ხო ალბათ ასეა.
მაგიდაზე დადებულ ლევანის ლეპტოპს ვწვდები და მუხლებზე ვიდებ, სკაიპში შევდივარ და მომენტალურად ნინკას წერილი მხვდება
-აქ ხარ?
-კი ამ წამს შემოვედი, შენ რა ვანგა ხარ-ვწერ და ღიმილიან კაცუნებს არ ვიშურებ მისთვის.
-ჰაჰაჰა, ხო აბა არ იცოდი? მიდი დამირეკე
ვურეკავ, ზუსტად ორი ზარის შემდეგ იღებს წითელ ხალათში გაოწყობილი, ჩვენს ძველ სახს ვუყურებ და ვგრძნობ საქართველო ოდნავ მენატრება.
-სად ხარ?-ხედით გაკვირვებული ნინკა ემოციურად მეკითხება
-სად ვარ და ლევან მაჩაბელის ნომერში, გუშინ სექსი გვქონდა-ვითომც არაფერი ისე ვეუბნები და მის სახეს არ ვიმჩნევ
ორ წუთიანი დუმილის და ნინკას ჩამოგდებული ყბის ფონზე თავს ვეღარ ვიკავებ და მეცინება.
-გაგიჟდი რა გაცინებს? მიტხარი, რომ ტყუილია
-ნინკა ხო იცი შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ, არ მოგატყუებ მართლა გუშინ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ღამე იყო- არ ვიცი ქალური თავმოყვარეობის ბრალია თუ რისი, მაგრამ ამ სიტყვებს ჩუმად ვეუბნები, რადგან შესაძლებელია ლევანს ეღვიძოს და ესმოდეს.
-არ არსებობს, დეტალებში დროზე-ბრძანებლურ კილოს იკრავს და წარბს მაღლა მიწევს
-რა დეტალები გინდა ადამიანო მეტი, ახლა მთლიან ნღამეს დეტალებში ვერ მოგიყვები თან არ გაიგოს აქ არის
-ვაიმე ახლა გავგიჟდები
-არ გაგიჟდე დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა
-შენ რა გიყვარს? ხო, ხო, ნამდვილად გიყვარს, აბა სხვა ვარიანტში...
-მოდი ყველაფერს აქ და ახლა ნუ მომაყოლებ დაგირეკავ სხვა დროს-მავედრებელი თვალებით ვუყურებ და ეგოისტურად მიხარია მისი საქციელი.
-კარგი, ტორ იცოდე, რომ მიყვარხარ-ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და მისი გამოსახულება ეკრანიდან ქრება.
-მეც მიყვარხარ-ჩუმად ვეუბნები, მაგრამ გვიანია.. ვერ გაგონა.
მიხარია, რომ არსებობს.
ფიქრები მაშინ წყდება, როდესაც ლევანის მზერას ვგრძნობ, საოცარია მაგრამ ყოველთვის ვხვდები როდის მიყურებს.
-გაიღვიძე?- ღიმილით ვდგება თეთრი ფუმფულა სავარძლიდან და საწოლისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ.
-სტოპ, გაჩერდი-ახალგაღვიძებულისთვის შეუფერებელი ხმით მაჩერებს და ჩემსკენ შეცვლილი თვალებით იყურება, თეთრი ზეწრიდან მისი ოქროსფერი ფეხი მოჩანს, გულ-მკერდზე გადაღეღილი აქვს საბანი და ბალიშზე მიყრდნობილი ამაყად მიყურებს.
-ჩემი ქალი ხარ, უნაკლო ქალი-სწრაფად დგება და ახლოს მოდის, სრულიად შიშველი მეკრობა, სირცხვილს უკან ვაგდებ და მეც ვეხვევი.
-მინდა, რომ მაკოცო აი აქ- ტუჩზე ხელს ვიდებ და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ.
გააზრებას ვერ ვასწრებ, რომ ტუჩებზე მეტაკება და კედლისკენ მივყავარ, მის ფეხს ჩემს ფეხებშუა აცურებს და ხელს ბარძაყზე ასრიალებს, ხელისგულს ძლიერად მიჭერს და ჩემს კვნესას აიგნორებს.
-ნუ კვნესი და კრუტუნებ, იცოდე აღმაგზნებს
-მართლა? მეც ეგ არ მინდა? -გამარჯვებული ტონით ვეუბნები და საწოლისკენ ხელს ვკრავ.
-ოჰო პანტერამ გაიღვიძა შენში?-სიცილით მიყურებს და ჩემსკენ იწევს, მაგრამ ზემოდან ვაჯდები და მუცელზე ვკოცნი, თავს უკან აგდებს და თან ჩემს თმებს ეჭიდება.
ნელა ვახებ ბაგეებს და ვწელავ თითოეულ სუნთქვას, ვერტიკალურად მივუყვები და კისერთან ვჩერდები, შემდეგ თავს მის კისერში ვრგავ და სველი კოცნებით ვაჯილდოვებ, თვალები ებლიტება ვგრძნობ და ვხედავ სიამოვნებისგან როგორ გიჟდება.
-ასე არ შეიძლება-ჩახლეჩილი ხმით მეუბნება და მეც მოულოდნელად ვწყდება.
ხვდება, რომ დიდ სიამოვნებას მოაკლეს და გაოცებული მიყურებს.
-გვეყო გორიალი, ადექი ჰაერი ჩავყლაპოთ.
-ოხ ეს ქალები-ხელს იქნევს და აბაზანაში შედის.
-არ გინდა ერთად ვიჭყუმპალაოთ თეთრო პანტერა?-წარბებს სასაცილოთ ათამაშებს და თვალს მიკრავს, თავს ვაქნევ და ლიფის ძებნას ვაგრძელებ.
ტანსაცმელს შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიცვამ, ჩემი კაბა ზედმეტად შელახულია, არ მიკვირს.
****
ხანდახან ბედნიერებას არაფერი სჭირდება, მხოლოდ ადამიანი.
გრძნობები და სურნელი.
სიყვარულის ფორმულა, რომ არსებობდეს...ეჰ ნეტავ არსებობდეს...
სუფთა და აბსოლიტური...
მაგრამ არ არსებობს....

ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ერთმანეთისთვის მხოლოდ ვნებების ამფურჩქვნელი პირები იყვნენ ახლა შეფერადრებული თვალებით მოძრაობენ მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ და ძირძველ ქალაქ პარიზში.
მეტამორფოზა განიცადა ორმა რადიკალურად განსხვავებულმა პიროვნებამ, ერთმანეთი და გრძნობა იპოვეს.
რამდენი რამის თქმა შეუძლია თვალებს? ახლა უყურებენ ერთმაენთს თვალებში, ხელიხელგადახვეულები და არაფერი აინტერესებთ.
-იცი ყოველთვის მაინტერესებდა რას ნიშნავს, როდესაც სხვა განიჭებს იმას რასაც შენ განიცდი.
-ბედნიერებას გულისხმობ?
-კი, ბედნიერებას. შენ განიცდი, მაგრამ მხოლოდ სხვა განიჭებს იმით, რომ უნდა განგაცდევინოს, რადგან...
-რადგან უყვარხარ
-ხო, რადგან უყვარხარ
-შენ ახლა ბედნიერი ხარ?
-კი, თან ძალიან. აი ასე უაზროდ ვზივარ შენთან ერთად ამ უაზრო ადგილას სადაც არაფერი საინტერესო არ ხდება, უაზრო ადამიანები დადიან ჩვენს გარშემო, უაზროდ მიედინება დრო და იცი მხოლოდ შენ ხარ აზრიანი.
-საინტერესოა-კაცს ეღიმება და გოგონას თმაზე უსვამს ხელს.
-რა გამოდის ბედნიერება უაზრო აზრიანობაშია?
-ეგრე გამოდის.
-სისულელეა
-შეიძლება სისულელეა, მაგრამ შენთან ერთად ახლა აქ ყოფნა ჩემთვის ყველაზე სულელური ბედნიერებაა-ფრთხილად იხრება მამაკაცი გოგონასკენ და ცხვირზე კოცნის.
-ერთ არაჩვეულებრივ ადგილას უნდა წაგიყვანო, საფრანგეთში ვენახები მაქვს და სახლი გვაქვს აშენებული, პარიზიდან ცოტა შორსაა, მაგრამ გპირდები არაჩვეულებრივ დროს გავატარებთ იქ მე და შენ.
-თუ მარტო მე და შენ ვიქნებით მაშინ წავიდეთ-ეხუტება სასურველ მამაკაცს და ცხვირს ღრმად ყოფს მის კისერში.

ბავშვებო შემდეგნ თავში ვასრულებ, ოღონდ დიდ თავს ვამზადებ ამიტომ დაგვიანებაზე იმედია პრობლემა არ იქნება <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რათქმაუნდა არ იქნება პრობლემა. მხოლოდ ერთი პირობით არ დაჩქარდე და ღირსეულად დაასრულე გტხოვ!!!!

 


№2  offline წევრი toroo

nawkas12345
რათქმაუნდა არ იქნება პრობლემა. მხოლოდ ერთი პირობით არ დაჩქარდე და ღირსეულად დაასრულე გტხოვ!!!!


აუცილებლად <3

 


№3  offline წევრი tamuna.s

იმედია ტრაგიკული დასასრული არ იქნება რა kissing_heart

 


№4  offline წევრი toroo

tamuna lobjaidze
იმედია ტრაგიკული დასასრული არ იქნება რა kissing_heart



იმედია ღირსეული იქნება. <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გელოდებით ტორო.კარგი თავი იყო ნამდვილად.მომეწონა
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი toroo

La-Na
გელოდებით ტორო.კარგი თავი იყო ნამდვილად.მომეწონა



მადლობა ლანა :*

 


№7  offline წევრი sophieG

ტოროოო შენ ხარ ზემაგარი ❤❤❤ველოდები ახალთავს

 


№8  offline წევრი მაია120

სად დაგვეკარგე,ავტორო?
--------------------
წერწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent