შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (14)


4-04-2017, 23:25
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 391

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (14)

ლეო
იმ ავარიის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა. ლილე ძველებურად მიყვარდა, თუმცა თვალს ვეღარ ვუსწორებდი. რაღაც პერიოდში მისი დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა იქნებოდა, იმ საღამოს, გიორგისკენ მე რომ შევტრიალებულიყავი, ლილეს საჭე არ გაქცეოდა და ყველანი ბედნიერები ვყოფილიყავით? ვერასდროს მივხვდები. იქნებ მაგ შემთხვევაშიც სიკვდილი ელოდა რომელიმე ჩვენთაგანს. დამნაშავე ვარ, რომ ლილე მივატოვე, ვიცი. მას არასდროს არაფერში ვადანაშაულებდი, თუმცა, შეიძლება ვცრუობ და რაღაც მომენტში ისიც დამნაშავე მეგონა. მთელი სამყარო მეზიზღებოდა ხოლმე. მეზიზღებოდა დღე, როცა ლილე გავიცანი, როცა შემიყვარდა. ლილეს არა, უფრო ჩვენს სიყვარულს ვაბრალებდი გიორგის სიკვდილს. რაღა ახლა მომინდათქო ვიღაცის შეყვარება, ვფიქრობდი და ამ დროს სამზარეულოში ხალათშემოსხმულ მზეს ვეხავდი, რომელიც გიშრისფერი თვალებით მიყურებდა. ვერ ვიტანდი, როცა მიყურებდა. თან მძულდა ჩვენი სიყვარული, თან მისი მოფერება მინდებოდა. მინდებოდა მივსულიყავი, გულში მაგრად ჩამეკრა და მეთქვა:
- შენი ბრალი არაა საყვარელო. ძალიან მიყვარხარ....
თუმცა არასდროს მითქვამს. ჩვენი უკანასკნელი დიალოგი ზედმეტად შემზარავი იყო. შეიძლება, იმდენად ძლიერი ვერ აღმოვჩნდი, რომ ტკივილის პარალელურად საყვარელი ქალის სიყვარულიც შემძლებოდა. განა არ შემეძლო? შემეძლო, ოღონდაც ეს სიყვარული საოცრად მფხაჭნიდა, მტკენდა, მანადგურებდა. ჰო და, მეც ვერ გავუძელი მის ყურებას. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მზე აღარ მინდოდა. ჩემი ხელით მოვღრუბლე, დავბინდე ჩემი ცხოვრება და ახლა მიკვირს, როცა ფანჯარაში აღარ ანათებენ სხივები.
- რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ - ვუთხარი ერთხელ ვახშმისას.
- გისმენ - გამიღიმა და თვალები მომაპყრო. ჯანდაბა, ისეთი ლამაზი იყო, არ ვიცოდი რა მეთქვა ან როგორ მეთქვა? როგორ უნდა დავშორებოდი. ამ ცხოვრებამ სიყვარული ძლივს მასწავლა, მაგრამ იმის ინსტრუქცია აღარ მოუცია, როგორ მიმეტოვებინა საყვარელი ადამიანი. მის ღიმილს ცუდი წინათგრძნობდა დასთამაშებდა. ალბათ ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ხვდებოდა. ლილე ყოველთვი ყველაზე ჭკვიანი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს.
- მაპატიე - მოვუბოდიშე წინასწარ. მრცხვენოდა, რისი თქმაც მინდოდა. უკვე ვნანობდი, თუმცა უკან დასახევი გზაც აღარ მქონდა. ჩემით მოვიჭერი, ხიდი გადავწვი.
- მორჩა? - მკითხა ცრემლმომდგარმა. ცხვირი ოდნავ შეუწითლდა, თვალის კონტურებიც, აცახცახებული სახით გვერდზე გაიხედა. რცხვენოდა, რომ მე დამტიროდა. არ უნდოდა მენახა, თუ როგორ განიცდიდა ჩეთან განშორებას.
- არაფერში არ გადანაშაულებ, ხომ იცი - შევეცადე ყველაფერი ამეხსნა. ელდანაცემივით წამოხტა და დამიყვირა:
- როგორ არ მადანაშაულებ. ნუ მატყუებ მაინც. თუ რამის *რაკი გაქვს, უბრალოდ მითხარი: „ლილე! ყველაფერი შენი ბრალია და აღარ მინდა შენთან ყოფნა“.
- შენი ბრალი არ არის. - მეც წამოვდექი და მისკენ მივიწიე.
- როგორ არ არის. - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ჩემი მზე ცხარე ცრემლით ტიროდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მის დასამშვიდებლად.
- რაც მოხდა, მოხდა! დროს ვეღარ დავაბრუნებთ უკან. მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალია. შეიძლება ხვალ ვიღაცის გასროლილი საახალწლო მაშხალა მომხვდეს და მოვკვდე. ის ვიღაცა ჩემი მკვლელი არ იქნება. - ხელით სახე დავუჭირე.
- ანუ მაშხალა ვისროლე? - მკითხა ჩუმი ხმით.
- ყველაფერში საკუთარ თავს ნუ ეძებ.
- თუ ჩემი ბრალი არ არის, რატომ მშორდები?
- უბრალოდ, დროებით მინდა, რომ შევისვენოთ. - ამოვილუღლუღე. ცხოვრებაში ეგეთი *ლე მიზეზი არ მითქვამს და არც ამის შემდეგ არ ვიტყვი.
- ანუ დროებით გინდა მარტო იყო, სხვა ქალებთან იჟ*მაო, მერე მოგწყინდება, დაბრუნდები ჩემთან და ისევ მიგიღებ?
- არა.
- მაშინ რა გინდა?
- ცოტახნით მინდა, რომ... - ვერ დავასრულე.
- ეგ მაინც თქვი. ერთხელ მაინც მოიქეცი გაბედულად და ის მითხარი, რასაც ფიქრობ.
- ცოტახნით მინდა, რომ აღარ გხედავდე - ვუთხარი წყნარად. ამის გაგონებისას, თითქოს რეაქცია არ ჰქონია. თავი დამიქნია და თავის ოთახში გავიდა ბარგის ჩასალაგებლად.
* * *

მეძინა და მეზარებოდა ადგომა, თუმცა ტელეფონის ზარის გაგონების შემდეგ, რატომღაც გულმა მიგრძნო, ვიღაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და როცა ნინას ნომერი დავინახე, გიჟივით წამოვენთე საწოლიდან.
- ნინა - შევძახე ყველაზე ემოციური ხმით, რაც კი ოდესმე მქონია.
- შენი ძმაკაცი მაგარი მალალიტრაშკაა. რესტორან „შედევრში“ ვართ, წაიყვანე. მე ნუ მიმათრევინებ ელენესთან - მითხრა მშრალად.
- მოვდივარ, არ გათიშო ოღონდ - „ლაუდსფიქერზე“ დავაყენე ტელეფონი და თან გამწარებული ვიცმევდი. რამდენიმე წამში გარეთ გავქანდი, მანქანაში ჩავხტი. - მანდ რა გინდოდათ, შერიგდით?
- არა - ისევ ცივად მიპასუხა - რაღაც ცუდი რამეები „გავუჩალიჩე“ - მერე მივხვდი, რომ ჩაეღიმა, ისეთი ინტონაცია ჰქონდა. - მაგარი *ლეა - თქვა არხეინად.
- კიი, კიი - დავუდასტურე იმ წამსვე.
- ახლა უკვე მეტენები - ისევ გაბრაზდა.
- ძალიან მომენატრე და თუ დამაჩმორებ, მაგასაც ავიტან - ვუთხარი სიცილით.
- შენც *ლე ხარ - ჩაიქირქილა საყვარლად.
- ჯერ არ არის დრო? - ვკითხე ჩუმად, სულ სხვა თემაზე გადავუტანე საუბარი მაგრამ მერე შემეშინდა, იქნებ გვისმენდნენ ტელეფონზე.
- არა. მალე მოდი და გეტყვი, როცა დრო იქნება....


დემნა
თვალები გავახილე თუ არა, იმ წამსვე ლეო დავინახე. თავი შუაზე მისკდებოდა და საწოლშიც ტანსაცმლიანი ვეგდე. მადლობა ღმერთს, ფეხსაცმელი მაინც გამხადა ვიღაცამ.
- როცა ვიღვიძებ და შენ გხედავ, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი - ვუთხარი სერიოზულად.
- ისეთი *ლე ხარ, წარმოდგენაც არ მინდა. - მიპასუხა არხეინად - ხელი რას მოაწერე ბიჭო?
- მოვაწერე ხო? - წამოვდექი ღიმილით - მართლა ვერ ვარ - გამეცინა. მაგრად მეცინებოდა ჩემს გუშინდელ რეაქციებზე. ნინა მომკლავდა? საერთოდ როგორ ვიფიქრე, რომ ნინას ჩემი მოკვლა შეეძლო.
- გახსოვს, რასაც მოაწერე?
- კი, მახსოვს. ნინამ დაგირეკა, რომ წამოგეყვანე?
- არა, ჟორამ. - ძალიან უკმაყოფილო ჩანდა.
- ნუ იროჟები, დღეს არჩევნებია და ჩვენს კოალიციასთან უნდა მივიდეთ, შხაპს მივიღებ - წამოვხტი საწოლიდან.
- დილის შვიდი საათია სად მიდიხარ? ქალაქს ჯერ არ გაუღვიძია. თან შენ....
- რა მე? - რაღაც ისეთის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა.
- თან შენ უნდა გადაგმალო - ამოღერღა - სასიკვდილო განაჩენი გაქ გამოტანილი.
- არჩევნების დღეს ვინ მომკლავს ბიჭო - გამეცინა და სამზარეულოში გავედი. ელენე იჯდა მაგიდასთან გაბრაზებული იყო. ნინია კი ეშმაკური ღიმილით უყურებდა. - მაპატიე, გუშინ ბევრი დავლიე - ვუთხარი ელენეს, ლოყაზე ვაკოცე.
- მხიარულად ხარ?
- კი, ძალიან - გამეცინა. ერთ ქალს იმიტო ვკოცნიდი მხიარულად, რომ გუშინ მეორეს ავუხსენი სიყვარული და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. რაღაც არ მქონდა რიგზე საქმე.
* * *

ნინა
ერთხელ დემნა გაცეცხლებული დაბრუნდა სახლში. ნინიას უკვე ეძინა. ჩვენს ოთახში გამიყვანა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ჩემი გაგლეჯვა უნდოდა შუაზე.
- რატო არ მითხარი - დამიღრიალა. პატარა კურდღელივით შევხტი.
- რა არ გითხარი? - ხმა დამიწვრილდა. იმდენი რამე არ მქონდა ნათქვამი მისთვის, შემეშინდა, ერთ-ერთი მაინც გაიგო და ახლა ისე უკანმოუხედავად გაიქცეოდა ჩემგან, თითქოს არც არასდროს მიარსებია მის ცხოვრებაში.
- შენს პირველ ქმარზე.
- რა... რა? - ენა დამება მღელვარებისგან. მუხლები მომეკეცა და უღონოდ საწოლზე ჩამოვჯექი.
- ის, რომ ორი ქმარი გყავდა. პირველი მოკვდა, მეორეს გაშორდი.
- უბრალოდ... მე - მაქსიმალურად ვცდილობდი, თვალები არ ამცრემლიანებოდა, მაგრამ ისევ საშინელი კადრები გამახსენდა, რომელმაც ჩემს საშინელ ადამიანობას ჩაუყარა საძირკველი.
- არ მაინტერესებს ნინა. ასიც, რომ გყოლოდა ეგ არ მადარდებს. ხომ იცი რამაც გადამიყვანა ჭკუიდან?
- რომ მოვკალი? - ვკითხე სლუკუნით.
- რომ დამიმალე იმან. რა ჯანდაბა გჭირს - დამიღრიალა ხმამაღლა. - ესეთი რამე როგორ დამიმალე. ან რატომ მოხდა, რომ ჩემი ბიძაშვილის ცოლის მეზობლის ნათლულის მაზლმა იცოდა და მე არა?
- მეშინოდა, რომ შეგძულდებოდი. ჩემი ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ თავს ვიცავდი, ხომ იცი არა? ხომ იცი?
- არაფერი არ ვიცი. ჩემთვის არაფერი გითქვამს. იმის ღირსადაც არ ჩამაგდე, რომ ვიღაც ჩემი ფეხებისგან კი არა, შენგან გამეგო. არ შემიძლია ასეთი ცხოვრება. ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებ შენზე. ყოველთვის ისე ხდება, რომ ბოლომდე არაფერს მეუბნები.
- გეტყვი.
- გვიანია! - ისევ დამიყვირა - ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო. ვიცი, რომ თავს იცავდი. შენი წარსული არ მაინტერესებს, არც ის შეცდომები, რომელიც დაუშვი. უბრალოდ ტყუილს ვერ ვიტან და აღარასოდეს გენდობი!

* * *
დემნასგან სახლში დავბრუნდი. მეღიმებოდა, გულში საკუთარ გამარჯვებას ვზეიმობდი. სააბაზანოდან კი უცნაური ხმები გამოდიოდა.
- ლილე - დავუძახე, თუმცა პასუხი არ გაუცია. სააბაზანოში შევედი.
- არ მიყუ...- ვერ დაამთავრა სათქმელი, უნიტაზთან დაკუზული იყო და კატასტროფულად აღებინებდა. დავიხარე, თმები დავუჭირე. ცოტახანში მემგონი დაამთავრა. ვეღარ სუნთქავდა, ძალიან ღონემიხდილი იყო. სახეზე წყალი შეისხა და მეტლახზე დაჯდა. - გავიდოდი, მაგრამ ეჭვი მაქვს, კიდევ მომიწევს უნიტაზში ჩაყუდება - მითხრა გადაფითრებულმა.
- რამემ გაწყინა?
- რამ უნდა მაწყინოს გოგო, არაფერს მე არ ვჭამ - გაეცინა და ისევ მოეღუშა სახე - მოსწევდა კაცი სიგარეტს. თან მადიანად გავიგდებდი ორ ღერს - დანანებით აქნევდა თავს.
- მოგიტანო? - პასუხს არც დაველოდე, წამოვდექი და საწოლისკენ ავიღე გეზი. როცა შემოვედი, მანდ მივაგდე ჩემი თამბაქო.
- ორსულად ვარ - მომაძახა... გაგვშეშდი, გავხმი, გავიყინე.
- რად ხარ?
- ორსულად - გაეცინა ლილეს. ალბათ, იმიტომ იცინოდა, რომ მასზე უარესად გამოვიყურებოდი ამ წამს. მუცელში რაღაც მძიმემ დამიარა, სასწრაოდ გავექანე და მეც უნიტაზში გადავეკიდე თავით. ახლა ლილე მიჭერდა თმას. რამდენიმე წუთიანი პანიკის შემდეგ, ორივე ღონემიხდილები ვისხედით იატაკზე.
- მამა? - ვკითხე ჩუმად.
- შენ ხარ - მიპასუხა სერიოზული სახით.
- ეგრეც ვიცოდი - სიგარეტს გავუკიდე. მე, რომ არ ვიყავი ორსულად, ეგ უეჭველი ვიცოდი. - როდის? - ვკითხე ცოტახანში.
- სამი თვის წინ ბარში შევედი. ლეო იჯდა. ზედმეტად ნასვამი იყო, მე კი ძალიან მენატრებოდა და ვიფიქრე, რომ...... მოკლედ... ვაცდუნე - თქვა და წამი არ იყო გასული, რომ ორივე ხმამაღლა ვხარხარებდით.
- ვაიმე - ძირს ვხოხავდით პირდაპირი მნიშვნელობით.
- ვიფიქრე, მეორე დღეს ამას მაინც არაფერი ემახსოვრება მეთქი ჰო და, ვიხმარე რააა - კისკისებდა ლილე. მემგონი პირველად ვიცინოდით ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ასე ხმამაღლა, ისტერიულად. ცოტახანში ორივე გავჩერდით. ლილეს სახე მოეღუშა და ტირილი დაიწყო. თავი მუხლებში ჩარგო, ხმამაღლა ქვითინებდა.გვერდზე მივუცოცდი, თმაზე ვაკოცე.
- ერთად გავზრდით - ვუთხარი სერიოზულად.
- აქედან გაქცევა მინდა, მხოლოდ შენ მჭირდები. სადმე შორს წავიდეთ. - სახე ამოსწია და თვალებში შემომხედა. - გავიქცეთ აქედან შორს, არ შეიძლება?
- გავიქცევით, ოღონდ ნინიაც ჩემთან იქნება - ვუთხარი ღიმილით.
- ნინა, ნინია დემნას შვილია.
- ახლა უკვე ჩემიც. მისი თანამეურვე ვარ - ვთქვი ეშმაკური ღიმილით. - მარტო შენ კი არ აცდუნებ ხოლმე კაცებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Indigo

"რად ხარ?" joy joy
ჰაჰაჰაჰაჰ ვაიმე ცუდად ვარ joy joy joy ეს რა იყო?
როგორ უცებ მომილბე გული, არადა 5 წუთის წინ გაბუტული ბავშვივით ( "ვით" რა მართლა ეგრე ვიყავი joy joy joy joy ) გიწერდი კომენტარს წინა თავზე.
არა ეს რაღაც ძაან საოცრება იყო! მადლობა შენ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ერთი ათი წლის სიცოცხლე მომიმატე :დდდ joy joy joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline წევრი Mariammmo

აუუ რა კარგი თავი იყოო <3
მაგარი გოგოები და ბიჭები არიან რაა !! ^^
და მაგარი გოგო ხარ შენ!! <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეეეე ლეოს პატარა ლეო ეკოლებააა
მაგარია
მომონს ძაან.
განსაკუთრებით პარალელური თხრობა მომონს!!!
ვეი შემდეგ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M-A-R-I
"რად ხარ?" joy joy
ჰაჰაჰაჰაჰ ვაიმე ცუდად ვარ joy joy joy ეს რა იყო?
როგორ უცებ მომილბე გული, არადა 5 წუთის წინ გაბუტული ბავშვივით ( "ვით" რა მართლა ეგრე ვიყავი joy joy joy joy ) გიწერდი კომენტარს წინა თავზე.
არა ეს რაღაც ძაან საოცრება იყო! მადლობა შენ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ერთი ათი წლის სიცოცხლე მომიმატე :დდდ joy joy joy joy

:Dდდ ვაარ ხეცი? :DDდდ

 


№5  offline წევრი Indigo

ენ ჯეინი
M-A-R-I
"რად ხარ?" joy joy
ჰაჰაჰაჰაჰ ვაიმე ცუდად ვარ joy joy joy ეს რა იყო?
როგორ უცებ მომილბე გული, არადა 5 წუთის წინ გაბუტული ბავშვივით ( "ვით" რა მართლა ეგრე ვიყავი joy joy joy joy ) გიწერდი კომენტარს წინა თავზე.
არა ეს რაღაც ძაან საოცრება იყო! მადლობა შენ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ერთი ათი წლის სიცოცხლე მომიმატე :დდდ joy joy joy joy

:Dდდ ვაარ ხეცი? :DDდდ

და თან როგორი :დდდ joy joy joy joy joy joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

როდის დადებ? smirk
ძალიან მომწონს ეს ისტორია❤

 


№7 სტუმარი 3.14

კაროჩე ბოლოს ეს ნინა და ლილე გაიჩითებიან ერთად, დემნას ბავშვს გაზრდიან, ლილე მიხვდება რო ორგაზმს იმიტომ ვერ განიცდიდა, რომ ლესბოსელი იყო და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად სანამ არ გაიზრდება ნინია. მერე გაარკვევს რა ქნეს ამათმა დახოცავს ორივეს, კაკრას ნინა ასწავლის ეგეთ ჩათლახობებს და მერე მოხუც მამას დაუბრუნდება.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

3.14
კაროჩე ბოლოს ეს ნინა და ლილე გაიჩითებიან ერთად, დემნას ბავშვს გაზრდიან, ლილე მიხვდება რო ორგაზმს იმიტომ ვერ განიცდიდა, რომ ლესბოსელი იყო და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად სანამ არ გაიზრდება ნინია. მერე გაარკვევს რა ქნეს ამათმა დახოცავს ორივეს, კაკრას ნინა ასწავლის ეგეთ ჩათლახობებს და მერე მოხუც მამას დაუბრუნდება.

საინტერესო თეორიაა :დდდ
ონლაინ გოგონა
როდის დადებ? smirk
ძალიან მომწონს ეს ისტორია❤

მალე დავდებ, მალე :*

 


№9  offline ახალბედა მწერალი -venus-

3.14
კაროჩე ბოლოს ეს ნინა და ლილე გაიჩითებიან ერთად, დემნას ბავშვს გაზრდიან, ლილე მიხვდება რო ორგაზმს იმიტომ ვერ განიცდიდა, რომ ლესბოსელი იყო და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად სანამ არ გაიზრდება ნინია. მერე გაარკვევს რა ქნეს ამათმა დახოცავს ორივეს, კაკრას ნინა ასწავლის ეგეთ ჩათლახობებს და მერე მოხუც მამას დაუბრუნდება.

:დდდ ძალიან გამეცინა ამ თეორიაზე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent