შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების სახლი...(თავი 14)


12-04-2017, 23:01
ავტორი თუკა
ნანახია 3 518

გრძნობების სახლი...(თავი 14)

ნერვიულად დადიოდა თინა. ფიქრებისაგან დაძაბული და გასავეთაბული იყო... იცოდა რომ ცუდად იქცეოდა, იცოდა რომ ამ ქცევის გამო იყო მისი ქმარი ცუდად , ერთადერი შვილი სახლიდან შორს.. როგორმე უნდა დაელაგებინა სიტუაცია, უნდა ძველ რითმში დაბრუნებულიყო...
ზუსტად იცოდა, ლექსო ფეხზე დადგებოდა თუ არა,ისევ მოსკოვს შეაფარებდა თავს, ისევ მარტო დარჩებოდა.. ახლა არც დათო ეყოლებოდა გვერდით...
ჩანთაში ჩაგდებული ტელეფონი ამოიღო და კარგად ნაცნობ ნომერზე დარეკა..
სახლში გამოწერილ ლექსოს ყველა თავზე დასტრიალებდა...უნდოდა თინას ქმრისთვის სითბო და სიყვარული დაენახვებინა...
– ისევ მოვიდა, ისევ უსინდისოდ მოვიდა –ამჯერადაც მოათრია ეს ლაწირაკი, ნინოს ხმამ მოიცვა მთელი დერეფანი...
– ქალბატონო ნინი, ლექსო ბიძიას სანახავად მოვედი, ბოდიშით ნიტა ვერსად დავტოვე, დიდი ხნით არ მოგაცდენთ დათო მოვა და წავალთ...
– რა ხდებ, რა ამბავია აქ? ნინო რა მოხდა? მაშინვე ჩაერთო თინა და ნიტას თავზე მიეფერა..ლექსომ ახლახანს გაიღვიძა, რა ხდება კი მაგრამ,სიმშვიდე უნდა შენს ძმას..
– ახლა გაგხსენდათ ყველას, ჩემი ძმის სიმშვიდე...
– მორჩი მამიდა... – დათოს ხმამ კარისაკენ გაახედა სამივე, საკმარისია.მორჩი და შეგვიშვი, გაგვატარე, რას დააყურე კარებშ ანა, ვერ გავიგე, შენთნ არ მოვსულვართ მამასთან ვართ..
– დათო, წესიერად მელაპარაკე, ნუ გავიწყდება რომ მამიდაშენი ვარ...
– არა რას ამბობ, სულაც არ მავიწყდება ეგ მე... არ მაქვს კამათის დრო მამიდა. გამატარე რა.. ძალიან დავიღალე, და თან მამაჩემის ნხვა მინდა..
– მიბრძანდი ბატონო.. მიბრძანდიი... – ხელები ნერვიულად გაშალა ნინომდა დათო და ანა შიგნით შეატარა... –ახლა ნახე რას ვუზამ ამ გარყვნილ გოგოს, როგორმოეთღია აქ, არ ესვენება...
– ნინო არ გინდა, მაშნვე მკლავში წაეტანა თინი და გააჩერა, მისმინე ახლა არ ღირს, ლექსო ისედაც არააკარგად, ეს ნერვიულობა უარესს გაუკეთებს..
– არ მინდა? ამ გარყვნილ გოგოს ოჯახში უშვებ თინა? გუშინდა გუშნ წინ ასე არ ლაპარაკობდი, დღეს რა მოხდა?
– არაფერი , ახლაც არ მომწონს ეს გოგო მაგრამ, ხომ არ მოვკლავ ლექსოს ამის გამო? – ვერაფრით ახერხებდა თინა ნინოსთვის სიმართლის თქმას, რომ მზად იყო ანა მიეღო ბავშვთან ერთად..თავს ვერ უყრიდა სიტყვებს, გულის სიღრმეში აშნებდა კიდევაც ნინოს რეაგირება... წამოდი ახლა შევიდეთ და მისაღებში დავსხდეთ, წავლენ ეგენი მალევე და მერე ვილაპარაკოთ..
ნერვიულად ვიჯექი სკამზე და თითებს ვიმტვრევდი.. მთელი ძალით ვიკრავდი ნიტას ზედ , დამფრთხალი და შეშინებული ვიყავი. მეგონა თ იატაკზე დავსვამდი ისევ რაიმეს გააფუჭებდა, ნიტა კიდევ წამით არ ისვენებდა, ფეხებს ჩემს ჯინაზე იქნევდა და მაქსიმალურად ცდილობდა დაბლა დაჯდომას..
– დასვი შვილო, რას გააწამე ეს ბავშვი – ღიმილით მითხრა ლექსომ და ნიტას საწოლზე დაურტყა ხელიაქ მოდიო...
– შეგიძლია წყალი მომიტანო? – დათოს სიტყვებმამზერა ნიტადან მისკენ გადამატანინა. სამზარეულოშ ისე გახვალიმათ ვერ გადაეყრები...
– კარგი ,ძივს მოვახერხე თქმა და წამოვდექი, დათო, ნიტას უყურე რა – ნერვიულად გადავიწიე თმა ყურზე და დერეფანშ გავედი...
ფრთხილად გამოვიღე ჭიქა და მოშვებულ ონკანს შევუშვირე, ნერვიულობისაგნ ყელი ისე მიშრებოდა ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა.. რამოდენიმე ყლუპი წყალი მოვსვი და ღღმად ჩავისუნტქე..
– მოუწყვია ქალს დასვენება – ნინოსხმაზე, კინაღამ ჭიქა ხელიდან გამივარდა. ფრთხილად შევტრიალდი მისკენ , ჭიქა თავიდან ავავსე და უხმოდ გაცლა ვამჯობინე რომ სწრაფად მტაცა ხელი მკლავში და წყალი ზედ გადავისხი....
– ქალბატონო ნინო. არ მინდა კამათი, მითუმეტეს ახლა.
– კამათი არ გინდა? ვინ გდიხარ რომ ასე მელაპარაკები? რა უფება გაქვს? კამათი არ უნდა თურმე გოგოს, ჩვენი ბიჭის გამოჭერა ხომ გინდოდა? ვითომ კარგი გოგოს როლი რომ მოირგე , ახლა როგორ გრძნობ თავს? მაგრამ ერთი მაინც ვერ გააკეთე, მისი ცოლი არ ხარ. საყვარელი ხარ, რომელსაც დღეს თ არა ხვალ გაისვრის სახლიდან, და წესიერ ქალზე იქორწინებს,, ჩვენ დათოასე გავზარდეთ, ტრადიციულად გავზარდეთ და არა ასე.. ეს შენ ხარ გარყვნილი სულის ქალი. ამიტომ დაგტოვა ღმერთმა მარტო, ობლად, არ იმსახურებდი ბედნიერებას. ახლა ლექსოც შენს გამო მოხვდა საავადმყოფოში, ალბათ მალე დათოსაც იქ გაისტუმრებ....
– რას ლაპარაკობთ? როგორ შეგიძლიათ იმის თქმა რომ ჩემი ქმარი ... – ბოლომდე ვერ დავასრულე წინადადების თქმა რომ გაცხარებული შემოვარდა ათლეტური აღნაგობის ბიჭი რომელიც საოცრად ჰგავდა დათოს და ნინოს ორივე მხარში სტაცა ხელი...
– რა ჯანდაბა დაგეტაკა ქალო? როდემდე უნდა ჩაერიო სხვის ცხოვრებაში? ჩემი რომ დაანგრიე არ იკმარე? ახლა დათოს მისდექი? ვინ გეკითხება შენ დედა, ვინ გეკითხება. ვინ მოგცა უფლება ამ გოგოს ასე ელაპარაკო? ამიხსენი – გამწარებული ყვიროდა და დედამისს მთელი ძალით ანჯღრევდა...
– გიორგი , მე მხოლოდ კარგი მინდა. ამაოდ ცდილობდა თავის მართლებას ნინო..
– სადაა აქ კარგი საქციელი დედა? – გამწარებულმა იღრიალა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას... ჩაბარგდი, აქედან მოდიხარ. აქ შენი ადგილი არააა.
– კი მაგრამ, ჩემი ძმა ხომ ..
– შენს ძმას ცოლი ჰყავს, შვილი და რძალი უკვე, არ მესმის ადამიანოო რა გინდა..
– რა ხდება ? – ყვირილზე შეშფოთებული სახით გამოვიდა დათო და მამიდაშვილის დანახვაზე სახე მოეღრიცა, სწრაფად სტაცა ხელი მხარში და მისარებში გაათრია ძალით. რა ხდება? რა ცირკი მოაწყვეთ აქ? მამაჩემი ცუდადაა, თქვენ კიდევ ამ დღეშ ხართ...
– მამიდაშენის წასაყვანად მოვედი, მაგრად დამღალა, ამისი შიშით ვერავინ ვერაფერი გააკეთა, ყველას ჯიბრში უდგას, ყველას საქმეში ერევა...
– საიდან გაიგე ეს ამბავი? გმწარებული შემოვარდა ამჯერად უკვე მისაღებში ნინო და გიორგის წინ დაუდგა..
– მე დავურეკე, თავდაღუნულმა წარმოსთქვა თინიმ და ალმაცერად გამომხედა.. დიდი ხანია ამ ყველაფრის დასრულება მინდა ნინო, შენ კიდევ ამოსუნთქვის საშუალება არ მომეცი, ფიქრი მინდოდა და ამასაც არ მაცდიდი.
– ახლა გახდი კარგი დედა? შენ არ იყავი რომ გაკიოდი თინა, ეს ვის გადაეკიდაოო..
– მე ვიყავი, როდის ვთქვი მე არ ვიყავი–თქო. მე ვიყავი ზუსტად და მე ვატკინე გული ანას არაერთხელ, მე დავამცირე, როცა საავადმყოფოში მივეჭერი, როცა ვუთხარი რომ ჩემი შვილის გამოყენება უნდოდა, მაგრამ ნინო, მერე სხვა რამ დავინახე, ტავს არ ვიმართლებ, ვიცი რომ ვერც ჩემი შვილის და ვერც ანას ტკივილს ასე მალე ვერ მოვაშუშბე, მაგრამ არ მიღირს, არავის და არაფრის გამო არ მიღირს, ჩემი ოჯახის დანგრევა ნინო...
– გასაგებია, გამომიყენე..
– არა, ეს გამოყენება არაა ნინო, შენ გინდოდა კარგი დათოსთვის ვიცი, ვიცი როგორ გიყვარს, მაგრამ შვილს ვერ დავკარგად, ერთადერთ შვილს ვერ გადავხაზავ ამის გამო, რომ შეუყვარდა... რა გვაკეთო. მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა, ყველაფერი გავაკეთე, ძალა არ დავიშურე, კინაღამ ლექსო ვიმსხვერპლე, მაინც უყვარს, მინც ბედნიერია.. ეს გოგოა მისი ბედნიერება...თვლებში ვხედავ ამას...
– საკმარისია ეს ლაპააკი,ყოველ აქ მოსვლაზე, სულ ერთი და იგივე რატომ ხდება ხალხნო? ვინ მოგცათ უფლება სხვის ცხოვრებაში ასე ჩაყოთ ცხვირი, არავის აქვსამისი უფლება, ესადამიანის პირადი სივრცეა, და იმ დონეზე არ უნდა დაარღვიო რომ მას შენს მიმართ აგრესია გაუჩნდეს..
– მართალი ხარ დათო, ზუსტად ამას ვამბობ... არასოდეს ჩავერევი, შენს არც ერთ გადაწყვეტილებაში, მხოლოდ ის მინდა ბედნიერი იყო, და ისევ იოდე რომ დედა შენს გვერდითაა, ნებიესმიერი პრობლემის დროს იქნება დედა შენთან...
– დედა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი მართლა ასე კარგად იქნება, ახლა როგორც აღწერე...
– კი, ყველაფერი კრგად იქნებ, ახლა დედაცემს წავიყვან და დამშვიდდებით. ამას ხომ ჩვევა აქვს, ასე ყველას ცხოვრება უნდა განიხილოს და ყველას ასწავლოს ჭკუა– ჯერ კიდევ გამწარებული ამბობდა გიორგი და დათოს გამჭოლ მზერას არ აშორებდა..
**
დივანზე ისხდნენ მანანა და ქეთო, არც ერთი არ იღებდა ხმას, ორივე ჩართულ ტელევიზორს მიშტერებოდა, მაგრამ ეტყობოდა რომ არც ერთი უყურებდა. დედაც და შვილიც ფიქრებში იყო გართული. გელას შესვლა ვერც კი გაიგეს... გაოცებული იყურებოდა კაცი, ხან ცოლს და ხან შვილს.
– ანასტან ხომ არ წავსულიყავით? – ისე სასხვათაშაორისოდ იკთხა გელამ და თიტქოს ორივე ქალბატონის ფიქრები ზუსტად ამოიკითხა...
– აუუუ, კი რააა – სწრაფად წამოხტა ფეხზე ქეთო და მამამის წინ დაუდგა. ნიტა მოომემატრა, წამო წავიდეთ და წამოვიყვან რა, ჩვენტან იყოს ცოტა ხნით, ანაც დაისვენებს, გახარდება,
– რას იტყვი მანანა? წავიდეთ? გვიანი ხომ არაა?
– არა რატომააა გვიანი, მალულად გააპარა თვალი საათისაკენ, ისრები ცხრას უჩვენებდა.. ახლავე წავიდეთ და დროულად მივალთ, აქვე არიან, მოიცადე , კარისკენ მიმავალ ქმარს დაუძახა და შეაყოვნა. დრეს იმდენი ხაჭაპური დავაცხვე და კატლელი კიდევ, ხო იცი ნიტას როგორ უყვარს, წამოვურებ...
– მიდი , მიდი, ოღონდ დროულად ქენი – მაშინვე უკან გაყვა ცოლს და ჩალაგებაში დაეხმარა..
კარზე ზარს ხმამ ოდნავ შეაშფოთა დათო, ასეთ დროს არავის ელოდა.. მაინცდამიანც მეზობლებს დიდად არ იცნობდა, ბიჭებს არ დაურეკავთ, საგონებელში ცავარდნილი წავიდა კარისკენ, და ქეთოს დანახვაზე სახე გაებადრა....
– ვააახ, რა სტუმრები მოსულან, საიდან გაგახსენდით? მოდით შემოდით.. როგორ გამახარეთ– აჟიტირებული ამბობდა დათო და თან ანას ეძახდა..
– რას წარმოვიდგენდი ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდაბიწო ჩვენ დანახვა – სიცილით უთხრა ქეთომ და გვერდში მაგრად გამოჩქმითა სიძეს..
– აბა რა, მე სულ გამიხარდება თქვენი დანახვა...
– კარგი ერთი , გაქრი... სიდედრი და სიმამრი და გასახარებელია ადამიანო – მწარე ხუმრობას არ იშლიდა ქეთო და სიცილით ავსებდა ოთახს..
– შენ გამოცდილებიდან თუ ამობობ მგას ქეთევან, რომ შენ არ მოგწონს შენი დედამთილი და მამამთილი არ ვიცი მე... – არც დათო დარჩა ვალშ, და ქეთოს გახევებულ სახეზე კიდევუფრო გულიანად ხორხოცდა ყველა..
– კარგით,დამშვიდდით ახლა, მოდით ვივახშმოთ, რა დროს ჭამაა მაგრამ, ახლახანს ოვედით და ჩვენ გვშია– ოჯახს გადახედა ანამ დამაგიდასთან მიიწვია ყველა...
– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი გოგო თუ კიდევ იქნებოდა ბედნიერი.. მადლობარომ გამოჩნდი მს ცხოვრებაში დათო, და ამასთან ერთად მადლობა რომ მარტივად არ ჩამოყარე ფარ–ხმალი, და ხლა ბედნიერები ხართ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს...
– წარმოუდგენელია, ნეტა მე რას ვიგრძნობ , როცა ნიტას გავათხოვებთ, მაინც რთული იქნება შვილიც გათხოვება არა ბატონო გელა? – ინტერესიანი თვალებით გახედა სიმამრს რომელსაც ხელში ჩანგალი გაჰყინვოდა..
– მამა, კარგად ხარ ?– რა გჭირს? – ანამ ფრთხილლად შეახო ხელი მამამისს და შეანჯღრია...
– კარგად ი არა საუკეთესოდ ვარ, ისე კარგად რომ ლამისა გული გამისკდეს ბედნიერებისაგან, ეს ბიჭი ისე ლაპარაკობს ნიტაზე მეჯერება ხანდახან რომ მართლა მისი შვილია...
– ოოოოო. გამიხეთქე გული რა – მაშინვე დაუტია მამამისს და საჭმელზე მიუთითა ჭამე სანამ გაცივდაო...
ყოველ ჩვენთაგან ქალს აქვს დანიშნულება, დაბადების წუთიდან თითქოს უფალი მას მოვალეობას აკისრებს, მოვალეობას ყველაზე ძნელს და ყველაზე მწარეს... იყო დედა და იყო საუკთესო დედა, არ გენანებოდეს შენი შვილისათვის არც ერთი წუთი, არ გენანებოდეს შენი ნაწილისათის დათმო სიცოცხლე...
ცხრა თვე ატარო მუცლით, გტკიოდეს მიდი ტკივილი, გაუძლო ყველა ტანჯვას მის გამო.... მერე გაზარდო, თავზე თეთრად დათენებული ღამეები აიტანო, როდესაც სტკივა, ან უბრალოდ როდესაც არ ეძინება, როდესაც ურჩევნია შენს თმებს მოეპოტინოს, და პაწია ცხვირი გაგისვას ცხვირზე.....
ყოველ ქალს დავალებული მოვალეობა აქვს, ვისთვის ეს რუტინაა და ვისთვის ნამდვილი ბედნიერება.. იზრუნო შენს მეორე ნახევარზე... ნახევარზე რომელსაც ისევე ძალიან უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს...
მოვალეობა რომელიც ქალს აკისრია ძალიან რთული და მძიმე ჯვარია...
იყო ქალი ეს უკვე რთულია... მაგრამ იყო ქალი ეს ამავე დროს წარმოუდგენელი ბედნიერებააა....
საწოლზე ჩამომჯდარი ფიქრობდა ანა და გვერდით მწოლიაზე მძინარე დათოს აცრემლებული უყურებდა....
ნუთუ ცხოვრებამ ასე გათამამა და ასე დააჯილდოვა, წარმოუდგენელი იყო, უბრალოდ დაუჯერებელი.... ჯერ კიდევ ძალიან პატარამ იგრძნო სიყვარულის დიდი ძალა, პირველი სიყვარულის წარმოუდგენელი ძალა, რომელმაც ლამის ზეცამზე აიყვანა და ანგელოზებს წააპოტინა... მერე ძლიერი ტკივილი და ერთიანად დაცემა იგემა...
ახლა ამდენი ხნის მერე მას კიდევ მიეცა უფლება ყოფილიყო ბედნიერი... რქმეოდა ცოლი და დედა... ცოლი ყველაზე მზრუნველი კაცის.. კცის რომელის დაეხმარა ხემეორედ მოვლენოდა დედამიწას....
წამწამეზდე დაკონწიალებული ცრემლები საჩვენებელი თითებით მოიწმინდა, ფრთხილად შემოუარა საწოლს და დათოს წინ მუხლებზე ნელა დადგა... შუბლზე დაყრილ თმაზე ოდნავ შეახო თითები და აკოცა... ახლახვდება რომ მის გარეშე არ არსებობდა, არ ცხოვრობს, რომ მის გარეშე არ იყო სრულყოფილი.... მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, ჰყოლოდა თავისი და ანას ნაწილი.. როგორ უნდა ეს სურვლი სეესრულებინა, ბედნიერი გაეხადა. ის ამას იმსახურებდა. იმსახურებდა ყოფილიყო მამა საკუთარი შვილის....
საბანი ნელა გადასწია და ზურგიდან აეკრო სყვარელ კაცს, თითქოს მანაც იგრძნო ანას სიახლოვე და აქამდე წელში მოხრილი გასწორდა, სახეზე სიამოვნების ღიმილმა ერთიანად დაჰკრა, თვალები არ გაუხელია ისე გადაუჩურჩულა მიყვარხარო. და ძილს თავი ვერ წაართვა...

გეღირსათ როგორც იქნა.... მოვიდა ძლივს ძლივს 14 თავი.. скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saocreba xar rogorc yoveltvis

 



№2  offline წევრი londoni

Ise gamixarda am istoriis danaxva, mokled ar vici raa <3 kargi iyoo<3

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian tbili tkbili da kanfeti sakitxavia esmotxrobaa. Giordi mamewona sixa es roli epizoduri iyo tu kide gamochndeba?
veli moutbenlad shemdegs!!!!

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

თან როგორი კარგი თავი.მაჰარი ბიჭია დათო.გიორგის გამოსვლაც მომეწონა,ხშირად გამოაჩინა ისტორიაში.იმედია ყველაფერი დალაგდება.
--------------------
ლანა

 



№5  offline წევრი მარიამიიიი

უჰჰ ძლივსსსს

 



№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძლივსსს ფაკარგული ისტორიაა დაგვიბრუნდა მაგრამმ პატარაა თავი იყოოო ((((( ველოდები ახალ თავსს დაა იმედიაა არ დაააგვიანებბბ :*

 



№7  offline მოდერი bibo

ვაიმე თუკა იცი როგორ გამახარე და გამიხარდი ამავსე აი ვერ გეტყვი ისე გამიხარდა ისე რო დავქროდი სიხარულისგან არ მეყო და რავნა ღორმუცელა ავრ არ მეყო ასეთი საოცარისასწაული ისტორია რა ჩემი ბრალია heart_eyes kissing_heart შენ ხარ სასწაული ჯემო საოცრება უბრალოდ აი სიტყვებიც არ დამჩა როო გითხრა და შეგამკო heart_eyes kissing_heart კიდე კარგი გამოსწორდა თინა მიხვდა მაგრამ ეგეთ მიხვედრას რა უთხარი მე მარტო დათასგამო რო აკეთებს და მაინც რო ვერ ხვდება შვილიან ქალს შეიძლება შეუყვარდეს და ფულის გამო არ იყოს მაინც საცემია ერთი წამორტყმა უნდა იქნებ ბოლომდე მოვიდეს აზრზე ეგ გველაძუა ქალი bowtie ხო მამიდაშვილის ჩამოსვლა რატო არ მოეწონა დათოს ვერ ვდებიიი არ მინდა ცუდი ურთიერთობა ქონდეს ვერ წარმოვიდგენ მე დათოზე გაბრაზებულს ან დათო ვინმეზე გაბრაზებული იყოს სხვა განზომილება ჩემი ბიჭი საოცრება heart_eyes kissing_heart ეს ნინო კიდე მტკვარში ისროლო უნდა თავიტ დარჭო მიწას ვინ ეკითხება რა უნდა ვაიმე ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს მინდა ვაფეთო და ვაფეთო ეგ ვირთაგვა ქალი იმედია ეს შვილი წაიყვანს მოაშორებს ამათ და არ დატანჯავს ნიტა დ აანას თორრე არ იცის რა მწარე ხელი მაქ მივალამაზებ უცებ joy joy შენ ხარ საოცრება სასწაული გასაგიჟებელი სიტყვებზე და ემოციაზე მეტი ვაფრენ მე შენზე ჩემო გემრიელო ჩემო ყველაზე კარგიოოოო აი ვგიჟდები ჩემო მურაბა გოგოვ მე შენზე heart_eyes იცოდე ერთერთი ავტოგრაფი ჩემია heart_eyes kissing_heart

 



№8  offline აქტიური მკითხველი terooo

აქამდე წელში მოხრილი გასწორდა, სახეზე სიამოვნების ღიმილმა ერთიანად დაჰკრა, თვალები არ გაუხელია ისე გადაუჩურჩულა მიყვარხარო. და ძილს თავი ვერ წაართვა...
ამ თავის საუკეთესო ფრაზა

 



№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოველ ჩვენთაგან ქალს აქვს დანიშნულება, დაბადების წუთიდან თითქოს უფალი მას მოვალეობას აკისრებს, მოვალეობას ყველაზე ძნელს და ყველაზე მწარეს... იყო დედა და იყო საუკთესო დედა, არ გენანებოდეს შენი შვილისათვის არც ერთი წუთი, არ გენანებოდეს შენი ნაწილისათის დათმო სიცოცხლე...
ცხრა თვე ატარო მუცლით, გტკიოდეს მიდი ტკივილი, გაუძლო ყველა ტანჯვას მის გამო.... მერე გაზარდო, თავზე თეთრად დათენებული ღამეები აიტანო, როდესაც სტკივა, ან უბრალოდ როდესაც არ ეძინება, როდესაც ურჩევნია შენს თმებს მოეპოტინოს, და პაწია ცხვირი გაგისვას ცხვირზე.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent