შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგნიტური მიზიდულობა [ 5 თავი ]


20-04-2017, 23:10
ავტორი MoonLady
ნანახია 873

მაგნიტური მიზიდულობა [ 5 თავი ]

ზლაზვნით წამოიწია დილით საწოლიდან, როდესაც მზის სხივმა დაუკითხავად გაითამაშა ასკინკილა მის სახეზე და ქუთუთოები შეუთრთოლა. გაიზმორა, დაამთქნარა და ცივ იატაკს შეახო ფეხის თითები. სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში და წამოდგა. საღამურებით გავიდა აივანზე და ღრმად ჩაისუნთქა მაისის არამიწიერი სურნელი. მთელი ბაღი ჰქონდა მოშენებული ეზოში, ხეები ყვავილობდნენ და ვარდებს საოცარი არომატი კოკორს შორის ეპარებოდა.
ტუჩის კუთხე ზემოთ ასწია და აწკრიალებულ მობილურს დასწვდა.
- გაგუანა ! დღეს ვისვენებთ. ჰომ არ გავსულიყავით სადმე ? - გაისმა ყურმილში მიხეილის მომღიმარი ხმა და ანამარიას გული კვლავ შეეკუმშა იგივე მიზეზის გამო.
- საყიდლებზე უნდა გავიდე დღეს. არ გამოვა მიშა. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკ. რამდენიმე წუთის წინანდელმა მაისის სურნელებამ არომატი მკვეთრად იცვალა.
- ერთად წავიდეთ რა ! - იცოდა ანამარიამ, რომ მიშა ახლა ჩექმებიანი კატის თვალებით ჩაჰყურებდა ყურმილს, მაგრამ არ შეეძლო.
- არა მიშა, საცვლების საყიდლად მივდივარ. - უმალ იპოვა გამოსავალი ქალმა.
- მით უკეთესი, სექსუალურ ბიუსჰალტერს შეგირჩევ ჩემი გემოვნებით ! - არ დრკებოდა განყოფილების უფროსი.
- ერთხელ ვთქვი მგონი. - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- კარგი რა, ძალიან ბოროტულად იქცევი ახლა.
- მე სულ ბოროტი ვარ მიშა. - ამოიხვნეშა ანამარიამ და სახლში შებრუნდა. საღამურები უნდა გამოეცვალა.
- სიცოცხლის არსი რაშია გაგუანა ?! - მომენტალურად შეცვალა სალაპარაკო თემა კაცმა.
- რამდენჯერ გითხარი, ეგრე ნუ მეძახი-მეთქი ! - მკაცრად ჩაილაპარაკა ქალმა. ქეთიმ სამზარეულოდან თავი გამოყო და დედას შეხედა.
- მიშაა ? - ტუჩების მოძრაობით იკითხა. ქალმა თავი დაუქნია, ხოლო გოგომ ჩაიცინა. ამ ჩაცინებამ გააღიზიანა ანამარია და შვილს ბალიში მოუქნია, რასაც ქეთის ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
- ჰო, ზუსტად მაგ ფრაზაშია ჩემი სიცოცხლის არსი, გაგუანა ! - გაუმხიარულდა ხმა მიხეილს.
- ენას ამოგაძრობ შე ცანცარა !
- ჰო, ჰო, ძვირფასო. მეც მიყვარხარ. ქეთი მომიკითხე ! - თქვა მიხეილმა, კოცნის ხმა გაისმა ყურმილში და ანამარიამ ტელეფონი საწოლზე მოისროლა. ცივი თითები თმებში შეიცურა და ძირებზე მოქაჩა. დიდხანს იდგა ასე საკუთარ თმებში ჩაფრენილი. გვერდით ოთახიდან ისმოდა ქეთის ტიტინი, რომელიც სკაიპში ესაუბრებოდა მის განუყრელ მეგობარს. ის კი სადღაც სხვაგან იყო... საკუთარ ფიქრებში ჩაძირული და გულამოგლეჯილი. უბრალოდ სუნთქავდა. თვალს არ ახამხამებდა, ყბებს ერთმანეთს აჭერდა და კისრის ძარღვი შესამჩნევად უფეთქავდა კისერზე.
რატომ ეტანება ადამიანი ასე დაჟინებით იმას, რაც მისი არასოდეს გახდება ? რატომ მიილტვის ის მიუწვდომელისკენ ? სიცოცხლის არსი ? ანამარიას სიცოცხლის არსი ქეთია, მხოლოდ და მხოლოდ ქეთი. მას არ სჭირდება მიშა. ეს ზუსტად იცის და ვერ ხვდება, რატომ აგრძელებს იგი ასე.. ასე... რატომ უყვარს მიშას იგი ასე ძალიან ?
ნელა შებრუნდა სარკისაკენ. საღამურები გაიხადა და იატაკზე დააგდო. სრულიად შიშველი იყო. აკვირდებოდა საკუთარ სხეულს, ფორმენს, ნაკვთებს, ჟესტებს და მიმიკას. ნუთუ კიდევ შეეძლო მიეზიდა მამაკაცები ? ასეთი ჩასიებული თვალებით, გაუხეშებული, გამკაცრებული ნაკვთებით და ჩამქრალი, არაფრისმთქმელი მზერით... უყურებდა და უნდოდა შეემჩნია ოდნავ მაინც ის, რასაც მიშა და არამარტო მიშა ამჩნევდა მასში. ერთი-ორჯერ დატრიალდა სარკის წინ, მაგრამ უშედეგოდ.
უცებ ამოიცვა ტანსაცმელი და სახლიდან გავიდა. არ მოუტყუებია განყოფილების უფროსი, რომ საცვლების საყიდლად აპირებდა წასვლას.
*_*_*_*_*_*_*_*_*
- ჰოო ? მერე ? - ლამის გამოძვრა ლეპტოპის ეკრანში ეკა.
- მერ.. მერე არაფერი, სახლამდე მომიყვანა და მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. - ყველაფერი ჩაუკაკლა ქეთიმ ეკას. თავის მხრივ არც ეკა ჩამორჩენილა.
- მე ამ ერთუჯრედიან ამებასთან ვარ. - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ქეთის გაოცებული სახის დანახვისას გემრიელად გადაიხარხარა.
- რა ხდება აქანე, სიმონ ? - ვიდეოთვალში ლამის შეძვრა ილია. ქეთი კი ყბადაღებული უყურებლა ლამის ეკას კალთაში ჩამჯდარ კონჯარიას.
- გაეთრიე ცხვარო, იმ ბალიშის მოქნევას ჯერაც არ გპატიობ ! - უთხრა ეკამ ილიას და მწარედ უბწკინა მკლავზე. ილიამ ეგრევე ნატკენ ადგილას იტაცა ხელი და დაიყვირა.
- სუ გოუბერე სიმონ შენ ?
- ვახ, გადამრევთ მე თქვენ ! - აკისკისდა ქეთი და სიამოვნებით შესცქეროდა ამ ორს.
- თქვენ კი არა, ეს ვირი ეს, ეს ზებრა ! - აწიოკდა ეკა.
- ზოლებიანი ? - გულწრფელად დაინტერესდა ილია.
- ახლავე გაიძურწე ქედან ! - იწივლა გოგომ.
- მოდი ზოლებიანი ვიქნები და გადამიარე, ვითო გზაზე გადადიხარ. - თქვა ილიამ და იატაკზე გაიშხლართა. ქეთი სიცილით კვდებოდა, ხოლო ეკა ძალიან ბრაზობდა ამ სიცანცარეზე.
- ნუ ცანცარებ ! ღმერთო, რა დავაშავე ! - ხელები ცისკენ აღაპყრო ეკამ და ლეპტოპს მიუბრუნდა.
- არაფერი შვილო ჩემო, მაცადე პაწი ხანს გართობა მეც ! - ხმა დაიბოხა ილიამ და ლამის ყურში ჩაჰყვირა ეკას. გოგომ თვალები აატრიალა და ხუთი თითი სახეზე შუქნიშანივით აუწითლა ილიას.
- მეტკინა ! - გაბუტული ხმით ჩაილაპარაკა ილიამ და ეკას მოშორდა.
- მერე მომიყევი პონჩი ! - კისკისებდა ქეთი.
- რამდენჯერ გითხარი, ეგრე ნუ მიძახი-მეთქი ! - შეუბღვირა დაქალს ეკამ. ლეპტოპი დახურა და ღრმად ჩაისუნთქა. ცალი თვალი ლოგინზე წამოგორებული, გაბუტული ილიასკენ გააპარა და ცქმუტვა დაიწყო.
- ჰეი... - ბიჭი პასუხს არ სცემდა. - ჰეეი, ცხვარო ! - იმედი ჰქონდა, რომ გამოახედებდა ბიჭს. - ჰეეი, ზებრა... - არც ამან გაჭრა. ამიტომ საწოლზე მიუცუცქდა და ჩაიბურტყუნა. - იდიოტი ილია... - ბიჭმა უმალ მიაპყრო მზერა. ეკა ოდნავ შეკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- რა გინდა ?
- მე...
- ისევ გეწყება ?
- რა ? - გაოცდა გოგო, მაგრამ მაშინვე მიხვდა. „მეე. მეე. მშობიარე თხასავით !“ - კრეტინო !
-რაო პონჩიი ? - ირონიულად ჩაიცინა ილიამ.
- მეზიზღები !
- მეც ! - წარმოთქვა ილიამ და ეკასკენ გაიწია. გოგომ უკან დაიხია, მაგრამ გაქცევა ვერ მოასწრო.
*_*_*_*_*_*_*_*

მიაბიჯებდა ნაცრისფერ ქუცებში და ხალხს აკვირდებოდა. ეძებდა. ეძებდა ადამიანს, რომელსაც მასსავით ჩამქრალი თვალები ექნებოდა, რომელიც მას გაუგებდა... მაგრამ რაში სჭირდებოდა ? ალბათ საკუთარი თავის სანუგეშებლად. ადამიანები ბევრს იხდიან, რომ თავი ინუგეშონ. სხვისი უბედურებაც კი შვებას ჰგვრით ხოლმე. მაგრამ ანამარიაც ასეთი იყო ? ეშინოდა საკუთარ თავთან გამოტყდომის... ეშინოდა, რომ შესაძლოა ასეთი აღმოჩენილიყო. არ სურდა... არაფრისდიდებით არ სურდა.
მაღაზიაში შევიდა და საცვლების თვალიერება დაიწყო. თხუთმეტი წუთი იბოდიალა და უეცრად მოეჩვენა, თითქოს მაქსიმეს მოჰრა თვალი. გული შეუფრთხიალდა, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა სად იყო, ლამის ხმამაღლა გაეცინა. რა უნდა აქ მაქსიმეს ?
შემდეგ თვალი მოჰკრა ერთ, საკმაოდ სექსუალურ კომპლექტს. ცოტა ხნის ყოყმანის შემდგომ დაავლო ხელი და გასახდელისკენ გაეშურა.
...
- რა ჯანდაბა მინდა მე ქალების საცვლების მაღაზიაში? - ცალი წარბი ასწია მაქსიმემ, როდესაც ცოლის შემოთავაზება გაიგონა.
- გთხოოვ, რამდენი ხანია ერთად არსად გავსულვართ ! - აწიკვინდა ნატალია.
- რაღა მაინდცდამაინც ეს საცვლები ტო ? - შეუბღვირა მაქსიმემ.
- მინდა ისეთი ვიყიდო, შენ რომ მოგეწონება ! - დოინჯი შემოირტყა ნატალიამ.
- კარგი რა !
- ეს ერთი სურვილი შემისრულე, მაინც ისვენებ მაგ შენ ბიზნესისგან !
- ეს ჩემი ბიზნესი შენი საშოპინგო ფულია, არ თქვა, რომ არ მოგწონს ! - ცინიკურად წაკბინა მაქსიმემ.
- მაქსიმე... ნუ მექცევი ასე სასტიკად ! - თვალები ცრემლებით აევსო ქალს. მაქსიმემ მობეზრებულად აატრიალა თვალები. არ ჰქონდა ახლა მისი ტირილის თავი, ამიტომ უხმოდ წამოდგა და აგრძნობინა, რომ წამოვიდოდა.
- მამა ! - გაისმა მეგის ხმა მეზობელი ოთახიდან. - მეც მოვდივარ, ორი წუთი დამელოდე ! - თქვა და აფუფუსდა საკუთარ ოთახში.
მაქსიმე ამდენს ვერ გაუძლებდა. მობეზრებულად ჩამოვიდა ეზოში და ჩაჯდა მანქანაში. უეცრად მისი ტელეფონი აწკრიალდა.
- საქმე მაქვს. - გაისმა მაქსიმესთვის ძალიან ნაცნობი ხმა.
- ირაკლი. რამდენი წელი გავიდა. - თითქოს გაბრაზდა მაქსიმე. - რა საქმე ? - მომენტალურად დაუსერიოზულდა ხმა მაქსიმეს.
- ანტონს ვირთხა ყავს სასტავში.
- მერე ? - კბილები გააკრაჭუნა ამ სახელის გაგონებისას მაქსიმემ.
- რაღაცას ამზადებს. ზუსტად არ ვიცი რას, მაგრამ მალე გავიგებ. უნდა მეთქვა ეს შენთვის. - დაღლილი ხმა ჰქონდა ირაკლის.
- ბრატუხ, გამოგივლი ამ დღეებში. - უპასუხა მაქსიმემ და ტელეფონი გათიშა. ანტონი ამზადებს რაღაცას. ანტონი... როგორ უნდა მისი ჩაძაღლება მაქსიმეს, მაგრამ... არის ბევრი მაგრამ.
...
მაღაზიაში შესვლისთანავე ხუთი კომპლექტი შეიტანა გასახდელში ნატალიამ. მაქსიმე კი მარტო დარჩა. მაღაზიის კონსულტანტები მას თვალებს უჟუჟუნებდნენ და ეკეკლუცებოდნენ. მაგრამ კაცს ეს სულაც არ ანაღვლებდა. ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა აქედან. მოსვენებას არ აძლევდნენ ფიქრები. ფირქები რაზე ? ან ვისზე... არ ტყდებოდა მაქსიმე. არ აძლევდა თავს უფლებას ფიქრებშიც კი წარმოეთქვა მისი სახელი.
ლოდინით დაღილმა გადაწყვიტა შეეხედა, რას შვებოდა მისი ცოლი. გასახდელის ფარდა უხეშად შეაღო და დაიძახა:
- ამდენ ხანს რას აკეთებ ? - თვალი შეავლო გასახდელს და თვალებგაფართოებული გაგუანა შერჩა ხელში. ეგრევე დაეძარღვა კისერი, როდესაც სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ანამარია შეათვალიერა.
- გაეთრიე ! - მშვიდად, ყოველგვარი პანიკის გარეშე და ძალიან გაბრაზებული ტონით მიმართა ანამარიამ მაქსიმეს. მაქსიმე კი ძალიან ნელა ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე ამ ქალს. მიუხედავად იმისა, რომ მას მოესწრო სხეულზე ქსოვილის აფარება, იგი მაინც კარგად არჩევდა მისი სხეულის თითოეულ შტრიხს.
- აჰ ! - წაიკვნესა სარკასტულ ღიმილაკრულმა მაქსიმემ. - ახლავე სექსუალურო მადამ ! - ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა.
- თავხედი ! - წამოიძახა ანამარიამ და ლოყაზე შიგნიდან იკბინა. მაქსიმე ადგილზე შეგდა. ღრმად სუნთქვა დაიწყო. პერანგის ზედა ღილი შეიხსნა. ქალს მიუახლოვდა და პირისსახით სარკეს ააკრო. თავად კი ზურგიდან მიუდგა და მთელი სხეული დაეწვა ქალს. სარკის სიცივე ესიამოვნა, თუმცა უმოძრაობამ დათრგუნა იგი. რამდენიმეჯერ გაიბრძოლა, თუმცა უსარგებლოდ.
- თავ-ხე-დი ! - დამარცვლა მაქსიმემ ჩურჩულით ანამარიას ყურთან და მისი ყურის ბიბილო ტუჩებს შორის მოიქცია. გველნაკბენივით შეკრთა ანამარია და არნახული ძალა იპოვა. კაცი შეარყია, გათავისუფლდა და სილა გააწნა. ხელები დანებების ნიშნად ასწია და უკანსვლით გავიდა გასახდელიდან ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ქალისთვის. გზად კი კვლავ დამარცვლა. - თავ-ხე-დი ! - ტუჩი მოიკვნიტა და პერაგნის მეორე ღილიც გაიხსნა.
როგორც კი იგი გავიდა ანამარია ლამის კრუნჩხვებში ჩავარდა. მთელი სხეული ეწვოდა. მაქსიმემ ის თითქოს ბოლომდე შეისრურა სარკესთან. თვალებით გაჰხადა მას და მის სხეულს დაეპატრონა. ალმოდებულივით ეწვოდა ტანი. ზურგით მიედო სარკეს და ოდნავი შვებაც კი ვერ ჰპოვა მისი ცივი ზედაპირიდან.
ათი წუთი დაჰყო გასახდელში და ძლივს გადაწყვიტა გასულიყო გარეთ.
...
გამოვიდა თუ არა მაქსიმე ანამარიას გასახდელიდან მაშინვე ნატალია შეეგება ხუთი წყვილი საცვლებით ხელში. ყველა ეყიდა.
- ძვირფასო, მე კატომ დამირეკა და უნდა გავიქცე ! მეგი უკვე წავიდა ნინოსთან, ამიტომ არ ინერვიულო ! - თქვა და ქმრის ტუჩებს წაეტანა ნატალია. მაქსიმემ მას ნაძალადევად გაუღიმა და თავი დაუქნია.
ხუთი წუთი იდგა და ათვალიერებდა ქალთა სამოსს, მაგრამ გონებით, სულით და სხეულითაც კი სრულიად სხვაგან იყო. ჯერ კიდევ გასახდელში, ანამარიასთან ერთად და ისმენდა იმ ტკბილ სიტყვას მისგან.
თავ-ხე-დი...
ყრუდ ამოიზმუვლა მაქსიმემ, ესიამოვნა ქალის რეაქცია, ესიამოვნა მის სხეულთან შეხება, ესიამოვნა, რომ ააფორიაქა. ესიამოვნა ის, რაც გამოიწვია ამ ქალმა მასში...
თავი სიცილით გააქნია და მანქანისკენ დაიძრა. დაელოდა, სანამ ანამარია გამოვიდოდა და როგორც კი ქალის სილუეტი დალანდა ავტომობილით დაედევნა მას.
გაგუა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, მაქსიმეს კი ეღიმებოდა. თითქოს გრძნობდა, რომ ეს მის მიერ გამოწვეული შეგრძნების გამოძახილი იყო ქალში. სხეულს ოსტატურად არხევდა, მხრებში გამართული დადიოდა და ეს მუხლს ქვემოთ, სხეულზე მომდგარი შავი კაბა არანორმალურ სექსუალურობას ანიჭებდა ქალს. გრძნობდა ამას მაქსიმე და თავის კონტროლი უჭირდა.
ოდნავ გაუსწრო ქალს და მინა ჩამოსწია. იდაყვით დაეყრდნო მას და გაგუანას გასძახა.
- ჰეი, თავხედო ქალბატონო ! - ანამარიამ მომენტალურად შეაბრუნა თავი მისკენ და თვალები ცეცხლით აენთო. ძალიან ბრაზობდა. ნაბიჯისთვის არც აუჩქარებია, არც შეუნელებია. ცდილობდა ყოფილიყო თავდაჯერებული, მაგრამ მისი დახეთქილი ტუჩები მას გასცემდნენ.
- მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს !
- დარწმუნებული ხარ ?
- სავსებით.
- აი შენს მარწყვივით ტუჩებს მგონი აქვთ. - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ირონიულად ჩაიცინა მაქსიმემ. წამიერად აელეწა სახე ანამარიას, მაგრამ არ შეიმჩნია.
- გეშლებათ !
- წელის მოყვანილობაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მმ... - ტუჩები აილოკა კაცმა. ანამარიას დასხცა, პირი გაუშრა და ენას პირში ვერ აჩერებდა.
- თქვენ გზაზე წაბრძანდით მაქსიმე, მე თავი დამანებეთ ! - ხმა გაბზარა ანამარიას.
- მუცლის კუნთები ქალიშვილივით თრთოდნენ ქალბატონო მარია ! - ამოიხრიალა მაქსიმემ და თვალებით დაიწყო ქალის გახდა. გრძნობდა ამას გაგუა, მაგრამ როგორ შეიმჩნევდა ? წამსვე აიფოფრა და მიაძახა:
- მომწყდი თავიდან !
- ვოუ, მშვიდად... - ჩაილაპარაკა მაქსიმემ და მანქანა გააჩერა. ანამარიამ კი სვლა განაგრძო. თითქოს გულიც კი დასწყდა, რომ მაქსიმე ასე მარტივად შეეშვა. სიკვდილამდე სურდა უკან მიეხედა, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა ამის საშუალებას. მიდიოდა და სხეული უმძიმდებოდა. ღრმად ჩაფიქრდა და გზას თვალს უშტერებდა.
მოულოდნელად სხეულზე წყალი იგრძნო. მანქანამ საზიზღრად მოუხვია და სრულიად გალუმპა ქალი. ეს ეს იყო უნდა ეკივლა ბოლო ხმაზე, რომ კივილი კისერშივე შერჩა. როგორც კი მაქსიმე და მისი მანქანა დაინახა. ღიმილაკრული მაქსიმეს სახე და თინეიჯერი ბიჭის საქციელი აცოფებდა ქალს.
- უკაცრავად ქალბატონო, არ მინდოდა. - თქვა მან და ფხუკუნი აუტყდა საკუთარ სიტყვებზევე.
- შეუგნებელი ! - წამოიძახა ბრაზისგან და სირცხვილისგან გაწითლებულმა მარიამ.
- შეგიძლიათ ჩაჯდეთ მანქანაშ, სახლამდე მიგიყვანთ ! - ნიშისმოგებით უთხრა კაცმა. პატარა ბიჭს ჰგავდა. ჩარჩენილს ახალგაზრდობაში. არც ახლა იყო ხანშიშესული, მაგრამ მაინც...
- იდიოტიზმის განსახიერება ! კრეტინიზმის პიკი ! - ცდილობდა არ ეკივლა.
- მიდი, კიდევ ! - რეალურად სიამოვნებდა მაქსიმეს. ანამარია კი ტუჩს იჭამდა. არ იცოდა რა ექნა. ასეთი სველი სახლამდე ვერ მივიდოდა. ხალხში ასე ვერ ივლიდა, პლიუს გაციება გარანტირებული ჰქონდა. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მაქსიმეს მანქანისკენ დაიძრა და წინა სავარძელში ჩაჯდა. უსიამოვნოდ ეკვროდა სხეულზე კაბა და მის ფორმებს ზედმეტად გამოკვეთავდა.
- საით ? - ჰკითხა მაქსიმემ, თუმცა საერთოდ არ აინტერესებდა. ახლა ამ სველი ქალის მზერის გარდა არაფერი უნდოდა, ისიც უაღრეს სიამოვნებას ანიჭებდა, რომ მის გამო იყო სველი. მის გამო გრძნობდა უხერხულობას და მის გამო უცემდა გული უფრო ძლიერად.
გაგუამ მისამართი უთხრა და მაქსიმემაც დაძრა მანქანა. უხმოდ მიდიოდნენ. ქალმა მინას მიადო თავი და ცდილობდა დაერეგულირებინა გრძნობები. ცდილობდა არ შეემჩნია რას გრძნობდა, ცდილობდა გარეგნულად მხოლოდ ბრაზი გამოემჟღავნებინა. მაგრამ გამოსდიოდა კი ? გრძნობდა როგორ უწვავდა მამაკაცის თვალები სხეულის თითოეულ ატომს, მაგრამ არასდიდებით არ იყურებოდა მისკენ.
შეამჩნია, რომ მაქსიმემ გზას გადაუხვია და შეცბა, თუმცა არც ეს შეიმჩნია. ღვედს მთელი ძალით ჩააფრინდა და ტუჩის კვნეტა დაიწყო. მხოლოდ ვარაუდი შეეძლო სად მიაქანებდა ეს კაცი ასეთი სისწრაფით და მიზანმიმართულად.
- შეეშვი მაგ ტუჩებს, თორემ არ შეგარჩენ მაგათ. - გაისმა მაქსიმეს საოცრად დაბოხებული, სექსუალური ხმა და ქალი დარწმუნებული იყო, რომ რომ არ მჯდარიყო, ამ ხმის გაგონებისას ფეხები მოეკვეთებოდა, იატაკზე დაენარცხებოდა და ვერც ადგებოდა. განმგმირავ ტემბრს ფლობდა ეს მამაკაცი. სხეული, თვალები, ხმა...
- გზას უყურე ! - შეუბღვირა მან კაცს, თუმცა მეტად არაბუნებრივად გამოუვიდა.
- რა საყვარლად სასაცილო ხარ ანამარია ! - თქვა მაქსიმემ და ჩაიცინა.
- რას გულისხმობ ? - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- ძლიერი ქალის როლს თამაშობ, მაშინ, როცა შეშინებული კურდღლის როლი უფრო კარგად გამოგივა.
- უნდა გაგიცრუო იმედი, ეს როლი ნამდვილად არაა. შეშინებული კურდღელი სარკეში მოიკითხე.
- ენა დაიმოკლე ზღარბო. ეკლებიც მყოფნის. - უთხრა მაქსიმემ.
- ცოლიანი კაცი სხვა ქალს ასე რომ ეტანები, როგორ გიძლებს ეგ ქალი ?! - გულწრფელად გაუკვირდა ანამარიას.
- აჰ, შენი ქმარი თანახმაა შენ ამგვარ გამოხტომებზე ? გასახდელში სხვა კაცთან ერთად რომ მაიმუნობ ? - ცინიკურად გადაუკრა მაქსიმემ. ანამარიას გააკანკალა, თვალები ცრემლით აევსო და თავი ჩაქინდრა. გული შეეკუმშა, ტკივილმა მოჰხვია მას მარწუხები და სუსასრულობისკენ გააქანა. გაახსენდა... გაახსენდა ქმარი. გაახსენდა სიყვარული, გაახსენდა უკვდავი გრძნობები და ინანა... რას ნანობდა ? ვინ იცის...
- მე...
- შენ ? - აგრძელებდა ცინიზმის ნთხევას მაქსიმე. - უცოდველე კრავი ხარ არა ?
- მე... ქმარი არ მყავს...- ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები ანამარიამ და ბურთი ყელში გაეჩხირა. მაქსიმემ მანქანა შეაყენა და ქალს ჩააცქერდა.
- კარგია. - თქვა შემდეგ მისდა უნებურად. საკუთარი თავისგან არ მოელოდა ამ ფრაზას, მაგრამ მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ასე ნამდვილად ჯობდა.
- კარგია ? - თავი მომენტალურად ასწია ანამარიამ და წყლიანი თვალები შეანათა კაცს. ვერ გაეგო რას გულისხმობდა იგი.
- ჰო, კარგია. - მზერა მიაპყრო მან ქალს.
- რატომ არის კარგი ?
- შენ შეგიძლია თავიდან დაიწყო და იმიტომ. - მოსწყდა მაქსიმეს ბაგეს ეს სიტყვები.
- შენ არ შეგიძლია ? - დაეჭვებით ჰკითხა მაქსიმეს ანამარიამ.
- ჩემი სიტუაცია ძალიან, ძალიან მწვავეა ანა... - სიმწრით ჩაიცინა მაქსიმემ, ტუჩი მოიკვნიტა და გვერდზე ნერვიულად გაიხედა.
- არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. - მისდაუნებურად ჩაილაპარაკა ქალმა.
- მართალი ხარ, არ არსებობს. - წამოიძახა მაქსიმემ. - მათ შორის, არც ესაა გამოუვალი. - თქვა და ტუჩებზე დააცხრა ტირილამდე მისულ ქალს. ჰკოცნიდა ვნებიანად და აღწევდა იმ სიღღმეებში, სადაც 17 წლის განმავლობაში არავინ შესულა. ეხებოდა იმ სხეულს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არავინ შეჰხებია.
ქალს შეგრძნებები ათმაგად გამძაფრებული ჰქონდა და მცირე შეხებაზეც კი სიამოვნებისგან კვნესოდა. აჰყვა კოცნაში მაქსიმეს და იგრძნო როგორ გაიღიმა ამის შედეგად კაცმა. ოდნავ შერცხვა, მაგრამ ეს სიამოვნება ბევრად უფრო მძაფრი იყო, ვიდრე სირცხვილის გრძნობა.
კალთაში ჩაიჯინა კაცმა ქალი და სველი კაბის რელიეფს ბუმბერაზი ხელი ჩააყოლა. ანამარიას მკერდი ამოიზნიქა შეხებისგან და ჟრუანტელისგან, მაქსიმემ კი დრო იხელთა და მის მკერდში ჩარგო თავი. ღრმად ჩაისუნთქა და სხველი კოცნა დაუტოვა მკერდს შორის. კვდებოდა სურვილით ანამარია, უნდოდა ეს კაცი... უნდოდა... სურდა შეხებოდა, სურდა ეგრძნო თავი ქალად. უნდოდა კვლავ განეცადა იმ კრახის მერე სიამოვნება, რომელსაც მხოლოდ ვნებით გაჟღენთილი მამაკაცი სჩუქნის ქალს და არა მხოლოდ ჟინით მოძრავი ორფეხა არსებები, რომელნიც თავს კაცებს უწოდებენ.
მაგრამ როგორც კი საჯდომზე შემოჭდობილი მისი ხელი იგრძნო შეკრთა და გაახსენდა. გაახსენდა, რომ ამ კაცს ჰყავდა ოჯახი, ჰყავდა შვილები. მომენტალურად მოშორდა მას და სუნთქვის რეჟიმის დარეგულირება უნდოდა. მაქსიმემ გაიწია მისკენ, მაგრამ ქალმა შეაჩერა.
- ცოლი გყავს, შვილები და... მე არ მინდა გავხდე ამ იდილიის დანრგევის მიზეზი. წამიყვანე სახლში.
- ანამარია... - რაღაცის თქმა უნდოდა მაქსიმეს. მაგრამ ქალმა კვლავ შეაჩერა.
- გთხოვ მაქს... - წყლიანი მწვანე თვალები მიანათა კაცს და თავი გააქნია.
- მომისმინე.
- არ გინდა...
კაცმა გულგრილად აარიდა მზერა მას და მანქანა ადგილიდან დაძრა. ანამარია ხედავდა როგორი გაბრაზებული, დათრგუნული და დაძაბული ატარებდა იგი მანქანას. სხეულის ყველა კუნთი დასჭიმვოდა კაცს, თითქმის არ სუნთქავდა. კბილს კბილზე აჭერდა და კრაჭუნის ხმა ქალამდეც კი აღწევდა.
გული მოუკვდა ანამარიას, მაგრამ მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ასე სჯობდა. ერთი დღის გაცნობილი იყო მაქსიმე. მაქსიმე მაჭარაშვილს ჰყავდა ოჯახი. ცოლი და ორი შვილი...
ის ვერ დაანგრევდა ამ ოჯახს. არაპერსპექტიული ურთიერთობის გამო, ვერ დაანგრევდა !

...

დამიგვიანდა... სორრი ხალხო :/ ველი შეფასებას...

 




№1 √ წევრი ™ Peoplefallformysmile

ძალიან ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ :(

 



№2  offline √ წევრი ™ ლილიტიი

მემგონი ბევრად სჯობს მაქსიმეზე და ანაზე წერო.
ყველას ერთად, რომ წერ აბდა უბდა შინაარსის გამოდის ხან სად გადაუხვევ ხან სად.
ის ბავშვებიც შიგადაშიგ ჩართე, მაგრამ ესე სათითაოდ ყველას ცხოვრების განხილვა უაზრობაა : //
ისტორია სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად

 



№3 √ მოდერი ™ MoonLady

ლილიტიი
მემგონი ბევრად სჯობს მაქსიმეზე და ანაზე წერო.
ყველას ერთად, რომ წერ აბდა უბდა შინაარსის გამოდის ხან სად გადაუხვევ ხან სად.
ის ბავშვებიც შიგადაშიგ ჩართე, მაგრამ ესე სათითაოდ ყველას ცხოვრების განხილვა უაზრობაა : //
ისტორია სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად

ამათი ცხოვრება რომ არ იყოს ერთმანეთზე გადახლართული დაგეთანხმებოდი, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, იმდენად მჭიდრო კავშრი აქვთ ერთმანეთთან. გმადლობ შეფასებისთვის <3

Peoplefallformysmile
ძალიან ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ :(

მუზა მღალატობს, რა ვქნა ;დ

 



№4 √ მოდერი ™ MoonLady

nini sabauri
ძალიან საყვარლები არიან ეს ეკა და ილია, ვგიჟდები მათზე.

მიყვარს მეც ^-^

 



№5 √ მოდერი ™ MoonDaughter

რამ აახუნტრუცა ეს პოლიციელი ქალი ასე მარტივად? :დდ ოხ ეს მაქსიმე... ^_^ მაინტერესებს ამათი ისტორია როგორ განვითარდება, ველი შემდეგ თავს <3

 



№6 √ მოდერი ™ MoonLady

MoonDaughter
რამ აახუნტრუცა ეს პოლიციელი ქალი ასე მარტივად? :დდ ოხ ეს მაქსიმე... ^_^ მაინტერესებს ამათი ისტორია როგორ განვითარდება, ველი შემდეგ თავს <3

გავიჭედე.

 



№7 √ სტუმარი ™ Ninaa

Ogond gaguas gampatiurebeli ar agmochndes maqsime da

 



№8 √ მოდერი ™ MoonLady

Ninaa
Ogond gaguas gampatiurebeli ar agmochndes maqsime da

სადმე ჩანს, რომ გაგუა გააუპატიურეს?

 



№9  offline √ წევრი ™ ucnobi_18

მომწონს ძალიან ნუ შენს მოთხრობებზე არვიცი ვჭედავ ვაფშე და არ დააგვიანო ხოლმე რა..ხომ მართლა სრულად დადებ ამ მოთხრობას რომ დაამთავრებ?

 



№10 √ მოდერი ™ MoonLady

ucnobi_18
მომწონს ძალიან ნუ შენს მოთხრობებზე არვიცი ვჭედავ ვაფშე და არ დააგვიანო ხოლმე რა..ხომ მართლა სრულად დადებ ამ მოთხრობას რომ დაამთავრებ?

დღეს სავარაუდოდ არ იქნება შემდეგი თავი და ჰო, ბოლო თავის დადება არ მჩვევია ხოლმე, ამიტომ სრულად ვდებ ეგრევე.

 



№11 √ სტუმარი ™ Guest Lika

Male dade ra tore lomka damewyo:-D. 3wyvil kargia da sainteroso zustad ise wert rogos sachiroa imedia muza ar dagvianebs da did tavebs dadebt♥♥♥

 



№12  offline √ წევრი ™ Mariiiiami

ვაიმეეე...
სულმოუთმენლად ჩავიკითხე ყველა თავიი
ვგიჟდებიი...ძაან ძაანნ მომწონსს
ილიაა არის არ ვიციი...კაცი პიროვნება :დდდდდ
და საერთოდაც ძაან საყვარელი პერსონაჟები გყავს
ისტორია თითქოსდა ბანალურია მაგრამ სამქე იმაშია,რომ განსხვავებულად გადმოცემ და მაგიტომაც გამოდის გადასარევიი
ანასტასია და მაქსიმეე... ოუუუუ :დდდდ აან მაგარი წყილი იქნება მაგრამ ჩემი აზრით გაბრო სულაც არაა მაქსიმეს შვილიი და ის კაცია აი ფოტოში რო ჩანს მაგრამ არ ვუსწრებ მოვლენებს შენ გელოდებიი :დდდ
ეს ნატალია და მეგი მოაშორე რაა გული მერევა ეგეთბეეე...ფუჰ
გაბრო და ქეთიი... ამ წყილზე არ ვიცი რა შეილება ვთქვაა...
აუუ პროსტა 3 განსხვავებული წყვილი გყავს და მე მომწონს როგორც აღწერ...
სხვა არვიცი რა შეილება გითხრა.ნუ ერთი ის რომ იმედია მუზა ხელს შეგიწყობს მალე დადებაშიი <3

 



№13 √ მოდერი ™ MoonLady

Guest Lika
Male dade ra tore lomka damewyo:-D. 3wyvil kargia da sainteroso zustad ise wert rogos sachiroa imedia muza ar dagvianebs da did tavebs dadebt♥♥♥

მეც დიდი იმედი მაქვს ამის :დდდდ გმადლობ, რომ კითხულობ <3

Mariiiiami
ვაიმეეე...
სულმოუთმენლად ჩავიკითხე ყველა თავიი
ვგიჟდებიი...ძაან ძაანნ მომწონსს
ილიაა არის არ ვიციი...კაცი პიროვნება :დდდდდ
და საერთოდაც ძაან საყვარელი პერსონაჟები გყავს
ისტორია თითქოსდა ბანალურია მაგრამ სამქე იმაშია,რომ განსხვავებულად გადმოცემ და მაგიტომაც გამოდის გადასარევიი
ანასტასია და მაქსიმეე... ოუუუუ :დდდდ აან მაგარი წყილი იქნება მაგრამ ჩემი აზრით გაბრო სულაც არაა მაქსიმეს შვილიი და ის კაცია აი ფოტოში რო ჩანს მაგრამ არ ვუსწრებ მოვლენებს შენ გელოდებიი :დდდ
ეს ნატალია და მეგი მოაშორე რაა გული მერევა ეგეთბეეე...ფუჰ
გაბრო და ქეთიი... ამ წყილზე არ ვიცი რა შეილება ვთქვაა...
აუუ პროსტა 3 განსხვავებული წყვილი გყავს და მე მომწონს როგორც აღწერ...
სხვა არვიცი რა შეილება გითხრა.ნუ ერთი ის რომ იმედია მუზა ხელს შეგიწყობს მალე დადებაშიი <3

ისტორია თითქოსდა ბანალურია :3 ვნახოთ ბოლოს რა იქნება :დდ ეს ნატალია და მეგიც საკვანძო ფიგურები არიან :დ ნატალია განსაკუთრებით :დ ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკაა თავიდან ბოლომდე ეს ისტორია ;დ

 



№14 √ სტუმარი ™ Guest Mariami)))

Rodisdawer shemdegtavs ♥

 



№15 √ მოდერი ™ MoonLady

Guest Mariami)))
Rodisdawer shemdegtavs ♥

პროცესში ვარ შემოგევლე :დ მუზა კურდღელივით გამირბის ;დ

 



№16 √ სტუმარი ™ Guest Mariami)))

Geeliii :dd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent