შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (15)


23-04-2017, 23:27
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 334

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (15)

ნინა
არჩევნების დღე იყო, როცა დემნას სახლის კარები გავტეხე და შევიპარე. გატეხვას ფორმალურად ვეძახდი, სინამდვილეში უბრალოდ, გასაღები მქონდა. მე ხომ მისი ბინის ყოფილი ბინადარი ვიყავი.
„ეცადე, 3 საათის განმავლობაში გაართო“ - მივწერე ლეოს და პატარა ასაფეთქებელი მოწყობილობა ორ საათნახევარზე დავაყენე. ვიცოდი, მალე ყველაფერი დამთავრდებოდა. შავი ტანისსამოსი მეცვა და მთელ თავზე, სახის ჩათვლით, ნიღაბი მეკეთა. ჩემი საქმე გავაკეთე და გარეთ გამოვედი. არჩევნების დღე უკვე მიწურული იყო მე კი ტელეფონი გამოვრთე ლეოსთან მიწერილი მესიჯების შემდეგ. ცივი ჰაერი სახეზე ისე მომხვდა, თითქოს ღრმა ძილიდან მხოლოდ ახლა გამოვიღვიძე. ვფიქრობდი, რომ უეჭველად დემნამ გაიმარჯვა და ახლა პრეზიდენტია. ჯანდაბა! თუ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, თან ცოცხალი, დიდი გაუგებრობები მელოდა. გზაზე არავინ იყო და ავტოსადგომზე მივედი. ყოველთვის სხვადასხვა ნომრებით ვაკეთებდი ხოლმე საქმეს.
- არ გაინძრე - გამყინა ხმამ, რომელიც აქამდე ყოველთვის მათობობდა, მაგრამ ახლა იმდენად სასტიკი, ჟრუანტელისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ ამოსუნთქვაც ვერ გავბედე. - ხელები მაღლა - გამაფრთხილა. მისკენ შევტრიალდი, ხელები მაღლა არ ამიწევია, სანამ დემნა არ დავინახე ჩემსკენ მომართული იარაღით. დემნა და იარაღითქო, გამეცინა, მაგრამ ნიღაბში არ გამოჩენილა ჩემი ირონიული სახე. ჭიანჭველასაც ვერ მოკლავს ისეთი წმინდაა და შეიძლება ამიტომაც შეგვიყვარდა ერთმანეთი. ადამიანს ის იზიდავს, ვინც კონტრასტში ერგება მის სამყაროს. ყოველთვის შეუფერებელს ვირჩევთ, რომ ჩვენს არსებაში გაჩენილი ნახვრეტები ამოვიქოლოთ.
მისკენ შევტრიალდი, მაგრამ ხელები ჯერ არ მქონდა აწეული. მოულოდნელად გასროლილმა ორმა ტყვიამ ისე გამყინა, თითქოს დემნას კი არა, ეშმაკს ვეთამაშებოდი. რა თქმა უნდა, სხვაგან ისროლა და ჩემს შესაშინებლად გააკეთა, თუმცა გამოუვიდა კიდეც. ისე ავკანკალდი, ჩემი მთელი სხეული ჭიანჭველების ფუსფუსმა მოიცვა ფეხის ტერპებიდან თმის ღერებამდე. ხელები დამჯერად ავწიე მაღლა.
- მოიხსენი ნიღაბი - დამიყვირა ზიზღით. ასეთი დემნა ჯერ არასდროს მყავდა ნანახი. იარაღი აუკანკალებლად, მტკიცედ ეჭირა და ისეთი სასტიკი მზერა ჰქონდა, როგორც არასდროს. - რამდენი ხანია, გითვალთვალებ. მაინტერესებდა, სადამდე შეტოპავტი. მოიხსენი, თორემ თვალის დახამხამებაში მოგკლავ. - დამიღრიალა ისევ. არ ვიცი, სიკვდილი მერჩივნა თუ ამ ნიღბის მოხსნა. ჩემი მოკვლის შემდეგ, მაინც მომხსნიდა და ცხოვრების ბოლომდე იმაზე ფიქრი გააწამებდა, რომ თავისი ნინა მოჰკლა. გააწამებდა ათას კითხვაზე გაუცემელი პასუხი და ერთადერთი, რა მიზეზითაც ეს დაწყევლილი შავი სახე მოვიხსენი, ისევ დემნა იყო. გაშეშებული, გონებადაკრგული სახით მიყურებდა. იმ წამებში იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო.
- ნ ნ ნ ი....ნ...ა. - აღმოხდა დანაწევრებულად.
- მაპატიე, მაპატიე - ვეღარ ვსუნთქავდი ნერვიულობისგან.
- ამის დედაც - ჩაილაპარაკა თავისთვის და იარაღი ჩამოსწია - რას აპირებდი, რას აპირებდი? - მიმეორებდა ნერვიულად.
- არ ვიცი - თავი გავაქნიე.
- შენი იარაღი ამოიღე, ვიცი, რომ გაქვს - ისევ დაიღრიალა, მერე ცალი ხელი მკერდზე ისე მიიდო, თითქოს გულის შეტევა ემართებაო. ხელის კანკალით ამოვიღე. - დამიმიზნე - მიბრძანა დაჟინებით.
- რას მეუბნები? - გამოვშტერდი.
- ნუ მეპასუხები. დამნაშავე როცა ხარ, უნდა გაჩუმდე - თავის თავს არ ჰგავდა, ისეთი გაგიჟებული იყო. იარაღი ისევ მომართა ჩემსკენ - შენც დამიმიზნე! - ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, მთელი სხეულით ვცახცახებდი და თან მეც დავუმიზნე. არა, ალბათ, სამყარო, რომ გადამწვარიყო, მაინც ვერ ვესროდი.
- ერთად უნდა მოვკვდეთ? - ვკითხე ენის ბორძიკით.
- ერთად მოვკვდებით - მიპასუხა დარწმუნებით.
- პრეზდენტი გახდი დღეს? - ეტყობა, როცა გავთანაბრდით და ორივეს ერთმანეთის სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი, საუბარიც შესაბამისად, უფრო იოლი იყო.
- პრეზიდენტი გავხდი - დამიქნია თავი.
- შენი პირობა გახსოვს? - ვკითხე ირონიულად.
- პრეზიდენტი გავხდებოდი, შენ კი პირველი ლედი... ასეც იქნება, ოღონდ, ორივე დახოცილები ვიქნებით - დამემოწმა.
- ერთად დაგვკრძალავენ? - სერიოზულად მაინტერესებდა.
- რა თქმა უნდა.
- მერე ელენე?
- ვინ ელენე? - შემომიბრუნა კითხვა.
- შენი საცოლე. ნუთუ აღარ გახსოვს? - ვკითხე სარკასტულად და მარჯვენა წარბი ავწიე.
- ასეთ რთულ მომენტში უნდა გიმტკიცო, რომ ჩემს გულში მხოლოდ შენ ხარ? - მკითხა პატარა ბავშვის ლოყებჩაჩხვლეტილი ღიმილით, რომელიც ყოველთვის დასთამაშებდა ხოლმე სახეზე, როცა მხედავდა.
- ეგ სიცილი... - ჩუმად ამოვთქვი, შემდეგ კი უფრო ხმამაღლა და ომახიანად შევძახე - მირჩევნია ჩემი ხელით მოგკლა, ვიდრე ეგ სიცილი სხვა ქალს ეკუთვნოდეს.
- რამდენი ადამიანის მკვლელს ეკუთვნის ეს სიცილი? - მკითხა მოულოდნელად. შევცბი, წამიერად უკან დავიხიე და ვიგრძენი, რომ ამდენი ხანი წინ გაშვერილი ხელი დამიბუჟდა. ღრმად ჩავისუნთქე და თამამად ვუპასუხე:
- ბევრის.... ახლა გძულვარ?
- ბავშვებისაც? - ხელი აუკანკალდა.
- არა, ჯანდაბა დემნა! არა, რა ბავშვები - ისე ვიუარე, თითქოს ეს რამეს მიმსუბუქებდა.
- მესროლე! აღარ მინდა შენი ყურება - მითხრა წყნარად. ახლა განსაკუთრებულად წყნარი იყო. ზუსტად ისეთი, გამომშვიდობებისას, რომ არიან ხოლმე საყვარელი ადამიანები.
- შენ თვითონ მესროლე და ვეღარასდროს ვეღარ მნახავ - ვუთხარი და ისევ ცრემლები წამსკდა. ამის დედაც! ნუთუ უკანასკნელად მისი ტუჩები მაინც არ უნდა ვიგრძნო, სანამ ქვასავით გაიყინება ჩემი სხეული?
- ოდესმე მაინც თუ გყვარებივარ? - აცლა უფრო ნაზი, სათუთი გაუხდა ხმა. არ ვიცი, ასე სენტიმენტალურად რატო ვფიქრობდი იმ დროს, თუმცა ვხვდებოდი, რომ სიკვდილი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და სადაცაა, ხელები უნდა შემოეხვია ჩემთვის.
- მთელი ჩემი არსებით მიყვარდი, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები და სიკვდილის შემდეგაც მეყ.... - უეცრად გასროლის ხმამ დამიგუბა ყურები, საშინელმა სიმხურვალემ ამწვა მკერდი. სხეულზე დავიხედე, ახლა მივხვდი, რას გრძნობდნენ ჩემი მსხვერპლები და ცოტა არ იყოს, ის ნაბიჭვრებიც შემეცოდნენ. დემნას ვუყურებდი, გაშტერებული იდგა და ქანდაკებასავით გაქვავებული მომჩერებოდა. ნუთუ მესროლა? მაგრამ თუ მესროლა, რატომ..... ყურებში წუილი მესმოდა, ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ დემნას ფითქინა პერანგის მხარზე სისხლის კვალი ნამდვილად არ გამომპარვია. ისიც დაჭრილი იყო. ჯანდაბა! ნუთუ ვესროლე? ერთმანეთს ვესროლეთ? ამის წარმოდგენის შემდეგ, ცოტა არ იყოს, გამეცინა და მოწყვეტით დავეცი ძირს, თუმცა დემნამ ამ ჩემს გულში მოხვედრილ ტყვიასავით სწრაფად მოირბინა და მკლავები შემაშველა. ღმერთო, რა ბედნიერებაა, საყვარელი კაცის მკლავებში ვკვდები. არ ვიცი, ვერ ვგრძნობდი ვერც ერთი სხეულის ნაწილს, თუმცა ძალიან მინდოდა, გამღიმებოდა... ჩემი სული, რომ იღიმოდა, ეგ უეჭველად ვიცოდი.

დემნა
გასროლის ხმა გავიგონე. მხარი მოულოდნელად რაღაც საშნელმა შეგრძნებამ ამიწვა. ჯანდაბა! ნუთუ მესროლა? მე რომ არ გამისროლია, ეგ ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ, თუ არ ვესროლე, რატომ აქვს ნინას მკერდს სისხლის დიდი ლაქა?
- ნინაააა! - დავიყვირე ხმამაღლა. მე მიყურებდა გაოგნებული, შემდეგ თავის მკერდს. ხელი ნელა მოიკიდა ჭრილობაზე და სისხლიან ხელის გულს დახედა. მასთან მივირბინე, სანამ წაიქცეოდა, მოვასწარი, რომ ჩემს მკლავებში ჩავარდნილიყო. ნინა მკლავებში მეწვა, ფერდაკარგული, გადაფითრებული, ნისლისფერი დაჰკრავდა მის სახეს. ნინას უკან კი ელენე იდგა ახლადგასროლილი იარაღით ხელში. ცრემლები მოსდიოდა.
- მე... მე... მეგონა, რომ შენი მოკვლა უნდოდა - მითხრა კანკალით. ვერაფერი ვუპასუხე, ნინას ვუყურებდი. ეღიმებოდა, მიკვირდა, რომ ღიმილის თავი მაინც ჰქონდა.
- ნინა არ გაბედო იცოდე! - მეც ვტიროდი. ბევრი სისხლი მოსდიოდა. მის ჭრილობას მაგრად მივაჭირე ხელი, გრეის ანატომიაში თუ სადღაც ჯანდაბაში ვნახე ერთხელ, რომ ექიმის მოსვლამდე ასე აკავებდნენ სისხლს.
- დაჭრილი ხარ? - მკითხა უძლურად - მე გესროლე?
- არა საყვარელო, არა - ვუმეორებდი სულელივით... - ნინა, არ გაბედო იცოდე! არ... - საშინლად ამეტირა. სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ლეოს დავურეკე. არ ვიცი, ასეთ დროს, მხოლოდ ლეოს ხელებს ვენდობოდი, ლეოს ხელები განკურნავდა ჩემს ერთადერთ სიყვარულს, მჯეროდა....
- ჩემო ხორბლისფერთმიანო და ლოყებდაჩხვლეტილო ბიჭო - ჩურჩულებდა სუსტი ღიმილით.
- ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ - ვუმეორებდი გადაბმულად. და შუბლზე, ტუჩებზე, ლოყებზე ვკოცნიდი გიჟივით. ჩემი ცრემლები მის სახესაც ასველებდა.
- მეც მიყვარხარ - მიპასუხა ლეომ სიცილით - რა დალიე, რომ ამხელა პრეზიდენტი კაცი სიყვარულებს მიხსნი?
- ლეო, ავტოფარეხში ვარ - დავუღრიალე მთელი ხმით - ნინა დაჭრილია მკერდში. სასწრაფოდ მოდი.
- შ..შეენ..ს. სახლ..თან? - ისეთი ბლუყუნით მკითხა, ვიცოდი, ახლა ლეოც საოცრად სასოწარკვეთილი იყო.
- ხოო, ჩემს სახლთან. სწრაფად! - ტელეფონი ძირს დავაგდე. ელენესთვის აღარც მიმიხედია, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიქცა ან მსგავსი... მის დაჭერას არც ვეცდებოდი. ახლა ნინა მეჭირა... ჩემი ნინა, რომელსაც ღიმილით მიენაბა თვალები და არც კი ინძრეოდა.
- არც გაბედო - დავუყვირე - ნინა, ნინა - ოდნავ შევანჯღრიე. ხმას არ მცემდა... - ღმერთო, როგორ მიყვარხარ - მთელს ხმაზე ავქვითინდი. ჩემს თავს ვერ ვცნობდი, ვერც ჩემს ხმას ვცნობდი და მივხვდი, რომ ყველაზე საცოდავი ვიყავი, რადგან საკუთარი თავი სიკვდილამდე მეცოდებოდა....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

აუუუ ეს რა იყო... გავაფრენ ეხლაააა... ასეთ მომენტზე როგორ გააჩერე... როდის დადებ
შემდეეეგს tired_face არ მეყოოო საერთოოოდ... weary

 


№2 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ონლაინ გოგონა
აუუუ ეს რა იყო... გავაფრენ ეხლაააა... ასეთ მომენტზე როგორ გააჩერე... როდის დადებ
შემდეეეგს tired_face არ მეყოოო საერთოოოდ... weary

ამ კვირაში დავდებ სავარაუდოდ. უკვე სრულდება ორ თავში

 


№3  offline წევრი Mariammmo

კი ღირდა ამდენი ხანი ლოდინი აი ამ ბოლო მონაკვეთის გამო <3
ძალიან არ დააგიანო რაა <3 უუუუ ძაან მაგარი თავი იყო <3 ეს ბიჭი ჩემ წარმოსახვაში ისე მესაყვარლება რო რავიცი :D

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყოო. ისე დამძაბაააააა...

 


№5 სტუმარი 3.14

აუ, გამომყევი ცოლად

 


№6  offline წევრი Indigo

არ მჯერა, ნუთუ? მელანდება? შენ ხარ ყველაზე ბოროტი ადამიანი! სადისტო! rage ეხა გაჩერება იქნებოდა? rage არა, ამ ავტორებს, რაღაც ძაან გიყვართ ჩვენი წვალება.

რო დაასრულებ, მერე გადაგჩეხავ სადაც გადაუხვიე და აგისრულებ დანაპირებს. smiling_imp smiling_imp
P.S. სორი თუ ძაან გამომივიდა "გამოლანძღვა" :დდ
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline წევრი lamazmani

au kai ra isedac ramdeni xania ar dagidia da exla eseti patara tavi dade tan sad gawyvite male dade da nina ar mokla ise kai iyo momewona magarm patara

 


№8 სტუმარი Guest Ke ke

Geli geli mogelii... :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent