შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების სახლი...(თავი 15)დ ა ს ა ს რ უ ლ ი..


27-04-2017, 19:36
ავტორი თუკა
ნანახია 3 810

გრძნობების სახლი...(თავი 15)დ ა ს ა ს რ უ ლ ი..

საშინლად დაღლილი ვიყავი მორიგეობიდან დაბრუნებული, ერთი სული მქონდა დათო მოსულიყო რომ დამეძინა..ათი საათი ხდებოდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, მძინარე ნიტას გადავხედე და დერეფანში გავედი..
– საღამო მშვიდობისა, ვიცი რომ გვიან მოვედი მაგრამ, დათომ იცის, მითხრა რომ მოვსულიყავი და მოვიდოდა....– დარცხვენილმა მითხრა და კამფეტებით სავსე პარკი გამომიწოდა..
– შემოდი, რა პრობლემაა. მოდი მოდი..სამზარეულოში შევიყვანე და გავუღიმე...
– ვიცი რომ გვიანია , იგივეს ამბობდა დასტრესილი და ალმაცერად მიმზერდა....
– გვიანი არაა,დამშვიდდი, რა მოხდა უცხოსთან ხომ არ ხარ,ბიძაშვილთან მოხვედი გიორგი, ყავა ან ჩაი გინდა სანამ დათო მოვა??
– აუ კი, თუ არ შეგაწუხებ. ყავას დავლევ..
– არანაირად,რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ჩაიდაინი დენში შევაერთე...
ქვემოდან ვუმზერდი, როგორ ღელავდა ეტყობოდა,თითებს როგორ იმტვრევდა... ტუჩებს ნერვიულად იჭამდა....ვგრძნობდი რომარიყოკარგად...
– ჩემზე არაფერი იცოდი არა? – მოულოდნელად მკითხა და ცხელ ფინჯანს თითი გადაუსვა...
– არა, დათოს არაფერი უთქვამს, დანარჩენი კარგად იცი, რომ ოჯახში არავის ვუნდოდი....
– მე და დათო ერთად გავიზარდეთ...მართლა ერთად,ანა.ერთ ოთახში ერთ საწოლში გვეძინა... მერე,დედაჩემმა აურია ყველაფერი, მეუბნებოდა რომ ის ჩემზე უკეთესი იყო, არ ვიცი დღემდე არ ვიცი რატომ მინერგავდა დათოს მიმართ ასეთ ზიზღს, არაფერს მეუბნებოდა კარგს...პატარა ვიყავი, პირველი დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც დათომ გამანდო რომ ერთი გოგო უყვარდა, მართლა პატარები ვიყავით ასე ჩვიდმეტისები,იმდენად მქონდა გამჯდარი ეს ყველაფერი, რომ ავდექი და ეს გოგო ცოლად მოვიყვანე....იმ დღიდან დავკარგე დათო.საერთდ არ მიმჩნევდა... სალომემ სულ არ იცოდა დათოს გრძნობების შესახებ, შევუყვარდი, როგორ მოვიტყუო რომ მე არ შემიყვარდა... მალე შვილი გვეყოლა, მაშინ პირველად დამელაპარაკა და მომილოცა, მერე ყველაფერი ისე აეწყო რომ ცხოვრებამ სამაგიერო გადამიხადა ანა, სალომე ავად გახდა, ვერაფრით ვუშველეთ , ხელიდან გამომეცალა, ახლა კი მარტოხელა მამა ვარ. ჩემს შვილს მარტო ვზრდი.... ამას იმიტომ არ გიყვები რომ შეგებრალო,არა,ასე არააა.იმ დღიდან დამდევდა სინანული... ვერასოდეს გავბედე, სანამ ცოცხალი იყო, სალომეს ვერ გავუბედე სიმართლე რომ მეთქვა მისთვის....
– ამიტომ გიყურებდა დათო ასე,როდესაც იქ მოხვედი, ახლა გასაგებია, ვერ გავუბედე მეკითხა , რატომ იყო განწყობილი ასე შენს მიმართ...
– მისი ცხოვრება ისე მარტივად დავანგრიე....ახლა ვფიქრდები რა საშინლად ვიქცეოდი, მისი როგორ მშურდა... არადა ის ჩემს გამო ყველაფერს აკეთებდა... როდესაც შენზე გავიგე,მივხვდი რომ დედაჩემიარ მოისვენებდა..იძლებული გავხდი იქ მოვსულიყავი....
– მადლობა რომ მოხვედი, იცი, რაც არ უნდა იყოს,წყენა მაინც გადის გიორგი,შენ და დათოს ერთმანეთის გარდა არავინ გყავთ....
– გადავლახე. ამდელი წელიწადი ვებრძოდი თავს, მრცხვენოდა ახლა კი...
– და ახლა? ახლა სირცხვილი დასძლიე ?–სიამაყე გვერდზე მიაგდე და გაგახსენდა რომ ბიძაშვილი გყავს ,რომელსაც შენი სიყვარული არ შეუწყვეტია? მიუხედავად იმის რომ საკუთარი ქცევით გამოუტანე განაჩენი... ყოველ დღე ველოდი რომ მოხვიდოდი, შენგან არაფერი მინდოდა გიორგი, ბოდიშის მოხდაც კი არ მინდოდა... უბრალოდ შენი დაკარგვა არასოდეს მდომებია.... ვხედავდი როგორი ბედნიერი იყავი,როგორ იყვარდა. როგორ იფიქრე რომ ამის გამო დაგკარგავდი? კი მეტკინა, მიუხედავად ამისა მაინც შემეძლო ისევ მეწოდებინა შენთვის ჩემი ძმა,როგორც აქამდე...
– ვერ წარმოიდგენ როგორ მრცხვენოდა დავით, ახლაც მრცხვენია. მოვედი და შენი ცოლის წინაშე ყველაფერი ვაღიარე,მინდოდა ანას მაინც სცოდნოდა რომ ნაგავი ვარ. და ის რომ იქ დედაჩემისაგან დავიცავი სულაც არ ნიშნავდა რომ კარგი ვარ...
– ისევ ბავშვი ხარ, ისევ ბავშურად ლაპარაკობ და მსჯელობ, ჩვენ ყველანი ვაშავებთ ძმაო, ყველანი მოკვდავები ვართ... ყველანი ვხდებით ეშმაკნიც და ბოროტნიც. ამას ვერავინ უარყოფს,უბრალოდუნდა შევძოთ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, დავძლით,ვაღიაროთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ როგორც გინდა გვტკიოდეს....
– ბედნიერი ვარ,რომ შენნაირი ძმა მაჩუქა განგებამ... და მიუხედავად ჩემი არაკაცური საქციელისა, მაინც არ შემილახე კაცობა და ამდენი წელიწადი ჩენი დანაშაული არ გაამხილე..
– სიყვარული დანაშაული არაა გიორგი... რომ არა შენი ეგ ქცევა,ვინ იცის ანას ვერც კი შევხვედროდიი– სიცილით წამოიძახა დამაგრად მიიკრა გულზე მამიდაშვილი..
**

არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ურთიერთობები ფასეულია.
არსებობენ ჯერ კიდევ ასეთი ადამიანები და მათ ხარჯზე ვსწავლობთ ურთიერთობის ფასს, ვხვდებით რომ ერთმანეთისათვის გულის ტკენა კი არაა დანაშაული, ურთიერთობის არ შენარჩუნება და არ დაფასებაა უდიდესი ცოდვა..
ყოველი ადამიანი რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება, რაღაცა დოზით გვიტოვებს კვალს, მერე ქრებიან, ზოგიერთები რჩებიან, რჩებიან და ვხვდებით რომ მათთან ახლოს ყოფნა, მათი ხმის გაგონება და მათი სურნელის შეგრძნება ესაა ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ეტაპი..
სასაფლაოს კიდეზე სამნი ვიდექით... აცრელებული დავყუებდი მის სურათს და ვგრძნობდი როგორი დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში ლაშას... რომ არა ის ალბათ ვერ ვისწავლიდი სიყვარულს, რომ არა ის არ იქნებოდა ჩემი ნიტა და ალბათ არც დათოს შევხვდებოდი..
ლაშა იყო ჩემი ცხოვრების ათვლის წერილი, ჩემს ცხოვრებაში იმხელა კვალი დატოვა , რომ შვიდი ცხოვრებაც არ მეყოფა ამ კვალის გადასაფარავად...
ლაშა იყო ჩემი ნათელი წერილი, რომლითაც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.. მტკიოდა და მიხაროდა მასთან ერთად..
ალბთ უფალმა ანგელოზად გამომიგზავნა, რომ დავეცავი, რომ ეჩვენებინა როგორია იყო ნამდვილი ქალი...
ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა და დათოს ძლიერი ხელი ვიგრძენი მხარზე...
ვინმეს გაეცინებოდა რომ გაეგო და დაენახა, ალბათ ვინმე გამკიცხავდა კიდევაც, ქმარი ყოფილი ქმრის საფლავზე როგორ მიიყვანაო... მაგრამ იცოდა, დათომ ბოლო წუთამდე იცოდა ,რომ ლაშა წარუშლელი იყო ჩემს გულში და ჩემს გონებაში..
იცოდა და ამაზე პრეტენზია არ გააჩნდაააა.
საფლავის კიდეზე ამოსულ ყვავილს წაეპოტინა ნიტა და ყელში ბურთივით გამეჩხირა დარდი....
როგორ უნდა ენახა შვილი, როგორ უნდოდა მისი სურნელი შეეგრძნო....
ახლა კი მისი შვილი მამის საფლავზე ისე იდგა ვერც კი აცნობიერებდა რა ხდებოდა. ძალიან პატარა იყო საამისოდ. ძალიან პატარა რომ ამეხსნა რა ხდებოდა.. დათოს იმედით უყურებდა. დათოს ეძახდა მამას. ვერაფრით მივახვედრებდი სიმართლეს.. ვერაფერს ვეტყოდი..
მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მოვიდოდა დრო, დრო სიმართლის თქმის სადაც დათო თავად ეტყოდა სიმართლეს, ეტყოდა და რეალობას თვალს გაასწორებინებდა, ტკივილს შეუმსუბუქებდა და თვალებიდნ წამოსულ ცრემლებს მოწმენდდა....
– არასოდეს მიგატოვებ – ძლივს მოვახერხე წარმოთქმა და მუხლებზე დავდექი, დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საუკეთესევ, ჩემო ყველაზე ბედნიერო და ტკივილიანო მოგონებავ, ჩემო მოურჩენელო ჭრილობავ. ჩემო მუდმივო საფიქრალო...
– ადექი, ადექი ანა. მხრებში ხელი ჩამავლო და ზედ მიმიკრა. მაცადა ბოლომდე მეტირა, მაცადა რომ ამ დარდისაგან თავისუფალი ვყოფილიყავი.. მაცადა რომ ცოტა მაინც შემსუბუქებოდა ტკივილი..
დამფრთხალი ნიტა ხელში აიყვანა და საფლავებს შორის გაიმანძილა.. დრო მომცა, მარტო დამტოვა რომ მასთან წამით მაინც ვყოფილიყავი მარტო....
– მეგონა არ გახსოვდა – შეშფოთებულმა და ამავე დროს გაბრაზებულმა ავხედე დალის და მიწიანი მუხლები ჩამოვიფერთხე...
– არ მახსოვდა? მე არ მეხსომებოდა ლაშას დაბადების დღე ქალბატონო დალი, წარმოუდგენელია რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ასე იფიქროთ..
– უბრალოდ, ვიცი რომ ახლა სხვა კაცზე თხოვდები და ამიტომ..
– ის რომ მე სხვა კაცზე ვთხოვდები, არ ნიშნავს რომ მე არ მახსოვს ლაშა, ან ოდესმე დამავიწყდება.. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩემს შვილს მამამისზე არაფერი ეცოდინება...
– ანა მისმინე. მე არ ვბრაზობ. რომ შენ ოჯხი გქონდეს...
– თქვენ არანაირი უფლება არ გაგაჩნიათ რომ ჩემზე გაბრაზდეთ... დღესაც კი აქ თქვენ შვილის საფლავთან დგახართ და მაინც საყვედურს ამბობთ.. როგორ რა, უფლებით უნდა გამიბრაზდეთ და რაიმე მომთხოვოთ. როდესაც ჩემი შვილის სანახავად არ მოდიოდით და აქეთ გეხვწებოდით რომ გენახათ...
– დავაშავე, ვიცი რომ ძალიან გატკინე, და ვიცი რომ ლაშა ამას არასოდეს მაპატიებს. მართლა მინდა რომ ბედნიერი იყო, ვხედავ როგორ უყვარს ნიტა, ვხედავ და მიხარია რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე ...
– ვიცი , დათო საკუთარი შვილივით უვლის ნიტას და ვიცი რომ იქ მაღლა ცაში ლაშა კმაყოფილია.. ბედნიერია. ვიცი რომ ამაზე არასოდეს გამიბრაზდება...
გაღიზიანებული გამოვეცალე დალის დადათოს უკვიდან მოვეხვიე...
– წამოდი წავიდეთ, სახლში წასვლის დროა..
– მოხდა რაიმე? – საფლავისაკენ გააპარა მზერა და დალის დანახვაზე უფრო მეტად ჩამეკითხა...
– არა, არაფერი, რაც საჭირო იყო, ის მიიღო. წამოდი წავიდეთ.. დროა, ყველამ საკუთარი ადგილი მონახოს ცხოვებაში დათო... ჩემი შვილი ბედნიერია , ესააა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მადლობა უფალს რომ შეგხვდი, და შეგიყვარდი... თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ..– ამღვრეული თვალებით ავხედე დათოს და მხარზე ვაკოცე...
**
სექტემბერი იწურებოდა, უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.. მზე ჯერ კიდევ საშინლად აცხუნებდა...
სულს ვერ ვითქვამდი.... სახლში ყველა ბედნიერი სახით ტრიალებდა. საწოლის კიდეზე ვიჯექი და ხელებში გაყინულ ტესტს დავყურებდი.. არ ვიცოდი ახლა რომელი გრძნობა და ემოცია უნდა წამომეწია წინა პლანზე... შინაგანად იმდენად აფორიაქებული ვიყავი, ბედნიერებაც კი ვერ გამოვხატავდი.. სულ რაღაც სამ საათში ჩემი ქორწილი იყო.. ვიწრო წრეში, მხოლოდ ჯვრისწერით შემოფარგლული... არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ახლა მეთქვა თუ მერე...
თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე...
– მზად ხარ სიყვარულო?– ოთახში შემოსულ დათოს ღიმილი სახეზე შეეყინა ჩემს დანახვაზე...
– არ ვარ – უნებლიედ წამოვროშე და ფეხზე წამოვდექი...
– მოხდა რაიმე? ანა ფერი არ გადევს..– თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა. სიცხე არ გაქვს, არ თქვა რომ ნერვიულობ, სიმწრის სიცილი წასკდა და გამიღიმა..
– ვნერვიულობ, რა ტქმა უნდა, ქმარი დაშვილი ეს ფუფუნებააა დათო.დამიჯერე ძალიან დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ქმარი და ორი შვილი ეს ღვთის საჩუქარია , აციმციმებული თვალებით ვუთხარი და გაშლილ ხელისგულზე დავუდე ტესტი....
– რა? – ერთიანად დაიბნა. გვერდზე გამწია და საწოლზე ჩამოხდა..
– შენმა შვილმა საქორწილო საჩუქარი მოგართვა... მამა გახდები.
– მამა გავხდები ... ნერვიულად მოისრისა შუბლი და გამომხედა.. ანა, მე მამა გავხდები... მეორედ გავხდები მამა..
– მეორედ გახდები მამა – ცრემლები ვერ დავმალე და ზედ ავეკარი....
– მამა გავხდები. ორი შვილის მამა ვიქნები. ამას ვერც კი ვინატრებდი ასე მალე..ასე ...რა მგარია.. – მგრად დავიბენი ძლივს მოაბა თავი სიტყვებს და გასლილი ხელი მუცელზე დამისვა...
**
საწოლზე ოთხნი ვიწექით,ნიტა შუაში გვეწვა, მეოთხეს კი ამაოდ ვეხვეწებოდი ოდნავ მაინც გაეჩერებინა ფეხები და ძილი დაეცდია ჩემთვის....
ცხოვრება ძალიან ულმობელი ქმნილებაა, მთელი შენი არსებობის დღიდან , აკეტებ, ქმნი. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გეშლება, გენგრევა, რჩები არაფრის იმედად. თუმცა პირიქით მოხდა. მე გამიმართლა, ცხოვრებამ დამაჯილდვა, უფლება მომცა მეორედ დავბადებულიყავი დედამიწაზე, მეორედ გავმხდარიყავი ცოლი და დედა. მეორედ მყვარებოდა ასე მთელი გულით..
მიუხედავად გადატანილი უამრავი ტკივილისა მაინც შემძლებოდა გამეცინა და მაინც შემძლებოდა ბედნიერი ვოფილიყავი...
მძინარე დათოს გადავხედე და სიხარულით შემიხტა გული საგულეში... პატარა ხელი დათოს ლოყაზე ედო ნიტას და მშვიდად სუნთქავდა, დაცულად გრძნობდა თავს მამის გვერდით ....მთელი ღამე ზედ ეკვროდა. შეეძლო მხოლოდ მასთან ყოფილიყო და არც კი გავხსენებოდი...
ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი.. ცივი ნიავი თმას მიწეწავდა. უკვე დეკემბერი იდგა... თოვლის ფანტელები უხვად ცვიოდა ციდან...ხელის გულები გავუშვირე ფანტელებს ისე როგორც ბავშობაში ვაკეთებდი ამას, და გამეღმა, ალბათ გულის სიღმეში ისევ ბავშვი ვიყავი.... გარეგნულად გავუზარდე მხოლოდ.. ან უეცრად თავს დატეხილმა ტკივილმა და მერე ქარიშხალივით მოვარდნილმა ბედნიერებამ დამაქალა, გამზარდა. ერთიანად დამანახვა ყველაფერი, ბედნიერებისა და ტკივილის ზღვარზე დამაყენა....
ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი გადავისვი და ისიც თითქოს მიმიხვდა ისეთი ძალინ მომარტყა ფეხი შიგნიდან.
**
წლები ერთმანეთის მიყოლებით გაფრინდა...
ისევ იმადგილას სადაცწლების წინათ პატარა დარბოდა,ახლა მყარად იდგა ფეხზე...ზურგს უკან კედელივით აღმართლი ჰყავდა კაცი, რომელმაც ცამეტი წელიწადი,ზარდა, როგორც საკუთარი შვილი..
ზრუნვა არ მოუკვლია მისთვის..
ახლა იდგა და გაყინულ სურათს შეყურებდა, საიდანაც ორეულივით უმზერდა თავისივე მსგავსი ანარეკლი....
უნდოდა ეტირა,მაგრამ სცხვენოდა იმ კაცის ,რომელსაც მამას ეძახდა...ღრმად სუნთქვამდა რომ ცრემლებისათის გასაქანი არ მიეცა...
მუშტებს მაგრად კრავდა ...მოულოდნელად იგრძნო , ძლიერი და თბილი ხელები მხრებზე.... ცხელი ტუჩების შეხება თავზე....
– დანაპირები შევასრულე, ამაყად წარმოსთქვა დათომ დაგაყინულსურათს შეხედა, საიდანაც თითქოს ჭკვიანი თვალებით უყურებდა ლაშა... დაგპირდი რომ შენი შვილი სიმართლეს გაიგებდა... ასეც მოვიქეცი... , მე დღეს ის შენთან მოვიყვანე ლაშა.. შენი ნიტა დღეს თხუთმეტი წლის გახდა.. დრო იყო,უნდა სცოდნოდა შენი არსებობის შესახებ... ვიცი რომ სტკივა.. მაგრამ შეხედე, შენსავით ძლიერია, ცრემლებს მიმალავს, იმიტომ რომ სცხვენია ჩემი...ჩვენი გოგო დღეს გაიზარდა... დღეს ყველაზე ჭკვიანი თვალებით მიმზერდა და მივხვდი რომ ის ნამდვილადიმსახურებდა სცოდნოდა როგორი კარგი და ერთგული ადამიანი იყო მამამისი.. –მუხლებზე დადგა და დამტვერილ სურათს ხელის გული გადაუსვაა..
გული გამალებით უძგერდა, უნდოდა ხმამაღლა ებღავლა... წამწამებზე დაკიდებული ცრემლები გაფიტულ მიწას ერთიანად დააყარადა ძალაგამოცლილი დაეცამუხლებზე...ათრთოლებული თითები ჩამოუსვ სახეზე მამის სურათს და ნერვიულად დაიქცია ტუჩი კბილებს შორის რომ ტირილი შეეკავებინა...
– მე შენთან მოვედი მამა...–უკანასკნელ სიტყვას მთელი სევდა და ტკივილი ამოაყოლა ნიტამ და ცრემლებს გასაქანი მისცა, სტკიოდა მამის გარეშე გატარებული თხუთმეტი წელიწადი, სტკიოდა რომაქამდეარ იცოდა მისი არსებობის შესახებ... სტკიოდა რომ განგებამ ასე დასაჯა და მისი არაფერი ახსოვდა, მისგან არაფერი ჰქონდა,გარდა გარეგნობისა.
„არსებობენ ბუნდოვანი შეგრძნებები და ისინი შენთვის უნდა შეინახო. „
(ონორე დე ბალზაკი)скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Lika

ვაიმე იმდენად ჩემი იყო ეს თავი ემოციას ვერ ვმალავ დიდი მადლობა თუკა

 



№2  offline მოდერი bibo

ვაიმე თუკა შენ ხარ სასწაული საოცრება :* აი ვგიჟდები მე შენზე ტკბილო თბილო და უბრალოდ გემრირლო გოგოვ :* იყო სიყვარული ბედნიერება სევდა და ტკივილი :* უბრალოდ მეტკინა ნიტა მეტკინა ლაშა და ანა თავიდთავად უბრალოდ გული შემეკუმშა და სული ამიფორიაქდა :* უბრალოდ ემოციური დასასრული იყო და არ დაგიმალავ და გამაოცე ძალიან მომეწონა ასეთს არ ველოდი გემრიელობა და ღირდა ლოდიანდ სიმართლე გითხრა ჩემო მარწყვის ქალავ :**** აი აი საოცრება იყო შენსავით გასაოცარი იყო შენსავით და ტკბილი იყო შენსავით გადამრიე გამაგიჟე რა ვქნა ისეთი იყო აი გულამდრ იყო და გულში იყო :* ცრემლებიც კი წამოვიდ აბოლო წინადადებაზე და ნიტას სევდაზე ნიტას სიტყვებზე დ აიმ გარეგნობაზე მარტო ეგ რო შერჩა მამისგან :***** მაგიჟებ მაყვარებ და მაოცნებებ მე შენ ჩემო ფერადო ჩემო გემრიელო გელი აი მინდა მშენი ახალი ტკბილი თბილი ტკივილით და უბრალოდ სიყვარულით გამარჯვებული ისტორია ვგიჟდები მე შნეზე საოცრებავ

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

საუკეთესო ხარ თუკა.ისეთი დასასრულია,როგორიც ეკუთნოდა ამ ისტორიას
--------------------
ლანა

 



№4  offline ახალბედა მწერალი თუკა

ვაიმე, უღრმესი მადლობა თქვენ, მიყვარხართ ძალიან.
მადლობა რომ მოგეწონათ, ძალიან დავაგვიანე და არც მეგონა თუ გახსოვდათ კიდევ.
--------------------
4love.ge

 



№5 სტუმარი ვიკა

ჩემი თუკა როგორც ყოველთვის ეეუდარებელიაა ❤️

 



№6 სტუმარი Nene

Kargi iyo tuka kargiiii

 



№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეე ცრემლები მომადგა ბოლო სცენაზე რა მაგარი იყოოოო
ძაან მიყვარს ეს ისტორიააა.
მოუთბენლად ველი შემდეგს!!!

 



№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან მაგარიი იყოო და ემოციურიიი კარგიხატმრ ძალიანნ :*

 



№9  offline ახალბედა მწერალი თუკა

nawkas12345
ეე ცრემლები მომადგა ბოლო სცენაზე რა მაგარი იყოოოო
ძაან მიყვარს ეს ისტორიააა.
მოუთბენლად ველი შემდეგს!!!

ბოლო სცენაზე მეც ცრემლებიმედგა ,რომ ვწერდი..
მადლობაააა

ნარჩიტა
ძალიან მაგარიი იყოო და ემოციურიიი კარგიხატმრ ძალიანნ :*

ვეცადე მაინც... რომ ისეთი გაოსულიყო როგორიც მინდოდა...
--------------------
4love.ge

 



№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan dzaan magarii iyoo yochaag <3

 



№11  offline აქტიური მკითხველი lalita

ბოლოს ამეტირა , სასწაული ხარ.

 



№12 სტუმარი თეკოო

ძალიან კარგია, ბოლოს ცრემლები მომერია

 



№13 სტუმარი Guest გვანცა

ახალი ისტორია არ გაქქ????

 



№14 სტუმარი Guest Sofi

ამ ისტორიით დაგვემშვიდობე თუ როგორაა საქმე??? მალე დაგვიბრუნდი..

 



№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ბოლოს​მაინც მეტკინა....
ცუდოო

 



№16  offline ახალბედა მწერალი თუკა

terooo
ბოლოს​მაინც მეტკინა....
ცუდოო

მაინც ტკივილიანია რას ვიზამთ,. მადლობა რომ წაიკითხე.
--------------------
4love.ge

 



№17  offline მოდერი Maiaabuladze

როგორ შეიძლება მესამედ წაიკითხო და მაიც ისევ ისე დაასველო ცრემლებით ბალიში... ასეთი ემოციის მოტანა ჩემთვის მხოლოდ შენ შეგიძლია... შენ შენი ისტორიებით ყოველთვისმ მცლი ნეგატიური მუხტისგან და დადრბით მუხტს მიგზავნი ❤
ძალიან მინდა ოდესმე მე ჩემს მაგიდაზე დავდო წიგნი რომელის ავტორიც თუკა ჯიქური იქნება ❤

 



№18  offline ახალბედა მწერალი თუკა

Maiaabuladze
როგორ შეიძლება მესამედ წაიკითხო და მაიც ისევ ისე დაასველო ცრემლებით ბალიში... ასეთი ემოციის მოტანა ჩემთვის მხოლოდ შენ შეგიძლია... შენ შენი ისტორიებით ყოველთვისმ მცლი ნეგატიური მუხტისგან და დადრბით მუხტს მიგზავნი ❤
ძალიან მინდა ოდესმე მე ჩემს მაგიდაზე დავდო წიგნი რომელის ავტორიც თუკა ჯიქური იქნება ❤

ვაიმე მაიკო, როგორ იცი ხოლმე ჩემი აფორიაქება. დიდი დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ მოგწონს და შენში რაღაც ემოციის გამოწვევა შემიძლია..
--------------------
4love.ge

 



№19 სტუმარი სტუმარი ანა

რას მიკეთებთ?ამატირეთ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent