შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავალიანი (თავი 16)

29-04-2017, 22:20
ავტორი Everything
ნანახია 4 111

თავი 16.
თვალები რომ გავახილე,ოთახში არავინ დამხვდა. მახსოვდა რომ ავალიანმა სადღაც წამიყვანა,ადგილით თუ ვიმსჯელებთ თავის ოთახში.11:51 უჩვენებდა საათი. შემრცხვა, უცხო სახლში ამ დრომდე, რომ მეძინა რას იფიქრებდნენ-მეთქი მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება. მე იმაზე უფრო ვფიქრობდი,გუშინ რა მოხდა და რა ვიბოდილე ალექსანდრესთან.
მზის სხივებით გატენილიყო ოთახი, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა არსაიდან.
#
ვცდილობ გუშინდელი ფაქტები,ის რაც მახსოვს ერთმანეთს დავუკავშირო და სრულყოფილი გუშინდელი დღე მივიღო. ჩემს ოთახში ჩუმად შეპარული,ასევე უჩუმრად შეჩურთული სააბაზანოში,იმ გეგმის სისრულეში მოყვანას ვიწყებ რაც უკვე გითხარით.
დიდი ფიქრის,მსჯელობისა და ტვინის ჭ....ტვის შემდეგ, ასეთ ამბავს ვიღებ.
როგორც ჩანს მას შემდეგ რაც დალიმ თავის ოჯახზე მომიყვა, გავშტერდი,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მერე მისაღების გავლით(სადაც ალექსანდრე იყო) ეზოში გავბოდიალდი და ბურდღუნბურდღუნით დავეშვი სველ მინდორზე. ზუსტად ამ დროს დამიჭირა ალბათ ავალიანმა,უკან რომ ამედევნა იმან.
აი ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს თავზე ისე ვცოფდები ლამისაა რაიმე ჩავირტყა, საკუთარ თავს უკვე მერამდენედ ვილანძღავ, მას შემდეგ რაც ჩემი სიტყვები მახსენდება. „-არ დამტოვო!“ „რა არ დამტოვო? რის არ დამტოვო შე საცოდაო! რო ექაჩებოდი ტვინი სად გქონდა?“ აღარ მოგიყვებით როგორ გავმწარდი. ზოგს გიჟი გეგონებით ზოგსაც ზედმეტად ამპარტავანი,ერთეულებს არაპროგნოზირებადი და ა.შ.ერთადერთი რაც შემიძლია რომ გითხრათ არის ის რომ, არასოდეს ვიყავი ნორმალური და სტანდარტული ადამიანი.
მინდოდა ვაკეთებდი.
არ მინდოდა არ გავაკეთებდი.
ვგრძნობდი რაიმეს? პირდაპირ ვეუბნებოდი.
არ ვგრძნობდი? და იმასაც პირდაპირ ვეუბნებოდი.
ავალიანის შემთხვევაშიც ზუსტად ასეთი ვიყავი ერთი პატარა განსხვავებით,მასთან იმაზე მეტად უკონტროლო ვხდებოდი, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება.
ყველაფერი ერთად ჩაჭიდებოდა ჩემს გონებას, ცალკე ავალიანი, ცალკე ახალაია და ქავთარაძე, ბავშვები, მშობლები.
-ღმერთო, გიგი და კატო! კვდებიან ალბათ ნერვიულობით!ახლავე მჭირდება ტელეფონი!
ჩანთიდან რაც ხელში მხვდება იმას ვიცვამ და საჩქაროდ გავდივარ ოთახიდან, ალექსანდრეს მოსაძებნად.
„დალის ეცოდინება!“ მიელვებს თავში და დაბლა ჩავრბივარ.
-გამარჯობა დალი დეიდა! ხომ არ იცით ალექსანდრე სადაა?-სამზარეულოში შესასვლელ კარის ჩარჩოს ვეყრდნობი და მოფუსფუსე ქალს ვაყრი სწრაფად ,ვცდილობ გავუღიმო რომ გუშინდელზე ნერვიულობას ოდნავ მაინც მოუკლოს.
-შვილო როგორ ხარ? გუშინ..
-ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგადაა ,უბრალოდ გაუგებრობა იყო .მე კი ზედმეტად გულჩვილი ვარ და ტყუილად ვინერვიულე. დამშვიდით და მითხარით სადაა ჩემი საქმრო?-ღიმილს არ ვიშორებ რომ როგორმე დაწყნარდეს.
-ეზოში არიან ეგ და გოგოები.-თვითონაც იღიმის და საქმეს უბრუნდება.
„გოგოები? ვინ გოგოები?“
#
გარემოს ნიშან წყალი არ ეტყობა იმისა, რომ გუშინ წვიმდა.
სიცილ-კისკისის ხმას გავყევი, ეზოში ისხდნენ ხუთნი .
ალექსანდრე, ღმერთო ჩემო! ანამარია?! ანამარიაც აქაა?? გუშინ რატომ ვერ ვნახე? ან ეს ორი გოგონა? ეს ის ბიჭია ეტყობა გუშინ რომ უკანა ეზოში გაჰყვა ვაჟბატონს.
უფროს ავალიანს მოკისკისე უმცროსი ავალიანი კალთაში უზის და მომღიმაარი შეჰყურებს.
მზე დაჰნათის სახეზე ვაჟბატონს.
ეს ბიჭი საერთოდ იცინის? სიცილის განმარტება თუ იცის ?
ის სამიც მათ აჰყოლიათ და არის ერთი იდილია.
როგორ მინდა ალექსანდრე ყელი გამოგღადრო!
არვიცი რატომ მაგრამ უცბად დაუოკებელი ბრაზი და ღვარძლი მაწვება კისერში, აი ისეთი სადაცაა რომ ამოხეთქავს და ყველაფერს წალეკავს. ჩემს თავზე უფრო ვმწარდები ვიდრე ავალიანზე. ღრმად ვსუნთქავ რომ დავწყნარდე და ოდნავ წინ მივდივარ.
-გამარჯობა! მე..მე ბოდიში რომ ხელს გიშლით უბრალოდ თუ შიძლება ორი წუთით ალექსანდრეს წაგართმევთ.-ენა მებმის და იმდენად მეამიტური და ბავშური გამომდის ეს წინადადება რომ ვერცერთი იკავებს ღიმილს. ამას დამატებული ის რომ ატუზული ხელებგადახლართული ვარ დაყუდებული. თითქოს წამის წინ დიდ გულზე არ ვყოფილიყავი.
-ვააიმეეე ეს რა შოკოლადი გოგო გითრევია ალექსანდრეექს ერთი შეხედე რაა , ხალხში ისეთი ამაყი და საქმიანი ქალი ჩანს და სინამდვილეში რა საყვარელი ბავშვია... წიყვანე წაიყვანე აბა რაა, ოღონდ იცოდე არ იცუღლუტოთ. დროს ვინიშნავ ორ წუთში ზუსტად აქ უნდა იჯდეს ოღონდ შენთან ერთად.გუშინ ღამეც გეყოფოდათ ერთმანეთი,შენ გგონია ვერ დავინახე რო შეაცუნცულე ეს ვარდივით გოგო ვაჟბატონო შენს ოთახში ?!-ორი უცხო გოგონადან ერთი ლამაზმანი დგება, მიახლოვდდება ჯერ ალექსანდრეს ეჭორავება მერე მე და მერე ისევ ტიტინებს-დამავიწყდა გაგცნობოდი მე კესო ვაარ და მყავს უჯმუხესი და ძმა ერთი ეს- ხელს იშვერს მისივე მსგავს იდენტურ მეორე გოგონასკენ-და მეორე ეს-ჩემთვის უცნობი ბიჭისკენ.
-პირველ რიგში ჯმუხი თავი გაბია, მეორე ამოისუნთქე ,მესამე ყველა შენნაირი ყბედი ვერ იქნება და მეოთხე ჯერ არ მოყვანი ცოლს ნუ გაუგიჟებ ამ საწყალს.-მშვიდად არაკრაკებს ზემოთ ნახსენები სიმპატიჩნი ახალგაზრდა.-გამარჯობა ნინა,მე ლაშა ვარ შენი საქმროს მოუშორებელი ჭირი.-მსუბუქად იღიმის როგორც მე მივხვდი დალის უფროსი ვაჟი და ხელს მიწვდის,მეც ჩემსას ვაგებებ.
-არა ნახეთ ჩემს რძალს რა გაუკეთა გაშტერებულია ადამიანი.-იცინის ანამარია ჩემს გაკვირვებულ სახეზე, კესოს რომ უცქერს.
-ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას ესე იცის ხოლმე წამოვლები. მე ნუკი ვარ -მეამიტურად იღიმის ტყუპისცალი და მისი ძმის მსგავსად თავის ნაზ ხელს მაგებებს.
-თქვენ ალბათ დალი დეიდას შვილები ხართ ხომ?-ხმამაღლა ვაცხადებ ჩემს ვარაუდს და ნუკის ხელს ვართმევ.
-ოფ ქოორს ბეიბიი.-იკრიჭება კესო.
-კარგი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ ალექსანდრესთან საჩქარო საქმე მაქვს-მთელი ამ დროს განვმავლობაში კმაყოფილი ღიმილშეპარული გაუნძრევლად რომ იჯდა იმ ავალიანს თვალებით ვბურღავ და ვანიშნებ რომ აბრძანდეს.
-მიდით მიდით ბეღურჩიკებოო,მაგრამ მთლად ისეც ნუ იზავთ ქორწილამდე ბავშვი გააკეთოთ-უკნიდან მოგვაძახა ზღვა ენერგიის მქონე კესომ.
-ოდესმე გაჩუმდები?-ფრუტუნებს დაღლილი ლაშა.
მერე უკვე აღარაფერი მესმის და სიმართლე გითხრათ დიდად არც მაინტერესებს იმ წამს, მიუხედავად იმისა რომ ის გიჟი გოგო და თავისი უსაყვარლესი და-ძმა საშინლად მომეწონა.
-მოკლედ ზედმეტი ღრიალისა და ლაპარაკის გარეშე მიბრუნებ ტელეფონს და მიხსნი აქ რატომ ვართ მემგონი დაგავიწყდა რომ თავზე საყრელი საქმე გვაქვს, ორ კვირაში სასტუმროს მშენებლობა იწყებაა და ყველაფერი გადასახედია. მაძლევ ტელეფონს და ნახევარ საათში თბილისის გზას ვადგავართ!-ვცდილობ მშვიდად ავუხსნა მაგრამ ბრაზი მაწვება.-თუ შენ არ მობრძანდები არც ეგაა ჩემთვის დიდი პრობლემა, თავისუფლად ჩავალ ქალაქში მარტო.
მაგიდას მიყრდნობილი ხელებგადაჯვარედინებული მშვიდად მიცქერს თავგადახრილი და ირონიულ ღიმილს ვერ იშორებს იმ მარწყვისფერი ტუჩებიდან.
-ყველამ ყველაფერი იცის რაც შეეხება აქ დარჩენას გპირდები რომ ორი კვირა ფეხს ვერსად გაადგავ ჩემს გარეშე,ვშიშობ ვერც შემდეგ. აი ეხლა კი ჩაბრძანდები და მიირთმევ მთელი ორი დღე რომ არაფერი გიჭამია.-ოთახიდან გასვლამდე მშვიდად მპასუხობს და კარს იხურავს.
ბრაზისგან და წყენისგან გაცოფებულს საკუთარ თავზე კონტროლი მეკარგება ,რადგან ფაქტია ავალიანს წამებში ვეწევვი და დარწმუნებული ვარ მგლის თვალებით შევყურებ.
-მართლა საგანი გგონივარ? არაფრად არ მთვლი რომ გამარკვიო რა როგორ და რატომ ხდება? ოთახში დაბრუნდი ალექსანდრე ავალიანო, ახლავე!-ჩემი ხმა ჩემსას ნამდვილად ვერ მივამსგავსე. წარბი არ შეუხრია .
-შედი და შემოვალ.-ჩაეღიმა. გვერდი ამიარა და კიბეზე დაეშვა.
ცოტაც და ტირილს დავიწყებდი, ჩემი თავი მძაგდა ამ ყველაფრის გამო. თითოეული სიტყვის ქცევისა და ცრემლის გამო.
ხელებიდან სისხლი და თვალებიდან ცრემლები წამომივიდოდა მალე, ნერვიულად დავბორიალობდი ოთახში.
ჩემხელა ლანგრით შემობოდიალდა, ხელი ჩამავლო და გამიყოლა ამსიტყვის სრული მნიშვნელობით. საკვები მაგიდაზე დადო და მეც გვერდით მიმასკუპა.
-სანამ არ შეჭამ სიტყვას ვერ გაიგებ!- ზემოდან დამყურებს და გასაგებად მიხსნის.
-დაიმახსოვრე რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი უბედურება ხარ! ის უბედურება ამ დამპალი ხელებით რომ შევქმენი.ყველაზე დიდი გაუგებრობა და ამოუხსნელი ამოცანა ხარ ავალიანო.-მაინც მეტირება , ზემოდან ავყურებ და იმას ვეუბნები რასაც ვფიქრობ.უკვე აუტანელია ამდენი კითხვის ნიშნები. თავს ვხრი არ მინდა ასეთს მხედავდეს.-დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს რომ შევჭამ სიტყვას არ მეტყვი ორ წინადადებას მომიგდებ და წახვალ . ვერ ვიგებ არ შემიძლია და რა გავაკეთო. ამ ქორწინებით, საგანი ვხდები შენი საგანი უსულო აარსება, ყოველთვის ყველაფერში რომ უნდა გემორჩილებოდეს, არ გეწინააღმდეგებოდეს და გაკმაყოფილებდეს. შეუღლების მერე ,რას მოინდომებ კაცმა არ იცის.რაც გიცნობ, იმის შემდეგ ჩემი თავი მძულს ამ ყველაფრისთვის, აი ახლაც ამ წამს ხედავ რას ვაკეთებ? თავს როგორ ვიმცირებ, ამჩნევ? მე ადამინი რომელიც არავის არასდროს ჩემს სისუსტეს აარ ვანახებდი, მთავარ მტერს ასე ღიად , უბრძოლველად გადავცემს საკუთარ თავს. ჭკუიდან გადავალ მალე ამდენი არ ვიცით და პასუხ გაუცემელი კითხვით, მეტყვი თუ არადა გეფიცები გავარკვევ, სულ რომ მოვკვდე მაინც გავიგებ შენ და ახალაია რეებს ჩქმალავთ.უკვე ვერაფერს ვიგებ ყველა გაღმერთებს, ყველა! დავიჯერო მათთან ასე კარგად თამაშობ? დავიჯერო მართლა ასეთი ურჩხული არ ხარ?. გიგიც კი გენდო, გიგი? ადამიანი რომელიც ერთი შეხედვით ამჩნევს ვინ ვინაა, ჩემი თავი განდო, გაოგნებული ვარ! ამ ყველაფერს დათანხმდა რასაც უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ ნამდვილად არ გააკეთებდა. გარანტია აქვს რომ კარგად ვიქნები ან არ ვიცი... ღმერთო ჩემო არაფერი არ ვიცი! -ხმას ვაკონტროლებდი რომ არ მეკივლა არ მინდოდა კიდევ უფრო ისტერიჩკა გამოვსულიყავი და თავი დამემდაბლებინა, ცრემლებს ვერ ვიჩერებდი ხმა მიკანკალებდა უკვე, ვალდებული იყო ეთქვა მითუმეტეს წინა ღამის გამო მაინც-დავიღალე გაურკვევლობით გესმის? დავიღალე, ასეთ რაღაცეებს მე შეჩვეული არ ვარ! ყოველ დღე ახალ ახალი ქალი გყავს, ცალკე სამსახურში და ცალკე ისე. ამას არ კმარობ და მაგ ბინძური ტუჩებით მეც მეხები, ამას ადრე არასოდეს არავის ვაპატიებდი მაგრამ ახლა? გამაგებინე ,ახლა ასე გავაკეთე? არა! და რატომ? არ ვიცი და იმიტომ! პირველი კოცნა მომპარე და არაფერი გამიკეთებია, რამდენიმე წამის შემდეგ მოვეედი აზრზე რომ უნდა გამერტყა,რომ ჩემი ამაყი ნინა უნდა დამებრუნებინა, არ უნდა მეჩვენებინა რომ შეგარჩინე. ჩემი თავი ვერ ვიცანი როცა ფიქრი დავიწყე იმ ტუჩების გემოზე მაშინ რომ აღვიქვი, ასეთი რამ არ ხდება, არ შეიძლება ამხელა ყურადღებას ტყუილად გაქცევდე, არ შეიძლება ამდენ რაიმეს მმართებდეს შენი ერთი შეხება, არ შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდე და იმაში მოგყვებოდე, ჩემით გყვებოდე, რაც ზუსტად ვიცი კარგს არაფერს მიზავს, ყოველთვის ყველაფერს ღიად ვეუბნებოდი ყველას, დამალვა და საკუთარი თავის მოტყუება არ მიყვარდა მაგრამ შენ შემთხვევაში უკვე არაფერი ვიცი, ჩემს თავს ვებრძვი რომ ყურადღებას არ უნდა გაქცევდე ცივი უნდა ვიყო და გეუხეშებოდე, მითუმეტეს როცა მიზეზი მაქვს. აი ახლაც არ ვიცი რა დამმართე რომ ყველაფერი ამოვთქვი, გაგიმხილე. უბედურება იცი რა არის? მგონია რომ ფეხებზე დაიკიდებ ჩემს გულწრფელობას ისე როგორც ეს ბევრმა გააკეთა. მგონია რომ არაფერს მეტყვი მგონია რომ კარგი არაფერი იქნება და კიდევ მგონია რომ ეს ქორწინება გამანადგურებს.
ქორწინება? ოჰჰ...ჩემს ოჯახს ჩემი ხელებით შექმნილ ოჯახს ყოველთვის სხვანაირს აღვიქვამდი და წარმოვიდგენდი, ოჯახი ეს იყო, არის, მცნება რომელიც ყველაზე და ყველაფერზე წმინდა მეგონა და მგონია, ეს არის ის რაც ყველაზე სუფთა და გულწრფელი უნდა იყოს, სიყვარულით და ერთგულებით სავსე. ისეთი როგორშიც მე გავიზარდე. ჩემი და ჩემი ნამდვილი მეორე ნახევრის ოჯახიც ასეთი უნდა ყოფილიყო შეუბღლავი შეუხებელი სუფთა და უმანკო. მაგრამ ახლა იძულებული ვარ ეს ყველაფერი ჯანდაბაში მოვისროლო, ჩემს პრინციპებს კიდევ ერთხელ ვუღალატო და ჩემივე ხელებით შევთითხნო რაღაც ფარსი, ყველასთვის ოქროსფერ ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული ბედნიერება, შიგნიდან დაბინძურებული, უბედურებით სავსე...ას...
-ჩჩუ!-ჩემს წინ ჩამუხლული, უცებ მადებს თითებს ტუჩებზე და აღარ მაგრძელებინეს, იმდენად პატარა და ბავშვური მეჩვენება ამხელა კაცი, ყოველთვის ამაყი და შეუპპოვარი რომ ჩემს თავზე კიდევ ვმწარდები.-გაჩერდი! აღარ გააგრძელო!... - ისეთი სახე აქვს თითქოს მეხის დაცემას გავდეს ჩემი ეს „მონოლოგი“-არასოდეს იქნება ჩვენი ოჯახი ბინძური... არასოდეს იქნება რაიმე უბედური ან შელახული... რაშიც შენ ხელს გაურევ, შენთან სიბინძურეს რა ესაქმება ნინია?-პირდაპირ თვალებში მიყურებს, ხმა ჩამწყდარი და თვალებ ამღვრეული, სულ წამით გეფიცებით ის ლურჯი თვალები მოშავო უხდება . წარბებ შორის ღარი გასჩენია.-ეს..ეს არ, ვერ იქნებოდა. შენ.. ღმერთო ჩემო! ამის დედაც... ამის დედა შ*****-უფრო თავისთავს ედუდუნება ვიდრე მე. უცებ ჩუმდება ფეხზე დგება და სავარძელში ეშვება, მთელი სხეულით წინ იხრება იდაყვებს მუხლებს აბჯენს და თავს ხელებში იგდებს, ნერვიულად იჩეჩს წამოზრდილ თმას და იატაკს დაჰყურებს გაშტერებული,ა ამ ქვეყნიდან და პლაეტიდან გასული. 15 წუთი ვზივართ ასე გაუნძრევლად ბოლოს დგება და მოდის, იხრება, ისევ თვალებში ჩამყურებს, მეც პატარა ბავშვივით ავყურებ ზემოდან.-უბრალოდ ეს ყველაფერი შეჭამე, შენსთავს ვფიცავარ ყველაფერს გეტყვი, ცოტაც მოიცადე, გთხოვ,სულ ცოტაც!-მაგრად მკოცნის თვალებზე ხელებსა და შუბლზე, სანამ აზრზე მოვალ და ჰიპნოზს თავს დავაღწევ, ოთახში აღარაა, ვშიშობ არც სახლში.
უჩუმრად უსიტყვოდ ვასრულებ მის თხოვნას, ყურებში მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის, თვალწინ მხოლოდ მისი უნაკლო სახე მიდგას და სხეულის ყველა უჯრედით მხოლოდ მის შეხებას ვგრძნობ.
#
-ეხლა როგორაა?... ააა, კაი კაი ძმა მადლობა.... ჩამოვალთ ეხლავე გოგოები მაინც უნდა ჩამომეყვანა. ...კაი მიდი, დროებით ...-დაბლა ჩასულს ყველა მისაღებში მხვდება , ლაშას ხმა მესმის შეწუხებული რომ საუბრობს ტელეფონზე.
-აუფფფ.-კავშირის გათიშვის შემდეგ ნერვიულად ისმევს თმაზე ხელს და ღრმად ოხრავს სანამ რომელიმე ჩვენგანი რაიმეს კითხვას მოასწრებს უკვე გარეთაა და ისევ რეკავს.
-ბიჭო, ალექსანდრე! -ავალიანის სახელი სწვდება დახშულ ყურებს და ჯაფარიძის გამოსახულებაც მხოლოდ დიდი შუშის კარიდანღა ჩანს.
-ეტყობა ისევ ლალია ცუდად...-ამოილაპარაკა დალიმ ,შვილს გახედა და მუხლებზე ხელის დაყრდნობით წამოდგა.
-უნდა წავიდეთ?-ჩუმად იკითხა კესომ.
-თქვენ ისედაც მიდიოდით ,ხვალ სკოლაში ხომ უნდა წახვიდეთ, უბრალოდ ეხლა უკვე მეც გამოგყვებით. ნინას და ანამარიას რა ვუყოთ ,ეგაა პრობლემა.-შეწუხებულმა გადმოგვხედა ქალმა.
-რაიმე ხდება? ჩვენს გამო პრობლემებს ნუ შეიქმნით.-მასწრებს ანამარია და საუბარში ერთვება.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო კესო ნუკი ლაშა დალი... ოთხივე წავიდა, მათი ჭიშკრიდან გასვლა და უამრავი შავი თავტლოპანა კუნთებდაბერილი „სახედასტოინი“(როგორც მე მოვიხსენიებ) ტიპის შემოლაგება და ეზოს გავსება ერთი იყო.
-ნუ შეგეშინდებათ მალე მოვალთ,ყველაფერი რაც დაგჭირდება სახლშია-მშვიდად ამიხსნა ლაშამ დალის ბოდიშების ბუკეტის შემდეგ, სანამ წავიდოდნენ.
#
არასოდეს ინანოთ ის რასაც გააკეთებთ,თუ კი იმ წამს თვლიდით რომ სწორად იქცეოდით და რაც მთავარია გულწრფელნი იყავით.
არასოდეს ინანოთ წამისწინდელი ნამდვილობა,უნიღბობა და ისევდაისევ გულწრფელობა.
ის წუთები კი ნამდვილად უნდა გაწუხებდეთ რომელიც პირფერობაში თავის მოჩვენებაში, საკუთარი „მეს“ ჩაკვლასა და ხელოვნური ნიღბის ამოფარებაში დახარჯეთ. მხოლოდ იმიტომ რომ , სხვის „პარამეტრებში“ ჩამჯდარიყავით.
ამას იმიტომ ვამბობ რომ , გითხრათ,მე ალექსანდრეს მიმართ ნათქვამი არცერთი სიტყვა არ მინანია, არცერთი გამხელილი ემოციის დაბრუნება არ მინატრია,არცერთი მოსაზრების უარყოფა მიფიქრია.ეს ყველაფერი საკუთარი გულიდან იწყებოდა და ეჭვი არ მეპარება ალექსანდრეს გულში მთავრდებოდა. იმიტომ რომ იმ წამს ღია ვიყავი, ნამდვილი, პირდაპირი, ჩემი „მე“(თ)ი სავსე , ჩემი ემოციებით ფიქრებითა გადატვირთული, რესტარტის საჭიროების მქონე ტვინის პატრონი.
მაგრამ იმ ფრაზასაც ნუ უარყობთ ცივი გონებით უნდა იმოქმედოო, ასეც უნდა იყოს რათქმაუნდა.(თუ კი ჩემნაირი ფეთქებადები არ ხართ)
#
-ბოდიში,გუშინ ვერ გნახეთ მე და გოგოებმა. თქვენ რომ მოხვედით ჩვენ გასულები ვიყავით, მერე გეძინა , თურმე გვიან გაგიღვიძია. მაგ დროს უკვე ჩვენ გვეძინა- ეცინება ავალიანს- ავცდით ერთმანეთს დროში,ამიტომ ვერ გნახეთ გუშინ.-უხერხულად მიხსნის და ყავას მთავაზობს.
-რა პრობლემაა, არაუშავს! ასეთი რაღაცეების გამო ბოდიშებს ნუ მიხდი!-მარტივად ვუხსნი მეც შესამჩნევად ვუღიმი და ყავაზე უარს ვეუბნები.
-ანამარია...-დავიწყე მაშინ როცა,მარიამ სითხით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო და გვერდით მომიჯდა-მინდა დაგელაპარაკო!-ძლივს ამოვღეჭე სიტყვები ყელში ჩალასავით რომ გამჩხეროდა.
-კი ბატონო, რამე ხდება?-მშვიდად მიპასუხა ყავა მოსვა და ისევ ამომხედა.
-ვიცი რომ ... რომ შენ და ნიკოლოზი ერთი პერიოდი ერთად იყავით...-ამოვთქვი ჯახირით.
სახეზე ფერი დაკარგა, წამის წინ ყელში გადაშვებული სითხე ვშიშობ ჩემსავით მასაც გაეჩხირა.
„ესე არ უნდა გეჯახებინა, ნინა!“ გაჰკრა თავს.
-რრ..აა?-ამოახველა თეთრ-წითელში მყოფმა.
-მომისმინე მინდა სწორად გაიგო ,ვიცი, ვიცი რომ ,რთულია ,აუტანელი მაგრამ აუცილებლად უნდა მომიყვე ყველაფერი გესმის? რათქმაუნდა სიმართლე... ახლა ისე არაფერი დაგვეხმარება როგორც შენი გულწრფელობა,ხო არ გატყუებ მინდა დაგეხმარო, ვიცი რომ გიჭირს მის გარეშე ყოფნა მაინც გტკივა, შენს თავს ებრძვი რომ, დაივიწყო,მაგრამ ესე არ შეიძლება, გესმის? არც ის მინდა თქვენს ორის ურთიერთობაში ჩავერიო მაგრამ ვერ დავუშვებ ჩემი ადამიანის, ხო... ხო! ჩემი ადამიანის! ჩემთვის კაცობისა და პატიოსნების ეტალონის უბედურებას, ჩამკვდარ თვალებსა და სევდისგან დაბერებულ სულს. უბრალოდ მომიყევი ყველაფერი, გთხოვ! მომეცი უფლება სინამდვილე დაგანახოთ და ბედნიერების შანსი გაგიჩინოთ.
კარგა ხანი იდგა უმცროსი ავალიანი გაქვავებული, ერთ წერტილზე მიშტერებული, ვხვდებოიდ რომ ის ვუხხსენე, რასაც კარგა ხანი იყო უკვე ,საკუთარ გულში ღრმად მარხავდა და ცდილობდა დაევიწყებინა.
ხელში მქონე ფინჯანი უკანკალებდა,ბოლოს სულ გაუვარდა. მისი ცრემლებისა და შავი სითხის იატაკზე დაღვრა ერთი იყო. უკვე ნახსენები ჭურჭელივით აუცახცახდა სხეული, თავში წაიშინა ხელები , ტრანსფორმაცია განცდილმა, თვალებ გახელილმა, მტკივან სიმართლეს შეჯახებულმა ავალიანმა.
აქამდე მშვიდად მყოფი, იმაში დარწმუნებული რომ ცოტა ხანი უნდა მეცადა დაფიქრებულიყო და გაეანალიზებინა რა ვუთხარი, დაფეთებული წამოვარდი ზეზე და მაგრად ჩავიკარი გულში, უკვე იატაკზე ჩაცურებული, ათრთოლებული გოგო.
ვნანობდი, რომ ხმა ამოვიღე საერთოდ , გული მიკვდებოდა ამ ერთი ციდა გოგონას შემყურე, მაგრამ ვერ გავჩერდებბოდი, იმაში დარწმუნებული რომ ორივე უბედურდებოდა ცალცალკე.
-მიყვარდა!...-ამოისლუკუნა ხმა შეცვლილმა- გე..გეფიცები მიყვარდა, სულ მიყვარდა ეხლაც მიყვარს. მაგრამ- ძლივს ერთმანეთზე გადაბმული სიტყვები ისევ გაუწყდა-არ მაქვს უფლება!...- ისევ იფეთქა უეცრად. არ გამიჩერებია უნდა ამოეღო ბოლომდე!-მასზე ფიქრის..უფ..უფ ..უფლებაც კი არ მაქვს,ნინა!... გეფიცები! ალექსანდრეს გეფიცები, არ მინდოდა ,მაგრამ...-გაჩერდა, ღრმა სუნთქვას აყოლებდაა, ხვნეშასა და ოხვრას, ყველა ცრემლს.- შენ არ იცი რა მწარე იყო მაშინ ჩემთვის, რა მტკინვეული... ახლაა? ახლა ხომ საერთოდ.. ვნანობ, იმის შემდეგ რაც სიმართლე გავიგე... მაგრამ... ისევ ეს წყეული მაგრამ !-დაიკივლა ბოლო ხმაზე სახედაკარგულმა და მაგრად დასცხო მუშტები იატაკს, თმა გაწეწვოდა თვალები გასწითლებოდა, ადამიანს არ გავდა ახალგაზრდა ქალი.-მინდა მივიდე ... დავუჩოქო! პატიება ვთხოვო, შევევედრო ... მაგრამ, მაგრამ რა ნამუსით გავაკეთო ეს ყველაფერი ნინა, მითხარი!პირში ენა როგორ მოვიბრუნო ამის სათქმელად ,გამაგებინეთ! როგორ მოვიბრუნო?... როგორ ნინა? როგორ ავუხსნა,რომ იმას ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა აღმერთებდა და უყვარდა, გონება დაებინდა, ეს წყეული ტვინი გაეთიშა- მაგრამ მიიჭირა ხელები თავისქალაზე- ნაბი*ვრებს დაუჯერა, ყველაფერმა ერთად იმოქმედა და უარყო თურმე ყველაზე მართალი და შეუბღალავი, სულ ტყუილად გაუბედურებული კაცი. ეს ყველაფერი როგორ ავხსნა ,ნინა მითხარი!-გაგიჟბული თვალებით ჩამჩერებოდა.
-ჩემო გოგო! შენ არიცი ყველაფერი რა კარგად იქნება!-ისევ მოვეხვიე აკანკალებულს, მე უკვე დამშვიდებული.- შენ არიცი რა ბედნიერები იქნებით! ყველაფერი უმაგრესად იქნება , ყველაფერს გეფიცები!- გავიბადრე და მაგრად ვაკოცე თავზე.
გიჟი რომ ვარ არ გედავებით, კი ბატონო მართლაც რამ გამბადრა ასეთ სიტუაციაში?
მაგრამ ყველაზე მთავარი რომ მოგვარებული იყო ეს მახარებდა, ანამარიას ნიკოლოზის პიროვნების სჯეროდა და მეც სხვა არაფერი მჭირდებოდა, ახალაიას ჯუიტი ხასიათის დასაძლევად ხრიკს კიდე ვინ ვერ მოიგონებდა? მე?
#
მას შემდეგ რაც ცოტა დამშვიდებული და აზრზე მოყვანილი ანამარია , დავარწმუნე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და „დავაძინე“ კიდეც, უნებურად „გამეხვია“ უკვე უფროსი ავალიანის ოთახისკენ. როგორც კი კარი გამოვაღე მაშინვე მეცა მისთვის დამახასიათებელი მენთოლის, შანელის ბლუსა და ნიკოტინის სუნი. ჩემდა გასაოცრად ყველაფერი იდეალურად იყო მიწკრიალებული. „დალის ხელია ალბათ“ გაჰკრა ტვინს.
უკვე საღამოვდებოდა.
„როდის მოვა? რაიმეს მეტყვის? ღმერთო სადაა მთელი დღე?“ ზუსტად ხუთი წუთი ვიდექი ოთახში რომლის კარიც საგულდაგულოდ დავკეტე, ის სურნელი, რომ არ „გამქცეოდა“ რაც ამ ოთახსა და ავალიანს გააჩნდა.
თვალები დამეხუჭა და ღრმად ვსუნთქავდი. ძალიან ღრმად...
ალექსანდრე მინდოდა მეგრძნო გვერდით! ვგრძნობდი კიდეც!
ისეთი სიგიჟე იყო ეს ყველაფერი,იმდენად უცხო და წარმოუდგენელი, მეგონა სხვა ადამინი ვიყავი.
მერე? არაფერი უბრალოდ ავდექი, კარი გამოვიხურე და ახლა უკვე ჩემს ოთახში შევედი. ტუმბოზე, საკუთარ ტელეფონს რომ მოვკარი თვალი, ლამის იქვე დავვარდი, სიხარულისა და გაოცებისგან. ფრთხილად მივედი, თან გზაში თვალებს ვახამხამებდი ხომ არ მეჩვენებამეთქი.
აი ხელში რომ ცივი მეტალი ვიგრძენი მაშინ დავრწმუნდი რომ არც ისეთი ცუდი გახლდათ „ხე“.
„პირველი მე მირეკავ!“ სანამ იმას ავღვიქვამ ,რომ ავალიანმა ტელეფონის დატოვება არ იკმარა და წერილიც კი მომწერა,მისი ხმა უკვე ყურმილში მესმის.
-ეხლა ნახე?-ძალაგამოცლილი ხმა აქვს,დაღლილი.
-ჰო...-ვბუტბუტებ პატარა დამნაშავე ბავშვივით , გაოცებული დავყურებ ხელებზე და დარწმუნებული ვარ მთელ სხეულზეც დაყრილ პატარა ბუსუსებს.
„მაჰიპნოზებ, ავალიანო?“
გონებაში ვცდილობ წარმოვიდგინო იმ წამს სადაა როგორ და რატომ. იქნებ მანქანაში ზის? ხო იქნებ იქ ზის, თავი სავარძელზე აქვს გადაგდებული როგორც იცის ხოლმე და მებუტბუტება, მეტყვის რომ გზაშია და მალე მოვა.
ან იქნებ იმ გოგოსთანაა, მის კაბინეტთან რომ ვნახე, ალბათ რაიმე ქონდათ და ამიტომაა დაღლილი, ამ წამსაც ალბათ მას ეფერება და პარალელურად მე მელაპარაკება.
გაუაზრებლად სრულიად დიდ აფსურდსა და დაურწმუნებელ სისულელეზე ნერვები მეშლება, იმის წარმოდგენაზე რომ სხვასთანაა თვალები მეწვის შეკავებული ცრემლებისგან.
რა ხდება? რაა?
-ნინია...კარგად ხარ? ხმას რატომ არ იღებ?-შეშფოთებულის ხმა აქვს ამავე დროს „გამოფხიზლებულისაც“-ნინია!-ყვირილამდე ცოტა აკლია ანერვიულებულს.
-კარგად ვარ, ალეექსანდრე!-პირიდან მაფრინდება სიტყვები.
ერთი ღრმად ოხრავს და ვშიშობ მთელ ჩემთვის უსაფუძვლო ნერვიულობასაც იმ სუნთქვას აყოლებს. კარგა ხანი ვართ ჩუმად, ერთმანეთის გაორმაგებული გულისცემის ამარა.
-პირველი მე დამირეკე!-ჩურჩულებს, დარწმუნებული ვარ სახე გაბადრული.
რა თვითდარწმუნებული ხარ ავალიანო! წინადადება მტკიცებით ფორმაში რომ ჩაგისვამს!
-ჰო...-„პატარა ლენჩი ბავშვივით ერთ სიტყვას რატომ ბურდღუნებ ნინა?!“
-ეხლა მანდ რომ ვიყო...-მოუთმენელი, ვნებაგამჯდარი ხმა აქვს... სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ, ვერ ავღწერ რა მემართება!
-ეგ დაბრეცილი ტუჩები მოგეჭმეოდა!-აგრძელებს უეცრად და დამერწმუნეთ ეს ბოლო წვეთია!
-ალექსანდრე...
-გისმენ...-ჩურჩულებს რაღაცის მოლოდინში.
„ნინა გაჩუმდი!“ ყვირის გონება! „თქვი რაც გინდა, გრძნობებს გასაქანი მიეცი!“ გულის ამოძახილი ფარავს ყველაფერს.
-მოდი რა, სახლში!-რამდენიმე წამი მჭირდება გავიაზრო რა ვთქვი, სახეშეფაკლული ვთიშავ ტელეფონს და ვშტერდები.
#
ის ცხოვრება მინდა, სამი კვირის წინ რომ მქონდა.
ის ცხოვრება მინდა, არაფერი, რომ არ მადარდებდა.
ის ცხოვრება მინდა ყველაფერი ,რომ ვიცოდი.
ის ცხოვრება მინდა საკუთარ თავს ,რომ ვცნობდი.
ის ცხოვრება მინდა ამ ყველაფერს, რომ ვერ ვგრძნობდი.
ის ცხოვრება მინდა ყველა ,რომ გვერდით მყავდა.
ის ცხოვრება მინდა სიმშვიდე, რომ მქონდა!
#
გაზის პედალს ფეხი რომ მიაჭირა, სახლამდე აღარ აუშვია. სამი სიტყვა უტრიალებდა წამის წინ ქაოსით გატენილ გონებაში.
მარცხნივ უნდა წასულიყო მარჯვნივ წავიდა!
იმ წამს ისე იყო დარწმუნებული რა უნდოდა როგორც არასდროს. იმ წამს იმაზე დიდ ძლიერ და თავბრუდამხვევ გრძნობას გრძნობდა როგორც არასდროს, დარწმუნებული იყო, რომ აუხდენელს აიხდენდა, სულ ცოტა ხანში!
#
ზუსტად იმ პოზაში იჯდა როგორშიც ავალიანს ტელეფონი გაუთიშა ყველაფერზე ერთად ფიქრობდა და ვერაფერი გაეგო, ვერ ხვდებოდა, არ ესმოდა.
გონს მაშინ მოვიდა ეზოში მანქანა რომ შემოვარდა, ზუსტად იცოდა ვინც იყო.
არაფერი გაუკეთებია შემაკავებელი იმ წამს, მთელი ძალით გაიქცა იქით, საითაც გული ექაჩებოდა. მირბოდა მთელი ენერგიით.
გარკვევით ახსოვს როგორ სულმოუთქმელად, რაღაც ამოუცნობი ძალით ჩაირბინა კიბეები, როგორ გადაახტა ბოლო სამ საფეხურს და როგორ გაიქცა ისევ, უკვე კარებში მდგომ გახევებული კაცისკენ.
ყველაფერს ერთად იქ შეეფეთა როცა მოულოდნელად დაატორმუზა მასზე ბევრად მაღალი განიერი სხეულის წინ. თავი ჩახარა, შერცხვა, გაიაზრა რას აკეთებდა, მაგრამ არ უნანია, როგორც ყოველთვის.
მერე იგრძნო ძლიერი ხელი ნიკაპვეშ, რბილი, ყინულივით ცივი ბაგეები ტუჩებზე, გაცხოველებული, გაგიჟებული კოცნა და უხეშ ხელები წელზე ჰაერში, რომ აწიეს.
არ გაჩერებულა არც თვითონ, აჰყვა და თან როგორ, გაუაზრებლად ჩააფრინდა კაცის განიერ მხრებს. რომელი ერთი ფიქრობდა გაჩერებას, ერთმანეთი შეისრუტეს ლამის.
ერთმანეთის თვალებს მაშინ შეეჩეხნენ როცა ჰაერის უკმარისობით შეწუხებულები ტუჩებს მოშორდნენ, მიბნედილი თვალებით აჰყურებდა ზემოდან ახალგაზრდა ქალი და სხვა არც არაფერი უნდოდა მამაკაცს.
ჯერ კიდევ გრძნობდნენ რაღაც უკიდეგანო გაუჩერებელ უცნობ ძალას ძარღვებში, თვაბრუდამხვევ გამაგიჟებელ ბურუსს გონებაში და სიამოვნების პიკს მთელ სხეულში.
ვინ იცის რამდენი ხანი იდგენენ ერთმანეთზე აკრულები, ბოლოს ისევ კაცმა მოიფიქრა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში,ლოყებაღაჟღაჟებული ტუჩებდასიებულ დაწითლებული ქალი.
არ ეჯერა, არცერთს!
#
სულ ახლოს, რომ იგრძნო ავალიანის გულისცემა მაშინ მიხვდა რომ უკვე ღრმად შეტოპა ...
იქ შევიდა საიდანაც ან სულ განადგურებული ცარიელი და დაჩჩანაკებული გამოვიდოდა ან ამ სამყაროში ყველაზე ბედნიერი, „მდიდარი“ და „ცოცხალი“...
მადლიერი იყო ,რომ იპოვა და გაოგნებული,რომ ვერ მიხვდა ისე შემოეპარა.
წამდა ძალის რომელსაც უსაზღვროდ გრძნობდა ყველგან, წამდა კაცის რომელზეც მიკრული იყო. და ისევ მაინც, არცერთს ეჯერა იმ დღის, იმ წამის იმ გარდამტეხი მომენტის, რომელიც არცერთმა იცოდა რას მოიტანდა.
#
დიდი ვიტრაჟის წინ, რომელიც თამამად გაადაჰყურებდა რაჭის ულამაზეს ,მწვანე, ხასხასა ბუნებას, ფეხებგადაშლილი მშვიდად იჯდა სავარძელეში და მონოტორულად კოცნიდა თავზე ქალს ,რომელიც მთელი ძალით შემოხვეოდა მის სხეულს. ფეხები ავალიანის თეძოებზე შემოედო, თავი მის გულმკერდზე დაედო და წყნარად სუნთქავდა. როგორი სცენა მაინც არ წარმოედგინა მათი შეუკავებელი, სუფთა შეხვედრის მაგრამ ასეთს არ მოელოდა. არ ეგონა თუ ასე გამოასხივებდა რაღაც ახალი მასში და მთელ სულს დაეპატრონებოდა არ ეგონა თუ მეორედ დაბადებას იგრძნობდა, ნინიას ნამდვილი ემოციით.
არ ეჯერა გასული და იმ წამინდელი ორი საღამო, ვერ უშვებდა ვერცერთ წამს და უკვე მერამდენედ ასწორებდა საკუთარ თავს მიწასთან იმისთვის რასაც ნინიაზე ეჭვობდა. ხვდებოდა რომ რაღაც ახალს იწყებდნენ უთქმელად, უსიტყვოდ.
მაგრამ ყველაზე გასაგებად, მათი ჟესტებით, ყველაზე ნათლად მათი თვალებით.
-ავალიანის იყავი, ხარ და იქნები!-გადაჭრით კატეგორიულად თქვა ალექსანდრემ და თბილი ტუჩები მიაკრა ნინიას.
შეიშმუშნა ქალი, წამოიწია, თვალი გაუსწორა კაცის ლურჯ უსაზღვრო უკიდეგანო თვალებს.
-ალექსანდრე...-ამოიჩურჩულა გოგომ.
-რა იყო?-გაეღიმა კაცს და თბილი ხელი დაუსვა ლოყაზე.
-ძალიან მეშინია!-ცრემლები წასკდა უეცრად ბაბუციძეს და თავი ჩახარა, ტიროდა. პატარა ბავშვივით!
გადაფითრდა კაცი, არ მოელოდა ნინას ცრემლებს, თავში უროს ჩარტყმას გავდა მისი ტირილი.
-შემომხედე!- იქუხა ავალიანმა და ქალის ნიკაპს წაეტანა ისევ.- რის გეშინია? -წარბები შეჭმუხნა კაცმა და თვალებში ჩააშტერდა გოგოს.
-არ ვიცი!-მხრები აიწურა ნინამ.
-სანამ პირში სული მიდგას და ამ ძარღვებში სისხლი მიჩქეფს შენ არაფერი დაგემუქრება და მოგივა, გასაგებია?!-მოკლედ მოჭრა ალექსანდრემ და ისევ ჩაიხუტა „ბავშვი“
#
რა იქნებოდა, ვინ იქნებოდა, რატომ და როგორ, არავინ იცოდა...
ყველაფერი ფერ ეხლა იწყებოდა!...

***************
ვერც ბოდიში, ვერც მაპატიეთ. ვერაფერი, საერდოთ ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ყველაზე მეტად დამეჩაგრეთ. სკოლა, უდიდესი ოჯახი და ოთხი გამოცდა, ეს იმ მიზეზების სულ მცირე ჩამონათვალია რის გამოც იძულებული ვარ დავაგვიანო, არ ვწუწუნებ, უბრალოდ გიხსნით, თავისმართლებად არ ჩამითვალოთ! ალბათ, იტყვით გამოცდა ვის არ ქონია, ოჯახი ვის არ ყოლია და სკოლაში ვის არ უვლიაო მაგრამ მხოლოდ ეს არაა.
არვიცი რა გამოვიდა, საერთოდ არ მჯერა რომ არსებობს ეს ისტორია და ეს თავი. კლავიატურას თითი რომ დავაჭირე არ ამიშვია კაცმა არ იცის რა ავტვირთე და კაცმა არ იცის როგორი კატასტროფაა.
15 გვერდი და 3429 სიტყვაა. პერსონაჟების დახასიათება მჭირდება ისე როგორც
არასდროს!

№1 სტუმარი დარინა

რამდენი ხანია ველოდები მიყვარს მე ალექსანდრე აი ისეთი გასაიჟებელი თავი იყო ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ თბილები იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი დავიტანჯე მე ამათი საცოდაობით

№2 სტუმარი Eto

Es iyo saicreba amdeni xania velodebi da megirsa saocari gogo xar..... dzalia dzalian magari istoriaa da es sheni damsaxurebaa <3 <3 <3 rogorrc iqna daadgat sashveli exla nikolozis da patara avaloanis jeria... imedia male moaxerxeb momdevno tavis dadebas <3 :*

№3  offline მოდერი sameone crazy girl

ამას რას ხედავს ჩემი ორი თვალიი smile
ერთი ორი წუთი ვკითხულობდი სათაურს ნამდვილად ესაა თუ მელანდება-თქო
როგორ მიყვარს ეს ბიჭი მე
ეს გოგო კიდე სულ როგორ ტირის , რა ნაზი და დაუცველი ხდება რა უბედურებაა რა არის კაცო უჰ. გასაგებია რომ რთულ მდგომარეობაშია,მაგრამ ამდენი ტირილი მკლავს მე და ალექსადრეს ხო საერთოდ. არ მიყვარს ცრემლები რა ვქნა არ მიყვარს ვერ ვიტან და ალბათ მაგიტო ვერ ვტირი თუ რამე საოცრება არ დამატყდა თავს pensive
ალექსანდრეზე მეკეტება უბრალოდ...ყველაფეირ მომწონს მაგრამ ისეთი სიშორით დებ წინა თავის ბოლო ნაწილს სულ ვკითხოლობ ხოლმე საიდან ვაგრძელებ რო გავიხსენო და იქნებ ამმჯერად მაინც დადო მალე შემედგი .
ძალიან მაინტერესებს უმცროსი ავალიანის ამბავი ...მინდა მალე შეურიდგეს ნიკოლოზს

№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე აი რამდენი ხანი ველოდი და გადამეწურა იმედი რო გააგრძელებდი. მაგრამ ეხლა რო დავინახე "ავალიანი" და წავიკითხე გავოცდი. უბრალოდ ძალიან ნუ გაწელავ ამ გაურკვეველ შუღლს და გაგვაგებინე რა საიდუმლო იმალება.

№5 სტუმარი Guest ანჩო

არ მჯერა, იმედია ჩემი წარმოსახვა აარაა და მართლა წავიკითხე.

№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმეეეეე როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ რომ დაგვიბრუნდი.სასწაული ხარ შენ.კარგია ნინამ გული რომ გადაუშალა ალექსანდრეს.ახალი გმირებიც მომეწონა და აღარ დაგვეკარგო რა ამდენ ხანს.სკოლაში წარმატებები.
--------------------
ლანა

№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu chemi nikolozi gamoachine ra shemdegshi eg da anamarias wyvili!!!

№8  offline წევრი Mariammmo

მე მეგონა აღარ გააგრძელებდი :O ძალიან კარგი თავი იყო და გამიხარდა მათი ერატად ყოფნა ^^ ეხლა ნიკოლოზსაც ეშველოს მალე ^^ იმედია კიდევ არ დაიგიანებ <3

№9  offline წევრი eto-elene

Martla ar mjera ROM exla me am istorias vxedav da wavikitxe smiley imis da miuxedavad ROM dagviane da dzalian didI xani ar dagidia istoria mainc saocreba xar heart_eyes martla Dzalian Dzalian magari tavi iyo momewona kato tu saxeli sworad damamaxsovrda yovelshemtxvevashi imedi maq ROM sworad maxsovs joy mixaria aleqsandres da ninias ambavi da imedi maq male nikolozi da anamariac iqnebian ertad kissing_heart mokled Dzalian magrai gogo xar da dzalian dzalian miyvarxar heart_eyes heart_eyes

№10  offline წევრი Everything

მადლობა დარინა <3
ვნახოთ რა იქნება))
დარინა
რამდენი ხანია ველოდები მიყვარს მე ალექსანდრე აი ისეთი გასაიჟებელი თავი იყო ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ თბილები იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი დავიტანჯე მე ამათი საცოდაობით

Eto
Es iyo saicreba amdeni xania velodebi da megirsa saocari gogo xar..... dzalia dzalian magari istoriaa da es sheni damsaxurebaa <3 <3 <3 rogorrc iqna daadgat sashveli exla nikolozis da patara avaloanis jeria... imedia male moaxerxeb momdevno tavis dadebas <3 :*

უდიდესი მადლობა ეთო! მეც დიდი იმედი მაქვს <3

sameone crazy girl
ამას რას ხედავს ჩემი ორი თვალიი smile
ერთი ორი წუთი ვკითხულობდი სათაურს ნამდვილად ესაა თუ მელანდება-თქო
როგორ მიყვარს ეს ბიჭი მე
ეს გოგო კიდე სულ როგორ ტირის , რა ნაზი და დაუცველი ხდება რა უბედურებაა რა არის კაცო უჰ. გასაგებია რომ რთულ მდგომარეობაშია,მაგრამ ამდენი ტირილი მკლავს მე და ალექსადრეს ხო საერთოდ. არ მიყვარს ცრემლები რა ვქნა არ მიყვარს ვერ ვიტან და ალბათ მაგიტო ვერ ვტირი თუ რამე საოცრება არ დამატყდა თავს pensive
ალექსანდრეზე მეკეტება უბრალოდ...ყველაფეირ მომწონს მაგრამ ისეთი სიშორით დებ წინა თავის ბოლო ნაწილს სულ ვკითხოლობ ხოლმე საიდან ვაგრძელებ რო გავიხსენო და იქნებ ამმჯერად მაინც დადო მალე შემედგი .
ძალიან მაინტერესებს უმცროსი ავალიანის ამბავი ...მინდა მალე შეურიდგეს ნიკოლოზს

მაპატიე მარიამ და მადლობა გაძლებისთვის!
რაც შეეხება ნინას რავქნა საჭიროდ ვთვლი ხოლმე მისი ხასიათიდან გამომდინარე ტირილს.
მაგას რა ჯობია თუ ტირილი არ გიყვარს.
აი ალექსანდრეზე კიდე უკვე მეც ვაფრენ და ვშიშობ ფსიქიატრიულში დასაწვენი გავხდები.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მიხარიხარ!

Anuki96
ვაიმეე აი რამდენი ხანი ველოდი და გადამეწურა იმედი რო გააგრძელებდი. მაგრამ ეხლა რო დავინახე "ავალიანი" და წავიკითხე გავოცდი. უბრალოდ ძალიან ნუ გაწელავ ამ გაურკვეველ შუღლს და გაგვაგებინე რა საიდუმლო იმალება.

მაგან უკვე დამაკომპლექსა სულ ვფიქრობ არ გადავამეტო.
რაც შეეხება დაგვიანებას, სულ ცა რომ ჩამოიქცეს მაინც ავტვირთავ ამაში დარწმუნებული იყავი. უღრმესი მადლობა რომ მელი და მკითხულობ, მაპატიე ანუკი!

Guest ანჩო
არ მჯერა, იმედია ჩემი წარმოსახვა აარაა და მართლა წავიკითხე.

მეც სადღაც მანდ ვარ ანჩო joy joy

La-Na
ვაიმეეეეე როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ რომ დაგვიბრუნდი.სასწაული ხარ შენ.კარგია ნინამ გული რომ გადაუშალა ალექსანდრეს.ახალი გმირებიც მომეწონა და აღარ დაგვეკარგო რა ამდენ ხანს.სკოლაში წარმატებები.

უღრმესი მადლობა ლანა! ვცდილობ ყველანაირად, მაპატიე და კიდევ ერთხელ გმადლობ!

nawkas12345
Auuu chemi nikolozi gamoachine ra shemdegshi eg da anamarias wyvili!!!

ვნახოთ ნაწკას რა იქნება! ყველაფერს თავის დრო აქვს არ მინდა ძაან გადავთვირთო ან რაიმე დავაკლო confused

Mariammmo
მე მეგონა აღარ გააგრძელებდი :O ძალიან კარგი თავი იყო და გამიხარდა მათი ერატად ყოფნა ^^ ეხლა ნიკოლოზსაც ეშველოს მალე ^^ იმედია კიდევ არ დაიგიანებ <3

მადლობა მარიამმო, კიდევ ერთხელ ვამბობ სულ რომ ყველაფერი დაიქცეს მაინც ავტვირტავ ხოლმე, არ შემილი მე თქვენს გარეშე! მაპატიე და კიდევ ერთხელ გმადლობ!

eto-elene
Martla ar mjera ROM exla me am istorias vxedav da wavikitxe smiley imis da miuxedavad ROM dagviane da dzalian didI xani ar dagidia istoria mainc saocreba xar heart_eyes martla Dzalian Dzalian magari tavi iyo momewona kato tu saxeli sworad damamaxsovrda yovelshemtxvevashi imedi maq ROM sworad maxsovs joy mixaria aleqsandres da ninias ambavi da imedi maq male nikolozi da anamariac iqnebian ertad kissing_heart mokled Dzalian magrai gogo xar da dzalian dzalian miyvarxar heart_eyes heart_eyes

ჩემი ერთგული და განსაკუთრებული ელენეე! გმადლობ საყვარელო ყველა ემოციისთვის და ძალიან დიდი მაპატიე შენ ამხელა დაგვიანებისათვის. კესო ქვია ამ გიჟ გოგოს მარა დამერწმუნე მალე დაგამახსოვრდება.ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ გმადლობ მეც უზომოდ მიყვარხარ!

№11  offline წევრი ninuca)))

გვეღირსაააააააა.
რომ შემოვედი საიტზე
და რომ ვნახე ავალიანია დადებულიო
სამჯერ წავიკითხე სათაური ხომ არ მეშლება-მეთქი:დ
ნუ აგვიანებ ხოლმე რა.
შენ ასე თუ გააგრძელე შემდეგ წელს არ იქნება დამთავრებული.
რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაგარი არის.
კარგად წერ.
კარგად არის ემოციები და
გრძნობები გადმოცემული. heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

№12  offline წევრი Everything

es ori tvec gadavagoro ninucaa da mere gpirdebi dzalian xshirad davdeb! udidesi madloba shen kvelafristvis da asetive didi bodishi...
mixarixar da mabedniereb!
ninuca)))
გვეღირსაააააააა.
რომ შემოვედი საიტზე
და რომ ვნახე ავალიანია დადებულიო
სამჯერ წავიკითხე სათაური ხომ არ მეშლება-მეთქი:დ
ნუ აგვიანებ ხოლმე რა.
შენ ასე თუ გააგრძელე შემდეგ წელს არ იქნება დამთავრებული.
რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაგარი არის.
კარგად წერ.
კარგად არის ემოციები და
გრძნობები გადმოცემული. heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს.

№13  offline წევრი Everything

ანი ანი
ადმინ აღარ მაქ ნერვებიიიი დავიტანჯეეეეეეეეეეეეეეეე...... აპირებ საერთოდ გაგრძელებას ღმერთო

shenze metad me vitanjebi damijeree..
cotac moiadet,ratqmaunds vapireeb
mapatir chemo kargoo :/

№14 სტუმარი Guest Keta

Au avtooor rato mtanjav aseeeee male dade raaa yoveldge vamowmeb mara

№15  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Admin daaxloebit mainc ver gvetyvi rodis dadeb?!

№16  offline წევრი Everything

Guest Keta
Au avtooor rato mtanjav aseeeee male dade raaa yoveldge vamowmeb mara

ანი ანი
Admin daaxloebit mainc ver gvetyvi rodis dadeb?!

გოგოებოო პარასკევს მაქვს პირველი გამოცდა, კვირას მთელი დღე ექსკურსიაზე ვიყავვი...
ათასი წერა და რაღაცეებია, თქვენც კარგად იცით წლის ბოლოს რა ხდება ხოლმე, არ მინდა ნიშნები გამიფუჭდეს.
დაწყებული მაქვს მეჩვიდმეტე თავი თან უამრავი იდეაც მაქვს უკვე... მაგრამ მართლა არ ვიცი როდის იქნება.
ბოდიშის მოხდაც ძაან დიდი უნამუსობა მგონია უკვე.

№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მესმის.. არაუშავს გელით მოუთმენლად ^-^

№18  offline წევრი Everything

Ai ubralod arvici ra vtqva saidan amdeni gulisxmiereba da tavshekavebuloba...
Udidesi madloba ana gadavagoro es dgeebi da sul sa vaar
ანი ანი
yovelshemtxvevashi

№19 სტუმარი Dina

Saaukunea velodebi 3 jer gadavikitxe tavidan from at damviwkeboda raxdeba imeedia male dadeb tore imteresisgan vkvdebi

№20  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადეეეეეებ?!

№21  offline წევრი Everything

ვაიმე დინა! კომენტარს ვერ ვწერ იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა გითხრათ 3 ვორდის ფურცელს ნამდვილად ვერ აგიტვირთავთ მეტი არც მაქვს დაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი თავები მოდის და ვფრთხილობ თან იქით კვირას გამოცდები მაქვს 20ში და 22ში ეს ყველაფერი გადავაგორო და სულ აქ ვარ გპირდებით! IMEDIA MANAMDEჩ სEVზLEB DADEBAს პატარა თავის მაგრამ მაინც.
უდიდესი ბიდიში სხვა არ ვიცი რა ვთქვა ...
Dina
Saaukunea velodebi 3 jer gadavikitxe tavidan from at damviwkeboda raxdeba imeedia male dadeb tore imteresisgan vkvdebi

ანი ანი
როდის დადეეეეეებ?!

ვეცდები ამ რამდენიმე დღეში თუ არადა 22ის მერე :/
ვიცი დიდდი უნამუსობაა მაგრამ ბოლო გამოცდა ზუსტად 22ში მაქვს.

№22 სტუმარი Guest ანჩო

მომენატრაააა :(((( გეხვეწები მალე დადე რაააა, მესმის შენი და მკითხველები სუ რო ამოწყდნენ ამ ისტორიის მე მაინც აქ ვიქნები, შენთან და შენს მოთხრობასთან <333 იმედია ყველაფერი გამოგივა, მე შენს გვერდით ვარ ^^ შემიყვარდით შენც და ეს ისტორიაც <3 დიდი სიყვარულით მე <3333

№23  offline წევრი Everything

აი ამის მერე რაღა უნდა გითხრა უბრალოდ არვიცი საიდან ამხელა სულგრძელობა <3
შენ არიცი ანჩო ამ სამი წინადადებით გული როგორ გამიხარე ჩემო საყვარელო <3
გეფიცებით ლამისაა ინფაქტი მივიღო ისე ვარ უკვე ვხვდები რომ ჯანმრთელობა მერყევა ამდენი ნერვიულობით,ცალკე გამოცდები ცალკე ეს უპასუხისმგებლო საქციელი.
შორს წავედი მაგრამ სულ ორი სიტყვით გეტყვიი გაღმერთებთ მე თქვენ და აი აარვიცი რით გამოვხატო ის რასაც ამ წამს ვგრძნობ. ეხლა ვაგრძელებ წერას ცოტა დრო გამომიჩნდა და ვნახოთ თუ ბევრი :მომაწვა" და იმდენი დავწერე რამდენიც თქვენ გეკადრებათ დავდებ თუ არადა ისევ დროს უნდა ველოდო.
გაღმერთებ ანჩოო!
უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ამ სიტყვებისთვის!
გადავაგოროეს კცვირა და მერე სულ თქვენი ვარ! მიყვარხარ უზომოდ, ყველაფრისთვის!
Guest ანჩო
მომენატრაააა :(((( გეხვეწები მალე დადე რაააა, მესმის შენი და მკითხველები სუ რო ამოწყდნენ ამ ისტორიის მე მაინც აქ ვიქნები, შენთან და შენს მოთხრობასთან <333 იმედია ყველაფერი გამოგივა, მე შენს გვერდით ვარ ^^ შემიყვარდით შენც და ეს ისტორიაც <3 დიდი სიყვარულით მე <3333

№24 სტუმარი Guest ანჩო

Everything

მადლობა შენ რომ არსებობ! უხილავად შემაყვარე თავი! სასწაული ადამიანი ხარ <3 გამიხარდება თუ შევძლებთ დაკონტაქტებას <3 აი მართლა არვიცი როგორ აღგიწერო ის სიყვარული რასაც შენს მიმართ ვგრძნობ <3 მოუთმენლად გელი ^^

№25  offline წევრი Everything

როცა გინდა და სადაც გინდა ანჩოო, აი უბრალოდ ამ წამს მოვედი გამოცდიდან ბიოლოგია ჩავაბარე ხუთშაბათს მაქვს ბოლო ფიზიკა და მორჩება ჩვენი ტანჯვა.
რა დამმართე უბრალოდ ვერ ავღწერ!
მეც თითოეული თქვენგანი და თქვენი სათითაო სიტყვა მახსოვს და ვარმერთებ <3
უნორმო მადლობა პატიება და სიყვარული თქვენ ჩემგან <3
პ.ს ვერ ვხვდები საიდან დავიმსახურე თორე კი :/ <3

№26 სტუმარი Guest ანჩო

ვაიმეეე რამაგარიააა, გილოცავ საყვარელოოო <333 სადაც ამდენი ვითმინეთ ორ დღეს როგორმე გავძლებთ, არინერვიულო შენ ^^ წარმატებებიი <33

№27 სტუმარი Dina

Gamarjoba mesmis shenic mgoni skola gamocdebi kvelaferi damtavrda da agar gagrdzeleb :((

№28 სტუმარი Guest Nano

არ აპირებს ეს გოგო მგონი გაგრძელებას და შევეშვათ :დდ კინაღამ 1 წელია ველოდები უკვე და აზრი აღარაქ :( აწი სულ თავიდან თუ წავიკითხავ ამ ისტორიას თორე აღარც მახსოვს და ახალ თავში აზრსაც ვერ გამოვიტან ^^ :დ everything შენ კი ძაან ცუდად იქცევი , თუ წერ დაწერე , თუარადა ის მაინც თქვი რო აღარ წერ და მორჩა! :@

№29 სტუმარი Guest Keta

Ocdaorshio da

Ocdaorshio da

№30 სტუმარი ana

Rodis dadeb?gamocdebi damtavrda ukve da exla mainc rato ar deb?tu ar apireb dadebas tqvi da agar dagelodebit!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent