შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალგაზრდა განათლების მინისტრი.1.


19-05-2017, 17:28
ავტორი LaLiDze
ნანახია 394

ახალგაზრდა განათლების მინისტრი.1.

თავი 1

- ესეიგი ახალი განათლების მინისტრი? თანაც ასეთი ახალგაზრდა? ჰმ, საინტერესოა - თავისთვის ჩაიხითხითა. ჭიქიდან ყავის კიდევ ერთი ყლუპი მოსვა, რა წამსაც კარებზე კაკუნი გაისმა, ერთი დაიძახა შემოდიო და კარებიც გაიღო.

- ქალბატონო თაია, სხდომა იმართება დღეს 5 საათზე, ახალი განათლების მინისტრის გამო, აი ეს განათლები მინისტრთან დაკავშირებული ინფორმაციაა. - მაგიდაზე საბუთები დადო და სასწრაფოდ დატოვა ოთახი.

თაიამ ერთი ამოიოხრა და საქაღალდეს დახედა.
სახელი და გვარი: ლაზარე ონიანი.
ასაკი: 27. - ასეთი ახალგაზრდა? თვალები გააფართოვა და პირი გაოცებისგან დააღო.
განათლების დონე: უმაღლესი.
ბლა..ბლა...ბლაა... კიდევ უამრავი რაღაც ეწერა მაგრამ თაიას ეს სულ არ აინტერესებდა. საათს დახედა.

- ჯანდაბა 5 ხდება უკვე - ამოიოხრა, სკამიდან წამოდგა. იჯაკი შემოიცვა საჭირო საბუთებს ხელი დაავლო და დარბაზისკენ გასწია. ინტერესი კლავდა თუ როგორ გამოიყურებოდა მინისტრი.
„აშკარად ვიღაც მსუქანი, დაბალი ბიჭი იქნება“ - თავისთვის ფიქრობდა. ვერც კი გაიაზრა ისე შეაღო დარბაზის კარები.

- ჯანდაბა! დავიგვიანე - ჩაილაპარაკა თავისთვის, როდესაც დაინახა რომ ყველას ყურადღება მას ჰქონდა მიქცეული, მათ შორის იყო განათლების მინისტრი. დარბაზი მოათვალიერა და მზერა ერთ ადგილას შეეყინა, გაოცებისგან მისმა პირმა O-ს ფორმა მიიღო. მწვანე თვალები შორიდანვე მოსჩანდა, რომელმაც ასე ძალიან დაატყვევა თაია.
„ჯანდაბა, საშინლად სიმპათიურია. მაგრამ მინისტრი და გრძელი თმები? კარგი არაუშავს“ გაიფიქრა თაიამ. ნელ-ნელა გონს მოვიდა ბოდიშით დაგვიანებისთვის თქვა და თავისი ადგილი დაიკავა. თვალს ვერ წყვეტდა მინისტრს ისეთი სიმპათიური იყო. ლაზარემაც მისი მზერა შეამჩნია და ჩაიღიმა.
მთელი 2 საათისთვის რას ლაპარაკობდნენ თაიას არ გაუგონია, იმდენად მოხიბლა ლაზარემ.
სხდომა დასრულდა.
ყველა წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, მათ შორის თაიაც სანამ მისი სახელი ლაზარემ არ წარმოთქვა.

- ქალბატონო თაია, ორი წუთით თუ შეიძლება - თაიამ თავი დაუკრა და ლაზარეს მიუახლოვდა. როდესაც მასთან მივიდა კინაღამ იქვე ჩაიკეცა, იმდენად სასიამოვნო სანახავი იყო ლაზარე ახლოდან (რანაირი წინადადებაა :დდდ).
თაიას ეგონა საქმესთან დაკავშირებით ექნებოდა ლაზარესთან საუბარი მაგრამ შეცდა, საბედნიეროდ შეცდა.

- გასაგებია ჩემმა სიმპათიურობამ მოგხიბლა, მაგრამ მთლად ასე არ შეიძლება, საქმეზეც უნდა იფიქრო - ეშმაკურად თქვა და გაიცინა.

„ღმერთო! რა ლამაზი სიცილი აქვს“ გაიფიქრა თაიამ, მაგრამ რა დროს ეს იყო. წარბები სასწრაფოდ შეკრა და ლამის იყო ბოლი გამოეშვა ცხვირიდან.
„საკუთარ თავში დარწმუნებული სიმპათიური იდიოტია“ გაიფიქრა ისევ თაიამ. ლაზარე თაიას სახეზე სიცილს ვერ იკავებდა, თუმცა ცდილობდა ძალიანაც არ გაეცინა.

- თავდაჯერებული იდიოტი ბრძანდებით ბატონო ლაზარე - ეს თქვა და დარბაზი ქუსლების ბაკუნით დატოვა.

******

ღამის 10 საათისთვის იმდენად დაღლილი იყო თაია, რომ საკუთარი სახელი ძლივს ახსოვდა. ჩანთა ხელში დაიკავა, ყველაფერი ირგვლივ მოათვალიერა და თავისი კაბინეტი დატოვა. მის მდივანს თბილი ღიმილით დაემშვიდობა და სამინისტროს შენობა დატოვა. მთელი მისი ცხოვრება, 25 წელი ოცნებობდა რომ სამინისტროში ემუშავა და თავისი ოცნებაც აიხდინა.
გაგიკვირდებათ ასეთი ახალაზრდა და უკვე სამინისტროშიო, მაგრამ თაია იმდენად იყო განსწავლული, რომ მასაც კი უკვირდა თავისი თავის. მთელი დღე მეცადინეობდა, იმის გამო რომ დღეს ახლა კაბინეტი ჰქონოდა და თავისი საყვარელი საქმე შეესრულებინა. იგი ამაყობდა, რომ თავის მიზანს მიაღწია და დღეს როგორც იტყოდნენ „იქ“ იჯდა.
ავტოსადგომს მიუახლოვდა, როდესაც გაახსენდა რომ მანქანა გაფუჭებული ჰყავდა და დილით ტაქსით იყო მოსული.
- ჯანდაბა - ამოიფრუტუნა და უკან შეტრიალდა, როდესაც მისი სახელი ნაცნობმა ხმამ წარმოთქვა. თაიამაც უკან მიიხედა, როდესაც ის პიროვნება დაინახა რომელსაც საერთოდ არ ელოდა.

- შეენ? - ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონა.

- ხო მე, გინდა სახლამდე გაგიყვანო? - თაიამ არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. ყოტმანობდა მაგრამ ბოლოს „სიამაყის დედაც“-ო და ლაზარეს თავი დაუქნია, რაზეც ლაზარეს გაეღიმა.
სწრაფად გააღო “Range Rover” - ის კარები და თაიას ანიშნა რომ დამჯდარიყო.
გოგონა იმდენად დაღლილი იყო, უბრალოდ მკრთალად გაუღიმა და მანქანაში მოთავსდა.



ახალი ისტორიაა <3
შეაფასეთ <3 პატარა თავი კი არის ამიტომაც ბოდიშით <3
скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Kukrali

კარგია დასაწყისი მომწონს უკვე იმედია მალე დადებ მაგრამ წინა ისტორიას ,, არ მაინტერესებს სხვისი აზრი,გიპოვე და აღარ გაგიშვე'' აღარ აგრძელებბ??
--------------------
მ.კაპანაძე

 



№2  offline √ წევრი ™ marikuna (1)

ძალიან კარგია ველოდებკ შემდგ თავს

 



№3 √ სტუმარი ™ short bebe

ახალი განათლების მინისტრი კი არა,განათლების ახალი მინისტრი..ძაან ბავშვური ისტორიაა,დახვეწა არ აწყენდა ცოტა.

 



№4  offline √ წევრი ™ LaLiDze

Kukrali
კარგია დასაწყისი მომწონს უკვე იმედია მალე დადებ მაგრამ წინა ისტორიას ,, არ მაინტერესებს სხვისი აზრი,გიპოვე და აღარ გაგიშვე'' აღარ აგრძელებბ??

მადლობა <3 კი, ოღონდ ჯერ ვერ გავაგრძელებ სამწუხაროდ (( <3

marikuna (1)
ძალიან კარგია ველოდებკ შემდგ თავს

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent