შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპირი _8_


19-05-2017, 21:54
ავტორი okay
ნანახია 186

ნაპირი _8_

9 საათი სრულდებოდა და უკვე ბნელოდა. სახლები მონსტრებივით მოჩანდნენ. გაზრდილები, მაღლები და შავები. თითქოს მთელი ქალაქი შენს შესაჭმელად იწევდა, შენს ჩაყლაპვას ლამობდა. გვანცას უხერხულად ჩაეჭიდა ხელი ჩანთისთვის და სწრაფი ნაბიჯებით მიაპობდა ქუჩას. ლამპიონების შუქით განათებული, ყვითელი გზა უკაცრიელი იყო, თუმცა მაინც უსაფრთხო. ამიტომ დათანხმდა მასწავლებელს, რომელმაც 6 საათზე დაიბარა სახლში, მათემატიკაში სამეცადინოდ. ამიტომ თითქმის უშფოთველად მიდიოდა და ცდილობდა, გულში შიში არ ჩაედო.
უკვე კორპუსთან ახლოს იყო, შავი მანქანა რომ შენიშნა, მახლობლად გაჩერებული. ნომერს დააკვირდა, არ ეცნობოდა. შიგნით მსხდომნი ბუნდოვნად ჩანდნენ, მაგრამ მაინც შეძლო და ორი უცხო სახე ამოიცნო. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთს სიგარეტი მოექცია თითებში, ცალი მკლავი გარეთ გადმოედო და მშვიდად ეწეოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ, მაგრამ გვანცას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. აშკარად არ ესიამოვნა მათი დანახვა და ისიც კი იფიქრა, აქამდე რომ შემხვედროდნენ, ალბათ შიშისგან ცუდად გავხდებოდიო.
შიში, ყველაზე ძლიერი გრძნობაა. მთელი ცხოვრება ებრძვი მას, ცდილობ რომ არ დაემონო, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდები და მისი მსხვერპლი ხდები. რაც არ უნდა მოიმოქმედო, მაინც განადგურებს იგი. გსპობს.
- ჰეი! გვანცა! - ნაცნობი ხმა მოესმა და ფიქრებიდან გამოარკვია. თავისი სადარბაზოს კართან, ლუკა იდგა. ბნელოდა, მისი სახე თითქმის არ ჩანდა, მაგრამ გვანცა ჩრდილითაც კი სცნობდა მას. ხმას კი ათასი კაცისაში გამოარჩევდა.
- აქ რას აკეთებ? - ლუკამ შორიდანვე შეაგება კითხვა.
- მასწავლებელთან ვიყავი...
- ჰოო, სულ მავიწყდება, რომ უკვე დიდი გოგო ხარ. - ბიჭმა ნერვიულად გაიცინა. თითქოს რაღაც აწუხებდა და არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.
- სად გაქრი, ლუკა? - მაღლაკელიძემ თავზე გადაუსვა ხელი და სიყვარულით შეხედა ყველაზე ახლობელ ადამიანს, ვინც კი გააჩნდა.
- გვანც...
- რამდენი ხანია არ მინახავხარ! - გოგონას ხმა საყვედურით იყო სავსე. ისე ელაპარაკებოდა, როგორც პატარა და, უფროს ძმას, რომელმაც დაბადების დღეზე არაფერი ჩამოუტანა საჩუქრად.
ლუკა სიბნელეში იდგა. ცდილობდა, არ მიახლოებოდა გვანცას. რაღაცის შიში, მთელ არსებაში ჰქონდა გამჯდარი და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ცაზე ნელ-ნელა იწმინდებოდა მუქი ღრუბლები და ყვითელი მთვარე ნავივით მოცურავდა ლურჯ ცაზე.
- ვერ მოვიცალე. - ძლივს უპასუხა.
გოგონა მიუახლოვდა. რაღაც აეჭვებდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ფანარი ჩართო და ფრთხილად მიანათა ბიჭს.
ლუკა შეკრთა. თვალები დახარა და ასფალტს გაუშტერა. სახეზე სილურჯეები ეტყობოდა, თვალები ჩაშავებოდა...
- ლუკა! - გვანცამ პირზე აიფარა ხელები და თვალებზე ცრემლები ჩამოუგორდა. ყვირილის შესაკავებლად ხელზე იკბინა და ზურგი აქცია საშინელ სანახაობას.
- ლუკა... ლუკა... - რამდენჯერმე გაიმეორა, ჩუმად. მერე გონებაში წარმოთქვა მისი სახელი. იგრძნო, როგორ ეცლებოდა ზურგს უკან მდგომი ადამიანი.
ლუკა კავსაძე. ადამიანი, რომელიც ყველაფერი იყო მისთვის. ადამიანი, რომელსაც მამამისის ნაწილი დაჰქონდა თან. ადამიანი, რომელსაც ეჭირა მისი ხელი, როცა მარტო იყო.
- რა გჭირს? - მოულოდნელად შეტრიალდა. კავსაძესთან მიიჭრა და ხელები ჩამოუსვა სახეზე. ლურჯი ტბებივით ეტყობოდა სისხლჩაქცევები.
ბიჭი ხმას არ იღებდა. იდგა და მძიმედ სუნთქავდა, არც აპირებდა ალბათ რამის თქმას. პირი ძლიერად მოეკუმა, რომ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენოდა. იდგა და არაფერი უნდოდა იმაზე მეტად, რომ გვანცას გაქცეოდა.
- მეშინია, ლუკა. მეგობრები დავკარგე, ოჯახი დავკარგე... არავინ მყავს. საერთოდ არავინ შენს გარდა და ახლა, შენც გკარგავ. ძმას, რომელიც უკანასკნელ იმედად დამრჩა. შენც მიდიხარ ლუკა ჩემგან. მშორდები. - გვანცამ ტუჩზე იკბინა, რომ უფრო მეტად არ ატირებულიყო და სწრაფად გაშორდა ბიჭს.
- ლუკა, შენ რომ რამე დაგემართოს, მე ვერ გადავიტან. გეფიცები, მოვკვდები. - გვანცამ ნაწყენმა შეხედა, მერე კი ჩქარა დატოვა მარტო და თავისი კორპუსისაკენ წავიდა.
ისე შევიდა შიგნით, რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იმედები გაუცრუვდა. პირველად ლუკას შემთხვევაში, მაგრამ არა უკანასკნელად.
**

ანდრო თავისი კორპუსის ეზოში იდგა. საკუთარ ფეხსაცემელებს იყო მიშტერებული და მძიმედ სუნთქავდა. უბედური იყო. იცოდა, რომ ტკივილებზე ლაპარაკი არ შეიძლება. შეგიძლია მოითმინო, დაივიწყო, გადაიტანო, მაგრამ არ უნდა ილაპარაკო.
- ანდრო! - ვიღაცამ შორიდან დაუძახა.
თავი მძიმედ წამოსწია და როცა ნანიკო დახვდა, გაეღიმა.
- არ ველოდი, რომ მოხვიდოდი. - თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და სკამზე ჩამოჯდა.
ქალი გვერდით დაუჯდა. ისევ ისეთივე ჭუჭყიანი იყო, შესაძლოა მშიერიც.
- როგორ ხარ?
- როგორ უნდა ვიყო... - ამოიხორა და ნანიკოს ნაღვლიანად შეხედა.
- შენ კარგი ადამიანი ხარ, ანდრო. შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. არ უნდა იტანჯებოდე.
- შენც აჩუქე ერთ ადამიანს სიცოცხლე. - ბიჭმა, მოულოდნელად გაიღიმა.
- ვის? - თანამოსაუბრეს აშკარად ძალიან გაუკვირდა.
- მე.
- ანდრო... შენ?
- ჰო, მე.
- ეგ როგორ?
- იმ დღეს, ხიდზე მეც იმავე მიზნით ავედი, რა მიზნითაც შენ. მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, როცა შენ დაგინახე, როგორ გადახტი და როგორ ჩაიძირე აღელვებულ ზღვაში.
ნანიკოს ელდა ეცა. გახევებული იდგა და აღარ იცოდა რა ეთქვა. ეს ქერა, უდარდელსახიანი ბიჭი, თვითმკვლელობას გეგმავდა... და მან გადაარჩინა! გაუაზრებლად, უნებლიედ, მაგრამ მაინც გადაარჩინა.
- შენ? კი მაგრამ, რატომ?
- მიზეზებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. - ბიჭმა თავი გააქნია და ისევ ფეხსაცმელებს მიაშტერდა.
- კარგი, რა გაეწყობა.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ანდრო რაღაცაზე ფიქრობდა, მძიმედ სუნთქავდა და ვერაფრით გადაეწყვიტა, დაეწყო თუ არა საუბარი. ბოლოს, ნანიკომ უშველა ისევ:
- ოდესმე მომიყვები?
- და შენ?
- აუცილებლად ანდრო. დამღალა დუმილმა. ჩამომშალა, ჩამომარღვია... საძირკველ მონგრეული სახლი ხომ გინახავს? აი, ეგრე ვარ. ან ფოთოლი, შუა ოკეანეში მარტოდ რომ მიცურავს და თან არის, თან არ არის. გესმის?
- მესმის? არ ვიცი. შეგვიძლია ადამიანებს ერთმანეთის გაგება?
- ხშირად მიფიქრია ამაზე. იცი რა შევამჩნიე? როცა ვინმეს შენს უბედურებაზე ესაუბრები, ნაცვლად იმისა, რომ განუგეშოს, ან გამოგაცოცხლოს, ან გითხრას, მოდი და ერთად დავიტანჯოთო, დგას შენს წინ და გიმტკიცებს, მე შენზე მეტად მიჭირს, მე შენზე მეტად მტკივა და შენზე უფრო უბედური ვარო... რატომ ხდება ასე?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა. თვითონაც ბევრჯერ უფიქრია. ბევრჯერ უთქვამს ჩუმად, საკუთარი თავისთვის, რომ ადამიანები საშინელი არსებები არიან.
- მესმის შენი. - ბოლოს როგორც იქნა, მოახერხა და ამოიღო ხმა. მაგრამ რაღაცნაირად რთულად, ძალდატანებით წარმოთქვა ეს სიტყვები. თითქოს ვინმემ აიძულაო მათი თქმა.
ნანიკო იღიმოდა. ანდროს ნაღვლიანად უყურებდა და გაურკვეველი მიზეზით იღიმოდა.
**
გვანცა სკოლაში მიდიოდა. თან ლუკაზე ფიქრობდა. დილით ლუკას მშობლებს მოჰკრა თვალი. შიშჩამდგარი თვალები ჰქონდათ. ალბათ, იცოდნენ რაღაც და უამალავდნენ. რა დაემართა ლუკას? რა სჭირდა მთელ სახეზე? ფიქრებში წასულმა, ვერც კი გაიაზრა ისე შეასკდა რაღაც მაგარს.
თავი სწრაფად წამოსწია. ასფალტზე წაქცეული ნეკა იჯდა და უმწეოდ შეჰყურებდა მის წინ დაყრილ ყავარჯნებს. მაღლაკელიძე უხმოდ დაიხარა, ნეკას მხრებზე მოეჭიდა, მისი მკლავი დაიჭირა და წამოაყენა. მერე გადაადგილების საშუალებად გამოყენებული ორი ხელჯოხი მიაწოდა და როცა უხმოდ დააპირა გვერდის ავლა, ნეკამ შეაჩერა.
- ლაიმამ ყველაფერი მითხრა. მადლობა.
- არ არის საჭირო. - სუსტად გაიღიმა და გზის გაგრძელება დააპირა.
- იქნებ... იქნებ გვეცადა ურთიერთობის აღდგენა.
გვანცას თვალები გაუფართოვდა.
- ამას სერიოზულად მეუბნები? - ჩაეცინა.
- ჰო...
- მე მეჩქარება. - პასუხად არაფერი უთქვამს, კვლავ გზის გაგრძელება სცადა.
- გვანც, გთხოვ. ჩვენი მეგობრის ხათრით...
- მეგობრობა არ არსებობს. მაშასადამე არც მეგობრები არ არსებობენ. შენ თვითონ მიმახვედრე და ახლა უარყოფას ნუ ეცდები. - თვალი ჩაუკრა მაღლაკელიძემ და სწრაფად მოშორდა ყავარჯნებზე დაყრდნობილ, თვალებჩამუქებულ ნეკას.
რამდენჯერმე, თავი ძლივს შეიკავა და უკან არ გაიხედა. არადა, ინტერესი კლავდა. უნდოდა ენახა, როგორ უყურებდა ნეკა. მაგრამ გაძლო. გადალახა მცირე წინააღმდეგობა და სკოლაში ისე შეაბიჯა, არც ერთხელ არ გაუხედავს ზურგს უკან. ისე შევიდა შიგნით, არც ერთხელ არ უნანია ნეკასთან მიღებული გადაწყვეტილება.

**
სახლში სულ მთლად ანერვიულებული დაბრუნდა. ახლა, რამე რომ არ დაეწერა, შესაძლოა ჭკუიდან გადასულიყო. ოთახში ჩაიკეტა, დღიური სწრაფად გადაფურცლა და უცნაური კალიგრაფიით შეუდგა წერას:
დღეს ნეკა შემხვდა. მიტხრა, აღვადგინოთ ურთიერთობაო. გამეცინა. რა სისულელეა. როგორ შეიძლება, იმ ადამიანს დაუბრუნდე, რომელიც უმიზეზოდ წავიდა შენგან.
ხანდახან მგონია, რომ არაფერი შემიძლია ერთ ადგილზე დგომის გარდა. აი, ვდგავარ და ჩემ წინ და ჩემ უკან და ჩემ ქვევით და ზევით და გვერდით და ჩემში, მიდიან, ადიან, ჩადიან, გადიან, რჩებიან ან მტოვებენ ადამიანები. მე ვდგავარ. ხე, რომელმაც უკვე ყველა შემოდგომა შემოიხმო ტანზე და ყველა ზამთრით გაცივდა. ახველა მთელი წელი, მთელი საუკუნე, მთელი სიცოცხლე და გარდაცვალებაც ვერ მოასწრო ისე იგლოვა -
ყველა, ვისი სახეც დაავიწყდა.
ყველა ვინც შეიყვარა, ან ვერ შეიყვარა, ან დაივიწყა,
ან ვერ -
და საბოლოოდ მაინც ერთი დარჩა.
მაინც ერთი ხე, ტყეში.
დაიტბორა,
აალდა,
დაიჩრდილა,
ყველაფერი მარტომ გააკეთა.
მარტო იცხოვრა და მარტო მოკვდა.
ხე, ერთი ჩემნაირი, მთელი ცხოვრება ოთახის კუთხეში, ფეხზე მდგარი ჩუმი ადამიანი.
ალბათ, ასეა - ჩვენ საკუთარი ფესვები გვაქვს. საკუთარი ტოტები და არ შეგვიძლია იმის გაგება, სხვისი ყინვა როგორია, სხვისი გვალვა და წყალდიდობა.
ხეები მარტო ხმებიან.
ხეები, ადამიანებივით.

გვანცას დღიური არ დაუხურავს. ისე წამოდგა ფეხზე, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ღრმად შეისუნთქვა ჰაერი. როგორი შეგრძნება იყო, უცნაური... წერდა და გრძნობდა, როგორ მიჰქონდა ამ პატარა ასოებს მისი ტკივილი, ფიქრები, ემოციები... თურმე, წერა ათავისუფლებს ადამიანს. თურმე, წერა არის შვება, ხსნა.
გვანცა იღიმოდა. სისხლისგან დაცლილი მიცვალებულივით, რომელსაც არც არაფერი სტკივა, არც არაფერზე ფიქრობს...

 




№1  offline √ წევრი ™ An-El

შემდეგ თავში იქნებ მოგვიყვე ნანიკოს ამბავი,რატომ გახდა ასეთი უსური,პლიუს მაწანწალა. .რაღაც გვანცას და ანდროს გზები მინდა გადაიკვეთოს ,იქნებ ერთმანეთი გააბედნიერონ :) შენ კიდე კაი ხარ კაააააი

 



№2  offline √ წევრი ™ L LI

ძალიან მომწონს წერის სტილი, სიუჟეტი, პერსონაჟები... მოკლედ ყველაფერი. მიხარია, რომ არ შევცდი არჩევანში და ამ ისტორიის კითხვა დავიწყე. ,,ხეები მარტო ხმებიან. ხეები, ადამიანებივით"- ეს ფრაზა განსაკუთრებით კარგი და ნამდვილი იყო.

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

An-El
შემდეგ თავში იქნებ მოგვიყვე ნანიკოს ამბავი,რატომ გახდა ასეთი უსური,პლიუს მაწანწალა. .რაღაც გვანცას და ანდროს გზები მინდა გადაიკვეთოს ,იქნებ ერთმანეთი გააბედნიერონ :) შენ კიდე კაი ხარ კაააააი


ნანიკოს ამბავს ძალიან მალე მოგიყვებით,
შენ კი ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤

L LI
ძალიან მომწონს წერის სტილი, სიუჟეტი, პერსონაჟები... მოკლედ ყველაფერი. მიხარია, რომ არ შევცდი არჩევანში და ამ ისტორიის კითხვა დავიწყე. ,,ხეები მარტო ხმებიან. ხეები, ადამიანებივით"- ეს ფრაზა განსაკუთრებით კარგი და ნამდვილი იყო.


მიხარია ძალიან!
დიდი მადლობა❤
--------------------
... And everything you do,
Yeah, they were all yellow.

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ La Llorona

თა, ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები ნანიკოს, ანდროს და დანარჩენების ისტორიებს ❤წარმატებები, თა, მიყვარხარ ❤❤
--------------------
M.D

 



№5 √ სტუმარი ™ Guest Lika

კარგი გოგოხარ სოფი ყოჩაღ მაგრამ მეტს ველოდი დამაკლდა რაღაც...

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

La Llorona
თა, ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები ნანიკოს, ანდროს და დანარჩენების ისტორიებს ❤წარმატებები, თა, მიყვარხარ ❤❤

ჩემო საყვარელო ❤
მადლობა.

Guest Lika
კარგი გოგოხარ სოფი ყოჩაღ მაგრამ მეტს ველოდი დამაკლდა რაღაც...


სოფი? :/
ნუ, მადლობა :დ
--------------------
... And everything you do,
Yeah, they were all yellow.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent