შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანძილი არაფერია-თუ გიყვარს (სრულად)


11-06-2017, 03:45
ავტორი Ans...
ნანახია 8 166

მანძილი არაფერია-თუ გიყვარს (სრულად)

ისინი არ დაბადებულან ერთ ქალაქში.
არც ერთ ქვეყანაში.
საერთოდაც სხვადასხვა კონტინენტზე.
არ გაზრდილან ერთად.
ახლოს არასდროს უცხოვრიათ.
თითქოს მათი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მათ მხოლოდ მანძილი აშორებდათ ერთმანეთთან.
ხშირად ამბობდნენ, მანძილი არაფერია, თუ გიყვარსო.
ადრე ვერ ვხვდებოდი.
ეს მოხდა. უნდა მომხდარიყო. აუცილებელიც კი იყო...
გარდაუვალი ამბავია ალბათ.
რაც აუცილებლად უნდა მოხდეს და მორჩა. სხვანაირად არ იქნება.
თუ უნდა შეხვდნენ-შეხვდებიან.
თუ უნდა შეუყვარდეთ-შეუყვარდებათ.
თუ უნდა აპატიონ-აპატიებენ.
თუ ერთად უნდა იყვნენ-იქნებიან.

* * *
90იანებში დავიბადე,
მაგრამ საქართველოში არა.
მეუბნებიან, ბედნიერი ხარ, ის წლები ქვეყანაში არ გაგიტარებიაო.
ზოგი პირიქით, იმ დროს ცხოვრება ნამდვილად ღირდა დასამახსოვრებლადო...
ნუ, ზუსტად რა გითხრათ?...
მამაჩემი, გიორგი ყიფშიძე პროფესიით იურისტია. განათლება ამერიკაში აქვს მიღებული. საბოლოო გამოცდებს რომ აბარებდა, შემთხვევით ქუჩაში გაიცნო დედაჩემი-თეა ტაბატაძე. დანახვისთანავე მოეწონა. უცხო მიწაზე შენიანის აღმოჩენა და გაცნობა ბევრად მარტივი და სასიამოვნოა. თეა მაშინ 18 წლის იყო და მხოლოდ 2 კვირით იყო ჩასული.
თეა მოცეკვავეა.
მამა დღესაც ხშირად ყვება იმ საოცარ 2 კვირას, რომელიც ერთად გაატარეს. მიუხედავად გამოცდებისა, კონცერტებისა და ათასი ხელის შემშლელი ფაქტორებისა.
ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ახლაც უყვართ.
ამერიკიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.
მამას ძალიან გაუჭირდა თეას საქართველოში გამოშვება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ზაფხულის შუა რიცხვებში თვითონაც ჩამოვიდა.
შემოდგომის მიწურულს იქორწინეს.
2 წლის თავზე, გაიგეს, რომ მე მელოდებოდნენ 
რატომღაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად ამერიკაში უნდა დავბადებულიყავი და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიმეღო.
მამას უკვე ჰქონდა საბუთები და დედაც უპრობლემოდ წაიყვანა.
მე 1 სექტემბერს დავიბადე.
ცხოვრების პირველი 6 წელი სამშობლოში არ გამიტარებია. თუმცა, გიორგის და თეას კატეგორიულად ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ და სწავლა თბილისში დამეწყო.
ჩამოვედით.
მე ძალიან თამამი ბავშვი ვიყავი. წყალივით ვლაპარაკობდი ინგლისურად. რა თქმა უნდა სახლში ქართულად ვსაუბრობდით, მაგრამ რატომღაც აქ დავკომპლექსდი. მეგონა ყველა მე მიყურებდა და მაკვირდებოდა.
ჩავიკეტე.
ლაპარაკი ძალიან მიჭირდა.
თეამ ამის გამო ერთ სემესტრში 2 სკოლა გამომიცვალა, იმის გამო, რომ ორივე დამრიგებელი მეჩხუბა, ასეა, წახვალთ და ქართულ ენას ივიწყებთო.
მე კი ორივეჯერ მწარედ ვიტირე.
საბედნიეროდ, ძალიან მალე ვიპოვე ჩემი ადგილი დედაქალაქში და მისმა ინტერესმაც მთლიანად ჩამყლაპა.

* * *
დედაქალაქში ნინას ჩამოსვლა არავის გაუგია.
ნინას არავინ იცნობდა.
დღეს?
არ მოგატყუებთ, არც გავაზვიადებ...
ნინა ძალიან მალე გახდა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გოგო.
როგორც ამბობდნენ...
ნუ, ისე ძალიან ბევრ რაღაცას ამბობდნენ, ძალიან ბევრს ჭორაობდნენ და განიხილავდნენ. რომ გითხრათ ამაზე ფიქრით თავს იღლიდა მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ არაა გასაკვირი, რომ არ სიამოვნებდა.
სხვანაირი გოგო იყო. უხასიათოდ? შანსი 0.
ვერ ნახავდით. სულ იცინოდა, ბედნიერებას ასხივებდა. სულ იმას იმეორებდა, ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ და ყველა დღით უნდა დავტკბეთო. ბევრს არ ესმოდა მისი, მაგრამ ის დაპირებას ასრულებდა.
ყოველ დღეს ახლიდან იწყებდა ცხოვრებას. ახალ ბედნიერებას ეძებდა. ახალ სიხარულს, ახალ გამოცდილებას და იცით? გამოსდიოდა.
არც ანანო და ელენე იყვნენ ნაკლები.
თიკა ხომ საერთოდ, პიკი იყო!
მაგრამ ნინა სხვანაირად უყვარდათ.
სხვანაირი იყო.
სხვანაირად მოსწონდათ...
საოცრება გოგოაო, ამბობდნენ...
ასეც იყო.
ასეთი იყო ნინა ყიფშიძე ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ნაცნობებისთვის, თუ უცნობებისთვის....
ასეთი იყო ნინა ყიფშიძე-თბილისისთვის.

* * *
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სკოლაში მაქვს გატარებული.
სკოლის წრე და სკოლის სამეგობრო ბოლომდე შემომრჩა. არასდროს ვყოფილვართ ცალკე.
საუკეთესო კლასი მყავდა. ყველგან ერთად დავდიოდით. თეატრში, კინოში, დასასვენებლად ზღვაზე, მთაში, უბრალოდ უბანში თუ სასეირნოდ...თუმცა ამ კლასიდან სამი საუკეთესო მეგობარი მაინც მყავდა გამორჩეულად:
ელენე, ანანო და თიკა.
მე საბედისწეროდ აღმოვჩნდი პირველივე კლასში ელენე ჯანაშიას გვერდით, თიკას და ელენეს უკან მერხზე.
12 წელი არ მახსენდება მათ გარეშე. არა მარტო 12... საერთოდ ჩემი ცხოვრება მათ გარეშე არ მახსენდება და ალბათ არც არაფერი იქნებოდა.
ელენე ყოველთვის ფრიადოსანი იყო. ყველა მასწავლებელი ელენეზე გიჟდებოდა. დედამისი სულ თავაწეული იჯდა ხოლმე კრებაზე და ჩვენი სამი ჩერჩეტის მშობლები კიდე უკანა მერხებზე იმალებოდნენ. 10 წლისას უკვე შეეძლო ზუსტად ეთქვა რისი კეთება უნდოდა მომავალში. აზრი არ შეუცვლია და სკოლა რომ დავამთავრეთ სამოქალაქო სამართლის განხრით, დიდი წარმატებით ჩაირიცხა. ელენე ყველას ემაყებოდა, ისეთი გოგო იყო. რამოდენიმეჯერ ჩემთვის რომ უკითხავთ „ელენეს დაქალი ხარო?“ სიამაყით მითქვამს „კი“.
თიკა სამხარაძე სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო იყო.
ნახევარ სკოლას უყვარდა-მართლა.
მის გამო არც ვენების გადაჭრას ერიდებოდნენ, არც ფანჯრიდან გადახტომებს და ათას სისულელეს და სისასტიკეს წვდებობდა ჩვენი სკოლელი ბიჭების ფანტაზია.
კვირის ბოლოს აუცილებლად ერთი დიდი ჩხუბი იმართებოდა ამ, თუ სხვა სკოლელებთან, რომელიც აუცილებლად დანების ტრიალით მთავრდებოდა და ვიღაცის დასიებული თვალით, ან გახეთქილი შუბლით, ან უარეს შემთხვევაში მოტეხილი ფეხით, ხელით, ჩამტვრეული ნეკნებით...მაგრამ ყველაზე საოცრება ის იყო, რომ იყოფდნენ იმას, რაც არავის ეკუთვნოდა. ზუსტადაც, არავის ეკუთვნოდა თიკა...
საშინელი პრანჭია ბავშვი იყო. თუ რამე მოდაში შემოდიოდა და ამას არ ეცვა? ყველას დახოცავდა.
ხშირად უაზროდ უკმაყოფილო იყო. იმის მიუხედავად, რომ დღეში მინიმუმ სამ საჩუქარს უტოვებდნენ კარებთან. იყო უაზროდ უკმაყოფილო!
მაგრამ მაინც ყველაზე მაგრად ეცვა, ყველაზე ლამაზი იყო და ყველას ეს უყვარდა.
ვერ გაუგებდი, როდის რა უნდოდა.
თაყვანისმცემლები? ამას რომ ყავდა ამდენი ერთად აღებულ მე, ანანოს და ელენეს არ გვყოლია.
2ჯერ სცადეს კიდეც ამის მოტაცება. მეათე კლასში რომ ვიყავით.
გადარეული იყო და ყველა გადარეული ჰყავდა.
სერიოზული ურთიერთობები ბევრი არ ჰქონია.
ძირითადად უყვარდათ.
თიკა ავარდებოდა, თავიდან ყველა მოსწონდა, მაგრამ მერე?...
სერიოზულად ერთხელ იყო შეყვარებული, იმდენადაც, რომ იჩქარა.
იჩქარა და როგორც ხშირად ამ სიჩქარეს მოყვება ხოლმე... ესე მოხდა.
შეცდა.
ხანდახან ცდები ადამიანებში და გგონია იმსახურებენ შენს სიყვარულს, მაგრამ ასე არ ხდება.
ქორწილიდან წელიწადი იყო გასული, რომ დამირეკა-გიგას დავშორდიო.
არ დავიჯერე, მაგრამ... თიკაც განქორწინებას ნახევარი თბილისი სიხარულით შეხვდა, რადგან ისევ ყველას უყვარდა თიკა.
ჩემი მესამე საუკეთესო მეგობარი- ანანო ნუცუბიძე ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ დედამიწაზე.
არასდროს, არავის, არაფერზე არ აწყენინებდა, ისეთი რბილი იყო.
ყველაფრისგან გამოსავალს პოულობდა.
ზედმეტად მეამიტი იყო.
ყველა უყვარდა და ადამიანებთან შეგუების და შემწყნარებლობის საოცარი უნარი ჰქონდა.
სულ ეცოდებოდა ელენეს სიტყვით დაკნინებული ხალხი და თიკას საწყალი თაყვანისმცემლები. სულ გული უჩუყდებოდა და ეტირებოდა. მე რა თქმა უნდა ამაზე ძალიან ვხალისობდი.
ანანო და ჩვენი კლასელი ზუკა ორჯონიკიძე მეექვსე კლასიდან ერთად იყვნენ.
რა თქმა უნდა მეექვსე კლასში ჩვენ გარდა ამ ურთიერთობას სერიოზულად არავინ უყურებდა და ძალიან მალე დაშორდნენ კიდეც, მაგრამ 2 წელში ზუკამ ვეღარ დაფარა ეს ყველაფერი და ანანოს მეორედ შეაყვარა თავი.
სკოლა რომ დავამთავრეთ იქორწინეს.
უფრო სწორედ, სკოლის დამთავრების 1 თვის თავზე წყნეთში ვიქეიფეთ მთელმა კლასმა ერთ-ერთის აგარაკზე.
რატომღაც რესტორანი და დაყრილი პურ-მარილის მუღამი არ გვქონდა.
თან ახალი გაგებული გვქონდა ჩვენი ჩარიცხვების ამბები და...ვიქეიფეთ მოკლედ.
ხოდა ისე დავლიეთ...
მოყოლაც მრცხვენია, ასეთი მთვრალი როგორ ვიყავი...
ან მე, ან ნებისმიერი, რომ ზუკამ აიტეხა ცოლი მომყავსო... ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მთვრალებს.
მარტო ელენე იყო ფხიზელი, მაგრამ მარტო ელენე რას გაგვაკავებდა? მითუმეტეს მე... პირველი ვიქაჩებოდი „ატვეჩაი“ მე ვარ მეთქი და ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის, რომ ანანომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმ დღიდან ელენეს დაქაჩული თვალების მეტი არაფერი მახსოვს.
ჯვარი დაიწერეს.
მე მეჯვარე ვიყავი.
საბედნიეროდ, ფხიზელზეც არ იყო უარზე არც ზუკა და არც ანანო.
ჩვენ მითუმეტეს : )
2 კვირაში ქორწილიც გადაიხადეს.
დღეს უკვე შვილიც ჰყავთ-ნია.
მე მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, რადგან სკოლის დამთავრების მერე, ოკეანის იქით ვარ...“სამშობლოში“
მეათე კლასში ვიყავი გიორგი ამერიკაში რომ წავიდა ხელმეორედ. თეამაც საბუთები გააკეთა და სკოლა რომ დავამთავრე,
ორივე გავფრინდით.
თეას ძალიან გაუჭირდა 2 წელი გიორგის გარეშე ცხოვრება და სიმართლე გითხრათ, უფრო ამის გამო წავედით. არასდროს მაინტერესებდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ის მოქალაქეობა, რომელსაც თეა ყოველთვის დიდ პრივილეგიად მიიჩნევდა ჩემთვის ერთი უბრალო ფურცელი იყო, რომელიც არაფერს ნიშნავდა, გარდა უცხო ხალხისა, უცხო გარემოსა და მოსაბეზრებელი მტვრიანი, გადატვირტთული ქალაქის ჰაერის სუნთქვას.
გიორგის ძალიან უნდოდა იურისტი ვყოფილიყავი.
მაგრამ ჩემგან არაფერი არ გამოვიდოდა, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო.
თეას წყალობით სულ ვცეკვავდი,
ბავშვობიდან ვმღეროდი და
ვოცნებობდი მსახიობობაზე. თეასაც უხაროდა ჩემკენააო.
ამერიკაში წასვლის შემდეგ, გიორგიც შემეშვა და ხელი იმაში შემიწყო, რაც უკეთ გამომდიოდა და როგორც თვითონ იტყოდა „ამერიკის დონეზე“ მოვიწყვე სამსახიობო კარიერა.
თუმცა 4 წელი რომ გავიდა, მეც არ ვიცი რატომ გადავწყვიტე კატეგორიულად თბილისში დაბრუნება.
არა, გეტყვით.
დედაჩემის მეგობარი მსახიობი იყო. ფილმს იღებდნენ და თეას უთხრა ნინასნაირი გარეგნობის გოგო მინდაო და თუ მოეწონათ მერე თეატრშიც მივხედავო...
მეც მეტი რა მინდოდა.
კიდევ ერთი მიზეზი მომეცა, რომ ჩემებთან ვყოფილიყავი. სიმართლე გითხრათ, ჩემებთან ყოფნა ყველანაირ კარიერაზე ძვირფასი იყო, მაგრამ კარგი მიზეზი მქონდა დასაბრუნებლად. უარსად ვერავინ მეტყოდა.
არც ვიცი როგორ დავითანხმე გიორგი, მაგრამ საქართველოში გამომიშვა.
თბილისი...


* * *
აეროპორტში რა თქმა უნდა არავინ დამხვედრია.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი ჩამოსვლა არავის არ გავაგებინე. ასე ვიცოდი, ჩამოვიდოდი, ყველას გულებს გავუხეთქავდი და ძალიან მიყვარდა გაოცებული და გაბედნიერებული სახეების ყურება, რომლებიც მზად იყვნენ საუკეთესო მეგობარი ჩაეცხრილათ.
ამდენი ხნის განშორების შემდეგ ძალიან გამიჭირდა მოთმენა და სახლში ნორმალურად ჩემოდნებიც არ შევიტანე.
არც ამომილაგებია, ისე გავექანე ანანოსთან.
კარებზე გაბმული კაკუნი უკვე იმის მომასწავებელი იყო, რომ იქ მე ვიდექი.
კარი ზუკამ დამიღო და ისეთ ხმაზე დაიყვირა, კინაღამ კორპუსი თავზე დამამხო.
-მარტო ხარ?-ვუთხარი და მონატრებულ მეგობარს ჩავეხუტე
-მაღაზიაშია ანანო. შენ ნორმალური ხარ?-გაოცებას ვერ მალავდა ზუკა.
-ახლა გაიგე, რომ არ ვარ?
-აუ, მოგკლავ რა!-ისევ ჩამეხუტა
-სადაა ნიაკო?
-ვაჭმევდი
-შენ აჭმევდი?-სიცილი ამიტყდა
-კი დამაჩმორა ცოლმა. ნერვები აღარ მაქ დაჯექი და აჭამეო და წავიდა მაღაზიაში.
ნიამ რომ დამინახა ოთხით წამოვიდა ჩემკენ და ჩამეხუტა
-აზრზე ხარ? მიცნო!-სიხარულით მოვხვიე ხელები
_შენ უფრო ხშირად გხედავს ეგ კამერაში, ვიდრე მე სახლში
-ოხ ზუკა! არ იცვლები!
-აუ როგორ მომენატრე გოგო! ასე შეიძლება? მაგარი შეცვლილი ხარ-თვალს არ მაშორებდა ზუკა
-მართლა?
-კი, ძაან მაგარ ფორმაში ხარ
-აუ, მეც ისე მენატრებით. მაგარი ამბავი მაქ
_თხოვდები?
-არა, ღმერთმა დამიფაროს!
-შენ არა, ის ბიჭი დაიფაროს
-რომელი არარსებული?
-გაჩერდი ახლა. აბა რა ამბავი?
- სულ ჩამოვედი.
-რას ნიშნავს სულ?
-აი სულ! იქ წამსვლელი აღარ ვარ, თქვენთან მინდა
-აუ, რა მაგარია ნინ.
ზუკა ისევ ჩამეხუტა.
ამასობაში ანანო მოვიდა. ოთახში შემოსული არ იყო, ზუკამ რომ დაუძახა
-ან, გაიგე ? ნინა, რომ ჩამოდის
-მართლა?-დაუძახა ჰოლიდან-როდისო? ხუმრობ?
-არაა, სპეციალურად შენთვის დავაჩქარეთ და პირდაპირ ჩამოვაფრინეთ
-ზუკა რეებს ბოდავ...-ანანო ოთახში შემოვიდა და რომ დამინახა, პარკები ხელიდან გაუვარდა და ისეთ ხმაზე დაიწყო ყვირილი...
კინაღამ იქვე მომკლა.
სულ ასე უნამუსოდ გვადგებიო.
მერე დაურეკა ელენეს და თიკას და სასწრაფოდ სახლში დაიბარა. ნუ, იმ ემოციებს აღარ აღვწერ. კინაღამ ვინანე, რომ გაუფრთხილებლად ჩამოვედი. სიხარული პირველ ეტაპზე დარჩა. რომ დაიწყეს ჩემი დაკნინება არ გაჩერდნენ მთელი საღამო.
სახლში გვიან მოვედი.
არ ვიცი ძალა საიდან მქონდა, რომ ტანსაცმელი ამოვალაგე, შევალაგე, სახლი დავალეგე, ხვალისთვის საჭმელიც კი გავაკეთე და მერე დავიძინე.
სამაგიეროდ დილის 2 საათამდე მეძინა.
რაღათქმაუნდა გათიშულს.

* * *
-ზუკას დაუტოვე გოგო ნია?-ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდგი და სავარძელში ჩავესვენე.
-აბა, ვერსად ვეღარ წავიდე? მამაა და დაიტოვოს საკუთარი შვილი ხანდახან არაფერი უჭირს-მომიჭრა მოკლედ ანანომ
-ელენე, შენ მოძღვრავ ხო ამას?
-დიახაც!-მიპასუხა ამაყად
-თიკა რას აკეთებს ამდენს რომ ვერ მოვიდა?
-ვიღაც მორიგ იდიოტს ხვდება
-ეგ გოგო უნდა გავათხოვოთ, თორემ რაღაცას მოიწევს-დაასკვნა ანანომ
-ეგ მეორედ არ ახსენო, თორემ მოგკლავს!-შეამზადა ელენემ
-ძალიან სასაცილოები ხართ რა... დრო გადის და არ იცვლებით-მეცინებოდა და ყავას ვსვამდი
-ისე მომენატრა ამ სახლში ყოფნა. როგორ მახსოვს, სკოლიდან სულ აქ ამოვდიოდით და თეა სულ გემრიელობებს გვახვედრებდა-თქვა ანანომ
-ძირითადად შატალოებზე ამოვდიოდით და ელენე ძალით მოგვყავდა-სიცილი ამიტყდა მე
-აბა, ისე რა იყავი ამისთანა შკოლნიკი გოგო! არცერთ გაკვეთილს არ აცდენდი
-ძალიან სწორი ვიყავი-არ ნებდებოდა ელენე
-დარჩით რა დღეს, ძველი დრო გავიხსენოთ
-აუ, მე ვერაა... ზუკა ნიას ვერ დაიტოვებს მარტო. დედაჩემსაც ვერ გავუყვან და ზუკას დედას რომ ვუთხა ბავშვი დაიტოვეთ თქო, დაიწყებს თავისებურებს რა
-ისე მიკვირს. როგორ შეიძლება ანანოს ვერ გაუგო?-აღვშფოთდი მე
-არ ვიცი-დამეთანხმა ელენეც
-არ ვიცი რა... ყოველ ნაბიჯზე მინამიოკებს, რომ ცუდი ცოლი ვარ და რა დავუშავე არ ვიცი. თქვენ წამოდით ჩემთან
-3 კაცი სად დავრჩეთ გოგო, ვერაა ეს.
-ნიაც წამოიყვანე
-მერე ზუკაც შემეტენება
-წამოიყვანე მერე
-ო, არ მინდა. თან ხვალ იცი ვინ ჩამოდის?
-ვინ?-თვალები შუბლზე აუვიდა ელენეს
-სანდრო ცინცაძე
სამივემ მე გამომხედა. მე გაკვირვებული სახე მივიღე და ანანოს შევუბღვირე
-და შენ უნდა დახვდე?-გაუკვირდა ელენეს
-არა, მაგრამ დახვედრას უწყობენ ბიჭები ჩვენთან. საერთოდ გამოდით თქვენც
-კაი ტეხავს, ჩვენ რა გვინდა-თავი ავარიდე ხმაურს მე
-ხო, მართლა რა პონტია...
-ელენე შენ მაინც დარჩი, სულ მარტო ვარ
-კარგი, ოღონდ ადრე უნდა ავდგე, სამსახურს ვერ გავაცდენ.
-თიკაც დაიტოვე რა. მოვა მალე-თვალები აათამაშა ანანომ

* * *
რამოდენიმე დღეში დამიკავშირდა დედაჩემის მეგობარი და კასტინგზე დამიბარა.
სამსახიობო განათლება რომ გაქვს მარტო ეგ არ არის საკმარისი, კასტინგი მაინც უნდა გაიაროო.
მეც მოვემზადე და წავედი, მაგრამ ვერ გავიგე, მოვეწონე თუ არა.
1 კვირაში დამირეკეს, დამიბარეს და როლზე დამამტკიცეს.
ასე უცებ არაფერს არ ველოდი.
ისეთი გახარებული ვიყავი, ანანოს სახლამდე გიჟივით ვიარე და კარები წიხლით შევიტანე
-ანანოოო! ზუკაა! ყველაფერი არსებობს!!!
-რა გაყვირებს? ნიას ძინავს-გამომივარდა გაბრაზებული ანანო
-ამიყვანეს ან
-რაა? რა მაგარია გილოცაავ!!!-ანანო მომეხვია და იმდენი ვიხტუნავეთ, ორივე იატაკზე გავგორდით.
წამოდგომაში ვეხმარებოდით ერთმანეთს, ზუკა რომ გაფითრებული სახით შემოვიდა, რა გაწივლებთო.
ისეთი ისტერიული სიცილი აგვიტყდა, ვეღარ გავჩერდით.

-აიყვანეს ზუკ და გვიხარია
-ვა, გილოცავ ნინაჩკაა, ხომ გითხარი, ნიჭი არ იკარგება მეთქი.
ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვიდა.
თავიდან ვერ ვიცანი...მერე ნელ-ნელა აღვიდგინე და მივხვდი, რომ სანდრო იყო.რა სირცხვილია, გავიფიქრე და გავთეთრდი...
-ნინა, როგორ ხარ?-მკითხა ძალიან უმნიშვნელოდ და გადამკოცნა
-კარგად შენ?
-ვარ რა..-გაეცინა და ზუკას მხარზე ხელი დაარტყა.
-წამო სამზარეულოში, ყავა დავლიოთ-გამათრია ანანომ
კარები მოხურა თუ არა...
-რა სირცხვილია გოგო, რას იფიქრებდა ეს ბიჭი, რამხელა ხმაზე ვკიოდი, ქაჯივით რომ შემოვარდი
-უიმე, არ გკიდია? რა უნდა თქვას-სიცილი აუტყდა ანანოს
-ანანო ნუ მიყურებ ეგრე!!!!
-ისე რაღაცნაირად შემოგხედა-ეშმაკურად გამომხედა ანანომ.
მე სახე მომერყა
-კაი რა
-რა იყო?-აგრძელებს იგივეს!
-ეგ მინდა ახლა რა...
-და რა დაუწუნე?
-არაფერი!
-გერმანიიდან ჩამოვიდა 2 კვირითაა მარტო.
-და რა გავაკეთო?-ვთქვი და ზუკას და ანანოს ქორწილი გამახსენდა.
ანანო თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა
-ისე, ჩვენი ქორწილის მერე გქონდათ რაღაც შანსები
-ერთ სიტყვასაც იტყვი და წავალ
-კარგი ხო!!!

* * *
თიკას დაბადების დღე იყო. ეს დღე, როგორც ყოველთვის უზარმაზარი თაიგულებით იწყებოდა და თიკას წინ დაჩოქილი ბიჭებით მთავრდებოდა.
რაღათქმაუნდა მე ამაზე დაუსრულებლად ვიცინოდი, ანანო მხარს მჭერდა და ელენე თვალებს მიბრიალებდა.
თიკას ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და დაახლოებით რა დონის საჩუქრები იყო ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ???
პატარა ბავშვს, რომ ნაძვის ხესთან დადებული საჩუქრების გახსნა უყვარს, ისე ვიყავი ამდენი ყუთები რომ დავინახე.
საკმაოდ გვიან დავიშალეთ.
4 იყო დაწყებული.
ანანოს ნია დედამისთან ჰყავდა დატოვებული, ამიტომ ვისარგებლე მომენტით და სამივე ჩემთან წამოვაბრძანე. მართალია, ზუკა დაგვეგრუზა, მაგრამ მაგის შემორიგება ყველაზე მარტივი საქმე იყო.
სახლზე მეტად არაფერი არ მიყვარდა. ორ ოთახიანი, მყუდრო ბინა მქონდა. რაც მთავარია დიდი აივნით, სადაც არაერთი ღამე გვქონდა გათენებული ჩვენ ოთხს. არც ეს დღე გამოდგა გამონაკლისი.
მე და თიკამ სიგარეტს მოვუკიდეთ. ფეხები მოაჯირზე დავალაგე...
-კარგი იყო-მოკლე დასკვნა გავაკეთე.
-იყო რა-თქვა უკმაყოფილოდ თიკამ და საფერფლე გამომართვა-ის პათოლოგი რეზი რომ არ მოსულიყო, უფრო კარგი იქნებოდა.
-გეფიცები მანიაკია, სადაც ვართ სულ იქ როგორ უნდა იყოს?-გამიკვირდა მე
-კარგი რა, სამჯერ მაინც დაჩექინდა შენი დაქალი და რა გაგება უნდოდა-შეუბღვირა ელენემ თიკას
-ბოდიში ახლა, ვიღაც-ვიღაცების გამო ეკლებზე ვერ დავჯდები, არ დამადგნენ მეთქი
-კიდევ კარგი შენი ყოფილი ქმარი არ დაგადგა, მორიგი შერიგების მოთხოვნით
-აუ, ძალიან გული დამწყდა, ველოდი გულით-სახე მოვჭმუხნე მე
-გადაირიე? ეგღა მაკლდა!-თვალები შუბლზე აუვიდა თიკას
-არა, თქვი ახლა ყველაზე მაგარი საათი ვინ გაჩუქა?-შევიფერე მე
-როგორც ყოველთვის-გაეცინა თიკას და მაჯაზე დაიხედა.
-აუ, ამ ბოლო დროს ნიას გარეშე რომ ვარ ღამე, სულ ცუდად ვგრძნობ თავს-აწუწუნდა ანანო
-კაი რა, შენ რაღა გჭირს
-მე ხვალ თუ არ გამოვიძინე, ზეგ სამსახურში ვერ წავალ
-ვერასდროს ვერ ავდგები სამსახურის გამო დილის 7 და 8 საათზე-გადავხედე თიკას და გადაღება გამახსენდა, რომელზეც 5 საათზე ვიყავი დაბარებული და გამეღიმა. (საღამოს)
-აუ, მე მჭირდება სამსახური-გაიბუტა თიკა
-სამსახურს სჭირდება ელენე-გაეცინა ანანოს
-გიჟები ხართ რა-შევაფასე სამივე
-უი, ნინ, შენი ბიჭი ჩამოვიდა-მითხრა ანანომ და მოაჯირს მიეყრდნო
-ვინ ჩემი ბიჭი?-გამეცინა
-სანდრო
-ვინაა სანდრო?-შევეცადე გონებაში search-ში სანდრო ჩამეწერა და ყველა შესაძლო ვარიანტი ამომეგდო, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-სანდრო ცინცაძე
-და ჩემი ბიჭი რატოა?-ხმამაღლა გამეცინა
-გეხუმრები, ნუ დამარტყავ მაგ ჩანგალს ძალიან გთხოვ
-გამაგიჟებ რა...-რატომ მირიგებს ამ ბიჭს, ამიხსნით ვინმე?
-შეეშვი რა-ფეხი ფეხზე გადაიდო ელენემ
-იმიტომ გირიგებს რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უტიპესთა შორის უტიპესია-გაიწელა თიკა
-გინდა შენი იყოს?
-არა, ჩემიც ბევრი მყავს
-დიდი ხნით ჩამოვიდა-ეშმაკურად გაიღიმა ანანომ
-მაინტერესებს?
-რას აითვალწუნე, შენნაირს ათს ეუბნება უარს-თვალები დააწვრილა ანანომ
-და უთხრას მერე. ვის ჭირდება?
-ეგ ხო დიდია?-საუბარში ელენე ჩაერთო
-კი, 25ისაა. ჩემი დის ტოლია ზუსტად მახსოვს, სკოლელები იყვნენ-თიკა ინფორმირებული იყო.
-25 წელი დიდია?
-ნუ ჩვენზე ცოტა დიდია
-მაგას ხო ცოლიც ყავდა?-გაახსენდა ელენეს
-ელე, რა ინფოთი ხარ?-გეცინა ანანოს
-დაჟე ცოლიან ტიპს მატენი გოგო?-წამოვენთე მე
-არავის არ გატენი. ცოლი ყავდა გასულ საუკუნეში
-არ მინდა ნაცოლარი ბიჭი-თავი დავიფასე მე
-შენ გიკითხა სხვათაშორის-გაეღიმა ანანოს
-მე მიკითხა?-გამეღიმა და სიგარეტს მოვუკიდე
-კი, ძაან ლაითად, მარა იასნი იყო რა...
-კაი რა
-მართლა
-კაი ხო!
-აუ ნინა კრეტინი ხარ? იკითხე მაინც, რატომ გიკითხა, რა გითხრა მე მითხარი-წამოხტა თიკა
-დაინტერესდეს ქალბატონი და ვიტყვი!

* * *
სანდრო ცინცაძეს ყველა თუ არა, ქალაქის 80% მაინც იცნობდა.
25 წლის იყო.
მაღალი, შავგვრემანი,
მწვანე თვალებით.
ბავშვობიდან თამაშობდა ფეხბურთს.
სკოლიდან მოყოლებული ერთი გოგო უყვარდა-მეტრეველი ქეთა.
სკოლა რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და თამაში იქ გააგრძელა, მაგრამ 1 წელში ჩეხეთში ერთ-ერთმა კლუბმა შესთავაზა კონტრაქტი და ყველასთვის და პირველ რიგში მისი კარიერისთვის სჯობდა, რომ წასულიყო.
ქეთას დატოვება არ უნდოდა. 3 წელი იყვნენ ერთად და ახლა ამხელა განშორებას ვერცერთი ვერ გაუძლებდა. მაშინ სანდრო 19 წლის იყო.
იანვარში იქორწინეს და თებერვალში ორივე ჩეხეთში გადაბარგდა.
თავიდან თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. როგორც ხდება ხოლმე, 3-4 თვეში სიყვარული, მოფერება, ყვავილები და ბედნიერება შეცვალა ოჯახურმა მოვალეობებმა და ტვირთმა, რომლის ატანა ორივეს ძალიან გაუჭირდა.
იჩხუბებდნენ, იყვირებდნენ... ხან ქეთა გამორბოდა საქართველოში, ხან სანდრო აკითხავდა და უკან მიყავდა.
გაიზარდნენ, გემოვნებაც შეეცვალათ, ერთმანეთის ხასიათები უკეთესად გაიგეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთი საერთოდ აღარ უყვარდათ და რომ აზრი არ ჰქონდა ალბათ.
ბევრს ეცადნენ, ბევრჯერ შეპირდნენ ერთმანეთს, რომ შეცვლიდნენ ყველაფერს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ქეთამ საბოლოოდ ჩაალაგა და საბოლოოდ გამოიხურა სანდროს სახლის კარები. ისე, რომ სანდროსაც აღარაფერი უცდია.
ამის შემდეგ სანდრო გერმანიაში წავიდა და საკმაოდ წარმატებული კარიერაც მოიწყო. ალბათ მერე ნანობდა ქეთა, თუმცა...
თუმცა.
საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. სულ მოულოდნელად, ააწიოკებდა საძმაკაცოს და რამოდენიმე დღეში უკან ბრუნდებოდა.
მისი ჩამოსვლები ყველაზე გრძელვადიანი 1 კვირა თუ იყო. ნუ ფეხბურთელია, რა ექნა...
მაგრამ თუ ჩამოდიოდა? მთელ თბილისს ალაპარაკებდა.
ნინამ და სანდრომ ზუკას და ანანოს ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი.
თითქოს რაღაც იყო....
მაგრამ რეალურად არაფერი.
არც გამოვიდა და რომ არ მოგატყუოთ, არც უცდიათ.
ნინა არასდროს აღიარებდა, მაგრამ მოეწონა.
სანდრო ქეთასთან იყო.
არ შეიძლება სანდრო ვინმეს არ მოსწონებოდა.
თითქოს რაღაც წინაპირობა იყო, მაგრამ არა...
ნუ, არ გამოდის ხანდახან...
ერთმანეთისტვის არაფერი უთქვამთ.
არც გახსენებია არასდროს ეს ბიჭი.
უბრალოდ არა და მორჩა.
მართლა არაფერი არ იყო.

* * *
გადაღებები ღამის 10 საათზე დავამთავრეთ და ისე ვიყავი დაღლილი, ტაქსს ჩემი სახლის კი არა, ანანოს მისამართი ვუკარნახე და სანამ კორპუსი არ დავინახე, მანამდე აზრზე ვერ მოვედი.
რაღას ვიზამდი, მორჩილად გადმოვედი ტაქსიდან და სადარბაზოში შევედი
-მშვიდობაა?-თვალები შუბლზე აუვიდა ზუკას, რომ დამინახა
-მისამართი შემეშალა. სადაა ანანო
-ნიას აძინებს. რა მისამართი შეგეშალა?-გაუკვირდა ზუკას
-რა და ჩემი სახლის მაგივრად, თქვენი მისამართი ვუთხარი ტაქსს
ზუკას სიცილი აუტყდა, ჩაბჟირდა და ძლივს მოვასულიერე
-ყავა მინდა
-მე გაგიკეთო?
-კი რა-შევეხვეწე და სამზარეულოში შევყევი.
ანანო ფეხაკრეფით შემოიპარა, ძლივს დავაძინეო. მერე მე რომ დამინახა, ზუკამ წამში ამცნო ჩემი სიშტერის ამბავი და ცოლ-ქმარმა ერთი კარგად დამცინა. მე უკვე ყავას ვსვამდი და სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი.
ზუკა გავიდა, მე და ანანომ ვიჭორავეთ, მერე მითხრა დარჩიო ბარემო.
არ მინდოდა, მაგრამ ისე მთხოვა უარი ვეღარ ვუთხარი. თან ზუკას ძმაკაცები აპირებენ ამოსვლას და მთელი საღამო მარტო უნდა ვიყოო და მეც დავთანხმდი. რეალურად მერე გამიმხილა რატომაც დამიტოვა, ნამცხვრის გაკეთება უნდოდა და მოსამსახურედ გამომიყენა.
სულ ლანძვით ვურევდი მიქსერს და მეჩხუბებოდა, ნუ ილანძღები ცუდი გემო ექნებაო.
მერე ისინიც მოვიდნენ და ანანო თვალებ ანთებული შემოვიდა სამზარეულოში
-ეს ბედია!
-რა იყო?-გაკვირვებულმა ვკითხე
-სანდრო!!
-ვინ სანდრო?
-შენი სანდრო
-აუ, ანანო მაგიტომაც დამტოვე ხო?
-გეფიცები არ ვიცოდი. მანჩესტერი-არსენალი დაიწყო და უნდა ვუყუროთო
-ვა, მართლა?
-აჰა გაუტანე-ლუდები შემომაჩეჩა და მიქსერი ხელიდან გამომართვა
-საზიზღარი ხარ.
წელ მოწყვეტილი გავედი მისაღებში და ზუკას მხიარულად ვკითხე
-რას უყურებთ ზუკ?-ზუკას ხველება აუტყდა და ლუდი გამომართვა-გამარჯობა
-მოდი ნინ
-უყურე ჩვენთან ერთად-მითხრა თოკამ
-არა, ანანოს ვეხმარები
-კაი რა, მიხედავს, იყავი-მითხრა ზუკამ
-არ მინდა, შევპირდი-გამეცინა დებილივით
-ფეხბურთს უყურებ?-მკითხა სანდრომ.
რაღაცნაირად ავნერვიულდი, დამცხა...
შემოვბრუნდი და სანამ კარებს გავაღებდი, ძლივს ვუთხარი
-კი
გაეღიმა და ტელევიზორზე გადაიტანა მზერა.
მე დებილივით გაღიმებული დავრჩი და სასწრაფოდ სამზარეულოში შევიძურწე.
სანამ არ წავიდნენ, ვერ დავიძინე. მერე ჩემთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში დავწექი და კაცმა არ იცის, როდის ჩამეძინა.



* * *
გადაღებები გვიან დამთავრდა. მთქნარებით მოვდიოდი სახლში. მეორე ჭიქა ყავას ვსვამდი, მაგრამ უშედეგოდ.
ჩემს ქუჩაზე შემოვუხვიე.
-ნინა
უცხო ხმამ გამაჩერა. მოვბრუნდი და ჩემი უბნელი გუკა დავინახე, ყვავილებით ხელში.
თვალები შუბლზე ამივიდა
-როგორ ხარ ნი?-გადამკოცნა
-კარგად შენ?
-მეც ვარ რა... ეს ყვავილები დამიტოვეს, რომ შენთვის მომეცა?
-ვინ?
-ააარ ვიცი-დაიბნა-ვიღაც უცხო ტიპი იყო
-დარწმუნებული ხარ, რომ არ იცი?
-რომც ვიცოდე, ვიტყვი ახლა შენი აზრით?-გაეცინა გუკას-მაგრამ მართლა არ ვიცი
-კაი, რანაირი იყო?
-რავი ტო... ჩვეულებრივი, ვერ დავაკვირდი კარგად
-კაი, მადლობა... შემდეგში დაიმახსოვრე
გუკას დავემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი.
ყვავილებში ბარათი იყო, ამოვიღე და ფრთხილად გადავშალე
„დღეს გადაღებაზე გნახე“
ზუსტად ვერ ჩავწვდი შინაარსს...ვერც იმას, თუ ვისგან უნდა ყოფილიყო...
რა გითხრათ?...

* * *
ყვავილები.
ყვავილები და ისევ ყვავილები...
მიმოწერები...
ნამიოკები...
„დღეს გაჩერებაზე დაგინახე“
„დღეს გვიან რატომ დაბრუნდი სახლში?“
„ისევ 4 საათზე დაიძინე?“
„ძალიან ლამაზი ხარ“
„მალე გნახავ“
„არ გაინტერესებს ვინ ვარ?“
„დღეს ისევ გნახე, შორიდან“
„უკომენტაროდ“
ეს და მსგავსი ათასი შინაარსის წერილები.
რომელსაც ვერც ბოლომდე გავუგე არსი და ვერც....
მოკლედ დავიბენი.
წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ უნდა ყოფილიყო.
აი, ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა ვერაფერს წარმოვიდგენდი....
უბრალოდ შიში დამყვებოდა.
სულ მეგონა, რომ მითვალთვალებდნენ.
ასეც იყო.
ყოველ დღე მომდიოდა წერილი, რომელიც აუცილებლად დააეჭვებდა ადამიანს, რომ უთვალთვალებდნენ.

* * *
ნია მყავდა ანანოსგან წამოყვანილი. ჩემს ნათლულს ხშირად ვერ ვნახულობ მეთქი გამოვუცხადე ცოლ-ქმარს.
იმდენი ვასეირნე და ვაჭამე, ბავშვი დაიღალა.
ბოლოს რომ აწუწუნდა, მეძინებაო, ავიბარგე და ჩემთან წამოვედით.
გოგოებსაც დავურეკე, გადმოდით მეთქი.
ჯერ ანანო მოვიდა.
ელენემ და თიკამაც ძლივს მოახერხეს სამსახურიდან გამოძრომა.
გზაში მარწყვი ვიყიდე და გარეცხვა ძლივს მოვასწარი, ანანო რომ დაეძგერა.
მალე თიკა და ელენეც შეუერთდნენ.
მაგრამ იმათ ჯერ შიოდათ და მოკლედ სამზარეულოში მატრიალეს.
მერე ნიამაც გაიღვიძა...
მოკლედ დავიღალე...
საღამოს 9 საათი იყო, კარებზე ზარმა რომ დარეკა.
არავინ იყო...
ისევ ყვავილები...
ბარათი ამოვიღე და გოგოებს ხმამაღლა წავუკითხე
„დღეს ჩემს უბანში გნახე“
გამეცინა და ყვავილები წყალში ჩავდე
-ამდენი თაიგული მეც არ მიმიღია ნაღდად-ხელები აწია თიკამ
მე სიცილი ამიტყდა
-რა გაცინებს გოგო? იქნებ ვინაა?-შემომიბღვირა ელენემ
-ვაიმე, არაფერს აშავებს, აგზავნოს, რა ვქნა... ტელეპატიური უნარი არ მაქვს, რომ გამოვიცნო ვინაა-ყავა მოვსვი მე...
-მოიცა, სად იყავი დღეს?
-რავი, ძირითადად აბაშიძეზე
ანანოს მარწყვი გადაცდა...
სახეზე ხელები აიფარა...
მერე მოიშორა და მიყვირა
-აბაშიძეზე სანდრო ცხოვრობს!!!
-სანდრო?-დავიბენი მე
-სანდრო ხო!
-ცინცაძე?
-ჰო! ცინცაძე სანდრო!
-კაი რა... დამთხვევაა-არ დავიჯერე მე
-დავიჯერო დამთხვევაა?
-უეჭველი. აბა რა ცინცაძე... ეგ აქ არ არის
-აქ არის!
-აუ, ანანო რა... არ იქნება ეგ, შანსი არაა.
-საიდან იცი?
-არაა ესეთი ტიპი
-როგორი ესეთი?
-რავიცი...
-აი, სიგიჟე იქნება, სანდრო და ნინა??-დაიწყო თიკამ
-აუ, არ ამაგდოთ ახლა
-მესამე მსოფლიო ომი იქნება...
-ეს თუ სანდროა?... მართლა რაღაც საოცრებები გველის წინ
-სხვა თემაზე ვილაპარაკოთ რა...
ხასიათი გამიფუჭდა და ბარათი დავკუჭე.

* * *
ბოლო გადაღება იყო კოშმარი. ზუსტად რამდენი საათი ვიყავით, არ მახსოვს.
მაგრამ ის კი ზუსტად მეცოდინებოდა, რომ ამოღამებული თვალებით ვიქნებოდი ფილმის ფინალში.
რეჟისორმა დემონტაჟი რომ გამოაცხადა, ყველამ ერთხმად შემოკრა ტაში.
ძლივს გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი.
რეჟისორმა-ნიკა მამალაძემ წამოგვიყვანა გოგოები.
ზოგადად ძალიან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან.
კაი ტიპი იყო, ახალგაზრდა. ვიზუალურადაც მშვენიერი და რაც მთავარია ნორმალური იუმორი ჰქონდა. არ ყვიროდა რაც მთავარია და არ წუწუნებდა.
ბოლოს მე დამტოვა.
მადლობა რომ გადავუხადე და ჩასვლა დავაპირე, გამაჩერა
-ნინა
-რა მოხდა?
-იცი, ძალიან მწყდება გული, რომ დამთავრდა გადაღებები
-ნუ გავიწყდება, რომ ჩვენთვის გადაღებები არ მთავრდება-გავიცინე მე
-ჰო, ის კი ვიცი, რომ თუ ძალიან მაგარი გოგო დამჭირდა, შენ დაგირეკო
-ვაიმე, ასეც არ არის...-დავიმორცხვე მე
-ასეა. ძალიან კარგი იყო შენთან მუშაობა
-შენთანაც-გავუღიმე და დავემშვიდობე.
მანქანა არ დაუძრავს, სანამ სადარბაზოში შევიდოდი, კარები გახსნა და გადმოვიდა
-ნინა
მოვტრიალდი
-რაღაც მინდა გითხრა
-გისმენ-დავიბენი მე
-უფრო სწორად გკითხო...
-რა ხდება?
-ყვავილები ხომ არ შეგაზიზღე?
მე კითხვას ვერ მივხვდი...
მერე დავფიქრდიი...
უცებ..
და...
თავზე თითქოს ცივი წყალი გადამესხა.
ენა ჩამივარდა...
რასაც ჰქვია-პირი დავაღე!!!
ნიკას გაკვირვებული შევაჩერდი...
ადგილი ვერ ვიპოვე, სად წავსულიყავი... რა უნდა მეთქვა?
მე, როცა სადღაც გულის კუნჭულში თითქმის დავიჯერე, რომ ეს ყვავილები, ეს მიმოწერები, ეს ანონიმურობა-სანდრო იყო...
და უცებ...
ჩვეულებრივი ცივი წყალი თავზე...
აი, რა ერქვა ჩემს უსიტყვოდ დგომას...
ნიკაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ჩემი რეაქციის გამო
-შენ???-ძლივს დავიჩურჩულე, ისე რომ საკუთარი ხმაც ძლივს გავიგე.
-არ ვიცოდი, ასე თუ გაგიკვირდებოდა
-მე...უბრალოდ...
-კარგი, არ მითხრა არაფერი...მესმის, რომ ვერ წარმოგედგინა
-ჰო, მართალი ხარ
-ჯობია სხვა დროს ვილაპარაკოთ
დაიბნა ნიკაც
-ჰო
უაზროდ ვეთანხმებოდი მე...
-ადი, ძილინების-გადამკოცნა და მომშორდა...
მე დაბნეული ვიდექი..
ბოლოს ის ძლივს მოვიფიქრე, დამეძახა
-ნიკა-მთლიანად მოტრიალდა-მადლობა...
გავუღიმე...
ოღონდ მადლიერების ნიშნად და კიბეები წამში ავირბინე.

* * *
მეორე დღეს გოგოებს კაფეში შევხვდი. სამივე უკვე შეკრებილიყო და მე მელოდებოდნენ.
მიმტანს ყავა შევუკვეთე და დავჯექი
-მოვიდა სელებრითი!-დამცინა ელენემ
-გაგასელებრითებ!
-როდის მოვდივართ პრემიერაზე?
-იცოდე, ნორმალური ადგილები გვინდა
-მანდ ტელევიზია და თემები იქნება და თიკა კაბას იკერავს-ხარხარებდა ანანო
-გამოგიჩნდა ყვავილების ავტორი?-მკითხა თიკამ
-არა გოგო, ეგ დუმს, წასულია-მხარი მიკრა ანანომ
-უი მართლა? ეგ ისე დადის გერმანია-საქართველოს რეისით, როგორც მე სამსახურში
-თიკა, აღარ იხუმრო რა
მე სათვალე მოვიხსენი და ერთი გემრიელად ამოვისუნთე
-დაჯექით ახლა, ისეთი ამბავი მაქ...
-გეტყობოდა თავიდანვე რომ რაღაც რიგზე არ იყო-წინ წამოიწია ელენე
-გამომიჩნდა ყვავილების ავტორი-თვალები ავატრიალე მე
-კაი??-თვალები დაქაჩა ანანომ
-არ მითხრა, რომ სანდრო დაგეკონტაქტა-თითქმის იყვირა თიკამ
-ნიკა მამალაძე
-რა ნიკა მამალაძე
-ნიკა მამალაძეა ყვავილების ავტორი
თიკა და ანანო ეგრევე აყვირდნენ.
ელენე ჩაბჟირდა.
მე კუთვნილი ყავა მოვსვი და გოგოების მზერას მოვავლე თვალი
-კაი? ნიკა მამალაძე?-ხმის ტონი არ დაუწევია თიკას
-გუშინ გამომიტყდა, მე ვიყავიო
-აუ, კაი რა... მერე??
-არაფერი, გამოვშტერდი. მაგას ვერასდროს ვიფიქრებდი.
-და ჩვენ სად წავედით?-გაშრა ანანო
-სად და სანდროსთან... თავიდანვე ხომ გითხარი სისულელეა მეთქი?
-აუ, არ მჯერა
-რა არ გჯერა, თვითონ აღიარა ნიკამ-მე ვიყავიო
-და მერე? მე ვიყავი და ვსიო?-გაუკვირდა თიკას
-კი, ვსიო! მერე ვილაპარაკოთო. იმედია არასდროს ვილაპარაკებთ
-ისე, კი ვიფიქრე, სანდრო ეგეთ ბანძ ხერხს რომ არ მოძებნიდა, მაგრამ რავიცი...-თვალები აატრიალა ანანომ
-ახლა გახდა ბანძი ხერხი? აქამდე ძაან მოგწონდათ-გამეცინა მე
-ისე, ნიკასთან რო რამე, ცდი?
-თიკა გადაირიე?-მეორედ ამიტყდა სიცილი მე-ოდნავადაც არ მომწონს
-უგემოვნო ხარ რა
-გაგაცნო გინდა?
-არა
ხელი ჩაიქნია თიკამ.
მე ყავა ბოლომდე ჩავცალე...
ვერ მოვიშორე ფიქრები...
ვერც ნიკაზე...
ვერც სანდროზე...
მოკლედ.

* * *
პრემიერაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ძალიან ვნერვიულობდი.
რაც არ უნდა ყოფილიყო, დებიუტი იყო.
თან როგორი???
უცებ არავინ და მთავარ როლში, ძალიან სარისკო იყო ჩემი გადაღება.
სანამ სტუმრებით შეივსო დარბაზი, რამოდენიმე მსახიობს და ნიკას, როგორც რეჟისორს უამრავი ინტერვიუ ჩამოგვართვეს.
დაემთხვა, თუ არა... არ ვიცი, მაგრამ მე და ნიკა ხშირად ვხვდებოდით ერთად.
თავსაც ვერ ვარიდებდი, რა მექნა?...
მოკლედ,
ისე კარგად ჩაიარა...
ისე მოეწონათ...
მარტო მე ვიყავი თვალებზე ხელებაფარებული, ჩემ თავს ვერ ვუყურებდი ეკრანზე.
ნიკა გვერდით მეჯდა და მთელი ფილმის განმავლობაში დამცინოდა, როგორ გეშინიაო.
რომ დამთავრდა, ზუსტად არ მახსოვს ის შეგრძნებები.
ზოგადად, როცა ბევრი ხალხი მეხვევა, მელაპარაკება, ისე მიხარია და ისეთი ბედნიერი ვარ ძალიან ვიბნევი და ბევრ რაღაცას გაუცნობიერებლად ვაკეთებ.
ანანო, თიკა და ელენე ძლივს ვიპოვე. ამათმაც ისეთი ემოციებით აღწერეს ყველაფერი, თავბრუ დამეხვა.
მერე ზუკა მოვიდა, ჩვენთან მივდივართ, აღვნიშნოთო. მალე გამოვალ მეთქი ვუთხარი და სტუმრებისკენ წავედი.
მესიჯი მომივიდა თიკასგან მანქანაში გელოდებითო.
მეც აღარ გავჩერებულვარ, ყველას დავემშვიდობე და წამოვედი
-ნინა, გაგაცილებ-წამომეწია ნიკა
-არა, მელოდებიან, მადლობა ნიკა ყველაფრისთვის.
ერთმანეთს გაუცნობიერებლად გადავეხვიეთ.
ორივე უხერხულად შევიშმუშნეთ და ერთმანეთს დავშორდით.
უკვე კიბეებზე ჩამოვდიოდი, ვიღაცის ხელი რომ შემეხო ზურგზე
-ნინა...
უცებ შემოვტრიალდი,
შეხებაზე შევხტი კიდეც...
მერე
თვალებს არ დავუჯერე...
წინ არც მეტი და არც ნაკლები სანდრო ცინცაძე იდგა და მიღიმოდა...
არ ვიცი ასე რატომ დავიბენი...
ვიცი, მაგრამ...
-ნინა, როგორ ხარ?-გადამკოცნა
-კარგად, შენ?-არ ჩამოვრჩი
-ძალიან მომეწონა, მართლა, დიდი ხანია ასეთი კარგი არაფერი მინახავს
-ძალიან დიდი მადლობა-გავუღიმე მე
-შენ ხომ საერთოდ, საოცრება-ძალიან უპრობლემოდ მელაპარაკებოდა. ისე, თითქოს კარგი მეგობრები ვიყავით.
მე დებილივით ვიხდიდი მადლობებს...
-ხო მოდიხარ ზუკასთან?
მინდოდა მეკითხა შენც თქო?
მაგრამ უადგილო იყო.
ზუკას მანქანაში 6 კაცი ძლივს ჩავეკვეხეთ და დავიძარით.
სანდრო წინ იჯდა და სარკიდან მიყურებდა.
მე მთლიანად ვიყავი ახურებული.
თიკამ ყურში ჩამჩურჩულა „სიურპრიზიო“....
მეცინებოდა, მაგრამ
ვიბნეოდი.

* * *
ზუკასგან და ანანოსგან ღამის 3 საათზე გამოვედი. გოგოები ცოტა მალე წავიდნენ. ანანომ ისე მიტრიალა თვალები, იქიდან რა წამომიყვანდა?
მაგრამ 3 საათზე ძლივს დავაღწიე თავი.
სანდრომ გამომაცილა.
ფეხით ვიყავით.
ზედმეტი არაფერი ყოფილა.
მთელი საღამო ჩვეულებრივ ვიყავით.
უფრო სწორედ კარგად ვიყავით.
არც უხერხულობა იყო ჩვენ შორის და არც მეტი ალბათ...
უნდა ვთქვა,
გამოგიტყდეთ, რომ სანდრო ცინცაძე როცა ჩემ სიახლოვეს სუნთქავდა, რაღაც უჩვეულო გრძნობა მეუფლებოდა.
არ ვიცი თვითონ რას გრძნობდა...
-გინდა ყავა დავლიოთ?-მითხრა და ფიქრებიდან გამომარკვია
-ახლა?-გამეცინა მე
-ჰო, რა მოხდა?
-არაფერი, სად უნდა დავლიოთ ახლა ყავა?
-მიყრუებულ ქალაქში ვართ?-მე მხრები ავიჩეჩე-სანდრომ ხელი მომკიდა და ჩქარი ნაბიჯით წინ წამიყვანა.
მის შეხებაზე დამიარა...
სანდროს გაეღიმა. ვიცოდი ეს ღიმილი რასაც ნიშნავდა.
ყველაფერი უბრალო ღიმილით იწყებოდა.
ღიმილით, რომლისთვის ალბათ წლების მერე
ყველაფერს გააკეთებ ადამიანი.
იმ საღამოს მე და სანდრომ პირველად დავლიეთ ყავა ერთად.
იმ საღამოს პირველად დაუკავშირდა სანდროს ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი.
მე, სანდრო და ყავა.
ყავა, ღამე და ვარსკვლავები.
ვარსკვლავები, განათებული ქუჩები და თბილისი.
ქალაქი, რომელშიც ყველა ადგილი პატარა ისტორიას ატარებდა.
ჩემი და სანდროს უბრალოდ ყავის დალევის ისტორიაც ესე შემორჩა...
ჩემთვის კი დასაწყისი იყო.
აქედან იწყებოდა...
-ვგიჟდები ყავაზე
-მეც
-მჯერა
-კიდე?
-რა კიდე?
-კიდე რაზე გიჟდები?
-არ ვიცი. არ მახსენდება ამაზე ძვირფასი-სიცილი ამიტყდა მე
-წასვლას აღარ აპირებ?
-არა, შენ?
-მე კი-ნაღვლიანად გამომხედა.
მე ყავა ტუჩებთან გამიჩერდა
-კარგი საღამოა
საშინლად გადავიტანეთ თემა...
-ჰო, ზაფხულის პირველი დღეებია
-ვგიჟდები ამ პერიოდზე
-აი, თუ ვერ გაიხსენე-პატარა ბავშვივით გამომიჭირა სანდრომ
-შენ რაზე გიჟდები?
-არ ვიცი, რა გითხრა
-მითხარი, სანდრო..
-სხვა დროს გეტყვი, გინდა კიდე დავლიოთ?-მითხრა და ჩემს თმებს შეეხო...
მე ერთ ადგილზე გავშტერდი.
-ღამე ძილი არ გინდა?
-არა
მითხრა და თვალი ჩამიკრა...
-თან ვიაროთ
-შორსაა ჩემი სახლი
-არც ისე
-შენ რა იცი?
-ვიცი-გაეცინა და ხელი მომკიდა...
-მართლა მოგეწონა?
-აბა მოგატყუე?
-საიდან მიხვდი, რაზე გკითხე?
-ყველაფერს ვხვდები ნინა
-ეს არ არის საინტერესო-გავიბუტე მე
-რა?
-ყველაფერს რომ ხვდები
-აბა დებილი გინდა რომ ვიყო?
-რა შუაშია-სიცილი ამიტყდა მე
-ყველაზე ლამაზი სიცილი გაქვს, რაც აქამდე მინახავს
სახე დაუსერიოზულდა სანდროს...
მე გული ამიფრიალდა...
ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი კომპლიმენტზე რა მეთქვა.
სანდრომ მშვიდად მოსვა ყავა და ტროტუარს წყნარად გაუყვა.
მე გვერდით მივყვებოდი..
პირველად იყო ბიჭი ჩემთან ასე ახლოს, მთლიანად ახლოს...
-იცი, როგორ მინდა სულ აქ ვიყო?
-მეც მინდოდა და ჩამოვედი
-მე ვერ ჩამოვალ. მაშინ კარიერა უნდა დავასრულო
-ანუ კარიერა შენს სურვილებზე წინ დგას?
-არა, უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრებაა, როგორც შენ გაქვს
-მთავარია, იმას აკეთებ რაც გიყვარს, აქ ჩამოსვლას სულ მოასწრებ
-შენ არ წახვიდოდი ძალიან მაგარი როლისთვის საზღვარგარეთ?
-გააჩნია აქ რა დამაკავებდა
-ანუ?
-აქ თუ არაფერი გამაჩერებს, რა თქმა უნდა წავალ, მაგრამ ხანდახან ისეთი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ცხოვრებაში, რომ კარიერაც არ ღირს არაფრად
-თუნდაც ეს ბოლო შანსი იყოს?
-თუნდაც
-და მერე რა უნდა აკეთო?
-გამოჩნდება რამე...
-არ არის ეგრე მარტივად. მე მქონდა ცხოვრებაში მომენტი, რომ ვიღაცის გამო თამაშისთვის თავი უნდა დამენებებინა. ეს რომ გამეკეთებინა, 2 წელში გადაწყვეტილებას ვინანებდი და უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.
-მართალი ხარ, პროფესიული სვლა აუცილებელია და ალბათ უფრო სხვა ადამიანმა არ უნდა მოგწყვიტოს საყვარელ საქმეს, თუ შენთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ამას არ გააკეთებს
-ჰო, ვერავინ გაიძულებს
-მაგ დროს ალბათ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, საკუთარი თავის გარდა
-ეგ ბევრის პრობლემაა
-შენთანაც ეგ იყო
ვთქვი, ისე, რომ კითხვა არ დამისვამს
-ეგრე იყო-გამიღიმა და ყავა მოსვა-ალბათ, სიყვარულზე წინ მართლა დგას ვიღაცეებისთვის პრინციპი და საკუთარი თავი
-ეგ სისულელეა. სიყვარულზე წინ არამგონია რამე იდგეს
-ეგ შენთვის ნინა, სიყვარული ისე აღარ შეუძლიათ ადამიანებს
-როგორ არ შეუძლიათ?!-გავბრაზდი მე
-უპირობოდ არ შეუძლიათ. ყველას ხელის შეწყობა უნდა. ჯერ ფულზე გიყურებენ, მერე მანქანაზე, მერე სახლზე...და მერე უცებ თურმე სულ უყვარდი
-და შენ რაზე უყურებ ადამიანებს?-გამეცინა მე
-მე ადამიანებს ველაპარაკები
მითხრა და თვალი გამისწორა...
დავიბენი....
გამიცინა.
ეს სიცილი..............
-მე მაინც აქ მირჩევნია ყოფნა
-მეც რა თქმა უნდა
ვთქვი და დავტრიალდი
-პოზიტივი ხარ ცარიელი
-ეს სიტყვები ანანოს ესესხე?
-ანანოზე და ზუკაზე ვგიჟდები
-აბა მე მკითხე... ღმერთო, რამდენი წელია მაგათ ვუყურებ-სახეზე ხელები ავიფარე
-როგორ მახსოვს ზუკას პირველად რომ შეუყვარდა ანანო, კარებთან ყვავილებს ვუტოვებდით ხოლმე
-აუ, შენც იყავი მაგ ამბავში გარეული?-ბოლო ხმაზე ამიტყდა სიცილი...
მერე ყვავილებზე ნიკა გამახსენდა და გამაჟრჟოლა...
-გარეული რომელია, თვითონ ეშინოდა მამამისმა არ წამასწროსო და მე მგზავნიდა
-ვაიმე! ამ გრეხს აუცილებლად გავახსენებ!
-მახსოვს, ჯვარი რომ დაიწერეს, დილით დამირეკა და ახლა მართლა უნდა მიხსნა ანანოს მამისგანო
-მაგ დღის არაფერი არ მახსოვს!-შემრცხვა მე
-ძაან ცოტა დალიე ხო?
-სამარცხვინოდ ბევრი!
-მერე რა, ეგრეც მუღამი აქ
-კაი რა... გააჩნია სიტუაციას
-მაგათ პონტში ჰქონდა
-კი
-აბა ახლა მე რომ გავიპარო და ჯვარი დავიწერო, მუღამი კი არა დასაცინი ვიქნები
-გააჩნია სიტუაციას
-მოკლედ ვერ გაჯობე სიტყვა-პასუხში
მე შევიფერე

-აი, მოვედით კიდეც
-ამ დღეებში ხომ არ გავიმეოროთ?-მითხრა და ყავაზე მიმითითა
-სიამოვნებით
დაუფიქრებლად ვუთხარი მე...
-ეს დღე ნამდვილად დამამახსოვრდება, როგორ გაგიცანი ახლიდან
კვირა დღე თენდებოდა...
ზაფხულის პირველი კვირა დღე...
სანდროს პირველი ღიმილი...
და მის ღიმილზე შეყვარებული მე.
ჩამეხუტა სანდრო.
უბრალოდ.
დამშვიდობების მიზნით და მე ძლიერადაც ვერ მოვხვიე ხელები.
პირველად მეშინია საკუთარი თავის დაკარგვის.
კონტროლი, რომლის დარღვევაც ერთ ღიმილს შეუძლია
-დროებით, ნი-ნა
დამარცვლა ჩემი სახელი და მისი ხმა
სამუდამოდა დარჩა ჩემს გონებაში...
კვირა დღეს,
განთიადს...
ზაფხულის პირველ კვირა დღეს.

* * *
„ქორწილის მერე პირველად თეატრის კიბეებზე დავინახე. 2 დღის ჩამოსული ვიყავი და ძმაკაცთან მივდიოდი.
ვიღაცას ელაპარაკებოდა, ეწეოდა და იცინოდა.
მაშინვე სასწაულად მეცნო ეს სიცილი, მანერა, ხმა...
რაღაც განსაკუთრებული შარმი.
თითქოს მთელ ქუჩაზე მისი სუნი იდგა...
ნინაა ყიფშიძე მეთქი-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
გამოვშტერდი.
კინაღამ გავგიჟდი... როგორ შეიცვალა მეთქი ვიფიქრე.
სულ სხვა იყო.
ნინა ყოველთვის სასწაული გოგო იყო, მაგრამ ახლა?
გადავირიე.
შემიყვარდა.
გიჟივით შემიყვარდა სულ რაღაც წამებში.
მერე შემთხვევით ზუკასთანაც ვნახე.
დავიბენი.
მეორე კლასელი ბიჭივით დავიბენი.
მერე მე ისევ წასვლა მომიწია.
როგორც ხდება.
მაგრამ მქონდა საქართველოში დასაბრუნებელი მიზეზი.
არც ვიცი, როგორ მიყვარდა გოგო, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ნინაც შემიყვარებდა, თავისი სურვილით და თან ძალიან მალე.
მე და ნინა აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით, აუცილებლად!“

სანდრო ცინცაძე.


* * *
სანდრო აღარ გამოჩენილა.
2 დღე ეიფორია მქონდა.
მეგონა, რომ დამირეკავდა...
არ დამირეკა...
მეგონა, რომ მოვიდოდა,
არ მოვიდა...
არსად არ ჩანდა..
არც სოციალურ ქსელში,
არც ქალაქში...
ვერც ვერავის ვკითხე...
ცხოვრებაში პირველად დავიძაბე ურთიერთობებში და
რაღაცეების დამალვა დავიწყე.
გრძნობების ალბათ.
საღამოს 10 საათი იყო...
კინოს ვუყურებდი და ჩამეძინა.
კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა...
გავხსენი, პატარა ყუთი იყო.
საიდანღაც ნაცნობი არომატი მომხდა ცხვირზე-ყავის...
ყუთში
ყავა იდო...
ზუსტად არ ვიცი რა მასალისგან ამზადებდნენ ამ ყავის ჭიქებს, არც მისი ფირმა ვიცოდი, მაგრამ
გარკვევით ეწერა ზედ „სანდროს და ნინას ყავა“
ყუთიდან ბარათიც ამოვიღე...
„მაპატიე, სასწრაფოდ მომიწია გადაფრენა... რომ ჩამოვალ დავლიოთ შეპირებული ყავა, მანამდე კი...“


* * *
-ჩემი რომელიმე თავყანისმცემელი ყვავილების მაგივრად, ყავას რომ მიტოვებდეს, ახლა მარტო კი არ ვიქნებოდი
ფეხი ფეხზე გადაიდო თიკამ და მომაჩერდა.
-მანანებინებ შენ ამ ამბის მოყოლას
-კაი რა ნინა... რა ტიპი ყოფილხარ, რა გამაჩერებდა იმ წამსვე დაგირეკავდი. შენ კიდე ამდენი დღეა არც კი ამხელ რომ მსუბუქად კი არა ძალიან მაგრად ეფლირტავე იმ საღამოს სანდროს?-ლამის თვალები გადმოცვივდა თიკას.
მე სიცილისგან გავწითლდი...
-ჰო, რა გაცინებს-შემომიბღვირა ანანომ-გეგონა ზუკას ვეტყოდი?
-ვაიმე, უთხარი-სიცილს ვაგრძელებდი მე
-გკიდია?
-ვაიმე, მარტო მე კი არ ვსეირნობდი, სანდროც იქ იყო და პასუხი უნდა ვაგოთ რომელიმემ რამეზე? თუ ზუკასთვის ჯერ არაფერი მომიყოლია?
-ზუკას ძმაკაცი არასდროს მოგწონებია
-მერე რა... ზუკას ძმაკაცია, მტერი ხომ არა?
-ოხ, ნინა რა! არაფერზე როგორ არ ნერვიულობ?
-და რა მაქვს სანერვიულო, როცა არაფერი არ ხდება?
-გავგიჟდები, როგორ არასდროს აღიარებ...
-ვაღიარებ, მაგრამ ნუ იძაბებით რა...
-ცოლზე არ გელაპარაკა?
-რომელ ცოლზე?-დავიძაბე მე
-ქეთაზე! ალო!!!!
-4 წელია დაშორებულია და რა უნდა გველაპარაკა ქეთაზე? ან რამე უნდა მეკითხა? თიკა ასეთ იდიოტურ კითხვებს უსვამ ხოლმე შენ „ბიჭებს“?-გამეცინა მე
-არა ხო. სისულელეა. ცოლზე რომ დაეწყო ლაპარაკი, მაგრად გაბანძდებოდა ჩემ თვალში
-და მაინც რაზე ილაპარაკეთ?
-არ გეტყვი!
ენა გამოვუყავი ელენეს და სიგარეტს მოვუკიდე.

* * *
ძალიან დატვირთული ვიყავი.
თეატრი,
გადაღებები...
რეკლამები...
ბოლოს ვეღარ ვიგებდი, გამხარებოდა, თუ ?
ისე ვიღლებოდი, ერთი სული მქონდა ლოგინამდე მიმეღწია.
იმ დღესაც გვიან გამოვედი თეატრიდან. მალე სეზონი იხურებოდა და ყველაფერი თავზე გვეყარა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ნაწვიმარი იყო.
ფეხით გავუყევი ქვაფენილს.
გზაზე მანქანები თითქმის აღარ დადიოდა. ტრანსპორტზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. იმ იმედით, რომ სადმე ტაქსის გამოვიჭერდი გზასთან დავდექი.
10 წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ფეხებთან უცნობი მანქანა გამიჩერდა.
სანამ ჩემში ყველა თავდაცვის საშუალებამ იფეთქა, მანამდე მანქანის ფანჯრებიც ჩამოიწია.
ქვემოდან არც მეტი და არც ნაკლები, სანდრო ცინცაძე მიყურებდა.
ცოტა დამაკლდა, რომ პირი არ დამეღო.
მაოცებს ამ ბიჭის დადგომები.
-ყველას ველოდი ახლა, შენ გარდა
-შენ წარმოიდგინე მეც
-კაი, გატყუებ, დაჯექი-გაეცინა, მე ვერ გავიგე, მაგრამ დავჯექი.
მანქანაში საგულდაგულოდ ედო 2 ჭიქა ყავა.
-აბა, რა გეგონა, ტყულად დაგპირდი?
-ექსტრასენსი ხარ?
-კი და ხილვა მქონდა, დღეს როდის დაამთავრებდი რეპეტიციას
მე სიცილი ამიტყდა და ყავა მოვსვი.
-ასეთი სასაცილო ვარ , სულ რომ დამცინი?
-სასაცილო არა, მხიარული ხარ
-მაგას კომპლიმენტად მივიღებ
-რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
-პატარა შესვენებაა
-უეჭველი 2 დღით ხარ ხო?
-შეგეშალა, სამით-მითხრა და პარალელურ ქუჩაზე შეუხვია.
-მართლა? მე ვიხუმრე...
-მართლა.. მაგრამ მალე სეზონი მთავრდება. ყველას ეცინება ხოლმე, დასასვენებლად თბილისში რომ მოვდივარ
-მე არ გამეცინება
-ვიცი, შენც ეგრე დადიოდი ხო?
-საქმეს იმაშია, რომ ხშირად ვერ დავდიოდი
-რამდენი წელი იცხოვრე იქ?
-ბოლოს 4. ისე 6 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ატანა არ მაქ იქაურობის
-მეც. რომ ვამბობ თბილისი ყველაფერს მირჩევნია მეთქი, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე...არადა ყველა რომ აქ არის და შენ სხვაგან ძაან ტეხავს
-მე მართლა ვერ ვჩერდები. 2 კვირითაც რომ წამიყვანო ახლა გავრკავ ალბათ
-ხო, შენი წაყვანა ძნელი იქნება
თქვა ჩუმად
-რა?
-არა, არაფერი...-გაეცინა და თავისი ყავა აიღო.
-ამას, რაც აწერია ის წარწერა ძაან მომწონს სხვათაშორის
-ეგ მარტო შენ გაქ-თვალი ჩამიკრა და ჩემს უბანში შევიდა.
სადარბაზოსთან გააჩერა და ძრავა გამორთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხანი წასვლას არ აპირებდა.
-ისე სულ მაინტერესებდა, მოწინააღმდეგე გუნდები და ფეხბურთელები თქვენც ისე გეზიზღებათ, როგორც გულშემატკივრებს?
სანდროს სიცილი აუტყდა ჩემს ცნობისმოყვარეობაზე და ალბათ გულუბრყვილობაზეც
-არა, არ ვიცი... ალბათ 1-2-ია ეგეთი
-ნახე, მერე მე მეტყვი ყველაფერზე დამცინიო-გავიბუტე მე
-გეხუმრები ნინ
მითხრა და ხელი მომკიდა...
მის შეხებაზე მართლა სულ სხვა რაღაც მემართებოდა.
როგორ მიყურებდა, როგორ მომმართავდა...
ჩემს სახელს რომ ამბობდა, რაღაც ისე-სხვანაირად.
-ძალიან უნამუსოდ წახვედი-გავიბუტე მე
-უსამართლო ბრალდებაა
-რატომ?
-ხომ იცი, სხვა გზა რომ არ მაქვს?
-ვიცი, მაგრამ მთელი სეზონი წინასწარ გაქვს გაწერილი...
-შენც ძალიან მარტივად შეგიძლია ეგ გაიგო
მე მხრები ავიჩეჩე...
-მიბრაზდები ნინა?
-რაზე?-ვიუარე მე
-გაუფრთხილებლად რომ წავედი
-რა ვალდებული იყავი, მე გაგეფრთხილებინე?
სანდროს ჩაეღიმა
-ეგ ლაპარაკი არ გინდა
მეც გამეღიმა...
-სანდრო
-ჰო, ნინ
-მართლა არაფერზე არ ვბრაზდები
-ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ვინც ოდესმე შემხვედრია
გავწითლდი
-რით დავიმსახურე?
-არ ვიცი, სილაღით, რაღაც შენთან ძალიან ბედნიერი ვარ...

* * *
ასე მოდიოდა, მიდიოდა...
1 დღით,
2 დღით,
3 დღით...
მე კიდე, უფრო ვგიჟდებოდი.
არ ვიცი რა მეთქვა.
ისიც არ ვიცოდი რა ხდებოდა, ან უნდა მქონოდა თუ არა იმედი.
კარგად ვიყავით.
არც იქით, არც აქეთ.
ყველამ იცოდა საითაც მიდიოდა პირდაპირი რეისით ეს ურთიერთობა.
არ ვჩერდებოდით.
ალბათ იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა რა მოყვებოდა ჩემს საქციელებს.
მთავარია იმ დღეს კარგად ჩაევლო.
ის დღე იყო და მორჩა...
მომენტით ცხოვრება შენი სტილიაო, ელენე მეუბნება ხოლმე.
ეგრეა ალბათ.
მე იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი და მორჩა.
* * *

* * *
სეზონი გრანდიოზულად დავხურეთ.
მთელი დარბაზი ქუხდა.
უბედნიერესი ვიყავი.
ყვავილები ხელში აღარ მეტეოდა. სანამ საგრიმიორომდე მივედი, ჩემი დამემართა.
გზად ერთ-ერთი მონაწილე შემხვდა, ლიკა და ვიღაც გელოდებაო...
რა არ ვიფირე,
მაგრამ საგრიმიოროში ყვავილებით ხელში
ნიკას ნამდვილად არ ველოდი.
უცებ ყველა ემოცია გამიქრა და არც კი ვიცი რაზე მომეშალა ნერვები.
ნიკამ უზარმაზარი თაიგული მომაწოდა და გადამეხვია.
-სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარი ხარ
-მადლობა, ნიკა
უხერხულად შევიშმუშნე მე...
-არ გაგიხარდა არა?
-რა?
დავიბენი
-ალბათ, არ უნდა მოვსულიყავი
-ნიკა, მისმინე...
-არ გინდა, ისედაც ყველაფერი ნათელია...უბრალოდ არ შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი. მიხარია, რომ ყველაფერი გამოგივიდა
-რაც არ უნდა მოხდეს, შენც იცი პირველი ნაბიჯები სად იყო და ვისთან ერთად
-ეგ იმედის მომცემად ჟღერს, ამიტომ არ გინდა ნინა. თავზე ხელის გადასმა არ მჭირდება
-ეგ არც მიკადრებია-გავბრაზდი მე
-წავალ
პასუხი არ გავეცი
-არ დამემშვიდობები?
-ნიკა, რა გინდა?
-არ იცი, რა მინდა?
-არ შემიძლია ნამიოკებით ლაპარაკი, ამიტომ თუ რამე დაგრჩა სათქმელი მითხარი
-არაფერი... კარგად ნი-ნა-დამარცვლა ჩემი სახელი ისე, როგორც სანდრომ იცოდა ხოლმე.
მე უფრო მეტად გავღიზიანდი.
როგორც კი ნიკა კარების იქით დავიგულე, თაიგული ძირს დავაგდე და გრიმის მოშორება დავიწყე.
არა....
მაინც ვერ ვივიწყებდი იმ საშინელ გრძნობას, სხვა რომ გგონია და სხვა აღმოჩნდება...
არადა ნიკა არაფერ შუაში იყო.
ყველაფერი ჩემი ბრალია
-ამის დედაც!
დავიყვირე და ხელი კარადას მივარტყი
-რა აგერესიული ხარ?
მომესმა ზურგს უკან ხმა და ინსტიქტურად ყვირილი დავიწყე.
პირდაპირ
სანდრო ცინცაძე მედგა და
იცინოდა...
თან ძალიან ბედნიერი ჩანდა იმ ფაქტით, რომ გული გამიხეთქა
-რა იყო ნინა, ასე არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა
-გიჟი ხარ?-ვიყვირე მე
-ცოტა-თვალი ჩამიკრა
-აქ საიდან?
-დაგადექი რა
მითხრა და ჩემი მხრებიდან ხელები ჩამოიღო.
მე ვდგავარ დებილივით და ვუყურებ...
-ხო, მაგრამ აქ?
-რამ დაგაბნია? აღარ ჩამოვიდე ხოლმე? სულ ასეთი რეაქცია გაქვს...
მე გამეცინა...
-ის ბაფთიანი ტიპი ვინ იყო?-სიმკაცრე შეეპარა ხმაში
-რიანი?-სიცილი ამიტყდა მე
-ბაფთიანი-ჩაბჟირდა სანდრო
მე ვეღარ გავჩერდი და ძირს დავჯექი.
სანდროსაც იგივე დაემართა და ჩემ გვერდით აღმოჩნდა საგრიმიოროს იატაკზე.
-რატომ იყო ბაფთიანი??
-აი, ეგეთი ტიპი იყო...
-მშვენიერი ტიპია
ვთქვი და სახე დავასერიოზულე მე
-ძაან ორიგინალური ბიჭია! 1 წელია ყვავილების მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ გამოეგზავნა
მე თვალები შუბლზე ამივიდა და სანამ ვკითხავდი დამასწრო
-მე საიდან ვიცი ხო?-ისევ სიცილი აუტყდა სანდროს-ეჰ ნინა... თან რამხელაა ტიპი, დიდია ხო? რა უნდა პატარა გოგოსთან
-სანდრო ნორმალური არ ხარ!
-მართალი ხომ ვარ?
-მშვენიერი ყვავილებია
-მაგიტომ მიაგდე კუთხეში?
-რა გინდა?
-უნიჭიერესი რომ ხარ დამასწრეს თქმა, არადა ტექსტი მქონდა მომზადებული
-და იქნებ შენ ტექსტს როგორ ველოდებოდი?-შევიფერე მე
-მალე გამოიცვალე და წავიდეთ სადმე რა-სიტყვა ბანზე ამიგდო სანდრომ
-სად?
-ის თუ 1 წელია ყვავილებს გიგზავნის მე 1 წელია ყავას გასმევ და რამე ახალი უნდა მოვიფიქრო-სიცილს არ წყვეტდა სანდრო
-1 წელი არ არის!
-დავკონკრეტდე?
-დამელოდე!
-არ გამათენებინო გარეთ, მალე გამოდი
-როდის მიქნია?
სანდროს გაეღიმა და თავზე მაკოცა
-თუნდაც გამათენებინო
თვალები აემღვრა და საგრიმიოროდან გავიდა.
მე დავრჩი ყურებამდე გაღიმებული...
და ბედნიერი...

* * *
-ძალიან დავიღალე ანანო! ამოვიხუთე თბილისში!-ვწუწუნებდი მე და ცივ ყავას ვსვამდი
-კაი ცოტაც მოითმინე
-აღარ ეღირსათ ელენეს და თიკას შვებულება
-არც ზუკას
-არ შემიძლია უსაქმურად ჯდომა. ისე დავიღალე. თეა და გიორგიც არ აპირებენ ჩამოსვლას და სადმე თუ არ წავედი, გავაფრენ მართლა
-გინდა გერმანიაში გადაგაფრინოთ?-გაეცინა ანანოს
-დეგერატი ნუ ხარ!
-არ გამოჩენილა?
-არა, გჯერა? არც კი მწერს ხოლმე. მაგრამ შეიძლება ახლა კარი შემოხსნას, დაგადექიო!-ინსტიქტურად უკან მივიხედე და ჩემ თავზე გამეცინა.
-შარი ხარ ნინა რა!
-რატომ ვარ შარი?
-აბა რა ხარ?
-რას აკეთებს მეც ვერ ვიგებ და მეც კი გამიჩნდა კითხვები. ეგ ყოფილა შარი, მე რა შუაში ვარ
-გინდა მერე შენ ისეთი ბიჭი, რომელიც ათასობით კილომეტრის იქითაა და თბილისში 2 თვეში ერთხელ ჩამოდის? გამაგებინე, გინდა?
მე მხრები ავიჩეჩე და
არაფერი ვუპასუხე...
მერე დავფიქრდი.
მთელი ღამე ვფიქრობდი...
მინდოდა.
მართლა მინდოდა.
მართლა კი არა-ძალიან მინდოდა!

* * *
ელენე და თიკა 2 დღის გასულები იყვნენ შვებულებაში, ჩემოდნები რომ ჩავალაგებინე, მანქანაში ჩავყარე ორივე და ბათუმში წავედით.
1 კვირაში ზუკამაც აიღო შვებულება და ჩვენთან წამოვიდნენ.
გზიდან დამირეკა და მეღადავებოდა, არ ამცდა თქვენთან დასვენებაო.
ჩვენ უკვე საკმაოდ მობეზრებული გვქონდა ზღვაც, რუჯიც და ერთმანეთიც, ამიტომ ახალი ხალხი გაგვამხიარულებდა.
მარტო გიჟები თუ წავლენ ამდენი ხნით ზღვაზე.
მაგრამ არაერთხელ ვიტყვი, რომ არცერთი არ ვართ დალაგებულები.
მთელი თვე ისეთი სიგიჟეები ჩავატარეთ ბათუმში ჩვენ ხუთმა, როგორც წლების წინ სკოლის არდადეგებზე მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მაინც რომ მივდიოდით ზღვაზე...
მაშინ ელენეს სახლი ჰქონდა ბათუმში, მერე გაყიდვა მოუწიათ.
სულ აქ ვიყავით, ან თიკასთან კოჯორში.
ზუკასთანაც ხშირად ვიყავით რაჭაში. ყველაზე მაგარი დრო ალბათ მანდ გვაქ გატარებული. სერიოზული რაღაცეების ჩატარება გვიწევდა, რომ ანანო დედამისს გამოეშვა.
ჭედავდნენ ზუკას პონტში, მაგრამ ჩვენ მაგასაც ვაგვარებდით.
გოგოებს ვეუბნებოდი ამ ზაფხულზე უნდა ვთქვა, ყველაზე მაგარი ზაფხული მქონდა მეთქი.
დავრწმუნდი, რომ ჩემი სიტყვები ახდებოდა, როცა გავიგე, რომ ბოლო 2 კვირა
ბათუმს
არც მეტი და არც ნაკლები
სანდრო ცინცაძე ეწვეოდა...
და ამ უკანასკნელს ალბათ მოუწევდა დროის ჩვენთან გატარება...
* * *
ალბათ??

* * *
მოჰიტო კინაღამ ჭიქიანად გადამცდა, ბარში სანდრო ცინცაძე რომ დავინახე. ზუკას გადაეხვია და გოგოები მოიკითხა.
ბოლოს ჩემთან მოვიდა
-ნი-ნა... რას შვები?-ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და მე პირდაღებული სანამ ვიდექი, თავისთვის სასმლის შეკვეთა მოასწრო
-შენ?
გავიღიმე მე...
-როგორც ყოველთვის-თქვა და ჩემი მოჰიტო მოსვა.
ტუჩზე ვიკბინე, რომ მომენატრე მეთქი არ წამომეძახებინა. მაგრამ თვალებში ალბათ ყველაფერი მეწერა.
თიკა და ელენე სიცილს ძლივს იკავებდნენ, რომ მიყურებდნენ.
ზუკაც უეჭველი ყველაფერს ხვდებოდა.
სანდრო ძალიან თავისუფლად იყო.
ისე თითქოს არაფერი ხდებოდა.
იმ საღამოს ძალიან ბევრი დავლიეთ...
ზოგადად, ძალიან მიყვარს ზაფხული.
ზაფხულის დღეები, მაგრამ
ღამე?
ალბათ ყველგან და ყოველთვის ვიტყვი, რომ ღამეს სხვა მუღამი აქ...
სხვა მუხტი...
ზაფხულის ღამეები შეუცვლელია.
ზაფხულის ბოლო კვირა იყო...
ღამის ბათუმი და ჩვენ...
სანაპიროზე ჩავედით...
-ეს არ შეხმიანება შენი სტილია?-ალბათ სასმელმა გამაბედინა ამ კითხვის დასმა.
-ძალიან გინდა ჩემი სტილი გაიგო?-არ ჩამომრჩა სანდრო
-სურვილი არ გამომითქვამს-გამეცინა მე
სანდროს წარბი არ შეუხრია.
ამ სერიოზულობამ დამაბნია.
ისევ ვიკბინე ტუჩზე, წამომცდებოდა რამე...
-ვგიჟდები ბათუმზე
-მაგიტომ ჩამოხვედი ამდენი ხნით
-მიბრაზდები?
-რატომ უნდა გაგიბრაზდე
-არ გინდა ნინა-თვალი ჩამიკრა და ხელი გადამხვია...
დამიარა...
-როდის მიდიხარ?
-ჯერ არა. ხომ იცი, როგორ ვისვენებ აქ
-ვიცი
-ზღვა ბავშვობიდან მიყვარს
-მეც
-ბათუმიც
-მეც
-ბავშვობაში პატარა სახლი გვქონდა, ზედ ზღვაზე რასაც ჰქვია... მერე ტერიტორია შეისყიდეს და დავკარგეთ ის სახლი. იცი რა მაგარი იყო? ეგრე არაფერი არ მენატრება
-ჩვენ ელენესთან დავიოდით ხოლმე, წელი არ ჩაგვიგდია მგონი
-ზღვის ყურებაც ძალიან მიყვარს
-განსაკუთრებით, როცა ბევრი ხალხი არ არის
-ღამით?
-დილითაც
-გამთენიისას
-ჰო, სწორი ხარ.
-ნინა
-ჰო
-მომენატრე
დამასწრო სანდრომ... მე სახეზე ღიმილმა გადამირბინა, დავიბენი
-ეგ ღიმილი რას ნიშნავდა?
პასუხად ისევ გავუღიმე
-მეც-ს?-გაეცინა სანდროს და მოხვეული ხელით თავისკენ მიმწია.
მე გაქვავებული ვიყავი.
დაბნეული, ბედნიერი, არ ვიცი...
ამერია ემოციები ერთმანეთში. მეგონა, რაღაც არარეალური ხდებოდა.
-ნინა, შემთხვევითობის გჯერა?
-არ ვიცი-დავიბენი ისევ მე
-მითხარი, გჯერა?
-კი
-დამთხვევების?
-რა გინდა სანდრო?
-ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება?
-არ ვიცი
-შენ არასდროს გყვარებია?
-არა
-მატყუებ
-არ გატყუებ, სანდრო!
-მითხარი
-არ მყვარებია, მართლა
სანდრო ჩაფიქრდა
_შენ?
-ჩემზე შენც კარგად იცი-თვალი ჩამიკრა და ხელი ჩემი მხრებიდან ჩამოიღო
-მერე რა, მთავარია, რომ გიყვარდა. ხანდახან გვჭირდება ადამიანები, ვინც გვაგრძნობინებს რამხელა სიყვარული შეგვიძლია, იმის მიუხედავად დარჩებიან ისინი ჩვენ ცხოვრებაში, თუ არა
-შენ რა იცი?
-ვიცი
-აბა, არ მყვარებიაო?
-ო, სანდრო!
-ყველაფერს მიმალავ
-არაფერს არ გიმალავ!
-ისე, შენ ვინც გეყვარება ის ადამიანი ალბათ ძალიან ბედნიერი იქნება
-რატომ?
მეწყინა მე, თავისი თავი რომ არ იგულისხმა
-შენ რომ გიყვარდე, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს
მე ხმა ვერ ამოვიღე
-ეგრეა, რა არა? გეფიცები ეგრეა.
მთვრალზეც საკმაოდ ბევრჯერ გავიაზრე ეს სიტყვები.
მერე ვერ გადავხარშე...
გავაანალიზე...
არ გამოვიდა... ვერ გავიგე. დავიბენი...
მე
ზღვა
და სანდრო...
გათენებამდე ძალიან ცოტა.
მე შენ და ზღვა...
-ეგრე ფიქრობ?
-მე არ ვფიქრობ, ეგრეა...
-შენ გინდა?
-რა ნინა?
-რომ მიყვარდე
სანდრო დაფიქრდა, არ უპასუხია
-ხოდა, ტყუილად არ უნდა ილაპარაკო
სიგიჟემდე მეწყინა მე.
შემეძლო ავმდგარიყავი და 5 წლის ბავშვივით სახლში გავქცეულიყავი, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა მაკავებდა.
მეც არ ვიცი რა..
მეც არ ვიცი რატომ ვჩერდებოდი.
ბევრს ვფიქრობდი.
მიყვარდა?
თავს ვერ გამოვუტყდებოდი.
მეშინოდა.
არ ვიცი რისი...
-მაგაზე პასუხი გაგეცი-ხელი მომკიდა სანდრომ
-წახვალ და ეგ სიტყვები დაგავიწყდება
-რატომ ამბობ მაგას
-გათენდება და სხვანაირად იფიქრებ
-მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ
შუბლზე მაკოცა...
პიკი იყო!!!
გამიცინა, მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე.
ზღვას გადავხედე...
უსასრულო სივრცეს... ღამეში იყო ჩაძირული...
სანდრო ჩამეხუტა...
აღარ შემეძლო...
-იცი. ადრე სულ მინდოდა ღამე ზღვაში შესვლა. გოგოებს ეშინოდათ, ზუკასაც კი, ვერავინ დავითანხმე
-წამოდი, გინდა?
წამომაყენა სანდრომ
-გაგიჟდი? ახლა არა!
-წამოდი რა! გეშინია? არ მითხრა ახლა, რომ გეშინია
-არა, უბრალოდ ახლა არ მინდა!
-კარგი წამო რა... გული დაგწყდება მერე
-არა სანდრო!
-წამო, გთხოვ
-არ შემიძლია
-ვიცი, რომ კარგად ცურავ, ვერ მომატყუებ
-დღისით ვცურავ
-შენ თვითონ გინდოდა
-არ მინდა, ისე გამახსენდა!
-წამოდი რა ნინა...
-მეშინია სანდრო!
ფარ-ხმალი დავყარე მე...
-რისი? აქ არ ვარ?
-არ გვინდა რა, დაივიწყე
-არ მენდობი?
-როგორ არა
-აბა რატომ არ მომყვები?
-სანდრო!
-არ მენდობი.
-კარგი წამო!
-არა. აზრი არ აქ ეგრე, თუ არ მენდობი არ მინდა
-სანდრო!
-არ მენდობი!
-კარგი რა
-არადა მე გენდობი...
-მეც
-ნინა შენ გგონია შემთხვევით გავჩნდი შენ ცხოვრებაში?
-რა?
დავიბენი მე
-და დაიჯერე, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა?
-სანდრო...
-წამო
ხელი მომკიდა და ზღვისკენ წავედით.

* * *
-აუ, წავიდეთ რა... დავიღალე-ვწუწუნებდი მე
-ეგ თიკას უთხარი-სათვალე მოიხსნა ელენემ
-ანანო ამოიყვანე შენი ქმარი იმ ტალღებიდან, თორემ მალე აღარ გეყოლება
-შენ ამოიყვანე სანდრო, თორემ ქმარი საერთოდ არ გეღირსება-არ ჩამომრჩა ანანო
მე სიცილი ამიტყდა, ჩემს სიცილზე ელენე საერთოდ ჩაბჯირდა. თიკამ ხელი ჩაიქნია ორივეზე და წვენი მოსვა.
-ნინ, არ გესმის, რომ გეძახი?-ნაპირიდან ყვიროდა სანდრო.
ისე საცოდავად იდგა, ელენე მეორედ გადაბჟირდა
-მიყვარხარ დამიძახე და იქნებ მოგაქციო ყურადღება-ვთქვი ჩუმად. რა თქმა უნდა სანდრო ამას ვერ გაიგებდა, მაგრამ გოგოებს ისეთი სიცილი აუტყდათ, ელენე კინაღამ შეზლონგიდან გადმოვარდა.
-აი, მართლა რომ გითხრას მერე სად მიდიხარ?
-აქვე დაიფერფლება...
-ნამდვილად-დავეთანხმე სიცილით მე
-მე დამცინით ხო? ნინაა!!-მიბრაზდებოდა სანდრო
-თან რა „ბლატები“ აქ
-ყურში ნუ ჩაკივლებ ანანო!
-შენ ისეთი უთხარი, ხმას როგორ ამოვიღებ??? მალე გეტყვის დაწყნარდი
-შემოგიტია ჰორმონებმა?
-თიკა მაგ წვენში ცხვირს ჩაგაყოფინებ ახლა!
-აუ, არ შემიძლიხართ!-დაასკვნა ელენემ
-ეს ლექსიკა სად ააგდე?
-აგაგდებ ახლა ისე, რომ ვერ ჩამოვარდე
-იუმორს აფრქვევ გეფიცები...
-ნუ იფიცები ტყუილზე-სერიოზულად გამიჭედა თიკამ. ისეთი პიკი იყო, მართლა ძირს ვეყარეთ. რეალურად რა იყო სასაცილო, მაგრამ ესეთ ხასიათზე ვიყავით ოთხივე.
ბიჭებს ყურადღებას რომ არ ვაქცევდით, აგვყარეს და ძალით წამოგვიყვანეს. ანანო მარტივად რომ დაიმორჩილა ზუკამ, რას ქვია მეთქი და ისე გავძალიანდი, ბოლოს სანდრომ ზურგზე მომიკიდა და ისე წამიღო სასტუმროსკენ.
მთელი ბულვარი ჩვენ გვიყურებდა, არანორმალურებივით დავდიოდით.
ელენე გზა და გზა სიცილით იკეცებოდა, ხან ერთ ხესთან, ხან მეორესთან.
ჩვენ კიდე ვიდექით და ველოდებოდით.
სანამ ტვინში სისხლი არ ჩამექცა, სანდრომ არ ჩამომსვა. ძალიან სასიამოვნო შესახედაობის ვიქნებოდი ალბათ მისი ზურგიდან როცა მიწაზე დავეშვი. საპასუხოდ მუშტი მიიღო მხარში და სახე დაემანჭა
-ვერ ვიტან უხეშ გოგოებს
-მე კიდე ბიჭებს, რომლებიც თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენენ უადგილო ადგილას!
-სამაგიეროდ მე მიყვარს გაბრაზებული რომ ხარ
ჩამეხუტა და შემომირიგა.

* * *
საღამოს ბარში ვიყავით დასალევად. მაგიდა, როგორც ყოველთვის სასმელით იყო სავსე. ზუკა რაღაცეებს იხსენებდა
-აუ, პირველად ნინა რომ გადმოვიდა ჩვენთან. ნუ პირველივე კლასი იყო, მაგრამ აუ,რა ტიპი იყო. რაღაც ძაან „ძერსკი“ ამერიკული აქცენტით რომ ლაპარაკობდა
-და მაკომპლექსებდით!!!!
-არასოდეს! სულ იმას გეუბნებოდი, მაგრად ლაპარაკობ მეთქი
-არ იცოდი ქართული ?-ჩამეკითხა სანდრო
-როგორ არ ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირი აქცენტი მქონდა. 2 სკოლიდან წამოვედი მაგის გამო
-ეს ელენეს გვერდით იჯდა და ამასაც ეგრევე დაევასა. ეს ბავშვობიდან ძაან ადვოკატი იყო და იმენა დაიცვა. უკვე პალაჟენია ქონდა ელენეს 1 კლასშივე
-იასნად, შენ კიდე სულ ესეთი დეგენერატი იყავი-დასცინა ელენემ
-ნუ მილანძღავ ქმარს!
-ეს შენნაირი როგორ იპოვე მიკვირს, მაგრამ რა პოვნა უნდოდა, 12 წელი ამას უყურებდი
-აუ, ძაან სასაცილოები იყვნენ ანანო და ზუკა. ანანოს როგორ არ ევასებოდი-სიცილი ამიტყდა მე
-მართლა გოგო?!-გაბრაზდა ზუკა
-კი, აი თავიდან ძაან არ ევასებოდი, ეს ვინ ავიკიდეო
-რატომ ატყუებ ნინა?
-აი, ეგრე არ იყო? შენც კარგად იცოდი ეგ და ყველამ. მაშინ ჩვენთვის პატარა ზუკაკო იყავი, რა ვიცოდი რა სიმპატიჩნი იზრდებოდი, თორემ მართლა მეექვსე კლასში დაგწერდით ჯვარს
-ისე, თითქმის შენ დაწერე ამათ-წარბი ამიწია ელენემ
მე სკოლის დამთავრება გამახსენდა და გამაცია
-მუღამზე ვიყავი
-იმდენად მუღამზე იყო, ანანო შეაგულიანა, გაყევი, სანამ დროაო და ამ შტერმაც დაკრა ფეხი!-უხსნიდა ელენე სანდროს
-ელენე ნუ ხარ უჟმური! აბა, რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ კიდე ერთად-გაეცინა თიკას
-შენ ხმას ნუ იღებ.
მე და ელენე ჩავბჟირდით...
-თიკა შენ მართლა ისეთი ცუდი ბავშვი იყავი, არ გაგვახსენო! შაბათ-კვირას ამასთან ვიკრიბებოდით და მთელი კვირის დაგროვებულ საჩუქრებს, ძირითადად შოკოლადებს ვჭამდით
-ვჭამდით არა, შენ და ანანო ჭამდით, ვერ ვიტან შოკოლადს
დავიჯღანე მე
-უჯიშოა ეს გოგო-ხელი ჩაიქნია თიკამ
სანდრო ჩაბჟირდა...
ზუკამ ჭიქები შეავსო და დავლიეთ
-ისე, ამათი ქორწილიდან სულ სხვანაირები მახსოვდით-დაიწყო სანდრომ
-როგორები?
-იმენა, მიგყავდათ ქორწილის პალაჟენია
-კი, თაიგულზეც მაგარი ჩხუბი გვქონდა-სიცილი აუტყდა თიკას
-რა გინდოდა, რას იჭერდი?
-ეგრე აგიხდეს ყველაფერი-გაეცინა ელენეს
-სამაგიეროდ, ჩემთან შენ დაიჭირე. ომის გეშინოდეს-ჭიქა მომიჭახუნა თიკამ
-ღმერთო, მიშველე-ვთქვი და დავლიე
-აი, ჩემო სანდრო... ასე მაგიჟებენ დაახლოებით 16 წელია!-ღრმად ამოისუნთქა ზუკამ
-მაგარს გვიძლებ-ვუთხარი მე
-ძალიან მაგრები ხართ ოთხივე
მეწყინა, რომ არ გამომარჩია.
მაგრამ ასე სახალხოდ არ იცოდა.
მაინც მესიამოვნა. ჩემთვის ჩამეღიმა, არ გამოპარვია.
მერე ნელ-ნელა ელენე აწუწუნდა, წავიდეთო. ჯერ 12 საათი იყო. თიკაც აყვა. მე არსად წასვლა არ მინდოდა. ვერ ვიტანდი ნახევრად-მთვრალ პოზიციაში რომ მტოვებდნენ. ზუკამ და ანანომ ბევრი იჩალიჩეს, რომ როგორმე მე და სანდრო მარტო დავეტოვებინეთ.
არ მახსოვს, როგორ, მაგრამ გამოუვიდათ.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. სანდრომ სასმელი დაამატა. ეს ჩემ გამოთრობას აპირებდა, უეჭველი... მე გამეცინა
-რა იყო, დანებდი?-მკითხა გამომცდელად
-არანაირად!
-ჯერ მეც ვერ მჯობნი, ასე არ გამოვა
-პირველად ვნახე ფეხბურთელი სვამდეს-ვეცადე, როგორმე ის ჭიქა ხელიდან გაეგდო
-როცა ვისვენებ...თან აქ ვინ მხედავს?
-და ვის ატყუებ?
-არავის
-შენ თავს
-კარგი არ დავლევ-ჭიქა დადო და მომაშტერდა
-დალიე!
-არ დალიოო, შენ არ მეუბნები?
-ეგ როდის გითხარი?
-ირიბად მითხარი
-დალიე, სანდრო
-მადლობთ, რომ ნება დამრთეთ!
-არაფრის-თვალი ჩავუკარი და ჭიქა მივუჭახუნე-შენ გაგიმარჯოს
_ჩვენ
შემისწორა სანდრომ და ჭიქა გადაკრა. მე თავბრუ დამეხვა.
-მე შენი დავლიე
-მე ჩვენი
-ნუ მეჯიბრები!
-აბა რა ვქნა?
კითხვას არ ვუპასუხე. მიმიხვდა დუმილს...ჩემკენ მოიწია და შუბლზე მაკოცა. გავინაბე...
ხმის ამოღების სურვილი საერთოდ დამეკარგა.
-პირველად რომ გნახე, წლების წინ იყო. ზუკას და ანანოს ქორწილში. მაშინ დამამახსოვრდი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყავი. მაგრამ დღეს გიყურებდი და მივხვდი, რომ აი, ასეთი ბუნებრივი, უმაკიაჟო...ისეთი ლამაზი ხარ. უფრო დიდი ხარ ახლა, მაგრამ უფრო ბავშვური, გულთან უფრო ახლოს ხარ. ეს ჭორფლებიც მზეზე რომ გაყრის, ისე გიხდება, გახუნებული თმები. თვალებიც რაღაც სხვანაირად გიბრწყინავს. ვინმეს უთქვამს, რომ საოცრება ხარ?
-სანდრო...
-მითხარი, არ უთქვამთ?
-ასე, არა...
-მეშინოდა, ვინმეს არ დაესწრო, მაგრამ ამას ვერავინ ვერ გეტყოდა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლიე ერთნაირად დაგინახოს
-შენ როგორ მხედავ?
-ზუსტად ისე, როგორც გითხარი... ბევრს ნიშნავ ჩემთვის ნინა, ვერ დაგაჯერე ეს...
-მე არადროს არ მითქვამს, რომ არ მჯერა
-არც ის გითქვამს, რომ გჯერა
-აუცილებელია გითხრა? ვერ ხვდები? ვერ გრძნობ?
-ხანდახან სიტყვებიც საჭიროა.
-ვიცი და მე მართლა მჯერა
-მოგენატრები?
-ძალიან
დაუფიქრებლად ვუთხარი
-იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისთვისაც აქ ჩამოსვლა ღირს
მითხრა და ჭიქა გამოცალა.
მე ტირილი მომინდა.
-საუკეთესო ზაფხულია
-ზაფხულს გაუმარჯოს
-და ბათუმს
-ღამის ბათუმს
-შენთან ერთად
-ჩვენთან-შევუსწორე მე
-ხედავ? აღარ მეწინააღმდეგები
-არც გეწინააღმდეგებოდი
ავნერვიულდი და სიგარეტს მოვუკიდე.
-სმა ხომ დამაწყებინე, ამ ფეხბურთელ კაცს და იმედია მოწევასაც არ დამაწყებინებ
მე სიცილი ამიტყდა და უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
-გავიდეთ გინდა?
-მინდა
-რომელია?
-2ის ნახევარი
-კარგი დროა
-რისთვის?
-ზოგადად
თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავედით.
ქუჩა დაცარიელებულიყო.
მოვუყვებოდით ქვაფენილს და ვლაპარაკობდით
-ყველაზე მეტად არ მინდა სახლში გაბრუნებდე
-არსად არ მივდივარ
-ვიცი.
-შენ მიდიხარ
ვუთხარი ისე, თითქოს მწყინდა
-ეგრე ნუ მეუბნები-შეწუხდა სანდრო
-მანძილი მართლა არაფერია?
-მანძილი ყველაფერია, გააჩნია რამდენის გაძლება შეგიძლია ადამიანს
-გააჩნია რისთვის უძლებ
-სიყვარულისთვის არაფერია
სიყვარულის ხსენებაზე დამიარა...
ყველაფერი გამეყინა, მერე ერთიანად მომაწვა სიმხურვალე და ტვინი ამიდუღდა.
ტუჩზე ვიკბინე, რომ არაფერი მეთქვა, თორემ აუცილებლად მამხელდა სანდრო.
მე კი არ მინდოდა გაეგო ჩემი გრძნობები.
არ ვიცი, რატომ არ მინდოდა.
ალბათ, ჩემ თავსაც ვერ ვუტყდებოდი.
სიყვარულში?
პირველ ნაბიჯს, ახლა მე ვერ გადავდგამდი.
პირველად ვიყავი ასე შებოჭილი.
ალბათ, ან ზედმეტად თავისუფალი,ხარ ან ზედმეტად შებოჭილი, როდესაც გიყვარს.
შუალედური მდგომარეობა არ არსებობს
-რაზე ფიქრობ?
-შენზე
გაუხარდა, რომ არ მოვატყუე
-პირველად გავიგე ამ კითხვაზე, გულწრფელი პასუხი
-ბევრჯერ დაგისვამს?
-არა
-მე არასდროს
-მე შენ გარდა ვერაფერზე ვფიქრობ
-რას ფიქრობ?
-რასაც შენ
-შენ რა იცი...
-ვიცი
მითხრა და ჩამეხუტა.
-და რას ფიქრობ?
ალბათ სასმელმა გამათამამა
-მართლა გინდა იცოდე?
არაფერი ვუპასუხე.
მეტყოდა და იმიტომ.
გაეცინა, მიხვდა რატომაც არ ვუპასუხე და მაინც გაიგებო მითხრა.

* * *
სანდრო ცინცაძეზე და ნინა ყიფშიძეზე მთელი ქალაქი კი არა, ქვეყანა ლაპარაკობდა.
მათ თბილისში დაბრუნებას
თან როგორ?-ახალი სტატუსით, არავინ ელოდა.
სანდრო გიჟდებოდა. უნდოდა ყველას ცოდნოდა, რომ ნინა უყვარდა.
ეს პირიქით, ეჩხუბებოდა, ზედმეტი ხმაური არ მინდაო.
მარტო ამ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.
ეცინებოდა ორივეს.
თუ სანდროსთან არ იყო ნინა, მაშინ სანდრო იყო ნინასთან.
ცოტა დრო ჰქოდათ...
ძალიან ცოტა, მაგრამ არაფერი ეტყობოდათ.
არ დაშორდებიანო, ამათზე იტყოდით.
ისეთი ბედნიერები იყვნენ.
არც კი ჩხუბობდნენ.
აი, საერთოდ არ კამათობდნენ.
არავინ არ თქვას, ჩხუბსაც „მუღამი“ აქვსო.
„მუღამზე“ მოყვანა არ ჭირდებოდა არცერთს ურთიერთობაში.
აღმერთებდა სანდრო.
ხანდახან ვერ იჯერებდა, რომ მისი იყო. თითქოს თავისი თავისთვისაც არ ემეტებოდა.
ხშირად იჯდა და ჩაფიქრდებოდა ხოლმე.
მარტო ნინაზე და ყველაფერი ავიწყდებოდა, არაფერი აღარ ესმოდა. სანამ ვინმე მაგრად არ შეაჯანჯღარებდა ფიქრებიდან ვერ გამოდიოდა.
ერთხელ თქვა ჩემი წარსული ცხოვრება არაფერი ყოფილაო.
ცხოვრებას ახლა ვიწყებ, დღეიდანო და მაშინ გამოუტყდა ნინას.
თუმცა ამის გარეშეც ყველაფერი ნათელი იყო.
ნინას ბევრი არ უფიქრია.
უფიქრია კი არა, დაუფიქრებლად იყო. დაუგეგმავად...ნინა არასდროს მალავდა გრძნობებს, არავისთან.
სანდრო ერთადერთი იყო.
ისეთი, როგორიც ნინას სჭირდებოდა.
უარყოფითს ვერ გაიგებდით.
მარტო კარგი ხმები დადიოდა.
დადიოდნენ, ბედნიერები და ყველა უყვარდათ.
სანდრო და ნინაც ყველას უყვარდა.
დაუჯერებელი ამბავი იყო.

* * *
-შენ ყოფილხარ უნამუსო!!!
-კარგი რა დედა-გამეცინა მე
-არა, რას მიმალავ, რომ მიმალავ? ეგრე შორს ვარ?
-დედა, როდის დაგიმალე?
-აბა, რას ქვია, ვერ მოვიცალე და ვერ გითხარი
-აუ თეა!-სიცილს ვაგრძელებდი მე
-მოსაკლავი ხარ ნინა! ვუთხრა მამაშენს-დამემუქრა უიმედოდ თეა
-კაი დედა, სხვა რამეზე მელაპარაკე
-მაგიტომაც არ ჩანდი ხო მთელი ზაფხული? მეც არ ვთქვი, ეს ჩემი შვილი სად დადის ამდენს, დღეში ერთხელ ძლივს რომ მირეკავს მეთქი? თურმე სად ცხოვრობ, თეა! სა ცხოვრობ!!!
-ხოდა ჩამოდი მომხედე, თორემ წავედი ხელიდან
-შენ ჩამოდი, არ დაიღალე?
-რა ჩამომიყვანს მანდ, სადაცაა შვილი გაგითხოვდება და აქეთ ჩამოდი-ვეხუმრე მე
თეა კამერაში გამოძვრა
-ნინა არაფერი დააპირო! არ შემარყიო
ამ სცენის დანახვაზე, ერთიანად ჩავბჟირდი, სული ვერ მოვითქვი
-ნინა მეთქი!!!
მე სიცილს ვაგრძელებდი
-ნინა ნუ გამაგიჟე!!!
-ვაიმე, ვიხუმრე!-სიცილს ვერ ვწყვეტდი მე
-არ გიხუმრია!
-ნუ ხარ პანიკაში, მართლა ვიხუმრე
-არ იხუმრებს და ვისი აჯობებს!
-დედა!!!!
-კაი დაგირეკავ საღამოს, დამიმთავრდა შესვენება. მერე იქნებ კეთილი ინებო და გამაცნო ვაჟბატონი
-დაგუგლე და გაიცანი
-დაგგუგლავ ახლა მე შენ!
მითხრა და ტელეფონი გათიშა.
მე ისევ სულელივით ვიცინოდი.
გადარეული ქალია.
შოკი პირდაპირ...
სანდრომ დარეკა
-ჰოუ
-რა იყო, 1 საათია გირეკავ, მშვიდობა გაქვთ?
-თეას ველაპარაკებოდი
-მერე, რაო?
-არაფერი, ვიცინე კარგად
-ნინ, გამოგივლი სადღაც 15 წუთში
-რა ხდება?
-რამე უნდა ხდებოდეს?-ინტონაციით მივხვდი, როგორ გაეღიმა
-რაღაც ოფიციალური იყავი
-ნუ სულელობ
-კაი, მალე მოდი, უკვე დავიღალე ლოდინით!
-გკოცნი
-ნაყინი წამომიღე!!!

* * *

* * *
-როგორ მინდა მოდიოდე ნინა
-სანდრო, ხომ იცი, არ შემიძლია...
-წამოდი რა...
-ნუ მთხოვ
-ვერ გავძლებ უშენოდ
-გავძლებთ
თვალები ამემღვრა მე
-ეგრე ნუ მიყურებ-გაეცინა და თავზე მაკოცა
-ეგ დროც მოვა
-მაინც მინდა, რომ მოდიოდე
-მეც მინდა

* * *
სანდრო 2 სექტემბერს გაფრინდა, გამთენიისას.
აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ამბობდნენ გაცილება უარესია.
ეს საშინელება იყო.
როცა წარმოდგენა არ გაქვს, როდის ნახავ. 1 კვირაში, 1 თვეში, თუ...? არ ვიცი. არ ვიცოდი და არავინ არ იცოდა.
ვერ ვაიძულებდი ხანდახან 2 დღიანი შესვენებისას ეგრევე ბილეთი აეღო და გამოფრენილიყო.
გადაიღლებოდა.
უნდა გამეგო. ვერ გავუძლებდი, მაგრამ უნდა გამეგო.
არ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არ შემეძლო, რომ ვნერვიულობდი. არ მინდოდა მეტირა... იმიტომ, რომ ვიცოდი, წავიდოდა და ინერვიულებდა.
და მერე რომ ვეტყოდი, არ ვნერვიულობ მეთქი, აღარ დამიჯერებდა. რომ ვეტყოდი კარგად ვარ მეთქი, ეჭვი შეეპარებოდა.
ამიტომ ბოლო ნაბიჯებამდე ვითმინე ყელში მობჯენილი ცრემლები. მაგრამ თვალებზე ალბათ ყველაფერი მეტყობოდა.
სანამ საბოლოოდ გავუშვებდი ხელებს, ჩუმად ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო, ჩუმად მითხრა-მანძილი არაფერია, თუ გიყვარსო...თვალებზე მაკოცა, შუბლზე, კისერში...ჩამეხუტა, წავიდა...
სანდრო თვალს რომ მოეფარა, ელენეს ჩავეხუტე და მერე ავტირდი.
იმ ღამეს ყველა ჩემთან დარჩა.
ზუკა და ნიაც კი.

* * *
-თეა და გიორგი რაც ჩამოვიდნენ, გეფიცები სახლში გაშალე სუფრა, აალაგე ნინა სუფრა, ნინა ჭურჭელია დასარეცხი, ნინა ის, ნინა ეს...დავიღალე
-ჩამოდი დაგასვენებ
-მართლა წამოვალ და შალონ მერე სუფრები!
-რამდენი ხნით არიან?
-2 კვირით მარტო. 23ში მიდიან -მოვიწყინე მე
-ახლა რას არ მივცემდი, 2 კვირით მანდ ჩამოვიდე
-ან მე მანდ...თვის ბოლოს პრემიერა მაქ
-თქვენ ძაან ჩქარი ნაბიჯით მიდიხართ ხო?
-კი, აუ... შოკი ამბავი! ანანო რომ მეორეს ელოდება გაიგე?
-მართლა? აუ, რა მაგარია
-ჰო, მეც დღეს გავიგე ისე, შენ საიდან გაიგებდი-სიცილი ამიტყდა
-მაგათ რა დაეწევათ დაამუღამე
-სანდრო!
-რა იყო?-სიცილი აუტყდა-ისე მე გენში ტყუპები მყავს და შეიძლება მარტივად გამოვძვრეეთ
-ნუ აწყობ გეგმებს!
-ნუ ხარ უჟმურ ხასიათზე!
-არ ვარ სანდროო-გავიწელე მე
-აბა, რას მიიგნორებ სამომავლო გეგმებს
-არ გიიგნორებ, მართლა. დავეწიოთ და გავასწროთ არ მაქ პრობლემა-გამეცინა მე
-მომენატრე-მითხრა და ხმა ჩაეხლიჩა
მე ტირილი მომინდა
-ნინა!-ჩამკივლა კამერიდან-გითხარი ეგეთი სახით ნუ მიყურებ, დამნაშავედ ვგრძნობ თავს!
-რა გაყვირებს!-სიცილი ვერ შევიკავე მე-უბრალოდ ძალიან მენატრები და როგორც მინდა ისე გიყურებ!
-შენს იქით არაფერი არ არსებობს...

* * *
გოგოებს და თეას ბანანის ტორტი გამოვუცხვე. საერთოდ, ჩემს სახლში 2 ძალიან მაგარი ადგილი იყო:
პირველი-სამზარეულო-სადაც, სამწუხაროდ, სულ მე ვტრიალებდი, მაგრამ ძალიან მყუდრო ადგილი იყო, გასული დღის ჭორების მოსასმენად. ძირითადად ცუდ ამინდებში. მაგრამ ზაფხულისთვის და საღამოებისთვის იყო მეორე-აივანი-რომელზეც ჩემი საძინებლიდან იყო გასასვლელი და სადაც მართლა ძალიან ბევრი ღამე გვაქვს გათენებული გოგოებს.
ნუ, თუ თეა ჩამოდიოდა აუცილებლად სამზარეულოში იკრიბებოდნენ გოგოები და ვის ჭორავდნენ?-მე...
ამ დღესაც არ იყო გამონაკლისი. იმის მიუხედავად, რომ ოთხივე ჩემს ტორტს ჭამდნენ... აი, რომ არ გაფასებენ მაგის ბრალია!
-ხოდა, რას გეუბნები, ძლივს ჩამოვაღწიე ორი კვირით. ეს კიდე, შეყუჟულია მთელი დღე თავის ლეპტოპში, ან ტელეფონზეა ჩამოკიდებული-ყავა მიაწოდა თეამ გოგოებს
-ეგრეა, ეგრე. ჩვენ ბოლოს როდის ვნახეთ არც მახსოვს-აყვა თიკა
-თიკა, რა უნამუსობაა?-თვალები შუბლზე ამივიდა მე-გუშინ ღამე შენთან ხომ არ დავრჩი?
-კაი, ვხუმრობთ რას იგრუზები?-სიცილი აუტყდა ანანოს
-ანანო რას შვებიან პატარები?
-ნია უკვე ისე დარბის, ვერავინ ვერ ეწევა და იმდენს ლაპარაკობს, მგონი ზედმეტად განვითარდა და ეს მეორე ჯერ ვინაა, ეგეც არ ვიცით
-ყოჩაღ შენ. აჯობე ყველას. აბა ესენი, ბატები, სხედან მარტო
-რა გინდა თეა, რას გვათხოვებ?-სიცილი ამიტყდა მე
-სადმე ვახსენე გათხოვება?-გამიბრაზდა თეა
-ვაიმე, ჩემთან არ ახსენოთ არავინ-გაკაპასდა თიკა
-შენ ისიც გეყოფა, ერთხელ რა შარშიც გაყავი თავი
-ელენე, ერთხელ ძალიან გცემ
-ეგრე არ იყო?
-იყო, მაგრამ მე რა ვიცოდი?
-მერე, უნდა მიხვდე ვის მიყვები
-გნახავ, ვის გაყვები!
-ნუ თარსავთ ერთმანეთს
-არა, თეა, უთხარი ხოა ღირსი ამასაც ჩემნაირი საზიზღარი ქმარი შეხვდეს?
-არა, რატომაა ღირსი?-შეეცოდა თეას ელენე-მე იმას ვფიქრობ, მალე არ მომიწიოს ისევ ჩამოსვლა-მე გამომხედა
-ეჰ, ჩვენი ნინა სერიოზულადაა შეყვარებული
-რას მოვესწარით
-ნუ მაჭანკლობთ ამხელა ხალხი!
-რაო, გერმანიიდან როდის იქნება რეისები?
-ჯერ არა
მოვიწყინე მე
-აი, ხომ გეუბნებით!
-თიკა გამასწარი!!!

* * *
-რატომ არ იძინებ?
-არ მეძინება
-ნუ მატყუებ. თან დილით გაქვს რეპეტიცია
-მერე რა, არ მეძინება. შენც დაიძინე და მერე
-მანდ უკვე 2 საათია
-მერე რა, რაც მარტო დავრჩი ისევ, ვეღარ ვიძინებ ამ სახლში მარტო
-დაიტოვე მერე გოგოები
-არ რჩებიან!
-კაი, მე დავრჩები
-ეგრე ნუ ხუმრობ!
-რა გავაკეთო ნინა, როგორ გაგამხიარულო აბა. გინდა ჩამოვიდე? თუ გინდა ჩამოვალ და სულ დავანებებ ყველაფერს თავს
-ეგ რომ ოდესმე გთხოვო, უფრო არ უნდა ჩამოხვიდე. ახლაც იმიტომ ამბობ, რომ იცი, არ გთხოვ
-და რა გგონია, რო რამე, არ ჩამოვალ?
-...
-ნინა...
-რა იყო?
-რამე ეჭვები გაქ?
-არა
-აბა, ეგ გამოხედვა რას ნიშნავს?
დაიძაბა სანდრო
-არაფერს
-ნინა, მითხარი
-უბრალოდ, მენატრები
-ძალიან მალე გნახავ...
არაფერი ვუპასუხე
-ნინა...
-რა მოხდა?
-მე მეკითხები?
ისევ არ ვუპასუხე..
-კაი, წავედი რა...
-სანდრო...
-დაიძინე
მითხრა და ტელეფონი გათიშა.
წამი არ მძინებია.
მთელი ღამე გავათენე.
დილით უემოციოდ გავიარე რეპეტიცია და მერე მთელი დღე სახლში ვიყავი.


* * *
საღამოს ძლივს დამითანხმა ელენემ, რომ მასთან გავსულიყავი. სანდრო მთელი დღე არ მპასუხობდა, ისე ვიყავი ნერვებზე მოშლილი, გაჩერება შემეშალა და სხვაგან ჩამოვედი.
ფეხით წავედი ელენეს სახლამდე.
ნაუშნიკებიც მოვიხსენი და ტელეფონი ჩანთაში ჩავდე.
გარშემო ვიყურებოდი, ბანერი რომ მომხვდა თვალში :
„საქართველო-სერბეთი
29 ოქტომბერი 22:00
დინამო არენა“
ყურადღება არ მივაქციე, ისევ სანდროზე გავაგრძელე ფიქრი და ელენეს უბანსაც მივადექი.
მესიჯი მომივიდა.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეზარებოდა ჩანთის გახსნა მაინც ვნახე.
სანდრო იყო:“imaze male mnaxav, vidre warmogidgenia”
თავიდან ვერ ვიფიქრე...
მერე უცებ აზრზე მოვედი...
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სანდროს საქართველოს ნომერიც და გერმანიის ნომერიც ჩაწერილი მქონდა, თავიდან ვერ მივხვდი.
მაგრამ რომ დავაკვირდი, არ დავიჯერე.
გავხსენი და დავრწმუნდი-საქართველოს ნომერი იყო.
არ ვიცი, რატომ დავიწყე ტირილი...
მართლა არ ვიცი...
კუთხიდან სანდრო მოდიოდა.
აქ, ჩემთან...
მე კიდე-ვტიროდი.
იმიტომ, რომ მიხაროდა...ან იმიტომ, რომ სანდრო ჩემზე ნაწყენი არ იყო.
ან იმიტომ, რომ მართლა მეგონა, აღარ ჩამოვიდოდა.
-ასე არ გაგიხარდა?-სახე მოექუფრა, ჩემი ცრემლები რომ დაინახა.
მე მარტო ჩახუტების ძალა მქონდა შემორჩენილი.
მაგრამ მინდოდა ძვლები ჩამემტვრია ისე ჩავხუტებოდი.
რომ სულ დამრჩენოდა.
ბოლომდე გამყოლოდა.
სანდროს სურნელი პირველად დამიბრუნდა მაშინ.
პირველი ეტაპი მაშინ გადავლახეთ.
პირველად მაშინ გადავწყვიტე, რომ სულ მეყვარებოდა.
მერე რომ დავლაგდი, გავიაზრე...
ნაკრებში გამოიძახეს 29-ისთვის.
რამოდენიმე დღით იყო, მაგრამ რაც მთავარია-იყო!
მერე ხალხი ალაპარაკდა, სანდრო და ნინას მანძილი ვერასდროს დააშორებსო.
სანდროს თვალებში არაფერი შეცვლიაო.
უყვარსო, ამბობდნენ.
ვიცოდი, მიყვარდა და ვუყვარდი.
იმიტომ მიყვარდა, რომ ასე ვუყვარდი.
რომ ასეთი იყო.
მიყვარდა მთლიანად და მეტირებოდა.

* * *
სანდრომ ტრავმა მიიღო.
74 წუთზე, მოედნიდან გაიყვანეს.
მინდოდა ძვლებში დამემტვრია ის ვირი, ვინც სანდროს ასეთი რაღაც გაუკეთა. ჩვეულებრივ ფეხის მოტეხვაზე წავიდა. ძალიან გაუმართლა რომ მსგავსი არაფერი დაემართა.
სანდროსთან არ შემიშვეს.
პანიკა მქონდა.
სამედიცინო შემოწმებაზე ერთად წავედით.
წაშლილი ჰქონდა სახე.
საშინლად ნერვიულობდა. ხელს არ მიშვებდა. მე მაწყნარებდა.
ნერვიულობდა და მაინც მე მაწყნარებდა.
საბედნიეროდ დიდი ხნით არ იუქმებდა. რამოდენიმე თამაშის გამოტოვება უწევდა. მაინც სანერვიულო იყო. მოფრთხილება უნდოდა, რომ არ გაუარესებულიყო.
იმ მომენტში არავინ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ რამოდენიმე დღით გადაიდო სანდროს გერმანიაში გაფრენა.
-ყველაზე ცუდ მდგომარეობაშიც ჩნდება ისეთი რაღაც, რაც გაგახარებს-მითხრა სანდრომ-შენ რომ არ იყო, ხომ არ გამიხარდებოდა? არც გავჩერდებოდი, ჩავალაგებდი, წავიდოდი...
ჩავეხუტე და ჩემთან წავედით.

* * *
-არ მოვლენ გოგოები?
-არა, თიკას ძინავს, ელენე მუშაობს, ანანო და ზუკა ორჯონიკიძეებში არიან 2 დღეა
-აუ, წარმომიდგენია, როგორ უხარიათ-გაეცინა სანდროს
-ზუკას ბიძამისი ასმევს ალბათ ყანწებით
-უეჭველი, ეგ მეც მასმევდა, ზუსტად ეგრე. მერე რომ ვუთხარი ფეხბურთელი ვარ მეთქი, შემეშვა
-არ მჯერა, რომ შენ მაგდენის დალევა შეგიძლია
-მაგდენის მართლა არა-დანებდა სანდრო
-ვიცოდი!-მივიღე გამარჯვებულის გამომეტყველება
-ისე, შენ როდის უნდა მოხვიდე ცინცაძებში?
-სანდრო!!!
-რა იყო, მოკლედ ცოლად ვერ უნდა მოგიყვანო?-აუტყდა სიცილი
-ჩემი ცოლად მოყვანა თუ გინდა, აქეთ მოდი ყიფშიძეებში
სანდრომ აქეთ-იქით მიმოიხედა
-რავიცი, აშკარად ყიფშიძეებში ვარ, მაგრამ არავინ დამხვდა
მე თვალები დავაწვრილე
-აა, „დაჟე“ ამერიკაში ჩავიდე ხელის სათხოვნელად?
-თუ საჭირო გახდა, უნდა ჩახვიდე
-ეჭვი გეპარება, რომ ჩავალ?
-ეგრე არ გაწვალებ-ვუთხარი და ჩავეხუტე-ყავა მინდა
-გაგიკეთო?
-არა, იყავი
-არ მეზარება
-ვიცი
-მაშინ მეც მინდა
სანამ ყავას მოვიტანდი, სანდროს ჩაეძინა.
შემეცოდა ამ სავარძელში ოთხად იყო მოკეცილი და დაწექი მეთქი, არაფრით არ ქნა, აღარ მეძინებაო.
არადა, თვალებს ძლივს ახელდა
-ნუ მეპრანჭები!
-მართლა აღარ მეძინება
-მე მეძინება მაშინ
-მაშინ მეც
-სანდრო 2 წლის ხარ!
-მერე რა, მთავარია მიყვარხარ
-სანდრო
-ჰო
-შენ რომ ოდესმე ჩემთან აღარ იყო, მოვკვდები

* * *
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა.
სანდროს ეძინა.
თავი მისკდებოდა.
ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი.
ფანჯრიდან სანდროს ვუყურებდი.
ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორი ბედნიერი ვიყავი.
ხანდახან ძალიან მცირეც აბედნიერებსო, ამბობდნენ.
მცირე კი არა, სანდრო ყველაზე დიდი დამსახურება და საჩუქარი იყო, რაც ცხოვრებამ გამიკეთა.
სანდროსთან ყველაფერი შემეძლო.
ისე მიყვარდა, არ მჯეროდა.
ვუყურებდი და მეტირებოდა.
ასეთი იყო სიყვარული.
არაპროგნოზირებადი.
ყველას სხვადასხვანაირად შეეძლო, ყველა სხვანაირად გამოხატავდა.
ერთმანეთს არ ჰგავდა.
ჩემთვის სიყვარული სანდრო იყო.
მანამდე არასდროს ყოფილა და
არც ამის შემდეგ იქნებოდა რამე.
ალბათ იმიტომ, რომ მარადიულობის მწამდა.
ეს ერთხელ იყო.
ერთხელ და მორჩა.
ან სანდრო იქნებოდა, ან არავინ.
ეს ვიცოდი, ზუსტად.
არა ისე, როგორც ყველა ამბობს. ათას სიყვარულს გამოიცვლიან და ყველა „ის“ არის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდებოდნენ.
ასე არ ხდება.
„ის“ მხოლოდ ერთია.
სანდრო სიყვარული იყო.
სიყვარული-სანდრო.

* * *
სანდრო მეორედ გავაცილე.
ამის მერე უფრო ავირიეთ.
უფრო ვერ ვძლებდით.
სანდრო უფრო ხშირად ჩამოდიოდა.
როგორც კი თავისუფალი 1 დღე მაინც გამოუჩნდებოდა, მოდიოდა. ტელეფონის და პასპორტის ამარა მოდიოდა-ჩემთვის.
რომ ვეუბნებოდი, იღლები ძალიანთქო წყინდა, არ გინდა რომ ჩამოვიდეო და ვეღარაფერს ვამბობდი.
ძალიან ვიზრდებოდით ურთიერთობაში.
პრობლემები თითქმის არ გვქონდა. ოდნავადაც არ ეჭვიანობდა ჩემზე. მე კიდე მერე ძალით დავიწყე რაღაცეების მოგონება. ეცინებოდა, ძალით რომ მაეჭვიანებო.
მიხაროდა, რომ ასე მენდობოდა.
ვიცოდი, რომ ერთადერთი იყო.
სანდრო ცინცაძე იყო ერთადერთი და ისიც მე მყავდა. ჩემთვის იდეალური იყო. ყველანაირად.
სასწაული იყო.
შემეძლო სულ სანდროზე მელაპარაკა. არ დავასრულებდი. არიან ადამიანები ვისაც უბრალოდ ცუდ მხარეს ვერ უპოვნი, ვერ ნახავ, შანსი არ არის...
სანდრო ერთადერთი იყო და მეამაყებოდა.

* * *
საშინლად გადატვირთული გრაფიკი მქონდა.
2 ახალ სპეკტაკლს ვდგამდით. პარალელურად ფილმის გადაღებებიც მიმდინარეობდა. თეატრში დღისით ვიყავით. ფილმის სცენარში კიდე ძირითადად ღამის სცენები იყო და გადაღებები საღამოს 9 საათიდან იწყებოდა.
სახლში გამთენიისას ვბრუნდებოდი.
დღეში ალბათ 3-4 საათი მეძინა.
ისე გადავიღალე, გავხდი. ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა.
ელენეს სულ ჩხუბით დავყავდი ანალიზებზე.
სანდროც მიმეორებდა, რომელიმე დათმე, სულ გაფითრებული ხარო.
ყურადღება სანდროსაც მოვაკელი.
ეს, პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი?
მინდოდა ეს „დანაშაული“ როგორმე გამომესყიდა.
მართლა არ ვიცოდი, თბილისიდან-გერმანიაში როგორ უნდა გამეხარებინა ადამიანი.
ერთი სპეკტაკლის პრემიერა რომ ჩავამთავრეთ, ცოტა ამოვისუნთქე.
1 კვირაში გადაღებებიც მორჩა და მერე ჩემი ძილის რეჟიმი ისევ დაუბრუნდა მინიმუმ 8 საათს.
გამოძინების შემდეგ პირველი რაც გავაკეთე, თეატრიდან 1 კვირით დავეთხოვე, მერე
აეროპორტში წავედი და ბილეთი ავიღე.
5 დღეში სანდროს დაბადების დღე იყო.
სანდროს ამ 5 დღეში 2 თამაში ჰქონდა, თავზე საყრელი საქმე, ვარჯიში, ჭამა, ძილი, ვარჯიში, ჭამა, ძილი...
დაბადების დღე არ ახსოვდა და ჩემ შესაძლო გამოჩენას გერმანიაში საერთოდ ვერ წარმოიდგენდა.
უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, რომ როგორმე სანდროს მისამართი გამეგო.
აქამდე არასდროს მიკითხავს, რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა.
ზუკა ჩავრთე ამ ამბავში.
მოკლედ, გიჟივით ჩავედი გერმანიაში.
მაქსიმალურად დავძაბე გონება და შევეცადე გამეხსენებინა 5 კლასში გერმანულს რომ ვსწავლობდით რამე სიტყვა მაინც.
დიდი ძალისხმევის შედეგად, იმ სახლში, სადაც სავარაუდოდ სანდრო ცხოვრობდა ერთ-ერთ „მეზობელს“ ავუხსენი ვის ვეძებდი. ჩემი საცოდავი გერმანულის შემყურე ძალიან დაიბნა და მერე ინგლისურად დამელაპარაკა. მე თვალები გამინათდა და სწრაფად მივაყარე.
5 სართულზე, 36 ნომერში აზრზეც კი არ იყო, ვინ დაუკაკუნებდა...
კარები ჩამოვიღე...
მერე ჩემი ბედი მიწასთან გავასწორე.
ბოლოს საკუთარ თავს დავუწყე ჩხუბი, „ახლა ხომ ვარჯიში აქ“, „ალბათ საყიდლებზეა“, „იქნებ ძინავს? დაიღალა“ და ა.შ
თუმცა საკეტის ხმა გავიგე და გამარჯვებულის გამომეტყველება მივიღე.
სანდრო მართლაც რომ ახალი გაღვიძებული იყო და ჩემ გარდა მართლა ყველას ელოდა.
ალბათ მაიკლ ჯექსონსაც-საიქიოდან!
ვერ გამოფხიზლდა.
ვერ დაიჯერა.
ჯერ მე შემომხედა, მერე ჩემოდანს, მერე ისევ მე.
სახეზე ხელები აიფარა და მეჩვენებაო...
მე რა თქმა უნდა-ვიტირე.
იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით სენტიმენტალური გავხდი.
ამდენი მონატრებისგან, სულ მეტირებოდა.
ხანგრძლივი განშორებები არ შემეძლო.
ან უბრალოდ სანდროს გარეშე არ შემეძლო.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მანძილი არაფერია-თუ გიყვარს.


* * *
დილით ძალიან ადრე გამაღვიძა სანდრომ, რომ არა შუბლზე მისი ტუჩები, ალბათ ადგილიდანაც ვერ გავინძრეოდი...
-რა ხდება?-თვალები არ გამიხელია, ისე ვკითხე
-ვარჯიშზე მივდივარ, წამოგიღო რამე?
-რომელი საათია? მარტო მიდიხარ? მე?-დავაყარე კითხვები
-იყავი, ჯერ შვიდია
-გაგიჟდით?-ვთქვი და თავი წამოვწიე
-ხოდა იყავი, გამოძინე
-რაღა დამაძინებს-ვუთხარი ბავშვივით
-მალე მოვალ, ხო გინდა, ზეგ მაგრად ვითამაშო?
-მინდა-ვუთხარი და ვაკოცე
-ხოდა, წავალ და სანამ შენ გაიღვიძებ, მოვალ
_რომ გავიღვიძო და არ დამხვდე, მეწყინება
ვუთხარი და გადავბრუნდი
-სულ დაგხვდები
ისევ სანდროს ტუჩები შუბლზე და ჩამეძინა.

* * *
ეს იყო ყველაზე გიჟური 1 კვირა ჩემს ცხოვრებაში.
24 საათი ერთად ვიყავით.
სახლში, გარეთ, ვარჯიშზე, თამაშებზე...
1 კვირით სანდროს პირადი აგენტი გავხდი.
ერთმანეთის გარეშე ნაბიჯი არ გადაგვიდგამს.
ისიც არ ვიცოდი, სანდრო ასეთი პოპულარული თუ იყო ჰამბურგში და მთელ გერმანიაში.
ამაში მაშინ დავრწმუნდი, მეორე დღეს პაპარაცებმა 1000 ფოტო რომ გადაგვიღეს. იმ წუთას ალაპარაკდნენ.
სანდრომ ყველა გამაცნო. მწვრთნელით დაწყებული, ბურთის მომწოდებელსაც კი ვიცნობდი.
მიხაროდა, რომ ასე ამაყობდა ჩემით.
ყველგან ლაპარაკობდა, როგორ ვუყვარდი და ვგიჟდებოდი ბედნიერებისგან.
ის 1 კვირა ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა.
საქართველოშიც და გერმანიაშიც.
თავი ზღაპარში მეგონა. არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.
ბედნიერი ვიძინებდი და ვიღვიძებდი. მინდოდა, ყველას გაეგო, რომ ძალიან მიყვარდა, რომ ვგიჟდებოდი.
იმ ერთმა კვირამ ყველაზე საოცარი დღეები შემოგვინახა.
არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი.
არასდროს ყოფილა ღამეები ასეთი ლამაზი და დღე ასეთი ნათელი.
სანდროს პირველი დაბადების დღე აღვნიშნეთ ერთად.
მხოლოდ ჩვენ ორმა.
არასდროს მიცხოვრია სანდროს ცხოვრებით.
პირველად ყველაზე ბედნიერები ვიყავით.
ემოციების ქვეშ დავტოვე გერმანია.
წვიმდა, რომ მოვდიოდი.
ძალიან მინდოდა, ფრენა გადადებულიყო.
თუნდაც რამოდენიმე საათით.
მაგრამ ცხოვრება ალბათ საკმარისს გვაძლევს.
მთავარი იყო რომ ეს ერთი კვირა გამოვიდა-მოხდა.
მთელი კვირა სანდრო შევაწუხე კითხვით „ხომ გაგიხარდა?“ და ის არ იღლებოდა ჩემი პასუხით.
ღმერთო, როგორ მიყვარს...
ვფიქრობდი და ვიძირებოდი.
თვითმფრინავში წამით არ მიძინია.
ყველა დღეს ვიხსენებდი, განსაკუთრებულად.
ყველაფერი განსაკუთრებული იყო.
მთელი ჩემი ცხოვრება ამ დღისთვის ღირდა.
ყველაფერი იყო სანდრო.
ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ყველაფერი იყო. არ შემეძლო ყოველ ჯერზე არ აღმენიშნა.
გერმანიიდან სულ სხვა ჩამოვედი.
ამას ყველა ამჩნევდა, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი და უსასრულოდ ბედნიერი.
ერთადერთი რაც მაწუხებდა, სანდროს შორს ყოფნა იყო.
მაგრამ მანძილი არაფერია-თუ გიყვარს.
თუ გიყვარს-შეგიძლია
თუ გიყვარს-გადალახავ
თუ გიყვარს-გაუძლებ
თუ გიყვარს-შეუძლებელს გააკეთებ
თუ გიყვარს-შეეგუები
თუ გიყვარს-აპატიებ
თუ გიყვარს-დაუთმობ
თუ გიყვარს-არ დაუშავებ
თუ გიყვარს-ბოლომდე დაელოდები
თუ გიყვარს-არ მიატოვებ
თუ გიყვარს-ვერასდროს გადაიყვარებ.
მე ამის მჯეროდა.
მიყვარდა და სანდროს ვერასდროს გადავიყვარებდი.

* * *
ჩემი ფილმის პრემიერა გაზაფხულზე იყო. სანდროს საშინელი გრაფიკი ჰქონდა და ვერ ჩამოვიდა.
არ მწყენია.
ასეთი რაღაცეები არასდროს მწყინდა.
ან რა იყო საწყენი? თვითონ წუწუნებდა, მნიშვნელოვან მომენტებში მინდა შენთან ვიყოო.
ვამშვიდებდი, რომ არ მინდოდა ამით საქმე გაეფუჭებინა.
მაინც დამადგა პრემირაზე.
საღამოს ჩამოფრინდა და მეორე დილით უკან გაფრინდა.
გიჟია, არა?
აეროპორტში პირზე კოცნით იცნობდნენ უკვე.
ყველაზე მეტად მიხაროდა, ჩემით რომ ამაყობდა. როგორ მაფასებდა, გაფაციცებული ვუსმენდი, თითქოს პირველი კრიტიკოსი ყოფილიყო.
ისიც ასე იყო, როცა მის თამაშს ვაფასებდი.
პრემიერას ძალიან ბევრი ცნობილი პირი ესწრებოდა. ნახევარი დარბაზი საზღვარგარეთიდან იყო მოწვეული.
რაღაც შემოთავაზება მივიღე-ფილმის.
ძალიან მაგარი პროექტი იყო. თითქმის სულ ცნობილი მსახიობები იყვნენ cast-ში. ანაზღაურება უმაღლესი იყო, მაგრამ ამისთვის არც ერთი როლი არ მითამაშია, უბრალოდ იმხელა ციფრები იყო, აღსანიშნად ღირდა.
სანაცვლოდ რამოდენიმე თვით „სამშობლოში“ უნდა დავბრუნებულიყავი და თეატრშიც ახალ სპეკტაკლზე უარი უნდა მეთქვა.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
თეამ და გიორგიმ რომ გაიგეს, ჩამკივლეს, უარი არ თქვაო. მათთვის ყველაზე მომხიბვლელი ფაქტი ის იყო, რომ მათთან ვიქნებოდი.
გოგოებმა დაფიქრებაც არ ღირსო, მაგრამ მე ვყოყმანობდი.
არ ვიცი ზუსტად რატომ.
მაგრამ ასე იყო.

* * *
ძალიან გამიჭირდა სანდროსთან დალაპარაკება. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მშვიდად ავუხსენი, მაგრამ არაფერი უთქვამს.
დავიძაბე, ალბათ ეს უცნაური წინათგრძნობა ამიტომ მქონდა, რომ მერე ასე გამართლებულიყო, არ ვიცი...
-სანდრო
-ჰო
-არ მისმენ?
-კი, მოგისმინე
-მერე?-ხმა გამიწყდა მე
-არ ვიცი, ნინა... როგორც შენ გინდა ისე გააკეთე
-ეგ რა პასუხია?-მეწყინა მე
-მე რომ სხვა ქვეყანაში შემომთავაზონ კონტრაქტი, მეტყვი არ წახვიდეო?
-რატომ უნდა გითხრა?
-აბა, მე რა გითხრა? ჩემგან რას ელი?
-რჩევას სანდრო...
-ნინა ეს შენი პროფესიაა და როგორც პროფესიულ წინსვლას მე ხელს ვერ შეგიშლი, წადი
-მაგრამ არ გინდა, რომ წავიდე?
არაფერი მიპასუხა
-რატომ არ გინდა?
-ნინა-ახსნა უჭირდა...
ლაპარაკიც.
საშინლად დავიძაბე.
პირველად დავიძაბე სანდროსთან...
-მე ისეთი სიხშირით, როგორც ახლა დავდივარ აქ, ამერიკაში რომ ვერ ვივლი, იცი ეს შენ
-რამოდენიმე თვეზეა ლაპარაკი. ხანდახან ისე გადის თვეები ისედაც ვერ გხედავ და რა მნიშვნელობა აქვს
-გინდა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა?
-არა, მაგას არ ვამბობ
-მაგას ამბობ. მნიშვნელობა არ აქვს ეგ დრო სად იქნები?
-აქვს, მაგრამ...
-აქვს-არ დამასრულებინა
-შენ არ ამბობდი, მანძილი არაფერიაო?
-მანძილი არაფერია, მაგრამ ეს წამებაა ნინა.. ამდენი ხნით განშორება, წამებაა...
-არ წავიდე?
-მაგას არასდროს არ გეტყვი
-ანუ გამოდის, რომ თუ წავედი რა? გკარგავ?
-ნინა...
-ეგ გამოდის სანდრო, მაგას მეუბნები ზუსტად
-იქ ერთ პროექტს მეორე მოყვება, მეორეს მესამე... აღარასდროს მოგინდება წამოვლა. როგორ ვიცხოვროთ გერმანიიდან ამერიკაში? ასე გვიჭირდა. მე მინდოდა, ზაფხულში რომ ჩამოვიდოდი, საერთოდ წამომეყვანე ჩემთან და ახლა...
-მაგაზე მგონი ადრეა ლაპარაკი
-არ არის ჩემთვის ადრე. ის 1 კვირა რაც ერთად გავატარეთ...ნინა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მარტო ყოფნა არ შემიძლია, თუ ვიქნები შენთან ერთად უნდა ვიყო. ახლა ჩვენ ეს რამოდენიმე თვე იცი რას გვიზამს? ძირს გამოგვილპობს, დაგვასახიჩრებს. ვერ გავუძლებთ
-გეშინია?
-რისი?
-რომ დავშორდებით?
-ფრთხილად ეგეთ სიტვებთან-თავი გაატრიალა სანდრომ
-კარგი, არ წავალ
-არა, ეგ არ თქვა მეორედ. მე არასდროს არ გადაგიწყვიტავ მაგ საკითხს, ეს კარგად იცოდე.
-აბა, რა გავაკეთო სანდრო?
-მე ნუ მადებ ხელს ნინა! მერე არ მინდა თქვა, სანდროს არ უნდოდა და არ წავედიო
-ამდენი სისულელე ერთად როგორ მოიფიქრე?
-ასე...
-შენ არ მეუბნებოდი სულ, პროფესიული ზრდა აუცილებელია?
-აუცილებელია, მაგრამ შენ არ წამოხვალ გერმანიაში... და ვერც მე წამოვალ ამერიკაში
-ანუ?
-ანუ არც შენ დათმობ და არც მე. ფიზიკურად ვერ დავთმობთ ვერცერთი
-ვერაფერი გავიგე
არაფერი მიპასუხა.
მე ტირილი მომინდა.
-სანდრო, არ წავიდე?
-ნინა, ნუ მეკითხები-ხმამაღლა მოუვიდა. მე დავმუნჯდი.
შემეშინდა.
ყოველთვის მეშინოდა ამ დღის, როცა სანდროსთან ვიქნებოდი და ვეღარაფერს ვეტყოდი. როცა გაურკვევლობა ძირფესვიანად მომიღებდა ბოლოს.
როცა პასუხებიი არ მექნებოდა.
ტირილი მომინდა.
მინდოდა ჩავხუტებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენ შორის დიდი კედელი იყო აღმართული.
არაფერი შემეძლო.
არაფრის თქმა.
სანდრომ შუბლზე მაკოცა და წავიდა.


* * *
გაანალიზებული არაფერი არ მქონდა. ვერაფერს მივხვდი, სანამ სანდრო ისე არ გაფრინდა, რომ არცერთხელ მოსულა და არცერთხელ არ დაურეკავს.
გაფრინდა უსიტყვოდ.
არაფერი აუხსნია.
არცერთი სიტყვა არ უთქვამს.
ცრემლები მახრჩობდა.
გაბრაზებული წავედი და კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
მერე ვინანე.
ვიცოდი, რომ ვინანებდი, არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც მოვაწერე.
ბევრი ვიფიქრე. მთელი დღე ვფიქრობდი. მინდოდა დამერეკა სანდროსთან.
გვიან დავურეკე, ღამით.
დაღლილი ხმა ჰქონდა, ან უბრალოდ...
-ჰო, ნინა
-კარგად იმგზავრე?
-როგორც გამაცილე, შესაბამისად
-ანუ?
-ანუ, არაფერი.
-მოვაწერე ხელი
-გილოცავ
ზედმეტი რეაქცია არ ჰქონია სანდროს.
ორივე გავჩუმდით.
ნახევარწუთიანი დუმილის მერე, სანდრომ ჩუმად მითხრა
-ამის გამო დამირეკე?
-მინდოდა, მცოდნოდა როგორ ჩახვედი
-ხომ გაიგე?
-კი
-ძილინების მაშინ და წარმატებები. გამიხარდება ნამდვილად
-სანდრო...
გამითიშა....

* * *
გავათენე.
აივანზე ვიჯექი გათენებამდე.
ასე საშინლად არასდროს არ ვყოფილვარ. პირველად ვიყავი ასე მარტო, ცუდად, დაუცველი, გაურკვეველი, დაღლილი...
ემოციებისგან დაცლილი. სუნთქვა მიჭირდა.
ყვირილი მინდოდა, ხმა არ ამომდიოდა.
მეგონა, იმ წუთას არ ვარსებობდი.
ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, ვერც ვტიროდი.
ვიჯექი და ვხვდებოდი, რომ რაღაც დასრულდა.
რომ რაღაც შეიცვალა.
რომ არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე.
სანდროზე ვფიქრობდი.
მარტო სანდროზე.
მთელი სამყარო გაჩერებული იყო ჩემთვის.
გონებაში ერთადერთი სახელი ტრიალებდა. იხსენებდა ყველა წამს, ყველა წუთს.
ტრიალებდა და არ ჩერდებოდა.
გავგიჟდებოდი.
ვიხსენებდი და უარესად ვხდებოდი.
ისევ, ისევ....
მე, სანდრო და ... მერე? მერე რა? მერე???
როგორ??
რანაირად?
კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
ყველაზე ძვირფას ადამიანთან დასასრულზე პასუხი არ მქონდა.
რა გავაკეთე?
ან რა გააკეთა?
გავგიჟდები.
ვფიქრობდი, ვერ ვისვენებდი.
დავურეკე, არ მიპასუხა.
ისევ, მაგრამ არაფერი.
უკანასკნელი ძალებით ავტირდი.
ვტიროდი, რომ ჩემი არსებობა როგორმე მეგრძნო.
ვტიროდი, რომ არ მოვმკვდარიყავი.
რომ გადავრჩენილიყავი.
ვტიროდი და არ ვიცოდი რა იქნებოდა.
მეგონა, გავგიჟდებოდი.
უბრალოდ, სანდროს გარეშე-გავგიჟდებოდი.

***
-აქ რა გინდა?
ის იმედები, რომ ჩემ დანახვაზე რამე შეიცვლებოდა, წყალში ჩამეყარა... გაფითრებული ვიდექი კარებთან და ვერაფერს ვპასუხობდი.
მეც არ ვიცოდი აქ რა მინდოდა. აქ რატომ ვიდექი, რატომ ჩამოვედი.
-უნდა გელაპარაკო
-შემოდი.
თავი დავხარე და შევედი. სანდრომ დამიჭირა და შემომატრიალა. ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.
ისე, თითქოს არ უნდოდა ემოციებს აყოლოდა. ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვერცერთი მივხვდით, რატომ გავაკეთეთ.
ამ სახლის სუნმა წარსულში გადამაგდო.
მთელი 1 კვირა გამახსენდა. გარშემო ყველაფერი დატრიალდა. წონასწორობა დავკარგე...
-კარგად ხარ?
სანდრომ წყალი მომიტანა
-ფრენის ბრალია-მოვიტყუე მე. სინამდვილეში მოგონებები ყელში მქონდა გაჩხერილი, ყვირილი და ყველაფრის აღიარება მინდოდა.
-ხომ კარგად ხარ?
უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
-ბოლოს ჩემთან ჟაკეტი დაგრჩა და წამოგიღე
-შენი იყოს
მითხრა დაუფიქრებლად.
მე თვალებთან მობჯენილი ცრემლების დამალვის მიზნით, თვალები დავხუჭე.
-კიდევ ბევრი რაღაც დაგრჩა
-რა დამრჩა?
-სათქმელი
ფანჯრისკენ გავტრიალდი, რომ სანდროს ჩემი არეული სახისთვის არ ეყურებინა.
-რა გინდა რომ გაიგო ნინა?
-არ ვიცი
-რისთვის ჩამოხვედი?
-არც ეგ ვიცი
-მართლა ჟაკეტის გამო?-გაეცინა სანდროს.
საერთოდ არ მეცინებოდა.
საერთოდ არ მქონდა გაღიმების სურვილიც კი.
მარტო ტირილი მინდოდა, დაუსრულებლად.
-თუ გინდოდა, სანამ წახვიდოდი, უბრალოდ გენახე?
-უბრალოდ?
-ხო, უბრალოდ...
-ალბათ.
-რა იყო, ისე ვერ წახვიდოდი?
_შენ რა იცი?
-ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, როდის მიდიხარ, რამდენი ხნით. ისე, როგორც ყოველთვის მე ყველაფერი ვიცი შენ შესახებ.
-მაშინ რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-რატომ დამშორდი?
-მე არ დაგშორებივარ ნინა
-აბა რა გააკეთე?
-მითხარი ამ სიტუაციიდან გამოსავალი
-სანდრო
-არა, მითხარი. მე ხომ გამოგყავარ უნამუსო ტიპი, მაშინ მითხარი შენ რას აკეთებ?
-მე ხომ აქ ვარ? ძალიან ბევრი იყო ეს დრო ჩემთვის, ხომ აქ ვარ?
-აქ რომ ხარ არაფერი იცვლება. აქ რომ ხარ უბრალოდ უფრო მეტად ვიტანჯებით ორივე, იმიტომ, რომ ყველაფერი მახსენდება და ვხვდები, რომ ახლაც ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ყოველთვის...როგორც სულ მეყვარები. მე ბევრჯერ მითქვამს, მხოლოდ ის მინდოდა, რომ გყვარებოდი. შენ თავს გეფიცები მე მეტი არაფერი არ მინდოდა. მე არ ვიცოდი, რომ სხვა წინააღმდეგობები დაგვხვდებოდა. ალბათ მე უნდა გამეგო თავის დროზე, რომ განწირულები ვიყავით. მერე ყველაფერი მახსენდება. ჩვენი ერთად გატარებული დრო და ვხვდები, რომ ამ გრძნობამ ისევ დამანგრია...
ისტერიული ტირილი ამივარდა.
სანდროს შეეშინდა.
წამოსვლა დავაპირე, არ გამომიშვა.
ასე ვერ წახვალო.
ჩავეხუტე.
უფრო მეტად ავტირდი.
მივდიოდი და მთავრდებოდა.
მივდიოდი ადამიანისგან, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე.
რომელიც თვითონ გახდა ჩემი ცხოვრება.
ვქრებოდი მისი ცხოვრებიდან.
ვხვდებოდით, რომ ეს ბოლო შეხვედრა იყო.
მაინც მივდიოდით და უკან არ ვიხედებოდით.
სანდროს თვალები აუცრემლიანდა.
შუბლზე მაკოცა, როგორც იცოდა.
წადიო მითხრა. ეს უიმედო ნუგეში მკლავდა. მიშვებდა თავისი ნებით
და
მეც ჩემი ნებით მივდიოდი.
საშინელებაა, როცა არ არის აუცილებლობა, მაგრამ ნებდები.
შეგიძლია და არ იჩოქებ.
გინდა და არ აკეთებ.
კვდები და გადარჩენაზე არ ფიქრობ.

* * *
მთელი გზა ერთ ადგილზე მიშტერებული ვიჯექი.
სანდროს ჟაკეტი არ გამიხდია.
არც მძინებია.
არც ვფიქრობდი.
არაფერი არ ვიყავი.
მართლა მეგონა, რომ ვკვდებოდი და ეს ბოლო იყო.

* * *
-არ შეიძლება ამის ამდენი ტირილი, მალე მოკვდები ნინა, ვერ გადაიტან!-მეჩხუბებოდა ელენე
-გოგო, ქმარი გამოვიგლოვე ცოცხლად, რა დაგემართა, 3 დღეში მიფრინავ, შენ კიდე ლოგინად ხარ ჩავარდნილი
-კაი რა თიკა...-აჩერებდა ანანო
-არა ანანო, ძალიან გთხოვ, არ შეიძლება ასე. მოკვდეს? გადაყვეს? რა გააკეთოს მეტი. ადგა და ჩააკითხა გერმანიაში, თავისი ფეხით...
-არ ვიცი, ვერცერთს ვერ გამტყუნებთ მე
-ვერც მე-ტირილს ვუმატე მე
-ადექი, ჩაიცვი
-კაი რა, თიკა
-ნუ, არ არსებობს ნინა.. აქ ვრჩები დღეს და არ დაგაძინებ, არ მოგასვენებ იცოდე. რას აკეთებ არ გრცხვენია მაინც?
-არა
-სადმე წავიდეთ რა
-ამ თვალებით ვერსად ვერ წამოვალ
-გამოიძახე რა ანანო რამე.. მთელი დღეა ამასაც არ უჭამია
-ყავა მინდა... აუ, არა ეგეც არ მინდა
ფეხზე ავდექი და სააბაზანოში შევედი. იქიდან უფრო მოსაწყლ ე ბული სახით გამოვედი და გოგოებს შევეხვეწე
-ბარგის ჩალაგებაში ხომ მომეხმარებით?

* * *


* * *
გზა ასეთი გრძელი არასდროს ყოფილა. გოგოებმა გამაცილეს მხოლოდ.
საშინლად ვიმგზავრე, როგორც ყოველთვის.
ერთადერთი რამაც ცოტა ყურადღება გადამატანინა-გიორგი და თეა იყვნენ.
ოჯახური იდილია იმდენად მონატრებული მქონდა, რომ მთელი დღეები თვალებში შევციცინებდი ორივეს.
მალე გადაღებებიც დაიწყო.
მე ყველაფერს შევეჩვიე და თავიდან დაიწყო.
ისე ვიყავი გამწარებული, ემოციებისგან დაღლილი...და არ ვიცი...
გამიმართლდა.
სანდროს სიტყვები ამიხდა. როგორც მითხრა ზუსტად ისე.
3 თვეში გადაღებები რომ დავამთავრეთ.
ორი ახალი პროექტიდან მომივიდა შემოთავაზება.
ორივეს დავთანხმდი. ამან ჩემი ამერიკაში ყოფნის დრო ორმაგად გაზარდა.
ყველა ბედნიერი იყო.
საერთოდ ყველა-უკლებლივ.
მილოცავდნენ, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება.
მარტო მე ვიყავი უხასიათოდ. იმიტომ, რომ ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ამის სანაცვლოდ წარსულს ჩავაბარე.
ასე გამოვიდა.
მე ძველი ნინა აღარ ვიყავი.
წარსულით ცხოვრება დავიწყე.
დღევანდელი დღე აღარაფერს ნიშნავდა.
თვალები აღარ მიბრწყინავდა.
არაფერს არ ვაკეთებდი.
უბედური ვიყავი მეთქი, ვერ ვიტყვი. მე ხომ ყველასთვის ძალიან წარმატებულად ვითვლებოდი.
მე გული მიკვდებოდა.

კვირა დღე იყო, ვისვენებდი...
თეას ველაპარაკებოდი და ლეპტოპში რაღაცეებს ვათვალიერებდი.
გვერდით ჩამოვყევი ნიუსებს...
წითელმა წარწერამ ჩემი ყურადღება მიიქცია „ქართველი ნახევარმცველისთვის ესპანეთის ორი დიდი გუნდი იბრძვის“
გახსნისთანავე სანდროს სურათი ამომივარდა. ქვევით ინტერვიუც იყო.
ვიბრძოლე-წამეკითხა, თუ არა... მაინც წავიკითხე...
სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობდა. ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა გუნდს, სად გაყიდიდნენ.
ამაზე არანაირი კომენტარი.
რომ წავიკითხე რამდენ ათას დოლარს სთავაზობდა ერთი გუნდი-მეორეს სანდროსთვის, თვალები შუბლზე ამივიდა.
მერე ჩემი ჰონორარი გამახსენდა
და სიმწრით გამეცინა.
ორივე წარმატებულები ვიყავით, ოღონც ცალ-ცალკე.
ალბათ ეს ავირჩიეთ...
ეს ავირჩიეთ?!

* * *
სანდრო ახალი სეზონიდან-ახალ კლუბში.
მე ზაფხულიდან ორ ახალ ფილმში...
დროებით საცხოვრებელი ქალაქიც შემეცვალა.
ცხოვრების რითმი თავდაყირა დამიდგა.
ხანდახან ვბედავდი და სანდროს თამაშებს ვუყურებდი.
ის კი არ ვიცი, ჩემი რომელიმე ფილმი ერთხელ მაინც თუ ნახა.
ანონსი მაინც.
თუნდაც თვალი მოეკრა შემთხვევით ტელევიზორში, ან ინტერნეტში.
საშინელებაა, როცა არაფერი არ იცი და ვერც მოკითხვას ბედავ.
ისევ ისე იწყებოდა ჩემი დილა.
ფინჯანი ყავით...
ორი ღერი სიგარეტით და
სანდროზე ფიქრით.
სანდრო ალბათ დგებოდა, ისიც ყავას სვამდა.
თუმცა აგვიანდებოდა და ბოლომდე დალევას ვერასდროს ასწრებდა-ვარჯიშზე მირბოდა.
დღის ბოლოს დაღლილი შემოვდიოდი სახლში, გოგოებს ვურეკავდი და მერე ვიძინებდი.
სანდრო ალბათ თამაშიდან ჩემსავით დაღლილი შემოვიდოდა, თამაში თუ არ ჰქონდა, საღამოს სადმე გავიდოდა ახალ ნაცნობებთან ერთად.
ან სახლში დარჩებოდა და გამოიძინებდა...
ან არ ვიცი.
იქნებ სანდროც ჩემზე ფიქრობდა.
ღმერთო, როგორ მიყვარდა.
ისევ-ისე.
ასეა, ვინც გიყვარს-ისევ გეყვარება.
ასეთ ადამიანს ვერ დაივიწყებ, ვერ შეიძულებ. საკუთარი თავი გეზიზღებოდეს შეიძლება... მაგრამ მას?...
მე შანსი არ მქონდა.
სანდროს ვერასდროს შევიზიზღებდი. რომელ ზიზღზეა ლაპარაკი. ზიზღის მიზეზი უნდა გქონდეს ადამიანს.
მე არაფრის მიზეზი არ მქონდა.
არც მისი გადაყვარების, არც დავიწყების.
სანდროს ვერაფერი დამავიწყებდა-ვერც სიკვდილი.
ვერაფერი...
მიყვარდა.
უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე.
ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარდა.
პირველად და უკანასკნელად.
ვგიჟდებოდი.
ერთად რომ ვიყავით მაშინაც ვგიჟდებოდი. ახლა არ ვიცი, რა უფრო მაგიჟებდა სიყვარული, თუ სანდროს გარეშე ცხოვრება.
ალბათ, ორივე თანაბრად.

* * *
პირველად ნიას მშობიარობაზე ჩამოვედი. მარტო მე მიხაროდა, დაგეგმილად რომ აჩენდა.
მართლა იმ დღეს ჩამოვედი და ძლივს მივუსწარი სამშობიაროში.
ბიჭი იყო-ანდრია დაარქვეს.
პირველ მშობიარობაზე შემთხვევით დავესწარი, რადგან ყველას ძალიან ეშინოდა.
ახლაც ამ მნიშვნელოვან მომენტს ვერ გამოვტოვებდი.
მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი.
მეორედ ჩამოსვლა დაგეგმილი არც მქონდა, ფიზიკურად ვერ ვახერხებდი, მაგრამ...
სასწაული მოხდა.
ამას მარტო თიკა თუ იზამდა.
ანანომ რომ დამირეკა-არ დავიჯერე. სანამ ელენეს სერიოზული და დამაჯერებელი სახე არ დავინახე, ჩალაგებაზე არც მიფიქრია.
ორივე ერთხმად დაეთანხმა ჩემს სიტყვებს, რომ ამას მარტო თიკა იზამდა და მეორედ გათხოვდებოდა.
ისევ ასე სულელივით.
ცალტვინა რომ დაიბადები, არაფერი გიშველის.
ქორწილისთვის ჩამოვედი-რა თქმა უნდა.
ბავშვობიდან შეპირებულები ვიყავით, რომ მე ანანოს მეჯვარე ვიქნებოდი, თიკასი-ანანო, ჩემი ელენე და ელენესი თიკა, მაგრამ ანანომ მე ცუდად ვარ დაცდილიო.
მე გვიან ჩამოვდიოდი და ამიტომ ელენე დაითანხმა.
ელენე, რომელიც ისევე უპროტესტებდა მეორე გათხოვებას, როგორც პირველს.
თიკა არ ჩერდებოდა, მეორედაც ნუ დამთარსეთო.
არა, განა ცუდი ბიჭი იყო?
ან განა მეორედ გათხოვება „ტეხავს“?
მეასეც არ ტეხავს.
უბრალოდ ასეთ ნაბიჯს რომ დგამ, კარგად უნდა გაიცნო, დაფიქრდე, აწონ-დაწონო.
ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ამიტომ დავწყნარდით სამივე და კაბებზე ფიქრი დავიწყეთ.
თიკას მეორე- Bachelorette party შემთხვევით მოვუწყვეთ სახლში. თვითონ არ აპირებდა და ისე გაუკვირდა, სახლი მორთული რომ დახვდა, საქორწინო კაბა ხელიდან გააგდო და ყვირილი დაიწყო.
სამივე კაბას ვეცით-რას აკეთებ მეთქი.
-აუ რა საყვარლები ხართ?-გაიწელა თიკა
-ჰო, ზედმეტი ხალხი არ დავპატიჟეთ, მარტო ჩვენ 4 კარგად მოვილხენთ
-იასნა, ვინ რა ჯანდაბად მინდა?-გაეცინა თიკას
-გოგოებო, ძალიან ბევრს ნუ დალევთ-თიკას დედა შემოვიდა ოთახში
-ნინო დეიდა, დღეს თქვენც სვამთ!!!
-აუ, დე ხო რა... გოგოებო ხვალ თქვენ ოთხივე ჩემიდან მოდიხართ, იცოდეთ
-აბა საიდან უნდა წამოვიდეთ?-გამიკვირდა მე-მე და ანანო ჩვენი კაბებით ვართ ამოსულები
-ჰო, ზუკა მერე ამოვა, ყველაფერს რომ მოვრჩებით
-ზუკა უნდა ვათამადო-სიცილი აუტყდა თიკას
-ვაიმე, არა ძალიან გთხოვ!
-ბავშვები სად გყავს?
-დედაჩემთანაა
-ზუკაც?
-ზუკას სახლში-გაეცინა ანანოს-მარა არც ეგაა დასატოვებელი მარტო
-მეც მინდა შვილი
-მალე გეყოლება-იმედი მივეცი მე და გაგვეცინა
-იმედია
-ამასაც თუ არ დაადე!
-ელენე ნუ მთარსავ!
-ნინა და ელენე, დროა თქვენც იყოჩაღოთ, თორემ ვერ ხედავთ ჩემი შვილი მეორე წრეზე მიდის-მომაწოდა ნინომ თეფშები და სიცილისგან კინაღამ ჩაიკეცა.
მე სანდრო გამახსენდა და ეგრევე სახე შემეცვალა...
-აუ, ნინა არ მინდა ეგ სახე ამ საღამოს!-შემომძახა თიკამ
-ამ გოგოს ვერაფერს გამოაპარებ
-როგორ უნდა გამომაპარო შენ რამე?
-დარდი ვეღარ შემტყობია სახეზე, შენი შიშით!
-ვსო! არ გვინდა მსგავს თემებზე ლაპარაკი, ვინც ვინმეს დაგრუზავს! ვსვამთ ბოლომდე!
-თიკა შენ ბევრს არ სვამ, ხვალ საკურთხეველთან რომ არ დაეცე!
-მართლა ხო... პიკზე რომ მივალ გამაჩერეთ.
იმ საღამოს იმდენი დავლიეთ, თიკას გაჩერება კი არა... საკუთარი სახელი აღარ მახსოვდა. ამ ფრაზას ხშირად ვიყენებთ ადამიანები, მაგრამ მე მართლა არ მახსოვდა.
ვიდეო მაქვს სადაც ჩემი და ანანოს დიალოგია, სერიოზულად ვეკითხები, მე რა მქვია, ხომ არ გახსოვსთქო და იმან, მგონი ანანოო.
-ანანო შენ ხარ, შე დებილო-ვპასუხობ მე
-მაშინ არ გიცნობ ძმაოო- და სვამს.
დილით ამ ვიდეოზე მართლა დავიხოცეთ სიცილით. ისე ადრე გაგვეღვიძა ყველას. თან მართლა აღარ გვეძინებოდა. არც ცუდად არ ვიყავით არავინ.
ძალიან წყნარად და მშვიდად, რიგრიგობით ვიბანავეთ და წავედით სალონში.
მოკლედ მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყავით ჩვენ და თიკა საერთოდ. ამისთვის ტომარა რომ ჩამოგეცვა, მაინც ყველაზე ლამაზი იყო და მითუმეტეს ახლა.
სიძის ნათესავებს ჩვეულებრივ პირი დარჩათ ღია, რომ დაინახეს. ესეც ისე თავაწეული დადიოდა, კლდე იყო!
იმ დღეს სულ ამას ვეუბნებოდი, იმენა კლდე ხარ მეთქი და ვბჟირდებოდით ორივე.
ნუ, ლუკა (უკვე ჩვენი სიძე) სასწაული ბიჭი იყო. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
ძალიან მაგარი ქორწილი იყო.
თიკას პირველ ქორწილს არც კი შეადარებდი. საშინლად მახსოვს ის რესტორანი, მისი ქმრის საშინელი ძმაკაცები და დედამთილი, რომელიც თიკას ქმრის უფროს ძმას მირიგებდა. 35 წლის კაცს!
იმ დროს ჩემთვის მართლა კაცი იყო!
მაგრამ კაციც ვიცი და კაციც. ჩვეულებრივი ღიპიანი „გრუზინი“ იყო.
მაგრამ თიკას პირველი ქმარი ნამდვილად არ იყო ცუდი ბიჭი. რა ვქნათ, დედმამიშვილებს არ ირჩევენ.
შუაღამეს დავიშალეთ. გოგოებისთვის სიტყვის თქმაც არ დამჭირდა, ორივე მიხვდა, რომ ჩემთან ვრჩებოდით.
ტანსაცმლის გამოცვლა და დუშის ქვემოთ დგომა იყო ნეტარება. სააბაზანოდან სამივე რომ გამოვლაგდით, გამოვიცვალეთ და აივანზე გავედით.
-აი, რა მომენტრა!-ვთქვი და სიგარეტს მოვუკიდე.
-ეს აივანი უმაგრესი ადგილია, მართლა!
-კაი იყო, არა?
-აუ, კი. მე პირადად მაგრად გავერთე. ძაან კაი დიჯეიც მოიყვანა ლუკამ
-ზუკამ რომ იეჭვიანა იმ ტიპზე, დაამუღამე?
-შენ პონტში?-მკითხა ანანომ
-რა ჩემ პონტში, შენ პონტში, ცალტვინაა ეს გოგო
-უიმე, საიდან მოიტანე
-რა საიდან მოვიტანე? ქმრებიც ეჭვიანობენ სხვათაშორის. იმენა თვალებით ჩაგცხრილა და მეთქი ზუკა მე ნუ გადამახტები!
-ოხ, ნინა! გერჩივნა შენ მჯდარიყავი, თორემ წავა ახლა ინფორმაცია
-არსად არაფერი არ წავა, ზუსტად ვიცი
-ეს რა დაგვემართა რა...-დასეიორზულდა ორივე
-არაფერიც არ დაგვემართა. სამწუხარო ეგაა-მეორე ღერს მოვუკიდე მე
-საერთოდ არ გეკონტაქტება?-ძლივს მკითხა ელენემ
-არა-ვუპასუხე მოკლედ
-საერთოდ?-გაოცებისგან ხმა გაუწყდა ანანოს
-საერთოდ. გერმანიის მერე არაფერი არ ყოფილა. წელიწადი გავიდა, ხვდებით?
-არ მჯერა მართლა. არაფერს აპირებ?
-რა უნდა დავაპირო? რა გავაკეთო? არ ვიცი, მართლა არ ვიცი
-ბრუნდები ხო?
-ვბრუნდები, რამოდენიმე თვით
-მაინც?
-არ ვიცი. ალბათ ბოლოა ეს. მეტი შემოთავაზება არ მაქ და არც ველოდები. 3-4 თვის ამბავია გადაღებები.
-მერე სულ ჩამოხვალ?
-მინდა რა...რა ვქნა? არ მინდა იქ ცხოვრება. მესმის, რომ კარიერისთვის ეგრე ჯობია, მაგრამ როდემდე? არ შემიძლია. სული მეხუთება იქ რომ ვარ, ყელში მაქ წაჭერილი ასე მგონია. ვერ ვსუნთქავ, ვიხრჩობი... დიდი ხანი ვერ ვიქნები.
-შენ უბრალოდ დანაშაულის გრძნობა გაქ. გგონია მანდ წასვლით სანდრო დაკარგე და თავს ვერ ვპატიობ
-მგონია რას ქვია ელენე? არ დავკარგე?
-ეგ შენი ბრალი არ იყო
-აბა ვისი იყო?-მესამე ღერს მოვუკიდე მე
-ფილტვებს ნუ დაიხეთქავ ამის გამო!-შემომიბღვირა ანანომ
-ეგრეა. არ ვიცი ვისი ბრალი იყო, ფაქტია მაგით დაიწყო და მორჩა.
-ნეტა რა იქნება?
-ისე მეშინია სანდროსთან შეხვედრის დღის, არ ვიცი რა მინდა
-რისი გეშინია?
-არ ვიცი. სანდროს უემოციობის. იმის, რომ მასში არანაირ ემოციას არ ვიწვევდე. იმის, რომ აღარ ვუყვარდე. არ მინდა გული მეტკინოს, რომ ვნახავ.
-შენ რა გგონია ნინა? შენ თუ გიყვარს, იმას არ ეყვარები? სანდროს ზუსტად ისევე უყვარდი, როგორც შენ გიყვარდა. არსებობს მდგომარეობა, როცა გინდა-არ გინდა, ვერ ივიწყებ. შენ ვერ შეძელი და გგონია სანდრომ შეძლო? გრძნობებს ასე მარტივად ვადა არ გასდით. შენ და სანდროს ასე მალე არ გაგივიდოდათ. მალე კი არა, საერთოდ არ მორჩება არასდროს ეს ამბავი. არ შეიძლება დამთავრდეს, იმიტომ, რომ შენც და სანდროც იმ დღიდან რაც შეიყვარეთ, სულ ერთმანეთზე იფიქრებთ.
შენ ქეთა არ ხარ, რომელიც სანდრომ დაივიწყა. შენზე არასდროს არ იტყვის, რომ არ გამოვიდა. რომ გაცივდით, რომ დაიკარგეთ, რომ ვეღარ უგებდით.
სიკვდილამდე გიყვარდათ და ბოლომდე უგებდით.
სიგიჟემდე გიყვარდათ და არ იღლებოდით.
ყველაფერი გამოვიდა და არ დაგინგრევიათ.
არ გაცივებულხართ, არ დაკარგულხართ...
თქვენთან არც სიტყვა გაუფასურებულა და არც გრძნობა.
არც გიტირიათ ერთმანეთისთვის და არ გიტკენიათ.
იდეალურები იყავით.
დროებითია. გაივლის... მე მჯერა, რომ გაივლის...

* * *
6ის 15 წუთზე მქონდა ფრენა. ამიტომ ყველას ვთხოვე, რომ გაცილება არ მინდოდა. ასე იცოდნენ, როცა არ უნდა ყოფილიყო, იბარგებოდნენ და მაცილებდნენ.
რათ მინდოდა?
მეორე დღეს უნდა მჯდარიყვნენ გათიშულები სამსახურში მე კიდე უნდა გამომეძინა გემრიელად? უსამართლობას ვერ ვიტანდი.
ამიტომ 12 საათისკენ ყველას დავემშვიდობე და სახლებში გავუშვი. თან ნიას სიცხე ჰქონდა და ეცალა 2 შვილის დედას ჩემ გასაცილებლად?... ან ელენეს დილის 9ზე სამსახურში რომ ერჭო ჭოტივით?
თიკას ტელეფონით დავუქნიე ხელი, რადგან ჯერ ისევ თაფლობის თვე ჰქონდა.
რეგისტრაციაზე იმხელა რიგი იყო, თითქმის კარებში ვიდექი.
ჩემოდანზე ჩამოვჯექი და შევეცადე აეროპორტის ინტერნეტი დამეჭირა, მაგრამ უშედეგოდ.
მერე ხალხის თვალიერებაზე გადავედი, აქაც არაფერი საინტერესო.
ხალხის ემოციებს ვაკვირდები. ზოგი დედას ხვდება, ზოგი მეგობარს, ზოგი შეყვარებულს.
ზოგს პატარა ფურცელზე დაწერილი სახელით ხვდებიან.
ზოგიც კი არავის ელოდება.
ასე არავის ელოდებოდა და მშვიდად გამოვიდა, პატარა ჩემოდნით ხელში.
მეც მშვიდად ავათვალიერე ზურგჩანთიანი, სპორტულად ჩაცმული ბიჭი და უცებ თვალებში დამიბნელდა.
მისი სილუეტი,
მისი მანერები,
მოძრაობა...
მისი სიარული...
ჯერ პროფილში... მერე შემობრუნდა.
ვუყურებდი და არ მჯეროდა.
ის იყო.
აქ იყო.
ჩემგან რამოდენიმე მეტრის დაშორებით იდგა.
ჩემოდანს დავეყრდენი, რომ არ დავცემულიყავი. ვლოცულობდი, რომ არ დავენახე.
კაპიშონი დავიფარე და თმა წინ გადმოვიყარე.
თვალს ვერ ვწყვეტდი, არადა მინდოდა, არ მეყურებინა.
არ გამომდიოდა.
ყველაფერი გამახსენდა.
თვალწინ გადამირბინა...
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მშვიდი ნაბიჯით წამოვიდა.
აღელვება საერთოდ არ ეტყობოდა.
მე კიდე ნერვიულობით თითები დავიმტვრიე.
ღმერთო აქეთ არ მოდიოდეს, აქეთ არა...
-არ შემამაჩნიოს-ვფიქრობდი და ტირილი მინდოდა.
რომ მოვიდეს რა ვუთხრა? მოვიკითხო? სისულელეა... რა უნდა ვქნა...
ვფიქრობ და ვერც ვხვდები დრო ისე გადის... ინსტიქტურად ვგრძნობ, რომ ვიღაც მიახლოვდება და მეც თითქოს არაფერი ვიცი, ისეთ სახეს ვიღებ, ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია რომ მიყურებდეს აუცილებლად ოსკარს ჩამახუტებდა.
მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი. მთავარია, რას გრძნობ.
ორივემ კარგად ვიცოდით, რასაც ვგრძნობდით.
-ნინა...
გავიგე მისი ხმა...
და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ხმა, რომლის დაძახებული ნინაც... ყველაზე სხვანაირი ნინა იყო.
ეიფორიამ ამიტანა...
-სანდრო...
ხმა გამიწყდა მე და თმები გავისწორე, რომელიც საშინლად ამეწეწა, სანამ სანდროსგან დამალვას ვცდილობდი.
-როგორ ხარ?
ისე მკითხა, გადასაკოცნად არც გამოწეულა.
საშინლად მეწყინა და დავიბენი.
თავზე თითქოს მთელი სამყარო ჩამომემხო.
მე ხომ არ შევახტებოდი?
ისეთი დისტანცია ეჭირა...დავიბენი.
-რავი... შენ?
-კარგად
იყო მოკლე პასუხი.
-მიდიხარ?
-კი, შენ?
-მე ჩამოვედი
-ჩამოხვედი?
-ნაკრებში ვარ გამოძახებული. 5 დღეში წავალ
უემოციოდ მელაპარაკებოდა.
საშინლად გავხდი...
არაფერი მითქვამს, ვიდექი და ვაკვირდებოდი.
-შენ?
-რა მე?-უკვე ტირილი მინდოდა. მალე მინდოდა წასულიყო.
პირველად მინდოდა სანდრო ჩემგან მალე წასულიყო.
-შენ რა გინდოდა აქ?
-ა, თიკას ქორწილისთვის ჩამოვედი
-ჰო, გამიხარდა, მივულოცე
-ჰო, კარგია
-კიდევ როდის დაბრუნდები?
-არ ვიცი
მეც გადავედი მოკლე პასუხებზე
-კარგად გამოიყურები
-მადლობ, შენც
საშინლად არ შემეძლო ამ დიალოგის ატანა. იმასაც ვერ ვეტყოდი, მეჩქარება მეთქი, 200 კაციან რიგში ვიდექი, სად უნდა წავსულიყავი.
-კარგი, წავალ. იმედია ისევ შევხვდებით
-არ ვიცი
იყო ისევ ჩემი უაზრო პასუხი.
სანდრომ წასვლა დააპირა.
მერე დაპროგრამებულივით გაჩერდა, მოვიდა და გიჟივით გადამეხვია.
მუცელში რაღაც უჩვეულო ვიგრძენი.
მინდოდა ეს მომენტი დამეპაუზებინა და სამუდამოდ წამეღო ჩემთან ერთად, სხვა კონტინენტზე, მაგრამ სანდროსთვის ხელების შემოხვევაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ გამომეცალა.
აღარ მოუხედავს უკან, ისე წავიდა...
მე თვალები ამიწითლდა და სანამ ამდენ ხალში ღრიალს დავიწყებდი, საპირფარეშოში გავიქეცი.

* * *
მიყვარდა, ისევ ისე...
როგორც დავიბარეთ.
როგორც დავპირდით და როგორც ვივარაუდე, რომ არ შეიცვლებოდა.

* * *
ყველაზე მეტად მეშინოდა სანდროსთან შეხვედრის.
რომ გადამეჩვეოდა.
რომ აღარ ენდომებოდა.
არ ვიცი, მთელი გზა ვფიქრობდი.
ვერ გავიგე, ვერ მივხვდი, სანდროს გრძნობებს ვერ მივხვდი.
აღარ ახსოვდა?
დავიჯერო აღარ ახსოვდა?
აღარ ახსოვდა ნინა?
როგორიც დავტვე, ისეთი არ იყო.
სულ შეცვლილი იყო.
აღარც ჩემი სიყვარული ერჩივნა სამყაროს, აღარც თვალები, აღარც ღიმილი.
იმ რამოდენიმე წუთში ვერც მისი ღიმილი დავიმსახურე, ვერც ის მზერა, რომელსაც ყველა ადამიანში ვეძებდი.
სანდროს ყველა ბიჭში ვეძებდი.
მინდოდა ქუჩაში ერთხელ მაინც დამენახა შორიდან. ყველა ის მეგონა, ყველას მას ვამსგავსებდი...
ალბათ, ესეა... როცა ადამიანს ნახვა ძალიან გინდა.
აი, ძალიან, ძალიან თუ გინდა.
თუ სიკვდილამდე გინდა...
გგონია, რომ ერთხელ მაინც დაინახავ.
სადღაც შორიდან ათას კაცში გამოარჩევ.
მაგრამ არ გამოგდის.
ეს თანამედროვე სამყარო ყველანაირ იმედს კლავს. ზუსტად შეგიძლია გაიგო, ვინ, როდის და სად არის.
ყველანაირი ბედისწერის იმედს კლავს.
ყველანაირ შემთხვევითობას ახშობს.
გინდა ამ სამყაროდან გაიქცე, ბოლო ხმაზე იტირო...
გინდა, რომ კანი მთლიანად მოიგლიჯო. იმიტომ, რომ ეს ცხოვრება ისედაც მთლიანად ამოგჭამს გულს მალე.
რატომ სანდრო?...
გადამეჩვიე?
არ გადამეჩვიო...
არ დამივიწყო...
არ გადამიყვარო...
არა, გთხოვ...
არა...

* * *
სახლში არავინ დამხვდა. ბარგის ამოლაგება დავიწყე. გარდერობში სანდროს ჟაკეტი ვიპოვე. დავკეცე და სხვა უჯრაში ჩავდე, რომ აღარ შემხვედროდა.
მერე ყავის დასალევად გამოვედი, გიორგი რომ მოვიდა.
-ნინა, ჩამოხვედი?-თვალები შუბლზე აუვიდა და გადამეხვია
-ჰო, ასე 1 საათია
-რატომ არ მითხარი?-ფორიაქობდა
-უნდა გენერვიულათ როგორ ავფრინდებოდი, გადავჯდებოდი, დავფრინდებოდი, უნდა დამხვედროდით და რათ უნდა ამდენი ხმაური ერთ ჩამოფრებანას-გამეცინა მე
-კაი იყო ქორწილი?
-კი, ძაან მაგარი იყო, მართლა
-რა გჭირს თვალებზე?-არ გამოეპარა. მამა იყო მაინც. ერთადერთი გოგოს მამა. თან ძალიან ეგოისტი.
-რა მჭირს?
-მეც მაგას გეკითხები
-ხომ იცი, ვერ ვიძინებ ფრენის დროს
თავი გადააქნია და ჩემი ყავა მოსვა.
-მარტო მაგიტო?
-რა გინდა?-გამეცინა მე
-არაფერი-შუბლზე მაკოცა-ხომ იცი, თუ რამე რიგზე არ არის, უნდა მითხრა
-ვიცი, რიგზეა
მოვიტყუე მე.
გიორგიც მიხვდა ჩემს ტყუილს, მაგრამ არაფერი მითხრა. იცოდა, თუ არ მინდოდა, არ ვეტყოდი და გაწი-გამიშვის, აზრი არ ჰქონდა.
მალე თეაც მოვიდა და დაიწყო მეორე ტაიმი, ასე როგორ ჩამოხვედი და რაღაც.
მე ძალიან მეძინებოდა.
ფარდები ჩამოვაფარე და საწოლში შევგორდი.


* * *
სანდროს თამაშს ვუყურებდი.
მეც არ ვიცი, რატომ ვუკეთებდი ამას საკუთარ თავს.
თეა და გიორგი ერთად მოვიდნენ. ამ ბოლო დროს სულ მე ვასწრებდი სახლში მოსვლას.
-სად ხართ აქამდე?
-თანამშრომელმა რესტორანში დაგვპატიჟა
-თეა, რა დალიე ამდენი?-სიცილი ამიტყდა დედაჩემის დანახვაზე, ისე , რომ თამაშიც კი გადამავიწყდა.
-არაფერი განსაკუთრებული
-რას უყურებ?-მომიჯდა მამაჩემი
-ნაკრების თამაშია.
-ვა, ვა...
ტელევიზორს აუწია გიორგიმ. მე თავი ამტკივდა და სამზარეულოში გავედი. წვენი დავისხი და ჩამოვჯექი.
მერე მაინც ვერ მოვითმინე და ისევ ტელევიზორთან გავედი.
გაიტანა ერთ-ერთმა სანდროს პასით.
თეა თვალებს მიბრიალებდა, გადართეო.
-კარგად თამაშობს ეს ცინცაძე
თქვა გიორგიმ და ისეთი ხველება ამიტყდა, გავლურჯდი.
გიორგი გაკვირვებული მიყურებდა, თეამ იძულების წესით შემტენა სამზარეულოში და აგიტაციების ჩატარება დამიწყო.

* * *
გადაღებები ძალიან დიდხანს გაგრძელდა. პრემიერა დეკემბრის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი.
ეს ბოლო იყო. წამოსვლა მქონდა გადაწყვეტილი. ამ პროექტით ისედაც არ ვიყავი კმაყოფილი და ახალიც არაფერი ჩანდა. თეას და გიორგის ველაპარაკე. ისე მარტივად დავითანხმე.
მერე გავიგე, ასე ადვილად იმიტომ გამომიშვეს, რომ თვითონაც გეგმავდნენ სულ წამოსვლას. ეს კი ძალიან მაგარი იყო.
30-ში ავიღე ბილეთი.
ვიცოდი, რომ ახალ წელს ზუკასთან და ანანოსთან ხვდებოდნენ ერთად.
და მეც როგორც ყოველთვის გიჟივით დავადექი.
მერე სულ თავიდან დავიწყე.
ყველაფერი თავიდან დაიწყო-დავბრუნდი.
დავუბრუნდი ქალაქს, ქუჩებს, თეატრს.
ჩემს თბილისურ ცხოვრებას.

* * *
იანვრის ბოლო იყო.
თოვდა თბილისში.
ღამე გამომეღვიძა, ფანჯარაში გავიხედე და ბურუსში იყო მთელი ქალაქი გახვეული.
ძილი ვერაფრით შევიბრუნე.
ავდექი და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავლიე. ანანო იყო შემოსული და მივწერე, გარეთ გაიხედე მეთქი. ახლა დავწექი, ანდრიამ გამათენებინაო.
მერე დამირეკა
-სამზარეულოში რა გინდა?
-ჩაი, შენ?
-მე წყალი-გაეცინა და ტელეფონი მაგიდაზე დადო
-მაგიდის საყურებლად არ მიპასუხია
-მოიცა ჰო! მეც დავლევ მაშინ ჩაის და მეჭორავე
-გიჟი ხარ!
-ძალიან დამღალეს სამივემ დღეს, სამი შვილი მყავს!
-ზუკას რაღა უნდა?
-ძალიან გაზარმაცდა, თავისით მალე ტუალეტშიც აღარ შევა
მე ბოლო ხმაზე ამიტყდა სიცილი
-კაი ხასიათზე ხარ?
-არა, საშინლად მეძინა. უბრალოდ გარეთ ძალიან მაგარი ამბავია და ლამის გავიდე
-დაეტიე, ნინა!
-ისეთიც არავინაა მხარი რომ ამიბას
ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე
-ზუკამ მითხრა, რომ ჩამოსვლას აპირებს
-ვინ?-არ დავიჯერე მე
-აი, „ისეთი“, მხარს რომ აგიბავდა.
გამეღიმა...
არ ვიცი იმაზე, რომ ჩამოვიდოდა, თუ ანანოს „ისეთ“-ზე...
-მერე?
-არაფერი, გითხარი.. ნინა ისე გამომიყვან ხოლმე, თითქოს არ გაინტერესებს და ძალით გიყვები!
-რა შუაშია?-გამიკვირდა მე
-ეგრეა!
-ჩამოვიდეს, რა ვუყო...
-რატომ იქცევი ეგრე?
-როგორ?
-მე რას მატყუებ? სახეზე გაწერია ვინ გიყვარს და ვინ გეზიზღება. შეიძლება ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ვერც სანდროს ვერ დააჯერებ, რომ აღარ გიყვარს
-ნუ დაიჯერებს!
-და მე, თიკას და ელენეს მითუმეტეს ვერ გამოგვაპარებ მაგას. რომ არ აღიარებ, ვერ ვხვდები, რომ ისევ გიყვარს?
-და განა შემეძლო დავიწყება?
თვალები ამემღვრა მე
-ნინა...-დაიბნა ანანო
-მითხარი, მკითხე შემიძლია? მინდა? არ შემიძლია ანანო, ვერ დავივიწყებ-ისტერიული ტირილი ამივარდა...
სიგარეტი ჩავაქრე და სახეზე ხელები ავიფარე.
ანანო ისე დაიბნა, სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა...
-ნინა, მაპატიე რა...
-შენ რა შუაში ხარ
ცრემლები მოვიწმინდე და საკუთარ თავს შემოვუძახე
-ნინა, გთხოვ არ იტირო
თვალები აემღვრა ანანოსაც.
-უბრალოდ ვერ ვისვენებ, როგორ? აი, რატომ უნდა მომხდარიყო? რის გამო? რაღაც ფილმების გამო? ხომ შემეძლო დავრჩენილიყავი? რა მინდოდა? მაინც ვიცოდი, რომ იქ დიდხანს ვერ გავძლებდი, ხომ ვიცოდი?
-სანდრომ გითხრა, ეგრე რომ დარჩე არ მინდაო
-არ უნდოდა, იმიტომ, რომ ეგონა, ძალით მტოვებდა. მე მართლა არ მიღირდა ამ ყველაფრის გამო სანდროს დაკარგვა.
-ნინ, გინდა გამოვიდე?
-გაგიჟდი? სად უნდა გამოხვიდე ასეთ დროს
სერიოზულად ტირილი მომინდა, რომ ანანოს შეეძლო ახლა ქმარი და 2 შვილი ჩემ გამო, ღამის 4 საათზე სახლში დაეტოვებინა და მარტო იმიტომ გამოსულიყო, რომ დავემშვიდებინე.
-აუ, ვნერვიულობ, მარტო რომ ხარ...თან ასე
-ნუ, გეშინია, თავს არ მოვიკლავ-გავუღიმე და სახე დაუმშვიდდა.
-ბოლოს ერთად იქნებით, დამიჯერე.
-დაიძინე მიდი.
-შენ თუ არ დაიძინებ, ეგ მეორედ არ მთხოვო
-კარგი, დავწვები-გამეცინა და საძინებლისკენ წავედი
-გიყურებ, დაიფარე წესიერად ნინა! ჩუსტებით ნუ წვები!
მე ვიცინოდი და ვცდილობდი გავმთბარიყავი.
ანანოს მალე გავუთიშე და საოცარია ალბათ...რომ ჩამეძინა.

* * *
ყველაზე გრძელი და საშინელი ღამეები ამ ზამთარს იყო.
ყველაზე მეტს ვფიქრობდი და ვდარდობდი.
ყველაზე მეტად მიჭირდა.
ვნადგურდებოდი.
დრო არ იყო მკურნალი და არც ტკივილთან ერთად არ გვაჩვევდა ცხოვრებას... ეს ორივე ფრაზა სისულელეა.
დრო საშინელება იყო. რომელიც ისე იწელებოდა, ვერაფერს ახერხებდი.
წამით არ ჩქარდებოდა.
არცერთი ღამე არ გადიოდა მალე.
არცერთი ღამე არ გაძინებდა ტკივილის გრძნობა.
დრო არაფერს არ კურნავდა.
არაფერს.
უარესს აკეთებდა.
მანგრევდა, მანადგურებდა.
რაც მეტი დრო გადიოდა სანდროს გარეშე-ვკვდებოდი ნელ-ნელა.
ადამიანები ყველაფერს ვიტანთ.
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს.
აღარ შემეძლო, მალე გული გამისკდებოდა.
ისტერიულად მინდოდა, სანდროსთან ყოფნა.
ისტერიულად მიყვარდა.
მინდოდა, უბრალოდ მინდოდა, აქ ყოფილიყო.
არაფერი არ მაინტერესებდა.
მინდოდა მენახა.
თუ არ მაპატიებდა, თუ არ შემირიგდებოდა, მინდოდა მენახა მაინც, რომ გამეძლო.
ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი.
ვკვდებოდი ნელ-ნელა.
მინდოდა, მოსულიყო, დაბრუნებულიყო, თუნდაც არაფერი ეთქვა.
ჩუმად დამჯდარიყო.
ყოველ საღამოს სანდროს ჟაკეტით ვიძინებდი.
ყოველ დღე ვუყურებდი ყალბ წყვილებს, ყალბ ღიმილს და ყალბ სიყვარულს.
გული მწყდებოდა.
როგორ ყოველთვის უსამართლობის მსხვერპლი ხდება რეალური გრძნობები, ნამდვილი სიყვარული.
უყურებ სხვის ყალბ ბედნიერებას და გინდა ნერვიულობისგან თითები დაიმტვრიო, როდესაც შენ ასე გიყვარს და შენთან არ არის.

* * *
ჩემი დილა ისევ ისე იწყებოდა, როგორც ადრე.
ყავის ჭიქით და ორი ღერი სიგარეტით.
მაგრამ დღე აღარ სრულდებოდა ისე, როგორც ადრე.
მე რეპეტიციიდან გამოსული, თეატრის კუთხეში შენს მანქანას აღარ ველოდებოდი.
აღარც უბანში გეძებდი სადმე.
აღარც სადარბაზოსთან არ მელოდებოდი.
აღარც შემთხვევით ვხვდებოდით სადმე.
მე აღარ დავდიოდი სტადიონზე და აღარ მინდოდა შენი თამაშების ყურება.
სულ ვფიქრობდი, არ მასვენებდა ეს ფიქრი.
კითხვებს ვსვამდი და არასდროს მქონდა საკმარისი პასუხი.
მე რომ არ წავსულიყავი, რა იქნებოდა?
გერმანიაში რომ არ ჩავსულიყავი, შეიცვლებოდა რამე?
რომ დავრჩენილიყავი?
ყველაფერი რომ დამეთმო?
რა იქნებოდა საერთოდ არასდროს რომ არ ვყოფილიყავით ერთად?
ბათუმიდან რომ არ დაწყებულიყო, უფრო სწორედ
ჩემი პრემიერიდან...
ან მანამდე.
არასდროს მიკითხავს სანდროსთვის, ნინა როდის შეუყვარდა.
როდის შემიყვარა.
მაინტერესებდა. ამის ინტერესი მკლავდა.
ახლა, აქ, წლების მერე... ეს რომ მაინტერესებდა, უცნაური იყო.
მე შემიყვარდა.
ისე, შემიყვარდა, ვერ ვიჯერებდი.
არც ახლა მჯერა.
ისევ ისე მიყვარს, როგორც პირველად, პრემიერის შემდეგ სახლამდე რომ მომაცილა.
ზაფხულის პირველი კვირა იყო.
მე ოდნავ მთვრალი, სანდრო ფხიზელი იყო.
მე მაშინ დავრჩი მის ღიმილზე შეყვარებული.
ღამე იყო, ყავას ვსვამდით და ისე ვსეირნობდით, ნელა, აუჩქარებლად.
თბილისში,
ღამით,
ლამპიონების შუქზე,
ბედნიერები, რომ მიდიხართ...
არ ფიქრობთ ბევრს მიზეზებზე, შედეგებზე...
უბრალოდ, რომ ხართ-ერთად...
აუცილებლად შეგიყვარდება-ისე, რომ თავს დაკარგავ.
ბევრჯერ მითქვამს სასწაულია თბილისი ღამით მეთქი.
აქედან დავიწყეთ.
ყველაფერი ამას უკავშირდება.
სასწაული თვითონ სანდრო იყო.
ხდება ხანდახან, გრძნობებს ფასი გაუდის. შორდებიან და ამბობენ, აღარ მიყვარსო.
ორივე ამბობს, აღარ გვიყვარსო.
არ გამოვიდა და მორჩაო.
ამას ვერასდროს ვიტყოდი.
ტკივილამდე მიყვარდა.
სიკვდილამდე მიყვარდა.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
ეს უბრალო სიტყვები არ იყო.
პირიქით, სიტყვებით არ შეიძლებოდა მეთქვა, როგორ მიყვარდა სანდრო.
სანდრო
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
ეს ერთი სიტყვა ყველაფერი იყო.
სიყვარული ჩემთვის სანდრო იყო.
სხვა სიყვარული არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებდა.
შეიძლება ადამიანს ბევრჯერ შეუყვარდეს. მართალია, სიყვარული შეიძლება ერთხელ არ მოდის...
მაგრამ
ჩემთან ერთხელ მოვიდა-სამუდამოდ...
მე და სანდროს რომ აღარასდროს გვენახა ერთმანეთი, ამ სიყვარულით მოვკვდებოდი ალბათ.
ვერავისთან ვიქნებოდი, ვერავის გავყვებოდი, ვერავის ერქმეოდა ჩემი შვილის მამა, რადგან ოდესმე აუცილებლად ვინანებდი, მასში სანდროს მოვძებნიდი...არ იქნებოდა სწორი.
არ მეყვარებოდა.
ასეთი გრძნობის მერე, აღარ უყვარდებათ.
სხვანაირად არ მესმოდა.
თუ უყვარდებათ, ასე აღარ ყვარებიათ.
თუ გადაგიყვარდა, ანუ არ იმსახურებდა.
თუ სხვა შეგიყვარდა, ანუ უკეთესია და ამიტომ შეგიყვარდა.
სანდროზე უკეთესი
უბრალოდ...
არ იყო!
მორჩა.

* * *
სანდრო ცინცაძის თბილისში ჩამოსვლას ამხელა ხმაური არასდროს მოჰყოლია.
ამდენი ხნის მერე პირველად იყვნენ ერთად ქალაქში
ნინა და სანდრო.
თუ
სანდრო და ნინა, როგორც გინდათ.
ყველა მათ შეხვედრას ელოდებოდა.
ნინამ არაფერი იცოდა. გასაკვირია არა? ყველამ იცოდა და ნინას ყურამდე არავინ მიიტანა.
არც ზუკამ, არც ანანომ, არც ელენემ, არც თიკამ.
ბოლომდე შეინახეს ეს ამბავი. იცოდნენ ნინას ამბავი, ცხვირს ვერ გამოყოფდა გარეთ.
იმის მიუხედავად, რომ ძალიან უნდოდა სანდროს ნახვა, ფაქტის წინაშე რომ დადგებოდა, ვერ შეძლებდა. სანდროს რომ არ ენახა კიდე-დაიტანჯებოდა.
ნინას არ უნდა გაეგო.
რას ქვია რატომ?
არ უნდა გაეგო და მორჩა!

* * *
გააგებინეს.
არა,
გააგებინა!

* * *
რეპეტიციიდან საღამოს გამოვედი. 9 ხდებოდა. აპრილის შუა რიცხვები იყო. სასიამოვნო ამინდით.
ხშირად არ ხდება ესე აპრილში, მაგრამ დღეს გადასარევი ამინდი დაემთხვა.
ვიფიქრე, ფეხით გავისეირნებ სახლამდე მეთქი.
ჩვევად მქონდა, კიბეებს რომ ჩამოვივლიდი, კუთხეში ვიხედებოდი, იქ სადაც ადრე სანდროს მანქანა მხვდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ გული ყოველ ჯერზე მიცრუვდებოდა, მაინც ვერ ვტოვებდი ამ ადგილს ისე.
გარეთ რომ გამოვედი, ეგრევე სიგარეტს მოვუკიდე. შინაგანად აფორიაქებული ვიყავი. ერთ-ერთ მსახიობს ველაპარაკებოდი, ისე, რომ სახით პირდაპირ ამ ადგილისკენ ვიდექი.
შორიდან ბუნდოვნად გავარჩიე კუთხეში მდგარი სილუეტი.
მაგრამ ლაპარაკში ისე ვიყავი გართული, წამით ყურადღებაც კი არ მიმიქცევია.
მერე უცებ დავიძაბე.
თხემით ტერფამდე ამიარა რაღაც უცნაურმა გრძნობამ.
ცივმა ოფლმა დამასხა.
კანკალი ამივარდა.
სუნთქვა ისე გამიხშირდა, საკუთარი გულისცემა გავიგე.
შემეშინდა.
-კარგად ხარ?-მკითხა ჩემ წინ მდგომმა.
თავი დავუქნიე და დავემშვიდობე.
არ ვიცი, რა ძალამ შემაძლებინა, რომ იქით წავედი, საითაც ამ ყველაფრის მიზეზი მეგულებოდა.
მიმოვიხედე, ყველაფერი თავის ადგილას იყო, ანუ სიზმარში არ ვიყავი.
სანდრო ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, რომ შესძლებოდა, ალბათ გვერდსაც ამივლიდა.
უცებ გაჩერდა და გადამკოცნა.
ამდენი ხნის მერე, სანდროს ტუჩები ჩემს ლოყაზე, წამიერად გავშეშდი.
ამის თქმაღა მოვახერხე
-აქ საიდან?
სანდრომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს რამე დავაშავე
-არ იცოდი, რომ ჩამოვედი?
-საიდან უნდა მცოდნოდა?-ერთიანად აღვშფოთდი მე.
სანდრო დაიბნა.
იმდენად, რომ სუნთქვა ჩემსავით გაუხშირდა და ვეღარაფერი მოიფიქრა.
-რატომ ჩამოხვედი?-მკითხა გაღიზიანებულმა
-ეს რა კითხვაა?
-არა, რატომ ჩამოხვედი?
-აღარ გამოვიდა
-რას ქვია არ გამოვიდა?
-ჩვეულებრივ. ყოველთვის არ იქნებოდა იქ სტაბილურად გადაღებები.
-შენ ხომ ასეთი წარმატებული იყავი
-ვიყავი. ეგრეა... უცებ ბუმი ავარდება, მერე ვიღაც ახალი გამოჩნდა, ახალი ნინა... და მე არავის აღარაფერში დავჭირდი. ახალი სახეა საჭირო. მაყურებელს ერთი და იგივეს ვერ შესთავაზებ
-მეხუმრები, ნინა? ამ უაზრო მიზეზის გამო აღარ წახვედი?-ცოფებს ყრიდა სანდრო.
ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ბრაზობდა.
-არ არის უაზრო
-ახლა წადი
-არ წავალ
-წადი
-არა
-აზრზე მოდი, ნინა!-შემაჯანჯღარა, მე ხელები გავაშვებინე
-რას აკეთებ სანდრო?
-აბა, რატომ დაიკიდე?
-აღარ ხდება ეგრე. უკეთესები არიან, ვიცი, რომ აღარავის ვჭირდები
-ხომ იცი, საუკეთესო ხარ-თვალები აემღვრა
მე საშინლად დავიბენი.
ხმა გამიწყდა და ტირილი მომინდა
-არ ვარ
-ხარ!
-არ ვარ
-ხარ!-არ ჩერდებოდა
-არ ვარ, სანდრო-ამომხდა მე..
-ხარ მეთქი!
-რაზე ვდაობთ?-ვიკითხე ჩუმად
-ნინა, იმის გამო წახვედი და იმის გამო დამტოვე, რომ რამოდენიმე ფილმში გეთამაშა და მერე იქ დაბრუნებულიყავი, საიდანაც ყველაფერი დაიწყე?
მკითხა პაუზის შემდეგ.
ისეთი გაოცებული სახით მიყურებდა, დავიბენი.
ცრემლები მომაწვა.
არაფერი მიპასუხია.
ზურგი ვაქციე და წამოვედი.
ჩემი გაჩერება არც უცდია. ან რატომ უნდა ეცადა? ტყუილი მითხრა რამე?
3 ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ლოყაზე ცრემლები რომ ვიგრძენი.
ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.

* * *
დილიდან გადაუღებლად წვიმდა. აივანზე ვიჯექი, გოგოები რომ მოვიდნენ. კარის ხმა არც გამიგია. ელენემ თავი აივანზე გამოყო და ყურში ჩამკივლა
-ნორმალური ხარ?
-ელენე გული გამისკდა!-კინაღამ ენა გადამეყლაპა შიშისგან
-ღია რომ გაქ კარი, ვინმე შემოგივარდება ერთხელაც და ისე გაიტანს მთელ სახლს შენ ვერაფერს გაიგებ
-რა ხასიათზე ხარ? სამსახურიდან ხომ არ გამოგაგდეს?
-ეგღა მაკლია-შეიფერა და სახლში შევიდა. მე გამეღიმა და უკან გავყევი.
ანანო და თიკა ჩავკოცნე და სანამ მთხოვდნენ ყავა გაგვიკეთეო დაპროგრამებულივით შევედი სამზარეულოში.
სამი ჭიქა დავდგი მაგიდაზე და ნამცხვრის დაჭრა დავიწყე
-ნინა-დაიწყო თიკამ
-ჰოუ
-რაღაც უნდა გითხრათ
ამათ ოფიციალურობაზე გამეცინა
-მშვიდობაა?
-ისე რა
ოდნავ დავიძაბე, მაგრამ უკვე ვიცოდი, რის თქმასაც აპირებდნენ.
ჩერჩეტები.
-ყველა ცოცხალია იმედია-ვაგრძელებდი სიცილს
-კი ცოცხალია, მაგრამ მალე ვიღაც შეიძლება არ იყოს-შემიბღვირა ელენემ
-ჯვარი გვწერია!-ჩაკივლა ანანომ და მე შემომხედა-რა გაცინებს, თუ იცი?
-კაი, რა ხდება მითხარით
-არ ვიცით, გითხრათ, თუ არა...
-იცით, რომ მოთმენა არ შემიძლია და თუ უნდა მაწვალოთ ვერ შემაზადეთ?
-გამზადებ აბა რას ვშვები?-მითხრა ანანომ
-გისმენთ
-აუ, ნინა... არ ინერვიულო ოღონ რა...
-სანდრო რომ ჩამოვიდა, ეგ უნდა მითხრათ?
უჩვეულოდ მშვიდი სახე მქონდა მე.
სამივეს შუბლზე აუვიდა თვალები
-ეგ ვიცი, რამე ახალი ინფორმაციაც გაქვთ?-გავიცინე და ელენეს ყავა მოვსვი.
სამივე დამუნჯდა.
მე სიცილი ამიტყდა და დაახლოებით 2 წუთი ვიცინოდი.
არცერთს არ შეუცვლია პოზა
-შენ ნორმალური ხარ?-მიყვირა თიკამ
-არა!!!!
-იცი და არ ამბობ მერე?
-ვაიმე, გუშინ გავიგე, ბოდიშით!
-კინაღამ მოვკვდი, სანამ გითხარი!
-ნეტა თქვენგან გამეგო-სახე წამეშალა მე
-ვინ გითხრა?-ჩამეძია ელენე
-თვითონ
-რაა?-იყვირა სამივემ
-კი, თვით სანდრო ცინცაძემ
-რანაირად?
-თეატრთან დამხვდა
-რაა?-ისევ იგივე...
-ასე თუ უნდა მიყვიროთ, არ მოგიყვებით-გავბრაზდი მე
-რა გითხრა? რატომ მოვედიო?
-მიყვარხარო, არა?
-მითხარი, რომ ეს ისაა, რასაც ჩვენ ვფიქრობთ
-უეჭველი ეტყოდა
-იასნა. იმას რამე ცუდი ეთქვა და ეს ასე იცინებდა?
-გადაირევი ადამიანი. ტიპი ჩამოვიდა, ნახა და მოყოლას არ აპირებდა
-სახეზე არ უყურებ?
ცხვირწინ მჭორავდა ჩემი სამი დეგენერატი დაქალი. მე მართლა არ ვიცი, რა მაცინებდა.
აბა რა მექნა, თავს ხომ არ მოვიკლავდი?
არ შემეძლო სხვებთან ისე ვყოფილიყავი, როგორც მარტო.
ვერავის ვერ გადავდებდი საკუთარ პრობლემებს.
თუ ტირილი მინდოდა, მარტო ვიტირებდი და მორჩა...
-მოკლედ რომ გითხრათ, ასე მითხრა, 2 ფილმისთვის მიმატოვე და საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და ისევ აქ ჩამოხვედიო... ნუ, ანუ არ გიღირდაო, ალბათ ამის თქმა უნდოდა
-მაგას რა უნდა, ვესროლო?-გაიჯგიმა თიკა
-ტყუილი მითხრა რამე?-ვკითხე სამივეს.
ელენეც კი დაიბნა
-ეგრე თვლი?
პასუხი არ ვიცოდი.
ასე მეგონა.
ალბათ ასე იყო...

* * *
სპეკტაკლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. საგრიმიოროში ვიჯექი, ჩაცმული, გრიმით. ელენეს ველაპარაკებოდი ტელეფონზე. უკვე მოვედით და მგონი ძალიან ადრეაო. სამნი ვსხედვართ დარბაზშიო.
მერე გამითიშა, როლში შედი, უკვე დროაო. სიცილით ვკვდებოდი. ასეთ მომენტებში ცუდად მისრულდება ხოლმე და კაბის ელვა გამეჭედა. ჩემი პარტნიორი-სერგი, სულ აქეთ იქით დადიოდა საგრიმიოროებს შორის და მაინდამაინც ახლა არ შემოიხედა, რომ დამხმარებოდა.
ძლივს გავხსენი და გავაკეთე, თორემ გახდილს მომიწევდა თამაში.
ამ დროს სერგიც შემოვიდა. მე კარადაში ტანსაცმელს ვკიდებდი და საყვედური ვუთხარი
-აუ, სერგი პირველად ვიოცნებე, რომ ოღონდაც შემოვიდეს თქო და არა და არ შემოხვედი.
-სერგი, არ ვარ, მაგრამ თუ ასე ოცნებობდი შემიძლია მოგიძებნო
გავიგე ნაცნობი ხმა და ერთ ადგილას გავიყინე.
წამით მეგონა, გულიც გამიჩერდა.
ვეღარ ამოვისუნთქე.
იყო დრო, სანდროს გარეშე ვერ ვსუნთქავდი
ახლა-ესე მემართებოდა, სანდროს ხმაზე სუნთქვა მიჩერდებოდა.
შემოვბრუნდი და სანდროს თვალი გავუსწორე.
მშვიდად იდგა, აუღელვებლად. მიყურებდა, თავიდან-ფეხებამდე ამათვალიერა. მე ვერ გავუძელი და სახე გავატრიალე
-აქ რა გინდა სანდრო?-ვკითხე ისე,რომ ხმაზე აღელვება არ შემტყობოდა
-გაიჩითნენ ისევ ბაფთიანი ტიპები?
ირონიულად გამეცინა, სანდრომ ამაზე წარბი აწია, არ ელოდა
-არა-ვუთხარი მოკლედ
-ხშირად შემოდის ხოლმე?
-სანდრო აქ რა გინდა მეთქი
-გეკითხები, მიპასუხე
-კი
-ანუ იჩითებიან
-არ იჩითებიან სანდრო, დაწყნარდი
-აღელვების მეტყობა რამე?
-მე არ დაგდგომივარ სახლში, ეს შენ მხვდები, ხან სად, ხან სად და თუ რამე გინდა გამაგებინე, თუ არადა წადი!
გაღიზიანდა.
არც ვიცი რატომ გაეცინა. ხელი მაგრად მომკიდა, მე შემეშინდა.
სანდროს შეხებას ამდენი ხნის მერე იმაზე მეტი ემოცია მოყვა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
იმდენი რაღაც ვიგრძენი ერთიანად...
სანდრომ კარები ჩაკეტა და გამომხედა
-მეორედ ეგ არ მითხრა
-მაშინ მეორედ აღარ მოხვიდე-მერე დავფიქრდი-მესამედ
და გავუღიმე.
სანდროს სახე აერია.
ვერ აიტანა ჩემი ასეთი ქცევა.
ვერც მე ავიტანე.
ზუსტად არ ვიცი... სანდროს უსაფუძვლო და უაზრო ეჭვიანობა, თუ მისი უბრალოდ ახლოს ყოფნა.
შინაგანად, ინსტიქტურად პროტესტი მქონდა, მეც არ ვიცი რატომ...
-ნინა
-ჰო
-ნინა...
-რა გინდა?
კარებზე დამიკაკუნა სერგიმ
-ნინა, რას აკეთებ?
-ვიცვამ სერგი-ისე ვუთხარი სანდროსთვის თვალი არ მომიშორებია
-მალე ვიწყებთ უკვე!
-გამოვალ...
დავინახე, როგორ დაებერა სიბრაზისგან სანდროს ძარღვები...
თავი გაატრიალა, მერე უცებ გამომხედა და ჩახლეჩილი ხმით მკითხა
-ნინა, აღარ გიყვარვარ?
მე თვალები ამიცრემლიანდა.
სახე წაშლილი ჰქონდა სანდროს.
თვალები არეული.
დაღლილი იყო. გამოუძინებელი...
დავაკვირდი...
მიყვარდა.
ეს ხომ ვიცოდი, რომ მიყვარდა?
დავიჯერო, ვერ ვხვდებოდა? არ იცოდა?...
რა უნდოდა?
მაწვალებდა.
ასე სამაგიეროს მიხდიდა, ან არ ვიცი...
გული საშინლად მტკიოდა...
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ჩუმად ვუთხარი
-მე რომ ისევ მიყვარხარ, ამაზე არ იფიქრო

* * *
სანდროსგან არაფერი.
რამოდენიმე დღეში შემთხვევით ტელევიზორში მის თამაშს რომ გადავაწყდი, მივხვდი, რომ საერთოდ ქალაქშიც აღარ იყო.
რა გამიკვირდა?
სანდრო ყოველთვის 2, ან 3 დღით ჩამოდიოდა.
უფრო ხშირად თუ ნაკრების თამაში იყო და ეს წელიწადში თითზე ჩამოსათვლელი დღეები იყო.
ამის მიუხედავად მაინც ყველა ქუჩაზე სანდროს ვეძებდი.
თვალებით ვეძებდი სულ!
აი, სულ მეგონა, უცებ გამოჩნდებოდა, როგორც იცოდა ხოლმე.
მაგრამ სანდრო აღარ იყო.
ჩემთან არ იყო და არც არასდროს იქნებოდა.
სანდრო და ნინა უბრალოდ აღარ არსებობდა.

* * *
შვებულება რომ ავიღე, მეორე დღესვე ავიღე ბილეთი. თეას ცოცხლად შეჭმული ვყავდი, 1 კვირით ჩამოდიო. მეც ზუსტად 1 კვირით წავედი.
დამაგვიანდა.
ისე დამაგვიანდა, წამებით მივუსწარი თვითმფრინავს. ჩემი ადგილი ძლივს მოვძებნე და ისეთი ძალით დავეხეთქე სავარძელზე, გეგონება ვინმე ადგილს მართმევდა.
-სად გეჩქარებოდა
მესმის გვერდიდან.
ვიხედები...
თავბრუ მეხვევა.
ბედია ალბათ...
არა, ნამდვილად ბედისწერაა.
ასეთი დამთხვევები არ არსებობს.
რას უნდა დააბრალო?
გვერდით სკამიდან სანდრო ცინცაძე მიყურებს და ჩემს საქციელზე ისე ეცინება, არც კი მალავს.
მე პირი დავაღე.
ამ სურათის ნახვისგან გამოწვეული ემოცია იყო, თუ ზოგადად სანდროს ნახვისგან გამოწვეული, არ ვიცი.
ფაქტია, რომ აზრზე ვერ მოვედი
-რა იყო, ასე ცუდად გამოვიყურები?
მეუბნება, ისე თითქოს ჩემი ძალიან ახლო ძმაკაცი იყოს და ჩვენ შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობდეს.
ამაზე უარესად ვიბნევი და არ ვიცი სად წავიდე.
თანახმა ვარ, თუნდაც სკამის ქვემოთ შევძვრე და იქიდან მანამ არ გამოვიდე, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება.
-მეც არამიშავს-აგრძელებს სანდრო და მინდა ეს ჟურნალი თავზე გადავახიო.
რა სინაზეა...
-ვერ ვიტან დამთხვევებს-ვამბობ უხერხულად და თმას ვისწორებ
-როდის აქეთ?-წარბი ეწევა მაღლა სანდროს
-რა მნიშვნელობა აქვს
-მე ვგიჟდები
-გეტყობა
შევაფასე მისი რეაქცია, რაც ძალიან არ ესიამოვნა.
ვერ ვხვდებოდი, ასე რა ახარებდა.
ჩვენი ბოლო დიალოგი მახსენდებოდა და სიკვდილი მომინდა.
-ღვედი შეიკარი
ჩემკენ იწევა სანდრო. მე დამფრთხალი ჩიტივით უკან ვხტები და სანდროს ხელს ვაშვებინებ
-რა იყო, ჩემი გეშინია?
მეკითხება სრული სერიოზულობით. მე არ ვიცი, მეშინია, თუ არა...
უსაფრთხოების ღვედს ვიკრავ და რაღაც ჟურნალს ვინიავებ.
სანდრო თვალებით ვიღაცას ეძებს. სავარაუდოდ „სტიუარდესას“, მერე ბრუნდება და მშვიდად მეკითხება?
-ყავა მინდა, შენც გინდა ხო?
-არა
ვეუბნები დაუფიქრებლად.
სანდროს სახე ეცვლება
-ჩემთან ერთად ყავას არ დალევ?
ისე მეკითხება, მგონია უარის თქმის შემთხვევაში აუცილებლად რამეს დამიშავებს.
-არა, მადლობ
ვეუბნები ურეაქციოდ და მოხერხებულად ვჯდები.
სანდროს სახეზე მიმიკა არ ეცვლება, ისე მიყურებს. მერე გადაიფიქრებს და თავს ფანჯრისკენ ატრიალებს.
აღარაფერს ვამბობთ.
მე ტირილი მინდება.
მგონია, რომ ყველა ჩვენ გვაკვირდება.
მგონია, რომ ისევ ვაშავებ..
-სად მიდიხარ?
მეკითხება დიდი პაუზის შემდეგ.
-ჩემებთან
-აბა აღარ წავალო?
-უბრალოდ მივდივარ, 1 კვირით
-მე ისევ რამოდენიმე დღით ვიყავი
-არ მიკვირს
-ნინა
-რა იყო?
-არა, არაფერი...
-მითხარი
-არაფერი მეთქი-მოკლედ მომიჭრა.
მე მეწყინა.
-სხვა რა ხდება?
დავსვი ამ ქვეყნად ყველაზე, ყველაზე უაზრო და უპასუხო კითხვა. სანდროს ცალყბად ჩაეღიმა
-რა უნდა ხდებოდეს ნინა, შენ ვერ ხვდები, რა ხდება, როგორ ვარ...და საერთოდ მგონია, ყველა კითხვაზე გაქ პასუხი
-არ მაქ
-მაშინ, რასაც ფიქრობ ეგაა...
-შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ
-რასაც წესით უნდა ფიქრობდე...
-ვერ გავიგე, სანდრო...
-ძალიან მინდა ახლა 1 კვირით ამერიკაში არ მიდიოდე.
მითხრა ისე, რომ არ შემოუხედავს ჩემთვის
-ალბათ საკმარისად არ გინდა
-რას მეუბნები?
-არაფერს
-მომეჩვენა, თუ ხელები შემაწმინდე?-აფეთქდა სანდრო
-დამშვიდდი!
-რა ვქნა? მე დავმშვიდდე? რას ქვია საკმარისად არ მინდა?
-სანდრო ნუ ყვირი!
-რა უნდა გაგიკვირდეს პროსტა რა...
-სანდრო!
-რა, რა გინდა? ძალიან მაგარი ხარ, ყოჩაღ ნინა! შენ რომ არ შეგეფერებოდა არასდროს ისე იქცევი
-და შენ როგორ იქცევი?
-როგორ ვიქცევი?
-ნუ ყვირი, ხალხია!
-მაინტერესებს?
-სანდრო ავდგები იცოდე
-და სად წახვალ?
-შემეშვი რა...
-ეგრეა ნინა, ადამიანებს უყვარდები და მერე მსგავსინ ფრაზებით გულს ტკენ, მერე დგები, გტოვებენ და კიდევ შენ გინდა რომ შეგეშვან!
მე ცრემლები მომაწვა და არაფერი ვუპასუხე
-ეგრე არ არის?
-არა
-ეგრეა
-მრავლობითში რატომ ლაპარაკობ?
-კარგი მაშინ მე მომექეცი ეგრე. თურმე საკმარისად არ მინდა
-ბოდიში
-ახლა აზრი აღარ აქვს, რაც იყო-იყო
-მე ვერ ვხვდები, რა გინდა
-მიხვდები ოდესმე
-და ვერც ვგრძნობ
-გასაგებია, ნინა...
მე სახეზე ხელები ავიფარე. არ მინდოდა სანდროს დავენახე, ან მე დამენახა საერთოდ.
მინდოდა თვითმფრინავი მალე დამჯდარიყო, ან საერთოდ ჩამოვარდნილიყო.
სანდრომ სახიდან ხელები ჩამომხსნა და ფრთხილად მაკოცა, მერე შემომხედა...
-ნუ ნერვიულობ
მითხრა ჩუმად და ჩამეხუტა.
ისე უცებ აღმოვჩნდი სანდროს მკერდზე, ვერც კი გავიაზრე როგორ წამომივიდა ცრემლები.
სანდროს გულისცემას ყური დავუგდე.
გულისცემა, რომელიც მაცოცხლებდა.
რომლის გამოც ვარსებობდი.
რომელიც ყველაფერი იყო.
არასდროს მომბეზრდებოდა.
მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარდა. თუმცა ეს ისედაც იცოდა, იცოდა და ეს არაფერს ცვლიდა.
თვითმფრინავი ისე დაეშვა, ადგილიდან არ გავნძრეულვართ არცერთი.
ვდუმდით, ისე, რომ ერთმანეთის სუნთქვის რიტმს ავყოლოდით.
ვდუმდით, ალბათ იმიტომ, რომ სათქმელიც არაფერი გვქონდა.
ერთად დავტოვეთ თვითმფრინავი,
მაგრამ
სხვადასხვა გზით წავედით.
როგორც ყოველთვის.

* * *
თეამ და გიორგიმ როგორც იქნა გადაწყვიტეს და ჩემთან ერთად წამოვიდნენ 1 კვირაში საქართველოში.
ასეთი ბედნიერი ბოლოს ალბათ 2 წლის წინ ვიყავი...
სად და როდის ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
სახლში 1 კვირა სუფრები იშლებოდა. მთელი სანათესაო ჩვენთან იყო.
მე აღარ შემეძლო და თავს ხან სად ვაფარებდი, ხან სად.
მე და ელენე იმ წელს მარტო დასვენებისთვის ვიყავით განწირულები.
ანანო და ზუკა ბავშვებთან ერთად იყვნენ აგარაკზე ასულები.
თიკას ქმარმა სიურპრიზი მოუწყო და ევროპას „დაეცნენ“.
მე და ელენე შემოვრჩით შინაბერები.
ჩავალაგეთ ჩემოდნები. ძალიან მაგარი სასტუმრო დავჯავშნეთ ბათუმში და მშვიდად წავედით.

* * *
ხშირად გამიგონია, ხშირად მინახავს წყვილებს ძალიან უჭირთ განშორების პირველი პერიოდი.
ზოგი მარტივად ძლევს დეპრესიას, ზოგი ვერა.
ზოგს მეორე დღესვე ეზიზღება „რჩეული“, ზოგს 1 წლის მერე.
იშვიათია, რომ მათ შორის სამუდამოდ დარჩეს რაღაც უხილავი ძაფი და სულ იყოს იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყოს.
ნამდვილი სიყვარული ალბათ ისეთია-რომ არ შეიძლება ურთიერთობის არცერთ ეტაპზე შეურაცხყოფა მიაყენო ზიზღით ამ გრძნობას.
სანდროს?
ან ნინას?
სიძულვილი და ზიზღი კი არა, წამით არ გადაყვარებიათ ერთმანეთი.
ასეთია ალბათ სიყვარული. შეიძლება დაინგრეს, მაგრამ არა ისეთი მიზეზით, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება.
უბრალოდ ცხოვრება ვერ დაუშვებდა ნინას და სანდროს დაშორებას.
განა შეიძლებოდა?
ღმერთო, როგორ უყვარდათ ცალ-ცალკე... და ერთად...
ორივეს ისევ ისე უყვარდა.
უყვარდათ და ეს კლავდა ორივეს.

სანდრო არასდროს დაიჯერებდა,რომ ნინას გადაუყვარდა.
ნინა არასდროს დაიჯერებდა, რომ სანდრო სხვასთან იყო.

ერთმანეთისთვის პირობა არ დაუდიათ, მაგრამ თავისთავად იცოდნენ, რომ თუ არა ნინა
და თუ არა სანდრო,
მაშინ -არავინ!
და მორჩა...
ან ერთად,
ან არავისთან.

* * *
-ელენიკო, ჩემი თეთრი კაბა სად დადე?
-კარადაში ნახე
-კარადაში რომ არ არის მაგიტო გეკითხები
-აუ, რავიცი, ნინა..სხვა ჩაიცვი!
-კაი, რა წამოვიღო მითხარი-გამეცინა მე და კაბა გადავიცვი
-ესეიგი, ჩვენ გვინდა ნაყინი, ყავა, რამე წვენი წამოიღე და სიგარეტი. მორჩა
-არის!!!
-აუ, ნინ... მაწონიც წამოიღე და შემაზილე ძალიან გთხოვ-სიცილი აუტყდა ელენეს
-გითხარი, ნუ წევხარ მზეზე ამდენ ხანს თქო და მიჯერებ?
-აუ, პირველად დავიწვი?-ტირილამდე იყო მისული
-ისე, მართლა რამეს ვიკითხავ, გინდა?
-ვიკითხეთ ყველგან დღეს
-კაი, ნუ ზლუქუნებ, მალე მოვალ
კარები გამოვიჯახუნე და ლიფტი გამოვიძახე. დაახლოებით 5 წუთი ველოდები. ოდესღაც მოაღწია და დაბლა დავეშვი.
ელენეს ნაყინისთვის ყველა მაღაზია შემოვიარე. გაგიკვირდებათ და ზაფხულში, ბათუმშიც კი ძალიან რთულია ელენეს საყვარელი მარწყვის ნაყინი იპოვო, რომელიც მემგონი წელიწადში ერთხელ გამოდის და ისიც ეგრევე იყიდება.
ან უბრალოდ არ გაუმართლათ და აღარ უშვებენ.
მე კიდე როგორც განსაცდელში მყოფი ელენეს ერთგულ მეგობარს წილად მხვდა ღამის 11 საათზე ქუჩებში ბოდიალი.
ძალიან დავიღალე და ყავა ვიყიდე.
ზაფხულში ცივი ყავა თუ მქონდა, ყველაფერი კარგად იყო.
სკამზე ჩამოვჯექი, ცოტა სულს მოვითქვამ მეთქი, მაგრამ ვინმე რამეს გაცდის?...
-შენ შემთხვევით თუ არ შემხვდი, ისე არ არსებობს ხო?
მეუბნება ნაცნობი ხმა და ინსტიქტურად გვერდით ვიხედები.
ნაცნობი სახის დანახვა, უკვე აღარ მიკვირს.
უკვე მივეჩვიე, რომ ყველგან და ყველა ნაბიჯზე უნდა ვინანო რაღაც.
უკვე მივეჩვიე, რომ ყოველ დღე უნდა შემახსენოს თავი
არ ვიცი რამ, მაგრამ უნდა შემახსენოს...
ყოველდღე უნდა მეტკინოს და ვინანე.
იმიტომ, რომ დავანგრიე.
ალბათ, მე დავანგრიე...
ასე იყო...
სანდრო იდგა მშვიდად. მიყურებდა... არ ვიცი რაზე ფიქრობდა.
შეცვლილი იყო.
მთელი ზაფხული არ მინახავს.
ცოტა გამხდარი, გარუჯული...სულ სხვანაირი იყო.
ალბათ, ახლიდან მიყვარდებოდა, რომ ვხედავდი.
სანდრო იყო რა...ცინცაძე.
ჩემთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ იდეალურია.

-და შენ სულ იქ როგორ უნდა იყო, სადაც მე?
-რამე კანონს ვარღვევ?
-რა შუაშია კანონი?
-ეგ სულ ეგრე იყო, მე იქ ვიყავი, სადაც შენ...და პირიქით...
-ყავას დალევ ჩემთან ერთად?-ვეუბნები ჩუმად.
სანდრო პასუხზე არც ფიქრობს, ყავას იღებს და ჩემთან ერთად ქუჩას უყვება.
წლების მერეც
ბათუმში,
ისევ მე და სანდრო...
ისევ ყავით ხელში...
ისევ ქვაფენილს მივუყვებით.
სანდრო ისევ ისეთი თავისუფალია...
მე ისევ არ ვფიქრობ შედეგებზე.
გავიზარდეთ.
ყველანაირად.
ემოციებიც გაგვეზარდა.
ალბათ გრძნობებიც.
ალბათ კი არა.. მე გრძნობები ჩვეულებრივ გამიმრავლდა.
დაშორების მერე რაღაცეები აკლდებათ ხოლმე, მე ყველაფერი მომემატა.
უფრო შემიყვარდა.
არ ვიცი, რატომ მსჯიდა ბედისწერა ასე, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარდა.
იმდენად, შემეძლო ბედნიერებისგან მეტირა კიდეც.
-გახსოვს, აქ დაიწყო ყველაფერი
-აქ რომ ჩამოვედით, ყველაფერი დაწყებული იყო
-მართლა?-გაუკვირდა სანდროს
-შენთვის არ ვიცი, ჩემთვის დაწყებული იყო.
-ჩემთვისაც.
-და აქ უნდა მთავრდებოდეს?
-გინდა რომ მთავრდებოდეს?
-არ ვიცი...
სანდრო ჩემს პასუხზე შეცბა.
აღარაფერი უპასუხია.
ისევ მე გავბედე
-შენ გინდა?
-არ ვიცი
გამომაჯავრა მე და ყავა მოსვა.
-არ ვიცი, რატომ ვერ შევძელით ვერცერთმა-თვალები აემღვრა სანდროს
-რა სანდრო?
-მოსვლა.
-გიცდია?
-არცერთს არ გვიცდია.
-მაგრამ გინდოდა?
-ყველაფერზე მეტად.
მჯეროდა.
მიყვარდა და მჯეროდა.
სანაპიროზე ჩავედით.
-ყველაზე მეტად ეს ზაფხულის ღამეები მენატრებოდა. სულ იმას მეუბნებოდი, ღამეებს განსაკუთრებული მუხტი დააქვს თანო. მანამდე არასდროს დავკვირვებივარ, მერე სულ ამაზე ვფიქრობდი. ყოველ ღამე. მე არ ვიცი, რა მუხტი იყო, ან რა დაყვებოდა ღამეს, მაგრამ ყველაფერი შენთან ასოცირდებოდა მაშინ ჩემთვის. იმ ღამეებში, ფიქრში, საბოლოოდ აღმოვაჩინე საკუთარი თავი, შენთან დავაკავშირე მერე და მივხვდი, რომ მანდ გადაწყვეტილი იყო...
-ახლაც ზაფხულია. ღამეები ახლაც ვიღაცისთვის ისევ ისეთი მაგიურია. ვიღაც ახლა იწყებს, მაგრამ ხანდახან გამოსწორების საშუალება აღარ გვეძლევა ადამიანებს?
-რატომ?
-ალბათ დრო ყველაფერს კლავს ადამიანებში
-ჩემში არაფერს არ კლავს
ეწყინა სანდროს.
მე კი საშინლად მეტკინა ჩვენი მეასე გამოსამშვიდობებელი საუბარი.
ზღვას ვუყურებდი.
საშინლად ღელავდა.
ალბათ, ბუნებაც ვერ ეგუებოდა უსამართლობას.
უსამართლობა იყო, რაც ახლა ხდებოდა.
რისი უნდა მწამდეს ამ დღის მერე? რომელი სასწაულის?...
ვუყურებდი და ჩემთან არ იყო.
ჩემთან იყო და ვერ ვეხებოდი.
ვერ ვეუბნებოდი, ვერ ველაპარაკებოდი...
-ამის მერე, რისი უნდა მწამდეს?-ჩემი ფიქრები წაიკითხა სანდრომ.
მე გული ამიჩქარდა
-რის მერე?
-ჩვენ მერე... იმის მერე, რაც ერთად აღარ ვართ. იმის მერე, რაც ათასჯერ წამართვა ცხოვრებამ შენი თავი. მითხარი ნინა, ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩივნა?
-ახლაც მირჩევნია
სანდრო სახეზე ხელი ჩამომისვა.
ტუჩებთან გააჩერა და ჩუმად მითხრა არ თქვაო.
მერე ჩემი ხელი, თავისაში მოიქცია...
დიდხანს მიყურა,
მაჯაზე მაკოცა,
მერე ხელის მტევანზე,
თითებზე...
მე ცრემლები მომადგა თვალებზე...
ვისხედით-ჩუმად...
სანდრო თვალს არ მაშორებდა.
ხელსაც არ მიშვებდა.
წავალ მეთქი-ვთქვი. არ გამომიშვა.
ორივეს გვინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უთქმელად ვტოვებდით ისევ ერთმანეთს.
რატომ ვიმეტებდით ასე, არ ვიცი.
მახსენდებოდა ის დრო, საიდანაც ყველაფერი დავიწყეთ.
მე ისევ ისე ვიყავი-სანდროს ღიმილზე შეყვარებული. როგორც წლების წინ, ბათუმში.
განსხვავება იმაში იყო, რომ სანდრო აღარ იღიმებოდა.
მე ხშირად აღარ ვუცინოდი.
სანდრო აღარ მეუბნებოდა, რომ გიჟდებოდა ჩემზე.
აღარ შემეძლო სანდროსთან ერთად ზღვაში შეცვლა.
შიშის დაძლევა.
არაფერი აღარ შემეძლო.
აღარ შეგვეძლო ის სიყვარული ზაფხულის პირველი კვირის დღიდან რომ დაიწყო და
ზაფხულის ბოლო კვირა დღემდე ზენიტს რომ მიაღწია.
მერე დიდი დროის განმავლობაში, ყოველ დღე რომ ყველას აოცებდა და
ყველანაირ ნაბიჯს რომ გვადგმევინებდა.
გერმანიაში რომ ჩამიყვანა ის სიყვარული მენატრებოდა და სანდრო რომ უეცრად მადგებოდა საქართველოში.
მანძილი რომ იყო მარტო პრობლემა ის დრო.
ის სიყვარული ალბათ აღარ შეგვეძლო.
მაგრამ სანდროს და ნინას?
სანდროს და ნინას ხომ ყველაფერი შეეძლოთ...
ხომ შეეძლოთ?!
მითხარით, თქვენც ხომ ხვდებით, რომ სანდროს და ნინას სიყვარულს ყველაფრის გაძლება შეეძლოთ.
ეს გრძნობა ხომ საუკუნეებს გაუძლებდა.
ამაზე ხომ თაობებს მოუყვებოდნენ.
როგორ უყვარდა სანდროს ნინა.
და ნინას სანდრო-სიგიჟემდე.
რა უნდა ითქვას მეტი?
რა უნდა ითქვას?
აქაც,
ნინასთან და სანდროსთანაც ხომ „ყველა ნაბიჯზე მოგონებებია“ ?
როგორ იცხოვრებენ ამ მოგონებებით და ცალ-ცალკე?
მე ვიცი, რომ ვერ იცხოვრებენ.
მე ვერ დავუშვებ, რომ იცხოვრონ.
ნინა დაუშვებდა?
ან სანდრო დაუშვებდა?
ხომ გამორიცხულია?
ყოველ ღამე საწოლის იმ მხარეს წვებოდა სანდრო, საითაც ნინა იწვა.
ვერ ივიწყებდა.
ნინა სანდროს მოსაცმელის გარეშე ვეღარ იძინებდა.
ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა, ღამით.
ღამე ხომ უფრო მეტად ვფიქრობთ.
ფიქრობდნენ და უყვარდათ.
ყოველ ღამე უფრო მეტად უყვარდათ.
ყოველ ღამე ბევრს ეწეოდა ნინა.
იმაზე მეტს, ვიდრე დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ერთ ღერში ვერაფერს ვერ ტევდა.
ერთ ღამეში ფიქრსაც ვერ ასწრებდა, ისე ეძინებოდა.
თავს ვერ იტყუებდა ვერცერთი.
არ ჰყოფნიდათ ეს სიყვარული-ცალ-ცალე.
ვინ იცის, ფიქრებში ერთმანეთსაც შეხვედრიან.
სადღაც გადაიკვეთებოდნენ.
შანსი არ არის, ასე რომ არ იყოს.
სასწაული იქნებოდა, ადამიანებს ფიქრებით რომ შეეძლოთ შეხვედრა.
წარმოიდგინეთ, რამდენი გული გამთელდებოდა და რამდენი ადამიანი გაბედნიერდებოდა.
გაიფიქრებ და მორჩა.
შეგიძლია მასთან იყო.
ნინას და სანდროს ალბათ ესეც შეეძლოთ.
რატომ ვართულებთ ყველაფერს?
რატომ ვართულებთ, რატომ?
რატომ არ ვაძლევთ სიყვარულს ყველაფრის უფლებას?


* * *
სპექტაკლის დამთავრების მერე მალევე გამოიცვალა, გრიმი მოიშორდა.
ჩაალაგა და ყველას დაემშვიდობა.
სადღაც ეჩქარებოდა.
თვითონაც არ იცოდა სად.
უბრალოდ, ძალიან უჭირდა ერთი და იგივე ადგილას გაჩერება.
ყველგან მიზეზს ეძებდა და პასუხებს ვერ პოულობდა.
გრძელი კიბეები ნელა ჩამოიარა.
სექტემბრის გრილი საღამო იყო.
კუთხეში სანდროს მანქანა დაინახა და პულსი აუჩქარდა.
ღრმად ამოისუნთქა და სანამ დაიძრებოდა, სანდრომ მანქანიდან გადმოსვლა დაასწრო.
გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ნინასკენ.
ნინა დაიბნა.
ისე, როგორც ხშირად ემართებოდა ხოლმე...
სანდრომ ყველანაირი შესავალის გარეშე შორიდან დაიწყო მაღალ ხმაზე, თითქმის ყვიროდა.
უნდოდა ყველას ცოდნოდა და ყველას გაეგო.
ან უბრალოდ ემოციებისგან უნდოდა დაცლილიყო...
ასე გამოხატავდა
-გახსოვს ანანოს და ზუკას ქორწილი?
რა დაგავიწყებს?
მე მახსოვხარ ქორწილიდან. ძალიან კარგად მახსოვხარ.
ქორწილის მერე, პირველად სად გნახე იცი?
აი, ზუსტად მანდ.
არა, მანდ არა...რამოდენიმე საფეხურით ზემოთ იდექი.
მე?
მე 2 დღის ჩამოსული ვიყავი.
როგორც შენ ამბობდი ხოლმე, ზუსტად 3 დღით.
ვიღაცას ელაპარაკებოდი.
ეწეოდი და იცინოდი.
შენი სიცილი გავიგე.
სიცილით გიცანი ნინა.
არ არსებობს ადამიანი, შენი სიცილი რომ არ დაამახსოვრდეს.
მაშინვე სასწაულად მეცნო ეს სიცილი, ეს მანერა, შენი ხმა...
რაღაც განსაკუთრებული იყავი იმ მომენტში.
მე ძმაკაცთან მივდიოდი და გზა ამერია.
დავიკარგე.
იმიტომ, რომ მთელ ქუჩაზე შენ იყავი.
მთელ ქუჩაზე თითქოს შენი სუნი იდგა. ყველაფერი შენ გეკუთვნოდა.
ნინაა ყიფშიძე მეთქი ჩავილაპარაკე.
და კინაღამ გავგიჟდი.
შეცვლილი იყავი.
სასწაული.
გადავირიე.
იმ წამს გადავირიე და შემიყვარდი.
იმ წამიდან შემიყვარდი, შენი სიცილი მთელ ქუჩას რომ ჰქონდა მომაჯადოვებლად მოდებული.
მერე შემთხვევით ზუკასთან გნახე.
მერე ვითომ სადღაც გემთხვეოდი.
ვხვდებოდი, რომ საქართველოში დასაბრუნებელი მიზეზი მქონდა.
აი ასე,
ერთი სიცილით შემიყვარდი.
ერთი გახსენებით.
ნინაა ყიფშიძე მეთქი-ეს იყო და ეს-შემიყვარდი.
წამებში შემიყვარდი.
წამებში იცი რა ვიცოდი ნინა?...
ვიცოდი, რომ შენც გეყვარებოდი.
ძალიან მალე, ისე შემიყვარებდი, ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა-ორივესთვის.
ეგრე არ მოხდა?
მე და შენ აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით.
აუცილებლად.
ეს ვიცოდი, იმ დღიდან.
იმ წამიდან ვიცოდი, რომ უნდა მყვარებოდი.
შენც იცოდი, რომ უნდა გყვარებოდი.
როდის მიხვდი, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ უნდა გყვარებოდი.
ასე რომ არ მომხდარიყო, მაინც მოხდებოდა....
მოხდებოდა და მორჩა.
ნინა...
-სანდრო
სიტყვა გავაწყვეტინე მე და სახეზე ხელები ავიფარე.
ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ცრემლები იყო სახეზე და ტკივილი.
საშინლად მტკიოდა ეს ისტორია.
ეს სიყვარული და ყველაფერი
რაც დაგვემართა.
ან საკუთარ თავს ჩვენით დავმართეთ.
-უნდა მეთქვა ნინა, ისე არ მორჩებოდა! ხომ, იცი ეს უნდა მეთქვა. უნდა მომეყოლა...ჩემი ცხოვრება ესაა.
ეს ერთი დღე
-მაპატიე
ვტიროდი მე და სახიდან ხელებს არ ვიშორებდი.
-ახლა არა. ახლა არ გინდა ტირილი.
არაფერი მითხრა ნინა...
შუბლზე მაკოცა სანდრომ და მომშორდა.
მე მისი რეაქცია ვერ გავიგე.
ვერ გავიგე მიზეზი და ის, რატომ არ დამაცადა...
-სანდრო
ვეძახდი უაზროდ.
არ მობრუნებულა.
მე არ გავქცეულვარ , მაგრამ სანდროსაც არ უცდია გაჩერება.
გაწვიმდა.
მე მარტო ვიდექი, წვიმაში...
და არ ვიცოდი რა მინდოდა.
რა მოხდა, ან რა გავაკეთე.

* * *
ზუკასგან გავიგე, რომ სანდრო მეორე დღეს მიფრინავდა.
არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
ქალაქში მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა.
ისე, რომ ტემპი არ დაუგდია წვიმას.
ცა ჩამოიქცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ტაქსი გამოვიძახე.
10 წუთი რომ არ მოვიდა, გავაუქმე.
სანდროს ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გამოვედი.
დაახლოებით ნახევარ წუთში თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი.
არ მაინტერესებდა.
ყველაზე მეტად ახლა ამაზე ვფიქრობდი.
სანამ სანდროს სახლამდე მივიდოდი, უფრო იმატა წვიმამ. იმატა ჩემი სიარულის სიჩქარემაც.
მინდოდა მალე მივსულიყავი.
ძალიან ცოტა დრო მქონდა.
ძალიან ცოტა...
სადარბაზოს რომ მივუახლოვდი, გავჩერდი.
ფანჯრებს ავხედე.
დიდხანს ვუყურებდი სანდროს სახლის ფანჯრებს და ვსველდებოდი.
სადარბაზოში შევედი.
მესამე სართულზე წამებში ავირბინე.
ვაკაკუნებდი კარებზე-გაბმულად. როგორც მჩვევია...
ამასაც იცნობდა სანდრო.
გვიან გამიღო კარი.
გაოცებული დარჩა.
მიყურებდა, ისე, რომ არაფერი უკითხავს.
მე ვიდექი გალუმპული, ემოციებისგან დაცლილი...
და სანდროზე შეყვარებული-როგორც ზაფხულის პირველ კვირას.
-ნინა, რას აკეთებ?
-მოვედი-ცრემლი მომადგა მე.
-რა დაგემართა? სულ სველი ხარ?-შემეხო თმებზე სანდრო, ისე, რომ მიმიკა არ შეცვლია
-შენ
ვუთხარი, ისე რომ არ მიფიქრია.
ნაბიჯი გადავდგი და ვაკოცე.
ვაკოცე
ამდენი წლის მერე-პირველად.
ვაკოცე და მივხვდი, რომ ძალიან ცოტა აკლდა ჩემს გონებას გაგიჟებამდე.
ვაკოცე და ახლიდან შემიყვარდა.
ჩემი სველი სხეული მთლიანად ჩაიხუტა სანდრომ და
ისე დაიბნა...
კითხვის დასმაც ვერ მოახერხა
-რა მე?
-მიყვარხარ სანდრო-ტირილი დავიწყე მე
-ნინა...
-ძალიან მიყვარხარ-ისტერიკა ამივარდა
-ნინა, შემოდი, გაგიჟდი? ასე ხომ გაცივდები
-სანდრო ძალიან მიყვარხარ, ძალიან.. მოვკვდები უშენოდ
ვუმატებდი ტირილს მე და ვერც კი მივხვდი, როგორ ჩავიკეცე სანდროს შემოსასვლელში, სანდროს წინ...როგორ ჩავუვარდი სანდროს ხელებში...
-ნინა...ნინაა..
იმეორებდა ჩემს სახელს სანდრო და
მკოცნიდა...
დაუსრულებლად.
მე ვტიროდი და ბედნიერი ვიყავი.
ბედნიერი ვიყავი, რომ ასე ვუყვარდი და-მიყვარდა.
ვუმეორებდი, რომ მიყვარდა.
რომ ყველაფერზე მეტად მიყვარდა.
სანდროც არ აყოვნებდა პასუხს.
არ მჯეროდა.
რომ ეს ყველაფერი ორმხრივი იყო.
არ მახსოვს როგორ გამომიცვალა სველი ტანსაცმელი და როგორ გამიშრო თმა სანდრომ.
ეტირებოდა.
სახეზე ხელები აიფარა, რომ ვკითხე უნდა წახვიდე მეთქი?
-ხვალ დილით
მითხრა ჩუმად
-ახლა შემიძლია თამამად გაგიშვა, იმიტომ, რომ სადაც არ უნდა წახვიდე სულ ჩემად დარჩები
ვუთხარი მეც ჩუმად.
სანდროს თვალები აემღვრა.
ყველაზე მეტად უმძიმდა ახლა ჩემი დატოვება.
ახლა, როცა ისევ მიყვარდა.
ახლა, როცა ისევ ისე ვუყვარდი.
მერე სახე გაუნათდა.
თვალები გაუბრწყინდა.
შუბლზე მაკოცა, საუკეთესო ხარო-მითხრა.
მერე ადგა, გავარდა... ჯერ ერთ ოთახში შევარდა, მერე მეორეში.
ადგილს ვერ პოულობდა.
მოვიდა და გიჟივით მაკოცა-მოწყვეტით.
სამჯერ მითხრა მიყვარხარო.
მე დავიბენი...
-წასვლა არ გადაიფიქრო, 3 დღეში თამაში გაქ ჩასატარებელი!
ვუთხარი, რადგან მეგონა, რამეს გადადებდა...
სანდროს გაეცინა.
ისევ მაკოცა და
მითხრა
-უკეთესი იდეა მაქვს.


* * *
-რა გააკეთა? ამიხსნით ვინმე, რა გააკეთა? ეგ სულელია? ეგ გადაირია? უნდა რომ მომკლას არა?-ეუბნებოდა თეა გოგოებს
-თეა, არაფერი ვიცოდით-მიწის ფერი ედო სახეზე ელენეს
-თქვენ მაინც არ გითხრათ? სახლიდან ბოლოს მე გავაცილე
-არა, თეა... გონში არ ვარ არაფრის, გეფიცები!-ნერვიულობდა ანანო
ზუკას ეცინებოდა.
ზუკას დაურეკა სანდრომ.
ეცინებოდა და უხაროდა.
-ზუკა!-დაუძახა თეამ
-აუ, რა ვქნა, მაგარი ამბავია. რას დაიზაფრეთ ხალხო! 1 კვირაში ჩამოვა და ეჩხუბეთ მერე-აგრძელებდა სიცილს
-რა გამოდის ახლა, მაგათ თაფლობის თვე აქვთ?-გაეცინა ანანოსაც
-აუ, მევასები ნინა ყიფშიძე რა ! უხ!!!! ჩემი გადარეული
შემოსძახა თიკამ და ელენეს გადაეხვია-შენი დროც მოვა ელე, გული არ გაიტეხო!

* * *
აეროპორტში უამრავი ხალხი ირეოდა.
ზოგი მიდიოდა, ზოგს ელოდებოდნენ...
ზოგს მეგობრები აცილებდნენ, ზოგს ნათესავები, მშობლები, ახლობლები.
ზოგი მარტო მიდიოდა
ან
მარტო ჩამოდიოდა.
ამათ ყველასგან გამოარჩევდით.
შემოვიდნენ, ისე უბრალოდ...
ბედნიერები.
ყველას ყურადღება ამ წყვილისკენ იყო მიპყრობილი.
დადიოდნენ და სიყვარულს ასხივებდნენ.
შორიდანაც ძალიან კარგად ეტყობოდათ, რომ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.
ერთადერთი ჩემოდნით იყვნენ.
მაგრამ ძალიან ბედნიერები.
იცინოდნენ.
რაღაცაზე იცინოდნენ...
პერიოდულად ბიჭი ეხუტებოდა, თავზე კოცნიდა და იდგნენ ასე ბედნიერები.
მერე ვიღაცამ შორიდან ჩაილაპარაკა
ეს სანდროა, ცინცაძეო...
მეორემ-ნინა და სანდრო შერიგდნენო...
ვერ დაიჯერეს.
მერე გადაიღეს, გადარეკეს, ამბავი გაავრცელეს, რომ ნინა ყიფშიძე და სანდრო ცინცაძე ერთად ნახეს თბილისის აეროპორტში.
ყველას აინტერესებდა რა მოხდა.
ყველას აინტერესებდა სად მიდიოდნენ.
მიდიოდნენ?
დიახ, დიახ.
ნინას სანდრო არ გაუცილებია.
პასპორტი ორივეს ეჭირა ხელში.
ღმერთო, როგორი ბედნიერები იყვნენ.
როგორ უყვარდათ...
ისევ ისე-როგორც წლების წინ...ზუსტად ისე.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფოტო გადაიღო.
საღამოს ეს სურათი მთელ სოციალურ სივრცეში იყო გავრცელებული.
ფოტოზე ულამაზესი წყვილი იყო.
ნინას ღია ვარდისფერი კაბა ეცვა და თეთრი კეტები.
სანდრო ჯინსებში და უბრალო „საროჩკაში“ იყო.
ორივეს ხელი ჰქონდა აწეული
და
ორივეს არათითზე ერთნაირი ბეჭდები ეკეთათ.

უყვარდათ
და
ბედნიერები იყვნენ.


ნინა და სანდრო.
სანდრო და ნინა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი sofia25

ესე ნუ იკარგებბი ხოლმე ხშირად გამოჩნდი რაა :)))) ძალიანმაჰგარიხარ

 



№2  offline წევრი dzadzamia25

03:56 დრო რომელიც მე,შენ და მაშომ ვივით რა დროა.
იცი როგორ გამიხარდა დღეს გაღვიძებულზე შენი შეტყობინება რომ დამხვდა?
რომ გაიღიძებთ ქალბატონებო,სიურპრიზი გელითო.
სანდრო და ნინა.
ნინა და სქნდრო.
ნუ ამას ჯერ ისე ვიძახი.
იმიტო რო კითხვა არდამიწყია ჯერ.
თუმცა ხომ ვიცოდი რა ერქვა ამ ორს?
კი კი.
მონაკვეთი რომ გამოგვიგზავნე?
აუ როდის დადებთქო მას მერე ვწუწუმებდი.
ცალკე კომენტარი ხომ იცი სანდროზეც და ნინაზეც რო იქნება?
მე შენ მინდოდა შეგხენბოდი ჯერ.
მინდა არასდროს დაგაიწყდეს ჩი სიტყვები.
არსდროს მიიღო ყალბათთქო.
არც მინდა ასე იყოს.
მიყვარხარ მართლა.
ის ქალბატოიც!
ჩვენი ჩატიც მიყვარს!
რომელიც შემ გააკეთე და სახელიც შენ მოუფიქრე.
'ჩეი საოცრება გოგოები'
დღე თუ უთქვენოდ მოუწერლადაა,ის დღე ვერაა კარგად!
ეს ორი დღეა კი გაბრაებ მაგრამ იმედია ამ კომენტარით მოგრთამავ.
ეხლა წავედი კუთხვას უნდა შევუდგრ და ჩემი სურპრიზით გავიხარო!
ჰო მართლა ამაყი ვარ!
ყველაზე მაგარი ამაყი!
რომ გიცნობ,ეს ერთი!
და რომ მილამაზებ ცხოვრებას ეს მეორე!
მესამეც იმიტო რომ ცოტა ეგოისტურია,მაგრამ მკითხველებიდან ყველაზე დიდი შეხება მე და მაშოს გვაქვს შენგან!
კაი მართლა წავედი!
კიდე იქნება ერთი კომენტარი!
ვერ გავუძლებ უამისოდ!
პ.ს
მიყვარხარ'თ!

dzadzamia25
03:56 დრო რომელიც მე,შენ და მაშომ ვიცით რა დროა.
იცი როგორ გამიხარდა დღეს გაღვიძებულზე შენი შეტყობინება რომ დამხვდა?
რომ გაიღიძებთ ქალბატონებო,სიურპრიზი გელითო.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ნუ ამას ჯერ ისე ვიძახი.
იმიტო რო კითხვა არდამიწყია ჯერ.
თუმცა ხომ ვიცოდი რა ერქვა ამ ორს?
კი კი.
მონაკვეთი რომ გამოგვიგზავნე?
აუ როდის დადებთქო მას მერე ვწუწუნებდი.
ცალკე კომენტარი ხომ იცი სანდროზეც და ნინაზეც რო იქნება?
მე შენ მინდოდა შეგხებოდი ჯერ.
მინდა არასდროს დაგაიწყდეს ჩემი სიტყვები.
არსდროს მიიღო ყალბათთქო.
არც მინდა ასე იყოს.
მიყვარხარ მართლა.
ის ქალბატოიც!
ჩვენი ჩატიც მიყვარს!
რომელიც შემ გააკეთე და სახელიც შენ მოუფიქრე.
'ჩემი საოცრება გოგოები'
დღე თუ უთქვენოდ მოუწერლადაა,ის დღე ვერაა კარგად!
ეს ორი დღეა კი გაბრაზებ, მაგრამ იმედია ამ კომენტარით მოგრთამავ.
ეხლა წავედი კითხვას უნდა შევუდგე და ჩემი სურპრიზით გავიხარო!
ჰო მართლა ამაყი ვარ!
ყველაზე მაგარი ამაყი!
რომ გიცნობ,ეს ერთი!
და რომ მილამაზებ ცხოვრებას ეს მეორე!
მესამეც იმიტო რომ ცოტა ეგოისტურია,მაგრამ მკითხველებიდან ყველაზე დიდი შეხება მე და მაშოს გვაქვს შენთან!
კაი მართლა წავედი!
კიდე იქნება ერთი კომენტარი!
ვერ გავუძლებ უამისოდ!
პ.ს
მიყვარხარ'თ!

 



№3  offline წევრი შამხათი

გავთბი...არაჩვეულებრივი იყო.

 



№4 სტუმარი Guest მიკა

სიტყვები ზედმეტიააა

 



№5  offline ახალბედა მწერალი aNuGi

ვგიჟდები შენს ისტორიებზე,
და ხო..
როგორც ყოველთვის არასდროს მიცრუებ იმედებს:) <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№6  offline წევრი anni123

სასწაული იყო. ძალიან მაგარი ხარ! heart_eyes

 



№7 სტუმარი Guest თამარი

გავგიჟდი გადავირიე გავაფრინე❤❤ სასწაული ხარ❤❤ როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები❤ მუდამ ერთად სანდრო ცინცაძე და ნინა ყიფშიძე.
ნინა, სანდრო და ყავა.
ყავა, ღამე და ვარსკვლავები.
მათი სიყვარული და ისინი❤❤ ვგიჟდები შენზე❤❤

 



№8 სტუმარი Nacka

dzalian kargi iyo

 



№9  offline ახალბედა მწერალი Ans...

sofia25
ესე ნუ იკარგებბი ხოლმე ხშირად გამოჩნდი რაა :)))) ძალიანმაჰგარიხარ

მადლობა ჩემო საყვარელო ვეცდებიყველანაირაად❤️❤️❤️❤️❤️
შამხათი
გავთბი...არაჩვეულებრივი იყო.

Guest მიკა
სიტყვები ზედმეტიააა

anni123
სასწაული იყო. ძალიან მაგარი ხარ! heart_eyes

მადლობა, მადლობააა ძალიან დიდი❤️❤️❤️❤️
aNuGi
ვგიჟდები შენს ისტორიებზე,
და ხო..
როგორც ყოველთვის არასდროს მიცრუებ იმედებს:) <3

აი, ამ სიტყვებისთვის ვარ უზომოდ ბედნიერი ❤️❤️❤️❤️❤️
Guest თამარი
გავგიჟდი გადავირიე გავაფრინე❤❤ სასწაული ხარ❤❤ როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები❤ მუდამ ერთად სანდრო ცინცაძე და ნინა ყიფშიძე.
ნინა, სანდრო და ყავა.
ყავა, ღამე და ვარსკვლავები.
მათი სიყვარული და ისინი❤❤ ვგიჟდები შენზე❤❤

მემმაგიჟებს ეს სიტყვები და ყველა ერთად ასეთი თბილები რომ ხართ❤️❤️❤️❤️

dzadzamia25
03:56 დრო რომელიც მე,შენ და მაშომ ვივით რა დროა.
იცი როგორ გამიხარდა დღეს გაღვიძებულზე შენი შეტყობინება რომ დამხვდა?
რომ გაიღიძებთ ქალბატონებო,სიურპრიზი გელითო.
სანდრო და ნინა.
ნინა და სქნდრო.
ნუ ამას ჯერ ისე ვიძახი.
იმიტო რო კითხვა არდამიწყია ჯერ.
თუმცა ხომ ვიცოდი რა ერქვა ამ ორს?
კი კი.
მონაკვეთი რომ გამოგვიგზავნე?
აუ როდის დადებთქო მას მერე ვწუწუმებდი.
ცალკე კომენტარი ხომ იცი სანდროზეც და ნინაზეც რო იქნება?
მე შენ მინდოდა შეგხენბოდი ჯერ.
მინდა არასდროს დაგაიწყდეს ჩი სიტყვები.
არსდროს მიიღო ყალბათთქო.
არც მინდა ასე იყოს.
მიყვარხარ მართლა.
ის ქალბატოიც!
ჩვენი ჩატიც მიყვარს!
რომელიც შემ გააკეთე და სახელიც შენ მოუფიქრე.
'ჩეი საოცრება გოგოები'
დღე თუ უთქვენოდ მოუწერლადაა,ის დღე ვერაა კარგად!
ეს ორი დღეა კი გაბრაებ მაგრამ იმედია ამ კომენტარით მოგრთამავ.
ეხლა წავედი კუთხვას უნდა შევუდგრ და ჩემი სურპრიზით გავიხარო!
ჰო მართლა ამაყი ვარ!
ყველაზე მაგარი ამაყი!
რომ გიცნობ,ეს ერთი!
და რომ მილამაზებ ცხოვრებას ეს მეორე!
მესამეც იმიტო რომ ცოტა ეგოისტურია,მაგრამ მკითხველებიდან ყველაზე დიდი შეხება მე და მაშოს გვაქვს შენგან!
კაი მართლა წავედი!
კიდე იქნება ერთი კომენტარი!
ვერ გავუძლებ უამისოდ!
პ.ს
მიყვარხარ'თ!

dzadzamia25
03:56 დრო რომელიც მე,შენ და მაშომ ვიცით რა დროა.
იცი როგორ გამიხარდა დღეს გაღვიძებულზე შენი შეტყობინება რომ დამხვდა?
რომ გაიღიძებთ ქალბატონებო,სიურპრიზი გელითო.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ნუ ამას ჯერ ისე ვიძახი.
იმიტო რო კითხვა არდამიწყია ჯერ.
თუმცა ხომ ვიცოდი რა ერქვა ამ ორს?
კი კი.
მონაკვეთი რომ გამოგვიგზავნე?
აუ როდის დადებთქო მას მერე ვწუწუნებდი.
ცალკე კომენტარი ხომ იცი სანდროზეც და ნინაზეც რო იქნება?
მე შენ მინდოდა შეგხებოდი ჯერ.
მინდა არასდროს დაგაიწყდეს ჩემი სიტყვები.
არსდროს მიიღო ყალბათთქო.
არც მინდა ასე იყოს.
მიყვარხარ მართლა.
ის ქალბატოიც!
ჩვენი ჩატიც მიყვარს!
რომელიც შემ გააკეთე და სახელიც შენ მოუფიქრე.
'ჩემი საოცრება გოგოები'
დღე თუ უთქვენოდ მოუწერლადაა,ის დღე ვერაა კარგად!
ეს ორი დღეა კი გაბრაზებ, მაგრამ იმედია ამ კომენტარით მოგრთამავ.
ეხლა წავედი კითხვას უნდა შევუდგე და ჩემი სურპრიზით გავიხარო!
ჰო მართლა ამაყი ვარ!
ყველაზე მაგარი ამაყი!
რომ გიცნობ,ეს ერთი!
და რომ მილამაზებ ცხოვრებას ეს მეორე!
მესამეც იმიტო რომ ცოტა ეგოისტურია,მაგრამ მკითხველებიდან ყველაზე დიდი შეხება მე და მაშოს გვაქვს შენთან!
კაი მართლა წავედი!
კიდე იქნება ერთი კომენტარი!
ვერ გავუძლებ უამისოდ!
პ.ს
მიყვარხარ'თ!

შენ რა უნდა გითხრა???????? ვერაფერს ვერ გეუბნებ ხომიცი როგორ უზომოდ
მიყვარხარ და ისიც იცი
ვისგან წამოვიდა რაღაცეების ინიციატივა და რამდენს ნიშნავ ძალან ბევრჯერ მითქვამს და სულ გეტყვი❤️❤️❤️❤️❤️❤️რომუზომოდ მიყვარხარ ყველაფრისთვის და
ჩვენ რომ ვიცით კიდე იმმიზეზების გამო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ სასწაულიხარ ჩვეულებრივი !!!!

 



№10 სტუმარი milena

გმადლობა ასეტი ლამაზი და კარგი ისტორიისთვის .ძალიან მომეწონა

 



№11  offline წევრი Camomilla

სასწაული ხარ ! ❤❤

 



№12  offline წევრი Mmariami)

მილიარდი ტექსტი დავალაგე, ყველა წაკითხულ ფურცელზე ახალ ტექსტებს ვალაგებდი და ეხლა გინდ დაიჯერე გინდ არა არც ერთი არ მახსოვს.
თავში ერთადერთი რაც მიტრიალებს '' არა გოგო, მაგათ ისე უყვართ ერთმანეთი როგორ დავაშორებაა''.
პეპლები და დინოზავრები მოგონილია ჩემთან, ისეთები მჭირდა.
ვეცდები ბევრი ვილაპარაკო და დავიცალო, რამდენად გაიგებ არ ვიცი მაგრამ...
არ ვიცი რისი ბრალია
დროის ალბათ
იმდენად დიდი ხანია შენი ისტორიებისთვის აღარ გადამიხედავს, ყველაზე განსხვავებული მომეჩვენა.
კარგი კონტექსტით რა თქმა უნდა.
დათაც გადამავიწყა
თორნიკეც
იკაც
და
ახალი წელიც.
მეჯვარეებს ვკითხულობ პარარელულად და ორივეგან ფეხბურთმა ისეთი ემოციური გამხადა ვერ. აგიხწერ.
სანდრო?
სანდრო ჩემთვის ყველაზე ისეთი ტიპია რა, გარეგნობითაც და საქციეელებითაც.
ნინა? გოგოებზე ნაკლებად ვლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ ნინა იყო ის ვინც სანდროსთან უნდა ყოფილიყო.
გახსოვს სახელზე და ცინცაძეზე რო მითხარი?
ეხლა ჩემთან დაემთხვა, ჩემს 'ახალ' გოგოს ნინა ქვია.
ყვავილების თემა
ზუსტად ვიცოდი რო სანდრო არ იქნებოდა.
იმდენად მეგოიმა და მებანძა, ზუსტად ვიცოდი სანდრო მსგავსი ტექსტებით თავს არ გაიბანძებდა და როცა ის დავუშვი რო შეიძლება სანდრო ყოფილიყო, ტექსტების გარომანტიკულება ვცადე და რეჟისორის აღმოჩენა სრული ფეიერვერკი იყო ჩემთვის.
გადაწყვეტილებებზე ვერ ვილაპარაკებ, უფრო ორივეს ბრალი იყო, უფრო ნინასი.
სანდროს სიცივე მყინავდა, ნინასთან ერთად მანადგურებდა და ბევრი რო არ გავაგრძელო იცი რა?!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
ეს იყო ის რაც უნდა ყოფილიყო
ის რამაც გადატრიალება მოახდინა
ის რამაც სიყვარულის გამძლეობაში დამარწმუნა.
და
საერთოდაც
ბათუმში ესეთი ამბები რო ხდება, მეც მინდა ეგეთი ამბები ზაფხულში, მეც მინდა ჩემი სანდრო!
და
რაც მთავარია
ჩემი ნათელი წერტილი ხარ!
ჩემი ყველაზე ყველაზე ნათელი წერტილი!
და (უკვე მერამდენე ,,დაა'')
სახელების და გვარების დამახსოვრებაში, სერიოზული დეფიციტი მაქვს, სერიოზული! საკუთარ მოთხრობაში არ მახსოვს 'ცინცაძე' ვინ და რა ტიპი იყო, შენი ნათქვამი დამამახსოვრდა უბრალოდ ;დ
მაგრამ
სანდრო ცინცაძის სახელის დავიწყება? უბრალოდ არ შეიძლება!
ხო და კიდევ
გოგოებზე ვგიჟდები!
საერთოდ შენი ისტორიების სამეგობროებზე ჭკუა მეკეტება.
ისეთი ოჯახურები, კარგები, თბილები და ტკბილები იყვნენ, უბრალოდ ვგიჟდები!
ზუკა სიძეთა შორის სიძეა!
ყველაზე ვგიჟდები
უბრალოდ ვგიჟდები!

 



№13  offline ახალბედა მწერალი Ans...

Nacka
dzalian kargi iyo

milena
გმადლობა ასეტი ლამაზი და კარგი ისტორიისთვის .ძალიან მომეწონა

გრაფინია
***
Ans უთბილესი და უკარგესი ხარ შენ ♥

Camomilla
სასწაული ხარ ! ❤❤

მადლობა თქვენ !!! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️

Mmariami)
მილიარდი ტექსტი დავალაგე, ყველა წაკითხულ ფურცელზე ახალ ტექსტებს ვალაგებდი და ეხლა გინდ დაიჯერე გინდ არა არც ერთი არ მახსოვს.
თავში ერთადერთი რაც მიტრიალებს '' არა გოგო, მაგათ ისე უყვართ ერთმანეთი როგორ დავაშორებაა''.
პეპლები და დინოზავრები მოგონილია ჩემთან, ისეთები მჭირდა.
ვეცდები ბევრი ვილაპარაკო და დავიცალო, რამდენად გაიგებ არ ვიცი მაგრამ...
არ ვიცი რისი ბრალია
დროის ალბათ
იმდენად დიდი ხანია შენი ისტორიებისთვის აღარ გადამიხედავს, ყველაზე განსხვავებული მომეჩვენა.
კარგი კონტექსტით რა თქმა უნდა.
დათაც გადამავიწყა
თორნიკეც
იკაც
და
ახალი წელიც.
მეჯვარეებს ვკითხულობ პარარელულად და ორივეგან ფეხბურთმა ისეთი ემოციური გამხადა ვერ. აგიხწერ.
სანდრო?
სანდრო ჩემთვის ყველაზე ისეთი ტიპია რა, გარეგნობითაც და საქციეელებითაც.
ნინა? გოგოებზე ნაკლებად ვლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ ნინა იყო ის ვინც სანდროსთან უნდა ყოფილიყო.
გახსოვს სახელზე და ცინცაძეზე რო მითხარი?
ეხლა ჩემთან დაემთხვა, ჩემს 'ახალ' გოგოს ნინა ქვია.
ყვავილების თემა
ზუსტად ვიცოდი რო სანდრო არ იქნებოდა.
იმდენად მეგოიმა და მებანძა, ზუსტად ვიცოდი სანდრო მსგავსი ტექსტებით თავს არ გაიბანძებდა და როცა ის დავუშვი რო შეიძლება სანდრო ყოფილიყო, ტექსტების გარომანტიკულება ვცადე და რეჟისორის აღმოჩენა სრული ფეიერვერკი იყო ჩემთვის.
გადაწყვეტილებებზე ვერ ვილაპარაკებ, უფრო ორივეს ბრალი იყო, უფრო ნინასი.
სანდროს სიცივე მყინავდა, ნინასთან ერთად მანადგურებდა და ბევრი რო არ გავაგრძელო იცი რა?!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
ეს იყო ის რაც უნდა ყოფილიყო
ის რამაც გადატრიალება მოახდინა
ის რამაც სიყვარულის გამძლეობაში დამარწმუნა.
და
საერთოდაც
ბათუმში ესეთი ამბები რო ხდება, მეც მინდა ეგეთი ამბები ზაფხულში, მეც მინდა ჩემი სანდრო!
და
რაც მთავარია
ჩემი ნათელი წერტილი ხარ!
ჩემი ყველაზე ყველაზე ნათელი წერტილი!
და (უკვე მერამდენე ,,დაა'')
სახელების და გვარების დამახსოვრებაში, სერიოზული დეფიციტი მაქვს, სერიოზული! საკუთარ მოთხრობაში არ მახსოვს 'ცინცაძე' ვინ და რა ტიპი იყო, შენი ნათქვამი დამამახსოვრდა უბრალოდ ;დ
მაგრამ
სანდრო ცინცაძის სახელის დავიწყება? უბრალოდ არ შეიძლება!
ხო და კიდევ
გოგოებზე ვგიჟდები!
საერთოდ შენი ისტორიების სამეგობროებზე ჭკუა მეკეტება.
ისეთი ოჯახურები, კარგები, თბილები და ტკბილები იყვნენ, უბრალოდ ვგიჟდები!
ზუკა სიძეთა შორის სიძეა!
ყველაზე ვგიჟდები
უბრალოდ ვგიჟდები!

დავიწყებ იმით, რომ ვგიჟდები შენზე. და შენც და მარიამსაც კიდე ბევრი სიუპრიზი გელით ❤️❤️❤️❤️ ეს ისე....ამათი დაშორება შენხ ხომ
იცი არ იქნებოდა , შანსი არ იყო მაგის...ბათუმში ხოიცი რეებიც ხდება და რაც დაიწყო და გაგრძელდა? თემაა ბათუმი❤️❤️❤️ უხ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი ვარ . რომ ვიცი რაღაცმესიჯებს რ
სწორად რომ გაიგრბდით აი, მაგიტომდა მოკლედ ვერ ვამბობ ასე როგორ
მიყვარხსრ
ხომ იცი როგორც

 



№14  offline წევრი dzadzamia25

ყველაზე ცუდი ადამიანი მეორე კომენტარს გიწერს დაპირებულად,თუმცა ვიცი აზრებს თავს ვერ მოვუყრი.
ჩემს გუშინდელ ხასიათს მხოლოდ ქმ ყველაფრის გახსენება ახარებდა და აბედნიერებდა.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ბედმიერი ვარ იმ ყველაფრით რომ შენს მოტივაციაში რაღა წვლილი მიმიძღვის.
ყველაზე მაგარო წყვილია შენი.
ყველაზე
და მორჩა.
დათას და ანუკას გადამიჯოკრა.
წარმოგიდგენია?
მე არა.
უკვე იმ მოთხრობაში მაქვს დეფიციტი შენთან სადაც ზუკა ნახსენები არაა.
აქ იყო!
გამიხარდა!
შენ შემაყვარე ეს სახელიც!
თიკა-მიამიტი!
ანანო-ყველაზე მაგარი ცოლი და დედა!
ელენე-დამრიგებელი და წუწუნა!
მაშოს ვესესხები და ვერც მე ვერ დავიჯერე ყვავილების თემა სანდროსგან!
არ იყო ეგეთი ბანალური და მითუმეტეს გოიმი ტიპი!!!
თუმცა ნინასთან დააშავა!!
ჩემი აზრით დააშავა!
თუ მას ქონდა ცხოვრებაში წინსვლა!
პირადად თუ არ ეუბნებოდა მის სათქმელს გადატანი უთხრა!
ნინამ შეეცადა!!
გერმანიაში ჩასვლის მაგალითი სწორედ ეგ იყო!!
დროებით არაფერი გამოვიდა!
ძლიერი იყო ჩვენი ნინა.
იცი რა გამიხარდა?
მესამე რომ არ ჩარეულა ამათ პირადში და მარტო მხოლოდ მქთი მიზნებით.
მესამეს გამოჩენა ყველაზე მეტად ართულებს და იმიტომ.
'ნინაა ყიფშიძე მეთქი ჩავილაპარაკე
და გავგიჟდი კინაღამ.
შეცვლილი იყავი.
სასწაული.
გადავირიე.
იმ წამს გადავირიე და შემიყვარდი.
იმ წამს გადავირიე და შემიყვარდი.
იმ წამიდან შემიყვარდი,შენი სიცილი მთელ ქუჩას რომ ქონდა მომაჯადოვებლად მოდებული''
მითხარი ადამიანურად რა უნდა გიქნა ამ სიტყვებისთვის?!
ბუმი ხარდა აფეთქება ჩემთვის.
'' ერთი სიცილით შემიყვარდი.
ერთი გახსენებით.
ნინაა ყიფშიძეთქო ეს იყო და ეს.
შემიყვარდი.
იმ წამს შემიყვარდი.
წამებში იცი რა ვიცოდი ნინა?
ვიცოდი, რომ შენც გეყვარებოდი.
ძალიან მალე, ისე შემიყვარებდი.
ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა ორივესთვის.
ეგრე არ მოხდა?''
მაგრამ აქ საჭირო არაა.
ასეც მოხდა.
ხდება.
დაყოველთვის მოხდება.
არარეალური,თმცა მჯერა.
მადლობა.
მიყვარხარ.
რომ არსებობ და არვიცი ყველაფრისთვის.
არაფერი მაქ სათქმელი კიდე არეული და კიდე გაშტერებული.
ვერც იმ ხუთმა ჭიქა ყავამ ვერ მიშველა შენთის რომ დავლიე დილიდან იქნებ მოვუსწროთქო.
თუმცა არა.
შენთვის ყოველთვის მოვასწრებ სიყვარულის გამოხატვას.
არეულად მაგრამ მაინც.
კიდე ერთხელ გეტყვი მიყვარხარ.
შენი მოტივატორი!!!

კიდე ერთი კომენტარი.
ზუკა.
ზუკას ველოდები.
უნდა იყოს,აუცილებლად უნდა იყოს ზუკას ლავ სთორი.
ველოდები.
მე ხომ გინდა რომ მოივაციის ერთ-ერთი წყარო ვიყო.
ხოდა ზუკა რაა!!!

 



№15  offline ახალბედა მწერალი Ans...

dzadzamia25
ყველაზე ცუდი ადამიანი მეორე კომენტარს გიწერს დაპირებულად,თუმცა ვიცი აზრებს თავს ვერ მოვუყრი.
ჩემს გუშინდელ ხასიათს მხოლოდ ქმ ყველაფრის გახსენება ახარებდა და აბედნიერებდა.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ბედმიერი ვარ იმ ყველაფრით რომ შენს მოტივაციაში რაღა წვლილი მიმიძღვის.
ყველაზე მაგარო წყვილია შენი.
ყველაზე
და მორჩა.
დათას და ანუკას გადამიჯოკრა.
წარმოგიდგენია?
მე არა.
უკვე იმ მოთხრობაში მაქვს დეფიციტი შენთან სადაც ზუკა ნახსენები არაა.
აქ იყო!
გამიხარდა!
შენ შემაყვარე ეს სახელიც!
თიკა-მიამიტი!
ანანო-ყველაზე მაგარი ცოლი და დედა!
ელენე-დამრიგებელი და წუწუნა!
მაშოს ვესესხები და ვერც მე ვერ დავიჯერე ყვავილების თემა სანდროსგან!
არ იყო ეგეთი ბანალური და მითუმეტეს გოიმი ტიპი!!!
თუმცა ნინასთან დააშავა!!
ჩემი აზრით დააშავა!
თუ მას ქონდა ცხოვრებაში წინსვლა!
პირადად თუ არ ეუბნებოდა მის სათქმელს გადატანი უთხრა!
ნინამ შეეცადა!!
გერმანიაში ჩასვლის მაგალითი სწორედ ეგ იყო!!
დროებით არაფერი გამოვიდა!
ძლიერი იყო ჩვენი ნინა.
იცი რა გამიხარდა?
მესამე რომ არ ჩარეულა ამათ პირადში და მარტო მხოლოდ მქთი მიზნებით.
მესამეს გამოჩენა ყველაზე მეტად ართულებს და იმიტომ.
'ნინაა ყიფშიძე მეთქი ჩავილაპარაკე
და გავგიჟდი კინაღამ.
შეცვლილი იყავი.
სასწაული.
გადავირიე.
იმ წამს გადავირიე და შემიყვარდი.
იმ წამს გადავირიე და შემიყვარდი.
იმ წამიდან შემიყვარდი,შენი სიცილი მთელ ქუჩას რომ ქონდა მომაჯადოვებლად მოდებული''
მითხარი ადამიანურად რა უნდა გიქნა ამ სიტყვებისთვის?!
ბუმი ხარდა აფეთქება ჩემთვის.
'' ერთი სიცილით შემიყვარდი.
ერთი გახსენებით.
ნინაა ყიფშიძეთქო ეს იყო და ეს.
შემიყვარდი.
იმ წამს შემიყვარდი.
წამებში იცი რა ვიცოდი ნინა?
ვიცოდი, რომ შენც გეყვარებოდი.
ძალიან მალე, ისე შემიყვარებდი.
ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა ორივესთვის.
ეგრე არ მოხდა?''
მაგრამ აქ საჭირო არაა.
ასეც მოხდა.
ხდება.
დაყოველთვის მოხდება.
არარეალური,თმცა მჯერა.
მადლობა.
მიყვარხარ.
რომ არსებობ და არვიცი ყველაფრისთვის.
არაფერი მაქ სათქმელი კიდე არეული და კიდე გაშტერებული.
ვერც იმ ხუთმა ჭიქა ყავამ ვერ მიშველა შენთის რომ დავლიე დილიდან იქნებ მოვუსწროთქო.
თუმცა არა.
შენთვის ყოველთვის მოვასწრებ სიყვარულის გამოხატვას.
არეულად მაგრამ მაინც.
კიდე ერთხელ გეტყვი მიყვარხარ.
შენი მოტივატორი!!!

კიდე ერთი კომენტარი.
ზუკა.
ზუკას ველოდები.
უნდა იყოს,აუცილებლად უნდა იყოს ზუკას ლავ სთორი.
ველოდები.
მე ხომ გინდა რომ მოივაციის ერთ-ერთი წყარო ვიყო.
ხოდა ზუკა რაა!!!

ხომიცი ზუკა რა ტიპიცაა და ზუკა რომ
ყველგანააა და ყველგან იქნება ❤️❤️❤️❤️❤️
მესამეს გამოჩენა ვარიანტი არ იყო
ეგ ყვლას შეეშალა
მაგრამ ამათ არ შეეშლებოდათ, არცერთი წამით!
შენ რომ მოტივაცია ხარ, სიყვარული და ბედნიერება ჩემი ეს იცი. მაგრამ ხშირად უნდანგითხრა იმიტომ რომ.....
იმიტომ !!!!!
ჩათვალე ყველა "ღამის" დანაშაული გამოისყიდე❤️❤️

 



№16  offline წევრი Mariammmo

რა მაგარი იყოოოო :O
გულებს ვყრი თვალებიდან...
აი ისე მომეწონა ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ....
აუუ ძაან მაგარი იყო <3

 



№17  offline ადმინი დედასამოტხე

გაგიჟებული ვარ მე!გახსოვს გითხარი ადამიანი თუ შეიძლება მხოლოდ თავისი ნაწერებით გიყვარდეს მაშინ მიყვარხართქო და ახლა ზუსტად ვიცი რომ ვგიჟდები შენზეეე.უძალიან მაგრესი ხარ შენნნ

 



№18  offline წევრი Hela

ძააან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 



№19  offline ახალბედა მწერალი Ans...

Mariammmo
რა მაგარი იყოოოო :O
გულებს ვყრი თვალებიდან...
აი ისე მომეწონა ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ....
აუუ ძაან მაგარი იყო <3

Mariiiiami
გაგიჟებული ვარ მე!გახსოვს გითხარი ადამიანი თუ შეიძლება მხოლოდ თავისი ნაწერებით გიყვარდეს მაშინ მიყვარხართქო და ახლა ზუსტად ვიცი რომ ვგიჟდები შენზეეე.უძალიან მაგრესი ხარ შენნნ

Hela
ძააან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა <3
მაბედნიერებთ თქვენ მე
ამ სიტყვებით kissing_heart kissing_heart

 



№20  offline წევრი deep

ეს რა იყო გოგო?
სრულიად შოკში ვარ გეფიცები.
აი რაღაცა სასწაულიიყო.
ასეთი სიყვარული არ არსებობს.
არმჯერა.
მომკალი და მანამ არ დავიჯერებ სანამ არ გამოვცდი.

მეკიდე სანამ გამოვცდი....
უხ.
სანდრო ცინცაძე.
ცინცაძე სანდრო.
ვინ არის ეს ასეთი სრულყოფილი?
რატომ არის ასეთი კარგი?
ვგიჟდებ.
ზე ბიჭია.
ნინა ყიფშიძე.
ყიფშიძე ნინა.
ძალიან ეგოისტი.
მაგრამ მაინც
საოცარი.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ვგიჟდები ამ წყვილზე.
სასწაულები არიან.

თიკაც კი გათხოვდა მეორედ და ელენეს რა ვერ დაადგა საშველი?
ელენე საოცრება.
ზედმეტად მგავს.
ამიტომ ვითვისებ.
ვაცხადებ რომ ელენე ჩემია.
დიახ ჩემი.
მეგონა მე ვიყავი ელენე.
ხასიათებითაც ძალიან ვგვართ.
ანანო და ზუკა.
ესენიც დონეები არიან.
მაგრამ
რატომ არ მუშაობდა არსად ანანო?
მომკალი და ვერ ავიტან ქმრის კმაყოფაზე ყოფნას.
რაც არუნდა ძალიან მიყვარდნენ ჩემი შვილები მაინც ვერ
გესმის
ვერ.
მაგრამ
მაინც საოცრება ადამიანი იყო ანანო.
ის და ზუკა იყვნენ სანდროზე და ნინაზე დონე წყვილი.
იცი რატომ?
რადგან მათ გაძლეს.
უბრალოდ გაძლეს.
თიკა და ლუკა დამაკლდა
არადა ისტორია მათზე არ ყოფილა.
თუმცა არაუშავს.
ვგიჟდები შენზე.
საოცრება ხარ.
კარგი ახლა წავედი.
მეც დავიღალე ამდენი წერით

 



№21  offline ახალბედა მწერალი Ans...

deep
ეს რა იყო გოგო?
სრულიად შოკში ვარ გეფიცები.
აი რაღაცა სასწაულიიყო.
ასეთი სიყვარული არ არსებობს.
არმჯერა.
მომკალი და მანამ არ დავიჯერებ სანამ არ გამოვცდი.

მეკიდე სანამ გამოვცდი....
უხ.
სანდრო ცინცაძე.
ცინცაძე სანდრო.
ვინ არის ეს ასეთი სრულყოფილი?
რატომ არის ასეთი კარგი?
ვგიჟდებ.
ზე ბიჭია.
ნინა ყიფშიძე.
ყიფშიძე ნინა.
ძალიან ეგოისტი.
მაგრამ მაინც
საოცარი.
სანდრო და ნინა.
ნინა და სანდრო.
ვგიჟდები ამ წყვილზე.
სასწაულები არიან.

თიკაც კი გათხოვდა მეორედ და ელენეს რა ვერ დაადგა საშველი?
ელენე საოცრება.
ზედმეტად მგავს.
ამიტომ ვითვისებ.
ვაცხადებ რომ ელენე ჩემია.
დიახ ჩემი.
მეგონა მე ვიყავი ელენე.
ხასიათებითაც ძალიან ვგვართ.
ანანო და ზუკა.
ესენიც დონეები არიან.
მაგრამ
რატომ არ მუშაობდა არსად ანანო?
მომკალი და ვერ ავიტან ქმრის კმაყოფაზე ყოფნას.
რაც არუნდა ძალიან მიყვარდნენ ჩემი შვილები მაინც ვერ
გესმის
ვერ.
მაგრამ
მაინც საოცრება ადამიანი იყო ანანო.
ის და ზუკა იყვნენ სანდროზე და ნინაზე დონე წყვილი.
იცი რატომ?
რადგან მათ გაძლეს.
უბრალოდ გაძლეს.
თიკა და ლუკა დამაკლდა
არადა ისტორია მათზე არ ყოფილა.
თუმცა არაუშავს.
ვგიჟდები შენზე.
საოცრება ხარ.
კარგი ახლა წავედი.
მეც დავიღალე ამდენი წერით

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია ძველ ისტორიებზე კომენტარების რიცხვი რომ იცვლება ხოლმე. სულ გულაფანცქალებული შემოვდივარ და მეშინია რა იქნება, რა ეწერება...
შემოვდივარ და ვკითხულობ ამას...
რა გითხრა???
რა უნდა გითხრა???
უბედნიერესი ვარ ამ სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes და ჰო მართალი ხარ...მეც დამაკლდა ახლა თიკა და ლუკა და ალბათ ისე გავერთე სანდრო-ნინათი, რომ ანანოს დასაქმებაც სულ მიმავიწყდა.
გეთანხმები kissing_heart kissing_heart და ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes

 



№22  offline წევრი deep

არა რა არ შემიძლია ამ ისტორიაზე მეორედ არ დავაკომენტარო
შენ იცი ანს რამდენად მიყვარს ეს ისტორია
ხოიცი არა
ხოდა დიანა ხმამაღლა და გარკვევით აცხადებს რომ ეს ისტორია მიითვისა
სანდრო არის ბიჭიც იდეალი ჩემთვის მაგრამ ნინაზე არც კივიცი რავთQVA
ქუულ გოგო ხარ
და მიყვარხარ
შენი ერთგული მკითხველი
დიანა

 



№23  offline ახალბედა მწერალი Ans...

deep
არა რა არ შემიძლია ამ ისტორიაზე მეორედ არ დავაკომენტარო
შენ იცი ანს რამდენად მიყვარს ეს ისტორია
ხოიცი არა
ხოდა დიანა ხმამაღლა და გარკვევით აცხადებს რომ ეს ისტორია მიითვისა
სანდრო არის ბიჭიც იდეალი ჩემთვის მაგრამ ნინაზე არც კივიცი რავთQVA
ქუულ გოგო ხარ
და მიყვარხარ
შენი ერთგული მკითხველი
დიანა

ჩემი ქულ გოგო ხარ შენ !!! <3 <3 <3
დიდი მადლობა ჩემო ტკბილო და თბილო გოგო <333333
მე ვიცი, როგორ გიყვარს ეს ისტორია და მიხარია უზომოდ <3

 



№24  offline ადმინი მწარე

ყველაფერი იცი მეტი რაღა უნდა გითხრა :დდდ ჩემი სანდრინიო
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№25  offline ახალბედა მწერალი Ans...

მწარე
ყველაფერი იცი მეტი რაღა უნდა გითხრა :დდდ ჩემი სანდრინიო

ჰაჰ joy joy
ერთი რატი, ან სანდრო გვჭირდება! heart_eyes

 



№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Vaime ra saocreba iyooo gavgijdii rogor ar mqonda aqamde wakitxulii saswauli xar raa ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent