შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბორჯომი-სიყვარულის ქალაქი(4 თავი)


15-06-2017, 03:51
ავტორი lile jones
ნანახია 679

ბორჯომი-სიყვარულის ქალაქი(4 თავი)

“ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობანი.”
ლოპე დე ვეგა.
****
ძალიან რთული პერიოდი იდგა ალექსის და თებეას ცხოვრებაში.უჭირდათ გარიყულად,მალულად ცხოვრება,მაგრამ სხვა გზა არ იყო,სხვანაირად ვერ იქნებოდნენ ერთად.ქალაქში ხმა გავარდა ალექსანდრემ თებეა მოიტაცაო.ქალდანი და დევდარიანი ვერ ხვდებოდნენ ეს სასაცილო იყო თუ სანერვიულო.გოგონა მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.დაეწყო შფოთვები,შიში იმაზე რომ ყოველ წამს შეიძლებოდა კარი გაღებულიყო და ოთახში გიორგი ან დედამისი შემოსულიყვნენ.უჭირდა ალექსანდრესაც,ძალიან ძნელი იყო მისთვის საყვარელი ქალის ასეთ მდგომარებაში ყურება.დიდხანს ფიქრობდა უარი ეთქვა თუ არა ამ ურთიერთობაზე,თებეას სასიკეთოდ,მაგრამ ვერ თმობდა,არ შეეძლო.ეგოისტური სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთისადმი.ერჩივნად ერთად ყოფილიყვნენ უბედურები ან სულაც აღარ ეცოცხლათ,ვიდრე ცალ-ცალკე დალხენილი და უპრობლემო ცხოვრება ჰქონოდათ.იცით?!ამ პრობლემებმა უფრო გააძლიერა მათი სიყვარული.ასეც არის ჩემო მკითხველო,როდესაც გიშლიან რაღაცას,შენ უფრო გიმძაფრდება სურვილი, აკრძალული ხილი ხომ ყველაზე გემრიელია.ალბათ რომ არა თინი,დოდო და ნატალიას მხრიდან წინააღმდეგობები,მათი სიყვარული ვერ იქნებოდა ასეთი ძლიერი და გასაოცარი.
****
რთულ მდგომარეობაში მხოლოდ ალექსი და თებეა როდის იყვნენ.ალექსანდრეს უმცროსი ძმა-სანი დევდარიანიც მალვაში ატარებდა ამ დროს.ვის ემალებოდა?!გიორგის,რომელიც დემეტრეს სიტყვებს ბოლომდე ვერ დაემშვიდებინა და გამძვინვარებულ ლომს გავდა.იცოდა გიორგიმ რომ სანი იყო ერთადერთი გზა დის საპოვნელად,მაგრამ ვაი რომ თვითონ სანიც არსად ჩანდა,თითქოს მიწას ჩაეყლაპა.
წარმოგიდგენიათ როგორ მდგომარეობაში იქნებოდა 17 წლის სანი?!აღარ იცოდა 16 წლის ორსულ ცოლზე ენერვიულა,რომელიც მარტო ჰყავდა დატოვებული ამ არეულობაში,თუ ძმაზე,რომელსაც ღმერთმა იცის რას უზავდა გიორგი,თუ იპოვნიდა.
ბოლოს მაინც გამოჩნდა სანი.დაბრუნდა და სახლში მისვლის მაგივრად პირველ რიგში გიორგის ნახვა გადაწყვიტა.
დიდხანს ილაპარაკეს ბავშვობის მეგობრებმა.გიორგიმ ბევრი თხოვნის მიუხედავად ვერ გატეხა უმცროსი დევდარიანი.შორიდან ძალიან სუსტი ჩანდა სანი,მაგრამ ძმისთვის ის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.დათმო ყველაფერი,საუკეთესო მეგობარიც კი და ძმა არ გათქვა.ასეთი ძმობა ჰქონდათ დევდარიანებს.ძმობა,რომელსაც ერთ დროს ყველა შეჰნატროდა.
***
ალექსანდრე ხვდებოდა რომ თებეასთვის ეს მდგომარეობა კრიტიკული იყო.საბოლოოდ მან ის გადაწყვეტილება მიიღო,რომელსაც ამდენი ხანი გაურბოდა.უჭირდა,ძალიან უჭირდა თებეასთვის ამის თქმა,მაგრამ სხვა გზა აღარ იყო.
***
დადგა ის დღეც,როცა ალექსანდრეს ქალდანისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა.ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ორი,ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ ადამიანი და არეული თვალებით მისჩერებოდნენ ერთურთს.თებეას თვალებში მხოლოდ სიყვარული და სითბო ჩანდა,გულუბრყვილო გამოხედვა ჰქონდა.ალექსზე ვერ ვიტყოდი იმავეს,იმიტომ რომ მისი თვალები სავსე იყო ყველანაირი ემოციით.სიყვარული,შიში და თავისუფლების სურვილი ულამაზეს კონტრასტს ჰქმნიდა ალექსის თაფლისფერ თვალებთან.იმდენად იყვნენ ერთმანეთით შებყრობილები,ალბათ ეს რომ ნატალიას ენახა,ქედს მოიყრიდა მათი სიყვარულის წინაშე.
-თებეა,აღარ შემიძლია გიყურო როგორ ნადგურდები.
-არა,ალექს,მე ბედნიერი ვარ.
-ნუ მატყუებ,გთხოვ.მე შენ ვერ გაბედნიერებ.შენ არ იმსახურებ ამ სოროში ჩემთან ერთად მალვას.უკეთესი ცხოვრებისთვის დაიბადე ქალდანო.
-ალექსანდრე,მე ეს სოროც მაბედნიერებს,როცა ვიცი რომ შენი ცოლი მქვია.ვხვდები რის თქმასაც ცდილობ და არა,მე არ დავნებდები.
-მაშინ უნდა გამოვჩნდეთ.
-გამოვჩნდეთ?!
-როდემდე დავიმალებით?!ოდესღაც მოგვაგნებენ.აჯობებს გამოვჩნდეთ და ავუხსნათ ყველაფერი,მჯერა რომ გაგვგებენ.
-კარგი,თანახმა ვარ.დავბრუნდეთ და მათ მივანდოთ განაჩენის გამოტანის უფლება.
-ნუ გეშინია.მათ ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ.
-ვიცი.
-ვბრუნდებით?
-ვბრუნდებით.
****
მეორე დღეს ადრე გაეღვიძა ქალდანს.დევდარიანი ზურგზე იწვა და თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა.აშკარა იყო,რომ მასაც ეშინოდა,მაგრამ არ იმჩნევდა,არ უნდოდა ცოლის უარესად ანერვიულება.
-გაიღვიძე?!
მკრთაკლად გაეღიმა დევდარიანს და თვალები ისევ ჭერს მიაბყრო.
-ხო.როდის მივდივართ?
-უკვე გავემზადოთ,რაც ადრე დავამთავრებთ უკეთესია.
-გუშინ ჩვენს ხატთან ვილოცე,იმედია შეისმენს ჩემს თხოვნას.
-რომელ ხატთან?
-მეუფემ რომ გვაჩუქა,ერთად ყოფნის კურთხევის მოცემისას.
-ღმერთი არ გაგვწირავს.
-მე მჯერა მისი,რა თქმა უნდა შენიც.
-მთავარი ეს არის.მთავარია ნდობა,სხვა ყველაფერს ეშველება.
***
მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა თებეა იმ სახლისკენ,რომელშიც ერთ დროს თავისუფლად,სიცილით შედიოდა.ფეხები თითქოს უკან რჩებოდათ წყვილს.ნატალიას ქალიშვილის დანახვაზე-ბრაზი,მონატრება და ბედნიერება ერთად მოაწვა.უარეს დღეში იყო მათე.არ იცოდა რა ექნა,როგორ შეხვედროდა შვილს.დიდხნიანი საუბრის შემდეგ ალექსი და თებეა დარჩნენ სახლში.ნაკაშიძემ და ქალდანმა მიიღეს სიძე და შეეცადნენ თბილი დამოკიდებულება ჰქონოდათ მის მიმართ.
თუმცა ყველაფერი ისე როდია,როგორც ჩვენ გვინდა.მალე თებეას მამამ და ალექსანდრემ ჩხუბი დაიწყეს,ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს.გოგონამ სიტუაციის გამწვავებას გაცლა არჩია.ისევ რთული პერიოდი დაუდგა ახალგაზრდა წყვილს.ისევ გამოიზამთრა.თუმცა მათთვის ეს ზამთარიც სასიამოვნო იყო.სუსხიიან დღეებს ერთმანეთის სითბოთი უმკლავდებოდნენ და ასე გაიტანეს თავი 1 წელი.იქამდე სანამ თებეამ სამწუხარო ამბავი არ შეიტყო.
ბებიამისი-მედეა,გარდაცვლილა.ის ერთადერთი იყო,ვინც ალექსანდრეს გაცნობის დღიდან თანახმა იყო დევდარიანის და მისი შვილიშვილის ურთიერთობის.
პანაშვიდებზე მოსული ნათესავები მედეას ამბის გარდა თებეაზეც სწუხდნენ.განა იმიტომ რომ ცალკე უწევდათ ცხოვრება.არა,ისინი თებეას უშვილობაზე სწუხდნენ.წყვილს ერთად ყოფნის 1 წელი შეუსრულდათ,მაგრამ შვილი არა და არ უჩნდებოდათ.
მედეას დაკრძალვის დღეს კი თითქოს გაცვლა მოხდა ამ და იმ სამყაროს შორის.წავიდა ერთი და მოვიდა მეორე მედეა.
თებეა ორსულად იყო.
***
ნატალიასთვის რთული დასაჯერებელი,მაგრამ ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა იმის გაგება,რომ იმ დღეს როდესაც მისი ერთი საყვარელი ადამიანი,დედა მიწას მიაბარა.მის შვილში,ახალმა სიცოცხლემ იწყო ზრდა.
რა თქმა უნდა ამ ამბავმა მალვე მიაღწია ყველას ყურამდე.ყველა მოდიოდა და ულოცავდა წყვილს ნანატრ შვილს.
ქალდანის მამის-მათეს დაბადების დღეზე,გოგონამ ტკივილი იგრძნო მუცლის არეში.უფროსი ქალდანის დაბადების დღეზე,დაიბადა ნანატრი გოგონა.
პირველი შვილი,შვილიშვილი და დისშვილი.
მთელი სანათესვო იდგა სამშობიაროს წინ.ყველა ნატალიას და მათეს შემოჰხვეოდნენ გარს.ალექსი კი მარტო იყო და ელოდებოდა ახალ ამბავს ცოლ-შვილზე.
დაუგეგმავად დაწყებული მშობიარობის გამო ვერ შეძლეს დევდარიანებმა ბორჯომიდან ჩამოსვლა.ნატალიას შეეცოდა სიძე.მივიდა და მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის და გვერდში დგომის ნიშნად.ალექსანდრესთვის ეს ჟესტი უფრო მეტი იყო ვიდრე სხვების გამხნევება.
და ბოლოს,დიდხნიანი ლოდინის და თებეას წვალების შემდეგ.დაიბადა ბაბუას საჩუქარი,მედეა.
-ახლა აღარ აქვს აზრი მეყოლება თუ არა ოდესმე შვილი.ეს ბავშვი ჩემი დისშვილი კი არა,პირველი შვილია(გიო)
***
ამდენი ხნის დაკარგული მუზა შუა ღამე რომ მოგადგება და დაძინების საშუალებას არ გაძლევს:დდ ყველასთვის საყვარელი სუსანას(თეოს) დამსახურებაა რომ მე ეს ისტორია გავაგრძელე და ახალი არ დავიწყე ამის დაუმთავრებლად.ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ამდენხნიანი დაგვიანებისთვის.გპირდებით ასე აღარასდროს,არც ერთ ისტორიაზე არ დავაგვიანებ.ნამუსი მაწუხებდა უკვე,მრცხვენოდა ახალი თავის დადება.ვიცი რომ ჩემი არაპუნქტუალურობით მკითხველს დავკარგავ და ამიტომ პირობასვდებ რომ ამოვსწორდები.სიმართლე გითხრათ ამის ბოლომდე არ მჯერა,მაგრამ ვცდი,იქნებ გამოვიდეს.:დდ იმდენად არაპუნქტუალური ვარ რომ საკუთარ დაბადების დღეზეც კი ნახევარი საათით დავიგვიანე:დდ გავითვალისწინე თქვენი შენიშვნა ლილესთან დაკავშირებით.შეაფასეთ heart_eyes როგორც ლინდა იტყოდა :დდ ვიჭოტავეთ მე და ლილემ და ნახეთ რა გამოგვივიდა.თქვენი კომენტარები წერის უდიდეს სტიმულს მმატებს heart_eyes heart_eyes ზეგამდე თუ ახალი თავი არ დავდო მე ვიყო დოდო :დდ
სიყვარულით მედი heart_eyes heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3




№1  offline წევრი dzadzamia25

meduliko ra kai gogo xar shem,ase mgonia sheni ohaxis istorias vkitxulob ❤️

 



№2  offline მოდერი lile jones

dzadzamia25
meduliko ra kai gogo xar shem,ase mgonia sheni ohaxis istorias vkitxulob ❤️

მადლობა
--------------------
M.G

 



№3  offline წევრი მარიამი”

raooo borjomiooo tan siyvarulis qalaqioo,me signagi megona ;) ...exla borjomshi vnebivrob da ro ar wavikitxo sad gamovyo sircxvilit tavi...vrio viwyeb kitxvas da mogaxseneb azrs....
p.s.borjomeli xar mgoni da ver grdznob klimats tore siyvarulis ra gitxra da gayinvastan wvimastan da gijobastan upro asocirdeba es qalaqi cgemtvis.gorkebze tu ar dajeqi da ar aikle kivilit mteli parki mashin chatvale borjomshi arc yopilxar

 



№4  offline მოდერი lile jones

მარიამი”
raooo borjomiooo tan siyvarulis qalaqioo,me signagi megona ;) ...exla borjomshi vnebivrob da ro ar wavikitxo sad gamovyo sircxvilit tavi...vrio viwyeb kitxvas da mogaxseneb azrs....
p.s.borjomeli xar mgoni da ver grdznob klimats tore siyvarulis ra gitxra da gayinvastan wvimastan da gijobastan upro asocirdeba es qalaqi cgemtvis.gorkebze tu ar dajeqi da ar aikle kivilit mteli parki mashin chatvale borjomshi arc yopilxar

ბორჯომელი არ ვარ:დდ თუ ვარ:დდ მამით ბორჯომელი ვარ რა:დდ ეს ქალაქი მარტო სიყვარულის მართლა არ არის♡ყველაფერი კარგი და დასამახსოვრებელი აქ ხდება♡გამიხარდება თუ წაიკითხავ და გამიზიარებ შენს აზრს♡♡ბედნიერ დასვენებას გისურვებ ღიმილის ქალაქში♡
--------------------
M.G

 



№5  offline მოდერი ენემი

ვაუ მედ ძააან კარგი იყო ისეთი ზედმეტები რომ არაა და ყველაფერი რაც წერია რომ უნდა იყოს :) ველი ბოლო თავს

 



№6  offline მოდერი lile jones

ენემი
ვაუ მედ ძააან კარგი იყო ისეთი ზედმეტები რომ არაა და ყველაფერი რაც წერია რომ უნდა იყოს :) ველი ბოლო თავს

მადლობა♡ვეცდები მალე დავდო♡
--------------------
M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent