შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღერი სიგარეტი (სრულად)

19-06-2017, 11:30
ავტორი TeddyBear
ნანახია 3 627

ერთი ღერი სიგარეტი (სრულად)

“ქმრის მოღალატე ცოლი ბოზ'ია, ისევე როგორც ცოლის მოღალატე ქმარია ბოზ'ი. მათ შორის არ არსებობს განსხვავება. არ არსებობს ცნება “მხოლოდ ერთხელ ვუღალატე”.. ერთხელ უღალატე? ესეიგი ბოზ'ი ხარ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ უღალატე. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დამალონ ეს ღალატი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს დაუმალავენ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეცოდინებათ, რომ ბოზებ'ი არიან.”

კედელს მიყრდნობილი შევცქერი სასტუმროს „ნომერ 24“ ოთახს, ხელში ჯერ კიდევ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი და წითელი ღვინით სავსე ბოთლი მიჭირავს. ოთახის მეორე მხრიდან გარკვევით ისმის მოჭრაჭუნე საწოლის და ქალის კვნესის ხმა. ჩემს გვერდით სრულიად უცნობი მამაკაცი ჩამუხლულა იატაკთან, ხელის ზანტი მოძრაობით მიაქვს ღვინის ბოთლი ტუჩებთან, მე კი აქედანვე ვგრძნობ როგორ მიედინება წვეთებად თითოეული სველი ბურთულა ყელთან. ალკოჰოლით გაჟღენთილ ორგანიზმს, ნიკოტინიც ეპარება მალულად, გრძელი, მოვლილი თითებით ექაჩება სიგარეტის ღერს, ნელ-ნელა ისრუტავს თავისთან, მერე კი ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ როდესაც ფილტვებს მთლიანად მოიცავს ნიკოტინი, წამიერად ამოუშვებს ნაცრისფერ, თითქმის გამჭირვალე ორთქლს.
სიგარეტის ფერფლით ამომწვარ პიჯაკს კი ისევ ზანტად გაიხდის მამაკაცი.
-არასდროს მეგონა რომ ასე მშვიდად შევხვდებოდი ქმრის ღალატს.- ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით ვეჩურჩულები მამაკაცს და მისკენ ვაბრუნებ თავს. მამაკაცი ისევ დაჟინებით შესცქერის თეთრ კარებზე წაწერილ ნომერ „24“ს.- შენი აზრით ნორმალურია ეს ? ნორმალურია იჯდე ასე უმოქმედოდ და არაფერი გააკეთო?
-და რომ გააკეთო რა ?.- ჩემკენ აბრუნებს თავს მწვანეთვალება.- რაიმე შეიცვლება ? შენ ისევ მოტყუებული ცოლი იქნები, ის კი მოღალატე ქმარი.
-და რატომ ღალატობენ საყვარელ ადამიანს ?.- მწვანეთვალებას ეღიმება, კიდევ ერთხელ იყუდებს ღვინის ბოთლს და წამიერი სიჩუმის შემდეგ ხრინწშეპარული ხმით მეჩურჩულება.
-საყვარელ ადამიანს არ ღალატობენ, როცა გიყვარს ვერ უღალატებ. ჩვენ კი დიდი ხანია დავკარგეთ წოდება „საყვარელი ადამიანი“, ჩვენ მხოლოდ ფიტულები ვართ მათ გვერდით და სხვა არავინ.
-და მაშინ რატომ იმეორებენ რომ უყვართ, რატომ ითხოვენ პატიებას?
-პატიების თხოვნით იცვლება რამე ?.- ინტერესით შემომცქერის თვალებში.
-არა, არასდროს.
-ჰოდა არც ახლა შეიცვლება, არასდროს არაფერი შეიცვლება. სიყვარულით გამართლებული ღალატი გინახავს სადმე ? მე არა. სისულელეა გესმის ? სისულელეა ვინმე გიყვარდეს და შენ მისგან წასვლა და თუნდაც სხვა ქალთან ყოფნა გინდოდეს.
-და ეხლა რა იქნება ?
-ეხლა ?.- ეცინება მამაკაცს.- როდესაც ყველაფერს დაამთავრებენ, ღიმილით წამოდგებიან ფეხზე, იატაკზე მიმოფანტულ ტანისამოს ჩაიცვამენ, ალბათ სარკეშიც ჩაიხედებიან, ქალი ტუჩებზე წათხაპნილ პომადას წაიშორებს და თავიდან წაისმევს, ბოლოს კი ორივე ისევ ისეთები გახდებიან სანამ იმ ოთახში შევიდოდნენ. მერე კი ისევ სახლში დაბრუნდებიან, მოღალატე ქმარი ისევ მოეფერება შვილებს, ისევ ჩაეხუტება ცოლს, ისევ იმავე საწოლში ჩაწვება მასთან ერთად და მშვიდად დაიძინებს. მეორე დღეს კი ისევ წავა საყვარელთან და იგივეს გაიმეორებს. ეს არასდროს დასრულდება გესმის ? არასდროს!
-და მე...
-შენ ? შენ არ უნდა აპატიო! არასდროს უნდა აპატიო! სულ ხოხვით რომ მოვიდეს, ფეხები დაგიკოცნოს მაშინაც კი არ უნდა აპატიო.
მაშინ ვერაფერი, სულ ვერაფერი ვუპასუხე კაცს.
ოთახის კარები რომ გაიღო და ჩემი ქმარი გამოვიდა სიცილით ქალთან ერთად მაშინ პირველად ვიგრძენი სულში სიცარიელე და მივხვდი რომ არასდროს ვაპატიებდი ამ კაცს ჩემს ცხოვრებაში გამოჩენას. მისი გაკვირვებული სახის დანახვისას ყელთან მომდგარი ხინჯი მაგრძნობინებდა როგორ მეცოდებოდა ეს საზიზღარი არსება.
არაფერი არ მითქვამს, მახსოვს როგორ მივუახლოვდი კაცს, როგორ ავწიე ღვინის ბოთლი და როგორ დავაცალე თავზე სითხე.
უსიტყვოდ მოვტრიალდი უკან, მწვანეთვალება კი ჯერ კიდევ შესცქეროდა ქალს, მახსოვს როგორ ამოიღო ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი, როგორ გაუკიდა და ისევ ისე გამოუშვა ნაცრისფერი ბოლი.

მერე კი ორივე ერთად ჩავდიოდით კიბეებზე.

''არ შეიძლება მოღალატეებთან დაბრუნება, არ შეიძლება !
ფრჩხილები მოიკვნიტეთ, მიწა დაღეჭეთ, მაგრამ არასოდეს დაბრუნდეთ იქ, სადაც ოდესღაც გიღალატეს'' !

скачать dle 11.3

№1  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ შენი ნიჭიერება მაოცებს შენით აღფრთოვანებული ვარ ❤

№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Maiaabuladze
მარიამ შენი ნიჭიერება მაოცებს შენით აღფრთოვანებული ვარ ❤

უღრმესი მადლობა ჩემო kissing_heart

№3 სტუმარი l m not sick

ტედი
აი ეს იცი რა იყო?
დასტური იმისა რომ მეტი შეგიძლიაა,იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონიაა
ამასთან?
არაფერი არი იყო ციცქნაა,არც ,,მესამე" და თუნდაც ,,ეშმაკის მეორე მხარე"
ნუ,რავქნა სიმართლეა ეს!
ასე გააგრძელე
მე კი დაგიცდი უკეთესის მოლოდინში..

№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

l m not sick
ტედი
აი ეს იცი რა იყო?
დასტური იმისა რომ მეტი შეგიძლიაა,იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონიაა
ამასთან?
არაფერი არი იყო ციცქნაა,არც ,,მესამე" და თუნდაც ,,ეშმაკის მეორე მხარე"
ნუ,რავქნა სიმართლეა ეს!
ასე გააგრძელე
მე კი დაგიცდი უკეთესის მოლოდინში..

დიდი მადლობა ^^

№5  offline წევრი kethrine

მომეწონა... პატარა იყო მაგრამ ისე გასაგებად გეწერა შენი აზრი რომ... მართლა ძალიან მომეწონა...
სადაო საკითხს კი შეეხე ხომ იცი :)
ანუ ყოველთვის ყველას გვითქვამს სიტყვები "საყვარელ ადამიანს, არასოდეს ვაპატიებ ღალატს" , მეც ხშირად მითქვამს მაგრამ იცი? პატიობენ... მე ღმერთმა დამიფაროს მაგ ვითარებისგან თუმცა ვიტყვუ რომ არვიცი რას ვიზავ და ვიტყვი იმასაც რომ ღალატსაც გააჩნია. (ახლა ბევრი კი გამკიცხავთ მაგრამ...) ასეთ ღალატს რაც აღწერე, არასოდეს! საყვარელის ყოლა უკვე ღალატი კი არა... მოკლედ მართლა კარგი გოგო ხარ... წარმატებები გულიანო
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

kethrine
მომეწონა... პატარა იყო მაგრამ ისე გასაგებად გეწერა შენი აზრი რომ... მართლა ძალიან მომეწონა...
სადაო საკითხს კი შეეხე ხომ იცი :)
ანუ ყოველთვის ყველას გვითქვამს სიტყვები "საყვარელ ადამიანს, არასოდეს ვაპატიებ ღალატს" , მეც ხშირად მითქვამს მაგრამ იცი? პატიობენ... მე ღმერთმა დამიფაროს მაგ ვითარებისგან თუმცა ვიტყვუ რომ არვიცი რას ვიზავ და ვიტყვი იმასაც რომ ღალატსაც გააჩნია. (ახლა ბევრი კი გამკიცხავთ მაგრამ...) ასეთ ღალატს რაც აღწერე, არასოდეს! საყვარელის ყოლა უკვე ღალატი კი არა... მოკლედ მართლა კარგი გოგო ხარ... წარმატებები გულიანო

უღრმესი მადლობა თბილო,
არა რატომ უნდა გაგკიცხო'თ ყველას ჩვენი აზრი გვაქვს kissing_heart
უბრალოდ მე ვერანაირად ვერ ვაპატიებ მეუღლეს ღალატს.
მწვანეთვალებას სიყტყვებში სწორედ ის აზრი იდო რაც მე მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

№7  offline წევრი Mariaaam G

გეთანხმები,ღალატს არ აქვს გამართლება არავითარ შემთხვევაში unamused მომეწონა ძაალიან heart_eyes

№8  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Mariaaam G
გეთანხმები,ღალატს არ აქვს გამართლება არავითარ შემთხვევაში unamused მომეწონა ძაალიან heart_eyes

დიდი მადლობა ^^ ❤

პატარა და კარგი.არადა, ისე დავიწყე კითხვა მინდოდა დიდი ყოფილიყო :/

№10  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ისევ მეოცნებე
პატარა და კარგი.არადა, ისე დავიწყე კითხვა მინდოდა დიდი ყოფილიყო :/

დიდი მადლობა ^^

№11  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

elle...
შენ ისეთი ნიჭიერი გოგო ხარ, ამ პატარა ნაწარმოებითაც თქვი ის, სხვა რომ დიდი'თ ვერ იტყვის.
ვამაყობ მე შენით, ტედი.
შენი ყველა სიტყვით და წინადადებით.
ბევრ რამეს ვსწავლობ
და
ბევრი უნდა წერო შენ!
უყვარხარ ნენეს!

მე კიდევ ნენე მიყვარს ^^

№12  offline მოდერი CeCe))

ყოჩაღ, ტედი.
ზუსტად გავიგე ის,
რისი თქმაც გინდოდა.
ძალიან კარგი იყო.
პატარა, მაგრამ
ბოლომდე რომ უნდა ჩაწვდე,
ისეთი იყო.
თითოეული სიტყვას, რომ უნდა დაუფიქრდე.
საოცარი გოგო ხარ და
მიყვარხარ!

№13  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

CeCe))
ყოჩაღ, ტედი.
ზუსტად გავიგე ის,
რისი თქმაც გინდოდა.
ძალიან კარგი იყო.
პატარა, მაგრამ
ბოლომდე რომ უნდა ჩაწვდე,
ისეთი იყო.
თითოეული სიტყვას, რომ უნდა დაუფიქრდე.
საოცარი გოგო ხარ და
მიყვარხარ!

ძალიან დიდი მადლობა თბილო,
მეც მიყვარხარ ^^

№14  offline წევრი N1penguin

ამას როგორ ახერხებ? დროის შეგრძნებაც კი დავკარგე scream აი ასე, მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინითა და ერთი ღერი სიგარეტით ჭკუიდან შემშალე. სიტყვები მართლა არ მყოფნის ამ გრძნობის აღსაწერად. ამ ისტორიაში არ არიან პერსონაჟები, აქ არიან მხოლოდ გრძნობები, ემოციები, ტკივილები, სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები... რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მცირე ზომის ნაწერმა, ამ ორასიოდე სიტყვამ scream აღფრთოვანებული ვარ. მინდა, რომ კიდევ უამრავჯერ გადავიკითხო ეს ისტორია, მხოლოდ ეს და სხვა აღარასდროს. ცხოვრებისეულიცაა და ამავე დროს არ არის. უამრავი რაღაცის თქმამინდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ ვუყრი, ასე მგონია, ბოლომდე ვერ აღვწერ რა დამმართა ამ ისტორიამ, არადა არ მინდა რამე გამომრჩეს dizzy_face ასეთი დემპით ალბათ სულ მალე მოვრჩები შენი ისტორიების წაკითხვას და ეს ფაქტი სულაც არ მსიამოვნებს. იმდენად განსხვავეული და შენეული წერის სტილი გაქვს, რომ ვერ ვძლებ მის გარეშე.

№15  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

N1penguin

შენ როგორ ახერხებ ამას ? როგორ ახერხებ ყოველჯერზე ჩემს ასე გაბედნიერებას ? ❤️
სიტყვები მეკარგება ხოლმე ისიც არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent