შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (2)


21-06-2017, 00:07
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 417

დამაბრუნე წარსულში 18+ (2)

- რა სახე გაქვს? - ჰკითხა მირიანს ძმამ, როცა უკვე სახლში მიჰყავდა. - გიორგის გამო?
- არა, დღეს ერთი გოგო ვნახე - გაეცინა მირიანს.
- შენ ყოველ დღე ნახულობ გოგოებს.
- ჰო და დღესაც ვნახე.
- ლამაზი?
- კი, ძალიან ლამაზი.
- კლუბში გაიცანი?
- არ გამიცნია, უბრალოდ ვნახე. არა, კლუბში არა - თან ვერ უტყდებოდა ბოლომდე.
- აბა, სად?
- თეატრში.
- რაა? - აღმოხდა დათოს.
- ჰო, რა მოხდა.
- თეატრში დადიხარ?
- წელიწადში ერთხელ.
- ამ დღეს?
- ჰო.
- პირველად მესმის შენგან.
- ზოგ რამეს იშვიათად ვყვები ხოლმე.
დათოს უნდოდა ეკითხა, რა გინდოდა თეატრშიო, მაგრამ თითქმის მიხვდა, რაშიც იყო საქმე და აღარ ჩაეძია.
- მსახიობი იყო თუ მაყურებელი?
- მსახიობი.
- და უბრალოდ ნახე?
- ჰოო, ვარდი ვაჩუქე და სახლშიც მინდოდა გამეყვანა, მაგრამ არ ჩამიჯდა.
- ვაიმე - გაეცინა დათოს - ზოგადად, ქალები უცხოებს მანქანებში არ უჯდებიან ხოლმე. მითუმეტეს, ღამე.
- მანიაკს ვგევარ? ან შენ მასწავლი ქალებს?
- range rover-იანი მანიაკი ცოტა იშვიათობაა, მაგრამ იმ ქალის გადმოსახედიდან, ალბათ ჰგავდი. facebook არ აქვს? ვიპოვოთ და დაამატე. გამარჯობა ლამასო, მომეთსონე გავითსნოდ.
- მორჩი მაიმუნობას დათუნა - მაინც ეცინებოდა მირიანს - არც სახელი ვიცი და არც გვარი.
- როგორ უნდა გაიგო?
- არც ვაპირებ გაგებას - გაუღიმა ძმას - მომეწონა და მორჩა. სულ ესაა.
- როგორ ადვილად ნებდებით ეს კაცები - ამოიოხრა დათომ.
- შენ ქალი ხარ?
- არა, მეც კაცი ვარ, მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, ზუსტად ვხვდები, როგორი კაცი არ მინდა, რომ ვიყო.
- ანუ არ ვარ შენთვის მისაბაძი? - დაიბღვირა მირიანმა.
- შენ ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ხარ. ოჯახზე ზრუნავ, ბევრი მეგობარი გყავს, ქალებსაც სულ მოსწონხარ და თან ღირსეული ტიპი ხარ.
- ღირსეული? - გადაიხარხარა მირიანმა.
- ჰოო, მამა ამბობს ხოლმე, რომ ღირსებაზე წინ არაფერი არ უნდა დააყენოო.
- მამა მართალია. როგორ არიან ისე ჩვენები?
- დაურეკე და გაიგებ.
- დათო, მე ყოველ დღე ვრეკავ, ისე მაინტერესებს, შენგან.
- დღეს დედა ტიროდა - ცხვირი ჩამოუშვა დათომ და ფანჯარაში გაიხედა.
- დღეს არაუშავს - სევდიანად გაეღიმა მირიანს - დღეს ყველა ტირის.
სახლამდე, რომ მივიდნენ, დათო მირიანისკენ შემოტრიალდა.
- მირო, ამო რააა.
- კაი ბიჭო, ღამის 3 საათია, დასაძინებლად ხომ არ მოვალ.
- მაშინ ხვალ ამოდი.
- ხვალ მოვალ, ჭკვიანად იყავი - მიაძახა მანქანიდან გადასულ ძმას.
სახლში მისვლისას, უკვე თვალები ეხუჭებოდა. მხოლოდ თეატრის აფიშა ნახა და ინტერნეტში იგივე სეანსზე, იგივე სპექტაკლის ერთი ბილეთი შეიძინა. შემდეგ რამდენიმე წვეთი ვისკი დალია ერთ კუბიკ ყინულთან ერთად. ლამაზ ხის ჩარჩოში მირიანის სურათი იყო ჩასმული გიორგისთან ერთად. თევზაობდნენ და იცინოდნენ. მირიანმა ღიმილით აღმართა ვისკის ჭიქა.
- ჩემი 11 წლით ადრე გამომძვრალი ტყუპისცალისთვის მიმინდია ყველაფერი - თქვა ჩურჩულით და სასმელი დალია, შემდეგ კი მკვდარივით ჩაეძინა. დილის 9 საათი იყო, როცა ლევანის ზარმა გააღვიძა.
- რა ჯანდაბა გინდა? ხომ შეიძლება, მეც მქონდეს ძილის უფლება? - ჰკითხა გაბრაზებულმა.
- არ შეიძლება. შენ თვითონ გამაფრთხილე, რომ 9-ზე შენით თუ ვერ გაიღვიძებდი, მე გამეღვიძებინე. შეხვედრა გაქვს 11-ზე.
- ვისთან?
- მე რა ვიცი, შენი მდივანი ხო არ ვარ.
- კაი, თიკას დავურეკავ.
შუა დღე იყო, რომ ყველა საქმე დაასრულა და თიკასთან მივიდა ცოტა არ იყოს აღელვებული სახით.
- რვის ნახევრისთვის ყვავილები მჭირდება - უთხრა გაბადრულმა.
- ვაააა, ვისი დაბადების დღეა?
- არა, გოგოსთვის მინდა.
- ვინ გოგოსთვის ბიჭო? - ლამის აიყარვდა სკამიდან.
- რა მოხდა, არ შეიძლება ყვავილები ვაჩუქო ვინმეს?
- როგორ არა, უბრალოდ შენგან მიკვირს. ყვავილების გარდა ყველაფერს სჩუქნიდი ხოლმე ქალებს.
- რა ყველაფერს აბა?
- ის ვინ იყო, 20 სანტიმეტრიანი ვი*რატორი რო აჩუქა ვიღაცას?
- გავეღადავე - გაახსენდა წარსულის ცოდვები.
- შენ ღადაობდი და ვინ იცის, ის ალბათ დღემდე ხმარობს. აი ყვავილები, ცოტა სხვა თემაა არა? ვინმე სერიოზულია?
- არა, რა სერიოზული. უბრალოდ, რამე კარგი თაიგული აარჩიე რა.
- შენ აარჩიე, ყვავილებში ჩემზე უკეთ ერკვევი.
- მე მხოლოდ ვარდს და იასამანსღა ვარჩევ ერთმანეთისგან. დანარჩენი უბრალოდ ყვავილია ჩემთვის.
- მაშინ იყოს ვარდი და იასამანი - გაეღიმა თიკას.
ყვავილების ბაღი გაახსენდა. გარეთ ავტომატებით რომ დარბოდნენ ხოლმე, იმ პერიოდში გიორგისთან ერთად სოფლის სათბურს უვლიდა. ყვავილები უყვარდათ ორივეს ძალიან. უცნაურიც კი იყო, გოგონებს თავის გაშენებულ ბაღში ასეირნებდა და სიამაყით სავსე, გრძნობდა ხოლმე, რომ სწორედ ასეთი კაცები მოსწონთ მანდილოსნებს. ამის შენდეგ, რაღაც წარსულის ხინჯივთ აქვს გაჩხერილი, რომ ქალს ძალიან იშვიათად აჩუქოს მოწყვეტილი ყვავილი.
ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრი იყო და პირველ სართულს, რომ ჩასცდა, უზარმაზარ სარდაფში ჩავიდა. ბარში მეგობრები ელოდებოდნენ. თითქმის დათოს დიზაინით იყო მოწყობილი. 17 წლის იქნებოდა, მაგრამ არქიტექტურა ისე უყვარდა, რომ თავისი ოჯახის კუთვნილი სავაჭრო ქსელის სარდაფი თავად დააპროექტა და ძალიანაც კარგი გამოუვიდა. ღამის ნათურის სტილში განათებულ კედლებზე შავ-თეთრი სურაათები დაკიდა, რაღაცეებს მაიმუნობო, სულ ეუბნებოდა ხოლმე მირიანი.
- მოეწონება შენს „ტრაკში პერო“ სასტავს - პასუხობდა დათო.
- ჰოო, „ტრაკში პეროები“ არიან, მაგრამ ჩემი „ტრაკში პეროები“.
- რა რომანტიკულიაო - ჩაიცინებდა ხოლმე დათო და თავის საქმეს აგრძელებდა. ბარი ხის გააკეთებინა ძმას და მერე ჩააცივდა, რომ სადღაც, კუთხეში დაძველებული როიალი დაედო, კლავიშებს შორის კი ხელოვნური ყვავილები ჩაესვა, ისე თითქოს ნამდვილი ყოფილიყო. მირიანიც ყველაფერზე უქნევდა თავს, ყოველთვის... ის ხომ უმცროსი ძმა იყო.
- შუადღიდან სმა არ გამიგია - გაეცინა მირიანს და მეგობრებს მიუჯდა.
- კოქტეილი სასმელად არ ითვლება მირო - დაეჯღანა მარიამი.
- მე კოკა-კოლასაც სასმელად ვთვლი - მიუგო მირიანმა - ძალიან მშია.
- ჭამე მერე რამე - უთხრა ლევანმა.
- ჰო, შევჭამ - გამოსცრა კბილებიდან და თვალები შემოსასვლელთან მდგომ გოგოზე გაუშეშდა. ასე, 14 წლამდე იქნებოდა, ღია-წაბლისფერი თმა რიჟა ფერში გადასვლოდა და მირიანს მიშტერებოდა. - ღმერთო, მომკალი - თქვა და წამოდგა, ბავშვისკენ დაიძრა. ბავშვმა მისკენ მომავალი მირიანი დააფიქსირა თუ არა, იმ წამსვე გაიქცა.
- რა ხდება? - გარეთ გამოენთნენ სანდრო და ლევანიც.
- გუშინ, ვიღაცა ბავშვი დავინახე. ასე თხუთმეტი ან თოთხმეტი წლის.
- ვაიმეე, ეგ რა მომხდარა - გაეცინათ ორივეს.
- ქუჩაში დავინახე ბიჭო, ღამის თერთმეტ საათზე, მარტო იდგა და მომშტერებოდა. ახლა კი აქ იყო.
- და შენ გაეკიდე?
- ჰო, მაინტერესებდა, უმშობლოდ იყო აქ შემოსული თუ მშობლიანად. ან თუ მარტო იყო, რომელმა ჭკვიანმა შემოუშვა ბარში არასრულწლოვანი. თორე, შეიძლება უბრალო დამთხვევაც იყოს ფაქტი, რომ გუშინაც მითვალთვალებდა და დღესაც.
- გითვალთვალებს არა ის - გაეცინა ლევანს.
- საერთოდაც, ძალიანაც შესაძლებელია - თქვა სანდრომ - მაგ ასაკის გოგოებს უყვარდებათ ხოლმე ყველაზე სასწაულად თუ უყვარდებათ. შეიძლება დაგინახა სადმე, მაღაზიაში და ეხლა დაგყვება.
- შარში ვარ? - გაეცინა მირიანს.
- თუ ეგრეა, მაგარ შარში ხარ. ჩემი რვა წლის შვილის ცხოვრების სიყვარული ხარ დღემდე, შე უნამუსო - მხარი გაჰკრა სანდრომ მირიანს.
* * *

საღამოს თავისი ყვავილებიანად წავიდა სპექტაკლზე. პროგრამაც იყიდა და ისევ პირველ რიგში გამოიჭიმა. წამით, იმაზეც დაფიქრდა, ნეტავ რო დამინახავს, თუ გამოესახება რამე რეაქცია სახეზეო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ სულელობა იყო ამაზე ფიქრი.
„მართა - მირანდა ჩირაძე“ - ჩახედა მთავარი როლის შემსრულებლის გვარს და ეგ იყო. მეტი არც არაფერი წაუკითხავს. ქალს უყურებდა მთელი ორი საათის განმვალობაში. მირანდამ, რა თქმა უნდა, მრავალჯერ გამოიხედა მაყურებლისკენ, მაგრამ იმაზე ფიქრს, იქნებ შემამჩნიაო, ისევ არ ჰქონდა აზრი.
დასრულების შემდეგ, თაიგული ააწოდა. მირანდა ცოტა შეცბა, მაგრამ გაეცინა. ლამაზი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა. კულისებს რომ მოეფარა, გადაწყვიტა გარეთ დალოდებოდა. ცოტა სიგიჟედ ეჩვენებოდა ყველაფერი, სამაგიეროდ ლამაზი საღამო იყო, აღარ წვიმდა.
- ღმერთო - აღმოხდა სიცილით მირანდას, როცა სხვა მსახიობებთან ერთად გამოვიდა და თეატრის ეზოში მირიანი დაინახა. - ისევ თქვენ?
- რა მოხდა? ისე გიკვირთ, თითქოს პირველი ვიყო.
- პირველში რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დარწმუნებული ვარ, აქამდეც ბევრჯერ მოსწონებიხართ თაყვანისმცემლებს.
- იშვიათად - თავი გააქნია მირანდამ.
გრძელი, თეთრგვირილებიანი ლურჯი კაბა ეცვა. გრძელი ნაწნავი გვერდულად ჰქონდა გადმოწეული ცალ მხარეზე. ხელში მირიანის ნაჩუქარი თაიგული ეჭირა.
- უკვე მეორედ ესწრებით ამ სპექტაკლს. ცოტა მოსაბეზრებელი არ არის ერთი და იმავეს ყურება? - ჰკითხა მირანდამ.
- არა, თქვენი ყურება არაა მოსაბეზრებელი და იქნებ, დღეს მაინც გაგიყვანოთ სახლამდე? ან ყავაზე დაგპატიჟოთ? ან ვახშამზე, ან სადმე, მნიშვნელობა არ აქვს.
- მეგობრებს ველოდები, გამომივლიან - მოკლედ მოუჭრა მირანდამ.
- ეგ არაა კარგი მიზეზი.
- მშვენიერი მიზეზია.
- მაშინ ხვალ გნახავთ.
- არ მცალია, რეპეტიცია მაქვს, შემდეგ ისევ სპექტაკლი.
- სპექტაკლის მერე?
- მეგობრებმა უნდა გამომიარონ.
- ვაახ - ამოიოხრა მირიანმა. თან ეცინებოდა. ჯერ ასეთი კატეგორიული უარის წინაშე არასდროს დამდგარიყო.
- მაშინ ახლა გავისეირნოთ, სანამ მეგობრები მოგაკითხავენ.
- კარგი, ოღონდ გზაზევე გავისეირნოთ, რომ რთულად მოსაგნები არ გავხდე.
- რა მოხდა? გეშინიათ, რომ გაგიტაცებთ?
- არა, ჩემი გატაცება არც ისეთი კარგი არჩევანი იქნებოდა, როცა ათასამდე მშვენიერი ქალი უსიტყვოდ დაგთანხმდებათ პაემანზე.
- სამწუხაროა, რომ ყოველთვის ათასმეერთეს ვირჩევ ხოლმე.
მირანდამ არაფერი უპასუხა. ნელ-ნელა ქუჩაში გამოვიდნენ და გზას ჩაუყვნენ. ქალის თმიდან სასიამოვნო არომატი იფრქვეოდა. მირიანი ფიქრობდა, როგორ მოხერხდა, რომ ასეთი გაბრუებული იყო ორჯერ ნანახი გოგოთი. უხმოდ მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და კაცს კი ესეც ჰყოფნიდა სიხარულისთვის. დროდადრო თვალს აპარებდა გვირილებიანი კაბისკენ.
- იქნებ, შენობით გველაპარაკა? - ჰკითხა მირიანმა.
- ვილაპარაკოთ - გაეღიმა მირანდას.
- მითხარი, რომ ქმარი არ გყავს.
- არ მყავს. უფრო სწორად, აღარ მყავს.
- ძალიან კარგი, მიხარია - შვებით ამოისუნთქა.
- იქნებ ვინმე კაცი მყავს?
- ეგ მოგვარებადია - უპასუხა კაცმა - მაგრამ, იმედია არც ეგ გყავს.
- რა ვიცი - ეშმაკურად ჩაეღიმა გოგოს. - ჩემები მოვიდნენ, უნდა წავიდე
მირანდას წინ, ტრასაზე მანქანა გაჩერდა.
- არ მეტყვი, გყავს თუ არა ვინმე? - ჰკითხა მირიანმა.
- მადლობ ყვავილებისთვის. - კითხვაზე არ უპასუხა ქალმა.
- ნახვამდის - გაუღიმა მირიანმა.
- ნახვამდის - გამოემშვიდობა ქალიც და მერე დაფიქრდა, დააინტერესა რა ერქვა ამ კაცს, მაგრამ აღარ უკითხავს.
თეატრის მერე, ბარში წავიდა მირიანი. მეგობრები საღამოობითაც იქ იკრიბებოდნენ ხოლმე. თავიანთ საყვარელ ადგილას, კუთხის მაგიდასთან ისხდნენ სანდრო და ლევანი.
- რომეო მოვიდა - გაეცინა ლევანს.
- სადაა ჯულიეტა? - ჰკითხა სანდრომ.
მირომ სიცილით გადაავლო თვალი იქაურობას და მოულოდნელად გაშეშდა.
- აი აქაა - თქვა გაოგნებულმა.
გვირილებიანი კაბით მირანდა იჯდა ცოტა მოშორებით, შუა მაგიდაზე თავის მეგობრებთან ერთად.скачать dle 11.3




№1  offline წევრი თუთა პირველი

ჯერ- ჯერობით სიუჟეტს ვერ ვხსნი, მაგრამ ძალიან მომწონს თხრობის სტილი და სასიამოვნო წასაკითხია. დაწმუნებული ვარ კარგი გამოგივა წატმატებები =)))

 



№2 სტუმარი Guest Nita

Ragac dzaan kaiaa. Momcons

 



№3 სტუმარი takiii

Martlac rom zaalian momewona aris idumalebac da es xdis zaalian sainteresos

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველაზე მეტად მიანტერესებდა წინა თავში ვინ იყო გიორგი,მეგობარი,ძმა თუ ვინ,ან რა მოუვიდა,ახლა დაემატა ახალი ინტერესი ვინაა ეს ბავშვი,არა მგონია იმის გამო დაყვებოდეს,რა მიზეზიც თქვეს და გაიხუმრეს.მოკლედ ინტერესით ვკვდები რა
--------------------
ლანა

 



№5 სტუმარი Guest TaTu

Dzalian dainteresod vitardeba movlenebi ;)))
Giorgis personaji sevdas mgvris,es patara gogo kide mashinebs..
Mokled dzalian mainteresebs ra da rogor iqneba <3

 



№6  offline წევრი ket-kat

როდის იქნება ახალი თავი??)

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მიყვარხართ ბავშვებო, მადლობა შეფასებისთვოს. დღეს იქნება შემდეგი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent