შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (17)


22-06-2017, 00:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 985

როგორ მოვკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი 18+ (17)

ნინა

დილას ცოტა დაღლილმა გავიღვიძე. ეს ბოლო დღეები სულ ასე ხდებოდა. ჭრილობა მიხორცდებოდა, სამაგიეროდ მთელს ენერგიას ართმევდა სხეულს. თავი წამოვყავი საწოლიდან და ფრთხილად წამოვჯექი. გვერდზე ოთახიდან ფეხის სწრაფი ბაკუნი მომესმა. მერე ამ ფეხების პატრონმა ჩურჩულით იკითხა:
- შევიდე?
- შედი - უპასუხა ლეომ და ნათქვამიც არ ჰქონდა, რომ ხტუნვა-ხტუნვით შემომივარდა ბავშვი.
- ნინიაა - დავიყვირე და ხელები გავშალე. ეგრევე გამოექანა, საწოლში შემომიხტა და მაგრად ჩამეხუტა.
- როგორ მომენატრე.
- ჩემი პატარა ბარტყი - მოვეხვიე და ისე ჩავებღაუჭე, მერე შემეშინდა, რამეს ხომ არ ვტკენ მეთქი.
- ხო აღარ წახვალ? - მკითხა კრუტუნით.
- აღარსად აღარ წავალ - ვუპასუხე და გრძელ თმაზე მოვეფერე. ასე ვეფერებოდი ცოტახანს, სანამ ორივეს არ ჩაგვეძინა.
როცა გავიღვიძე დემნა იყო გადმოფენილი ჩვენზე. ჯერ გამეცინა, მერე კარგად შევათვალიერე. საწყალი, ესეც იღლებოდა მთელი დღის განმავლობაში და გამოსასვლელი პერანგი, ჰალსტუხი არც კი გაეხადა ისე დაწოლილიყო.
- როგორ ხარ? - მკითხა ძილბურანში მყოფმა.
- არაჩვეულებრივად - ვუპასუხე ნეტარი სახით და მძინარე ნინიას თავზე ვაკოცე.
- ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო - გამოსცრა ჩუმად.
- ვერ ვიტან, როცა სალაპარაკო გვაქვს - ამოვიოხრე და თმაში შევუცურე ხელები.
- რატომ? მაინცდამაინც ცუდ რამეებზე ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ?
- მაშინ შენ დაიწყე ლაპარაკი და მე გავაგრძელებ. ზოგჯერ ჩაგეჩრები ხოლმე.
- მაგალითად, ლილეზე და ლეოზე - თვალები მოისრისა და მკერდზე დამადო თავი.
- მოდი, მაგათმა ჯერ თვითონ ილაპარაკონ და მერე ვილაპარაკოთ ჩვენ - გამეცინა.
- არა, მე ვხვდები რაღაცას და მიკვირს, ლეო, რომ ვერ ხვდება.
- რას ხვდები?
- რავიცი, გუშინ საჭმელს ვაკეთებდი, ლილე მოვიდა, ჰაერი შეისუნთქა და პირზეხელაფარებული ტუალეტში შევარდა. ერთი თხუთმეტი წუთი არ გამოდიოდა.
- კუჭი აეშალა? - ვკითხე სიცილით. ვითომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა.
- ნუ სულელობ რაღაცეებს - დემნასაც გაეცინა.
- how long? - მკითხა მხიარულად.
- how long have you been ugly? - კითხვითვე ვუპასუხე. თან კაი ქართული აქცენტითა და კილოთი.
- აუ ნინა - სიცილს ვერ იკავებდა. - დავსერიოზულდეთ რაა.
- როდის იყო შენ სერიოზული იყავი. თუ, უკაცრავად, ახლა, ხომ პრეზიდენტია ვაჟბატონი.
- შენ პრეზიდენტი მეძახე და კი გამაცალეს სიქა.
- ერთი ორი მილიონი მოიპარე ბიუჯეტიდან და მოვხიოთ სადმე ბავშვიანად.
- არადა, პირველ ლედობას უმიზნებდა, უყურე, როგორი გახდა.
- ვუმიზნებდი არა ის, ეგ შენ მამიზნებინებდი - ხელი ავუქნიე, მერე მივხვდი, რომ ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი, რომ ნინია არ გამეღვიძებინა - ისე, ელენე სადაა?
- რა ვიცი ნინა. მე საიდან უნდა ვიცოდე, სადაა ელენე. ოღონდ ახლა შურისძიებებზე და ანგარიშის გასწორებას ფიქრს თუ დაიწყებ, გადავირევი.
- რა შურისძიება - მაგრად გამეცინა - გოგოს სუნამოებით და შამპანურით უნდა ავადგე, რომ დამჭრა, თორე დავხოცავდით ერთმანეთს.
- მე შენ მოკვლას არ ვაპირებდი - გამომიტყდა მორიდებულად.
- არც მე არ ვაპირებდი სროლას, უბრალოდ მაინტერესებდა რამდენ ხანს ვიდგებოდით ესე სულელებივით იარაღაღმართულები, მისტერ და მისის სმიტების ტექსტებით.
- არ ვიცი, მერე დავაგდებდი და მოგვარდებოდი გიჟივით.
- ეგ ნამეტანი პლაგიატობაა - გამეცინა.
- რა ვქნა, ეგრე, ადამი და ევას მერე ყველა პლაგიატები გამოვდივართ. აღარ მქონდეს სექსი?
- არავის დაუშლია - ვუთხარი ვნებიანად და ტუჩზე ვიკბინე. მერე გამახსენდა, რომ ბავშვი გვეწვა. კარგია, საერთოდ რო გამხსენდა.


ლილე

დილას, რომ გავიღვიძე და საშინელმა მუცლის ღრუტუნმა შემომიტია, მაშინ მივხვდი რა საშინელებაა, როცა ერთადერთი საუკეთესო დაქალი დაჭრილია და საუზმეს ვეღარ გიკეთებს. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, შხაპი მივიღე, მერე ნინასთან წავედი. იქ მაინც ექნებოდათ რამე საჭმელი.
საკვების თაობაზე არ შევმცდარვარ, მაგრამ ლეოც დამხვდა. ნინას სინჯავდა და თეთრი ხალათი ეცვა, ვითომ ექიმის ილუზიის შესაქმნელად. თან, ფეხმძიმობსას ფილმებში, რომ ჰორმონები უაქტიურდებათ თუ რაღაც ჯანდაბა ემართებათ ხოლმე, მართალი გამოდგა. თეთრი ხალათი ძალიან უხდებოდა იმ რიჟიკა მაიმუნს. რაღაც საშინელი ფანტაზიები გამიღვივდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შევდივარ მის კაბინეტში, ლეოს ვეუბნები: „გამსინჯეთ ექიმო“. და ისიც მსინჯავს, ოღონდ ცოტა სხვანაირად.
- ჯანდაბა - ჩავჩურჩულე საკუთარ თავს და თავი გავაქნიე. უნდა ამომეგდო ეს საშინელი ფიქრები გონებიდან. მაცივარი გავაღე, ბედნიერების პეპლები ამითამაშდა გონებაში იმ წამსვე. გამოტენილი იყო საჭმელებით და მეც ყველაფერს ხელი დავტაცე.
- როდის აქეთ ხარ ასეთი მსუნაგი? - გავიგონე ლეოს ხმა უკნიდან და ისე ტყვიასავით მომხვდა, ლამის შემწვარი ქათმის ბარკალი გადამცდა. წარბშეკრულმა გავიხედე მისკენ. არაფერი ვუპასუხე, მაგრამ ძალიან მინდოდა მეთქვა: „იდიოტო, შენი ნაშიერისთვის ვჭამ ასე ღორივით“. თავი შევიკავე, „ნაშიერი“ ცოტა უსიამოვნო სიტყვაა ჩემი პატარა ბავშვისთვის, რომელიც დიდი ალბათობით, წითური ჭორფლიანი იქნება და ყოველი შეხებისას, მამამისის თავს გამახსენებს.
- ცოტა მოსუქდი თუ მეჩვენება? - გააგრძელა ლეომ. თან უხერხულად გრძნობდა თავს. ეტყობოდა, საუბრის გაბმა სურდა, ღელავდა კიდეც, პერანგის ღილებს ათამაშებდა ნერვიულად.
- რა გინდა? - ვკითხე მკაცრად.
- არაფერი. გიხდება, ორი სამი კილოს მომატებაც არ გაწყენდა პლიუს.
- მე რო მოვიმატო, მერე შენ რა? - მივუგე გაბრაზებულმა. ორს კი არა, ათს მოვიმატებდი ალბათ მალე.
- არაფერი... მოგიხდება - ამოილუღლუღა ცხვირჩამოშვებულმა. მომწონდა, როცა ასეთ უმწეოს ვხედავდი ხოლმე ჩემს წინაშე და მეც უფრო ვთამამდებოდი, რადგან ერთი კი არა, ორი ადამიანი „ესწერვებოდა“ ჩემი სახით.
- მოგიხდება - თლიფინით გავაჯავრე. მემგონი ძალიან ვჩაგრავდი, გაოგნებული მიყურებდა. არადა, მე ვარ დაჩაგრული და განაწყენებული. უცნობი ქალის წერილებში მგონია თავი - გხმარობენ, თან მერე აღარ ახსოვთ. ამის გახსენებაზე ხო საერთოდ მომეშალა ნერვები.
- რა დაგემართა? - მკითხა გაოგნებულმა.
- რა დამემართა? - ქარივით წამოვფრინდი - შენ გგონია, ერთ შოკოლადს მიყიდი და ყველაფერს დავივიწყებ? საძაგელი ხარ, საშინელი ადამიანი ხარ და.... - ამოვისუნთქე და მუცელზე მივიდე ხელი - გული მერევა შენზე - მივაძახე. თან მართლა გული მერეოდა, ეგრევე ტუალეტში გავვარდი. გიჟივით გამომეკიდა, მაგრამ კარი ცხვირწინ მივუჯახუნე, ონკანი მთელი სიმძლავრით მოვუშვი და უნიტაზში ჩავეყუდე.
მიხარია, რომ ნინას სახლში კბილის ჯაგრისი ყოველთვის მაქვს. ცოტა თავი მოვიწესრიგე და გამოვედი. სახტად დარჩენილი ლეო თვალებგაფართოებული შემომყურებდა.
- როგორაა ნინა? - ვკითხე. ცოტა საუბრის გადატანა მინდოდა.
- კარგად, უკვე სიარულიც შეიძლება და მალე სუფთა ჰაერზეც თუ ირბენს ხოლმე, არ იქნება ურიგო.
- მშვენიერია - ისე ჩავუარე გვერდზე, არც შემიხედავს.
- ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, დამნაშავე ვარ - აღმოხდა ლეოს. თვალებდაწვრილებულმა გავხედე. ჯანდაბა, მაინც ძალიან საყვარელი იყო ხოლმე.
- ჰო, დამნაშავე ხარ და ყოველთვის, როცა ამას აღიარებ, გგონია, რომ სიხარულით გამოვიქცევი შენთან.
- მოდი, სხვა ოთახში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ კაი? - მთხოვა წყნარად.
- არ შეხვიდეთ რააა - გავიგონეთ ნინას ოთახიდან ნინას ხმა. - ჩვენც გვაინტერესებს.
- ნატყვიარს მიხედე შენ - მივაძახე და სხვა ოთახში გავედით, კარები ჩავკეტეთ, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჭიქები არ ჰქონდათ კარებზე ნინას და დემნას მიდებული.
- ძალიან ცუდად ვიყავი - დაიწყო ლეომ. ვიცოდი, ძალიან ბევრის თქმა უნდოდა, ბოლოს კი ვეღარაფერი თქვა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი? მეც იგივეს ვგრძნობდი.სურვილი მქონდა ერთდროულად მეკივლა, მეტირა, მეცემა, ხელები სახეში მერტყა მისთვის და მერე ჭრილობები დამემუშავებინა. იმეცია, ჩემი ცემის სურვილი მასაც არ გასჩენია, თუმცა დაგროვილი სათქმელი რომ ბოლოს უღებდა, მაგდენს მეც ვხვდებოდი.
- ვიცი, რომ ცუდად იყავი. - შედარებით წყნარად ვუთხარი. - მაგრამ, მე შენ არასდროს გელოდებოდი. იმის იმედი არ მქონია, რომ დაბრუნდებოდი ხელებგაშლილი და მეც გულში ჩაგეკვრებოდი.
- მესმის, მაგრამ მე გელოდებოდი.
- კი, მელოდებოდი. ქალებს არ იკარებდი. - ვუთხარი მკვახედ. არაფერი უპასუხია. - არაუშავს, მეც მყავდა ვიღაც. - დავაწყნარე ძალიან ეშმაკურად.
- ვინ? - ყველა ძარღვი დაეჭიმა სახეზე.
- ერთი იდიოტი. ბარში გავიცანი და დავთვერით, მერე ვი*იმავეთ. ბოლოს ისე მოხდა, მეორე დღეს აღარ ახსოვდა ჩვენი სექსი. - მოვუყევი არხეინად - და მე დავორსულდი - ესეც დავამატე. სასწაულად მომინდა გული გასკდომოდა, მე კი მისი ტანჯვისთვის მეყურებინა, როგორც თვითონ დამტანჯა მთელი ერთი წლის განმავლობაში.
თუმცა, ცოტა შემაშინა მისმა რეაქციამ. უხმოდ ჩამოჯდა სკამზე და გულზე ხელი მიიდო. ვაი, გულის შეტევა ხომ არ ეწყებათქო, ვიფიქრე გადაფითრებული, გაქვავებული რომ მიილია.
- მითხარი, რომ იხუმრე - აღმოხდა ხმის კანკალით.
- არ მიხუმრია. ნუთუ არ შეიძლებოდა დავმთვრალიყავი და ის გამეკეთებინა, რაც მინდოდა? რა ვქნა, ქალებსაც გვაქვს ჩვენი მოთხოვნილებები და ზოგჯერ, ისეთი, კაცებს რომ არც დაგესიზმრებათ - მივახალე სრული სერიოზულობით.
- და ბავშვი? - ჯერ ისევ გაშეშებული იყო. ნეტა ახლა მაინც თუ უნდოდა წიხლქვეშ გავეგდე?
- აღარ ახსოვს, რომ მასთან ვიწექი. ბავშვს მარტო გავზრდი. - ვთქვი ამაყად.
- მე.. მე - ენა დაება. მერე ძალ-ღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა - ჩემთან ერთად. ანუ, მე ვიქნები მამამისი - გააზრებულად, მაგრამ არეული ამბობდა.
- სისულელეა - ვთქვი გამტყდარი ხმით. მივხვდი, უკვე ცრემლები გადამდიოდა ყელში, ცხვირზეც მეწვეთებოდა აურაცხელი რაოდენობით. - სხვის ბავშვს შენ რატომ გაზრდი? - ვკითხე სლუკუნით.
ფეხმძიმობის ბრალი იყო თუ სხვა შემთხვევაშიც ასე ამიჩუყდებოდა გული, არ ვიცი, მაგრამ მზად ვიყავი, რომ მის ფეხებთან განთხეულს მთელს ხმაზე მეღრიალა.
- რა მნიშვნელობა აქვს? თუ მე გავზრდი, ესეიგი ჩემი შვილი იქნება. მეყვარება, იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ - თქვა გაბედულად.
ვიცი, რამხელა ტკივილს გრძნობდა იმ წამებში. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, სულ სხვანაირად მოიქცეოდა. მიმატოვებდა და ცხოვრებაში აღარასდროს მოუნდებოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ლეო ხომ ყველა არ იყო? მიუხედავად, ჩემი ტყუილით მიყენებული საშინელი ტკივილისა, მაინც ვუყვარდი, ბოლომდე ვუყვარდი ყველანაირი.
- ახლა პირველად მითხარი, რომ გიყვარვარ. - ამოვთქვი ჩურჩულით.
- აქამდე ასჯერ უნდა მეთქვა. ყოველ დღე უნდა მეთქვა. მაშინ, იქნებ, ეგ ბავშვი ბიოლოგიურადაც ჩემი ყოფილიყო. ჩემი ბრალია, ჯანდაბა, ყველაფერი ჩემი ბრალია. - ამოიოხრა და წვერი მოისრისა - ვიღაცა სი*თან არ დაწვებოდი, რომელსაც შენნაირი ქალი დაავიწყდა. მარტო ჩემთან დაწვებოდი... მაპატიე, დაგიჩოქებ, რომ მაპატიო - აღმოხდა ვედრებით და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
შოკში ჩავვარდი, ხელები სახეზე ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი. ისე ვტიროდი, როგორც ყველაზე ცხარე ცრემლით გლოვობენ უმძიმეს ტრაგედიებს.
- შენ ხარ მამამისი შე იდიოტო - ცრემლებისგან ვიხრჩობოდი - მაშინ, ბარში ისეთი მთვრალი იყავი, შენი სახელიც აღარ გახსოვდა და ერთად ვიწექით.
- რაა გოგო? - გიჟივით წამოხტა ფეხზე. - როდის?
- სამი თვის წინ.
- სამი თვის წინ - სუნთქვა გაუხშირდა, რამდენიმე წამში ისე აქოშინდა,, გული ლამის გადამიქანდა შიშისგან. - სახლში, რომ გავიღვიძე მარტომ, შიშველმა....
- ჰო, ეგ დილა იყო. გამოგეპარე, რა თქმა უნდა.
- და ჩემი შვილია.
- ჰო, შენი შვილია.
- ვაიმე - მემგონი ცოტა ცრემლებიანი ხმა ჰქონდა, როცა ეს თქვა, მაგრამ ისე მოულოდნელად გადაუტრიალდა თვალის გუგები და დავარდა გათიშული იატაკზე, რომ მხოლოდ დემნას სახელის დაკივლება მოვასწარი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Gvantsa

ჰოი საოცრებავ რას ხედავს ჩემი თვალები
ქალბატონი გარყვნილება დაბრუნებულა joy
ველი დიდ მსუყე და ჰოთ თავს რაც შეიძლება მალე

 



№2 აქტიური მკითხველი Yagami

ძლიივსს დაბრუნდააა

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე ბოლოსჰი სჰემესჰინდა ცოტა რამოუვიდა ულიწაუვიდა?:დდდ
დედააა
მომენატრე გოოგოოო
თვალებს არ დავუჯერე პრეზიდენტს რომ მოვკარი თვალი თან ახალგაზდას!!!!:Dდდ
ნუ გამაწბილებ მაღირსე შემდეგიც ძეტკა რაA:დდდ

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

,როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ.საწყალი ლეო,ხო დამართა კაცს გულის შეტევა smile კარგია ესენიც რომ შერიგდნენ
--------------------
ლანა

 



№5 სტუმარი Guest მარიამი

Yaaaaay რა ბედნიერებაა! ძალიან მაგარი თავი იყო

 



№6  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ვაიმე გვეღირსააა^^
როგორ მომენატრე შენც და ეს ისტორია ვერ აგიღწერ.
ბოლოს ძაან მაგარი იყო
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გაიხარეთ ბავშვებოოო. მიყვარხართ ყველააა <3

 



№8 სტუმარი ია

გვეღირსა ბოლოს და ბოლოს

 



№9 წევრი tamuna.s

აუ როგორც იქნა დავინახე ახალი თავი. დღეს დადებ?

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tamuna.s
აუ როგორც იქნა დავინახე ახალი თავი. დღეს დადებ?

დღეს სხვას დავდებ, ხვალ ისევ ამას და ასე. ვიცხოვრებთ ბედნიერად, სანამ ნობელის პრემიას არ ავიღებ :დდ

 



№11  offline წევრი Indigo

აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy joy joy joy
საოცარი პერსონაჟები გყავს რა... joy joy joy
კი დამავიწყდა წინა თავში რა მოხდა, იმდენი ხნის წინ დადე, მარა არაუშავს...
#მწარემე smiling_imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Indigo
აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy joy joy joy
საოცარი პერსონაჟები გყავს რა... joy joy joy
კი დამავიწყდა წინა თავში რა მოხდა, იმდენი ხნის წინ დადე, მარა არაუშავს...
#მწარემე smiling_imp smiling_imp

გაიხარე smile smile
პი.ეს. შეგიძლია, წინა თავები გადაიკითხო, აქვე დევს stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

 



№13 წევრი tamuna.s

ენ ჯეინი
Indigo
აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy joy joy joy
საოცარი პერსონაჟები გყავს რა... joy joy joy
კი დამავიწყდა წინა თავში რა მოხდა, იმდენი ხნის წინ დადე, მარა არაუშავს...
#მწარემე smiling_imp smiling_imp

გაიხარე smile smile
პი.ეს. შეგიძლია, წინა თავები გადაიკითხო, აქვე დევს stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes



მე მართლა გადავიკითხე :დდდ დღეს დადებ?

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tamuna.s
ენ ჯეინი
Indigo
აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy joy joy joy
საოცარი პერსონაჟები გყავს რა... joy joy joy
კი დამავიწყდა წინა თავში რა მოხდა, იმდენი ხნის წინ დადე, მარა არაუშავს...
#მწარემე smiling_imp smiling_imp

გაიხარე smile smile
პი.ეს. შეგიძლია, წინა თავები გადაიკითხო, აქვე დევს stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes



მე მართლა გადავიკითხე :დდდ დღეს დადებ?

აუ დღეს ვერა :დდდ დღეს სხვას დავდებ

 



№15  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

შემდეგ თავს როდის დადებ?
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent