შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოკა-კოლას სინდრომი- სრულად


22-06-2017, 17:19
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 9 806

კოკა-კოლას სინდრომი- სრულად

ეს ისტორია საიტზე ადრე დავდე,მაგრამ ბევრი შეცდომების და გამოტოვებული "რაღაცეების" გამო წავაშლევინე და ახლა თავიდან ვდებ blush ვერ დაგპირდებით,რომ ძალიან შეგაშინებთ,მაგრამ იმედი მაქვს ცოტას გაგახალისებთ სიყვარულებოოო heart_eyes kissing_heart

...

თავი 1
დაახლოებით, ღამის 11 საათი იქნებოდა,როცა პატარა ეზოს ჭიშკარი ჭრიჭინით გაიღო და მოხრეშილ ბილიკზე, მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაისმა.გრძელფეხება,მოკლეშორტიანმა კირამ, ფეხაკრეფით გაიარა ეზო,ორსართულიანი სახლის პარმაღზე შედგა და ჩანთაში გასაღების ძებნა დაიწყო.იქვე მწოლიარე, შავი ,მონადირე ძაღლი,ზანტად წამოდგა და პატრონს წკმუტუნით კუდი გაუქიცინა.
-შენ რაღა გინდა?!-მკაცრად შეხედა გოგონამ ძაღლს,მანაც უკან დაიხია და ისევ კუთხეში მიჯდა.კირამ ჩანთიდან გასაღები ამოიღო,საკეტი გახსნა და საკუთარ სახლში ქურდივით შეიპარა.
მოულოდნელად შუქი აინთო და ბუხრის წინ, "მაფიის ბოსივით" ,სავარძელში მჯდომი არჩილი გამოჩნდა.
-სად იყავი?-ჰკითხა მამამ შვილს და სიგარეტი ჩააქრო.
-მამიკო!-იყვირა კირამ,გაბრწყინებული თვალებით,შემობრუნდა და ეცადა, ამ ჟესტით მამა მოეთაფლა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-კითხვაზე მიპასუხე, გოგო!-შეუბღვირა არჩილმა.
-ნიტასთან ვიყავი,დღეს სკოლის ბოლო დღე იყო,არდადეგები დაგვეწყო და აღვნიშნეთ.-მხრები ჩამოუშვა კირამ,ჩანთა მოიხსნა და მამას გვერდით მიუჯდა.
-ნიტას ველაპარაკე და მითხარ,რომ მისგან ათ საათზე წამოხვედი,ახლა თერთმეტი სრულდება,სად იყავი ერთი საათი?-ჩაეძია არჩილი და შვილს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
-სეირნობას შევყევი მა...-დაიწუწუნა შეწუხებული სახით კირამ.
-ამ დილით, შენმა დამრიგებელმა დამირეკა.მითხრა,რომ გაკვეთილებზე ისევ ჩაგეძინა და ხმამაღლა ყვირილით გამოგეღვიძა.-არჩილმა ისე ამოიოხრა,თითქოს გულზე,რაღაც მძიმე ლოდი აწვა.
-ჰმ,ჩამშვები კრუელა!-წამოიძახა ზიზღით კირამ.
-გოგო!-თვალები დაუბრიალა არჩილმა,მერე ტონი შეარბილა და ჰკითხა.-რა დაგემართა,ისევ იმ სიზმრებს ნახულობ?!
-არა,უბრალოდ გუშინ გვიანობამდე ვმეცადინეობდი და გაკვეთილებზე ამიტომ ჩამეძინა.-მოიტყუა კირამ,ისე,რომ სახეზე არც კი გაწითლებულა.
-ჰო,ვიცი როგორც მეცადინეოდბი.-გაეცინა მამას.-კირა,თუ ისევ ცუდად ხარ უნდა მითხრა...
-მამა, პოლიციელი კი ხარ,მაგრამ მაგ შენს ინსტინქტებს ,საკუთარ ქალიშველზე ნუ იყენებ,თორემ სახლიდან გავიქცევი.-უთხრა გაღიზიანებული ხმით გოგონამ.
არჩილს გაეღიმა,რადგან ასეთ მუქარას სერიოზულად არასდროს აღიქვამდა,ამიტომ კირასკენ გადაიხარა,ხელები მოჰხვია ,გულში ძლიერად ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.
-დღეს მამიდაშენმა დარეკა.-თქვა არჩილმა.
-მართლა?-თავი წამოსწია კირამ.-როგორ არის? არ ჩამოდის? ძმისშვილი არ უნდა ნახოს?
-სახლში რემონტი აქვთ და ჯერ ვერ ჩამოდის,მაგრამ...
-მაგრამ რა?
-მარგოს გზავნის!
-რაა?!-კირა ფეხზე წამოხტა.
-ახლა, ისევ არ დაიწყო.-თქვა მკაცრად მამამ.-მარგო ,სულ ერთი კვირით დარჩება,როგორმე უნდა აიტანო და მერე წავა.
-მამა ,იმ ალქაჯს ვერანაირად ვერ ავიტან! მაინც რამ გაახსენა აქაურობა? ოთხი წელია აქეთ არ გამოუხედავს და რაღა ახლა მოუნდა ჩამოსვლა?-ხელები ჰაერში აიქნია გოგონამ.
-კირა,ის შენი მამიდაშვილია და ალქაჯს ნუ ეძახი.-დატუქსა არჩილმა ქალიშვილი.
-ალქაჯია მამა,ალ -ქა- ჯი!-დამარცვლა კირამ.
-შაბათს ჩამოდის და შენი ხმა არ გავიგო!-საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია კაცმა.-ჰო მართლა, ზედა სართულზე, სტუმრების ოთახში, წვიმის დროს წყალი ჩამოდის,ამიტომ მარგო შენს ოთახში დაიძინებს.ის საშინელი სურათები კი კედლებზე,რომ გაქვს გაკრული,ჩამოხსენი თორემ ჩემს დისშვილს ჭკუიდან გადაიყვან.
-რაა?-კირა ბრაზისგან სახეზე წამოწითლდა და ყავისფერი თვალები შუბლზე აუვიდა.-მამა რას მერჩი?არაფერსაც არ ჩამოვხსნი! და საერთოდ, მის გამო სულ მე რატომ ვისჯები და ვიჩაგრები?!
-კირა,თუ დამპირდები,რომ ერთი კვირა ნორმალური თინეიჯერვით მოიქცევი,მეც დაგპირდები,რომ სკოლაში მიღებულ დაბალ ქულებს გაპატიებ.-ჩაიცინა გამარჯვებული სახით არჩილმა.
კირა წამიერად ჩაფიქრდა,სახე დაუმშვიდდა და გამჭოლი მზერა კაცს მიაპყრო.ეს შემოთავაზება გოგონას აწყობდა,ამიტომ რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, მამას გაუღიმა და უთხრა.
-მხოლოდ ერთი კვირა!
-მხოლოდ ერთი კვირა!-გაიმეორა არჩილმა.
...
ივნისის მიწურული იყო,მზე უმოწყალოდ აცხუნებდა და მთელს ქალაქს ჯოჯოხეთური ალმური ასდიოდა.სიცხისგან დაღლილი და ძალაგამოცლილი ადამიანები,უემოციო სახეებით დააბიჯებდნენ ქუჩებში და წყლიდან ამოგდებულ თევზებს ჰგავდნენ,რომლებიც გეგონებოდათ,უჰაერობისგან წუთი-წუთზე გაიგუდებიანო.
ავტობუსების სადგურის წინ, პატარა შავი მანქანა იდგა,რომელშიც დიდი ოჯახური სკანდალი იყო გამართული და გამვლელები,ზოგჯერ გაოგნებულები გახედავდნენ ხოლმე მას.
-მარგო,გადადი მანქანიდან,თორემ გეფიცები ძალით გადაგიყვან!-უთხრა დედამ მკაცრად, უკანა სავარძელზე მჯდომ გოგონას.
-შენც დედა ხარ?!-ჩაისისინა გოგონამ.-იმ დემონთან ,როგორ მიშვებ,საერთოდ არ გეცოდები?!მე უკვე სრულწლოვანი ვარ ,თქვენ კი ჩემზე ძალადობთ,ამისთვის გიჩივლებთ!
-მარგო!-დაიყვირა საჭესთან მჯდომმა მამამ და გოგონასკენ შებრუნდა.
-როგორც იქნა გამოცდები დავასრულე და ვიფიქრე,ჩემს მშობლებთან,დებთან და დისშვილებთან ერთად გავერთობი-თქო და თქვენ ჯოჯოხეთში მგზავნით?!-მარგომ წაბლისფერი თმა უკან გადაიწია,მერე მშობლებს გახედა და თქვა.-ეს რიტორიკული შეკითხვა იყო,აუცილებელია არ არის პასუხი გამცეთ.
-ჩვენთან ერთად გართობა კი არა,ზღვაზე დაქალებთან ერთად წასვლა უფრო გინდა.-სწრაფად ამოიცნო დედამ,ქალიშვილის ზრახვები.
-ჰო,მერე მათთან ერთად უნდა წავსულიყავი და არა იმ დემონთან.-გოგონა თავისას არ იშლიდა.
-ასე ნუ ამბობ,კირა შენი ბიძაშვილია.-შეუბღვირა დედამ,გოგონას.
-დემონია დედა, დე- მო- ნი!-დამარცვლა მარგომ განრისხებული სახით.
-ბიძაშენმა ძალიან მთხოვა, მარგო.-დედამ დამწუხრებული სახე მიიღო,რადგან მიხვდა,რომ ძალით თავის ჯიუტ შვილთან ვერაფერს გახდებოდა.-კირა,ამ ბოლო დროს, ძალიან უცნაურად იქცევა.სულ იკარგება,არჩილს არ ელაპარაკება,ღამითაც ცუდად სძინავს და ძალიან უხასიათო გახდა.
-მანამდე ხომ რას იტყვი,სულ სიმღერის გამწყობაზე იყო.-ჩაილაპარაკა ცინიკურად გოგონამ.
-ბიძაშენს უნდა,რომ მათთან ჩახვიდე,იქნებ შენ მაინც დაგელაპარაკოს და რაიმე გითხრას?!კარგად მახსოვს ბავშვობაში ერთმანეთს,როგორ უგებდით!-მიუგო დედამ და ნაღვლიანად გაიღიმა.
-ვუგებდით?-სარკაზმით გაიცინა მარგომ.-მასზე სამი წლით უფროსი ვარ და „ჩემს ჭაღარას“ პატივს არასოდეს სცემდა,სულ რაღაც საშინელებებს მიწყობდა,მაშინებდა და თქვენ ამას გაგებას ეძახით?!
-რა ჭაღარა?-გაეცინა მამას.
-ჭაღარა,ჰო მამა ,ჭა- ღა -რა!-გაიმეორა მარგომ.-მის გამო ჭაღარაც კი გამიჩნდა.
-მარგო, გადადი მანქანიდან და ავტობუსში ადი,ძალიან გთხოვ! უკან,რომ დაბრუნდები გპირდები, მთელს შენს საზღვაო მოგზაურობას მე დავაფინანსებ.-თქვა მამამ და მარგოსკენ მიბრუნდა.
-ნამდვილად?-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-გეფიცები!-თავი დაუქნია მამამ.
მარგო,რამდენიმე წამით ჩაფიქრდა,მამას თვალებში შეაშტერდა და მიხვდა,რომ არ ატყუებდა.თან იმასაც ხვდებოდა,რომ ერთი კვირიანი ჯოჯოხეთის შემდეგ,მთელს ზაფხულს სამოთხეში გაატარებდი,ამიტომ მამას შემოთავაზებას დათანხმდა,მანქანიდან გადავიდა,საბარგულიდან თავის ჩანთები ამოიღო და აგორასკენ მიმავალ ავტობუსში ავიდა.

...
აგორა(მის ძებნას რუკაზე ნუ დაიწყებთ,ასეთი ქალაქი საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს) პატარა და მიყრუებული ქალაქი იყო,თუმცა ძალიან ლამაზი ბუნებით,სუფთა ჰაერით,წიწვოვანი ტყეებით და სამკურნალო წყ ლებით გამოირჩეოდა.
ქალაქი ხელის გულივით გაშლილ, შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა და ეს სახელიც აქედან დაერქვა. აგორა ბერძნულად შემაღლებულ,გაშლილ მოედანს ნიშნავს,სადაც ძველ საბერძნეთში შეკრებები იმართებოდა.

მარგოს, ერთ დროს ეს ადგილი ძალიან უყვარდა.ბებიასთან და ბაბუასთან ჩადიოდა ხოლმე და დროს ბედნიერად ატარებდა,მაგრამ მერე ის „პატარა დემონი“ გაჩნდა,რომელიც თავიდან მხიარული ბავშვი იყო,უცნაური აზრებით.მარგოს და კირას ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.მიუხედავად ასაკში სხვაობისა,ერთმანეთს მაინც უგებდნენ და საერთო საიდუმლოებებიც აკავშირებდათ.
როცა კირა წამოიზარდა,მისმა უცნაურმა ქცევებმა იმატა.იგი,ყოველთვის საშიშ გასართობებს იგონებდა და თავის მამიდაშვილებს აშინებდა.მარგოს დები, მათზე ბევრად უფროსები იყვნენ და ასეთი რაღაცეები დიდად არ აშინედათ,რასაც ვერ ვიტყვით თავად მარგოზე.გოგონას ღამეები არ ეძინა იმის შიშში,რომ საღაციდან კალია,ვირთხა, ან რაიმე მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი, არსება არ გამოხტომოდა.
მარგოს, მსაგვსი რაღაცეები იმდენჯერ ჰქონდა გამოცდილი,რომ კიდევ ერთხელ ამის გადატანა არ სურდა,ამიტომაც კირასთან შეხვედრას ყოველთვის თავს არიდებდა და ამ „პატარა დემონს“ ახლოსაც არ ეკარებოდა.
კირას ,დედა ადრე გარდაიცვალა და იგი საერთოდ არ ახსოვდა.მას ბებია ზრდიდა,რომელიც ოთხი წლის წინ დაიღუპა და მისი დაკრძალვის შემდეგ ,მარგოს ამ ქალაქში ფეხიც არ დაუდგამს.


გოგონა ავტობუსში იჯდა და ამ ამბებს იხსენებდა,თან შეამჩნია,რომ მღელვარებისგან გული საშინლად უცემდა,ამიტომ უნივერსიტეტში,ფსიქოლოგიის ფაკულტეტეზე ნასწავლი,სიმშვიდის შენარჩუნების ყველა ხერხები გაიხსენა,საკუთარი ნერვები დაიწყნარა და თავის თავს დაჰპირდა,რომ კირასი აღარასდროს შეეშინდებოდა და არც მის თამაშებს აჰყვებოდა.გოგონამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,ყურსასმენები გაიკეთა და სასიამოვნო მუსიკის ფონზე,კიდევ უფრო დამშვიდდა.

...
არჩილი,საგზაო პატრულის მანქანაში იჯდა,პერიოდულად ცივ მინერალურ წყალს სვამდა და სადგურს გასცქეროდა,რომ დისშვილის ჩამოსვლა არ გამოჰპარვოდა.
შუადღე უკვე გადასული იყო,როცა მარგო ავტობუსიდან ჩამოვიდა და თავისი ორი მძიმე ჩემოდანი,მიწაზე ხმაურით გაათრია.არჩილმა მაშინვე იცნო გოგონა,მანქანიდან გადავიდა მისკენ გაემართა.მარგოს ძალიან გაუხარდა ბიძამისის დანახვა,ჩემოდნებს მაშინვე გაუშვა ხელი და კაცს კისერზე ჩამოეკიდა.
არჩილი გაოცებული დარჩა,როცა მარგო ახლოდან ნახა.გოგონას საოცრად ჰგავდა მის შვილს.კირასავით გრძელი წაბლისფერი თმა,მუქი ყავისფერი თვალები,ხორბლისფერი კანი და ოდნავ ჩაჩხვლეტილი ნიკაპი ჰქონდა.
მარგომ ერთიანად შეათვალიერა ოდნავ გაჭაღარავებული არჩილი და ცოტა გამხდარი ეჩვენა,თუმცა აარფერი უთქვამს.კაცს ძველებურად დასთამაშებდა სახეზე ეშმაკური ღიმილი ,რაც მარგოს ყველაზე მეტად უყვარდა.გიჟდებოდა ბიძამისის ხუმრობებზე,მოყოლილი ამბებზე და იუმორზე,რომელიც კირას იუმორისგან განსხვავებით ,ჯანსაღი და ნაკლებად საშიში იყო.
არჩილმა, პოლიციის ოფიცრის ფორმა შეისწორა,ქუდი მოიხადა, მარგოს ორი უზარმაზარი ჩემოდანი გამოართვა და საბარგულში ჩადო.
-პატრულის მანქანით ხარ?-გაეცინა გოგონას.
-ჰო,სახლში მისვლა და მანქანის გამოცვლა ვეღარ მოვასწარი,წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-ჰკითხა არჩილმა.
-არა,პირიქით. შეიძლება ,წინ დავჯდე?-მარგოს პასუხისთვის არც დაუცდია,ისე ჩახტა მანქანაში.
-კირა ვერ იტანს ,როცა სკოლაში პატრულის მანქანით ვაკითხავ,უკანა სავარძელზე იმალება და მთელი გზა თავს არ სწევს.-გაიცინა არჩილმა და მანქანა დაძრა.
-რატომ?-გაუკვირდა მარგოს.
-არ მოსწონს,როცა ყველას ყურადღებას ვიქცევთ.
გოგონამ ჩანთიდან ჯერ კიდევ ცივი, კოკა-კოლის პატარ ბოთლი ამოიღო,მოსვა და მზის სათვალე შეისწორა.
-ჯობია, ეგ კირას არ დაანახო.-თქვა არჩილმა.
-მას ხომ კოლა ძალიან უყვარს? მახსოვს,რამდენს სვამდა.
-მისი უძილობის ამბავი, ხომ იცი?-მარგომ თავი დუქნია,-ამას,გულის ფრიალი და აჩქარებული პულსიც დაემატა.ექიმთან მყავდა და დროებით კოფეინის მიღება აუკრძალეს,სანამ მისი ძილის პრობლემა არ მოწესრიგდება.უკვე რამდენიმე კვირაა წვეთი კოლაც არ დაულევია და ზოგჯერ ალკოჰოლიკივით იქცევა.არც ყავის და არც შავი ჩაის დალევის უფლებას ვაძლევ.მხოლოდ ნატურალური წვენები და წყალი.
-საბრალო კირა,-ყალბი სინანულით თავი გააქნია მარგომ,-ალბათ, რა საშინლად გრძნობს თავს.
-მარგო,შენ ხომ ფსიქოლოგიას სწავლობ?-დაინტერესდა ბიძია.
-ჰო,თუ გინდა დამნაშავეების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენაში დაგეხმარები.-უთხრა სიცილით გოგონამ.
-ერთადერთი,ვისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც მაინტერესებს,ეს კირაა!-უპასუხა სიცილითვე არჩილმა.
-ყველანაირად შევეცდები,რაიმე მაინც ვათქმევინო.-დაჰპირდა გოგონა.
-ძალიან დამეხმარები.-თავი დაუქნია ნაღვლიანად არჩილმა.

რამდენიმე წუთში,პატრულის მანქანა,გზის პირზე ჩამწკრივებული ლამაზი სახლებიდან, ერთ-ერთთან შეჩერდა.მარგო მანქანიდან გადმოვიდა და წვანე ჭიშკარი გააღო,რომელიც იმდენად ძველი და დაჟანგული იყო,რომ მისი ჭრიჭინის ხმა მთელ ქუჩას ესმოდა.
სახლს წინ პატარა ეზო ჰქონდა,ხრეშით დაფარული ბილიკით,გვერდებზე ჩამწკრივებული ხილის ხეებიით და ლამაზი ყვავილების ბაღით.ეზოში საოცარი სურნელი ტრიალებდა.
მარგო ჭიშკართან შედგა და ეს სუნი ღრმად შეისუნთქა.გოგონამ, თვალები დახუჭა და მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩაურბინა.გაახსენდა ბებია,რომელიც ამ ეზოში ჩამუხლული მუშაობდა,რომ სარეველა ბალახები მოეშორებინა.გაახსენდა ყველა ის ბედნიერი მომენტი,რაც კი იქ ჰქონდა გატარებული და წამით,ისეთი მელანქოლიური შეგრძნება დაეუფლა,რომ კინაღამ ატირდა.
ეზოში ახლადშემოსულებს, მეძებარი ძაღლი-ტონი შეეგებათ.მართალია, ტონი მარგოს არ იცნობდა,მაგრამ თავის პატრონთან ერთად,რომ დაინიხა მიხვდა,რომ ისიც ოჯახის წევრი იყო,ამიტომ კუდის ქიცინით შეხვდა და ტანზე შეახტა.მარგოს გაეცინა,ძაღლს თავზე მოეფარა და მისი თათები ძლივს მოიშორა.
-ტონი,დაჯექი!-დაუყვირა არჩილმა და ძაღლიც მაშინვე დაემორჩილა.
-ეს ახალია?-იკითხა მარგომ.
-არც ისე, უკვე ორი წელია გვყავს.
გოგონამ სახლს ახედა და იგრძნო,როგორ მძაფრდებოდა მელანქოლია,სახლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯის შემდეგ.
ერთ დროს, ამ სახლში ძალიან ბევრნი იყვნენ.არჩილი, მისი მეუღლე,ბებია ,ბაბუა...მაგრამ ახლა მხოლოდ ორნი დარჩნენ-არჩილი და კირა.
სახლი ორ სართულიანი იყო,მაღალი ფანჯრებით,თეთრი კედლებით და ვერცხლისფერი სახურავით.

არჩილი პარმაღზე შედგა,კარი გააღო და მარგოს შიგნით შეუძღვა.გოგონამ სახლი მოათვალიერა და ნაღვილანად გაეღიმა.ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც ახსოვდა.დიდი მისაღები ოთახი ბუხრით,ძველებური სავარძლებით,წიგნების კარადით და ძველებური ხის კიბით,რომელიც მეორე სართულზე ადიოდა.კიბის გვერდით კი სამზარეულო და საკუჭნაო იყო, განთავსებული.
უცებ, კიბეებზე მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაისმა და კირაც გამოჩნდა.მარგოს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდა და რამდენიმე წამით გაოცებული შეჰყურებდა ბიძაშვლის.გოგონა 17 წლის იყო, მაგრამ ასაკთან შედარებით საკმაოდ მაღალი.მუქი წაბლისფერი თმა,თითქმის წელამდე სწვდებოდა,ხორბლისფერი კანი,დიდი ყავისფერი თვალები,მსხვილი ტუჩები და მკაცრი მზერა ჰქონდა.მარგოს მისი გარეგნობა კი არ გაჰკვირვებია,არამედ ის უფრო გაუკვირდა,რომ კირა მაშინვე სკუთარ თავს მიამსგავსა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს სარკეში იხედებოდა.
-მარგო,როგორ მომენატრე!-წამოიძახა კირამ ყალბი ღიმილით,გოგონასთან მივარდა და ისე მოეხვია,რომ ლამის ნეკნები ჩაუმტვრია.
-მეც...-წაილუღლუღა გაოცებული სახით მან და კირას ჩაეხუტა.
-შენს ჩანთებს მაღლა ავიტან.-თქვა კირამ,მამიდაშვილს ორივე ჩანთა გამოართვა და კიბეებს აუყვა.
-რა სჭირს?-მიუბრუნდა მარგო არჩილს.
-დილიდან კარგ გუინებაზეა.-გაეცინა კაცს.

გოგონამ მხრები აიჩეჩა,კიბეები აიარა და კირას ოთახში შეჰყვა.მარგომ უცნაური აურა კარებიდანვე იგრძნო.ოთახს ვარდისფერი კედლები,მაღალი ფანჯრები და პატარა აივანი ჰქონდა.კარის პირდაპირ, ერთმანეთზე დაშორებული ორი საწოლი იდგა,მარჯვენა კუთხეში დიდი კარადა,საწოლის გვერდით კი კიდევ ერთი კარი იყო,რომელიც სააბზანოში გადიოდა.
მარგო ყველაზე მეტად კირას საწოლის თავზე დაკიდებულმა ნახატებმა გააოცა და შეაშინა კიდეც.
თაბახის ფურცლები უცნაური-ბნელი გამოსახულებებით იყო დაფარული.პასტელით და მუქი ფერის აკვარელით,კირას გულმოდგინედ გამოესახა მონსტრები,რომლებიც ბავშვების წარმოდგენებში, საწოლის ქვეშ იმალებიან.წითელთვალება მაღალი ფიგურა,კაცი დამჭკნარი სახით და ჩაცვენილი კბილებით,ქალი გაწეწილი თმით.არა,კირას ხატვის ნიჭი აშკარად ჰქონდა,მაგრამ მარგო დარწმუნებული იყო,რომ გოგონა თავის უნარს ფუჭად კარგავდა.
კედელს მიშტერებულმა მარგომ,ახლაღა შენიშნა,რომ კირამ უდიერად მიაგდო მისი ჩანთები საწოლზე,მერე კარადა გამოაღო და მამიდაშვილს მოუბრუნდა.
-აქ შეგიძლია ,შენი ნივთები დააწყო.-კირა აშკარად შეცვლილი ჩანდა,უკვე ნათელი იყო,რომ ის თავაზიანობას მხოლოდ მამამისის თანდასწრებით იჩენდა.
-რას დაგპირდნენ?-ჰკითხა მარგომ კირას.
-რა?-გაუკვირდა გოგონას.
-ჩემთან პირფერობის სანაცლოდ, რას დაგპირდნენ?
-დაბალი ქულების პატიებას,შენ?
-ზღვაზე დასვენების დაფინანსებას!
-აშკარად, შენ უფრო მეტს იღებ.-პატარა ცხვირი,მაღლა ასწია კირამ.
-თუ გინდა,რომ ჩემი აქ ყოფნის დრო შევამციროთ,სწრაფად მითხარი რა გაწუხებს,მე ბიძიას მოვუყვები და აქედან ხვალვე წავალ.-შესთავაზა გოგონამ.
-მოიცა,რა?-გაოგნდა კირა.
-არჩილმა, აქ იმისთვის ჩამომიყვანა,რომ შენი დაქალის როლი ვითამაშო და გავიგო რა გაწუხებს,რადგან არავის ელაპარაკები და არავის არაფერს უყვები.-აუხსნა მარგომ.
-მე მითხრა,რომ ... აქ შენი ნებით ჩამოდიოდი.-კირამ ბრაზისგან ტუჩი მოიკვნიტა,მერე განრისხებული მზერა მარგოს მიაპყრო და უთხრა.-არაფერი არ მჭირს და არ მაწუხებს,შენი ყალბი დაქალობაც არ მჭირდება,ტყუილად ნუ გგონია,რომ აქ ერთი კვირა გაძლებ.შეიძლება შენივე ნებითაც გაიქცე ხვალვე.
-ვერ ეღირსები!-კბილებში გამოსცრა მარგომ,მერე ჩანთიდან კოკა-კოლა ამოიღო და კირას თანდასწრებით გემრიელად მოსვა,რადგან მისი რეაქცია აინტერესებდა.
გოგონას მისთვის არც კი შეუხედავს,სახე გვერდზე მიაბრუნა და ტელეფონი დასატენად შეაერთა.
-გავიგე,რომ კოკა-კოლა აგიკრძალეს.-თქვა მარგომ ცინიკურად.
-მერე?-ტუჩი აიბზუა გოგონამ.
-არაფერი,სამაგიეროდ ჩემთვის არავის აუკრძალავს კოკა-კოლა.შემიძლია,რამდენსაც მოვინდომებ,იმდენი დავლიო.შემიძლია კოლას შადრევანში ან ჯაკუზში ვინებივრო,ხოლო,რასაც ვერ დავლევ,ტანზე შევიზილო!-თქვა მარგომ გამაღიზიანებელი ხმით და კოლა გამომწვევად მოსვა,თუმცა საკუთარი თავისაც კი გაუკვირდა,ასეთი სიტყვების გამო.
-წარმატებებს გისურვებ.-დასცინა კირამ,მერე მარგოს ბარგს დახედა და ჰკითხა.-ამდენი ბარგი ,რად გინდოდა?
-არც ისე ბევრია! ერთ ჩანთაში საშინაო ტანსაცმელია,მეორეში კი საღამოს რამდენიმე კაბა და ძვირადღირებული ფეხსაცმელები.-თქვა ამაყად მარგომ.
-ეს აგორაა და არა ჰოლივუდი,გგონია აქ ვინმე ფილმის მსოფლიო პრემიერაზე დაგპატიჟებს?!-ხმამაღლა გადაიკისკისა კირამ და ოთახიდან გავიდა.

...
საღამო ხანს,მარგომ მგზავრობისგან საშინელი დაღლილობა იგრძნო,ამიტომ დასაწოლად ადრე წავიდა.გოგონამ, თავისი ბარგის ერთი ნახევარი ამოალაგა და კარადაში შეინახა,მაგრამ მეორე ნახევარი არ დაეტია,ამიტომ ჩემოდანი არც კი გაუხსნია,ისე მიდგა კუთხეში და საწოლში ჩაწვა.ამ დროს,კარი ხმაურით გაიღო და კირა ოთახში შემოიჭრა.კედები გაიხადა,იქვე მიყარა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.მარგომ,უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და უკვე დაძინებას აპირებდა,როცა ფანჯრიდან რაღაც უცნაური შენიშნა.

საძინებლის ფანჯრები უკანა ეზოს გადაჰყურებდა,საიდანაც მოშორებით პატარა გორაკზე, შემდგარი დიდი,ძველებური,ინგლისური სტილის სახლი მოჩანდა.მარგოს ბავშვობიდან ეშინოდა იმ სახლის.ახსოვდა,რომ იქ ერთი კაცი ცხოვრობდა,რომელსაც ყველა ცალხელას ეძახდა,რადგან მარცხენა ხელი ომში დაკარგა,თან ეს კაცი ცოტა შეშლიც იყო და გამვლელებს ხშირად აშინებდა ,განსაკუთრებით კი ცნობისმოყვარე ბავშვებს,რომელბიც მის სახლს უთვალთვალებდნენ.
მარგოს და კირას არა ერთხელ ჩაუვლიათ იმ სახლთან და კირას იქ შეპარვაც უცდია,მაგრამ მარგო არჩილთან დასმენით ემუქრებოდა და გოგონას ამის უფლებას არ აძლევდა.ცალხელა კაცი ,რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მისი სახლი იყიდებოდა,მაგრამ არავინ იყიდა,ცუდი რეპუტაციის გამო.
ამ სახლზე,დღემდე უცნაურ ამბებს ყვებოდნენ,ცალხელას გარდაცვალების შემდეგაც კი მისი ყველას ეშინოდა და ახლოს არავინ ეკარებოდა.ჰოდა,იდგა ეს სახლი ახლა ნახევრად გაპარტახებული,გორაკზე და ავისმოსაწავებლად გადმოჰყურებდა გარემოს.
მარგომ,იმ მონეტში სახლის ფანჯრებში, მკრთალი შუქი შენიშნა და ძალიან გაუკვირდა,რადგან მიტოვებულ სახლში შუქის ციმციმი,ნამდვილად ეუცნაურა.
-ცალხელას სახლში ვინმე ცხოვრობს?-იკითხა გოგონამ და კირას მიუბრუნდა.
-არავინ.-უპასუხა უხალისოდ მან.
-მაგრამ სახლიდან შუქი გამოდის.-თქვა მარგომ.
-კარგი რა.-ხელი აიქნია გოგონამ.
-მართლა გეუბნები.-შეუბღვირა მარგომ.
კირა უხალისოდ წამოდგა ფანჯარაში გაიხედა და ვერანაირი შუქი ვერ დაინახა.მარგოც მიაშტერდა სახლს,მაგრამ ახლა იქიდან შუქი მართლა აღარ გამოდიოდა.
-მოჩვენებები გაქვს?-დასცინა კირამ.
-მართლა დავინახე.
-ჯობია დაიძინო.-უპასუხა უხეშად მან და დასაძინებლად დაწვა.

...
როცა ადამიანს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული, ღამით ვერ იძინებს.ერთი იმიტომ,რომ ეშინია არ გამოიჭირონ და მეროე იმიტომ,რომ ერთი სული აქვს,ამ მზაკვრულ გეგმას,როდის განახორციელებს.
კირაც ასე იყო.იმ ღამით ვერაფრით დაიძინა და ელოდებოდა,მარგო როდის ჩათვლემდა.როცა დრო მოვიდა,კირა ჩუმად წამოდგა საწოლიდან და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
მოულოდნელად ფეხქვეშ,ხის იატაკმა გაიჭრიჭინა.კირა შეჩერდა და მარგოს გახედა.გოგონა არ ინძრეოდა,ესეიგი ღრმად ეძინა.კირამ გზა განაგრძო,კარადასთან მივიდა,თეთრი ზეწარი გადმოიღო,შიგნით გაეხვია და მარგოს თავზე დაადგა.
-მარგოო!-დაიძახა კირამ ექოსმაგვარი ხმით და მამიდაშვილს მხარზე შეეხო.-მარგოო!
გოგონა უხერხულად შეიშმუშნა და მისი ხელი მხარიდან მოიშორა.კირამ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები, მარგოსკენ დაიხარა და ყურში ხრინწიანი ხმით ჩასძახა.
-გაიღვიძე და ცხრა მთას იქით გადაიკარგე,თორემ ჯოჯოხეთში წაგათრევ!
მარგომ თავი წამოსწია,ნამძინარევი თვალები ძლივს გაახილა და მიიხედ-მოიხედა.
მოულოდნელად გოგონამ საწოლთან მდგარი თეთრი არსება დაინახა,რომელიც ქუჩის განათების ფონზე ,ისე საზარლად გამოიყურებოდა,რომ ადამიანს მართლა მოჩვენება ეგონებოდა.
მარგოს შიშისგან წამიერად სუნთქვა შეეკრა,თუმცა მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა და ისტერიული სიცილი აუვარდა.კირამ თეთრი ზეწარი გადაიძრო და საწოლზე წამომჯდარ მარგოს დააკვირდა.გოგონა ბოლო ხმაზე ხარხარებდა და მძიმედ სუნთქავდა.
-რა...რა გჭირს?-იკითხა კირამ გაოცებული სახით,რადგნა ეგონა,რომ მისი მამიდაშვილი შიშისგან შეიშალა.
-სერიოზულად ,კირა?!-მარგომ ენა ძლივს ამოიდგა.-მეტი ვერაფერი მოიფიქრე? მიდი, ფანტაზია ჩართე,ჭკვიანი გოგო ხარ და უკეთესადაც შეგიძლია!
-მოიცა,არ შეგეშინდა?-წარბი შეკრა კირამ.
-ეს ბავშვობაშიც გაგიკეთებია. ადრე შეიძლება მეშინოდა,მაგრამ ახლა არა!-კიდევ ერთხელ გადაიკისკისა მარგომ,მერე გადაბრუნდა და უხალისოდ ჩაილაპარაკა.-დემონი!
-ალქაჯი!-მიაძახა ბრაზით კირამ და ისიც საწოლში დაბრუნდა.


თავი 2
-კირა!-ჩაესმა გოგონას ძილში, ქალის ნაზი ხმა.
-ბებია?!-თავი წამოსწია კირამ და ოთახის ერთ კუთხეს მიაშტერდა.
კართან თეთრი ლანდი იდგა.სახე არ ჰქონდა. ოდნავ გამჭირვალე იყო, ჰაერში დაცურავდა და თან უცნაურ შუქს ასხივებდა.
კირას ნერვიულად აუკანკალდა ხელები.გული კისერში ამოუჯდა და სუნთქვაც გაუხშირდა.
-უნდა გაიღვიძოთ!-თქვა ექოსმაგვარი ხმით ლანდმა,მერე მძინარე მარგოსკენ წავიდა,თავზე დაადგა და წამით გაჩერდა.
-შენ... არ არსებობ...-დაიჩურჩულა კირამ და თვალები მაგრად დახუჭა.-შენ არ არსებობ,შენ არ არსებობ.
გოგონას მსგავსი რამ უკვე ნანახი ჰქონდა.იცოდა ასეთ სიტუაციებში,როგორც უნდა მოქცეულიყო,ამიტომ თვალებს ხუჭავდა ხოლმე და მერე ეს მოჩვენებები უჩინარდებოდნენ,ან ეღვიძებოდა და კოშმარიც მთავრდებოდა.
კირამ ცალი თვალი გაახილა და მარგოს საწოლისკენ გაიხედა,რადგან აინტერესებდა ლანდი თუ გაქრა,მაგრამ ის ისევ იქ იდგა.უცებ ლანდი დაიხარა,პლედს ხელი ჩაავლო და დაქაჩა.
-გაჩერდი!-დაუყვირა კირამ.
-უნდა გავაღვიძო.
-რატომ?
-აქედან უნდა წავიდეს.
-კარგი ერთი,მისი აქედან წასვლა ყველაზე მეტად მე მინდა,მაგრამ მოჩვენებების არ ეშინია.-ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ გოგონამ.
-შენც უნდა გაგაღვიძო.-თქვა ლანდმა,მერე კირასკენ მიბრუნდა და თეთრი შუქი სახეზე მიანათა.შეშინებული კირა საწოლის თავს აეკრა.ლანდი მას ხელებში სწვდა და ხმამაღლა დაიკივლა.
-საფრთეში ხართ!საფრთხეში ხართ!ყორანს არ გაჰყვეთ,სიბნელეში არ შეხვიდეთ!
კირამ ლანდის გაყინული ხელები ძალით მოიშორა და შეშინებულს გამოეღვიძა.გოგონა ისე წამოხტა ,რომ თავი საწოლის კიდეს მიარტყა და თვალებში დაუბნელდა.მერე,მაჯებზე დაიხედა და სისხლჩაქცევები დაინახა,რომლებსაც ადამიანის თითების ფორმა ჰქონდათ.გოგონამ ღრმად ამისუნთქა და მარგოს გახედა,მას მშვიდად ეძინა,რადგან ჯერ გათენებულიც კი არ იყო.კირა უღონოდ დაეშვა საწოლზე,ფეხები მოკეცა,მუხლები მკერდზე მიიკრა და აცრემლებული თვალები ისევ მაგრად დახუჭა,რომ მომხდარი დაევიწყებინა.

...
მეორე დილით, მარგოს ადრე გაეღვიძა.საწოლზე წამოჯდა და კირას გახედა,რომელსაც ისევ ისე მოკეცილს ჩასძინებოდა .გოგონა ფრთხილად წამოდგა,სააბაზანოში შევიდა,თავი მოიწესრიგა,მერე ჩაიცვა, ტელეფონი და ყურსასმენები აიღო და დაბლა ჩავიდა.
ბიძია არჩილი უკვე სამსახურში იყო წასული,მარგოს არ უსაუზმია,უბრალოდ ეზოდან გამოვიდა და მაღლა მიმავალ მოხრეშილ გზას აჰყვა.გოგონას ნაცნობი წკმუტუნის ხმა შემოესმა, უკან მიიხედა და დაინახა,რომ ტონი ადავნებოდა.მარგოს გაეცინა,ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა და გზა განაგრძო.

ცოტა ხანში, მარგო მაღლობზე მდგარ გორაკზე ავიდა,სადაც უზარმაზარი ფიჭვები იდგა და ბალახიც თითქმის წელამდე სწვდებოდა.ეს ადგილი გოგონას ძალიან უყვარდა.აქ ბავშვობაში ხშირად თამაშობდა და როცა ბებიას გაბმულ ძახილს გაოგონებდა შორიდან, თავქუდმოგლეჯილი სახლისკენ გარბოდა,რადგან იცოდა,რომ შინ გემრიელობები ელოდა.
ზაფხულის დილის გრილი ნიავი უბერავდა და მოშორებით მდებარე ტყიდან, საოცარი სურნელი მოჰქონდა.გოგონა ბალახებში ჩაჯდა,ზურგით ფიჭვის ხის ბებერ ტანს მიყერდნო,ყურსასმენები გაიკეთა და „blue jeans”-ი ჩართო.
სიმშვიდე,სიწყნარე,სასიამოვნო სურნელი,ჩიტების ჭიკჭიკი და კარგი მუსიკა.
მარგომ წამიერად ისეთი განტვირთვა იგრძნო,რომ სრულიად გადაავიწყდა მთელი დაძაბულობა და ცოტა ჩათვლიმა კიდეც.ტონიც იქვე,ბალახებში ჩაწოლილიყო,ნიავისთვის სახე მიეშვირა და როცა რომელიმე მცენარე გამოძრავდებოდა და ცხვირში შეუღიტინებდა,მაშინვე იღრინებოდა და ბალახებს კბენდა.
მოულოდნელად,მარგოს უცნაური ხმა ჩაესმა.თვალები გაახილა და თავი წამოსწია.ხმა ჯაჭვების რიწკინს ჰგავდა,რომელიც ისევ და ისევ მეორდებოდა.გოგონამ მუსიკა გამორთო,წამოდგა და მიიხედ-მოიხედა,ტონიმაც იგივე გააკეთდა და პატრონს უკან გაჰყვა.
ხმაური ისევ განმეორდა.გოგონა ფიქრობდა ,რომ ასეთ დროს იქ მის გარდა წესით არავინ უნდა ყოფილიყო,მაგრამ შეცდა.
მარგომ ,რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგა,მაგრამ უცებ ფეხქვეშ ,რაღაც უცნაური მასალა იგრძნო.გოგონა წამიერად გაშეშდა,თავი დახარა და მიწას დააშტერდა.ტონიმ ჯერ დაიღრინა,მერე კი ხმამაღლა დაიყეფა.მარგო მისკენ შებრუნებას აპირებდა,როცა მოულოდნელად ვიღაცის ჩახლეჩილი და დაძაბული ხმა შემოესმა.
-არ გაინძრე!-მარგო შეკრთა და ინსტინქტურად უკან მიხედვა დააპირა,მაგრამ ხმამ შეაჩრეა.-როცა ადამიანს ეუბნებიან არ გაინძრეო,მაინც იგივეს რატომ აკეთებს?! ეს რიტორიკა იყო,შეგიძლია არ მიპასუხო!
მარგომ გაოგნებული სახით შეკრა წარბები.განსაკუთრებით ბოლოს სიტყვებმა გააოცა და გაეცინა კიდეც.
-თუ არ გინდა ფეხი დაკარგო,ჯობია ნაბიჯიც არ გადადგა!-ისევ გაიმეროა ხმამ.
-რა... რა ხდება?-იკითხა გაოცებული და ოდნავ დაბნეული ხმით გოგონამ.
უცებ, რამდენიმე დანბიჯის გადადგმის და ფეხქვეშ ბალახის გათელვის ხმა გაისმა, მარგოს წინ კი მაღალი ფიგურა გაჩნდა.
ბიჭს შავი ჯინსი და ლურჯი მაისური ეცვა.ქერა თმა წინ ჩამოეყარა და ღია ცისფერ თვალებზე ნახევრად ეფარებოდა.ოდნავ გახრილი ცხვირი,მაღალი კისერი და ტყავის სამაჯურებით დაფარული მაჯები ჰქონდა.თავზე კეპი უკუღმა ეხურა და მარგოს უცნაურად უმზერდა.
-ფეხი ხაფანგზე გიდგას,ეცადე პანიკაში არ ჩავარდე.-თქვა ბიჭმა ფრთხილად და მარგოს ფეხთან დაიხარა.
-კარგი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-მოიცა ,პანიკაში არ ხარ?-გაუკვირდა ბიჭს და მარგოს ქვემოდან ახედა.
-ხომ მითხარი, პანიკაში არ ჩავარდეო?
-ჰო,მაგრამ ადამიანებს ერთს,რომ ეუბნებიან მეორეს აკეთებენ.როგორც შენ, ცოტა ხნის წინ,შემობრუნებას,რომ აპირებდი.
-მხოლოდ გაურკვევლობის გამო! ახლა ყველაფერი ვიცი და მზად ვარ ისე ვიმოქმედო,როგორც საჭირო იქნება.-თქვა ამაყად გოგონამ.
-რა უცნაურია...-ჩაიცინა ბიჭმა, მარგოს ხელი გაუწოდა და უთხრა.-მე დენისი მქვია.
-სასიამოვნოა,მარგო!-წარმოთქვა გოგონამ გარკვევით და ბიჭს ხელი ჩამოართვა.
-ჩემთვისაც.-გაუღიმა მან,მერე მარგოს ფეხს კარგად დააკვირდა და თქვა.-ახლა,მანდ ქვას ჩავდებ,შენ კი ეცადე ფეხი სწრაფად ამოსწიო,კარგი?
-კარგი!-თავი დაუქნია გოგონამ.
დენისი მიბრუნდა,მინდორში მოზრდილი ქვა ამოარჩია, ხაფანგთან დაიხარა,გოგონას ქვა ფეხის წვერზე მიაბჯირა და ნელ-ნელა უკან გააწევინა.მოულოდნელად ხაფანგმა გაიჭრიალა და ამოძრავდა.ბიჭმა შეშინებული სახით ახედა გოგონას.მარგომაც თითქოს მისი აზრები ამოიკითხა,მაგრამ იმდენად დაიბნა,რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა.
დენისი უცებ ფეხზე წამოვარდა,მარგოს მხრებში ხელები ჩაავლო და ძლიერად უბიძგა. გადაშლილი ხაფანგის ორივე კბილანებიანი პირი, მოუროდნელად ამოიმართა ბალახებიდან და გამაყრუებელი ღრჭიალით შეერთდა.მარგომ თავი ვეღარ შეიმაგრა, ინსტინქტურად დაიხია უკან,მიწიდან ამოშვერილ ხის ფესვებს ქუსლით წამოედო და მიწაზე გაიშხლართა.
-კარგად ხარ?-ჰკითხა დენისმა ღიმილით.
-კი.-თქვა მარგომ და წამოდგომა სცადა.
-ცუდი გეგმა იყო,ქვამ ხაფანგი ვერ დაიჭირა.-ჩაილაპარა ბიჭმა.
-მაინც გმადლობ!-გაუღიმა მარგომ.
დენისმა გოგონას ხელი გაუწოდა,ისიც მაგრად ჩაეჭიდა,წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიფერთხა.უცებ მარგოს რაღაც უცნაური მოხვდა თვალში,თავი ასწია მოშორებით გაიხედა და იქვე ბალახებში მიმოფანტული გრძელი ჯაჭვები დაინახა,რომელთა ბოლოებზეც მსგავსი ხაფანგები იყო გამობმული,როგორმაც ცოტა ხნის წინ, მას კინაღამ ფეხი წააცალა.
მარგომ მაშინვე გადახარშა ნანახი,თვალები ბრაზით აენთო,ხელები დამუშტა,ახლადგაცნობილ მის გადამრჩენელს გახედა,წარბები შეკრა და შეუბღვირა.
-ეს ხაფანგები შენია?!
-გადავწყვიტე ჯართში ჩავაბარო.-გაიღიმა დენისმა.
-რაიმე მოინადირე?-ჰკითხა სარკაზმით გოგონამ.
-შენს გარდა, ჯერ ხაფანგში არავინ გაბმულა?-ირონიულად ჩაიცინა მან.
-არ მესმის, ტყეში ხაფანგების დაგებით, რა სიამოვნებას ნახულობ?-მარგო თავს ძლივს იკავებდა,რომ ცუდი სიტყვები არ წამოსცდენოდა.
-არა,ეს უბრალოდ...
-როგორ შეიძლება, ადამიანი ასეთი გულცივი იყოს?-შეაწყვეტინა გოგონამ და დენისს თავის გამართლების საშუალებაც არ მისცა.-ცხოველები თუ არ გეცოდება, ადამიანები მაინც შეიბრალე! ხომ შეიძლებოდა ,აქ სხვა ყოფილიყო,ბავშვი ან მოხუცი,რომელიც ხაფანგში გაებმებოდა და თავს თავისი ძალებით ვერ დაიხსნიდა?!
-ვეგეტარიანელი ხარ?-იკითხა დენისმა სიცილით,რადგან ვერაფრით მიმხვდარიყო მარგო ასე რამ გააბრაზა.თანაც მის განრისხებულ სახეს,რომ ხედავდა სიცილს ვერ იკავებდა.დენისის მომღიმარი სახე კი მარგოს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა.
-ვეგეტარიანელი არ ვარ,მაგრამ ალერგია მაქვს მონადირეებზე.-კბილებში გამოსცრა გოგონამ,მერე მიბრუნდა და თმები ისე მოიფრიალა,რომ დენისს სახეში გაარტყა.
ბიჭმა გაოცებული გამომეტყველებით აიჩეჩა მხრები და დაღმართისკენ მიმავალ გოგონას მაცდური მზერა გააყოლა.

...
მარგო სახლში,რომ დაბრუნდა კირას უკვე ეღვიძა.ომლეტი და ყავა მოემზადებინა და მამიდაშვილს ელოდებოდა.მარგო სუფრასთან დაჯდა,მაგრამ ისევ აღელვებული იყო მომხდარის გამო და ვრაფერზე კონცენტრაციას ვერ ახდენდა.
-შეგიძლია ჭამო!-უთხრა მოუთმენლად კირამ და ომლეტის თეფში გაუწოდა.
-რისგან მოამზადე ომლეტი,გველის კვერცხისგან?-იკითხა მარგომ დამცინავად და თეფში მაგიდაზე დადგა,ისე,რომ არც კი გადაუღია,მერე ყავის ფინჯანს ხელი დაავლო და თითები ჭიქაზე ნერვიულად აათამაშა.
-თუ ფიქრობ,რომ ეს ომლეტი გველის კვერცხისგან მოვამზადე,მაშინ რატომ არ ფიქრობ იმას,რომ შეიძლება ეგ ყავა გველის შხამისგან მომემზადებინა?-ისეთი ცივი თვალებით დააშტერდა კირა მარგოს,რომ გოგონას სხეულში გასცრა.თუმცა გაახსენდა,როგორ მისცა თავის თავს პირობა,რომ კირას არაფერს დაუთმობდა,ამიტომ ბიძაშვილს ყალბად გაუღიმა და თქვა.
-კირა,რა საყვარელი ხარ მაშინ,როცა ცდილობ ბოროტი გამოჩნდე.
მარგომ გვერდულად ჩაიცინა,ყავის ჭიქა თამამად აიღო,ტუჩებთან ახლოს მიიტანა და გემრიელად მოსვა.მოულოდნელად, გოგონამ საზიზღარი, მლაშე და ონდავ მომწარე გემო იგრძნო,რასაც გულის რევის შეგრძნებაც მოჰყვა და პირიდან ყავა მურიდებლად ამოაფრქვია.
-რა ხდება?-ამ დროს, კარის ზღურბლზე ბიძია არჩილი გამოჩნდა და გოგონებს გაოცებული სახით გადახედა.-მარგო რა გჭირს, კარგად ხარ?
-რა საზიზღრობაა! რა ჯანდაბა იყო...შენ რა ,ყავა მართლა გველის შხამისგან მოამზადე?!-მარგოს ბრაზისგან თვალები დაუმრგვალდა.
-მე...-კირამ გადაწყვიტა მამამისის თანდასწრებით პატარა, საყვარელი გოგოს ნიღაბი მოერგო ,ამიტომ დამნაშავესავით გაიღიმა და მამიდაშვილს მოუბოდიშა.-მაპატიე მარგო,ალბათ მარილი და შაქარი ისევ ამერია,ერთნაირ ქილებშია და...ამას წინათ ,ჩემს ყავაშიც მარილი ჩავყარე.
-კირა!-დაუყვირა არჩილმა და გოგონას თვალები დაუბრიალა.
-მართლა ვიხდი ბოდიშს,ეს შემმთხვევით მოხდა,ძალით არ მინდოდა.-თავი იმართლა გოგონამ.
მარგოს აღარაფერი უთქვამს,არ უნდოდა ჩხუბი დაეწყო ,ამიტომ გაჩუმდა და გულის რევის შეგრძნება,გემრიელი ვაშლის წვენით მოიშორა.კირა და არჩილი სუფრას მიუსხდნენ,თუმცა სახლში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა,რადგნა ხმის ამოღებას არც ერთი აპირებდა.
კირას მობეზრდა სიჩუმეში ჯდომა,ვეღარც მარგოს გაბოროტებულ მზერას უძლებდა,ამიტომ ყურადღების გადატანა სცადა, მამამისს მიუბრუნდა და ჰკითხა.
-მეზობელი სახლი მართლა იყიდება?
-ჰო.-თავი დინჯად დაუქნია კაცმა.
-ამ ქალაქიდან ყველა გარბის,ჩემს გარდა.-ჩაილაპარაკა კირამ.-ახლა სამსახურში არ უნდა იყო?
-ჰო,მაგრამ ბრაკონიერებზე შეგვატყობინეს, აქვე ვიყავი და შემოგიარეთ.-არჩილმა ყავის ჭიქა აიღო და თამამად მოსვა. იცოდა,რომ კირა შაქრის ნაცლად ,მის ჭიქაში მარილს არ ჩაყრიდა,რადგან ისედაც უშაქროს სვამდა.
-რა ბრაკონიერებზე?-იკითხა მარგომ.
-ამ ქალაქში ერთადერთი დანაშაული,რაც კი ოდესმე მომხდარა და დღემდე ხდება,ეს ბრაკონიერობაა.-გაიცინა კირამ.-აქ უფანტაზიო ხალხი ცხოვრობს,წესიერად დანაშაულის ჩადენაც კი არ იციან,ამიტომ ნადირობის სეზონის გახსნამდე ცხოველებს უნებართვოდ ხოცავენ.
-გეყოფა!-მხარი გაჰკრა არჩილმა შვილს,მერე მარგოს გახედა და უთხრა.-დღეს განყოფილებაში ზარი შემოვიდა,რომ ვიღაცამ ხაფანგები დააგო ტყეში ცხოველებისთვის.
-ჰო,მეც ვნახე ერთ-ერთი ბარკონიერი დღეს.-წამოსცდა მარგოს და ტუჩი მოიკვნიტა,რომ მისი ხაფანგში გაბმის ამბავიც არ გაემჟღავნებინა,რადგან არ უნდოდა ბიძამისს ენერვიულა.
-მართლა?-კირა ყავისფერი თვალებით მარგოს ჩააშტერდა.
-დილით ფეხით გავისეირნე და გორაზე ვიყავი ასული. იქ ვიღაც ბიჭი იყო და ხაფანგებს აგებდა,სახელიც მითხრა,მოიცა გავიხსენო...-მარგო წამით ჩაფიქრდა.-ჰო,მითხრა რომ დენისი ერქვა.
-არა,არა!-გაეცინა არჩილს.-სწორედ მაგ ბიჭმა დარეკა და ბრაკონიერებზე შეგვატყობინა.ხაფანგებს კი არ აგებდა,იღებდა.
-რაა?-გაუკვირდა მარგოს.
-ჰო,ეს უკვე მეორე შემთხვევაა.-თავი დაუქნია არჩილმა.-დენისი კარგი ბიჭია,ვერ იტანს მონადირეებს და განსაკუთრებით ბრაკონიერებს.ამ კვირაში უკვე, მეორეჯერ შეგვატყობინა და თუ ასე გააგრძელებს, შეიძლება სპეციალური ჯილდოთიც კი დავაჯილდოვოთ.
-შენ ბრაკონიერი გეგონა და გამოლანძღე?-კირამ მაშინვე ამოიცნო მამიდაშვილის ფიქრები და ხმამაღლა გადაიკისკისა.
-სულაც არა...-უხერხულად შეიშმუშნა მარგო და სახეზე ოდნავ წამოწითლდა.

...
როცა საუზმეს მორჩნენ, კირამ არჩილს ფული გამოართვა და სთხოვა ქალაქის ცენტრში წაეყვანა,რადგან სახლისთვის რაღაცეები ჰქონდა საყიდელი.არჩილმა მარგოსაც შესთავაზა მათთან ერთად წასვლა და გოგონაც დათანხმდა.
ზაფხულის მზე მხურვალედ აცხუნებდა აგორას ცეტრს.იქაურობა ხალხით იყო სავსე.მტვერი,ბუღი და ხმაური კი ნერვებზე საშინლად მოქმედებდა.არჩილმა გოგონები ცენტრში დატოვა ,თვითონ კი სამსახურში დაბრუნდა.
კირამ ერთ-ერთ მაღაზიას მიაშურა და კონსულტანსტს საუბარი გაუბა, თმის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით.მარგოც იქვე იყო,მაღაზიაში დინჯად დააბიჯებდა და დახლებს ათვალიერებდა.უცებ,გოგონამ მინის ვიტრინის მიღმა, ნაცნობი ფიგურა შენიშნა.ეს ის ბიჭი იყო,რომელიც დილით ნახა,ბიჭმა მაღაზიისკენ გამოიხედა,მაგრამ მარგოს არ სურდა,რომ დაენახა ,ამიტომ ინსტინქტურად დაბლა დაიხარა და დახლებს ამოეფარა.
-რას აკეთებ?-თავზე დაადგა კირა, გოგონას.
-ვათვალიერებ.-თქვა ჩურჩულით მარგომ.
-თოკებს?-ჰკითხა დამცინავად კირამ და დახლს დახედა,რომელზეც სხვადასხვა ზომის,ფერის და სიგრძის თოკები იყო მოთავსებული.
-ჰო,თოკებს.-ჩაისისინა მარგომ.-ვარჩევ,რომელი თოკი გამომადგება,დემონის დასახრჩობად!
კირამ უხალისოდ გადაატრიალა თვალები,მაცივრებისკენ შებრუნდა, იქიდან წვენები გამოიღო და კოკა-კოლას ქილებს ნაღვლიანად ახედა.
-რა საშინელებაა!-ფეხზე წამოდგა მარგო და ყალბი მზრუნველობით ამოიოხრა.-მე შემიძლია კოლა დავლიო,შენ კი არა.
კირამ ზიზღით აიბზუა ცხვირი და სახე დამანჭა.მარგომ კი მაცივარი გამაღო,ორი ალუმინის კოლას ქილა აიღო, თანხა გადაიხადა,ერთი ჩანთაში ჩაიგდო,მეორე კი ხმაურით გახსნა და კირას დასანახად დაიწყო დალევა.
-შენ ხომ ,კოლა დიდად არ გიყვარდა?-ჰკითხა კირამ სარკაზმით.
-ჰო,მაგრამ ამ ბოლო დროს დაბალ წნევას ვატარებ,ჩემს ორგანიზმს კოფეინი ესაჭიროება, ამიტომ ხშირად ვსვამ.-გაიცინა მარგომ.
-შენი ნათქვამიდან, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.-ზურგი აქცია კირამ მარგოს,დახლიდან კიდევ ,რადენიმე პროდუქტი აიღო და იქიდან გამოვიდნენ.
მარგო თვალებს აცეცებდა,სულ აქეთ-იქით იხედებოდა და ეშინოდა ის ბიჭი სადმე არ დაენახა,რადგან უხეშობისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევდა,მას კი ეს სულაც არ სურდა.
უცებ,იქვე მდებარე ბიბლიოთეკიდან ერთი ბიჭი გამოვიდა.17-18 წლის იქნებოდა,საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან გამხდარი.შავი მაისური ეცვა,შავი თმა ოდნავ აებურდა,მუქი თვალები კი დაბლა დაეხარა და მშვიდად მიაბიჯებდა.
-გამარჯობა ,წიგნის ჭიავ!-კირა ბიჭს წინ გადაუდგა.მან თავი ასწია და გოგონას გაოცებული სახით შეხედა.
-რა გინდა?-იკითხა ცოტა უხეშად.
-აქ რატომ ხარ?-ირონიულად ჩაიცინა კირამ,რადგან ამის პასუხი ისედაც იცოდა.-მეგონა დასასვენებლად წახვედი.
-დასჯილი ვარ, დაგავიწყდა?-შეუბღვირა ბიჭმა.
-ააა,ჰოო...-ჩაიცინა კირამ.-მასწავლებლის მანქანის დაკაწვრისთვის.
-ჰო.-დაეთანხმა ბიჭი.
-რით დაგსაჯეს?-დაინტერესდა გოგონა.
-მთელი ზაფხული,ბებიაჩემთან ბიბლიოთეკაში უნდა ვიმუშავო.-ამოიოხრა ბიჭმა უხალისოდ.
-ეგ სასჯელი კი არა,ჯილდოა,შენ ხომ წიგნის ჭია ხარ,დამიანე?!
-შემეშვი რა!-ხელი აიქნია მან უხალისოდ,მერე კირას უკან მდგარ გოგონას შეხედა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.ბიჭი საკმაოდ დაბნეული ჩანდა.მან ისევ კირას გახედა,მერე ისევ მარგოს შეხედა და ხმამაღლა თქვა.-კირა, და გყავდა და არ მითხარი?
-მამიდაშვილია, დებილო!-მხარზე ხელი წაჰკრა გოგონამ ბიჭს,მერე კი დამიანე მარგოს გააცნო.
-ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ.-ბიჭი გოგონებს თვალს ვერ აშორებდა.
-რაიმე ახალი თქვი.-ჩაილაპარაკა კირამ.
-თუ წიგნები დაგჭირდეს შემომიარე.ვიცი,როგორ გიჟდები კითხვაზე.-ირონიულად გადაულაპარაკა დამიანემ.
-იუმორის ღმერთმა ამ წუთას თავი მოიკლა.-დასცინა კირამ და მეგობარს დაემშვიდებოდა.
-შენი კლასელია?-ჰკითხა მარგომ.
-პარალელ კლასშია.-უპასუხა გულგრილად კირამ.
-კარგი ბიჭი ჩანს.-თქვა მარგომ.
-მგონი გაორება სჭირს.-გაეცინა კირას.-თან ცუდი ბიჭია,თან წიგნის ჭიაა,მე კიდე მისნაირებს ვერ ვიტან.
-თუ წიგნებს, ვერ იტან?
-შეიძლება ოდესმე შემიყვარდეს კიდეც,მაგრამ ახლა ,როცა ისედაც სულ წიგნების გარემოცვაში ვარ ,მისი სახელის გაგონებაც არ მინდა...-თქვა კირამ,მერე მარგოს გახედა და დაამატა.-წესით, წიგნის მოყვარული ადამიანები უფრო ჭკვიანები, ხომ უნდა იყვნენ?
-კი.-თავი დაუქნია გოგონამ.
-აბა, ეს რატომ არის ასეთი იდიოტი?
-რას გულისხმობ?
-მასწავლებელზე გაბრაზდა,რომელმაც უსამართლოდ დაბალი ქულა დაუწერა და გასაღებით მისი მანქანა დაკაწრა.მის ადგილას მე უფრო უკეთესს მოვიფიქრებდი,მაგალითად: ჭიკარტს სკამზე,ან კალიას ჩანთაში,ან...
-მარილს ყავაში.-ჩაერია მარგო.
-თუნდაც!-თქვა ინსტინქტურად კირამ,მერე გაეცინა და განაგრძო.-ამ იდოტმა, კიდე უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მასწავლებლის მანქანა დაკაწრა და იმდენი ვერ მოიფიქრა,რომ რომელიმე მოსწავლე მასწავლეებლს ენას მიუტანდა.
-მიუტანეს?
-კი,დამიანე სკოლიდან გარიცხვას ძლივს გადარჩა,მშობლებმა კი დასაჯეს და ახლა ბიბლიოთეკაში უწევს მუშაობა,სადაც ბებიამისი უკვე თითქმის საუკუნეა მუშაობს.
-ჰო,ეს სასჯელს არ ჰგავს.
-ხომ გითხარი,აქ უფანტაზიო ხალხი ცხოვობს.არც დანაშაულის ჩადენა ეხერხებათ წესიერად და არც დამნაშავისთვის სასჯელის დადება.-თქვა კირამ სიცილით და გზა განაგრძო.

...
როგორც უკვე აღვნიშნე,კირას ძალიან უცნაური აზრები აწუხებდა.გოგონას ტვინი ხსვებისგან განსხვავებულად მუშაობდა.მას შეეძლო ფიქრი ნებისმიერ ადგილას,უსაზღვრო ხმაურშიც კი.შეეძლო გეგმები მგზავრობის დროსაც კი დაეწყო,თანაც ისე ,რომ არაფერი გამორჩენოდა და სახლში მისულს,თავისი გეგმები ზედმიწევნით შეესრულებინა.ამიტომ,სახლში დაბრუნებული კირა,გზაში მოფიქრებული "სპექტაკლის" შესრულებას შეუდგა.
-მარგო!-დაიძახა კირამ ხმამაღლა და ჰამაკში მჯდომ გოგნას გახედა.
-რა იყო?-გამოეხმაურა მამიდაშვილი.
-შეგიძლია დამეხმარო?
მარგო კირას მოკრძალებულმა თხოვნამ ძალიან გააკვირვა.გოგონა, რაღაც საეჭვოდ თავაზიანი ჩანდა,თუმცა ჰამაკიდან მაინც წამოდგა და კირას მიუახლოვდა.
-გისმენ!
კირა ონკანზე მიერთებულ შლანგთან დახრილიყო და შლანგის თავზე დამაგრებულ დამჭერს ვერაფრით ხსნიდა.
-ბაღში ყვავილები გახმება, ასეთ სიცხეში თუ არ მოვრწყე,მაგრამ ვერაფრით ვხსნი.-თქვა კირამ შეწუხებული ხმით და შლანგი მარგოს მიაწოდა.გოგონამ გამოართვა და დამჭერის მოტრიალება სცადა,მაგრამ ჩაჭედილი ჩანდა.
-წავალ, მამას სამუშაო იარაღებში რამეს ვნახავ.-თქვა კირამ,წამოდგა და უკანა ეზოსკენ წავიდა.
უფრო სწორად, მარგოს ეგონა,რომ წავიდა.სინამდვილეში კირა იქვე,ეზოში სარწყავად დაყენებულ,ბალახებში ჩამალულ,სახელდახელოდ გაკეთებულ ონკანთან გაჩერდა და მარგოს დაელოდა.გოგონა გულმოდგინედ ატრიალებდა დამჭერს და ბოლოს გახსნა კიდეც.
-აღარ გინდა კირა,გავხსენი!-დაიყვირა მან ხმამაღლა.
კირამ ეშმაკურად ჩაიცინა,სწრაფად დაიხარა და ონკანი ბოლომდე მოუშვა.მთელი სისწრაფით წამოსული წყლის ჭავლი უცებ, შლანგიდან ამოიფრქვა და მარგოს გაავებული მხეცივით, პირდაპირ სახეში ეცა.გოგონა წამით ისე გაბრუვდა,რომ ვერ მიხვდა რა დაემართა.თან წყლის მილს ხელს არ უშვებდა,პირდაპირ თავისი სახისკენ ჰქონდა მიშვერილი და ბოლო ხმაზე კიოდა.კირა კი იდგა ონკანთან და სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა.
მარგოს არ დაუნახავს სინამდვილეში,რა მოხდა.მართალია ეჭვი ჰქონდა,მაგრამ ვერაფრით ამტკიცებდა,ამიტომ გაწუწული და აკანკალებული, სააბაზანოში ჩაიკეტა და ტირილით გული იჯერა.
ბოლოს,გაიხსენა ყველაფერი ,რაც ორი კურსის განმავლობაში უნივერსიტეტში ისწავლა,აფექტურ მგომარეობასა და მრისხანებასთან დაკავშირებით.თავისი თავი დაიმშვიდა,ტანსაცმელი გამოიცვალა და სველი თმის მშრალებით ,დაბლა ჩავიდა.

კირა გამარჯვებული სახით, თავის ლეპტოპს უჯდა,ანიმეები ჩაერთო და მის სტიქიაში ისე იყო ჩაძირული,რომ გარე სამყაროს ვერ აღიქვამდა.
-რომელ ანიმეს უყურებ?-მარგომ ბიძაშვილთან საუბრის გაბმა სცადა.
-“სიკვდილის დღიურს”.- ყურსასმენები მოიხსნა გოგონამ და მარგოს ახედა.
-ააჰ!
-იცი?-გაუკვირდა კირას.
-ანიმე არა ,ფილმი მაქვს ნანახი.
-ოოოჰ ღმერთო, ოღონდ ეს არა!-წამოიძახა კირამ შეწუხებული სახით და თვალები გადაატრიალა.-ყველა უბედურებასთან ერთად, ფილმების გავლენის ქვეშ მოქცეული „ოტაკუც“ ყოფილხარ.
-ეგ რაღაა?-წარბი შეკრა მარგომ.
-იაპონურად ანიმეების მოყვარულს ნიშნავს.
-მე ,არ ვარ ანიმეების მოყვარული.
-ესეც, მეორე უბედურება.
-სულაც არა.-შეეკამათა გოგონა და ვერც კი მიხვდა,იმ მომენტში როგორი სულელური გამომეტყველება ჰქონდა.
-როგორ არა.-ჩაიცინა კირამ, ყურსასმენები ისევ გაიკეთა და ფლეის ღილაკს დააჭირა.

...
მოწყენილობა,მარტოობა,სიჩუმე-ეს ყველაფერი უკვე ნერვებზე ძალიან მოქმედებდა და მარგოს,ერთი სული ჰქონდა,როდის წავიდოდა იქიდან.მოწყენილობის პიკი ცოტათი წიგნებმა გაფანტა.მარგომ წიგნების კარადაში მისი საყვარელი მწერლის,აგათა კრისტის "როჯერ ექროიდის მკვლელობა" იპოვა.ამიტომ მთელი ყურადღება,ამ დეტექტივზე გადაიტანა და ისე შეძვრა წიგნის სამყაროში,რომ ახლა კირასგან არაფრით განსხვავდებოდა.

ათ საათს უკვე გადაცილებული იყო,როცა მარგო საძინებელში ავიდა და ტელეფონის დამტენის ძებნა დაიწყო.გოგონამ ფანჯარას ჩაუარა და მოულოდნელად, ისევ მოციმციმე შუქს მოჰკრა თვალი.მარგო გაჩერდა და გორაკზე მდგარ ძველ სახლს მიაჩერდა. წამიერად შუქი ისევ აციმციმდა.მარგო შებრუნდა,კარი გამოაღო და კირას დაუძახა.დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ქალბატონმა ინება და მაღლა აბრძანდა.
-ალხა,რაღა მოხდა?-კარები შეაღო უკმაყოფილო სახით კირამ.
-იმ სახლში შუქი ანთია,გეფიცები ჩემი თვალით დავინახე.-მარგომ ფანჯრისკენ ხელი გაიშვირა.
კირამ ფანჯარა გამოაღო და სახლს დააკვირდა,მაგრამ ვერაფერი დაინახა,მერე უკნა დაიხია და დამცინავად გახედა გოგონას.
-წუხანდელის გამო სამაგიროს მიხდი?
-რა? არა...-წარბები მაღლა ასწია მარგომ.-შენ არ გგავარ.
-შეეშვი იმ სახლს,ასე რამ დაგაინტერესა?-გაეცინა გოგონას.
მარგო,ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ზუგით ფანჯარას მიეყრდნო და მის წინ მდგარ კირას განრისხებული სახით შეხედა.
-იქ არავინ ცხოვრობს და შუქი ინთება,ეს უცნაური არ არის?
-იქნებ,უბრალოდ ციცინათელები დაფრინავენ ან...-კირამ უცებ საუბარი შეწყვიტა და მარგოს ზურგს უკან,რაღაცაზე თვალი გაუშტერდა.
-რა იყო?-იკითხა გოგონამ.
-შუქი!-წამოიძახა კირამ და ფანჯარას მივარდა,მარგომაც სახლს გახედა და ახლა ორივემ გარკვევით დაინახეს,როგორ აციმციმდა შუქი ცალხელას სახლის ფანჯრებში.
-ახლა გჯერა?-იკითხა მარგომ.
-კი და უნდა გავიგო იქ რა ხდება.-თქვა კირამ, მიბრუნდა და ფეხზე კედების ჩაცმა დაიყო.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა მარგოს.
-იქ მივდივარ.-ჩაიცინა მან,თასმები სწრაფად შეიკრა და კიბეებზე დაეშვა.
-სულ გაგიჟდი?ასე გვიან,სად მიდიხარ?-მარგო უკან გაეკიდა ბიძაშვილს.
-რა იყო, მოჩვენებებს ეძინებათ და მათთან ასე გვიან სტუმრობა უზრდელობაში ჩამეთვლება? -ირონიულად იკითხა გოგონამ.
-არ მოგცემ იქ წასვლის უფლებას.-კირას წინ გადაუდგა მარგო.-მამაშენი სახლში არ არის და რომ დაბრუნდეს რა ვუთხრა?
-უთხარი,რომ წარმოდგენაც არ გაქვს სად ვარ!-მხრები აიჩეჩა მან.
-კირა,შენგან განსხვავებით მე სრულწლოვანი ვარ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ.-მარგომ მშვიდად სცადა,კირასთვის ყველაფრის აეხსნა.
-მაშინ, შენც წამოდი.-კირას აშკარად,უფრო ძლიერი არგუმენტები ჰქონდა.
-არავითარ შემთხვევაში!-თავი ჯიუტად გააქნია გოგონამ.
-რა იყო, შეგეშინდა?-ჩაიცინა კირამ.
-არა!
-მშიშარა ხარ,სულ ასე იყავი,ბავშვობაშიც კი.
-მშიშარა არ ვარ!
-ხარ!
-კარგი,წამოვალ!-თქვა გაღიზიანებულმა მარგომ,თხელი ჟაკეტი ტანზე მჭიდროდ შემოიხვია და კირას გაჰყვა.
გოგონები უკანა ეზოში გავიდნენ,ვენახის მწკრივები გაიარეს,მერე პატარა ჭიშკარი ფრთხილად გააღეს,ვიწრო ქუჩა გადავკვეთეს და გორაკს აუყვნენ.
ცაზე ნახევარ მთვარე ანათებდა,ირგვლივ ოქროსფერი რკალი გაეკეთებინა და საოცარად იდუმალ სანახაობას წარმოადგენდა.ზაფხულის ღამის,გრილი სიო,მაღალი ბალახებით დაფარულ გორაკზე დასრიალებდა და ბილიკზე მიმავალ,ორ მაღალ ფიგურას,თმებს უწეწავდა.

სულ მალე,მთვარის შუქით განათებული, უზარმაზარი სახლიც გამოჩნდა.სამსართულიანი იქნებოდა,ინგლისურ-გოთიკური სტილის არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენდა და
დრაკულას სასახლესავით იყო წამომდგარი გორაკზე.სახლს დიდი აივანი,გაუფერულებული კედლები,გახუნებული ფანჯრები და წვეტიანი,ჩამუქებული სახურავი ჰქონდა,რომლის თავზეც ღამურები დაფრინავდნენ.სახლის წინ კი,შესასვლელ ჭიშკარს,თავზე ლითონისგან გამოკვეთილი თავის ქალა ჰქონდა დამაგრებული,რომელზეც,ფრთაგაშლილი და პირდაღებული ყორანი იჯდა.ისეთი საზარელი სანახაობა,იყო,რომ მარგოს კინაღამ გულის შეტევა დაემართა,კირას კი იმ ფიგურისთვის საერთოდ არ შეუხედავს.

კირა, კატასავით შეიპარა სახლის პარმაღზე და ფანჯარაში შეიჭყიტა,მაგრამ ერთი ანთებული ნათურის და ცარიელი ოთახის მეტი ვერაფერი დაინახა.მერე, შემობრუნდა და სახლის უკანა მხარისკენ გაემართა.
-რას აკეთებ?-მარგო უკან გაჰყვა ბიძაშვილს.
-აქ ადრეც ვყოფილვარ. ცალხელას სიკვიდლის შემდეგ, ამ სახლში ხშირად ვიპარებოდი,უკან სარდაფის კარია,რომელიც სულ ღიაა.-კირა მართალი აღმოჩნდა,სახლს უკან, დაბლა ჩასასვლელი რამდენიმე საფეხური ჰქონდა,რომელმაც გოგონები სარდაფის კართან მიიყვანა.
-წავიდეთ აქედან, კირა.-დაიჩურჩულა შიშით მარგომ.
-ჯერ ადრეა.-თქვა მან და სარდაფის კარი შეაღო,მერე მარგოს მიუბრუნდა და უთხრა.-ტელეფონის წამოღება დამავიწყდა,შენი მათხოვე.
მარგომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კირას გაუწოდა.გოგონამ ფარნის მაგივრად, ვიდეო ჩართო და სარდაფში შევიდა.
-ვიდეოს იღებ?-გაუკვირდა მარგოს და კირას სარდაფში შეჰყვა.
-ჰო,კამერა იმას აღიქვამს,რასაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს.-უპასუხა კირამ ჩურჩულით.
გოგონებმა,ძველ ნივთებს,ყუთებს და ავეჯს შორის გზა ძლივს გაიკვლიეს და მაღლა ამავალ კიბესთან გაჩერდნენ.კიბის თავში ძველი კარი იყო,რომლის ღრიჭოდანაც, მკრთალი შუქი გამოდიოდა.
-ეს კარი სამზარეულოში გადის.-დაიჩურჩულა კირამ და მწერებისგან შეჭმულ,ნახევრად დამპალ კიბეებს აუყვა.
-კირა არ გინდა,წავიდეთ გთხოვ!-საშინელი შეგრძნება დაეუფლა მარგოს და შიშმა აიტანა.
-ეს კარი სულ დაკეტილი იყო,ამიტომ სახლში არასდროს შევსულვარ.ახლა კი უნდა მოვსინჯო.-ჩაიხითხითა ეშმაკურად კირამ და კარის სახელურს ხელი მოჰკიდა.

მოულოდნელად ,მეორე მხრიდან კარი ვიღაცამ ხმაურით გამოჰგლიჯა და მკრთალი შუქის ფონზე მაღალი,გამხდარი, შავი ფიგურა გამოჩნდა.კირამ შიშისგან იკივლა და უკან დაიხია,მაგრამ ფეხი დაუცდა,მარგოს დაეჯახა, ორივენი კიბეზე დაგორდნენ და იატაკზე მთელი ძალით დაენარცხნენ.




თავი 3
-კირა, კარგად ხარ?-მარგომ მხარში ხელი ჩაავლო ბიძაშვილს ,რომელიც ზემოდან აწვა და შეანჯღრია.
-ჰო,მაგრამ ყველა ძვალი მტკივა.-ჩაილაპარაკა მან და გვერდზე გადაბრუნდა.
-აბა, მე მკითხე,ზემოდან დამეცი.- თქვა უხალისოდ გოგონამ და თავი წამოსწია.-ჩემი ტელეფონი სად არის?
-აქაა,ნუ გეშინია არ გამიტეხავს.-კირამ კამერა გამორთო და ტელეფონი მარგოს მისცა.
უცებ, კარის ზღუბლზე მდგარმა ფიგურამ, ერთი ნაბიჯი გადმოდგა და გაჩერდა.
-ღმერთო,მგონი მართლა მოჩვენებაა.-თქვა ხმის კანკალით კირამ და იატაკზე ისე გაჩოჩდა,არც კი წამომდგარა.
-საერთოდ, რა ჯანდაბა მინდოდა უკან,რომ მოგყვებოდი?-გახედა მარგომ ბიძაშვილს განრისხებული სახით.
-მე რა ვიცოდი,თუ ...
მოულოდნელად შავმა ლანდმა ისევ გადადგა გოგონებისკენ ერთი ნაბიჯი,მერე კი უცნაური ხარხარის ხმა გაისმა და კიბის თავში მდგარი ლანდი, იქვე ჩაიკეცა.
-მეგონა მოჩვენებები, უფრო ბოროტულად ხარხარებდნენ.-გადაულაპარაკა მარგომ კირას.
-ჰო და სიცილის დროს არ იკეცებიან.-დაეთანხმა გოგონა.
უცებ, ფიგურა ისევ ფეხზე წამოიმართა,სიცილი არ შეუწყვეტია ისე გასწია ხელი მარჯვნივ და სარდაფში შუქი აანთო.ოდნავ ჩაბჟუტული სინათლის ფონზე, კიბეზე მდგარი ახლაგაზრდა ბიჭი გამოჩნდა,რომელიც გოგონებს ათვალიერებდა და ისევ ბოლო ხმაზე ხარხარებდა.მისი სახე მარგომ მაშინვე იცნო.
ეს ის ბიჭი იყო,რომელიც ხაფანგების დაგებისთვის გამოლანძღა.გოგონას საერთოდ არ უნდოდა მას ეცნო,ამიტომ ფეხზე წამომდგარ კირას ამოეფარა და თმა წინ ჩამოიყარა,რომ სახე დაემალა.
-მოიცა,მე შენ გიცნობ!-თქვა ბიჭმა და კირასკენ ხელი გაიშვირა.
-მართლა?-გაუკვირდა გოგონას.
-კირა,არა?-დენისმა კიბეები ჩაიარა და კირას წინ აესვეტა.
-ჩემი სახელი საიდან იცი?-დაინტერესდა გოგონამ.
-არჩილის შვილი არ ხარ? ქალაქში ერთადერთი პოლიციელის.აქ ყველა გიცნობს.
-ააჰ!მეც არ ვთქვი საიდან მიცნობს ეს სიმპათიური არსება-თქო?!-გაეცინა კირას,მერე დენისს გაეცნო,ხელი ჩამოართვა და ჰკითხა.-რატომ ერთადერთი პოლიციელი?განყოფილებაში ხომ სხვებიც მუშაობენ?
-განყოფილებაში კი არ მუშაობენ,უბრალოდ ზიან,მამაშენი კი სულ მუშაობს და თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდება,ყველა მას ეძახის.აი, ეს არის ნამდვილის პოლიციელობა და არა განყოფილებაში უსაქმურად ჯდომა და ერთი ადგილის ქავილი.-გაეცინა დენისს.
-მამაჩემს გადავცემ,რომ შენი სახით თაყვანისმცემელი ჰყავს.-თქვა საიცილით კირამ.
-მოიცა,მოიცა!-წამოიძახა ხმამაღლა ბიჭმა და კირას უკან მდგარ მარგოს სახეზე დააკვირდა.-მე... შენც გიცნობ.
-მართლა?-გოგონამ,ინსტინქტურად მისკენ გაიხედა.
-მარგო!-თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა დენისმა გოგონა.-ბრაკონიერობა,
რომ დამწამე...შენს თავს რა დამავიწყებს?!
-ეს , ის არის?-გადაულაპარაკა კირამ მარგოს.
-ჰო.
-გოგონებო,მართალია სტუმრობისთვის მზად არ ვარ,მაგრამ ლუდზე ხომ არ დამეწვევით?-იკითხა დენისმა.
-კირა არასრულწოვანია,მე კი ლუდი არ მიყვარს.-თქვა უხეშად მარგომ,კირას ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ შებრუნდა.
-მაშინ, არჩილს დავურეკავ და ვეტყვი,რომ აქ ხართ, შეიძლება ინერვიულოს.-ეს უკვე აშკარა მინიშნება იყო იმისა,რომ გოგონების საქციელს მალე მთელი ქალაქი გაიგებდა.-ისე, მაცივარში კოკა-კოლაც მაქვს.
-კარგი, ცოტა კოლაზე უარს არ ვიტყოდი.-თქვა მარგომ გაღიზიანებული ხმით და მასპინძელს უკან ისე გაჰყვა,რომ კირასთვის ხელი არც კი გაუშვია.
ისინი,სამზარეულოს გავლით მისაღებში გავიდნენ და ძველებურ დივანზე დასხდნენ.დენისმა სასმელები მოიტანა.გოგონებს კოლა მიაწოდა, თვითონ კი ლუდი დაიდგა წინ.კირამ კოლას ხელი არ მოჰკიდა,მარგომ კი ცივი სასმელი ხარბად მოსვა და ძველებურ ოთახს თვალი მოავლო.
მომწვანო ფერის ყვავილებიანი შპალერი,აშკარად გასული საუკუნის იყო,ხის იატაკი მწერებისგან შეჭმული,ხოლო ძველებურ ბუხარზე ქვისგან სხვადასხვა ორნამენტები გამოესახათ,რომელიც პირდაღებულ მხეცს მოგაგონებდათ.
ფანჯრის მინები გაბზარული იყო,ჭერი ოდნავ გაყვითლებული,შუქი კი ისევ ციმციმებდა.
-აბა,არ მეტყვით, რატომ გეგონეთ მოჩვენება,ან რას აკეთებდით ჩემი სახლის სარდაფში?-იკითხა დენისმა ეშმაკური სიცილით.
-ეს... შენი სახლია?-ჰკითხა გაოცებული სახით კირამ.
-ჰო,რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე.-თავი დაუქნია ბიჭმა.
-ეს სახლი,რამ გაყიდინა?-გაეცინა გოგონას.
-აგორა მომწონს,პატარა და მშვიდი ქალაქია, მინდა ეს სახლი შევაკეთო და დაჩად გამოვიყენო.-აუხსნა დენისმა.
-ამ სახლის ისტორია იცი?-მიუხედავად იმისა,რომ მარგო შეუმჩნევლად ჩქმეტდა კირას,რომ გაეჩუმებინა,გოგონა მაინც არ ისვენებდა.
-რაღაც გამიგია მის მოჩვენებებზე,მაგრამ ეგეთებს ყურადღებას არ ვაქცევ.-გაიღიმა ბიჭმა და ლუდი მოსვა.
-მერე,შენ არ შეგინიშნავს მოჩვენებები?-კირა მისკენ გადაიხარა და გამომცდელი მზერით დააკვირდა.
-ჯერ -ჯერობით ვირთხების და მორიელების მეტი არაფერი შემიმჩნევია.-უპასუხა დენისმა.
-შუქზე, რას იტყვი?
-ელექტრო გაყვანილობა საშინელ დღეშია,უამრავჯერ გავაკეთე და მაინც გაფუჭდა.
-აი,ესეც შენი მოჩვენებები.-წამოიძახა კირამ.-მოჩვენებები ელექტრო ტექნიკაზე მოქმედებენ,გოგირდის სუნი აქვთ და ჰექტოპლაზამას ტოვებენ.
-ჰო,ეგ ფილმები მეც მინახავს,მაგრამ არ მეგონა ვინმე ასე სერიოზულად თუ აღიქვამდა.-გაიცინა ბიჭმა.
-ჩემზე უფროსები ვინც კი შემხვედრია, ყველანი ასეთი ურწმუნოები, რატომ ხართ? იმედი მაქვს ,თქვენს ასაკში ,მეც ასეთი არ ვიქნები.-თქვა უკმაყოფილო სახით გოგონამ.
-ბოდიშს გიხდი,რომ ასე დაუკითხავად შემოვედით სახლში.-ჩაერია საუბარში მარგო.-არ ვიცოდით აქ ვინმე თუ ცხოვრობდა.
-ბოდიში მიღებული არ არის.-თქვა სერიოზული სახით დენისმა.
-რატომ?-წარბი შეკრა მარგომ.
-იმიტომ,რომ არასრული ფორმა აქვს.-ცალყბად გაიღიმა ბიჭმა და ცისფერი თვალებით მარგოს დააშტერდა.
გოგონა მაშინვე მიხვდა რასაც გულსიხმობდა ბიჭი.მაროგ, როცა რაიმეს დააშავებდა,საშინლად არ უყვარდა ბოდიშის მოხდა,მაგრამ დენისმა სხვა გზა არ დაუტოვა.
-ბოდიში სახლში შემოჭრისთვის და უსაფუძვლოდ ბრაკონიერობაში დადანაშაულებისთვის.-გარკვევით წარმოთქვა მან და ყალბად გაიღიმა.
-ახლა მიღებულია.-იგივე სიყალბით უპასუხა დენისმა.
კირა გაოცებული სახით იჯდა მათ შორის და ხან ერთს უყურებდა ხანაც მეორეს.გოგონა თავს ძლივს იკავებდა,რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა,განსაკუთრებით მარგოს სულელურ რექაციებზე.
კირამ პირი გააღო,რომ რაღაც ეთქვა,თუმცა უცებ ყურებში საშინელი წუილი იგრძნო,გონებაში რაღაც შემაწუხებელი ხმები ექოსავით ჩაესმა,დამჯდარსაც კი თავბრუ დაეხვა და ფილტვებში ჰაერი შეუგუბდა.
გოგონამ არეული მზერა მიაპყრო მარგოს,მერე კი ფეხზე წამოვარდა,რომ ჰაერი ჩაესუნთქა,მაგრამ უცებ თვალებში დაუბნელდა და დენისს,რომ არ დაეჭირა,ალბათ იატაკზე დაენარცხებოდა.
დენისმა გოგონა ისევ დივანზე დასვა და სამზარეულოში გავარდა წყლისთვის.მარგო შეშინებული თვალებით დააშტერდა ფერწასულ კირას და სახეზე ცივი ხელები შეახო ,რომ გონზე მოეყვანა.
-ოლგა...-წამოიძახა უცებ გოგონამ და უაზრო მზერა მოავლო ოთახს,ისე თითქოს სადღაც შორეულ სამყაროში იხედებოდა.
-რა თქვა?-იკითხა გაოცებული სახით ოთახში ახლახანს დაბრუნებულმა დენისმა და წყლის ჭიქა მარგოს მიაწოდა.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-მოიცადე...-დაიყვირა კირამ და ოთახის ცარიელი კუთხისკენ ხელი გაიშვირა.-კარგად ვერ გავიგე რა მითხარი... ოლგა!
-კირა, რა გჭირს?-მარგო შეშინებული შეჰყურებდა კირას გაფითრებულ სახეს და გოგონას ხელს არ უშვებდა.-რა დაგემართა?!
-ჰაერი არ მყოფნის...-ხმა ჩაუწყდა გოგონას.
-კირა, რა გჭირს?! კირა!-მარგო,ბიძაშვილისკენ დაიხარა და სახეში, რამდენჯერმე მაგრად შემოარტყა.
-ავად ,ხომ არ არის?-ჰკითხა დენისმა და ფანჯარა გამოაღო.
-არა,სრულიად ჯანმრთელია.
-არაფერი მჭირს...-წაილუღლუღა კირამ და ამჯერად შედარებით დამშვიდებული მზერით შეხედა ორივეს.-უძილობის ბრალია.
-კარგად ხარ,კირა?-ჰკითხა მარგომ.
-კი,რა მოხდა?-თქვა მან და ისე წამოდგა ფეხზე,რომ თითქოს არც არაფერი დამართნოდა ორი წუთის წინ.
-გონება დაკარგე და რაღაც უცნაურობებს ამბობდი.-უპასუხა მარგომ.
-რა?-გაეცინა კირას.
-ვინ არის, ოლგა?-ჩაეძია მარგო.-მის სახელს ახსენებდი.
-არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა გოგონამ და აბურდული თმა შეისწორა.-მეძინება,წავიდეთ კარგი?
მარგომ და დენისმა გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს და კარისკენ მიმავალ კირას თვალი გააყოლეს.
-ჰო...ჯობია წავიდეთ.-ძლივს ამოღერღა მარგომ და კირას უკან გაჰყვა.
დენისმა გოგონები მარტო არ გაუშვა და სახლამდე ისე მიაცილა,რომ ხმა არც ერთს არ ამოუღიათ.
ღამის გრილმა ჰაერმა, კირას ნამდვილად უშველა.მალე კარგ ხასიათზე დადგა და უფრო მტკიცე ნაბიჯებსაც ადგამდა.სახლამდე,რომ მივიდნენ,კირა შიგნით შევიდა და მაშინვე კიბეებს აუყვა.მარგო კი დენისმა შეაჩერა და ჰკითხა.
-ეს რა იყო?
-არ ვიცი,კირას რაღაც უცნაურობები ადრეც სჭირდა,მაგრამ ექიმმა თქვა ასაკობრივიაო.-უპასუხა გოგონამ.
-საიდან იცოდა დედაჩემის სახელი?-ისევ ჰკითხა ბიჭმა.
-რაა?-თვალები დაქაჩა მარგომ.
-ოლგა დედაჩემს ერქვა. ათი წლის ვიყავი,როცა გარდაიცვალა.-ბიჭს ამ სიტყვების წარმოთქმისას სახეზე უდიდესი მწუხარება გამოესახა და ოდნავ დაიძაბა კიდეც.
-ვწუხვარ დედაშენის გამო,-ნაღვლიანად შეხედა მარგომ ბიჭს,-მაგრამ ოლგა ძალიან გავრცელებული სახელია.
-ისე,რატომ იქცეოდა თითქოს,ვიღაცას ელაპარაკებოდა...თითქოს ის...
-მოჩვენებას ხედავდა,არა?
-ჰო.
-არ ვიცი,როგორც წესი ასეთი რაღაცეებით ერთობა ხოლმე,მაგრამ ეს გართობას ნამდვილად არ ჰგავდა.-ჩაილაპარაკა მარგომ,მერე დენისს გახედა და უთხრა,-ჯობია ამაზე არ იფიქრო,დარწმუნებული ვარ სახელი ოლგა უბრალო დამთხვევაა.
-მგონი მართალი ხარ,მეც გადავაჭარბე.-თავი გააქნია ბიჭმა.-ღამე მშვიდობისა,მარგო!
-ღამე მშვიდობისა,დენის!-მიაძახა გოგონამ და ჭიშკრისკენ მიმავალ ბიჭს თვალი გააყოლა.
მარგო კიდევ რამდენიმე წამს იდგა ეზოში ჩაფიქრებული სახით,შემდეგ კი სახლში შევიდა და საძინებლისკენ გაემართა. კირას უკვე ეძინა,ან უბრალოდ თავს იკატუნებდა,რომ გოგონას მისთვის კითხვები არ დაესვა.
მარგომ გადაწყვიტა მომხდარის შესახებ, არჩილისთვის არაფერი ეთქვა,რადგან მაშინ ისიც უნდა მოეყოლა,რომ კირასთან ერთად მეზობლის სახლში შეიპარა,ამიტომ გაჩუმება არჩია,ტანსაცმლიანად წამოწვა საწოლზე,ფანჯრისკენ გადაბრუნდა და გორაკზე წამომდგარი სახლის ფანჯრებიდან გამომავალი, მოციმციმე შუქების ცქერაში ჩაეძინა.

...
გოგონები, არც მეორე დილით დალაპარაკებიან ერთმანეთს.კირა, ისე იქცეოდა,თითქოს მარგოს ვერც კი ამჩნევდა.კვლავ თავის სტიქიაში იყო და ანიმეების მეტი არაფერი ადარდება.როცა, კირა ისევ ლეპტოპს მიუჯდა და ფლეის ღილაკს დააჭირა,იმ წამს მარგომ თავი იქ ზედმეტად იგრძნო.იცოდა,რომ კირასა და ანიმეებს შორის ვერასოდეს ჩადგებოდა,ამიტომ სახლიდან გამოვიდა და ეზოში ხეტიალი დაიწყო.

მარგო,წინა ღამით მომხდარ ამბებს იხსნებდა და ფიქრებში გართული,ვერც კი მიხვდა, ისე მიადგა ვენახს.უკანა ეზოში,სახლიდან ცოტა მოშორებით, პატარა ვენახი იყო,რომელსაც არჩილი „შვილივით“ უვლიდა და თავს დასტრიალებდა,შემოდგომაზე კი ღვინოს წურავდა და მერე თავისი შემოქმედებით ამაყობდა კიდეც.
ვენახის ერთ კუთხეში, თხილის, ატმის და ვაშლის ხეები იყო ჩამწკრივებული,რომელებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ.მარგომ ხეების ჩრდილს შეაფარა თავი,მერე მოშორებით,გორაკზე წამომდგარ ცალხელას სახლს გახედა და ნაღვლიანად ამოიოხრა.
ფიქრებში წასულმა გოგონამ,ვენახის მწკრივები გაიარა და თხილის ხეებს მიადგა.დარაჯივით უკან ადევნებულმა ტონიმ დაიწკმუტუნა და კუდის ქიცინით,იქვე ბალახებში ჩაწვა.
-ჩემი ერთგული მცველი.-გახედა მარგომ ძაღლს და თავზე ხელი გადაუსვა.მერე, თითის წვერებზე აიწია და ჯერ კიდევ ჭყინტი- დაუმწიფებელი თხილისკენ ხელი გაიწვდინა.
-ქვედა ტოტებზე,რომ არის საშინელი გემო აქვს.-მოესმა გოგონას უკნიდან ნაცნობი ხმა.მოიხედა და კირა დაინახა,რომელსაც მიეტოვებინა თავისი ჩვეული საქმიანობა(ანიმეების ყურება) და ვენახის ბილიკს მოუყვებოდა.-ჯობია, ზედა ტოტებზე მოკრიფო.
-მაღალი კი ვარ,მაგრამ არც ამდენად.ფრენაც, ჯერ არ მისწავლია.-გაეცინა მარგოს.
-ხეზეც არასოდეს ასულხარ?-ჰკითხა ცინიკურად კირამ.
-კი,ბავშვიბაში,მაგრამ ახლა ვერ გავბედავ.-ჩაილაპარაკა უხალისოდ მარგომ.
-გაიწიე.-კირამ ხელი მოჰკიდა მარგოს და გვერდზე გასწია,მერე ხეს მიუახლოვდა და ერთ წამში ხვლიკივით აძვრა მაღლა.
-დაიჭირე!-გადმოსძახა მან და მოკრეფილი თხილები მამიდაშვილს თავზე გადმოაყარა.
-ამდენი არ მინდა.-წარბი შეკრა მარგომ.
-მე მინდა და მოაგროვე, ტონიმ არ შეჭამოს.-გადმოსძახა გოგონამ ზემოდან.
-ტონი ძაღლია და არა ციყვი.-დასცინა მარგომ.
-შენ მაგას არ იცნობ,ძაღლი კი არა მუტანტია,ყველაფერს ჭამს...
კირას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ მოულკოდნელად ტკაცუნის ხმა გაისმა,მარგომ გვერდზე გაიხედა და დაინახა ტონი,როგორ არჩევდა თხილს და გულებს გემრიელად ახრაშუნებდა.
-მართლა მუტანტია!-გაეცინა მარგოს.
კირა, ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა იმ ხეზე და მწიფე თხილები,რომ შემოლია,მეორე ხეს მიადგა.
ორი თხილის ხე ერთმანეთში იყო გადახლართული და იმდენად ახლოს იყო,რომ ერთიდან მეორეზე გადასვლაც კი შეიძლებოდა.კირას დაბლა ჩამოსვლა და მეორე ხეზე ასვლა დაეზარა,ამიტომ პირდაპირ ერთი ხიდან მეორეზე გადააბიჯა,მაგრამ როცა მეორე ხის ტოტებს მიაწვა,იგი საპირისპირო მხარეს გადაიხარა და კირა ორ ხეს შორის აკრობატივით გაიშალა.
-ვაიმე!-წამოიძახა მან,-მარგო,მიშველე...
გოგონამ მაღლა აიხედა და ნანახმა კინაღამ შოკში ჩააგდო.მარგომ თავი ვეღარ შეიკავა ,უაზრო ისტერიული სიცილი აუვარდა,ბილიკზე ჩაიკეცა და იმდენი იცინა ,რომ თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.მერე იმის მაგივრად,რომ ბიძაშვილს დახმარებოდა,ტელეფონი ამოიღო და კამერა ჩართო.
-გოგო, რა დროს ეგ არის, დამეხმარე!-დაიღრიალა კირამ განწირული ხმით,მაგრამ სათქმელის დასრულებაც ვერ შეძლო,რომ ტოტი მოტყდა და გოგონა ტალახიან თხრილში ჩავარდა ,რომელიც ვენახის კიდეს გასდევდა.
-ალქაჯი ხარ,სასტიკი და გულცივი, ალქაჯი!-დაიყვირა კირამ გაღიზიანებული ხმით ,ორმოდან ამოფორთხდა და სახლისკენ წავიდა.
მარგომ სიცილით გული,რომ იჯერა დანაშაულის გრძნობა დაეუფლა.ამიტომ სახლისკენ გაეშურა და საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.
-კირა!-დაიძახა მან,მაგრამ გოგონა იქ არ იყო,სააბაზანოდან წყლის ხმა ისმოდა.მარგო,კარს მიადგა და მსუბუქად მიაკაკუნა.-კირა!
-დამაცადე ალქაჯო!-გამოსძახა ღვარძლიანი ხმით ბიძაშვილმა.
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
-არ მჭირდება!
-საჩუქარი მოგიტანე!
-რა საჩუქარი?-აბაზანის კარი გაიღო და კირამ თავი გამოჰყო.
-გამოდი და გაჩვენებ.
გოგონამ კარი მოხურა და ცოტა ხანში ხალათით გარეთ გამოვიდა.მერე საწოლზე ჩამოჯდა და მამიდაშვილს შეხედა.
-აბა?
მარგო კართან იდგა და ხელები ზურგს უკან ჰქონდა დამალული.კირა კი ისეთი ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდა,რომ შეეშინდა კიდეც, მისთვის იმედები არ გაეცრუებინა.
-მაჩვენე,დროზე!-დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა კირამ.
მარგომ ხელები წინ გამოსწია და კოკა-კოლის ალუმინის ქილა კირას გაუწოდა.გოგონამ ქილას გაკვირვებული დახედა,მერე მამიდაშვილს ახედა და ჰკითხა.
-ეს საიდან გაქვს?
-გუშინ,რომ ვიყიდე ისაა,მაგრამ არ დამილევია.
-ხომ იცი,რომ მეკრძალება.-ტუჩები აიბზუა გოგონამ.
-ვიცი,მაგრამ კოლასგან მკვდარი ჯერ არავინ მინახავს.
-თუ არჩილი გაიგებს, მომკლავს და ეგ იქნება შენი „კოლასგან მკვდარი“!
-ვერ გაიგებს,მე არავის ვეტყვი,თანაც ერთი ქილა არაფერს გიზამს.
-იცოდე,თუ რაიმეს იტყვი ცალხელას სახლში შეპარვის ამბავს მოვყვები და ყველაფერს შენ დაგაბრალებ.-თქვა ყალბი ღიმილით კირამ,მერე მარგოს კოკა-კოლა გამოართვა,გახსნა და ისეთი სიამოვნებით დალია,რომ იმ მომენტში მართლა ალკოჰოლიკს ჰგავდა.
-აბა?-ჰკითხა მარგომ.
-ასე მგონია ათი წლის სიცოცხლე მომემატა. გმადლობ და მიპატიებია,მაგრამ იმას ვერაფერი შეცვლის,რომ ალქაჯი ხარ!-თქვა მან და კოლა ბოლომდე გამოსცალა.

...
მეორე დილით ,მარგო უცნაურმა შეგრძნებება გამოაღვიძა.ჯერ ცხვირში ღიტინი იგრძნო,ისე თითქოს მილიონობით მტვრის ნაწილაკი ერთდროულად შეისუნთქაო.ცხვირი მოისრისა და გვერდი იცვალა.მაგრამ მაინც ვერ მოისვენა,რადგან მალე თვალებიც აეწვა და ცემინება აუვარდა.
გოგონამ თავი წამოსწია,საწოლზე წამოჯდა, მიიხედ -მოიხედა და თვალებს არ დაუჯერა.მთელი ოთახი ყვავილებით იყო სავსე.კირას მოეგროვებინა, სახლში თუ რაიმე ლარნაკი ჰქონდა,ბაღში ყვავილები დაეკრიფა,თაიგულებად მთელი მონდომებით შეეკრა და ოთახი საქორწილო დეკორაციებივით მოერთო.გოგონამ იცოდა,რომ მარგოს ყვავილებზე,მტვერზე და ძველ წიგნებზე ალერგია ჰქონდა,ამიტომ ეს კიდევ ერთი სვლა იყო, მის თავიდან მოსაშორებლად.
მარგო საწოლიდან წამოვარდა და სააბაზანოში შევარდა.სარკეში თავისი თავი ვერც კი იცნო.თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა,ტუჩები ონდა შესიებული,ცხვირი მოწითლებული,თან გამუდმებით აცემინებდა და ახველებდა კიდეც,რადგან ყელში სპაზმებსაც გრძნობდა.
გოგონა დაიხარა,ონკანი მოუშვა და სახეზე ცივი წყალი შეისხა,მერე ოთახიდან ისე გამოვარდა,რომ ჰაერი არც კი ჩაუსუნთქავს და დაბლა ჩავიდა.კირა ტრადიციულად საუზმეს ამზადებდა,გოგონა მაგიდას მიუჯდა და ხმა არ ამოუღია ისე ისაუზმა,თან სულ აცემინებდა და აცრემლებულ-განრისხებული მზერით კირას თვალს არ აშორებდა.არჩილი ეზოში იყო და თავის მანქანის ძრავას ჩასჩერებოდა.როცა კაცი საქმეს მორჩა, სახლში შემოვიდა და მარგოს სახე,რომ დაინახა გაოცებული მიაშტერდა.
-რა დაგემართა?
-ყვავილებზე ალერგია მაქვს,კირამ კი მთელი ოთახი ყვავილებით ამივსო.-მარგომ თავი ვეღარ შეიკავა და არჩილთან დაიჩივლა.
-მართლა?-გაოცებული სახე მიიღო კირამ.-მინდოდა გამეხარებინე,არ ვიცოდი თუ ალერგია გქონდა.ისე რა გინდა,ტუჩები ანჯელინა ჯოლივით გაქვს და ძალიან გიხდება.
არჩილს ხმა არ ამოუღია,სწრაფად წამოხტა ფეხზე,კირა სამზარეულოში გაიხმო და კარი მოხურა.მარგო მიხვდა,რომ კირას კარგი დღე არ დაადგებოდა, ამიტომ კმაყოფილი სახით იდგა და მოვლენების განვითარებას ელოდა.
უცებ, კარზე ზარის ხმა გაისმა,გოგონა კართან მივიდა და დაუფიქრებლად გამოაღო.მარგომ ზღურბლზე მდგარი დენისი,რომ შეაამჩნია,მთელს სხეულში გააჟრჟოლა. სახე მაშინვე მოარიდა და ისე მიესალმა მისთვის, არც კი შეუხედავს.დენისი სახლში შევიდა და მარგოს ჩაწითლებული თვალები,რომ შეამჩნია,მოურიდებლად გაეცინა.
-საშინლად გამოიყურები,რა მოგივიდა?!
-შენღა მაკლდი!-შეუყვირა განრისხებული ხმით მარგომ,მერე ხმას დაუწია და ჩაილაპარაკა.-ალერგია მაქვს.
-რაიმე დალიე,თორემ შეიძლება უარესი მოხდეს.
-მეტი რაღა უნდა მოხდეს,შეხედე რას ვგავარ!-დაიწუწუნა მარგომ და შეწუხებული სახით ჩაეშვა სავარძელში.
ამ დროს ,სამზარეულოდან არჩილი და კირაც გამოვიდნენ.გოგონას ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, აშკარა იყო,რომ მამასთან კამათი გულთან ახლოს დიდად არ მიუტანია.ორივენი სტუმარს მიესალამნენ და სუფრასთან მიიწვიეს,მაგრამ ბიჭმა უარი თქვა და არჩილს სამუშაო იარაღები სთხოვა.სახლის შეკეთება თავადვე უწევდა და იარაღებიც ამიტომ სჭირდება.
არჩილმა დენისი ,სახლის უკან მდებარე სათავსოსკენ წაიყვანა.კირამ მათ ფანჯრიდან თვალი გააყოლა,მერე მარგოს მიუბრუნდა და დამცინავად უთხრა.
-მოეწონა დენისს შენი, ახლად დაბერილი ტუჩები?
-რატომ უნდა მოსწონებოდა?-თვალები დაუბრიალა მარგომ.-ის, საერთოდ რა შუაშია?
-რა ვიცი,ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის მაგონებთ ...-გაიცინა კირამ და სუფრის ალაგებას შეუდგა.
-კიდევ ერთხელ გააკეთებ ასეთ რამეს და გეფიცები,მეტს აღარ მოვითმენ.-კბილებში გამოსცრა მარგომ.
კირას მისთვის არც კი შეუხედავს.თავი დაუქნია, მერე ყველა დასვრილი თეფში,ჭიქა თუ სხვა ჭურჭელი ერთმანეთზე შეაწყო და ნელი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ წავიდა.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა მარგოს.
-სუფრას ვალაგებ.-თქვა კირამ.
-ყველაფერს ერთმანეთზე,რატომ აწყობ?
-აბა,ჭურჭლის წასაღებად მეორეჯერ ხომ არ მოვბრუნდები?-გაოცებული სახით მოიხედა კირამ უკან.
-ასე შეიძლება ყველაფერი დალეწო.
-მე სუფრას სულ ასე ვალაგებ და აქამდე არაფერი მომსვლია.-თქვა გაღიზიანებული ხმით გოგონამ და სამზარეულოში შევიდა.
მოულოდნელად,გამაყრუებელი ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა, რამდენიმე წამში სამზარეულოდან სახეალეწილი კირა გამოვარდა,მარგოს თვალებში ჩააშტერდა და შეუბღვირა.
-ალქაჯი ხარ,ნამდვილი ალქაჯი!
-მე რა შუაში ვარ?-გაუკვირდა მარგოს და ალერგიისგან აცრემლებული თვალები მოიწმინდა.
-მთელი ცხოვრებაა მაგიდას ასე ვალაგებ და ერთხელაც არ გამიტეხავს ჭურჭელი,ახლა კი შენ გამოჩნდი და... შავი კატასავით ხარ,ადამიანებისთვის უიღბლობა მოგაქვს.-მიახალა უხეშად კირამ მამიდაშვილს.
-სხვათაშორის,იაპონიაში შავი კატა იღბლის მომტანად ითვლება.-მიუგო სიცილით მარგომ და დააცემინა,მერე თავისი ჩანთა აიღო,დიდი სათვალე გაიკეთა,რომ მისი ჩაწითლებული თვალები არავის დაენახა და სახლიდან გავიდა.
-სად მიდიხარ?-უკან გაჰყვა კირა.
-აფთიაქში.-უპასუხა მარგომ.-ალერგიის წამალი არ მაქვს და უნდა ვიყიდო.
-მე წაგიყვან.-თავზე წამოადგა გოგონას დენისი,რომელსაც ხელში მოზრდილი ყუთი ეჭირა,სამუშაო იარაღებით სავსე.
-ნუ შეწუხდები.-უხერხულად გაიღიმა მარგომ.
-მაინც იქით მივდივარ და ...
-კარგი აზრია,მეც წამოვალ, რაღაც მაქვს საყიდელი.-წამოიძახა კირამ და ნებართვისთვის, არც კი დაუცდია ისე გაემზადა.
მარგომ, არჩილს ისეთი თვალებით გახედა,თითქოს ეკითხებოდა წინააღდეგი ხომ არ ხარო,მაგრამ კაცი მაშინვე მიხვდა ამ მზერის შინაარს,გაიღიმა და თანხმობის ნიშნად ,გოგონას თავი დაუქნია.
დენისმა, თავისი მოძველებული პიკაპის ღია საბარგულში,იარაღების ყუთი ჩადო და საჭეს მიუჯდა.მარგო წინა სავარძელზე მოკალათდა,კირა კი უკან დაჯდა.
უკვე ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ,როცა გზაზე ფეხით მიმავალი დამიანე შეამჩნიეს. ბიჭს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები,შავი თმა აბურძგნული ჰქონდა,ყურსასმენები ეკეთა და ნელა მიაბიჯებდა.
დენისმა დამიანეს პირდაპირ ფეხებთან გაუჩერა მანქანა,მან კი ისეთი სახით გამოხედა,რომ უკვე გინებასაც აპირებდა,მაგრამ როცა მანქანაც და პატრონიც იცნო გაეცინა,მგზავრებს მიესალმა და უკანა სავარძელზე კირას გვერდით მოთავსდა.
-ერთმანეთს, საიდან იცნობთ?-იკითხა კირამ.
-ის ერთადერთი მეზობელია,რომელიც უბრალოდ მოვიდა,გამეცნო და სახლის შეკეთებაში დამხარება შემომთავაზა.ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით სახლში კი არ შემოპარულა.-ჩაიცინა ირონიულად დენისმა,მერე სარკე გაასწორა და უკანა სავარძელზე მჯდომ კირას გახედა.
გოგონამ ყალბათ გაუღიმა და ფანჯარაში გაიხედა.დამიანემ ყურსასმენები მოიხსნა და წინა სავარძლისკენ გადაიხარა.
-საით მიდიხარ?-ჰკითხა დენისმა.
-ბიბლიოთეკაში,თერთმეტზე ჩემი სამუშაო საათები იწყება.-უპასუხა მან და ტელეფონზე საათი შეამოწმა.
-წიგნის ჭია.-ჩაილაპარაკა კირამ.
-რატომ მიწვევ,კირა?-მიუბრუნდა დაბღვერილი სახით ბიჭი.
-მეტი საქმე არ მაქვს.-ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-მე კიდე მგონია,რომ ამას განზრახ აკეთებ.
-და რატომ უნდა გავაკეთო?-უხერხულად შეიშმუშნა კირა.
-იმიტომ,რომ მოგწონვარ.-ჩაიხითხითა დამიანემ,მერე ხელები ერთმანეთს გადააჭდო,კირას გადახედა და ალმაცერად შეათვალიერა.-აქამდე,ამას როგორ ვერ ვამჩნევდი?
-რას?-გაუკვირდა გოგონას.
-იმას,რომ ძალიან ლამაზი ხარ.-ჩაიცინა დამიანემ.
-ტვინი იღრძე?!-ჰკითხა ღვარძლიანი ხმით კირამ და ფეხი ისე მაგრად დააჭირა ფეხზე,რომ ბიჭს ლამის სული ამოხადა.
-კარგი,ჰოო...ვიხუმრე,დამინდე კირა...-ტკივილისგან სახე დამანჭა ბიჭმა.
-რა უცებ დანებდი.-ყალბი სინანულით გააქნია თავი გოგონამ და დამიანეს ფეხი აუშვა.
-რა ხდება უკანა სავარძელზე?-თავი მიაბრუნდა მარგომ.
-არაფერი! შენმა ბიძაშვილმა,უკვე ყველაფერი მოაგვარა.-გამარჯვებული სახით გაიღიმა კირამ.
-ჰო მართლა,დენის!-მიუბრუნდა დამიანე ბიჭს.- ბებიაჩემს ვკითხე შენი სახლის შესახებ და კინაღამ მომკლა.
-რატომ?-გაუკვირდა მას.
-არ ვიცი,უცებ ძალიან ანერვიულდა და დამიყვირა ,მაგ სახლს ახლოსაც არ გაეკაროო.-მხრები აიჩეჩა დამიანემ.
-მოიცა,რა ხდება?-საუბარში ჩაერია კირა და ისიც წინა სავარძლისკენ გადაიხარა.
-დენისს, თავისი სახლის ისტორია აინტერესებდა,ბებიაჩემმა ამ ქალაქის მთელი ისტორია იცის და ვიფიქრე ვკითხავ-თქო,იმან კიდე კინაღამ მომკლა.-მიუგო დამიანემ.
-შენც დაეჭვდი, არა?-ჰკითხა კირამ დენისს.- აღიარე,რომ იმ სახლში რაღაც უცნაური ნახე.
-რა თქმა უნდა ,არა!-უარყო ბიჭმა,ტუჩი მოიკვნიტა,მერე ერთი ხელი ასწია და კისერზე ნერვიულად ჩამოისვა,მეორე ხელის თითები კი საჭეზე აათამაშა.
-იტყუები!-წამოიძახა უცებ მარგომ.
-რა?-გაუკვირდა დენისს და გოგონას გახედა.
-როცა ადამიანები იტყუებიან, ხელით კისერს, ან თმებს ეხებიან,თვალებში არავის უყურებენ და ტუჩსაც იკვნეტენ.-უპასუხა მარგომ და დენისის დაჟინებული მზერა,რომ იგრძნო თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.-ფსიქოლოგიის კურსზე,ათას უცნაურ რამეს ასწავლიან.
-კარგი ჰო,ვნახე ერთხელ ...ან ორჯერ.-ამოიოხრა დენისმა და ცისფერი თვალები გზას მიაპყრო.
-ერთხელ, თუ ორჯერ?-ჩაეძია კირა.
-ორჯერ!-უპასუხა მოუთმენლად დენისმა.
-რა ნახე?
-ისეთი არაფერი.
-მიდი რა, თქვი!-მხარზე ხელი წაჰკრა გოგონამ.
-კარგი,-ამოიოხრა დენისმა,-ეს სიზმარს უფრო ჰგავდა...ქერა ქალი დავინახე...
-ეროტიული სიზმრები არ გვაინტერესებს.-შეაწყვეტინა კირამ.
-ეროტიული არ არის,უბრალოდ ქერა ქალი დავინახე,დერეფანში გარბოდა ,მერე კუთხეს მიეფარა და გაქრა.
-მეორეჯერ?
-იგივე განმეორდა.
-მასობრივი ფსიქოზი!-წამოიძახა უცებ მარგომ.
-რა?-იკითხეს ერთდროულად მგზავრებმა.
-ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი, „მასობრივი ფსიქოზი“.ეს არის ფსიქიკური ეპიდემია,რომლის დროსაც ადამიანთა ერთი ჯგუფი, რაღაც აზრით არის შეპყრობილი,მაგალითად თვითმფრინავით ფრენის დროს შეიძლება ერთი ადამიანი პანიკაში ჩავარდეს და ფრენის შიშმა შეიპყროს,დანარჩენებს კი მისი შემხედვარე იგივე დაემართოთ.ეს ძირითადად ადამიანის ფსიქიკურ აღგზნებადობაზეა დამოკიდებული,თუმცა მასობრივი ფსიქოზის გამოწვევის ზუსტი მიზეზები, დღემდე დადგენილი არ არის.მასობრივი ფსიქოზის გამოვლენის უკიდურესი ფორმები მასობრივი თვითმკვლელობებია.აი, მაგალითად, ის შემთხვევა გაიხსენეთ ,911-მა ადამიანმა ციანიდთ,რომ მოიწამლა თავი...
-მარგო!-კირამ მოუთმენლად ამოიხვენშა.-ფიქრობ,რომ ჩვენ ფისქოზი გვჭირს და ეს ყველაფერი გველანდება?
-ზუსტად!-თქვა მტკიცედ გოგონამ.
-მე, მარგოს ვეთანხმები!-ხელი ასწია დენისმა.-დარწმუნებული ვარ დამესიზმრა, ან უბრალოდ იმდენი ისტორია მოვისმინე ამ სახლზე,რომ მომეჩვენა.
-მე, არ ვეთანხმები!-თქვა კირამ.
-არც მე!-ჩაერია დამიანე,მერე მარგოს შეხედა და უთხრა.-ბოდიში,მაგრამ მართლა ვერ დაგეთანხმები.
-არა უშავს,-გაეღიმა გოგონას,-შენი ნებაა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, დენისის პიკაპი მაღაზიის ავტოსადგომზე გაჩერდა.ბიჭი ლურსმნების და სხვა წვრილმანების საყიდლად გაემართა,მარგო აფთიაქში შევიდა,კირამ კი დამიანეს ხელი ჩაავლო და ბიბლიოთეკისკენ წაათრია,მერე შენობის წინ გაჩერდა და ერთ ადგილს მიაშტერდა.
მარგომ აფთიაქში ალერგიის წამალი და წყალი იყიდა, იქვე დალია და ქუჩაში გამოვიდა.
გოგონა ძალიან გაღიზიანებული იყო მისი მდგომარეობის გამო.იცოდა,რომ კირა ყველაფერს განზრახ აკეთებდა მის თავიდან მოსაშორებლად,მაგრამ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.გოგონამ ჩაფიქრებული სახით ჩაუარა სილამაზის სალონს და უკვე საკმაოდ დიდი გზა ჰქონდა გავლილი,როცა თავში ერთმა აზრმა გაუელვა.
როცა მარგო ცუდ ხასიათზე იყო,ან გრძნობდა,რომ სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა,საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ატარებდა, ამით ხასიათსაც იკეთებდა და დღესაც ილამაზებდა.
გოგონა შუა გზიდან მობრუნდა,სილამაზის სალონს მიუახლოვდა და გაღიმებული სახით შეაბიჯა შიგნით.

-კირა,რა ხდება?-მხარი გაჰკრა ქუჩის მეორე მხარეს მდგომ გოგონას, დამიანემ.
-არაფერი, შემეშვი.-ხელი აიქნია კირამ და სალონს ეჭვის თვალით მიაშტერდა.
-ბიბლიოთეკაში შემოდი,იქნებ შენი მოსაწონი წიგნიც ვნახოთ?-თქვა სიცილით ბიჭმა.
-იუმორმა გადმოგცა,ასე ძალიანაც ნუ მაწვალებო.-დასცინა კირამ.
-რატომ უთვალთვალებ შენს მამიდაშვილს?-ჰკითხა უხალისოდ დამიანემ.
-მიხვედრის უნარიც გქონია.-გვერდულად ჩაიცინა კირამ.
-კითხვაზე მიპასუხე.-შეუბღვირა ბიჭმა და კირას მუქი თვალებით,ზემოდან დააშტერდა.
-ჰო კარგი,-ამოიოხრა გოგონამ,-მარგოს და დენისს დღეს მანქანაში, იმიტომ ჩავუხტი,რომ მათი განმარტოების გეგმა ჩამეშალა,მაგრამ მგონი თავიდანვე არ ჰქონიათ არანაირი გეგმა.დავიჯერო ვერ ხვდებიან,რომ ერთმანეთი მოსწონთ?
-რა?-დამიანემ კირას ნათქვამიდან აზრი ვერ გამოიტანა.
-მოკლედ,მარგო დღეს ძალიან გავაბრაზე და ეჭვი მაქვს,რომ საპასუხო დარტყმას მიმზადებს.-ამოიოხრა კირამ.-ამიტომაც ვუთვალთვალებ,მინდა ყველაფრისთვის მზად ვიყო.
-დამნაშავეს, ყველა თავისნაირი ჰგონია.-გაიცინა დამიანემ.
-რა უნდა ესაქმებოდეს მარგოს, სილამაზის სალონში?-კირა დამიანეს არც უსმენდა.
-იქნებ თმის შეჭრა უნდა?
-არა, თავის თმებს ძალიან უფრთხილდება,კიდევ კარგა ხანს არ შეიჭრის.
-მაშინ, მანიკიური ან რა ვიცი, გოგონები რასაც იკეთებთ ხოლმე.
-არაფრის აზრზე არ ხარ, რა!-უხალისოდ გააქნია თავი გოგონამ, მეგობარს არც დამშვიდობებია,ისე გადაკვეთა ქუჩა და სალონში შევიდა.
მარგო სავარძელში იჯდა ,სტილისტი გოგონა კი თმის საღებავის შეკვრას ხსნიდა,რომელზეც ცეცხლივით წითელი ფერის თმების მქონე მოდელი იყო გამოსახული.
-რას აკეთებ?-ჰკითხა კირამ მარგოს.
-თმას ვიღებავ.-თავი ასწია გოგონამ.
-რატომ?
-იცი კირა, როცა ევროპაში ინკვიზიცია მძვივარებდა,გოგონებს მხოლოდ იმიტომ წვავდნენ კოცონზე,რომ წითური თმა ჰქონდათ.-მიუგო სერიოზული სახით მარგომ.
-ვერ გავიგე?-გაუკვირდა კირას.
-ყველა წითურთმიანი ალქაჯად მიაჩნდათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო ის სინამდვილეში,წითურებს კოცონზე მაინც წვავდნენ. ძალიან მომწონს ის ზედმეტსახელი,რომელიც შენ შემირჩიე და გადავწყტვიტე ბოლომდე გავამართლო.-ბოროტულად ჩაიცინა მარგომ და ჟურნალის თვალიერება განაგრძო.
-ამას,სისულელე ჰქვია!-უკნიდან „დაეჯღანა“ კირა.-თმას იფუჭებ,იმისთვის,რომ მერე ნიშნის მოგებით ისაუბრო?
-ამას,ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქვია.ეს უნივერსიტეტში მასწავლეს.როცა ორი ადამიანი ქიშპობს,შეგიძლია მტერი მხოლოდ ფსიქოლოგიურად დაამარცხო,თუ იმას გააკეთებ,რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია.-უპასუხა მარგომ მშვიდი ხმით.
-გგონია ალქაჯების მეშინია?-გაეცინა კირას.
-არა,დამყოლი და მშიშარა მარგოს სახეცვლილების გეშინია.-მიუგო გოგონამ.
-საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს.-ჩაისისინა კირამ.-და თმის ფერის შეცვლით ადამიანები,რომ იცვლებოდნენ,აქამდე მსოფლიო თავდაყირა იქნებოდა.
მარგოს არაფერი უთქვამს,ისევ ჟურნალს ჩააჩერდა და ერთი სული ჰქონდა, კირა როდის გაეცლებოდა იქაურობას.ამ დროს, სტილისტმა გოგონამ თმის საღებავი გახსნა და მის გაზავებას შეუდგა.მერე რაღაც გაახსენდა და იქვე მდებარე ვიწრო კარში შევიდა.კირამ დრო იხელთა,თაროდან ლურჯი,ვარდისფერი და მწვანე ტონიკის ბოთლები ჩამოიღო,მერე საღებავში ჩაასხა და კარგად აურია,რომ არავის შეემჩნია.
-ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება შენი ახალი ვარცხნილობა.-გაუღიმა გოგონამ მამიდაშვილს.
-ალქაჯური.-ჩაიცინა მარგომ.
-კარგი,მე წავალ და სახლში,რომ მოხვალ ვნახავ.-თქვა კირამ და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

კირას ბოროტულმა გეგმა ისე გაამართლა,როგორც არასდროს.როცა მარგოს სტილისტი თმას უშრობდა,რაღაც უცნაური შენიშნა და გოგონა ისე დაიბნა,რომ ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.მარგო სარკისკენ შეტრიალდა და კინაღამ გული წაუვიდა,როცა თავისი თავი დაინახა. წითელი,ყვითელი,ნარინჯისფერი,მწვანე და ლურჯი ფერები გოგონას გრძელ თმებს ცისარტყელასავით დაჰყვებოდა და ფანჯრიდან შემომავალ მზის შუქზე, ათას ელფერად ციმციმებდა.
-თავზე რა მჭირს?-იყვირა მარგომ გაფართოებული თვალებით.
-არ... ვი...ცი.-მხრები აიჩეჩა სტილისტმა.
-რა ჯანდაბა მჭირს?!-ფეხზე წამოვარდა მარგო და გაცეცხლებული სახით შეხედა გოგონას.-თუ არ გინდა იგივე დაგემართოს ,ახლავე გამოასწორე ეს!
-მე...არ შემიძლია,შეღებვიდან ცოტა დრო უნდა გავიდეს,რომ თმა და კანი არ დაგიზიანდეთ.-სტილისტს თვალები აუწყლიანდა.
-არ მადარდებს!-დაიკივლა მარგომ.-გგონია, ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და სადაც ხალხი ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებს,ასეთი თმებით გავალ?!
მარგო უცებ გაჩერდა,ხელებით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და რამდენჯერმე თავის თავს გაუმეორა,რომ უნდა დაწყნარებულიყო,მერე ისევ სტილისტს მუბრუნდა და გოგონას შეშინებული თვალები,რომ დაინახა ჰკითხა.
-ხვალ შევძლებ შეღებვას?
-ორი დღე... მაინც უნდა გავიდეს.-წაილუღლუღა სტილისტმა.
მარგომ ენას კბილი დააჭირა,რომ არ ეკივლა.მერე ისევ ღრმად ჩაისუნთქა, თავი დაიმშვიდა,სტილსტს შეხედა ჰკითხა
-რაიმე, ქუდი ხომ არ გაქვს?
-შარფი მაქვს.-თქვა გოგონამ, საკიდზე დაკიდებული ფარდისფერი შიფონის შარფი ჩამოხსნა და მარგოს მიაწოდა.გოგონამ გამოართვა,თმაზე შემოიხვია და სალონიდან ისე გამოვიდა,რომ ცდილობდა სახე არავისთვის ეჩვენებინა.

...
-ვან გოგის ნახატს,რატომ გავხარ?-ხმამაღლა გადაიკისკისა კირამ,როცა მარგოს თმები ნახა.
-სალონში მხოლოდ შენ იყავი,მითხარი რა გამიკეთე?!-შეუყვირა მარგომ ბიძაშვილს.
-არაფერი გამიკეთებია.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-მართლა? ცისარტყელას ფერებს, შენს გარდა სხვა ვინ მოიფიქრებდა? ასეთი ბოროტი, როგორ ხარ,ასეთი რა დაგიშავე,რომ ასე მექცევი?-მარგოს მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა.
-უბრალოდ ვიხუმრე.-აღიარა კირამ.
-იხუმრე? შენი აზრით, ეს სასაცილოა?
-კი სასაცილოა! უბრალოდ, ხუმრობა ლათინური სიტყვაა და „ყველა ვერ გებულობს“ ნიშნავს.
-ერთი ,მეც შეგიღებავ თმებს ასეთ ფერებში და მერე ვნახავ რა ხასიათზე დადგები!
-სიმართლე გითხრა,ისედაც შევიღებავდი,მამაჩემი ამის უფლებას,რომ მაძლევდეს.-გაიცინა გოგონამ.

მარგომ გააფთრებული სახით ამოიგმინა და კიბეებზე ფეხების ბაკუნით ავარდა.გოგონა საძინებელში შევიდა,საწოლზე დაემხო და უნდოდა ეტირა,მაგრამ თავი შეიკავა.გოგონამ იცოდა,რომ ამით მხოლოდ საკუთარ ნერვებს ავნევბდა,კირა კი იგივე ქმედებებს მაინც გააგრძელებდა.
მოულოდნელად ,მარგოს გაახსნედა,რომ ტელეფონში კირას ხიდან ჩამოვარდნის ვიდეო ჰქონდა შენახული და ცხელ გულზე გადაწყვიტა,რომ სოციალურ ქსელში განეთავსებინა.
გოგონამ გამარჯვებული სახით ჩაიცინა,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ალბომში ვიდეოების თვალიერება დაიწყო.მოულოდნელად მარგო ,იმ ღამეს კირას მიერ გადაღებულ ვიდეოს წააწყდა,როცა გოგონები ცალხელას სახლში შეიპარნენ.მარგომ ვიდეო ჩართო და ხმას აუწია.
დაახლოებით წუთნახევრიან ვიდეოში გოგონების საუბარი გარკვევით ისმოდა,ასევე გარკვევით ჩანდა ჩაბნელებული სარდაფი და ირგვლივ მიმოფანტული ძველებური ნივთები.
მარგომ უცებ,რაღაც უცნაურს მოჰკრა თვალი დააპაუზა,უკან გადაახვია და თვალები გაუშტერდა.
სარდაფის ბნელ კუთხეში ქერათმიანი ქალი იდგა.თეთრი, დაძონძილი კაბა ეცვა,ხელები სულ დამჭკნარი და კანი დამსკდარი ჰქონდა,სახე კი არ უჩანდა,რადგან ზურგით იდგა.
მარგოს უცებ ,კირას ნათქვამი გაახსენდა, ადამიანის თვალი რასაც ვერ ხედავს,იმას კამერა აღიქვამსო.გოგონას მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა,ძარღვებში სისხლი გაეყინა და შიშისგან ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.

თავი 4
ზაფხულის კიდევ ერთი ნათელი დილა გათენდა.კირა დილიდან კარგ ხასიათზე იყო,ბაღში ფუსფუსებდა,ყვავილებს უვლიდა და რაღაცას ღიღინებდა.
მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ცხელოდა,მარგოს მაინც კაპიუშონიანი ზედა ეცვა,ქუდი თავზე წამოეფარებინა და თავის ახალ თმებს ასე ფარავდა.
არჩილმა,რაღაც კი იეჭვა,მაგრამ დისშვილისთვის არაფერი უკითხავს.
მარგოს, წინა დღით აღმოჩენილი სიახლე მოსვენებას არ აძლევდა.არ უნდოდა კირასთვის ეთქვა,რადგან იცოდა ის ისევ მოინდომებდა დენისის სახლში შეძრომას და მარგოს ეშინოდა ,გოგონა რაიმე შარში არ გახვეულიყო.
უცებ,წინა კარი გაიღო და სახლში კირა შემოვიდა,რომელსაც ხელში მოზრდილი ყუთი ეჭირა.მარგომ გაკვირვებული გახედა ბიძაშვილს.
-ამანათი ვისგან მიიღე?-ჰკითხა მან.
-არავისგან,ჩემი არ არის!-მხრები აიჩეჩა კირამ,ამანათი მაგიდაზე დადო და მის გახსნას შეუდგა.
-მოიცა,აბა რატომ ხსნი?-წარბი შეკრა მარგომ.
-ჩვენს საფოსტო ყუთში იყო,როგორც ჩანს ფოსტალიონს შეეშალა,მე კი მაინტერესებს, შიგნით რა არის!-ეშმაკურად ჩაიცინა კირამ,ამანათს ქაღალდი შემოახია და ინტერესით დააკვირდა.
მართკუთხა ფორმის მუყაოს ყუთი, გამომგზავნს დიდი მონდომებით შეეკრა საწებავი ლენტით.კირამ ჩანგლის წვერით გახია ლენტი,მერე კბილებიც მიახმარა,ყუთი გახსნა და გაოცებისგან პირი დააღო.
ყუთში ,თხელი ხის დაფა იდო,რომელზეც ლათინური ანბანის ასოები ეწერა.დაფას თან პატარა ხის,სამკუთხედის ფორმის ფირფიტა ახლდა,რომელსაც შუა გურლში ლინზა ჰქონდა ჩასმული.
-უიჯა...-დაიჩურჩულა კირამ.
-რა?-იკითხა მარგომ გაოცებულის სახით.
-სულების დაფა! ამით სულების გამოძახებაა შესაძლებელი.-აუხსნა გოგონამ.
-ასეთ უცნაურ ნივთებს,რატომ იზიდავ?-გაეცინა მარგოს.-ან საერთოდ,ვისია?
მარგომ შემოხეულ ქაღალდს დახედა და მიხვდა,რომ იგი დენისს ეკუთვნოდა.
ცალხელას სახლის ნომერი „333-ბ“ იყო,ხოლო მათი სახლის ნომერი „333-ა“,ალბათ შეცდომაც ამიტომ მოხდა.
-ეს დაფა დენისს გამოუგზავნეს?-იკითხა კირამ.-რა უცნაურია.
-სხვისი ამანათი არ უნდა გახსნა ,ეს ძალიან ცუდი საქციელია.-ჩაილაპარაკა მარგომ.
-თავი დავარწმუნოთ იმაში,რომ ეს ყუთი ჩვენი გვეგონა და მისამართს მას შემდეგ შევხედეთ,რაც ყუთი გავხსენით.-უცნაურად გაიღიმა კირამ,დაფას ხელი დაავლო და მის დათვალიერებას შეუდგა.
დაფა ძალიან ძველი ჩანდა.ხეც საკმაოდ დაზიანებული იყო და ლაქიც გადაცილებული ჰქონდა.სავარაუდოდ ანტიკვარული უნდა ყოფილიყო.აშკარად გასული საუკუნის დასაწყისში უნდა ყოფილიყო დამზადებული და ამერიკულ წარმოებას ჰგავდა.
კირამ ერთხანს ათვალიერა დაფაც და მისი სამკუთხა ფირფიტაც და უკვე უკან ჩაბრუნებას აპირებდა,როცა მოულოდნელად მძაფრი თავბრუსხვევა იგრძნო.გოგონა სახეზე ერთიანად გაფითრდა,ხელები სულ დაეკრუნჩხა,სუნთქვა შეეკრა და ტუჩები უჰაერობისგან გაულურჯდა.
-კირა,რა მოგივიდა?-ჰკითხა შეშინებულის სახით მარგომ,რადგან იგრძნო,რომ რაღაც რიგზე არ იყო.
კირამ, უცებ დაფა ხელიდან გააგდო და ფეხეზე წამოხტა.მარგომ გაოცებული სახით ახედა მას.გოგონამ აცახცახებული სხეულით უკან დაიხია,კედელს აეკრა,ყურებზე ხელი აიფარა და ჩაიკეცა.
-კირა, რა გჭირს?-მარგო სწრაფად მივარდა მასთან,მაგრამ კირა ისევ უკან გაჩოჩდა და შეხების უფლება არ მისცა.- ცუდად ხარ?
-მოაშორე აქედან!-დაიკივლა კირამ.-მოაშორე! მოაშორე!
-რა დაგემართა?-ისევ ჰკითხა გოგონამ.
-მათი ხმები მესმის...ერთდორულად ლაპარაკობენ,გააჩუმე გთხოვ!-გოგონამ კიდევ უფრო ძლიერად მიიჭირა ყურებზე ხელი და კუთხეში მოიკუნტა.-სადაცაა თავი გამისკდება! გააჩუმე! გააჩუმე!
-რაზე ლაპარაკობ?
-მარგო ,დაფა ყუთში დააბრუნე,გთხოვ... ვეღარ ვუძლებ!
-კარგი,კარგი!-თქვა გოგონამ დაფა ხელში აიღო და ყუთში ხმაურით ჩააგდო.
როგორც კი მარგომ ყუთს თავი დაახურა,კირას გონებაში ხმაური მაშინვე შეწყდა.გოგონაც წამში დამშვიდდა,სახეზე ადამიანური ფერი დაუბრუნდა,ფეხზე ნელა წამოდგა და მამიდაშვილს ოდნავ აღელვებული სახით მიაჩერდა.
-კირა, რა იყო ეს?-ჰკითხა მარგომ.
-მე...ვერ აგიხსნი...
-ვერ ამიხსნი?-წარბი შეკრა მარგომ.-ორი წუთის წინ კინაღამ მოკვდი! კირა,რა ჯანდაბა გჭირს? ამას განზრახ მიკეთებ?! გინდა,რომ ასე მომიშორო თავიდან?
-ნეტავ...მართლა ვიგონებდე.-წაილუღლუღა გოგონამ და კიბისკენ მიბრუნდა.
-სად მიდიხარ?-მკლავში სწვდა მარგო.-ჯერ არ დაგვიმთავრებია!
-ამანათი დენისს წაუღე და ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადე.-მიუგო მშვიდი ხმით კირამ.
-არა!-კბილებში გამოსცრა მარგომ.-ჯერ ყველაფერს მომიყვები!
-ამანათი დენისს წაუღე!-იგივე ტონით უპასუხა კირამ,მარგოს ხელი გააშვებინა და საძინებელს მიაშურა.

...
მარგო ჩაფიქრებული სახით დაადგა გზას და თავი არც კი აუწევია,ისე აუყვა დენისის სახლისკენ მიმავალ აღმართს.გოგონა სულ კირაზე ფიქრობდა და იმაზე,რაც ცოტა ხნის წინ ნახა.თავს ირწმუნებდა,რომ კირა ყველაფერს იგონებდა,მაგრამ ეჭვები ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.
მარგო მთელი ძალით მიაწვა ,სუროებით დაფარულ ძველ ჭიშკარს,შეაღო და შეშინებული სახით ახედა მის თავზე გამოსახულ,ადამიანის თავის ქალას,რომელსაც თავზე პირდაღებული ყორანი ეჯდა.
სახლი ისევ ისე საზარლად და პირქუშად გამოიყურებოდა.მარგო პარმაღზე შედგა და კარზე დააკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო.გოგონამ ცოტა ხანს დაიცადა და ისევ დააკაკუნა.
ორი წუთის შემდეგ უკანა ეზოდან,რაღაც ხმები გაისმა.
მარგომ სახლს შემოუარა და უზარმაზარი ხის ქვეშ ჩამუხლული დენისი დაინახა.ბიჭი წელს ზემოთ შიშველი იყო,კუბოკრული პერანგი წელზე შემოეხვია,ზურგი მცხუნვარე მზისთვის მიეშვირა,ხელში კი ჩაქუჩი ეჭირა და ხის ქვეშ მდგარ ძველ სკამზე, მონდომებით აჭედებდა ლურსმანს.
მარგოს მის დანახვაზე წამით თვალი გაუშტერდა,თუმცა მერე თავი საშინლად უხერხულად იგრძნო,დენის ზურგი აქცია და ისევ წინა ეზოსკენ გაემართა,რომ იქაურობას სწრაფად გასცლოდა.
-გამარჯობა,მარგო!-მოესმა გოგონას უკინიდან დენისის ხმა.
-გამარჯობა!-უპასუხა მან და დენისისკენ შებრუნდა.
ბიჭი იმ სკამზე ჩამომჯდარიყო,რომელსაც ცოტა ხნის წინ აკეთებდა და მარგოს შორიდან გაღიმებული სახით ათვალიერებდა.
-რატომ მიდიოდი?-იკითხა მან სიცილით.
-ააა...საქმეში ისე იყავი ჩაფლული...ხელის შეშლა არ მინდოდა.-თავი იმართლა მარგომ.
-მოდი ,დაჯექი!-ხელით ანიშნა დენისმა,მერე დაიხარა მიწაზე დადებული ცივი წყლის ბოთლი აიღო,ხარბად მოსვა და ნახევარი თავზე გადაისხა.
მარგო ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს და ოდნავ დაძაბული სახით კუთხეში ჩამოჯდა.
-ცოტა აქეთ მოიწიე,თორემ რომ ავდგე გადაყირავდები.-გაეცინა ბიჭს.-და უცებ ნუ წამოვარდები ფეხზე,შეიძლება მაგ დროსაც ამოვყირავდეთ.
-მართლა?
-შეკეთება ჯერ არ დამისრულებია.
მარგო ინსტინქტურად გაჩოჩდა დენისისკენ და თან ცდილობდა სხვა მხარეს აგეხედა.
-ეგ, რა არის?-იკითხა ბიჭმა და სველი თმა უკან გადაიწია.
-შენია.-უპასუხა მარგომ და ყუთი დენისს გაუწოდა.-დღეს ჩვენს საფოსტო ყუთში შენი ამანათი შეცდომით დატოვეს.კირას კი ისე აინტერესებდა შიგნით რა იყო,რომ მაშინვე გასხნა.
-მართლა?-გაუკვირდა დენისს.-კირა ზედმეტად ცნობისმოყვარეა!
-მის მაგივრად ბოდიშს მე გიხდი.
-არა უშავს.-გაეცინა ბიჭს და ყუთი მაშინვე გახსნა,სულების დაფის დანახვაზე კი სიცილი აუვარდა.
-ეს დაფა ვინ გამოგიგზავნა?-ჰკითხა მოურიდებლად მარგომ
-ერთი მეგობარი მყავს,ანტიკვარების კოლექციონერია.ჩემს სახლზე მოვუყევი და იმან გამომიგზავნა.ეს დაფა ამერიკიდან ჩამოიტანა წლების წინ.იცის,რომ ასეთ რაღაცეებს სერიოზულად არ აღვიქვამ,მაგრამ თავისას მაინც არ იშლის.-უპასუხა დენისმა.
-ხომ ხედავ,მასობრივ ფსიქოზს რამხელა ძალა აქვს.-გაეღიმა მარგოს.
-სულების გამოძახებას მაინც არ ვაპირებ.-უპასუხა ბიჭმა,მერე მარგოს სახეზე კარგად დააკვირდა,გვერდულად ჩაიცინა და ჰკითხა.-მართალია ჩემი საქმე არ არის,მაგრამ კაპიუშონი რატომ გახურია ასეთ სიცხეში?
-თმა შევიღებე და ფერი არ მომწონს.-გაეცინა მარგოს.
-არ მაჩვენებ?-ჰკითხა ბიჭმა,უნებურად ხელი გოგონასკენ გასწია.
-არა!-უკან სწრაფად დაიხია მარგომ და ფეხზე წამოვარდა.
მოულოდნელად მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა,მარგომ გაოცებული სახით მოიხედა უკან დაინახა,რომ დენისი ძირს ეგდო,სკამიდან კი ნახევარზე მეტი ფიცრები ამოცვენილიყო.
-ჯანდაბა!-წამოიძახა გოგონამ და სიცილი აუვარდა.
-ხომ გითხარი ,უცებ ნუ წამოვარდები-თქო!-ხარხარით უპასუხა დენისმა და მარგოსკენ ხელი გაიწვდინა.
გოგონა ხელზე მაგრად ჩაებღაუჭა და ბიჭს წამოდგომაში დაეხმარა.ფეხზე წამომდგარი დენისი უცებ ორივე ხელში სწვდა გოგონას ,ზურგს უკან გადაუგრიხა და მაგრად დაუჭირა.
-რას აკეთებ!-აფართხალდა მარგო.
-მინდა შენი თმა ვნახო.-წარბები მაცდურად აათამაშა ბიჭმა.
-არა,დენის...არც გაბედო!-დაემუქრა გოგონა, თუმცა სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა,რომ ბიჭმა კაპიუშონი სწრფადა გადახადა,კოსაში გარჭობილი ხის ჩხირი ამოაძრო და მარგოს გრძელი თმა მხრებზე ჩამოუშალა.
დენისს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,მარგო კი უხერხულობისგან სახეზე ისე გაწითლდა,ლამის ცეცხლი წაეკიდა.
-ახლა კმაყოფილი ხარ?-შეუბღვირა გოგონამ.
-მარგო...შენ... ანათებ!-თქვა ბიჭმა და სიცილი აუვარდა.
-ყოჩაღ,დენის!-ყალბად გაიღიმა მარგომ.-ნამდვილი რაინდი ხარ! ინტელექტის განსახიერება და ჯენტლმენობის ეტალონი!
დენისს უცებ სახე დაუსერიოზულდა, ორივე ხელი შეუშვა გოგონას,თითები ძლიერად შემოაჭდო სახეზე,მისკენ მიიზიდა და ტუჩებზე მოუთმენლად დაეძგერა.მარგო მოულოდნელობისგან სულ დაიბნა.ხელები ჯერ ჰაერში გაუშეშდა,მერე კი უღონოდ ჩამოუშვა და ამ სასიამოვნო გრძნობას უნებურად მიენდო.
მარგო ინსტინქტურად ჩაეჭიდა მკლავებზე დენისს,თითის წვერებზე აიწია და ბიჭს სხეულზე კიდევ უფრო მიეკრა.დენისმა ხელები დაბლა ჩააცურა,გოგონას წელზე შემოაჭდო და თითები ძლიერად გადააჯვარედინა.
მოულოდნელად მარგოს გონება აფორიაქდა, გამოფხიზლდა,ბიჭს მთელი ძალით ჰკრა ხელი და მაშინვე მოიშორა.
-სულ გაგიჟდი?-შეუყვირა მარგომ.
-ცოტათი.-თვალები დააწვრილა დენისმა.
-არ უნდა მოვსულიყავი.-ჩაილაპარაკა გაღიზიანებული ხმით მან,თავზე ისევ კაპიუშონი წამოიხურა და წინა ეზოსკენ გაემართა.
-მარგო!-დაუძახა დენისმა,გოგონაც ინსინქტურად შედგა,მაგრამ მისკენ არ მიბრუნებულა.-დღეს საღამოს არსად წახვიდე,კარგი?
-რა? არტომ?-მხარსზემოდან გადმოხედა გოგონამ.
-ბიძაშენმა თქვენთან დამპატიჟა და შენს გარეშე მოვიწყენ!-ჩაიცინა მან.
-იდიოტო!-შორიდან შეუბღვირა მარგომ და ფეხების ბაკუნით გასწია ჭიშკრისკენ.

...
იმ საღამოს გოგონები ვახშმის მომზადებას შეუდგნენ.უფრო სწორად კირა საქმიანობდა,მარგო კი ცდილობდა მას დახმარებოდა,მაგრამ იმდენად იყო გათიშული,რომ ყველაფერი ხელიდან უცვიოდა.ეს კირამაც შენიშნა და გოგონას კითხვები დააყარა,მაგრამ მარგოსგან პასუხი ,რომ ვერ მიიღო სამზარეულოდან გამოაგდო.
ცოტა ხნის შემდეგ,ჭიშკრის ჭრიალის ხმა გაისმა და მოხრეშილ ბილიკზე არჩილი გამოჩნდა,ვიღაც მაღალ ბიჭებთან ერთად.
-ვინ არიან?-იკითხა მარგომ გაოცებული სახით და ფარდის კუთხე ოდნავ გასწია.
-არჩილის თანამშრომლები.-უპასუხა კირამ.-ანუ პოლიციელები.
-არჩილს მოხუცი თანამშრომლები არ ჰყავს?-ისვ იკითხა მარგომ.
-მოხუცებიც ჰყავს,მაგრამ ახალგაზრდებთან მეტ საერთოს პოულობს.
-ფორმაში,რომ არ ვარ ,ახლა მოუნდა ყველა ახალგაზრდა და სიმპათიურ ბიჭს აქ მოსვლა.
-ყველას არა,მხოლოდ ერთს!-მიუგო ირონული სიცილით კირამ და მარგოს თვალით უკან მომავალ დენისზე ანიშნა.
-შენ, შენს დამიანეს მიხედე.-ნიშნის მოგებით უპასუხა მარგომ და მანაც სახლისკენ მომავალი ბიჭებისკენ ანიშნა კირას.
გოგონამ მის მზერას თვალი გააყოლა და ახლაღა შენიშნა დამიანე,რომელიც დენისს მხარში ამოსდგომოდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა.
-ჩემი არ...არის!-ენა დაება კირას და სწრაფად მოშორდა ფანჯარას.

სტუმარები სახლში შევიდნენ და გოგონებს მიესალმნენ,მერე კი ყველანი სუფრას მიუსხდნენ.არჩილი და დენისი გამალებით განიხილავდნენ ბრაკონიერების საქმეს.მარგოს, ახლად გაცნობილ ახალგაზრდა ბიჭი მიჯდომოდა გვერდით და რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა.
დენისი პერიოდულად აპარაებდა თვალს მათკენ და საშინლად აღიზიანებდა ის ფაქტი,რომ მარგო მას ყურადღებას არ აქცევდა.
-კირა,მარგოს კაპიუშონი რატომ ახურია?-გადაუჩურჩულა დამიანემ გოგონას.
-თმა შეიღება და ფერი აღარ მოსწონს.-ჩაიცინა მან.
-მაგაში შენი ხელი ურევია,ხომ?-ისევ ჰკითხა ბიჭმა.
კირამ გაოცებული სახით გადახედა მის გვერდით მჯდომ ბიჭს,რომელიც მასთან ისე ახლოს მოსულიყო,რომ მანძილი სულ რამდენიმე სანტიმეტრამდე შეემცირებინა.
-ჯერ ერთი,დამიანე!-მკაცრად წარმოთქვა კირამ ბიჭს მხარზე უბიძგა და უკან დაახევინა.-მომშორდი და მეორეც,მიხვედრილობის პიკს ნუ გადაცილდები.
-რა უჟმური ხარ.-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ახალი ამბავი.ყალბად გაიღიმა გოგონამ,მერე არჩისლ გახედა და ხმამაღლა წარმოთქვა.-მამა, იცი,მარგომ თმები შეიღება!
კირამ და ენაჩავარდნილ სტუმრებს თვალი მოავლო.გოგონა მთელი საღამო ემზადებოდა ამის სათქმელად და როგორც იქნა იპოვა შესაფერისი მომენტი.მარგოს ტანში გასცრა და კირას ისეთი თვალებით გახედა,რომ ლამის მისი სული და სხეული მზერით დააშორა ერთმანეთს.
-მართლა?-გაუკვირდა არჩილს და დისშვილს გახედა.-არ გვაჩვენებ შენს ახალ ვარცხნილობას?
-არა!-წამოიძახა ინსტინქტურად მარგომ.-არც ისე კარგი ფერია, ცუდად დაჯდა,მერე გადავიღებავ და უკეთესი იქნება.
-არ მესმის რას ერჩი,მშვენიერი ფერია.-გაიკვირვა კირამ.
-ჰო,მართლა...-ირონიულად ჩაიცინა მარგომ.-დღეს ჩვენს საფოსტო ყუთში დენისის ამანათი შეცდომით დატოვეს ,კირას კი ისე ინტერესებდა შიგნით რა იყო,რომ მაშინვე გასხნა.
-რა?-თვალები დაქაჩა არჩილმა.-გოგო,შენ ნორმალური ხარ? სხვისი ამანათი,როგორ გახსენი?
მარგოს კმაყოფილი ღიმილი მოეფინა სახეზე,კირას კი ისე შერცხვა,რომ სახეზე გაწითლდა კიდეც,არადა მსგავს სიტუაციებში არასოდეს წითლდებოდა.
-მამა...-კირამ სწრაფად მოძებნა გამოსავალი და თავი გაიმართლა.-მეგონა ჩვენი იყო,მხოლოდ ამანათის გახსნის შემდეგ დავხედე მისამართს.
-დიდი ამბავი ,თუ კირამ ამანათი გახსნა.-გაეცინა დენისს.
-ამისთვის, ბოდიშს მე გიხდი.-მიუბრუნდა არჩილი ბიჭს.
-არა უშავს.-თავი დაუქნია მან.
-დენის,სულ მინდოდა მეკითხა.-უხერხულად გაიღიმა არჩილმა.-შენი მშობლები სად ცხოვრობენ?
-დედაჩემი გარდაცვლილია,მამა კი ამჟამად ინგლისშია,თავისი ბიზნესი აქვს და აქ იშვიათად ჩამოდის.-უპასუხა ოდნავ ნაღვლიანი მზერით, ბიჭმა.
-ეგ ცუდია.-ჩაილაპარაკა კაცმა.-და იმხელა სახლის შეკეთებას მარტო,როგორ აპირებ?
-უნივერსიტეტში არქიტექტურას ვსწავლობ,მომავალ წელს ვამთავრებ და გადავწყვიტე ჩემი ცოდნა ამ სახლის გადაკეთებაში გამოვიყენო.-მიუგო ბიჭმა.-თან,მარტო არც ვაპირებ მის შეკეთებას,უბრალოდ მინდა ცოტა ხელი შევავლო,რომ საცხოვრებლად ვარგოდეს,სრულ რესტავრაციას კი ცოტა მოგვიანებით ვგეგმავ.
-თუ დახმარება დაგჭირდეს,არ მოგერიდოს.-უთხრა არჩილმა.
-გმადლობ.-გაუღიმა თავაზიანად დენისმა.
-ყავას მოვამზადებ!-ფეხზე წამოდგა კირა და პასუხს არც დალოდებია ,ისე გავარდა სამზარეულოში.
-რა გჭირს,დღეს?-უკან შეჰყვდა დამიანე და სამზარეულოს კარს მიეყრდნო.
-თავს რატომ არ მანებებ?-შეუბღვირა კირამ და თაროდან ფინჯნები გადმოალაგა.
-დღეს დილით დენისს ვეხმარებოდი,როცა მამაშენი მოვიდა და ორივეს საღამოს აქ მოსვლა შემოგვთავაზა.-წამოიწყო ბიჭმა.-მიხაროდა,კირას ვნახავ-თქო და შენ მთელი საღამოა სახე ჩამოგტირის.
-ჩემი ნახვა როდის მერე გახარებს?-სიცილით გადაატრიალა თვალები კირამ.
-თუ ვერ ამჩნევ,შეგახსენებ,რომ მე შენი ნახვა ყოველთვის მახარებს.-ჩაილაპარაკა დამიანემ,ოდნავ ნაწყენი ხმით და კირას ზურგიდან მიუახლოვდა.
გოგონა გაოცებული სახით შებრუნდა მისკენ და ბიჭს თვალებში შეაჩერდა.დამიანეს კირას დაბნეულ გამომეტყველებაზე გაეღიმა,გოგონასკენ დაიხარა,ხელებით სამზარეულოს მაგიდას დაეყრდნო და კირა მკლავებს შორის მოიქცია.
გოგონას ბევრი არ უფიქრია,უხმოდ ასწია ხელი, დამიანეს ცხვირწინ დანა აუფრიალა და უთხრა.
-რაღაც არ მომოწონს მე შენი სახეცვლილება!
-კირა!-უკან დაიხია დამიანემ და დანას გაოცებული სახით დააშტერდა.-ყავის მომზადებაში,როდის მერე იყენებნ დანებს?
-ნერვებს ნუ მიშლი,თორემ ამ დანის დანიშნულებას ახლავე ავასრულებ.
-არანორმალური ხარ!-გაეცინა დამიანეს,კირას უცებ მაჯაში სწვდა,ხელიდან დანა გამოსტაცა , მაგიდაზე დააგდო,მერე ხელები კისერზე შემოაჭდო, მის ტუჩებთან დაიხარა და ამოილაპარაკა.-შენზე სწრაფი ვარ და შენზე ძლიერიც,
-მამაჩემი პოლიციელია!-შეახსენა ნიშნის მოგებით კირამ,თუმცა დამიანეს სიახლოვისგან გამოწვეული აღელვება ძლივს დამალა.
-დღეს რაღაც ხასიათზე ვერ ხარ,ამიტომ გპატიობ.-გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა და თითი ცხვირზე წაჰკრა კირას.
-აორთქლდი!-შეუბღვირა გოგონამ.
-გონებიდან მაინც ვერ ამომიგდებ.-თვალი ჩაუკრა მან და სამზარეულოდან გავიდა.



თავი 5
სტუმრების წასვლის შემდეგ,მარგომ დაღლილი სახით მიაშურა საძინებელს.ოთახში ავიდა,კარადა გამოაღო და ზედა თაროდან პირსახოცის ჩამოღება მოინდომა,რომ წყალი გადაევლო.გოგონამ თითის წვერებზე აიწია,პირსახოცს ხელი მოჰკიდა,მოქაჩა და ჩამოიღო,მაგრამ უცებ თაროდან მოზრდილი, შავი წიგნაკი გადმოვარდა და მარგოს თავში დაეცა.
გოგონამ წიგნაკი აიღო,გადმოაბრუნა და გაოცებული დააშტერდა,რადგან ზედ თეთრი ასოებით ეწერა „death note“.
-ეს,რომ ნამდვილი „სიკვდილის დღიური“ იყოს,კირა პირველად ჩემს სახელს ჩაწერდა შიგნით.-გაეცინა მარგოს.
გოგონამ წიგნაკი გადაშალა და მიხვდა,რომ ეს კირას დღიური იყო.
მარგო ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.დღიური დახურა,მაგრამ ვეღარ მოითმინა და ისევ გადაშალა.ასე რადენჯერმე გააკეთა,თითქოს თავის თავს ებრძოდა.უნდოდა წაეკითხა,მაგრამ თან ისიც იცოდა,რომ ეს ცუდი საქციელი იყო.
ბოლოს,ცნობიმოყვარეობამ მაინც თავისი გაიტანა,გოგონა სააბაზანოში ჩაიკეტა და დღიურის კითხვა დაიწყო.
მარგოს საშინელი შეგრძნებები ეუფლებოდა თითოეული ფურცლის გადაშლის შემდეგ.ერთი იმიტომ,რომ საკუთარი თავი სძულდა, სხვისი დღიურის უნებართვოდ წაკითხვის გამო და მეორე იმიტომ,რომ რაც იქ ამოიკითხა უბრალოდ დაუჯერებელი და წარმოუდგეენლი იყო მისთვის.

„ისინი ყოველთვის ღამით მოდიან.ზოგი ბოროტია და ჩემი გამოყენება სურს,ზოგიც კი უბრალოდ გზააბნეულია.ჩემს თავთან დგანან და თავზე ყვავებივით დამჩხავიან.ყველას ,რაღაც უნდა ჩემგან,მაგრამ არავინ მეკითხება მე რა მინდა...“-წერდა კირა თავის დღიურში.

„ასე მგონია,ჩემი სხეული მე არ ,ეკუთვნის.ისინი ჩემს გაკონტროლებას ცდილობენ.ცდილობენ,რომ თავიანთ ჭკუაზე მატარონ,ჩემს გამო იბრძვიან,სხეულზე სისხლჩაქცევებიც კი მაქვს მათი გადამკიდე,მაგრამ მე მათზე ძლიერი ვარ...“

„მათ ყველგან ვხედავ,უკვე ვეღარ ვარჩევ,რომელია ცოცხალი ადამიანი და რომელი მკვდარი.მეშინია ქუჩაში ვინმესთან დალაპარაკების,რადგან შეიძლება მას ჩემს გარდა, სხვა ვერ ხედავდეს და ხალხმა გიჟად ჩამთვალოს“.

მარგომ დღიური ბოლოსკენ გადაფურცლა და ბოლო ჩანაწერებს გადახედა.
„მოჩვენებები არ მეყოფოდა,ახლა ალქაჯიც დასახლდა ჩემს გვერდით.მარგოს მშვიდად სძინავს და ვერ გებულობს მე რა მჭირს.ზოგჯერ მინდა თავში რაიმე ჩავრტყა,რომ თვალი ავუხილო,ზოგჯერ კი მისი მშურს,რადგანა ასე მშვიდად უკვე დიდი ხანია არ მძინებია...“

მარგომ კითხვა შეწყვიტა,მოჭარბებული ემოციები დაიოკა და საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში,რომ ეს უბრალოდ ყალბი დღიური იყო,რომელსაც კირა სხვების შესაშინებლად წერდა.ამიტომ გოგონამ,დღიური ისევ უკან დააბრუნა და დასაძინებლად დაწვა.

მარგოს თვალებს ძილი არ ეკარებოდა.მისი დღე საკმაოდ ემოციური და დამღლელი იყო,მაგრამ მის გონებაში აზრები ფუტკრებივით ფუთფუთებდნენ და გოგონას დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.
ცოტა ხანში ოთახში კირაც შემოვიდა.გოგონამ ტრადიციულად ხმაურით და მოურიდებლად გაიხადა ტანსაცმელი და საწოლზე დავარდა.მარგო არც განძრეულა.კირასკენ არ გადაბრუნებულა,თვალები მაგრად დაეხუჭა და დაძინებას ცდილობდა.
უცებ,ტუმბოზე დადებული ტელეფონი აზუზუნდა.მარგო სწრაფად გადაბრუნდა მისკენ,შეტყობინება გახსნა და ძალიან გაუკვირდა უცხო ნომრიდან,რომ იყო,თუმცა გამომგზავნის ვინაობას მაშინვე მიხვდა.

„კოცნის გამო ბოდიშ არ მოგიცდი...იმედია ამას ხვდები.“
„ჩემი ნომერი საიდან გაქვს?“-მისწერა საპასუხოდ მარგომ.
„მოგატყუებდი,მაგრამ მაინც მიხვდები...კირამ მომცა.“
-რაო,ბრედ პიტმა?-იკითხა სიცილით კირამ და მარგოსკენ გადაბრუნდა.
-ნომერი რატომ მიეცი?-კითხვაზე კითხვით უპასუხა გოგონამ.
-თავს ნუ იფასებ...ახლა არ მითხრა,არ მინდა ღამით სიმპათიური ბიჭი მწერდესო.-ხმა დაიწვრილა კირამ და ხელები ჰაერში აიქნია.

„დაგეძინა?“-ისევ აინთო მარგოს ტელეფონი.
„და შენ რა არ გაძინებს,მოჩვენებები?“-შეტყობინებაშიც კი იგრძნობოდა მარგოს სარკაზმი.
„ვიცი,რომ გაბრაზებული არ ხარ,უბრალოდ გაბრაზებულის როლს კარგად თამაშობ.“
„გამომიცანი.ძილი ნებისა.“-გვერდულად ჩაიცინინა გოგონამ ტელეფონი ტუმბოზე დადო და ბალიშზე დაეშვა.

...
დაახლობით ორი დღე ისე გავიდა,რომ გოგონებს მოწყენილობისგან ლამის სული ამოხდათ.კირამ ხაფანგების დაგების მუზა დაკარგა,მარგომ კი თავისი ბუნებრივი თმის ფერი დაიბრუნა.გოგონა ახლა უფრო მშვიდი გამომეტყველებით დააბიჯებდა სახლში და ყოველ დაკაკუნებაზე დამფრთხალი შველივით აღარ იხედებოდა.
დღისით საშინელი სიცხეები იყო,ღამით კი ისე აცივდებოდა,რომ სიცივე ძვლებში ატანდა.ამას ქარიანი და წვიმიანი ამინდებიც დაერთო,ამიტომ მთელი ორი დღე გოგონები არსად გასულან და არც არავინ უნახავთ,განსაკუთრებით კი დენისი და დამიანე.
იმ ღამით,ისევ ამოვარდა საშინელი ქარიშხალი ,რასაც წვიმაც მოჰყვა და ხმაურით დაეშვა სახლის სახურავზე მსხვილი წვიმის წვეთები.
დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა.კირას უკვე ჩასძინებოდა,მარგო კი ძილ-ბურანში იყო და ნახევარ სამყაროს ვერ აღიქვამდა.იგი საწოლში წრიალებდა და თავზე ბალიშს იფარებდა,რომ წვიმის ხმა ჩაეხშო.ცოტა ხნის შემდეგ, გოგონამ მოულოდნელად იგრძნო,რომ მისი თხელი პლედი,რომელიც ზემოდან ეფარა,სადღაც მიცოცავდა.
მარგომ წარბები შეჭმუხნა, პლედს ხელი ჩაავლო და მისკენ დაქაჩა.ცოტა ხანში იგვე განმეროდა.მარგო მიხვდა,რომ ვიღაც მისთვის პლედის გადახდას ლამობდა,ამიტომ გოგონა საწოლში შეიშმუშნა .
-კირა შემეშვი რა...-თქვა ბუზღუნით მან და პლედი ტანზე მჭიდროდ შემოიხვია.იგივე მესამეჯერაც განმეორდა.
-კირა შემეშვი და დაძინება მაცადე!-ამჯერად უფრო ხმამაღლა თქვა გოგონამ.
მოულოდენლად ვიღაცამ მთელი ძალით დაქაჩა პლედს,ჰაერში ააფრიალა და იატაკზე დააგდო.
-კირა!-იყვირა მარგომ და საწოლიდან წამოვარდა.
-რა გინდა?!-თქვა ჩახლეჩილი ხმით კირამ და თავის საწოლში გასწორდა.
მარგო ერთ ადგილას გაიყინა.კირა საწოლში იწვა,ოთახის მეორე კუთხეში,რაც იმას ნიშნავდა,რომ პლედს ვერ გადახდიდა.გოგონას შიშისგან ენა ჩაუვარდა და ხელები აუკანკალდა.
-მარგო რა გჭირს?-საწოლიდან წამოვარდა კირა და ოთახში შუქი აანთო.
გოგონა სახეზე სულ გაფითრებული იყო და ხმას ვერ იღებდა.
-ვი... ვიღაცამ... პლედი გადამაძრო.-ამოღერღა მან.-ეს ...შენ იყავი?
-რა?-კირამ წარბები შეკრა.-მეძინა,მე რა შუაში ვარ?
მოულოდნელად სააბაზანოდან,რაღაც ფხაჭუნის მსგავსი ხმა გაისმა.გოგონები შეშინებულები შეკრთნენ და ერთმანეთს აეკრნენ.სააბაზანოს კარი ოდნავ შეღებული იყო,შუქი კი ჩამქრალი ,მაგრამ როგორც ჩანს სააბაზანოს პატარა სარკმლიდან ,ქუჩის ფანრების მკრთალი სინათლე შემოდიოდა და მის ფონზე,უცნაური შავი ლანდი მოჩანდა,რომელიც თითქოს ფრთებს იქნევდა.
გოგონებმა ანერვიულებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს და ბოლო ხმაზე კივილი გააბეს.მერე საძინებლიდან გამოცვივდნენ,არჩილის ოთახთან მივარდნენ და კარზე ბრახუნი ატეხეს.
-მამა!
-ბიძია!
-არჩილ!
-გვიშველე!
საბედნიეროდ არჩილმა ფხიზელი ძილი იცოდა,ამიტომ უცებ გამოეღვიძა,საწოლიდან პიჟამოს ამარა წამოვარდა და დერეფანში აზუტული ფერდაკარგული გოგონები,რომ დაინახა გაოცებისგან პირი დააღო.
-რა...რა გაყვირებთ,რა ხდება?
-ჩვენს ოთახში ვიღაც არის!-თქვეს ერთდროულად გოგონებმა.
-რაა?!-წამოიძახა არჩილმა.
-ჰო,სააბაზანოშია,დავინახეთ!
-კარგი,ჩემს ოთახში შედით და დამელოდეთ.-თქვა არჩილმა,მერე თავისი იარაღი აიღო,მოიმარჯვა და დერეფანში გავიდა.კაცმა უკან,რომ მოიხედა გოგონები დაინახა,რომელებიც ფეხაკრეფით მიჰყვებოდნენ.-ხომ გითხარით დარჩით-თქო?!
-გვეშინია!-თქვეს ერთდროულად მათ.
-კარგი,მაშინ ჩემს უკან იდექით!-უთხრა არჩილმა და საძინებლის კარს მიადგა.
კაცი ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, სააბაზონოსკენ გადადგა,რადენიმე ნაბიჯი და იგივე ლანდი მანაც დაინახა.არჩილს, ერთი წამით შიშის გრძნობა დაეუფლა,მაგრამ არა საკუთარი თავის გამო,არამედ გოგონების გამო,რადგან ეშინოდა მათ რაიმე არ დამართოდათ.
-ხელები ასწიე და გამოდი!-დაიყვირა კაცმა და კარს იარაღი დაუმიზნა.
პასუხი არავინ გასცა.ლანდი თავისი შავი ფრთების ქნევას ისევ აგრძელებდა,უკან მდგომ გოგონებს კი შიშისგან გული გამალებით უცემდათ.
-გასაქცევი არსად გაქვს,უბრალოდ ეხელები ასწიე და გამოდი!-გაიმეორა არჩილმა მკაცრად,მაგრამ პასუხი ისევ არავინ გასცა.
კაცმა, რამდენიმე ნაბიჯი ისევ გადადგა,მერე სააბაზანოში შევიდა და წამით თვალს მიეფარა.
-მამა!-დაიძახა კირამ და ისიც კარისკენ წავიდა,მაგრამ მარგომ ხელში დაქაჩა და შეაჩერა.-მამა!
-სულელებო!-გაისმა უცებ არჩილის ხარხარი და კაცმა სააბაზანოდან თავი გამოჰყო.-ამის გამო გამაღვიძეთ ,ამ შუაღამისას?!
-რა ხდება?-გაუკვირდათ გოგონებს.
-მოდით და თქვენი თვალით ნახეთ.-თქვა არჩილმა, შუქი აანთო და კარი ფართოდ გააღო.
გოგონებმა შიშით შეიხედეს სააბაზანოში და საკიდზე ჩამოკიდებული,ხალათები დაინახეს,რომელსაც სააბაზანოს, ღიათ დატოვებული პატარა სარკმლიდან, შემომამავალი ქარი აფრიალებდა და საკმაოდ საშიშ სანახაობას ქმნიდა.ამას ისიც ემატებოდა,რომ ქარი ხის ტოტებს სარმლის ჩარჩოზე ახეთქებდა და ისეთ უცნაურ ხმებს გამოსცემდა,გეგონებოდათ გაავებული მხეცი რაიმეს კაწრავსო.

...
-გეფიცები ბიძია, ვიღაცამ პლედი გადამაძრო.-თქვა აკანკალებული ხმით მარგომ, წყალი მოსვა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-იქნებ უბრალოდ თავისით გასრიალდა და გადაგრძვრა, ან შენ თვითონ გადააგდე,ძილში.-უთხრა ფრთხილად არჩილმა.
-არა,არაფერს ვიგონებ.-თავი გააქნია მარგომ.
-ეჭვიც არ მეპრაება,რომ არ იგონებ,კირა ხომ არ ხარ?!-გაიცინა არჩილმა და კირას მოწკურული წარბები,რომ დაიანხა ისევ მარგოს მიუბრუნდა.-ადამიანები ძილში ხშირად აკეთებენ უცნაურ რაღაცეებს.აი, მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა,ცოლმა ძილში ქმარი სცემა და მეორე დღეს აღარ ახსოვდა.
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და გულიანად აკისკისდნენ.
-მოიცა, ცოლმა?-იკითხა სიცილით კირამ.
-ჰო,ცოლმა!-დაუდასტურა არჩილმა.-მარგო,ფსიქოლოგიას სწავლობ და უცნაური გამოვლინებები ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს.
-მართალი ხარ,ალბათ გადავიღალე.-თქვა გოგონამ ღიმილით და თავი დაირწმუნა იმაში,რომ ბიძია არჩილი სიმართლეს ამბობდა,მერე წამოდგა და კიბეებს აუყვა.კირაც უკან გაჰყვა,მაგრამ არჩილმა შეაჩერა.
-თუ ეს შენი ნახელავია,ვერ გადამირჩები.
-მე არაფერ შუაში ვარ მამა.-თბილად გაუღიმა გოგონამ,კაცს ლოყაზე აკოცა და კიბეებს აუყვა.

...
ერთ დილას, მარგო წვიმის შხაპუნმა გააღვიძა.ისე სასიამოვნოდ ჩაესმოდა ეს ხმა,რომ გაღვიძება და გამოფხიზლება არც კი უნდოდა.გოგონამ მხარი იცვალა და ბალიშში ჩაეფლო,თუმცა უცებ ჩიტების მხიარულ ჟღურტულთან ერთად ბაყაყის ყიყინიც შემოესმა,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
ყიყინი ისევ განმეორდა.მარგომ თავი მიაბრუნა და ხელი ყურზე დაიფარა.ყიყინი ისევ განმეორდა,გოგონამ წარბი შეკრა თვალები ნელა გაახილა და მოულოდნელობისგან ერთ ადგილას გაშეშდა.
მარგომ მის წინ, ორი ჭაობისფერი პატარა თვალი დაინახა,რომელიც ცივად,უაზროდ და უემოციოდ უმზერდა.გოგონას ეგონა,რომ ესიზმრებოდა,მაგრამ როცა ბაყაყმა ისევ დაიყიყინა,მარგო სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და ისეთი კივილი გააბა,რომ მთელმა გალაქტიკამ თუ არა,მთელმა დედამიწამ ნამდვილად გაიგონა.
-მოგკლავ კირა! გეფიცები,ცოცხლად გაგატყავებ!
-ჩემთან რა გინდა?-აბაზანიდან გამოვიდა გაოცებული სხით გოგონა.-გარეთ წვიმს,აივნის კარი კი ღიათაა და ალბათ ბაყაყი შემოძვრა.
-თავს ნუ იმართლებ და მოაშორე ეს საზიზღორბა!-დაიკივლა მარგომ და აბაზანის კარს ამოეფარა.
კირამ ფრთხილად აიყვანა ხელში ბაყაყი და მარგოსკენ მიბრუნდა.
-აკოცე,იქნებ დენისად გადაიქცეს!
-კირა!-მუქარით დაუბრიალა გოგონამ თვალები.
-კარგი ჰო,საეთოდ არის რამე რისიც არ გეშინია?-დამცინავად ჰკითხა კირამ,მაგრამ პასუხი არც მოუსმენია,ისე მოისროლა აივნიდა ბაყაყი.

მარგომ შვებით ამოისუნთქა,აბაზანაში შევარდა და კანი იქამდე იხეხა სანამ არ გაუწითლდა,რადგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ბაყაყები მთელს ტანზე ესეოდნენ.გრილმა შხაპმა გოგონა ძალიან დაამშვიდა.სააბაზანოდან გამოვიდა,თავი მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა.
არჩილი ეზოში იყო და ისევ თავის მანქანას ჩასჩერებოდა,კირა კი სამზარეულოში იყო და ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა.
-ამ ზაფხულს სიმშვიდე თუ მეღირსება აღარ მგონია.-გაისმა უცებ კირას ხმა.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ გოგონამ ხმამაღლა გაიცინა და თქვა.
-ეგ ჩემს ოინებს დიდხანს ვერ გაუძლებს...თან,ხვალ ერთი კვირა გადის მისი ჩამოსვლიდან და იმედი მაქვს მალე წავა.
მარგოს ამ სიტყვების გაგონებაზე სხულში უსიამოვნოდ გასცრა და ბრაზი მოერია.
-კარგი,ნიტა უნდა გავთიშო... შეგეხმიანები.-საუბარი დაასრულა კირამ და ისევ საუზმის მზადებას შეუდგა.
მარგომ ფეხაკრეფით აიარა კიბეები,სააბაზანოში შეიკეტა და იქამდე იტირა სანამ ცრემლი არ გაუშრა.გოგონამ ისედაც იცოდა ,რომ კირას მისი თავიდან მოშორება უნდოდა,მაგრომ ასე პირდაპირ გაგონილმა სიტყვებმა რატომღაც საშინლად ატკინა გული.
მარგომ უკანასკნელი ცრემლები შეიმშრალა თვალზე,სახე წყლით გაიგრილა,დამშვიდდა და დაბლა ისეთი სახით ჩავიდა,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

კირას გაუკვირდა,როცა შენიშნა,რომ მარგოს არც დაბოღმილი სახე ჰქონდა და არც ზიზღით სავსე მზერა.გოგონა მშვიდად იყო და ისე იხედებოდა,თითქოს,რაღაც მზაკვრუილი გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული.
-დღეს კარგ გუნებაზე ჩანხარ,კარგად გეძინა?-ჰკითხა არჩილმა მარგოს.
-შესანიშნავად.-გაიღია გოგონამ და კირას გახედა.
-რა იყო,შენი ბაყაყაი პრინცად ხომ არ გადაიქცა?-იკითხა ცინიკურად კირამ.
-რა ბაყაყი?-ყურები ცქვიტა არჩილმა და გოგონებს გადახედა.
-არაფერ,ხუმრობს.-უპასუხა მარგომ ყალბი ღიმილით,მერე კირას გახედა და თქვა.-იცით,თქვენთვის ერთი ამბავი მაქვს.
-გისმენთ.
-ხვალ შაბათია და ჩემი აქ ყოფნიდან ერთი კვირა გადის,რაც იმას ნიშნავს,რომ სახლში უნდა დავბრუნდე.-კირას თვალებში წამიერი სიხარულის ნაპერწკალი გაკრთა.-ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე,რომ სულელურად მოვიქცევი, თუ აქაურაობას მივატოვებ.მოკლედ, იმის თქმა მინდა,რომ გადავწყვიტე მთელი ზაფხული აქ გავატარო.
კირას კინაღამ გულის შეტევა დაემართა.გაოცებისგან და სიბრაზისგან თვალები შუბლზე აუვიდა,განწყობა კი სულ გაუფუჭდა.
-რა? მართლა?-თვალები გაუბრწყინდა არჩილს.
-ჰო,კირას ძალიან შევეჩვიე,თან მეხვეწებოდა,რომ დავრჩენილიყავი.-ნიშნის მოგებით გადახედა მარგომ კირას.-მერე ჩემს ბარგს გადავხედე და მგონი ჩემმა ქვეცნობიერმა წინასწარ იცოდა,რომ აქ მთელი ზაფხული დავრჩებოდი,ალბათ ამდენი ტანსაცმელი ამიტომაც წამოვიღე.
-ძალიან მიხარია,მარგო!-ფეხზე წამოდგა კაცი და გოგონას შუბლზე აკოცა.
მართალია არჩილს არ სჯეროდა,რომ კირა მარგოს დარჩენას ეხვეწებოდა,მაგრამ იმდენად უხაროდა დისშვილის გადაწყვტილება,რომ ამაზე ყურადღება აღარ გაამახვილა.იგი გოგონებს გაღიმებული სახით დაემშვიდოდა და სამსახურში წავიდა.

კირამ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და გაღიზიანებული სახით თავის ოთახში ავიდა.გოგონა ტელეფონის დამტენს ეძებდა,რომელიც სადღაც მიაგდო წინა ღამით,მაგრამ დამტენზე უკეთესი რამ იპოვა და ეს მარგოს ჩემოდანი იყო.გამომდინარე იქიდან,რომ კარადა პატარა იყო,გოგონას მეორე ჩემოდანი,რომელშიც საღამოს კაბები და ფეხსაცმელები ეწყო,არც კი გაუხსნია.ჩემოდანი აივნის კარის გვერდით იყო მიდგმული და ფარდა ეფარებოდა.
კირა, მარგოს საწოლზე ჩამოჯდა და წამით ჩაფიქრდა,მერე თავისი გრძელი ფეხი ჩემოდნისკენ წაიღო,ნელა გამოაჩოჩა და აივნისკენ გასწია.კირა გაჩერდა მიიხედ-მოიხედა,თითქოს გარემო დაზვერა,მერე ჩემოდანს ფეხი ძლიერად ჰკრა და აივანზე გააგდო.გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა.დასავლეთის ქარი უბერავდა და წვიმის შხაპუნა წვეთები,პირდაპირ აივანისკენ მოჰქონდა.
კირამ ჩემოდნის ელვაშესაკრავი გახსნა და კიდევ უფრო შორს გააჩოჩა,რომ წვიმის წყალს უკეთესი ეფექტი ჰქონოდა,მერე უკან გამობრუნდა და მშვიდი სახით განაგრძო დღის ჩვეული საქმიანობა,ანუ ანიმეების ყურება.

...
იმ საღამოს წვიმამ გადაიღო,მაგრამ სამაგიეროდ ქარი გაძლიერდა,დროგამოშვებით კი ცაზე ელვა ავისმომასწავებლად იკლაკნებოდა.კირა საწოლში ბორგავდა და ვერაფრით იძინებდა.სულ აქეთ-იქით ტრიალებდა,ხან ტელეფონს დახედავდა,ხან ფანჯარას მიაშტერდებოდა და ცდილობდა გონება გადაეტვირთა,რომ ჩასძინებოდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-იქნებ შეწყვიტო.-წამოიძახა მარგომ და კირასკენ გადმობრუნდა.
-არ გძინავს?-გაუკვირდა გოგონას.
-ისე ფორიაქობ,რომ მიკვდარსაც გააღვიძებ.-ამოიოხრა მარგომ.-მაინც რა არ გასვენებს?
-არ ვიცი,რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს.-თქვა კირამ და საწოლზე წამოჯდა.
-ორგანიზმი კოკა-კოლას გთხოვს?-გაეცინა მარგოს.
-ჰაჰ,სიცილით მოვკვდი.-ყალბად გაიღიმა გოგონამ,მერე თავი ასწია და უნდოდა მარგოსთვის რაღაც ეკითხა,მაგრამ უცებ თვალი ფანჯრისკენ გაექცა და გაოცებისგან პირი დააღო.
-რა მოხდა?-ჰკითხა მარგომ.
-ხანძარი!-წამოიძახა უცებ კირამ,კისერი წაიგრძელა და ფანჯარას მიაშტერდა.
-ჰო ვიცი,ვიცი...-თავი გააქნია მარგომ.-თინეიჯერების სულში ყოველთვის ხანძარი გიზგიზებს.
-არა... მარგო,შეხედე!-თქვა კირამ და ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა.
გოგონები საწოლიდან წამოდგნენ,ფანჯარა გამოაღეს და გორაკზე წამომდგარ სახლს გახედეს.
ცალხელას სახლის ერთი ნაწილი უცნაურად ანათებდა და ჰაერში მუქი ფერის კვამლიც იფანტებოდა.მარგომ და კირამ ერთმანეთს გადახედეს და თითქოს ერთმანეთის აზრები ამოიკითხეს.გოგონებს სიტყვაც არ დაუძრავთ,ისე ჩაიცვეს ტანზე და უკანმოუხედავად გაიქცნენ ცალხელას,აწ უკვე დენისის სახლისკენ .გზაში კირამ მოიფიქრა და არჩილს დაურეკა,რომელიც იმ ღამით მორიგე იყო.
-მამა!-ჩასძახა ტელეფონში აქოშინებული ხმით კირამ.
-რა მოხდა?-შვილის ხმის გაგონებაზე არჩილიც ანერვიულდა.
-დენისის სახლში ხანძარია,სწრაფად მოდი!
-კირა,სად ხარ?!
-მამა,ნუღარ მეკითხები,სწარაფად მოდი...-კირამ ტელეფონი გათიშა და მარგოს უკან გაეკიდა.
გოგონებმა სწრაფად აირბინეს გორაკზე მიმავალი ბილიკი,ძველი რკინის ჭიშკარი შეაღეს და სახლთან მიცვივდნენ.მარგო კარს მიაწვა,რომელიც მაშინვე გაიღო,რადგან ჩაკეტილი არც კი იყო.
-შენ აქ დარჩი!-უბრძანა გოგონამ კირას და სახლში შევიდა.
მთელი სახლი კვამლით იყო გაბურული,ნამწვავის მძაფრმა სუნმა გოგონას სუნთქვა შეუკრა და თვალები აუცრემლა,მაგრამ გზა მაინც განაგრძო და დენისის ძებნა დაიწყო.
მარგო მის სახელს ყვიროდა და ეძახდა,მაგრამ პასუხს არავინ სცემდა.
გოგონა სამზარეულოს მიადგა,კარი შეაღო და სანახაობამ ძალიან შეაშინა.როგორც ჩანს ხანძარი სწორედ,იქ გაჩნდა.ალმოდებული ფარდები ჰაერში ფრიალებდა,ყველაფერი სქელ კვამლში გახვეულიყო,სახლის პატრონი კი იატაკზე უგონოდ ეგდო და არ ინძრეოდა.
მარგო მისკენ დაიხარა,ხელებში ჩაეჭიდა და დერეფანში გამოათრია.კირამ ეს ,რომ დაინახა მარგოს ბრძანებას აღარ მოუსმინა,სახლში შევარდა და მამიდაშვილისკენ გაიქცა.
-წადი აქდენა,შეიძლება გაზი აფეთქდეს!-დაუყვირა მარგომ.
-მარტო ვერ შეძლებ!-თვალები დაუბრიალა კირამ,დენისს ხელი მაგრად ჩაავლო და მარგოს დაეხმარა,რომ გარეთ გამოეყვანათ.
როგორც კი გოგონები სახლიდან გამოვიდნენ,მოგუდული გუგუნის ხმა გაისმა.ისე თითქოს, სადღაც დედამიწის სიღრმეში, რაღაც აფეთქდა.წამიერად მთელი სახლი განათდა და პირველ სართულზე ყველა ფანჯრის მინა ჩამოიმსხვრა.
მიწაზე მწოლიარე დენისს მარგომ,სახეში შემოარტყა,რომ გამოეფხიზლებინა,მაგრამ ბიჭი სრულიად უგრძნობლად იყო.
-კვამლი აქვს ნაყლაპი!-წამოიძახა მარგომ.
-ხელოვნური სუნთქვა სჭირდება.-თქვა კირამ.-მიდი, გაუკეთე.
-მე რატომ?-წარბი შეკრა მარგომ.
-იმიტომ,რომ ...სრულწლოვანი ხარ.
-ეს რა შუაშია?
-რა ვიცი,შენ ხომ სულ ამას იმეორობ?-კირას ყველაზე რთულ მომეტშიც კი შეეძლო ეხუმრა.-სულ იმას ამბობ სრულწლოვანი ვარო,ჰოდა მიდი და ეგ შენი სრულწლოვნება რამეში მაინც გამოიყენე,თანაც სამედიცინო სფეროში განათლებას ხომ იღებ?
-ფსიქოლოგიის კურსზე, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას არ ასწავლიან.-თვალები დაქაჩა მარგომ.
-თუ კიდევ დიდხანს ვიკამათებთ,დენისი გაიგუდება.
მარგოს არაფერი უთქვამს,დენისს ერთი ხელი ცხვირზე მოუჭირა,მეორეთი პირი გააღებინა, მისკენ დაიხარა,ტუჩებზე ფრთხილად შეეხო და ჰაერი ნელა ჩაჰბერა.გოგონამ ხელები დენისს მკერდზე ძლიერად დააჭირა და რამდენჯერმე დააწვა.იგივე მოძრაობები მარგომ ,სამჯერ თუ ოთხჯერ გაიმეორა.
მოულოდნელდა,დენისმა თვალები გაახილა,ამოისუნთქა და ისეთი ხველა აუვარდა,რომ კინაღამ ფილტვები დაუსკდა.
-ნელა ისუნთქე,ფილტვები კვამლით გქონდა სავსე.-უთხრა მარგომ.
-რა... მოხდა?-დენისმა გაოცებული სახით გადახედა გოგონებს,მერე კი მზერა თავის სახლზე შეაჩერა,რომელიც ჯერ კიდევ იწვოდა.
-ეგ შენ უნდა გვითხრა.-უპასუხა კირამ.

ამ დროს, პოლიციის სირენების ხმაც გაისმა და რამდენიმე წამში,მთელი ეზო მანქანებით გაივსო.მეხანძრეებმა ცეცხლი მაშინვე ჩააქრეს.აღმოჩნდა,რომ მხოლოდ სამზარეულო იყო დამწავრი,დანარჩენი ოთახები გადარჩა,ხანძრის გაჩენა კი ელექტრო გაყვანილობას დააბრალეს.
არჩილი განრისხებული და შეშინებული იყო, გოგონების საქციელის გამო.მათ,რომ რაიმე დამართოდა,ალბათ თავის თავს ვერასოდეს აპატიებდა.თუმცა,იმასაც აღიარებდა,რომ გოგონებმა გმირობა ჩაიდინეს და მეზობელი სიკვდილისგან იხსნენს.

-რატომღაც მგონია,რომ ხანძარი ელექტრო გაყვანილობას არ გაუჩენია.-თქვა პატრულის მანქანაში მჯდარმა კირამ და უკანა სავარძელზე მოკალათებულ მარგოს გახედა.
-აბა,მოჩვენებებმა გააჩინეს?-ჰკითხა მარგომ სერიოზული სახით.
-ვფიქრობ,დენისმა რაღაც იცის და იქნებ მოგვიყვეს?!-უპასუხა კირამ,მერე რაცია აიღო,ჩართო და ხმამაღლა დაიძახა.-მაღალო და სიმპათიურო,ქერა ბიჭო,ახლავე ჩაჯექი მანქანაში,დაპატიმრებული ხარ!
კირას ხმა ექოსავით გაისმა მთელს ეზოში და იქ მყოფმა ყველა ადამიანმა, არჩილის მანქანისკენ გაიხედა.
დენისმა უხერხულად გაიღიმა,რადგან მიხვდა,რომ ეს სიტყვები მას ეხებოდა,მერე სასწრაფოს ექიმებს თავი დააღწია და არჩილის მანქანის უკანა სავარძელზე,მარგოს გვერდით მოთავსდა.
-წესიერად,მადლობაც ვერ გადაგიხადეთ,თქვენი საქციელისთვის.-თქვა დენისმა.
-მოგვიყევი, რა მოხდა სინამდვილეში და ეგ იქნება შენი მადლობა.-უთხრა კირამ.
-სიმართლე გითხრათ, თვითონაც არ ვიცი...-ამოიოხრა დენისმა,ფანჯარაში გაიხედა და კისერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა,მერე კი მარგოს დაჟინებული მზერა იგრძნო და გოგონას გაოცებული სახით გახედა.
-უკვე გითხარი,როგორ იქცევიან ადამიანები,როცა იტყუებიან?-ჰკითხა მარგომ გამომცდელი მზერით.
-ჰო.-გაეცინა ბიჭს.
-მერე?-წარბები აზიდა მარგომ.
-კარგი,-თქვა უხალისოდ დენისმა,-ყველაფერს მოგიყვებით.



თავი 6
დენისს უნდოდა გოგონებისთვის სიმართლე ეთქვა და მათი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა,მგარამ არჩილმა არ დააცადა.კაცი მანქანაში ჩაჯდა და უკანა სავარძელზე მჯდომ დენისს გახედა.
-დღეს ჩვენთან დარჩები!-თქვა მტკიცედ არჩილმა.
-რა?-ერთდოულად წამოიძახეს გოგონებმა.
-მართალია მხოლოდ სამზარეულო დაიწვა,მაგრამ სანამ სახლიდან ის საშინელი სუნი არ გავა,ჯობია ჩვენთან დარჩე.-განუმარტა კაცმა.
-გმადლობ არჩილ ,მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ,სასტუმროში დავრჩები.-უთხრა დენისმა.
-არ ვწუხდებით და აღარ შემეკამათო.-თქვა მკაცრად არჩილმა და მანქანა დაძრა.
დენისს ხმა აღარ ამოუღია.ძალიან ერიდებოდა,მაგრამ არჩილის შემოთავაზებას მაინც დათანხმდა და იმ ღამით სწორედ მათთან დარჩა.
მართალია, ოთახში წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა,თუმცა საბედნიეროდ იმ ღამით არ უწვიმია და არც დენისი დასველებულა.
მარგო ძალიან დაძაბული იყო.საწოლში შამფურივით ტრიალებდა და ვერაფრით ახერხებდა თვალის მოხუჭვას.დენისის სიახლოვე ანერვიულებდა,თუმცა ამავდროულად ხანძრის მომენტები კადრებივით ურბოდა თვალწინ და გულს უფორიაქებდა.

...
მეორე დილით, მარგოს დაღლილს გაეღვიძა.სანამ კირა ისევ ნერვებს მოუშლიდა, სააბაზანოს მიაშურა და ცხელი წყლით ისიამოვნა.მარგო დამშვიდებული სახით გამოვიდა იქიდან,სველ ტანზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და რომელიღაც რიტმულ სიმღერას ღიღინებდა.გოგონა საწოლზე ჩამოჯდა და სანამ ტანზე კრემს ისვამდა,უცებ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი და იგრძნო,რომ რაღაც რიგზე არ იყო.

გოგონა წამოდგა,სარკესთან მივიდა და თავისი თავი კარგად დაათვალიერა.სველი კანი, რაც უფრო შრებოდა,მით უფრო ემჩნეოდა უცნაური ფერის,მოყავისფრო ტალები.მარგომ სააბაზანოში შებრუნდა,ონკანი მოუშვა და სცადა ეს ტალები მოეშორებინა,მაგრამ კანი კიდევ უფრო მეტად აჭრელდა.გოგონა უკვე სერიოზულად ნერვიულობდა.ეშინოდა,რომ კანზე რაღაც სჭირდა,თუმცა მოულოდნელად ნაცნობი სუნი ეცა და ყველაფერს მიხვდა.მარგომ თავისი შხაპის გელი აიღო,თავი მოხსნა, დაყნოსა და მისი ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა.აღმოჩნდა,რომ კირას შხაპის გელში ავტორუჯი გაურევია.
მარგო გააფთრებული სახით გამოვარდა საძინებლიდან,ტანსაცმლის ჩაცმაც კი არ გახსენებია,პირსახოცის ამარა გავრდა დერეფანში და პირდაპირ დენისს შეეჩეხა.
ბიჭი ჯერ ერთ ადგილას შედგა გაოცებული სახით,მერე კი მარგოს დააკვირდა და მისი აჭრელებული კანი,რომ დაინახა სიცილი აუვარდა.
-ჟირაფს გავხარ...ზუსტად ისე ხარ აჭრელებული...-ხარხარებდა ბიჭი.
-დენისს,აქ რაღაც გაქვს.-მკლავზე მიუთითა მარგომ.
-რა მაქვს?-იკითხა გაოცებული სახით მან.
მარგო უცებ ფრჩხილებით ჩააფრინდა ხორცში დენისს და მაგრად მოუჭირა.
-ააუუუ,გამიშვი მტკივა!-ტკვილისგან სახე დამანჭა დენისმა.
-კირას დაუძახე!-უბრძანა სიცილით მარგომ და ოთახში შებრუნდა.
-შევცდი,ჟირაფი კი არა ბრაზილიური თუთიყუში ხარ.-მიაძახა ბიჭმა დერეფნიდან.-აი ისეთი,ტანზე ძალიან ჭრელები,რომ არიან და გრძელ კლანჭებს ყველას,რომ არჭობენ.
მარგოს არაფერი უთქვამს.კარს უკან იდგა და ჩუმათ ფხუკუნებდა,რომ დენისს არ გაეგონა.
ცოტა ხანში, ოთხაში კირაც შემოვიდა და აჭრელებული მარგო,რომ დაინახა სიცილი აუვარდა.
-ადრე,ერთ მულტფილმს ვუყურებდი, ძროხაზე იყო და...
-არ თქვა!-თითი გამაფრთხილებლად ასწია გოგონამ.-შენთვის ჯობია აღარ გააგრძელო! იმან ჟირაფი და თუთიყუშიო,ამან კიდე ძროხაო...ღმერთო,რა დაგიშავე?!
-მაგრამ... იმ ძროხას ძალიან ჰგავხარ,-გადაიკისკისა კირამ,-ზუსტად მასსავით ხარ აჭრელებული.მოიცა, გავოხსენო რა ერქვა...
-კირა!
-ოტისი!-ისევ გადაიკისკისა გოგონამ.
მარგომ, განრისხებული სახით ჩაავლო ხელი ბიძაშვილს,საძინებლიდან გამოაგდო და კარი ჩაუკეტა.გოგონამ ცოტა ხანს ინერვიულა იმაზე,რაც დაემართა,მაგრამ იცოდა ვერაფრით გამოასწორებდა,რადგან სანამ ავტორუჯი თავისით არ გადავიდოდა,ასე მოუწევდა სიარული.საბედნიეროდ, მასა შხაპის გელში იყო შერეული და ისეთი მკვეთრი ეფექტიც არ ჰქონდა,თუმცა მაინც სასაცილოდ ჩანდა.
მცირე ფიქრის შემდეგ,მარგომ გრძელმკლავიანი მაისური და ჯინსი ჩაიცვა,რომ მისი აჭრელებული კანი აღარ გამოჩენილიყო და დაბლა ჩავიდა.
არჩილს საუზმობა უკვე მოესწრო და წასასვლელად ემზადებოდა.კაცი გარეთ გავიდა და ეზოში შემომავალი დამიანე დაინახა,რომელსაც ძალიან შეშფოთებული სახე ჰქონდა.
-დილა მშვიდობისა, ბიძია არჩილ.-მიესალმა დამიანე კაცს.
-დილა მშვიდობის, დამიანე.-გაუღიმა მან.-შენ კიდევ დასჯილი ხარ?
-თქვენც,ბიძია არჩილ?-უხერხულად გაიღიმა ბიჭმა.-მეგონა თქვენ მაინც გამიგებდით,ხომ იცი ადამიანი,გაბრაზებულ გულზე რას არ იზამს.
-ჰო,მომდევნო ჯერზე,რომ გაბრაზდები, ეცადე მანქანები აღარ დაკაწრო.
-კარგი,გავითვალისწინებ!-გაეცინა ბიჭს.-დენისის ამბავი გავიგე,აქ არის ხომ?
-კი,შიგნითაა.-უპასუხა არჩილმა,ბიჭს დაემშვიდობა და წავიდა.

დამიანე სახლში შევიდა და ყველას მიესალმა.მერე კი მომხდარის შესახებ ინფორმაციის გამოკითხვა დაიწყო.
-რიგში ჩადექი დამიანე,-შეაწყვეტინა კირამ,-შენზე ადრე ,აქ ჩვენ ვიყავით და ცნობისმოყვარეობამ მთელი ღამე არ დამაძინა.
-ბოლოს და ბოლოს ,მოყევი რა დენის!-წამოიძახა მოუთმენლად მარგომ.
-ხალხნო,ისეთი არაფერი მომხდარა,უბრალოდ ისევ ის ქერა ქალი დამესიზმრა.-დაიწყო უხალისოდ დენისმა.-მეძახდა და მეც მის ხმას გავყვევი,მერე სამზარეულოში აღმოვჩნდი და ხანძარი,რომ დავინახე მისი ჩაქრობა ვცადე,მაგრამ კარი ჩაიკეტა და კვამლმა გონება დამაკარგვინა.
-სულ ეს იყო?-კირა აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა.-მეგონა უფრო მხატვრულად მოყვებოდი.
-ის ქერა ქალი, უცნაურად არ გეჩვენება?-ჰკითხა დამიანემ.-იმ სახლში საერთოდ,როგორ გძინავს, მიკვირს.
-კარგით რა, ეს უბრალოდ სიზმარი იყო.-ხელი უდარდელად აიქნია დენისმა.
-იქნებ არ იყო!-წამოიძახა უნებურად მარგომ და ყველამ მას გახედა გაოცებული სახით.
-„ურწმუნო თომა“,შენთვის რაიმე შეიცვალა?-ჰკითხა ცინიკურად კირამ.
-ჰო,შეიცვალა.-თქვა მარგომ ოდნავ აღელვებული ხმით,მერე ტელეფონი ამოიღო,ვიდეოები ამოქექა და ის ცნობილი ჩანაწერი მეგობრებს აჩვენა.
ვიდეოს ჩართვისას სახეზე ყველას ღიმილი ეფინა,რადგან მარგოს და კირას კინკლაობა ისმოდა,თუმცა როცა სარდაფის ბნელ კუთხეში აზუტული ქერა ქალი დაინახეს,სიცილის სურვილი მაშინვე გაუქრათ, შიშისგან ხმა ჩაუვარდათ და დაზაფრული სახეებით ერთმანეთს გადახედეს.
-ეს ჩანაწერი აქამდე,რატომ არ მაჩვენე?-წარბები მაღლა აზიდა კირამ.
-შენი შეშინება არ მინდოდა.-უპასუხა მარგომ
-შეშინებულს ვგავარ?-წამოიძახა კირამ.-ეს იმას ამტკიცებს,რომ იმ სახლში...
-არა!-მტკიცე ხმით თქვა დენისმა და ფეხზე წამოიჭრა.-გეყოფა კირა,აღარანაირი მოჩვენებები და სულები! იმ სახლში არაფერი არ არის და ეს ჩანაწერიც არაფერს ნიშნავს!
-მაგრამ შენი თვალით ნახე,რომ...
-მე წავედი,გმადლობთ მასპინძლობისთვის!-ისევ შეაწყვეტინა და სახლიდან გავარდა.
-დენის!-უკან გაჰყვა მარგო.
-ბებიაჩემმა, რაღაც იცის,-ჩაილაპარაკა დამიანემ,-იცის და არაფერს არ ამბობს...უნდა გავიგო!
-რას აპირებ?-ჰკითხა კირამ.
-საკაბელოს გავაფუჭებ და თავის საყვარელ სერიალებს,რომ ვეღარ უყურებს იძულებული გახდება ყველაფერი მომიყვეს.-თქვა ბიჭმა სერიოზული სახით.

მარგო ჭიშკართან დაეწია დენისს,მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა.
-რა გინდა?-მიახალა უხეშად ბიჭმა.
-არ დაბრუნდე იმ სახლში.-შეევედრა გოგონა.-შეიძლება ისევ იგივე განმეორდეს.
-მარგო,ჩვენს შორის ყველაზე საღად შენ აზროვნებდი და ახლა შენც გაგიჟდი?-ნერვიულად გაეცინა ბიჭს.-„მასობრივი ფსიქოზი“ გადმოგედო?
-შენ არ იცი,როგორ შემეშინდა,როცა სამზარეულოს იატკზე გნახე.-თვალები დაუბრიალა გოგონამ.-წამითაც,რომ დამეგვიანა...
-ვიცი!-შეაწყვეტინა მან.
-ჰოდა, ნუღარ მიდიხარ იქ!
-გმადლობ!
-რისთვის?
-სიკვდილს გადამარჩინე.-გაუღიმა ბიჭმა,მარგოსკენ დაიხარა და თბილი ტუჩებით შუბლზე ნაზად შეეხო.
-დენის...-ხმა ჩაუწყდა გოგონას.
-არ მჯერა მოჩვენებების,რადგან ისინი არ არსებობენ!-მტკიცედ გაიმეორა ბიჭმა,გოგონას ზურგი აქცია და გზას გაუყვა.


...
მეორე დილით ,კირას კარგ გუნებაზე გაეღვიძა.ღამით არც მოჩვენებებს შეუწუხებია და არც კოშმარებს,ამიტომ კარგად გამოიძინა და სახეც დამშვიდებული ჰქონდა.მარგოს ჯერ კიდევ ეძინა,როცა კირამ თავი მოიწესრიგა და საუზმის მომზადებას შეუდგა.
დაახლოებით რამდენიმე წუთის შემდეგ ,გამყინავი კივილის ხმა გაისმა.ვინმეს,რომ გაეგონა იფიქრებდა,რომ ვიღაცას კლავდნენ.შეიძლება მკვლელობა არ ხდებოდა,მაგრამ მარგოსთვის მისი ტანსაცმლის გაფუჭება,მკვლელობის ტოლფასი იყო.
კირამ სწრაფად აირბინა კიბეები,ოთახში შევარდა და საწოლზე ჩამომჯდარი მარგო დაინახა,რომელსაც ფეხებთან მისი ჩემოდანი ეგდა და დასტიროდა.
კირას დავიწყებულიც კი ჰქონდა,რომ რამდენიმე დღის უკან მამიდაშვილის ჩემოდანი,წვიმაში გადგა აივანზე,შიგნით კი ყველა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ალბათ უკვე განადგურებული იყო.
-სამაგიროს ასე მიხდი,რომ ვიდეო არ გაჩვენე?-წარბები შეკრა მარგომ და ბიძაშვილს თვალებში ჩააშტერდა.
-მე... არაფერი გამიფუჭებია.-მხრები აიჩეჩა კირამ.-თუმცა მართლა ძალიან ვარ გაბრაზებული,რომ ის ვიდეო აქამდე არ ვნახე.
-ჰო,ჩემოდანი აივანზე თავისით გავიდა,არა?
-ალბათ, შენგან გაქცევას ცდილობდა.-ჩაიქირქილა კირამ.-ხომ ხედავ, ჩემოდანიც გაგირბის.-კირამ , მარგოს მწველი მზერა,რომ იგრძნო მიმიკა შეიცვალა და სერიოზული სახით თქვა.-ტანსაცმელს გასაშორბად გავკიდებ,ეგ ფეხსაცმელები კი მზის გულზე დააწყვე, თუ გინდა მალე გაშრეს.
-ყველაფერი გაფუჭებულია...-ამოიტირა მარგომ.
-არ მინდოდა.-კირა სინდისმა შეაწუხა,მარგოს გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი დაადო.-სულ გადამავიწყდა,რომ აივანზე გავდგი შენი ჩემოდანი.მხოლოდ რამდენიმე საათი ვაპირებდი იქ დატოვებას და არა რამდენიმე დღე.
-ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს.-ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ტანსაცმელს გავფენ.-უთხრა კირამ და პასუხისთვის არც დაუცდია ისე ამოალაგა მარგოს ჩემოდანი.-შენ ფეხსაცმელებს მიხედე.
გოგონას არაფერი უთქვამს,რადგან არც ჩხუბის ნერვები ჰქონდა და არც კირას ირონიების მოსმენის.მარგომ ფეხსაცმელები ეზოში გაიტანა და სადაც მზე ყველაზე მეტად აცხუნებდა,იქ დაალაგა გასაშრობად.

...
თითქმის მთელი დღე გოგონები უხასიათოდ იყვნენ.მარგო სრულ მდუმარებაში იყო,რადგან კირასთან საუბარი სურდა,მის დღიურზე და მოჩვენებებზე,მაგრამ ვერაფრით დაალაგა აზრები,კირა კი ჰამაკში იჯდა და თვალი ერთ წერტილზე გაეშტერებინა.
გოგონა თავის კოშმარებზე და მოჩვენებებზე ფიქრობდა.მართალია მოჩვენებებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა,მაგრამ ის რაც ვიდეოში ნახა, უფრო საშიში იყო,ვიდრე მისი კოშმარები.კირა ფეხს გამალებით აჭერდა მიწას და რაც შეიძლება დიდზე ქანაობდა ჰამაკით,რადგან ძალიან სიამოვნებდა დილის გრილი ნიავი სახეზე,რომ ხვდებოდა.
-კირა, უნდა ვილაპარაკოთ!-თავზე დაადგა გოგონას მარგო.
-მე, არაფერ შუაში ვარ.-თქვა კირამ.
-რა?-გაუკვირდა მას.
-თუ ისევ რაიმე გაფუჭდა,ამჯერად არაფერ შუაში ვარ.ჩემოდნის და გელში ავტორუჯის გარევის მეტი არაფერი გამიფუჭებია, გეფიცები.-თავი იმართლა კირამ.
-არა, სხვა რამეზე მინდა გესაუბრო.-მარგომ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და კირას შეუბღვირა.-გაჩერდი ერთი წამით და მომისმინე.
-შენზე ისევ ძალიან ვარ გაბრაზებული ,ის ვიდეო,რომ არ მაჩვენე!-წარბი შეკრა კირამ და ისევ განაგრძო ქანაობა.
-კარგი,მაგრამ ასე ნუ ქანაობ, ჩამოვარდები.-უპასუხა მარგომ უხეშად,კირას ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა.
მოულოდნელად,შორიდან გამოქანებულ კირას,ნამიან ბალახზე ფეხი აუცდა,თავი ვეღარ შეიკავა და ამოყირავდა.უცებ, მიწაზე ძლიერად დანარცხების ხმა გაისმა.მარგო უკან შემობრუნდა და ჰამაკიდან ახლახანს გადმოვარდნილი კირა დაინახა,რომელიც ბალახებში ეგდო გაშხლართული და წამოდგომას ლამობდა.
-ხომ გითხარი?!-ნიშნისმოგებით ჩაიცინა გოგონამ და კირას ხელი გაუწოდა.
-ალქაჯო!-ჩაილაპარაკა კირამ,მარგოს ხელს ჩაეჭიდა და წამოდგა.-შენი თვალი მცემს!
-აბა,ვილაპარაკოთ?
-გისმენ!
-შენი დღიური წავიკითხე.-პირდაპირ მიახალა მარგომ.
-რა?-კირამ თვალები დაქაჩა.
-მთლიანად არა,მხოლოდ რამდენიმე ფურცელი.-თავი იმართლა მარგომ.
-და შენი აზრით, ეს დიდი შეღავათია? მარგო,ვინ მოგცა უფლება ჩემი დღიურის წაკითხვის? ეს ყველაზე საშინელი საქციელია...შენ ჩემზე უარესი ხარ!-კირა მრისხანებისგან სახეზე სულ გაწითლდა.
-მისმინე,ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი და თავს არ ვიმართლებ,შეგიძლია გამლანძღო, ან კიდევ ისეთი საშინელი რაღაცეები მომიწყო,მაგრამ შენზე სერიოზულად ვნერვიულობ.არ მომიყვები, რა ხდება?-ჰკითხა მზრუნველად მარგომ.
-ჩემგან გულახდილობას ითხოვ?
-რაღაც უცნაურობები გემართება და თუ შემიძლია,რომ რამით დაგეხმარო...
-ერთადერთი ხარ ვისი დახმარებაც ,ყველაზე ნაკლებად მჭირდება.-თქვა კირამ მკაცრად და გოგონას ზურგი აქცია.
კირა ძალიან გაღიზიანებული სახით წავიდა უკანა ეზოსკენ და ჩრდილში,სახლიდან მოშორებით ჩამოჯდომას აპირებდა,როცა მზის გულზე გამოლაგებული მარგოს ფეხსაცმელები დაინახა.
კირამ, მარგოს უყურადღებობით ისარგებლა,ფეხსაცმელებთან მივიდა და კარგად დაათვალიერა.ჯერ ,შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი აიღო,ამოაბრუნა და ძირზე პრადას წარწერა,რომ ნახა ირონიულად ჩაიცინა.
-ჰმ,როგორც ჩანს ეშმაკი მართლაც ატარებს პრადას!
მერე ბალეტის ფეხსაცმელების სამარკო ნიშანს დახედა და დიორი იცნო.კიდევ რადენიმე ფეხსაცმელიც ბრენდული აღმოჩნდა.კირა სერიოზულად გააღიზიანა ამ სნობურმა ფაქტებმა,ამიტომ ტონის დაუძახა და დიორის ფეხსაცმელი მიაწოდა.
-მიდი ტონი,დაღეჭე შენ ხომ გიყვარს ფეხსაცმელების გაფუჭება?
ძაღლმა ფეხსაცმელს დაყნოსა და მიხვდა,რომ საჭმელი არ იყო, ამიტომ უკან დაიხია.
-ტონი ბრენდებში ვერ ერკვევი?-გაიცინა კირამ.-მიდი, ის ამოარჩიე,რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს.
ძაღლმა კიდევ ერთხელ დახედა ფეხსაცმელებს,მერე პრადა პირით აიღო,თათებში მოიქცია და მის დაღეჭვას შეუდგა.
-ყოჩაღ,სულ მე მგავხარ!-ჩაიცინა კირამ და იქაურობას მოშორდა.

როცა მარგომ,თავისი დაღეჭილი და განადგურებული ფეხსაცმელები ნახა,კინაღამ ჭკუიდან შეიშალა,მაგრამ დღიურის წაკითხვის გამო,გაიფიქრა რომ ამის ღირსი იყო,ამიტომ კირასთვის არაფერი უთქვამს.საძინებელში შევიდა,საწოლზე დაწვა და თავისითვის,ჩუმათ გადაიტანა ეს ტრაგედია.
-მარგო!-კარი შეაღო კირამ და გოგონას გვერდით საწოლზე დაეშვა.
-მძინავს.-შეუბღვირა მარგომ.
-თუ გინდა ველოსიპედით გავისეირნოთ და ცოტა მოგეშვება.
-არ ვიცი ველოსიპედზე ჯდომა.-ამოილაპარაკა გოგონამ.
-რაა?!-თავი წამოსწია გოგონამ.-როგორ...რატომ არ იცი?
-არავის უსწავლებია.-მისკენ გადაბრუნდა მარგო.-მამიდაშენი არ იცი რა ფეთიანიცაა? ველოსიპედი კი არა ბობრბლებიან სკამზე,რომ დავჯდე იმაზეც გიჟდება.
-ეს უნდა გამოვასწოროთ!-თქვა მტკიცედ კირამ და ფეხზე წამოვარდა.-ადექი და ეზოში ჩავიდეთ.
-არ მინდა!
-თუ შემეკამათები,ხვალ ისევ ბაყაყთან ერთად გაიღვიძებ.
-ესეიგი,შენ ჩამისვი საწოლში,არა?!-თვალები დაუბრიალა მარგომ.
-რა თქმა უნდა!-გაეცინა კირას,მამიდაშვილს ხელი დაავლო და თითქმის ძალით გაათრია ეზოში.

გოგონა თავიდან უარზე იყო,მაგრამ კირა არ მოეშვა და მაინც დაითანხმა.მარგო ველოსიპედზე შეჯდა და მცირე მანძილი ისე გაიარა,რომ კირას ხელი ეკიდა და არ უშვებდა,რადგან წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა.
რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ,მარგომ წონასწორობის შენარჩუნებაც ისწავლა და უკვე დრო იყო, მარტოს ემართა ველოსიპედი,მაგრამ კირას ხელს მაინც არ აშვებინებდა.
გოგონამ მოთმინება დაკარგა.იფიქრა, იქნებ ასე მაინც ისწავლოს მართვაო და მოხრეშილ დაღმართზე,რომელიც ჭიშკრისკენ მიდიოდა,მარგოს ხელი გაუშვა.
გოგონა ,თავისი ველოსიპედით ხრეშზე დაეშვა და განწირული კივილი გააბა. უცებ, ჭიშკარში სახეალეწილი და გაფითრებული დენისი შემოვარდა,რომელიც ისე ქოშინებდა,რომ სულს ძლივს ითქვამდა.ბიჭმა მისკენ მთელი სისწრაფით მომავალი მარგო,რომ დაინახა,წინ გადაუდგა,უნდოდა ველოსიპედი გაეჩერებინა,მაგრამ ველოსიპედმა ფეხზე გადაუარა,მარგო კი ზედ შეახტა დენისს , ორივენი დაჟანგულ ჭიშკარს დაეჯახნენ და მიწაზე დაცვივდნენ.

...
დენისი საწოლზე იწვა და კუთხეებში ოდნავ გაყვითლებულ ჭერს აკვირდებოდა.ბიჭი ნერვიულად ათამაშებდა თითებს და ცდილობდა დაეძინა,მაგრამ ამაოდ.
დენისმა ფანჯრისკენ გაიხედა,უკვე თენდებოდა და შორს მთებს იქით,მზე ნელ-ნელა იწვერებოდა.წინა ღამით ნაწვიმარის გამო, გარემოს სქელი ნისლი დასდებოდა,შორს კი მამლების გულისწამღები ყივილი ისმოდა,რომელსაც ბექვოკალში ძაღლები ედგნენ.

„დენის!“-ჩაესმა უცებ ბიჭს მისი სახელი და გაოცებულმა თავი წამოსწია.
მოულოდნელად, ჭერზე დაკიდებულმა ნათურამ თავისით გაანათა,მერე შუქი აციმციმდა,უცნაური ზუზუნის ხმა გაისმა და ნათურა გასკდა.
დენისი საწოლიდან წამოხტა და გაოგნებული იდგა რამდენიმე წამს,რადგან ვერ გაეგო რა მოხდა.
„დენის!“-გაისმა ისევ ქალის ნაზი ხმა და საძინებლის ოდნავ შეღებულ კართან, ვიღაცამ ჩაიარა.
ბიჭმა იფიქრა,რომ სახლში ვიღაც შემოიპარაო,რადგან ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა,ამიტომ კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა.
-მარგო!-დაიძახა ბიჭმა,-კირა!ისევ თქვენ ხართ?
„დენის!“-ამჯერად ხმა უფრო კვეთრად მოესმა ბიჭს და დერეფნის ბოლოს, ქერა თმასაც მოჰკრა თვალი.
დენისმა სწრაფად გაირბინა დერეფანი,მესამე სართულზე ამავალ კიბეებს აუყვა და ტერასის კართად გაჩერდა.ბიჭმა ღია აივნის კარი დაინახა და კართან მდგომი ქერა ქალი,რომელსაც თეთრი,გამჭირვალე კაბა ეცვა,ზურგით იდგა და თმას ქარი უწეწავდა.
-ვინ ხარ?-ჰკითხა გაოგნებული ხმით მან.
ქალმა უცებ თავი დახარა და ატირდა.მისი ხმა შემზარავად ისმოდა ცარიელ სახლში.დენისი მიუახლოვდა,თან გული ისე უცემდა,რომ თავისი თავისაც კი უკვირდა.როცა ბიჭი ახლოს მივიდა ქალთან შენიშნა,რომ ხელში ბავშვი ეჭირა,რომელიც არ ინძრეოდა და ქალი სწორედ მას დასტიროდა.
-ქალბატონო...-დენისმა მხარზე ხელი ფრთხილად შეახო.უცებ ქალი მისკენ შემობრუნდა,დენისს ყინულივით ცივი მზერით თვალებში ჩააშტერდა,მერე ბიჭს ხელი ჰკრა და ისე ძლიერად მოისროლა ოთახის მეორე ბოლოში,რომ დენისმა ადგომაც ვერ შეძლო.მხოლოდ ის დაინახა,როგორ შებრუნდა ქალი და ბავშვიანად ტერასიდან გადაეშვა,მერე კი გონება დაკარგა.


...
ზაფხულის მზით გაჩახჩახებულ პატარა ეზოში, დიდი ქაოსი სუფევდა.კირა ბოლო ხმაზე ხარხარებდა და ეზოში ისე იყო ჩაკეცილი,რომ ფეხზე ვერც კი დგებოდა.მარგოს ხელის გული გაეკაწრა და სისხლი სდიოდა,თან რატომღაც სიცილის ხასიათზე საერთოდ არ იყო,დენისი კი ისეთ გაუკრკვევლი მზერით იხედებოდა,რომ თითქოს სხვა პლანეტაზე იყო.
ამ დროს , ეზოში აქოშინებული დამინე შემოვარდა.ბიჭი,თურმე დენისს უკან მოსდევდა და გაოცებული იყო.თქვა ,დენისმა გვერდი ისე ჩამიარა ვერც კი მიცნოო.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ?!-დაუყვირა ოდნავ აკანკალებული ხმით მარგომ, კირას.-ხომ შეიძლებოდა,რაიმე მომეტეხა?
-კარგი ერთი!-კირა სიცილს ვერ წყვეტდა.-შეილოცავდი და შეგიხორცდებოდა!
-გოგონებო!-ამოთქვა დენისმა არაბუნებრივი ხმით.-ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა!
კირამ სიცილი შეწყვიტა და სახე დაუსერიოზულდა.მარგომ დენისს გახედა და მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
გოგონებმა მეზობლები სახლში შეიპატიჟეს და უნდოდათ გაეგოთ რა სჭირდა,მაგრამ დენისს თვალი ერთი ადგილისკენ გაეშეშებინა და ხმას არ იღებდა.
-დაელაპარაკე.-გადაუჩურჩულა კირამ მარგოს.
-მე რატომ?
-იმიტომ,რომ შენ მოგწონს.
-რა?
-გგონია ვერ ვამჩნევ ,როგორ ეპრანჭები?
-ახლა, ამის დრო არ არის.-მარგო დენისს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.ბიჭი შეკრთა და გამოფხიზლდა.
-რა მოხდა,მოგვიყვები?-ჰკითხა გოგონამ.
დენისი ცოტა ხანს მარგოს მიაშტერდა,მერე კირას გახედა ,ღრმად ამოისუნთქა და უთხრა.
-მგონი მართალი იყავი კირა,ჩემს სალხში მოჩვენებები არიან.
-ვიცოდი,ვიცოდი,ვიცოდი!-დაიყვირა კირამ მოულოდნელად და სიხარულისგან ერთ ადგილას შეხტა.
მარგომ,დამიანემ და დენისმა ერთმანეთს გადახედეს გაოცებული სახეებით.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ,დიდი ხანია კოკა-კოლა არ დაულევია.-უხერხულად გაიღიმა მარგომ.
კირა, რამდენიმე წამით ისევ ხტუნავდა სიხარულისგან,მერე მარგო სავარძლიდან ააგდო,თვითონ ჩაჯდა და დენისს მიაშტერდა.ბიჭს იქამდე უყურა, სანამ ყველაფრის მოყოლა დეტალებში არ აიძულა.დენისმა ანერვიულებული სახით მოყვა,როგორ დაინახა ქერა ქალი დერეფანში და როგორ გადახტა იგი აივნიდან.ბიჭს დაცემისას გონება დაუკარგავს და შუადღემდე ისე იწვა იატაკზე ,ხოლო როგორც კი გონს მოსულა მათთან მოვიდა.
კირამ ცოტა ხანს უსმინა,ბოლოს კი ჩაფიქრდა და დასკვნების გამოტანა დაიწყო.
-მაგ სახლში უნდა შევიდე.-თქვა მან.
-გაგიჟდი?-წამოიძახა მარგომ.
-ხომ გინდოდა გაგეგო რა მჭირდა?-მიუბრუნდა კირა.-ჰოდა ახლა დროა გაიგოთ!
-რაზე ლაპარაკობ?-ჰკითხა დამიანემ.
-მე მკვდრებს ველაპარაკები!-აღიარა კირამ და მეგობრებს გადახედა,რომლებიც სრულიად უემოციო სახეებით უმზერდნენ.-ჩემი არ გჯერათ?
-მე მჯერა!-ხელი ასწია დამიანემ.
-ნუ მეპირფერები.-გაეცინა კირას.
-რაში მჭირდება? უბრალოდ ,უცნაურ ადამიანებს შორიდანვე ვცნობ და შენ ჩემთვის ყოველთვის უცნაური იყავი.
-გმადლობ!-გაუღიმა გოგონამ.-მე იმ სახლში უნდა შევიდე და იქ თუ მოჩვენებები არიან, შეიძლება დაველაპარაკო კიდეც!
-არსადაც არ წახვალ ,კირა!-შეუყვირა მარგომ.-ერთხელ უკვე მოგეცი ამის უფლება,მეორეჯერ კი არ მოგცემ!
-მარგო,შენ დედაჩემი არ ხარ!
-სამაგიეროდ,შენი მამიდაშვილი ვარ,თანაც შენზე უფროსი და შენზე საღად მოაზროვნე.-კბილებში გამოსცრა გოგონამ.-თუ იქ წახვალ არჩილს ყველაფერს მოვუყვები,რაც ამ დღეების განმავლობაში გააკეთე და რაც გემართებოდა.
-ალქაჯო!-ჩაილაპარაკა კირამ და წარბშეკრული ჩაეშვა სავარძელში.
-დენის,დღეს აქ რჩები!-მიუბრუნდა მარგო ბიჭს.
-ამჯერად არ შეგეკამათები.-გაეღიმა ბიჭს და ფეხზე ნელა წამოდგა.-თავი საშინლად მტკივა,ოთახში შევალ და ცოტა ხანს წამოვწვები,კარგი?
-კარგი,დაისვენე.
დენისი კიბებს აუყვა,დამიანე კი გოგონებს დაემშვიდობა და კირას თვალით ანიშნა,რომ უკან გაჰყოლოდა.
-რა ხდება?-იკითხა გოგონამ.
-ბებიაჩემს ვერაფერი დავაცდენინე,მაგრამ რაღაც მაინც გავარკვიე.
-რა?
-ბიბლიოთეკაში, ცალკე განყოფილება აქვს დათმობილი ქალაქის ყველა ნიშვნელოვან ნაგებობას.საქარალდეებში ამ ნაგებობების აგების ისტორია, ფოტოსურათები,არქიტექტურული სტილის ანალიზი და სხვა ინფორმაცია ინახება.-უპასუხა დამიანემ.-დენისის სახლი 70-იანებშია აგებული და თუ არქივში შევალთ,ინფორმაციას უეჭველად ვიპოვით.
-და დენისის სახლი,რით არის განსაკუთრებული?-დაინტერესდა კირა.-ანუ მას ცალკე საქაღალდეს,რატომ მიუძღვნიდნენ?
-ქალაქში ერთადერთი ინგლისური ნაგებობაა და შეიძლება მთელს ქვეყანაშიც კი.
-რას მთავაზობ?
-ბებიაჩემს არქივის გასაღებს მოვპარავ და ბიბლიოთეკაში შევიპარები,მაგრამ ერთი ადამინი მჭირდება ,რომ გარემო დაზვეროს.-ჩაილაპარაკა დამიანემ.-მარგომ ისეთი სიტყვები გითხრა...ან დენისს ისეთი სახე ჰქონდა,რომ მათთან ერთად აღარ გითხარი.
-სწორადაც მოიქეცი.-გაუღიმა კირამ.-მე წამოგყვები.
-ძალიან კარგი.-უპასუხა ღიმილითვე დამიანემ.-შვიდზე ბიბლიოთეკა იკეტება,ამიტომ ათი წუთით ადრე მოდი და შიგნით დავიმალოთ,რომ არავინ დაგვინახოს.
-კარგი,იქ შევხვდებით.-უპასუხა გოგონამ და სახლში შებრუნდა.

...
კირა ზუსტად ისე მოიქცა,როგორ დამიანემ დაარიგა.არავისთვის არაფერი უთქვამს ისე გაიპარა სახლიდან და ბიბლიოთეკაში მივიდა.დამიანემ,შენობაში შესვლისთანავე,გოგონას ხელი დაავლო და დერეფნის ბოლოში მდებარე პატარა საკუჭნაოში შეათრია.
-რომ არ გამოვიდეს?-იკითხა კირამ ჩურჩულით.
-რამდენიმე წუთიც და ყველა თანამშრომელი წავა.-საათზე დაიხედა ბიჭმა.
ჩაბნელებულ და მუყაოს ყუთებით სავსე ოთახში, საშინელი სივიწროვე იყო.
კირა და დამიანე ერთმანეთზე იყვნენ აკრულები და ვერც კი მოძრაობდნენ.
გოგონა სიბნელეშიც კი გრძნობდა დამიანეს დაჟინებულ მზერას ,მისი თბილი სუნთქვა სახეზე ეხეთქებოდა და ეს კიდევ უფრო მეტად ძაბავდა.
-ცოტაც გაუძელი.-გაეღიმა ბიჭს.
-არ მიჭირს გაძლება,შენგან განსხვავებით.-ეშმაკურად ჩაიცინა კირამ,ხელი ასწია და დამიანეს მკერდზე მიაბჯინა.-გული საშინლად გიცემს.
-გეყოფა, კირა.-სიბნელეში ავისმოსწავებლად გაიელვა დამიანეს შავმა თვალებმა.
-გეხუმრე,რა იყო?-გაეცინა გოგონას და ხელი ისევ დაბლა დაუშვა.
-დროა...-ამოილაპარაკა ბიჭმა,კარისკენ შებრუნდა,გააღო და დერეფანში გაიხედა.
ირგვლივ სრული სიცარიელე დ სიჩუმე იდგა.დამიანე სწრაფად გამოვიდა საკუჭნაოდან და კირაც უკან გამოჰყვა.ბიჭმა ფრთხილად გაიარა დერეფანი,დაბლა ჩამავალი რამდენიმე საფეხური ჩაიარა და მძიმე ხის კარს მიადგა.
ბიჭმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო,საკეტი გახსნა,ბნელ ოთახში შეძვრა და კირაც შიგნით შეათრია.გოგონამ ტელეფონის ფანარი ჩართო და დაბალჭერიან ოთახს თვალი მოავლო,რომელშიც მხოლოდ კარადები იდგა,მუყაოს ყუთებით და საქაღალდეებით სავსე.
-დაცვა,რომ მოვიდეს?-იკითხა ჩურჩულით გოგონამ.
-ბიბლიოთეკას დაცვა არ ჰყავს,მხოლოდ ერთი დარაჯია, ბიძია კოტე და მას უფრო მეტხანს სძინავს დღეში ,ვიდრე კატას.-ჩაიცინა დამიანემ,კირას ხელიდან ტელეფონი გამოართვა და კარადების თვალიერება დაიწყო.
ყველა კარადის კარზე თარიღები იყო მიკრული.
ცოტა ხნის ძებნის შემდეგ,ბიჭმა სასურველი თარიღი იპოვა და ქაღალდებში ქექვას შეუდგა.მას კირაც გულმოდგინედ ეხმარებოდა და სულ მალე დიდი საქაღალდე იპოვეს,წარწერით „1971 წელი, ჰამილტონების სახლი“.
-ეს არის!-წამოიძახა დამიანემ.
-დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა კირამ.
-დენისის სახლი ინგლისელებმა ააგეს,რომლებიც გვარად ჰამილტონები იყვნენ.
-კარგი,მაშინ წავიდეთ.-დაიჩურჩულა გოგონამ და ფეხზე წამოდგა.
ორივენი ისე უჩუმრად გამოიპარნენ არქივიდან,როგორც იქ მოხვდნენ,თუმცა დერეფანში უცებ მაღალი სილუეტი გამოჩნდა და მძიმე ნაბიჯების ხმაც გაისმა.
დამიანე ერთიანად დაიძაბა და ცოტა დაიბნა კიდეც,კირამ კი სხარტად იმოქმედა,ბიჭს ხელი ჩაავლო , ისევ იმ საკუჭნაოში შეათრია,კარზე ააკრა და პირზე ხელი ააფარა,რომ ხმა არ გაეღო.
-ესეც შენი, მძინარა კოტე.-ჩაისისინა კირამ.
დამიანემ კირას ხელი პირიდან მოიშორა და თქვა.
-რაღა ახლა მოუნდა გაღვიძება.
-ცოტა ხანს დავიცადოთ.
-და რა ვაკეთოთ?
-ჭადრაკი ვითამაშო!-შეუბღვირა კირამ.-რა უნდა ვაკეთოთ ამ სიბნელეში?
დამიანემ ერთხანს უყურა მის მკერდზე აკრულ კირას,რომელიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა უხერხულობა დაემალა,მერე კი მისკენ დაიხარა,ნიკაპში თითები ჩასჭიდა,თავი ააწევინა და მოულოდნელად დასწვდა ბაგეზე.
კირამ,ჯერ განრისხებული გამომეტყველებით ახედა დამიანეს,მერე კი ცოტა მოდუნდა,ბიჭს მაისურზე ჩაებღაუჭა და კოცნაში აჰყვა.დამიანემ კირას წვრილ წელზე შემოჰხვია ხელები,გულში მაგრად ჩაიკრა და მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები.
-დიდი ხანია ამის გაკეთება მინდა.-დაიჩურჩულა დამიანემ ,როცა კირას ბაგეებს მოსწყდა.
-კოტე...-წაილუღლუღა კირამ გახურებული სახე ბიჭს მოარიდა.
-რა,კოტე?-გაუკვირდა დამიანეს.
-წავიდა და ჩვენი წასვლის დროცაა.-გაეცინა გოგონას.
-ააა,ჰო!-დაიბნა ბიჭი,მერე კარისკენ სწრაფად შებრუნდა და დერეფანში გაიხედა.
იქაურობა მართლაც ცარიელი იყო.დამიანე დერეფანში გავიდა და უკანა გასასვლელისკენ გაემართა,კირაც უკან გაჰყვა მას.დამიანემ სწრაფად გახსნა უკან გასასვლელი კარი და როცა ორივენი ქუჩაში აღმოჩნდნენ,შვებით ამოისუნთქეს.

...
მარგო მისაღებ ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა.დენისი საძინებელში იყო.რაც იქ ავიდა,მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და მარგო მასზე ძალიან ღელავდა,მაგრამ მისი შეწუხება არ უნდოდა,ამიტომ ოთახს ახლოსაც არ ეკარებოდა.
გოგონა წიგნს გულს ვერ უდებდა.უაზროდ ფურცლავდა და გულში გაჩენილ ეჭვებს ვერაფერს უხერხებდა.უცებ კარი ხმაურით გაიღო და მისაღებში არჩილის მაღალი ფიგურა გაჩნდა.
-რა სიწყნარეა,დახოცეთ უკვე ერთმანეთი?-იკითხა კაცმა სიცილით და სავარძელში ჩაეშვა.
-კი, და შენი ქალიშვილის გვამიც უკვე გადავმალე.-სიცილითვე უპასუხა მარგომ.
-სად არის კირა?-ისევ ჰკითხა კაცმა.
-კირა?-დაიბნა მარგო და ახლაღა გაახსენდა,რომ უკვე დიდი ხანი იყო გასული,რაც კირა არ უნახავს.-ის...ოთახში იყო და...
-ანიმეებს უყურებდა?-შეაწყვეტინა არჩილმა.
-ზუსტად!-უპასუხა ნერვიული სიცილით გოგონამ და გული საშინლად შეეკუმშა,რადგნა ვერ იტანდა ბიძამისის მოტყუება,რომ უწევდა.
-მარგო,საჭმელი არის რამე?
-კი,შეჭამ?
-დღეს მორიგე ვარ და წავიღებ.
-კარგი,გაგიმზადებ.-უთხრა გოგონამ და ფეხზე წამოდგა,თუმცა რაღაც გაახსენდა და ისევ არჩილს მიუბრუნდა.-ბიძია,დენისი აქ არის.
-დაბრუნდა?-გაუკვირდა კაცს.
-ჰო,მაგრამ რაღაც კარგად ვერ იყო და ოთახშია წამოწოლილი.
-ხომ ვუთხარი, იმ სახლში ვერ გაჩერდები-თქო.-თავი გააქნია არჩილმა.-ისეთი საშინელი დამწვრის სუნი დგას შიგნით,იქ კარგა ხარნს ვერ დარჩება.
-ნეტავ,მხოლოდ ეგ იყო პრობლემა.-დაიჩურჩულა მარგომ და სამზარეულოში გავიდა.
სანამ გოგონა ბიძამისისთვის საჭმელს კონტეინერში აწყობდა, კირას რამდენჯერმე დაურეკა ,მაგრამ ის არ პასუხობდა.მარგოს ნერვიულობამ თანდათან იმატა,თუმცა თავს იმშვიდებდა და იმედოვნებდა,რომ კირა სადმე ახლოს იყო და უბრალოდ ტელეფონის ზარის ხმა არ ესმოდა,ან რას გაიგონებდა,ისედაც სულ გათიშული ჰქონდა ხმა მის ტელეფონს.
როცა მარგომ არჩილი გაისტუმრა,ისევ ტელეფონს ეცა და ვერც კი დათვალა იმდენჯერ დარეკა კირასთნა.გოგონა ნერვიულობას მოჰყვა,ოთახში აქეთ-იქით დააბიჯებდა და თან თითებს იმტვრევდა.მარგოს უცებ დენისი გაახსენდა და მაშინვე დაკარგა ყველანაირი მორიდების უნარი.
გოგონამ სწრაფად აირბინა კიბეები,ოთახის კარი შეაღო და ბიჭს თავზე დაადგა.
დენისი საწოლზე დამხობილი იწვა,ერთი ხელი დაბლა ჩამოეგდო უღონოდ და მშვიდად სუნთქავდა.მარგო ახლოს მივიდა,დენისს მხარზე ფრთხილად შეეხო და შეანჯღრია.ბიჭმა უცებ თვალები გაახილა,მარგოს ხელში სწვდა და თითები მაგრად მოუჭირა.
-რას აკეთებ?-დაიბნა გოგონა.
-გული გამიხეთქე!-ამოიოხრა დენისმა,მარგოს ხელი გაუშვა და საწოლზე წამოჯდა.-რა მოხდა?
-კირა დაიკარგა.
-რა?-თვალები მოისრისა ბიჭმა.
-მთელი საღამოა არ გამოჩენილა,ვურეკავ და არ მპასუხობს...ცოტა ხნის წინ დამიანესაც დავურეკე,მაგრამ არც იმან მიპასუხა.
-გგონია,ჩემს სახლში წავიდოდა?
-ზუსტად იქ უნდა მოვძებნოთ.-მიუგო გოგონამ,ფეხზე წამოდგა და კიბეებზე დაეშვა.
-მოიცადე,კირა ასე დაუდევრად არ მოიქცეოდა.
-შენ მას არ იცნობ,ის...-მარგოს სიტყვა გაუწყდა,რადგან დაბლა ჩასულს კირა და დამიანე მისაღებ ოთახში დახვდა.
-აი,დაკარგულებიც.-გაეცინა დენისს.
-გოგო,შენ ნორმალური ხარ?-მაშინვე წამოენთო მარგო.-მთელი საღამოა გირეკავთ და არც ერთი არ მპასუხობთ! სად ჯანდაბაში დადიხართ?
-ბიბლიოთეკის არქივში შევიპარეთ და საქაღალდე წამოვიღეთ,რომელშიც სახლის ისტორიაა.-თქვა დამიანემ.
მარგოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,მერე კი მრისხანედ შეკრა წარბები და ორივეს გალანძღვა დააპირა,მაგრამ კირამ არ დააცადა.
-სანამ სამი მეტრი მიწის ქვეშ ჩაგვმარხავ აგიხსნი,რომ არავის დავუნახივართ და საქაღალდეს უკან დავაბრუნებთ,მაგრამ ჯერ ეს უნდა ნახოთ.
დამიანემ დიდი საქარალდე მაგიდაზე დადო და მეგობრების გაღიმებული სახით გადახედა.


თავი 7
-70-იან წლებში აგორაში ერთი ინგლისელი წყვილი ჩამოვიდა.გვარად ჰამილტონები იყვნენ.კაცს მაიკლი ერქვა,ქალს კი იზაბელი.აქ ვენახები შეისყიდეს და ღვინის ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს.იმ გორაკზე, ადრე პატარა ქოხი იდგა და იქ ერთი ბოშა ქალი-ევანგელინა ცხოვრობდა.-დამიანემ მეგობრებს შავ-თეთრი ფოტო გაუწოდა,რომელზეც გორაკზე წამომდგარი ფიცრული იყო აღბეჭდილი,მის გვერდით უკვე მშენებარე ინგლისური სახლის ფოტო და ჰამილტონების ოჯახური ფოტოებიც დაალაგა.ისინი ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.ქერა ქალს თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა,მის მეუღლეს კი ცოლი გულში, მაგრად ჩაეკრა და გულიანად იცინოდა.
-ეს... ის ქალია!-წამოიძახა დენისმა და ჰამილტონების ფოტოს ხელი დაავლო.
-ნამდვილად ის არის?-ჰკითხა მარგომ.
-კი.
-ჰამილტონებმა ბოშასგან ეს ადგილი იყიდეს,მაგრამ ევანგელინამ მოგვიანებით სახლის დათმობაზე უარი განაცხადა და აღარც ფული დააბრუნა უკან.თურმე იძახდა, ამ მიწაში მეტი მეკუთვნის და უცხოელებმა მომატყუესო.ბოშა სახლიდან პოლიციამ ძალით გამოასახლა,ქალმა კი ინგლისელები დაწყევლა.მოგვიანებით ევანგელინა გარდაიცავალა და ჰამილტონების ცხოვრება თითქოს ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.მათ სახლი ააშენეს და ღვინის ბიზნესიც დაიწყეს,თუმცა ერთ დღეს მაიკლი ავარიაში დაიღუპა,იზაბელმა კი თავისი ახალშობილი ბავშვი,ძილში შემთხვევით გაგუდა.
-თვითონ გაგუდა?-იკითხა კირამ.
-ჰო,როგორც ჩანს ჩაეძინა და ვერ გაიგო.-თავი დაუქნია დამიანემ.-ამის მეტი ამ საქაღალდეში არაფერი წერია.90-იანებამდე ეს სახლი დაკეტილი იყო,მერე გაიყიდა და ცალხელამ იყიდა ,ახლა კი დენისის მფლობელობაშია.
-წყევლა?-თავი გააქნია კირამ.-რთული შემთხვევაა!
-დამავიწყდა მეთქვა.-წამოიძახა დამიანემ.-ბებიაჩემს გუშინ ეს ისტორია წამოსცდა...მან მითხრა,რომ ცალხელას სახლში ერთი ქალი ცხოვრობდა,რომელსაც შვილი მოუკვდა,მერე ჭკუიდან შეიშალა და ქალაქში სხვისი შვილების მოტაცება დაიწყო.ხალხს ეჭვი მასზე ჰქონდა,მაგრამ პოლიცია ვერაფერს უმტკიცებდა,მოგვიანებით კი იმ სახლის სარდაფში 18 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს,მათ შორის ერთი ბიძაჩემი იყო.ბებია ალბათ, ამიტომ არ მიყვებოდა არაფერს.
-რა საშინელებაა!-ჩაილაპარაკა დენისმა.-ფიქრობ,რომ ეს იზაბელი იყო? ის იტაცებდა ბავშვებს?
-ჰო,ეჭვი სწორედ მასზე ჰქონდათ.-თავი დაუქნია ბიჭმა.-ბებიამ მხოლოდ ეს მითხრა,თუმცა ამ საქმის სრული მასალები პოლიციის განყოფილების არქივში ექნებათ და იქნებ ბიძია არჩილის დახმარებით, ის მასალები ვახოთ?
-მამაჩემი მოკვდება და ასეთი რამის ნახვის უფლებას არასოდეს მომცემს.-უპასუხა უხალისოდ კირამ.
-შეიძლება ვერც გაიგოს,მისი კომპიუტერიდან არქივში თუ შევალთ...
-კარგი აზრია,მაგრამ ჯერ იმ სახლში უნდა შევიდე , ეგ გეგმა სხვა დროისთვის გადავდოთ.-თქვა კირამ.
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ!-შეუბღვირა მარგომ.
-და მე არ დაგეთანხმე.-გაეცინა კირას.-თქვენც წამოდით და ბევრნი,რომ ვიქნებით არაფერი მოხდება.
-იქ წასვლა გინდა?-ნიშნის მოგებით გაიღიმა მარგომ.-კარგი,მაშინ ჯერ შენზე მომიყევი.ყველაფერი დაფქვი,რაც გჭირს და რა უცნაურობებიც გემართება,ხვალ კი რომ გათენდება იქ წავალთ...ყველანი!
-მოდი,ხვალ დილით იქ წავიდეთ და უკან,რომ დავბრუნდებით ყველას ყველაფერს მოგიყვებით.-უპასუხა გოგონამ და მეგობრებს გადახედა.-სრულ სიმართლეს გეტყვით!
-კარგი!-ამოიოხრა მარგომ,რადგან იცოდა,რომ კირასთან კამათს ახლა აზრი არ ჰქონდა.

...
დილა ადრიან,კირა ჭურჭლის მსხვერვის ხმამ გამოაღვიძა.გოგონა თვალებდაქაჩული წამოვარდა საწოლიდან და სანამ სამზარეულომდე მიაღწევდა,ათას რამეს წამოედო.
მარგო იატაკზე იყო ჩამუხლული და თეფშის ნამსხვრევებს კრეფდა.კირა, რომ დაინახა ფეხზე წამოდგა და უხერხულად გაიღიმა.
-რას აკეთებ?-ჰკითხა გოგონამ.
-საუზმეს ყოველ დილით შენ ამზადებ...მინდოდა ახლა მე მომემზადებინა,მაგრამ ...
-ყავაში მარილი არ იყოს, კარგი?-გაეცინა გოგონას.
-კირა ,კი არ ვარ,თანაც შენ ყავა არ გესმება!-სიცილითვე უპასუხა მარგომ და საუზმის მომზადება განაგრძო.
მალე არჩილიც გამოჩნდა.კაცს უძინარი და საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა,არც კი უსაუზმია ისე დაწვა და დაიძინა,რადგან ღამის თევამ საერთოდ გამოფიტა.
დენისი მთელი დილა მდუმარედ იჯდა და გონებით სადღაც შორს დაფრინავდა.როცა დრო მოვიდა კირამ ორივეს უხმო და გზას გაუდგნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ,სამივენი დენისის სახლის ჭიშკარს მიადგნენ.ბიჭი რკინის კონსტრუქციას მიაწვა და ისიც ჭრიალით გაიღო.კირამ ინსტინქტურად მაღლა აიხედა და პირველად შენიშნა ჭიშკრის თავზე გამოსახული თავის ქალა და ფრთაგაშლილი ყორანი.გოგონას სხეულში უსიამოვნოდ გასცრა და უცებ ყურში ის სიტყვები ჩაესმა,რომელიც ძილში მისმა ერთ-ერთმა მოჩვენებამ უთხრა:“ არ გაჰყვე ყორანს,სიბნელეში არ შეხვიდე.“
კირა მაშინვე შედგა და ყორანს მიაშტერდა.მარგოს მისი ქცევა გაუკვირდა,თუმცა დააცადა სანამ თვითონ არ მოვიდა გონს.
დამიანე უკვე იქ იყო.აივნის კიბეზე იჯდა და მეგობრებს ელოდებოდა.
-დღეს არ მუშაობ?-ჰკითხა დენისმა.
-ბებიაჩემს მოვატყუე,რომ სიცხე მქონდა და როცა წავიდა გამოვიპარე.-გაეცინა ბიჭს.
კირას ხმა არ ამოუღია,ისე გააღო სახლის კარები და ზღურბლზე ცოტა ხნით შეჩერდა,მერე მიიხედ-მოიხედა და სახლში შეაბიჯა.ბიჭებმა ერთი ნაბიჯი გადადგეს და მარგოც უკან მიჰყვათ,მაგრამ კირამ ისინი შეაჩერა.
-ჯობია მანდ დარჩეთ,მინდა მათ მარტომ გავესაუბრო.
კირა სახლში შევიდა და ცოტა ხნით დერეფანში გაჩერდა.გოგონამ სიჩუმეს ყური მიუგდო და ჩაფიქრდა.
-აქ ვარ,დამელაპარაკე!-თქვა ჩურჩულით მან,ისე რომ მისი სიტყვები სხვებს არ გაეგოთ.
გამაყრუებელ სიჩუმეს მხოლოს ქარის მსუბუქი ზუზუნი და გარედან შემომავალი ბუნების ხმები არღვევდა.
-კირა!-დაუძახა დამიანემ.
-ცოტა ხანს მაცადეთ.-ხელი აიქნია კირამ,დერეფანში ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კიბესთან შეჩერდა.
-დამელაპარაკე.-გაიმეორა ჩურჩულით გოგონამ.
-მკვლელო! მკვლეო!-გაისმა უცებ ქალის გამყინავი კივილის ხმა,რომელიც მხოლოდ კირამ გაიგონა.
გოგონას ძარღვებში სისხლი გაეყინა,გული კისერში ამოუჯდა და ნერვიულობისგან სუნთქვა გაუხშირდა.უცებ კირამ სახეზე ქარის მოხვედრა ირგძნო,თითქოს ვიღაცამ ახლოს ჩაუქროლა,მერე კი ფეხების ბაკუნის ხმა გაისმა და კიბეებზე ვიღაცამ აირბინა.
გოგონა უცებ ადგილს მოსწყდა და ზედა სართულზე ავარდა.დამიანემ ეს ,რომ დაინახა ვეღარ მოითმინა ,სახლში შევარდა და გოგონას უკან გაეკიდა.
-გაჩერდი!-დაიყვირეს ერთდროულად დენისმა და მარგომ და ისინიც უკან გაჰყვნენ მათ.
კირა უკვე მესამე სართულზე იყო და ზუსტად იგივეს ხედავდა ,რაც დენისმა დაინახა.ტერასაზე, თეთრ კაბიანი ქერა ქალი იდგა,ბავშვით ხელში და ტიროდა.როცა ქალი მოაჯირისკენ წავიდა და გადავარდა,კირას მისი დახმარება უნდოდა,ამიტომ ინსტინქტურად უკან მიჰყვა,რომ ქალი დაეჭირა,თუმცა თვითონაც გადავარდა აივნიდან და დამიანე,რომ არა ალბათ ყველა ძვალს მოიტეხდა.
ბიჭი ერთ წამში გაჩნდა კირასთან,აივნის მოაჯირზე გადაეკიდა და გოგონას მაშინ სწვდა ხელში,როცა იგი უკვე ჰაერში იყო.ამ დროს დენისიც გამოჩნდა,კირას ჩაეჭიდა და გოგონა ტერასაზე გადმოიყვანა.მარგო ერთიანად კანკალებდა,ბიძაშვილს მაგრად ეკვროდა და ხელს არ უშვებდა.
-რა იყო... ეს?-ლუღლუღებდა მარგო.-რა ჯანდაბა იყო?!
-იმ რაღაცამ კინაღამ მოგკლა!-თქვა დამიანემ აღელვებული ხმით.
-კირა,ხმა გამეცი.-სახეზე უსვამდა ხელებს მარგო,რომ გოგონა გამოეფხიზლებინა.
კირა გაყინული იჯდა იატაკზე,უაზროდ შესჩერებოდა მამიდაშვილს თვალებში და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა.
-კირა,ცუდად ხარ?-მისკენ დაიხარა დენისი.-სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებ!
-არ...გინდა.-ამოილაპარაკა გოგონამ და წამში გაეწმინდა მზერა.
-ხომ არაფერი გტკივა?-ჰკითხა მარგომ.
-არა.-თავი უღონოდ გააქნია მან.
-ძალიან შეგვაშინე.-ჩაიბურტყუნა დამიანემ.
-კირა,ჩვენთვის ძალიან ბევრი რამის ახსნა მოგიწევს.-თვალებში ჩახედა დენისმა.
-ბიჭებო!-ამოიოხრა მან.-მე და მარგო ახლა სახლში წავალთ,თქვენ კი... კოკა-კოლა იშოვეთ,რაც შეიძლება ბევრი და ჩვენთან მოდით,ყველაფერს აგიხსნით.

...
დაახლოებით საღამოს 6 საათი იქნებოდა.კირა და მარგო თავიანთი სახლის მისაღებში,მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და ნერვიულად ათამაშებდნენ თითებს.მარგო გამუდმებით,ბუხრის თავზე დაკიდებულ საათს უყურებდა,კირა კი მაგიდის გადასაფარებელს დაშტერებოდა.
ამ დროს, კარი გაიღო და ბიჭებიც გამოჩნდნენ.დამიანეს ხელში კოკა-კოლების შეკვრა ეჭირა,რომელიც მაგიდაზე დადო , კირას გახედა და ღიმილით უთხრა.
-ბრძანება შესრულებულია!
-ჩემი გმირი ხარ.-გაეცინა კირას,კოლას ქილას დასწვდა, გახსნა და ხარბად დალია.მერე ერთი წამით ჩაფიქრდა და მასზე მიშტერებული ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები,რომ დაინახა გაეცინა.
-მკითხეთ,რაც გინდათ.
-ბავშვობიდანვე უცნაური იყავი,მაგრამ მაინტერესებს ის ...ის რაღაცეები, როდის დაგეწყო?-იკითხა ხმის კანკალით მარგომ.
-როგორც აღნიშნე ბავშვობიდან...-უპასუხა კირამ.-გარდაცვლილებს ყოველთვის ვხედავდი.ბებიამ ყველაფერი იცოდა.მანუგეშებდა, მეუბნებოდა,რომ განსაკუთრებული ვიყავი და ეს ჩემი საჩუქარი იყო,მაგრამ ღამის კოშმარებმა ცხოვრება გამიმწარა.
-მოიცადე...-შეაჩერა მარგომ.-გინდა თქვა,რომ მკვდრებს მართლა ელაპარაკები?
-ჰო.
-მედიუმი ხარ?
-არა,მენტალისტი!-გადაიკისკისა გოგონამ.-კარგი რა მარგო! ამას გინდა მედიუმი ეძახე და გინდა შამანად გამომიყვანე.
-რას გეუბნებიან ისინი? მომავალს გაჩვენებენ?-ისევ ჰკითხა გოგონამ.
-ვანგა არ ვარ,თუ ამას გულისხმობ,-გაეცინა კირას,-არიან ბოროტი და კეთილი სულები.ბოროტები ძირითადად მეჩხუბებიან და უნდათ თავიანთ ჭკუაზე მატარონ,კეთილები კი მაფრთხილებენ.
-რის შესახებ?
-საფრთხის შესახებ.გარკვევით არავინ არაფერს ამბობს,მაგრამ მინიშნებებს მაძლევენ.-კირა მარგოს მიუბრუნდა.-გახსოვს იმ ღამით ვიღაცამ პლედი,რომ გადაგაძრო?
-ჰო!
-მართალია,არაფერი დამინახავს,მაგრამ ვფიქრობ ის ერთ-ერთი ჩემი მოჩვენების ნამოქმედარი უნდა იყოს.ერთ ღამეს დავინახე,როგორ ცდილობდა მოჩვენება შენს გაღვიძებას და ამბობდა,რომ ორივენი საფრთხეში ვიყავით.მეგონა ბებია იყო,უფრო სწორად მინდოდა,რომ ის ყოფილიყო,მაგრამ ბებიას არ ჰგავდა.-მარგო დაკვირვებული იყო,რომ კირა როცა ბებიას ახსენებდა,სახე ეცვლებოდა და წამიერად საშინელ მწუხარებას გამოხატავდა მისი თვალები.
-ღმერთო ჩემო!ახლა რაღა დამაძინებს?!-ჩაილაპარაკა შეშინებული ხმით მან.
-ჩემს სახლში,როგორი სულები არიან?-ჩაერია დენისი.
-სულები არა,მგონი მხოლოდ ერთი სულია და იმხელა ბოროტება ვიგრძენი,რომ კინაღამ ჭკუიდან გადავედი.-უპასუხა კირამ.
-რა უნდა მოვუხერხოთ?
-ჯერ უნდა გავარკვიოთ ვინ არის,-უპასუხა კირამ,-როცა მის სახელს გავიგებთ,მისი დამარცხება უფრო ადვილი გახდება.
-მისი დამარცხება?-გაუკვირდა მარგოს.-კირა,შენი თავი ეგზორცისტი ხომ არ გგონია?! 17 წლის ბავშვი ხარ და ყველა ნორმალური ბავშვივით ,ვარდისფერი კაბები და ჯასტინ ბიბერი უნდა გიყვარდეს,შენ კიდე სახლიდან სულების განდევნაზე ლაპარაკობ!
-დაწყანრდი დედიკო! ნორმალური,რომ არ ვარ მაგას ახლა მიხვდი? რაღაც მჭირს,რაღაც დაავადება,რომელსაც სახელი არ აქვს,ამიტომ სახელი მე თვითონ მოვუფიქრე.-გოგონა წამით ჩაფიქრდა,მერე კი კოლას ქილა მაღლა ასწია და თქვა.- „კოკა-კოლას სინდრომი“.ეს უკურნებელი სენია და მომაკვდინებელიც არ არის.
-„კოკა-კოლას სინდრომი“?-გაეცინა მარგოს.-საიდან იგონებ ასეთ,რაღაცეებს?
-როცა კოლას ვსვამ,გონება მეხსნება.-ჩაიცინა კირამ.
-კირა,როცა ჩემს სახლში იყავი დედაჩემის სახელი ახსენე-ოლგა.-დაინტერესდა დენისი.
-დედაშენის?-გაუკვირდა კირას.-ასეც ვიცოდი,რომ ის დედაშენი იყო.ძალიან გგავდა.
-გინდა თქვა,რომ დედაჩემიც ნახე?-დენისი ცისფერი თვალებით დააშტერდა კირას.
-დედაშენი ,არც ბოროტი მოჩვენებაა და არც სული.ეს მხოლოდ წამიერი ხილვა იყო.ის შენზე დარდობდა,რადგან ფიქრობდა,რომ საფრთხეში იყავი და ამაზე მაფრთხილებდა.ის მხოლოდ ერთხელ ვნახე,მეტჯერ აღარ გამოჩენილა.
-ანუ ის კარგადაა?
-იმაზე უკეთ ,ვიდრე შენ გგონია.
-უიჯას დაფაზე რას იტყვი?-ჰკითხა მარგომ.-ის დაფა ხელში,რომ აიღე უცნაური რაღაცეები დაგემართა.
-ამბობენ,რომ ასეთ დაფებთან მიცვალებულთა სულები მიჯაჭვულები არიან.როცა დაფა ხელში ავიღე, იმათი ხმები გავიგონე,ვისი სულიც, იმ დაფით ოდესმე გამოუძახებიათ.ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა და კინაღამ თავის ქალა ამხადეს.-განმარტა კირამ.
-და ბებია? ბებიასაც ხედავ?-ისევ ჰკითხა გოგონამ.
-როცა ბებია გარდაიცვალა,გონებას ვძაბავდი,ღამით არ ვიძინებდი და ყურადღებას ვიკრებდი,რომ ერთხელ მაინც დამენახა,მაგრამ სულ ტყუილად.თავიდან ვბრაზობდი,რადგან ვფიქრობდი,რომ მიმატოვა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ ის კარგ ადგილას არის.არ შფოთავს,არ დარდობს და მისი სული მოსვენებულია,ამიტომაც ვერ ვხედავდი მას.-თქვა ნაღვლიანად კირამ.-დედაშენი კი იმიტომ ვერ ისვენებს,რომ საფრთხე გემუქრება, დენის.
-იმედი მაქვს დედა ცდება.-ჩაილაპარაკა დენისმა.
-დამიჯერე,ისინი არასოდეს ცდებიან.
-უცნაურზე უცნაური გოგო ხარ.-დაასკვნა დამიანემ,რომელიც მთელი ეს დრო ჩუმათ იჯდა.
-ამას კომპლიმენტად მივიღებ.-გაეცინა გოგონას.-მეტი ინფორმაციისთვის,მამაჩემის კომპიუტერი მაინც დაგვჭირდება.
-მგონი დღეისთვის საკმარისია,რაც მოვისმინეთ.-შეაწყვეტინა მარგომ.-მოდით ეგ ჯაშუშური საქმე ხვალისთვის გადავდოთ.
-მართალი ხარ!-დაეთანხმა კირა,მგონი პირველად ცხოვრებაში.მერე დენისს მიუბრუნდა და უთხრა.-დღეს ისევ აქ დარჩი,იმ სახლში შენი მისვლა ძალიან სახიფათოა.
-კარგი რა, კირა...
-არ შემეკამათო,თორემ მამაჩემს ქერა ქალის შესახებ ვეტყვი.
-მაინც არ დაგიჯერებს.
-სამაგიეროდ ,დავაეჭვებ!
-კარგი.- მოუთმენლად ამოიოხრა დენისმა.
-ჩემი წასვლის დროა,გამაცილებ?-მიუბრუნდა დამიანე კირას.
-ჰო.-თავი დაუქნია გოგონამ,მერე წამოდგა და სტუმარს ეზოში გაჰყვა.

უკვე საკმაოდ დაბნელებული იყო,ქუჩის ფარნებიც მკრთალად ანათებდა,მოწმენდილ ცაზე კი ვარსკვლავები ციმციმებდნენ.კირა ჩაფიქრებული ჩანდა და დამიანე ჭიშკრამდე ისე მიაცილა,რომ ხმაც კი არ ამოუღია.
-სხვათაშორის, დღეს სიკვდილს გადაგარჩინე.-მიუბრუნდა დამიანე კირას და გამომცდელი მზერით დააკვირდა.
-ჰო, შევამჩნიე.-გაეცინა გოგონას და სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა უკან გადაიწია.
-მერე?
-რა მერე?
-შენთვის მადლობის გადახდა არ უსწავლებიათ?-წარბი შეკრა ბიჭმა.
-სიკვდილს მე გადამარჩინე,მადლობა აქეთ უნდა გადამიხადო,რომ ასეთი პატივი დაგდე.-გაიცინა კირამ.
დამიანესაც გაეცინა, კირას ხელი მაგრად ჩაავლო და მისკენ მიიზიდა.ერთი წამით გაჩერდა,გოგონას თვალებში ჩააშტერდა,მერე კი მისკენ დაიხარა და კიდევ ერთხელ მიეწება მის ტუჩებს.
მარგომ სწორედ ამ დროს გამოაღო კარი და ეზოში გაიხედა,რადგან აინტერესებდა კირას ,რატომ დააგვიანდა.გოგონამ სიბნელეში ჩახუტებული წყვილი,რომ დაინახა,თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,მაგრამ როცა მიხვდა, თვალები შუბლზე აუვიდა.
მარგოს უცებ, წკმუტუნი შემოესმა ,დაბლა დაიხედა და მის ფეხებთან მდგარი ტონი დაინახა,რომელიც კუდს სხარტად აქიცინებდა და გოგონას მოალარსე თვალებით შესცქეროდა.
-მე რას მიყურებ?!-შეუბღვირა მარგომ.-მიდი და შენს პატრონს მიხედე,ხომ ხედავ რა დღეშია?
ტონიმ თითქოს გაიგო, რაც უთხრეს და რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყეფა.ხმაურზე კირა სწრაფად გამოერკვა,დამიანეს ხელი გააშვებინა და ჭიშკარი ხმაურით მიუხურა.
-მაგას დაავიწყდა,რომ მამაშენი პოლიციელია?-ჰკითხა სახლისკენ მომავალ კირას ,მარგომ.
-შემარგე რა!-ხელები უკმაყოფილოდ გაშალა კირამ და სახლში შევიდა.

მარგოს არაფერი უთქვამს,თავი უხალისოდ გააქნია,მერე კი იქვე, აივნის კიბეზე ჩამოჯდა და საღამოს გრილ ნიავს სახე მიუშვირა.
-კირას რა სჭირს?-იკითხა დენისმა და სახლის კარი გამოიხურა.
-რა სჭირს?-გაუკვირდა მარგოს.
-რაღაც აღელვებული ჩანდა!
-არ ვიცი,მე არაფერს მიყვება.-ჩაიცინა მარგომ და ხელებით მუხლებს დაეყრდნო.
-და შენ რაღა მოგივიდა?-დენისი კიბეზე ჩამოჯდა და მარგოს მხარი გაჰკრა.
-არაფერი.
-კარგი რა,ძალიან უხასიათოდ ხარ,მიდი მოყევი!
-ოჰ, დენის!-ამოიოხრა მარგომ.-შენ არ იცი, მე რა საშინელი ადამიანი ვარ!
-ამას რატომ ამბობ?-გაუკვირდა ბიჭს.
-კირას გამო.-მარგომ თავი დახარა და მიწას დააშტერდა.-კირას დედა არ ჰყავს,ბებია ზრდიდა და ისიც დაკარგა.მამამისი მთელს დღეებს სამსახურში ატარებს,ის კი სულ მარტოა.შეიძლება სკოლაში ბევრი მეგობარი ჰყავს,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ მოჩვენებითი ურთიერთობებია.კირას გაგება რთულია,მაგრამ მე ვალდებული ვიყავი მისთვის გამეგო,ამის ნაცვლად კი რა გავაკეთე? მთელი ცხოვრება გავრბოდი და მას ახლოსაც არ ვეკარებოდი.მხოლოდ ის მადარდებდა რა ჩამეცვა, ან რა გასართობი მომეძებნა.ამ დროს კი კირა, იმ საშინელი რაღაცეებით იტანჯებოდა...
-დაწყნარდი,გთხოვ.-დენისმა მხარზე ხელი დაადო გოგონას.
მარგომ ღრმად ამოისუნთქა,თავი მაღლა ასწია და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვა სცადა.
-ალბათ ,როგორ იტანჯებოდა...ალბათ ფიქრობდა,რომ ამ სამყაროში მისი ადგილი არ იყო.წარმოგიდგენია, რა რთული იქნებოდა, ამ ყველაფრის გადატანა,განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში? ნეტავ უფრო ადრე გამოვეგდე ჩემს მშობლებს სახლიდან.-გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა,თვალები ცრემლებით აევსო და სახეზე ხელები აიფარა,რომ დენისს არ დაენახა.
-მოდი ჩემთან.-უთხრა ბიჭმა,მარგოს ხელები მოჰხვია და გულში ჩაიკრა.გოგონა ღრმად სუნთქავდა და შადრევანივით წამოსულ ცრემლებს იწმენდდა.
-დედა არც მე მყავს,მაგრამ ვფიქრობ კირასთვის უფრო რთული იქნებოდა.-ამოილაპარაკა დენისმა.
-იმაზე ვწუწუნებდი,რომ კირა უცნაური ხრიკებით მაშინებდა,მაგრამ ერთხელაც არ მიფიქრია,ამას რატომ აკეთებდა. იქნებ ამით ყურადღების მიქცევას ცდილობდა? იქნებ ამით სურდა ჩვენთვის ,რაღაც ეთქვა...ახლა კი მეშინია...
-გეშინია,რომ შენი დახმარების მცდელობა დაგვიანებული არ იყოს?-ჰკითხა ბიჭმა.
-ჰო.
-არ იქნება...აი ,ნახავ გვიანი არ იქნება.-უთხრა დენისმა და მარგოს კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო მკლავები.


...
მარგომ დენისთან საუბრით გული,რომ იჯერა საძინებელში ავიდა და კარი ფრთხილად შეაღო.შუქი ჩამქრალი იყო.კირას კი ეძინა,ან ისევ თავს იმძინარებდა.მარგო მის საწოლს მიუახლოვდა,ბიძაშვლს გვერდით მიუწვა და ხელები მაგრად შემოჰხვია.
-უცებ დამიანე მეგონე.-ჩაიქირქილა კირამ.
-შე გარყვნილო,უკვე ეგეთებზე ფიქრობ ხომ?!-სიცილი აუვარდა მარგოს.
-მამა მოვიდა?
-კი და დენისს ესაუბრება.
-რას ფიქრობ ჩემს მონაყოლზე?-ჰკითხა კირამ და მარგოსკენ გადაბრუნდა.-მოიცა გამოვიცნობ,მასობრივი ფსიქოზის ან შიზოფრენისს დიაგნოზი დამისვი,არა?
მარგოს უნდოდა გაეღიმა,მაგრამ არ გამოუვიდა.გოგონა უცებ საწოლზე წამოჯდა და ტირილი აუვარდა.კირას თავიდან ეგონა ხუმრობდა,მაგრამ გოგონა,რომ არ გაჩერდა,ძალიან გაუკვირდა.
-ასეთი რა ვთქვი?
-არაფერი.-წაილურლუღა მარგომ.
-აბა,გაფუჭებული პრადას ფეხსაცმელი გაგახსენდა, თუ?..
-არა...
-მარგო, რა გჭირს?-კირამ ხელში მოქაჩა გოგონას და მისკენ შემოაბრუნდა.
-ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის...-ამოღერღა მარგომ.-ცუდი ადამიანი ვარ და ცუდი მამიდაშვილი.ხანდახან თვალებში თითი უნდა ჩამთხარო,რომ სიმართლე დამანახო.
-სერიოზულად?!-იკითხა კირამ უცნაური ხმით.-ბოდიშების მოხდა არ მიყვარს,მაგრამ მაიძულებ მოვიხადო.
-რატომ?
-მარგო,აქ ერთადერთი ვარ ვინც ბოდიშები უნდა იხადოს,იმის გამო რაც დაგიშავე.
-კარგი რა,ისეთი არაფერი გაგიკეთებია.უბრალოდ შენი გადამკიდე ხან ცისარტყელას ვგავდი,ხანაც ძროხას.-მარგოს ტირილი სიცილში გადაეზარდა.
-ისიც არ დაივიწყო,რომ ანჯელინა ჯოლისაც დაგამსგავსე.-კირამ ტუჩები დაბურცა და მარგოს გააჯავრა.
-ჰო,ეგ ნამდვილი შოკი იყო.
-სინამდვილეში სულაც არ მინდა,რომ აქედან წახვიდე,უბრალოდ ხომ იცი ემოციებს ვერ გამოვხატავ.-გაეღიმა კირას.
-და ვირივით ჯიუტიც ხარ.
-ჰო,შენც.
-მე მგავხარ!
-ერთმანეთს ვგავართ!-გაეცინა კირას და მამიდაშვილს ძლიერად მოეხვია.

...
მეორე დღეს, გოგონები გეგმებს აწყობდნენ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ,თუ როგორ უნდა მიეღწიათ არჩილის კაბინეტამდე.მარგოს ძალიან უკვირდა,როგორ აღმოჩნდა ამ სიგიჟეში ჩარეული,თუმცა ახლა უკან დახევა გვიანი იყო.
ნაშუადღევს,როცა დამიანეს სამუშაო საათები დასრულდა ,დანარჩენებს შეუერთდა,რომლებიც დენისის პიკაპში ისხდნენ, პოლიციის განყოფილების წინ და შენობას ჯაშუშებვით უთვალთვალებდნენ.
-აბა,რა გადავწყვიტეთ?-იკითხა დამიანემ.
-მოკლედ,თქვენ სამნი მამაჩემს გაართობთ და მე მის კაბინეტში შევიპარები.-მიუბრუნდა კირა.
-მოიცა,შენ რატომ?
-იმიტომ,რომ აქ ხშირად დავდივარ და მამაჩემის კომპიუტერითაც ვთამაშობ.თუ მისი თანამშრომლები დამინახავენ,არ გაუკვირდებათ.-უპასუხა გოგონამ.
-კარგი,მაგრამ არჩილის გართობას სამი ადამიანი არ სჭირდება,მე შენთან ერთად მოვდივარ.-შეეკამათა დამიანე.
-მცველი არ მჭირდება.-წარბი შეკრა კირამ.
-სამაგიეროდ,თვალები და ყურები გჭირდება, რომელიც კართან გიდარაჯებს.
-80 წლის მოხუცი ცოლ-ქმარვით ჩხუბობენ.-თვალები გადაატრიალა დენისმა.
-უკვე ნერვებს მიშლიან!-ჩაისისინა მარგომ,მერე უკანა სავარძელზე მჯდარ წყვილს მიუბრუნდა და შეუყვირა.-მოკეტეთ და ორივენი წადით,ოღონდ ეცადეთ გზაში ერთმანეთი არ დახოცოთ!
კირა და დამიანე უსიტყვოდ გადავიდნენ მანქანიდან და პოლიციის შენობისკენ გაემართნენ.
-საშინელი მატყუარა ვარ,არ ვიცი არჩილი რით დავაკავო.-ამოიოხრა დენისმა.
-იმპროვიზაციას მიმართე.-შესთავაზა მარგომ.
-არა,ეგ ყველაზე საშინლად გამომდის,რადგან ძალიან არაკრეატიული გონება მაქვს.-უხერხულად გაიღიმა დენისმა.
-კარგი,მაშინ სიმართლე მოუყევი.
-რასთან დაკავშირებით?
-უთხარი,რომ ხანძრის დროს სახლში ქერა ქალი დაინახე და არ იცი ეს პოლიციაში უნდა განაცხადო თუ არა.მეც დაგეხმარები და სიტყვებს შემოგაშველებ,თან ამ ყველაფერს ნელა მოვყვებით და ამასობაში დროც გავა.
-აი ,მოვიდა.-თქვა დენისმა და განყოფილების წინ, ახლახანს გაჩერებული არჩილის მანაქანას გახედა.
-წავედით,შენობაში არ უნდა შევიდეს.-წამოიძახა მარგომ.
ორივენი მანქანიდან გადავიდნენ და არჩილს წინ გადაუდგნენ.კაცს ძალიან გაუკვირდა მათი დანახვა,მაგრამ როცა დენისმა საუბარი წამოიწყო,არჩილი გაჩერდა და მთელი ინტერესით უსმენდა მას.

ამასობაში, კირა და დამიანე,არჩილის კაბინეტს მიადგნენ და საიდუმლო აგენტებივით შიგნით შეძვრნენ.დამიანე კართან დადგა და თვალთვალი დაიწყო,კირა კი კომპიუტერს მიუჯდა და ჩართო.
-ჰმ,არჩილს ახალი თამაშები ჩაუწერია.-ჩაიცინა გოგონამ.
-მიდი, ერთი ხელიც ითამაშე,არსად გვეჩქარება.-შეუბღვირა დამიანემ.
-პაროლი ადევს!-წამოიძახა უცებ კირამ.
-რას?
-არქივს! პაროლის გარეშე ვერ შევალ.
-მერე,შენ ხომ იცი პაროლი?
-მამიკოს ერთადერთი სიყვარული მე ვარ,რაც იმას ნიშნავს,რომ პაროლი ჩემი სახელი უნდა იყოს.-უპასუხა ამაყად კირამ და თავისი სახელი აკრიფა,მაგრამ პაროლი არასწორი აღმოჩნდა.-რა? ესეიგი მამიკოს ერთადერთი სიყვარული არ ვარ?
-კირა ,რა ხდება?-გაუკვირდა დამიანეს.
-პაროლი ჩემი სახელი არის.-წარბი შეკრა გოგონამ.-როგორ გაბედა? არა,მამაჩემმა იმედები გამიცრუა,ამას არასოდეს ვაპატიებ!
-შენი სახელი ძალიან მოკლეა ,იქნებ ციფრებიც მიამატა.მაგალითად,დაბადების თარიღი?
-მისთვის ჯობია ასე იყოს.-კბილებში გამოსცრა კირამ,მერე სახელს თავისი დაბადების თარიღიც მიუმატა და არქივი გაიხსნა.-არის!ყოჩაღ მამიკო!
-მოძებნე დროზე!-თვალები გადააიტრიალა დამიანემ.
-ფაილები თარიღების მიხედვითაა დალაგებული ,როგორც ბიბლიოთეკაში იყო.რა თქვი რომელ წლებში აშენდა სახლიო?
-70-იანებში.
კირამ 70-იანი წლების ყველა ფაილი ეკრანზე გამოიტანა და სათითაოდ დახსნა,ბოლოს კი მაინც იპოვა ის რასაც ეძებდა.ეკრანზე შემზარავი ფოტოები გაიხსნა,რომლებსაც გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებიც თან ახლდა.
-მაიკლ ჰამილტონი მართლა ავარიაში მომკვდარა,იზაბელს კი მართლა მოუკლავს თავისი შვილი ,შემთხვევით.-ჩაილაპარაკა კირამ.დამიანეს ცნობისმოყვარეობამ სძლია,კარს მოშორდა და კირას თავზე დაადგა.
ამ დროს, კირას ტელეფონმა დაიზუზუნა.მარგოს შეტყობინება იყო.აღოჩნდა,რომ არჩილს განყოფილებაში ბევრი საქმე ჰქონდა და კაბინეტისკენ მოემართებოდა.კირამ უცებ, ეკრანზე გამოტანილ ფაილებს ფოტოები გადაუღო,მერე ყველაფერი დახურა და კომპიუტერი გამორთო.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა დამიანეს.
-ამის ტელეფონში გადაწერას დიდი დრო დასჭირდება,არჩილი კი აქეთ მოდის.-უპასუხა კირამ,მერე სწრაფად წამოდგა და დამიანესთან ერთად, ისე დატოვა კაბინეტი,რომ არავის არაფერი შეუმჩნევია.

დენისის მანქანა ისევ განყოფილების წინ იდგა.კირა და დამიანე უკანა სავარძლებზე მოთავსდნენ და ხმას არ იღებდნენ.
-აბა?-ჰკითხეს მოუთმენლად მარგომ და დენისმა.
-ჯობია თქვენი თვალით ნახოთ.-უპასუხა კირამ და წინა სავარძელზე მჯდომებს თავისი ტელეფონი გაუწოდა.
-ამ ქალმა მართლა მოკლა 18 ბავშვი.-თქვა დამიანემ.
-ჰო,როცა თავისი შვილი მოუკვდა გაგიჟდა და აგორაში მცხოვრებ ბავშვებს იტაცებდა. მეზობლებმა და დაკარგული ბავშვების მშობლებმა, ბევრჯერ უჩივლეს,თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს,რადგან მის სახლში ვერც ერთი ბავშვი ვერ იპოვეს.მერე, აქაურები შეიკრიბნენ და იზაბელის დაჭერა თვითონვე მოინდომეს.ქალს სახლის კარებს უმტვრევდნენ და მკვლელს ეძახდნენ.ზუსტად ეს სიტყვები გავიგონე,მაშინ სახლში,რომ შევედი.
სწორედ ამ დროს, იზაბელს სახლში წინა ღამით მოტაცებული ბავშვი ჰყავდა,რომელის გაგუდვაც უკვე მოესწრო.მესამე სართულის ტერესაზე იდგა და მკვდარ ბავშვს დასტიროდა,მერე კი ტერასიდან გადახტა და თავი მოიკლა.მისი სიკვდილის შემდეგ,პოლიციამ მთელი სახლი გაჩხრიკა და სარდაფში დამარხული ბავშვები აღმოაჩინა.სახლი დაკეტეს და 90-იანებამდე ასე იყო.-უთხრა კირამ.
-ბებიაჩემმა თქვა,რომ მათი ოჯახი ევანგელინას წყევლამ გაანადგურა.და რომ ეს წყევლა დღემდე მოქმედებს იმ სახლის მფლობელებზე.-დაამატა დამიანემ.
-გამოდის,რომ მე მისი სიკვდილი ვნახე?-იკითხა დენისმა და ტელეფონი ისევ კირას მიაწოდა.
-მგონი ვხვდები,რაც ხდება შენს სახლში.-უპასუხა კირამ.
-მაინც რა?
-იზაბელის სული ორ სამყაროს შორისაა გაჭედილი და ზაზუნის დღესავით,მისთვის ყოველ დღეს ერთი და იგივე ხდება.ანუ იზაბელი ყოველ დღე იკლავს თავს.ეს რაღაც დროის მარყუჟივითაა.მას არ შეუძლია თავის დაღწევა და არც გაჩერება,ასევე არ შეუძლია ვინმეს რაიმე დაუშაოს,თუმცა ვფიქრობ რაღაც მინიშნებების მიცემა ნამდვილად შეუძლია.
-მან სახლში ხანძარი გააჩინა.-შეეკამათა დენისი.
-ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა ,მაშინ როცა შენ მეორე სართულზე გეძინა და ფაქტობრივად იმ ხანძარს შენთვის არაფრის დაშავება არ შეეძლო.თანაც ,რატომ ხარ დარწმუნებული,რომ ეს იზაბელმა გააკეთა?
-მოიცა,შენ ხომ თქვი,რომ ჩემს მხოლოდ ერთი სულია და თან ძალიან ბოროტი?
-ჰო, და ვფიქრობ ეს იზაბელი არ არის.მგონი მას შენი გამოფხიზლება უნდოდა.უფრო სწორად ყველა ჩვენგანის.მგონი ის თეთრი სული,რომელიც სიზმარში ვნახე და რომელმაც მარგოს პლედი გადააძრო, იზაბელი იყო.მგონი იმ ღამით, იზაბელმა იმიტომ გაგაღვიძა,რომ ხანძარი დროზე ჩაგექრო და მთელი ეს დრო შენს გაფრთხილებას ცდილობდა.
-ქალმა 18 ბავშვი მოკლა და ამბობ,რომ კეთილია?
-გაგიჟდა და როცა ადამიანის ფსიქიკა შერყეულია, არ შეიძლება საქციელი ცოდვაში ჩაეთვალოს,ხომ ასე მარგო?
-გეთანხმები,-თავი დაუქნია გოგონამ,-ფსიქიკურად შერყული ადამიანი,თავის საქციელზე პასუხს არ აგებს.ის ავადმყოფობის მსხვერპლია და არა ბოროტი არსება.
-მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი ბოროტება,რომელიც შენს სახლში ბუდობს ,აი, ეს ქალია.-თქვა კირამ და ტელეფონის ეკრანზე გამოტანილი ბოშა ქალის ფოტო, დანარჩენებს აჩვენა.
ფოტოზე მოცუხი ქალი იყო აღბეჭდილი.გაწეწილი, ნახევრად ჭაღარა თმით,დიდი შავი თვალებით,ბოროტი მზერით და კეხიანი ცხვირით.
-ეს... ევანგელინაა?-იკითხა მარგომ.
-ჰო! ევანგელინამ იმ სახლის მშენებლობისას, იქ არაერთხელ მოაწყო სკანდალი, ჰამილტონების ოჯახი დაწყევლა და მერე სწორედ იმ ადგილას,უამრავი ხალხის თანდასწრებით, თავი მოიკლა.ხედავთ, იმ სამკაულს მის კისერზე?-იკითხა კირამ და დანარჩენებს ფოტოზე მიუთითა.
ქალს კისერზე წვრილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა,რომელზეც თვალის ფორმის მედალიონი იყო დაკიდებული,შუაში წითელი ქვით და უცნაური ორნამენტებით დაფარული.
-რა არის ეს?-ჰკითხა დენისმა.
-ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი ეშმაკის თვალი უნდა იყოს.
-ეგ რაღაა?
-ეშმაკის თვალი კუდიანების საყვარელი „სათამაშოა“.ამ სამკაულის საშუალებით,ისინი ეშმაკთან გარიგებას დებენ,სიკვდილის შემდეგ უკან ბრუნდებიან და ადამიანთა სამყაროში სხვების გამწარებას ახერხებენ.
-შენ საიდან იცი ეს?-გაუკვირდა მარგოს.
-მეკითხები კიდეც?-გაეცინა კირას.-შენი ბიძაშვილი ,ასეთი რაღაცებიის კითხვის მეტს არაფერს აკეთებს.
-ეგეც მართალია.
-ესეგი,ამ ევანგელინას თავიდან ვერასოდეს მოვიშორებთ?-ამოიოხრა დენისმა.
-თუ ამ სამკაულს ხელში ჩავიგდებთ,შევძლებთ მის მოშორებას.-უპასუხა კირამ.
-და სად არის, ეს სამკაული?
-მგონი ევანგელინას საფლავში ჩააყოლეს.-თქვა კირამ,მერე მეგობრებს გადახედა, ეშმაკურად ჩაიცინ ა და დაამატა.-მისი საფლავი უნდა გავთხაროთ!


თავი 8
მარგოს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა,როცა რაღაც აბსურდულს და შეუძლებელს მოისმენდა, ისტერიული სიცილი უვრდებოდა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.ახლაც იგივე დაემართა,მანქანის წინა სავაძელზე მოიკეცა და იქამდე იცინა,სანამ სული არ შეეხუთა.
-დაამთავრე?-ჰკითხა უკმაყოფილოდ კირამ.
-საფლავი უნდა გავთხაროთო!-წამოიძახა კივილ ნარევი სიცილით მარგომ და კიდევ ერთხელ გადაიკისკისა.
-მარგო,თუ ეს იმ არსებისგან გათავისუფლებაში დამეხმარება,მზად ვარ გავაკეთო.-თქვა სერიოზული სახით დენისმა.
მარგო ამას არ ელოდა,სახე სწრაფად შეეცვალა,სიცილი შეწყვიტა,თავი ასწია და დანარჩენების სერიოზული სახეები,რომ დაინახა,თვალები დაქაჩა.
-თქვენ...სულ გაგიჟდით?-გოგონამ ხმა ვეღარ გაკონტოროლა.-ხალხნო,საფლავის გათხრაზე ვსაუბრობთ!
-თუ უარს იტყვი გაგიგებთ.-უთხრა დამიანემ და სიბრალულით მხარზე ხელი დაადო.
-მადლობა თანაგრძნობისთვის,მანიაკებო!-წამოიძახა მარგომ,მერე ხელები თმებში შეიცურა,თავი დახარა და ამოიოხრა.-ღმერთო,რატომ მსჯი ასე?! აქ ერთადერთი ვარ ,ვინც საღად აზროვნებს?!
-მარგო...-დაიწყო კირამ.
-თანახმა ვარ!-უცებ ,თავი ასწია გოგონამ.
-ასეთი პრინციპულობაც არ იყო საჭირო.-ჩაიცინა კირამ.
-ასე სწრაფად,რატომ შეცვალე გადაწყეტილება?-გაუკვირდა დამიანეს.
-იმიტომ,რომ ვიცი მაინც არ გადაიფიქრებთ,მე კი ერთადერთი ვარ ვინც ,ასეთ სიტუაციებში ნორმალურ აზროვნებას ინარჩუნებს.-შეუბღვირა გოგონამ.
-ნიჩბები და ფარნები დაგვჭირდება!-თქვა კირამ.
-მე ვიშოვი.-უთხრა დენისმა.
-მანამდე, მე გავარკვევ ,სად არის ევანგელინა დასაფლავებული.-თქვა დამიანემ.
-სასაფლოს დაცვა არ ჰყავს?-იკითხა მარგომ.
-ეს აგორაა,აქ დაცვა ბანკსაც კი არ ჰყავს.-გაეცინა კირას.
-კარგი,მაშინ ათი საათისთვის სასაფლაოსთან შევიკრიბოთ.-უპასუხა მარგომ.
-ადრეა.-უთხრა კირამ.
-თერთმეტისთვის?
-თორმეტი აჯობებს.-თქვა გოგონამ.-დღეს არჩილი მორიგეა და მაინც ვერ გაგვაკონტროლებს.
-ბიძიამ,რომ გაიგოს მისი შვილი და დისშვილი, ღამით სასაფლაობზე დაიპარებიან და საფლავებს თხრიან ,ალბათ გულის შეტევა დაემართება.-ჩაილაპარაკა ანერვიულებული ხმით მარგომ.
-ვერ გაიგებს .-გამოეხმაურა ღიმილით კირა.

...
დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იქნებოდა,როცა სასაფლაოს შესასვლელთან დენისის მანქანა გაჩერდა.ზაფხულის გრილი სიო ქროდა.ცაზე სავსე მთვარე დაცურავდა და დროგამოშვებით ღრუბლებში იმალებოდ.ჭრიჭინები და ღამის ცხოველები კი გამაღიზიანებელ ხმებს უშვებდნენ და სასაფლაოზე გამეფებულ სამარისებურ სიჩუმეს არღვევდნენ.
-რა მოწყენილობაა!-წამოიძახა კირამ და სასაფლაოს დაჟანგულ ჭიშკარს მიაწვა.
ჭიშკარმა ისე დაიჭრიალა,რომ მისი ხმა მიცვალებულსაც კი გააღვიძებდა.
-აბა, რას ელოდი,ბრაზილიურ კარნავალს?-ჰკითხა სიცილით დამიანემ.
-ფანარი მომეცი.-თვალები დაუბრიალა კირამ და ბიჭს ხელიდან ფანარი გამოართვა.
წინ დენისი და მარგო მიდიოოდნენ,უკან დამიანე მიჰყვებოდათ,კირა კი სულ ბოლოში მოდიოდა და საფლავებს დიდი ინტერესით აკვირდებოდა.უცებ,ამ სამარისებურ სიჩუმეში უცნაური ხრაშუნის ხმები გაისმა . ყველანი შეშინებულები ერთ ადგილას გაიყინნენ და უკან,რომ მოიხედეს დაინახეს,რომ კირას ხელში დიდი მწვანე მსხალი ეჭირა და მთელი მონდომებით ახრაშუნებდა.გოგონამ მეგობრების გაოცებული სახეები,რომ დაინახა გაუკვირდა.
-რა მოხდა?-იკითხა მან.
-ვაშლის ჭამის დროა?-ჰკითხა დამიანემ.
-ეს მსხალია.
-თუმდაც.
-სახლში ჭამა ვერ მოვასწარი.
-სად იშოვე ეს მსხალი?-გაეცინა მარგოს.
-სასაფლაოს ჭიშკართან დიდი ხე დგას,გინდა?
-არა,გმადლობთ.
ბიჭებმა გზა განაგრძეს და გოგონებიც უკან გაჰყვნენ.კირა მთელი გზა მსხალს ჭამდა.ისე ახრაშუნებდა,რომ მარგოს ნერვებს უშლიდა,მაგრამ გოგონა თავს იკავებდა,და თან ცდილობდა წინ ევლო,რომ ეს საშინელი ხმები აღარ გაეგონა.
-ერთი ანეკდოტი გამახსენდა.-წამოიწყო კირამ საუბარი დ ჯიბიდან მეორე მსხალი დააძრო.
-კირა, სასაფლაოზე ვართ! შენი აზრით, ეს ის ადგილია, სადაც ანეკდოტები უნდა მოყვე?-გაუკვირდა დამიანეს.
-რა თქმა უნდა! აბა, სხვაგან სად უნდა მოყვე ანეკდოტები?-გაიცინა კირამ.-მოკლედ,ერთი ქალი შუაღამისას სასაფლაოსთან ჩაივლის და იქ ერთი კაცი დგას,რომელიც სახლამდე გაცილებას შესთავაზებს.ქალიც დათანხმდება და ეს კაცი გზაში ბევრს აცინებს.ბოლოს ქალი მადლობას გადაუხდის და ეტყვის, რა ხუმარა კაცი ხართო.კაცი კიდე უპსუხებს,თქვენ სუცოცხლეში უნდა გენახეთო.

კირა უცებ, გაჩერდა და თავის მოყოლილ ანეკდოტზე სიცილი აუვარდა.დამიანე უყურებდა გოგონას და თავს ძლივს იკავებდა,რომ არ გასცინებოდა,მაგრამ არ გამოუვიდა,ბოლოს თვითონაც ახარხარდა.
-კირა, ნუ იცინი...ნუ იცინი-მეთქი, სასაფლოზე ვართ.-დამიანე სულს ძლივს ითქვამდა.
-ადამიანებს იქ ეცინებათ,სადაც სიცილს უკრძალავენ.-ხმამაღლა წარმოთქვა კირამ.მისი სიტყვები წინ მიმვალმა დენისმა და მარგომაც გაიგონეს და იმათაც სიცილი აუვარდათ.
-კარგი ,გეყოთ!-დაიძახა დენისმა.-საფლავი გვაქვს გასათხრელი!დამიანე, ახლა საით?!
-დასავლეთისკენ,სასაფლაოს ძველ ნაწილში.ევანგელინა იქ უნდა იყოს.-მიაძახა ბიჭმა და დანარჩენებს უკან გაჰყვა.

ევანგელინას საფლავი, სასაფლაოს ბოლოში მდებარეობდა და ისე იყო ეკალ-ბარდებით დაფარული,რომ ძლივს მოჩანდა საფლავის ქვა,რომელზეც მხოლოდ სახელი და თარიღები ეწერა.ბიჭებმა საფლავის გათხრა დაიწყეს,მარგოს კი ფანარი ეჭირა და მათ უნათებდა.გოგონა ფეხზე დგომით დაიღალა და იქვე,სასაფლაოს შემოღობილ რკინის დაჟანგულ მოაჯირს მიეყრდნო.
კირა, ისევ ხრაშუნით მიუახლოვდა მარგოს,მსხალი პირში გაირჭო,რკინის ღობეს ხელებით დაეყრდნო და შეხტა,რომ მოაჯირზე შემომჯდარიყო,მაგრამ ზედმეტი „შეხტომა“ მოუვიდა,ღობეს ასცდა და ისე აყირავდა,რომ კინაღამ უკან მდებარე ქვებში გადაიჩეხა.მარგოს,რომ სწრფად არ ემოქმედა და კირას, ჰაერში აფრიალებული ფეხები არ დაეჭირა,ალბათ ასეც მოხდებოდა.
გოგონამ ბიძაშვილის შეშინებული სახე,რომ დაინახა,რომელიც პირში გარჭობილი მსხლის გამო ვერ ლაპარაკობდა და მხოლოდ თვალებით ახერხებდა მარგოსთვის დახმარების თხოვნას,სიცილისგან კინაღამ გული წაუვიდა.
-რა მოხდა?-თავი ამოჰყო ნახევრად გათხრილი ორმოდან ,დამიანემ.
-არაფერი!-მაშინვე უარყვეს გოგონებმა.
კირა მართალი იყო.ადამიანებს იქ ეცინებთ, სადაც სიცილს უკრძალავენ.ამიტომ კირა და მარგო,რამდენჯერაც ერთმანეთს გახედავდნენ,სულ მომხდარი ახსენდებოდათ და სიცილს ვერ იკავებდნენ.

ბიჭები საფლავს,რამდენიმე საათი თხრიდნენ და ბოლოს,როცა ნიჩბის პირი ,რაღაც მაგარს მოხვდა, შვებით ამოისუნთქეს.გოგონები ინტერესით მივიდნენ გათხრილ საფლავთან და შიგნით ფანრები ჩაანათეს.დენისმა ნიჩაბი აიღო და ძველი,ნახევრად დამპალი ხის კუბოს სახურავი ჩაამტვრია,მერე მარგოს ფანარი გამოართვა და შიგნით ჩაიხედა.
-ჯანდაბა!-ამოიოხრა დენისმა.
-რა მოხდა?!-იკითხა კირამ.-კუბო ცარიელია?ევანგელინა შიგნით არ არის?
დენისმა თავი ასწია,ფანარი კირას სახეში შეანათა და გაოცებული სახით ჰკითხა.
-საიდან იგონებ ასეთ რაღცეებს?
-რა ვიცი...-უხერხულად შეიშმუშნა კირა და მკვეთრ შუქს თვალი მოარიდა.
-ევანგელინა შიგნითაა,უბრალოდ აღმოსავლეთით ფეხები აქვს,ანუ უკუღმაა დასაფლავებული.-თქვა დენისმა.
-რა თქმა უნდა,ის ხომ ბოშა იყო,ქრისტიანული წესით, რატომ დაასაფლაბედნენ?-თავი გააქნია მარგომ.
დენისი ახლა მეორე მხარეს მიადგა.ნიჩაბი ძლიერად მოიქნია,კუბოს დაარტყა და დამპალი ფიცარი იმხელაზე ჩაიმტვრა,რომ შიგნით ჩასვენებული გვამი, თითქმის მთლიანად გამოჩნდა.
დაჩონჩხილ,ხორცგაცლილ ძვლებს, ჯერ კიდევ შერჩენოდა ადამიანის ფორმა.ქალის გაწეწილი ,გახუნებული თმები და ცარიელი თვალის ფოსოები,რომელბსაც ჯერ კიდევ მატლები ჭამდნენ,ისე შემზარავად გამოიყურებოდა,რომ მარგომ ვერ გაუძლო და უკან დაიხია,კირა კი ინტერესით დაჰყურებდა გვამს დ ერთი სული ჰქონდა მედალიონს,როდის აიღებდა დენისი.
მარგო საფლავს მოშორდა და იქვე ხეს მიეყრდნო,ჯერ საშინელი გულის რევა იგრძნო,მერე კი სპაზმები დაეწყო და ხველა აუვარდა.
-მარგო, კარგად ხარ?-ამოსძახა საფლავიდან დენისმა.
-ჰო...კი!-წაილუღლუღა გოგონამ.
-იცი,ახლა რა ვიფიქრე?-მიუბრუნდა კირა მარგოს.
-რა?
-ევანგელინა,რომ საფლავიდან წამოგვიხტეს და გამოგვეკიდოს.-გოგონამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
-კირა,რა კარგად დაამშვიდე?-გაუკვირდა დამიანეს.
-შენს თავს მივუგდებდი და ვეტყოდი,რომ ყველფერი შენი ბრალია.-ხუმრობაში აჰყვა მარგო და ამან ცოტა დაძაბულობა მოუხსნა.

დენისი ინტერესით დააკვირდა ევანგელინას გვამს და ისეთი საშინელი გულისრევა იგრძნო,რომ ლამის იქვე აღებინა,თუმცა როგორღაც შეძლო თავის შეკავება,დაბლა დაიხარა, ხელი ნელა წაიღო მისკენ და გულზე დაკიდებულ ოქროს ჯაჭვს ჩაავლო.მაგრამ ჯაჭვი,მიცვალებულის დაჩონხილ თითებს გამოედო და როცა დენისმა მოქაჩა,ევანგელინას გვამი უცებ კუბოდან წამოხტა.ბიჭმა ინსტინქტურად იყვირა, უკან დაიხია და საფლავში წაიქცა.
-მგონი, ევანგელინა მართლა მოგვდევს!-წამოიძახა კირამ და ისევ საფლავისკენ მიბრუნდა.
-დენის, ცოცხალი ხარ?-ჩასძახა დამიანემ საფლავში.
-აქ, ერთადერთი ცოცხალი მე ვარ.-გაეცინა ბიჭს და წამოდგომა სცადა,თუმცა ჯინსის შარვლის კიდე კუბოს,ამომტყვრეულ ფიცარზე გამოედო და განძრება ვეღარ შეძლო.
-ჩამოვდივარ,არსად წახვიდე!-დაუძახა დამიანემ.
-დროზე თორე გავრბივარ.-დენისს თვითონაც ეუცნაურა,საიდან ჰქონდა ამდენი ხუმრობის ძალა და ნერვები.
-ღმერთო,მიშველე!- დამიანემ პირჯვარი გადაიწერა, საფლავში ჩახტა,დენისს ჩაეჭიდა და იქიდან სწრაფად ამოათრია.
-ეს ქალი მართლა კუდინია.-ბიჭს სახეზე სიმწრის სიცილი დასთამაშებდა,
ხელში კი ევანგელინასთვს მოგლეჯილი მედალიონი ეჭირა და არ უშვებდა.
დენისი მალევე დამშვიდდა,მერე ისევ საფლავში დაბრუნდა,ევანგელინას გვამი კუბოში ჩატენა,ამოტეხილი ფიცრები ზემოდან დააფარა და დამიანეს დახმარებით საფლავი ისევ ამოავსო.

...
„ექსპედიცია“,როგორც ამას კირა ეძახდა,წარმატებით დასრულდა.გოგონა მთელი გზა „ეშმაკის თვალს“ათვალიერებდა და დროდადრო,როცა ხელში მაგრად დაიჭერდა,რაღაც შემზარავი ხმები ესმოდა,მაგრამ სიტყვების გარჩევა უჭირდა.
კირას, ეს ხმები საშინლად აღიზიანებდა,მაგრამ ცდილობდა ნერვები მოეთოკა და ყურადღება მათ დაუსრულებელ საქმეზე გაემახვილებინა.
-ახლა რა ვქნათ?-იკითხა გზაში დენისმა.
-ევანგელინას სული უნდა გამოვიძახოთ.-თქვა კირამ.
-როგორც შენ ამბობ,ის ქალი თუ მართლა ისეთი ბოროტებაა,რატომ უნდა გამოვიძახოთ და ჩვენივე ნებით გავებათ მის ხაფანგში?-გაუკვირდა დამიანეს.
-ამას წინათ ფილმი ვნახე,იმასთან დაკავშიორებით,თუ როგორ შეიძლება სულის გამომწყვდევა სარკეში.თუ ევანგელინას სულს დავიჭერთ,მაშინ მისგან სამუდამოდ გავთავისუფლდებით.-აუხსნა კირამ.
-და ფილმებს უნდა ვენდოთ?-მიუბრუნდა მარგო.
-ჩვეულებრივი ფილმი კი არ იყო,დოკუმენტური იყო და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული,რომელიც „დისქავერზე“ გადიოდა.
-როგორ უნდა გამოვიძახოთ სული?-იკითხა მარგომ.
-უიჯას დაფა ხომ გვაქვს?-ეშმაკურად ჩაიცინა კირამ.
-ესეიგი, ჩემს სახლში მივდივართ.-ამოიოხრა დენისმა, გზიდან გადაუხვია და გორაკისკენ მიმავალ გზას აჰყვა.

ინგლისური სახლი ისევ პირქუშად გადმოჰყურებდა გარემოს.ამჯერად სრულიად ჩაბნელებული იყო და ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა.დენისმა კარი გააღო და მეგობრები შიგნით შეიპატიჟა.კირამ, მისაღები ოთახი კრგად დაათვალიერა,მერე დენისს და დამიანეს უბრძანა სავარძლები კუთხეებში მიეწყოთ და ცენტრლური ადგილი გაეთვისუფლებინათ.
-ცარცი,სანთლები,დიდი სარკე და უიჯას დაფა მჭირდება!-თქვა კირამ.
მარგომ ცარცი,დაფა და სანთლები მოიტანა.კირამ ცარცით იატაკზე დიდი წრე შემოხაზა,მერე სანთლები დაანთო და წრის ირგვლივ დაალაგა.ბიჭებმა ზედა სართულიდან დიდი სარკე ჩამოიტანეს და ბუხართან ისე დადგეს,რომ სარკეში მთელი ოთახის ანარეკლი ჩანდა.
კირამ მეგობრები წრეში შეიყვანა და იატაკზე დასვა,მერე დაფა წინ დაიდო და დანარჩენებს გადახედა.
-რაც არ უნდა მოხდეს,ვინც არ უნდა დაინახოთ,ან ვისი ხმაც არ უნდა გაიგონოთ,არავითარ შემთხვევაში წრიდან არ გახვიდეთ,ეს საზღვარია,რომელიც მოჩვენებების სამყაროსგან გამოგვყოფს.დაიმახსოვრეთ?
-კი.-თავი დაუქნიეს მეგობრებმა.
კირა, ცოტა არ იყოს ნერვიულობდა კიდეც.არა,მას მოჩვენებების ნამდვილად არ ეშინოდა,მხოლოდ ის ანერვიულებდა,სულის გამოძახება გამოუვიდოდა თუ არა,რადგან ამას პირველად აკეთებდა.
გოგონამ, უიჯას დაფა გაასწორა,მერე ლინზიანი ფირფიტა აიღო,დაფაზე დადო და მეგობრებს უთხრა,რომ ხელები იმ ფირფიტაზე დაეწყოთ.კირამ ღრმად ამოისუნთქა,თვალები დახუჭა და ხმამაღლა წარმოთქვა.
-ვიძახებ ევანგელინას სულს!-კირა წამით შეჩერდა.-თუ აქ ხარ ,რაიმეთი გვანიშნე!
სახლში ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა,რომ მხოლოდ მათი გულების გამალებული ფეთქვის ხმა ისმოდა.მეგობრები თითებს ძლიერად აჭერდნენ ერთმანეთს,ღრმად სუნთქავდნენ და რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინში, სხეულები შეუმჩნევლად უთრთოდათ.
უცებ მარგოს ფხუკუნი გაისმა,კირამ ცალი თვალი გაახილა და მამიდაშვილს ალმაცერად გახედა.
-მაპატიე, თავი ვერ შევიკვე.-თქვა მარგომ,მაგრამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო,რომ უცებ ლინზიანი ფრიფიტა გამოძრავდა.
-ეს ვინ იყო?-იკითხა დამიანემ.
-მე, არა.-თქვა დენისმა.
-არც მე .-თქვა მარგომ.
-ევანგელინა?!-კირამ გაფართოებული თვალებით დაფას დახედა.
მოულოდნელდა ფირფიტა ისევ გამოძრავდა,მაგრამ სული პასუხებს არ სცემდა,ფრიფიტა უაზროდ მოძრაობდა დაფაზე და არ ჩერდებოდა.
უცებ შემზარვი,უაღრესად ბოროტი ხარხარის ხმა გაისმა,საღაციდან ქარმა დაუბერა და ყველას ისეთი შეგრძნება დაეუფლა,რომ ოთახში ვიღაც შემოიჭრა.მარგომ სარკეს გახედა და ერთ ადგილას გაიყინა.გოგონამ დაინახა ,რაღაც ბნელი არსება,როგორ ადგა კირას თავზე.
ეს არც მოჩვენება იყო და არც სული.ეს ყველაზე დიდი ბოროტების განსახიერება იყო,რაც კი სამყროში არსებობს.თითქოს ქალს ჰგავდა,მაგრამ მის სხეულს მატერია არ ჰქონდა,მისი თვალები კი ჯოჯოხეთურ ცეცხლს აფრქვევდნენ.მარგოს ეგონა,რომ ერთი წამით დრო შეჩერდა,ყურებში საშინელი წუილი იგრძნო და შიშისგან ხმა ჩაუვარდა.
-არ უყურო...-მარგომ კისერთან ვიღაცის თბილი სუნთქვა იგრძნო,შეკრთა და საზარელი ფიქრებიდან გამოერკვა.
დენისის ნათელმა თვალებმა და გამამხნევებელმა,თბილმა ღიმილმა ,გოგონა თითქოს საიქიოდან მოაბრუნა.
-დენის.-დაიჩურჩულა მან.
-მე მიყურე,-უთხრა დენისმა და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა,-მას არ უყურო,მე მიყურე!
-არ შემიძლია.-დაიჩურჩულა მარგომ.-თითქოს... მაიძულებს შევხედო.
გოგონა მართალი იყო.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ვიღაც ძალით ექაჩებოდა,თვალებს ძალით ახელინებდა და აიძულებდა სარკეს მიშტერებოდა.
მარგომ ისევ სარკისკენ მიაბრუნდა თავი,თუმცა დენისმა ამის ნება არ მისცა.
-მარგო,მე მიყურე.- ჩასძახა მან.
-არ შემიძლია,არ შემიძლია...-ჩურჩულებდა გოგონა.
დენისმა მარგოს სახე ხელებში მოიქცა,მისკენ შემოაბრუნა და მისი მზერა დაიჭირა.მერე გოგონას კიდევ უფრო მიუახლოვდა და ბაგეებზე მთელი გრძნობით დაეწაფა.
მარგოს სხეულში ელექტრულმა ველმა დაუარა და თითქოს ჰიპნოზიდან გამოერკვა.წამში იგრძნო საოცარი სიმსუბუქე და ყველანაირი ბოროტება ამოიგდო გონებიდან,რაც კი ახლა მის ირგვლივ ტრიალებდა.

-კირა!-ჩაესმა უცებ გოგონას ნაცნობი ხმა და გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა.ეს ის ხმა იყო ,რომლის გაგონებაზეც ბოლო,რამდენიმე წელი ოცნებობდა და რომლის კიდევ ერთხელ გაგონებისთვისაც, ყველაფერს გაიღებდა.
-ბებია?!-წამოიძახა კირამ და თავი წამოსწია.
-კირა, დამეხმარე... აქ ვარ!-ისევ ჩაესმა გოგონას ბებიას ხმა.
კირა უცებ ემოციებმა აიტნა,სულ დაავიწყდა ის ფაქტი,რომ წრე არ უნდა დაეტოვებინა,ფეხზე ანერვიულებული სახით წამოვარდა,ადგილს მოსწყდა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
-კირა!-დაიყვირა მარგომ დ გოგონას დაუფიქრებლად გაეკიდა უკან.
ბიჭებსაც აღარ უფიქრიათ წრეში დარჩენა და გოგონებს გაჰყვნენ.კირა ჯერ დამწვარ სამზარეულოში შევარდა,სარდაფის კარი გამოაღო და შესვლას აპირებდა,მაგრამ მარგომ ხელი ჩაავლო, მისკენ შემოაბრუნდა და შეუყვირა.
-კირა,გამოფხიზლდი! შენ არ გვაფრთხილებდი, ვისი ხმაც არ უნდა გაიგონოთ,ყურადღება არ მიაქცითო?!
-მაგრამ... ეს ბებიაა!-დაიყვირა აცრემლებული თვალებით კირამ.
-არ არის! კირა, ეს ბებია არ არის.ის კარგ ადგილზეა,არ შფოთავს და მისი სულიც მოსვენებულია,შენ ხომ თქვი?-შეახსენა მარგომ.
-მეძახის,მარგო!-გაიმეორა გოგონამ და ხელის განთავისუფლება სცადა.-დახმარება სჭირდება.
-არა,კირა!-უფრო მაგრად მოუჭირა ხელზე ხელი გოგონამ.-ის არ არის! ბებია დასახმარებლად არ დაგიძახებდა,როცა ეცოდინებოდა,რომ შეიძლებოდა ამით საფრთხეში ჩაეგდე!
-შენ...მართალი ხარ!-ამოიოხრა კირამ და ხელები უღონოდ ჩამოუშვა.
-წამოდი,დავბრუნდეთ.-უთხრა მარგომ და ბიძაშვილს ხელი მოხვია.
კირამ თავი მაღლა ასწია,რომ მარგოსთვის ,რაღაც ეთქვა მაგრამ უცებ სარდაფის ღია კარიდან გამომავალი სიბნელიდა,რაღაც საშინელი არსება გამოვიდა.უფრო სწორად, მხოლოდ მისი დამჭკნარი და დაჩონჩხილი ხელები გამოჩნდა,რომელიც კირას ჩაებღაუჭა,მისკენ დაქაჩა,სიბნელეში შეათრია და სარდაფის კარი ჩაიკეტა.
მარგო წამით დაიბნა.გაოცებული გაიყინა ერთ ადგილას,თუმცა კირას კივილი,რომ შემოესმა,რომელიც დასახმარებლად უხმობდა,სწრაფად ეცა სარდაფის კარს და ბრახუნი ატეხა.
-კირა! კირა!
-გაიწიე!-უთხრეს ბიჭებმა,მარგო გვერდზე გამოსწიეს და კარს მიაწვნენ,რომ შეემტვრიათ,მაგრამ ეს მწერებისგან შეჭმული ხის ნაგლეჯი,უცებ ჯოჯოხეთის კარიბჭესავით შეაუვალი გახდა.
-მე გარედან ვნახავ.-თქვა დამიანემ და გარეთ გავარდა.
ბიჭმა ქოშინით შემოურბინა სახლს,დაბლა ჩამავალი რამდენიმე საფეხური ჩაირბინა, სარდაფის კარს მთელი ძალით მიახტა და შელეწა.
-კირა!-დაიღრიალა დამიანემ და ბნელ სარდაფში შევარდა.-კირა,სად ხარ?!
-დამიანე!-წამოიყვირა შეშინებული ხმით გოგონამ,ბნელი კუთხიდან გამოვარდა,მაგრამ ბიჭთან ახლოსაც ვერ მივიდა,რადგან რაღაც ბნელმა არსებამ ისევ ჩაავლო ხელი,გოგონა კედელზე ააკრა და მისი კლანჭები კისრში წაუჭირა.
კირა სახეზე გალურჯდა,ფილტვები უჰაერობისგან დაეხშო და თვალები უკან გადაატრიალა.
-კირა!-ისევ დაიღრიალა დამიანემ და გოგონასკენ გაიქცა,თუმცა უცებ მათ შორის თეთრკაბიანი,ქერა ქალი ჩადგა,ბნელ არსებას გამყინავი წივილით მიუახლოვდა,ხელი ჰკრა და კირაც უღონოდ დაენარცხა იატაკზე.
-დამიანე...-ამოიხრიალა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა.
-აქ ვარ...აქ ვარ!-მასთან მივარდა ბიჭი და კირა ფეხზე წამოაყენ.
-იზაბელმა...მგონი ამ წამს გადამარცინა.-წაილუღლუღა მან.
-ასე,აღარასდროს შეამშინო.-დამიანეს ხმა ნერვიულობისგან არაბუნებრივდ ჟღერდა.-ხომ კარგად ხარ? რაიმე გტკივა?
-არა...არაფერი მჭირს.-უპასუხა კირამ.
მოულოდნელად მაღლიდან მსხვრევის და ყვირილის ხმები გაისმა.კირამ და დამიანემ ერთმანეთს გადახედეს,მიხვდნენ,რომ ზემოთ რაღაც საშინელება ტრიალებდა,ამიტომ ადგილს სწრაფად მოსწყდნენ და სახლში შეშინებული სახეებით შეცვივდნენ.
იქ ძალიან უცნაური სანახაობა დახვდათ.მარგო და დენისი მისაღებში დიდი სარკის წინ იდგნენ,ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ,თვალები სარკისთვის მიეშტერებინათ და მათ გათიშულ სახეებზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა.
სარკეში არც ერთი მათგანი არ ირეკლებოდა,რადგან იქაურობა უკვე დაეკავებინა ბნელ აჩრდილს,რომელსაც კვლავინდებურად ქალის აღნაგობა ჰქონდა და თვალები სატანურად უელავდა.მარგო და დენისი ისე იყვნენ გაფითრებულები,რომ სიცოცხლის ნიშან-წყალიც აღარ შერჩენოდათ.
კირა მაშინვე მიხვდა,რომ მარგოს და დამიანეს ევანგელინას სარკეში გამომწყვდევა მოეხერხებინათ,მაგრამ ეს ბოროტი არსება , მათ სასიცოცხლო ძალებს აცლიდა,რომ სწორედ ამით დაეღწია თავი იქიდან.
-გამოიყვანე დამიანე!-დაიყვირა უცებ კირამ.-ორივე სარკეს მოაშორე.
ბიჭი სწრაფად მივარდა მეგობრებთან,ორივეს ხელები ჩაავლო და გვერდზე გასწია,მაგრამ როგორც კი სარკეს მოშორდნენ მაშინვე გამოეცალათ უკანსკნელი ძალაც და იატაკზე უგონოდ დაენარცხნენ.
-რა სჭირთ?-იკითხა ჩურჩულით დამიანემ.
-მგონი ევანგელინამ საბოლოოდ დააშტერა ორივე,ან ძალა გამოსწოვა.-თქვა კირამ,სარკის წინ დადგა,ეშმაკის თვალი ამოიღო და ხმამაღლა დაიყვირა.-გამოჩნდი! დამენახე!
მოულოდნელად სარკის ზედაპირი აიმღვრა და აჩრდილი ისევ გამოჩნდა.ამჯერად ევანგელინას სახის ნაკვთები ნათლად იკითხებოდა.
ქალი ძალიან საშიშად გამოიყურებდა.ზუსტად ისეთი იყო,როგორც იმ ფოტოზე.კეხიანი ცხვირით,გაწეწილი თმით და დიდი ,ბოროტი თვალებით.კირას მისი მართლა შეეშინდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და თავდაჯერებული ყოფილიყო.
-ხედავ ამას?-ჰკითხა კირამ და ევანგელინას ეშმაკის თვალი აჩვენა.-ახლა ხაფანგში ხარ! აქედან თავს ვერ დაიძვრებ,შენს ამულეტს კი გავანდგურებ!
-კირა, გაიწიე!-დაიყვირა უცებ დამიანემ.ბიჭმა იქვე მდგარ მძიმე ,ბრინჯაოს ძველებურ სკულპტურას ხელი წამოავლო და მთელი ძალით სარკეს გაუქანა.
სკულპტურა სარკის ზედაპირს მოხვდა და ნახევრად ჩაამსხვრია.
მოულოდნელად, სარკის დარჩენილი მთელი ნაწილიდან, ევანგელინამ დაჩონჩხილი ხელი გამოჰყო და კირას ფეხში ჩაავლო,გოგონა ძირს დაეცა და იატაკზე მოჭიდება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ევანგელინამ სარკისკენ გასწია კირა და ცალი ფეხით უკვე შიგნით ჰყავდა შეთრეული,როცა დამიანე მასთან მივარდა,გოგონას ხელებში ჩაეჭიდა და მისკენ დაქაჩა.
-აღარ შემიძლია!-დაიყვირა კირამ განწირული ხმით.-გამიშვი,თორემ შენც ჩაგითრევს!
-არა! არასოდეს!-დაიღრიალა დამიანემ გამწარებული ხმით.
-გამიშვი,დამიანე!
-არა-მეთქი!
-ქანდაკება!-წარმოთქვა უცებ კირამ და იატაკზე დაგდებული ქანდაკებისკენ ხელი გაიწვდინა.-ქანდაკება მომაწოდე!
დამიანემ, ბრინჯაოს სკულპტურა აიღო და კირას მიაწოდა.გოგონამ იქვე დავარდნილ „ეშმაკის თვალს“ დახედა,რომლის წითელი ქვაც უცნაურად ანათებდა.
კირამ ერთი ხელი დამიანეს შეუშვა,ღრმად ჩაისუნთქა, მთელი ძალით მოიქნია მძიმე ქანდაკება,სამკაულს დაარტყა და შუაში მოქცეული წითელი თვალი ჩაამსხვრია.
შემზარავი კივილის ხმამ, მთელი სახლის ფანჯრები ჩამოამსხვრია.უცებ საღაციდან ძლიერმა ქარმა დაუბერა,იატაკზე დადებული სანთლები წაიქცა და ძველებურ ფარდებს ცეცხლი მოედო.
-აქედან უნდა გავიდეთ!-თქვა დამიანემ,კირა ფეხზე წამოაყენა და მარგოს მიუბრუნდა.
-რა...მოხდა?-იკითხა ხმის კანკალით გოგონამ და იატაკიდან თავი წამოსწია.
-მარგო!-დაიყვირა კირამ გაბრწყინებული თვალებით და მამიდაშვილს ისე მოეხვია,რომ ლამის დაახრჩო.
-მე არავინ ჩამეხუტება?-თავი წამოჰყო დენისმა.
-მოდი,მე ჩაგეხუტები!-ხელები მისკენ გასწია დამიანემ სიცილით.
-რა დროს ეგ არის ხალხნო,სახლი იწვის!-წამოიძახა უცებ მარგომ და ფეხზე წამოვარდა.
სახლი ნახევრად,მართლაც ცეცხლში იყო გახვეული და დამწვრის საშინელი სუნი მეგობრებს ფილტვებს უხშობდა.
ოთხივენი სწრაფად გაემართნენ გასასვლელისკენ და სახლი დატოვეს.კირამ ნაღვლიანი მზერით მიიხედა უკან და სახლის მეორე სართულზე,ფანჯარასთან მდგომი ქერა ქალი დაინახა,რომელსაც ისეთი სასტიკი მზერა აღარ ჰქონდა და აღარც ტიროდა.პირიქით,ის ახლა იღიმოდა,თეთრი გამხდარი ხელი სარკმლის მინაზე მიებჯინა და თითქოს ამით მათ ემშვიდობებოდა,მერე კი მისი გამოსახულება ნელ-ნელა გაიცრიცა,გაქრა და კვამლს შეერია.
ეს სანახაობა,არა მარტო კირამ,არამედ ყველამ დაინახა და როგორც ბოროტი, ისე კეთილი სულების არსებობაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.
კირამ ტელეფონი მომიარჯვა და არჩილისთვის დარეკვას აპირებდა,მაგრამ დენისმა ამის უფლებ არ მისცა.
-აცადე დაიწვას,-თქვა ბიჭმა,-ამ ცოდვის ბუდეს, მხოლოდ ცეცხლი თუ გაწმინდავს!


...
ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა,როცა ადამიანს ზაფხულის მშვიდ დილას ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს.თვალებს ახელს და ხვდები,რომ სადარდებელი არაფერი გაქვს.
მარგომ,მის გვერდით მძინარე კირას გადახედა და თმაზე მოეფერა.გოგონა ისე მშვიდად იყო,რომ მარგოს ეუცნაურა კიდეც,რადგან დაკვირვებული იყო,კირას ძილშიც კი გაბრაზებული სახე ჰქონდა.
გოგონა წამოდგა და ნაღვლიანად გახედა გორაკზე წამომდგარ ნახევრად დამწვარ-დანგრეულ სახლს.უკვე აგვსიტო იყო.მარგომ დაპირებისამებრ მთელი ეს დრო აგორაში გაატარა და ზაფხულის დარჩენილ დღეების აქ გატრებას აპირებდა.
კირას ,მოჩვენებები თითქმის აღარ აწუხებდა.თვითონ იძახდა ,თუ საფრთხე დამემუქრება ისევ გამოჩნდებიანო,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანდა.არჩილს ძალიან უხაროდა,როცა ხედავდა,რომ გოგონები აღარ ჩხუბობდნენ და ზაფხულის ცხელ დღეებს საკმაოდ საინტერესოდ ატარებდნენ.
გამომიდნარე იქიდან,რომ დამიანეს ბებია ძალიან გულმოწყალე ქალი იყო,შვილიშვილი შეიბრალა და მეტ თავისუფალ დროს აძლევდა,ის კი კირას გვერდიდან არ შორდებოდა და მის გამხიარულებას ყოველთვის ახერხებდა,მიუხედავად იმისა,რომ ხანდახან მართლა მოხუცი ცოლ-ქმარივით კინკლაობდნენ.
დენისი გაქრა.მას შემდეგ,რაც მისი სახლი დაიწვა და საბოლოოდ განადგურდა,დენისი დაუმშვიდობებლად წავიდა და თითქმის სამი კვირა აღარ გამოჩენილა.მარგოს კი ყველაზე მეტად,მასზე დარდი არ ასვენებდა.

-გოგონებო,ჩვენს გვერდით სახლი გაიყიდა და ხომ არ იცით ვინ გადმოვიდა?-იკითხა საუზმისას არჩილმა.
-მართლა?-გაუკვირდა კირას.-არა,საიდან უნდა ვიცოდეთ?
-თუ გაიგოთ ,მეც მითხარით,მივალ და ახალ მეზობელს გავიცნობ.-თქვა არჩილმა, წამოდგა,გოგონებს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა.
-აბა,დღეს რას ვაფუჭებთ?-იკითხა მარგომ.
-დამიანეს ველოდები და რაიმე ძალიან საშიშ ფილმს უნდა ვუყუროთ,ხომ შემოგვიერთდები?-უთხრა კირამ.
-მოდი იმ ფილმს ვუყუროთ,აი გოგოს,რომ ქალი დაწყევლის და მერე რაღაცეები,რომ ელანდება.-შესთავაზა მარგომ.
-"ჩამითრიე ჯოჯოხეთში"?-გაახსენდა კირას.
-ჰო,მერე ჩვენსავით იმ ქალის საფლავს,რომ გათხრის.-კირამ და მარგომ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუვარდათ.
გოგონებს მართლა უკვირდათ,რომ იმის შემდეგ,რაც გადახდათ,ამ ყველაფერზე გაცინებაც კი შეეძლოთ.

სანამ ისინი დამიანეს ელოდებოდნენ,მარგო ეზოში გავიდა და ჰამაკში ჩაეშვა.გოგონამ თვალები დახუჭა,სახე მზეს მიუშვირა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მოულოდნელად ,მარგოს უცნაური ხმები შემოესმა,ფეხზე წამოდგა,ცოტა გაიარა,ხმას მიჰყვა და მეზობლის ეზოში გამავალ ვიწრო ჭიშკართან გაჩერდა.ხმები აშკარად ეზოდან მოდიოდა.მარგო ცნობსმოყვარეობამ შეიპყრო,ჭიშკარი გააღო და მეზობლის ეზოში გადავიდა.

იქ მდგარი შენობა,დაახლოებით ისეთივე წყობის იყო,როგორც მათი სახლი.გოგონამ პარმაღზე , რამდენიმე საფეხურიან ხის კიბესთან დახრილი ბიჭი დაინახა.
იგი წელს ზემოთ შიშველი იყო,მის ზურგს მზე უმოწყალოდ აცხუნებდა,ცალი ხელით ოფლს შუბლიდან იწმედდა,მეორე ხელში კი ჩაქუჩი ეჭირა და კიბის შეკეთებას ცდილობდა.
მარგოს წამით დეჟავუს შეგრძნება დაეუფლა და ის მომენტი გაახსენდა, დენისს თავზე,რომ დაადგა,როცა იგი თავის ეზოში სკამს აკეთებდა.
გოგონამ ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო მეზობელს,მიუახლოვდა,კარგად დააკვირდა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,როცა მასში დენისი ამოიცნო.
მარგომ ხმამაღლა ჩაახველა.ბიჭმა მისი ხმა გაიგონა და გოგონასკენ შებრუნდა.
-დენის?!-წამოიძახა გაოგნებული ხმით მარგომ.
-გამარჯობა!-გაეცინა ბიჭს და წამოდგა.
-გამარჯობა.-გაუღიმა გოგონამ.-შენ... ეს სახლი შენ იყიდე?
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა,მაგრამ ჩამიშალე.-ხელები დანებების ნიშნად ასწია ბიჭმა.
-და ცალხელას სახლი?-იკითხა მარგომ.
-ინვესტორებს მივყიდე.მალე იქაურობას მოასწორებენ და იმ ადგილს ალბათ ვენახების გასაშენებლად გამოიყენებენ.-გაუღიმა დენისმა..
მარგომ ვეღარ მოითმინა,გაბრწყინებული თვალებით გაიქცა დენისისკენ და მთელი ძალით მოეხვია.
-ოფლიან ვარ.-გაეცინა ბიჭს და მანაც მაგრად შემოჰხვია მკალვები მარგოს.
-და საშინელი სუნი აგდის.-ჩაიცინა გოგონამ.
-მომენატრე.-ჩაილაპარკა ბიჭმა,მარგოსკენ დაიხარა და გოგონას თბილად აკოცა.
-დღეს,ძალიან საშიშ ფილმს უნდა ვუყუროთ, „ჩამითრიე ჯოჯოხეთში“ ჰქვია,ხომ მოხვალ?-ჰკითხა გოგონამ.
-რა თქმა უნდა,მოჩვენებების და საფლავების თხრის გარეშე, ჩემი ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია.-გაეცინა დენისს და მარგოს შუბლზე აკოცა.


დასასრულიскачать dle 11.3




№1  offline მოდერი ენემი

როგორ ველოდებოდიი heart_eyes heart_eyes

 



№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ენემი
როგორ ველოდებოდიი heart_eyes heart_eyes

მიხარია ძალიან :** ❤❤❤

 



№3  offline წევრი Elli Na

ძალიან კარგია ! ❤❤❤

 



№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Elli Na
ძალიან კარგია ! ❤❤❤

მადლობა დიდი ❤❤❤ :** :დდ

 



№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

elle...
შენ ვონ ყოფილხარ და მე არ მცოდნია!
არა, ვიცოდი მაგარი გოგო რომ იყავი, მაგრამ ასეთი?!
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე შენ და აღფრთოვანებული ვარ შენით!
”ზე” საინტერესო ისტორია იყო, ”ზე” ჩამთრევი!
”ზე” ავტორი ხარ შენ! ვოტ!
ნენე გაგიჟდა შენზე, სიყვარულო და დღეიდან ჩემი უსაყვარლესი მწერალი ხარ შენ!
იშვიათია ასეთი მაგარი ისტორიები და შენი ჩვეულებრივად მიემატა ამ პატარა სიას❤️❤️❤️
პ.ს. ”ჩამითრიე ჯოჯოხეთში” საკაიფო ფილმია და ამ ამბების შემდეგ კაი მომენტები ელით დენისსა და მარგოს :დდდ

ვაიმეეეე დამბურძგლა და დამაჟრიალა :დდ❤❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო უსაზღვროს გამათბე და გამახარე *_* სასწაული გოგო ხარ და მიყვარხარ ძალიან❤❤❤ სულ დავფრინავ და ვანათებ :დდ❤❤❤❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი Kira

ვაიმე ჩემი ისტორიაა <333 როგორ მიყვარს <3 ჩემი ალქაჯო მამიდაშვილო შენზე ხომ საერთოდ ვგიჟდები <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



№7  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Kira
ვაიმე ჩემი ისტორიაა <333 როგორ მიყვარს <3 ჩემი ალქაჯო მამიდაშვილო შენზე ხომ საერთოდ ვგიჟდები <3

ჩემი სიყვარული ხარ შენ *_* ჩემი ლამაზი,ჭკვიანი და საოცრება გოგო ❤❤❤მიყვარხად ძიმონო :დდდ❤❤❤❤

 



№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარი გოგო ხარ შენ...
ველოდებოდი რომ შემეშინდება...
მაგრამ სად იყო შიში...
მაგრამ იყო ისეთი სანამ არ მოვრჩი ვერ მოვისვენებ...
ახლა მშვიდად დავიძინებ..

 



№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

terooo
რა მაგარი გოგო ხარ შენ...
ველოდებოდი რომ შემეშინდება...
მაგრამ სად იყო შიში...
მაგრამ იყო ისეთი სანამ არ მოვრჩი ვერ მოვისვენებ...
ახლა მშვიდად დავიძინებ..

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობაა ❤❤❤❤❤ გაგაფრთხილეთ თავიდანვე რომ არ შეგეშინდებათთქო და ვეცადე ამესრულებინა :დდ❤❤❤❤

 



№10 სტუმარი kusa13

ხო წაკითხილი მქონდა კირას ისტორია თუმცა კარგად არ მახსოვდა ძალიან გამიხარდა რომ დავინახე და ძალიან ვისიამოვნე ბევრიც ვიცინე :დ მშიშარავარ მეტისმეტი ამიტომ ცოტა შემეშინდა თან ბნელა და ამბები რა :დ მოკლედ ძალიან კარგი ისტორიაა რაღაცნაირი აი საყვარელიი :* ძალიან კარგი ხარ <3 <3 იმედი მაქვს რომ ახალ ისტორიასაც მალე დაიწყებ რამდენიმეს ისტორიებს ვკითხულობ და ყველას ეხა მოუნდა შვებულებაში გასვლა:დ ხოდა იმედი მაქვს შენ მაინც გამახარებ თუ მოახერხე რა თქმა უნდა :დ <3<3

 



№11  offline წევრი ke-sane

მე რომ შემზე ვგიჟდები არ მითქვამს ხოო? საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის, აი ვგიჟდები შენს ისტორებზე ზუსტად ისაა რაზეც მაბოდებს და რაც მთავარია ყველა ისტორაშია რაღაც მისტიკური და არარეალური(ნუ კი მჟერა რაღაცეების მე მაგრამმ) ძაან მაგარი ისტორიებია ყველა.შევამჩნიე ბერძნულ მითოლოგიას და ზოგადად მათ კულტურას კარგად იცნობ:) ესეც ერთერთი საუკეთესოა მაგრამ ასასინებიი სხვა თემაა :)
როგორც მიხვდი არ მეხერხება ემოციენბის გადმოცემა უბრალოდ დამიჯერე საუკეთესო ხარ შენც შენი ფამტაზიაც და ისტორებზე ხო არაფერს ვამბობ. La Lioronaმა მირჩია შენი ისტორები და ვერ წამოიდგენ როგორი მადლობელი ვარ. ჭირვეული კატალინა წაკითხული მქონდა და ძალიან მიყვარდა მაგრამ სხვებმა უკვე აღმოჩენა იყო და სურვილი მქონდა აღარ დასრულებულიყო. იმედია მალე გამახარებ ახალი ისტორიით<3

 



№12 სტუმარი კიკი

გაგისკდეს გული როგორც მე გამიხეთქე, :* ეს იყო ყველაზე ყველაზე მაგრი ისტორია ამ გვერდზე რაც კი წამიკითხავს

 



№13  offline ახალბედა მწერალი sopiko

გავიღვიძე და რა დამხვდა ესს ^__^
რა გოგო ხარ შენ, მარგარეტ, რომ იცოდე! ოქრო გოგო, სასწაული გოგო, პოზიტივი გოგო heart_eyes ვკითხულობდი და შენი გაცნობა უფრო და უფრო მინდებოდა! დარწმუნებული ვარ, ისეთივე სასიამოვნო იქნება შენთან ურთიერთობა, როგორც შენს გმირებთან!
ახლა თავიდან დავიწყოთ :დდ
კირა ვიცი ვინცაა და მარგო, ალბათ, შენ ხარ, ხო?
თავიდან ვითომ ჩვეულებრივად დაიწყო, ვითომ ისეთი არაფერი ხდებოდა, მამიდაშვილი ჩამოდიოდა ბიძაშვილთან, რომელიც სძულდა და რომელიც მისთვის დემონი იყო, მაგრამ მერე ისეთები მოხდა, აღფრთოვანებული დამტოვე.
კირა საერთოდ არ მგავს, მაგრამ ძალიან შემიყვარდა. მარგო კი სულ ჩემნაირია :დდ ამიტომაც სულ მეცინებოდა მის საქციელებზე :დდ თუმცაღა კირას ჩემთვის ტანსაცმელები რომ გაეფუჭებინა, ჩემს თმას ასე რომ მოქცეოდა, ნამდვილად მივასაკლავებდი :დდ
საერთოდ მიყვარს ჰორორების კითხვა :დდ ყურებით ვერ ვუყურებ და ვიკითხო მაინც. სახალისო ეპიზოდებით გაჟღენთილი საშინელებები კადრებივით მირბოდა და ეს ყველას კი არ შეუძლია, ქალბატონო?
''კოკა-კოლას სინდრომი'' საინტერესო დაავადებაა ნამდვილად :დდ სხვათა შორის ბევრი რამ გავიგე მისტიკასთან დაკავშირებით, ანიმეებთან დაკავშირებით, იაპონიასთან დაკავშირებით. შენი ისტორიები ყოველთვის სავსეა ცნობებით, რომლებიც წაკითხვამდე არ ვიცოდი. ესეც შენი პლუსია!
დასასრულში იმდენი რამე გაირკვა ერთად, რომ დავიბენი კიდეც :დდ
ასეა თუ ისე, ორი მშვენიერი წყვილიც გამოიკვეთა heart_eyes
მოკლედ და კონკრეტულად, შემიყვარდა ეს ისტორია
და მგონი შენც :დ

 



№14  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

kusa13
ხო წაკითხილი მქონდა კირას ისტორია თუმცა კარგად არ მახსოვდა ძალიან გამიხარდა რომ დავინახე და ძალიან ვისიამოვნე ბევრიც ვიცინე :დ მშიშარავარ მეტისმეტი ამიტომ ცოტა შემეშინდა თან ბნელა და ამბები რა :დ მოკლედ ძალიან კარგი ისტორიაა რაღაცნაირი აი საყვარელიი :* ძალიან კარგი ხარ <3 <3 იმედი მაქვს რომ ახალ ისტორიასაც მალე დაიწყებ რამდენიმეს ისტორიებს ვკითხულობ და ყველას ეხა მოუნდა შვებულებაში გასვლა:დ ხოდა იმედი მაქვს შენ მაინც გამახარებ თუ მოახერხე რა თქმა უნდა :დ <3<3

ძალია დიდი მადლობა სიყვარულოოო ძალიან გამახარე *_*❤❤ ახალ ისტორიასაც მალე დავიწყებ მე არ ვაპირებ ჯერ შვებულებაში გასვლას :დდ თავს არ მოგანატრებ ნამდვილად :დდ❤❤

sa-mira
მე რომ შემზე ვგიჟდები არ მითქვამს ხოო? საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის, აი ვგიჟდები შენს ისტორებზე ზუსტად ისაა რაზეც მაბოდებს და რაც მთავარია ყველა ისტორაშია რაღაც მისტიკური და არარეალური(ნუ კი მჟერა რაღაცეების მე მაგრამმ) ძაან მაგარი ისტორიებია ყველა.შევამჩნიე ბერძნულ მითოლოგიას და ზოგადად მათ კულტურას კარგად იცნობ:) ესეც ერთერთი საუკეთესოა მაგრამ ასასინებიი სხვა თემაა :)
როგორც მიხვდი არ მეხერხება ემოციენბის გადმოცემა უბრალოდ დამიჯერე საუკეთესო ხარ შენც შენი ფამტაზიაც და ისტორებზე ხო არაფერს ვამბობ. La Lioronaმა მირჩია შენი ისტორები და ვერ წამოიდგენ როგორი მადლობელი ვარ. ჭირვეული კატალინა წაკითხული მქონდა და ძალიან მიყვარდა მაგრამ სხვებმა უკვე აღმოჩენა იყო და სურვილი მქონდა აღარ დასრულებულიყო. იმედია მალე გამახარებ ახალი ისტორიით<3

ვაიმეეე როგორ გავბრწყინდი და გავანათე :***❤❤❤ ვიცი შენი გრძნობების შესახებ ჩემო საყვარელოო გადმომცეს და ძალიან ძალიან მიხარიხარ :დდ❤❤❤ მადლობა რომ ასე მოგწონს და კითხულობ*_* კი ბერძნული მითოლოგია და არა მარტო ბერძნული ჩემი სისუსტეა,სხვა თუ არაფერი მაგათში მაინც ვერკვევი კარგად :დდ თან უხდება ისტორიებს რაღაცნაირად :დდ❤❤❤

კიკი
გაგისკდეს გული როგორც მე გამიხეთქე, :* ეს იყო ყველაზე ყველაზე მაგრი ისტორია ამ გვერდზე რაც კი წამიკითხავს

ვააააჰ :დდ ძაააალიან დიდი მადლობა ❤❤ ამ სორი შეშინევისთვის :დ❤❤❤

sopiko
გავიღვიძე და რა დამხვდა ესს ^__^
რა გოგო ხარ შენ, მარგარეტ, რომ იცოდე! ოქრო გოგო, სასწაული გოგო, პოზიტივი გოგო heart_eyes ვკითხულობდი და შენი გაცნობა უფრო და უფრო მინდებოდა! დარწმუნებული ვარ, ისეთივე სასიამოვნო იქნება შენთან ურთიერთობა, როგორც შენს გმირებთან!
ახლა თავიდან დავიწყოთ :დდ
კირა ვიცი ვინცაა და მარგო, ალბათ, შენ ხარ, ხო?
თავიდან ვითომ ჩვეულებრივად დაიწყო, ვითომ ისეთი არაფერი ხდებოდა, მამიდაშვილი ჩამოდიოდა ბიძაშვილთან, რომელიც სძულდა და რომელიც მისთვის დემონი იყო, მაგრამ მერე ისეთები მოხდა, აღფრთოვანებული დამტოვე.
კირა საერთოდ არ მგავს, მაგრამ ძალიან შემიყვარდა. მარგო კი სულ ჩემნაირია :დდ ამიტომაც სულ მეცინებოდა მის საქციელებზე :დდ თუმცაღა კირას ჩემთვის ტანსაცმელები რომ გაეფუჭებინა, ჩემს თმას ასე რომ მოქცეოდა, ნამდვილად მივასაკლავებდი :დდ
საერთოდ მიყვარს ჰორორების კითხვა :დდ ყურებით ვერ ვუყურებ და ვიკითხო მაინც. სახალისო ეპიზოდებით გაჟღენთილი საშინელებები კადრებივით მირბოდა და ეს ყველას კი არ შეუძლია, ქალბატონო?
''კოკა-კოლას სინდრომი'' საინტერესო დაავადებაა ნამდვილად :დდ სხვათა შორის ბევრი რამ გავიგე მისტიკასთან დაკავშირებით, ანიმეებთან დაკავშირებით, იაპონიასთან დაკავშირებით. შენი ისტორიები ყოველთვის სავსეა ცნობებით, რომლებიც წაკითხვამდე არ ვიცოდი. ესეც შენი პლუსია!
დასასრულში იმდენი რამე გაირკვა ერთად, რომ დავიბენი კიდეც :დდ
ასეა თუ ისე, ორი მშვენიერი წყვილიც გამოიკვეთა heart_eyes
მოკლედ და კონკრეტულად, შემიყვარდა ეს ისტორია
და მგონი შენც :დ

ჩემოო საყვარელოოოოოო ❤❤❤ აი უსაზღვროდ გახარებული ვარ რომ წაიკითხე და ასე მოგეწონა :დდ❤❤ ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ,სასწაულად ავივსე უთბილესი ემოციებით :**❤❤ ნუ რაღააცები კი იყო რეალობიდან აღებული ნაგრამ მთლად მარგოობას ვერ დავიჩემებ ნამდვილად :დდდდ
ჰორორ ჟანრში ეს პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ნამუშევარია ჩემთვის,ამიტომ მართლა არ მეგონა თუ ასე მოგეწონებიდათ ❤❤❤❤ ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო *_* ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№15 სტუმარი მოცინარი

დედაა, რას მერჩოდი!!!!!?!?! მოვკვდი!
P.S. სიხარულით
P.S.S. სიცილით
P.S.S.S. საოცრება ხაარ!

 



№16  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
დედაა, რას მერჩოდი!!!!!?!?! მოვკვდი!
P.S. სიხარულით
P.S.S. სიცილით
P.S.S.S. საოცრება ხაარ!

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა kissing_heart heart_eyes joy

 



№17 სტუმარი Guest lika

auuu dedageficebi, pirvelad wavikitxe iseti istoria romelshic romantika naklebad iko, udzalian magresia martla, survili gamichina rom mec manwile vkofilikavi, tan magrad meshinoda amis kitxvisas

auu da eseti filmi ro arsebobdes ra magari iknebodaa

 



№18  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Guest lika
auuu dedageficebi, pirvelad wavikitxe iseti istoria romelshic romantika naklebad iko, udzalian magresia martla, survili gamichina rom mec manwile vkofilikavi, tan magrad meshinoda amis kitxvisas

auu da eseti filmi ro arsebobdes ra magari iknebodaa

ვაიმეე,ძალიან მიხარია ❤❤❤უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოო *_* ნუ ძირითადად მაინც ჰორორ ფილმებით ვიხელმძღვანელე :დდ❤❤❤❤❤❤

 



№19 სტუმარი ქეთი.იი

ეს იყო რაღაც გასაოცარი,ჩამთრევი,რო ვკითხულობდი თავი მეც ისტორიის სრულყოგილი მონაწილე მეგონა,მათ მაგივრადაც მე გამკრავდა გულში შიში,კირა ხო საერთოდ ჩემი პოზიტივი გოგო გახდა,სასაფლაოზე მსხალს რო ახრაშუნებდა მანდ ჯერ გამიკვირდა საიდან გამოვარდება მეთქი მოჩვენება და კირა რო აღმოჩნდა მანდ გადავბჟირდი საერთოდ,

მოკლედ და კონკრეტულად ზე მაგარი ისტორია იყო,ველი შენს შემდეგ ისტორიას.
პ.ს ახლა ერთი კვირა თვალებ დაფეთებულმა უნდა ვიარო მოჩვენება არ გადმომხტეს(ღამე ოღონდ) ვიცი არ არსებობენ მაგრამ მეშინია და რას ვიზამ :DDDDDD

პ.ს.ს "თვალებ" ამოაკელი ზედმეტია :dd

 



№20  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ქეთი.იი
ეს იყო რაღაც გასაოცარი,ჩამთრევი,რო ვკითხულობდი თავი მეც ისტორიის სრულყოგილი მონაწილე მეგონა,მათ მაგივრადაც მე გამკრავდა გულში შიში,კირა ხო საერთოდ ჩემი პოზიტივი გოგო გახდა,სასაფლაოზე მსხალს რო ახრაშუნებდა მანდ ჯერ გამიკვირდა საიდან გამოვარდება მეთქი მოჩვენება და კირა რო აღმოჩნდა მანდ გადავბჟირდი საერთოდ,

მოკლედ და კონკრეტულად ზე მაგარი ისტორია იყო,ველი შენს შემდეგ ისტორიას.
პ.ს ახლა ერთი კვირა თვალებ დაფეთებულმა უნდა ვიარო მოჩვენება არ გადმომხტეს(ღამე ოღონდ) ვიცი არ არსებობენ მაგრამ მეშინია და რას ვიზამ :DDDDDD

პ.ს.ს "თვალებ" ამოაკელი ზედმეტია :dd

ვაიმეე რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე :დდდ ძალიან მიხარია და უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤ ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ თქვენნაირი მკითხველები მყავს *_*❤❤❤❤

 



№21 სტუმარი Guest BiBi

sponsoris dzebnaze ar gifiqria? :D shesanishnavi mdzafrsiujetiani fantastika gamovidoda sheni rejisorobit :)

 



№22  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Guest BiBi
sponsoris dzebnaze ar gifiqria? :D shesanishnavi mdzafrsiujetiani fantastika gamovidoda sheni rejisorobit :)

ახლახანს მქონდა გასაუბრება ჯეიმს ვანთან და ვეს ქრეივენთან :დდ ჰოდა ბოლო წლები ძალიან გადატვურთული გვაქვს და 2020-ში შემოიარეო :დდდდ მადლობები დიიიიდი სიყვარულოო❤❤❤❤❤❤

 



№23 სტუმარი Stalky

Shen xar dzalian nichieri gogo ^^ martla :D erti ram vici zustad ,rom shen tu gaagrdzele wera (da gaagrdzeleb!),umagresi mwerali iqnebi,igrdznoba rogori cnobismoyvare da mshromeli da ravici dzalalian kargi xar mokled :D bevrs agar movedebi,yvela istoria dzalian magaria da ase gaagrdzele :3 roca didi mwerali gaxdebi,sheni fanebi ar dagviviwyo :D

 



№24  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Stalky
Shen xar dzalian nichieri gogo ^^ martla :D erti ram vici zustad ,rom shen tu gaagrdzele wera (da gaagrdzeleb!),umagresi mwerali iqnebi,igrdznoba rogori cnobismoyvare da mshromeli da ravici dzalalian kargi xar mokled :D bevrs agar movedebi,yvela istoria dzalian magaria da ase gaagrdzele :3 roca didi mwerali gaxdebi,sheni fanebi ar dagviviwyo :D

აუუუუ ძააან დიიიდი მადლობა ჩემო საყვარელოოოო ❤❤❤❤❤ ძალიან ბედნიერი ვარ არც კი ვიცი რა გითხრა :დდ❤❤ ძალიან გამახარე მართლა❤❤❤ მაგდენის ამბიციაც არ მაქვს მაგრამ რა დავიწყება,თქვენს გარეშე არც მე ვიქნებოდი *_* ❤❤❤❤❤

 



№25 სტუმარი ქეთი.იი

Margaritha Loki
ქეთი.იი
ეს იყო რაღაც გასაოცარი,ჩამთრევი,რო ვკითხულობდი თავი მეც ისტორიის სრულყოგილი მონაწილე მეგონა,მათ მაგივრადაც მე გამკრავდა გულში შიში,კირა ხო საერთოდ ჩემი პოზიტივი გოგო გახდა,სასაფლაოზე მსხალს რო ახრაშუნებდა მანდ ჯერ გამიკვირდა საიდან გამოვარდება მეთქი მოჩვენება და კირა რო აღმოჩნდა მანდ გადავბჟირდი საერთოდ,

მოკლედ და კონკრეტულად ზე მაგარი ისტორია იყო,ველი შენს შემდეგ ისტორიას.
პ.ს ახლა ერთი კვირა თვალებ დაფეთებულმა უნდა ვიარო მოჩვენება არ გადმომხტეს(ღამე ოღონდ) ვიცი არ არსებობენ მაგრამ მეშინია და რას ვიზამ :DDDDDD

პ.ს.ს "თვალებ" ამოაკელი ზედმეტია :dd

ვაიმეე რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე :დდდ ძალიან მიხარია და უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤ ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ თქვენნაირი მკითხველები მყავს *_*❤❤❤❤

მე კი ვამაყობ შენნაირი მწერალი რომ არსებობს❤❤❤

 



№26  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ქეთი.იი
Margaritha Loki
ქეთი.იი
ეს იყო რაღაც გასაოცარი,ჩამთრევი,რო ვკითხულობდი თავი მეც ისტორიის სრულყოგილი მონაწილე მეგონა,მათ მაგივრადაც მე გამკრავდა გულში შიში,კირა ხო საერთოდ ჩემი პოზიტივი გოგო გახდა,სასაფლაოზე მსხალს რო ახრაშუნებდა მანდ ჯერ გამიკვირდა საიდან გამოვარდება მეთქი მოჩვენება და კირა რო აღმოჩნდა მანდ გადავბჟირდი საერთოდ,

მოკლედ და კონკრეტულად ზე მაგარი ისტორია იყო,ველი შენს შემდეგ ისტორიას.
პ.ს ახლა ერთი კვირა თვალებ დაფეთებულმა უნდა ვიარო მოჩვენება არ გადმომხტეს(ღამე ოღონდ) ვიცი არ არსებობენ მაგრამ მეშინია და რას ვიზამ :DDDDDD

პ.ს.ს "თვალებ" ამოაკელი ზედმეტია :dd

ვაიმეე რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე :დდდ ძალიან მიხარია და უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤ ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ თქვენნაირი მკითხველები მყავს *_*❤❤❤❤

მე კი ვამაყობ შენნაირი მწერალი რომ არსებობს❤❤❤

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სიყვარულოოოო *_*❤❤❤❤

 



№27  offline წევრი nini :)

მოკლედ, წუხელ მინდოდა კომენტარის დატოვება მაგრამ იმდენად ემოციებში ვიყავი ვეღარ შევძელიიი... ხოოოო.... რაც შეეხება ისტორიაას, მართლა კარგი იყოოო.... რაღაც მომენტში ჩაბნელებულ სახლში გავლაც მაშინებდა..... მითუმეტეს საკუთარ სახლში, თან არ მჯერა ამ სულების და მოჩვენების.... მაგრამ იმდენად საინტერესო იყოო ვერ ვწყდებოდი კითხვას.... მართლა მაგარი ხარ... წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალ ისტორიას...

 



№28  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

nini :)
მოკლედ, წუხელ მინდოდა კომენტარის დატოვება მაგრამ იმდენად ემოციებში ვიყავი ვეღარ შევძელიიი... ხოოოო.... რაც შეეხება ისტორიაას, მართლა კარგი იყოოო.... რაღაც მომენტში ჩაბნელებულ სახლში გავლაც მაშინებდა..... მითუმეტეს საკუთარ სახლში, თან არ მჯერა ამ სულების და მოჩვენების.... მაგრამ იმდენად საინტერესო იყოო ვერ ვწყდებოდი კითხვას.... მართლა მაგარი ხარ... წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალ ისტორიას...

როგორ გამახარე სიყვარულოოო heart_eyes heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის heart_eyes ამ სორი თუ შეგაშინე laughing heart_eyes kissing_heart

 



№29 ადმინი მწარე

შენც იცი რომ საშიში კინოების ყურება ჩემზე არ მოქმედებს მსგავს ისტორიებს კიდე არ ვკითხულობ დაა ეს რატო წავიკითხე არვიცი სხვაა ისტორიასს ველოდი დაა სულ სხვაა დამხვდაა ხო გითხარი საშიშსაც კურიოზად აქცევ თქო ხოდა რავთქვა და რადავწერო არვიცი ისე მეშინოდა და ისეთი დაძაბული ვიყავი მუცლის კუნთები ახლაც მტკივა სასაცილო მომენტებზეც ისე ვიცინოდი დედაჩემს დებილი ვეგონე მარა ჩემგან დაჩვეულია და აღარ მაქცევდა ყურადღებას :დდდ
ხო კიდევ ის ვიცი რომ მსგავსი სახის ისტორიებს მაინც არ წავიკითხავ თუ შენი დაწერილი არ იქნებაა ხოდა მეტი რაღა ვთქვა ამხელა კომენტარი გაგიშანშალე თან ნახე შენი ისტორია სრულად წავიკითხე და უკმაყოფილების შეგრძნებაც დამეუფლა რადგაან არმეყო ეს ორი დღე გამილამაზეს ასე რომ ვთქვათ თან დამაშინესს სულების ზოგადად არმჯერა მარა ახლა სახლში დარჩენის უფრო შემეშინდაა :დდდ
ოხ მარგო მარგო :დდდ
მწარე დაამუნჯე
და ცუდსაც ვერაფერს ამბობს ხომ ხედავ
კარგი ხარ

პს. ხო კიდევ ეს ის მომენტიაა როდესაც ერთი სიტყვის დაწერაც არმეყო მომინდა
უფრო
უფრო
მეტი დამეწერა და იმედია გამომივიდაა კიდეც
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№30  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მწარე
შენც იცი რომ საშიში კინოების ყურება ჩემზე არ მოქმედებს მსგავს ისტორიებს კიდე არ ვკითხულობ დაა ეს რატო წავიკითხე არვიცი სხვაა ისტორიასს ველოდი დაა სულ სხვაა დამხვდაა ხო გითხარი საშიშსაც კურიოზად აქცევ თქო ხოდა რავთქვა და რადავწერო არვიცი ისე მეშინოდა და ისეთი დაძაბული ვიყავი მუცლის კუნთები ახლაც მტკივა სასაცილო მომენტებზეც ისე ვიცინოდი დედაჩემს დებილი ვეგონე მარა ჩემგან დაჩვეულია და აღარ მაქცევდა ყურადღებას :დდდ
ხო კიდევ ის ვიცი რომ მსგავსი სახის ისტორიებს მაინც არ წავიკითხავ თუ შენი დაწერილი არ იქნებაა ხოდა მეტი რაღა ვთქვა ამხელა კომენტარი გაგიშანშალე თან ნახე შენი ისტორია სრულად წავიკითხე და უკმაყოფილების შეგრძნებაც დამეუფლა რადგაან არმეყო ეს ორი დღე გამილამაზეს ასე რომ ვთქვათ თან დამაშინესს სულების ზოგადად არმჯერა მარა ახლა სახლში დარჩენის უფრო შემეშინდაა :დდდ
ოხ მარგო მარგო :დდდ
მწარე დაამუნჯე
და ცუდსაც ვერაფერს ამბობს ხომ ხედავ
კარგი ხარ

პს. ხო კიდევ ეს ის მომენტიაა როდესაც ერთი სიტყვის დაწერაც არმეყო მომინდა
უფრო
უფრო
მეტი დამეწერა და იმედია გამომივიდაა კიდეც

ვაიმეეეეე რას მოვესწარი ამააას joy joy სასწაულების მჯერა უკვე laughing laughing ძალიან გამახარე და გამათბე ჩემო საყვარელოოოო heart_eyes ამხელა კომენტარი რომ ვნახე მეთქი ხოა კარგად-თქო laughing heart_eyes ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა და გაგამხიარულა heart_eyes მეც დიდი სურვილი მაქვს კიდე დავწერო ასეთი და თუ მოვახერხე და თუ ინება მუზამ ეგეც იქნება smile heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent