შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rikako - ღრუბლისფერი (სრულად)


23-06-2017, 19:05
ავტორი MoonLady
ნანახია 1 094

Rikako - ღრუბლისფერი (სრულად)

მე რიკაკო ვარ.
რიკაკოს მოსწონს თავისი სახელი. რიკაკო ფიქრობს, რომ ლამაზია.
რიკაკოს უცნაურს ეძახიან და სწყინს. ვერ ხვდება რატომაა უცნაური. სულ ასე ლაპარაკობს და სულ ერთნაირი გამომეტყველება აქვს რიკაკოს.
მას არ შეუძლია ღიმილი, მას არ შეუძლია ტირილი...
რიკაკომ არ იცის რატომ დაიბადა ასეთი...
რიკაკომ არ იცის რატომ ეუბნება დედა, რომ შვილები არაოდეს ეყოლება რიკაკოს.
რიკაკომ არ იცის რატომ ტირის დედა და იძახის რიკაკოს სახელს.
რიკაკო ვერაფერს გრძნობს... უბრალოდ აი აქ ჰგონია რომ ცარიელია, აი აქ გულში.
არა, გული არ არის ეს. რიკაკო ვერ ხსნის, შენ ხვდები ? შენ ხვდები...
სხვები სულს ეძახიან...
სულში სიცარიელეს.
მაგრამ რიკაკო ვერ ხვდება რა არის სული ? რატომ ვერ ვხედავთ სულს ? თუ ვერ ვხედავ და ვერ ვეხები არ შეიძლება რომ არ არსებობდეს ? რიკაკო იბნევა...
მაგრამ რიკაკოს მოსწონს სული... შეიძლება არ არსებობს, მაგრამ მოსწონს...
საინტერესოა სული. მაგრამ რატომ გრძნობს რიკაკოს სულში სიცარიელეს.
რიკაკო ცარიელია ?
ამიტომ არ მოსწონთ ის და უცნაურს ეძახიან ? ამიტომ ერიდებიან ? დედაც ამიტომ ტირის ?
შვილიც იმიტომ არ ეყოლება რიკაკოს, რომ მისი სული ცარიელია ? რიკაკომ არაფერი იცის, მან ის იცის, რომ ხატვა უყვარს.
ერთადერთი გრძნობა გააჩნია რიკაკოს, ხატვისადმი სიყვარული.
მაგრამ მხოლოდ წითელი საღებავი ანიჭებს სიამოვნებას რიკაკოს... მგონი...
რიკაკომ ზუსტად არ იცის რა არის სიამოვნება, მაგრამ ჰგონია, რომ ხატვა სიამოვნებს.
წითელი ლამაზი ფერია.
თითქოს რიკაკოს სულის ფერია...
ადამიანის სისხლის ფერი და რეალურადაც ადამიანის სისხლი.
რიკაკოს ქანდაკებებისს უყვარს, მაგრამ მისი ქანდაკებები რატომღაც ბოლოს იხრწნება.
ამიტომ რიკაკო როცა შექმნის, მერე ხატავს ამ ქანდაკებებს რომ ჰქონდეს სულ.
მაგრამ რიკაკო არავის აჩვენებს ამას, ეს მარტო რიკაკოსია. რომ გაიგონ რიკაკოს აღარ მისცემენ ამის უფლებას და რიკაკო უფერული გახდება.
ახლა რიკაკო ღრუბლის ფერია.
და რიკაკოს მოსწონს ღრუბლის ფერად ყოფნა, რადგან ღრუბლელი შეიძლება იყოს თეთრიც და შავიც. მზის ჩასვლისას ღრუბელი მოწითალო ხდება და რიკაკოც...
ამომავალი მზე რიკაკოს სიხარულია, რომელსაც ვერასოდეს იგრძნობს.
...............................
რიკაკომ ახალი გოგო გაიცნო. ჰიკარი ჰქვია ახალ გოგოს. ლამაზი ღიმილი აქვს ჰიკარის.
რიკაკო ფიქრობს ჰიკარის მოუხდება სისხლისფერი ტუჩები. რიკაკომ კიდევ უფრო უნდა გაალამაზოს ჰიკარის ღიმილი.
ჰიკარი იაპონურად სინათლის სხივს ნიშნავს.
ჰიკარის თვალები მართლაც სინათლის სხივსჰგვანან. რიკაკო ვერ ხვდება მოსწონს თუ არა სინათლე.
ჰიკარი დილაობით ადრე დგება და სახლიდან გადის სარბენად.
ერთხელ რიკაკო მას გაჰყა და მოსახვევში გააჩერა, სთხოვა წაჰყოლოდა მას და იქ მიიყვანა სადაც ქანდაკებებს აკეთებდა.
ჰიკარის შეეშინდა, ჰიკარიმ იყვირა, ჰიკარიმ გაქცევა სცადა, მაგრამ რიკაკომ დაიჭირა და მაგიდაზე დააწვინა. გახადა ტანსაცმელი.
იცით რა ლამაზი იყო ჰიკარის სხეული ? ძალიან ლამაზი. მაგრამ სისხლის ფერი აკლდა.
მისი ბრტყელი მუცელი მთხოვდა ბასრი დანის პირთან შემახვედრე, მწყურიაო. მეც არ დავაყოვნე, მოვუკალი მას წყურვილი და ულამაზესფრად შევღებე...
დაბმული ჰიკარი ყვიროდა, ღმუოდა ამიტომ მომიწია ტენისის ბურთის ჩაჩრა მის პირში.
რატომ არ შეუძლია გაჩუმდეს და დუმილით შეხვდეს რიკაკოს მიერ მის გალამაზების ფაქტს ? რიკაკოს სწყინს... მგონი.
მაგრამ რიკაკო არ იმჩნევს, მას სულ ერთნაირი გამომეტყველება აქვს.
რიკაკომ ღიმილი დაუხატა დანის წვერით ჰიკარის ტუჩის ორივე მხარეს. ახლა ჰიკარი უფრო ფართოდ გაიღიმებს და მისი ბროლის კბილებს უფრო გარკვევით მაჩვენებს.
მაგრამ ჰიკარი არ იღიმის. ტირის. გაშვებას მთხოვს. ისევ სწყინს რიკაკოს.
რიკაკო მივიდა და ცრემლები მოსწმინდა ჰიკარის. რატომ უთხრა ჰიკარიმ რიკაკოს გიჟი ხარო ? ვინ არის გიჟი ? რატომ ვარ არანორმალური ? ვინმემ ნორმალურობის საზღვრები დააწესა და რიკაკომ არ იცის ? რატომ არ უთხრეს ?
რიკაკაკოს ეტკინა. გულში ეტკინა. მაგრად მოიჭირა გულთან, მაგრამ ტკივილს მაინც გრძნობდა... რატომ ? ვერ ხვდებოდა რიკაკო...
..............
დაასრულა რიკაკომ ჰიკარის გალამაზება.
ახლა მისი კიდურები უნდა დაენაწილებინა და შეექმნა ქანდაკება.
რიკაკომ ჰიკარის სისხლში ამოსვრილი ფუნჯი კბილებს შორის მოიქცია და ხერხი აიღო.
რიკაკოს არ მოსწონდა ეს პროცესი. ცუდი იყო.
რიკაკო ზუსტად ვერ ხვდება რა არის ცუდი, მაგრამ რიკაკომ იცის, რომ რაც მას არ მოსწონს ცუდია. დედამ ასე ასწავლა რიკაკოს.
რა მოხდებოდა დედას რომ ენახა რიკაკოს ნამუშევარი?...
არ იცოდა რიკაკომ, მაგრამ ის იცოდა, რომ ისე ესიამოვნებოდა, როგორც ხატვა და გალამაზება.
დედას უყვარდა რიკაკო. მართალია ის ვერ ხვდებოდა რა იყო სიყვარული, მაგრამ ფიქრობდა, რომ სულს უკავშირდებოდა.
რიკაკოს სული სისხლისფერი იყო. თვითონ რიკაკო ღრუბლისფერი.
დაასრულა ქანდაკების კეთება რიკაკომ და როგორც სჩვეოდა ფოტოაპარატში აღბეჭდა.
ძალიან უკვირს რიკაკოს როგორ ახერხებს ეს პატარა ყუთი ამას, მაგრამ უხარია მგონი...
რიკაკო შევიდა ოთახში სადაც ფოტოებს ამზადებდა და გაამჟღავნა ახლადშექმნილი ჰიკარის ქანდაკება. იქვე კედელზე გავაკარი და როგორც სარკეში შევამჩნიე თვალები გამიბრწყინდა.
უცნაურია...
მაგრამ რიკაკოს მოსწონს !
.............
დედას ისევ უცნაური, ცოტა სევდიანი გამომეტყველება აქვს.
რიკაკო ზუსტად ვერ ხვდება რას ნიშნავს ტერმინი „სევდიანი“, მაგრამ მას არ მოსწონს დედას ასეთს რომ ხედავს.
თითქოს სულის სიცარიელეში ტკივილს ვგრძნობ. მაგრამ იმ ტკივილს არა რაც რიკაკომ ჰიკარის მიაყენა გალამაზების დროს... ეს ტკივილი უფრო მტკივნეულია რიკაკოსთვის...
არ მინდა დედას ასეთს ვუყურო და ვიწყებ ჩაცმას.
მწვანე ფერის პულოვერს იცვამს რიკაკო. ფაშფაშა ღრუბლისფერ ქვედაბოლოს და წითელი ფერის კედებს.
დედა ეუბნება, რომ ეს ფერები არ ერწყმიან ერთმანეთს. მაგრამ მე მომწონს !
ლამაზია მწვანე. მწვანე ფერის თვალები უნდა, რომ ჰქონდეს რიკაკოს. მაგრამ ნაცრისფერი აქვს.
არ უყვარს რიკაკოს ნაცრისფერი. უშნო ფერია, მობეზრებული თითქოს.
რიკაკომ მობეზრებული არ იცის რას ნიშნავს, მაგრამ დაახლოებით ხვდება, რომ უსიამოვნოა მობეზრებულობა.
ძალიან ნელა მიაბიჯებს რიკაკო ბაღში და კაბის ბოლოს აწვალებს. მოსწონს რიკაკოს შავი ფერი.
რატომ ? არ იცის...
უბრალოდ საინტერესო ფერია... ხატვასავით საინტერესო.
წითელი ფერი კი სისხლს აგონებს და სისხლისფერი მოსწონს.
რიკაკო დაჯდა ცისარტყელას ფერის სკამზე.
მომწონს ცისარტყელა. რატომ არაა ის სულ ცაზე ? მწყინს...
რიკაკო ჩაფიქრდა.
...........
რიკაკოს გვერდით ვიღაც მიუჯდა. რომ შევხედე მომეწონა.
ქერა ფერის თმა ჰქონდა, მწვანე თვალები და სათვალე.
რიკაკოს სულ უნდოდა მწვანე თვალები.
- რა გქვია ? - იკითხა მწვანეთვალებამ.
- რიკაკო.
- მე ცუკი. იცი რას ნიშნავს ცუკი ? - რიკაკომ თავი დაუქნია და თქვა.
- მთვარე.
- მოგწონს ?
- რიკაკოს ძალიან მოსწონს მთვარე. თითქოს მთვარეს ესმის რიკაკოსი. ღრუბლებს შორის, რომ უყურებს რიკაკოს. რიკაკო ფიქრობს, რომ ბედნიერია. რიკაკომ არ იცის რას ნიშნავს ბედნიერება, მაგრამ რიკაკოს მოსწონს...
- რიკაკოს რა სჭირს ?
- არ იცის რიკაკომ. - მხრები ავიჩეჩე და თვალები დავხარე.
- რიკაკოს გასეირნება არ უნდა ?
- მთვარესთან ერთად ? - იკითხა რიკაკომ და შეამჩნია, რომ ცუკის ჩაეცინა.
- ჰო. სავსე მთვარესთან ერთად, ღრუბლებს შორის რომ იჭყიტება.
რიკაკომ და ცუკიმ დიდი ხანი ისეირნეს და ილაპარაკეს. რიკაკოს ცუკი ძალიან მოეწონა. ბევრი ასწავლა ცუკიმ რიკაკოს. გოლფის თამაში ასწავლა. და კიდევ სათამაშო მოიგო რიკაკოსთვის. ფუმფულა სათამაშო დათუნიას ხელში ცუკი უჭირავს თითქოს.
რიკაკო ბედნიერია.
ფუმფულა სათამაშო სულ რიკაკოსთან ერთად იქნება.
.........................
მეორე დღეს რიკაკო ისევ მივიდა ცისარტყელას სკამთან იმავე ტანსაცმელით და ელოდა ცუკის.
მაგრამ ცუკი არ მოვიდა.
რიკაკოს ეწყინა.
ძალიან ეწყინა.
ეტკინა.... სულის სიცარიელე ეტკინა. ავსებული სულის სიცარიელე...
რიკაკო წამოდგა და ნელა გულდაწყვეტილი წავიდა სახლისკენ.
რიკაკო ფიქრობს.
რას ნიშნავს გულდაწყვეტილი ?
გული წყდება ?
არ იცის...
მაგრამ ფიქრობს, რომ ასეა...
ხელი გულთან მიაქვს რიკაკოს და მაგრად უჭერს. ღრმად ჩაისუნთქა რიკაკომ, მაგრამ არ ეყო რეალური ჰაერი. არ მეყო და აბსტრაქტული ჩავისუნთქე.
აბსტრაქტული ერთადერთია, რისი მნიშვნელობაც რიკაკომ ზუსტად იცის.
აბსტრაქტულია ის რასაც წარმოიდგენს, აბსტრაქტულია მისი ფანტაზია, აბსტრაქტულია ყველაფერი რიკაკოსთვის...
რიკაკო შეეჯახა ვიღაცას.
თავი ავწიე და შავგვრემანი ლამაზი გოგო დავინახე.
შავი ფერის თვალებით. ჩემი კაბის ფერი.
უცნაურად შემომხედა და გაჩერდა.
-რა გქვია ? - მკითხა მან.
- რიკაკო.
- მე საჩი.
- საჩი ბედნიერებაა...
- ჰო საჩი ბედნიერებას ნიშნავს... - თქვა მან და სახეზე თითები შემახო.
- რიკაკოს მოსწონს ბედნიერება.
- ბედნიერება ყველას მოსწონს რიკაკო.
- ბედნიერება კარგია. - თავი დაუქნია რიკაკომ.
- შენი თვალები მომწონს რიკაკო.
- რიკაკოს არ მოსწონს ნაცრისფერი. მას სულ უნდოდა მწვანე თვალები... - დანანებით წამოვიძახე. არ ვიცი რას ნიშნავს დანანება, მაგრამ ასე მგონია თითქოს რაღაც არასწორად გააკეთე და გწინს, რომ გააკეთა აი ეგ გრძნობაა. მაგრამ არ ვიცი ნაცრისფერი თვალები როგორ აირჩია რიკაკომ.
- არა, რიკაკოს არ მოუხდებოდა მწვანე თვალები, მაშინ ის რიკაკო აღარ იქნებოდა.
- სხვა იქნებოდა ?
- ჰო, სხვა იქნებოდა...
- რიკაკოს არ უნდა სხვა იყოს...
- ამიტომ შენი ნაცრისფერი თვალებით უნდა იამაყო, ძალიან ლამაზია ! - თქვა საჩიმ და წავიდა.
რიკაკო გაშეშებული იდგა და ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.
ასე ეგონა, რომ საჩიმ სულის სიცარიელე აუვსო რიკაკოს.
ბედნიერებით აუვსო.
და რიკაკომ გაიღიმა.
პირველად ცხოვრებაში გაიღიმა რიკაკომ.
რიკაკო ბედნიერია !
რიკაკო ბედნიერია !
მას ლამაზი თვალები აქვს !
..................
გაღიმებული წავიდა რიკაკო სახლში.
რიკაკოს დედას ცხელი ჩაის ფინჯანი გაუვარდა ხელიდან და გატყდა, როცა რიკაკო დაინახა.
რატომ ?
რატომ მოირბინა დედამ და გადაეხვია რიკაკოს ?
რატომ გრძნობს თავს რიკაკო უფრო ბედნიერად ახლა ?
რიკაკომ არ იცის. მაგრამ რიკაკოს ძალიან მოსწონს !
........................
ხატვა მოენატრა რიკაკოს.
ძალიან მოებატრა.
სისხლისფერი მოენატრა საოცრად.
ქანდაკების კეთება და ის ცუდი შეგრძნებაც მოენატრა.
პატარა ყუთი მოენატრა, ფოტოს რომ იღებდა.
და დაიწყო გასალამაზებელი ადამიანის ძებნა რიკაკომ.
კასუმი.
რიკაკოს შორეული ნათესავი.
კასუმი იაპონურად ნისლს ნიშნავს.
რიკაკოს არ მოსწონს ნისლი.
ამიტომ ერთხელაც გამოიჭირა კასუმი და წაიყვანა საკუთრ სახელოსნოში.
კასუმიც ძალიან შეშინდა ჰიკარის და დანარჩენების მსგავსად, რიკაკოსაც ეწყინა ისევე როგორც მაშინ.
მაგრამ მაინც ღიღინით დავიწყე მუშაობა.
სამზარეულოს დიდი დანით გაუკაწრა რიკაკომ კასუმის კისერთან არტერია და დაინახა, როგორ ამოხეთქა სისხლისფერმა სითხემ.
იგივე გააკეთა ბარძაყის არტერიაზე და მხართან რიკაკომ.
კასუმი ტიროდა.
კასუმის ტკიოდა.
კასუმი ღმუოდა.
კასუმი კვდებოდა.
რიკაკოს მოსწონდა, მაგრამ თან არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
აღარ მოსწონდა ეს ისე, როგორც ადრე.
რატომ ?
სუნთქვა უჭირს რიკაკოს.
რიკაკოს კასუმისთან ერთად ტკივა.
რიკაკოს არ უნდა, რომ ტკიოდეს.
რიკაკო გაბრაზდა. რიკაკო გაანჩხლდა. რიკაკომ დასერა კასუმი. რიკაკომ მოკლა კასუმი.
არ გაუკეთებია მისგან ქანდაკება.
უბრალოდ დატოვა მაგიდაზე.
ჩემი ტკივილი ცრემლებად გარდაიქმნა.
რიკაკო ტირის.
რიკაკოს არასდროს უტირია.
რიკაკოს არ მოსწონს.
რიკაკოს არ მოსწონს !
.................................
რიკაკო მირბის.
ძალიან სწრაფად მირბის და ეძებს.
რიკაკო ეძებს ცუკის.
რიკაკო ეძებს მთვარეს.
ღრუბლებიდან რომ იჭყიტება, იმ მთვარეს ეძებს.
ეჯახება ყველას და ყველაფერს, ეცემა, მაგრამ მაინც მირბის.
რიკაკომ უნდა იპოვოს.
აუცილებლად უნდა იპოვოს ცუკი.
ცისარტყელას სკამი.
გოლფის სათამაშო მოედანი.
სათამაშო.
სათამაშოს მიათრევს რიკაკო და ეძახის ცუკის.
ტირის და ეძახის ცუკის.
რიკაკოს სჭირდება ცუკი.
ცარიელია ცუკის გარეშე.
უბედურია ცუკის გარეშე.
რიკაკოს სჭირდება ცუკი.
.............................
ღამეა.
ძალიან ბნელა.
რიკაკო ვეღარ ხედავს გზას და ისევ ცისარტყელაზე ეცემა.
გულამოსკვნილი ტირის რიკაკო.
გულამოსკვნილი რას ნიშნავს ? არ იცის...
მაგრამ გრძნობს, რომ ასეა.
..................................
დიდი ხანია რაც რიკაკო აქ ზის და ტირის.
ესმის როგორ მიუჯდა ვიღაც გვერდით.
სახეზე ხელი შეახო და გამოაფხიზლა.
ცუკი !
- ცუკი ? ცუკიი ! - იყვირა რიკაკომ და ცუკის ჩაეხუტა. ცუკი ჩუმად იყო და რიკაკოს თავზე ეფერებოდა. ასევე ჩუმად წაყვა იგი რიკაკოს სახელოსნოში და გაოცებული შეჰყურებდა ყველაფერს.
რიკაკომ უთხრა:
- ცუკი რიკაკოს აღარ უნდა. რიკაკო ცუდადაა, დაეხმარე რიკაკოს ცუკი... - ვთქვი და ცრემლი ვერ შევიკავე. - დაეხმარები რიკაკოს ცუკი ? რიკაკო ძალიან გთხოვს...
- რა თქმა უნდა დავეხმარები რიკაკოს. - რიკაკოს მოეჩვენა თითქოს ცუკიმ თბილად თქვა ეს სიტყები და რიკაკო ისევ ატირდა.
იმ ღამეს ცუკი რიკაკოსთან დარჩა.
ძილში გრძნობდა რიგორ ეფერებოდა მას ცუკი და ძალიან სიამოვნებდა.
მშვიდად ეძინდა, უსიზმროდ და მშვიდად.
................................
რამდენიმე დღე გავიდა.
ცუკი სულ მის გვერდით იყო და ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა რიკაკოზე.
რიკაკო სულ ცდილობდა შეჰხებოდა ცუკის.
ცუკისაც მოსწონდა როცა რიკაკოს ეხებოდა სახეზე და თმაზე.
რიკაკოს თმაში ჩარგავდა თავს და ღრმად სუნთქავდა.
ხანდახან ცუკი კისერში უჭერდა რიკაკოს ამ დროს.
მაგრამ რიკაკოს არ სტკიოდა. მოსწონდა და თვალებს ნაბავდა.
რატომ მოსწონდა ეს რიკაკოს ? არ იცოდა, მაგრამ ეს ჟესტი შეუყვარდა თითქოს....
ცუკის ტუჩების შეხება კისერზე მოსწონდა.
ის სისველეც მოსწონს რიკაკოს, ტუჩების შეხების შემდეგ რომ რჩება კისერზე.
რიკაკოსაც უნდა ასე შეახოს, მაგრამ...
რა მაგრამ ?
არ იცის....
ნაბიჯი, ნაბიჯი, კიდევ ერთი...
ცუკის წინ დგას რიკაკო. მთვარესავით ელავს ცუკის თვალები.
რიკაკო ფეხის წვერებზე იწევა და ცუკის ტუჩებზე კოცნის. ბიჭი მოულოდნელობისგან კრთება. და რიკაკოს კოცნით პასუხობს.
ისევ კისერში უჭერს ცუკი რიკაკოს და რიკაკო გაურკვეველ ბგერებს უშვებს ყელიდან.
უნდა, რომ ცუკის შეეხოს. ძალიან უნდა ცუკი შეეხოს.
ცუკი ხვდება თითქოს და რიკაკო ხელში აჰყავს. მე ინსტინქტურად შემოვხვიე მას ფეხები წელზე.
ძალიან ნელა დაიწყო ჩემი ბლუზის ღილების გახსნა და ბიუსჰალტერის მოშორება.
როგორცკიწელსზემოთშიშველიდარჩარიკაკოცუკიწამითშეყოვნდა, რიკაკოსკიშერცხვათითქოს.
მგონიშემრცხვა, არვიციზუსტად....
გაუბედავადწავიღეთითებიმისიპერანგისკენ, ცუკიმკიწამისმეასედშიმოიშორაისსხეულიდან.
შედეგადრიკაკომისცხელ, შიშველმკერდსშეეხოდადენდარტყმულივითშეკრთა.
მოეწონა.
დაასრიალებდათითებსცუკისმკერდზედათითქოსდნებოდარიკაკო.
ძალიანმოსწონსრიკაკოსესშეგრძნება.
რიკაკოამჩნევს, რომცუკიმისიცქერითვერძღებადაუნდარომშეეხოს.
მაგრამრატომააცუკიგაჩერებული ? უნდა, რომრიკაკოდაეხმაროს ?
ნელიმოძრაობითვხლართავმისთითებშიჩემსასდაგულისკენმიმაქვს.
ცუკიგულზემეხებადატუჩებიცმისკენმიაქვს. კვლავგაურკვეველიბგერებიამოსდისრიკაკოსყელიდან, რასაცცუკიმომენტალურადახშობსკოცნით.
კისერი.
ლავიწი.
მკერდი.
ნეკნი.
მუცელი...
ტკივილი, რომელსაცსიამოვნებამოჰყვებარამდენიმეწამისშუალედით.
აუტანლადნელიბიძგები, რიკაკოსმოსწონს, რიკაკოსმეტიუნდა.
მეტიცუკი...
ისევკისერშიუჭერსცუკირიკაკოსდაახშორებსბიძგებს, ამძლავრებსდა...
წამი, ორი, სამი...
რიკაკოთითქოსათასპატარანამსხვრევადიქცევადააბსრტაქციაშიიღვრებასიამოვნებისნადნობისსახით...
მასცუკიმიყვება...
ცუკისჩახუტებამოყვება...
ცუკის საჩი მოყვება....
ცუკისბედნიერებამოყვება.....
.................................................
„მახსოვს როგორ ვსეირნობდით ბაღში მე და რიკაკო. ის მიღიმოდა, მიღიმოდა გულწრფელად. მიყვარდა რიკაკო. მიყვარს რიკაკო და მეყვარება რიკაკო. თითქოს ცისარტყელაა. ჩემი ცისარტყელა. სულ პაწია წვრილმანიც კი ხდის რიკაკოს ბედნიერს. ისევ ისე აცვია ახლა. მწვანე პულოვერი, შავი, ფაშფაშა ქვედაბოლო და წითელი კედები. მიკვირს, რამ აიძულა ეს გოგო მოეკლა... მაგრამ არ მაინტერესებს. მთავარია ჩემთანაა, მთავარია რიკაკო მე მეკუთვნის. ჩემი აბსტრაქციაა, დიდი ხნის დაკარგული აბსტრაქცია, რომელიც რიკაკომ შეღება. შეღება ღრუბლისფრად. როგორც თვითონ ამბობს ღრუბლისფერია. აი ჩემკენ მოდის ბამბის ნაყინით ხელში და სასაცილოს იღეჭება. მიწვდის ბამბის ნაყინს და ჩვეული უცნაურად მაცდუნებელი გამომეტყველებით მაშტერდება. ლაპარაკი არ უყვარს. ყველაფერს მისი ნაცრისფერი, წყლიანი თვალები ამბობს. თითქოს პატარ-პატარა გალაქტიკები ბუდობენ მასში და შემდგომ ფეთქდებიან, წარმოქმნიან საოცარი სილამაზის მბრწყინავ ფერთა გამას და შემდეგ კვლავ იდუმალების საბურველში იმალებიან. მოწყვეტით ვკოცნი ტუჩებში და გაოცებულ-აღელვებულ-აღგზნებულს ვტოვებ. ძალიან მიყვარს მის სახეზე დაკვირვება, როცა ახალ გრძნობებში ეფლობა და მოსწონს. კვლავ ცისარტყელას სკამზე ვჯდებით და ნაყინს მივირთმევთ. მოულოდნელად ჩემკენ ბრუნდება და რაღაცის თქმას აპირებს. ყრუ გასროლის ხმა მესმის და რიკაკოს მწვანე პულოვერი გულმკერდის მიდამოში ბორდოსფრად იღებება. სასოწარკვეთა მიპყრობს. მსროლელი არ ჩანს. სასწრაფო დახმარებას ვუხმობ და ცრემლის თხელი ფენით იფარება ჩემი თვალები. მზერა მემღვრევა. მის სახეზე კი კვლავ იმ უცნაურ გამომეტყველებას ვხედავ სულ პირველად რომ შევეჩეხე. მისი გრძელი და თოლიასავით გაფითრებული თითები ჩემ ტუჩებთან მოაქვს.
- ჰო გითხარი ცუკი, რიკაკო ღრუბლისფერია. რიკაკო ჩამავალი მზის ფერით შეიღება. შენჩემი საჩი ხარ. რიკაკოს ბედნიერება მთვარე. რიკაკოს ბედნიერება ცუკი. რიკაკოს უყვარს მთვარე. რიკაკოს უყვარს ცუკი. ცუკი, მე შენ მიყვარხარ... - თქვა რიკაკომ და ბედნიერების ცრემლიბი აუკიაფდა თვალებში.
ძალა გამომელია.
გული შემეკუმშა.
მეც მასთან ერთად მოვკვდი...
მეც მასთან ერთად ვარ....
მეც შენთან ერთად ვარ რიკაკო.
ცუკი შენს გვერდითაა.
ცუკისაც ძალიან უყვარხარ.
ცუკის ბედნიერება შენ ხარ.
ცუკი ხატავს რიკაკო ხედავ ? ცუკი მოქანდაკეცაა რიკაკო, ცუკიმ ფოტოგრაფიაც ისწავლა რიკაკო.
შენთვის ისწავლა რიკაკო.
შენ აქ ცოცხლობ რიკაკო. ცუკის სულის სიცარიელეში ცხოვრობ რიკაკო...
მოდი ჩემთან რიკაკო.... მომიტანე ღრუბლები რიკაკო... მთვარებს უნდა ღრუბლებს უმზერდეს რიკაკო....
რიკაკო.....“ скачать dle 11.3




№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რიკაკო :)
(თქვენი კომენტარის ტექსტი ძალიან მოკლეა და საიტის ადმინისტრაციის აზრით არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას)

 



№2  offline მოდერი MoonLady

Nia kvaratskhelia:)
რიკაკო :)
(თქვენი კომენტარის ტექსტი ძალიან მოკლეა და საიტის ადმინისტრაციის აზრით არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას)

ცუკი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent