შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარდი (ნაწილი 1)


24-06-2017, 17:26
ავტორი tasusuna
ნანახია 624

ერთი ვარდი (ნაწილი 1)

სიცოცხლეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ იწყებსო..
არვიცი,სადღაც წავიკითხე და მახსოვს,მაშინ სიცილადაც არ მეყო..
ახლა რომ მკითხოთ,სიცოცხლე სწორედ სიკვდილის შემდეგ იწყება.
ასე,ერთი შემთხვევით გარდაიცვლები და მერე მკვდრეთით აღმდგარივით განაგრძობ არსებობას.
არსებობა სუნთქვით შემოიფარგლლება.
სწორხაზოვნად.
ჩასუნთქვა,ამოსუნთქვა.
ნულოვანი განსხვავებით.
ჯვარცმული იესოს მსგავსად ებღაუჭები ბოლო იმედს..
დაწერილივით იმედიც სიკვდილის მერე ჩნდება.
მერე იწყებ.
სისხლი რომ აღარ შეგრჩება ძარღვებში მერე იწყებ არსებობას.
გული რომ შეწყვეტს რიტმულ ცემას მხოლოდ ამის შემდეგ გიჩნდება არსებობის მიზეზი.
___________________________
"გემრიელი" ბავშვობა მქონდა.
დიახ,ეს ის სიტყვაა,რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება ჩემს განვლილ წლებს.
მშობლების ნებიერა გოგო ვიყავი,თეთრი კაბით,ამავე ფერის დიდი ბანტით თავზე და წითელი ტუფლებით.
ჩამკიდებდა ხოლმე დედა ხელს და დავდიოდით უმისამართოდ ქუჩებში,უყვარდა,საოცრად უყვარდა სეირნობა და მეც ჩამითრია.
დედა მარიამივით ლამაზი იყო,ვაბშვობაშიც და ახლაც,როცა მის სახეს ნაოჭები ამშვენებს.
არაფერი მეჩვენებოდა მასზე სათნო და ლამაზი ქვეყნად.
ქუჩაში რომ გაივლიდა,თუნდაც თავსხმა წვიმა ყოფილიყოს,გაზაფხულის სურნელს ტოვებდა.
მამაც აღმერთებდა მას,მათ სიყვარულის მაგალითზე ვიწამე სწორედ ამ გრძნობის.
ბავშვობიდან მამას მამსგავსებდნენ და მეც ამაყად,თავაწეული,აღფრთოვანებით ვხვდებოდი ყოველჯერზე გაოცებულ მამას ამხანაგებს.
-"ღმერთო,ნუგზარ,როგორ დაგიმგვანებია შენი ფერია".
ფერია,ასე მომმართავდა და დღესაც,ასე მომმართავს თოვლივით შევერცხლილი მამა.
ერთადერთი ვყავდი მამას და ალბათ ამიტომ მეძახდა,აბა,არც ჯადოსნური ჯოხი მქონია და არც ფრთები...
მართლაც გემრიელი ბავშვობა მქონდა.
ზაფხულობით დედისეულ სოფელს ვსტუმრობდით ხოლმე.
ჩავაწყობდი ჩემს სათამაშოებს,ლილის-ასე ვეძახდი ჩემს თოჯინას,რომელიც ყველგან თან დამქონდა-ხელს დავავლებდი და სულმოუთქმელად ველოდი წუთს,როცა ბებია-ბაბუასთან უნდა წავსულიყავი.
მათზე ტკბილი არცერთი შოკოლადი არ მაგონდებოდა ბავშვბაში.
ბებია რო გაშლიდა ხელებს და გრძელი შუკის თავიდან რომ დაიწყებდა მოთქმას,ამას არაფერი მავიწყებს.
-ბოშო მეიფიქრეთ ჩემი მონახულებაა?რაფერ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ ბებომ შემოგევლოს-რაჭული კილოთი მორბოდა ხელებდაკაპიწებული ბებია ჩემკენ და მეც,გაცისკროვნებული ღიმილით,მივრბოდი მისკენ,რომ რაც შეიძლება მალე ჩავხუტებოდი მას.
პაპაჩემი-ომის ვეტერანი იყო,მეშინოდა კიდეც მისი.
დიდი მონდომებით გაახვევდა თუთუნს,მუშტუკში ჩადებდა და მაგრად მოქაჩავდა ხოლმე.
დიდი სერიოზული ვინმე იყო,ულვაშებით.
წარბებს შეკრავდა ხოლმე ჩემს ცელქობებზე,მაგრამ სიტყვას არ მეტყოდა,ეს უფრო მიყალიბებდა მისდამი პატივისცემასა და რიდს.
ზედმიწევნით მახსოვდა ჩემი რაჭის მეგობრები.
თამარი,ობოლი კატო,ვახო,ლია ბებოს ტყუპი შვილიშვილები-ნინო და ნანო,მაგრამ გამორჩეულად გაბრიელი მახსოვს.
გაბრიელ გორგოძე.
გაბო-ასე ვეძახდი ხოლმე მას,ჩვენს სახლებს მხოლოდ ხის ღობე ჰყოფდა.
ისიც,როგორც კი ჩამოვიდოდით,პირველი მოდიოდა ჩემთან და აუცილებლად ერთცალ ვარდს მომიტანდა.
ნინო და ნანო ყოველთვის მეუბნებოდნენ,გაბოს უყვარხარო,მაგრამ მაშინ რა მესმოდა ამ გრძნობის,სიტყვასაც კი ვერ ვიაზრებდი.ჩემთვის მთავარ ფიქრს ლილი წარმოადგენდა,მათაც ყურმოკრული ჰქონდათ ალბათ ეს სიტყვა და მისი სილამაზის გამო ამბობდნენ.
მე და გაბომ და-ძმობაც კი შევფიცეთ ერთმანეთს.
7 წლის ვიყავი მე,გაბო 10.
ცერა თითები კაკტუსის ეკლით გავიჩხვლიტეთ და ერთმანეთს მივადეთ.
რამდენიმე დღეც და ჭრილობა უკვალოდ გაქრა.
იმ ზაფხულის შემდეგ 3 წელი ვერ მოვახერხეთ რაჭაში ჩასვლა.
3 წლის შემდეგ გაბო სრულიად შეცვლილი დამხვდა.
13 წლის ბიჭი იყო,უკვე ტოლამხანაგებში ყოჩობდა და არც ჩამოსვლის დღეს მოუტანია ჩემთვის ვარდი.
ბავშვი ვიყავი,მაშინ ვერც მივხვდი მაგრამ ახლა ჩამწყდა გულში რომ ვიხსენებ.
თითქოს ამან ამიცრუაო გული,მას შემდეგ ბარე 8 წელია,რაჭას არ ვსუმრებივარ.
არც წელს ვაპირებდი ჩასვლას,მაგრამ გუშინდელმა ზარმა გეგმები შემაცვლევინა.
ბებო მირეკავდა,ძალიან მოვხუცდი,იქნებ ეს ზაფხული ვეღარ გავატანოთ მე და პაპაშენმა,ჩამოგვისწარ ცოცხალსო და მეც,დაზაფრულმა,ბარგი ჩავალაგე,ბავშვობის მოგონებები გადმოვშალე და გულისფანცქალით დაველოდე გათენებას.
თან მარტო მივდიოდი,დედ-მამას კუთვნილი შვებულება არ ერგებოდათ ჯერჯერობით,რამდენიმე კვირაში ისინიც შემოგვიერთდებოდნენ და ალბათ,რაჭაზეც საბოლოოდ მოვიბრუნებდი გულს.
ჰო,სულ დამავიწყდა,მონოლოგიც გამიგრძელდა,მე ქეთო მქვია,ქეთო კლდიაშვილი.
________________________________
ისეთი თვალისმომჭრელი იყო რაჭა,სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი.
მისი სიმწვანით ვიყავი შოკირებული.
ხედები ერთიმეორეს ცვლიდნენ.
მოგონებებიც მეშლებოდა.
ნაცნობ შუკას რომ დავადექი,გული კისერში მომებჯინა.
ბებია ისევ გზის თავში მიცდიდა ხელებგაშლილი და ჩემკენ გზას ნელი სვლით მოიკვლევდა.
თმაჭაღარა ნუნუკა ბებომ ცრემლი მომგვარა.
ისე მოხრილიყო წელში,გულამდე მომწვდა რომ ჩამეხუტა.
წუთები ერთმანეთს მიზდევდა.
მტირალი ბებო კი ვერაფრით დავამშვიდე,თუმცა კი მეთვითონაც გამალებით ვტიროდი.
ასე,ჩახუტებულებმა მივუახლოვდით ჭიშკარს.
სუნთქვა შემეკრა ეზო რომ დავინახე.
თვალწინ დამიდგა ყველაფერი.
ბლის ხის ქვეშ მწოლიარე მე და ლილი.
ხელებდაგაპიწებული,გაფქვილული ბებო.
ნინო,ნანო,კატო,ვახო,თამარი.
ჩვენკენ მომავალი გაბო.
ამ მოგონებამ სხვა გამახსენა.
თუ როგორ ვთამაშობდით ყველა ერთად "წეროებს".
მერე ნუნუკა წარმომიდგა,თეფშით ხელში,ცხელი ხაჭაპურები მოჰქონდა ჩვენთვის.
რეალობას თუთუნის სუნმა მომიყვანა.
ბაბუა მედგა წინ,ჩემი ულვაშა ბაბუა.
სულ მთლად გაჭაღარავებული,ერთი შავი ღერიც კი არ ჰქონდა,ჯოხზე დაყრდნობილი მაგრად ქაჩავდა ყალიონს.
ბაბუთქო-ერთი წამოვიყვირე და გულამოსკვნილი ჩავეკარი მის ომგამოვლილ მკერდს.
დიდი დაკოჟრილი ხელები შემომხვია პაპამ.
-რამხელა გაზრდილხარ ბაბუ-მთელი სითბოთი მითხრა ბაბუმ,ვიგრძენი.
__
საღამომდე ძლივს შევიშრე ცრემლები.
ტანსაცმელს თავისი ადგილი მივუჩინე,ბებოს სახლი დავულაგე,მოშიებულმა გემრიელადაც მივირთვი და შებინდებისას გარედან ხმაც შემოგვესმა.
-ნუნუკა-ჭიშკრიდან იძახდა საოცრად ნაცნობი ხმა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიხსენებდი,ვინ იყო მისი პატრონი.
-მობრძანდი მაკრინე,რას იძახი შორიდან-სტუმრას გახედა ბებომ და მაშინვე გამახსენდე მაკრინე-გაბოს ბებია.
ოთახში ოდნავ წელში მოხრილი,მაღალი ქალი შემოვიდა.
ასაკს მისი სილამაზისთვის არაფერი დაუკლია.
ისევ ისეთი იყო,როგორიც მახსოვდა,მედიდური,ამაყი,მაგრამ მაინც თბილად მომზირალი.
-ქეთო ეს შენ ხარ თუ მატყუებს თვალები???-თვალცრემლიანი მომიახლოვდა მაკრინე,წამით დამაკვირდა და გულში ჩამიკრა,სითბო ჩამეღვარა ,მართლაც მომნატრებოდა მაკრინე.
-როგორ ბრძანდებით მაკრინე ბებია?-ჩამოვსხედით.
-მე რა მიჭირს შენ როგორ გაზრდილხარ,დაქალებულხარ.-ამათვალიერა მაკრინებ,ვიგრძენი,წამოვწითდი,თავი ჩავხარე.
გაბოს ხსენება მომერიდა,გული არ მიშვებდა.
ის ჯერ კიდევ 13 წლისა მახსოვდა,მას შემდეგ კი 8 წელი გავიდა.
ეს კი ბევრ რამეს ცვლიდა.
შუაღამემდე იყო ჩვენსას მაკრინე.
ქალაქის ამბებს მეკითხებოდა,ჩემი მშობლებიც მოიკითხა,პოლიტიკასაც შევეხეთ,ხვალ მასთან დამპატიჟა და დაგვემშვიდობა კიდეც.
დაღლილს ადვილად ჩამეძინა.
სიმარიც კი არ მინახავს.
დილით დედას ზარმა გამაღვიძა.
გუშინდელი ამბები ათჯერ გამამეორებინა და რა დარწმუნდა,რომ ყველაფერი კარგადაა,გათიშა.
მეც რაღა დამაძინებდა,ავდექი,ჩავიცვი და რაჭის ჰაერი ხარბად შევისუნთქე.
დიდი ბალკონის მოაჯირებს დავეყრდენი და მოპირდაპირე სახლს გავხედე.
გაბო,სადხარ ბიჭო ჰაა?? გულში გამიელვა და ინსტიქტურად ცერა თითს დავხედე.
თითქოს ფიქრებს გამოეხმაურაო,მეზობელი სახლიდან სილუეტი დავლანდე.
ჯერ კიდევ ნისლი იყო,მაგრამ აშკარად შევამჩნიე ჩემკენ იხედებოდა.
მერე თვალი მომაცილა და უკან შებრუნდა.
სახის შეთვალიერებაც კივერ მოვასწარი,სილუეტი მაღალი მომეჩვენა და ბოლოს რაც დავლანდე,ეს წვერი იყო.
გულის ცემა ძლივს დავირეგულირე.
ცოტა გავბრაზდი.
თუ გაბო იყო ზურგი რატომ შემაქცია??
ეჭვებმა მთელი დღე არ მომასვენა.
იქნებ არც ვახსოვდი კიდეც?
შუადღის 3 საათი იყო,იმ ხის პატარა ღობეს რომ გადავაბიჯე,სახლებს რომ ყოფთა ერთმანეთისგან.
გაუსაძლისად ცხელოდა,ამიტომ მოკლე შორტი და უმკლავო ზედა მეცვა.
მაკრინე გაღიმებული გამომეგება,ისევ განაგრძო გუშინ შეწყვეტილი "დაკითხვა",მე კი გონებით სხვაგან ვიყავი.
ყველა გაფაჩუნებაზე გული ამიფანცქალდებოდა.
ყოველ წამს მეგონა,ახლა შემოვა,ახლა გააღებს კარს და დაიძახებს:ქეთო,მაგრამ არა.
არსად არ ჩანდა ჩემი ბავშვობის ნაწილი-გაბო.
მაკრინეს სახლი გულდამძიმებულმა დავტოვე.
სახლში არ შევსულვარ,ეზოში,უზარმაზარი ბლის ქვეშ ჩამოვჯექი და ჩემკენ მომავალ ბებოს გავხედე.
-აბა,ბებომ შემოგევლოს,რაო მაკრინემ??
-არაფერი ბებო განსაკუთრებული,ისე,ბე,ნინო და ნანო სად არიან?? - სასხვათაშორისსოდ ვკითხე.
-ეჰ,რაც ლია გარდაიცვალა,მას შემდეგ აქ აღარ ჩამოსულან ბებო,გამოკეტეს ამხელა სახლი და უკან აღარ მოუხედავთ-დანანებით გაააქნია ბებიამ თავი.
უჰ,ძალიან მეწყინა ლიას ამბავი..
-თამარი ბებია?ვახო?? კატო??-არ მოვეშვი.
-თამარი არ ვიცი ბებო,კატოს ბებიამ გაყიდა აქაური სახლი და ქალაქში გადავიდა,ჩემი ობოლი გოგო მინდა ნასწავლი იყოსო,ვახო კიდევ აქეთაა,1 კვირის წინ ჩამოვიდა,ძალიან კარგი ბიჭია,მოვიდა,მე და პაპაშენი მოგვინახულა,საჩუქრები მოგვიტანა,შენც გიკითხა და წავიდა.
-მე მიკითხა ბებო?? ვახსოვარ ვახოს??-გამეხარდა ახალი ამბავი.
-როგორ არა ბებომ შემოგევლოს-ჩემი სიხარული ბებიამაც გაიზიარა-ეგ კიარა გაბომაც გიკითხა,ამასწინათ ჩამოვიდა.
-აქეთაა ბებო გაბო??-გაფართოებული თვალებით შევხედე მოხუცებულ ქალს-გაბომ მიკითხა ბებია??
სიხარულმა ისევ დამატყო მისი ხელი გულის ცემაზე.
სახლში რაღა დამადგომებდა.
გათამამებულმა,რომ ვახოს ვახსოვარ,მისი სახლის ჭიშკართან მიმიყვაანა.
ვახო სულ ბუზღუნა იყო ბავშვობაში,პუტკუნა და ლოყებ წითელა.
ბოლოს ისიც ასეთივე მახსოვდა.
არც კი ვიცოდი ეხლა როგორი დამხვდებოდა ვახო,ისევ პუტკუნა და ბუზღუნა??მაგრამ სანამ დავიძახებდი,მანამ გამოვიდა ეზოში მაღალი ბიჭი,რომელშიც ძლივს ამოვიცანი ბავშვობის ვახო.
-ქეთოოო-მთელი ხმით იყვირა ჩემკენ მომავალმა,ჩვენ შორის მანძილი უცებ დაფარა გრძელი ნაბიჯებით და მეც ხელებგაშლილი შევეგებე.
ჩემს ბავშვობის მეგობარს სიცილნარევი ცრემლების თანხლებით ვეხუტებოდი.
-ოოჰ,გოგო სულ ვერ გიცანი,ნუნუკას ვეკითხებოდი ამასწინად,სად არის მეთქი,რამეგონა თუ ენა მიყივლებდა და შენ გიხილავდი-გაუჩერებლად დაიწყოლაპარაკი,როგორც ჩვეოდა ხოლმე.გამომკითხა ყველაფერი,დაწვრილებით მომაყოლა მთელი 8 წელი,არც მე დამინებებია თავი,კითხვაზე კითხვას ვუბრუნებდით და ასე ლაპააკში გაგვყავდა სააათები,ისე,რომ არც მე მიხსენებია გაბო და არც მას.
მოსაღამოვებულზე ვახოს დავემშვიდობე,პირობა ჩამოვართვი რომ ხვალ დილიდან ჩემთან გაჩნდებოდა და სახლისაკენ წავედი.
ღიმილით მივიკვლევდი ქვიან აღმართს.
ვახო,ვახო,როგორი შეცვლილი დამხვდა.
გაზრდილი,დახვეწილი,წითელი ლოყებიც კი აღარ ქონდა,ბუზღუნა ხასიათი კიმაინც შემორჩენოდა.
ისევ მოგონებებში ვიყავი წასული,უკან ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
უცნობმა გვერდი სწრაფად,ძალიან ცივად ამიარა და იქვე მოსახვევში მიიმალა.
ისევ ის სილუეტი,მაღალი ტანი და წვერი.ამჯერად ოდნავ კეხიანი ცხვირიც გავარჩიე და უკვე ხატზეც დავიფიცებდი რომ ეს ინკოგნიტო,ასე რომ გამირბოდა,გაბრიელ გორგოძე იყო.
________________
რაღა დამაძინებდა იმ ღამით,სახლში როგორც კი მივედი,ბლის ძირას თხელი ადიელა დავიფინე და მოვკალათდი.
სიბრაზე მოსვენებას არ მაძლევდა.
მიზეზს ვერ ვუძებნიდი მის ასეთ საქციელს.
8 წელი არ მყავდა ნანახი,ნუთუ მხოლოდ ამას ვიმსახურებდი მისგან?
არაფერს არ ვითხოვდი ,გამარჯობა ეთქვა და წასულიყო.
მთელი ღამე ფიქრში გადავათენე,და მხოლოდ ერთ გადავწყვიტე.
რადაც არ უნდა დამჯდომოდა,მაინც მოვიხელთებდი.
გამთენიიისას ვიგრძენი,როგორ მეხუჭებოდა თვალები.
ხოლო როცა გავიღვიძე,უკვე შუა დღე იყო,ისე კი,ალბათ კარგა ხანს მეძნებოდა,რმ არა ვახოს ძახილი.
-ქეთო,გოგო,აქ რამ დაგაძინა??-როხროხით წამომადგა თავზე სიყრმის მეგობარი და თვალებში მოცცქერალი მზის სხივები დამიჩრდილა.
-ვერც კი გავიგე,ისე ჩამეძინა,მოდი,ჩამოჯექი-ძლივს წამოვმართე ტანი პლედიდან,ვახოს გავხედე.ისევ ისე იჯდა,ძველებურად,როგორც მაშინ,დაჯდა,ხეს ზურგით მიეყრდნო და ხელები კისერზე შემოიწყო.
გამეღიმა-მოვწესრიგდები და გამოვალ,არსად წახვიდე.-მოჩვენებითი სიბრაზითავუწიე საჩვენებელი თითი და სახლისკენ გავემართე.
ბებია კუხნაში დამიხვდა,ისევ ფაქვილული.
-გაიღვიძე ბებია?? ისე გეძინა აღარ შეგიშალე ხელი-თბილად გამომხედა რაჭის მკვიდრმა და ცომის გუნდაში ლობიო და რაჭული ვიჩინა ჩადო,უუჰ,კუჭი ამიმოძრავდა,ალბათ ქალაქში გაბრუნებული კარგა მომატებული ვიქნები.
-ბე,გარეთ ვიქნები მე,ვახოა მოსული.
-კაი ბებია,როგორც კი გამოცხვება,გამოგიტანთ მაშინვე.
უკან გავბრუნდი,ვაჟბატონი იგივე პოზაში დამხვდა.თვალები მთებისკენ მიებყრო.
-სატრფოს ხომ არ ნატრობ ვახოს ვენაცვალე??-გვერდით მივუჯექი სიცილით.
-ეჰ,ქეთო,მართლა ისე მენატრება მალე დასაბმელი გავხდები.-ნაღვლიანად გადმომხედა.
-ვინაა ბიჭო ასეთი??-ინტერესით მოვემზადე მოსასმენად.
-ვინაა??ლიზი ქვია ქეთო,ჩემი ლიზიკო.
-ოჰ,შენ ნამეტანი დამწვარხარ,.-ხელი გავკარი სიცილით-ადექი და ამოიყვანე რაჭაში,შენთან თუ არ დარჩება დავიბრალებ ჩემი დაქალიათქო და მოვიწვენ გვერდით-უცებ გამოვაცხვე იდეა და მზამზარეულად მივართვი.
-ეგ რომ შესაძლებელი იყოს აქამდეც ვიზამდი ქეთო-ისევ დაუსევდიანდა თვალები,მეც მოვიწყინე.
-ასე როგორ შეგიყვარდა ვახო.
-ეგ ისეთი მურტალი გრძნობაა ქეთო,არავითარ წესს არ ემორჩილება,ცალკე განზომილებაა,ავტონომია,ყველაფერს მარტო განაგებს.შენ ვინ რას შეგეკითხება,ადგება და დაგისახლდება ერთ დამპალ გულში და გაზაფხულს მოიყვანს უცებ.ისე მეშინია ხანდახან გიჟს ვგავარ,ერთი რომ გაწვიმდეს,წავა მთლიანი გაზაფხული ქეთო. სიომაც რომ დაქროლოს ისიც ჩამოაცვენს ყველა ნაყოფს ხეს და სიყვარულიც იფერფლება...
მონუსხულივით ვუსმენდი ვახოს და არ მჯეროდა,ბიჭს თუ შეეძლო ესე ესაუბრა სიყვარულზე.
სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე,ნუნუკას დროულად მოტანილ ლობიანს ჩავაყოლე ყელთან მომდგარი დიდი ბურთულა და მეზობელი სახლისაკენ გავაპარე მზერა.
მერიდებოდა,მეშინოდა ვახოსთვის კითხვა.
ეზოში მაკრინე ფუსფუსებდა,ხმამაღლა მივესალმეთ.
-გაბო-მივესალმეთ თუარა შვილიშვილს დაუძახა მაკრინებ,აქ კი მართლა რეჩხი მიყო გულმა.
ისე ამიჩქარდა პულსი გულის რევა ვიგრძენი.
ახლა რომ მოსულიყო გაბო ალბათ გულიც წამივიდოდა და ფარდასაც ავხდიდი ყველაფერს.
სახლიდან ყრუდ მოისმა ნაბიჯების ხმა.
გულმაც შეანელა ცემა.
ძლივსღა ისმოდა პულსირება.
ვახოსკენ გავაპარე თვალი,არვიცი რატომ,მაგრამ ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და დამფრთხალი ადევნებდა თვალს მეზობელ სახლს.
მაკრინე სახლში შეიმალა,იქიდან კი მოულოდნელი ამბით დაბრუნდა.
-ოჰ,სადღაც წასულა გაბრიელი.-უცნაურად გამომხედა და საქმეს მიუბრუნდა.
ვახომ შვებით ამოისუნთქა.
ახლა რომ მარტო ვყოფილიყავი,ალბათ ტირილით ავიღებდი ყველაფერს,მაგრამ თავი მოვთოკე.
"ღმერთო,რა დავუშავე."-გაუცნობიერებლად ავხედე ცას და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
-ქეთო,წავალ ახლა მე-ვახომ გადმომხედა და წამოდგა.
-სად გეჩქარება,იყავი ცოტახანს.
-არა,წავალ და საღამოს ჩემთან მოდი,ან ისევ მე მოვალ.-მხიარულად გადმომხედა და თვალი ჩამიკრა-ნანუკა თუ ასეთ საჭმელებს დამახვედრებს ყოველდღე მოვალ,არ მოგაწყენ.
-კარგი,მაშინ საღამოს გელი.-ჭიშკრამდე მივაცილე და სახლში შევედი.
_______________
არ მოსულა საღამოს ვახო,დიდხანს ველოდე,მაგრამ არსად ჩანდა.
მეც არ დავაყოვნე და ბილიკს გავუყევი.
დასაძრახიც რა არის ჩემს საქციელში.
ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო ვახო..
ეზოში ისე შევედი,არ დამიძახია.
ხის კარებს რომ მივუახლოვდი ხმა მომესმა შიგნიდან.
ინსტიქტურად შევაღე კარები და ღიმილიც სახეს შემეყინა.
მაგიდას უსხდნენ ვახო და ეს მრავალნახსენები გაბო.
ყურებმა ისეთი ხმაურით დაიწყეს ბაგაბუგი,გულის ცემასაც გადაუსწრო.
მისმა დანახვამ კიარა,მისი მიმიკის ცვლილებამ გამყინა ადგილზე.
სახელსაც კი ვერ ვარქმევ,რა დავინახე.
თვალები საშინლად უელავდა,არყით სავსე ჭიქა ძირს დაახეთქა და ტუჩებმოკუმულმა უკმაყოფილო სახით გახედა ვახოს,რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა.
თავს ვაიძულე რომ ამომესუნთქა.
ძარღვები ისე დამჭიმვოდა,ტკივილი ვიგრძენი.
არვიცი,რა ძალით,მაგრამ,სახელუზე შეყინული ხელი მძიმედ ჩამოვწიე და უკანმოუხედავად გავედი სახლიდან.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა და ეს უფრო მიმძიმებდა სიარულს.
უხმოდ გავიარე მწვანე ეზო და უუკუნით ღამეში ფეხი გავდგი.
გული მტკიოდა,მარცენა მხარე ისე მეწვოდა,გაუსაძლისს ხდიდა მოძრაობას.
იქვე ხეს დავეყრდენი ცალი ხელით და სულის მოთქმა ვცადე.
სიჩუმეს სლუკუნი არღვევდა,მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ ტკივილი მატირებდა,როცა უკან ნაბიჯების ხმა მომესმა და დაზაფრულმა მთელი ტანით მივბრუნდი,წინ კი მას დავეტაკე მთელი სხეულით.
მარჯვედ დამიჭირა,თორემ ალბათ დავეცემოდი და სულიც არ დამყვებოდა ქალაქამდე.
როცა შიშმა გამიარა,მაშინ გავაცნობიერე მთელი სხეულით რომ ვიყავი მასზე მიჯაჭვული.
წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მწარედ მიკრავდა გულში.
რაღაცებს მეუბნებოდა,ან იქნებ თავისთვისლაპარაკობდა,მაგრამ არაფერი არ მესმოდა,იმდენად ჩავიკარგე მასში.
არყის სუნმა თითქოს ჩემზეც იმოქმედაო,გაბრუებულმა მთელი ძალით შემოვაჭდე ხელები.
მის აჩქარებულ გულისცემას ჩემი ყურით ვუსმენდი.
რიტს ისე იყო აცდენილი,მეგონა გასკდებოდა.
მაგრამ იმდენად ჰარმონიულად ეწყობოდა ჩემსას,თავი სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე მეგონა,რომელსაც დირიჟორობას თავად მე ვუწევდა.
ვერ გეტყვით,რამდენ ხანს ვიყავი სრულ იდილიაში.
მერე,როცა გული ვიჯერეთ ერთმანეთით,ნაზად მომაშორა მკლავები,ხელები ბეჭებზე დამადო და გამიღიმა.
-გამარჯობა ქეთო-საოცრად გამიღიმა და ერთი ვარდი მომაწოდა.
__________________
მოგესალმებით დიდი პაუზის შემდეგ..
საიტზე წლებია დარეგისტრირებული ვარ...
წლებია აქტიური მკითხველი ვარ და არცთუ იშვიათად ვდებდი კიდეც მოკლე სითამამეებს (რომლებსაც ალბათ ვერ ვუწოდებ მოთხრობას-მერიდება მწერალი ვუწოდო ჩემს თავს,ამიტომ სითამამეებს ვეძახი....)
დიდი ხანია არ დამიდებს არაფერი..
ძველ სითამამეებს ეტყობათ უკვე ასაკი,ამიტომ ახალს ვაქვეყნებ.
დიდი მოლოდინითა და მღელვარებით ველდები შეფასებას..
დიდი მადლობა.
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest ანა

ძალიან მომეწონა. სიუჟეტი მართლაც კარგია. თქვენს ძველ "სითამამეებს" კი თქვენის ნებართვით ახლა გავეცნობი.

 



№2 სტუმარი Guest ნინი

რა საყვარლობა იყოო ❤❤❤

რა საყვარლობა იყოო ❤❤❤

 



№3  offline წევრი tasusuna

მადლობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent