შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (3)

25-06-2017, 00:37
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 441

დამაბრუნე წარსულში 18+ (3)

თავი მესამე
- ღმერთო, რას გადამეკიდა - აღმოხდა მირანდას და თავი ისე ჩასწია, მირიანი ალბათ ადვილად მიხვდებოდა, მემალებაო.
- ვინ გადაგეკიდა? - ჰკითხა ნატალიმ.
- არ გაიხედო, უკან დგას - უთხრა მირანდამ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნატალიმ მართლა არ გაიხედა უკან. - გუშინ, ვარდი მაჩუქა სცენაზე და როცა გამოვედი, შემომთავაზა, მანქანით გაგიყვან სახლშიო. დღეს კიდე, ეს უზარმაზარი თაიგული.
- მანქანაში რო დავტოვეთ? - ტუჩის კუთხეები სევდიანად დახარა მიშომ. - მოიცა, ეს ის ბიჭია, ვისთან ერთადაც იყავი ჩვენ რომ გამოგიარეთ?
- ჰო, ეგაა.
- ვააა, მშვენიერი ბიჭია - შეუქო მიშომ.
მირანდა მაგიდიდან წამოხტა და დაჟინებული მზერით გაეშურა მირიანისკენ.
- რას შვრება, გადაირია? - ჰკითხა ნატალიმ მიშოს.
- კაცების პატივისცემა არ იცის მემგონი ამ გოგომ - გაეცინა მიშოს.
მირანდა მირიანის წინ აიტუზა გულხელდაკრეფილი, გაბოროტებული მზერით.
- რატომ დამყვები? რატომ მითვალთვალებ? რა გინდა ჩემგან საერთოდ? - ეკითხებოდა გაცხარებით.
- არ გითვალთვალებ - დაიბნა მირიანი.
- აბა რას შვრები? არ თქვა, მეც ამ ბარში დავდივარ ხოლმეო, თორემ ძალიან გავბრაზდები იცოდე - ბრაზს ვერ აკონტროლებდა ქალი.
- მოიცა, შენ რაა, აქ დადიხარ ხოლმე?
- აჰაა, ეგეც გაიგე ბარემ, მერე ჩემი მისამართი და ეგაა.
- ჩემი ბარია მირანდა ეს - გააეცინა მირიანს.
- რაა? - წარბები შუბლზე აუვიდა ქალს. - რა სისულელეებს ამბობ.
- ჩემი ბარია. მე არ ამიშენებია, მაგრამ... პრინციპში აშენებულიც ჩემი გამოდის. ადრე, ნამდვილ სანაგვეს ჰგავდა ეს ადგილი.
- ვაიმე - გულზე ხელი მიიდო მირანდამ და სიცილისგან ჩუმად აფხუკუნებულ მირიანის ძმაკაცებს გადახედა. საშინლად იგრძნო თავი. სახეზე აწითლდა, უცნაურმა სიმხურვალემ დაუარა ძარღვებში.
- არაუშავს, ყვეალფერი კარგადაა - უთხრა მირიანმა. თან თვითონაც სურვილი ჰქონდა, ამ უხერხული სიტუაციისგან დაეხსნა თავისი რჩეული ქალი.
- მაპატიე, წავალ მე - შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მეგობრებისკენ.
- არაუშავს მირანდა - კაცის ხმა გაიგონა ცოტა უკნიდან.
- რა სულელი ხარ - გაეცინა მიშოს.
- რა ვიცოდი - თვალები მაგრად დახუჭა მირანდამ. მერე დარწმუნდა, რომ მირიანი აღარ უყურებდა და შეკრული მუტი თავზე რამდენჯერმე მიირტყა - მოსაკლავი ვარ, მოსაკლავი.
- არაუშავს, დამშვიდდი - ზურგზე ხელი დაადო ნატალიმ.
- ალბათ როგორი სკანდალისტი ვგონივარ - ამოიოხრა გოგომ.
- არაფერიც არ ჰგონიხარ, მეგობრებთან ერთად ერთობა, საერთოდ არ გიყურებს - დაამშვიდა მიშომ.
- ჰოო, ამის მერე, რომ აღარ შემომხედავს საერთოდ, ეგ ფაქტია.
- ეს ქალები რაა - გადაიხარხარა კაცმა - ზედაც არ უყურებდი და ახლა, როცა ორი წამით მოგაკლო ყურადღება, უკვე ნანობ.
- არაფერსაც არ ვნანობ. გავიდეთ აქედან - წამოდგა მირანდა. - ხვალ დილას რეპეტიციები მაქვს და მალე უნდა მივიდე სახლში.
- რეპეტიციაზე დაპატიჟე - უთხრა ნატალიმ.
- გიჟი ხო არა ხარ შენ. მაგას არ ვიზამ.
- მშვენიერი ბიჭია, რატო არა?
- იმიტომ, რომ არ მინდა - გაიბუსხა მირანდა. - წავედით, დასვენება მჭირდება.
- კარგი, მოვდივართ, მაგრამ დაღლილობა ნუ მოგყავს მიზეზად - აბუზღუნდა ნატალი.
მირიანს ისე ჩაუარეს, მირანდამ ლამის სახეზე აიფარა ხელები სირცხვილისგან.
- მაგარი ტიპი იყო - ხარხარებდა სანდრო - ისე, ცოტა ნაზი გოგო ჩანს საშენოდ.
- ნაზში რას გულისხმობ? - გაეცინა მირიანს.
- ძალიან გამხდარია. ერთხელ ხელი რო გადახვიო, შეიძლება ტანში გადატყდეს, მაგრამ ლამაზია, უდაოდ.
- რახან შენ მოგწონს - ტელეფონი აიღო მირიანმა. - ექნება ნეტა სოციალური ქსელი?
- ეგ ვის არ აქვს, ის იკითხე.
- რა ვიცი. ქართული დ ინგლისური შრიფტით ვერ ვიპოვნე - უსიამოვნოდ დაჯღანა სახე კაცმა.
- აბა რა გიშველოთ. - მხრები დაქაჩა ლევანმა და ლუდი დალია.
- რა იცი შენ სიყვარულის. ბიჭს ცეცხლი მოედო გულზე. - უსაყვედურა სანდრომ.
- ცეცხლი არა ისა. დღეს აგერ ნახე, იმ გოგოს თუ არ დაუწყოს დაკერვა - მზერით ანიშნა ვიღაც ქერა გოგოზე, რომელსაც მშვენიერი მრგვალი ფორმები ჰქონდა და მირიანსაც გამომწვევი ზმერით უყურებდა.
- წავედი, ჩემებს დავპირდი, რომ დღეს მოვინახულებდი - წამოდგა მირიანი. - კარგად brotherhood
- მემგონი მართლა ვერაა - ჩაილაპარაკა ლევანმა.
- კარგად რომეო - დაემშვიდობა სანდროც.

მირანდა სახლში მეგობრებმა მიიყვანეს. მანქანიდან გადმოვიდა მირიანის ნაჩუქარი დიდი თაიგულიანად და სადარბაზოში შევიდა. მოულოდნელად, პატარა წითური გოგო დაინახა. გაახსენდა, რომ ადრეც იგივე გოგონა უთვალთვალებდა თეატრიდან გამოსულს.
- გამარჯობა - უთხრა ღიმილით.
- გამარჯობა - გაუღიმა გოგონამაც.
- ვიცნობთ ერთმანეთს? მემგონი გუშინაც გნახე.
- ვიცნობთ, მაგრამ თქვენ აღარ გახსოვართ - უპასუხა გოგონამ - კარგი სპექტაკლი იყო, მომეწონა. - დაამატა მხიარულად.
- შენი მშობლები სად არიან? ჯერ ძალიან პატარა ხომ არ ხარ, ასეთ დროს, გარეთ სიარულისთვის?
- არა, არ ვარ - თავი გააქნია ბავშვმა.
- დედაშენი სადაა?
- რა ვიცი, აქაა სადღაც ალბათ. უბრალოდ დაიკიდეთ - თქვა გოგონამ და მირანდას ჩაეხუტა - თქვენ ჩემი საყვარელი მსახიობი ხართ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ხართ - უთხრა სევდიანად. მირანდამაც მოხვია ხელები. ჯერ გაეცინა, მერე ბავშვის სურნელი იგრძნო და რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს მირაჟს ჰგავდა ყველაფერი, თითქოს სადღაც უკვე ჩაესუნთქა პატარა გოგონას ნაზი, სასიამოვნო არომატი.
და სანამ ამ ყველაფერზე ფიქრობდა, ისე დაუძვრა ხელიდან ბავშვი, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
- სად მიდიხარ? - დაუყვირა მირანდამ. გაკიდება უნდოდა, მაგრამ ბავშვი უკვე გამქრალიყო ღამის წყვდიადში. - დღის დაგვირგვინებაც მესმის - აღმოხდა და თავი გააქნია. სახლში შესვლისთანავე ვარდებს ბოლოები მაკრატლით დააჭრა და ლამაზ ვაზაში ჩადო. შემდეგ კი საწოლზე დაემხო, რომ ცოტა დაესვენა. თან იმ კაცზე ფიქრებმაც შემოუტიეს, რომელიც ეს ბოლო ორი დღე მოსვენებას არ აძლევდა პლიუს, უცნობი პატარა გოგონაც დაემატა და ნამდვილი თავსატეხი აებურდა გონებაში.
იმ საღამოს მირიანი ოჯახთან მივიდა და ღამეც სახლში დარჩა. დათუნასთან ერთად ლაპარაკში შემოათენდა. ჯერ ის მოუყვა, მირანდა როგორ ნახა სპექტაკლზე, მერე ვიღაც პატარა გოგო რო უთვალთვალებდა, შემდეგ კი ბარში შეხვედრა ქალთან და მისი სასაცოლო ისტერიკები. დათუნას დაჟინებული თხოვნით, კიდევ იყიდა მეორე დღის სხვა სპექტაკლის ბილეთიც, სადაც მეორეხასისხოვანი როლი ჰქონდა მირანდას, თუმცა ეს ფაქტი ნაკლებად ადარდებდა, მთავარია, რომ კიდევ ენახა.
შემდეგ დღეს, როცა მთელი ოჯახი სასაუზმოდ მიუჯდა მაგიდას, დათუნამ გამოაცხადა:
- მირიანს ვიღაცა გოგო მოსწონს
- ოჰ, იმას თუ ვსდიე, მაგას ვინ მოსწონს, ყოველ დღე მომიწევს ნერვიულობა - ხელი ჩაიქნია დედამისმა. მირიანს გაეცინა.
- ერთხელ, ერთი გოგო შემიყვარდა სკოლაში და მზიას ისე არ მოსწონდა, ლამის იმათ მშობლებს მიადგა - მოუყვა დათოს - მაშინ პირველად ავუმხედრდით ოჯახს - სევდიანად გაეღიმა. მირიანი ეგრევე გიორგისთან მივარდა, გოგო მიყვარს და მშობლები მიშლიანო. თორმეტი წლის იქნებოდა. გიორგიმ მხოლოდ ერთი რამე ჰკითხა:
- რატო გიყვარს?
- იმიტომ, რომ მენთოლის სუნი აქ ხოლმე პირში - უპასუხა მირიანმა.
- მაშინ, ნამდვილად კარგი მიზეზია შენი სიყვარულისთვის საბრძოლველად. მიდი, მე შენთან ვარ - უთხრა გიორგიმ და ეს იყო ერთადერთი, რაც მირიანს სჭირდებოდა. „მე შენთან ვარ“. თითქოს ამაზე მეტად ცხოვრებაში არც არაფერი სდომებია.
- მემგონი, ახლა მართლა მოსწონს - ფიქრებიდან გამოაღვიძა დათუნას ხმამ. - ყვავილები აჩუქა.
- შენ საიდან იცი? - გადაირია მირიანი.
- შუადღისას სკოლას დავადე და ოფისში ამოგიარე. თიკა დამხვდა, დიდი ვარდების თაიგული მოჰქონდა და ასე თქვა, შენმა ძმამ შეუკვეთა, ვიღაც გოგოს უნდა აჩუქოსო.
- ყვავილები? ასე სერიოზულია? - გაუკვირდა დედას.
- მზია, იმაზე რეაქცია არ გაქვს, რომ ბავშვმა სკოლა გააცდინა და ის გიკვირს, ჩვენი 30 წლის შვილი ქალს ყვავილებს რომ სჩუქნის? - ჩერთო პაატა.
- შენ როდის აქეთ გაქვს რეაქცია ჩემი სკოლის გაცდენებზე მამა? - ჰკითხა დათუნამ.
- მოიცადეთ, ჩუმად. - გააჩუმა ყველა მზიამ. - ვინაა ის გოგო, ყვავილები, რომ აჩუქე?
- არავინ ისეთი, მომეწონა.
- სახელი?
- მინრანდა დედა.
- გვარი?
- რა ვიცი - წამოდგა სიცილით მირიანი.
- Facebook-ზე ვერ პოულობდა და მე მოვუძებნე - ჩაერთო დათუნა.
- შენ როგორ მოუძებნე?
- ჩემი ხერხები მაქვს - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
სპექტაკლის პროგრამაში სხვა შემსრულებელის სახელი და გვარი წაიკითხა, შემდეგ კი მის მეგობრებში იპოვნა გოგონა, რომელსაც მხოლოდ „მირანდა“ ეწერა სახელი. მირომ და გიორგიმ მოილპარაკეს, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა მირანდას მსახიობობის ფაქტი, გარკვეული მიზეზების გამო.
მზიამ იცოდა, მირიანს ყოველთვის ბევრი ქალი ჰყავდა. არც კი ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით, იმდენად უმნიშვნელო იყო ხოლმე აქამდე. მაგრამ ერთი იცოდა: მირიანი ყვავილებს არასდროს არავის სჩუქნიდა. ეს თითქოს ერთგვარი წესი იყო... წესი, რომელიც გიომ და მირომ დანერგეს თავიანთ ცხოვრებაში.
ათი წლის წინათ, ერთი მშვენიერი დღე იყო, როცა გიორგი თვალებგაბრწყინებული შემოვიდა სახლში, სათბურიდან საუკეთესო ვყავილები დაწყვიტა და დედამისს მისცა შესაფუთ ქაღალდთან ერთად.
- რამე მოუხერხე რაა, მე ვერ ვაკეთებ ლამაზად.
- ვისთვის გინდა შვილო? - ჰკითხა მზიამ.
- ერთი გოგო ვნახე... ძალიან ლამაზია
- სად ნახე?
- სპექტაკლზე ვიყავი.
- ისევ მარტო დადიხარ სპექტაკლებზე? - გაეცინა დედამისს.
- ჰო და კიდევ კარგი, რომ მარტო დავდივარ. გული გამიჩერდა, როცა დავინახე.
- მერე იმან რაო? რა ჰქვია საერთოდ, ან რა გვარია?
- თინა ჰქვია, დოლიძეა გვარად. იცი რა ლამაზია? გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს და ოკეანესავით თვალები.
- ოჰოო, რახან ეგრე აგალაპარაკა, ესეიგი, კარგი გოგოა - გაეცინა მზიას.
- მირანდა ჰქვია იმ გოგოს - გაიგონა მზიამ დათუნას ხმა. წარსულის ღრმა ფიქრებიდან დღევანდელ საღამოზე გადმონაცვლება გაუჭირდა, თუმცა მაინც შეძლო და ბედნიერად გაუღიმა თავის შვილებს.
- სად გაიცანი მირანდა? - ჰკითხა მირიანს - თან როგორი უცნაურია არა? მირანდა და მირიანი.
- კარგი დედა რა.
- მირო და მირა - დაამატა დათუნამ - მეგობრები მირას ეძახიან იმ გოგოს, კომენტარებში ვნახე.
- შენ ძალიან ხო არ მოინდომე? - დაუბღვირა მირიანმა - უბრალოდ მომეწონა, ცოლად კი არ მომყავს.
- სად გაიცანი მირანდა? - გაუმეორა კითხვა მზიამ. დაბნეულმა დათუნამ და მირიანმა ერთმანეთს გადახედეს. ორივემ იცოდა, რა არ უნდა ეთქვათ, თუმცა, რა ეთქვათ - არც ერთმა.
- ბარში ვნახე - თქვა მირიანმა. - მეგობრებთან ერთად იყო და ძალიან მომეწონა.
- სადმე დაპატიჟე მერე. - სთხოვა დედამისმა.
- უკვე დაპატიჟა, დღეს 12 საათზე - ჩაილაპარაკა არხეინად დათუნამ - შენ არ მისწერდი. როცა ჩაგეძინა, ავდექი და მივწერე. პაემანზე დავპატიჟე - მირიანს თავისი ტელეფონი მისცა. - შეგიძლია ჩათი გადაიკითხო, სანამ ფაქტის წინაშე დამდგარხარ.
გაოგნებულმა მირიანმა ძმას მობილური გამოჰგლიჯა ხელიდან და მირანდასთან წინა დღის მიწერილი მესიჯები ნახა.
- ჯანდაბა, დამთანხმდა პაემანზე - თქვა გაოგნებულმა.
- ჰო, იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. ხო და, მალე გადაუყვანე ეს დანაშაულის გრძნობა სიმპათიაში, თორე მაგით დიდხანს ვერ გავქაჩავთ.
- მემგონი უნდა გეჩხუბებოდე ახლა, თუმცა ნამდვილი გენიოსი ხარ - დათუნას თავი იღლიაში ამოიდო და თმებზე იქამდე უხახუნა მუშტი, სანამ მთელი თავი არ აუბურდა.
- მომწერე რას იზამ - ამოიკვნესა წვალებისგან დაჯღანულმა დათუნამ. - და რამე ნორმალური აარჩიე. „შარვალ-კასტუმით“ ნუ დაადგები.скачать dle 11.3

№1 სტუმარი Guest Tatu

Dzalian dzalian momwons da ar mkopnis ((
Uh giorgi savaraudod mirianis dzmaa magram ratom agaraa mat gverdze?an misi satrfos msaxioboba ra shuashia? Patara gogo saertod mabnevs da madhinebs ((
Mokled gelodebi <3

№2 სტუმარი Guest Nita

Cituri bavshi,giorgis okrosfertmniani shekvarebuli,saerto xom araa rame? Momcons dzaan es istoria.mal male dade plzz da cota didic ra :)

№3  offline წევრი ნონორე.

მგონია, რეინკარნაციას აქვს ადგილი)

№4 სტუმარი Guest ლილიტი

მეც ეგრე მგონია.
იქნევ ეს გოგო მათი შვილია და ამ ცხოვრებაში არ არიან ერთად, ბავშვს კი ახსოვს
ნუ არ ვიცი ველოდები მთელი მოლოდინით მაგრამ თავებია პატარა

№5  offline წევრი ket-kat

აუ ძალიან გელოდები:) ისე მაინტერესებს რა ხდება ვერ წარმოიდგენ:)

№6  offline ადმინი ლორელაი

პირველად ვკითხულობ შენს ნაწარმოებს. არ ვიცი სხვები როგორ გიწერია, მაგრამ ამას აქვს რარაც რაც მომწონს, მე კი იშვიათად რომ რამე მომეწონოს. ეს ისე ხუმრობით.
მართლაც კარგი სტილი გაქვს, მსუბუქი, ლაღი, კარგი თანმიმდევრობა, დიალოგებიც არამომაბეზრებელი და ლოგიკური. რამდენიმე შენიშვნა მაქვს მხოლოდ მემგონის ისე ხშირად და იმდენჯერ იყენებ, რომ მომინდა რედაქტირებაში შევსულიყავი და წამეშალა. პირველ ყოვლისა არასწორი ფორმაა, ჯობია მგონია, ან მე ვფიქრობ გამოიყენო. ასევე ტავტოლოგიებიც ბევრი გაქვს. კიდევ უდავოდ და არა უდაოდ. სხვა ყველაფერი რიგზე გაქვს, გრამატიკაც კარგი გაქვს და ლექსიკაც.
ახლა რაც შეეხება ისტორიას.
საინტერესო შინაარსი აქვს, თავისი დაფარულითა და ინტრიგნული ამბებით.
იმ წითურ გოგო მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ახლა არ გეტყვი. არ მინდა მკითხველი დავასპოილერო. უკვე ვხვდები რა უმდა მოხდეს, თუმცა რადგან არ ვიცი როგორც მწერალი რამდენად ეპატაჟური ხარ წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. გამიხარდება თუ ჩემი ვარაუდი გამართლდება.
აბა, შენ იცი.
გელოდები.
წარმატებები.
--------------------
თათა

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლორელაი

რა საყვარელი ხარ, რამდენი გიწერია heart_eyes მადლობ კარგი შეფასებისთვის

№8  offline ადმინი ლორელაი

ენ ჯეინი

მიყვარს ძირეული განხილვა. ყველა მწერალი იმსახურებს დიდ და ლოგიკურ კომენტარს. ეს ერტგვარი დაფასებაა მკიტხველისგან. როცა სენ წვალობ, შრომობ, რომ მკიტხველი გაახარო, იმსახურებ რომ მიიღო ნორმალური შეფასება და არაა " კაია გააგრძელე". საწიროა კრიტიკა, შენიშვნა და დადებითი აზრის გამოხატვა.
--------------------
თათა

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მიხარია თუ ასე ფიქრობ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent