შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარდი ( ნაწილი 2)


25-06-2017, 17:16
ავტორი tasusuna
ნანახია 458

ერთი ვარდი ( ნაწილი 2)

დილით საოცარი ენერგიით დამუხტულმა გავიღვიძე.
მინდოდა მემღერა,მაგრამ ჩემი შესაძლებლობები რომ გამახსენდა,გაჩუმება ვარჩიე.
საწოლი მივალაგე,დედ-მამას ველაპარაკე,2 დღეში ჩამოვალთო,ამან უფრო გამახარა და ლამის კივილით ჩავედი ქვევით.
ბაბუა ეზოში დამხვდა,მივედი,ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე და გაკვირვებული მოხუცი ქათმებს შევატოვე,ბებიასაც მსგავსად მივესალმე და ისევ ეზოში გავედი.
სირბილით მივირბინე ბლის ხესთან და ჩრდილში ჩამოვჯექი.
არა,ნამდვილად იდეალური ადგილი იყო.
აქედან ზედმიწევნით ჩანდა გაბოს სახლი.
ისეთი სიცხე იყო,ქარი ზრდილობისთვისაც არ იძროდა ადგილიდან.
დილიდანვე ჭირდა სუნთქვა.
წასაკითხად მმომარჯვებული წიგნი მარაოდ ვაქციე და რაც ძალი და ღონე მქონდა,სახეზე ვიქნევდი.
მომხდარმა ფიქრებში წამიღო.
თუმცა რა განსაკუთრებული ამაში იყო,დიდი ხნის უნახავმა ჩამეხუტა და მერე ერთად წამოვედით.
მაგრამ,იმდენად სასიამოვნო იყო ამაზე ფიქრი...
ძახილმა ჩამომაფრინა მეცხრე ციდან.
ჭიშკარში ორი მთასავით მაღალი ბიჭი იდგა და გაცისკროვნებული სახეებით მოდიოდნენ ჩემკენ,ჯერ ბაბუას მიესალმნენ,მერე გვერდით მომისხდნენ და იმ წამს დავრწმუნდი,რომ რაჭაზე დიდი სამოთქე,ამქვეყნად არ არსებობდა,რომ ახლა იწყებოდა ჩემთვის საუკეთესო ზაფხული და ეს ორი ვირი,რომლებიც გვერდით მესხდნენ,ჩემი ბავშვობის საუკეთესო ნაწილები იყვნენ..
______________________
და მართლაც,დაიწყო ყველაფერი თავიდან.
თითქოს არაფერი შეცვლილიყო..
არც ასაკი მოგვმატებოდა..
არც მისწრაფებები.
ყველაფერი მეორდებოდა ნულოვანი სხვაობით.
ხელთავიდან გადავეშვი ბავშვობაში.
ხელმეორედ შევიყვარე ორივე მათგანი.
ყველაფერი იმდენად იდეალური იყო,ვერც კი ვიჯერებდი.
მაგრამ,ღამე და ფიქრი ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი უძილობის მიზეზი რა თქმა უნდა გაბრიელი იყო.
იმის მიუხედავად,რომ იმ დღის შემდეგ სრულებით დალაგდა ყველაფერი,ეჭვებს ვერაფერს ვუხერხებდი.
მაინც,რატომ,რატომ მარიდებდა თავს ის 3 დღე??
მას შემდეგ მილიმეტრებში ვაკვირდებოდი გაბოს.
თითქოს საეჭვო არაფერი იყო.
მოვიდოდა ვახოსთან ერთად,ვსაუბრობდით და შემდეგ მიდიოდნენ.
მაგრამ,დავრჩებოდით თუ არა რამრტო,თუნდაც 1 წუთით სრულიად იცვლებოდა.
მზერა უბინდდებოდა,ძარღვები ებერებოდა და ნერვიულად ცმუკავდა ერთ ადგილას.
არვიცი,მინდა რამე დავარქვა მის ქცევას,მაგრამ სახელს ვერ ვუძებნიდი.
რითი იყო მისი ნერვიულობა გამოწვეული?იქნებ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი??
მაგრამ,რატომ?
თავში ერთდროულად იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავბრუსხვევა ვიგრძენი.
ღამის 3 საათი იყო.
თუ გინდა რაჭის სილამაზე ნახო,სწორედ ამ დროს უნდა გახვიდე გარეთ.
იდეალური დრო რაჭისთვის.
იდეალური სიგრილე.
იდეალური სიბნელე.
იდეალური ჰაერი და რაც მთავარია:
იდეალური სიჩუმე.
ტელეფონის მეშვეობით გავიკვლიე გზა ეზოსკენ.
ჩემს ადგილას ჩამოვჯექი და ხარბად შევისუნთქე სუფთა,ცივი ჰაერი.
ხეს ზურგით მივეყრდენი და ვარსკვლავებით მოოჭვრილ ცას ავხედე.
რაჭის ცა განსაკუთრებით ლამაზია,შემიძლია ხატზეც დავიფიცო.
სადღაც ბუ გამალებით გუგუნებდა.
ერთმა-ორმა ძაღლმაც დაიყეფა მეზობელი სახლებიდან.
მათ სხვებიც აყვნენ.
-ალბათ დაკარგული ოთხფეხა თუ უბრუნდება სახლსთქო-გავიფიქრე ჩემთვის და ჭიშკრისაკენ გავიხედე.
ვარსკვლავები ოდნავ ანათებდნენ მიდამოს.
მწვანე ეზოს მიღმა ვერაფერს ვხედავდი.
მაგრამ შევაჩვიე თუ არა თვალი სიბნელეს,ეგრევე დავლანდე მამაკაცის სილუეტი კართან.
შიშმა ისე ამიტანა მოძრაობის უნარი დავკარგე.
ხმის იოგებიც სადღაც გამიქრა.
გამბედაობა რაჭის ჰაერს გაერია და ცხრა მთას იქეთ გადაისროლა.
აკანკალებული მაგრად მოვეჭიდე წამოზრდილ კოინდარს.
უფალს შველას ვთხოვდი,მაგრამ,გაისმა რა უცნობის ხმა სიბნელეში,ერთიანად ამოვისუნთქე.
-არ შეგეშინდეს ქეთო,მე ვარ,გაბო-ჩუმი ხმით მოიწწევდა ჩემკენ.
-როგორ შემაშინე ბიჭო.-ძლივს ამოვთქვი,შიში ჯერკიდევ არ გამნელებოდა,ისევ დაძაბული ვიყავი მიწას მილურსმული.
-ქეთო,მოეშვი,ნუ გეშინია,მე ვარ-შეშფოთებული მომიახლოვდა,მკლავებში მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზიდა.
-ჰო.-სხეული ოდნავ მოვადუნე,მაგრამ ინსტიქტურად თავდაცვითი პოზა ისევ შევინარჩუნე.
-მაოცებ რაა,ბავშვობაში ისეთი გამბედავი იყავი-ჩუმად ჩაიცინა გაბომ და გვერდით მომიჯდა.
ისევ ისეთი გამოხედვა.
ისევ დაძაბული კისერი.
-გაბო,ესე მეორედ აღარ მომექცე.-აცრემლებულმა შემთხვევით გამოპარული ცრემლი ხელისგულით შევიმშრალე.
-მაპატიე ქეთო,გეფიცები დედას,რომ მცოდნოდა შეგაშინებდი,სულ არ მოვიდოდი შენთან...-ხმაში სინანული გაეპარა.
-არა,კარგია რომ მოხვედი.-თავისთავად ვუპასუხე.
-ჰოო??-ალმაცერად გამომხედა.თვალები საოცრად უბრწყინავდა.
-ჰო..-მოკლედ ვუპასუხე.
სიჩუმე ჩამოწვა.
ეს უკვე აღარ ეხამებოდა რაჭას,ღამეს.
იმდენად შემაძრწუნებელი სიჩუმე იყო,ჟრუანტელმა დამიარა.
სიტუაციის განსამუხტავად ტელეფონი ავიღე.
-ქეთო,იცი რა ლამაზი ხარ???-უცებ შემომიბრუნდა გაბო..
მისმა მზერად ტელეფონს შემაყინა.
ხმა ვერ ამოვიღე.
საოცრად მიყურებდა.
-ქეთო ღვთისმშობელს გავხარ გეფიცები ყველაზე წმინდას...-არ ჩერდებოდა გაბო,არ ქრებოდა მისი თვალებიდან წამოსული შუქიც.
-ქეთო შენ არ ხარ მიწიერი ქეთო..-მაგრად მიჭერდა ხელებს მკლავებზე,ტკივილს არ ვჩიოდი,მისი თალები მატყვევებდა ამდგილზე.
მონუსხულივით ჩავცქეროდი მის ღრმა,მწვანე,მუქი,ხავსიანი ტბის ფერ თვალებს.
თითქოს მზერა ამოწმებდამის ყოველ სიტყვებს..
-ქეთო,სიკვდილის ღირსი ვარ,მაგრამ მხოლოდ შენი ხელით უნდა მომკლას გამჩენმა ღმერთმა..-არ ცხრებოდა სრულიად გამოცვილი გაბო,ნელნელა უმატებდა საუბრის ტემპს,მალე მისი მოსმენაც შეუძლებელი გახდებოდა...ნერვიულლობისაგან შუბლი დაცვაროდა...
-ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე,რვა წლიანი შუალედის მიმატებით,ჩემი ფიქრების,ზმანებების,ჩემი მისწაფებების ჯალათი გახდი.ქეთო,გეფიცები დედას,ეს ღამე და მორჩა,ამის მთქმელი არ ვარ...
-არ გინდა გაბო,ნუ დამინგრევ ბავშვობის მოგონებებს გთხოვ..-მონუსხულმა თვალებს მოვაცილე დაბინდული მზერა და ცრემლები ამოვიშვრე.
-მხოლოდ დღეს გეტყვი და მორჩა ქეთო,დღეს მათქმევინე და შემდეგ ისევ ისე გაგძელდება,როგორც იყო ქეთო..-ქადაგად დამიდგა მთასავით ბიჭი.
-არა გაბო,არცერთი სანტიმეტრით არ იქნება ისე,თუ რამედ გიღის რაჭა,ნუ მეტყვი,არაფერი თქვა,ისე წადი..-ვევედრებოდი ჩემჯენ გადმოხრილ ბიჭს,ვაფიცებდი დედას,ღმერთს,რაჭას,ყველა სულიერს,კაცობრიობას,დდედამიწას..
ვერ ვაშორებდი მზერას მის ამღვრეულ ტბას..
ხავსმოკიდებულ ლამაზ ტბას.მწვანედ რომ ჩასდგომოდა თვალებში.
ბოლოს,მრავალწუთიანი მუდარის შემდეგ,ისე,რომ არაფერი დაუტოვებია მოსაგონებლად,ადგა და წავიდა.
ვუყურებდი თუ როგორ მიდიოდა წელში მოხრილი,საყრდენ გამოცლილი.
როგორ მიიკვლევდა გზას უკუნით ღამეში.
ვუყურებდი,როგორ გააღო კარები,ზღურბლთან შედგა,ჩემკენ გამოიხედა წამიერად,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ ამ უკუნით ღამეშიც,საოცრად ელავდა მისი თვალები..
მასთან ერთად წავიდა ბავშვობის ყველა მოგონება.
მასთან ერთად ჩამოინგრა ათასწილად დამტკიცებული მეგობრობა.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა მასთანერთად ფერადი ფიქრები,შავ სილუეტს თითქოს გზას უნათებდაო ბავშვობის მოგონებები..
გული ნამსხვრევებად მექცა.
ბავშვობა გამექცა.
თვალსა და ხელს შუა მიიიკლდევდა გზას წელში მოხრილი..
ისე,რომ სიტყვაც კიარ უთქვამს,ისე რომ ნანატრი გრძნობა ვერ გადმოსცა,ისე წაიყოლა მასთან ერთად ყველა ერთად გატარებული დღე.
ასე დავკარგე ბავშვობა,ასე დავკარგე რაჭაც,სამუდამოდ..
ასე,გათენებისთანავე,დიდ შუკას გავუყევი თვალცრემლიანმა..
ისე,რომ არცერთხელ შემივლია რაჭისთვის თვალი..
არმინდოდა,ჩემში ზიზღი დაენახა..
არ მინდოდა მისი სუფთა ჰაერი ბოღმით გამენადგურებინა..
დავტოვე ბავშვობა,რაჭა და ღამე,რომელმაც მეგობარი წამართვა.
____________________
ქალაქს დავუბრუნდი.
სულამხუთად ერთფეროვნებას.
სახლის კაცი უხმაუროდ შევაღე.
გაოცებული დავრჩი,როცა შემოსასვლელში დედა გამომეგება,დამფრთხალი,გაოცებული მზერით.
-ნუნუკამ დამირეკა,დილით,გამთენიისას წამოვიდაო..ქეთო,რა მოხდა,დღეს ვაპირებდით ჩვენც ჩამოსვლას..
-არაფერი დედა,არაფერი არ მომხდარა.-გავუღიმე და ნაზად ვეამბორე ლოყაზე.
ეს და მორჩა.
ამის თაობაზე სიტყვა აღარ დაძრულა სახლში.
მეც თითქოს ჩავჯექი კალაპოტში..
მაგრამ,ყოველ ღამე,გადაცილდებოდა თუარა ისრები სამს,სუნთქვაშეკრული მეღვიძებოდა და ვტიროდი გაუჩერებლად,ვგლოვობდი ყველაფერს,ყველა განცდილ ტკივილს,ყველა მოგონებას.
ძაძის გარეშე ვგლოვობდი ცოცხალ გაბრიელს.
იმ დღის მოყოლებული,ჩვევად მექცა მასზე უსაზღვრო ფიქრი.
მაღალი,წელში გამართული,წვეროსანი ბიჭი.
საოცრად მწვანე თვალებით..
იდეალად დავისახე მისი ყველაფერი.
მისი მოღიმარი სახეც.
მისი ნაღვლიანი მზერაც.
მისი ყველა მიმიკა.
მისი ყველა ჩვევა საფიცრად გამიხდა.
წამისსიზუსტით ჩავიბეჭდე ყველა ის წამი,რომელიც მასთან გავატარე.
ღამესთან ერთად ნელნელა შევეზარდე ტკივილს..
და ისე რომ,არაფერი შეცვლილა,არც ტკივილი,არც ფიქრები,არც გრძნობები,2 წელი გავიდა.
2 წელი,732 დღე..
არცერთხელ,ფიქრშიც კიარ გამივლია რაჭა..
ისევ ისე,ჩწითლებული,გამოუძინები ვდგებოდი და ათასჯერ გავლილ გზას მივუყვებოდი.
არც ეს საღამო იყო რამით გამორჩეული.
საჟურნალე მაგიდაზე დავდგი ლეპტოპი და ხალიჩაზე დავჯექი.
ახლაც ასე,მის სურათებს გადავყევი და სანამ ვინმე შემისწრებდა,გამოვრთე.
გული ვიჯერე მისი ცქერით,მისი თვალიერებით და გამძღარმა,ოთახში შემოსულ დედას გავხედე.
ქალს მზერა შეცვლოდა.
სახე წამოწითლებოდა.
სხეული უკანკალებდა.
საშინელი ტკივილი ასახვოდა სახეზე..
გულმა რეჩხი მიყო.
სუნთქვა გამიხშირდა,სანამ რამეს მეტყოდა,მეთვითონ მივხვდი.
ჩემი ბებო,ჩემი ტკბილი ბებია,ჩემი ყოველთვის მოსიყვარულე ბებია აღარ იყო.
_____________
რაჭის გზას თვალცრემლიანი ვაყოლებდი თვალს.
2 წლის წინ მიტოვებული გზები ისევ ისეთი იყო.
ერთი სხვაობით..
სახლისაკენ მიმავალ შუკას თავში ბებია არ ედგა.
არ მოიწევდა ჩემკენ ხელებგაშლილი.
არც ეზოში შესვლისას გამომგებებია ყალიონით ბაბუა.
არც სახლში შესვლისას არ მცემია ცხელი ხაჭაპურის სუნი..
პირიქით,სიკვდილის სუნი იდგა.
სიკვდილის,ღალატის შემძვრელი სუნი.
ეზო,სახლი,მთლიანად გადავსებული იყო მეზობლებით..
ყველა ცრემლიანი თვალებით გვისამძიმრებდა.
ყველას დააკლდა ნუნუკა ბებო.
მაკრინე ადვილად გავარჩიე ხალხში.
ჩემკენ მოდიოდა,მომიახლოვდა თუ არა,მაგრად ჩამიკრა მის მოხუცებულ გულში.
ბებიას სუნი ასდიოდა.
მაგრად მოვხვიე ხელები.
ასე მეგონა,ბებიას ვეხუტებითქო.
თვალცრემლიანმა შემავლო თვალი მაკრინემ.
-რომ იცოდე,როგორ ენატრებოდი,რომ იცოდე როგორ გნატრობდა ბოლო წუთებში..-სინანულით გადმომხედა მან და დედაჩემისკენ წავიდა.
გული გამიჩერდა..
ბებია..
ბებო..
ვენატრებოდი და მერე როგორ..
მნატრობდა და რის გამო??
იმისთის რომ მე რაღაც გადაულახავი პრინციპების გამო რაჭას არ ჩამოვედი.
გული მომეწურა.
ვგრძნობდი ფეხქვეშ მიწა როგორ მეცლებოდა.
მე ვიყავი დამნაშავე მის გარდაცვალებაში.
მე მიმიძღვოდა მის სიკვდილში წვლილი..
გულის ფეთქვას ვეღარ ავუდიოდი.
ვეღარაფერს აღვიქვამდი.
ვგრძნობდი,გული მიმდიოდა მაგრამ მაინც შემამჩნიე,ბოლო წამს,ჩემკემ მომზირალი ხავსისფერი თვალები.
___________________________
ჯერ კიდევ ბურანში მყოფი ვცდილობდი განმემიჯნა ზმანებები რეალობისგან.
იქნებ უბრალოდ მომეჩვენა..
რაჭის ჰაერმა უცებ ამომიგდო მისი თვალები..
თუმც,ყოფილიყო ზმანება,მისი თვალების ცოცხლად წარმოდგენა ნამდვილად მიმსუბუქებდა რეალობას.
ასე,მისი სახე ჩემს ემოციურ აღტკინებას დავაბრალე და ქუთუთოები მძიმედ ავზიდე.
იმ ოთახში ვიყავი,2 წლის წინ,უკანმოუხედავად რომ დავტოვე.
მარცხენა მხარეს ისევ ტკივილი ვიგრძენი..
-დედი,ისევ ცუდათ ხარ??-თავზე თვალცრემლიანი დედაჩემი მედგა.
-არა,დე,კარგად ვარ.-ლოგინიდან წამოვდექი,ცოტა თავბრუსხვევა ვიგრძენი,მაგრამ მაინც,ძირს ჩავედი და თვალებჩაწითლებულ ბაბუს მკერდში მაგრად ჩავეკარი.|
**
ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა.
მათ შორის იყვნენ ჩემი უახლოესი მეგობრებიც.
მათ შორის იყო ვახოც.
უჩვეულო უხერხულობით ჩამიკრა გულში.
თითქოს უცხო ვყოფილიყავი.
სახეზე არაფერი ეხატა.
-ძალიან მეწყინა,ხომ იცი ქეთო,როგორ მიყვარდა ნუნუკა...-როგორც კი ხალხს ოდნავ მოვცილდით,საუბარი წამოიწყო ვახომ.
-ჰო,ვიცი..-გულისტკივილი ამოვაყოლე იოგებს..
-თუ რამით შემიძლია შენი დახმა..
-სადარის??-საუბარი გავაწყვეტინე და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შევეკითხე.
-ვიზე მეკითხები ქეთო??-ყალბათ გაიკვირვა ვახომ,თვალი ამარიდა,სიგარეტს მოუკიდა.
-იცი ვახო ვიზედაც,თვალთმაქცობა საჭირო არ არის.
-არ ვიცი,რაც შენ წადი მას შემდეგ არც მე მინახავს.-ისევ თავჩახრილმა ამოილაპარრაკა.
-სტყუი.ლაჩარი ხარ,იმის გამბედაობაც არ გაქვს რომ მითხრა,სადარის.-სიბრაზისაგან წამოვწითლდი,უცაბედად დავკარრგე კონტროლი.
ვახოს რომ გავხედე წამით შემეშინდა.
მაგრამ მალევე დაუცხრა მზერა.
უხმოდ ჩამიკრა გულში.
-მეც მტკივა ქეთუს,შენ მომიკვდე თუ არ მტკიოდეს..
ჰო,მიხვდა,მიხვდა რა მტკიოდა და მეც ვიგრძენი,ისიც იმავეს განიცდიდა...
მე მონატრებას გამოვყავდი წყობილებიდან,მას კი უთქმელობა ტანჯავდა.
________________________________________________________
ერთიანად დავიცალი ყოველგვარი ემოციისგან.
გასაქანი მივეცა ყველა გრძნობას..
თავი შევაფარე ბებიას გარდაცვალებას და გულიდან ამოვიგლიჯე ყველა ჯავრი..
ვტიროდი ერთად ყველაფერს..
ვტიროდი ბებიას ნაოჭს..
ვტიროდი ბებიას დაკოჟრილს ხელებს.
ვტიროდი ბებიას უთბილეს გამოხედვას.
ვტიროდი ბებიას მონატრებას.
ასე წავიდა ბებიკო.
ასე დამტოვა ბებიკომ.
ჩემმა ნუნუკა ბებიამ...
ჩემმა თბილმა ბებიამ..
ჩემმა აყვარელმა ბებიამ...
ბებია,ბე,ბებიკო,ბები-რომ დავუძახებდი და ხელებგაშლილი წამოვიდოდა ჩემკენ,უთბილესი სახითა და ცრემლით სავსე თვალებით..
ბებიკო,ბები,ბე-სად ხარ ბე ?
გაბრიელ,გაბო..
გაბო..
გაბო..
სადახარ გაბო??
გამოჩნდი გაბო..
მიხსენი გაბო..
__________________
გაუსაძვილი იყო უკვე რაჭა...
ფილტვებს მიხშობდა მისი ბინძური ჰაერი..
მეზიზღებოდა ყველა კუთხე-კუნჭული..
მეზიზღებოდა მთაც,მეზიზღებოდა მდინარეც,მეზიზღებოდა პატარა ხის ღობეებიც..
მეზიზღებოდა ხალხიც და მეზიზღებოდა ის..
ასე ერთიანად,ერთი ხელის მოსმით,შევიძულე ყველაფერი რაც რაჭას უკავშირდებოდა..
თავჩაღუნული ვიჯექი კუბოს წინ,თავწაკრულ დედაჩემის გვერდით და მის მოთქმას ვუსმენდი..
ჩემი დედიკოს მოთქმას,რომლის თვალებზეც თითო ოროლად თუ მენახოს ცრემლი..
გულამოსკვნით ტიროდა და ატირებდა ყველას..
ტიროდა მამიკოც,ჩემი მამიკოც და ტიროდა ყალიონიანი ბაბუაც..
ტიროდა მაკრინეც,ტიროდა ვახოც,ტიროდა ბლის ხეც...
მაგრამ არსად ტიროდა გაბო..
გაუსაძლისს ხდიდა ორი ადამიანის მონატრება ჩემს ყოფას.
რომელი მეტირა,რომელი..
ჩემი ბებია,თუ უკვალოდ გამქრალი გაბო..
მთელი გულით ვტიროდი და მარტო ვახო ხვდებოდა,რა მატირებდა..
მარტო ვახო იყო თავჩაღუნული ჩემი ტკივილით დამძიმებული.
მარტო ვახო მომკიდებდა ხოლმე ხელს,ამიყვანდა ჩემს ოთახში,საწოლზე დამსვამდა და მიმიხუტებდა..
მარტო ვახო,ბავშვობაში ლოყაწითელა,ბუზღუნა,სულ პუტკუნა ვახო..
-გახსოვს ვახო,ერთხელ მე შენ და გაბომ ცეცხლი რომ დავანთედ შუა აგვისტოში და გარშემო ცეკვა დავიწყეთ??-ძალაგამოცლილი მივესვენე სკამზე,ჩემს ოთახში და კუთხეში მდგომ ვახოს გავხედე.
-მახსოვს ქეთო,როგორ არ მახსოვს-ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში რაჭველს.
-გახსოვს ვახო,ფეხი რომ დამიცდა და ლამის ცეცხლში ჩავვარდი..-გული მომეწურა..
-მერე მთელი კვირა ტიროდი,გაუჩერებლად,ქვეყნიერებას აქცევდი...-გულღიად გაეცინა ბიჭს..
-გაბომ რომ დამიჭირა გახსოვს ვახო??-თვალცრემლიანმა ავხედე ვახოს,ისევ გაურბოდა მის ხსენებას..
-გაბომ კიარა,მე დაგიჭირე-შემისწორა ვითინ ნაწყენმა,სიცრუე გაერია ხმაში.
-აარასდროს გამოგდიოდა ტყუილები,ახლა მითუფრო-ღიმილით გავხედე და ცრემლები შევიმშრალე.
-შენი ლიიზიკო როგორაა ვახო?
-ლიზიკო აღარაა.
-ისევ მატყუებ-გაბრაზება გამერია ხმაში.
-ხვალ გასვენებაა ქეთო,დასვენება გჭირდება.-უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან და დამტოვა..
რატომ? რატომ მიმალავდნენ გაბოს?
რატომ?
რატომ მწვავდნენ ცოცხლად?
რატომ???
რატომ ვერ მისწორებდა თვალს მაკრინე რატომ??
თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა..
გული უფრო ნელა ფეთქავდა.
რომ მიმეცა საშუალება და ეთქვა.
იმ დღეს,იმ ავბედით დღეს რომ დამეცადა მისთვის..
იქნებ ახლა სხვანაირად ყოფილიყო.
იქნებ ახლა გაბო გვერდით მყოლოდა.
სანანებლად მექცა ყველა ჩამოსვლა რაჭაში.
სიკვდილი არ მძულდა ისე,როგორც რაჭა.
გაუფერულდა,განულდა ყველაფერი..
ერთადერთი მიზეზისგამო:
რაჭა ჩემთვის გაბო იყო.
___________
ძლივს წამოვზიდე სხეული დილით..
თვალები საშინლად მქონდა დასიებული,სუნთქვა მიჭირდა.
გასვენება იყო დღეს.
ჩემ ბებოს მიწას ვაბარებდით დღეს..
დილიდან სააშინლად დამიმძიმდა სული.
ასე გაუსაძლისი არასდროს ყოფილა..
ხალხის ნაკადიც არ წყდებოდა..
აღმართს მივუყვებოდით სასაფლაოსკენ პროცესია..
კიდურებს ვერ ვიმორჩილებდი..
მძლავრად ვეყრდნობოდი დედას მკლავს,ისიც,თითქოს ერთმანეთი მიგვყავდა.
გული მეწვოდა.
მეწურებოდა როცა მწვანე მუნდირში გამოწყობილი,მედლებით შემკობილი,ომის ვეტერანი ბაბუ ფერწასული,ბებოს სურათით მიუყვებოდა აღმართს.
თავი არ ამიწევია ზევით,ისე მივაყარეთ მიწა ტკბილ ბებოს.
სასაფლაო თითქმის დაცარიელებული იყო უკვე,დედას რომ მივუბრუნდი
-დედა,მე დავრჩები ცოტა ხნით,თქვენ წადით-მშობლებს მივუბრუნდი..
ბებოსთან განმარტოება მინდოდა.
ჩემ ბებოსთან.
ცოტა ხანი ვუცდიდი მესაფლავეებს,როგორც კი მოილიეს ყველაფერი,მარტო დავრჩი,შავი თავშალი მოვიხსენი,მოაჯირზე ჩამოვჯექი..
მოგონებებში გადავეშვი,სადაც ჩემი ნუნუკა ბებო სულ მოღიმარი იყო..
ფიქრებში ნაბიჯების ხმა ჩამესმოდა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი..
ფიქრს განვაგრძობდი.
გამახსენდა კვლავ ჩემი ტკბილი ბავშვობა.
ტკბილი მოგონებები,რომლების სათავეშიც ბებია-ბაბუა იდგა..
-ქეთო-ფიქრებში ნაცნობი ხმა ჩამესმა-გული ამიჩქარდა,თავი არ ამიწევია,ზმანებაათქო მორიგი,ვიფიქრე..
-ქეთო-უკვე მკაცრად მომესმა ჩემი სახელი გონებაში და უიმედოდ ავწიე თავი.
გაბო მედგა წინ..
ჩემი გაბო..
გული არ ამიჩქარდა,სრულიად შეწყვიტა ცემა.
ერთ ადგილს მივეყინე,მეტყველების უნარი წამერთვა მომენტალურად..
საოცრად სევდიანი იყო გაბო,ხავსისფერი მზერა სრულიად აწყლიანებოდა..
სხვა გაბოს ვხედავდი..
სულ სხვა გაბოს..
თმები მოშვებული ჰქონდა,წვერს უტოლდებოდა...
საოცრად დასუსტებულიყო და თითქოს კეხი უფრო მკვეთრად უჩანდა..
ნატანჯი სახე ჰქონდა გაბოს და სწორედ ამან მიმაჯაჭვა ადგილს.
ნერვიულად ისვამდა სუსტ თითებს თმებზე..
ელოდა ჩემს გამოფხიზლებას..
ელოდა მაგრამ სრულიად უმოქმედო ვიყავი..
-ქეთო-ისევ გაიმეორა ჩემი სახელი,ფრთხილად მომიახლოვდა..-ქეთო -ნაზად ჩამომისვა თითები სახეზე,მწველი ცრემლები მომწმინდა,ნაზად მომეალერსა...
-ქეთო რომ იცოდე როგორ ვწუხვარ და როგორ მტკივა-ტკივილიანი ხმა ჰქონდა გაბოს..-რომ იცოდე ქეთო,რომ იცოდე-სუსტი ხმით ამომძახა და დაჩოქილმა მუხლებში ჩამიდო თავი..
გული შემიქანდა..
გაუცნობიერებლად მისკენ წავიღე ხელები და თავზე მოვეფერე მონატრებულს..
როგორ მომნატრებოდა ჩემი გაბო,როგორ მწარედ,როგორ უთქმელდ მომნატრებოდა მისი მწვანე თალები-ნელნელა ვუბრუნდებოდი ცნობიერებას..ნელენლა ვიაზრებდი სცენას მთელი სიდიადით-როგორ დაღლილა ჩემი გაბო,როგორ შეცვლილა ჩემი გაბო,როგორ..
თმებზე ვეფერებოდი დაჩოქილ კაცს და მის მოცახცახე მხრებს მონუსხულივით ვუყურებდი.
მივხვდი,მონატრება მორეოდა რაჭის მკიდრს.
მივხდი,როგორ ტანჯავდა ეს ორი წელი.
მივხვდი,მარტო მე არ მტკიოდა მარცხენა მხარე..
მივხვდი და მეც ავტირდი,მთელი გულით და გრძნობით.
ყველა უჯრედით ვგრძნობდი მის ტკივილს,ასე ცხადად რომ ეტყობოდა ყველა ნაკვთზე.
გულის ამოსკდომამდე დავიცალე ცრემლებიდან,მაგრამ ტკივილს ვერ მოვუხერხე,მაინც მტკიოდა,ჩემთან იყო,მაგრამ მაინც მენატრებოდა..
-ქეთო-ნელა აწია თავი კალთიდან,თვალები ჩაწითლებოდა,ტბა მუქი,მუქი ხავსისფერი გახდომოდა..-რომ იცოდე როგორ მომენატრე-მთელი ტკივილი ამოაყოლა სიტყვებს და ერთი ვარდი მომაწოდა..
___________
მდუმარედ გავუყევით გზას სახლამდე..
ვერცერთი ვბედავდით დაწყებას..
გრძნობაგამხელილებს გვერიდებოდა თითქოს ერთმანეთის.
დროდადრო გავხედავდი.
ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
ცალი ხელით გამმუდმებით ისწორებდა ჩამოშლილ სწორ,კუპრივით შავ თმას.-როგორ მოგხდომია ცვლილებები-გონებაში თბილად გავივლე აზრი,მონატრებულს ყველა ნაბიჯი მომწონდა მისი..
რაღაცნაირი იყო გაბო..
რაღააცნაირი,სახელსაც რომ ვერ აურჩევდი ისეთი.
იმ რამოდენიმე წუთში,რაც ამწამამდე გავატარე მასთან,ზედმიწევნით განვიცადე განვლილი ორი წელლი..
სისუსტის შემდეგ ისევ დაბრუნებოდა გაბოს ძველებული მედიდურობა..
ისევ ისე,როგორც აქამდე,წელში გამართული,მტკივე ნაბიჯით მიუყვებოდა ათასჯერ გატკეპნილ გზას.
მის ნაბიჯშიც კი იგრძნობოდა გაბოსეული სიდიადე.
სიდიადე,რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა და არავის სხვას.
სიდიადე,რომელლიც მხოლოდ მას უხდებოდა.
სიდიადე,რომელიც მხოლოდ მასთან ვლინდებოდა თავმდაბლობით.
გაბო რაღაცნაირი იყო..
გაბო გაბოსეული იყო.
გაბო ქეთოსებური იყო.
-მოვედით-გამომარკვია ფიქრებიდან და კვლავ რეალობაში დამაბრუნა მისმა ხმამ.
უკვე სახლთან ვიყავით,გული ისევ მომეწუნა,განმიახლდა იარები.
-ღმერთს გეფიცები-საკუთარივით მეტკინა ნუნუკა-მითხრა,ღრმად დაარტყა ნაპასი,ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და სახლში შევიდა.
მე კიდევ თავჩახრილი,გრძნობამორეული,მაგრამ მაინც ტკივილით სავსემ შევაღ კარები,სადაც აღარ გამომგებებია გაფქვილული ბებია.
________
მოგესალმებით..
კვლავინდებურად მოვიწამლე საიტით,დილიდან მივუჯექი ნოუთბუქს,არ მიმიქცევია მეუღლის საწყალი თვალებისთვის,რომელიც მთხოვდა,ყავა მომედუღებინა.
არ მიმიქცევია ყურადღება ძალიან ბევრი სასწავლი კონსპექტისთვის და განვაგრძე წერა..
განვაგრძე და აი ეს გამოვიდა..
იმედია თქვენს მოწონებასა და კარგ შეფასებას დაიმსახურებს..
ველი თქვენს აზრს განვითარებული მოვლენებისადმი და რა თქმა უნდა ველი შენიშვნებსაც.
დიდი მადლობა.
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3




№1 სტუმარი kati

kargi iyo,magram kidev mindoda...gelodebi moutmenlad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent