შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?!


26-06-2017, 20:15
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 6 161

შენ?!

შუა მანჰეტენზე მრავალსართულიანი ცათამრჯენის ერთ-ერთ ნომერში უნდა შეგიყვანოთ ,რადგან სწორედ ამ ადგილიდან უნდა დავიწყო ამბის თხრობა . გაინტერესებთ რა ხდება იქ ხომ? ისეთი არაფერი ახლაგაზრდა ბიჭი და გოგო ელვის სისწრაფით ათავისუფლებენ სხეულებს სამოსისგან და ისეთი ვნებით კოცნიან ერთმანეთს თითქოს ტაიმერი აქვთ ჩართული და თუ ვერ მოასწრებენ შუა გზაში ააცლიან ერთმანეთს. რას გაუგებ ხალხს რომელიც ალერსთან ერთადაც კი კინკლაობენ განსაკუთრებით გოგო გამოირჩევა სიგიჟის უკიდურესი ზღვრით. ბიჭს საწოლზე აგდებს და ზემოდან ექცევა ხელის შეხების უფლებას არ აძლევ ტუჩზე კბენს და მერე ზემოდან დაყურებს ,თითებს ყბაზე უჭერს და ანთებული თვალებით დაჰყურებს
-ეს არაფერს ცვლის ხომ იცი !
-გაჩუმდი, ახლა მაინც გაჩუმდი! - ბიჭმა ისე მოიქცია მკლავებში გოგომ წამოკივლება მოასწრო მხოლოდ მერე ზეწარს ჩააფრინდა თითებით და დაიკრუტუნა
-როგორ მომენატრე
-ვიცი
-არაფერი იცი და ნუ მისმენ საერთოდ საქმეს მიხედე ..ჯანდაბა მანდ ნუ მკოცნი ხომ იცი ცუდად ვხდები
-ვიცი
-აააჰ -კვნესის ისევ და თმებში აფრინდება ბიჭს თავს მაღლა აწევინებს და ტუჩებზე აცხრება . გიჟდება ბიჭი რომ იცინის ,მაგრამ უკვე აღარ ადარდებს .ტკიპასავით ეკვრის სხეულზე და სხვა განზომილებაში გადადის.
ამ ამბამდე რეალურად მრავალი წელი იყო, უამრავი ამბავი და ათასობით გიჟური დღე . გგონიათ შეყვარებულები არიან? ან ცოლ-ქმარი რომელმაც იჩხუბა და ახლა რიგდებიან? ცდებით ეს ორი გაცნობის დღიდან მტრები არიან . გგონიათ ოჯახები მტრობენ და იმიტომ? ან რამე მიზეზი აქვთ? არც ახსოვთ როგორ დაიწყეს რომ ჰკითხოთ რატომ მტრობთ ერთმანეთსო ორივე სხვადასხვა მიზეზს გეტყვით ,მაგრამ მე ხომ ვიცი როგორ დაიწყეს
გოგონა ,აი ის ამოფრქვეულ ვულკანს რომ ჰგავს პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით. პირდაპირით იმიტომ რომ ლავისფერი თმა აქვს ...ცეცხლივით წითელი და ფერფლისფერი თვალები . ალქაჯებს წითელი თმა აქვთო რომ ამბობენ ამ ქალის არსებობის შემდეგ დადასტურდა.
პატარა კიკინებიანი ჭორფლიანი გოგონა თავაწეული მიაბიჯებდა მშობლების გვერდით . ისე მიდიოდა თითქოს დედოფალი იყო ყველაფერს აკვრიდებოდა და შემდეგ ტიტინებდა გაუცერებლად. ბაღის პირველი დღე ჰქონდა და საერთოდ არ უნდოდა მშობლებისგან შორს ყოფნა,ერჩივნა სახლში ყოფილიყო მარტო როცა დედა და მამა სამსახურში წავიდოდნენ,მაგრამ არ დაუჯერეს მშობლებმა და მაინც მიიყვანეს იმ საზარელ ადგილას ცხვირმოუხოცავ ბავშვებთან რომლებმაც დამოუკიდებლად ჭამაც კი არ იცოდნენ ალბათ . კურნოსა ცხვირი მაღლა ასწია და ტუჩები დაბრიცა
-კატაცტროფაა აქ არ დავრჩები ...ფუუუ როგორ ველურებივით დარბიან რა საშინელებაა უბლალოდ აქ როგორ მტოვებთ არ გრცქვენიათ?მამიკოოოო - ხელი გაუშვა მშობლებს და კიდევ ერთხელ დაიწყო ფეხების ბაკუნით საუბარი. უნდა ავღნიშნო რომ ნამდვილ პრინცესას ჰგავდა კოპლებიან ფუშფუსა კაბასა და ისეთივე ფეხსაცმელში ,კიკინებზეც კოპლიანი ბანტები ეკეთა და ნამდვილ თოჯინას ჰგავდა
-პრინცესა უკვე დიდი გოგო ხარ და დროა რომ სხვა ბავშვებთან ერთად გაატარო დრო . აქ ბევრ რამეს გასწავლიან იცი რა კარგი აღმზრდელები ჰყავთ? თანაც შენ ხომ დედოფალი ხარ თუ მოინდომებ ყველაფერს შენი სურვილისამებრ კომფორტულს გახდი
-არ მჭირდება არაფრის სწავლა...იცედაც ყველაფერი ვიცი- ტავი გვერდით შეაბრუნა და ტუჩები მოკუმა, ბუთქუნა ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და უკვე ორივემ იცოდა რომ პროტესტის ნიშნად არ დაილაპარაკებდა. მაგრამ დედამ მაინც სცადა
-დეე ... შენ ხომ ჩვენი ჭკვიანი გოგო ხარ ხომ არ გინდა მშობლებს გული ატკინო? საჭიროა დე და უნდა დაგვეხმარო ხო?
არ უსმენდა, არც ბაღის აღმზრდელს უგდებდა ყურს. შეაბიჯა ათასფრად მოხატულ სათამაშოებით სავსე ოთახში და თავაწეული გაემართა ერთ-ერთი მაგიდისკენ რომ დამჯდარიყო . დაჯდა და უყურებდა ბავშვებს რომლებიც თამაშობდნენ, ტიროდნენ ზოგი დედასთან ყოფნას ითხოვდა, კიოდა წიოდა, ჩხუბობდნენ კიდეც. ზოგი გაშეშებული იჯდა , ზოგიც თავსითვის თამაშობდა.მისთვის საინტერესო არავინ იყო ,ვერავინ მიიქცია ყურადღება. ბოლოს ერთი ბიჭი დაინახა ზუსტად იმ მაგიდასთან იჯდა სადაც თავად მოტავსდდა და ახლაღა დაინახა რომ ხელში ზღაპრების წიგნი ეჭირა და დაჰყურებდა.
-ისე უყურებს თითქოს კითხვა იცის.. კეკეჩი - მართალია ხმამაღლა თქვა ბიჭი რომ გამოეწვია ,მაგრამ საპასუხოდ რეაქცია ვერ გამოიწვია-ყრუც ყოფილა საწყალი - თავი ისევ შეაბრუნა და დაკვირვება განაგრძო . საჭმელზეც უარი განაცხადა ისე დაიმანჭა თითქოს რაღაც საშინელება მიუტანეს. სხვადასხვა რამეს ითხოვდა ყველაფერი მიუტანეს რაც შეეძლოთ ,მაგრამ როგორც კი ერთ ლუკმას გასინჯავდა თეფშს უკან გასწევდა.განა შეურაცყოფას აყენებდა ვინმეს ლანძღავდა ან ეჩხუბებოდა მასწავლებლებს,თავს იჭერდა და უბრალოდ ნერვებს აგლეჯდა ყველას. მორიგ პრიკაზს იგონებდა უცებ თავზე ბლანტი სითხე რომ დაესხა იგრზნო როგორ ჩამოეღვარა ჯერ წითელ თმაზე მერე ყელზე ლამაზ კაბაზე და შოკში ცავარდნილი პირდაფჩენილი კიოდა.
-ბრმაც ვყოფილვარ ,საწყალი ! - ბიჭის ხმა რომ გაიგო გაცეცხლებული წამოვარდა იმ წამს ჩამოვარდა მოხარშული კარტოფილი იატაკზე , მაკარონები კიკინებზე ჰქონდა დაკიდებული და ცხიმიანი სითხე წვეთ წვეთად ჩამოდიოდა ლოყებზე
-შეენ... განგებ გააკეთააა ამ უტვინო ბატმააა - მუშტებშეკრული კიოდა .მასწავლებლები ტავს ეხვივნენ ,ბიჭი ვერავინ დაადანაშაულა რადგან დაინახეს როგორ წამოკრა ხალიჩას ფეხი და სეუძლებელი იყო თავი შეეკავებინა.
-მე ხალიცას წამოვკარი ...- ბიჭი მასწავლებელს მიუბრუნდა და ახსნა დაიწყო დაღვრემილი სახით. გოგომ კი გვერდით მჯდომს ააცალა წვნიანის თეფში და პირდაპირ მისი მიმართულებით გაისროლა, ბიჭი გაიწია და იმ წამს საიდანღაც გამოცენილ ბაღის გამგეს შეესხა პირდაპირ მუცელზე .
უნდა გენახათ იქ რა მდგომარეობა იყო. ბავშვებმა ჭამა სეწყვიტეს და ყველგან ხორცი ,მოხარსული კარტოფილილ, წვენი და მწვანილები ცვიოოდა . კოვზებით ომი იყო გაჩაღებული ,თეფშები ზათქანით ეცემოდა ხალიჩებზე. სხვადასხვა გმირების გამოსახულებები კედლებზე წვნიანით იღებებოდა. მასწავლებლები კი ვერაფერს ახერხებდნენ, მოსვრილ იატაკზე უცდებოდათ ფეხი და მორიგეობით ეცემოდნენ .
ბოლოს კაბინეტში იჯდა ორი ბავშვი , ორივეს მშობელი ცდილობდა მდგოამრეობის გამოსწორებას ,მაგრამ შედეგი საერთო იყო იმ დღეს დატოვეს იქაურობა და სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს.
განა დაავიწყდა ბიჭის სახე? გგონიათ მისი სახელი არ გაიგო ? დემეტრე მახალდიანი კარგად დაიმახსოვრა დამცირებისთვის,საყვარელი კაბის განადგურებისთვის და კარგი გოგოს იმიჯის შელახვისთვის არ იყო საჭირო მისი სახელი სცოდნოდა? მერე რა რომ აღარ მოუძებნია, საერთოდ დაავიწყდა კიდეც ეს ამბავი და მშვიდად განაგრძო საზარელ ბაღში სიარული,ამჯერად სხვა ადგილას ,მაგრამ მაინც არ შეეძლო მშობლების დამჯერ კარგ გოგოს მეორედ „გაეტეხა სახელი“.
ბიჭს თუ ახსოვდა? თებეა ჯიქიას სახელზე ხალისობდა კიდეც , როცა გაიხსენებდა პატარა წითელთმიან ანჩხლ გოგოს როგორ გაუსწორდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, მშვიდი იყო და გონივრულად აგვარებდა საქმეებს. 5 წლის იყო ,მაგრამ ეს თვისება მკვეთრად გამოხატული ჰქონდა.
სკოლაში წასვლა უხაროდა, განსაკუთრებით ემზადებოდა გრძელ ტალღოვან ჟღალ თმას აკვირდებოდა სარკეში და იღიმოდა. გგონიათ ქედმაღალი ბოროტი ბავშვი იყო? ცდებით ზალიან კეთილი იყო ,მაგრამ არ შეეძლო ყველასთან ერთნაირად მოქცევა. მარტო ყოფნა ერჩივნა რადგან განსხვავებულად გრძნობდა თავს,ყოველთვის უფრო მეტი იცოდა ვიდრე მისი ასაკის სხვა ბავშვმა . სკოლა კი ისეთი სეურჩიეს მშობლებმა სადაც განსხვავებას ვერ იგრძნობდა. ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ სკოლაში სეჰყავდათ და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. დიდხანს ემზადებოდა ყველაფერი შერჩეული ჰქონდა და სირბილით გაიქცა მშობლბთან , საუზმობაც სწრაფად უნდოდა მოესწრო რომ სკოლაში წასულიყო. მაგრამ ერთმანეთზე მოალერზე მშობლებმა არადა არ დააჩქარეს სამზარეულოდან გასვლა. ხედავდა რომ დედა ზედმეტად ბევრს ჭამდა და ხომ არ ეტყოდა გაჩერდიო თან საყვარელი ეჩვენებოდა იმ დროს ,ზედმეტად საყვარელიც კი.
-მააა
-გისმენ პრინცესა
-დედიკო ამდენს რატომ ჭამს? რომ გასუქდეს არ ეშინია?-ჩუმად უჩურჩულა ყურში და თვალები დააწვრილა
-ჩშშ...არ გაიგოს თორე ორივეს მოგვკლავს- მამამ ისე უთხრა კისკისი დაიწყომერ ეორივე იცინოდნენ
-რაზე იცინით? მე დამცინით ხო?
-არ იტიროო დეეე შენ არა...არა მართლა არა უბრლოდ ბევრს ჭამ და
-გავსუქდი ხო? თებე დეე ძალიან მოვიმატე?
-არა დე ...მართლა არა
-მგონი დროა რაღაც გითხრათ ჩემო პრინცესა
-რა უნდა მითხრათ? - უცებ აგხალსიდდა ყოველთვის უყვარდა სიურპრიზები ანებივრებდა კიდეც მამიკო. ახლაც ყელზე მოეხვია კაცს რომელიც სიგიჯემდე უყვარდა და ლოყაზე ბევრჯერ აკოცა
-მამას პრინცესა შენ ხომ იცი რომ ჩემი ერთადერთი პრინცესა ხარ? - ხელში აიყვანა და მაგიდაზე დასვა . დედაც გვერდით მიუჯდა მამას
-რა თქმა უნდა ერთადერთი ვარ ... - გაიცინა და წინ ჩამოწეუული თმა ხელის მარტივი მოზრაობით უკან გადაიწია
-დე იცი ხომ როგორ გვიყვარხარ ...
-ვიცი ..მეც ძალიან მიყვარხართ ორივე . საუკეთესოები ხართ- უცებ გადაიწია და ორივეს მოეხვია სათითაოდ აკოცა და ისევ გასწორდა
-დეე ხომ გახსოვს რომ გიყვებოდი პატარა ბავშვებზე რომლებიც დედიკოს მუცელში იზრდებიან შენსავით და მერე როცა იქ აღარ ეტევიან ტოვებენ იქაურობას და ჩვენთან გამოდიან . იცი დე ახლა ჩემს მუცელში არის ერთი პაწაწინა ,სულ ციცქნა გოგონა ან ბიჭუნა რომელსაც ძალიან ეყვარები ,მოეფერები და მასზე იზრუნებ როგორც უფროსი და ჭკვიანი დაიკო
-ბავშვი გეყოლებათ? კიდევ ერთი ჩემს გარდა?
-მა ხომ იცი რომ მე და დედიკოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი ,შენ კი ჩვენ გიყვარვართ აქ კი ჩვენი სიყვარულის შედეგია მა . შეუძლებელია რომ არ გიყვარდეს
გაურკვევლობაში იყო,ვერ გაიგო რ აუნდა ექნა.უნდა გახარებოდა თუ არა, ეჭვიანობდა ყოველთვის მესაკუთრე იყო და ახლა ეშინოდა იმ პატარა არსების იქ დედამისის მუცელში რომ იყო. სკოლაში წასვლა მაინც უხაროდა მაგრამ მთელი გზა ფიქრობდა ახალ ამბავზე. ბავშვები გაიცნო ,მომავალი მასწავლებელი და კმაყოფილი იყო. ერთ-ერთი გოგონა ძალიან მოეწონა ვერ გაიგო რატომ მაგრამ მოუნდა მისი უკეთ გაცნობა.
-გამარჯობა მე ელენა მქვია შენ?
-მე თებეა...შენც ჩემი კლასელი იქნები?
-არაა მე პატარა ვარ ჯერ ,მაგრამ ჩემი ძმა იქნება შენი კლასელი
-მართლა ? და რომელია შენი ძმა? - გოგონა ისეთი საყვარელი იყო თებეაც იღიმოდა მასთან ერთად
-აი ის მაღალი შავტუხა ბიჭი - ხელი გაიშვირა გოგონამ და თებეამაც გაიხედა ,მაგრამ ვერავინ დაინახა - უიი წასულა სად გაქრა ასე უცებ.
-მერე გავიცნობ ... შენ რამდენი წლის ხარ?
-მე 5 წლის ვარ სამწუხაროდ არ შემომიყვანეს წელს სკოლაში არადა ჩემი ძმა უკვე დიდია 7 წლისაა .ვერ გავიგე ის რატომ არ შეიყვანეს 6 წლის - აბუზღუნდა საყვარლად და წარბები შეკრა- მეც მინდა სკოლაში ...თან შენთან ერთად ვიქნებოდი...იცი რალამაზი თმა გაქვს? - უცებ გაუბრწყინდა სახე და თმაზე გაოცებულმა ჩამოუსვა ხელი- ანათებ შენ - გადაიკისკისა და პირზე ხელი აიფარა
-მადლობა... მეც მომწონს ჩემი თმა. იცი შენც ძალიან ლამაზი ხარ და საყვარელი .მომწონხარ მე შენ
-მეც მომწონხარ - თვალები აუციმციმდა და მოეხვია . არ უყვარდა ჩახუტებები თებეას ,მაგრამ ეს გოგო ისეთი თბილი იყო სულ დაავიწყდა ყველაფერი და მაგრად მოეხვია. - მომავალ წელს რომ შემოვალ მეც სკოლაში ვიმეგობროთ
ელენა ნამდვილად არ დაუკარგავს.რაც შეეხება მის ძმას ვერ გაიგო რომელი იყო სამაგიეროდ კლასში შესვლისას როცა უკვე ყველა მოსწავლე ადგილზე იყო წინა მერხზე მჯდომი ბიჭი დაინახა . წამით ვერ მიხვდა რატომ უყურებდა ასე დაკვირვებით ის ბიჭი,გვერდი აუარა ცხვირაწეულმა და ისიც პირველ მერხთან დაჯდა ოღონდ კედლის მხარეს იქეთ სადაც მასწავლებლის მაგიდა იდგა. დამრიგებელიც შევიდა გაცნობა დაიწყო ბავშვების .ფანჯარასი იყურებოდა როცა ბიჭის ხმა გაიგო „ დემეტრე მახალდიანი „ ამის გაგება და შემობრუნება ერთი იყო. თვალებგაფართოებული უყურებდა ფეხზე მდგარ ბიჭს და წამსვე გაახსენდა ვინ იყო . მართალია გარეგნურად შეცვლილი იყო,მაგრამ სახელი მაინც გაიხსენა. გაახსენდა თავის ლამაზ კაბას როგორ მოსთქვამდა, რამდენხანს აბანავებდა დედა სახლში რომ მოეშორებინა თმიდან წვნიანი და როგორი სუნი ასდიოდა თმაზე. ძლივს დამშიდდა, პატარა გული ისე უფართხალებდა ადგილზე ევღარ მოისვენა. ყველაფერი ერთად მოაწვა დილანდელი ახალი ამბავი, ახლა დემეტრეს გამოჩენა და ზარის ხმა ისე გაახარა წამში წამოფრინდა და ბიჭს თავზე დააცხრა. მერხზე ხელებით დაეყრდნო და ბიჭს ნაცრისფერი თვალები მიანათა
-შეენ ...აქ რა გინდა შენ
-პატარავ იცი სად ხარ? ბაღში გგონია ისევ თავი? სწავლისთვის ვართ აქ ყველანი შენ რატომ შემოიარე? - ბიჭმა ჩუმად უთხრა და ცხვირზე თითი დაკრა . როგორ შეიძლებოდა მის ცხვირს ვინმე შეხებოდა თავისი ტურტლიანი ხელებით ტან ვინ დემეტრე მახალდიანი ,რომელმაც ბავშვობის ტრამვა მიაყენა? თმებში უნდოდა სცემოდა და ღერა რერა დაეპუტა ის შავი კარგად დავარცსხნილი თმა,ან თეთრ დატკიცინებულ პერანგში ცემოდა და ტანზე შემოეხია. აი იმ წამს სამაგიეროც მოიფიქრა. თავი ისე ასწია თითქოს არაფერი მომხდარა, მასწავლებელიც დაინახა და „თვალის თვალის წინ“ უკეთ დაგეგმა . წინ მდგომ ბიჭს მიეჯახა რომელსაც ხელში ტკბილი შოკოლადიანი ფუნთუშა და პეპსის ქილა ეჭირა. თავადაც დაეცა და ბიჭის სწორი მიზნისკენ გაუშვა . იატაკზ ეყვავილივით დამჯდარი კიოდა როცა გაიხედა და დაინახა რომ ფუმფულა ბიჭი მასწავლებელს დაეჯახა თავზე კი დემეტრე ედგა გაცინებული სახით და სხვებთან ერთად ხარხარებდა მაშინ დაიჯერა რომ ეს ბიჭი ეშმაკი იყო.
სახლში გაცოფებული დაბრუნდა,მართალია მასწავლებელს საყვედური არ უთქვამს რადგან ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალა,მაგრამ მაინც საშინელი დღე ჰქონდა. მომდევნო დღეებში ფიქრობდა როგორ გაესწორებინა ანგარიში ბიჭისთვის,მაგრამ ყველა აზრი განხორციელებამდე ჩაუშალა დემეტრემ. საერთოდ არ ელაპარაკებოდა ბიჭი, არც აიგნორებდა მაგრამ თავისთვის იყო. ბიჭებთან საუბროდბა, ზრდილობიანი იყო. გოგოებსაც არ აბრაზებდა .მოკლედ პირველივე დღიდან დაიწყო და ბოლომდე შეინარჩუნა ზრდილობიანი,წესიერი,ჭკვიანი და შრომისმოყვარე ბიჭის იმიჯი რაც თებეას აგიჯებდა.მან ხომ იცოდა რომ ასეთი კაგრი მხოლოდ თავად იყო ის კი ყალბი და თვითმაქრვია იყო.
ყველაფერთან ერთად ოჯახის ახალ წევრს ეგუებოდა. უხაროდა როცა მშობლებს ბედნიერს ხედავდა, ისეთი საყავრელი იყო ფუმფულა დედა რომ არ შეეძლო გაბრაზება. როცა ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნდა და სახლში ბებო დახვდა მხოლოდ გაუკვირდა. მერე საავადმყოფოში წაიყვანეს ერთ პაწაწინა წითელი ბავშვი აჩვენეს თავის თოჯინას რომ ჰგავდა ზუსტად და უთხრეს გაიცანი შენი პატარა ძამიკო თორნიკეო. აკვირდებოდა იმ პატარა არსებას და ვერ იგებდა რანაირი ბავშვი იყო ტირილის, ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებდა,მაგრამ მაინც ყველა მის ირგვლივ ტრიალებდა. დედას სულ მკერდზე ჰყავდა მიკრული,მამა აძინებდა როცა ტიროდა. ხანდახან შუაღამით იწყებდა ჭყავილს და ძილს ურღვევდა თებეას. ბრაზობდა , ანჩხლდებოდა და მშობლებს ეჩხუბა კიდეც ერთხელ. როგორც ყოველთვის მამიკომ დაუყვავა,მოეფერა აუხსნა რომ მან ჯერ არაფერი იცოდა,დ აუცველი პატარა და სუსტი იყო მოვლა სჭირდებოდა ,ზრუნვა და ამიტომ იყვნენ მასთან რომ დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებდა. მიხვდა რომ თავად დიდი იყო,ჭკვიანი და მშობლებსაც უყვარდათ იმიტომ რომ არაფერს აშავებდა. მერე როცა გასუქდა ბატონი თორნიკე, ცოტა გაიზარდა, დედა თქვა,მამა . ჯდომა ისწავლა და სულ აღარ ეძინა თებეაც ვერ შორდებოდა. უბრალოდ უნდოდა მისულიყო მოფერებოდა ხელში აეყვანა,რის უფლებასაც ნაკლებად აძლევდნენ.ისედაც ისეთი მსუქანი იყო ბატონი თორნიკე რომ ვერც აიყვანდა თავისი სუსტი ხლებით ამიტომ მხოლოდ კალთაში უჯენდნენ და ამით კმაყოფილდებოდა. სემდეგ მასთან იჯდა სწავლობდა რაღაც-რაღაცეებს და თან ელაპარაკებოდა პატარა თეთრ ბურთს სულ რომ იცინოდა სათამაშოებს აჩხარუნებდა და რაღაცს გაუგებრად ბუტბუტებდა.
სკოლაში ზეიმი ჰქონდა პირველი კლასის დასასრულს. მშობლებიც იქ იყვნენ თორნიკესთან ერთად და კმაყოფილი დადგა სცენაზე. მთავარი სიტყვები მას და დემეტრეს ჰქონდათ . უწევდა კაგრი ბავშვის როლიდან არ გამოსულიყო და არაფერი ეტქვა ბატონისთვის. ის კი რა თქმა უნდა თავად არასდროს გადავიდოდა შეტევაზე. როცა ყველაფერი დასრულდა დარბაზში მყოფი ელენასთან მისვლა გადაწყვიდა. გოგონა მისკენ მორბოდა მიესალმა და მერე უცებ დემეტრეს მოეხვია
-დემეე ძალიან კარგად მოყევი ლექსი
-ამასთან რა გინდა ?
-ვინ ამასთან დემესთან? ჩემი ძმაა დემე არ უთქვამს? ხომ გითხარი გაიცანი და უთხარი რომ ჩემი ძმა ხარ_თქო როგორი მუნჯი ხარ უუფ - აწუწუნდა გოგო და ძმას გაუბრაზდა. თებეა კი ჭკუიდან გადავიდა ლამის მერე დააკვრიდა დემეტრეს მართლა ისეთი შავტუხა იყო თებეასთან სედარებით შავკანიანს ჰგავდა. ასკარა იყო და ძმას შორის მსგავსებაც ორივეს ერთნაირი მუქი ფერის თვალები და თმა ჰქონდათ. თუმცა ელენას ნამდვილი შავი ჰქონდა აი ბატონ დემეტრეს კი მუქი ყავისფერი,თუმცა შავს უფრო ჰგავდა .
დემეტრემ გოგონები დატოვა თავად აშკარად არ ადარდებდა თავისი და თებეასთან მეგობრობას რომ გეგმავდა. თებეა კი დილემის წინაშე იდგა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ბოლოს მაინც ელენა აირჩია. მას მერე რაც ელეც მათთან სევიდა სკოლაში სულ ერთად იყვნენ. ყველაფერს უყვებოდნენ ერთმანეთს, გოგონა ხალისობდა მათი ჩხუბით და ნეიტრალურ მდგომაროებას ინარჩუნებდა.
იზრდებოდა უფრო იხვეწებოდა, ჭკვიანი, გონებაგახსნილი და განსხვავებული იყო ყოველთვის. ელენა მუდამ მასთან იყო არასდროს უჩხუბიატ რადგან შეუძლებელი იყო ამ საყავრელი გოგოსთვის გულისტკენა. ხედავდა როგორ ზრუნავდა დემეტრე თავის დაზე ,მაგრამ მაინც ესმაკად მიაჩნდა ეს ბიჭი და პირდაპირი თუ არა მალული ქიშპი მაინც ჰქონდათ. ორი საუკეთესო მოსწავლე ისედაც სულ ომობს და ამ შემთხვევაში ნამდვილი ორთაბრძოლა იყო ხოლმე. არ შეეძლო ტებეას როცა სხვა უგებდა , დამარცხება როცა გამარჯვება შეეძლო მისთვსი წარმოუდგენელი რამ იყო. მითუმეტეს დემეტრესთან დამარცხება,ამიტომ ყოველთვის რაღაც საშინელებას უწყობდა ბიჭს. მეშვიდე კლასში წიგნის ფურცლებიც კი წებოთი დაამშვენა მისთვის სწავლაში ხელი რომ შეეშალა, ბიჭმა გაკვეთილზე რომ ამოიღო ისტორიის წიგნი და გადაფურცლა რამდენიმე გვერდის შემდეგ ვერაფერი მოახერხა. ფურცლის კიდეები თავისუფალი იყო მაგრამ შუა ნაწილს ერთმანეთს ვერ აშორებდა. თან ზემოდან კეჩუბი იყო დაქცეული და ყველას ეგონა რომ სამარცხვინოდ წიგნთან მჯდომი ჭამდა და ფურცლებიც ამიტომ იყო ასეთ მდგომაროებაში,მასწავლებელმა დატუქსა როგორ შეიძლება წიგნს ასე მოექცეო შენგან არ ველოდი მახალდიანოო და მერე თებეას მოაყოლა გაკვეთილი. არაფერი გაუკეთებია საპასუხოდ, ელოდა ტებეა დარტყმას მაგრამ სულ არაფერი მომხდარა. ყურადღებით იყო ყველაეფრს ელოდა ,მაგრამ ისე გავიდა რამდნეიმე თვე დემეტრე ჩვეულებრივად იქცეოდა. ერთ დღესაც როცა ყველა სპორტის გაკვეთილზე იყო გასახდელიდან გასულს სიცილით შეხვდნენ . გაოცებული დარჩა ვერ გაიგო რა ხდებოდა სანამ ერთ-ერთმა კლასელმა არ უთხრა შარვალზე უკან რაღაც გაცხიაო. სწრაფად ჩაიცვა და არც შეუხედავს შარვლისთვის. საპირფარეშოს სარკეში რომ ჩაიხედა და საჯდომზე წითლი ლაქები რომ დაინახა პირდაპირ კივილი დაიწყო. გიჟივით გაიქცა დერეფანში რომ მიეხრჩო მახალდიანი ,მაგრამ გზაში თავი დაიმშვიდა ისევ. უკან დაბრუნდა შარვალი გამოიცვალა და კაბით დაბრუნდა ეზოში. ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ და მათ შორის რა თქმა უნდა სკოლის ვარსკვლავი ნომერი პირველი სპორცმენი მახალდიანიც იყო. ვერ იგებდა როგორ უყვარდა წიგნი და ბურთი ერთდროულად ,მაგრამ ფაქტი იყო რომ ამ ეშმაკს ყველაფრის გაკეტება შეეძლო,მაშინ როცა თებეას მხოლოდ მეცადინეობა სურდა ,მაგრამ მის ჯიბრზე ყველა სპორტის სახეობაზე შევიდა რაც კი შეეძლო თავისი ნაზი და ქალიური აღნაგობით. ცეკვა,სიმღერა ხატვა ხომ საერთოდ სხვა განზომილება იყო. რომ გეთქვათ დემეტრეს ჯიბრით აკეთებ ყველაფერსო გაგიჯდებოდა, გგონიათ თავად საკუთარ თავთან აღიარებდა ამას? მოკვდებოდა და ვერ აღიარებინებდით რომ ის ბიჭი გავლენას ახდენდა მასზე. არადა მხოლოდ დემეტრეს შეეძლო მისი მწყობრიდან გამოყვანა და შემდეგ დამშვიდება. ისე რომ არც მიახლოებოდა, არც დალაპარაკებოდა რამეს გააკეთებდა ისეთს რომ პირდაპირ მოქმედებდა გოგონაზე. დემეტრეს შეეძლო წვიმისგან ეხსნა საკუთარი ქურთუკი მოეფარებინა გაწუწული წითურისთვის და მეორე დღეს ისე დაედო ფეხი რომ პირდაპირ გუბურაში ჩავარდნილიყო „სრულიად შემთხვვეით“ . შეეძლო ნებისმიერი ვინმესგან დაეცვა და მერე ისეთი რამ გაეკეთებინა რომ სხვა ვერავინ გაბედავდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ იქცეოდა თავად თებეა. დემეტრე რომელსაც შეეძლო ნებისმიერი გოგო დაეცვა მჩაგვრელისგან , იყო ზემხიარული, ზესერიოზულთან ერთად , უჯელტმენესი არსება, გალანტური, მომხიბვლელი და შარმიანი ბიჭი რომელზეც მთელი სკოლა გიჟდებოდა მასწავლებლიან მოსწავლიანად თებეასთან უკონტროლო ხდებოდა. ისე უღრიალებდა ,ისე ეცემოდა მხრებში და ანჯღრევდა თითქოს სულ ასეთი იყო . მაგრამ არ შეეძლო იმ ალქაჯთან მშვიდად ყოფნა როცა მის მახეში მაინც გაებმებოდა. მეთერთმეტე კლასში იყვნენ ...როგორ არ უნდა ეყვირა როცა მნიშვნეოვანი მატჩის შემდეგ საშხაპეშ შესულს თავი წითლად შეეღება და მთელი ნაკრები დასცინოდა. გარეთ ლამის შიშველი გავარდა და თებეას ხმა რომ გაიგო როგორ ეუბნებოდა გოგონებს „ხომ გეუბნებოდით გეია-თქო“ გადაეკეტა.
-თებროლეეეე -ასე მაშინ ეძახდე მისი გაგიჟება რომ სურდა
-ნუ ღელავ დემე ...ხომ იცი მე შენს გვერდით ვიქნები არ მივცემ შენს ველურ ძმაკაცებს რამე გავნონ



ეს იქნება ტკბილი,თბილი,გიჟური და ისეტი ისტორია ისეტი გმირებით როგორსაც ჩემგან ხართ შეცვეულები იმედია მოგეწონებათ პირველი თავი და დაინტერესდდებით გაგრძელებით. მიყვარხართскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Eka

იმ მეორე ისტორიას არ გააგრძელებ?:/.

 



№2  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Eka
იმ მეორე ისტორიას არ გააგრძელებ?:/.

კი აუცილებლად გავაგრძელებ blush

 



№3 სტუმარი Guest Eka

ესეც ძაან მომეწონააა ;).მაგრამ.ის რაღაც საოცრებაა

 



№4  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Eka
ესეც ძაან მომეწონააა ;).მაგრამ.ის რაღაც საოცრებაა

მადლობაა smile smile

 



№5  offline წევრი 1131

ესეც კარგია მაგრამ იმის შემდეგ თავს როდის დადებ?

 



№6  offline მოდერი sameone crazy girl

1131
ესეც კარგია მაგრამ იმის შემდეგ თავს როდის დადებ?

გვიან ღამით დავდებ მადლობა smile

 



№7  offline წევრი tady

მშვენივრად ვიხალისე kissing_heart მომეწონა თებეა ალბათ იმიტომ რომ მე მგავს stuck_out_tongue_winking_eye ძალიან კარგი იყო მაგრამ გაგრდელე ის ისტორიაც რა
sweat_smile

 



№8  offline მოდერი sameone crazy girl

tady
მშვენივრად ვიხალისე kissing_heart მომეწონა თებეა ალბათ იმიტომ რომ მე მგავს stuck_out_tongue_winking_eye ძალიან კარგი იყო მაგრამ გაგრდელე ის ისტორიაც რა
sweat_smile

გავაგრძლებ იმ ისტორიას smile მადლობა დიდი მიხარია ძალიან რომ მოგეწონა

 



№9  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
ოჰოჰოოოოო ახალი კარგი გადასარევი გიჟურუ და მე რომ მიყვარს აი ისეთი მხიარული უმაგრესია და უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე

smile smile smile smileიმედია ემრეც მოგეწონება

 



№10 სტუმარი Guest mariamii

Dzaaan magari istoriaa es da imedia amas gaagrdzeleb,wina istoriac gaagrdzele magram amis dadeba ar shewyvito raa

 



№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra sayvarlebi ariaan <3

 



№12  offline წევრი tatiko.1995

Ra kargi iyoo davitvirte emociebit ra sayvarlebi arian maocem mariam vgijdebi velodebi shemdeg tavs moutmenlad

 



№13  offline წევრი Indigo

ოოოოოოოოო, საოცარი ისტორიის სუნი მცემს.
გელი, გელი და მოგელი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№14  offline წევრი Sali_sali

აუუ აუუუ აუუუუუ რაა ძააააააააანნნ მაგარიი გოგოო ხაარრ heart_eyes წავიკიითხეე ორივე ისტორიააა შენ მუზას საზღვარი არაააქქქ heart_eyes მაგარიი გოგო ხარ ძაან და ველოდებიი ორივე ისტორიასს heart_eyes იმედია ერთმანეტსI არამერევა გმირები bowtie

 



№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს მართლაც გიჟური ისტორია იქნება
--------------------
ლანა

 



№16 სტუმარი sota

აუ მარიამ, რა ცუდი გოგო ხარ შენ რაა. რატომ დაიწყე ორიი??? გავგიჟდები ყოველ დღე რომ არ წავიკითხო, თანაც ორივე! შენ კიდევ ამბობ ხშირად ვერ დავდებო. ერთს კიდევ გავუძლებდი, მაგრამ ორი?? ორ ისტორიას როგორ ველოდო?! ისე მომწონს ორივე, ისე, "მეტი რომ არ შეიძლება" :))))))))))))))) აუ იყავი სანიმუშო გოგო და არ გვალოდინო, თანაც არცერთზე :))))))))

 



№17  offline ადმინი დედასამოტხე

ესეიგი ორი დღე ვერ შემ9ვედი და ვხედავ ჩემ საყვარელ გოგოს ორი ერტმანეთზე უკეთესი და რადიკალურად განსხვავებული ისტორია დაუწყია.აღაე ვიცი რა გითხრა.მართლა რა მაგარი გოგო ხარ მარიამ რაა.ხომ იციი რა ძვირფასი ხარ.გელიდებიიი მოუთმენლად.

 



№18 სტუმარი anastasia

აუ როგორ მიყვარხარ... ეხლა ვნახე ახალი ისტორია, უმაგრესი ხარ ასეტს მარტო სენ მოიფიქრებდი და დაწერდი მიყვარს ასეტი რომ ხარ და დიდი აგმოცენა ხარ ცემტვის...მომწონაააააააააააა

 



№19  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ოოოჰ ეს რა სიგიჟე წამოიწყეე :დდ თებეა რა თხაპუწაა მაგრამ რა წამპალია დემე :დ უხუხ ცხელ ცხელი ამბები გველის :დ ❤
როგორც ყოველთვის იცი რომ განუმეორებელი ხარ შენი ტკბილი ისტორიებით❤❤❤❤

 



№20  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე

 



№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ თავიდან ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent